პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის...

14
პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპ პპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ ქქქქქქქ ქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ,ქქქქქქქქქქქქ მმმმმმ მმმმმმმმმმმ 20.02.2017

Transcript of პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის...

Page 1: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

პრეზენტაცია მომზადებულია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის

გაკვეთილის დაგეგმვა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,ფასილიტატორი

მარინე კვარაცხელია

20.02.2017

Page 2: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

„მასწავლებელმა უნდა იცოდეს სასწავლო პროცესის დაგეგმვა ესგ-ის მოთხოვნების შესაბამისად“ (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი)

კონსტრუქტივისტული გაკვეთილი - მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე გათვლილი გაკვეთილი.

მასწავლებელი - პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი.

მოსწავლე - თავად აგებს ცოდნას, პოულობს მნიშვნელობებს, ამყარებს საგნებს შორის კავშირს, აანალიზებს, აერთიანებს ცალკეულ ელემენტებს ახალი სტრუქტურის სახით, გამოაქვს დასკვნები.

მოსწავლეთა აქტივობა და ინტერესი მაღალია.

Page 3: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს გ ე გ მ ი ს შ ე დ გ ე ნ ა მ დ ე

მასწავლებელმა კარგად უნდა გაიაზროს გაკვეთილის ეტაპები.• გამოწვევამოცემულ საკითხზე, საგანზე, მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურება.• სიღრმისეული წვდომა მოსწავლეთა მიერ ახალი მასალის გააზრება და ახლადშეძენილი ცოდნის ადრე ნასწავლთან დაკავშირება. გამოწვევის ფაზაზე აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება. • რეფლექსიაარსებული და ახლად მიღებული ცოდნის გამთლიანება-შეჯამება, აზრების ურთიერთგაცვლა, მსჯელობა.

Page 4: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები

თემა და მიზანი სასწავლო აქტივობები და მეთოდები სასწავლო რესურსები აქტივობებისთვის საჭირო დრო კლასის ორგანიზების ფორმები თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგები შეფასებათვითშეფასება

Page 5: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

1. თემა და მიზანი გაკვეთილის მიზანი ყალიბდება გაკვეთილის თემის შერჩევის

შემდეგ

სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ესგ-ის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.

მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტულად, მარტივად, რეალისტურად და უნდა იყოს მიღწევადი;

იგი უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას უნდა გამოვიყენოთ

შემდეგი ზმნები:გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ....

Page 6: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

2. სასწავლო აქტივობები და მეთოდები აქტივობა - რას ვაკეთებ? მეთოდი - როგორ ვაკეთებ?

სასწავლო აქტივობების შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:

შერჩეული აქტივობები დაგვეხმარება თუ არა დასახული მიზნის მიღწევაში? მიზნის მისაღწევად რას გავაკეთებთ ჩვენ და რას გააკეთებენ მოსწავლეები? რამდენი აქტივობა მიგვიყვანს მიზნამდე? როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა? შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს,

მათს შესაძლებლობასა და გამოცდილებას.

სასწავლო მეთოდების შერჩევისას გავითვალისწინოთ:

მისი შესაბამისობა სასწავლო აქტივობასთან და კლასის ორგანიზების ფორმასთან. ტექნიკურად მისი განხორციელების შესაძლებლობა.

Page 7: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

3. სასწავლო რესურსები

სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა - სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა სასწავლო რესურსებში მითითებული უნდა იყოს ყველა ის რესურსი, რომელთა საფუძველზეც გაკვეთილი იგეგმება და წარიმართება (სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები და სხვ.)

Page 8: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

4. აქტივობებისთვის საჭირო დრო

გაკვეთილის ფაზებსა და სასწავლო აქტივობებზე დროის სწორად განაწილება - ეფექტიანი გაკვეთილის მნიშვნელოვანი წინაპირობა. მასწავლებელს შეუძლია სიტუაციისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გაკვეთილის მსვლელობისას კორექტივები შეიტანოს დროის მენეჯმენტში.

Page 9: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

5. კლასის ორგანიზების ფორმები

საკლასოინდივიდუალურიჯგუფური (წყვილები, ტრიადები, დიდი ჯგუფები)

კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო აქტივობისა და მეთოდის შესაბამისი უნდა იყოს.

Page 10: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

6. თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგები

თითოეულ აქტივობას მოსწავლეები გაჰყავს კონკრეტულ შედეგზე.

ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები მიჰყავს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე.

გაკვეთილის შედეგებიდან გამომდინარეობს გაკვეთილის მიზანი.

Page 11: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

7. შეფასება

გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს, რა ფორმით ამოწმებს მასწავლებელი სასწავლო შედეგებს, უნდა აღწეროს, შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს კონკრეტულ გაკვეთილზე. შეფასების რუბრიკები თან უნდა ახლდეს გაკვეთილის გეგმას თანდართული დოკუმენტის სახით.

Page 12: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

8. თვითშეფასება

გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი. მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს აკეთებს ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას, აანალიზებს, რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა, რისი გაუმჯობესებაა სასურველი.შეფასების შედეგებსა და თვითშეფასების ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და დამატებები გეგმაში.

Page 13: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

გამოყენებული ლიტერატურა

სოფიკო ლობჟანიძე, როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი?

Page 14: პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა

გმადლობთ ყურადღებისათვის!