საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

of 8 /8
იიიიი იიიიიიიიიიი

Embed Size (px)

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

წინასწარმეტყველი ესაია ზოგიერთი წინასწარმეტყველნი უფლის შეგონებებს ასწავლიდნენ ხალხს, როგორც ზეპირი ქადაგებებით, აგრეთვე წიგნებითაც. ამისთანა წინასწარმეტყველთა წიგნები სული წმინდის შთაგონებით არიან დაწერილნი და ეკუთვნიან იმ წიგნების რიცხვს, რომელთაც ჩვენ ვეძახით "საღმრთო წერილს” ანუ "ღვთის სიტყვას”. ამგვარ წინასწარმეტყველებებში მეტად შესანიშნავია წინასწარმეტყველი ესაია. როგორ მოუწოდა უფალმა ესაიას და როგორ დააყენა ის წინასწარმეტყველად, ყველა ამ ამბებს მოგვითხრობს თვითონ ესაია თავის წიგნში ამგვარად: ერთხელ ვიხილე მე უფალი, როგორც დიდი და დიდებული მეფე; ის იჯდა ციურ ტაძარში სამეფო ტახტზედ, სამეფო ტანისამოსში, მის წინ იდგნენ სერაფიმნი, თითოსა ჰქონდა ექვს-ექვსი ფრთა: ორით პირისახეს იფარავდნენ, ორით _ ფეხებს და ორით ფრინავდნენ, ყოველი მათგანი მორიგეობით გალობდა მაღალი ხმით: წმიდა არს, წმიდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ქვეყანა დიდებითა მისითა (ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაზედ ყველაფერზედ სჩანს ღვთის დიდება, ე. ი. ყოვლადშემძლეობა, სიკეთე, სიბრძნე ღვთისა, ყველგან ის ღირსია დიდებისა). სერაფიმთა ხმისაგან ღვთის ტაძრის სვეტები ირხეოდნენ. მაშინ მე ვთქვი: ოჰ, მე საწყალი! უწმინდური კაცი ვარ, ვცხოვრობ ცოდვიან ხალხში და ეხლა ჩემის თვალით ვხედავ უფალსა. ამ დროს მოირბინ ჩემთან ერთმა სერაფიმმა, რომელსაც ხელში ნაკვერჩხალი ეჭირა. იმ ნაკვერჩხლით ჩემს ბაგეებს შეეხო და სთქვა: უფალი გაშორებს უწმინდურებას, გპატიებს შენს ცოდვებს. შემდეგ ამისა მე გავიგონე, რომ ღმერთი ამბობდა: ვინ გავაგზავნო იმ ხალხთან (იუდევლებთან); ვინ წავა მათთან ჩემის გულისათვის? მაშინ მე ვუთხარი: მე მზადა ვარ წავიდე, გამგზავნე! უფალმა მიბრძანა, წავსულიყავი და მეთქვა მათთვის, რომ ისინი გულგრილი ხალხნი არიან, მათი სული გაქვავებულია; ისინი იხედებიან და ვერ ხედავენ, ისმენენ და არ ესმით, რასაც უფალი ეუბნება მათ და აკეთებს მათთვის; არა სურთ მიმართონ უფალსა და მიიღონ მისგან მოწყალება. მაშინ მე ვკითხე: უფალო! დიდხანს იქნებიან ისინი ამისთანა კერპნი? უფალმა მითხრა: იქამდე იქნებიან ისინი ამნაირნი, სანამ იმათი ქალაქები არ აოხრდებიან და უდაბნოდ არ იქცევიან. ამის შემდეგ ესაია გულმხურვალედ ემსახურებოდა უფალსა თავისი ხელობით. როგორც ღმერთი უბრძანებდა ხოლმე,

