ალექსანდრე დიდი მაკედონელი

21
აააააააა აააააა აააააააა ააააააა, აააააააა, აააააა ააააააა ააააააა ააა აააააააა.

Transcript of ალექსანდრე დიდი მაკედონელი

Page 1: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ანტიკური ეპოქის სამხედრო გენიოსი,

ხელმწიფე, რომლის სახელიც ოდესღაც ცას

წვდებოდა.

Page 2: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ალექსანდრე დაიბადა ძვ.წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი

მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი.

Page 3: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

არავინ დაობს იმაზე, რომ მეომარი მეფე,

ალექსანდრე III მაკედონელი ანტიკური ხანის უდიდესი

მხედართმთავარი და სამხედრო საქმის მცოდნე გენიოსი

გახლდათ. მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები

საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. გარდა

სამხედრო წარმატებებისა, ალექსანდრემ მაკედონელმა

13 წელი შესწირა აღმოსავლეთისა და დასავლეთის

გაერთიანებასა თუ შერწყმას, არამარტო სამხედრო,

არამედ კულტურული თვალსაზრისითაც. იმ ხანებში

ალექსანდრეს სახელი ცას წვდებოდა, ამიტომაც მას

მოიაზრებდნენ ხანაც ზევსის, ხანაც კი ამონ რას ძედ, იმავე

ღვთის შვილად.

ჩვენ კი მისი ცხოვრების რამდენიმე დეტალსა თუ

ისტორიას შევიხსენებთ, რომელიც დაუმარცხებელი

მეფის, ალექსანდრე მაკედონელის დიდებულებამ

შემოგვინახა

Page 4: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
Page 5: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 1

ალექსანდრე მაკედონელი მართალია არისტოტელეს აღზრდილი იყო, მაგრამ სხვა ფილოსოფოსებთან დიდი

უთანხმოებები ჰქონდა.

ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე

Page 6: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ალექსანდრეს მამამ, ფილიპე II მაკედონელმა, იმ დროის უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე სამეფო კარზე  მოიწვია, რათა 13 წლის პრინცი აღეზარდა.

ასევე არსებობს გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს კორინთოში ალექსანდრეს შეხვედრას ცნობილ ფილოსოფოს დიოგენესთან, რომელიც ასკეტურად  ცხოვრობდა თიხის კასრში. როცა იქ ალექსანდრეს ყველა ცნობილი ადამიანი ეახლა და გამარჯვებები მიულოცა, მხოლოდ დიოგენემ არაფრად ჩააგდო ახალგაზრდა მეფე და არ წავიდა მის სანახავად, მაშინ თვითონ ალექსანდრე ეახლა მოხუც ბრძენს, რომელიც მისი მარადიული “საცხოვრისიდან” – კასრიდან გამომძვრალიყო და მზეზე თბებოდა.

ალექსანდრე მივიდა, მიესალმა და უთხრა:– მითხარ, რაც გინდა და შეგისრულებო.– გთხოვ, ცოტა იქით გაიწიო, მზეზე ნუ მეფარებიო, – უპასუხნია გულგრილად დიოგენეს.[miptheme_quote author=”ალექსანდრე მაკედონელი” style=”text-center”]”ვფიცავ ღმერთებს, მე რომ არ ვიყო ალექსანდრე, ვინატრებდი დიოგენობასო” – უთქვამს მეფეს თავისიანებისთვის[/miptheme_quote]

მოგვიანებით კი, როდესაც ალექსანდრე სალაშქროდ იყო წასული, ხშირად კონკრეტულ ადგილებში იმიტომ ჩერდებოდა, რათა გიმნოსოფისტებს1 გასაუბრებოდა, ეს “შიშველი ფილოსოფოსები” ინდოეთში გავრცელებულ რელიგიურ მოძღვრებების გავლენის ქვეშ იყვნენ, რომლის მიხედვითაც ადამიანური დიდება ამაოებად მიაჩნდათ და ტანსაცმლის ტარებითაც თავს არ იწუხებდნენ.

Page 7: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 2

ალექსანდრე მაკედონელის 15 წლიანი საბრძოლო სარბიელი დაუმარცხებლად

დასრულდა

Page 8: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ტაქტიკა/სტრატეგიები

დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში. იგი მხოლოდ 18 წლის

იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო, მას შემდეგ კი მისი

პოპულარობა არნახული სისწრაფით გაიზარდა. ის ხომ პატარა

ლაშქრით მასზე 2-3 ჯერ დიდ არმიებს ამარცხებდა. მას შემდეგ, რაც

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მაკედონელთა ბატონობა განამტკიცა,

იგი აზიისკენ გაეშურა, სადაც დარიოს III, იმდროინდელი სპარსეთის

მამამთავარი ბრძოლებში ააწიოკა. მის მთავარ დასაყრდენს 15 000

მაკედონელი ფალანგისტები2 წარმოადგენდნენ, რომელიც 5-7

მეტრიანი სარისათი3 იყვნენ მომარჯვებულნი და მტრის ხმლით

შეიარაღებულ ჯარებს მოახლოებას არ აცდიდნენ და შორიდანვე

ანადგურებდნენ.

