საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

8
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობის მოგზაურობა

იაკობის მოგზაურობა(დაბ. 28,10-22; 29,1-5; 30,1-43; 31,1-55) იაკობმა გასწია ჩრდილოეთისაკენ, რადგან შუამდინარეთი ამ მხარეს იყო ქანაანის ქვეყნიდან. კარგა გზა გაიარა პირველსავე დღეს. ღამემ ტრიალ მინდორზე მოუსწრო. დაღალულმა იაკობმა დაიდო ქვა და დაიძინა მინდორში. ძილში ნახა საკვირველი სიზმარი. ვითომ ამართულიყო დედამიწაზედ მაღალი, თვალუწვდენელი კიბე და თავი მიბჯენილიჰქონდა ცაზე. ამ კიბეზე მრავალნი ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაღლა, კიბის თავზე კი იდგა თვით უფალი და ეუბნებოდა იაკობს: მე ვარ ღმერთი აბრამისა და ისაკისა, ნუ გეშინიან, მაგ ქვეყანას, სადაც ეხლა შენ სწევხარ, დაგიმკვიდრებ შენ და შენთა შთამომავალთა, რომელთაც გავამრავლებ, როგორც ქვიშასა ზღვისასა. ერთი შენი შთამომავლის შუამავლობით ვაკურთხებ მე ყოველთა მცხოვრებთა ქვეყანისათა. არასოდეს თავს არ დაგანებებ, დაგიცავ ყველგან, სადაც უნდა წახვიდე და მშვიდობით დაგაბრუნებ ამავე ქვეყანაში. იაკობმა რომ გამოიღვიძა, სთქვა: საშიში არს ადგილი ესე; აქ არის სახლი უფლისა; აქ არის კარები ცისა, გადაუხადა უფალს მადლობა და გასწია თავის გზაზედ. კაი ხნის მოგზაურობის შემდეგ იაკობი მივიდა ხარანში თავის დედის ძმასთან, ლაბანთან. ნათესავები სიხარულით მიეგებნენ და დააბინავეს თავისთან. რადგანაც ლაბანს ბევრი საქონელი ჰყავდა და იაკობმაც მშვენივრად იცოდა მწყემსობა, ამიტომ ბიძამ თავისი დისწული მეცხვარედ დაიყენა. გასამრჯელოს ლაბანი ფულის მაგივრად ცხვრებით იხდიდა. მოეწონა აქ ყოფნა იაკობს და ცოლიც აქ შეირთო, თანახმად ისაკის სურვილისა.იაკობი ძალიან გამდიდრდა თავისი წილი ცხვარითა. უფალმა აკურთხა მისი შრომა და მოთმინება და ხელი მოუმართა. თავისი საკუთარი ცხვარი საკვირვლად გაუმრაავლდამას და შეადგინა მრავალი ფარა. ამიტომ ლაბანმა და მისმა შვილებმა შურის თვალით დაუწყეს ყურება იაკობის სიმდიდრესა. იაკობმა ეს რომ შენიშნა, სთქვა: მე აქ აღარ მედგომება, დროა, პირი შინისაკენ ვქნაო. ადგა და წავიდა მთელი თავისი სახლობით, მრავალი მონით და საქონლით ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა ბიძასთან, ოცი წლის წინ.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობის დაბრუნება

