„დიდი სიჭკვიანე ვერ არის...

6
„დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დახურვა“ ამბების აკიდო წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულში დაფინანსდება საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს განცხადებები ამინდი რა უნდა ვიცოდეთ ღორის გრიპის შესახებ ლინა ბარათაშვილი ნაზი კილასონიას იხსენებს ხარაგაულელი დეპუტატები საკრებულოს წევრთა კონგრესზე 3 გვ. 3 გვ. 2 გვ. 4 გვ. 6 გვ. 5-6 გვ. 4 გვ. დღეს ნომერშია სკოლების სარეაბილიტაციოდ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენელისგან მიიღო ზეპირსიტყვიერი თანხმობა ღარიხევის სკოლის შენობის რეაბილიტაციის თაობაზე. „ღარიხევის სკოლაში ოთხი მოსწავლეა და მომავალ სასწავლო წელს კიდევ ოთხს ელოდებიან, - ამბობს დავით კიკნაძე, - ამჟამად მიმდინარეობს მარელი- სის საბაზო სკოლის რეაბილიტაცია, შეიცვლება კარ-ფანჯრები ვარძიის საჯარო სკოლაში და ბორის საჯარო სკოლის შენობის პირველ კორპუსში.“ სასამართლო მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელს განიხილავს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭი- პაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მიხეილ ჭიპაშ- ვილი ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. სასამართლო პროცესი დანიშნულია 2 თებერვალს, 12 საათზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. გასულ კვირაში, 21 იანვარს, ხა- რაგაულში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ჟურნალისტებისთვის დახურული შეხ- ვედრა ხარაგაულის საგანმანათლებ- ლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის,“ „ენერგო პრო-ჯორ- ჯიას,“ „გაერთიანებული წყალმომარა- გების“ კომპანიის, სოფლის მეურნე- ობის სამინისტროსა და სხვა უწყებების რეგიონული სამსახურების წარმო- მადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. ჟურნალისტებს დახურული შეხვედ- რის დაწყებამდე მხოლოდ ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენთვის არავის განუმარტავს, რომ განსახილველი საკითხები შეიცავდა სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან სამხედრო საიდუმლოებას. კანონის თანახმად, მხოლოდ ასეთ შემთხვევებ- შია შესაძლებელი სამუშაო შეხვედრის დახურვა. „წმინდა სამუშაო შეხვედრაა, შიგნით ყოფნა არაფერს მოგცემდათ. ყველა საშუალებას მოგცემთ, რომ იქედან გამოსულ სტუმარს შეკითხვა დაუს- ვათ,“ - ამ არგუმენტით აგვიკრძალა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის წარმომადგენელმა სალომე ჩინჩალაძემ შეხვედრაზე დასწრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვიკავშირდა პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. მან გვითხრა, რომ გვიან გაიგო შეხვედრის დახურვის შესახებ. „ასეთი შეხვედრები კი არ უნდა იხუ- რებოდეს, პირიქით, მას უნდა ესწრე- ბოდნენ იმერეთში გამომავალი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი, - ამბობს ნოდარ ებანოიძე, - პირდაპირ ვიტყვი, დიდი სიჭკვიანე არ არის, როცა ასეთი შეხვედრიდან ჟურნალისტს ითხოვ. არ მსიამოვნებს, რომ ვიყო სხდომაზე, რომელსაც ხურავენ. ეს მე შეურაცხყოფას მაყენებს. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრები გუბერნა- ტორს. შეხვედრაზე განხილული საკით- ხების გავრცელებით დაინტერესებული უნდა იყოს ხელისუფლება. შეკითხვები დავსვი ყველა უწყების რეგიონული წარმომადგენელის მიმართ. დავინტე- რესდი, რას გეგმავს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავ- შირებით. შარშან სოფლების გაზიფი- ცირების პროექტირება დასრულდა. სოფლებში გაზიფიცირების გაგრ- ძელებაზე, სამწუხაროდ, „სოკარის“ წარმომადგენელმა ვერ მიპასუხა. მივიღეთ შესაბამისი განმარტებე- ბი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმო- მადგენლისგან. მათი ინფორმაციით, 2017 წელს დასრულდება გამრიცხვე- ლიანების პროცესი. ვიკით- ხე, რატომ არ ხდება ერთ სარკინიგზო მაგისტრალის მო- დერნიზაციის პროექტში, ხაშური-ხა- რაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე, ცვლილებაა. საქართველოს რკინიგზის მასშ- ტაბური პროექტების ხელმძღვანელ გიორგი ზაზაშვილის ინფორმა- ციით, ზვარე-ქვიშხეთის უღელტე- ხილზე ერთლიანდაგიანი მონაკ- ვეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რკინიგზის გამტარუნარიანობას. ამი- ტომ ზვარე-ქვიშხეთის მონაკვეთზე, მეცხრე გვირაბის პარალელურად, სამმეტრიანი გვირაბის მშენებლობა გადაწყდა. ამ ცვლილებასთან დაკავში- რებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო გან- ხილვა გაიმართა ხარაგაულში მო- ქალაქეებისა და ადგილობრივი ხე- ლისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამ ცვლილებასთან დაკავში- რებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა ხარაგაულში მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. გზშ საკონსულტაციო ფირმა „გა- მას“ წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა „ზვარეს მინერალურ წყალზე ნეგატიური ზემოქმედება გამორიცხულია“ 29 იანვარი, პარასკევი 2016 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb 3 (669) www.chkh.org მიმდინარეობს ხელმოწერა გაზეთ- ზე „ჩემი ხარაგაული“ 2016 წლისათვის. გაზეთის გამოწერის ღირებულებაა: 3 თვით - 6 ლარი; 6 თვით - 12 ლარი. ერთი წლით - 25 ლარი. 2016 წლის 1 სექტემბერიდან გაზე- თის ღირებულება 3 თვეში, 6 ლარის ნაცვლად, 7 ლარი გახდება. გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მილოც- ვის, მცირე განცხადების (იყიდება-ვიყი- დი) და თანაგრძნობის გამოქვეყნება ღირს 6 ლარი; მილოცვა ფოტოთი - 12 ლარი; სამძიმარი ფოტოთი - 12 ლარი; მადლობა - 7 ლარი; ნეკროლოგი (გახსენება) ფოტოთი - 15 ლარი, 80-დან 100 სიტყვამდე - 20 ლარი; რეკლამა გაზეთის გვერდის 1/6-ზე - 45 ლარი; რეკლამა გაზეთის გვერდის 1/8-ზე - 30 ლარი; პირველ გვერდზე ყველა სახის რეკლამის გამოქვეყნების თანხა ორ- მაგდება. გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული” გვ.2 გვ.4

Transcript of „დიდი სიჭკვიანე ვერ არის...

Page 1: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

„დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დახურვა“

ამბების აკიდო

წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულში დაფინანსდება

საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს

განცხადებები

ამინდი

რა უნდა ვიცოდეთ ღორის გრიპის შესახებ

ლინა ბარათაშვილი ნაზი კილასონიას იხსენებს

ხარაგაულელი დეპუტატები საკრებულოს წევრთა კონგრესზე

3 გვ.

3 გვ.

2 გვ.

4 გვ.

6 გვ.

5-6 გვ.

4 გვ.

დღესნომერშია

სკოლების სარეაბილიტაციოდხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით

კიკნაძის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენელისგან მიიღო ზეპირსიტყვიერი თანხმობა ღარიხევის სკოლის შენობის რეაბილიტაციის თაობაზე. „ღარიხევის სკოლაში ოთხი მოსწავლეა და მომავალ სასწავლო წელს კიდევ ოთხს ელოდებიან, - ამბობს დავით კიკნაძე, - ამჟამად მიმდინარეობს მარელი-სის საბაზო სკოლის რეაბილიტაცია, შეიცვლება კარ-ფანჯრები ვარძიის საჯარო სკოლაში და ბორის საჯარო სკოლის შენობის პირველ კორპუსში.“

სასამართლო მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელს განიხილავს

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭი-პაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მიხეილ ჭიპაშ-ვილი ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

სასამართლო პროცესი დანიშნულია 2 თებერვალს, 12 საათზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

გასულ კვირაში, 21 იანვარს, ხა-რაგაულში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ჟურნალისტებისთვის დახურული შეხ-ვედრა ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის,“ „ენერგო პრო-ჯორ-ჯიას,“ „გაერთიანებული წყალმომარა-გების“ კომპანიის, სოფლის მეურნე-ობის სამინისტროსა და სხვა უწყებების რეგიონული სამსახურების წარმო-მადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე.

ჟურნალისტებს დახურული შეხვედ-

რის დაწყებამდე მხოლოდ ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენთვის არავის განუმარტავს, რომ განსახილველი საკითხები შეიცავდა სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან სამხედრო საიდუმლოებას. კანონის თანახმად, მხოლოდ ასეთ შემთხვევებ-შია შესაძლებელი სამუშაო შეხვედრის დახურვა.

„წმინდა სამუშაო შეხვედრაა, შიგნით ყოფნა არაფერს მოგცემდათ. ყველა საშუალებას მოგცემთ, რომ იქედან გამოსულ სტუმარს შეკითხვა დაუს-ვათ,“ - ამ არგუმენტით აგვიკრძალა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის წარმომადგენელმა სალომე ჩინჩალაძემ შეხვედრაზე დასწრება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვიკავშირდა პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. მან გვითხრა, რომ გვიან გაიგო შეხვედრის დახურვის შესახებ.

„ასეთი შეხვედრები კი არ უნდა იხუ-რებოდეს, პირიქით, მას უნდა ესწრე-ბოდნენ იმერეთში გამომავალი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი, - ამბობს ნოდარ ებანოიძე, - პირდაპირ ვიტყვი, დიდი სიჭკვიანე არ არის, როცა ასეთი შეხვედრიდან ჟურნალისტს ითხოვ. არ მსიამოვნებს, რომ ვიყო სხდომაზე, რომელსაც ხურავენ. ეს მე შეურაცხყოფას მაყენებს. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრები გუბერნა-ტორს. შეხვედრაზე განხილული საკით-ხების გავრცელებით დაინტერესებული

უნდა იყოს ხელისუფლება. შეკითხვები დავსვი ყველა უწყების რეგიონული წარმომადგენელის მიმართ. დავინტე-რესდი, რას გეგმავს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავ-შირებით. შარშან სოფლების გაზიფი-ცირების პროექტირება დასრულდა. სოფლებში გაზიფიცირების გაგრ-ძელებაზე, სამწუხაროდ, „სოკარის“ წარმომადგენელმა ვერ მიპასუხა.

მივიღეთ შესაბამისი განმარტებე-ბი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმო-მადგენლისგან. მათი ინფორმაციით, 2017 წელს დასრულდება გამრიცხვე-ლიანების პროცესი. ვიკით-ხე, რატომ არ ხდება ერთ

სარკინიგზო მაგისტრალის მო-დერნიზაციის პროექტში, ხაშური-ხა-რაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე, ცვლილებაა.