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

ისე მტკიცედ და უშიშრად მთელს ხალხს ამხელდა მათს უსამართლობაში და უსჯულოებაში და მაღალსაც და მდაბალსაც ევედრებოდა, მოქცეულიყვნენ და წინდაწინ აფრთხილებდა, რა უბედურებაც მოეწეოდა იუდეველთა სამეფოს უსჯულოების გამო. ღვთისმოყვარულ ხალხს ნუგეშად კი წინასწარმეტყველი ეუბნებოდა, რომ უფალი დასჯის თუ არა უსჯულოებას, მაინც კიდევ შეიწყალებს თავის ხალხს, თუ ისინი თავიანთ ცოდვებს მოინანიებენ, დააბრუნებს ტყვეობიდან და კიდევ მისცემს კეთილმდგომარეობას. ესაია წინასწარმეტყველის ენით უფალი უგზავნიდა თავის მოწყალებას და გასაკვირველ შემწეობას აძლევდა ერის ღვთისმოყვარულ იუდეველთა მეფეს, ეზეკიას, _ მთელი ქვეყნის და სხვა ხალხის მეფეების სამაგალითოდ. იუდეველთა სამეფო დაიპყრეს მოძალადეებმა. ასურასტანელთა მეფე სენაქერიმი მიმართავდა იუდეველთ: ნუ იმედოვნებთ თქვენ ღმერთზე, ნუ უჯერებთ ეზეკიელსა, რომ გეუბნებათ, ვითომც ღმერთი დაგიფარავთ თქვენ, სხვა ხალხებიც ვერ დაიფარეს ღმერთებმა ჩვენი ხელიდან, განა თქვენი ღმერთი დაგიხსნით ჩვენგან? ეზეკია განარისხეს ამ თავხედურმა სიტყვებმა ღვთის წინააღმდეგ, ის წავიდა ტაძარში და ითხოვა ღვთისგან შემწეობა. ამ დროს ღვთის ბრძანებით ესაია წინასწარმეტყველმა შეუთვალა ეზეკიას, რომ უფალი მტრებს არ მიუშვებს, რომ დაიპყრონ იერუსალიმი და გარეკავს მათ ისევ იმ გზით, რომლითაც მოვიდნენ. წინასწარმეტყველის სიტყვ მართლაც ასრულდა. მტრების მეფემ მოულოდნელად გაიგო თავისი ქვეყნის ცუდი მდგომარეობა და საჩქაროდ გაიქცა, გზაზედ ბევრი მეომარი დაეხოცა უეცარი სიკვდილით. ამნაირად, ღმერთმა უჩვენა იუდეველებს, რომ თუ ისინი შესთხოვენ მას წმინდა გულით, ის დაიფარავს მათ ყოველგვარი უბედურებისაგან. შემდეგ ეზეკია ძალიან ავად გახდა. წინასწარმეტყველი ესაია მივიდა მასთან და უთხრა, რომ მომზადებულიყო სიკვდილისათვის. ეზეკიამ ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი და ევედრებოდა ღმერთსა:

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

უფალო, მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც შენ გინდოდა! უფალმა შეიწყალა ეზეკია და ესაიას პირით უთხრა: ღმერთი ხედავს შენს ცრემლებს, გაძლევს შენ დღეგრძელობას და გიმატებს კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლეს. ნიშნად ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებისა ამ შენს მზის საათზედ ჩრდილი უკან ათს მუხლს დაიწევს. როგორც სთქვა ესაიამ, ისე მოხდა. წინასწარმეტყველმა უბრძანა მეფისათვის მტკივნეულ ადგილებზე ლეღვი დაედოთ. დაადეს თუ არა ლეღვი, ხელმწიფე მორჩა და მესამე დღეს ტაძარში მადლობა შესწირა უფალს მორჩენისათვის. ეზეკიას სიკვდილის შემდეგ, მისი უწმინდური შვილი, მანასე, არ უსმენდა ესაიას, როდესაც ის წინასწარმეტყველთა თვალწინ ამხელდა მას ბიწიერებაში და წინასწარ აფრთხილებდა, ამ ბიწიერებისათვის ღმერთი დაგსჯისო, მანასემ უბრძანა დაესაჯათ წინასწარმეტყველი საშინელი სიკვდილით: ცოცხლად შუაზე გაეხერხათ. შემდეგ მანასე ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის ტყვედ ჩაიგდეს ასურასტანელებმა, ბაბილონში ბორკილდადებული წაიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. მაშინ მანასემ მოინანია ყველა ცოდვა და ღმერთმაც შეიწყალა ის; მანასე გამოუშვეს საპყრობილედან და ისევ ხელმწიფედ დადგა. წინასწარმეტყველები მაცხოვარზედ ხალხს ბევრ რასმეს ეუბნებოდნენ. მომეტებულად კი წინასწარმეტყველი ესაია ქადაგებთა მაცხოვრის _ მხსნელის მოსვლას. წინასწარმეტყველი იონა (ეს. 6,1 _ 11; 4 მეფ. 18,1 _ 6; 13 _35; 19,1 _ 36’ 20,1; ეს. 38,1 _ 8; 11; ეს 7,14)