Page 9: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 3

ალექსანდრე მაკედონელმა საკუთარი სახელი 70 ქალაქს დაარქვა, ხოლო ერთსაც თავისი ცხენისა

დღესდღეობით მისი სახელით წოდებული რამდენიმე ქალაქი ნაპოვნია. მათგან ყველაზე ცნობილია ქალაქი ალექსანდრია, რომელიც ძვ.წ 331 წელს დაარსდა. დღეს კი იგი ეგვიპტის მეორე ქალაქად ითვლება. სხვა ალექსანდრიების ნაკვალევს კი დღევანდელი თურქეთის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთისა თუ პაკისტანი ტერიტორიებზე ვხვდებით. როდესაც  ინდოეთში ლაშქრობისას, მაკედონელმა ჰიდასპის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ეს სიხარული მწუხარებით შეიცვალა, როდესა მისი უსაყვარლესი ცხენი, სახელად  ბუცეფალი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა. რის საპატივსაცემოდაც ამავე სახელობის ქალაქი დაარსა.

Page 10: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 4

როდესაც მეფე მომავალ მეუღლეს შეხვდა, მას იგი ერთი ნახვით შეუყვარდა

ალექსანდრე მაკედონელის პირველი ცოლი – როქსანა

Page 11: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ძვ.წ 327 წელს მიუვალ მთა-გორაკზე წამოჭიმული სოგდიანელთა ციხის საკვირველი დაპყრობის შემდეგ, მაკედონელმა თავისი ბედი ერთი ბაქტრიელი არისტოკრატის ქალწულს, როქსანას დაუკავშირდა, რომლითაც პირველივე ნახვისას მოიხიბლა. ტრადიციული საქორწილო ცერემონიალის შემდეგ,  გამართულ ნადიმზე, მეფემ ხმლით პური ორ ნაწილად გაყო და თავის მეუღლეს უწილადა, რითაც ახალდაქორწინებულთა მაკედონური ტრადიცია შეიხსენა. მან ალექსანდრისთვის შვილის ჩუქება მის სიცოცხლეშივე ვერ მოასწრო. მეფის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან ალექსანდრე IV დაბადა, რომელიც ცოტა ხანში დედასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს.

Page 12: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 5

სპარსელთა დაპყრობის შემდეგ, იგი მათი კულტურის შესაფერისად იცვამდა

სპარსული კულტურის მოზიარე ალექსანდრე მაკედონელი

Page 13: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

სპარსელების იმპერიის 6 წლიანი დარბევის შემდეგ, ძვ.წ 330 წელს, ალექსანდრემ ქალაქი პერსეპოლისი დაიპყრო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სპარსული კულტურის ცენტრად ითვლებოდა. ალექსანდრე ხვდებოდა, რომ სპარსელთა მართვის საუკეთესო საშუალება, მათსავით მოქცევა იქნებოდა. ამიტომაც ალექსანდრემ გადაწყვიტა ჩაცმულობა შეეცვალა, რის შემდეგაც ზოლიანი ტუნიკა, სარტყელი და სპარსული დიადემა4 მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა, რამაც მაკედონელ-ბერძენი პურისტები5 შოკში ჩააგდო. ძვ.წ 324 წელს მან სპარსულ ქალაქ სუზაში გრანდიოზული ქორწილი მოაწყო, სადაც 92 გამოჩენილ მაკედონელ მეომარს სპარსელი ქალები შერთო.(თავად კი დარიოს III-ის ქალიშვილ სტატირა და არტაქსერქსეს III-ის ქალწული პარისატისი შეირთო )

Page 14: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 6საოცარი სურნელების მატარებელი

პლუტარქე თავის წიგნში “არისტოკრატი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება”, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ დაიწერა, აღნიშნავს, რომ მისი კანიდან “საოცარი სურნელება იფრქვეოდა” და ასევე დასძინა, რომ თვით “მისი სუნთქვა და მთელი სხეული ისევე იყო საოცარ სურნელში გახვეული, როგორც მისი უძვირფასესი სამოსი.” თუმცა ეს ერთგვარ გაზვიადებად შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტია, რომ ყოვლისმპყრობელ მეფეს ხელი მიუწვდებოდა იმ დროინდელი მსოფლიოს საუკეთესო ნელსაცხებლებამდე და სხვა ამგვარ საშუალებამდე, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მას მართლაც სასიამოვნო სურნელება დაჰყვებოდა თან.

