წმინდა ილია მართალი

45
წმიდა ილია მართალი ( ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე)

description

წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების დეტალები

Transcript of წმინდა ილია მართალი

Page 1: წმინდა ილია მართალი

წმი და ი ლი ა მარ თ ალი( ი ლი ა გ რ ი გ ოლი ს ძე ჭავჭავაძე )

Page 2: წმინდა ილია მართალი
Page 3: წმინდა ილია მართალი
Page 4: წმინდა ილია მართალი
Page 5: წმინდა ილია მართალი
Page 6: წმინდა ილია მართალი
Page 7: წმინდა ილია მართალი
Page 8: წმინდა ილია მართალი
Page 9: წმინდა ილია მართალი
Page 10: წმინდა ილია მართალი

ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი-კეთილშობილთა გიმნაზიაში განაგრძო.

Page 11: წმინდა ილია მართალი

ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო.

ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ.

Page 12: წმინდა ილია მართალი

სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ცნობილი ლექსი ,,ყვარლის მთებს’’, რომლითაც ილია სამშობლოს ოთხი წლით ემშვიდობებოდა:

,,სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა,მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული,თქვენთან, ჰე მთებო, ბუნებითა შეუღლებული!’’

Page 13: წმინდა ილია მართალი
Page 14: წმინდა ილია მართალი

ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა.

Page 15: წმინდა ილია მართალი

მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.

Page 16: წმინდა ილია მართალი

სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა.

ოთხი წლის განმავლობაში მას ძალიან ენატრებოდა სამშობლო და თავისი გრძნობები და ემოციები აღწერა ნაწარმოებში ,,მგზავრის წერილები’’.

Page 17: წმინდა ილია მართალი

ილიას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაშიიყო, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებშიკი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდრუსულად ასწავლიდნენ.

Page 18: წმინდა ილია მართალი

ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. . ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.

Page 19: წმინდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა. მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა.

Page 20: წმინდა ილია მართალი
Page 21: წმინდა ილია მართალი

არ ყოფილა დღე და წუთი, ილიას საქართველოზე არ ეფიქროს. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა... ილიაც არ ერიდებოდა მხილებას.1877 წელს მან დააარსა

გაზეთი ,,ივერია’’, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს.

Page 22: წმინდა ილია მართალი

„ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. მასთან თანამშრომლობდნენ:აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი და სხვა მწერლები.

Page 23: წმინდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძე ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ და ლიტერატურულ გაზეთ ,,დროებასთან’’.

Page 24: წმინდა ილია მართალი

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა:

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?’’

Page 25: წმინდა ილია მართალი

მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემა, მოთხრობა, წერილი, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს.

Page 26: წმინდა ილია მართალი
Page 27: წმინდა ილია მართალი
Page 28: წმინდა ილია მართალი

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

Page 29: წმინდა ილია მართალი

ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო სრულიად საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა ერის მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი.

გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისთვის.

Page 30: წმინდა ილია მართალი
Page 31: წმინდა ილია მართალი

ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა.

Page 32: წმინდა ილია მართალი

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

Page 33: წმინდა ილია მართალი
Page 34: წმინდა ილია მართალი

წიწამური. აქ მოკლეს ილია ჭავჭავაძე

Page 35: წმინდა ილია მართალი
Page 36: წმინდა ილია მართალი

ილიას ძეგლი წიწამურში

Page 37: წმინდა ილია მართალი

ილიას სახლ-მუზეუმი საგურამოში

Page 38: წმინდა ილია მართალი
Page 39: წმინდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი

Page 40: წმინდა ილია მართალი

წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარი საგურამოში

Page 41: წმინდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ყვარელში

Page 42: წმინდა ილია მართალი
Page 43: წმინდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი თბილისში

Page 44: წმინდა ილია მართალი
Page 45: წმინდა ილია მართალი

ილია და აკაკი