საქართველოს რკინიგზის მასშ-ტაბური პროექტების ხელმძღვანელ გიორგი ზაზაშვილის ინფორმა-ციით, ზვარე-ქვიშხეთის უღელტე-ხილზე ერთლიანდაგიანი მონაკ-ვეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რკინიგზის გამტარუნარიანობას. ამი-ტომ ზვარე-ქვიშხეთის მონაკვეთზე, მეცხრე გვირაბის პარალელურად, სამმეტრიანი გვირაბის მშენებლობა გადაწყდა.

ამ ცვლილებასთან დაკავში-

რებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო გან-ხილვა გაიმართა ხარაგაულში მო-ქალაქეებისა და ადგილობრივი ხე-ლისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ამ ცვლილებასთან დაკავში-რებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა ხარაგაულში მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

გზშ საკონსულტაციო ფირმა „გა-მას“ წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა

„ზვარეს მინერალურ წყალზე ნეგატიური ზემოქმედება

გამორიცხულია“

29 იანვარი, პარასკევი 2016 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb№3 (669)

www.chkh.org

მიმდინარეობს ხელმოწერა გაზეთ-ზე „ჩემი ხარაგაული“ 2016 წლისათვის.

გაზეთის გამოწერის ღირებულებაა:3 თვით - 6 ლარი;6 თვით - 12 ლარი.ერთი წლით - 25 ლარი.2016 წლის 1 სექტემბერიდან გაზე-

თის ღირებულება 3 თვეში, 6 ლარის ნაცვლად, 7 ლარი გახდება.

გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მილოც-ვის, მცირე განცხადების (იყიდება-ვიყი-დი) და თანაგრძნობის გამოქვეყნება ღირს 6 ლარი;

მილოცვა ფოტოთი - 12 ლარი;სამძიმარი ფოტოთი - 12 ლარი;მადლობა - 7 ლარი;ნეკროლოგი (გახსენება) ფოტოთი

- 15 ლარი, 80-დან 100 სიტყვამდე - 20 ლარი;

რეკლამა გაზეთის გვერდის 1/6-ზე - 45 ლარი;

რეკლამა გაზეთის გვერდის 1/8-ზე - 30 ლარი;

პირველ გვერდზე ყველა სახის რეკლამის გამოქვეყნების თანხა ორ-მაგდება.

გამოიწერეთგაზეთი „ჩემი ხარაგაული”

გვ.2

გვ.4

Page 2: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

2 xtvb [fhfufekb 29 იანვარი, 2016 წ.

„საკრებულოში ურთიერთობების დალაგებას ვუნდებით და მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ გვრჩება“

ტერიტორიულ ერთეულში შემავალი ყველა სოფლის ერთდროულად გამ-რიცხველიანება. მითხრეს, რომ გადა-ხედავენ ამ საკითხს. დავინტერესდი, რატომ ელოდებიან გამრიცხველიანების განახლებისთვის აპრილს. დასახელდა მისასვლელი გზების გაუმართაობა. ეს ვერ მივიჩნიე მყარ არგუმენტად, რადგან აპრილშიც, შესაძლოა, ისეთივე იყოს სოფლებში გზები, როგორც ახლაა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმო-მადგენელმა აღნიშნა, რომ ხარაგაულ-ში ელექტროენერგიის უწყვეტად მიწო-დების მხრივ, სხვა მუნიციპალიტეტებ-თან შედარებით, უკეთესი მდგომარებაა.

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორ-მაცია მოვისმინეთ „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის წარმო-მადგენლისგან. წელს იგეგმება დაბა ხარაგაულის, დიდვაკისა და საღან-ძილის მოსახლეობის გამრიცხველი-ანება. გამოვთქვით მზადყოფნა მე და

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ბელმა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს წყლის ტარიფის გადახდაში ბიუჯეტიდან დავეხმარებით.

საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, - რა პერსპექტივები და რა გამოწვევებია დღეს ამ დარგში. ასეთ პრეზენტაციას რაც მეტი ადამიანი დაესწრება, უკეთესია.

ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირე-ბით მოვისმინე ინფორმაცია.

კიდევ ვიმეორებ და გამოვთქვამ უკმაყოფილებას შეხვედრის დახურის გამო. მაწუხებს, რომ იქ ვიყავი. შეხ-ვედრა დახურეს და არ მეგონა, თუ დახურულ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცე-ლების საშუალება არის მედია,“ - ამ-ბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე.

ნინო კაპანაძე

პირველი გვერდიდან

„დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დახურვა“მუნიციპალიტეტებიდან წარ-

დგენილი 120 მილიონი ლარი ღირებულების პროექტი მო-იწონა 15 იანვარს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სხდომაზე, რომელ-საც მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, ასე-ვე განიხილეს მუნიციპალიტეტე-ბისთვის თანადაფინანსების წესიც. მუნიციპალიტეტმა თანადაფინან-სების სახით, პროექტის მთლიანი ღირებულების 5% უნდა გაიღოს. რგფ-დან გამოყოფილი თანხები წელს ძირითადად გზების, წყალ-მომარაგებისა და საბავშვო ბაღე-ბის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე გადანაწილდა.

რეგიონებში განსახორციელებე-ლი პროექტების ფონდიდან 2016 წელს, წინასწარი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შვიდი პროექტი დაფინანსდება.

იგეგმება უბისა-ღორეშის საავ-ტომობილო გზის რეაბილიტაცია უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტ-რამდე. ამ პროექტზე გათვალის-წინებულია 1 199 767 ლარი; მუ-ნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 59 998 ლარს.

ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გან-საზღვრულია 139 251 ლარი; ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს ამ თანხის 5%-ს ანუ 7 ათას ლარს.

ხევის საბავშვო ბაღის რეაბი-ლიტაციისთვის გამოიყოფა 88 710 ლარი; მუნიციპალიტეტი გაიღებს 4 440 ლარს.

ღორეშის, წიფისა და მოლი-თის საბავშვო ბაღების რეაბი-ლიტაციაზე 165 438 ლარია მოთხოვნილი. 8 300 ლარის სა-მუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.

იგეგმება გედსამანიის ცენტრა-ლური გზის რეაბილიტაცია.

გზის დამცავი კედლების მოსაწ-ყობად დაბა ხარაგაულში, ჩხერსა და ლეღვანში განსაზღვრულია 108 727 ლარი.

ბაზალეთის გზის რეაბილი-ტაციას ადმინისტრაციული ცენტ-რიდან სოფელ ღარიხევის გადა-სახვევამდე უნდა მოხმარდეს 287 811 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 14 400 ლარს შეადგენს.

წარმოდგენილ წინასწარ ინ-ფორმაციაში ცვლილებების შემთ-ხვევაში დამატებით გაცნობებთ.

წელს ხარაგაულში რგფ-დან დაფინანსდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით 21-24 იანვარს ბათუმში საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესი გაიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტიდან შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, მისი მოადგილე მანანა ბარბაქაძე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრა-ობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი მონაწილეობდნენ.

კონგრესზე პრეზენტაციებით წარდგნენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, გარე-მოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თვითმმართ-ველობის ექსპერტები.

-შეხვედრა კარგი და სასარგებ-ლო გამოვიდა, - ამბობს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, - გამოითქვა კრიტიკული მოსაზრე-ბები როგორც თვითმმართველობის რეფორმასთან, ისე მის საქმიანობას-თან დაკავშირებით. კრიტიკულად აყენებდნენ საკითხებს არა მხოლოდ ოპოზიციური, არამედ კოალიციაში შემავალი პარტიები.

უმთავრესი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, ეს არის თვითმმართ-ველობასა და ცენტრალურ უწყებებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა. გავაფორმეთ შეთანხმების დოკუ-მენტი, რომელიც მიზნად ისახავს შეთანხმებულ საქმიანობას ცენტრსა და რეგიონებს შორის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ყველა ვთანხმდებით, რომ სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროსგან რეგიონებში საინფორმაციო-სა-კონსულტაციო ცენტრების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონგრესზე ითქვა, რომ საჭიროა ამ ცენტრების მხრიდან მეტი აქტიურო-ბა. განსაკუთრებული ყურადღება კი სჭირდება მეცხოველეობის განვითა-რებაზე ხელშეწყობას.

ვფიქრობ, სატყეო სააგენტომ

წარმოადგინა სწორი ხედვა, - რო-გორ ვმართოთ ტყე. ტყე იქნება კერ-ძო, მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში. ხარაგაულის მუნიცი-ალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია ტყით სარგებლობის ისეთ მოდელზე გადასვლა, რომლითაც მოსახლეობა მიიღებს მაქსიმალურ სარგებელს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მისამართით გაჟღერდა მოთხოვნა ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიის წესის გამარ-ტივებაზე. აგვიხსნეს, რომ არსებობს კარგი პრაქტიკა გურიაში, როცა ერთად დაიანგარიშება შესასრუ-ლებელი სამუშაოს მოცულობა და მუნიციპალიტეტი იძენს ინერტულ მასალას მთლიანად.

გამოითქვა კრიტიკული შენიშვნე-ბი თვითმმართველობის ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მუნიცი-ალიტეტში საერთოდ არ სმენიათ ამ ასოციაციის არსებობის შესახებ. ამ დროს საკანონმდებლო ცვლი-ლებებზე ეს ორგანიზაცია უნდა აწვდიდეს ინფორმაციას თვითმ-მართველობებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თვითმმართველობის კოდექსი შეუსაბამობაშია ბევრ კანონთან. ამიტომ იგეგმება შესაბამისი 168 საკანონმდებლო ცვლილება.

რეფორმის ანალიზისას აღინიშ-ნა, თუ რამდენად გვაქვს თვითმ-მართველობის წარმომადგენლებს უნარი და კვალიფიკაცია კანონით მონიჭებული უფლებამოსილებე-ბის განსახორციელებლად, - ის, რომ საკრებულოს აქვს მაკონტ-როლებელი ფუნქცია და ამას ვერ ვახერხებთ; ის, რომ გვაქვს უფლება, შემოვიღოთ სხვადასხვა რეგულა-ცია და ვერ ვახერხებთ შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის არქონის გამო და სხვ.

2016 წელს რგფ-ისგან მუნიციპა-ლიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ღირებულების 5% მუ-ნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა უნდა გაიღონ. ითქვა, რომ დამტკიცებულ ბიუჯეტებში ძნელია ამ თანხის მო-ძიება. საკმაოდ მყარი არგუმენტი წარმოადგინა სამინისტრომ, რომ თვითმმართველობებს ეს თანხა ისედაც უნდა ჰქონოდათ გათვალის-წინებული კაპიტალურ ხარჯებში.

დავრწმუნდი, რომ მუნიციპალი-ტეტში გვჭირდება სპეციალისტი, რომელიც უცხოური ფინანსების მოზიდვაზე იმუშავებს. ამ მხრივ ვა-პირებ ხელშეწყობას საკრებულოს ახალგაზრდა წევრებისა და თანამშ-რომლებისათვის. გასული წლის სექ-ტემბერში ევროკავშირმა გამოაცხადა კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

მოსახლეობის ჩართულობით ინოვა-ციური იდეების დასაფინანსებლად. იმის გამო, რომ ჩვენ საკრებულოში ურთიერთობების დალაგებას ვუნ-დებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ გვრჩება. რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპა-ლიტეტებმა ამ კონკურსში გაიმარჯ-ვეს. იმედია, 2016 წლის სექტემბერში ანალოგიურ კონკურსს მომზადებუ-ლები შევხვდებით.

