„კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ...

10
დედებო, დავიცვათ ჩვენი შვილები! „ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!” 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა ხარაგაულელებო, გისურვებთ სწორ არჩევანს! 10 გვ. 7 გვ. 4 გვ. 4 გვ. „პოლიტიკური გადაწყვეტილება და „ქართული ოცნების” აქტივისტების დევნის ტიპიური მაგალითი” 4 გვ. დღეს ნომერშია ნოდარ ებანოიძე: „ხარაგაულის მოსახლეობა ნამდვილად იგრძნობს დეპუტატის აქტიურ ქმედებას ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ” ადმინისტრაციული რესურსის კანონიერად გამოყენება - ყველა შვებულებაში ბიძინა ივანიშვილი: „ღირსებას დავუბრუნებთ ქვეყანას და თითოეულ ოჯახს” 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. პირველ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ხარაგაულელი პირველკლასელები 10 გვ. „არ დაუშვათ აგიტაცია სკოლაში ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ” 24 სექტემბერს ხარაგაულის სა- განმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჭიპაშვილმა ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა: „ყველამ ვნახეთ ციხეში პატიმრე- ბის მოპყრობის საშინელი კადრები. მე მინდა თქვენი და ჩემი სახელით, ყველა პედაგოგის სახელით დავგმო ეს ფაქტები. ძალადობას ვუთხრათ უარი. იმედია, ამ ფაქტებს გამოიძიებენ და მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ გან- მეორდება. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს არჩევნები ერთ-ერთი განსაკუთრებუ- ლი არჩევნებია. დირექტორები და პე- დაგოგები ბრძანდებით ის ადამიანები, ვინც ხელი უნდა შეუწყოთ სიმშვიდეს, სიწყნარეს. ვიცი, რომ ბევრი თქვენ- განია ჩართული საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში. გთხოვთ, მაქსიმალურად მშვიდად ჩაატაროთ ეს პროცესი. არანაირი ზეწოლა რომელიმე მასწავლებელზე. ყველამ თავისუფლად უნდა გამოხატოს ის არჩევანი, რაც მას სწორად მიაჩნია. გთხოვთ ყველას, აგიტაცია არ დაუშ- ვათ სკოლაში ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.” სიახლე მოსწავლეთა მობილობასთან დაკავშირებით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, მოსწავლეთა მობილობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება ორი გამო- ნაკლისის გარდა: ეს არის პირველი კლასის პირველი სემესტრი და XII კლასის მეორე სემესტრი. ამავე დროს, სწავლის დასრულებამდე 30 დღით ადრე არც ერთ კლასში არ შეიძლება მოხდეს მოსწავლეთა მობილობა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ოჯახი იცლის საცხოვრებელ ადგილს, განცხადება განათლების მინისტრის სახელზე იწერება. ატესტატის აღება სამოქალაქო რეესტრის ხარაგაულის სამსახურში შეგიძლიათ ხარაგაულელებს ეძლევათ შესაძ- ლებლობა, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია - საბაზო და საშუ- ალო განათლების ატესტატი, ასევე ექსტერნის ატესტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში აიღონ. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმანათლებლო რე- სურსცენტრი ავრცელებს. ატესტატის აღების უფლება აქვს პირს ნებისმიერ შემთხვევაში - აგრძელებს თუ არა იგი სწავლას. ცვლილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობებში განათლების მინისტრმა ახლახან გამოსცა ბრძანება №190/ლ საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირო- ბების შესახებ. ბრძანების თანახმად, მასწავლებელს, რომელიც კვირაში 19 საათს ატარებს, ხელფასზე დანამატის სახით დაერიცხება 5 ლარი, 20 საათის ჩატარების შემთხვევაში - 10 ლარი, 21 საათის ჩატარების შემთხვევაში კი დანამატი ძველებურად 25 ლარია. ეს დანამატები ძალაშია მიმდინარე წლის სექტემბრიდან. 2013 წლის 1 იანვრიდან ორი ცვლი- ლება შევა ძალაში: დაწყებითი საფეხუ- რის განაკვეთად ჩაითვლება 14 საათი და სერტიფიცირებული მასწავლებე- ლები დაწყებით საფეხურზე მიიღებენ 75 ლარიან დანამატს. ხოლო, საბაზო საფეხურის იმ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომლებიც 15-16-17 საათს ატარებენ, 2013 წლის 1 იანვ- რიდან მიიღებენ 75 ლარიან დანამატს. გიორგი (გიგა) გლუნჩაძემ კანდიდატურა მოიხსნა №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლ- ქში კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდი- დატი გიორგი (გიგა) გლუნჩაძე. საინიციატივო ჯგუფმა განცხა- დებით მიმართა №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ რეგისტრაციიდან მოეხსნათ გიორგი (გიგა) გლუნჩაძის კანიდატურა. საოლქო კომისიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმო- ადგინა ახალი საგამოცდო მოდელი 8+1, რომელიც წელს დაინერგება. ახა- ლი პროგრამა მოიცავს ერთდროულად ორ დონეს - ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა. 8+1 მოდელის მიხედვით: ► დამამთავრებელი კლასის მოს- წავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბა- როს გამოცდა; ► სააბიტურიენტო კონკურსში მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას; ► გამოცდები კომპიუტერზე ჩა- ტარდება; ► ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შეს- რულდება; ► უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის (ისტენინგ)-ის კომპონენტი დაემატება; ► ერთიანი ეროვნული გამო- ცდები სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება; ► სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება; ► ოქტომბრის ბოლოს უნივერსი- ტეტებისა და აკადემიური პროგრამე- ბის შესახებ ცნობარი გამოიცემა; ► მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი „საინფორ- მაციო და საკომუნიკაციო ტექნოლო- გიები” დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტე- რებთან ივარჯიშებენ; ► რეგისტრაციას მოსწავლე- ები სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში გაივლიან; ► აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ყველა აუცილებელი ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფი- ციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში Facebook-ზე განთავსდება. არაგაულის №3 საჯარო სკო- ლის პედაგოგ თამარ მაქაძის აზრით გამოცდის ეს მოდელი მისა- ღებია: -ჩვენ ევოლუციის პროცესში ვართ. ყველაფერი თანდათანობით ლაგდება. რეფორმას ყოველთვის აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგადად მოდელი 8+1 მომწონს, მაგ- რამ მაქვს კითხვებიც. წინა წლებში იყო დახურულ ბოლოიანი შეკითხ- ვები - ანუ მოცემული იყო კითხვა, რომელსაც ჰქონდა სავარაუდო სამი პასუხი. იქედან აბიტურიენტი არჩევდა ერთ-ერთს. თუკი კითხვებს ექნება ღია დაბოლოებები, ეს ბევრად სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის. თავად გამოცდის ჩაბარების მო- დელი გაიოლებულია და აქ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ვხე- დავ. კარგია, რომ აბიტურიენტს აღარ სჭირდება ორ ეტაპად გამოცდების ჩაბარება. მისაღები სიახლეა ისიც, რომ ქარ „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების ორმაგად ჩაბარება” დასასრული მე-9 გვ. @( CTMNTV,THB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #35 (510) www.chemikharagauli.com ამბების აკიდო სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ თავიანთი ჩადენილი ცოდვები მო- ინანიონ, იქით ცდილობენ სხვის გასვრას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის” ამა წლის 12 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნების” აქტივისტის ვარ- ლამ (ტატო) თავზარაშვილის მიმართვა ხარაგაულელებისადმი. ამ მიმართვაში ის აღნიშნავდა, რომ 2010 წლის 1 ოქ- ტომბერს თითქოს მე გარე პერიმეტრიდან თვალყურს ვადევნებდი ნაცემი პატიმრების გადაყვანას გაურკვეველი მიმართულებით. ამ პასკვილს და ბინძურ პროვოკაციას ყურადღებას არ მივაქცევდი (მისი ,,შე- მოქმედი” ის პიროვნება არაა, ჩემგან პასუხის გაცემის ღირსი იყოს), მაგრამ რადგან მავანთა ბილწმა ცილისწამებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, საჭიროდ ჩავთვალე რამდენმე განმარტება გავაკეთო. ვინ-ვინ და ხარგაულელებმა კარგად იციან ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი როდესაც დაინიშნა გამგებლის პირველ მოადგილედ, სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულ- გრილი დამოკიდებულებისათვის ორჯერ განთავისუფლდა დაკავებული თანამდებო- ბიდან. ბოლოს კი თავისი ,,პოლიტიკური მოღვაწეობა” დააგვირგვინა პატიმრის ოჯახის წევრის მოტყუებითა და ფულის გამოძალვით, თითქოს მის შვილს სასჯელს შეუმსუბუქებდა, რისთვისაც თავად მოხვდა განსასჯელის სკამზე. ასეთი უსინდისო და ცილისმწამებელი თავს უფლებას აძლევს ჩემი სახელი და ღირსება შეურაცხყოს. მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ტალახში ამოსვრით და ბინძური პროვოკაციებით ცდილობს წინასაარჩევნოდ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას (რადგან თავიანთ გაკეთებულზე ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი), მათ შორის ჩემს ზო- გიერთ ოპონენტს, რომლებმაც არაერთი ჭორი გაავრცელეს ჩემს წინააღმდეგ. დიახ, მე ვიყავი ის პიროვნება, რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში აქტიურად ვებრძოდი უსა- მართლობას და კრიმინალს, რისთვისაც არაერთხელ ჩამიგდია თავი საფრთხესა და განსაცდელში. მე ვპირდები ყველას, რომ ყოველთვის ვიბრძოლებ ხარაგა- ულის წარმატებისთვის, წინსვლისთვის და უპირველეს ყოვლისა, ვიქნები ჩვენი მოსახლეობის უფლებებისა და სამართ- ლიანობის დაცვის გარანტი. პატივისცემით მამუკა ჭყოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ძვირფასო ხარაგაულელებო!

Transcript of „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ...

Page 1: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

დედებო, დავიცვათ

ჩვენი

შვილები!

„ეი, ბიჭო,

სამშობლოსთან

არაფერი

შეგეშალოს!”

27 სექტემბერი სოხუმის

დაცემის დღეა

ხარაგაულელებო,

გისურვებთ სწორ

არჩევანს!

10 გვ.

7 გვ.

4 გვ.

4 გვ.

„პოლიტიკური

გადაწყვეტილება და

„ქართული ოცნების”

აქტივისტების დევნის

ტიპიური

მაგალითი” 4 გვ.

დღეს ნომერშია

ნოდარ ებანოიძე:

„ხარაგაულის

მოსახლეობა

ნამდვილად

იგრძნობს დეპუტატის

აქტიურ ქმედებას

ხალხის და ქვეყნის

საკეთილდღეოდ”

ადმინისტრაციული

რესურსის კანონიერად

გამოყენება - ყველა

შვებულებაში

ბიძინა ივანიშვილი:

„ღირსებას

დავუბრუნებთ ქვეყანას

და თითოეულ

ოჯახს”

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

პირველ

შთაბეჭდილებებს

გვიზიარებენ

ხარაგაულელი

პირველკლასელები

10 გვ.

„არ დაუშვათ აგიტაცია სკოლაში ვინმეს სასარგებლოდ

ან საწინააღმდეგოდ” 24 სექტემბერს ხარაგაულის სა-

განმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჭიპაშვილმა ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა:

„ყველამ ვნახეთ ციხეში პატიმრე-ბის მოპყრობის საშინელი კადრები. მე მინდა თქვენი და ჩემი სახელით, ყველა პედაგოგის სახელით დავგმო ეს ფაქტები. ძალადობას ვუთხრათ უარი. იმედია, ამ ფაქტებს გამოიძიებენ და მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ გან-მეორდება.

თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს არჩევნები ერთ-ერთი განსაკუთრებუ-ლი არჩევნებია. დირექტორები და პე-დაგოგები ბრძანდებით ის ადამიანები, ვინც ხელი უნდა შეუწყოთ სიმშვიდეს, სიწყნარეს. ვიცი, რომ ბევრი თქვენ-განია ჩართული საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში.

გთხოვთ, მაქსიმალურად მშვიდად ჩაატაროთ ეს პროცესი. არანაირი ზეწოლა რომელიმე მასწავლებელზე. ყველამ თავისუფლად უნდა გამოხატოს ის არჩევანი, რაც მას სწორად მიაჩნია.

გთხოვთ ყველას, აგიტაცია არ დაუშ-ვათ სკოლაში ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.”

სიახლე მოსწავლეთა მობილობასთან დაკავშირებით

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, მოსწავლეთა მობილობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება ორი გამო-ნაკლისის გარდა: ეს არის პირველი კლასის პირველი სემესტრი და XII კლასის მეორე სემესტრი. ამავე დროს, სწავლის დასრულებამდე 30 დღით ადრე არც ერთ კლასში არ შეიძლება მოხდეს მოსწავლეთა მობილობა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ოჯახი იცლის საცხოვრებელ ადგილს, განცხადება განათლების მინისტრის სახელზე იწერება.

ატესტატის აღება სამოქალაქო რეესტრის ხარაგაულის სამსახურში შეგიძლიათ

ხარაგაულელებს ეძლევათ შესაძ-ლებლობა, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია - საბაზო და საშუ-ალო განათლების ატესტატი, ასევე

ექსტერნის ატესტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში აიღონ. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრი ავრცელებს. ატესტატის აღების უფლება აქვს პირს ნებისმიერ შემთხვევაში - აგრძელებს თუ არა იგი სწავლას.

ცვლილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების

ოდენობისა და პირობებშიგანათლების მინისტრმა ახლახან

გამოსცა ბრძანება №190/ლ საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირო-ბების შესახებ. ბრძანების თანახმად, მასწავლებელს, რომელიც კვირაში 19 საათს ატარებს, ხელფასზე დანამატის სახით დაერიცხება 5 ლარი, 20 საათის ჩატარების შემთხვევაში - 10 ლარი, 21 საათის ჩატარების შემთხვევაში კი დანამატი ძველებურად 25 ლარია. ეს დანამატები ძალაშია მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

2013 წლის 1 იანვრიდან ორი ცვლი-ლება შევა ძალაში: დაწყებითი საფეხუ-რის განაკვეთად ჩაითვლება 14 საათი და სერტიფიცირებული მასწავლებე-ლები დაწყებით საფეხურზე მიიღებენ 75 ლარიან დანამატს. ხოლო, საბაზო საფეხურის იმ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომლებიც 15-16-17 საათს ატარებენ, 2013 წლის 1 იანვ-რიდან მიიღებენ 75 ლარიან დანამატს.

გიორგი (გიგა) გლუნჩაძემ კანდიდატურა მოიხსნა

№48 ხარაგაულის საარჩევნო ოლ-ქში კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდი-დატი გიორგი (გიგა) გლუნჩაძე.

საინიციატივო ჯგუფმა განცხა-დებით მიმართა №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ რეგისტრაციიდან მოეხსნათ გიორგი (გიგა) გლუნჩაძის კანიდატურა. საოლქო კომისიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმო-ადგინა ახალი საგამოცდო მოდელი 8+1, რომელიც წელს დაინერგება. ახა-ლი პროგრამა მოიცავს ერთდროულად ორ დონეს - ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა.

8+1 მოდელის მიხედვით:► დამამთავრებელი კლასის მოს-

წავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბა-როს გამოცდა;

► სააბიტურიენტო კონკურსში მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას;

► გამოცდები კომპიუტერზე ჩა-ტარდება;

► ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შეს-რულდება;

► უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის (ისტენინგ)-ის კომპონენტი დაემატება;

► ერთიანი ეროვნული გამო-ცდები სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება;

► სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება;

► ოქტომბრის ბოლოს უნივერსი-ტეტებისა და აკადემიური პროგრამე-ბის შესახებ ცნობარი გამოიცემა;

► მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი „საინფორ-მაციო და საკომუნიკაციო ტექნოლო-გიები” დაემატება და მოსწავლეები

ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტე-რებთან ივარჯიშებენ;

► რეგისტრაციას მოსწავლე-ები სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში გაივლიან;

► აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა აუცილებელი ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფი-ციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში Facebook-ზე განთავსდება.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის პედაგოგ თამარ მაქაძის

აზრით გამოცდის ეს მოდელი მისა-ღებია: -ჩვენ ევოლუციის პროცესში ვართ. ყველაფერი თანდათანობით ლაგდება. რეფორმას ყოველთვის აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგადად მოდელი 8+1 მომწონს, მაგ-რამ მაქვს კითხვებიც. წინა წლებში იყო დახურულ ბოლოიანი შეკითხ-ვები - ანუ მოცემული იყო კითხვა, რომელსაც ჰქონდა სავარაუდო სამი პასუხი. იქედან აბიტურიენტი არჩევდა ერთ-ერთს. თუკი კითხვებს ექნება ღია დაბოლოებები, ეს ბევრად სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის.

