i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი....

36
1 rogor movemzadoT erTiani erovnuli gamocdebisaTvis i s t o r i a Tbilisi

Transcript of i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი....

Page 1: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

1

rogor movemzadoT erTiani

erovnuli gamocdebisaTvis

i s t o r i a

Tbilisi

Page 2: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

2

Sesavali

krebuli Sedgenilia maTTvis, vinc 2014 wels istoriaSi erTian erovnul

gamocdas abarebs. krebulSi mocemulia erTiani erovnuli gamocdebis

moTxovnebi istoriaSi, sagamocdo programa, testur davalebaTa

aRweriloba, rekomendaciebi da 2013 wlis sagamocdo testi istoriaSi.

2006-2009 wlebSi erTiani erovnuli gamocda istoriasa da geografiaSi

erTad tardeboda, 2010 wlidan ki istoriis gamocdas abiturientebi calke

abareben. istoriis testSi ganxilulia aseve samoqalaqo ganaTlebis

zogierTi sakiTxi (ix. programa).

abiturientebma yuradRebiT unda waikiTxon TiToeuli testuri davalebis

aRweriloba, maqsimaluri sizustiT daicvan davalebebis sworad

Sesrulebis teqnikuri da Sinaarsobrivi moTxovnebi.

vimedovnebT, es krebuli dagexmarebaT safuZvlianad moemzadoT 2014 wlis

misaRebi gamocdebisaTvis.

sagamocdo testSi ar ganmeordeba am krebulSi mocemuli arc erTi

davaleba.

gisurvebT warmatebas!

საგამოცდო კრებული წარმოადგენს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ნებართვის გარეშე დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება საგამოცდო კრებულის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

Page 3: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

3

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა ისტორიაში

გამოცდაზე აბიტურიენტს მოეთხოვება:

• ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენება;

• ისტორიული ცნებების, ტერმინების ადეკვატური გამოყენება;

• ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი არსებითი ნიშნების გამოვლენა;

• ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;

• ისტორიულ მოვლენათა/ისტორიულ წყაროთა შორის მსგავსებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი/კრიტიკული ანალიზი;

• ისტორიული რუკების კითხვა და მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია;

• ისტორიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება; საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი).

Page 4: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

4

გამოცდის საკითხთა ჩამონათვალი

საკითხთა დეტალიზებული ჩამონათვალი (დაზუსტება)

1) პრეისტორიული ეპოქა

2) სახელმწიფოს წარმოშობა

3) ძველი აღმოსავლეთი და საქართველო

4) ძველი საბერძნეთი, ძველი რომი და საქართველო

პირველყოფილი საზოგადოება (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რწმენა-წარმოდგენები, ხელოვნება) თეორიები, მახასიათებლები ძველი ეგვიპტე (სახელმწიფოს წარმოქმნა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია, ხელოვნება) ძველი შუამდინარეთი: შუმერი, ბაბილონი (სახელმწიფოების წარმოქმნა, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია, ხელოვნება) ასურეთი, ხეთების სამეფო, ურარტუ (სახელმწიფოების წარმოქმნა, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია, ხელოვნება) დიაოხი და კოლხა აქემენიანთა ირანი (სახელმწიფოს წარმოქმნა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია, ხელოვნება, აქემენიდები და ქართული სივრცე) ფინიკიური კოლონიზაცია ძველი საბერძნეთი (ათენი, სპარტა, ბერძნული კოლონიზაცია, ბერძენ-სპარსელთა ომები, კულტურა) ალექსანდრე მაკედონელი (ალექსანდრეს მოღვაწეობა, ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფოები) ქართული სახელმწიფოები

Page 5: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

5

5) მსოფლიო და საქართველო IV-X საუკუნეებში

ელინისტურ ხანაში (კოლხეთი, ქართლი) ძველი რომი (რომის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ომი სელევკიდებთან, ომები მითრიდატესთან და საქართველო - (პომპეუსის ლაშქრობა), სამოქალაქო ომები, რომის იმპერია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა I-III სს., რომაული კულტურა) რომი და საქართველო (ურთიერთობა I-III საუკუნეებში) ევროპა IV-V საუკუნეებში (ხალხთა დიდი გადასახლება, იმპერიის ორად გაყოფა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა) ქრისტიანობა ( წარმოშობა, გავრცელება, I, IV და VII მსოფლიო საეკლესიო კრებები) ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ვახტანგ გორგასალი (საშინაო და საგარეო პოლიტიკა) ბიზანტია და ირანი (სასანიანთა სახელმწიფოს წარმოქმნა, ბიზანტიის იმპერიის შექმნა, მეფობის გაუქმება ქართლში, დიდი ომიანობა, იუსტინიანეს სამართალი და მისი მნიშვნელობა, იუსტინიანე I და ხოსრო I ერისმთავრობის დაწესება ქართლში, ჰერაკლე კეისარი) ფეოდალიზმი ევროპასა და საქართველოში (ფეოდალიზმის ჩასახვა და განვითარება, საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, ქალაქები) კარლოს დიდი და მისი იმპერიის

Page 6: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

6

6) მსოფლიო და საქართველო X-XV საუკუნეებში

დაშლა არაბები და მათი დაპყრობები (ისლამის წარმოქმნა და გავრცელება. სახალიფოს ჩამოყალიბება. ომაიანები და აბასიანები. არაბული კულტურა) არაბთა ბატონობა საქართველოში ქართული სამეფო-სამთავროები IX-X საუკუნეებში ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები X-XI საუკუნეებში სელჩუკთა სახელმწიფოს წარმოქმნა სელჩუკთა დაპყრობები. სელჩუკები და საქართველო დავით აღმაშენებელი (საშინაო და საგარეო პოლიტიკა) თამარ მეფე (საშინაო და საგარეო პოლიტიკა) საქართველოს სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში ჯვაროსნული ლაშქრობები (მიზეზები, I და IV ლაშქრობები, შედეგები, ჯვაროსნები და საქართველო) მონღოლთა სახელმწიფოს წარმოქმნა, მონღოლთა დაპყრობები. საქართველო XIII-XV საუკუნეებში (ჯალალ ედ-დინის ლაშქრობები, მონღოლთა ბატონობა საქართველოში, გიორგი ბრწყინვალე, თემურ-ლენგის ლაშქრობები, საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად) ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება ოსმალთა დაპყრობები XIV-XV ს-ში ბიზანტიის დაცემა და მისი