ვაპირებთ ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის დამეგობრებას ლიტ-ვისა და პოლონეთის ქალაქებთან. ამისთვის მზადდება ოფიციალური მიმოწერა.

ვფიქრობ, საკრებულოს წევრთა კონგრესი უფრო ეფექტიანს გახდის თვითმმართველობის საქმიანობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოად-გილე მანანა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრთა კონგ-რესზე ძალიან საინტერესო იყო ჯგუფებში მუშაობა.

- ვისაუბრე ერთ კანონში შე-ტანილ ცვლილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მეორე კანონთან, - გვიამბობს მანანა ბარ-ბაქაძე, - უძრავი ქონების ა(ა)იპ-ზე გადაცემას გამგებლისთვის საკრე-ბულოსგან თანხმობა აღარ სჭირ-დება 122-ე მუხლის მეექვსე პუნქ-ტის მიხედვით, მაგრამ ორგანული კანონის 44-ე მუხლი აფერხებს მის მოქმედებას. ცვლილება შესატანია საარჩევნო კოდექსშიც.

დავაყენე ერთი სერიოზული პრობლემა: უკანონოდ მოპოვებული და შემდგომ ჩამორთმეული ხე-ტყე ლპება, რადგან არ არსებობს მისი გამოყენებისთვის საკანონმდებლო რეგულაცია. ჩემი აზრით, ეს ხე-ტყე უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს და ის გაანაწილებს ან საშეშედ ან სამა-სალედ. მივიჩნევ, რომ არასწორად აჯარიმებენ მოქალაქეებს, როცა მათ კერძო მფლობელობაში იჭრებიან და თვეების წინ მოჭრილი მასალის გამო თანხის გადახდას აკისრებენ.

კონგრესზე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოცდილება

გავუზიარეთ ერთმანეთს. ჩვენი ჯგუფის წინადადადებით,

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროექტე-ბისთვის ტენდერებით დაზოგილი თანხა უნდა დარჩეს ისევ მუნიციპა-ლიტეტის ბიუჯეტში.

სოფლის კრებებთან დაკავში-რებით რეგიონული განვითარების სამინისტროსგან

სოფლის კრებებზე „სოფლის რჩეულის“ არჩევასთან დაკავში-რებით რეგიონული განვითარების სამინისტრომ მოგვაწოდა დებუ-ლება. ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განვიხილავთ. სოფელმა უნდა აირჩიოს განათლებული და ავტორიტეტული პიროვნება, რო-მელიც სოფლის მოსახლეობის პრობლემებს მიიტანს ადგილობრივ ხელისუფლებამდე. ჩემი აზრით, ამხელა პასუხისმგებლობის აღება ენთუზიაზმით ძნელია. მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილ-მა გვითხრა, რომ ეს არის ტიპიური დებულება და თვითმმართველობის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს და-ინერგებაო.

რაც შეეხება მოქალაქეთა ჩარ-თულობას და აქტიურობას გადა-წყვეტილების მიღების პროცესში, ვფიქრობ, რომ დიდი ძალისხ-მევა დაგვჭირდება. მოსახლეობა ინერტულია. ნოემბერ-დეკემბერში გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და საკრებუ-ლოს საფინანსო-საბიუჯეტო კომი-სიის თავმჯდომარე მოსახლეობას ხვდებოდნენ სოფლებში ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად. გვისმენდნენ, მაგრამ საკუთარ მოსაზრებებს აღარ გვიზიარებდნენ. არც „ღია კარის“ დღეზე მოვიდნენ მოქალაქეები.

რატომღაც თავს იკავებენ სოფ-ლისთვის საერთო საქმის გაკეთების დროსაც. უფრო მეტად სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქტიურობს მაშინ, როცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხები ნაწილდება.

ამიტომ მეტი კონტაქტი, ყურად-ღება, მეტი სანდოობის მოპოვებაა საჭირო მოსახლეობაში. დარეკვა, მისვლა, მოკითხვა აუცილებელია.

ვფიქრობ, საკრებულოს წევრთა კონგრესი ნაყოფიერი იყო. იმედია, მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონე-ბის განვითარებას.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვი-ლი ამბობს, რომ საკრებულოს წევრ-თა კონგრესზე თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი გა-ნიხილეს. „დავსახეთ პრობლემების გადაჭრის გზები, - ამბობს თორნიკე

ავალიშვილი, - ასეთი შეკრებები ძალიან კარგია, თუ ყველა მხარე ერთობლივად მიუდგება საკითხებს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შე-საძლოა ერთობლივი ეფექტური პროექტების განხორციელება, მაგა-ლითად, ტურიზმის მიმართულებით. ჯგუფებმა ვიმუშავეთ სხვადასხვა თემებზე. ბუნებრივია, ის პროექტები უნდა დამუშავდეს. მათი შემდგომი განხორციელება კი ხელისუფლე-ბაზეა დამოკიდებული.

კონგრესზე ვისაუბრე ხარაგაულ-ში ნარჩენების მართვის პროექტზე, რომლის ავტორია ხათუნა მანჯა-ვიძე. ამ პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ მუნი-ციპალიტეტთა ათეულში დასახელ-და. ამ პროექტის თანადაფინანსება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალშიც უნდა გააგრძელოს. ეს, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის იქნება კარგი.

ჯგუფმა, რომელშიც მე ვმუშაობ-დი, მუნიციპალიტეტებში ტურიზმის განვითარების პროექტი შეიმუშავა. ჩვენი მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ხუთ მუნიციპალიტეტში ერთი ა(ა)იპი, რომელიც შეიმუშავებს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას. უნდა შემუშავდეს თითოეული მუნიციპა-ლიტეტის კულტურული, ბუნების ძეგ-ლების რუკა, ბუკლეტები, ინფორმა-ცია უნდა განთავსდეს ინტერნეტში. მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ საოჯახო ტურიზმის განვითარება. ტურისტე-ბისთვის მიმზიდველია სოფლებში საოჯახო მეურნეობაში საქმიანობა, სოფლის ცხოვრება, კულინარია და სხვ. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომელიც იქნება მისი განვითარე-ბისთვის უფრო ეფექტური.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახ-ლეობა ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პოზიციამ და ოპოზიციამ კი პოლიტიკური დაპი-რისპირების გარეშე გადაწყვიტოს თვითმმართველობის წინაშე მდგა-რი პრობლემები.

ნინო კაპანაძე

Page 3: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

3xtvb [fhfufekb29 იანვარი, 2016 წ.

მაშინ, როცა საქართველო პოეზიით ცხოვრობდა და პოეტისა და ლექსისთვის კარგი დრო იდგა, ნაზი კილასონია ძალზე პოპულა-რული პოეტი იყო. მისი - უფაქი-ზესი ლირიკოსის ლექსებზე ბევრი მელოდიური სიმღერა დაიწერა. ეს მშვენიერი სიმღერები თაობების სულიერებას ასაზრდოებდა და დღესაც გაიჟღერებს ხოლმე რა-დიო-ტელევიზიის ეთერში. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ავ-ტორის ვინაობა... არადა, პოეტს იმედი ჰქონდა თავისი მკითხველის ერთგულების, როცა წერდა: „აჰა, ჩემი მიგნებით, აჰა, ჩემი დიდებით, მე რომ აღარ ვიქნები, მაშინ გა-მიფრთხილდებით!“

ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ გა-ვუმართლეთ პოეტს იმედი, ვერ გავუფრთხილდით, სათანადოდ ვერ მოვუარეთ პოეტის შემოქმე-დებას, ვერ წარმოვაჩინეთ ნაზი კილასონიას ადგილი ქართულ მწერლობასა და ჟურნალისტი-კაში. პოეტი ათეული წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალ „სა-ქართველოს ქალის“ რედაქციაში ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ.

დიდი ხანია, ნაზი კილასონიას პოეტური კრებული არ გამო-ცემულა. მოუვლელია პოეტის საფლავი...

პოეზიით, ლექსით ცხოვრობდა იგი. ლექსი იყო მისთვის მთელი სამყარო, დიდი სიყვარული, სუ-ლიერი თავშესაფარი. მოდით, თა-ვად პოეტს მოვუსმინოთ: „მაგრამ თქვენ არ იცით, რომ სახლში მაქვს ჩემი თავშესაფარი, ჩემი წიგნები, ჩემი ლექსები, ჩემი გალაკტიონი და ჩემი ლადო ასათიანი.“ ლექ-სი ნაზი კილასონიას სულის ის ნაწილია, „რომელსაც ზოგჯერ მიწისა აღარაფერი ესმის.“ პოეზია მისთვის გაუნელებელი ცეცხლია. „მკერდზე მკლავებს მადებენ სიმ-ღერები ხანძრები,“ - წერს იგი. უფრო მეტიც, ლექსი არც დღე და არც ღამე არ ასვენებს პოეტს. „ღამღამობით ხელსა მკრავს მელოდია, შლეგივით ჩაირბენს გვირილიანს, ეს პირმშო სტრიქო-ნის მოლოდინი მწარედ ბედნიერი ტკივილია.

პოეტი ამავდროულად თითქოს აყვედრის თავის მკითხველს, რომ ამ დიდ მოვლენას ვერ ამჩნევს.

„აბა, თქვენ რას მიხვდებით,რა სმენა გჭირთ იმხელა,გაავებულ ფილტვებითმომთქრიალებს სიმღერა.”ბედნიერი ვარ, რომ პირადად

ვიცნობდი ნაზი კილასონიას და მასთან შემოქმედებითი ურთიერ-თობა მქონდა. მახსოვს მისი დიდი ყურადღება და გულისხმიერება ჩემდამი, ჩემი ლექსების მიმართ. ქალურ თემაზე დაწერილი ჩემი ლექსების უმრავლესობა („იავნა-ნაო,“ „ნეტავი იმ ქალს,“ „ის ქალი მწვანე ხოდაბუნია,“ „როგორც შემეძლო,“ „მოლოდინი“ და სხვ.) სწორედ „საქართველოს ქალში“ დაიბეჭდა პოეტის რეკომენდაცი-ითა და თანადგომით.

ახლაც თვალწინ მიდგას, - მი-დის ქუჩაში ტანდაბალი, ამაყად თავაწეული, თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევს... ბევრის მზერა

მიაცილებს, იგი ხომ ძალზე პოპუ-ლარული იყო.

