01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა...

41
01 ჰამბურგის სასწავლებლიდან ჰამბურგერით ხელში სახლში ვბრუნდებოდი, საღამო იყო. მთვარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი რა ტკბილად დამეძინებოდა ამ დამღლელი დღის შემდეგ, რომელიც რეალურად მისტერ ნიუმანის დამსახურება იყო, მივქარე როცა კონფერენციაზე დასარჩენას დავთანხმდი. სახლში რომ მივედი 8 საათიც არ იქნებოდა, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი, იქ ჩემი თბილი ლოგინი მელოდებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის გზაზე დედა გადამეღობა. - ადლეტ, მერამდენედ უნდა გაგიმეორო რომ ჰამბურგერი ვნებს ადამინის ჯანმრთელობას, მითუმეტეს როცა ასე ხშირად და ამდენი რაოდენობით ჭამ. - და ამას მეუბნება ადმაიანი რომელიც ჰამბურგში ცხოვრობს. დედამ დაიწყო ლაპარაკი, ეს კი იმას ნიშნავდა რომ მინიმუმ 10 საათამდე ჩემ თბილ ლოგინთან ჩახუტება არ მეღირსებოდა. საბედნიეროდ ისეთი მოთენთილი ვიყავი რომ მისი სიტყვების ნახევარზე მეტი ვერ გავიგე და ნახევრად დამჯერი შვილის და ნახევრად ზომბის სახით ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი. განახათ ჩემი ოთახი, უფროსწორედ არა, ჯობს ასეთი რამ არასდროს ნახოთ, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოკომპანიაც კი ვერ შეძლებს ასეთი სპეცეფექტური გარემოს შექმნას - ჩემი ოთახის კარის შეღების შემდეგ პირველი შთაბეჭდილება ალბათ ის იქნება რომ იფიქრებთ ტორნადომ ხო არ გადაუარაო, მაგრამ ეს მას შემდეგ რაც პირველი მზერის შემდეგ კივილს მორთავთ დიდი თავის ქალიანი პოსტერის გამო. - არ მკითხოთ რომელი როკ ჯგუფის პოსტერია, მაინც არ გეცოდინებათ. და აი დადგა ის ნანატრი მომენტი როცა მე მეტეორივით ვეშვები ჩემი ბალიშისკენ და წამის მეასედში ღრმა ძილში ვიძირები. ძილინებისათ, მგონი შუქი დამრჩა გამოსართველი, მაგრამ არაუშავს, მთავარია მაღვიძარაა ჩართული, რომელმაც დილის 7:00 საათზე უნდა გამაღვიძოს, ხომ, სულ დამავიწყდა უნივერსიტეტი საკმაოდ შორს არის ჩემი სახლიდან. და კიდევ ერთხელ ძილინებისათ. 07:00 სიცივეს ვგრძნობ, ნუთუ ასე მალე გათენდა ალბათ კარი ან ფანჯარა დამრჩა ღია. ალბათ მართლა ასეა, რადგან მზის სხივს ვერ ვგრძნობ ჩემ სხეულზე, ლოგინი ისეთ

Transcript of 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა...

Page 1: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

01

ჰამბურგის სასწავლებლიდან ჰამბურგერით ხელში სახლში ვბრუნდებოდი, საღამო

იყო. მთვარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი რა ტკბილად დამეძინებოდა ამ

დამღლელი დღის შემდეგ, რომელიც რეალურად მისტერ ნიუმანის დამსახურება

იყო, მივქარე როცა კონფერენციაზე დასარჩენას დავთანხმდი.

სახლში რომ მივედი 8 საათიც არ იქნებოდა, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი, იქ

ჩემი თბილი ლოგინი მელოდებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის გზაზე დედა

გადამეღობა.

- ადლეტ, მერამდენედ უნდა გაგიმეორო რომ ჰამბურგერი ვნებს ადამინის

ჯანმრთელობას, მითუმეტეს როცა ასე ხშირად და ამდენი რაოდენობით ჭამ.

- და ამას მეუბნება ადმაიანი რომელიც ჰამბურგში ცხოვრობს.

დედამ დაიწყო ლაპარაკი, ეს კი იმას ნიშნავდა რომ მინიმუმ 10 საათამდე ჩემ თბილ

ლოგინთან ჩახუტება არ მეღირსებოდა. საბედნიეროდ ისეთი მოთენთილი ვიყავი

რომ მისი სიტყვების ნახევარზე მეტი ვერ გავიგე და ნახევრად დამჯერი შვილის და

ნახევრად ზომბის სახით ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი.

განახათ ჩემი ოთახი, უფროსწორედ არა, ჯობს ასეთი რამ არასდროს ნახოთ,

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოკომპანიაც კი ვერ შეძლებს ასეთი სპეცეფექტური

გარემოს შექმნას - ჩემი ოთახის კარის შეღების შემდეგ პირველი შთაბეჭდილება

ალბათ ის იქნება რომ იფიქრებთ ტორნადომ ხო არ გადაუარაო, მაგრამ ეს მას შემდეგ

რაც პირველი მზერის შემდეგ კივილს მორთავთ დიდი თავის ქალიანი პოსტერის

გამო. - არ მკითხოთ რომელი როკ ჯგუფის პოსტერია, მაინც არ გეცოდინებათ.

და აი დადგა ის ნანატრი მომენტი როცა მე მეტეორივით ვეშვები ჩემი ბალიშისკენ

და წამის მეასედში ღრმა ძილში ვიძირები. ძილინებისათ, მგონი შუქი დამრჩა

გამოსართველი, მაგრამ არაუშავს, მთავარია მაღვიძარაა ჩართული, რომელმაც

დილის 7:00 საათზე უნდა გამაღვიძოს, ხომ, სულ დამავიწყდა უნივერსიტეტი

საკმაოდ შორს არის ჩემი სახლიდან.

და კიდევ ერთხელ ძილინებისათ.

07:00

სიცივეს ვგრძნობ, ნუთუ ასე მალე გათენდა ალბათ კარი ან ფანჯარა დამრჩა ღია.

ალბათ მართლა ასეა, რადგან მზის სხივს ვერ ვგრძნობ ჩემ სხეულზე, ლოგინი ისეთ

Page 2: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ადგილას დგას ოთახში, რომ მზე დილაობით ბუნებრივ მაღვიძარად მევლინება. -

უფრო აცივდა, მაგრამ თვალებს მაინც არ ვახელ, მიკვრის რომ დედას ყვრილი არ

მესმის. - კიდევ 5 წუთიც და ავდგები, სიცივის მიზეზის გარკვევა ძალიან მეზარება,

ვინაიდან ლოგინიდან ადგომასთან ასოცირდება.

07:05

ვგრძნობ რომ ფეხის თითები და ხელები მიკანკალებს, ჯობს ავდგე და ის ოხერი

ფანჯარა თუ კარები დავკეტო და ისევ ჩემ თბილ ბალიშს დავუბრუნდე, რომელსაც

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვეღარ ვგრძნობ. - ჯანდაბა, ვდგები.

- რა ხდება?! გარშემო სიბნელეა და რაღაც მტვრიან მიწაზე ვწევარ, ალბათ მძინავს -

შეუძლებელია, მახსოვს რომ გუშინ სახლში მივედი, არც მეგობრებთან ერთად

დამილევია. - კარგი, ახლა თვალებს დავხუჭავ და ისევ ჩემ ოთახში გავიღვიძებ.

თვალები გავახილე თუ არა ისევ იგივე გარემოში აღმოვჩნდი. - რა ჯანდაბა ხდება.

ჯობს წამოვდგე თორემ შეიძლება უარესად გავცივდე, ადგომისას რაღაც სამარისებრი

სიცივე ვიგრძენი მარცხენა ფეხთან და უცებ წამოვხტი. გარემო მოვათვალიერე,

ყველაფერი ნაცრისფერია, უსასრულო პეიზაჟი და მეტი არაფერი, ისევ სიზმარს გავს.

მაგრამ პირველად ვგრძნობ სიზმარში სიცივეს და ტკივილს.

მოიცადეთ, ჩემი ტანსაცმელი, ახლა შევამჩნიე რომ რაღაც დიდი თეთრი მოსაცმელი

მაცვია და თეთრი შარვალი.- სიზმარია, სიზმარია, სიზმარია. შეუძლებელია ეს

რეალობა იყოს. გაუჩერებლად ვუმეორებ ჩემ თავს ამ სიტყვებს. ხელზე ვიჩქმიტე,

მაგრამ არ გამეღვიძა, სამაგიეროდ ორჯერ მეტი ტკივილი ვიგრძენი. - სად ვარ?!

გარემოს თვალი ისევ მოვავლე და შემდეგ მაღლა ავიხედე, უსასრულო სიბნელე,

მაგრამ მოიცადეთ, ამ შავ ფონზე ერთ ნათელი წერტილი ჩანს. - ლურჯი, არა ცისფერი

- მრგვალია. - ერთი წამით. შეუძლებელია. გაოცებისგან ხელები ამიკანკალდა. -

ცისფერი და მრგვალი რაღაც შავ ფონზე, ასეთი რაღაც ადრე ატსრონომიის წიგნში

ვნახე, მაგრამ რა შუაშია ასტრონომიის წიგნი, ეს ხომ დედამიწაა.

მუხლები ჩამეკეცა, მზერა იმ მრგვალი რაღაცისკენ მივაპყარი, თავში გამიელვა

ყველა იმ კადრმა რაც გაღვიძებიდან ამ მომენტამდე დავინახე.

07:08

ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა არსებობს. მე რომელიღაც

Page 3: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

პლანეტაზე ვარ და მგონი ეს პლანეტა მთვარეა.

02

მოიცა, მოიცა, მოიცა. - მე ნამდვილად მთვარეზე ვარ? - მთვარეზე გავიღვიძე.

დაუჯერებელია, მაგრამ მგონი ფაქტებს ვეურჩები. მიუხედავად რეალიზმის მაღალი

შეგრძნებისა ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს და ამისთვის ყველა მიზეზი

გამაჩნია:

პირველი: სკაფანდრის გარაშე ვსუნთქავ;

მეორე: საერთოდ სუნთქვა შემიძლია;

და მესამე: მე მთვარეზე ვარ, დიდ, მრგვალ, ნ ა ც რ ი ს ფ ე რ მთვარეზე.

წესით პანიკაში უნდა ვიყო, მაგრამ მეცინება. ცოტაც და ისტერიული სიცილი

ამიტყდება. ყოველთვის ასე მემართება, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში

ვვარდები, მაგრამ ეს ერთადერთი სიტუაციაა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით

შეიძლება ვუწოდოთ გამოუვალი. - მთვარიდან დედამიწამდე 384,403 კილომეტრია,

ესეც ჩემი ერთადერთი დადებითი უნარი - წვრილმანები მამახსოვრდება. 384,403

კილომეტრი ფეხით, მაგრამ რომელი ფეხით როცა ჯერ არავის აუშენებია ხიდი

დედამიწიდან მთვარემდე, ამ შემთხვევაში ჩემს აქ ყოფნას რაიმე რეალური მიზეზი

ექნებოდა.

ჯობს მიწაზე დავეშვა, რა თქმა უნდა მთვარის მიწას ვგულისხმობ. დიდი

გამჭრიახობით არასდროს გამოვირჩეოდი, ამიტომ ზედმეტი ფიქრის გარეშე

შევეგუები იმ ფაქტს რომ სუნთქვა შემიძლია. - ახლა მთავარი ამოცანა ის არის, თუ

როგორ აღმოვჩნდი ჩემი ოთახიდან მთვარეზე, ერთადერთი ნორმალური და

ამავდროულად არანორმალური ახსნა ის მაფიქრდება, რომ უცხოპლანეტელბმა

მომიტაცეს, მაგრამ რა დავუშავე ასეთი რომ მთვარეზე დამტოვეს. - მეორე ვარიანტი

კი ალბათ ყველაზე რეალურია - მე ისევ მძინავს.

არაფრის მომცემი ფიქრით ვერაფერს გავარკვევ ჯობს რაიმე მოვიმოქმედო. -

დავიწყოთ ჩემი ახალი სამოსით. დიდი თეთრი მოსასხამი უცნაური ფორმებით და

თეთრი შარვალი, გაუგებარია როგორ აღმოვჩნდი ამ სამოსში და ყველაზე უსიამოვნო

რაც არის, - ფეხზე არაფერი მაცვია და საშინლად მცივა. ვიცოდი რომ ღია კოსმოსში

სიცივე იყო, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. - სანამ თვალებს გავახელდი ვიფიქრე

ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ კოსმოსი იყო ეს

Page 4: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ფანჯარა და კარი.

დავუბრუნდეთ ჩემ სამომსს, როგორც ჩანს შარვალს ჯიბეები საერთოდ არ აქვს,

სამაგიეროდ მოსასხამს აქვს საკმაოდ მოზრდილი ჯიბეები. - ერთადერთი პლიუსი

ხელებს მაინც გავითბობ. - ორივე ხელი ჯიბეებისკენ წავიღე და უცებ რაღაც მძიმე

ვიგრძენი ხელზე.

ახლა დავაკვირდი რომ ხელზე რაღაც გაურკვეველი ფორმის და ზომის სამაჯური

მიკეთია. - ზედ დავხედე და საათი დავინახე. - 07:20. გარშემო რაღაც გაურკვეველი

ხაზები შევამჩნიე, მაშინვე დამავიწყდა ჩემი აქ ყოფნის მეორე ვარიანტი და ისევ

პირველს დავუბრუნდი, ალბათ უცხოპლანეტელბმა დამიტოვეს რომ

მითვალთვალონ, აბა სხვა რატომ დამიტოვებდნენ საათისმაგვარ სამაჯურს,

რომელიც რაც არ უდნა გასაკვირი იყოს, მგონი სწორ დროს აჩვენებს.

ჯიბეში ხელები ჩავყავი და და მარჯვენა ხელთან რაღაც ვიგრძენი, რაღაც

ოთკუთხედი ფორმის ნივთი მქონდა ჯიბეში, ფრთხილად ამოვიღე და დავხედე. -

ჩემი ტელეფონი, მაგრამ რაღაც ქონდა დამატებული, რკინის ჯოხი თავზე, ერთი

შეხედვით გადამცემს გავდა ან უფრო რაციას.

ვცადე ჩამერთო ისე როგორც ჩემ ტელეფონს ვრთავდი და მართლაც ჩაირთო,

ყველაფერი ისეთი იყო როგორი გუშინ. - უცებ ჩემი ყურადღება ტელეფონის ზევითა

ხაზმა მიიპყრო, რომელიც აჩვენებდა იყო თუ არა კავშირი ქსელში.

ფეხზე ძლივს წამომდგარი ისევ მუხლებზე დავეცი, თვალებს არ ვუჯერებდი,

სიგნალი, ტელეფონი სიგანლს იჭერს.

- სისულელეა, მთვარეზე როგორ შეიძლება ტელეფონმა რაიმე სიგნალი მიიღოს,

მითუმეტეს ტელეფონმა რომელიც დედამიწიდანაა. - აქ რაღაცაშია საქმე,

ერთადერთი გზა ყველაფრის გასარკვევად ტელეფონის გამოცდაა.

- სასაცილოა, მაგრამ ვაპირებ დავრეკო, მაგრამ ვის დავურეკო, იქნებ პოილიციაში,

რა თქმა უნდა. - ეს ხუმრობაა?! - თუ ასეა მაშინ ვიღაც იმაზე უარესად გამეხუმრა

ვიდრე ახლა მე საკუთარ თავს. მორჩა სახლში ვრეკავ. საჩვენებლი თითი მწვანე

ღილაკთან მივიტანე და აუჩქარებლად დავაწექი.

07:30

- ღმერთო ჩემო. - ზარი გადის.

- გისმენთ, ადლეტ შენ ხარ? რამე დაგრჩა? - ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ყოველთვის

ისე გადიხარ სახლიდან რომ ვერავინ გხედავს. ადლეტ? გესმის?

ტელეფონი ხელიდან გამივარდა!

Page 5: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

03

მაშინვე დაბლა დავარდნილ ტელეფონს დავავლე ხელი და დაჟინებით დავუწყე

ცქერა მის ეკრანს. ტელეფონი უეცრად გაითიშა. სიცივისგან და უკვე შიშისგან

აკანკალებული ხელებით დავუწყე ჩამრთველ ღილაკს ძებნა.