Page 7: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

7

7) მსოფლიო და საქართველო XV-XVII საუკუნეებში

მნიშვნელობა. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობები და საქართველო განათლება და მეცნიერება ევროპაში და საქართველოში განვითრებულ შუა საუკუნეებში ( XII-XIV საუკუნეები) წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში: (თავისუფლების დიდი ქარტია და პარლამენტი ინგლისში, გენერალური შტატები საფრანგეთში) აღორძინება და ჰუმანიზმი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (მიზეზები, ექსპედიციები, შედეგები) რეფორმაცია (ლუთერი) და კონტრრეფორმაცია (იეზუიტთა ორდენი და ტრიდენტის კრება) კათოლიკე მისიონერები და საქართველო ჰოლანდიის რევოლუცია ინგლისი XVI-XVII საუკუნეებში (მეფისა და პარლამენტის დაპირიპირება, სამოქალაქო ომი, კრომველის მმართველობა) აბსოლუტიზმი საფრანგეთში (ლუი XIV) რუსეთი (ივანე IV-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა) ოსმალეთი და ირანი XVI-XVII სს-ში (ოსმალეთის გაძლიერება, სულეიმან I, ლეპანტოს ბრძოლა, ოსმალეთი XVII ს-ის 80-90-იან წლებში; სეფიანთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება, შაჰ-თამაზი, შაჰი აბას I, ირან-ოსმალეთის ომები)

Page 8: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

8

8) მსოფლიო და საქართველო XVIII საუკუნეში

9) ნაპოლეონის ეპოქა და ვენის კონგრესი

საქართველო XVI-XVII სს-ში (ბრძოლა ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის წინააღმდეგ) რუსეთი (პეტრე I-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა) ვახტანგ VI (საშინაო და საგარეო პოლიტიკა, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა) საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარში (თეიმურაზ II, ერეკლე II, სოლომონ I) აშშ-ს შექმნა (დამოუკიდებლობისათვის ომი, აშშ-ს შექმნა) განმანათლებლობა. განმანთლებლობის იდეების გავლენა საქართველოზე საფრანგეთის რევოლუცია (პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ვითარება რევოლუციის წინ, გენერალური შტატების მოწვევა, ბასტილიის აღება, საფრანგეთი ეროვნული კრების მოღვაწეობის პერიოდში, კონვენტი, 1791 წლის კონსტიტუცია, იაკობინელთა მმართველობა, თერმიდორული გადატრიალება, დირექტორია) 18 ბრიუმერის გადატრიალება კონსულობის პერიოდი პირველი იმპერია (ტრაფალგარისა და აუსტერლიცის ბრძოლები, კონტინენტური ბლოკადა, ლაშ-ქრობა რუსეთში, ლაიპციგისა და ვა-ტერლოოს ბრძოლები) ვენის კონგრესი

Page 9: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

9

10) იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი

11),,აღმოსავლეთის საკითხი’’ XIX ს-ში

12) რევოლუციები, სამოქალაქო ომები და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობები XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში

13) პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

რუსეთის მიერ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების დაპყრობა აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში ალექსანდრე II-ის რეფორმები რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო რუსეთ-ირანის ომები და საქართველო რევოლუციები ევროპაში XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობა გერმანიის გაერთიანება იტალიის გაერთიანება სამოქალაქო ომი აშშ-ში პოლიტიკური პარტიები საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში სამხედრო ბლოკების შექმნა და ომის გამომწვევი მიზეზები ომის მიმდინარეობა და ომის შე-დეგები პარიზის კონფერენცია და მისი მნიშ-ვნელობა. ერთა ლიგა რევოლუციები რუსეთში და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

Page 10: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

10

14) საქართველო და მსოფლიო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში

15) მეორე მსოფლიო ომი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა საბჭოთა რუსეთის მიერ საქარ-თველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა კავშირის შექმნა და საქართველო მის შემადგენლობაში იტალია და გერმანია 20-30-იან წლებში სამოქალაქო ომი ესპანეთში ,,დიდი დეპრესია’’ ,,დაშოშმინების პოლიტიკა’’ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე სსრკ-ს მიერ ბალტიის რესპუბლიკებისა და დასავლეთ უკრაინის ოკუპაცია სსრკ- ფინეთის ომი "უცნაური ომი" გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე და სამხედრო ოპერაციები გერმანია-სსრკ-ს ფრონტზე ქართველები მეორე მსოფლიო ომში იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ აფრიკაში ოპერაცია "ოვერლორდი" თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციები გერმანიისა და იაპონიის კაპიტულაცია

Page 11: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

11

16) საქართველო და მსოფლიო ,,ცივი ომის’’ ეპოქაში

17) სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა; საქართველო XX საუკუნის მიწურულს

18) საზოგადოება და კულტურა თანამედროვეობაში

"ცივი ომი" და მისი მიზეზები კორეისა და ვიეტნამის ომები, „კარიბის კრიზისი“ NATO-სა და "ვარშავის ხელშეკრულების" ბლოკის შექმნა ანტისაბჭოთა გამოსვლები 1956 წელს უნგრეთსა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები საქართველოში განმათავისუფლებელი მოძრაობა ინდოეთში ჰელსინკის შეთანხმება ,,პერესტორიკა’. სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა 1990 წლის არჩევნები საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარე პოლიტიკა 90-იან წლებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და კულტურის ტენდენციები ომის შემდგომი დასავლური სამყაროს საზოგადოებრივი მოძრაობები