ნაზი კილასონიას დანახვაზე ხშირად მიფიქრია, - რა არის მისი პოზა, - ამპარტავნება? მოდით, ჩა-ვუღრმავდეთ პოეტის ლექსებს. აი, რას წერს ლექსში „გამოთხოვება მუზასთან:“

„უკვე წლები გავიდა,ვერ შეგმოსე დიდებით,ხშირად ვფიქრობ,წამიც და, აჰა,გამიფრინდები.იქვითინე, იწივლე,აიღე და დამკარი,მე ვერ გამოგიბრწყინებედის დიდი ვარსკვლავი.”და შემდეგ „არც მქონია ლექსე-

ბი, არც არასდროს მექნება.“ ხედავთ, რა შესაშური თავმდაბ-

ლობაა. ნაზი კილასონია იოტისო-დენა ამპარტავნობის საბაბსაც არ გვაძლევს. მაშ, რა იყო ის გარინ-დება - ამპარტავნული პოზა - იქნებ ნიღაბი, რეალობიდან დროებით გაქცევის ცდა? პოეტი ხომ ჩიოდა, „თავი ზეცის მგონია და მიწაზე მიჭირს.“ იქნებ, ამ გასაჭირის ჟამს უფლისკენ მიისწრაფვოდა მისი სული. უფალს ეუბნებოდა პოეტურ აღსარებას.

„შენ, შემოქმედო, მაღალო,ვინც განნაცხადე სოფლად,ჯერ ქალად ყოფნამ დამღალა,მერე პოეტად ყოფნამ.”იქნებ, სოფლის ამაოებისგან,

უსამართლობისგან დამძიმებული პოეტი ამ გარინდების ჟამს უფალს ეკითხებოდა: „ღმერთო, რატომ არ დგას ყოველ კაცში გამგები პოეზია.“

ნაზი კილასონია არ იყო თვითკ-მაყოფილი პოეტი. იგი მუდმივ შე-მოქმედებით ძიებაში იყო. „ღმერ-თო, რატომ მიმატოვე? მე მინდა დავწერო, შევქმნა დიდი რამ!“

ნაზი კილასონიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მონოგრაფიები არ დაწერილა. დაგვრჩა მხოლოდ პოეტის ლექსები, მოგონებები, დღიურები.

დიდი მადლობა „საქართვე-ლოს ქალის“ აწ განსვენებულ რედაქტორს ქალბატონ ნარ-გიზა მგელაძეს და რედაქციის თანამშრომლებს, რომლებმაც გადაარჩინეს პოეტის დღიურები, მოგვცეს საშუალება, ჩაგვეხედა პოეტის სულში, მოგვეაზრებინა მისი ცხოვრებისეული დეტალები, დაგვეხატა პოეტის პორტრეტი, მისი ბავშვობა.

როდის და სად დაიწერა პირ-ველი ლექსი? უთუოდ თავის მშობლიურ სოფელ აბისში, მაშინ, როცა ლექსმა ქოხის კი არა, გულის კარი შემოუნგრია, ააფო-რიაქა და პოეზიის მონობის ბორ-კილი დასდო სამუდამოდ. პოეტი

მთელი ცხოვრება ადგილის დედის ერთგული, მისი მარადიული მე-ლექსე დარჩა. პირველყოფილი სიწმინდით ბრწყინავს მის ლექ-სებში ყაყაჩოსფერი აბისი, მისი ბავშვობის ორეული, სოფლის ფეხშიშველა წვიმები, აგარიდან აბისამდე მწყერჩიტების მოძახილი, ასკილზე გამშრალი კაბა.

აბისიდან დაიწყო პოეტისათვის სამყარო. წყნარი ბავშვი ყოფი-ლა. დედას გუგული დაურქმევია. თანასოფლელები ბოლომდე ამ სახელს ეძახდნენ. მოხისის ეკლე-სიაში მოუნათლავთ. საეკლესიო წიგნში მანია ჩაუწერიათ.

ნაზი კილასონიას ბავშვურ სამ-ყაროში დარჩნენ მისი უსაყვარლე-სი მშობლები და არაჩვეულებრივი ტასო ბებო. „მშობლები თბილისში

მყავდა. ვიყავით ორნი ფიცრულ სახლში. თავ-თან ძროხა გვება, ტახტ-ზე ვიწექით და ძროხაც ადამიანივით დაგვფ-შვინავდა, იცოხნიდა. მერე მომშივდებოდა და ალუბლის კერკი გვქონ-და ცხრილზე, იმათ ვკუკ-ნიდი,“ - წერს პოეტი დღიურში.

სიღარიბე მთელი ცხოვრება მისი თანამგ-ზავრი იყო. დღიურში კიდევ ბევრს ამბობს იგი თავის ეკონომიურ გასა-ჭირზე, ყოფით პრობ-ლემებზე.

ეს ყველაფერი იყო

საუბედუროდ, მაგრამ იყო სინათ-ლეც - შემოქმედება, პოეზია, წიგ-ნები, კითხვა შველოდა, სამყაროს ულამაზებდა და ყოფით პრობლე-მებსაც ავიწყებდა. კითხულობდა დღე და ღამე. პოეტი დღიურში წერს: „დამეწყო კითხვაზე შეშლა, ღამეებს ვათევ, ვკითხულობ, ზოგჯერ ხელახლა, ვიკიდებ ხელს თავის ქალაზე და ვამბობ: კი მაგ-რამ, რისთვის ეს სისავსე, ეს გაბრ-წყინება, როცა ბოლოს მაინც მი-წაა.“ სისტემატური კითხვის ჩვევა ბოლომდე შერჩა. „და ბალიშიდან დაცურებული, თვალგახელილი მიყურებს წიგნი,“ - წერს იგი.

მე არ მინახავს ბალიშიდან დაცურებული წიგნი, მაგრამ მი-ნახავს წიგნში მთელი არსებით თავჩარგული ნაზი კილასონია საავადმყოფოში, სადაც ჯანმ-რთელობის გაუარესების გამო ბოლო დროს ხშირად იწვა. იგი ისეთი გატაცებით კითხულობდა, რომ ვერ ამჩნევდა მის სანახავად მოსულთ. ჩვენც მოთმინებით ველოდით, რომ მისთვის იდი-ლია არ დაგვერღვია. ჰყავდნენ მეგობრები, გულშემატკივრები, „საქართველოს ქალის“ თანამშ-რომლები, პოეტები თემურ ჩალა-ბაშვილი, მთვარისა კერესელიძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი. ძალისხმევას არ ვიშურებდით, რომ ფზიკური დაუძლურებისგან გვეხსნა ავადმყოფი პოეტი.

თემატურად მრავალფერო-ვანია ნაზი კილასონიას შემოქ-მედება. მამული, მისი წარსული, მომავალი, - აი, რა არის მთავარი პოეტისთვის. „მამულო! - სიკვდი-ლი შენს გამო, ამბობენ, მხოლოდ სიცოცხლეა!“ - ასეთია მისი მრწამ-სი. საფიცრად აქვს თბილისი, „მე-ტეხის პერანგით და სიონის გუმბა-თით.“ ნაზი კილასონიას პოეტური არეალი მსოფლიო მარადიულ ღირებულებებსაც წვდება.

-კოლხი ვარ! - ამაყად აცხადებს

პოეტი და ამაში ღრმა შინაარსს აქსოვს. დიახ, იქ, კოლხეთშია მისი ფესვები; იქ, საიდანაც მისი წინაპა-რი ნაზი კილასონიას დაბადებამდე წამოვიდა და ქართლში დასახლ-და. მეგრული მოტივები პოეტის შემოქმედებაში ერთგულება და ხარკის გადახდაა მშობლიური ფესვებისადმი. საამაყოა იმის განცდა, რომ მშობლიური კოლ-ხეთი, საქართველოს დანარჩენ კუთხეებთან ერთად, სრულიად სა-ქართველოა! „მწამს ერთი, მტკიცე, განუყოფელი დია საქართველო!“

ცალკე საუბრის თემაა ნაზი კილასონიას ლირიკული ლექ-სები, სიყვარულის თემა. პოეტის სიყვარული უნაპირო და შმაგია. ამავე დროს ძალზე ამაღლებული და ფაქიზი.

„წავალ, დავეცემი მინდორთანდაღლილი ლექსით და წვითა,მე განა სიყვარული მინდოდა,სხვა რაღაც, უფრო წმინდა.”ეს სიყვარული არის ზეციური და

ამავე დროს მიწიერიც. „მე ზეცით მევსება თვალები ორივე, თოლი-გე, მაგრამ, შენ - მიწას, რომ ვეღარ გეხსნები? თოლიგე.“

პოეტის ტრფობის ობიექტი ის ერთადერთია, რომელმაც მას მრავალი შედევრი შთააგონა. ეს სიყვარული ცალმხრივია, უპასუხო. იცის პოეტმა, - კაცი, რომელიც უყვარს, „სხვასთან აპრილობს,“ მისთვის „აუხდენელი ზღაპარია,“ მაგრამ იგი მაინც მოთმინებით ელის სიყვარულის კუნძულზე თავისი ოცნების კაპიტანს. სამწუხა-როდ, კომპასი სხვა მიმართულე-

ბას აჩვენებს... მაშინ კი საყვედური წამოცდება პოეტს:

„ვაი, რა ცუდად გიცვნივარ,რა ტყვილად გდებდი იმედებს,მე ათი გულის ღირსი ვარ,შენ ერთიც ვერ გაიმეტე.”შეყვარებული პოეტი გაუნელე-

ბელი ცეცხლით იწვის. მაგრამ მას-ში ქალური სიამაყე ძლევს: „მოვკ-ვდები, მაგრამ არ დაგანახვებ, არ დაგანახვებ, როგორ ვტირივარ.“

ძალზე ამაღლებული და ამა-ღელვებელია ნაზი კილასონიას პროზაული ნაწარმოები „წერილი მარადიულს.“ კვლავ უპასუხო სიყვარული, ტანჯვა, მაგრამ არც ერთი საყვედური. ვინ არის იგი? არ გვინდა, ნუ განვიკითხავთ. თავად პოეტი არსად ახსენებს მის სახელს, საოცრად უფრთ-ხილდება... წლების შემდეგ თით-ქოს ინანიებს თავის სიყვარულს, ბოდიშობს: „მე ვიცი ახლა, შთა-გონებისთვის მიყვარდა ყოველთ-ვის,“ და შემდეგ: „შარშან მეგონა, მიყვარდა და მთელი ციკლი დავწერე. ეს ლექსები ჯერ არ გამომიქვეყნებია, მრცხვენია გამოქვეყნების, - ორმოცდაათი წლის ქალი სატრფიალო ლირი-კას წერსო.“ პოეტს სიკვდილამდე უყვარდა თავისი იდეალი. ნაზი კილასონიას სწამდა სულის უკვ-დავების, იმქვეყნიური ცხოვრების. ამიტომ წერდა:

„ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ,

ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს.”

ნაზი კილასონიას ტრაგიკული ბედი დაჰყვა. შვილის დაბადე-ბამდე ლექსი დაიბადა - „გიო.“ სულისშემძვრელი იყო დედობას-მოწყურებული პოეტის ნატვრა, მოლოდინი.