თავად გამოცდის ჩაბარების მო-დელი გაიოლებულია და აქ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ვხე-დავ. კარგია, რომ აბიტურიენტს აღარ სჭირდება ორ ეტაპად გამოცდების ჩაბარება.

მისაღები სიახლეა ისიც, რომ ქარ

„კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების

ორმაგად ჩაბარება”

დასასრული მე-9 გვ.

@( ctmntv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#35 (510)

www.chemikharagauli.com

ამბების აკიდო

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ თავიანთი ჩადენილი ცოდვები მო-ინანიონ, იქით ცდილობენ სხვის გასვრას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის” ამა წლის 12 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნების” აქტივისტის ვარ-ლამ (ტატო) თავზარაშვილის მიმართვა ხარაგაულელებისადმი. ამ მიმართვაში ის აღნიშნავდა, რომ 2010 წლის 1 ოქ-ტომბერს თითქოს მე გარე პერიმეტრიდან თვალყურს ვადევნებდი ნაცემი პატიმრების გადაყვანას გაურკვეველი მიმართულებით. ამ პასკვილს და ბინძურ პროვოკაციას ყურადღებას არ მივაქცევდი (მისი ,,შე-მოქმედი” ის პიროვნება არაა, ჩემგან პასუხის გაცემის ღირსი იყოს), მაგრამ რადგან მავანთა ბილწმა ცილისწამებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, საჭიროდ ჩავთვალე რამდენმე განმარტება გავაკეთო. ვინ-ვინ და ხარგაულელებმა კარგად იციან ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი როდესაც დაინიშნა გამგებლის პირველ მოადგილედ, სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულ-გრილი დამოკიდებულებისათვის ორჯერ განთავისუფლდა დაკავებული თანამდებო-ბიდან. ბოლოს კი თავისი ,,პოლიტიკური მოღვაწეობა” დააგვირგვინა პატიმრის

ოჯახის წევრის მოტყუებითა და ფულის გამოძალვით, თითქოს მის შვილს სასჯელს შეუმსუბუქებდა, რისთვისაც თავად მოხვდა განსასჯელის სკამზე. ასეთი უსინდისო და ცილისმწამებელი თავს უფლებას აძლევს ჩემი სახელი და ღირსება შეურაცხყოს.

მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ტალახში ამოსვრით და ბინძური პროვოკაციებით ცდილობს წინასაარჩევნოდ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას (რადგან თავიანთ გაკეთებულზე ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი), მათ შორის ჩემს ზო-გიერთ ოპონენტს, რომლებმაც არაერთი ჭორი გაავრცელეს ჩემს წინააღმდეგ. დიახ, მე ვიყავი ის პიროვნება, რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში აქტიურად ვებრძოდი უსა-მართლობას და კრიმინალს, რისთვისაც არაერთხელ ჩამიგდია თავი საფრთხესა და განსაცდელში. მე ვპირდები ყველას, რომ ყოველთვის ვიბრძოლებ ხარაგა-ულის წარმატებისთვის, წინსვლისთვის და უპირველეს ყოვლისა, ვიქნები ჩვენი მოსახლეობის უფლებებისა და სამართ-ლიანობის დაცვის გარანტი.

პატივისცემით მამუკა ჭყოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი

ძვირფასო ხარაგაულელებო!

Page 2: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

2 xtvb [fhfufekb @( ctmntv,thb7 @_!@ o

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამო-თქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

მოახლოებული არჩევნების ზღურბ-ლზე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხარაგაულის მოსახლეობას, იმ ადამი-ანებს, ვინც უკვე გარკვეულია თავის არჩევანში და მათაც, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება.

ვწუხვარ, რომ მიწევს საუბარი ქართველი ერის ღირსების შემლახავ იმ ამაზრზენ ფაქტებზე, რომელმაც სულით ხორცამდე შეძრა ყველა ღირ-სეული ქართველი და არა მარტო ქართ-ველი. ბუნებრივია, ქართულ საპყრობი-ლეებში განვითარებული მოვლენები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრე-ბა და რას გვიქადის სამომავლოდ ამ რეჟიმის გამარჯვება და გაძლიერება.

ამ დამნაშავე ხელისუფლების და უსა-მართლო სასამართლოს პირობებში არც ერთი ჩვენთაგანის ოჯახი არ არის დაზღვეული, რომ მისი ოჯახის წევრი, ახლობელი ან თავად არ მოხვდეს იმ ჯოჯოხეთურ საპატიმროებში, სადაც ადამიანების არაადამიანური წამებით უდიდეს სიამოვნებას იღებენ ციხის ჯალათები, რომლებიც ასევე სიამოვ-ნებით ასრულებენ სისხლს მოწყურე-ბული მინისტრების დაკვეთებს, მაგრამ ყველაზე დიდი ეროვნული ტრაგედია ის გახლავთ, რომ მთელი ქვეყანა ერთ დიდ საპატიმროდაა ქცეული, სადაც ადამიანები განუწყვეტელი შიშის და სტრესის ქვეშ ცხოვრობენ, სადაც საკუთარი აზრის ქონა ყველაზე დიდი

დანაშაულია, სადაც სინდისი და ღირ-სება ლამის სამარცხვინო ფაქტადაა მიჩნეული.

ჩვენდა საუბედუროდ, ამ ხელისუფ-ლებამ შეძლო მეგობრების, ახლობლე-ბის, ნათესავების, ოჯახების, კოლეგების გათიშვა და ერთმანეთისთვის მტრად მოკიდება, შურის და ბოღმის დათესვა. არცთუ შორეულ წარსულში, გონი-ერებით და ურთიერთპატივისცემით განთქმულ ხარაგაულში, ადამიანებს ერთმანეთისთვის გამარჯობის თქმის ეშინიათ, ჭირშიც კი ვერ ეუბნებიან ერთმანეთს ხშირად სამძიმარს, რადგან ყველა საჯარო მოხელის და მოსამსა-ხურის ქცევა მათი ოჯახების ჩათვლით, გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის „გემოვნებასა” და „სიამოვნებაზეა” აწყობილი. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ, ამ დღეებში, კოალიცია „ქარ-თული ოცნების” აქტივისტის მალხაზ კუპრაძის გასამართლება და დაჭერა მხოლოდ იმის გამო, რომ თორნიკე ავა-ლიშვილს მისი მიმართვის ტონი არ მო-ეწონა და „შეურაცხყოფილად” იგრძნო

თავი. 40 დღიანი პატიმრობა გამგებლის „წყენინებისთვის” - ასეთია განაჩენი, როცა მართლა ჯალათები და სისხ-ლისმსმელები, წამების დამკვეთები და ბევრი აღმსრულებელიც თავისუფლად დასეირნობენ და ვინ იცის, კიდევ რა ვე-რაგულ გეგმებს ამზადებენ სამომავლოდ.

უდიდესი გამოცდისა და არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, შეიძლება

ეს იყოს ბოლო შანსიც, რომლის არგა-მოყენებას უფალი და შთამომავლობა არ გვაპატიებს. მე მჯერა, რომ ქართ-ველი ერი და მათ შორის გონიერე-ბით გამორჩეული ხარაგაულელები ქვეყნისთვის ამ მეტად კრიტიკულ მომენტში სწორ არჩევანს გააკეთებენ, უარს ეტყვიან ისეთ ყოფას და გარემოს, რომელიც თრგუნავს მათ ადამიანურ ნებას და სურვილებს, თრგუნავს მათ გონებას და სინდისს, არ აძლევს საკუ-თარი თავის პიროვნებად წარმოჩენის შესაძლებლობას.

არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფით საკუთარ ღირსებას გავუსვა ხაზი, მაგ-რამ ხარაგაულელებმა კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემს მიერ დაშვებული არაერთი შეცდომისა, ადამიანების წამებით, მტრობით, სიძულვილის და შიშის დათესვით არასოდეს მიმიღია სიამოვნება და თუ რაიმე ნაკლი მო-ჭარბებულად გამაჩნია, ეს ქართული ტრადიციების ზედმეტად ერთგულებაა, მეგობრების და ქართული ტრადი-ციების მოჭარბებული სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობის და მი-ტევების ნიჭი.

ჩემი გამოცდილება და განვლილი გზა მაძლევს უფლებას, ხარაგაულე-ლებს ჩემი სამსახური შევთავაზო. როცა გამოცდილებას და ცოდნას დააგროვებ, განსაკუთრებით მოჭარბე-ბულად გიპყრობს სურვილი, ემსახურო შენს საყვარელ ხალხს და თამამად გაუსწორო თვალი ყველა იმ შეცდომას, რომელიც თან სდევს ახალგაზრდულ წლებს.

მინდა კიდევ ერთხელ მთელი პა-

სუხისმგებლობით გითხრათ, რომ ხარაგაულს არ შერცხვება თავისი დეპუტატის ინტელექტის და პრო-ფესიონალიზმის გამო, ხარაგაულის მოსახლეობა ნამდვილად იგრძნობს დე-პუტატის აქტიურ ქმედებას ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მით უფრო, რომ კოალიცია „ქართული ოცნება” ის საიმედო პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანას სიბნელის, სიდუხ-ჭირისა და სირცხვილისგან იხსნის.

ჩემი ოპონენტები აქტიურად ოპო-ნირებენ იმით, რომ თითქოს კოალი-ციას ცუდი წარსულის ადამიანები მიეკედლნენ, საოცარია, რომ ამის შე-სახებ ყველაზე ბინძური და შავბნელი წარსულის ადამიანები საუბრობენ და ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმა და ყრუა, არ იციან მათი წარსულისა და თუნდაც დღევანდელობის შესახებ.

ძალიან სასიხარულო და თვალ-შისაცემია, რომ ხარაგაულში ადამი-ანებმა დაძლიეს შიში. ბევრი მათგანი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას. ვისაც ამის გამბედაობა არ ჰყოფნის, საარჩევნო ყუთთან გააკეთებს უფლის და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი შვილებისთვის უკეთეს არჩევანს.

მე ვიცი, რომ ბევრი ხარაგაულელი ახალგაზრდა არ ისურვებს გამგებლის „ცოცხიან” ხელისბიჭობას, სამშობ-ლოს და კაცური ღირსების შელახვას არ აპატიებს ამ ზნედაცემულ ხელი-სუფლებას.

გამართლებულ, გამარჯვებულ და ქვეყნისთვის საუკეთესო არჩევანს გისურვებთ, ჩემო ხარაგაულელებო!

ნოდარ ებანოიძე

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

რა არის ადმინისტრაციული რესურსი და როგორ შეიძლება მისი წინასაარჩევნოდ გამოყენება? ამ საკითხზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საქართ-ველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად სახელმძღვანელო პრინ-ციპები არჩევნების დღის გამოცხადებამდე შეიმუშავა. მოგვიანებით კი ცესკომ ეს პრინციპები მემორანდუმის სახით დაწერა და ხელმოსაწერად არასამთავრობო ორ-განიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა. მასში ნათქვამია, რომ მემო-რანდუმზე ხელისმომწერი ორგანიზაციები აცნობიერებენ თავისუფალი და სამართლი-ანი არჩევნების მნიშვნელობას, იზიარებენ ადამიანური განზომილების შესახებ ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას მასზედ, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის” და რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს „პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართ-ლებრივი გარანტიებით, რათა მისცეს მათ ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალება კანონისა და ხელისუფლების წინაშე თანა-ბარი პირობების საფუძველზე.”

ადმინისტრაციული რესურსი არის მატერიალური ფასეულობა - ქონება, რო-მელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად. წინასაარ-ჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლე-ბის მქონე პირებს ეკრძალებათ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტა-ციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურ-სების გამოყენება:

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებ-ლობა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 48.1.ა);

სახელმწიფო ხელისუფლების დაწესე-

ბულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმ-მართველობის ორგანოებისა და იმ ორგანი-ზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალე-ბების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 48.1.ბ);

სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავა-თიანი პირობებით გამოყენება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 48.1.გ).

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი გან-მარტავს, თუ ვის ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. მათ შორის არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებ-რივ ფუნქციებს.

ამავე კოდექსის 46-ე მუხლი ადგილობ-რივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალებს განსაზღვრონ ადგილები ან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გამო-საფენად: „სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფი-ლი იყოს თანაბარი პირობებით.”

ადმინისტრაციული რესურსის გამო-ყენებასთან დაკავშირებით კოალიცია

„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” ხარაგაულის საარჩევნო შტაბის წარმო-მადგენელი ინგა მაღრაძე რამდენიმე საკითხ-ზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ არჩევ-ნების დღის გამოცხადებამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა „ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის ორგანიზაციის ოფისის რემონტი. „აღსანიშნავია, რომ ეს ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ შენობაშია განთავსებუ-ლი, - აღნიშნავს ინგა მაღრაძე, - ჩვენ რამდე-ნიმე თვის წინ გამოვითხოვეთ ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც თვითმმართ-ველობამ „ნაციონალურ მოძრაობასთან” გააფორმა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ ზეპირი ინფორმაციით ვიცით, რომ ფართი პარტიას 150 ლარად აქვს დაქირავებული. ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ერთეულის

ქონების გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ეკო ნომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება. ამავე წესს განსაზღვრავს საქარ-თველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.” საქართ-ველოს კანონი თვითმ მართველობას ავალ-დებულებს, დაად გინოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის წესი და ასევე განსაზღ-ვროს საწყისი წლიური ქირის ოდენობა.

გამგეობას, ზემოთ ნახსენები საქარ-თველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტროს ნორმატიული აქტით აუქციონის გარეშე ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გადაცემის ფორმებია: უსასყიდ ლო უზურფრუქტი და თხოვება. ეს უფლებაც გამოიყენება მხო-ლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ქონების სახელმწიფო ან თვითმმართ ველო-ბის ორგანოებს ან ადგილობრივი თვითმ-მართველობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნე ბულ საწარმოებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს დადგენილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერ-თეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქი რის ოდენობა ქონების საპრივატიზებო საფასურის 6%-ია. 150 ლარი კი, თუ ეს მართლაც განსაზღვრულია რეალურად არსებულ ხელშეკრულებაში, ნამდვილად მცირე თანხაა, - ამბობს ინგა მაღრაძე.

ინგა მაღრაძის განცხადებით, ხარა-გაულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტებს არ აქვთ თანაბარი პირობები საარჩევნო პლაკატების გამოსაფენად.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულომ ჯერ კიდევ 14 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე დაადგინა იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, რომლებზეც შეიძლებოდა საარჩევნო პლაკატების გამოფენა. მოულოდნელად, 3 სექტემბერს, საკრებულომ განკარგულე-ბაში ცვლილება შეიტანა და კინოთეატრის მიმდებარედ საარჩევნო მასალების გამო-საფენად ადგილი გამოყო. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ცვლილება განკარ-გულებაში სტენდის კარკასის გაკეთებიდან მეორე დღეს შეიტანეს. მიუხედავად იმისა,

რომ საკრებულოს თავმჯდომარემ №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით განუმარტა, რომ დადგენილე-ბაში ცვლილება ითვალისწინებს საარჩევნო მასალების გამოფენის ხელმისაწვდომობას არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთ-ვის, სტენდის ორივე ნაწილი „ნაციონა-ლური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატმა დაიკავა.

მე საკრებულოს თავმჯდომარეს 17 სექტემბერს წერილობით მივმართე და მო-ვითხოვე, განემარტა, რა ფართი გამოყო და რამხელა ტერიტორიას გულისხმობდა იგი კინოთეატრის მიმდებარე ადგილში. მისგან, როგორც ყოველთვის, მივიღე გაურკვეველი პასუხი.

კანონდარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა ისიც, რომ სტენდი გააკეთა საკრებულოს მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ „კეთილმოწყობის” სამსახურმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ უწყებათაშორის კომისიას.”

ინგა მაღრაძე ადმინისტრაციული რე-სურსის გამოყენების ერთ ფაქტს გვიამბობს: -სოფელ გედსამანიაში ბორითის საპოლი-ციო უბნის უფროსმა რიკაძემ სოფლის რწმუნებულთან ერთად ერთ-ერთ უბანში გზა გადაკეტა, ხალხი რომ ვერ მისულიყო „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრაზე. ეს ინფორმაცია ჩვენთან სატელეფონო საუბარში სოფლის მკვიდრმა ზურაბ ლომიძემ დაადასტურა და თქვა, რომ პოლიციელისგან გზის გადა-კეტვის მომსწრე მთელი სოფელია.

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო შვებულება. ინგა მაღრაძე ამბობს, რომ შვებულებაში სპეციალურად გავიდნენ საჯარო მოხელე-ები, რომ მათ კანონიერად შეძლონ წინა-საარჩევნო აგიტაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” მიერ მოპოვე-ბული ინფორმაციით, ამჟამად შვებულებაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი ორი მოადგილე. გამგეობის აპარა-ტიდან შვებულებაშია გამგებლის მრჩეველი, ხოლო კულტურის სამსახურიდან ორი თანამშრომელი. სამივე მათგანი „ნაცი-ონალური მოძრაობის” ახალგაზრდული შტაბის წევრია.

აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის პირ-ველ რიცხვებამდე შვებულებით სარგებ-ლობს 18 ტერიტორიული ორგანოს რწმუ-ნებული. ვერ დავუკავშირდით მხოლოდ ნადაბურისა და ხიდრის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ბი-უროს წევრების შვებულებაში ყოფნის გამო ბიუროს სხდომა ნაცვლად 17 სექტემბრისა, 3 ოქტომბერს ჩატარდება.

შვებულებით სარგებლობენ საკრებუ-ლოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „კეთილ-მოწყობის,” „საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის,” „ისტორიული მუზეუმის” ხელმძღვანელები და რამდენიმე თანამშ-რომელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი „ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევ-ნო კამპანიაში.

ხარაგაულში ადგილობრივი და ცენტ-რალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულებისას მუშებს ხში-რად ნახავთ „ნაციონალური მოძრაობის” მაისურებით და ქუდებით. იურისტები განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ადმინისტრა-ციული რესურსის გამოყენებაა. სამუშაოს შემსრულებელი ორგანიზაციების წარმო-მადგენლები და თავად მუშები კი ამბობენ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან და უფლება აქვთ ამ პარტიის მაისურით იარონ.

ნინო კაპანაძე

ადმინისტრაციული რესურსის კანონიერად გამოყენება -

ყველა შვებულებაში

ძვირფასო ხარაგაულელებო!

ხმა მიეცით ნოდარ ებანოიძეს და კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”

საარჩევნო ბიულეტენებში შემოხაზეთ №41

Page 3: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

3xtvb [fhfufekb@( ctmntv,thb7 @_!@ o

საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვი-დეოგადაღება შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ ორშაბათს გვიან ღამით ჟურნალისტების, არა-სამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად ფართო საზოგადოების საპ-როტესტო შეძახილებისა და სტვენის ფონზე მიიღო. 9 ხმით 2-ის („კონსერვა-ტორები”, „მრეწველები”) წინააღმდეგ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო უბნებზე მუშაობის უფლება შეუზღუდეს. მე-დიას თავისუფალ რეჟიმში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეეძლება, შემდეგ კი ფოტოვიდეოგადაღება ნებადართულია კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩე-ული ერთი ადგილიდან და ეს ადგილი 3 მეტრით იქნება დაშორებული სუბიექტი-დან/ობიექტიდან. როგორც საარჩევნო უბნებზე სამუშაო გამოცდილების მქონე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს პრაქტიკულად გამო-რიცხავს ოქმების, ბიულეტენების და-ფიქსირების შესაძლებლობას. და რაც ყველაზე მთავარია: კენჭისყრის ოთახში კამერით გადაადგილების ან საარჩევნო უბნის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას.

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად მხარი ქრისტიან-დემოკრატებ-მაც დაუჭირეს. უცნაური იმიტომ, რომ პარტიის ცნობილი სახეები ერთ დროს ცნობილი და აქტიური ჟურნალისტები იყვნენ და მათ ყველაზე უკეთ იციან, ნიშ-ნავს თუ არა ცესკოს ეს გადაწყვეტილება მედიის შეზღუდვას. უფრო მეტიც, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ცესკოს ამ გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს შედეგი ქდმ-ს ძალიან აქტიური მუშაობით იქნა მიღწეული და იგი ჟურნა-ლისტების მუშაობისათვის ძალიან ბევრ გარანტიას იძლევა.

როგორც ჩანს, ლევან ვეფხვაძის აღ-ტაცებას არ იზიარებს ქდმ-ს კიდევ ერთი ცნობილი სახე ინგა გრიგოლია, რომელ-მაც პროტესტის ნიშნად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა.

ასევე უცნაური იყო ქდმ-ს ცეს-კოს წარმომადგენლის გოჩა ჯოჯუას კომენტარიც. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სხდომიდან გამოსულმა გოჩა ჯოჯუამ ისიც კი არ იცოდა, რას დაუჭირა მხარი. ჟურნალისტებთან ის კარგა ხანს ამტკიცებდა, საარჩევნო კა-ბინის გადაღება არავის არ აუკრძალავს (!). რომ არა კოალიცია „თავისუფალი არჩევნებისათვის” წევრი მაგდა პოპიაშ-ვილი, ჯოჯუას ცესკოს დადგენილების ის პუნქტი, რომელიც ფოტოვიდეო გადა-ღებას ზღუდავს, აქამდე წაკითხული არც ექნებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაგდა პოპიაშვილმა ჯოჯუას თავად აჩვენა და წაუკითხა ცესკოს დადგენილე-ბა, ჯოჯუამ აღიარა, რომ ცესკოს მიერ ფოტო-ვიდეოგადაღებასთან დაკავში-რებით მიღებული დადგენილება მედიას ნამდვილად ზღუდავს.

ჟურნალისტები

საარჩევნო უბნებზე

დარღვევებს ვეღარ

გადაიღებენცესკოს ახალი

გადაწყვეტილება ამ

უფლებას ზღუდავს

20 სექტემბერს ხარაგაულში, კინო-თეატრის შენობის წინ ამომრჩევლებს ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის „ბი-ძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ებანოიძე შეხვდნენ. შეხვედრას 1 700-მდე ამომრჩეველი ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილთ მოკლედ გააცნო კოალიციის პრიორიტეტები და 1 ოქტომბერს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისკენ მო-უწოდა. მან თავის გამოსვლაში ფართოდ ისუბრა ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც საქართველოს ციხეებში პატიმართა მიმართ არაადა-მიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ძალადობა მოქმედი ხელისუფლებისგან და მისი იდეოლოგიისგან მოდის; რომ ძალადობა არა მარტო ციხეებში, არამედ ჩვენს საკუთარ ოჯახებშიც შემოდის. „მე კარგად ვიცი, როგორ ცდილობდ-ნენ ხელი შეეშალათ ადამიანებისთვის, რომ დღევანდელ შეკრებაზე ვერ მოსუ-ლიყვნენ და ჩვენთვის ვერ მოესმინათ. ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ებრძვის ხელისუფლება დღეს, XXI საუკუნეში და თანაც გვარწმუნებენ, რომ დემოკრატიას აშენებენ. სიცრუეზე დაფუძნებული ქვეყანა მივიღეთ,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ კარ-გად იცის, თუ რა მდგომარეობაა ხარა-გაულსა და მთლიანად საქართველოში და რომ წელშია გატეხილი ქართველი გლეხი, თითოეული ოჯახი, ადამიანებს საკუთარი ოჯახის რჩენის საშუალება არ აქვთ რეალურად, მოსახლეობა და-უსაქმებელია, ხარაგაულში პრაქტიკუ-ლად არც ერთი საწარმო არ მუშაობს, ხარაგაულში არ არის ნორმალური საავადმყოფო.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების” ძირითადი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯან-დაცვა. მაგრამ ამ დარგების განვითარე-ბის წინაპირობა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაა. თუმცა, ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია არსე-ბობდეს სამართალი და დამოუკიდებელი სასამართლო. „დღეს ჩვენს ქვეყანაში მთლიანად მოშლილია სამართლიანობის განცდა და ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი შეუძლიათ ციხეში გაუშვან. ის, რომ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ვერ შექმნის პირობებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. ჩვენ ძალიან მცირე დროში შევძლებთ ქვეყანაში სამართლიანობის განცდის და სამართლიანი სასამართლოს აღდ-გენას,” - აღნიშნა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა ქვეყნის განვი-თარებისთვის მედიის, მეოთხე ხელი-სუფლების, დამოუკიდებლობის მნიშვ-ნელობას.

„ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენი პოლიცია საკუთარი ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა მასზე ძალადობაში ხარჯავდეს დროს. პროკურატურაც ასევე დაბრუნდება ხალხის სამსახურში. ესენი საჯარო მოხელეების ის ნაწილია, რომელთაც ძალიან ვუფრთხილდებით და ყველა-ფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ღირსება დავუბრუნოთ. მაგრამ ის, ვინც ექვემდებარება სააკაშვილის ძალადობ-რივ პოლიტიკას და საკუთარ ხალხზე ძალადობს, აუცილებლად მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება. ცოტა

დრო დარჩა ამისთვის. ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოძალა-დეებს ვეღარ უშველით სააკაშვილი. მათ, ჯობია, საკუთარ თავზე იზრუნონ და კანონის დარღვევასა და ძალადობაზე უარი თქვან. ყველა საჯარო მოხელეს მივმართავ, - არავის ვაშინებთ და არც გვსურს, ქვეყნის მართვა ჩვენი მოქალა-ქეების დასჯით დავიწყოთ. ჩვენ ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება გვსურს. თითოეული ოჯახისა და მოქალაქისათ-ვის ღირსების დაბრუნება გვინდა.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხალხს სჭირდებოდა ისეთი პარტია, ვისზე სწორებასაც გააკეთებდნენ და ენდობოდნენ. ჩვენს კოალიციას ძალიან დიდი ნდობა აქვს მთელ საქართველოში. მთელი ქვეყანა ჩვენ დაგვიჭერს მხარს და აუცილებლად გავიმარჯვებთ,” - აღნიშნა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.

მან ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებზე და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის ერთი მილიარდი ლარის გამოყოფას აპირებს. ხელშეწყობა ექნებათ გლეხებს მსხვილი ფერმერული მეურნეობის განსავითარებ-ლად და ვინც წვრილ გლეხურ მეურ-ნეობაზე დარჩება, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება ტექნიკა და უფასოდ მიეწოდება საუკე-თესო ჯიშის ნერგები და თესლები. სოფ-ლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა უპროცენტო გრძელვადიანი კრედიტები. დაფუძნდება პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ფერმერებს დაეხმარება თანამედროვე ტექნოლოგი-ების ათვისებაში.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში დაფუძნდება ტექნოლოგიური უნივერ-სიტეტი, რომლის პროექტიც უკვე არ-სებობს და რომლის განხორციელებაშიც მას ხელი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუშალა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას საინტერესო სამუშაო ადგილები და ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი თანამოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანასა და ოჯახებში. ქარ-თულმა ხარისხიანმა პროდუქციამ უნდა დაიკავოს ქართული ბაზარი და ასევე ფართოდ უნდა გავიდეს სხვა ბაზრებზეც.

ჯანდაცვის საკითხებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მო-სახლეობის უდიდეს ნაწილს წამლის ყიდვის შესაძლებლობაც კი არ აქვს

და ხშირად ოპერაციის გასაკეთებლად სოფელი აგროვებს ფულს. „ყველა სა-ხელმწიფო ვალდებულია, რომ იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელო-ბაზე და ჩვენ რეალურად ვიზრუნებთ ამაზე,” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მან შეკრებილთ მოუთხრო, თუ როგორ დაუბლოკა ხელისუფლებამ 700 საწო-ლიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი. იქ გაჭირვებულ მოსახლეობას უფასოდ უნდა ემკურნალა. ხელისუფ-ლებისგან ამ პროექტის დაბლოკვის არგუმენტი ის გახლდათ, რომ ქვეყანაში შენდება კერძო საავადმყოფოები. „12 ემერჯენსის აშენებას ვაპირებდით. რისი აშენების შესაძლებლობაც მოგვცეს, - ისიც დაბლოკეს. ბორითის კლინიკაში მხოლოდ აპარატურა გვქონდა შესატანი.

ხალხს ის უფასოდ უნდა მომსახურებო-და. გახსნამდე სამი დღით ადრე ბორითის კლინიკაში პოლიციელები შეიჭრნენ.

იმდენ კომერციულ საავადმყოფოს ვაშენებთ, რომ შენი უფასო ემერჯენსები და უფასო რესპუბლიკური საავადმყოფო კერძო ბიზნესს დაანგრევს და გაანადგუ-რებსო, - ამ მიზეზით გამაჩერეს, - აღნიშ-ნა ბიძინა ივანიშვილმა, - ამაში მართლაც არსებობს ლოგიკა, მაგრამ დღევანდელი შემოსავლებით საქართველოს მოსახ-ლეობას ელემენტარული მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვს და მანამ, ვიდრე ადამიანებს საკუთარი შემოსავლებით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეეძლებათ, ჩემი აზრით, აუცილებელია უფასო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებაც არსებობდეს.”

განათლების საკითხებზე მსჯელო-

ბისას ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს ოჯახებს სახელმძღ-ვანელოების შეძენა უჭირთ. უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ გადასახადია ევროპული დონის, სწავლების ხარისხი კი დაბალია და ბევრ ოჯახს სტუდენტის სწავლის გადასახადის გადახდა უჭირს.

უსაშველოდ მაღალია გაზისა და დენის გადასახადები. ბიძინა ივანიშვილი შეკრებილთ ამ გადასახადების მინიმუმ განახევრებას დაჰპირდა.

ბიძინა ივანიშვილმა ხარაგაულელებს მოუწოდა, რომ პირველ ოქტომბერს არ-ჩევნებზე ხმა მისცენ კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” და მის ღირსეულ კანდიდატს ხარაგაულში ნო-დარ ებანოიძეს. მან აღნიშნა, რომ ნოდარ ებანოიძეს აქვს მართვის გამოცდილება, ძალიან კარგად იცნობს ადგილობრივ პრობლემებს, სარგებლობს კარგი ავტო-რიტეტით და რომ ის ქართული ოცნების გუნდთან ერთად გაიყვანს გამარჯვების გზაზე ჩვენს სამშობლოს.

„პირველ ოქტომბერს დამთავრდება ის დრო, როცა ხელისუფლებაში ყოფნა იყო დიდი ფუფუნება, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, - მოვალთ ხელისუფლე-ბაში და მოგემსახურებით თქვენ, მოქა-ლაქეებს. თქვენს წინაშე ვიქნებით ანგა-რიშვალდებულები. ასეთი განწყობით მოვდივართ და სწორედ ასეთი გუნდის წევრი იქნება ბატონი ნოდარიც. ჩვენს გარდა არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ოპოზიცია. ქრისტიან-დემოკრატები, მე-მარჯვენეები თუ ლეიბორისტები არიან ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება და არ შეგეშალოთ.

მივმართავ „ნაციონალური მოძრა-ობის” კანდიდატს და მათ მხარდამჭე-რებს, - თქვენ იზიარებთ პასუხისმგებ-ლობას იმ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც ჩვენ ამ დღეებში ტელევიზიით ვნახეთ? ეს ხელისუფლება და მათი იდეოლოგია აწამებდა ჩვენს ძმებს, საკუთარ მოქალაქეებს ციხეებში. თქვენ გინდათ, ასე იცხოვროთ და ასე გაარძელოთ მომავალში?!

საქართველოში გადატყდა შიში და არის არნახული მზაობა. ხალხი ელოდება პირველ ოქტომბერს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ და დავუბრუნებთ ღირსებას ჩვენს საყვარელ საქართვე-ლოს და თითოეულ ოჯახს.”

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემ-დეგ შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ხარაგაულში ნოდარ ება-ნოიძე და შპს „ადითი” ხარაგაულის დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი.

ლაურა გოგოლაძე

„ღირსებას დავუბრუნებთ ქვეყანასდა თითოეულ ოჯახს”

გაგრძელება მე-8 გვ.

Page 4: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

4 xtvb [fhfufekb @( ctmntv,thb7 @_!@ o

24 სექტემბერს, საღამოს საათებში, ხარაგაულის პოლიციამ სოფელ ღორე-შაში მცხოვრები „ქართული ოცნების” აქტივისტი მალხაზ კუპრაძე დააკავა. მასთან ერთად დააკავეს სოფელ ისლარში მცხოვრები თეიმურაზ ჭიპაშვილი.

მათი დაკავებისთანავე პოლიციაში ადვოკატი გაგა მაჩიტიძე მივიდა. მოგ-ვიანებით, ადვოკატმა გვაცნობა, რომ მალხაზ კუპრაძე და თეიმურაზ ჭიპაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსის თორნიკე ავალიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაც-ხყოფის გამო დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ჭიპაშვი-ლი მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კან-დიდატის, გიგა გლუნჩაძის საინიციატივო ჯგუფის წევრი გახლდათ. მას შემდეგ, რაც გიგა გლუნჩაძემ კანდიდატურა მოიხსნა

და მხარდაჭერა „ქართული ოცნების” კანდიდატ ნოდარ ებანოიძეს გამოუცხადა, თეიმურაზ ჭიპაშვილი საინიციატივო ჯგუ-ფის სხვა წევრებთან და აქტივისტებთან ერთად წინასაარჩევნო აგიტაციას ნოდარ ებანოიძის სასარგებლოდ აწარმოებს.

რა მოხდა 24 სექტემბერს სოფელ ღო-რეშაში, - ამის შესახებ თვითმხილველი ნინო გასიევი ამბობს, რომ თემურ ჭიპაშ-ვილთან ერთად იმყოფებოდა ღორეშაში.