Page 15: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 7ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი ანტიკური სამყაროს დიდი საიდუმლოა

ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის

სარეცელთან

Page 16: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე მორიგი დიდი ლაშქრობის წინ მორიგი რამდენიმე დღიანი ღრეობა მოაწყო. რომლის დროსაც ციებ-ცხელებამ ეს ჟრიამული ჩაუშხამა. ორი კვირის თავზე კი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ალექსანდრეს მამა ფილიპე მოკლა მისმა პირადმა მცველმა, მსგავსადმე ალექსანდრეს სიკვდილს უკავშირებდნენ მხედართმავრ ანტიპატროსს და ანიტპატროსის შვილ  კასანდრას(რომელმაც  შემდგომ დაუკვეთა დაქვრივებული როქსანასა და პატარა ალექსანდრეს მკვლელობა) ზოგიერთი ანტიკური დროის ისტორიკოსი იმასაც კი ამბობდა, რომ საქმეში არისტოტელეც იყო გარეული და მას ანტიპატროსის ოჯახათან ურთიერთობა ჰქონდა. დღესდღეობით კი მედიცინის ექსპერტები ერთმანეთის საპირისიპირო ვარაუდებს გვთავაზობენ: ზოგი მის სიკვდილს  მალარიას უკავშირებს, ზოგიც  ფილტვში შეჭრილ ინფექციას, დაზიანებულ ღვიძლსა თუ ტიფს.

Page 17: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ფაქტი 8მისი სხეული თაფლით სავსე ერთგვარ

ცისტერნაში შეინახესპლუტარქე აღნიშნავს, რომ

ალექსანდრეს სხეული ეგვიპტელებმა დააბალზამირეს ბაბილონშივე, მაგრამ წამყვანი ეგვიპტოლოგი დოქტორი უოლისი ვარაუდობს, რომ იგი თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში მოათავსეს. მისი სიკვდილიდან 1-2 წლის შემდეგ, ალექსანდრეს ცხედრის მაკედონიაში დაბრუნება იგეგმებოდა. თუმცა მაკედონიის მიმავალ მაკედონელის ცხედარს, რომელსაც მცირე რიცხოვანი ჯარი ახლდა თან – გზად  პტოლემეოსი, ალექსანდრეს ერთ-ერთი მხედართმთავარი გადაეღობა, მისი სხეული მიითვისა და ალექსანდრიაში წაიღო, რათა მაკედონელის სიკვდილის შემდგომ დაყოფილი სამეფოს თავის წილი განემტკიცებინა და თავისი სახელმწიფო ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრედ გამოეცხადებინა.

Page 18: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

- როდესაც სპარსეთის იმპერიას იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელი, გზად ერთ ბერძნულ ქალაქს-ლამპასაკს მიადგა, რომელსაც სპარსული ორიენტაცია ეკავა. მცხოვრებლებს შეეშინდათ, მაკედონელები ქალაქს მიწასთან გაასწორებენო და ალექსანდრეს მისი მამის-ფილიპეს მეგობარი-ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს თხოვნით: შეეწყალებინა მცხოვრებნი და ქალაქი დაენდო.

როცა ანაქსიმენე ქალაქის წარმომადგენლობით მეფეს მიუახლოვდა, ალექსანდრე მიხვდა რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და მიაძახა: „ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ თქვენს თხოვნას“, მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ფიცის ქვეშ, მეფე არ ასრულებდა ანაქსიმენეს თხოვნას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაკედონელები ქალაქს აღგვიდნენ პირისაგან მიწისა.

მაშინ ბრძენი ფილოსოფოსი არ დაიბნა. - მეფევ!- მიმართა ანაქსიმენემ ალექსანდრეს, - გთხოვთ დაანგრიოთ ქალაქი. ფიცის თანახმად ალექსანდრემ, რაღა თქმა უნდა, არ შეასრულა ანაქსიმენეს „თხოვნა“ და ქალაქი ლამპსაკიც გადარჩა.

Page 19: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელმა გარდაცვალების წინ არმიის მთავარსარდალს სამი რამ უბრძანა:

1. მინდა, რომ ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა ხელით წაიღონ ჩემი ჩასასვენებელი.

2. ოქროს ზოდები და ძვირფასი თვალ-მარგალიტი მიმოფანტეთ იმ გზაზე, რომელზეც ჩემს გვამს გაატარებენ.

3. მსურს, ჩასასვენებლიდან ჩემი ხელები რომ ჩანდეს.

Page 20: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

დაბნეულმა და გაოცებულმა მთავარსარდალმა ალექსანდრეს მისი სურვილების ახსნა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

1. საუკეთესო და სახელგანთქმულმა ექიმებმა უნდა წაიღონ ჩემი ჩასასვენებელი, რათა ყველამ დაინახოს, რომ სიკვდილის წინაშე ყველაზე კარგი ექიმებიც კი უძლურნი არიან.

2. ჩემს მიერ მოპოვებული განძი და ძვირფასეულობა ძირს მიმოფანტეთ _ მინდა ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვიძენთ, აქვე რჩება.

3. მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს ჩემი ხელები, რათა ყველა მიხვდეს, რომ მბრძანებელიც კი მთელი ქვეყნისა იმ ქვეყნად ცარიელი წავიდა.

Page 21: ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი

ამ თვისებების გამო ალექსანდრე დიდი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესს მმართველთა სიაში მოიხსენიება.

ნიჭიერი მხედარმთავარი

კარგი ორგანიზატორი

მოქნილი დიპლომატი