Page 12: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

12

სამოქალაქო განათლება

ადამიანი და საზოგადოება

2) სახელმწიფო და მმართველობა

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები მოქალაქის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფო მმართველობა დემოკრატიული მმართველობის მოდელი საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები

Page 13: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

13

testur davalebaTa aRweriloba

davalebis I tipi

o arCeviTi kiTxva

davalebis aRwera da instruqcia: _ davalebaSi dasmulia kiTxva, romelsac

oTxi savaraudo pasuxi axlavs. maTgan mxolod erTia swori. pasuxebis

furcelSi unda gadaxazoT arCeuli pasuxis Sesabamisi ujra.

mowmdeba: faqtobrivi masalis, cnebebisa da terminebis codna; movlenaTa

damaxasiaTebeli niSnebisa da mizez-Sedegobrivi kavSirebis gamovlenis

unari.

Sefaseba: TiToeuli davaleba 1 quliT fasdeba.

nimuSebi ixileT 2013 wlis erTiani erovnuli gamocdebis TandarTul testSi.

davalebis II tipi

o qronologiis gansazRvra

davalebis aRwera da instruqcia: _ davalebaSi mocemuli CamonaTvali

(istoriuli pirovnebebis an movlenebis, faqtebis) unda dalagdes

qronologiuri principiT, uZvelesidan uaxlesisaken. pasuxebi CawereT

pasuxebis furcelSi mocemul ujrebSi. gaiTvaliswineT, rom ujraSi

iwereba mxolod dasaxelebuli movlenis an pirovnebis Sesabamisi cifri.

mowmdeba: faqtobrivi masalis, kerZod, qronologiis, istoriuli

periodebis codna da misi gamoyenebis unari.

Sefaseba: TiToeuli davaleba 1 quliT fasdeba.

nimuSebi ixileT 2013 wlis erTiani erovnuli gamocdebis TandarTul testSi.

Page 14: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

14

davalebis III tipi

o Secdomis povna da Sesworeba

davalebis aRwera da instruqcia: davalebaSi mocemulia teqsti, romelSic

faqtobrivi Secdomebia daSvebuli. aplikantma unda aRmoaCinos da Seasworos es

Secdomebi. pasuxebi fiqsirdeba pasuxebis furcelSi mocemul cxrilSi.

Sefasdeba rogorc aRmoCenili Secdoma (1 qula), aseve misi gamosworebuli

varianti (1 qula).

mowmdeba: faqtobrivi masalis codna da misi gamoyenebis unari.

Sefaseba: qulaTa maqsimaluri raodenoba ganisazRvreba konkretuli davalebis

mixedviT.

nimuSebi ixileT 2013 wlis erTiani erovnuli gamocdebis TandarTul testSi.

davalebis IV tipi

o istoriuli wyaros analizi

davalebis aRwera da instruqcia: davalebaSi mocemulia abiturientisTvis

ucnobi istoriuli wyaro (werilobiTi, vizualuri: foto, ilustracia,

karikatura, ruka, numizmaturi masala da sxv.), romelsac Tan ramdenime SekiTxva

axlavs. es kiTxvebi Seexeba: istoriuli wyaros gagebas da misgan saWiro

informaciis gamoyofas, istoriul wyaroSi warmodgenili konkretuli ambis

istoriul konteqstSi Casmas, mis gaazrebas, aseve sakuTari azris/Sefasebis

argumentirebulad dasabuTebas ama Tu im movlenis mimarT. abiturientma

dakvirvebiT unda waikiTxos mocemuli istoriuli wyaro da upasuxos dasmul

kiTxvebs. pasuxebi Caiwereba pasuxebis furclis Sesabamis grafaSi.

mowmdeba: istoriuli wyaros gagebisa da saWiro informaciis gamoyofis,

istoriul wyaroSi moTxrobili ambis istoriul konteqstSi Casmis, sakuTari

mosazrebis/Sefasebis argumentirebulad dasabuTebis unari.

Sefaseba: qulaTa maqsimaluri raodenoba ganisazRvreba konkretuli davalebis

mixedviT.

Page 15: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

15

nimuSi:

ინსტრუქცია: ყურადღებით შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული პლაკატები. მათზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უპასუხეთ დავალებაში დასმულ კითხვებს.

პლაკატი # 1 პლაკატი # 2

წარწერები #1 პლაკატზე: პლაკატის ზედა ზოლში - „შეაჩერეთ კომუნიზმი!“; ქვედა ზოლში - „ეს ყველას საქმეა“; ხმალზე - „დემოკრატია“. წარწერები #2 პლაკატზე: პლაკატის ზედა ზოლში - „აშშ. სამხედრო საჰაერო ძალები“; შუაში - „შევაჩეროთ მკვლელები“. კითხვები:

(1) 1. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული პირველი პლაკატი?

(1) 2. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული მეორე პლაკატი?

(1) 3. რას უწოდებენ იმ პერიოდს, რომელშიც ეს პლაკატები შეიქმნა?

(1) 4. რა საერთო პროპაგანდისტული დატვირთვა აქვთ, შინაარსის თვალსაზრისით, ამ

პლაკატებს?