„ტელეფონზე დაურეკეს თემურის და უთხრეს, რომ მას მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი ლანძ-ღავდა და ბინძურ ბრალდებებს უყენებდა, - გვიამბობს ნინო გასიევი, - მივედით იქ, სადაც გამგებელი იმყოფებოდა. თემურმა უთხრა, ამ ხალხის თანდასწრებით მითხარი ჩემზე რაც ისაუბრე და პასუხს გაგცემო. გამგებელმა ხელი აიქნია და ჩაჯდა მან-ქანაში. თემურმა ისევ დაუძახა, მომაქციე ყურდაღება, რატომ გარბიხარო. თორნიკე ავალიშვილი გადმოვიდა მანქანიდან და ჩვენსკენ გამოემართა აგრესიით და ლანძ-ღვით. მისმა თანმხლებმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თემური ჭიპაშვილს. შემდეგ გავიგეთ, რომ ეს იყო ლევან ფერაძე. იქ მყოფებმა დააშოშმინეს სიტუაცია. ჩვენ ჩვენ გზაზე წავედით, ისინი - თავისი გზით.

ერთ საათში მოგვაკითხა პოლიციამ, გაგვათიშინეს მობილური ტელეფონები. მე, თემურ ჭიპაშვილი და მალხაზ კუპრაძე წამოგვიყვანეს პოლიციაში.”

თორნიკე ავალიშვილთან ერთად იმყო-ფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რომან შერგელაშ-ვილი. იგი გვიამბობს, რომ შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი სოფელ ღორეშაში „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებ-თან და კოორდინატორებთან. „შეხვედრაზე ვიმყოფებოდით მე, თორნიკე ავალიშვილი, ლევან ფერაძე და სოფლის რწმუნებული. ერთ-ერთი კოორდინატორის ეზოში უნდა შევსულიყავით. იქვე იდგა მალხაზ კუპრაძე მანქანით. მან ჩვენს მოპირდაპირე მხარეს გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გარეშე გაიმართა საუბარი პოლიტიკურ სიტუაციაზე. მან თავის თქვა, ჩვენ - ჩვენი. მალხაზი შე-ეცადა, რომ ჩვენს კოორდინატორებთან დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და ეთქვა, რომ ხელისუფლება არის ცუდი. თორნიკე ავალიშვილი ამაზე შეეპასუხა და უთხრა, აი, თქვენ გვერდით არიან ტატო თავზარაშვილი და თემურ ჭიპაშვილი,

რომლებიც ადრე ჩვენთან იყვნენ, მათ არ გაამართლეს ჩვენთან და თქვენთან რატომ იქნებიან კარგებიო. ამის შემდეგ შეწყდა თორნიკესა და მალხაზის შორის საუბარი. თორნიკე ავალიშვილმა კოორდინატორები მოშორებით, 15-20 მეტრის იქით გაიყვანა და ესაუბრებოდა.

შევნიშნე, რომ მალხაზ კუპრაძემ ვიღა-ცას დაურეკა. ცოტა ხანში „ნივით” მოვიდა თემურ ჭიპაშვილი. მან მოსთხოვა თორნი-კე ავალიშვილს, მითხარი, რა ბრალდებებს მიყენებდიო. თორნიკესგან პასუხად მიიღო, პროვოკაციისთვის ხარ მოსული, არ დაგელაპარაკებიო და ჩაჯდა მანქანაში. თემურ ჭიპაშვილი არ მოეშვა, დაიწყო გინება და მანქანიდან გადმოსულ თორნიკე ავალიშვილს ხელი ჰკრა. ძალიან სწრაფად ჩავერიეთ ყველა და გავაშველეთ. იქ არ მომხდარა ფიზიკური შეხლა-შემოხლა.”

-ბატონო რომან, მალხაზ კუპრა-ძემ სცემა ვინმე ან შეურაცხყოფა მიაყენა?

-არ მიმიქცევია ყურადღება მალხაზის-თვის, მაგრამ იქ ნამდვილად არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება.

-ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ ლევან ფერაძემ დაარტყა ხელი თე-მურ ჭიპაშვილს.

-გაშველების დროს, შესაძლოა, ვინმეს ვინმეს ხელი მოხვდა, თუმცა კიდევ ერთ-ხელ ვიმეორებ, ფიზიკური შეხლა-შემოხ-ლა არ ყოფილა.

იმავე საღამოს, დაკავებულები ზეს-ტაფონის პოლიციის წინასწარი

დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ად-ვოკატი გაგა მაჩიტიძე იმედოვნებდა, რომ სასამართლო მათ ან ათდღიან სასჯელს მისცემდა ან 100 ლარით დააჯარიმებდა. „ორივემ ჩემი თანდასწრებით დაწერა ჩვე-ნება. მასალებს გავეცანი და მსუბუქ სას-ჯელს ველოდები. თორნიკე ავალიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტ-ზეა საუბარი. მოწმეებსაც გამოიძახებენ. ეს არ არის ხულიგნობა და ჩვენებების მიხედვით სამართალდარღვევის ნიშნები არ აღინიშნება,” - ამბობდა 24 სექტემბერს ადვოკატი გაგა მაჩიტიძე.

მეორე დღეს, 25 სექტემბერს, დილის 10 საათზე სასამართლო პროცესი

ადვოკატის გარეშე ჩატარდა. თეიმურაზ ჭი-პაშვილს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ადმინისტრაციული სახდელის სახით 50 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართ-ლე ანა ჩოგოვაძემ კი მალხაზ კუპრაძეს 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

„დილის ცხრა საათიდან ვიმყოფებო-დი ზესტაფონში „ქართული ოცნების” ოფისში და ველოდებოდი, რომ სასამართ-ლო გაიმართებოდა დღის პირველი-ორი საათისთვის. მოგვიანებით შემატყობინა თემურ ჭიპაშვილის ძმამ, რომ 10 საათზე უკვე მოსამართლეს გამოუტანია განაჩენი. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული საპროცე-სო დარღვევა.

ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივ-რებთ სააპელაციო სასამართლოში და მათ მიმართ დადგება გამამართლებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე მეტად სასტიკად მოექცა ამ ადამიანებს, როცა შეიძლებოდა, რომ სხვაგვარად შემოფარგ-ლულიყო, რადგან ეს პიროვნებები არ იყვნენ შემჩნეული ბოლო ერთი წლის მანძილზე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების” აქტივისტების დევნის ტიპიური მაგალითი,” - განაცხადა ადვოკატმა.

„ჩემთვის მოწმის ჩვენება არ წაუკით-ხავთ. გამასამართლეს მოწინააღმდეგე მხარის ჩვენების საფუძველზე. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც მიპასუხეს, რომ მე უნდა მომეყვანა. ვუთხარი, რომ კავშირი არ მქონდა გარე სამყაროსთან. რაზეც მიპასუხეს, რომ ეს პრობლემა მე უნდა მომეგვარებინა. შემდეგ შევიტყვე თემური ჭიპაშვილისგან, რომ თანასოფლელთაგან მოწმის სტატუსით ჩვენება მიუცია ნანა კუპრაძეს, რომელიც არის ჩემი მეზობელი, ახლობელი. იგი რამდენიმე დღის წინ ჰყავ-დათ ნაციონალებს ანაკლიაში. სოფელში დაქირავებული ჰყავთ აქტივისტად. ამ ოჯახს ჰქონდა სოციალური დახმარება, რაც, სავარაუდოდ, ისევ აქვს და როგორც ხშირ შემთხვევაში, ეს ოჯახი არის ნაცი-ონალური ხელისუფლების ზემოქმედების ქვეშ,” - ვკითხულობთ მალხაზ კუპრაძის მიერ გამოგზავნილ წერილში.

25 სექტემბერს მალხაზ კუპრაძემ და თემურ ჭიპაშვილმა შიმში-

ლობა გამოაცხადეს. მათ შორის მალხაზ კუპრაძე მშრალ შიმშილობაზეა. იმავე დღეს მათთან ექიმები იმყოფებოდნენ და მათ მდგომარეობას დადებითად აფასებდ-ნენ.

„იქნებ ბიბლიოთეკიდან ჯორჯ ორუ-ელის „1984” ან ორუელის რაიმე წიგნი გამომიგზავნოთ, რადგან აქ გაზეთის წაკითხვის უფლება არ გვაქვს.

საქმეს მიხედეთ, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. ღმერთი თქვენთან,” - წერს მალხაზ კუპრაძე ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

ნინო კაპანაძეP.S. 26 სექტემბერს „ქართული ოც-

ნების” ხარაგაულელი, თერჯოლელი და ზესტაფონელი აქტივისტების დაკავება მოქალაქებმა და „ქართული ოცნების” აქ-ტივისტებმა გააპროტესტეს თერჯოლისა და ზესტაფონის პოლიციისა და სასამართ-ლოს შენობების წინ.

„ქართული ოცნების” აქტივისტების დევნის ტიპიური მაგალითი”

მე ერთი ხარაგაულელი ქართველი დედა ვარ. არც ერთ პოლიტიკურ პარ-ტიას არ ვეკუთვნი. არ წარმოვადგენ არცერთ მხარეს. ეს წერილი ჩემმა მოქალაქეობრივმა აზროვნებამ მიკარ-ნახა. არავის ვეჯიბრები სამშობლოს სიყვარულში. ჩემს გულში ვიცი, რომ უსაზღვროდ მიყვარს ღმერთი და ჩემი სამშობლო. სწორედ ამ სიყვარულმა დამაწერინა ეს წერილი.

ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ეს წერილი უსახელოა. ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და ის დაწესებულება, სადაც ვმუშაობ. არადა, არ შემიძლია გაჩუმება, არადა ლამის გასკდეს გული და საგულედან ამოვარდეს. იმის შემდეგ, რაც ტელევიზიით ადამიანთა ცემის და გაუპატიურების კადრები ვიხილე, ძილი გამიკრთა, ცრემლე-ბი მახრჩობს, გამუდმებით ჩამესმის არასრულწლოვანი ბიჭის ხმა: -რად მირტყამთ, ნუ მირტყამთ, კარგით რა, ძალიან გთხოვთ!!!

მელანდება ის საშინელი გაუპა-ტიურების კადრები და ამიტომ არ შემიძლია გავჩუმდე, არ შემიძლია გავაგრძელო სიცოცხლე ისევ ჩვე-ულებრივად, ვითომც არაფერი მომხ-დარა. განუწყვეტლივ ვფიქრობ და ჩემს გულში განუწყვეტლივ ვიმეორებ: -უნდა დამთავრდეს, წერტილი უნდა დაესვას ამ ძალადობას. გვეუბნებიან, ქურდებისგან გაგათავისუფლეთო, მაგრამ მე მივმართავ დედებს, მით-ხარით, ნუთუ არ გეშინიათ თქვენი უდანაშაულო შვილების გამო?! არა, არ მეშლება, უდანაშაულო შვილების გამო. რა, არ გაგიგიათ, როგორ უდებენ ჯიბეში ნარკოტიკს და მერე ციხის ჯოჯოხეთში უსწორდებიან?

მაშ, გემუდარებით, დედებო, და-ვიცვათ ჩვენი შვილები, მარტო ისინი კი არა, ვინც უსამართლო პატიმარია, ისინიც, ვისაც ფეხი აუცდა, უფრო მეტად ისინი, ვინც ჯალათებად გამო-გვიზარდეს საქართველოს დედებს. ეს

უკანასკნელნი უფრო მეტად საცოდა-ვები არიან, მათ გამართლება არა აქვთ ღვთის წინაშე ცრემლიანი სინანულის გარეშე.

სამი დღე დარჩა არჩევნებამდე, ფიქ-რის სამი დღე, სამად სამი დღე - ჩვენი ხსნისა ან დაღუპვისა. დღეს გაორების დრო აღარ არის. ახლა ერთსულოვ-ნებაა საჭირო. ღვთის სამსახური თუ ეშმაკის სამსახური? დიახ, დღეს სწორედ ასე დგას საკითხი. შუალე-დური პოზიცია აღარ არსებობს. „ვაი, ნელთბილს” - ამბობს წმიდა წერილი. დიდი ფიქრით ვზომავ თითოეულ სიტყ-ვას. შემთხვევით არაფერი დამიწერია. „მეძავთა თანაურბიოდეთ” - გვეუბნება დავით წინასწარმეტყველი. ანუ ის, ვინც მეძავს ემხრობა, მისი თანაზიარი ხდება. ის, რაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, სწორედ მეძაობა, ბილწება და ჯალათობაა!!! განა რომელიმე ჩვენგა-ნი ან ჩვენი შვილები გარანტირებულნი ვართ, რომ ხვალ იგივე დღეში არ აღმოვჩნდებით?!

სამი დღე დაგვრჩა, გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. არ დავიდოთ ცოდვა ღვთის წინაშე მეძაობასთან თანამონაწილეობაში. მე აქ არ ვგუ-ლისხმობ კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას. ეს ზოგადი სახელია ყველაფერ იმისა, რისი მხილველნიც გავხდით.

მაშ, ფეხზე დავდგეთ, დავირაზმოთ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების გადასარჩენად, გადავლახოთ საკუთარ გულში ჩაგუბებული შიშის გრძნობა, ურყევად დავადგეთ ღვთისკენ მიმავალ ეკლიან, ვიწრო გზას, საქართველოს გადასარჩენ გზას. ღვთისმშობელმა დედამ გადმოაფაროს თავისი კალთა საქართველოს.

დედებო, დავიცვათ ჩვენი შვილები!!!

დედებო, დავიცვათ ჩვენი შვილები!!!

დედებო, დავიცვათ ჩვენი შვილები!

უძველესი ჩინური წყევლაა - „საინტერ-სო დროში გეცხოვროსო!”

ეპოქალური ცვლილებები ჩვენდა დამო-უკიდებლად იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენდაუნებურად მისი თანამომაწილენი ვხვდებით.

დუმილი ზოგჯერ დანაშაულის ტოლ-ფასია. „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა!” - უთქვამს ჩვენს წინაპრებს და იქვე დაუყო-ლებიათ - „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!”

არა! - დღეს თქმით არ დაშავდების, რა-მეთუ არ მეგულება ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, რომელიც ნახავდა ტელევიზიით გასულ ამაზრზენ კადრებს და პროტესტისა და სირცხვილის გრძნობა არ გაუჩნდებოდა - ჯალათების, შემკვეთების და იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ეს უმსგავსოება ხდება.

სირცხვილი ჩვენ, ეს ნაძირალები რომ გავაპარპაშეთ! შუა საუკუნეებში განსაკუთ-რებით დაიხვეწა წამების არაადამიანური მეთოდები, მაგრამ რასაც ესენი ჩადიოდნენ, მათ აზრადაც არ მოუვიდოდათ. ადამიანის ღირსების შელახვა - აი, ყველაზე მძიმე და-ნაშაული, რასაც ასე დაუნდობლად იყენებენ ეს კაცუნები ციხეში და ციხის გარეთ.

ჩვენი უმეტესი ნაწილი დუმდა, რო-დესაც ესენი ძალადობით შეეცადნენ ხა-რაგაულის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის იზა ვეფხვაძის ღირსების შელახვას. სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდება შეუთითხნეს. იზა მებრძოლი გამოდგა - მან მოიგო უზენაეს სასამართლოში პროცესი. ის აღადგინეს სამსახურში და რაიონის ბი-უჯეტს დაეკისრა ფულადი თანხის გადახდა მის სასარგებლოდ. მან თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და ამ თანამდებობას ჩაბღაუჭე-ბულ ბიჭებს (გაიხსენეთ ბორითის არგახს-ნილი საავადმყოფოს ისტორია) მიანიშნა, რომ სკამი კი არ იყო მისთვის მთავარი - მათგან განსხვავებით - არამედ ღირსება. დღეს იგი სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანებს იცავს ძალადობისაგან.

იზა ვეფხვაძემ რაც შეძლო, ვერ მოახერ-ხა მრავალი სახელოვანი ფალავნის აღმზ-

რდელმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა ბატონმა ანზორ მაღრაძემ. მან ვერ გაუძლო დაუმსახურებელ საყვედურებს, აღსაზრ-დელების თვალწინ ღირსების შელახვას და იძულებული გახდა მიეტოვებინა საყვარელი საქმე, რომელსაც ათეული წლები თავდა-უზოგავად ემსახურებოდა. უმადურობამ შედეგი გამოიღო. დღეს ბატონი ანზორი, სამწუხაროდ, ჯანმრთელობა შერყეულია.

ხარაგაულში გვაქვს სპორტის ახალი დარბაზი, მაგრამ აღარ გვყავს მწვრთნე-ლები, რომლებიც მომავალ ჩემპიონებს გაზრდიან. იქ სამწვრთნელო შტაბის მაგიერ გვაქვს ნაციონალების საარჩევნო ბუნაგი, სადაც განიხილება როგორ დააშინონ და დაამონონ ხალხი, წაართვან სამსახურები მათი მოწინააღმდეგეების მშობლებს შვი-ლების გამო, ან - პირიქით.

