ქთბილისის აკადემისკოს ილია ·...

21
.თბილისის აკადემისკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკური №42 სკოლის 9 კლასის მოსწავლე ანუკი შატაკიშვილი საკონტაქტო ნომერი: 591-12-93-91 ღიმილის გოგონა იცინოდა, თითქმის ყოველთვის იცინოდა. ამის გამო ხალხს ერთი ბედნიერი გოგო ეგონა, არავის უფიქრია, რომ ამ ღიმილის უკან შესაძლოა რაიმე მტივნეულიც იმალებოდა, ვერავინ ხვდებოდა. გოგო, რომელის სიცილის უკან დიდ ტკივილს მალავდა... დიახ, არსებობდა წლების წინ ასეთი გოგონა. ყველა უყვარდა, ყველაზე ზრუნავდა.სულ იცინოდა, ქალაქში ამბებიც კი გავრცელდა გიჟი არისო, სულ იცინისო... ’’გიჟად’’ შერაცხეს, თითქოსდა ვერანაირი ტრავმა გოგონას ვერ ანადგურებდა. ხალხში, მაშინ როცა გოგონა თავის სახლის ზღურბლს გადმოსცდებოდა, სრულიად სხვა ხდებოდა. სახლში კი, სადაც მაგიდა, სკამები, დივანი, კომოდი და სხვა ბევრი ნივთი ელოდა, სულაც არ უყვარდა შესვლა, იქ ხომ თავის თავთან განმარტოებული ბევრს ტიროდა, თავს ვეღარ იკავებდა და ბევრს ტიროდა. ის „ბედნიერი“ გოგო ხალხმა გიჟად რომ შერაცხა სახლში ტრავმამორეული ბევრს ტიროდა... თავს ვეღარ ერეოდა, მხოლოდ თავის თავთან აღიარებდა იმ ფაქტს, რომ ცხოვრებამ დაჩაგრა, ყველა წაართვა... თუმცა, სახლიდან გასვლისას ამ ყოველივეს სახლშივე ტოვებდა, იღიმოდა, ხალხს კი ყოველთვის ბედნიერი ეგონა. ბედნიერება მხოლოდ ღიმილში არ არის, ხშირად ღიმილი უბრალოდ ადამიანის სიძლიერის მაჩვენებელია, რომ მას შესწევს ძალა ყველაფრისდა მიუხედავად კიდევ გაიღიმოს. გოგონას ტკივილი არავინ იცოდა, ხალხს მხოლოდ ამბები სმენოდათ, თუ როგორ კარგავდა ნელ-ნელა გოგონა ყველა საყვარელ ადამიანს, თუმცა, ის რასაც გოგონა შიგნიდან გრძნობდა არავინ იცოდა. გოგო, რომელის სიცილის უკან დიდ ტკივილს მალავდა.... თავი 1 ცხრა წლის ვიყავი, როდესაც უზრუნველი ცხოვრება თავზე დამემხო. სწორედ მაშინ

Transcript of ქთბილისის აკადემისკოს ილია ·...

Page 1: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

ქ.თბილისის აკადემისკოს ილია

ვეკუას სახელობის ფიზიკა-

მათემატიკური №42 სკოლის

9 კლასის მოსწავლე

ანუკი შატაკიშვილი

საკონტაქტო ნომერი: 591-12-93-91

ღიმილის გოგონა

იცინოდა, თითქმის ყოველთვის იცინოდა. ამის გამო ხალხს ერთი ბედნიერი გოგო

ეგონა, არავის უფიქრია, რომ ამ ღიმილის უკან შესაძლოა რაიმე მტივნეულიც

იმალებოდა, ვერავინ ხვდებოდა.

გოგო, რომელის სიცილის უკან დიდ ტკივილს მალავდა...

დიახ, არსებობდა წლების წინ ასეთი გოგონა. ყველა უყვარდა, ყველაზე

ზრუნავდა.სულ იცინოდა, ქალაქში ამბებიც კი გავრცელდა გიჟი არისო, სულ

იცინისო... ’’გიჟად’’ შერაცხეს, თითქოსდა ვერანაირი ტრავმა გოგონას ვერ

ანადგურებდა. ხალხში, მაშინ როცა გოგონა თავის სახლის ზღურბლს

გადმოსცდებოდა, სრულიად სხვა ხდებოდა. სახლში კი, სადაც მაგიდა, სკამები,

დივანი, კომოდი და სხვა ბევრი ნივთი ელოდა, სულაც არ უყვარდა შესვლა, იქ ხომ

თავის თავთან განმარტოებული ბევრს ტიროდა, თავს ვეღარ იკავებდა და ბევრს

ტიროდა. ის „ბედნიერი“ გოგო ხალხმა გიჟად რომ შერაცხა სახლში ტრავმამორეული

ბევრს ტიროდა... თავს ვეღარ ერეოდა, მხოლოდ თავის თავთან აღიარებდა იმ ფაქტს,

რომ ცხოვრებამ დაჩაგრა, ყველა წაართვა... თუმცა, სახლიდან გასვლისას ამ

ყოველივეს სახლშივე ტოვებდა, იღიმოდა, ხალხს კი ყოველთვის ბედნიერი ეგონა.