(დაბ. 32,1-31; 33,1-16; 35,5-29) იაკობს რთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა; მას ეგონა, რომ ესავს ისევ ბოროტი გული ექნება ჩემზედაო.მაგრამ უფალმა ერთის მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობსა, რომ მას შიში არაფრისა არ უნდა ჰქონოდა. იაკობმა გზაზედ ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად იყვნენ, დაეცვათ იგი ყოველივე ბოროტისაგან. იმედმოცემულმა იაკობმა გააგზავნა ძმასთან რამდენიმე თავისი მონა, რომ შეეტყობინებინათ: შენი ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო. გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობსა, მათ უთხრეს: შენი ძმა, ესავი, თვითონ მოდის შენთან შესახვედრად, მრავალი შეიარაღებული კაცითაო. იაკობი ძალიან შეშინდა და შესთხოვა ღმერთს შემწეობა შემდეგი ლოცვითა: უფალო, თუმცა ღირსი არა ვარ ამდენს შენს მოწყალებასა და სიკეთესა, მაგრამ მაინც გევედრები, დამიხსნა მე ჩემი ძმის ხელიდანა. მე მეშინია, რომ მან მეც არ მომკლას და ცოლ-შვილიც არ გამიწყვიტოს. თავის მხრივ იაკობმა მოისაზრა, ეჩვენებინა თავისი ძმისათვის თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამითი მოეგო მისი გული. თავის საქონელში აარჩია საუკეთესო ძვირფასი პირუტყვი და გაუგზავნა ესავს ძღვნადა ანუ საჩუქრადა. მაგრამ იაკობი მაინც კიდევ იჭვნეულობდა ძმაზედა და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად, იმ შემთხვევისთვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას. ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დუწყო ლოდინი ძმის შეხვედრასა დიდის მღელვარებითა და შფოთითა. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა გასაოცარი გამოცხადებითა: ღამე იყო. იაკობი თავის ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა მასთან ე რ თ ი ვ ი ნ მ ე და დაუწყო ჭიდაობა. ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა განთიადმა მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობსა: ახლა გამიშვი. კმარაო. იაკობმა უპასუხა: არ გაგიშვებ, მინამ არ მაკურთხებ. მაშინ მოჭიდავემ ჰკითხა იაკობს სახელი და უთხრა: ამის შემდეგ შენი სახელი უნდა იქნას ისრაელი, იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს იჭიდავე ღმერთთან, და მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ. ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა. იაკობმა კარგად შეიტყო, ვინც იყო მისი მოჭიდავე და იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ღმერთმა უთხრა, შიში სრულიად გაუქრა მას და ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებასა. ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდებოდა და ეწოდება აქამდე ისრაელი ხალხი. სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს მთავარი ძარღვი თეძოსი დაუშავდა და მთელი სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა. მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა მრავალი კაცითა. იაკობი რომ მიოახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა, შვიდჯერ დაუკრა ძმას თავი მიწამდის. ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმურის სიყვარულით მოეხვია ყელზედ, ჰკოცნიდა და თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვასა. ტიროდა აგრეთვე თვით იაკობიცა. მერე ესავი ალერსიანად მიესალმა იაკობის ცოლ-შვილსა და დიდით პატარამდის სიყვარულით მოიკითხა. უწინდელი უკმაყოფილების ხსენებაც არსად იყო. საჩუქრების მიღებაზედ, რომლებიც იაკობმა წინდაწინ გაუგზავნა, ესავი უარზედ იდგა და ეუბნებოდა; ძმაო, ჩემი დოვლათიც ბევრი მაქვს, ღვთის მოწყალებით; დაიბრუნე ისევ უკან ჩემთვის გამოგზავნილი, მაგრამ იაკობმა ძალიან გულით სთხოვა, რომ ესავს მიეღო საჩუქრები და ამით ეჩვენებინა მისთვის თავისი სიყვარული და ძმური მეგობრობა, მაშინ ესავი დაჰყვა მის ნებასა. როცა დრო მოვიდა წასვლისა, ესავი ძმურად გამოეთხოვა იაკობსა და შინისაკენ წავიდა. იგი კაი ხანი განშორებული იყო მამისაგან და ცხოვრობდა სხვა ადგილასა. იაკობი კი გაეშურა თავის მოხუცებული მამისაკენ. გზაზედ მან გადახედა იმ ადგილს, სადაც კიბე ნახა სიზმარში და შესწირა უფალსა სამადლობელი მსხვერპლი მშვიდობით დაბრუნებისათვის. აქ ერთხელ კიდევ გამოეცხადა მას უფალი და გაუმეორა თავისი კურთხევა და აღთქმანი. მოხუცებული ისაკი სიხარულით ცას ეწია, როცა ოცი წლის წასული იაკობი ნახა მშვიდობით დაბრუნებული, გამდიდრებული და ცოლ-შვილით გაბედნიერებული. იაკობი დასახლდა თავის მამასთანა და მის სიკვდილამდე არ მოშორებია. როცა ისაკი გარდაიცვალა, იაკობმა და ესავმა დამარხეს მამა იმ ადგილას, სადაც ემარხნენ აბრამი დასარა.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

იაკობის შვილები

(დაბ. 29,32-25; 30,8-24; 37,3-10) იაკობსა ჰყავდა თორმეტი შვილი. სხვაზედ მომეტებულად მას უყვარდა უმცროსი შვილი, სახელად იოსები. ეს იმიტომ, რომ იოსები იყო მეტად კეთილი ბავშვი, მართლისმთქმელი, გულწრფელი და თავის მამას არაფერს არ უმალავდა. მამაც მას უფრო ალერსიანად ექცეოდა და ჭრელ ტანისამოსს აცმევდა. ძმებმა ამიტომ ძვირი გული ჩაიდვეს იოსებზედა, შურის თვალით უცქეროდნენ მას და შეიძულეს სრულიად. მათი სიძულვილი იქამდის მივიდა, რომ თავის უმცროს ძმასთან ლაპარაკსაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ თვითონ იოსებს კი ძვირი გული არ ჰქონდა ძმებზედ, უყვარდა ისინი და გულწრფელად ექცეოდა. რადგან გულში მას ეშმაკობა სრულიად არ ედო, ამიტომ ძმებს არ დაუმალა თავისი სიზმრები, რომელნიც მოასწავებდნენ, რომ იგი გახდება მომეტებული თავის ძმებზედ. აი, რა სიზმრები იყო: მე მესიზმრა, _ ეუბნება იოსები ძმებსა, _ ვითომ ჩვენ ყველანი ყანაში ვიყავით და ვკრავდით ძნებსა, უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს, ჩვენზედ მეფობა ხომ არ მოგდომია? _ უთხრეს გაჯავრებით ძმებმა, როცა ეს სიზმარი მოისმინეს. შემდგომ იოსებმა მეორე სიზმარი უთხრა: მე მესიზმრა, თითქოს შუაში ვიდექი და გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ, როცა იოსებმა ეს სიზმარი სთქვა, მამაც კი გაუჯავრდა: ნუთუ მეცა, დედაშენიცა და შენი ძმებიცა შენ უნდა გიკრავდეთ თავს?! თუმცა კი იაკობი გაუჯავრდა იოსებსა, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაირჩინა გულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო. ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~

გაფორმება: კობა ქსოვრელი