სინათლეს, წესრიგს, გზებს, ახალ მშენებლობებს მაშინ აქვთ ფასი, როდესაც ადამიანების ღირსება და თავისუფლება დაცულია. თორმეტი წელიწადი მართავდ-ნენ გერმანიას ჰიტლერი და მისი პარტი-ული ხროვა. ქვეყანა არნახულ ეკონომიურ აღმავლობას განიცდიდა, მაგრამ ხდებოდა ერის დეგრადაცია. ომის დამთავრების შემ-დეგ დიდმა გერმანელმა მწერალმა თომას მანმა მსოფლიოს წინაშე მოიხადა ბოდიში ნაცისტების ავკაცობის გამო და თავის ერს სინანულით „ავადმყოფი ერი” უწოდა.

ნუთუ დაგვასნეულა ნაცვირუსმა ტყუ-ილით, ძალადობით, ჩაშვებით?...

მაინტერესებს მამუკა ჭიპაშვილის პოზიცია დღეისათვის! მე მას ვიცნობ სტუდენტობის დროიდან. შენ ერთ-ერთი ნიჭიერი და იმედის მომცემი ახალგაზრდა იყავი. სტუდენტური დღეები შენი საინტე-რესოდ დაწერილი სცენარებით იმართე-ბოდა. მახსოვს შენი ერთ-ერთი სატირული სცენარი, რომელშიც სასტიკად დასცინოდი და ამათრახებდი მაშინდელ მოძალადეებს - მხედრიონელებს. დღეს შენ ნაცების შტაბის წამყვანი ფიგურა ხარ ჩემს მეგვარე ნიკუშასთან ერთად საარჩევნო სცენარით: ტრასა - თემურას (თემური გამცემლიძე), თეთრაწყარო - ანჯელას!

ვაი, ჩვენს პატრონს! - მერამდენედ უნდა შეაყარონ ნაცარი თვალებში გაუბედურე-ბულ ხალხს ამ მრავალ პარტიაზე გადა-მხტარმა ნაცკორდინატორებმა.

სააკაშვილის ნაცკორდინატორები არაფ-რით განსხვავდებიან იმ არამზადებისა და ჯალათებისგან, რომლებიც ციხეებში აუპატიურებენ და აწამებენ ხალხს. ეს ნაცკორდინატორები და ჯალათები ერთ-ნაირად ემსახურებიან დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელსაც განაჩენს ხალხი პირველ ოქტომბერს გამოუტანს. ბევრს მოუწევს მორალური და სისხლის სამართლის პასუ-ხისგებლობა. არ მინდა შენ მათ გვერდით გიხილო!

შენ და ნიკუშა არჩვნების წინა თვეებში ახსენდებით ნაცებს - სამსახურებრივად დაგაწინაურებენ, რათა შემდგომ ჩამო-გალაბორანტონ! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ლეღვის ფოთლებივით ხართ მათი მახინჯი საქმეების დასაფარად. თქვენ კიდევ გაქვთ დრო, უარი უთხრათ ამ უმსგავსოებას. მალე ყველაფერი დამთავრდება და ამათგან განს-ხვავებით არავინ აპირებს ახალი ტერორის დაწყებას.

ქეთინო აბრამიშვილის მოქალაქეობ-რივი გამბედაობა მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის და მრავალი ხარაგაულელისთ-ვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაუძლე-ვიათ შიში.

დიდ უნგრელ პოეტს შანდორ პეტეფს აქვს საოცარი სიტყვები

„გვცივა, გვშია და ვუძლებთ -ერთით ვჯობივართ მრავალთ!ყრმად არ ვეკუთვნით არვის -თავისუფალნი დავალთ!”ჩემო ხარაგაულელებო! ჩემი წერილი

პოეტ ლაშა ნადარეიშვილის ახლახან გამოქვეყნებული ლექსიდან ამონარიდით მინდა დავასრულო:

„ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოსეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!”

ზურაბ მაჭავარიანი

„ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!”

Page 5: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

5xtvb [fhfufekb@( ctmntv,thb7 @_!@ o

Page 6: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

6 xtvb [fhfufekb @( ctmntv,thb7 @_!@ o

Page 7: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

7xtvb [fhfufekb@( ctmntv,thb7 @_!@ o

რამდენიმე დღეში არჩევნებია - დღე, რომელიც თითოეული ადა-მიანის ცხოვრებისთვის მნიშვ-ნელოვანი და გადამწყვეტია. რას ელოდებიან არჩევნებისგან, - ამაზე ხარაგაულელები გვესაუბრებიან:

მამია აბაშიძე: -პირველ რიგში აუცილებელია იყოს მშვიდობა. ამომრ-ჩევლის გადასაწყვეტია, ვის მიცემს ხმას. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება. ტელე-ვიზიით ისეთ ამბებს გადმოცემენ, ვეღარ გაიგებ რა ხდება. თუ ესენი დამნაშავები არიან, აქამდე სად იყვნენ. ორივე მხარე რომ დამნაშავეა, ფაქტია. ალბათ დაწყ-ნარდება ეს სიტუაცია. საბოლოოდ ამომ-რჩეველზეა ყველაფერი დამოკიდებული.

მანანა ტაბაშიძე: -ამ არჩევნებზე მხოლოდ ამომრჩეველი არ ვიქნები. არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო სა-ზოგადოების” დამკვირვენებელი ვარ. ხარგაულელებს ვპირდები, რომ ყველა მხარის მიმართ ვიქნები მიუკერძოებელი. ვიქნები სამართლიანი დამცველი ნების-მიერი ხმის. ძალიან დაძაბული საარჩევნო გარემოა. დღითიდღე იძაბება სიტუაცია. ამ არჩევნებმა გარდატეხა უნდა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში.

მანანა გოგოლაძე:-არჩევნებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელეოვანია. არ უნდა დაიკარგოს არც ერთი ამომრ-ჩევლის ხმა. ყველამ უნდა მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. მოქალაქეები თა-ვისუფლად გამოხატავენ თუ არა თავის ნებას, ეს ძნელი სათქმელია. ეს თავად პიროვნებასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზეა დამოკიდებული. ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი მაქვს.

ლილი მაღლაფერიძე: -არჩევ-ნებისგან ველოდები ყოველივე კარგს. პირველ რიგში, წინსვლას ხალხისათ-ვის. აუცილებელია ყველამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არავინ უნდა თქვას მონაწილეობაზე უარი. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ამომრჩეველი და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ველოდები სასიკეთო ცვლილებებს, განსაკუთრებით ჯანდაც-ვაში. საავადმყოფოში ვერ შევდივარ. არ მაქვს ჯანმრთელობის პოლისი, მის გარეშე კი მკურნალობის საშუალება არ მაქვს. ორმოცი წელი ვმუშაობდი ფოსტაში. სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამომიშვეს. ხელფასაც არ მაძლევდნენ, მანამ სანამ არ ვიჩივლე და ადვოკატი არ ავიყვანე. 71 ლარი მქონდა ხელფასი და ისიც წამართვეს. არავინ მყავდა - არც დედა, არც მამა დ არც ქმარი. მშიერი რომ არ დავრჩენილიყავი, ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა გავაგრძელე.

არჩევნებისგან ფოსტაში დაბრუნებას არ ველოდები, მაგრამ ღირსეულ პენსიას ხომ მივიღებ. წელიწადნახევარი მაკლდა საჭირო სტაჟის შესრულებას. ახლა ვარ-სებობ და ეს პაატა გოგოლაძის დახმარე-ბით. რომ არა პაატა, მე ლუკმა-პური არ მექნებოდა. ყოველივე კარგს ვუსურვებ მას და მის ოჯახს ამ სიკეთისთვის.

ნინო ლომიძე: -არჩევნებზე აუცი-ლებლად უნდა მივიდეთ. ჩვენი ხმა არ უნდა დავკარგოთ. რაც შეხება მოლოდინს - ადამიანი იმედით ცოცხლობს. ველო-დები ყოველივე კარგს. რაც არის დღეს ჩვენი ცხოვრება, იმაზე უკეთესა. რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს, მთავარია კარ-გი საქმე ხალხისთვის აკეთონ. უნდა იყოს მშვიდობა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ჩვენი ცხოვ-რების პირობები. ჩვენ თუ არ ვიშრომეთ, ისე არავინ არაფერს მოგვიტანს, მაგრამ ჩვენი შრომის შედეგი უნდა დავინახოთ.

ტიტე ღამბაშიძე: -არჩევნებიდან ველოდები სიკეთეს და კოალიცია ,,ქარ-თული ოცნების“ გამარჯვებას. ისინი ჩვენ ცხოვრების ნორმალური პირობებს გვპირდებიან. ნამდვილი მამულიშვი-ლები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და არა ისეთები, რომლებიც ქვეყნის შეჭმასა და გადარჯულებას ცდილობენ. ხელისუფალმა საკუთარ ქვეყანას უნდა მოუაროს, ესენი პირიქით არიან. ჩვენი ქვეყანა დამხობისკენ და ყოველგვარი ეროვნულის დაქვეითებისკენ მიდის. ამის ფაქტები უამრავია.

ამომრჩევლის აზრით

„ამ არჩევნებმა გარდატეხა უნდა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში”

№1 გიორგი ყრუაშვილი - „კახა კუკავა - თავისუფალი საქართვე-ლო”: -ზოგადად ძნელია იმაზე საუბარი, რომ მე უკეთესი ვარ და სხვა ცუდია. ხა-რაგაულის მოსახლეობას ვთხოვ, კარგად გადახედონ წარსულში, თუ რა უკეთებია თითოეულ კანდიდატს. მე, გია ყრუაშვილი, საკუთარ ეროვნულობაზე, ვაჟკაცობასა და საქმიანობაზე თავს დავდებ არჩევნებზეც და არჩევნების შემდეგაც. დღემდე ასე მოვ-სულვარ. კარგად დაფიქრდეს თითოეული ხარაგაულელი ამ ძნელბედობის ჟამს.

ბევრი მაქვს გაკეთებული ქვეყნისთვი-საც და ხარაგაულისთვისაც. ამ არჩევნების შემდეგ ბრძოლა გაგრძელდება. მე გავიტან ჩემს საქმეს და მივაღწევ, რომ ხარაგაულე-ლებმა აღარ იცხოვრონ ტერორში. ყვე-ლაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ ხარაგაულის გამგებელი და იმერეთის გუბერნატორი არ იყოს ჩინელი. ამას მე გავაკეთებ, ერთიც რომ დავრჩე და დავუმტკიცებ მთელ ხარაგაულს, რომ მხოლოდ ხალხის კეთილდღეობა იყო ჩემი მიზანი.

მადლობა ყველას, ვინც მაფასებს, ვინც ხმას მომცემს. მე ვიბრძოლებ ბოლომდე თითოეული ხარაგაულელის ოჯახისთვის.

კარგად დაფიქრდნენ ხარაგაულელები და მიხვდებიან, რომ გია ყრუაშვილი არის საქართველოს ოცნების ახდენისა და სა-ქართველოს აყვავებისთვის მოწოდებული. ჩვენ მოვდივართ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას გზით და ამ გზისთვის არ გვიღალატია.

№5 მამუკა ჭყოიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს”: -თითოეულმა კანდიდატმა გადახედოს საკუთარ წარ-სულს, რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ მათ იმ დროს, როცა რაიონის ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყვნენ, რა სარგებელი მოუტანეს მათ ხარაგაულის მოსახლეობას. ეს ყველას კარგად ახსოვს.

რეფორმები, რომელიც მე პოლიციაში იმერეთის რეგიონსა და ხარაგაულში გავატარე, ვფიქრობ, არის წარმატებული და ეს განსაკუთრებით კარგად იციან ხა-რაგაულელებმა.

ამიტომ ამ რეფორმებიდან და ჩემი სუფთა წარსულიდან გამომდინარე ვიმე-დოვნებ, რომ პოლიტიკაში ვიქნები ისეთივე სამართლიანი და წარმატებული. ვაპირებ ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ყველა რეფორმის მხარდაჭერას.

№10 გიორგი თაბუკაშვილი - გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”: -სა-ქართველოში ახლა ტარდება ისეთი მნიშვ-ნელობის არჩევნები, რომელიც აქამდე არ ჩატარებულა. დღეს ხარაგაულელების წინაშეა ცხრაწლიანი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და

კანდიდატი, რომელიც რვა წელი იყო ხა-რაგაულის პირველი პირი. მოსახლეობას არჩევა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მე ვარ ახალი სახე. შეადარონ ხარაგაულე-ლებმა, რა შეიძლებოდა გაეკეთებიან ერთ ან მეორე კანდიდატს და რას შევძლებ მე იმისათვის, რომ მოსახლეობამ რეალური სიკეთე იგრძნოს.

მმართველი გუნდი იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციის მუდმივი ზეწოლებით. მე შემიძლია ამის მაგალითი მოგიყვანოთ. ბევრი ვიბრძოლე ორი ხარა-გაულელი პიროვნების თაობაზე, რომელ-თაც არ შეეხო ფინანსური ამნისტია. ისინი ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით დაჯარიმდნენ. მოვაგროვე საბუთები და მივმართე პარლამენტში ლევან ვეფხვაძეს. ის ადამიანები გათავისუფლდნენ ჯარიმის-გან. ეს მოხდა ოპოზიციის აქტიურობით და გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ.

უპირატესობა მე იმიტომ უნდა მომანი-ჭოს ამომრჩეველმა, რომ ახალი სახე ვარ.

ჩვენ ამომრჩევლებს ვპირდებით, რომ ხე-ტყის მოპოვება მოსახლეობას გა-უმარტივდება როგორც სახელმწიფო ტყეში, ისე ეროვნულ პარკში. შემოვიღებთ საქონლის ხორცის დამამზადებელ და ველური კენკრის ჩაბარების პუნქტებს. ეს სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ. სოფ-ლად მცხოვრებ თითოეულ ადამიანზეა გათვლილი „ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების” პროგრამა.

მოსწავლეები, იმის გამო, რომ ახლომ-დებარე სკოლა გაუქმდა, 5-6 კილომეტრ-ზე დადიან ფეხით. მათთვის ავტობუსებს მოვითხოვთ და დავაწესებთ კიდეც.

№38 პარმენ ბუაძე - „შალვა -ნა-თელაშვილი - საქართველოს ლე-იბორისტული პარტია”: -არც ერთი პარტია, არც ერთი მაჟორიტარი დეპუტა-ტობის კანდიდატი არაფრის გამკეთებელი არაა. როგორც კი ხელისუფლების სათავე-ში მოვა ლეიბორისტული პარტია, მაშინვე დავიწყებთ ზრუნვას ხალხის კეთილდღე-ობაზე. ყველაფერი ხალხს მოხმარდება. პირველ რიგში კი ის ფული, რომლებიც ოლიგარქებმა მოსახლეობას წაართვეს. უფასო იქნება გაზი, სკოლამდელი, საშუ-ალო და უმაღლესი განათლება. ათეული წლებია, ლეიბორისტული პარტია ამას ამბობს. ყველაფერი ხალხის საკეთილდ-ღეოდ და სასარგებლოდ იქნება.

№41 ნოდარ ებანოიძე „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება”: -პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმ-დებლო ორგანო, სადაც იქმნება ქვეყ-ნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონები. კანონების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჯერ კიდევ არ არის ყველა საკანონმდებლო აქტი მოყვანილი საერთა-შორისო სტანდარტებთან. პარლამენტი

გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფ-ლების მთავარი მაკონტროლებელი ორ-განო. სწორედ პარლამენტის ვალია, რომ უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების სწორად და კანონიერად ხარჯვა. ბუნებ-რივია, ამ ყველაფრის განხორციელებას სჭირდება კვალიფიციური სპეციალის-ტები ანუ ადამიანები, რომლებსაც ესმით საჯარო ფინანსები, ერკვევიან ქართულ კანონმდებლობაში. თან მაჟორიტარს გან-საკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან წარმოადგენს გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს. ამიტომ მაჟორიტარი კარგად უნდა იცნობდეს ზოგადად თვითმმართ-ველობის პრინციპებს. საქართველოში, თვითმმართველობა მიუხედავად გარკ-ვეული რეფორმებისა, ფაქტობრივად არ არსებობს. თვითმმართველობის კარგად მოწყობა არის სახელმწიფოს კეთილდ-ღეობის ერთ-ერთი საფუძველი. ამიტომ ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თავის ოლქს, უნდა ერკვეოდეს კარგად და ჩამო-ყალიბებული ჰქონდეს თავისი ხედვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით; უნდა შეეძლოს, მოსახლეობასთან აქ-ტიური კონსულატაციის გზით, თავისი მოსაზრების ჩამოყალიბება. პარლამენ-ტარი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი, უნდა ჰქონდეს პრინციპები. პოლიტიკურ პარტიასა და საკუთარ პოზიებს შორის სხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილება

მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოს. ადამიანს უნდა ეყოს სითამა-მე, გადადგას ასეთი ნაბიჯი.