„გიო! თვალები ღამეებს ათევს,გიო! ხელები ლოდინით დაჭკნა,შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი,შენ უნდა ნახო მთიანი რაჭა.შენ უნდა გქონდეს

მამის თვალები,შენ უნდა გქონდეს

შუბლი მამისა,მე შენ სიცოცხლეს მოვეძალებიდა გულის კოვზთან

თრთოლვით ჩაგისვამ...”მოვიდა ნანატრი გიო, შემდეგ

ოთარი, კახა, მაგრამ შვილების დაბადებასთან ერთად თურმე ტრაგიზმიც იშვა, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. გიო და ოთარი ერთდროულად საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპნენ.

ნაზი კილასონია სიცოცხლეს თავის ლექსებში აგრძელებს. ლექსი კი წიგნის მეშვეობით მიდის მკითხველამდე.

როგორც დასაწყისში ვთქვი, რამდენიმე ათეული წელიწადია, პოეტის ლექსები არ გამოცემულა. ჩვენ, მის მკითხველებს, დიდი სურვილი გვქონდა ნაზი კილასო-ნიას ახალი პოეტური კრებულის ხილვის. მე და პოეტის მეგობარ-მა, საქართველოს დამსახურე-ბულმა ჟურნალისტმა ნანული ბუკიამ ამ სურვილით მივმართეთ გამომცემლობა „ინტელექტის“ თავკაცს, ბატონ კახმეგ კუდავას. მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ყურადღებისთვის. მან, ქართველი მწერლების გულშემატკივარმა, დაარღვია ნაზი კილასონიას შე-მოქმედებითი დუმილი და პოეტის ასი ლექსი შესთავაზა მკითხველს. ამით ახალი სიცოცხლე შთაბე-რა პოეტის ლეექსებს და შექმნა საფუძველი სამომავლოდ ნაზი კილასონიას სათანადოდ დაფა-სების.

ორი ლამაზი საღამო ვუძ-ღვენით ნაზი კილასონიას და მკითხველს შევახსენეთ მისი შე-სანიშნავი პოეზია. საღამოს ვუძღ-ვებოდი თქვენი მონა-მორჩილი. მადლიერება მინდა გამოვხატო რადიოს ჟურნალისტის, ივანე ჯაფარიძის მიმართ, რომელმაც სპეციალური გადაცემა უძღვნა პოეტს. გადაცემაში თემურ ჩა-ლაბაშვილი, ნანული ბუკია და მე ვმონაწილეობდით. მოგონებებში კიდევ ერთხელ გავაცოცხლეთ პოეტი, გაჟღერდა ნაზი კილასო-ნიას შესანიშნავ ლექსებზე („ციცი-ნათელები,“ „გამარჯობა, მაისო,“ „ყველა სათავისოდ დაგვკანკა-ლებს,“ „ნუკრია,“ „შენი თვალების დაღლილი ეშხი“) დაწერილი სიმღერები. დიდი მადლობა ამ სიმღერების მოწოდებისთვის სქართველოს რადიოს „ოქროს ფონდის“ ჟურნალისტებს.

პოეტი იზა ორჯონიკიძე წერს: „დღევანდელ საქართველოს, - გა-ჭირვებულსა და თავგზაააბნეულს, - ჩემი დაკვირვებით, პოეტზე მეტად ექიმი-ფსიქოთერაპევტი უფრო სჭირდება, მაგრამ მჯერა და ვიცი, - ის დროც აუცილებ-ლად დადგება, როცა ჩვენი ერი პოეტსაც მოისაკლისებს, ყველას მოიკითხავს - დიდებსაც და მოკრ-ძალებულებსაც.“

ჩემდათავად დავამატებდი, - ნაზი კილასონიას, პოეტს, მთარგ-მნელს, ჟურნალისტს, უეჭველად მოისაკლისებს ერი, ახალგაზრ-დობა და მას დიდ მწერალთა შორის მოიკითხავენ.

ლინა ბარათაშვილიპოეტი, საქართველოს

დამსახურებული ჟურნალისტინიკო ნიკოლაძის, დავით აღმაშენებლის, ბავშვთა

საერთაშორისო ფონდის პრემიების ლაურეატი

ხარაგაულის საპატიო მოქალაქე

პოეტური აღსარება

Page 4: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

4 xtvb [fhfufekb 29 იანვარი, 2016 წ.

საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავსრა მალე შემეხმიანე

პასუხ აგზავნე დისადა,ბაასი არ დამზარდების,ენაფხიანი ძმისადა.არ ვიარსებოთ, ვიცხოვროთსტუმრებ ვართ წუთსოფლისადა,ხვალ თუ ზეგ უნდა ვემზადოთუძლურებ, სიკვდილისადა.რძალიც ვაფასოთ, სიძეცა, ძაღლ არ გვიგზავნონ მკვდრისადაან არ მაგვიწნან გოდორი - გაგვწირონ მაღალ კლდისადა.ვის მიუღია სანაცვლოდათესილ სიკეთისადა,სავაჟაოში გაზრდილებსფიქრის ცნობაც გვაქვს კლდისადა. მშობლებმაც ბევრი იწვალეს,გვამზადეს ცხოვრებისადა,

ქრისტიანების ვალიაარდალოდება მკისადა.ნუგეშის არდავიწყება,თბილ სიტყვა ერთურთისადა,ჩვენ რომ ნათელ გზას გავუდგეთ,გვიჯდისავ ფასად რისადა.უკვე ასაკში შევდივართ,კუთვნილ ვართ

შვილ-შვილისადა,დარჩენილ წლებს მათ ვაჩუქებ,-პატრონებს საფლავისადა.არად ჩავაგდებ სიცოცხლესმარიამ, გიორგისა დაღმერთმა ისინი მიცოცხლოსჩემ თავ თუნდ მისცეს წყლისადა,მათი ამქვეყნად მოვლენითმადლობელი ვარ ღვთისადა.

ზინაიდა ნამგალაური

იუსტიციის სამინისტროს საჯა-რო რეესტრის ეროვნული სააგენ-ტოს საკუთრების უფლების თანაბარ უფლებებთან დაკავშირებით კონ-სულტაციისთვის მოქალაქეები აქ-ტიურად მიმართავენ. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა პროექტის „გენდერი და საკუთრება“ განხორ-ციელება დაიწყო, მოქალაქეები საკუთრების განაწილების პრო-ცესში გენდერული თანასწორობის პრინციპებით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან.

პროქტის „გენდერი და საკუთ-რება“ ფარგლებში საჯარო რეეს-ტრი მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანია სწორედ საკუთრების განაწილები-სას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფ-ლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს კანონმდებლო-ბით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზ-ღუდვა ქალების მიერ უძრავი

ქონების ფლობის, იჯარით გა-ცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრე-ბის თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებას-თან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანე-ლობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრე-ბის უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

საჯარო რეესტრის საინფორმა-ციო კამპანიის ფარგლებში, მოქა-ლაქეებს აღნიშნულ თემაზე უფასო კონსულტაციის მიღება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგა-დოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. ამას გარდა, თითოეულ რეგიონში ჩატარდება შეხვედრებიც, რომ-ლის დროსაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. დარიგდება ბროშურები და ბუკ-ლეტები.

„გვსურს, ჩვენი უფლებამოსი-ლების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის გან-ხორციელებაში და ხელი შევუწ-ყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც

კანონითაა გათვალისწინებული“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდო-მარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინ-ფორმაციო მასალების გავრცელე-ბითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელს უწყობს მოქალაქე-ების ინფორმირებულობის გაზრ-დას, ქონებრივი უფლებების სა-მართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სა-ხის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

საჯარო რეესტრის ოფიციალუ-რი მონაცემებით, 2010-2015 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 1 434 478 ფიზკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 56,1% კაცია და 43,9% - ქალი. ქალები საკუთრების უფლების რეგისტ-რაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კა-ცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტ-ში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლ-ნისში, მარნეულში, ონში, ცაგერ-ში, საჩხერეში, წალკაში, საგარე-ჯოში, გურჯაანსა და ყვარელში).საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამსახური

27-29 იანვარს ქობულეთში, გარემოსა და ბუნებრივი რე-სურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სატყეო დარგისა და, კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრა-ტეგიის წინასწარი მონახაზის შე-სამუშავებლად, სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაში მონაწი-ლეობს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.

გარემოსა და ბუნებრივი რე-სურსების დაცვის სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ სამი-ნისტრო იწყებს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირებას.

ტყე საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 40%-ს მოიცავს, ხოლო მისი მდგრადი მართვა და სატყეო სექტორის სტრატეგიული განვითარება ერთ-ერთ პრიორი-ტეტულ საკითხს წარმოადგენს. სატყეო სექტორის დაგეგმვა მო-იცავს საკითხების შეთანხმებას ისეთ სექტორებთან, როგორე-ბიცაა: ეკონომიკა, ფინანსების მართვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, რაც პირდაპირ უკავშირდება მო-სახლეობის კეთილდღეობას.

სატყეო დარგისა და, კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს

განვითარების სტრატეგიის წინას-წარი მონახაზის შესამუშავებლად, ქობულეთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები და დაინტერესე-ბული მხარეები, უკვე მესამე დღეა, მსჯელობენ საკვანძო საკითხზე, - „რა არის საჭირო ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმატებით რეფორმირებისათვის სატყეო სექტორის მდგრადობის უზრუნ-ველსაყოფად“.

ამ საკითხის განხილვაში სა-ხელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო, კერძო და ადგი-ლობრივი ორგანიზაციების 30 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ქვეყანაში, ე.წ. ღორის გრიპის მხრივ, სიტუაცია კონტროლირე-ბადია, საშუალო დონის მაჩვენე-ბელი გვაქვს. ყველაზე რთული პერიოდი იყო 2010-2011 წლის სე-ზონი. დღეს 100 000 მოსახლიდან 240 ადამიანს აქვს ეს ვირუსი. ეპი-დემიის ზღვარი კი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს.

H1N1 ვრცელდება ადამიანი-დან ადამიანზე, სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვა-ნი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებულ საგანთან შენა-ხები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით.

ინფიცირებული ადამიანიდან H1N1 ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელ-დეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს

ნიშნავს,რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადე-ბულია და ინფექციის გამავრ-ცელებელი იყოს. დაავადებული ინფექციის გადამდებია სიმპტომე-ბის გამოვლენიდან შვიდი და მეტი დღის განმავლობაში; ბავშვები კი უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

H1N1გრიპის სიმპტომებია: თა-ვის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა, ხველა. შედარებით იშვიათად ერ-თვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. ამ სიმპტომე-ბის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პროფილაქტიკისათვის მნიშვნე-ლოვანია საკუთარი ჯანმრთელო-ბის გაფრთხილება: სრულფასოვა-ნი ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდე-

ნობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.

ღორის გრიპისგან (H1N1) თავ-დაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა ხშირად თბილი წყლითა და საპნით ანს-პირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტუ-რია.

მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგი-ლებს, სადაც მეტია შანსი დაინფი-ცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.

მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირდაპირ კონ-ტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინე-ბის ან ხველების დროს ჰაერში გა-ფანტული ვირუსული წვეთებისაგან.

