დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

6
თამარ ენუქიშვილი

Transcript of დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

Page 1: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

თამარ ენუქიშვილი

Page 2: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

XII-XIV- საუკუნეებში ევროპა გაცხოველებით ვაჭრობდა აზიის ქვეყნებთან. ლეგენდების და მოგზაური ვაჭრების მონაყოლის გავლენით ჩამოყალიბდა აზრი, რომ ინდოეთი ოქროთი უზომოდ მდიდარი იყო. XIV-XV საუკუნეებში ევროპელთა ვაჭრობა ინდოეთთან გართულდა, რადგან: 1 - ოსმანთა იმპერიამ ევროპელებს აღმოსავლეთისკენ სახმელეთო გზა გადაუკეტა .2 - ევროპიდან ინდოეთისკენ მიმავალი მეორე გზა ეგვიპტის და წითელი ზღვის გავლით არაბებმა დაისაკუთრეს. ევროპა იძულებული გახდა ინდოეთისკენ ახალი სავაჭრო გზა ეძებნა. იმ დროისთვის უკვე განმტკიცდა აზრი დედამიწის სფერულობის შესახებ. ამ საშიში და უცნობი გზის გაკვლევას სჭირდებოდა ნაოსნობის მცოდნე, გულადი და მიზანდასახული პიროვნება, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ამ უმაგალითო წამოწყებას. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა ზღვაოსანი ქრისტეფორე კოლუმბი, რომელმაც შეძლო ესპანეთის მონარქების იზაბელასა და ფერდინანდის დარწმუნება, რომ შეიძლებოდა ინდოეთში უმოკლესი გზით ჩასვლა და ეს ღონისძიება დიდი სიმდიდრის მომტანი იქნებოდა.

Page 3: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

1497-99 წლებში პორტუგალიელი ზღვაოსანი ვასკო და გამა ლისაბონიდან ინდოეთის ნავსადგურ კოჟიკოდეში ჩავიდა. ამ ქალაქის შემდგომი ეკონომიკური აღმავლობა ევროპასთან ვაჭრობამ განაპირობა. ლისაბონში დაბრუნებულმა ვასკო და გამამ ოქროთი და სანელებლებით დატვირთული გემი ჩამოიყვანა და მეფე მანუელ I-ს საჩუქრად ოქროს 30 კგ. წონის კერპი მიართვა. მას ზურმუხტის თვალები, კაკლისოდენა ლალებით მორთული მკერდი ჰქონდა. ვასკო და გამა დიდი პატივით მიიღეს. ინდოეთის გზის აღმოჩენას იმდენად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, რომ მეფემ მეტსახელად ბედნიერი დაირქვა და ახალი ტიტული მიიღო - ეთიოპიის, არაბეთის, სპარსეთისა და ინდოეთის დამპყრობელი, ნაოსნობისა და ვაჭრობის მბრძანებელი.

Page 4: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

1492 - წლის 3 აგვისტოს ანდალუზიის ნავსადგურ პალოსადან გასული კოლუმბის ფლოტილია, 12 ოქტომბერს ბაჰამის ერთ - ერთ კუნძულს მიადგა. ადგილობრივი სახელწოდებაა გუანაგანი, ხოლო ამჟამად უოტლინგი. კოლუმბმა ოთხჯერ იმოგზაურა და მრავალი კუნძული აღმოაჩინა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ეგონა ინდოეთს მიაღწია დასავლეთის გზით. ახალ აღმოჩენილ მიწებს ვესტ - ინდოეთი უწოდა.

Page 5: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

ხანგძლივი მოგზაურობის შემდეგ ამ კუნძულის აღმოჩენა მეზღვაურებს ისე გაუხარდათ,რომ კოლუმბმა სან–სალვადორი წმინდა მხსნელი უწოდა.

Page 6: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

კოლუმბმა ადგილობრივ მოსახლეობას ინდოელები უწოდა.