პარლამენტარს უნდა ჰქონდეს პო-ლიტიკური გამოცდილება. პარლამენტ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურისტებისა და ეკონომისტების ყოფნა. ვფიქრობ, რომ იმ შემოთავაზებებში, რაც სხვადასხვა პოლიტიკურმა გაერ-თიანებებმა შესთავაზეს ხარაგაულელ ამომრჩეველს, მაქვს უპირატესობა. დიდი ხანია ვარ პოლიტიკაში. ამიტომ ხარაგა-ულელებმა კარგად იციან ჩემი ნაკლოვანი და დადებითი მხარეები, რაც მათ მისცემს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი. მათ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ჩემი ცხოვ-რებისა და საქმიანობის შესახებ. ბოლო ორი წელია, ხარაგაულელი ამომრჩეველი ადევნებს თავლყურს ჩემს საქმიანობას საკრებულოში.

საჯარო ფინანსების დარგში მე კარგი დონის სპეციალისტი ვარ. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ კონტროლის პალატაში ვმუშაობდი და იქ მაღალი დონის სპეცი-ალისტად ვითვლებოდი. ბოლო 6 წელია, ფინანსური მონიტორინგის სფეროში ვსაქ-მიანობ, ვარ სერტიფიცირებული აუდი-ტორი და გახლავართ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. შევძლებ იმას, რომ პარლამენტში ვიყო პროდუქტის შემქნელი და კვალიფიციური.

რაც შეეხება თვითმმართველობას, კარ-გად ვიცნობ თვითმმართველობის კონცეფ-ციებს. პარლამენტში თვითმმართველობის რეფორმის განხილვისას მე საკმაოდ აქტიური ვიქნები და ჩემი ამომრჩევლის აზრს მივიტან პარლამენტში.

მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი. ახ-სოვთ ხარაგაულელებს, რომ რამდენჯერმე გადავდექი თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივის გამო - ანუ მაქვს პრინციპები.

დღეს მმართველი პარტიის მონურ მდგომარეობაში მყოფი წევრები იძულე-ბულნი არიან, მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა მას. ჩემ შემთხვევაში ეს გამორიცხულია.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულელებო, გისურვებთ სწორ

არჩევანს!1 ოქტომბერს ხარაგაულელმა ამომრჩეველმა არჩევანი მაჟორი-

ტარობის ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. რატომ უნდა მოგანიჭოთ ამომრჩეველმა უპირატესობა სხვა

კანდიდატებთან შედარებით, - ამ შეკითხვით მივმართეთ მაჟორი-ტარობის კანდიდატებს.

Page 8: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

8 xtvb [fhfufekb @( ctmntv,thb7 @_!@ o

არჩევნები 2012 სულ უფრო ახლოვ-დება და ამასთან იზრდება ეჭვი, რამდე-ნად დემოკრატიულად, სამართლიანად და გაუყალბებლად ჩაივლის ეს პროცესი. გაყალბების უამრავი მექანიზმი არსე-ბობს, რისი მაგალითებიც ახლო წარ-სულში მრავლად მოგვეპოვება, თუმცა დღესაც აქტუალურია...

გაყალბება №1. გავრცელებული ინფორმაციით, გვარს არ დავასახელებთ და კოლმეურნეობის თავმჯდომარის პარტიის „დაქირავებულები” ათასგვა-რი მეთოდით ცდილობენ ამომრჩევლის მოზიდვას - ფუჭი დაპირებებით, ნათელი მომავლის პერსპექტივითა თუ ფოჩიანი კანფეტებით, ხშირად მუქარასაც არ ერიდებიან - ზოგს სამსახურებიდან გამოყრით აშინებენ, ზოგს - დაჭერით, ზოგსაც - ოჯახის აწიოკებით. მოკ-ლედ, შეშინებულ ამომრჩეველს ბრმა მორჩილების გარდა სხვა შანსს აღარ უტოვებენ და მხარდამჭერთა ხელოვ-ნურად შევსებული მომხრეების სიაში „საპატიო” ადგილსაც უძებნიან. ჰოდა, ასე დამუშავებული, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იძულებულია „პატრონს” საქმე 5-იანზე ჩააბაროს, ანუ შემოხაზოს „დამკვეთისთვის” სა-სურველი ნომერი, მოიმარჯვოს მობი-ლური ტელეფონი და ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს, რათა შემდეგ პირნათლად წარდგეს „დამკვეთის” წი-ნაშე და მტკიცებულებაც წარუდგინოს. ჩვენ კი ასეთ ამომრჩეველს ვთავაზობთ „საარჩევნო ხაფანგიდან” თავის დაღწე-ვის ორიგინალურ მეთოდს, რომელიც სა-შუალებას მოგცემთ დაიცვათ თავი გაყალ-ბებისგან მაშინაც კი, როცა შიში ოხერია. მაშ ასე, როდესაც საარჩევნო კაბინაში მოხვდებით, თან იქონიეთ წინასწარ გამზადებული რგოლის ფორმის, მავთუ-ლი ან სულაც ძაფი (სასურველია მუქი ფერის). შემდეგ მოაქციეთ ამ რგოლში „შეკვეთილი” ნომერი და გადაუღეთ ფოტო 20-25 სანტიმეტრის სიმაღლიდან, რათა ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რომ ეს არ არის კალმით შემოხაზული ნომე-რი. ამის შემდეგ კი მშვიდად შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ციფრი. ასე რომ, „მოძალადეს” თუ ძალისმიერი მეთოდე-ბით არა, ჭკუით შეგიძლიათ აჯობოთ!

გაყალბება №2. მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ჩვენს „გამყალბებლებს” კიდევ ერთი გენიალური იდეა მოუვიდათ თავში: კოორდინატორების მიერ დამუშავე-ბულმა ამომრჩეველმა საარჩევნო კა-ბინაში უბანზე გადაცემულ ცარიელ ბიულეტენთან ერთად უნდა შეიტანოს „დამკვეთებისგან” წინასწარ მიღე-ბული და შემოხაზული ბიულეტენი. ჩააგდოს ეს ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, სუფთა კი უკან გამოიტანოს და „პატრონს” მიართვას... შემდეგ მას ისევ შემოხაზავენ და მომდევნო ამომრჩეველს

გადასცემენ იმავეს გასამეორებლად. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს თავდაცვის მექანიზმი - ბიულეტენ-ზე უკვე მითითებული ნომრის გარდა შემოხაზეთ სხვა ნებისმიერი ნომერი, ასეთ შემთხვევაში ვერ შეგპირდე-ბით, რომ თქვენი ხმა არ დაიკარგება, რადგან ბიულეტენი ბათილად ჩაითვ-ლება, მაგრამ იძულებით ხმის მიცემას თქვენთვის არასასურველი კანდიდა-ტისთვის, ნამდვილად გადარჩებით. მოახლოებული არჩევნების თემა იმდენად აქტუალურია, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით ბრძოლაც კი გაჩაღდა. მო-ქალაქეები არჩევნების გაყალბების თავი-დან ასაცილებლად სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ. აი, ერთ-ერთი მათგანი: „თუ წინასწარ შემოხაზული ბიულე-ტენი გაგატანეს, შეგიძლიათ შემო-ხაზოთ ყველა ნომერი და გადაუსვათ X (კრესტიკი), გარდა იმ ნომრისა, ვისაც ხმას აძლევთ. ასეთ შემთხ-ვევაში თქვენი ხმა არ დაიკარგება!” შევეცადეთ ეს ვარიანტი საარჩევ-ნო კომისიაში გადაგვემოწმებინა. მათ კი პასუხად საარჩევნო კოდექ-სის 69-ე მუხლი წარმოგვიდგინეს: მ უ ხ ლ ი 6 9 . ხ მ ი ს დ ა თ ვ ლ ა დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულე-ტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებუ-ლი არ არის ამომრჩეველთა რეგისტრა-ტორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევ-ნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერ-ტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვ-ნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის. ამ მუხლის ბ პუნქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზემოთ ხსენებული ბი-ულეტენი ბათილად არ უნდა ჩაითვალოს! საარჩევნო კომისიაში ისიც გვითხრეს, რომ ეს საკითხი ბოლომდე შესწავლი-ლი არ არის და ასეთი ბიულეტენების ნამდვილობას ხმების დათვლისას საუბ-ნო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს. მაშ, დავიცვათ ჩვენი ხმები! არ მივცეთ საშუალება „მოძალადეებს” ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გამოგვიყენონ და მათ შემოგდებულ „ვირუსებს” „ანტივირუ-სებით” შევეგებოთ! არჩევნებიც უფრო გამჭვირვალედ და ნაკლები გაყალბებით ჩატარდება.

ქეთი საგინაშვილიambebi.ge

„ხერხი სჯობია ღონესა”ანუ როგორ გადავარჩინოთ

ჩვენი ხმა გაყალბებას

ა/წლის 20 სექტემბერს კოალიცია ,,ბი-ძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მხარ-დამჭერთა აქციაზე, ხარაგაულის ცენტრში, გიორგი გლუნჩაძის საინიციატივო ჯგუფის სახელით გაკეთდა განცხადება კოალიციის მომხრეთა რიგებში გადასვლის თაობაზე. ეს განცხადება, სამწუხაროდ, ჩემთან არავის შეუთანხებია. რადგან საზოგადოება ამ ჯგუფის წევრად მეც მცნობს, პირადად ჩემი სახელით, თავს მოვალედ ვთვლი განვაცხადო:

-პოლიტიკაში ჩემთვის ღირებული და მისაღებია ერთადერთი მხარე - ეს არის ამომრჩევლის რეალური, მშვიდობიანი ინტერესები.

-ჩემი დადგომა დამოუკიდებელი კან-დიდატის მხარეს იმთავითვე ამ ინტერესმა განაპირობა! ამ პოზიციიდან ვესაუბრე ამომრჩეველს და ვერ მოვატყუებ! ძალიან კარგად მესმის პოლიტიკა და ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდი გამართლებულად ითვლება. თუმცა ჩემთ-

ვის - ასე არაა! მიუხედავად იმისა, რა შედეგით დამთავრდება არჩევნები, მაინც არ ვთვლი საჭიროდ ათიოდე დღით ადრე ჩემი მრწამსისთვის კარგა ხნის წინ განსაზღვ-რული და ჩამოყალიბებული პოლიტიკური პლატფორმა შევიცვალო!

ჯერჯერობით, ფორმალურად, ვრჩები საინიციატივო ჯგუფში. არ ვწერ განც-ხადებას საოლქო კომისიაში ბატონ გიგა გლუნჩაძისთვის რეგისტრაციის გასაუქ-მებლად. ეს არაეთიკურია!

ამ არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებ და ვუწინასწარმეტყველებ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს!

დანარჩენი ყველა ყოფითი პრობლემა მოგვარებადია მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ, ხაზს ვუსვამ - პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ოპონირების გზით.

ამომრჩევლისადმი ღრმა პატივისცემით

ქეთევან გიორგაძე20.09.2012

უცხოურმა მედიამ პატიმართა წამე-ბის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცე-ლების შემდეგ გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულება „ქართულ აბუ გრეიბად” მონათლა. (აბუ გრეიბი (აბუ გრაიბ) - ციხე ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან. 2004 წელს, ამე რი კუ ლი ტე ლე არ ხის, CBS-მა აჩვენა სიუჟეტი, რომელსაც საერთაშო-რისო სკანდალი მოჰყვა. რე პორ ტა ჟი აბუ-გრე ი ბის ცი ხე ში ამე რი კელ ჯა რის კა ცებს ერა ყე ლი პა ტიმ რე ბის წა მე ბა ში ამ ხელ და. პა ტიმ რე ბის ჩვე ნე ბე ბის მი ხედ ვით, ამე-რი კე ლი ჯა რის კა ცე ბი აუ პა ტი უ რებ დნენ და სას ტი კად აწა მებ დნენ მათ, ყვე ლა ფერ ამას კი მუ დამ ფო ტო ფირ ზე აღ ბეჭ დავ-

დნენ. აბუ გრეიბის სკანდალმა რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი შეიწირა).

ავტორიტეტული ბრიტანული გამო-ცემა BBC იუწყება, რომ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, როგორი ძალისმიერი მეთოდებით უს-წორდებიან პატიმრებს ციხის თანამშ-რომლები. BBC ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვიდეო დიდი დარტყმა იყო მოქმედი მთავრობისათვის.

სტატია სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულსაც მიმოიხილავს და წერს, რომ პრეზიდენტად მოსვლიდან სააკაშვილის მთავარი პრიორიტეტი დემოკრატია და ადამიანის უფლებები იყო, რაც აღნიშ-ნული ვიდეოების გავრცელების შემდეგ ეჭქვეშ დგება.

ქართული ოპოზიციონერი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი სტატიაში „ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანადაა” მოხსე-ნიებული, რომელსაც სააკაშვილის პო-ლიტიკის მოწინააღმდეგეები ემხრობიან.

პოპულარული გერმანული გამო-

ცემა SPIEGEL-ის ინფორმაციით კი, ცხრა წლის წინანდელი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომ-ლის დროსაც სააკაშვილმა შევარდნაძე მმართველობას ჩამოაშორა, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს „ცოცხების რევოლუციის” შესახებ. უკვე რამდენიმე დღეა დიდწილად ახალგაზრდები ცოც-ხებს წვავენ.

EURASIANET-ის ჟურნალისტის ჯოშუა კუცერას სტატიაში კი ნათქ-ვამია, რომ საქართველოს პოლიტიკური სცენა ქართულ ციხეებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის საზა-რელი ფაქტების გამომჟღავნებამ შესძრა.

როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას მელიას ამის შესახებ ჰკითხეს, მისი პასუხი იყო შემდეგი - ეს არ არის გასაკვირი, რადგან სახელმ-წიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში, რომლებიც ადამიანების უფლებების დაცვას ეხება, ხაზგასმულია, რომ დარღვევები საპატიმროებში ქვეყნის ერთერთი მთავარი უფლებადაცვითი პრობლემაა, მაგრამ აშშ ჯერჯერობით იწონებს საქართველოს მთავრობის რეაქ-ციას, სააკაშვილმა იმოქმედა სწრაფად და სწორად.

INDEPENDENT აქვეყნებს უილიამ დანბარის წერილს სათაურით „საქართ-ველოს აბუ გრეიბი - პატიმრებზე ძალა-დობის საზარელი ისტორიები“. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ გლდანის მე-8 საპყრობილესა და აბუ გრეიბის ციხე-ში განვითარებულ მოვლენებს შორის მსგავსება აშკარაა: ორივე შემთხვევაში მცველები პატიმრებზე სექსუალურ ძა-ლადობას ახორციელებდნენ, ორივე შემ-თხვევასი მსხვერპლთ ბრალს სდებდნენ საშიშ ჯგუფებთან (ტერორისტები - აბუ

გრეიბში, მაფია - გლდანში) კავშირში, ორივე შემთხვევაში პასუხისმგებელი პი-რები სრული დაუსჯელობის გარანტიით მოქმედებდნენ და როგორც ჩანს ხელმძღ-ვანელები (მკაფიოდ ან ირიბად) მათ ამის ნებას რთავდნენ. ასევე ორივე შემთხვევა-ში ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ სისტემის შექმნაზე, სადაც ამ მასშტაბის ძალადობა არის შესაძლებელი, ყველა-ნაირ პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ და სანაცვლოდ რამდენიმე „ცუდ ბიჭს” გადააბრალებენ, რომლებსაც როგორც ჩანს, წამება სიამოვნებთ.

ლინკოლ მიტჩელის ანალიტიკურ წერილს „ქართული წიწილას თამაში”

ამერიკული პოპულარული გამოცემა THE HUFFINGTON POST-ი აქვეყ-ნებს. „შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი შემ-წვარი წიწილა ტაბაკაა. წიწილას აბრტ-ყელებენ და მერე წვავენ. სამწუხაროდ, ეს გემრიელი კერძი ქართული სახელმ-წიფოს დემოკრატიის ზუსტ მეტაფორად იქცა, დემოკრატიისა, რომელიც იმდენად გააბრტყელეს, რომ ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკურ ცხოვრებაში შიშის ატმოსფერო სუფევს და მედიის თავისუფლება შეზღუდულია. ბოლო დღეებში გავრცელებული ვიდეოები, რომელიც ციხეებში არსებულ საზარელ ძალადობას ასახავს, საქართველოს დღე-ვანდელ ყოფას გამოხატავს. გამოდის, და არც არის გასაკვირი, რომ გაბრტყელება წიწილის შესაწვავად არის კარგი მეთო-დი და არა დემოკრატიის განსავითარებ-ლად”, - წერს ლინკოლ მიტჩელი.