ლელა კაციტაძეხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თანაშემწე

რა უნდა ვიცოდეთ ღორის გრიპის (H1N1) შესახებ

სატყეო სექტორის რეფორმირებისთვის

მომწყურდა შენთან ბაასი, კაფია ნათქვამ ძმისადა,ბოლოსდაბოლოს ვეღირსეგამოტანებულს რძლისადა.კარგია, თუკი ვიცხოვრებთ,ვით სტუმარ წუთსოფლისადა,მაგრამ სამზადის ადრეაგარდუვალ სიკვდილისადა.ჩვენგან მადლ არვის აკლია,ძაღლს ვერ დაგვიკვლენ

მკვდრისადა,გოდორსაც არ ვიმსახურებთსაძღვენოდ მაღალ კლდისადა.

უფალი ღმერთი დაგვლოცავსდათესილ სიკეთისადა.ჩვენ ხომ სულ მუდამ წესად გვაქვსარდალოდება მკისადა,სითბო, ნუგეში ვაფრქვიოთგარშემო მყოფებისადა,ყველგან ნათელ გზით ვიაროთ,თავ დავდოთ შვილ-შვილისადა.ჯანი, გონება გვიმაგროსუფრო მეტ სიკეთისადა,ებრწყინოს ქართველთ მოდგმასა,მთხოვნელ ვიქნები ღვთისადა.

ნიკო წიკლაური

ნუგეშისა ზინაიდა ნამგალაურს

პასუხი ნიკო წიკლაურს

წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, გეოლოგიური პროცესების შესწავ-ლის შემდეგ დოკუმენტში ასახეს შემარბილებელი, მთის ფერდების გამაგრების, ღონისძიებები, რაც მშე-ნებლობის პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება.

გარემოზე ზემოქმედების თვალ-საზრისით მნიშვნელოვანია მეცხრე გვირაბის შესასვლელი პორტალის, სამშენებლო ბანაკიდან, სოფელ ზვარემდე დარჩენილი და სოფლი-დან მერვე გვირაბის შესასვლელს შორის ტერიტორია. ეს ტერიტორი-ები გატყიანებულია, შესწავლილია ცხოველთა და მცენარეთა სამყარო. მცენარეთა სახეობებიდან ორი სახეობაა საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი. ძირითადად მეორადი ტყეებია, მაგრამ დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის გამო მაინც მაღალი რისკია ცხოველთა სამყაროს შევიწროვების თვალსაზ-რისით.

რაც შეეხება დასახლებულ პუნქ-ტებზე ზემოქმედების რისკებს, მნიშვ-ნელოვანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ხმაური, ნარჩენების მართ-ვის საკითხები. დათვლილია ხმა-ურის გავრცელება, ატმოსფერული ჰაერის ემისიები და პრაქტიკულად პრობლემა არ იქნება. პრობლემაა ავტომობილების მოძრაობა, რაზეც გათვალისწინებულია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

მშენებლობის ზონაში ხვდება მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთები და სახლები. როცა პროექტის მარშ-რუტები საბოლოოდ დადგინდება, დაიწყება განსახლების საკითხებზე მუშაობა.

ხმაურის გავრცელება სარისკოა ზვარესა და ანეულას ტერიტორი-აზე მატარებლების მოძრაობისას. გთვალისწინებულია ხმაურდამცავი ღონისძიებები, ტერიტორიის გამწ-ვანება სახეობებისა და სიხშირის მიხედვით. შეიძლება საჭირო გახდეს ხმაურდამცავი ეკრანების მოწყობაც.

საინჟინრო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კველევების მიხედვით, ზვარეს მინერალურ

წყალზე ნეგატიური ზემოქმედება გამორიცხულია. დამონტაჟებუ-ლია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ქანების გადაადგილებას და უწყვეტ რეჟიმში გადასცემს ინფორმაციას. მშენებ-ლობა ზვარეს მინერალური წყლის ოცდამეათე მოქმედი ჭაბურღილი-დან 15 მეტრითაა დაშორებული.

გვირაბის მშენებლობის პრო-ცესში მნიშვნელოვანია ნარჩენების პრობლემა. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის ტერიტორიაზე 15 სანა-ყაროა. იგეგმება სოფელ ნუნისის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე პირნათლის ხევში ნარჩენების გან-თავსება. შემუშავებეულია ნარჩე-ნების მართვის გეგმა. ნარჩენების მართვის კოდექსი მკაცრ მოთხოვ-ნებს აწესებს.

იმისთვის, რომ ცვლილებაზე გა-რემოს დაცვის სამინისტრომ დადე-ბითი ეკოლოგიური დასკვნა გასცეს, საქართველოს რკინიგზას მოუწევს გარემოს დაცვის სამინისტროს 24 შენიშვნის გათვალისწინება.

შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობა დაინტერესდა როგორც ეკოლო-გიასთან დაკავშირებული, ისე გან-სახლების საკითხებით.

გიორგი ზაზაშვილი ამბობს, რომ განსახლების საკითხზე ჯერ-ჯერობით დეტალურად ვერ ისაუბ-რებს. მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ, წინა პროექტისგან განსხვა-ვებით, ზვარეს სკოლა რკინიგზის მშენებლობის ზოლში არ ხვდება. მომავალი კვირიდან „საქართ-ველოს რკინიგზა“ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხზე იმუშავებს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტის განხორციელების მუდ-მივი მონიტორინგი და კომუნიკაცია ადილობრივ მოსახლეობასთან, რათა თავიდან ავიცილოთ გასულ წელებში მშენებელი ორგანიზაციის თვითნებური ქმედებები.

შეხვედრის ამსახველ ვრცელ მასალას გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

ნინო კაპანაძე

„ზვარეს მინერალურ წყალზე ნეგატიური ზემოქმედება

გამორიცხულია“პირველი გვერდიდან

Page 5: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

5xtvb [fhfufekb29 იანვარი, 2016 წ.

ლელა თაბუკაშვილის მონატრება

დაბადების დღეს გილოცავთ, შვილო, ლელა

მეუღლე გულიკო ნიქაბაძე, შვილე-ბი ინგა, ალეკო, ფისო ხომასურიძეები, რძალი მაკა გაგნიძე, სიძეები ამირან ბაკურაძე, ლევან წიფლაშვილი, ძმის-შვილები, შვილიშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

რევაზი (რევიკო) ალექსანდრეს ძე ხომასურიძე.

დაკრძალვა 31 იანვარს დაბა ხარა-გაულში 14:00 საათზე.

რომან შავიძისა და გულიკო ჭარ-ბაძის ოჯახი დიდი გულისტკივილით იზიარებს ოჯახის მწუხარებას

ბონდო კვირიკაშვილისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს მის საყვარელ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებს საიმედო და ღირსეული ადამიანის დაკარგვის გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს ლიზა ბენ-დიაშვილს რძლის

ნათელა სუჯაშვილისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებს განსვენებულის ოჯახს.

ნელი შარიქაძე, დათო, ბესიკ, მაია მაღრაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარე-ბას გამოვხატავთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ მანანა კიკნაძეს ძმის, მა-დონა, ლელა, ნატო, სალომე უჩიძეებს ბიძის მანანა ხუციშვილს მეუღლის, მიშიკო, გიორგი, ბექა კიკნაძეებს მამის

დათო კიკნაძისგარდაცვალების გამო.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტ-რი - ხარაგაულის“ თანამშრომლები თანაუგრძნობენ ნანი არევაძეს და გია ბერაძეს დედამთილისა და დედის

აზა შარიქაძისგარდაცვალების გამო.

თამაზი გოგოლაძე, დარეჯან ოკრი-ბელაშვილი ოჯახით დიდი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ბონდო პავლეს ძე ბლუაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ გიორგი

გოგოლაძეს სიმამრის გარდაცვალების გამო.

თამაზი გოგოლაძე, დარეჯან ოკ-რიბელაშვილი დიდი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თანაკ-ლასელი

მარინა შოთას ასული რობაქიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს მზია გიგაურს მამამთილის

ივანე ციცქიშვილისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ნელი ლაცაბიძე, თამაზი, ნიკო, ეკა და ვანო ღამბაშიძეები თანაუგრძნობენ შორენა და ნინო ჭანკოტაძეებს დედისლიანა (ლია) დავითის ასულ ჩიტაძე

- ჭანკოტაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ლევან, გიზო, თამრიკო, ელდარი, ჯენერი, ნუნუ, გიზო, რამაზ ბუაჩიძეები იუწყებიან

გრიშა ბუაჩიძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციისა და სტამბის 1980-90-იანი წლების კოლექტივი თანაუგრძნობს გულიკო ნიქაბაძეს მეუღლის

რევიკო ხომასურიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კო-ლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება

მარინა რობაქიძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებს განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სამძიმარს უცხადებს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგს მანანა კიკნაძეს ძმის და №2 საჯარო სკოლის პედაგოგს ლიანა სარალიძეს ბიძაშვილის

დავით კიკნაძისგარდაცვალების გამო.

ვენერა კიკნაძე, პაატა სვანიძე, გია შარიქაძე, ალეკო გელაშვილი, სული-კო კაპანაძე, გივი ჭყოიძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

სერგო ბუაჩიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

მუდმივი მონატრება და ცრემლი დატოვე ჩვენს გულში, შვილო. შენი სიკვ-დილი აუწერელი ტრაგედიაა ჩვენთვის, შენი ტანჯული მშობლებისათვის. რაც დრო გადის, უფრო მწარედ გვენატრები და ეს მონატრება ჩვენთვის უსასრულოა. ძნელია უშენოდ ყოფნა, ჩვენო თვალხა-ტულა გოგო, მელანდები და შენი ხმა ჩა-მესმის... ყოველი წუთი შენ თავს მაგონებს, მუდამ ალალო, უთქმელო, ნათესავების მოსიყვარულე და მეუღლის ერთგულო, შვილის სიყვარულით გაუმაძღარო დედა.

ჩემო გმირო შვილო, როგორ გმი-რულად მღიმარმა შეაბიჯე საოპერა-ციოს კარი. ჩაეხუტე შენს პატარას და მე ჩამაბარე. ვერ გიშველეთ, დედი. შენ ხომ სიკვდილი არ გინდოდა და სულ რამდენიმე დღეში გახდი მარადისობის თანაზიარი. გიყვარდა ყველა და უყვარ-დი ყველას. წახვედი და შენი შვილის

სურნელი გაიყოლე. შენს შვილს დედის სითბო სჭირდება, რაც შეუცვლელია.

მუდამ თვალცრემლიანი უცქერიან შენს სურათს შენი ნაღვლიანი მამა, შენზე უზომოდ შეყვარებული ბებო და ბაბუა, შენი ძმა ირაკლი, ბიძა კახა, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს შენს შვილს.