- ჩაირთო.

დედას ნომერი ვიპოვე ვცადე დამერეკა, მაგრამ ზარი აღარ გადიოდა - არ ვიცოდი

რას მიშველიდა როცა ჩვენ შორის ამხელა დაშორება იყო, მაგრამ რატომღაც მისი ხმის

გაგონება მინდოდა - ცხოვრებაში პირველად მომიცვა პანიკამ, ყველანაირად ვეცადე

თავი ხელში ამეყვანა.

არაფრისმაქნისი ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავდე, თავი მუხლებში ჩავრგე და

ფიქრებით სადღაც შორს, დედამიწაზე წავედი. ყველა ის ტკბილი და მწარე მოგონება

გავიხსენე რომელიც ამ 18 წლის განმავლობაში დამიგროვდა და რომელიც ახლა

სახლიდან შორს მთვარეზე უნდა გაყინულიყო ჩემთანდ ერთად. აუტანელი სიცივე

მეპრაებოდა ფეხის თითებიდან, აქამდე ვერ ვამჩნევდი რომ შეიძლებოდა ამ სიცივის,

ამ უკაცრიელი პლანეტის მსხვერპლი გავმხდარიყავი. დიდი თეთრი მოსაცმელი

გავიხადე რომ რამენაირად მაინც გამეთბო ფეხები. - ცუდი აზრი აღმოჩნდა. ახლა

სიცივე ზურგიდან მომეპარა, ფილტვებში შეაღწია და გულის მხრიდან გამოვიდა,

თითქოსდა ვიღაცას ყინულის ისარი ესროლა ჩემთვის. უეცარი სიცივისგან ისეთი

ხმამაღალი ხველა ამიტყდა, რომ ალბათ დედამიწაზეც გაიგონეს. მხოლოდ სამმა

სიტყვამ მოიცვა ჩემი გონება:

- ეს იყო დასასრული!

უიმედო თვალები მივაპყარი ზეცას, ვცადე ღრუბლები წარმომედგინა, მაგრამ

კუპრივით შავი ფონი გადაჰკროდა ყველაფერს მთვარის გარდა.

- თვალები მეხუჭება. - ნუთუ ეს დასასრულია, მინდოდა ბოლოჯერ შემეხედა

დედამიწისთვის, როცა თვალის გუგები გამიფართოვდა, თვალებს არ ვუჯერებდი,

რაღაც მთვარისკენ მოფრინავდა, უფროსწორედ ეცემოდა, ნათლად ვხედავდი როგორ

იწვოდა ჰაერში რკინის ნაჭრები.

- უცხოპლანეტელბი?! ადამიანები?

გაურკვევლმა ფიქრებმა მოიცვა ჩემი გონება, რამდენიმე წუთის წინ ვკვდებოდი,

მაგრამ ახლა დავინახე თუ როგორ ეცემოდა ციდან იმედის ნაპერწკალი, ძალა

მოვიკრიბე ფეხზე წამოვდექი, მაგრამ სიცივისგან ფეხებმა მიმტყუვნა და ისევე

Page 6: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

მიწაზე დავენარცხე. საჩქაროდ დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა ამ გამოუვალ

მდგომარეობაში გამოსავალი მეპოვა.

დიდი თეთრ მოსაცმელს დავავლე ხელი ბოლო ნაწილი მოვახიე. - არ ვიცი რა

ნაჭერია, მაგრამ ადვილად გაიხა, სიფრთხილე მმართებს რომ სულ არ დავხიო.

მოხეული ნაჭერი ორ ნაწილად გავყავი და ორივე ფეხზე რამდენჯერმე გადავახვიე.

ფეხზე წამოვდექი, თავი შევიკავე რომ ისევ არ დავცემულიყავი.

- სიცივემ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ როგორც ჩანს არ აპირებს ჩემს

მიტოვებას.

გადავწყვიტე რომ იმ ხომალდისკენ წავსულიყავი რომელიც ალბათ რამდენიმე

წუთში მთვარეზე დაეცემოდა, გონებაში გამოვთვალე გზა და ის ადგილი

დაახლოებით სად შეიძლებოდა დაცემულიყო, არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ

სხვა გზა აღარ მრჩებოდა.

08:00

გადავდგი პირველი ნაბიჯი და ვიგრძენი თუ როგორ მომყვებოდა სიცივე

კვალდაკვალ. - აქედან დაიწყო ჩემი გზა იმედის ნაპერწკალისკენ.

04

08:35

- უკვე ნახევარ საათზე მეტია მთვარის ზედაპირზე მივაბიჯებ, ფეხებში სიცივეს

მხოლოდ რბილი და მტვრიანი ზედაპირი მიმსუბუქებს. როგორც ჩანს ერთადერთი

რეალური კანონი აქ მხოლოდ გრავიტაციაა, რომლის გამოც ორჯერ უფრო ნელა

მივდივარ. ზურგზე სიცივის გამყინავ მზერას ვგრძნობ, ალბათ როგორ ნატრობს

სადმე ფეხი დამიცდეს და ადგომა ვეღარ შევძლო.

საინტერესოა ნეტავი იმ ხომალდმა თუ მოაღწია მთვარემდე და თუ გადარჩა ვინმე,

Page 7: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

თუნდაც უცხოპლანეტელები იყვნენ, მთავრაია ვიღაც მაინც დავინახო ამ უდაბნოში.

ამ ფიქრებში ვიყავი როცა მიწა დაიძრა. - მიწისძვრა? - მაგრამ როგორ?

სადღაც შორს რაღაც განათდა, ისეთი ნათელი იყო რომ თვალებზე ხელები ავიფარე.

- რა უნდა იყოს? - მთვარეს რაღაც შეეჯახა?

- ჯანდაბა ხომალდი. აშკარად ხომალდია, მიწისძვრაც ალბათ შეჯახებამ გამოუწვია,

მაგრამ აფეთქება? - იმედია ვიღაც მაინც გადარჩა.

- ასეთი სიჩქარით ხომალდამდე ვერ მივაღწევ. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქრო.

- ნაბიჯს რომ მოვუმატო არაფერი შეიცვლება, შეიძლება უფრო შევნელდე კიდეც. -

იფიქრე ადლეტ, იფიქრე. ცხოვრებაში ერთ ადგილას არასდროს მდგარხარ, მუდამ

აქეთ-იქით დახტოდი.

- ევრიკა. აი გამოსავალიც, ჯანდაბა აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ხტომით რომ

წავიდე დროს და მანძილს ერთად შევამცირებ.

- ადლეტ ამიერიდან ყველაზე სულელი გენიოსი ხარ მთვარეზე. - ჩემთვის

გავიფიქრე და პირველი ნახტომი გავაკეთე.

- ღმერთო ჩემო. ნაბიჯი უფრო მსუბუქი გამიხდა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს

დავფრინავ. არ მეგონა თუ სიზმრების გარდა ასეთ რამეს სხვაგან სადმე თუ

ვიგრძნობდი.

- მაგრამ სიხარული ჯერ ადრეა. - ჩემი მთავარი და ერთადერთი ამოცანა,

ჩამოვარდნილი ხომალდის პოვნაა.

ახლა ჩემი ნახტომი აქამდე გადადგმულ ყველა ნაბიჯზე უფრო დიდი იყო, ფეხებში

ძალა მომემატა, სიცივე უკან ჩამოვიტოვე. ალბათ ვერ მოიფიქრა რომ უკან ხტომით

გამომყოლოდა. - რას მოიფიქრებდა, მე ხომ ერთადერთი სულელი გენიოსი ვარ ამ

უკაცრიელ პლანეტაზე.

08:52

ერთადერთი ორიენტირი ამ ნაცრისფერ უდაბნოში რამოდენიმე წუთის წინ

წარმოქმნილი სინათლე იყო. დაბლა არც ვიყურები ისე მივიწევ წინ. შორს დიდი

ჩაღრმავება მოჩანს, ჯერჯერობით ერთადერთი წინაღობაა რაც ჩემსა და ციდან

ჩამოვარდნილ იმედის ნაპერწკლს შორის დგას. სავარაუდოდ კრატერია. - ჯობს ცოტა

ზედმეტი დრო დავახარჯო და მოვუარო, იქ ჩავარდნა ნამდვილად არ მჭირდება.

Page 8: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

თვალის ზომით თუ ვიმსჯელებ დაახლოებით ასიოდე ნახტომის მანძილზე უნდა

იყოს.- ისევ და ისევ სიფრთხილე მმართებს.

კიდევ ათი ნახტომი გავაკეთე, მეთერთმეტეზე რატომღაც ვიგრძენი რომ

ახტომიდან 3 წამის შემდეგ ისევ ჰაერში ვიყავი. ამ დროში წესით მიწაზე უნდა

დავშვებულიყავი. - გული კარგს არაფერს მიგრძნობს.

უეცრად დაბლა დავიხედე და სუნთქვა შემეკრა.

- არა, არა, არა, არა. ეს კრატერი ხომ ასი ნახტომით შორს უნდა ყოფილიყო? -

ჯანდაბა, აქ როგორ გაჩნდა?! - შეუძლებელია. - გვიანია რამისთვის ხელის ჩავლება,

თანაც არაფერია ამისთვის. - ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა კრატერში ვეშვები.

კრატერი ისეთი ცივი და ბნელი იყო რომ იქ არ ჩავარდნის სურვილისგან ლამის

ფრთები გამომება. დიდი და შავი უფსკრული, რომლის კიდეებს ძლივს ვაწვდენდი

თვალს, ამ კრატერს ორმაგად საზარელ სახეს მისი ფორმა აძლევდა. ისეთი შეგრძნება

მქონდა თითქოს რაღაც უზარმაზარი ურჩხულის პირში ვვარდებოდი, რომელიც

საზარელი ღიმილით ლამობდა ჩემს შეჭმას.

არ ვიცი რამდენად საბედნიეროა, მაგრამ კრატერის დახრილ კიდეზე დავეცი,

რამდენჯერმე გადავგორდი.

- ყველანაირად ვცდილობ ხელებით, ხახუნის ძალით, იმედით, ჩავებღაუჭო რაიმეს,

მაგრამ არაფერი ჩანს. - ისევ პანიკამ მომიცვა, უკვე მეორედ ჩემ ცხოვრებაში და უკვე

მეორედ ვიგრძენი რომ ეს დასასრული იყო.

კრატერის დახრილი ნაპირიც კი გამომეცალა ხელებიდან, ვგრძნობ რომ ვვარდები,

ახლა გრავიტაცია ჩემი ერთადერთი მეგობარია. ერთადერთი იმედი იმისა რომ

დაცემა არ მომკლავს.

ვგრძნობ როგორ მშთანთქავს სიბნელე. - არა, არა, არა არ მინდა აქ სიკვდილი. - ეს

ბოლო იყო რაც გავიფიქრე და უეცრად სიბნელე დაეუფლა ჩემ სხეულს. გონება

დავკარგე.

09:13

რაღაც წვრილი და გაბმული ხმა მესმის. პატარა სინათლეს ვხედავ, ვგრძნობ რომ

გონება დამიბრუნდა.

- მოვკვდი? ხომ ამბობენ სიკვდილის შემდეგ გონება შენთან რჩებაო. სხეულს ვეღარ

ვგრძნობ. ალბათ სიბნელემ შთანთქა ჩემი სხეული.

გონებით იმ სინათლისკენ წავედი, ხმაც იმ სინათლის მხრიდან მოდიოდა.

Page 9: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, სინათლე არც ისე შორსაა, ვცდილობ დავინახო საიდან

მოდის. მგონი რაღაც გავარჩიე ამ ბუნდოვანი სინათლის ფონზე

- 09:14. - საათი? - ეს ხომ ჩემი საათია, კი მაგრამ როგორ. - ჩემ ხელსაც ვხედავ

რომელზეც ეს საათი მეკეთა, ალბათ ხმაც სწორედ საათიდან მოდის.

- გადავრჩი? - მაგრამ რატომ ვე ვინძრევი. ძალა მოვიკრიბე და ხელის გამოძრავება

ვცადე, მგონი გამომივიდა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ.

უნდა ვცადო და წამოვდგე, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. კიდევ ერთხელ ვცადე

ხელის გამოძრავება, მაგრამ შედეგად საათი ხელის მაჯის საპირისპირო მხარეს

გადაბრუნდა და უკანა ფონი გაანათა. - მაგრამ ამ უკანა ფონზე არ იყო მხოლოდ

ნაცრისფერი ქვები ან კრატერის დახრილი ნაწილი. კიდევ რაღაც ეგდო ნაპირზე,

რომელიც არც ქვას და არც მოლანდებას არ გავდა.

ვცადე ხელი ცოტათი ახლოს მიმეწია იმ უცნაური რაღაცისკენ. ამისთვის მთელი

დარჩენილი ძალღონე მოვიკრიბე და საბედნიეროდ რადმენიმე სანტიმეტრით წინ

დავძარი ხელი. ახლა უკეთესად დავინახე ის რაღაც. ეს რკინის ნაჭერი იყო, დიდი

რკინის ნაჭერი. კარგად დავაკვირდი და დანახულმა გული ამიჩქარა, სახიდან ცივი

ოფლი წამომივიდა, არ ვიცოდი ჩემ გონებაში რა ხდებოდა, თვალებს ვერ

ვუჯერებდი. რკინის ნაჭერზე დიდად და ჩემთვის კარგად ნაცნობი ასოებით ეწერა: N

A S A.

05

- ესეიგი ის ხომალდი დედამიწიდან არის. ეს გავიფიქრე თუ არა, მაშინვე თვალებზე

ცრემლი მომადგა, თითქოსდა ის იმედის პატარა ნაპერწკალი ცეცხლად იქცეოდა,

რომელსაც უნდა გავეთბე.

- ახლა დასვენების დრო არ არის, რამენაირად უნდა გავაღწიო ამ ადგილიდან,

მაგრამ მხოლოდ მარცხენა ხელის გამოძრავება შემიძლია.

- ჯანდაბა. რატომ? რატომ? რატომ? - რატომ მაინცდამაინც მაშინ როცა რაღაცას

მივაგენი ამ გაურკვევლობაში.

საბედნიეროდ მარცხენა ხელს მაინც ვამოძრავებ და მგონი მარჯვენასაც. კი,

მადლობა ღმერთს მარჯვენა ხელიც თავის ადგილას არის და თან მოძრაობაც

შემიძლია. ახლა უკვე ორი ხელი მაქვს. - გილოცავ ადლეტ მთლად უიღბლოც არ

ყოფილხარ.

ახლა რაც მთავრია ფეხები, იმედია ორივე მთელია. - ჯანდაბა. ფეხებს ვერ ვგრძნობ.

მარჯვენა ხელი მარჯვენა ფეხისკენ წავიღე, თითები ამიკანკალდა. ვაიდა იქ არ

Page 10: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

დამხვდეს. აუჩქარებლად შევახე თითები შარვალს და შვებით ამოვისუნთქე რომ იქ

სიცარიელე არ დამხვდა. - საბედნიეროდ მგონი ფეხი თავის ადგილას არის, და

როგორც ჩანს მარცხენა ფეხიც არ დამიკარგავს.

ძალა ხელებში მოვიკრიბე და წამოჯდომა ვცადე. სიცივისგან და დაცემისგან

ხელები მიკანკალებდა, მაგრამ მაინც შევძელი. უფსკრულის კედელს მივეყრდენი

ზურგით და წინ გადავიხარე რომ ბოლომდე დავრწმუნებულიყავი რომ ფეხები

ნამდვილად თავის ადგილა მქონდა.

პირველი მარჯვენა ფეხი შევამოწმე. - ერთი არის. - გთხოვ მეორეც ადგილზე იყოს.

კანკალით წავიღე ხელი წვივისკენ და შევეხე.

- მადლობა. ისეთი შვებით ამოვისუნთქე თითქოს აქამდე სუნთქვა მქონოდა

შეკავებული. ხელი ჩქარა ამოვაყოლე ფეხს რომ მთლიანად შემემოწმა. უცებ რაღაც

თბილი ვიგრძენი თითებზე, მაშინვე მოვაცილე ხელი ფეხს და სახესთან მივიტანე,

საათის შუქზე კარგად ვხედავდი ყველაფერს.