სწორი პასუხები:

1. სსრკ-ის წინააღმდეგ - 1 ქულა

2. აშშ-ს წინააღმდეგ - 1 ქულა

3. „ცივი ომი“ - 1ქულა

Page 16: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

16

4. მტრის ხატს ქმნიან // მოწინააღმდეგეს აგრესორად წარმოაჩენენ // ნებისმიერი

ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას (1 ქულა).

sxva nimuSებi ixileT 2013 wlis erTiani erovnuli gamocdebis TandarTul

testSi.

davalebis V tipi

o problemis analizi

davalebis aRwera da instruqcia: davalebaSi mocemulia mokle teqsti,

romelSic saubaria or urTierTsapirispiro Tvalsazrisze konkretul

istoriul faqtTan/movlenasTan dakavSirebiT. teqsts Tan axlavs kiTxvebi.

abiturientma sakuTari mkafio argumentebi unda warmoadginos ori

gansxvavebuli/urTierTsapirispiro Tvalsazrisis Sefasebisas (ერთი ან მეტი

არგუმენტი თითოეული პოზიციის სასარგებლოდ), gamoxatos sakuTari

damokidebuleba/azri dasmul problemasTan dakavSirebiT.

mowmdeba: movlenebisa da procesebis damaxasiaTebeli, arsebiTi niSnebis, maT

Soris mizez-Sedegobrivi kavSirebis gamovlenis, movlenaTa da procesTa

Sedarebis unari; sakuTari azris argumentirebulad dasabuTeba; logikuri,

kritikuli azrovneba; procesebisa da movlenebis Sefasebis unari.

Sefaseba – qulaTa maqsimaluri raodenoba ganisazRvreba konkretuli

davalebis mixedviT.

nimuSebi ixileT 2013 wlis erTiani erovnuli gamocdebis TandarTul testSi.

SeniSvna:

2014 wels erTian erovnul gamocdebze istoriaSi testi 80 quliani iqneba

da 2 saaTi da 30 wuTi daeTmoba. testur davalebaTa raodenoba TiToeuli

davalebis tipSi SesaZloa Seicvalos.

Page 17: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

2013

653026

Page 18: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

1

ინსტრუქცია

თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.

თქვენს მიერ არჩეული პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო

უჯრაში X ნიშნის დასმაა. არცერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები,

შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება. თუ გსურთ პასუხების

ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც

დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ

უჯრაში). შეუძლებელია ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული

დავალება 1 ქულით ფასდება.

1. რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლაში განადგურდა დიაოხი?

ა. ასურეთის

ბ. ხეთების

გ. ურარტუს

დ. სპარსეთის

2. ვის ეკუთვნის ცნობა სპარსეთის სამეფოს სატრაპიებად დაყოფის შესახებ?

ა. აპიანეს

ბ. თუკიდიდეს

გ. სტრაბონს

დ. ჰეროდოტეს

3. რომელი სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია იყო ზოროასტრიზმი?

ა. სასანიანთა ირანის

ბ. აბასიანთა სახალიფოს

გ. პტოლემაიოსების ეგვიპტის

დ. პონტოს სამეფოს

653026

Page 19: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

2 4. რომელი რომაელი ისტორიკოსი აღწერს პომპეუსის ლაშქრობას ქართლის სამეფოში?

ა. პოლიბიოსი

ბ. ჰეროდოტე

გ. დიონ კასიუსი

დ. ქსენოფონტე

5. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა ირანელებს ქართლში მეფობის გაუქმება VI

საუკუნეში?

ა. მეფე დაჩის უმემკვიდროდ გარდაცვალებამ

ბ. მოკავშირე ბიზანტიელების მარცხმა არაბებთან ბრძოლაში

გ. მთავარეპისკოპოსად მონოფიზიტი სასულიერო პირის არჩევამ

დ. დიდაზნაურების ანუ ერისთავების ერთი ნაწილის მხარდაჭერამ

6. რომელი ერისმთავრის დროს აიგო მცხეთის ჯვრის ტაძარი?

ა. გუარამის

ბ. სტეფანოზის

გ. ნერსეს

დ. ჯუანშერის

7. ვის ეხმარებოდა ლიპარიტ ბაღვაში სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში?

ა. არაბებს

ბ. ჯვაროსნებს

გ. ბიზანტიელებს

დ. მონღოლებს

8. რაზე მიუთითებდა გიორგი II-ის მიერ ხარკის გადახდის ვალდებულების აღება?

ა. სელჩუკებთან ბრძოლაში მარცხის აღიარებაზე

ბ. ჯვაროსნების მოკავშირეობაზე უარის თქმაზე

გ. თბილისის გათავისუფლების გეგმის ჩაშლაზე

დ. კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის ბრძოლის დასასრულზე

653026

Page 20: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

3 9. რამ განაპირობა, რომ XII საუკუნის ბოლოს საქართველოს მეფე გადაწყვეტილებებს დარბაზთან

თათბირის შემდეგ იღებდა?

ა. ევროპელ ჰუმანისტთა იდეების საქართველოში გავრცელებამ

ბ. ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა გამოსვლამ

გ. აღმოსავლეთის ქვეყნებში რეფორმაციის ეპოქის დაწყებამ

დ. წინა აზიაში საერთაშორისო ვითარების ცვლილებამ

10. ვინ გაამეფა ახლადდაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს სამეფო კარმა?

ა. ალექსი კომნენოსი

ბ. ბარდა ფოკა

გ. ისააკ ანგელოსი

დ. მიხეილ დუკა

11. რომელ სახელმწიფოში გამოცხადდა ისლამი სახელმწიფო რელიგიად XIII საუკუნის ბოლოს?

ა. ეგვიპტის სასულთნოში

ბ. ილხანთა საყაენოში

გ. სელჩუკთა სასულთნოში

დ. ხორეზმის სამეფოში

12. რომის პაპ გრიგოლ IX-ის წერილის თანახმად, რა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ `რომის

ეკლესიის მხედრობა~ ვერ დაეხმარებოდა საქართველოს?

ა. ტერიტორიული სიშორე

ბ. სარწმუნოებრივი განსხვავება

გ. ოსმალთა სიძლიერე

დ. ევროპაში მიმდინარე ომები

653026

Page 21: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

4 13. რაზე მიუთითებდა გიორგი V-ის დროს ეგვიპტის სულთნის მიერ ქართველებისათვის

იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და „იერუსალიმის კლიტეთა“ გადაცემა?