ერთ რიცხვსა და ერთ თვეში დაბა-დებული და-ძმანის დაბადების დღეს სიხარულით აღვნიშნავდით. მაგრამ წელს უშენოდ აღვნიშნავთ. ჩვენი გულის ნახევარი მოგვგლიჯე. შენს საფლავს მუდამ სტუმრობენ შენი მე-გობრები და ნათესავები, შენი გულმკ-ვდარი მეუღლე და მშობლები. დიდი სიყვარულით იცხოვრე 30 წელი და შენი ალალი სული ზეციურ სამყაროს მიაბარე. 30 იანვარი შენი დაბადების დღეა. ცრემლებით გილოცავ დაბა-დების დღე, ჩემო უღალატო შვილო. 31 წელი შეგისრულდებოდა. შენი სული გაიგებს, ალბათ, შენი პატარა როგორ შესცქერის შენს სურათებს. დალოცე შენი უსაყვარლესი შვილი, რათა ჯანმრთელობა არ მოაკლოს ღმერთმა. შენს ლამაზ სულს დავიწყება არ უწერია. ჩვენ მუდამ გაწამებული სიცოცხლით ვიცხოვრებთ, მაგრამ მუდამ შენთვის ვილოცებთ. შენს ლამაზ შვილს კი სანიმუშო ვაჟკაცად აღვზრდით. უფალი ფარავდეს ლელა თაბუკაშვილის სპეტაკ სულს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო შვილო.

დედა მაია ბუაჩიძე, მამა გიზო თაბუკაშვილი

31 იანვარს ერთი წელი შესრულ-დება, ამირან, რაც სიცოცხლით სავსემ ამქვეყნიური ცხოვრება დატოვე და სამუდამო სასუფეველში წახვედი. ეს თარიღი მძიმე და მტკივნეულია თქვე-ნი მეუღლისათვის, შვილებისათვის, შვილიშვილებისათვის, რომლებიც უსაზღვროდ გიყვარდა. მტკივნეულია შენი მეგობრებისათვის, ახლობლები-სათვის, - ვინც გიცნობდა. უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გაგაცილა.

შრომისმოყვარე იყავი. შრომას ბავშ-ვობიდან შეეჩვიე. 12 წლის ასაკიდან გვერდში ედექი დედას ოჯახის გაძღო-ლასა და შენი ძმების აღზრდაში. მაშინ მამას ფიზიკურად და ეკონომიურად ოჯახის დახმარება არ შეეძლო. არ არ-სებობდა საქმე, რომელიც შენი ხელიდან არ გამოდიოდა. შრომით გადაღლილი

მეგობრებთან სუფრაზე ისვენებდი. გიყვარდა სუფრა, სტუმარი. შაბათო-ბით თბილისიდან რომ ჩამოდიოდი, მოგვნახავდი, მანქანის საბარგულიდან პროდუქტებს ამოალაგებდი; იტყოდი, - სუფრა გაამზადეთ, ოჯახს დავხედავ და ორ-სამ საათში თქვენთან ვიქნებიო.

პურ-მარილიც გამორჩეული იცოდი. სუფრასთან გიყვარდა საინტერესო ამბებისა და ანეგდოტების მოყოლა. პირველი მაჭარი შენ უნდა მოგეტანა, - იტყოდი ბიჭებო გავსინჯოთ, ჭიქებს შეავსებდი და უფალს ადიდებდი.

საოცარი გული გქონდა. მტკივნე-ულად განიცდიდი სხვის გაჭირვებას, ცუდ ამბავს. შეძლებისდაგვარად ეხ-მარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. არა ერთ ადამიანს დახმარებიხარ და დაგისაქმებია. რამდენი კეთილი საქმე გაქვს გაკეთებული.

ერთი წელი გავიდა, რაც შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ. ძნელია, რომ ეს დაიჯერო. შენ ყოველთვის ჩვენთან ხარ. სუფრა არ არის, რომ შენი სად-ღეგრძელო არ შეისვას. ვიხსენებთ შენს ნაამბობ ამბებს, მუდამ ჩვენ ფიქრებსა და მოგონებებში ხარ.

უფალმა დაგამკვიდროს სასუფეველ-ში. მსუბუქი იყოს შენი მშობლიური ხუნე-ვის მიწა, რომელიც საოცრად გიყვარდა.მურმანი ლომიძე, თამაზი, თენგიზი,

თემური გოგოლაძეები, ნუგზარი შარიქაძე, გიული, დიმიტრი

ბლიაძეები, მურთაზი, ზურაბი ციცქიშვილები

ამირან ლომიძის გახსენება

თქვენმა ოჯახმა ორი უცოლშვილო ვაჟი შესწირა მეორე მსოფლიო ომს. მერე თქვენ გაჩნდით უმცროსი ძმის

შვილები, ისევ აღორძინდა ფუძე. სამ და-ძმას გიხაროდათ ცხოვრება. ადრეულ ასაკში მიეჩვიე დამოუკი-დებლობას. რუსთავში ახლობლების დახმარებით შეისწავლე ელექტრო-საქმე. ოჯახსაც იქ მოეკიდე. მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ.

ჩერნობილში წახვედი სამუშაოდ, ალ-ბათ იქ დაგერღვა ჯანმრთელობა, დიაბე-ტი გაგიჩნდა. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაკარგე. გაუსაძლისი გახდა ყოფა.

ჩინწართმეული უშუქო თვალითვეფერებოდი ბანსა და ერდოს,წყვილ ვაჟს გიტოვებ, მამულო ჩემო,რომ მათი გარჯა ეზო-კარს ერგოს.

უახლოესი მეზობლები

გრიშა ბუაჩიძის გახსენება

30 იანვარი შენი დაბადების დღეა, ლელა, ჩემო პატარა მეგობარო და დიდო ტკივილო. ძნელია შენზე წარსულში საუბა-რი, ძნელი და წარმოუდგენელი. გვენატ-რები ყველას, - შენს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს და იმ ორ პატარა სოფელს,

სადაც შენ დაიბადე და გაიზარდე. ხარობს ნერგი, რომელიც შენ დარგე ამქვეყნად. იძინე მშვიდად, ჩემო პატარა მეგობარო იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ღმერ-თმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ლელა

ლელა თაბუკაშვილი-ნებიერიძის მონატრება

ნაადრევი იყო, ბონდო, შენი გარდაცვალება. 76 წელი არაფე-რი არ იყო თქვენისთანა კეთილი ადამიანისათვის. დიდი ამაგი მიგიძღოდა არა მარტო ჩემს მი-მართ. ბევრ ადამიანს ეხმარებოდი და გვერდით ედექი. ამქვეყნიდან მოულოდნელი და ნაადრევი წასვლით გული ატკინე მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, რძალს და ყველა კეთილ მეზობელსა და ნათესავს. დალოცვილი დატოვე თქვენი ალალი შრომით შექმ-ნილი ოჯახი. ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ შენი წმინდა სულისთ-ვის და არ ჩავაქროთ შენი ხსოვნის სანთელი.

ნათელა ცხვედაძე ოჯახით

ჩემო ნათლია

2016 წლის 19 იანვარი, ნათ-ლისღების დღესასწაული... გული მტკივა, ყოველ ნათლისღებას გირეკავდი და გილოცავდი, ჩემო ნათლია. ახლა კი ვეღარ დავრეკე, - რა ვუთხრა შენს გულმოკლულ მეუღლეს. ორიოდე თვის წინ დაგვ-ტოვე და გადასახლდი სამუდამო სასუფეველში. ყველას, ვინც გიცნობ-და, გული დაწყვიტა კეთილი კაცის - თენგიზ ზუმბაძის გარდაცვალებამ. მე კი განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი ერთადერთი და ძალიან საყვა-რელი ნათლია იყავი.

ახლა კი ნათლისღებას ბევრი სანთელი დავანთე ეკლესიაში შენი სულის მოსახსენებლად. უფალმა ნა-თელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

ნათლული გულიკო ჭარბაძე

ბონდო კვირიკაშვილის

ცრემლიანი მოგონება

ლელა, ძალიან მენატრები. ყველას გვენატრები, ჩემო ლამაზო გოგო. 30 იანვარი შენი დაბადების დღეა, - 31 წლის გახდებოდი ჩემო სიცოცხლით გაუმაძღარო. შენ ხომ სიყვარულით განვლე ღვთისგან ნაბოძები დრო. იყავი საუკეთესო შვილი, შვილიშვი-ლი, დისშვილი, ძმისშვილი, მეუღლე. იქნებოდი საუკეთესო დედა, - რომ დაგცლოდა. გაუსაძლისია უშენობა. დრო ვერ აყუჩებს შენი დაკარგვით გაჩენილ იარებს. თვალი და გული ყველგან გეძებს და გელოდება. შენ კი არსად ჩანხარ. შევხაროდი შენს ლამაზ ქმარ-შვილს. ნაადრევი გამოდგა ეს სი-ხარული. შენი გიორგი ძალიან ლამაზი ბავშვია, თბილი, მოსიყვარულე, ხალი-სიანი. სულ შენ გგავს. არაფერი მოაკ-ლდება, მაგრამ თავისი დედის სითბო და სიყვარული აკლია. ბედნიერება უზომო დარდმა, მომავლის იმედი კი გაუსაძლისმა მონატრებამ შეცვალა. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულს, სიკეთით აღსავსეს, სულიერად მდი-

დარს, უბოროტოს, ადამიანების მოყ-ვარულს დიდხანს უნდა გეცხოვრა ბედნიერად. შენ კი ნაადრევად დატოვე ეს წუთისოფელი. აგინთებთ სანთლებს. გულმხურვალედ შევთხოვთ უფალს, რომ ნათელში ამყოფოს ლელა თა-ბუკაშვილის სული.შენი მამიდა გულიკო თაბუკაშვილი

უშენოდ მოვიდა, შვილო, შენი ოქ-როს დაბადების დღე, - 29 იანვარს 29 წლის გახდებოდი. როგორ ნატრობდი და ოცნებობდი ამ დღეზე, - ცოლ-შვი-

ლით შევხვდები ჩემს ოქროს დაბადე-ბის დღესო, - ამბობდი. არ აგისრულდა ეს ოცნება. 23 წლის ასაკში შეწყდა შენი ყველა ოცნება. ფრთამოტეხილი დაგვ-ტოვე ოჯახის წევრები.

შენი ამქვეყნად ცხოვრების 23 წლის მანძილზე დატოვე უდიდესი სიყვარული, სითბო და კაცური კა-ცობა. იმის მიუხედავად, რომ შენი გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავი-და, დღემდე დიდი სიყვარულითა და სითბოთი გიხსენებს ყველა, ვისთანაც კი გქონია ურთიერთობა. 29 იანვარს მოვალთ შენს სასუფეველთან. საჩუქ-რად გექნება უამრავი ცრემლი. აგინ-თებთ სანთლებს. ჩავეხუტებით შენს მომღიმარ სახეს ცივ ქვაზე და შევთ-ხოვთ უფალს, რომ მშვიდად იძინო, ჩვენო სიცოცხლევ, ბაზალეთის მიწაზე.

შენი დედ-მამა

კოტე მამუკაშვილის ოქროს დაბადების დღე

29 იანვარს 29 წელი შეგისრულდე-ბოდა. ამ დღეს ერთად უნდა აღგვენიშნა შენი ოქროს დაბადების დღე, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება. დრო სამუ-დამოდ გაჩერდა იმ საბედისწერო ღამეს. წახვედი და დაგვიტოვე უსაზღვრო სევდა და ტკივილი. მას შემდეგ შენს საფლავზე ვხვდებით ამ დღეს შენი ახლობლები. ახლაც მოვალთ, ავანთებთ სანთლებს და გავიხსენებთ შენთან ერთად გატარე-ბულ წუთებს. უფალს შევთხოვთ, რომ ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.