- არა, არა, არა. - ოღონდ ეს არა. მარცხენა ხელის თითები მთლიანად სისხლით

მქონდა დაფარული, ხელი სახესთან მივიტანე და ისეთი სიძლიერით ჩავებღაუჭე

თმებს, რომ გაშვების შემდეგ მეგონა ერთი ღერიც არ დამრჩებოდა თავზე. შიშისგან

გათეთრებული თმის პატარა ნაწილი სისხლით შემეღება.

მინდოდა რაღაც მტკენოდა, მინდოდა ტკივილი მეგრძნო, რატომღაც ვიფიქრე რომ

ამით ფეხებს დავიბრუნებდი, მაგრამ უშედეგოდ. ხელები ჩამოვუშვი და მაღლა

ავიხედე. ალბათ უიმედობისგან თვალებმაც თეთრი ფერი მიიღო. ახლა უკვე

ვხედავდი, მკაფიოდ ვხედავდი, თუ როგორ იჯდა სიცივე ჩემს მარცხენა ფეხზე და

თავისი დაჯინებული მზერით როგორ მიყურებდა. მთელი არსებით ვგრძნობდი მის

დამცინავ მზერას და მის გაყინულ სხეულს. ის იყო რის გამოც არ შემეძლო ფეხების

მოძრაობა, მინდოდა ხელი მეკრა და გადამეგდო, გადამეგდო სადღაც შორს, საიდანაც

ვეღარ მოაღწევდა ჩემამდე.

ვეღარ გავუძელი მის მზერას და თავი მაღლა ავწიე, მინდოდა გონებით შორს

წავსულიყავი, თუნდაც მზეზე, ოღონდ ეს აუტანელი სიცივე აღარ მეგრძნო. ზემოთ

არაფერი იყო, გარდა ამ უფსკრულის ნაცრისფერი დასაწყისისა. ისე ახლოს ჩანდა,

რომ მისკენ ხელი გავიშვირე, თითქოსდა მივწვდებოდი. ვარსკვლავებით მოჭედილი

ცა და ეს უკუნითი სიბნელე, რომელიც დილეგად იქცა ჩემთვის. სწორედაც რომ ამ

წყვდიადის პატიმარი ვარ რომელიც სასიკვდილო განაჩენს ელის.

საათი ფეხთან მივიტანე და ჭრილობას დავაკვირდი, არ ჩანდა საკმაოდ ღრმა, ამ

უფსკრულზე ღმა მაინც ვერ იქნებოდა.

- ღემრთმა დასწყევლოს. რაც შეიძებოდა ხმამაღლა დავიყვირე, მინდოდა ვინმეს

გაეგო, არ არსებულ ვინმეს.

Page 11: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ახლა ყინულის ჯალათს ვუყურებ რომელსაც ერთი სული აქსვ როდის დავკარგავ

გონებას, რომ სამუდამოდ დაეუფლოს ჩემ სხეულს. - არა! სწორედ მის ჯინაზე

ვეცდები რაც შეიძლება დიდი ხანი შევინარჩუნო გონება. - მე შენი მსხვერპლი არ

გავხდები. მივაძახე და სიცივისგან თავი ჩავხარე.

- პირველად ვარ მთვარეზე და უკვე მეორედ ვხვდები ამ წყეულ პლანეტაზე

დასასრულს. ალბათ ბევრ იმპერატორსა თუ ფარაონს შეშურდებოდა ასეთი აკლდამა.

ასე ვკვდები უსაფლავოდ. საფლავის ქვაც კი არ მაქვს რომ ვინმემ ამომიცნოს. მაგრამ

ვინ მოაგნებს ჩემ საფლავს ამ უკაცრიელ უდაბნოში, ვერც ყვავილებს მომიტანენ. -

ჯანდაბა! როდის მოვასწარი ასეთი სენტიმენტალური გავმხდარიყავი.

- ყველაფერი მთვარის ბრალია. - გესმის! ყველაფერი შენი ბრალია ნაცრისფერო

არამზადავ. - ხმამაღლა დავიყვირე, მინდოდა მთვარეს გაეგო, თითქოსდა ამ

უფსკრულის მაღლა ყოფილიყო. რა თქმა უნდა ის ამ ხვრელის მაღლაა, ყველა ამ

უფსკრულის თავზეა, მხოლოდ მე მიწერია ამ წყვდიადში სიკვდილი.

- სასაცილოა. ვკვდები. არასდროს მეგონა თუ ჩემ სიკვდილზე გამეცინებოდა. ასე

მარტო, სახლიდან შორს, წყვდიადს ჩახუტებული, საფლავის გარეშე ვეთხოვები ჩემ

ნახევრად პარალიზებულ სხეულს.

09:57

უეცრად ზურგით დაბლა დავცურდი, თითქოსდა სკამი გამომაცალეს. წამოდგომა

ვცადე და ზურგით ისევ კედელს მივეყრდენი, ხელი ზურგს უკან წავიღე და ის

რკინის ნაჭერი მომხვდა ხელზე, გამოვიღე და კარგად დავაკვირდი. - ალბათ

ხომალდის ნაწილია. ესეც ჩემი საფლავის ქვა, მიუხედავად იმისა, რომ "N A S A" არც

ჩემი სახელია და არც გვარი მაინც გამოდგება, სიკვდილის წინ რაღაც მაინც ვნახე

ნაცნობი. იმედია ხომალდის წევრები მაინც გადარჩნენ.

- იმედია ხომალდი მაინც გადარჩა და ბოლომდე არ დაიმტვრა. ამ ფიქრებში ვიყავი

რომ თავში რაღაცამ გამიელვა. გამახსენდა რომ იმ ხომალდამდე მისვლას ვაპირებდი,

ახალ კი ამ წყვდიადში სიკვდილს ვეგუები.- მათ ალბათ დახმარება ჭირდებათ,

მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რას შევძლებ.

- არა ეს მე არ ვარ. ადლეტ ბაჰი ასე ადვილად არ მოკვდება. ნუთუ ასე ადვილად

შევეგუები სიკვდილს და ჩემ სხეულს ყინულის ჯალათს დავუტოვებ. - არა, არა, არა.

მე აქედან უნდა გავაღწიო, აქ სიკვდილი ნამდვილად ეგოისტური გამოსავალი იქნება.

- მიდი იფიქრე ადლეტ. უნდა იყოს რაიმე გზა.

მოვიფიქრე იქნებ აცოცება შევძლო.- არ, არა. უფრო რეალური გეგმა მჭირდება.

Page 12: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

როგორც მახსოვს ასეთ კრატერებს ყოველთვის აქვს დახრილი ლანდშაფტი

რომელიღაც მხარეს, მაგრამ ამ ფეხებით იქამდეც ვერ მივაღწევ. პირველ რიგში

ფეხებს უნდა მოვუხერხო რაიმე.

დიდი წვალებით მოსაცმელი გავიხადე, ფეხს მართალია ვერ ვგრძნობდი, მაგრამ

ჭრილობისთვის რაიმე უნდა მომეხერხა. კიდევ მოვახიე რაღაც ნაწილი და ფეხზე

გადავიხვიე, მაგრად შევკარი რომ სისხლი შემეჩერა. იმედი მაქვს ეს მაინც

გამომივიდა. ისე ციოდა რომ შეკვრისთანავე ჩაცმა დავიწყე. უცებ დაცემის ხმა

გავიგონე. რაიმე ხომ არ ჩამოვარდა მაღლიდან? - ალბათ ქვები ცვივა, მაგრამ ერთი

წამით, შეიძლება კიდევ რაღაც იყო მოსაცმელში რაც ვერ შევამჩნიე.

საათის შუქით ძებნა დავუწყე იმ რაღაცას, არ ვიცოდი რაში დამეხმარებოდა, მაგრამ

ახლა მზად ვარ ყველაერს, იმედის ყველა ნაპერწკალს ჩავებღაუჭო.

მარცხენა ფეხთან რაღაცას მივარტყი ხელი, მაშინვე დავავლე ხელი და საათის შუქი

მივანათე დასანახად. პატარა ყუთი იყო, ნახევრად მეტალის და ნახევრად შუშის.

მაგრამ ჩემი ყურადღება არა ყუთმა, არამედ მასზე დატანილმა ნიშანმა მიიპყრო.

- ყუთზე გამოსახული იყო დედამიწა, ზედ დატანილი მწვანე ჯვრით.

06

თვალებს ვერ ვუჯერებდი. გამიკვირდა აქამდე როგორ ვერ მივაგენი ამ ყუთს. -

ხელით შევამოწმე მოსაცმელი და შიგნიდან დახურული ჯიბე ვიპოვე, ალბათ აქედან

გადმოვარდა.

ყუთს თავსახური მოვხსენი, შიგნით სამ ნემსს ვხედავ, მათ გვერდით სამი პატარა

კაფსულაა, რომელბშიც როგორც ჩანს რაღაც მწვანე სითხე ასხია. უცებ უიღბლო

ადლეტისგან, იღბლიან ადლეტად ვიქეცი და ყველაფერი იმ ნიშნის გამო რომელიც

ყუთზეა გამოსახული.

- სიხარულისგან თვალები გამინათდა როცა დედამიწა დავინახე ყუთზე. ზუსტად

არ ვიცი ეს მწვანე ჯვარი რას ნიშნავს, მაგრამ მახსოვს რომ ასეთი სიმბოლოები

პირველადი დახმარების ყუთებზეა დატანილი, ახლა კი მგონი მათგან ერთ-ერთი მე

მიჭირავს ხელში. -ნემსები არასდროს მიყვარდა და ეს კაფსულებიც საეჭვოდ

მეჩვენება, ისიც კი არ ვიცი როგორ ან რაში უნდა გმოვიყენო.

ყუთი სახესთან ახლოს მივიტანე რომ კაფსულები კარგად დამენახა, უცებ ყუთიდან

პატარა ფურცელი ჩამოვარდა და ჩემ კალთაში დაეცა. მაშინვე ხელი დავავლე და

Page 13: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

საათთან მივიტანე. - საათის შუქზე ცუდად ჩანს, მაგრამ ფურცელი სანახევროდ მაინც

ვხედავ, ზედ ჩემთვის უცნობი იეროგლიფებია გამოსახული, რიცხვი 3 მომხვდა

თვალში, ალბათ კაფსულების რაოდენობაა, როგორც ჩანს ამ ყუთს ინსტრუქციაც

მოყვება, მაგრამ რიცხვი 3-ის გარდა ნაცნობს ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ რაღაც

გაურკვეველი ხაზები და წერტილებია. საათი ფურცლის ყველა ნაწილთან მივიტანე

და ფურცლის დაბლა მარჯვენა კუთხეში სამ ლათინურ ასოს გადავაწყდი - SSS.

საინტერესოა რას უნდა ნიშნავდეს ეს სამი ასო, სავარაუდოდ რაიმეს აღმიშვნელი

აბრევიატურაა, შესაძლოა იმ ადგილის სადაც ეს კაფსულები დაამზადეს. ტყუილად

დავხარჯავ ისედაც არარსებულ დროს ამ ასოების გაშიფვრაზე, ჯობს ისევ იმაზე

ვიფიქრო თუ როგორ გავაღწიო აქედან. - ჯანდაბა. ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობ.

სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო.

ისევ მინდოდა თმებისთვის ხელი წამევლო, მაგრამ ისევ ყუთი შემეჩეჩა

თვალებთან. -იქნებ ეს ნემსები და კაფსულებია გამოსავალი, ვინც აქ მომიყვანა და

დამტოვა, ალბათ იმაზეც იზრუნა, რომ შეიძლებოდა ასეთ სიტუაციაში

მოვხვედრილიყავი და სწორედ ამიტომ აღმოვაჩინე მოსაცმელში ეს პატარა ყუთი. ჩემ

ჯანმრთელობაზე ერთი წყვილი ფეხსაცმლიტაც რომ ეზრუნათ უკეთესი ქინებოდა.

მაგრამ ღირს კი იმ ვიღაცის თუ რაღაცის ნდობა?! - მე ხომ არ ვიცი რა მიზნით

აღმოვჩნდი მთვარეზე. - ალბათ უკვე საკმაოდ დიდი დროა რაც ამ უფსკრულის

ფსკერზე ვგდივარ.

გადავწყვიტე. აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა ჩემ ჭრილობაზე მჯდარი ყინულის

ჯალათი მომიღებს ბოლოს წამებით, თუ ამ კაფსულითა და საკუთარი ხელით

გამოვესალმები სიცოცხლეს.

- ერთ-ერთი ნემსი კაფსულიდან მწვანე სითხიით გავავსე და ფეხის ყველაზე

სისხლიან ადგილას გავიკეთე, რათქმაუნდა ვერც ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენი და ვერც

ტკივილი, ნემსი ყუთში დავაბრუნე, თითონ ყუთი კი ისევ იმ საიდუმლო ჯიბეში

ჩავდე. - ეს ან დასასრულია ან დასაწყისი.

მძიმედ ვსუნთქავ და მაღლა ვიხედები, ცივი ოფლი მასხამს მთელ სხეულზე, ისეთი

შეგრძნება მაქვს თითქოს გონებას ვკარგავ, უფსკულის კიდე კიდევ უფრო

დაგრძელდა, ვარსკვლავებმა ციმციმი დაიწყეს, მოძრაობენ, ადგილს იცვლიან და

სხვადასხვა ფერად ციმციმებენ. - ეს ან წამლის ეფექტია, ან უბრალოდ ვკვდები.

რამოდნეიმე წუთით გონება დავკარგე, გამოფხიზლებულმა უეცარი სიცივე

ვიგრძენი და ფეხზე წამოვხტი, შემდეგ ისევ დავეცი.

- ფეხებს ვგრძნობ. სიხარულისგან დავიყვირე, მაგრამ ისევ მიწაზე დავენარცხე,

მაშინვე ჭრილობა შევამოწმე და სისხლის გარდა ვერაფერი ვიპოვე ფეხზე, არც

ნაიარევი იყო და არც რაიმე ღია ჭრილობა როგორც ჩანს.

Page 14: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ნემსმა და კაფსულამ გადამარჩინა, ალბათ მათ ვინც აქ მომიყვანეს არ უნდათ რომ

მოვკვდე. - უფსკრულის კიდეს თვალი მოვავლე და ერთ მხარეს სიცივე დავინახე, ის

ყინულის ჯალათი, რომელიც ასე სულმოუთქმელად ელოდა ჩემ სიკვდილს. - ახლა

უკვე შორს იყო. სიკვდილი დავამარცხე.

- ახლა ჯობს პირვანდელ გეგმას დავუბრუნდე და ამ კრატერიდან გავაღწიო. რკინის

ნაგლეჯს ხელი დავავლე და გასასვლელის ძებნა დავიწყე, ნახევარი საათი

უთავბოლო ხეტიალის შემდეგ დახრილ ზედაპირს მივაგენი და ცოცვა-ცოცვით

დავაღწიე თავი ამ ურჩხულს.

10:45

როგორც იქნა პირვანდელ ზედაპირს დავუბრუნდი. სიცივე დროებით უკან

ჩამოვიტოვე და ისევ გავაგრძელე გზა. - ჯობს ავარიდო თავი ამ კრატერებს,

უფროსწორედ უკეთესად ვეცადო მათთვის თავის არიდება, ასეთივე კრატერში

ჩავარდნას მირჩევნია მთვარეს გარშემო შემოვუარო და ისე მივიდე ჩამოვარდნილ

ხომალდამდე. - კიდევ ერთ ვარდნას ვეღარ გაუძლებს ჩემი სხეული და ვერც სული.

ახლა ისევ ამ კრატერის მახლობლად დავეხეტები, ორიენტირიც დავკარგე ამ

დაცემის გამო. მხოლოდ შემთხვევით ან ინტუიციით თუ მივაგნებ იმ ხომალდს.

ერთადერთი რეალობა რაც ყველაზე თვასაჩინოა ჩემთვის მთვარეზე, ეს ის არის რომ

დედამიწა მართლაც მრგვალი ყოფილა და კიდევ ერთი, მთვარეზე სწორი ზედაპირი

არ არსებობს, ყოველ ნაბიჯზე ფეხში დიდი ან პატარ ქვა მედება, უკვე მეათასეჯერ

წავიქეცი, ალბათ ამდენი უთავბოლო ხეტიალისგან მალე ჭკუიდან შევიშლები, ჩემ

გონებაში შედგენილი დღიურიც კი ვეღა მშველის, რომელიც უკვე მთვარის

დღიურად გადაიქცა. ალბათ მთლიანად გათავდება, თუ მას მთვარეზე ყოფნის

შთაბეჭდილებებით გავავსებ.