ა. ქართველთა მონაწილეობით შემდგარი ჯვაროსნული ლაშქრობის წარმატებაზე

ბ. ოცდაათწლიანი ომის შემდეგ ეგვიპტესთან ზავის დადებაზე

გ. ეგვიპტეში ქართველი მამელუქების მიერ გავლენის მოპოვებაზე

დ. საქართველოს ავტორიტეტისა და გავლენის გაზრდაზე

14. ვინ გახდა ინგლისის ეკლესიის მეთაური მას შემდეგ, რაც ის რომის პაპის დაქვემდებარებიდან

გამოვიდა?

ა. ინგლისის მეფე

ბ. კენტერბერიის არქიეპისკოპოსი

გ. ლონდონის კარდინალი

დ. ლორდ-კანცლერი

15. რატომ აღმოჩნდებოდა მძიმე მდგომარეობაში ინგლისის მრეწველობა კონტინენტური

ბლოკადის განხორციელების შემთხვევაში?

ა. ჩაიკეტებოდა გასაღების უმთავრესი და უდიდესი ბაზარი

ბ. ვეღარ შეიტანდა საჭირო ნედლეულს კოლონიებიდან

გ. ვერ შეძლებდა კოლონიებში იაფი მუშახელის დაქირავებას

დ. დაკარგავდა ფლოტს და პროდუქციის გადაზიდვის შესაძლებლობას

16. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად

სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი მუსლიმი მესხების ოსმალეთში გადასახლება?

ა. ბერლინის ტრაქტატის პირობებმა

ბ. რუსეთის კოლონიურმა პოლიტიკამ

გ. სოციალისტური წყობის დამყარებამ

დ. რუსეთის საპატრიარქოს მკაცრმა პოზიციამ

653026

Page 22: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

5 17. რამ განაპირობა სოლომონ II-ის უცხოეთში გახიზვნა?

ა. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე გლეხთა აჯანყებამ

ბ. შინაომში მოწინააღმდეგე უფლისწულის გამარჯვებამ

გ. ოსმალთა მიერ დასავლეთ საქართველოს დაპყრობამ

დ. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში განცდილმა მარცხმა

18. რა მოჰყვა შედეგად ბოროდინოს ბრძოლას?

ა. ნაპოლეონის არმიამ რუსების მიერ დატოვებული ქალაქი მოსკოვი დაიკავა

ბ. რუსებმა შეძლეს ფრანგების წინსვლის შეჩერება და დაიწყო პოზიციური ბრძოლები

გ. ალექსანდრე I დათანხმდა ტილზიტის ზავის პირობებს და ომი შეწყდა

დ. ფრანგებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის საექსპედიციო კორპუსი

19. რა განსხვავებული კოლონიური პოლიტიკის გატარება დაიწყო მიხეილ ვორონცოვმა?

ა. მკაცრი და ხისტი პოლიტიკის ნაცვლად, ის ცალკეული კულტურულ-საგანმანათლებლო

ღონისძიებების გატარებით, ქართული საზოგადოების გულის მოგებას შეეცადა

ბ. მკაცრი და ხისტი პოლიტიკა შეიცვალა აქტიური დემოგრაფიული ექსპანსიით და

საქართველოში გააქტიურდა სექტანტი კაზაკების ჩამოსახლება

გ. მანამდე არსებული შედარებით ლიბერალური და მოქნილი პოლიტიკა შეიცვალა აგრესიული,

ხისტი და მკაცრი პოლიტიკით

დ. ლიბერალური პოლიტიკის ნაცვლად აქტიურად დაიწყო სამხედრო დასახლებების შექმნა,

სექტანტი დუხაბორების ჩამოსახლება და ბაგრატიონთა გასახლება

20. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა საფრანგეთში მესამე რესპუბლიკის გამოცხადება?

ა. ნაპოლეონ III-ის გარდაცვალებამ

ბ. საფრანგეთის მარცხმა პრუსიასთან

გ. გენერალური შტატების მოწვევამ

დ. გენერალ კავენიაკის დიქტატურის დამხობამ

653026

Page 23: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

6 21. აშშ-ს სამოქალაქო ომის დაწყებისას რა განაპირობებდა ჩრდილოეთის შტატების უპირატესობას

მოწინააღმდეგესთან შედარებით?

ა. მოსახლეობის რაოდენობა და განვითარებული მრეწველობის არსებობა

ბ. მრეწველობაში დასაქმებული მონების შედარებით მცირე რაოდენობა და უკეთესი შეიარაღება

გ. გამოცდილი სამხედრო კადრების არსებობა და ინგლისის მოკავშირეობა

დ. ნავთობის საბადოების სიმრავლე და მოსახლეობის რაოდენობა

22. რას გულისხმობდა 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის შეთანხმება?

ა. რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველო ახდენდა კომპარტიის

ლეგალიზებას

ბ. რუსეთი უარს ამბობდა საქართველოს ოკუპაციაზე, საქართველო თმობდა სოჭისა და

ზაქათალის ოლქებს

გ. საქართველო აღიარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ მმართველობებს,

რუსეთი წყვეტდა საომარ მოქმედებებს

დ. საქართველო იღებდა ვალდებულებას საკუთარი ტერიტორიიდან გაეყვანა გერმანიის ჯარები,

რუსეთი აუქმებდა ბრესტის ზავის პირობებს

23. რა იყო სსრკ-ში `პერესტროიკის~ კურსის დაწყების ძირითადი მიზეზი?

ა. სახელმწიფოს მძიმე კრიზისიდან გამოსაყვანად ახალი გზის ძიება

ბ. მრეწველობაში რეფორმების გზით აშშ-ს ეკონომიკის დაწევა

გ. მოკავშირე რესპუბლიკებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭება

დ. დისიდენტური მოძრაობის ზეწოლით რეფორმების წამოწყება

653026

Page 24: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

7

24. რა ეწოდება საზოგადოების უმრავლესობის შეთანხმებით შექმნილ ორგანიზაციას, რომელმაც

უნდა შეასრულოს საზოგადოებრივი დაკვეთა - გადაწყვიტოს პრობლემები, რომელთა

მოგვარება საერთო ძალისხმევას მოითხოვს?