ნათლია იური ნანიტაშვილი

კოტე მამუკაშვილის ხსოვნას

Page 6: „დიდი სიჭკვიანე ვერ არის ჟურნალისტებისთვის შეხვედრის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/3-669-2016w.pdf ·

6 xtvb [fhfufekb 29 იანვარი, 2016 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ვულოცავთ!

სამეუფეო წირვა ხარაგაულში ვულოცავთ როზა, ჯემალ, შოთა,

ნატო მუმლაძეებს შვილის და ძმის ბედნიერებას. ახალდაქორწინებუ-ლებს თამაზ მუმლაძეს და ნინო წე-რეთელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს და ყოველივე საუკეთესოს. ღმერთი იყოს მათი და მათი ოჯახის მფარველი.

ზაირა და ნინო შავიძეები

მანანა და რუსუდან კიკნა-ძეებს ვულოცავთ შვილიშვილების იოანესა და მიქაელის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცებს ჯანმ-რთელობას, ღვთის წყალობასა და ბედნიერ მომავალს.

საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ იანვარში დაბადებუ-ლებს მაია გელაშვილს, ირმა ჩა-ჩანიძეს, ლორეტა ჯურხაძეს და მალხაზ გელაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებთ მათ სიხარულს, ჯანმრთელობას, სიკეთესა და ყვე-ლაფერს საუკეთესოს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ნათია გურგენიძესა და რობიზონ გრიგალაშვილს ვა-ჟიშვილის, მარინას - შვილიშვილის, ნატოს დისშვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარას ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს დედმამიშვილებთან ერთად.

იზო კურტანიძე ოჯახით

ვულოცავთ კულტურის ცენტრის თანამშრომელს ლეილა მესხს დედის, ვერა კვინიკაძის, დაბა-დების დღეს, - 90 წლის იუბილეს. ღვაწლმოსილ პედაგოგსა და ვე-ტერანს ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, დიდხანს სიცოცხლეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფალი მას და მის ოჯახს.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახ. კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

მარგვეთისა და უბისის ეპის-კოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად წელს პირველი სამეუფეო წირვა აღავლინა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სა-ხელობის ტაძარში.

წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და წაკითხუ-ლი სახარება განმარტა:

„დღევანდელი სახარებიდან მოვისმინეთ, რომ უფალმა მოღ-ვაწეობა სინანულზე ქადაგებით დაიწყო. სინანულის გარეშე არ არსებობს უფალთან მიახლება. რწმენასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს მადლი, რომ დაუახლოვ-დეს უფალს. მადლი კი მოიპოვება გულწრფელი სინანულით.

თითოეული ჩვენგანი ვართ

ცოდვილები და ჩვენ რომ ეს განც-და არ გვქონდეს, ვერ გავხდებით უფლის თანაზიარნი. ქრისტეს მო-ციქულები ამ სიტყვებით იწყებდნენ და ასრულებდნენ თავიანთ ქადაგე-ბას - შეინანეთ. სინანულის გარეშე არ მოხდება ადამიანის სულიერი წინსვლა. ვცოდავთ ყოვედღიურად და ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ყოველდღიურად უნდა განვიცდი-დეთ ამ ცოდვებს. უფალმა მოგვ-მადლოს სინანული და განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ყველამ ჩვენს ცოდ-ვებს მივხედოთ. თუ ვინმე ვხედავთ ცოდვილს, ვილოცოთ მისთვის და ნუ გვავიწყდება ჩვენი ცოდვები.

შეიძლება მთელი დღის გან-მავლობაში არ გაგვახსენდეს ჩვენი ცოდვები, მაგრამ როდესაც

საღამოს უფლის წინაშე წარვდ-გებით, სინდისი ხომ გვამხელს, სინდისი, რომელიც არის ღვთის ხმა თითოეულ ადამიანში, მას ხომ ვერ მოვატყუებთ.

ამ წელს პირველად ვწირავ ხარაგაულში და გილოცავთ ახალ წელს. თითოეული წელი ყოფი-ლიყოს საუკეთესო გასულ წელ-თან შედარებით ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს მის სიყვარულში, რაც იქნება საწინდარი იმისა, რომ მოგვეცემა მოყვასის სიყვარული. შემდეგ აღარ განვიკითხავთ სხვას და ვიტირებთ მხოლოდ ჩვენს ცოდვებზე.

ღმერთმა დალოცვილები და დღეგრძელები გამყოფოთ. იხა-რეთ ორსავ სოფელსა შინა.“

დ. ხარაგაული29.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;30.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;31.01 - მზიანი დარი, დღე +9ºC,

ღამე +2ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +5ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +4ºC.

ბორითი29.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +4ºC, ღამე -2ºC;30.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +4ºC, ღამე +2ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე -1ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +2ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +6ºC, ღამე +2ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე +2ºC.

კიცხი29.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +5ºC, ღამე 0ºC;30.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +5ºC, ღამე +1ºC;31.01 - მზიანი დარი, დღე +7ºC,

ღამე +1ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +4ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე +4ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +8ºC, ღამე +3ºC.

მოლითი29.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +2ºC, ღამე -3ºC;30.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +2ºC, ღამე 0ºC;31.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +5ºC, ღამე -3ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +6ºC, ღამე -1ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +4ºC, ღამე 0ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +4ºC, ღამე -1ºC.

amindi

ჩემს შვილს, ეკა სებისკვერაძეს, ვირუსის შემდეგ დარჩა აუტანე-ლი თავის ტკივილი. დასჭირდა ძვირადღირებული ტომოგრაფია, რისი საშუალებაც არ მქონდა. დახმარებისთვის მივმართე მუნი-ციპალიტეტის გამგეობას. ბიუჯეტის სიმწირის მიუხედავად, გამიწიეს დახმარება. დღეს ჩემი შვილი ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. მადლობას ვუხდი ყუ-რადღებისა და გულისხმიერე-ბისათვის ბორითის მაჟორიტარ დეპუტატ მანანა ბარბაქაძეს, გამ-გებელ კობა ლურსმანაშვილს, გამგებლის მოადგილეებს პაატა გოგოლაძესა და თემურ ჩხეიძეს.

ნაზიბროლა სებისკვერაძეუბისის საჯარო სკოლის

მასწავლებელი

მადლობა ყურადღებისათვის

მადლობა ყველას, ვინც გა-იზიარა ჩვენი ოჯახის დიდი მწუხარება ბონდო კვირიკაშვი-ლის გარდაცვალების გამო და თანადგომა გამოხატა განსაცდე-

ლის დღეებში. უფლის წყალო-ბა, სიხარული და ბედნიერება არ მოკლებოდეთ მათ და მათ ოჯახებს.

ბონდო კვირიკაშვილის ოჯახი

მადლობა თანადგომისათვის

(სიყვარულით და სიამაყით, 69-ე დაბადების დღის მისალოცად)

დაბერდი, ჩემო ბერმუხავ, მუხლი ვეღარ გაქვს მგლისაო,თვალიც ვერ გიჭრის

ქორულებრ, ვერც მუშტით ხეთქავ კლდესაო,მაგრამ გული ხომ შემოგრჩა, გული არასდროს კვდებაო,დრონი წავიდნენ, ნუ დარდობ,გული გულობდეს მკერდსაო.შენ საჯავრელად რაღა გაქვს, კაცი ლეგენდად გთქვესაო.შენი ამაყი სახელი ახლაც გაისმის მეხადო.გაქებენ, კვლავ გადიდებენ შენი აღზრდილნი ქვეყნადო.მთელი ცხოვრება გალიე,

სიკეთის თესვით ყველგანო.აწი ნუ სწუხარ, რას ჯავრობ,ფესვი გაგიდგამს მყარადო.ორი ვაჟკაცი აღგვზარდე, მტერს რომ დაადგეს თვალთაო,პატარა ქალიც გეზრდება, შენს საამაყო გვარადო,მრავალ თაობას ვინ მოსთვლის შენი ცხოვრების კვალადო,დამშვიდდი, კარგად იქნები, ნუ შეგაშინებს წლებიო,კიდევ ასოც წელს იცოცხლე, შვილთაშვილიშვილს შეხვდიო,შენით ვამაყობთ იცოდე, არ დაგვანახო ცრემლიო, დაბადების დღეს გილოცავ, შარიქას გვარის მგელიო.

მამუკა შარიქაძე

მამას

ვულოცავთ და შემდგომ წარმა-ტებებს ვუსურვებთ „კინგსის“ ოლიმ-პიადაში გამარჯვებულებს:

საბა კაკულიას (მე-2 კლ.) - მა-თემატიკა, მე-2 ხარისხის დიპლომი;

ანა-მარია კურტანიძეს (მე-2 კლ.) - მათემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ლ. ამაშუკელი).

მარიამ ტაბატაძეს (მე-3 კლ.) - ქართული და მათემატიკა - მე-3 ხარისხის დიპლომები;

მარიამ დევდარიანს (მე-3 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი;

თამარ ხარატიშვილს (მე-3 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი;

ერეკლე ყრუაშვილს (მე-3 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. მ. შარიქაძე);

ნიკოლოზ ყრუაშვილს (მე-4 კლ.) - მათემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ლ. სანიკიძე);

მურმან ხიჯაკაძეს (მე-5 კლ.) - მათემატიკა, მე-2 ხარისხის დიპ-ლომი;

საბა ნიქაბაძეს (მე-5 კლ.) - მა-თემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი;

თემურ გოლუბიანს (მე-5 კლ.) - მათემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ნ. სახვაძე);

საბა მესხს (მე-6 კლ.) - მათემა-ტიკა, მე-2 ხარისხის დიპლომი (პედ. ც. სულამანიძე);

ელენე ჭყოიძეს (მე-6 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ნ. ჭიპაშვილი);

გრიგოლ ხიჯაკაძეს (მე-7 კლ.) - მათემატიკა, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ლ. სარალიძე);

ლიკა ბუბულაშვილს (მე-7 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. რ. თაბაგარი);

ნონა მაჭავარიანს (მე-9 კლ.) - ქართული, მე-3 ხარისხის დიპლომი (პედ. ნ. ბარბაქაძე),

მათემატიკა მე-3 ხარიხსის დიპ-ლომი (პედ. ლ. სარალიძე).

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედკოლექტივი

ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ვაჟკაცს გიორგი მდივნიშვილს ვულოცავთ 6 წლის იუბილეს.

ბედნიერებით, სიკეთითა და წარმატებებით აღსავსე მომავალი გქონოდეს, ბებო. უფალი იყოს შენი შემწე.

დიდი სიყვარულით ბებიები ნერგიზი მდივნიშვილი,

ქეთო ხიჯაკაძე

ხარაგაულში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტო-რიაზე, 25 იანვრიდან ფუნქცი-ონირება დაიწყო ინკუბატორმა. საინკუბაციო კვერცხის მიღება წარმოებს ყოველდღე.

ყურადღება

***

***

***

***