მოამზადა სოფო დვალმა

ქართული აბუ გრეიბი და რატომ ჰგავს ქართული დემოკრატია წიწილა „ტაბაკას”

უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

მესამე გვერდიდან„აკრძალულია კაბინის გადაღება

ნებისმიერი მანძილიდან, ანუ მანამდე თუ ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრებით ვადასტურებდით, რომ ერთ კაბინაში ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩეველი შედიოდა, მათ შორის, ამომრჩეველს კაბინაში მიყვებოდა კომისიის/პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დღეს ამის გადაღების უფლება აგვეკრძალა. მინიმუმ 3 მეტრით უნდა იყოს დაშორებული გადაღების სუ-ბიექტიდან/ობიექტიდან. ეს ადგილი ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი, რომელსაც ნებისმიერ დროს ვინმე შეიძლება ჩამოეფაროს და ბიულეტენები ჩატენოს და ამ დროს არავის აქვს უფლება, გადავიდეს იმ ადგილას, საიდანაც ეს პროცესი ჩანს და გადაიღოს. ამ შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და გაძევებს უბნიდან. ეს არის საშინელი რეგულა-ცია,” - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

გაზეთ „რეზონანსის” მთავარი რე-დაქტორი ლაშა ტუღუში კი დადგენილე-ბაში არსებულ შეზღუდვებს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, საარჩევნო უბან-ში კამერების სამი მეტრის მოშორებით დაყენება ნიშნავს იმას, რომ ჟურნალის-ტები ფაქტობრივად ვერ იმუშავებენ. „თუ თქვენ მოისურვებთ საარჩევნო უბნიდან გასვლას, უკან ვეღარ დაბრუნ-დებით. თუ რომელიმე ადამიანის გადა-ღება გინდათ, რომელიც ამომრჩეველთა კაბინაში შედის, ესეც არ შეგიძლიათ. კამერა მიმართული უნდა იყოს, მხო-ლოდ საარჩევნო ყუთისკენ. ამ დროს კი შესაძლოა, გაყალბების მცდელობა შეიძლება გამოგეპაროთ,”- აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოცი-აციის” იურისტის, ლელა ტალიურის თქმით, კი დადგენილება ზღუდავს არა მხოლოდ დამკვირვებლის ინტერესს გადაიღოს და დააფიქსიროს დარღ-ვევები, ასევე ეწინააღმდეგება მედიის ინტერსს, რომელსაც უბნის გადა-ღებისათვის ბარიერებისა და პროცე-დურების გავლის შემდეგ მხოლოდ 5 წუთიღა თუ დარჩება.

თავად ცესკოს თავმჯდომარეს ზუ-რაბ ხარატიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიიის რეკომენდაცია მოჰყავს.

„საუბარი არ არის აკრძალვებზე, საუბარია ადამიანთა თავისუფალი ნების დაცვაზე. მე მიმაჩნია, რომ ამომრჩევლის გადაღება, მისი იდენტიფიცირება უბან-ზე, როდესაც ის ხმის მისაცემად შედის, არის მისთვის ხელის შეშლა. ზოგიერთი

ადამიანი, შესაძლოა, ამის გამო არჩევ-ნებზე საერთოდ აღარ მოვიდეს. ამ რეკო-მენდაციებს იძლევა ვენეციის კომისიაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გვინდა, ხელი შევუწყოთ თავისუფალ კენჭისყრას,” - განაცხადა ხარატიშვილ-მა სხდომის მსვლელობისას.

მედია და არასამთავრობო ორგა-ნიზაციები კი ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტებს კატეგორიულად არ იზიარებენ. მათი განცხადებით, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებ-ლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმა-ლური მუშაობის საშუალება მაინც არ მიეცემათ.

საზოგადოების აქტიური პროტესტი ცესკოს შენობასთან ისევ გრძელდება...

სოფო დვალი

ჟურნალისტები საარჩევნო უბნებზე დარღვევებს ვეღარ გადაიღებენ

ცესკოს ახალი გადაწყვეტილება ამ უფლებას ზღუდავს

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი (გიგა) გლუნჩაძის საინიციატივო ჯგუფის წევრის,

ქთევან გიორგაძის გაცხადება

Page 9: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

9xtvb [fhfufekb@( ctmntv,thb7 @_!@ o

თულსა და უცხო ენას ექნება სპეცი-ალური ფურცლები, რომლებიც ალბათ ცალკე გასწორდება და მიემატება კომ-პიუტერით მიღებულ ქულებს. თუმცა ამაზე უფრო კომპეტენტურად ამ საგ-ნების მასწავლებლები იმსჯელებენ. როგორც განათლების სამინისტრო იუწყება, ბავშვებს ექნებათ შესაძლებ-ლობა გაეცნონ ახალ ტესტებს და მი-იღონ კომპიუტერთან ტესტურ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება. ალბათ კიდევ უფრო დაკონკრეტდება, რა და როგორ იქნება. ჩემთვის საინტერესოა, როგორ მოხდება აქამდე სკოლადამთავრებული ახალგაზრდების გამოცდაზე გასვლა.

აბიტურიენტ ჯემალ მაღლაფე-რიძისთვის საგამოცდო პროცესი ერთის მხრივ გაიოლებულია, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც სიძნელე-ებიც ახლავს: -აბიტურიენტებისთვის ორმაგი გამოცდების ჩაბარება ერთგ-ვარი სტრესი იყო. ახალი საგამოცდო მოდელი ხელს შეუწყობს მოსწავლე-ების ზოგადი ცოდნის ამაღლებას. რაც შეეხება წერილობით დავალებებს, ბევრმა მოსწავლემ, რომლებსაც ეგო-ნათ თემა არ იქნებოდა დასაწერი, ამ კუთხით არც ემზადებოდნენ. ეს უკვე პრობლემაა. თუმცა მე პირადად ამ იდეას დადებითად ვუყურებ. რადგან წერითი სამუშაო ჩვენ ზოგად განათ-ლებას გამოაჩენს. თუმცა, როგორც მოსწავლეს, მირჩევნია ტესტი უფრო მარტივად გასაკეთებელი იყოს. რაც შეეხება ინგლისურში საგამოცდო ფორმატის მოსმენის დამატებას, პირა-დად ჩემთვის ეს უცხო არ არის, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებსაც ასე-თი გამოცდილება არ აქვთ. ერთი წელი ცოტა დროა, რომ მსგავსი ფორმატის გამოცდას მიეჩვიონ. ჩემთვის რამდე-ნიმე პუნქტი არ არის გამჭვირვალე, რასაც ალბათ უფრო ნათლად განმარ-

ტავენ. მაგალითად, ვერ მივხვდი, რა იგულისხმება პროგრამის არჩევაში. ზოგადად გამოცდის ეს მოდელი კარ-გია, თუმცა დახვეწა სჭირდება. ჩემი თაობის დროს შეიცვალა ბევრი რამ და ყველა სირთულის გადატანა ჩვენ გვიხდება.

აბიტურიენტის მშობელი ლა-მარა ამაშუკელი მიესალმება ამ საგამოცდო მოდელს, თუმცა თვლის, რომ ამაზე მსჯელობა პროგრამების განთავსების შემდეგ უფრო იქნება შესაძლებელი: -მომწონს გამოცდის ეს მოდელი. აბიტურიენტებს აღარ უწევთ გამოცდების ორმაგად ჩაბარება. სტრე-სიც ნაკლები ექნებათ და გადართული იქნებიან მთლიანად ამ გამოცდებზე. ეს მოდელი ჩემთვის მთლიანად მისაღებია. არ შეიძლება მხოლოდ პასუხების შე-მოხაზვით შეფასდეს აბიტურიენტის ცოდნა. ამიტომ მივესალმები ქარ-თულსა და უცხო ენებში დავალებების წერილობით შესრულებას. ტესტებ-ში შემოხაზვის გამო, გამოცდების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ზოგჯერ გათანაბრებული იყო კარგი და სუსტი მოსწავლეების შედეგები.

უცხო ენის მოსმენის ფორმატში გამოცდის ჩაბარება ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის რთულია. ჩვენ-თან ამის საშუალებას არც გარემო და სახელმძღვანელო არ იძლევა. ყველა სიახლე, რაც განათლების სამინისტ-რომ შემოგვთავაზა, მისაღებია. მოს-წავლეებს აშინებთ ის, თუ რა სიძლი-ერის იქნება საგამოცდო პროგრამები - იქნება ძალიან რთული თუ ადვილი. მთავარია, ეს პროგრამები დასაძლევი იყოს მოსწავლისთვის. მნიშვნელო-ვანია, რა მოთხოვნებს დააყენებენ უმაღლესი სასწავლებლები. ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ.

სოფო ჭიპაშვილი

„კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების

ორმაგად ჩაბარება”პირველი გვერდიდან

შვილები: ლუიზა, ავთანდილ მესხე-ბი, და გულნაზი მაღრაძე, რძლები თინა ბაბლიძე, მერი თურქაძე. შვილიშვილე-ბი: ეკა და შოთა მესხები, თამარ და თე-ონა ტარტარაშვილები. შვილთაშვილე-ბი: ნიკოლოზ და მარიამ დუკაშვილები, სიძე გიორგი დუკაშვილი, ძმისშვილი თამაზ მაღრაძე, დისშვილები მალხაზ, მერაბ და მარინა შარიქაძეები, ნაზი და რამაზ დვალიშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

რიმა ისიდორეს ასული მაღრაძე

დაიკრძალა 23 სექტემბერს ხარა-გაულში.

ვაჟა ბრეგვაძე ოჯახით თანაგრძ-ნობას უცხადებს მაია ქასრაშვილს, ზურაბ და ანი თაბუკაშვილებს დედისა და ბებიის

მერი რიგვავა-ქასრაშვილის გარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, მათი მშობ-ლები და კლასის დამრიგებელი ნადეჟდა მუმლაძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს ალექსანდრე ციცქიშვილს ბაბუის

გრიშა გრიგალაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ მარინე გრიგალაშვილს მამის

გრიშა გრიგალაშვილისგარდაცვალების გამო.

ციცო არევაძე, თამარ, თინათინ, ნათია, ნატო შარიქაძეები თავიანთი ოჯახებით თანაგრძნობას უცხადებენ ქალბატონ მაია ქასრაშვილს საყვარელი დედის, ანი და ზურიკო თაბუკაშვილებს საყვარელი ბებიის

მერი რიგვავა-ქასრაშვილისგარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ სათნოების სახლის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ციური ლო-მიძეს დის

გულო ლომიძისგარდაცვალების გამო.

ქეთინო აბრამიშვილი, აზა ფურცე-ლაძე, ნანი, ვალიდა არევაძეები, თინათინ მჭედლიძე, მაია ქასრაშვილი, ირინა ბიბიჩაძე, ეკა ლურსმანაშვილი, ზაური ჭუმბურიძე თანაუგრძნობენ მადონა ბარბაქაძეს დედის

ლიანა ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

მაია ლურსმანაშვილი, ედელა სხი-ლაძე, იამზე კიკნაძე, მაგდა და ქეთინო თავზარაშვილები, ხათუნა ფერაძე, ლია ეჯიბაძე, თინათინ პაპავა თანაუგრძნობენ მადონა ბარბაქაძეს დედის

ლიანა ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ნონა ციცქიშვილი და ლილი მაღლა-ფერიძე თანაგრძნობას უცხადებენ მაია ქასრაშვილს დედის

მერი რიგვავა-ქასრაშვილისგარდაცვალების გამო.

ლუკა გურგენიძე, ცისანა ფანცულაია ოჯახით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი, უბადლო პედაგოგი, გულისხმიერი მეგობარი, ოჯახის ერთ-გული, მშრომელი, სიკეთის მთესველი, ჭირსა თუ ლხინში ყველას გვერდით მდგომი, ლამაზი სულის პატრონი, ნიჭიერი შვილების აღზრდელი, მოსიყ-ვარულე დედა და ბებია

რიმა ისიდორეს ასული მაღრაძე.

გვჯერა, რომ მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მის მიერ უამრავ აღზ-რდილთა, ახლობელთა და მეზობელთა გულში. უფალმა მიაგოს ნათელი მის სპეტაკ სულს და სასუფეველი დაუკვიდ-როს იმქვეყნად. აგინთებთ სანთლებს და შევავედრებთ უფალს.

3 ოქტომბერი შენი გარდა-ცვალების დღეა. ამ დღეს მარადისო-ბაში გადასახლდი, ჩემო ერთგულო ძმაო, დიდზე დიდო ტკივილო და სევდავ. გაუნელებელი წუხილი ხარ გულის. უზომოდ თბილი და მოსიყ-ვარულე, საოცრად აზრიანი და გო-ნიერი, უანგარო მეგობარი და დიდი იმედი გაჭირვების თუ დალხინების ჟამს. უშენობა ცხადში შემაძრწუნე-ბელია. დარჩი კედლებზე სურათებად შემორჩენილი შენი ღიმილით. იძინე მშვიდად, მშობლებზე უსაზღვროდ მოამაგე და მოსიყვარულე ძმაო. დაე, ჩვენმა დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა უფლისკენ. ღმერთ-მა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

ლილი წვერავა

ავთანდილ წვერავას

ნათელ ხსოვნას

დიდი ხანია ხარაგაულელი მკითხ-ველისთვის არ მიმიმართავს. არადა, ჩემი ფიქრი და აზრი ძალზე ხშირად დასტრიალებს ხარაგაულს და ჩემს მშობლიურ სოფელს - ლეღვანს.

ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ვთვლი, რომ დუმილი დანაშაულია, ახლა ჯანსაღი პოზიციის არქონა ან სუსტი გონებრივი შესაძლებლობის ან მოღალატეობრივი პოზიციის დას-ტურია. ხარაგაულელებმა იციან, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა იმსხვერპლა ჩემი შვილი და არა მარტო ჩემი გიორ-გი, არამედ ასეულობით ღირსეული ვაჟკაცი, ვინც ამ ხელისუფლებამ ვერ დააჩოქა, ვერ დააჩმორა, ღირსე-ბა ვერ წაართვა. ვინც ვერ მოკლეს, პოლიტიკური მოტივით ციხეებში შეყარეს და დატყვევებულებს ღირ-სება აყარეს, მორალური სასაკლაო მოუწყვეს. ახლა კი, ეს ხელისუფლება ისევ მხარდაჭერას ითხოვს ქართველი ხალხისგან, რადგან ამ მწვალებელთა სექტას ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასა-უპატიურებელი და სულში ჩასაფურთ-ხებელი.

ვერასოდეს დავივიწყებ, როცა ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად ხარაგაულში ჩავედი (მაშინ ხარაგაულის საკრებულოს წევრი ვი-ყავი), როგორ გარბოდნენ გამგეობის დერეფნებში თანამშრომლები, რომ ჩემთვის სამძიმარი არ ეთქვათ და ამით არ განერისხებინათ ხარაგაულის მმართველი ელიტა. სამწუხაროდ, სხვას რას შეიძლება ელოდე, როცა რაიონის პირველი პირი თორნიკე ავალიშვილი იქნება, რომელიც უკვე არაერთი წელია ხარაგაულში უკუნს ამკვიდრებს, შიშს თესავს და ფეხქვეშ

თელავს ადამიანების ღირსებას. ჩემო საყვარელო ხარაგაულე-

ლებო, ჩემო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ნუთუ არ მოგბეზრდათ ამ კაცის მონობა, ნუთუ ასე დამცირდა და ასე დამდაბლდა ხარაგაულელთა ღირსება. ახლა დგას ჟამი, როცა შეგვიძლია ერთ მუშტად შევიკრათ. რა დროს დაყოფა და მტრობაა.

ჩემო ძვირფასებო, ჯერ კიდევაა დრო დარჩენილი, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ღირსება, უარი ვთქვათ მონობაზე, იმ ბიჭების ტან-ჯვა და ტკივილი გავიაზროთ სულ რამდენიმე წუთით და თუ ამას ვერ შევძლებთ, მართლა ღირსი ყოფილა ქართველი ერი ცოცხების და დუბინკე-ბის, რომელსაც არცერთი ადამიანის-თვის არ დაინანებენ საჭირო დროსა და მომენტში.

მე, როგორც შვილმკვდარი მამა, ჩემი შვილის ყველა თანატოლს გეფე-რებით და გეთაყვანებით, უმორჩილე-სად გთხოვთ, სანამ დროა დაფიქრდით, გეყოთ ვაჟკაცობა და ხმა აღიმაღლეთ, თორემ როცა ცოცხებით თქვენს შვი-ლებს და ოჯახის წევრებს მიადგებიან, მერე გვიან იქნება. არც მე მეგონა თავის დროზე, რომ ჩემს ოჯახს მოად-გებოდა სიკვდილის აჩრდილი.

ჩვენ უფალმა მონობისთვის კი არა, თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის მოგვავლინა ამქვეყნად. ნუ ვიტყვით უარს უფლის ამ საჩუქარზე.

მინდა 2 ოქტომბერს გამარჯვე-ბულ ხარაგაულსა და გამარჯვებულ ხარაგაულში შევხვდეთ თავისუფალ ადამიანებად და არა მონებად.