ა. კანონიერება

ბ. სამართალი

გ. მოქალაქეობა

დ. სახელმწიფო

25. მართებულია თუ არა მსჯელობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ?

I. ადამიანს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს თანდაყოლილი უფლებები.

II. თავისუფლება ნიშნავს თვითნებობას, რადგან ადამიანს შეუძლია იმოქმედოს ნების

შესაბამისად.

ა. მხოლოდ I

ბ. მხოლოდ II

გ. არცერთი

დ. ორივე

653026

Page 25: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

8

ინსტრუქცია

ქრონოლოგიურად (უძველესიდან უახლესისაკენ) დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და

პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელში მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ,

რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი.

პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა

აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც

ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

26. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი მსოფლიოს ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. სელევკიდების სახელმწიფოს წარმოქმნა

2. ბერძნული კოლონიზაციის დაწყება

3. მაკედონელთა ლაშქრობა აზიაში

27. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს მომხდარი მოვლენები:

1. ქართლის მეფის ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში

2. ქართლის სამეფოსთვის კლარჯეთის შეერთება

3. პეტრეს კურთხევა ქართლის კათალიკოსად

28. ქრონოლოგიურად დაალაგეთ აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი მოვლენები:

1. აღა–მაჰმად ხანის შემოსევა

2. შაჰ აბასის შემოსევები

3. შაჰ თამაზის შემოსევები

29. ქრონოლოგიურად დაალაგეთ დიქტატორი მმართველები მათი ხელისუფლებაში მოსვლის

დროის მიხედვით:

1. ჰიტლერი

2. ფრანკო

3. მუსოლინი

653026

Page 26: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

9

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები. იპოვეთ მათში დაშვებული

შეცდომები. პასუხების ფურცელში მოცემულ ცხრილში გადაიტანეთ ნაპოვნი ფაქტობრივი

შეცდომა და მისი შესწორებული ვარიანტი. გაითვალისწინეთ, რომ შეფასდება როგორც თქვენს

მიერ ნაპოვნი შეცდომა, ისე მისი შესწორებული ვარიანტი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ

პასუხების ფურცელში მოცემული ცხრილის შესაბამის ადგილას უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი

სიტყვა, თარიღი, სახელი და ა.შ. და არავითარ შემთხვევაში, მთელი წინადადება ან თუნდაც

რამდენიმე სიტყვა. დავალებების მაქსიმალური ქულაა 26.

(10) 30. რომი და საქართველო

რომაელთა ჯარი საქართველოში პირველად ძვ.წ. II საუკუნეში შემოიჭრა. მას კრასუსი

მეთაურობდა. იმ დროს ქართლში საურმაგი მეფობდა. ის თავიდანვე შეეცადა რომაელებთან

დაზავებას, მაგრამ უშედეგოდ. მძიმე ბრძოლები საბოლოოდ რომაელთა გამარჯვებით

დასრულდა. ქართლის მეფემ საჩუქრები და მძევლები გაიღო და რომის მორჩილება აღიარა.

შემდგომ საუკუნეებში ვითარება შეიცვალა. მოძლიერებულ ქართლის სამეფოსა და რომს

შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამის ნათელი დასტურია მცხეთასთან

აღმოჩენილი ლათინური წარწერა. ეს წარწერა შესრულებულია იმპერატორ ავრელიუსის

სახელით, რომელიც ქართლის მეფეს თავის მეგობრად მოიხსენიებს.

(16) 31. არაბული დაპყრობები

VII საუკუნის დასაწყისში არაბეთში ახალ რელიგიურ მოძღვრებას – მაზდეანობას ჩაეყარა

საფუძველი. ახალი რელიგია სწრაფად გავრცელდა არაბთა შორის. მუჰამედმა მთავარი

რელიგიური სიწმინდის, ქააბის თაყვანისცემა დააწესა, რომელიც ქალაქ დამასკოში მდებარეობდა.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა ახალი სახელმწიფო – არაბთა სასულთნო. მალე არაბმა

მმართველებმა დაპყრობითი ომები წამოიწყეს, რომლის დროსაც ახალ სარწმუნოებასაც

ავრცელებდნენ. მათი სახელმწიფო აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის ტერიტორიებზე

ვრცელდებოდა. ევროპაში მათ თითქმის მთლიანად დაიპყრეს იტალია. დაპყრობილი ქვეყნების

მცხოვრებთაგან ის, ვინც არაბთა რელიგიას აღიარებდა, აღარ გადაიხდიდა ხარაჯას.

653026

Page 27: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

10

საქართველოში არაბი დამპყრობლები პირველად VIII საუკუნის 50-იან წლებში მოვიდნენ.

ქართლის მეფემ არაბთა სარდალს მორჩილება გამოუცხადა და მასთან ზავი დადო. შემდგომში

პოლიტიკური ვითარება უფრო გართულდა. საქართველოში მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ

არაბებმა ქვეყნის მართვა მათ მიერ დანიშნულ დიდმოხელეს – მარზპანს ჩააბარეს.

653026

Page 28: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

11

ინსტრუქცია

ყურადღებით შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული კარიკატურა. კარიკატურაზე არსებულ

ინფორმაციაზე დაყრდნობით, უპასუხეთ დავალებაში დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები

ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

32.

653026

Page 29: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

12

კითხვები:

(1) 32.1. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციაა გაკრიტიკებული კარიკატურაზე?

(2) 32.2. რომელი სახელმწიფოა გაშარჟებული კარიკატურის მიხედვით და რატომ?