პირველი: დედამიწა ნამდვილად მრგვალია;

მეორე: მთვარეს დამლაგებელი ჭირდება;

მესამე: არასდროს იფიქრო რომ შენგან 100 ნახტომით დაშორებული უფსკრული

ნამდვილად 100 ნახტომითაა შორს. და კიდევ უამრავი შთაბეჭდილება და

გამოცდილება, რომელიც ამ რამოდენიმე საათში დავაგროვე, ჩემ მეგობრებს რომ

მოვუყვე ალბათ დამცინებენ და "გიკს" დამიძახებენ, არცაა გასაკვირი, ვინ

დამიჯერებს რომ მთვარეზე ვიყავი, თუ კი ოდესმე დავბრუნდი ჩვეულ სამყაროში.

საინტერესოა ვინმე თუ მეძებს, პრინციპში ტყუილად დროს დაკარგავენ, ვინ

იფიქრებს რომ მთვარეზე ვარ ახლა. ასე მგონია მთელ კაცობრიობას დამალობანას

Page 15: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ვეთამაშები ჩემდა უნებურად.

- ამ ფიქრებში ვიყავი როცა ისევ წამოვკარი მორიგ ქვას ფეხი. - ჯანდაბა. რა საჭიროა

ამდენი ქვა ამ უკაცრიელ პლანეტაზე, ალბათ ვინმემ რომ დათვალოს, იმდენივე

იქნება რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. ასე რომ ვიმსჯელოთ უკვე

დაუსახლებელი აღარ გამოდის მთვარე, ქვებით დასახლებული ნაცრისფერი

პლანეტა, რომელზეც ვერანაირი ტოფოგრაფიული განათლება ვერ გიშველის. და

კიდევ ეს უზარმაზარი მთები და კლდეები, რომლებიც ამ პატარ ქვების გადიდებული

ვარიანტია, ახლა მესმის როგორ გრძნობს თავს ჭიანჭველა როცა პატარა ლოდს

ჩაუვლის გვერდით.

ახლა დიდი მთის, უფროსწორედ უზარმაზარი მთის ძირს მივუყვები, მხოლოდ და

მხოლოდ იმიტომ რომ 100-200 ნახტომის მანძილზე არცერთი ნაპრალი არ ჩანს

ზედაპირზე.

წინ კიდევ მელოდება ლოდების გროვა, ალბათ როგორ უნდათ რომ ფეხი წამოვკრა,

როგორც ჩანს ამ პლანეტაზე ყველა ჩემ წინააღმდეგაა.

- ლოდებს გვერდი ავუარე თუ არა, თმებში რაღაც ვიგრძენი, ქარს გავს, მაგარმ რა

უნდა მთვარეზე ქარებს, ამდენი მაინც მესმის. თმებზე ხელი გადავისვი და მიწის

მტვერი მედო თავზე, რამდნეიმე წამში კიდევ ვიგრძენი იგივე, მაღლა ავიხედე,

დამაინტერსა მთიდან ხომ არ მოდიოდა ეს მტვერი.

- ადგილზე გავშეშდი, დიდი რკინის ნაგლეჯი, რომელიც თვითმფრინავის ცხვირს

წააგავდი მთის კიდეზე იყო გადმოკიდებული და ირხეოდა.

- როგორც იქნა მივაგენი!

07

ახლა ამ უზრამაზარი მთის ძირში ვდგავარ. გახარებული და ამავდროულად

დათრგუნული სახით ავყურებ ხომალდის ნაწილს. გახარებული იმიტომ რომ ბოლოს

და ბოლოს მივაგენი ხომალდის რაღაც ნაწილს და დათრგუნული იმიტომ რომ ახლა

ამ უზარმაზარ მთაზე ვაპირებ აცოცებას, რომელიც როგორც ჩანს მთვარეზე ყვეაზე

მაღალი წერტილია.

- რა დავაშავე ასეთი, რომ ჯერ მთვარის ალბათ ყველაზე ღრმა წერტილში

ვკვდებოდი, ახლა კი ყველაზე მაღალ წერტილზე უნდა ავცოცდე.

მიუხედავად ყველაფრისა სხვა გზა არ მაქვს, იქ მაღლა ალბათ ვიღაცას დახმარება

ჭირდება, არ ვიცი როგორ ვუშველი, მაგრამ გულზე ხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები

Page 16: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

და მითუმეტეს არ ვაპირებ სიკვდილს დაველოდო, მაშინ როცა უკვე ერთხელ

დავამარცხე. ახლა ერთგვარი მეორე რაუნდია და მე ვიღებ ამ გამოწვევას, არა იმიტომ

რომ მინდა გავიმარჯვო, არამედ იმიტომ რომ ასეა საჭირო. ასასვლელად

მოსახერხებელი ადგილი უნდა მოვნახო.

11:38

- ამ მთაზე ასვლა შეუძლებელია.

- რატომ? - რატომ მაინდამაინც ეს მთა? - როცა თითქმის სხვა ყველას ერთი

დახრილი მისადგომი მაინც აქვს. -გილოცავ ადლეტ, ახლა შენ ისევ უიღბლო

ადლეტად იქეცი.

ერთადერთი გამოსავალი ასასვლელად ეს ახტომაა, მაგრამ სამწუხაროდ ბაყაყი არ

ვარ, ბაყაყი რომ ვიყო ალბათ არც მთვარეზე ვიქნებოდი. - ბაყაყები ახლა ჩემზე კარგ

მდგომარეობაში არიან. - სიკვდილი დავამარცხე, მაგრამ ბაყაყი მჯობნის.

- იფიქრე ადლეტ, ან რამენაირად ახვალ ამ მთაზე, ან მთის გარშემო ხეტიალში

დალევ სულს. სხვა გზა არ არის, როგორც "ჰანსი" ამბობს "ცაში მოხეტიალეში":

,,საუკეთესო გზა დაამარცხო შენზე ძლიერი მოწინააღმდეგე არის, ჯერ გაუმკლავდე

მას ვინც შენი სისუსტითვე გამარცხებს." სწორედ ამიტომ ახლა ბაყაყზე ძლიერი უნდა

ვიყო რომ სიკვდილი დავამრცხო.

მთის ისეთ ნაწილთან მივედი რომელიც შედარებით დახრილი იყო და მთელი

ძალა ფეხებში მოვიკრიბე, ნახტომი გავაკეთე, მიმართულება ვერ გავთვალე და ისევ

მიწაზე დავენარცხე, მაშინვე წამოვხტი და მარცხენა ფეხს დავხედე, ტკივილი არ

მიგრძვნია. უფრო ის გამიკვირდა, რომ დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე

თავისუფლად ავხტი, თან სწორედ იმ ფეხის წყალობით რომელიც სისხლით იყო

დაფარული. ნორმალურ ადმაინს არ შეუძლია ასეთი ნახტომის გაკეთება მთვარის

გრავიტაციის პირობებშიც კი. აშკარად წამლის ბრალია, არ ვიცი რა გამიკეთა, მაგარმ

ერთი ცხადია, ახლა მე შანსი მაქვს ხომალდამდე მივაღწიო.

რამოდენიმე ნახტომის შემდეგ უკვე ვგრძნობდი რომ მართლაც მქონდა რეალური

შანსი. მეხუთე ცდაზე პირველ გამოწეულ ზედაპირზე ავხტი და ხელებით დავეკიდე,

დიდი გაჭირვებით ავფოფხდი. - მიუხედავად ამ უპირატესობისა, მაინც მიჭირს

ასვლა, მთავარი პრობლემა ახლა სწორი მიამრთულების შერჩევაშია ნახტომის

გასაკეთებლად.

პირველი საფეხურიდან, შედარებით ახლოს მდებარე სწორ ზედაპირზე გადავხტი,

Page 17: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

იქიდან კი უკვე მეორე საფუხურზე ავხტი. - ვგრძნობ რომ თანდათან ვუახლოვდები

ხომალდს.

11:51

ხომალდს მხოლოდ ერთი ნახტომიღა მაშორებს. -მიდი ადლეტ. შენ ამას შეძლებ.

ბოლო ნახტომი დადგეგმილზე დიდი მომივიდა ხომალდისგან მოცილებით მთის

თავზე დავხტი, დიდი და გაშლილი ადგილი იყო, ადგილ-ადგილ ხომალდის

ნაწილები ეყარა, ხომალდის კუდი მთის მეორე ბოლოში ეგდო, როგორც ჩანს

შეჯახებამ ხომალდი ორ ნაწილად გაყო.

- არავინ ჩანს, ალბათ ხომალდის რომელიმე ნაწილში არიან გადარჩენილები, თუ

გადარჩნენ საერთოდ.

ხომალდის ცხვირიდან დავიწყე ძებნა. შიგნით ყველაფერი დანგრეული იყო,

პილოტის სავარძელი საერთოდ არ ჩანდა, ცხვირის შიგნით სავარძლის ნაწილი და

მის გარშემო ყველაფერი ცარიელია, თითქოსდა ვიღაცამ გაწმინდა, ან უბრალოდ

რაღაცით ამოგლიჯა რკინის ნაწილი სავარძლიანად. იგივე იყო მეორე სავარძლის

ადგილასაც, სრული სიცარიელე, მაგრამ მეორე სავარძლის ადგილი ასე უხეშად არ

იყო მონგრეული. ღმერთი უწყის აქ რა მოხდა.

ცხვირიდან კუდისკენ წავედი, გზაში ხომალდის დამწვარი ნაწილები ეყარა. -

თანდათან სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ამ ხომალდის მგზავრებს

გადარჩენის არც ისე დიდი შანსები ქონდათ.

- ესესიყო ხომალდის კუდს მივუახლოვდი, რომ უკნიდან ჭრიალის ხმა მომესმა,

მოულოდნელობისგან სწრაფად შევტრიალდი. ხომალდის ცხვირი მთის ძირისაკენ

დაეშვა, როგორც ჩანს წონასწორობა დავარღვიე როცა შიგნით ყველაფერი გადავქექე

და როგორც ჩანს სიკვდილს რამოდენიმე წამით გადავურჩი. - ადლეტ გილოცავ, შენ

თითქმის დაიბრუნე იღბლიანი ადლეტის წოდება. - საკუთარი ტავისთვის

ერთადერთი ხმის გამცემი ამ პლანეტაზე ისევ მე ვარ.

ხომალდის კუდი ცხვირთან შედარებით კარგად გადარჩა, დაცემამ რამოდენიმე

ნაწილად გახლიჩა, მაგარმ ყველა ნაწილი ერთ ადგილას იყო. - შიგნით ყველაფერი

კუთხეებში არის მიყრილი, დაცარიელებულ ოთახს უფრო მაგონებს, რომელსაც

გარემონტებას უპირებენ, სამწუხაროდ ამ კუდს ვერანაირი რემონტი უშველის.

ხომალდის კუდიდან გამოსულმა გადავწყვიტე ეს ადგილი კარგად

დამეთვალიერებინა, რომ იქნებ როგორმე მიმეგნო ცოცხალი სულისთვის.

Page 18: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

12:33

- აქ არავინაა!

08

ახლა უკვე ძლიერ აცივდა, მაგრამ მთლიან სხეულზე მეტად გული მეყინება. ნუთუ

ვერავინ გადარჩა.

- არა. არ მინდა ციდან ჩამოვარდნილი იმედის ნაპერწკალი ჩემი გულივით

გაიყინოს, მაგრამ აქ არავინაა.

ხელები ერთმანეთზე ხახუნით გავითბე და გადავწვიტე კიდევ ერთხელ შემომევლო

დაცემის ადგილისთვის. - ეს ადგილი დიდად არაფრით განსხვავდება, იმისგან

რომელზეც დაბლა დავეხეტებოდი, ქვებით სავსე და უკაცრიელი. უკვე უკაცრიელი.

მთის იმ ნაწილისკენ წავედი სადაც რამოდენიმე წუთის უკან ხომალდის ცხვირი

ეგდო, ქვემოთ გადავიხედე და ხომალდს შევავლე თვალი, როგორც ჩანს დაცემისგან

დიდად არ შეცვლილა, შიგნით რაც იყო ახლა მთის ძირას მიმოიფანტა, მაგრამ

ხომალდი მთელია. საინტერეოა, რატომ არ დამხვდა პილოტების სკამები, ძნელად

დასაჯერებელია, რომ დაცემისას ასე აკურატულად მოწყდა ხომალდს და სადღაც

გაუჩინარდა.

მთის კიდეზე ჩამოვჯექი და ხომალდის ცხვირს დავუწყე ცქერა. - ხომალდის

სკამები გაქრა, არსად ჩანს, ზედმეტად საეჭვოა, ვერ დავიჯერებ რომ ეს ყველაფერი

დაცემის გამო მოხდა.

- ჯანდაბა. აქამდე როგორ ვერ მივხვდი. ალბათ დაცემამდე კატაპულტირება

მოახერხეს, ეს ყველაფერს ნათელს ფენს, იმასაც თუ რატომ ვერ ვპოულობ ამ სკამებს,

ალბათ მთიდან მოშორებით დაეშვნენ.

მაშინვე ფეხზე წამოვხტი. - ჯობს მთის კიდეს გარშემო მოვუარო, საკმაოდ მაღლა

ვარ, შეუძლებელია აქედან რაიმე გამომეპაროს.

ხომალდის ცხვირიდან მთის კიდის გასწვრივ კუდისკენ წავედი, ყველაფერი

Page 19: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

კარგად ჩანდა, იმ ადგილსაც ვხედავდი სადაც პირველად გავიღვიძე და იმ

კრატერსაც სადაც თთქმის ბნელი ურჩხულის საუზმედ ვიქეცი.

ჯერჯერობით ჰორიზონტზე არაფერი ჩანს, იმედია კატაპულტირების შემდეგ

რომელიმე კრატერში არ დაეშვნენ, თუ ასეა, მაშინ მათი პოვნის შანსები თითქმის არ

მაქვს, სანამ ვიპოვი იქამდე გავიყინები.

ხომალდის კუდს რომ მივუახლოვდი გარშემო შემოვუარე, მინდოდა იმ კიდიდან

გადამეხედა სადაც ახლა კუდი ეგდო. - აქედან შედარებით უსწორმასწორო ზედაპირი

და გაცილებით ამაღლებული ფერდობები მოჩანს, ადგილ-ადგილ მიმოფანტული

უზარმაზარი ლოდებით.

- ფერდობებზე არაფერი ჩანს, იმედია ლოდის უკან არ დაეცა. თითოეული ლოდი

კარგად შევათვალიერე და ერთ-ერთის გვერდით ხომალდის ნაწილები დავინახე,

შორს არ იყო მიმოყრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხომალდის უკვე ცალკეული

ნაწილია, სავარაუდოდ სწორედ ის იყო კატაპულტირებული კაფსულა.

ახალა ჩემ მთავარ ამოცანად იმ კაფსულამდე მიღწევა იქცა, მაგრამ ჯერ ამ მთიდან

უნდა ჩავიდე და პირვანდელ ზედაპირს დავუბრუნდე. კაფსულის დაცემის ადგილი

მთის ძირიდან დაახლოებით 200-250 ნახტომის მანძილზეა.

მიმართულება და ლანდშაფტი რაც შეიძლებოდა კარგად დავიმახსოვრე. ხომალდის

კუდში ყველაზე გრძელი სადენი ვიპოვე, მას დანარჩენი, მიწაზე მოყრილი სადენები

გადავაბი და დაშვება დავიწყე. რამოდენიმე წამში ისევ ჩვეულ ზდაპირზე

აღმოვჩნდი.

12:53

მიწასთან შეხებისთანავე წავბორძიკდი და დავეცი. - მარცხენა ფეხს ისევ ვერ

ვგრძნობ, როგორც ჩანს წამალმა ეფექტი დაკარგა. ამის გაფიქრებაღა მოვასწარი რომ

გონება დავკარგე და მთვარის მტვრიან ზედაპირზე ბუმბულივით დავეშვი.