(იბეჭდება შემოკლებით)ჯამბულ გამცემლიძე

უფალმა თავისუფლებისთვის მოგვავლინა ამქვეყნად

ხარაგაულელ ალექსანდრე მეტ-რეველს სოხუმთან ბავშვობის წლები და უამრავი მოგონება აკავშირებს: -ჩემი ოჯახი სოხუმში, გოგოლის ქუ-ჩის №62-ში, რკინიგზის სადგურთან ახლოს ცხოვრობდა, - გვიამბობს იგი, - სოხუმში დავიბადე. იქ ვიზრდებოდი სასკოლო ასაკამდე. რკინიგზის ხიდი ჩვენი სახლის ეზოს ზემოთ გადა-დიოდა. რუსულ საბავშვო ბაღში დავ-დიოდი. ჯგუფში ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ამის გამო, მახსოვს, ბაღის გამგე როგორ მათამამებდა. ჩვენი გარემოცვა სულ რუსული იყო. ჩვენი ოჯახის სოხუმიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახდა. სკოლაში ხა-რაგაულში შევედი. მაშინ ქართულად საუბარი მიჭირდა.

-საიდან მოხვდა თქვენი ოჯახი სოხუმში?

-დედა ვახანელი იყო. მამა - ხა-რაგაულელი. ომის წლებში მამაჩემი მემანქანედ მუშაობდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ამიტომ სოხუმში გააგზავნეს, მამა იყო აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი. როგორც ჩანს, მამაჩემი გრძნობდა და ხვდებოდა რა ხდებოდა იმ დროს სო-ხუმში. დროულად დატოვა იქაურობა, თან იფიქრა ოჯახიც მირუსდებაო და წამოვედით. სოხუმში ძალიან ხშირად დავდიოდი. სტუდენტობის დროს თვე არ გავიდოდა, იქ რომ არ ჩავსულიყავი.

დედაჩემის ნათლულის ოჯახში, ჩემს თანატოლებს ვსტუმრობდი ხოლმე. თბილისიდან თვითმფრინავის ბილეთი მაშინ ექვსი მანეთი ღირდა. 55 წუთში უკვე სოხუმში ვიყავი. ცოლ-შვილიც ხშირად დამყავდა სოხუმში. უფრო ხშირად გაგრაში ჩემს ნათლიასთან დავდიოდი. ოჩამჩირეშიც ჰქონდა სახლი. ხარაგაულელი მებრძოლები ომის დროს ოჩამჩირეში ნათლიაჩემის სახლში იყვნენ ხოლმე.

-რას ნიშნავს თქვენთვის 27 სექტემ-ბერი, სოხუმის დაცემის დღე?

-საშინელ განცდას და დიდ ტკი-ვილს. ძალიან ხშირად სიზმრებში სოხუმში, გაგრაში, აფხაზეთსა და ოჩამჩირეში დავდივარ. კვირა არ გავა, სოხუმი რომ არ დამესიზმროს. ამ ასაკამდე ასე მოვედი. ძალიან მეძ-ნელება და მიჭირს ამაზე საუბარი. ლექსი, რომელიც გამოსაქვეყნებლად მოგიტანეთ, შარშან დავწერე. მარი-ამობა დღეს ლაშის ეკლესიის გახსნაზე ვიყავი. ბევრმა ხალხმა და მომღიმარმა სახეებმა სოხუმი გამახსენა. გამახსენ-და ჩვენი ბიჭვინთის ტაძარი, ივერიის მონასტერი ახალ ათონში, ილორის სალოცავი... იქ ბევრი სალოცავია. ჩვენ აქ, ლაშეში, ეკლესიის გახსნას ერთ-მანეთს ვულოცავდით, იქ კი სოხუმში ქართულ კვალს შლიდნენ... რაღაც ბურთის მსგავსი მომაწვა ყელში და ტი-რილი მომინდა. ძალიან დამადარდიანა

ამ ყველაფერმა. უნებურად დავწერე ლექსი. ცხოვრებაში ლექსი არ დამი-წერია. რამ დამაწერინა, მეც არ ვიცი.

მონატრება

სიზმარში ხშირად შენთან ვარ,სოხუმო სანატრელო,გაგრის ლამაზო მთებო,რიწის ტბავ, მშვენიერო.

მტერმა მოგწყვიტა სამშობლოსბინძურ ჩექმებით გთელავს,მოვა დრო ღმერთი მიაგებსსამაგიეროს ყველას.

შენგან დევნილმა შვილებმავერ აისრულეს ნატვრა -თუნდაც რომ ერთხელ ენახე,ცივ სამარეში ჩაჰყვათ.

სიზმარშიც, ცხადშიც შენთან ვარ,დარდიც მაწუხებს, სევდაც,მინდა, რომ მალე გიხილოსაქართველოსთან ერთად.

P.S.არა ბრძოლით, არა ომით,არა სისხლით და გოდებითჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთმხოლოდ ჭკუით და გონებით.

28 აგვისტო, 2011 წლის მარიამობა

სოფიკო ჭიპაშვილი

,,სოხუმი ყოველდღე მახსენდება...” ,,ყველას გვახსოვს, მწარედ გვახსოვს ეს დღე! ამ დღეს სოხუ-

მი დაეცა და აფხაზეთი დავკარგეთ... მაშინ პატარა ვიყავი, სულ რაღაც 11 წლის, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს.

მახსოვს უპატრონოდ მიტოვებული მიცვალებულები. მახსოვს, მამამ როგორ დამარხა საკუთარი ხელებით ახალგაზრდა, ერთა-დერთი გოგო. მახსოვს, დედას ბავშვი გარდაეცვალა შიმშილით,

ჩემოდნიდან ყველაფერი ამოყარა და ასე მოჰქონდა პატარა ბავშ-ვის სხეული... მალე 27 სექტემბერი დადგება და უკვე მეტისმეტად მწარედ მოგვესუსხება გულები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ დღეს და საერთოდ აფხაზეთის ომში დაღუპული ყველა ადამი-ანი,” - სოხუმის დაცემის დღეს ასე იხსნებს სოციალურ ქსელში

აფხაზეთიდან დევნილი.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

Page 10: „კარგია, რომ აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ გამოცდების … · კლასის პირველი

10 xtvb [fhfufekb @( ctmntv,thb7 @_!@ o

ვულოცავთ ვაშლევის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ნინო წიქარიშვილსა და დარეჯან წიქარიშვილს სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის სერთიფიკატების მოპოვებას.

პედაგოგებს - ნატო მუმლა-ძესა და ქეთევან გოგოლაძეს ვულოცავთ პროფესიულ უნარებში გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.

ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და პროფესიულ საქმიანობაში მუდ-მივად წინსვლას.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და სამეურვეო

საბჭოს წევრები

ვულოცავ ნინო კამკამიძეს შვი-ლისშვილის, ბარბარეს, შეძენას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს სა-სახელო ქართველ ქალად აღზრდას.

ინეზა ჩიკვაიძე, ნათია ხიჯაკაძე, ნელი ხარაიშვილი,

მათიკო ტაბატაძე, ციცინო მაღრაძე

შპს ,,ადითი ხარაგაულის“ საავადმყოფოს სამეანო-გინე-კოლოგიური განყოფილების თანამშრომლები ვალიდა არე-ვაძეს ვულოცავთ შვილიშვილის ლიზი ჯაფოშვილის დაბადებას.

ვუსურვებთ მას უღრუბლო ზეცას და ბედნიერ ბავშვობას.

ვულოცავთ ლაურა მანაგაძეს და რომან შარიქაძეს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ელენეს ჟანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერ მომავალს და ღვთის მფარველობას.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედკოლექტივი

ჩემს საყვარელ დისშვილებს, გიორ-გი და თამთა ტაბატაძეებს ვულოცავ სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავ-რებას. თამთას სახელმწიფო სამედი-ცინო უნივერსიტეტში, ხოლო გიორგის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ვუსურვებ ორივეს წინსვლას, იღბალს და წარმატებულ სტუდენტობას.

თამრიკო თათარაშვილი, მარიამ, დათო, გურამ

კვინიკაძეები

ვულოცავთ ტარიელ და გულო ხიჯაკაძეებს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ნიკოლოზს ჯან-მრთელობას, ბედნიერ ბავშვობას და საუკეთესო მომავალს. აღზრდილიყოს საამაყო ქართველი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის

თანამშრომლები

ვულოცავთ ლია ორჯონიკიძეს და ნოდარ ებანოიძეს შვილიშვილის დაბადებას. ვუსურვებთა პატარა თომა გაბაშვილს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, საუკეთესო მომავალს და ღვთის წყალობას.

თამილა კირთაძე ოჯახით

ვულოცავთ მამუკა და ხათუნა ტაბატაძეებს ვაჟიშვილის - უჩას, ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს. მუდამ ფარავდეს უფალი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის

თანამშრომლები

ვულოცავთ ლია ორჯონიკიძეს და ნოდარ ებანოიძეს შვილიშვილის დაბადებას. ვუსურვებთ თომა გაბაშ-ვილს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს, ბედნიერ, ლამაზ მომავალს. ფარავდეს უფლის კალთა. მუდამ გაეხა-რებინოს მშობლებისა და ახლობლების გული.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ვულოცავთ ქალიშვილის დაბადებას ნათია კამკამიძეს და კახა შერგე-ლაშვილს. ვუსურვებთ პატარა ბარ-ბარეს უღრუბლო ზეცას, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას და საუკეთესო მომავალს.

ვალერი კაპანაძე ოჯახით

ვულოცავთ დაბადების 55 წლისთავს სასწავლო ნაწილის გამგეს დარეჯან ოკრიბელაშვილს. ვუსურვებთ ხანგ-რძლივ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად და სამსახურებრივ საქმიანობაში.

ვერტყვიჭალას საჯარო სკოლის თანამშრომლები

რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთი უკვე ჩვენი აღარ არის. რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეეწი-რა ამ ომს, რამდენმა ჯარისკაცმა ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი მშობლიური სოფლიდან და ქალაქიდან შორს. ისინი ხომ მხოლოდ ერთი რამისთვის იყვნენ შეკრულნი - დაეცვათ საქართველო, ქართული მიწა. ისინი ვალმოხდილები აღესრულენ იმ მიწიდან, რომელ მიწა-საც თაყვანს სცემდნენ.

დაღუპულ ქართველ მამულიშვი-ლებს შორის არ შემიძლია არ გავიხ-სენო ჩემი ბიძა. ის თავის მეგობრებ-თან ერთად უთანასწორო ბრძოლას შეეწირა. 30 სექტემბერს მას 48 წელი შეუსრულდებოდა. ის კი მარად 28 წლის ჭაბუკად დარჩა. სექტემბერი ორმაგად გვტკივა და ეს ტკივილი არ ყუჩდება. დრო უძლურია ამ იარასთან.

ხ ვ ი ჩ ა ჭ ყ ო ი ძ ე ო მ შ ი გ ა მ ო -ძახებისთანავე წავიდა. მისი ბუნები-დან გამომდინარე, მისთვის წაგებული

ომიდან დაბრუნება არანაკლებ მძიმე იქნებოდა. ხვიჩას ცხოვრების მიზანი იყო ერთგულება ქვეყნისა, მეგობრისა, პატიოსანი სიტყვის ფასი და რწმენა, სიყვარული მოყვასისა, დახმარება. გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედ-ლით დააჯილდოვეს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას იმ ადა-მიანის სახელი, რომელიც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, რომელიც ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, რომ სამშობლოსათვის ზურგი შეექცია, ზურგი შეექცია მეგობრებისთვის, რომლებიც მზად იყვნენ, რომ მასთან ერთად შეგებებოდნენ სიკვდილს. მათ-თვის სამშობლო იყო წმინდა, სპეტაკი ხატი, რომლისთვისაც თავს გაწირავ-დნენ, ანაცვალებდნენ, აკი ანაცვალეს კიდეც...

თქვენ მართლაც აფხაზეთის ომის გმირები გქვიათ.

ხვიჩა ჭყოიძე

ეკა რობაქიძესა და ბიქტორ კაკუ-ლიას 20 სექტემბერს მესამე შვილი ანამარია შეეძინათ. პატარა 3,4კგ და 55სმ-ია. ეკასა და ბიქტორის უფროსი ვაჟი საბა 3 წლისაა, მეორე ვაჟი ზუ-რაბი - ორი წლის.

„მესამე შვილის ყოლა დიდი ბედ-ნიერებასთან და პასუხისმგებლო-ბასთანაა დაკავშირებული,” -ამბობს ეკა რობაქიძე. პატარა ანამარიას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედ-ნიერებას და უფლის მფარველობას თავის ოჯახთან ერთად.

„ჩემს ცხოვრებაში დაიწყო უმ-ნიშვნელოვანესი ეტაპი, - ამბობს ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი თა-მარ სხილაძე, - პირველად მომანდეს სადამრიგებლო კლასი - მართალია, მცირერიცხოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, კარგ შედეგებს მივაღწევთ სწავლაში.

მინდა გავამართლო ყველა მშობ-ლის ნდობა, თავიანთი შვილების სწავლა-აღზრდა რომ მომანდეს. ნამ-დვილად არ დავზოგავ ძალასა და ენერგიას ჩვენი მიზნების მისაღწევად.”

რეზი კურტანიძეს ძალიან მოს-წონს სწავლა და ამბობს, რომ თამრიკო მასწავლებელი საინტერესოდ ასწავ-ლის ბავშვებს.

ნატალი ბუაჩიძეს მოსწონს თამრიკო მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილები და სკოლის დირექტორი, რომელზეც ამბობს, რომ „ძალიან ლამაზია.”

თამრიკო მასწავლებლის ჩატარე-ბული გაკვეთილი თეკლა ვარდო-

სანიძესაც მოსწონს, თუმცა თამაშიც უყვარს და ერთი სული აქვს, როდის დაირეკება ზარი და ეზოში როდის გავა.

გიორგი ვარდოსანიძე დინჯი ბიჭია. სწორედ ამიტომაცაა, რომ მას მერხთან ჯდომა უყვარს.

ქრისტინე კურტანიძეს სკო-ლაში ყველაზე მეტად მოეწონა ბუქი და მასზე კარგად ერთობა. ქრისტინეს მოსწონს თამრიკო, დალი და მზია მასწავლებლები.

გიორგი იჩქიტიძეს სკოლაში არავინ აძინებს და ეს ყველაზე მეტად უხარია. გიორგის მოსწონს მათემატი-კა და სურს, რომ სულ მათემატიკის გაკვეთილები უტარდებოდეს.

ბუქი ანა ხახალაშვილსაც მო-ეწონა და ამბობს, რომ თამრიკო მას-წავლებელი უყვარს.

ვულოცავთ

25 სექტემბერს ნათია ებანოიძე-სა და ნიკუშა გაბაშვილს პირველი შვილი შეეძინათ. თომა გაბაშვილი 4 კილო და 300 გრამი დაიბადა. ახალ-შობილი 52 სმ სიგრძისაა. პატარა ვაჟკაცმა დიდად გაახარა მშობლები-სა და ახლობლების გულები.

ფეხბედნიერი ყოფილიყოს თომა გაბაშვილის ამქვეყნად მობრძანება.

ნათია კამკამიძისა და კახა შერგე-ლაშვილის ქალიშვილი ბარბარე 20 სექტემბერს მოევლინა ამქვეყანას. პატარა ქალბატონი 4 კილო და 100 გრამია. ბარბარეს უფროსი და მა-რიამი 4 წლისაა და ძალიან უხარია პატარა დაიკოს დაბადება. ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელონი აღზარ-დოს მარიამი და ბარბარე ოჯახისა და ახლობლების გასახარად.

მეც მოსწავლე მქვია...

ანასტასია ხარაძე გულისფანც-ქალით ელოდა სკოლაში შესვლის დღეს და ძალიან უხარია, რომ დღეს ის უკვე მოსწავლეა.

აფხაზეთი - ტკივილი ჩვენი

vsfdfhb htlfmnjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

ნეტავ რა სულიერნი ხართ,ანდა რისი გაქვთ გულები,ძე-ხორციელის წამებით,რომ ჩაიჯიბეთ ფულები.

თავი მოგვჭერით საქვეყნოდ,დაგვტოვეთ დაზაფრულები,ვისას ასრულებთ შეკვეთას,ვინ დაგიმძიმათ სულები.

წამებით უნდა ამოგხდეთ,თქვენი დამპალი სულები,ბინძური ლეში გვენახოს,მხეცთაგან გამოხრულები.

ნიკო წიკლაური

ვამპირ ქართველებს

4 ოქტომბერს დაბადებულ ჩვენს პატარა ანგელოზს ოთხი წლის ნინიკო კაპანაძეს ვულოცავთ ოქროს დაბადე-ბის დღეს. ვუსურვებთ ღვთის წყალობას, უსაზღვრო სიხარულს, ბედნიერებას, ლაღ და ლამაზ ბავშვობას თავის მომა-ვალ დედმამიშვილთან, მშობლებთან და ყველა კეთილის მსურველებთან ერთად. გაიზარდე სახელოვანი ქალბატონი.

სიყვარულით ნინო ბებო, პა-ტარა მარიამი, ხათუნა და კობა

კაპანაძეები

***

***

***

***

******

***

***