(1) 32.3. ჩვეულებრივ, რომელ სახელმწიფოში იქმნებოდა მსგავსი სახის კარიკატურები ყველაზე

მეტად და ყველაზე ხშირად?

(1) 32.4. რა ეწოდება საერთაშორისო ურთიერთობების იმ პერიოდს, რომელსაც ზემოთ მოტანილი

კარიკატურა ასახავს?

653026

Page 30: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

13

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი

და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.

დავალების მაქსიმალური ქულაა 10.

33. ნაწყვეტი სტეფანე ბლუას წერილიდან

გრაფი სტეფანე გრაფინია ადელის, ძვირფას მეუღლეს, უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.

გატყობინებ, ძვირფასო, რომ მე ვცადე კონსტანტინოპოლიდან მომეწერა ჩემი ყოფა-ცხოვრებისა

და თავგადასავლების შესახებ; მაგრამ ვშიშობ, რომ ჩემს შიკრიკს რაიმე საფრთხე შეემთხვა და ამიტომ

ხელმეორედ გწერ ყოველივეს. ღვთის წყალობით კონსტანტინოპოლში დიდი სიხარულით ჩავედი.

იმპერატორმა შვილის შესაფერი პატივით მიმიღო და გულუხვად დამასაჩუქრა. მინდა გითხრა, რომ ის

მთელ ღვთის მხედრობაში არცერთ ჰერცოგს, გრაფს ან სხვა წარჩინებულ პირს არ ენდობა ჩემზე მეტად

და არ გამოხატავს ამგვარ კეთილგანწყობას. დიახ, ძვირფასო, მისი საიმპერატორო უდიდებულესობა

ხშირად მარწმუნებდა და ახლაც მარწმუნებს, ჩავაბაროთ აღსაზრდელად ჩვენ ვაჟთაგან ერთ-ერთი.

იმპერატორი დამპირდა, რომ ისეთ პატივს მიაგებს ჩვენ ვაჟს, რომ ეს უკანასკნელი არასდროს ინანებს

ჩვენს არჩევანს. იმპერატორთან გატარებული ათი დღის შემდეგ მე მას დავემშვიდობე.

ღვთის შეწევნით, ჩვენ გავემართეთ დიდებულ ქალაქ ნიკეასაკენ. ნიკეას, ჩემო ძვირფასო,

გარშემორტყმული აქვს ოცდაათი კოშკი და საოცარი გალავანი. ქალაქის დამცველი თურქები ძალზე

მამაცები არიან. ოთხი კვირის განმავლობაში ურიცხვი მეომარი ღვთის მხედრობიდან სამკვდრო-

სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩაბმული მათთან.

ჩვენი ღვთივდაცული მთავრები ხედავდნენ, რომ ნიკეას აღება ჩვეულებრივი იარაღით

შეუძლებელი იყო და დაიწყეს ხის მაღალი საბრძოლო კოშკურების აგება. როგორც კი თურქებმა ეს

მზადება შეამჩნიეს, შეშინებულებმა იმპერატორთან მაცნე გაგზავნეს შემდეგი წინადადებით: ქალაქს

ჩააბარებდნენ იმპერატორს, მას კი თურქები ქალაქიდან უნდა გაეყვანა, თუნდაც გაძარცულები,

თუნდაც ბორკილდადებულები, ოღონდ ცოცხლები. როგორ კი ეს ამბავი შეიტყო, იმპერატორი

ჩვენთან ჩამოვიდა. ის ჩვენს სიახლოვეს, ერთ-ერთ კუნძულზე დაბანაკდა. ჩვენი მთავრები, ჩემსა და

ტულუზის ჰერცოგის გარდა, ყველანი სასწრაფოდ ჩავიდნენ მასთან, რათა გაეზიარებინათ

გამარჯვების სიხარული. იმპერატორმა ისინი დიდი სიამოვნებით მიიღო. იმ ფაქტმა, რომ მე ქალაქის

სიახლოვეს ვრჩები ნიკეაზე ან ჩვენს ბანაკზე თურქთა თავდასხმის მოსაგერიებლად, ის 653026

Page 31: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

14 განსაკუთრებით გაახარა. იმპერატორმა ნადავლი ასე გაანაწილა: ყველაფერი ძვირფასი: ოქრო,

ძვირფასი ქვები, ვერცხლი, სამოსი, ცხენები და სხვ. გაყვეს რაინდებს შორის; საკვები მისცეს ქვეითებს.

ამასთან, იმპერატორმა საკუთარი საგანძურიდან დაასაჩუქრა მთავრები.

ამრიგად, 17 ივნისს, ღვთის შეწევნით, ნიკეა ჩაგვბარდა. დასასრულს, მინდა გითხრა, ძვირფასო,

რომ თუ ანტიოქიასთან დიდხანს არ შეგვაყოვნეს, ხუთი კვირის შემდეგ იერუსალიმში ვიქნებით.

კითხვები:

(1) 33.1. რომელი სახელმწიფოს იმპერატორზე საუბრობს წერილის ავტორი?

(1) 33.2. წერილის მიხედვით, შვილის აღსაზრდელად შეთავაზების გარდა, დაასახელეთ ყველა ის

ფაქტი, საიდანაც ჩანს იმპერატორის კეთილგანწყობა წერილის ავტორის მიმართ?

(1) 33.3. თქვენი აზრით, რატომ სურს იმპერატორს სტეფანე ბლუას შვილის საკუთარ კარზე აღზრდა?

(2) 33.4. წყაროს მიხედვით, რატომ გაუჭირდათ “ღვთის მხედრობის მეომრებს” ქალაქ ნიკეის აღება და

რა ხერხს მიმართეს მთავრებმა ნიკეის ასაღებად?

(2) 33.5. წყაროს მიხედვით, რა პირობით დათანხმდნენ თურქები ნიკეის ჩაბარებას და თქვენი აზრით,

რატომ მიმართეს თურქებმა დანებების თხოვნით სწორედ იმპერატორს?