13:47

თვალებს დიდი გაჭირვებით ვახელ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ზედ დიდი

ლოდი დამეცა. ამ უკაცრიელ პლანეტას ვემსგავსები. - გამოვიფიტე. ამდენი საათი

გაუჩერებელი ბრძოლის დროს დაღლილობას სულ არ ვაკვირდებოდი. ახლა კი ისევ

მიწაზე ვგდივარ. ხელი მარცხენა ფეხთან მივიტანე და შევეხე.

Page 20: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- ფეხს ვგრძნობ. შვებით ამოვისუნთქე. - როგორც ჩანს წამალს ძალა არ დაუკარგავს,

ან საიდან მოვიტანე რომ უნდა დაეკარგა, ყველაფერი ნაადრევი დასკვნების ბრალია.

იმედი მაქვს კიდევ დიდი ხანი იმოქმედებს, კაფსულადმე მისაღწევად ორივე ფეხი

მჭირდება.

კიდევ 10 თუ 15 წუთი ვიყავი პარალიზებული, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ

უკვე მთელ სხეულს ვგრძნობდი. - ამ შემთხვევას პატარა შესვენებად ჩავთვლი,

პატარა სისუსტეს მაინც ვგრძნობ, მაგრამ გზა უნდა განვაგრძო.

ასიოდე ნახტომის შემდეგ, ამაღლებული ადგილი მოვძებნე რომ კიდევ ერთხელ

შემევლო თვალი დანიშნულების ადგილისთვის, მაგრამ იმ უზარმაზარი ლოდის

გარდა სხვა ვერაფერი დავინახე, მთიდან კარგად დავიმახსოვრე მისი ფორმები,

თავისი ზომის გამო ის ახლა ჩემი ერთადერთი ორიენტირია.

14:35

ხომალდის ნამსხვრევებს ვხედავ, მგონი მივაღწიე. ოციოდე ნახტომის შემდეგ უკვე

ლოდის ძირთან აღმოვჩნდი, შემოვუარე და კაფსულას მივაგენი. მოგრძო ფორმის, ორ

ადგილიანი მანქანის ზომა იყო. მივუახლოვდი და კარის ძებნა დავიწყე, მაგრამ

დიდი ხანი არ დამჭირდა იმის აღმოსაჩენად რომ კარი არ ქონდა, შიგნით ჩავიხედე,

სკამიც არსად ჩანდა.

- აქაც არავინაა!

09

კაფსულიდან რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, ყველაფერი გასაგები იყო. -

პილოტი ან სადმე ღია კოსმოსშია მთვარის ორბიტაზე ან წარმოდგენაც კი არ მინდა

რა მოუვიდა როცა კაფსულა მთვარეს შეეჯახა. ამ საზარელი ვარიანტების გარდა

კიდევ ერთი რჩება. - კაფსულაში თვაიდანვე არ ყოფილა არავინ, რაც ძალიან არ

მახარებს.

დაცემის ადგილის მახლობლად კიდევ რამდნეიმე წუთი ვიბოდიალე, იმ იმედით

რომ ვინმეს მივაგნებდი, ხომ შეიძლებოდა დაშვება სავალალო არ ყოფილიყო და

კაფსულიდან ამოსულმა პილოტმა გადაწყვიტა თავი გადაერჩინა და ხომალდის ძებნა

Page 21: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

დაეწყო.

კაფსულას უკვე 50 ნახტომის მანძილზე დავცილდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებ

სიარულს, შემაღლებული ადგილი ვიპოვე, ისევ დიდი წვალებით ავფოფხდი და

არემარეს გადავხედე. უცებ იმ დიდი ლოდის თავზე რაღაცას მოვკარი თვალი,

კარგად დავაკვირდი.

- აი სკამიც. როგორც ჩანს დაცემის დროს კაფსულა ჯერ ამ ლოდს შეეჯახა, რაღაც

დრო მასზე ეკიდა და შემდეგ ჩამოვარდა, სკამი კი ისევ მაღლა დარჩა. იქიდან

გამომდინარე რომ დაცემის ტერიტორია კარგად დავათვალიერე, დასკვნა მხოლოდ

ერთია. - ეს უბრალოდ ცარიელი კაფსულაა. ხომალდის ცხვირში ორი სკამის ადგილი

იყო. ე.ი. მეორე კაფსულა სადღაც სხვაგან დაეცა. ჩემი იმედი ორ ნაწილად გაუყვია

დაცემას და იმედი მაქვს მეორე ნაწილი მაინც გადარჩა.

ფერდობიდან დაბლა დავეშვი. ახლა მთავარი მეორე ნაწილის პოვნა და გადარჩენაა,

იმედია მართლა დამხვდება რაიმე გადასარჩენი.

დაცემის ადგილთან მივედი ისევ. მინდა რაიმე გამოსადეგი ვიპოვო, მაგრამ

ნამსხვრევების გარდა არაფერი ჩანს. მოულოდნელად ისევ სისუსტე ვიგრძენი და

მუხლებზე დავეცი. დიდი გამძლეობით არ გამოვირჩივე, ასე თუ გავაგრძელე ეს

კაფსულა ჩემ განსასვენებლად გადაიქცევა, რაიმე უნდა მოვიფიქრო, თორემ

სიარულის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ.

დიდი ძალისხმევით მივბობღდი კაფსულასთან და ზურგით მივეყრდენი. მძიმედ

ვსუნთქავ და ვგრძნობ თუ როგორ ტოვებს ენერგია სხეულს. რაღაც მებრძვის,

როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც, ეს არც სიცივეა და არც სიკვდილი, ეს

რაღაც სხვაა. - თვალის ქუთუთოები მიმძიმდება, შავი ფარდა ეფარება გარემოს, ახლა

ვხვდები რომ საშინლად მინდა სახლში ჩემ თბილ ბალიშზე აღმოვჩნდე. ალბათ

არაფერი დაშავდება რომ ცოტა ხნით დავიძინო.

ეს ბოლო იყო რისი გაფიქრებაც მოვასწარი, ამ დამღლელი ხეტიალის შემდეგ ძილი

მომერია, მხოლოდ მე არა, ჩემ ფიქრებსაც მიწვდა. ვხედავ როგორ ბუნდოვდება

აზრები.

- მთელი არსებით გადავვარდი ძილში.

15:07

სიცივე სითბომ ჩაანაცვლა, მთვარის ზედაპირი მოულოდნელად რბილ საწოლად

მომეჩვენა.

- ზზზზზზ! -ზზზზზზ!

უეცარმა ხმამ გამომაფხიზლა, მაგრამ შეწყდა თუ არა მაშინვე დავუბრუნდი ძილს.

Page 22: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

-ზზზზზზზზ! -ზზზზზზ!

მთვარეზეც არ დაგაცდიან ძილს, ინსტიქტურად ხელი იქით წავიღე საიდანაც ხმა

მოდიოდა და მაღვიძარა იატაკზე გამდმოვაგდე, შემდეგ ისევ ჩემ თბილ ბალიშში

დავიკარგე.

- მაღვიძარა? - ბალიში?

საწოლიდან მოულოდნელად წამოვხტი. თვალებს ვერ ვუჯერებ, ისევ ჩემ ოთახში

ვარ. მაშინვე ფანჯარას მივვარდი და გარეთ გავიხედე. ეს ნამდვილად ჩვენი ქუჩაა.

- ადლეტ გაიღვიძე? სასწრაფოდ ჩაცვი და დროზე გაჩერებაზე! თუ კიდევ აპირებ

დაგვიანებას?!

- დედა? არ მჯერა ეს ხომ დედას ხმაა. ნუთუ ისევ დედამიწაზე დავბრუნდი?

მადლობა ღმერთს ისევ სახლში ვარ. - დაყრუვდი? დროზე ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი!

- კარგი დედა, ახლავე. - ინსტიქტურად ვიპასუხე.

არ ვიცი როგორ, მაგრამ მგონი დავაღწიე თავი მთვარეს, როგორც ჩანს ნამდვილად

სიზმარი იყო. ტანსაცმელი უცებ ჩავიცვი, ჩანთას დავავლე ხელი და კარებისკენ

წავედი. კარი გავაღე, პირველი ნაბიჯი გადავდგი და ჩავვარდი.

- არა, არა, არა. მე ხომ სახლში ვარ. როგორ? საიდან? პირველი ნაბიჯი იატაკის

მაგივრად ისევ იმ საშინელ უფსკრულში გადავდგი. ისევ ვვარდები და ზემოდან

დედას ძახილი მესმის.

- ნუთუ ისევ მთვარეზე ვარ და ისევ კრატერში ვვარდები. -ამის გაფიქრებაღა

მოვასწარი, როცა უეცრად რკინის მაგიდაზე დავეცი, გარშემო ყველაფერი

ბუნდოვნად ჩანს, როგორ აღმოვჩნდი ოთახში, ან სად ვარ საერთოდ. თავზე

ადმაინების სილუეტები მადგას, ნორმალურად ვერც იმას ვარჩევ ნამდვილად

ადმინები არიან თუ არა. თავი გვერდზე გადავაბრუნე და პირველი რაც თვალში

მომხვდა ეს დიდი მწვანე წარწერა იყო კედელზე: SSS. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ

ხელები და ფეხები არ მემორჩილება, ხმა დამეკარგა. ვგრძნობ ისევ როგორ ვკარგავ

გონებას.

- ცივა. ისევ სიცივეს ვგრძნობ მთელ სხეულში.

თვალები გავახილე და ისევ იგივე პეიზაჟი დავინახე, ზურგთან ცივი მეტალი

ვიგრძენი, წამოვიწიე და ხელები თავზე დავილაგე.

- ალბათ ხუმრობთ. ისევ მთვარეზე ვარ.

10

Page 23: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ცრემლებად ვიღვრები. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადამხდა, სწორედ ახლა

ვიგრძენი ეს აუტანელი სიმარტოვე. ცივა - სიცივე სულ უფრო და უფრო ახლოს

მოდის ჩემთან. ვგრძნობ როგორ მიპირებს ამ კაფსულაში ჩაგდებას და მთვარის

მტვერში დამარხვას, მაგრამ არაფერი გამოუვა, არ მივცემ იმის უფლებას რომ ეს

ბოლო იმედიც წამართვას. უნდა წამოვდგე, წელში გავიმართო, თავი მაღლა ავწიო და

მეორე კაფსულის ძებნას შევუდგე.

სისხლიანი ხელით სახე მოვიწმინდე. - ასე დიდი ხანი ვერ გავძლებ. - რაიმე

დასაყრდნობი უნდა ვიპოვო. კაფსულაში ჩავძვერი და ჯოხისმაგვარი რკინის ძებნა

დავიწყე. საბედნიეროდ საკმაოდ მოგრძო რკინის მილი ვიპოვე. ხომალდიდან

გადმოვძვერი და გზას დავადექი, არ ვიცი რომელი მიმართულებით წავიდე, მაგრამ

კაფუსლა უნდა ვიპოვო. როგორც ჩანს ყვეალფრის მოვლა-თვალიერება მომიწევს.

თავი ექსკურსიაზე მგონია. ექსკურსია მთვარეზე, კაცობრიობას აშკარად გავასწარი.

მთელი დარჩენილი ძალა ხელებში და ფეხებში გადავანაწილე, მაგრამ ისეთი

სიჩქარით მივდივარ, რომ პაპა იოჰანიც გამასწრებს, რომელსაც სხვათაშორის

მარცხენა ფეხი არ აქვს, არ გაუმართლა რომ ომში ეს პატარა ყუთი არ აღმოაჩნდა.

ფეხები მიკანკალებს. ხელები მიცურავს. სახეზე ცივი და ცხელი ოფლი

ერთდროულად მასხამს. ვგრძნობ რომ სხეული ისევ მიმძიმდება. - უნდა შევისვენო.

კაფსულას საკმაოდ დიდი მანძილით დავშორდი, მაგრამ დაღლილობის გამო ერთ

ნახტომსაც ვერ ვაკეთებ, ამიტომ მივლასლასებ ამ მილზე დაყრდნობილი და

შემხვედრ ქვებს აქეთ იქით ვყრი. - არ მინდა კიდევ ერთხელ ჩავეხუტო მთვარის

მტვრიან ზედაპირს. ჩემი თავისთვის შორიდან რომ შემეხედა, ვიფიქრებდი: - ვინ

არის ეს მთვარის დამლაგებელი, ლოკოკინასავით რომ მიხოხავს?

დაღლილობის გამო 50 ნახტომის მანძილს ორჯერ ნაკლებ დროში გავდივარ, ისიც

არ ვიცი რა მიმართულებით ან სად მივდივარ. - ალბათ იმედი მაქვს, რომ მეორე

კაფსულა გზაზე გადმომიხტება. თურმე რამდენს ცვლის იმედი ადამიანში. - არ

მაძლევს უფლებას ფარ-ხმალი დავყარო, ამ ორ აბსტრაქტულ საგანს ახლა ჩემს

შიგნით ვგრძნობ - ფარიც მე ვარ და ხმალიც, მათი დაყრა სიკვდილის ტოლფასია,

მათი დაყრით ჩემ თავსაც მიწაზე დავანარცხებ.

- საინტერესოა რა ხდება ახლა სასწავლებელში. - საათს დავხედე - 15:46. - რამენიმე

წუთში ბოლო ლექცია მორჩება. ალბათ კარგად გაერთნენ ბიჭები - მათამდე კიდევ

ბევრი მიკლია, სწავლისთვისაც და გართობისთვისაც ნახულობენ დროს და მათი

ნიშნებიც კარგ მდგომარეობაშია. - მე კი ერთი სული მქონდა როდის დავამთვარებდი

სასწავლებელს, რომ აღარ დავბრუნებულიყავი იმ კორუმპირებულ ადგილას, სადაც

Page 24: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

ლექტორებმა თვითონაც არ იციან რაში უნდა გმოიყნენონ სტუდენტებმა მათ მიერ

მიწოდებული მასალა და ინფორმაცია. - არასდროს მიყვარდა ჩემი ადგილი,

ყოველთვის თავისუფლებისკენ მივილტვოდი, რასაც ოთხ კედელში მხოლოდ

წიგნების კითხვით თუ მიაღწევ. ჩემი ოთახიდან მთვარეზეც ვარ ნამყოფი, ოკეანის

ფსკერზეც, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მათგან ერთ-ერთზე რეალურად

აღმოვჩნდებოდი - ასე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ოკეანის ფსკერს, ისევ მთვარის

მტვრიანი ზედაპირი მირჩევნია, თავისი მომაბეზრებელი ლანდშაფტით, მაგრამ უარს

არ ვიტყოდი რომ კაპიტან ნემოს გადავერჩინე, არაფერზე ვიტყოდი ახლა უარს,

სიკვდილის გარდა.

ყურები და ცხვირი ალბათ სულ წითელი მაქვს, რადგან ვერცერთს ვგრძნობ. ეს კი

უკვე ძალიან მაშინებს, წამით ვერ გავუშვებ მილს ხელს რომ ცხვირი ან ყურები

შევამოწმო, რადგან ამისთვის გაჩერება მომიწევს, ეს კი არ მაძლევს იმის გარანტიას

რომ კიდევ ვიპოვი ძალას ჩემი თავი წამოვაყენო და გზა გავაგრძელო.

- ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ხელები მილის ნაწილი ხდება. უკვე 200 ნახტომის

მანძილით დავშორდი კაფსულას მაგრამ გარშემო ვერაფერს ვამჩნევ.

30 ნახტომის მანძილზე შემაღლებული ადგილი დავინახე, საკმაოდ დახრილი ძირი

აქვს, როგორც ჩანს ასვლას შევძლებ. იმედია შვეძლებ.

ფერდობამდე მივაღწიე და არემარე შევათვალიერე. თვალში ისევ პირველი

კაფსულა მომხვდა, მაგრამ ახლა მეორეს პოვნა მჭირდება.

- ისევ არაფერი ჩანს, ჯობს დაბლა დავეშვა და გზა გავაგრძო. არ ვიცი კიდევ

რამდენი ხანი გავძლებ.

ფერდობიდან დაბლა ჩამოსვლისას რაღაც ხმა მომესმა, რკინის ჭრიალს გავს. მაგრამ

საიდან ხმა აქ? უნდა მესმოდეს? მაშინვე პირველი კაფსულისკენ გავიხედე, მაგრამ

საეჭვო ვერაფერი დავინახე. 60 ნახტომის მანძილი რაც შეიძლებოდა სწრაფად

გავიარე იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოდიოდა და თვალებში შემეჩეხა არცისე

დიდ ლოდზე ჩამოკიდებული პირველი კაფსულის მსგავსი სილუეტი. ლოდისკენ

გადავდგი ნაბიჯი. უცებ მეორე კაფსულა ლოდიდან მოწყდა და მიწაზე დაენარცხა.