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

იონა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველები ღვთის ნებას უცხადებდნენ როგორც იუდეველებს და ისრაელებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ხალხსაც. ისრაელთა ერთი წინასწარმეტყველი იონა, გაგზავნილი იყო ქალაქ ნინევში. უფალმა უთხრა იონას: წადი დიდ ქალაქში ნინევში და გამოუცხადე, რომ მათ მე გამაჯავრეს, თავისი ბიწიერებით. წინასწარმეტყველს არ უნდოდა, რომ ნინევის მცხოვრებლებს მოენანიებინათ ცოდვები და ღმერთს შეეწყალებინა ისინი, რადგანაც ისინი იყვნენ მტრები ისრაელისა. იონას არ უნდოდა დაეჯერებინა ღვთის სიტყვა და დააპირა გაქცევა ზღვის გაღმა სხვა ქვეყანაში. იონამ ნახა ერთი გემი, იმ ქვეყანაში წამსვლელი და გაჰყვა იმ გემს. უფალმა ზღვაზე ააყენა დიდი ქარი და გემი კინაღამ დაიღუპა. მეზღვაურებს შეეშინდათ და დაუწყეს ლოცვა თავიანთ ღმერთს (ისინი სხვა რჯულისანი იყვნენ) და თანაც ჰყრიდნენ ზღვაში ბარგს, რომ შეემსუბუქებინათ გემი. ამ დროს იონას ეძინა. მეზღვაურებმა გააღვიძეს და უთხრეს: რასა გძინავს? ადექ, შეევედრე შენს ღმერთს! იქნებ იმან გადაგვარჩინოს დაღუპვას. მაინც ვერა უშველეს რა. ბოლოს უთხრეს ერთმანერთს: წილი ვყაროთ, იქნებ ჩვენგანს დიდი ცოდვა აქვს ვინმეს. მართლაც წილი ჰყარეს და იონას კი შეხვდა მეზღვაურებმა ჰკითხეს: ვინ ხარ? იონამ ყველაფერი უამბო: მე ვარ ისრაელთა ქვეყნიდან, ვლოცულობ ერთადერთ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს; გავაჯავრე ღმერთი და მინდა გაქცევა. ახლა რა გიყოთ შენ? _ ჰკითხეს მეზღვაურებმა. იონამ უთხრა: ზღვაში ჩამაგდეთ და ქარი ჩადგებაო. მე ვიცი, რომ ეგ ქარი ჩემი გულისთვის ქრისო. ბევრი იყოყმანეს მეზღვაურებმა, შეევედრნენ ღმერთს: უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ ერთი კაცის გულისათვის და ცოდვად ნუ მოგვცემ! აიღეს იონა და ჩააგდეს ზღვაში. ქარიც ჩადგა და ზღვამაც ღელვა იკლო. გაუკვირდათ მეზღვაურებს და ილოცეს ის ღმერთი, რომელზედაც იონამ უთხრათ. ღმერთმა უბრძანა ვეშაპს, ჩაეყლაპა იონა და უვნებლად შეენახა კიდეც მუცელში. იონამ ამნაირი შეწყალებისათვის მადლობა შესწირა უფალს და მესამე დღის უკან ვეშაპმა, ღვთის ბრძანებით, ცოცხლად გამოაგდო ზღვის ნაპირას იონა. ამის მერე ღმერთმა მაინც გაგზავნა იონა ნინევიაში. მივიდა ქალაქს იონა, დადიოდა და იძახდა: ორმოცი დღის შემდეგ ქალაქი დაინგრევაო. ხალხმა დაიჯერა იონას სიტყვა, ჩაიცვა შავები და იწყლო გლოვა ისე, რომ ძროხებსაც კი არ მისცეს საჭმელი და თანაც ღმერთს ეხვეწებოდნენ შველას. იონა კი ქალაქს გარეთ იყო, პატარა ქოხი აიშენა და ელოდა ქალაქის დაღუპვას; მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ნინევის მცხოვრებნი და აღარ დაღუპა ქალაქი: გავიდა ორმოცი დღე თუ არა, დაიწყო იონამ ჯავრი, რომ ღმერთი ბოროტ ხალხსაც კი ფარავდა და იბრალებდა: ამისათვის არ მინდოდა მე წამოსვლა, _ ეუბნებოდა ღმერთს იონა და ეხვეწებოდა, _ მე სიკვდილი მირჩევნია სიცოცხლესაო. ღმერთმა შთააგონა იონას, რომ არ გაჯავრებულიყო ხალხზედ,

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

თუნდ მისი მტრები ყოფილიყვნენ. აი, როგორ შთააგონა ეს: ქალაქს გარეთ რომ ქოხი ჰქონდა, იქ არც ხე იყო, არც ჯაგი, მზე კი ცხარე იდგა. მაშინ ღმერთმა უბრძანა ხეს ქოხის ახლოს აღმოცენება და ამ ხის ქვეშ იონა თავს იგრილებდა ხოლმე ცხარე მზისაგან. ერთ ღამეს ღმერთმა უბრძანა ჭიებს, გაეფუჭებინათ ის მცენარე და გახმა ის ხე. მზე უწინდებურზე უფრო ცხარე იყო. მაშინ იონამ დაიწყო ჯავრი და ევედრებოდა ღმერთს, მოეკლა. უფალმა უთხრა: კარგია, რომ იმ ხის გულისათვის ჯავრობ. ძალიან მინდა სიკვდილიო, _ მიუგო იონამ. ეხლა შენ გებრალება ხე, რომელიც შენ არ დაგირგავს, არც მოგივლია და მე როგორ არ შემეცოდოს ქალაქი, რომელშიც არის ათასობით ბავშვი, რომელთაც არ იციან მარცხენა ხელი რომელია და მარჯვენა რომელი და ამას გარდა რამდენი კიდევ პირუტყვია? ყველა, რაც იონას თავს გადახდა, ნიშნავდა, ნიშნავდა იმას, რაც მაცხოვარს დაემართა: როგორც იონა სამი დღე და სამი ღამე უვნებელი იყო ზღვაში, ისე მაცხოვარი _ ქრისტე ღმერთი სამი დღე და ღამე იყო დამარხული და მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით. წინასწარმეტყველი დანიელი და მისი სამი მეგობარი (იონას წიგნი)

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~

გაფორმება: კობა ქსოვრელი