(1) 33.6. თქვენი აზრით, რატომ დაასაჩუქრა იმპერატორმა მთავრები საკუთარი საგანძურიდან?

(1) 33.7. რა სახელითაა ცნობილი ის ისტორიული მოვლენა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი

ეპიზოდია ნიკეის აღება?

(1) 33.8. რომელი საუკუნის რომელი ნახევრის მოვლენებია აღწერილი წერილში?

653026

Page 32: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

15

ინსტრუქცია

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ

კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების

მაქსიმალური ქულაა 6.

34.

653026

Page 33: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

16

კითხვები:

(1) 34.1. რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები მოცემულ

რუკაზე?

(1) 34.2. რუკის მიხედვით, რომელ წლებში მიმდინარეობდა აღნიშნული საომარი მოქმედებები?

(1) 34.3. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ განახორციელა სამხედრო აგრესია?

(1) 34.4. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფო დამარცხდა ამ ომში?

(1) 34.5. რუკის მიხედვით, რაში გამოიხატა აღნიშნული მარცხი?

(1) 34.6. რომელმა სახელმწიფოთაშორისმა ხელშეკრულებამ გაუხსნა გზა აღნიშნულ სამხედრო

აგრესიას?

653026

Page 34: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

17

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები და შეასრულეთ დავალება.

პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. არ დაწეროთ პირობაში

მოთხოვნილ რაოდენობაზე მეტი არგუმენტი. გაითვალისწინეთ, არგუმენტი უნდა იყოს

კონკრეტული, ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მქონე. თითოეული

დავალების მაქსიმალური ქულაა 2.

(2) 35. 1555 წელს აუგსბურგის რელიგიური ზავის დადების წინ კარლოს V-ის მომხრეთა შორის

კამათი გაიმართა. ერთ-ერთი დიდებული ზავის დადების მომხრე იყო. მეორე კი, პირიქით, ზავის

დადების წინააღმდეგ გამოდიოდა.

დავალება:

(1) 35.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც ზავის დადების მომხრე დიდებული თავის პოზიციას დაიცავდა.

(1) 35.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც ზავის დადების მოწინააღმდეგე დიდებული თავის პოზიციას დაიცავდა.

(2) 36. 1804 წელს ნაპოლეონმა იმპერატორად კურთხევა გადაწყვიტა. მან თანამებრძოლები შეკრიბა და

რჩევა კითხა. ერთ-ერთი მარშალი ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას მხარს უჭერდა. მეორე კი,

პირიქით, ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას ეწინააღმდეგებოდა.

დავალება:

(1) 36.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც იმპერატორად კურთხევის მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.

(1) 36.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც იმპერატორად კურთხევის მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

653026

Page 35: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

სწორი პასუხები 1-29 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება 1–გ 2–დ 3–ა 4–გ 5–დ 6–ბ 7–გ 8–ა 9–ბ 10– ა 11–ბ 12–ა 13–დ

14–ა 15–ა 16–ბ 17–დ 18–ა 19–ა 20–ბ 21–ა 22–ა 23–ა 24–დ 25–ა

26. 231 27. 123

28. 321 29. 312

30. სწორი წყვილი (აღმოჩენილი შეცდომა - 1 ქულა და მისი გასწორებული ვარიანტი - 1ქულა) 2 ქულით ფასდება; სულ 10 ქულა არის უნდა იყოს

II I

კრასუსი პომპეუსი

საურმაგი არტაგი

ლათინური ბერძნული

ავრელიუსი ვესპასიანე

31. სწორი წყვილი (აღმოჩენილი შეცდომა - 1 ქულა და მისი გასწორებული ვარიანტი - 1 ქულა) 2 ქულით ფასდება; სულ 16 ქულა არის უნდა იყოს მაზდეანობა ისლამი დამასკო მექა სასულთნო სახალიფო იტალია ესპანეთი ხარაჯა ჯიზია

VIII VII

მეფე ერისმთავარი

მარზპანი ამირა

1

Page 36: i s t o r i a - edu.aris.ge · აღორძინება და ჰუმანიზმი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

32. სულ 5 ქულა 32.1. ნატო (NATO) - 1 ქულა 32.2. აშშ (1 ქულა); ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას (1 ქულა); სულ 2 ქულა. 32.3. სსრკ-ში - 1 ქულა 32.4. ცივი ომი - 1 ქულა 33. სულ 10 ქულა 33.1. ბიზანტიის იმპერიის - 1 ქულა 33.2. შვილივით მიიღო, გულუხვად დაასაჩუქრა, განსაკუთრებულად ენდო - 1 ქულა 33.3. ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 33.4. ქალაქის კარგი გამაგრებისა და ქალაქის მამაცი დამცველების გამო (1 ქულა); დაიწყეს ხის მაღალი საბრძოლო კოშკურების აგება (1 ქულა); სულ 2 ქულა 33.5. სიცოცხლის შენარჩუნების პირობით (1 ქულა); ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას (1 ქულა); სულ 2 ქულა 33.6. ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას – 1 ქულა 33.7. ჯვაროსნული ლაშქრობების - 1 ქულა 33.8. XI საუკუნის II ნახევარში - 1 ქულა 34. სულ 6 ქულა 34.1. ფინეთის - 1 ქულა 34.2. 1939–1940 წლებში – 1 ქულა 34.3. სსრკ-მა - 1 ქულა 34.4. ფინეთი - 1 ქულა 34.5. დაკარგა ტერიტორიები - 1 ქულა 34.6. მოლოტოვ–რიბენტროპის // გერმანია-სსრკ-ის - 1 ქულა

35. სულ 2 ქულა 1. მომხრე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 2. მოწინააღმდეგე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 36. სულ 2 ქულა 1. მომხრე - ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 2. მოწინააღმდეგე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა

2