- როგორც იქნა მივაგენი. - ნაბიჯს მოვუმატე და კაფსულსათან მივედი. პირველს

გავს, მაგარმ შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. მინის კარიც არ დაზიანებულა.

გაუმართლა, რომ დიდ ლოდზე არ დაეშვა.

მინის კარისკენ ავცოცდი, მტვრის საფარი ხელით გადავწმინდე და შიგნით

ჩავიხედე: შიგნით ყველაფერი მიმოყრილია და ერთ ადგილას ნაპერწკლები ცვივა,

მაგრამ ეს არ არის მთავარი.

- თეთრ სკაფანდრს ვხედავ, შიგნით აშკარად ვიღაც არის.

Page 25: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

11

- ღმერთო ჩემო! მგონი ადამიანია. კინაღამ უკან გადავვარდი.

- ახლა მთვარია ყველაფერი ავწონ-დავწონო, რომ რამენაირად დავეხმარო.

საერთოდ არ მოძრაობს, ალბათ დაცემისგან გონება დაკარგა. ამ ხომალდების

აგებულებაზე წარმოდგენაც კი არ მაქვს. კარის გახსნას თუ ვეცდები შეიძლება

მოკვდეს, ნაკლებად შესაძლებელია, რომ მასაც შეეძლოს ჩემნაირად სკაფანდრის

გარეშე სიარული მთვარეზე, მითუმეტეს როცა ახლა სკაფანდრშია. ალბათ ჯობს

ცოტა დრო მივცე და დავაკვირდე - თუ გამოფხიზლდა მაშინ თითონვე გააღებს კარს.

კაფსულის კარიდან დაბლა ჩამოვედი და მის მახლობლად პატარა ქვაზე

ჩამოვჯექი. - რა ბედნიერებაა ამდენი სიარულის შემდეგ დასვენება. - რკინის მილი

გვერდით დავდე და კაფსულას დავუწყე ცქერა.

- იმედია არ დაშავდა. იმის შემდეგ რაც ხომალდის ვარდნა დავინახე. - დაახლოებით

5-6 საათი გავიდა, თუ გადარჩა და უბრალოდ გონება დაკარგა მაშინ უკვე დროა

გამოფხიზლდეს. - რატომღაც სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ შიგნით

კარგად არ არის, მაგრამ იქიდან გამოყვანა რომ ვცადო შეიძლება უარესი გავაკეთო.

- ჯანდაბა. - მართალია. ადამიანს საჭირო დროს საჭირო განთლება გჭირდება. ახლა

სწორედ ეს საჭირო დროა, მაგარმ საჭირო განათლება არ გამაჩნია, რომ ის მაინც

ვიცოდე შემიძლია თუ არა საერთოდ დახმარება. - ლოდინის მეტი აღარაფერი

დამრჩენია. ჩემი ერთადერთი იმედი რამოდენიმე მეტრის დაშორებით უგონოდ წევს.

ამბობენ - ,,იმედი ბოლოს კვდებაო." ახლა სწორედ ის დროა რომ ეს გამოთქმა

გამართლდეს.

- საათი 16:06 უჩვენებს. 16:26 შევამოწმებ რამე შეიცვალა თუ არა შიგნით, შემდეგ

უკვე 16:46 - და ასე გავაგრძელებ სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები მკვდარია, თუ

ჯერ კიდევ ცოცხალი.

დაჟინებით ვუყურებდი ამ რკინის ნაგლეჯს, რომელიც თანდათან ჩემი იმედის

კუბოდ იქცეოდა. პატარა ხმა, პატარა ცვლილებაც კი ხომალდის აგებულებაში

მაფიქრებინებდა რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ეს უფრო პარანოიას გავდა. იმედზე

ისე ვიყავი დამოკიდებული როგორც ერთ ჭიქა წყალზე უდაბნოში. - ახლა მართლაც

უდაბნოში ვარ და იმ ერთ ჭიქა წყალს ვუყურებ, მაგრამ ეს ჭიქა ცარიელია. ვუყურებ

და უკანდაუხევლად ვიმედოვნებ რომ ამ ჭიქაში მოულოდნელად წყალი გაჩნდება.

Page 26: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

17:26

უკვე მეოთხეჯერ მივდივარ "ჭიქასთან" იმ იმედით რომ შიგნით ერთ "წვეთს" მაინც

დავინახავ. ისევ აუჩქარებლად მივუახლოვდი კაფსულის კარს და სკაფანდრს

დავაკვირდი. - არანაირი ცვლილება. ყველაფერი ისეა როგორც წინა 3 შემოწმების

დროს, კაფსულიდან ჩამოვდივარ, რომ ისევ დავუბრუნდე მოსაცდელ ადგილს. უცებ

რაღაც ხმა მომესმა. კარებთან ავედი და დავინახე თუ როგორ წევდა პილოტი ხელს

სკაფანდრისკენ, საჩვენებელი თითი ჩაფხუტთან მიიტანა და ამ დროს ჩაფხუტის მინა

გამჭურვალე გახდა. მე პირველი ვიყავი ვინც თვალებში შევეჩეხე. - გაკვირვებული

თვალებით მიყურებს, როგორც რომელიღაც გარეულ ცხოველს, როგორც

უცხოპლანეტელს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ ყვირის.

კაფსულიდან დაბლა ჩავედი და უკან დავიხიე. რამოდნეიმე წამის შემდეგ კაფსულა

გაიხსნა და იქიდან უცნობი გადმოვიდა თეთრ სკაფანდრში. ნელი ნაბიჯით ჩემკენ

წამოვიდა, ჩაფხუტის გამჭურვალე მინის იქით, მის თვალებში სიფრთხილეს ვხედავ.

მიახლოვდებაა და ხელს მიწვდის.

- გამარჯობა. მე მშვიდობით მოვედი დედამიწიდან. ხელი ჰაერში ქონდა

გაჩერებული. ელოდა როდის გავუწვდიდი ხელს საპასუხოდ . რამოდენიმე წამი

ვიდექით ასე და უცებ სიცილი ამიტყდა. სისუსტე ვიგრძენი და ჩემდა უნებურად

ჩავიმუხლე. ახლა დგას და გაკვირვებული სახით უყურებს ჩემ ქცევებს, ალბათ ვერ

ხვდება თუ რა ხდება, ვფირქობ მასაც ისეთივე შეგრძნება აქვს, თითქოს თავის

ოთახიდან მთვარეზე მოხვდა.

ფეხზე დიდი გაჭირვებით წამოვდექი და მისკენ წავედი, ხელი ჩამოვართვი და

გამარჯობა ვუთხარი: - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთვარეზე, მე ადლეტ ბაჰი

ვარ.

ჩემი ხმის და სიტყვების გაგონების შემდეგ გაფითრდა და ნელი ნაბიჯით უკან

დაიხია. კიდევ მეცინება. როგორ არ უნდ გაგეცინოს, როცა ვიღაც ასეთ რაღაცას

გეუბნება, თან მთელი სერიოზულობით.

ნაბიჯი გადავდგი და ვუთხარი: - ნუ გეშინიათ. მეც თქვენნაირი ადმაინი ვარ თუ

მომისმენთ ყველაფერს აგიხსნით. კარგით? იმედია გაქცევას არ ეცდება. - ჯანდაბა!

გარბის.

სამიოდე ნაბიჯის შემდეგ ქვას წამოკრა ფეხი და წაიქცა. ცოტაღა მაკლია, რომ ჩემმა

სიცილმა დედამიწას არ მიაღწიოს. უკვე აღარ ვარ ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ

სულელურ ქვებზე იქცევა.

Page 27: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

მივუახლოვდი და ხელი გავუწოდე წამოსაყენებლად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს

ხელი გამომიწოდა.

- სკაფანდრის გარეშე როგორ სუნთქავ? ან აქ როგორ მოხვდი? ნამდვილად ადმიანი

ხარ?

დროა ყველაფერი თავიდან დავიწყო: - როგორც უკვე გითხარით მე ადლეტ ბაჰი

მქვია და მე დედამიწიდან ვარ, კერძოდ ჰამბურგიდან. გუშინ ღამით ჩემ ოთახში

დავწექი დასაძინებლად და დილით მთვარეზე გავიღვიძე. ვიცი ცოტა

დაუჯერებლად ჟღერს ეს ყვალეფრი, მაგრამ... - ცოტა კი არა ნამდვილად

დაუჯერებელია. - მადლობა თქვი ადლეტ რომ ეს კაცი ახლა შენ წინ ზის და ამ

ყველაფერს ისმენს. ჯერ არ ვარ დარწმუნებული რომ მთლად ნორმალურია.

...მაგრამ უნდა დაიჯეროთ, რადგან ფაქტი სახეზე ვარ. - ჯანდაბა თავი რომელიღაც

კომედიურ სამეცნიერო ფანტასტიკაში მგონია. პილოტი კი ჩემ წინ ზის და

თითოეულ სიტყვას გულდასმით ისმენს. რატომღაც ისეთი გაკვირვებული აღარ ჩანს,

როგორც რამდენიმე წუთის წინ იყო. უფრო ჩაფიქრებული, არა დადარდიანებული

სახე აქვს.

ჩემ სათქმელს მოვრჩი და ახლა მის რეაქციას ველოდები.

- როგორც ჩანს სხვა გზა არ მრჩება უნდა დავიჯერო. - ჩემი კოდური სახელია ჰანს

ფაინდმენი, შეგიძლია უბრალოდ ჰანსი დამიძახო.

- ჰანს ფაინდმენი? - როგორც წიგნის გმირი? - არ მეგონა თუ კიდევ რაიმე

გამაკვირვებდა, მაგრამ ამ ასტონავტს ჰანს ფაინდმენი ქვია.

- დიახ - თქვენც წაკითხული გაქვთ ცაში მოხეტიალე მხატვარი?

- კი! - ჩემი საყვარელი წიგნია. - დაუჯერებელია, მთვარეზე ჩემ გარდა ერთადერთი

ადამიანი ვიპოვე და მას ჩემი საყვრელი წიგნის გმირის სახელი ქვია. მაგრამ ეს ხომ

მხოლოდ კოდური სახელია. მაინც სასიამოვნო დამთხვევაა.

- ეს სახელი ჩემი კოდური სახელია. სხვა არ გამაჩნია.

- როგორ?! - საკუთარი სახელი არ გაქვთ? - პირველად მესმის ასეთი რამ.

- არა. უფროსწორედ არ მახსოვს. როდესაც ,,SSS"-ის ხელში ჩავვარდი, მათი ჩვეული

პროცედურა გავიარე, რომლის შედეგადაც მეხსიერების დიდი ნაწილი წამიშალეს.

- SSS?! - თქვენ ახლა 3 - S ახსენეთ?!

- კი. ეს ინიციალები რაიმეს გეუბნება? მაშინვე ნემსების ყუთი ამოვიღე ჯიბიდან და ჰანსს ვანახე. სახეზე გაკვირვება და

ბრაზი ერთდროულად დაეტყო.

- ეს საიდან გაქვს?

- მოსაცმელის ჯიბეში ვიპოვე, როცა კრატერის ფსკერზე აღმოვჩნდი.

- ნემსი ხომ არ გაიკეთე?! - თითქმის ყვირილით მკითხა.

Page 28: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- კი. მხოლოდ ერთი. ფეხი დავიზიანე და საერთოდ ვერ ვგრძნობდი.

- ჯანდაბა! ახლა ყველაფერი გასაგებია.

- რას ნიშნავს SSS? - მოულოდნელად ვკითხე, აშკარაა რომ მან რაღაც იცის იმის

შესახებ რაც მე დამემართა.

- არაა გასაკვირი რომ მათ შესახებ არ გაგიგია, SSS ეს აბრევიატურაა, რომელიც

შემდეგნაირად იშიფრება: Safe Space Society. ის ყველაზე მაშტაბური გაერთიანებაა,

რომელიც დედამიწიაზე არსებული პროდუქციისა და მომსახურების თითქმის 90%-ს

აწარმოებს. მოკლედ რომ ვთქვათ: ის თვითონ არის დედამიწა. სწორედ მათი ბრალია

რომ ხომალდი მთვარის ორბიტაზე აფეთქდა და აქ რომ დავეცი. დედამიწიდან

გავიქეცი, მაგრამ როგორც ჩანს მომაგნეს.

- მაგრამ დედამიწაზე ასეთი კომაპნიის თუ გაერთიანების სახელი პირველად

მესმის.

- არაა გასაკვირი. რადგან შენ იქიდან არ ხარ.

- რას ქვია იქიდან არ ვარ?!

- რომელი წელი იყო როცა დაიძინე?

- 2016, როგორც ახლა.

- ახლა 2056 წელია ჩემო ბიჭო და საუბედუროდ, როგორც ჩანს შენ ,,SSS"-ის

პროექტის ნაწილი ხარ.

12

- რას ამბობს ეს კაცი?! შეუძლებელია ახლა 2056 წელი იყოს. მე ხომ გუშინ დავიძინე

და დაზუსტებით ვიცი რომ 2016 წელი იყო.

- ვიცი რომ ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ვეცდები გასაგებ ენაზე

აგიხსნა. დავიწყოთ იქიდან თუ აქ როგორ მოვხვდი.

- ახლა 54 წლის ვარ, 40 წლის ვიყავი როცა SSS-ის ასტრონავტების ჩვეულ

შემოწმებაზე გამომიძახეს. შემოწმება წელიწადში ერთხელ ტარდება. შემოწმებიდან

რამოდენიმე თვის შემდეგ დავაკვირდი რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ფრაგმენტები

აღარ მახსოვდა, შემდეგ კი მთელი 30 წელი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. გადავწყვიტე ეს

ყველაფერი დანარჩენებისთვისაც მეთქვა, მაგრამ SSS-სში ყველაფერი გაიგეს, რის

გამოც 14 წელი ციხეში გავატარე. მაშინ მივხვდი რომ ისინი რაღაცას მალავდნენ და

არ უნდოდათ ეს ინფორმაცია ჩემგან გასულიყო. - სავარაუდოდ მეხსიერებაც ამ

მიზნით წამიშალეს. 14 წლის განმავლობაში მაინც მოვახერხე და ეს ყველაფერი ჩემ

Page 29: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

მეგობრებს გავაგებინე და ვუთხარი რომ უკეთესი იქნებოდა თუ დედამიწას

დატოვებდნენ. გუშინ ღამით ციხიდან გაქცევა მოვახერხე და ,,ნასას" ერთ-ერთი

ხომალდით დავტოვე დედამიწა. ვიცოდი რომ ისინი ამ ყველაფერს არ შემარჩენდნენ,

მაგრამ გაქცევის გარდა სხვა გზა არ მრჩებოდ. ან უნდა მემოქმედა ან სამუდამოდ SSS-

ის ციხეში დავრჩენილიყავი.

- კი მაგრამ, სად აპირებდით წასვლას?

- დედამიწა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ადამიანს არსებობა შეუძლია. ამ

თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვი. არაა გამორიცხული რომ სხეულში გადამცემი

ჩაგიმონტაჟეს და ყველაფერს ისმენენ.

- გადამცემი? კი მაგრამ აქ როგორ აღმოვჩნდი? ვის რაში დავჭირდი?

ჰანსმა ღრმად ჩაისუნთქა, რამდნეიმე წამი ასე ჩუმად იჯდა, შემდეგ მე შემომხედა

და მითხრა:

- როგორც ჩანს შენ SSS-ის პროექტ AIR-ის ნაწილი ხარ. პროექტი გულისხმობს

განსაკუთრებული გენის მატარებელი ადამიანების გამოცდას დედამიწის გარე

პირობებში. არ არის გამორიცხული რომ შენ გარდა კიდევ რამოდენიმე ადამიანი

აარჩიეს. მათი მიზანია ადამიანის გენის ადაპტირება მზის სისტემის პლანეტარულ

სისტემასთან და შემდეგ ამ გენის გამრავლება, რის შედეგადაც კაცობრიობას

შესაძლებლობა ექნება იარსებოს მზის სისტემის ნებისმიერ პლანეტაზე.

წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის დაჯერება ნამდვილად წარმოუდგენელია, მაგრამ

ფაქტები სახეზეა და არ მგონია რომ ჰანსი რაიმეს იგონებდეს.

- კარგით. მჯერა თქვენი, მაგარმ 2016 წლიდან 2056-ში როგორ აღმოვჩნდი?

- დროის ხვრელები. ეს SSS-ის ერთ-ერთი წარმოუდგენელი მიგნებაა. გრაკვეულ

დროს "დროის ხვრელი" პლანეტის გარკვეულ ადგილას იხსნება. ვინაიდან SSS

პლანეტის 90%-ზე მეტს აკონტროლებს, მათ არც დროის ხვრელის წარმოქმნა არ

გამოეპარებათ. რაც ყველაზე მთავარია მათ დროის ხვრელის მართვა ისწავლეს.

- მაგრამ რაში ჭირდებათ 40 წლით უკან დაბრუნება?

- როგორც უკვე გითხარი მათ განსაკუთრებული გენის მატარებელი ადამიანები

ჭირდებათ პროექტისთვის, შენ კი ერთ-ერთი მათგანი ხარ. ალბათ ფიქრობ რატომ არ

მოძებნეს ასეთი ადამიანები ამ დროში. საქმე იმაშია, რომ როდესაც განსაკუთრებული

გენის მატარებელი ადამიანი 30 წელს გადააბიჯებს, ამ გენის განვითარების და

პლანეტარულ სისტემებში გამოცდის შედეგად მისი მუტირების შანსები ეცემა. ასეთი

ადამიანების მხოლოდ ერთი თაობა დაიბადა ამ ათასწლეულში და როგორც ჩანს

ძალიან არ გაგიმართლა რომ მათ რიცხვში შენც აღმოჩნდი.

თავი ჩავხარე და ხელები თავზე დავილაგე. ეს ყველაფერი დაუჯერებელ სიზმარს

გავდა, სიზმარს რომელშიც სამწუხაროდ ყველფერი რეალურია.

Page 30: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- ახლა კი ჩემო ადლეტ ამ ადგილს სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ.

- რატომ?

- SSS სავარაუდოდ დრონებს გამოაგზავნის ჩემ დასაბრუნებლად ან მოსაკლავად.

მათ ჩემი დაცემის ადგილი იციან, ამიტომ კაფსულას უნდა გავეცალოთ.

- მაგრამ სად წავალთ?

- პირველ რიგში ხომალდის დაცემის ადგილას. სკაფანდრში დარჩენილი ჰაერი 2

დღეც არ მეყოფა. ხომალდზე კი უნდა იყოს სათადარიგო.

- ჯანდაბა. ხომალდი. - მან ხომ არ იცის რომ ის თითქმის მთლიანად დაიმტვრა.

- სანამ თქვენ კაფსულას მოვაგნებდი, იქამდე ხომალდი ვიპოვე და მინდა გითხრათ

რომ საშინელ მდგომარეობაშია. - ჩემი ნათქვამის მიუხედავად ჰანსს სახეზე

გამომეტყველება არ შეცვლია, პირიქით აქეთ გამამხნევა:

- გამორიცხული არ არის რომ ჰაერის ავზები გადარჩა. იმედი მაინც ბოლოს კვდება.

ამაში მართალია. ახლა ჩემ წინ დგას ცოცხალი იმედი, რომელიც მეუბნება რომ ის

ბოლო მოკვდება. მილზე დავეყრდენი და ფეხზე წამოვდექი, ცოტათი წავბორძიკდი,

მაგრამ დაცემას გადავურჩი.

- ჰომ კარგად ხარ?! - მკითხა ჰანსმა და ჩემსკენ წამოვიდა.

- კი, კი. უბარლოდ ცოტათი დავიღალე. სანამ ამ კაფსულას მოვაგნებდი იქამდე

პირველი ვიპოვე და მეორეც დიდი ხანი ვეძებე.

- ჩემი ბრალია ამდენი სიარული რომ მოგიწია, მაგრამ მეორე კაფსულა

სპეციალურად გავუშვი. იმედი მაქვს რომ SSS-ი შენსავით პირველად იმ კაფსულას

მიაკითხავს. ახლა კი ჯობს დავიძრათ. შეგიძლია მხარზე დამეყრდნო.

- მადლობა, მაგრამ მირჩევნია ჩემით ვიარო, ეგრე უფრო შევნელდებით. ისიც

გვეყოფა რომ ხტუნვით ვერ წამოვალ.

- ჰომ ეგ პრობლემაა, მაგრამ არაუშავს. მთავარია ერთ ადგილას დიდხანს არ

გავჩერდეთ. ასე უფრო გაუჭირდებათ ჩვენი პოვნა.

მილზე დაყრდნობილი წინ წავედი, ჰანსი კი უკან გამომყვა. - ცუდი ადამიანი არ

ჩანს, ვფიქრობ რომ მისი ნდობა შეიძლება, მასში რაღაც ნაცნობს ვგრძნობ, მაგრამ ვერ

გავრკვეულვარ რას.

13-SSS

Page 31: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- სერ! რადარებმა კაფსულის დაცემის ადგილი დააფიქსირეს.

- მშვენიერია. ფაინდმენის კვალს მიაგენით?

- ვცდილობთ, მაგრამ ჯერეჯრობით გადაადგილებას ვერ ვამჩნევთ.

- ესეიგი უკეთ უნდა ეცადოთ! არავითარ შემთხვევაში ადლეტმა არ უნდა გაიგოს

ფაინდმენის შესახებ. იმედია გარკვევით ვლაპარკობ?!

- დიახ სერ!

- ჰანს! - უკვე ძალიან შორს შეტოპე და უკან გამოსვლაში აღარავინ დაგეხმარება. ადრე

თუ გვიან მაინც მოგაგნებთ.

- გენერალო კასტერ სამმართველო ცენტრში გიხმობენ.

- ახლა რაღა მოხდა?

- ალფა სექტორში პრობლემებია.

- ისევ ალფა? - ეს ხალხი გადამრვეს! - უთხარი რომ მალე მოვალ.

- კი მაგრამ გენერალო.

- შეასრულე რასაც გეუბნებიან!

- ახალბედების შეცდომების გამო უნდა ვიბორიალო ყოველ 2 წუთში ერთხელ ამ

დერეფნებში. ამ განყოფილებაში საკუთარი ტვინი უკვე აღარავის გააჩნია.

18:01-სამმართველო ცენტრი ,,ალფა"

- მომახსენეთ სიტუაცია!

- ალფა სექტორში ისევ პრობლემებია.

- უკვე გავიგე რომ პრობლემები გვაქვს. ვინმე მეტყვის რა მოხდა თუ მე თვითონ

მივუჯდე კომპიუტერს და თქვენი სამუშაო შევასრულო?!

- ახლავე სერ. მარსთან კავშირი დავკარგეთ. ვცდილობთ აღვადგინოთ, მაგრამ...

- მაგრამ რა?!

- სავარუდოდ იმპლანტანტი დაზიანდა.

- როგორ თუ დაზიანდა?! - ის ხომ სხეულის შიგნით მოათავსეს.

- დიახ სერ.

- გინდათ მითხრათ, რომ იმპლანტანტის მატარებელი დაზიანდა?

- სავარაუდოდ ასეა. პროექტ AIR-ის მონაწილე ალისა ბრაუნი რადარებიდან გაქრა.

- რამდენი დრონი გააგზავნეთ მის მოსაძებნად?

- ჯერჯერობით არცერთი.

Page 32: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- არცერთი?! - რას ელოდებით?

- დრონების უმეტესობა მთვარეზე გავგზავნეთ აქ რაც დარჩა ყველა ბეტა სექტორშია

რემონტზე.

- ღმერთმა დაგწყევლოს ჰანს! - გაიქცა და 10 დრონი დააზიანა. ურჩევნია მთვარეზე

ცოცხალი არ დამხვდეს.

- მთავარმა ცენტრმა იცის ამის შესახებ?

- დიახ სერ! ყველა ინფორმაცია ნეშვილში გადავგზავნეთ. დირექტორი თავისთან

გიბარებთ. თვითმფრინავი უკვე მზად არის.

- როგორც ჩანს მთავარმა ცენტრმა ყველაფრის საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტა.

19:37-ნეშვილის მთავარი სამმართველო ცენტრი

- შეიძლება? - მობრძანდით გენერალო კასტერ.

- მადლობა.

- ჩაის ინებებთ თუ ყავას?

- მადლობა. ნუ შეწუხდებით.

- შარლი! ორი ყავა შემოგვიტანე. - როგორი სიტუაციაა "ალფა" სექტორში?

- მარსთან კავშირი დავკარგე და...

- ეს ყველაფერი ვიცი. - მაინტერესებს თქვენ რას ფიქორბთ ამ მოვლენასთან

დაკავშირებით.

- ახლავე. - კარგი იქნება თუ ნეშვილის სამმართველო ცენტრი რამოდენიმე დრონს

გამოყოფს მარსის შესამოწმებლად.

- რა თქმა უნდა!

- ანუ თქვენ თანახმა ხართ?

- სამწუხაროდ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ამ ეტაპზე დრონების გამოყოფა

აფსურდულად მეჩვენება.

- კი მაგრამ...

- არანაირი მაგრამ გენერალო. - გადავწყვიტე გარკვეული ცვლილებები შევიტანო

პროექტ AIR-ში.

Page 33: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- მაპატიეთ, მაგრამ რა ცვლილებებზე ლაპარაკობთ?

- როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებთ. - ახლა კი ამ ცვლილების

განსახორციელებლად პროექტ AIR-ის დაჩქარებაა საჭირო. - მინდა პროექტის ყველა

მონაწილე რაც შეიძლება მალე დააბრუნოთ დედამიწაზე.

- კი მაგრამ.. - მაპატიეთ. - როგორც ბრძანებთ სერ!

14

- ადლეტ! ხომ არ გინდა ცოტახნით შევისვენოთ?

- არა. - არ მინდა ჩემ გამო უსიამოვნება შეგემთხვათ. თქვენ როგორც თქვით, თუ

გავჩერდებით ასე შეიძლება უფრო ადვილად მოგვაგნონ. - ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ.

- მადლობა სერ. - ჰანსისკენ მივიხედე და დავინახე როგორ უყურებდა ჩემ ფეხს. - გტკივა?

- არა. - SSS-ის სამედიცინო მიღწევები მართლაც გაგაოცებს ადამიანს. - კიდევ ბერვი დარჩა

ხომალდამდე?

- 100-150 ნახტომის მანძილზეა ახლა ჩვენგან.

- ნახტომის? - გაკვირვებული ტონით მკითხა ჰანსმა.

- დიახ. სიარულით მთვარეზე ჩქარა ვერ ივლი, ამიტომ ხტომით მიწევდა

გადაადგილება და მანძილსაც ამით ვადგენდი.

- საინტერესოა. - წამალი რომელმაც გადამარჩინა. - დარწმუნებული ვარ ამით უამრავი ადამიანის

სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. SSS-მა რა თქამა უნდა მომიტაცა და მთვარეზე

დამტოვა, მაგრამ ამ ორგანიზაციაში დიდ საშიშროებას ვერ ვხედევავ. რატომღაც

ჰანსს მათ თითოულ ხსენებაზე ტონი და სახის გამომეტყველება ეცვლება, მაგრამ

მაინც გავრისკავ და ვკითხავ. - მართლა ასეთი ცუდი ორგანიზაციაა SSS? - ჰანსი შეჩერდა. მეც გავჩერდი და მას

შევხედე.

Page 34: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- ჩვენი დროიდან არ ხარ, მაგრამ ჩვენი დროის ხალხივით აზროვნებ. მიუხედავად

იმისა, რომ SSS-ზე ბევრი არაფერი გსმენია, მაინც ფიქორბ რომ ამ ორგანიზაციაში

ცუდი არაფერია. - მესმის შენი. - საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით ყველასთვის ასე

ჩანს. ვაშლი გარედან შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს, შენ ახლა ამ ქერქს ხედავ,

მე კი ამ ვაშლის შიგნით ვიყავი და ვნახე ის დამპალი გული და მატლების ბუდე.-

დამიჯერე ადლეტ SSS-ში კარგი არაფერია. მან შეიძლება რაღაც მოგცეს, მაგრამ

დარწმუნებული იყავი რომ რაღაც დროის შემდეგ შენგან ათმაგს დაიბრუნებს. ეს მისი

არსებობის პრინციპია, რომელსაც ერთ დღესაც ბოლოს მოვუღებ. - აი ნახავ ადლეტ.

ერთ დღესაც ამ ვაშლს ქერქს შემოვაცლი და ყველა დაინახავს თუ რა დამპალია

შიგნიდან. - ახლა კი გზა გავაგრძელოთ.

არ ვიცოდი რისი გაკეთება შეეძლო 56 წლის კაცს ორგანიზაციისთვის რომელიც

ფაქტობრივად დედამიწას მართავდა, მაგრამ ჰანსის სიტყვებში სიმტკიცე და ძალა

ვიგრძენი. მან იცოდა რაზე ლაპარაკობდა.

კიდევ 40 ნახტომის მანძილი გავიარეთ და ის უზარმაზარი მთაც გამოჩნდა.

ახლახანს გამახსენდა რომ ხომალდის ცხვირი დაბლა ეგდო. პირველად მისი

შემოწმება შეგვიძლია.

- თითქმის მივედით. ხელი მთისკენ გავიშვირე. - წინ დიდ მთას რომ ხედავთ - მის

თავზე დაეცა ხომალდი და ორად გაიყო. ცხვირი ახლა დაბლაა. მთის მეორე მხარეს

დაეცა როცა მთიდან ჩამოვარდა. - ესეიგი ჯერ ცხვირის შესამოწმებლად მივდივართ. - დიახ. ჯერჯერობით ზემოთ ასვლა გაგვიჭირდება. ყოველ შემთხვევაში ასეთ

მდგომარეობაში ნაკლებად შევძლებ.

30 ნახტომი მანძილის გავლის შემდეგ მთის ძირს მივაღწიეთ. მოვუარეთ და

ცხვირიც გამოჩნდა.

- აი ესეც თქვენი ხომალდის ცხვირი. - დიდი სიამაყით მივუთითე ჰანსს. თავი

ექსკურსიამძღოლი მგონია უკვე.

ჰანსი ცხვირთან მივიდა და შიგნით გადაძვრა. მე გარეთ დაველოდე. ვფიქრობ ხელს

შევუშლი, თან ძალა თითქმის აღარ მაქვს. იქვე მოშორებით ქვაზე ჩამოვჯექი და

ხელებით მუხლებს დავეყრდენი. რამდენიმე წუთი გავიდა. ჰანსი არ ჩანს. წამოდგომა

დავაპირე თუ არა, მაშინვე მიწაზე დავეშვი. - ვგრძნობ როგორ მტოვებს გონება. -

ოღონდ ისევ არა.

Page 35: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

20:04

- ადლეტ! ადლეტ გამოფხიზლდი.

ვგრძნობ როგორ მაჯანჯღარებს ჰანსი. ნუთუ ისევ გონება დავკარგე.

- ადლეტ ხომ კარგად ხარ? - აფორიაქებული ხმით მეკითხება ჰანსი. - დიახ. ნუ დარდობთ. - თავზე ხელი დავიდე და ნელა წამოვდექი. საშინლად მტკივა.

სხეულს ძლივს ვძრავ.

- ახლა დედამიწის დროით 20:05-ს უჩვენებს. მთელი დღე სიარულის შემდეგ ალბათ

საერთოდ გამოიფიტე. ჯობს დაიძინო, ოღონდ აქ არა.

ჰანსმა ფეხზე წამომაყენა. მხარში ამომიდგა და ნელი ნაბიჯით მთიდან მოშრებით

წამიყვანა. მე ისევ ნახევრად გათიშულ მდგმარეობაში ვარ.

- რატომ მივდივართ მთიდან ჩვენ ხომ ახლახანს მოვედით?

- არა ადლეტ. შენ დასვენება გჭირდება. ხომალდთან ვერ გავჩერდებით. შეიძლება

მოგვაგნონ.

ჰანსის სიტყვები ექოსავით მესმის უკვე. ისევ ვითიშები. რამდენიმე წუთის შემდეგ

ისევ დამიბრუნდა გონება. როგორც ჩანს ისევ ჰანსის მხარზე ვარ ჩამოკიდებული. სად

მივყავარ? ხმის ამოღების თავიც არ მაქვს.

როგორც იქნა მიმიყვანა ერთ ლოდთან და ზურგით მიმაყუდა. თვითონ კი ისევ

ხომალდისგენ წავიდა ხტომა-ხტომით. მხოლოდ მის სილუეტს ვხედავ.

- ჰანს. ჰააააააანს. - გაწყვეტილი ხმით ვეძახი. - სულ დამავიწყდა რომ ჩემ ხმას ვერ

გაიგონებს.

ვგრძნობ ისევ როგორ ვკარგავ გონებას.

15

თვალებს ვახელ და ჰანსი ჩემ წინ დგას გაღიმებული სახით. ცალ ხელში რაღაც

ნაჭერი უჭირავს, ეტყობა რომ შგნით რაღაც გდია. წამოდგომა ისევ დავაპირე, მაგრამ

ფეხებმა მიმტყუვნა.

Page 36: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- არ იჩქარო. მითხრა ჰანსმა და წამოდგომაში დამეხმარა. - მაპატიე რომ ამდენი ხანი

მოგიწია ლოდინი.

- არაუშავს. ისევ იმ ნაჭერს ვუყურებდი. ჰანსმა შეამჩნია და დაბლა დადო.

- ალბათ გაინტერესებს აქ რა არის. ნაჭერი გახსნა და შიგნით კაფსულები და რაღაც

პაკეტები ეყარა.

- ეს რა არის? ვკითხე და ნაჭრისკენ დავიხარე.

- ეს ჩემო ადლეტ ის არის რამაც აქ კიდევ რამდენიმე დღე უნდა გაგვაძლებინოს

სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევთ.

ერთ-ერთი პაკეტი ხელში ავიღე. ზედ ბარდას მცენარე ახატია. პირველად

საათობით ხეტიალის შემდეგ შიმშილი ვიგრძენი.

ჰანსმა ისევ შეკრა ნაჭერი და მითხრა:

- მაგრამ ახლა ვერ წავიხემსებთ მეგობარო. აქედან რომელიმე რომ გავხსნა მაშინვე

გაიყინება და საჭმელად მომწამვლელი იქნება, არამარტო ჩემთვის არამედ შენთვისაც.

- გასაგებია. ვუთხარი დაბლა დაშვებული თვალებით და მუცელზე ხელი

მოვიკიდე. აქამდე შიმშილზე ფიქრიც კი არ გამივლია. მთელი ამ დღის მანძილზე

ჩემი საკვები შიში და სიცივე იყო. მაგრამ მაინც მიხარია. ერთი სული მაქვს იმ

ადგილამდე როდის მივალთ რომ შიმშილი მოვიკლა. ალბათ ჰანსიც მშიერია და არ

იმჩნევს. არ მინდა ამდენი ხეტიალის შემდეგ შიმშილმა მოგვიღოს ბოლო.

- სიარულს შეძლებ? - მკითხა ჰანსმა და მხარში ამომიდგა.

- მგონი კი. - ამ "მგონი კი"-ში დავმალე მთელი დღის დაღლილობა და ფეხის

საშინელი ტკივილი. არ მინდა ჰანსი დავაღალატო.

- უნდა შეძლო ადლეტ. უნდა შეძლო. - ჰანსის ტონი შეიცვალა, მის სიტყვებში შიში

ვიგრძენი.

- ჩემი ჯოხი სად არის? - ახლახანს დავაკვირდი რომ ახლო-მახლოს არსად ჩანდა.

- ხომალდის შესამოწმებლად რომ წავედი შენი ჯოხიც თან გავიყოლე, ცოტა

დავამოკლე და ყავარჯენის ფორმა მივეცი, ვიფიქრე ასე უფრო გაგიადვილდებოდა

სიარული. ჯოხი მთის ძირში დავტოვე, იქიდან კიდევ რაღაც გვაქვს წამოსაღები.

დიდი წვალებით მთამდე მივაღწიეთ. ჰანსმა ჩემი ყავარჯენი მომაწოდა, თვითონ კი

ხომალდის ცხვირისკენ წავიდა.

თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ ყავარჯენზე, რომ დაბრუნდება აუცილებლად

მადლობა უნდა გადავუხადო ჰანსს.

მთის ძირას, პატარა ქვაზე ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთში ჰანსიც დაბრუნდა,

ამჯერად ნაჭერი უფრო დიდი ჩანდა. როცა მომიახლოვდე ნაჭრიდან რკინის რაღაც

მოწყობილობა ამოიღო.

- ეს რკინის პატარა ნაგლეჯი ჩვენი გადარჩენის კიდევ ერთი გასაღებია. მხოლოდ ეს

Page 37: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

მითხრა და მოწყობილობა ისევ ნაჭერში ჩააგდო. შემდეგ გვერდით მომიჯდა და

თითი მარცხნივ უსასრულობაში გაიშვირა.

- ადლეტ იმ დიდ მთას ხომ ხედავ. იმ თის მეორე მხარეს ჩვენი გადარჩენის იმედია.

ეს მოწყობილობა კი ამ იმედის გასაღები. ცოტაც მოიცადე და შემდეგ კარგად

დავისვენებთ და ყველაფერსაც აგიხსნი.

მორჩილად თავი დავუქნიე და იმ უზარმაზარ ნაცრისფერ მთას დავუწყე ყურება.

ჰანსი უცებ წამოდგა და ხელი გამომიწოდა.

- ვიცი რომ დაღლილი ხარ. მაგრამ აქ დარჩენა ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ახლა

ძალიან ახლოს ვართ ხომალდთან, SSS-ის დრონებმა თუ მოგვაგნეს ყველაფერი

დამთვარდება.

ჰანსის ყველა სიტყვა გარკვევით მესმოდა. მის ხმაში შიშსაც ვგრძნობ. ჰანსმა იმდენი

გააკეთა ჩემთვის რომ ახლა რაღაც უბრალო დაღლილობის და ტკივილის გამო ვერ

დავაღალატებ.

ჰანსს ხელი ჩავკიდე და ყავარჯნის დახმარებით წამოდგომა ვცადე. - ჯანდაბა

ყავარჯენი. როგორ დამავიწყდა.

- მადლობა ყავარჯნისთვის, არვიცი უამისოდ რა მეშველებოდა. - დაგვიანებული,

მაგრამ მგონი მაინც გამომივიდა მადლობის თქმა.

- Gern geschehen. გამიღიმა და გერმანულად მიპასუხა. - მოიცა გერმანულად?, ჰანსმა

გერმანული იცის?

- ალბათ ჩემი გერმანული გაგიკვირდა. გაიცინა ჰანსმა და ფეხზე წამომაყენა.

- თქვენ გერმანულიც იცით? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- ცოტა მესმის, მაგრამ არა ისე კარგად როგორც შენ.

გამიკვირდა რომ მთვარეზე ჩემ გარდა ერთადერთმა ადამიანმა გერმანული იცის.

მაგრამ მოიცადეთ.

- თქვენ საიდან იცით რომ გერმანული ვიცი?

- მეგობარი მყავდა სანამ SSS-ის ციხეში ვიყავი გამოკეტილი, ცოტა გერმანული

მასწავლა. - უკვირდა რომ ასე ადვილად ავითვისე. შენ კი აქცენტზე შეგატყე, შენ და

მას თითქმის ერთნაირი აქცენტი გაქვთ.

- დიახ. საკმაოდ კარგად ლაპარაკობთ მინდა გითხრათ.

- ჩემთვის პატივია გერმანელისგან ამის მოსმენა. სამწუხაროდ ერთადერთია

ინგლისურის გარდა რომელიც ასე ადვილად ავითვისე. თითქოსდა ყოველთვის

ვიცოდი. - გაღიმებული სახით მითხრა ჰანსმა.

- ჩვენ კიდევ მოგვიწევს ერთმანეთის კარგად გაცნობა. ახლა კი ადლეტ, მოდი ის მთა

გადავლახოთ და სამშვიდობოს გავიდეთ.

- არის სერ. ვუთხარი შემართებით და პირველი ნაბიჯიც გადავდგით.

Page 38: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

16

მთამდე მანძილი არცისე შორი ჩანდა. მაგრამ ახლა მგონი უკვე საათზე მეტია

მივდივართ. ფეხები ისევ მტკივა, მაგრამ ვიცი რომ რამენაირად უნდა გავუძლო ამ

ტკივილს.

- ცოტა ხომ არ შეგვესვენა? - მკითხა ჰანსმა და ნაბიჯს მოუკლო.

- არა გთხოვთ. არ მინდა ჩემ გამო რამე დაგვემართოს.

- ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ. გამიმართლა რომ სწორედ შენ შეგხვდი მთვარეზე.

ჰანსისთვის ეს არანაირად არ მიმაჩნია გამართლებად. ჩემ გარეშე უფრო ადვილად

მიაღწევდა იმ ადგილამდე. მეკი უფრო ვანელებ და საფრთხეს ვუქმნი მის

სიცოცხლეს. თავი მოსიარულე დეტონატორი მგონია, რომელიც ესესაა აფეთქდება.

ჰანსმა კი ეს დეტონატორი გვერდით დაიყენა, არც დანებების და არც აფეთქების

უფლებას არ აძლევს, რისთვისაც უღრმესად მადლობელი ვარ. სწორედ ეს არ მაძლევს

დანებების უფლებას. მე თუ წავიქეცი ჰანსიც წაქცეულად ჩაითვლება, მე თუ

დავიღუპე ვგრძნობ რომ ჰანსიც მოკვდება. არვიცი ეს გრძნობა საიდან მოდის მაგრამ,

ჩემი სულის და სხეულის თითოეული წერტილი მეუბნება რომ არ უნდა დავნებდე.

21:45

კიდევ ნახევარი საათი გავიდა რაც დაცემის ადგილიდან წამოვედით. მთა თითქოსდა

სულ უფრო და უფრო შორს მიდის ჩვენგან. ალბათ უკვე მოჩვენებები დამეწყო. ჰანსს

გვერდით მივყვები, ცოტათი მისწრებს. მის თითოეულ ნაბიჯში ვგრძნობ რომ უნდა

ვიჩქაროთ. ვგრძნობ რაღაცას გაურბის. ორივე გავურბით. და მგონი ვიცი რაც არის. -

ეს სიკვდილია. სიკვდილია. ჯანდაბა. მე კი ვანელებ მას. ასე აღარ შეიძლება. ყველა

ტკივილის და სიცივის მიუხედავად ნაბიჯს ვუმატე და ჰანსს დავეწიე. ჰანსმა

გაკვირვებულმა შემომხედა.

Page 39: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

- ადლეტ თავს ასე ნუ ატან ძალას. მოულოდნელად შეიძლება ფეხებმა უარი

გითხრას და სიარული ვეღარ გააგრძელო. წამლის ეფექტი თითონ ნახე. გონება რომ

დაკარგო კარგი არაფერი დაგვემართება.

- კი მაგრამ, ასეთი სიჩქარით თუ გავაგრძელეთ სიკვდილი დაგვეწევა. - ვეღარ

მოვითმინე და ვუთხარი.

- სიკვდილი? გაკვირვებულმა შემომხედა ჰანსმა.

- დიახ სიკვდილი. ის აქ ყველგანაა და მე არ ვაპირებ დანებებას, როცა უკვე ასე

ახლოს ვართ.

ჰანსი მომიახლოვდა და მეორე მხრიდან მხარში ამომიდგა.

- სიკვდილი ვერაფერს დაგვაკლებს სანამ ერთად ვართ. არ მივცემ მათ უფლებას

რომ ისევ ლაბორატორიაში გამოგამწყვდიონ.

ამდენ ფიქრსა და დაუღალავ ღელვაში სულ დამავიწყდა რომ ჰანსი ციდან

ჩამოვარდნილი იმედი იყო. იმედი რომელიც ახლა მხარში მედგა და სიკვდილის

უფლებას არ მაძლევდა.

- ისინი ვერ მოგვაგნებენ დამიჯერე. მითხრა ჰანსმა და ერთად ვუმატეთ ნაბიჯს.

22:19

კიდევ ნახევარ საათზე ოდნავ მეტი სიარულის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიეთ იმ

უზარმაზარ მთას და უცებ თავში ერთმა ცუდმა აზრმა გამიელვა. - იმედია ჰანსი არ

ფიქრობს ამ მთაზე აძრომას. მთას თვალი ავავლე და იმხელა იყო რომ თავი არ

უჩანდა.

ჰანსმა დაინახა როგორი შეშფოთებით ვუყურებდი მთას და დამამშვიდა.

- ნუ გეშინია. ამ მთაზე ასვლას არ ვაპირებთ. უბრალოდ უკან გამომყევი.

ჰანსმა მთას შემოუარა და ახლა მის მეორე მხარეს აღმოვჩნდით. თითით მთისგან

ოდნავ მოშორებით პატარა უცნაური ფორმის გორაკისკენ მიმანიშნა და მეც

უსიტყვოდ გავყევი იმ ადგილისკენ. რომ მივუახლოვდით შევამჩნიე რომ გორაკს

თავზე უნცაური წანაზარდი ქონდა, მაგრამ მთვარეზე უცნაურად ალბათ აღარაფერს

უნდა ვთვლიდე.

ჰანსი გორაკს ერთი მხრიდან მიუდგა და თხრა დაიწყო. მივუახლოვდი და რაღაცის

Page 40: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ

თქმა დავაპირე როცა ჰანსმა თითით მანიშნა ხმა არ ამომეღო და ნაჭრის გუდა

მომაწოდა. ჰანსთან ახლოს ჩამოვჯექი და ყურება დავუწყე.

- ნეტა რას ეძებს, ან რატომ გამაჩუმა როცა კითხვის დასმა მინდოდა. ამ მთას რაც

მივუახლოვდით ჰანსს ხმა არ ამოუღია. აქამდეც სიარულის დროს ბევრს არ

ვლაპარაკობდით, მაგრამ ეს მხოლოდ ენერგიის დასაზოგად, ახლა კი სხვა რაღაცაშია

საქმე. სხვა რა გზა დამრჩენია უნდა დავიცადო.

ნახევარ საათზე მეტია ჰანსი ხმისამოუღებლად ძირს უთხრის ამ გორაკს. მე კი

ვზივარ და ვიცდი როდის მორჩება და ყველაფერს ამიხსნის.

უცებ ჰანსი შეჩერდა უკან დაიხია და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. - ნუთუ დაამთავრა.

რამდენიმე წამის შემდეგ ხელი დამიქნია რომ მივსულიყავი, რომ მივუახლოვდი

ისევ მანიშნა ხმა არ ამომეღო და თითი იმ ადგილისკენ გაიშვირა სადაც ასე

გულმოდგინედ თხრიდა. გორაკის ძირში რკინის კარი დავინახე. მაშინვე ჰანსისკენ

მივბრუნდი, მაგრამ ჰანსმა ისევ მანიშნა რომ ხმა არ ამომეღო.

- არ მესმის რახდება.

ათი წუთი მაინც იჯდა ჰანსი ასე გაშეშებული. ალბათ ისვენებდა. შემდეგ კარისკენ

წავიდა და რაღაცნაირად გააღო, ჯერ თვითონ შევიდა და შემდეგ მე გამომხედა და

ხელით მისკენ წასვლა მანიშნა.

კარებში შევედი, შიგნით სიბნელე იყო. ჰანსი თავისი პატარა სანათით ანათებდა

იქაურობას, რომელიც ალბათ ხომალდის ნამსხვრევებში იპოვა.

მანიშნა რომ უფრო შიგნით შემოვსულიყავი. ჰანსთან მივედი თუ არა ის მაშინვე

კარებისკენ წავიდა და კარი დაკეტა. შემდეგ მომიახლოვდა და ამ ადგილის ცენტრში

სანათი ისეთ ადგილას დადო რომ თითქმის ყველაფერი გაენათა. ახლა ყველაფერი

დავინახე. დიდი რკინის ოთახი კომპიუტერებით და რკინის ნაკეთობებით არის

სავსე. ჰანსი იქვე რკინის სკამზე ჩამოჯდა, შემომხედა და ამდენი ხანი დუმილის

შედეგ პირველად მითხრა რაღაც.

- მგონი გადავრჩით.

Page 41: 01 - palitral.ge · ფანჯარა ან კარი ხომ არ დამრჩა ღიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