ბედნიერება მხოლოდ ღიმილში არ არის, ხშირად ღიმილი უბრალოდ ადამიანის

სიძლიერის მაჩვენებელია, რომ მას შესწევს ძალა ყველაფრისდა მიუხედავად კიდევ

გაიღიმოს. გოგონას ტკივილი არავინ იცოდა, ხალხს მხოლოდ ამბები სმენოდათ, თუ

როგორ კარგავდა ნელ-ნელა გოგონა ყველა საყვარელ ადამიანს, თუმცა, ის რასაც

გოგონა შიგნიდან გრძნობდა არავინ იცოდა.

გოგო, რომელის სიცილის უკან დიდ ტკივილს მალავდა....

თავი 1

ცხრა წლის ვიყავი, როდესაც უზრუნველი ცხოვრება თავზე დამემხო. სწორედ მაშინ

Page 2: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

გავიგე პირველად სიტყვა „ტკივილის“ მნიშვნელობა. ღამის კოშმარს გავდა

ყველაფერი, საიდან გამოფხიზლებაც ყველაზე მეტად მინდოდა, თუმცა არ შემეძლო.

ეს იყო ავარია. ავარია, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

ჩვენს პატარა ქალაქში სიყვარული სუფევდა. ერთი-ორი სკოლა, რამოდენიმე ბაღი

და კერძო ლამაზი სახლები. ერთი დიდი ოჯახი იყო ჩვენი ქალაქი, სადაც ახლოდან

თუარა შორიდან მაინც ყველა ყველას იცნობდა. მიყვარდა სკოლაში სიარულიც,

მიყვარდა ჩემი კლასი, მასწავლებლები, რომლებსაც ყოველთვის შეეძლოთ გაეგოთ

ჩემთვის. დედისერთა ვიყავი, თუმცა ჩემი მეგობრები ამას არასდროს

მაგრძნობინებდნენ. ჩემი ბედნიერება იყო ოჯახი და მეგობრები, ის ხალხი,

რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

ზამთრის სუსხიანი დილის მიუხედავად, მზემ ჩემ ოთახშიც შემოაღწია.დედას

ხმამ გამომაღვიძა:

-ლიზა, ადექი დე მივდივართ!

-კარგი დე, - ძილმორეულმა ვუპასუხე, - ვდგები.

უხალისოდ წამოვდექი, პირველად არ მინდოდა თუ მეზარებოდა აგარაკზე

წასვლა. ფანჯრიდან გავიხედე, ფოთლებგაცვენილ ხეებს გადავავლე თვალი. არ იყო

ღრუბელი, არც წვიმა, არც თოვლი, მაგრამ ბუნება მოწყენილი ჩანდა. ნათელი დილა

იყო, თუმცა ხეები ცუდ გუნებაზე იყვნენ, მშობლებთან ერთად წყნეთის აგარაკზე

უნდა წაავსულიყავი, ახალი წელი ახლოვდებოდა, მეც გამოცდებისგან დასვენებული

უდარდელად მივდიოდი. ახალ წელს მეგონა ტრადიციულად ოჯახთან ერთად

შევხვდებოდი წყნეთში. მე და დედა უამრავ გემრიელ საჭმელს გავაკეთებდეთ,

ზუსტად თორმეტ საათზე მე და მამა აივანზე გამოვიდოდით და ფეიერვერკებსაც

გავისროდით. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულის ბედნიერ წუთებად დამრჩა. მანქანაში

ჩავსხედით სამივენი, საჭესთან მამა მოკალათდა, გვერდზე დედა მიუჯდა, მე კი უკან

წამოვწექი. ბედნიერი ვიყავი, თუმცა თითქოსდა გული კარგს არ მიგრძნობდა. უცებ

მანქანა გამოვარდა საიდანღაც. მერე აღარ მახსოვს. მახსოვს კივილი, გინება, ხმაური,

სისხლი, რომელიც ჩემს გარშემო საკმაოდ იყო. მანქანა ამოყირავებულიყო, ძლივს

გადმოვედი. არცერთი სახე ჩემთვის ნაცნობი არ იყო, თუმცა მალევე დავინახე ორი

ნაცნობი სახე, რომელიც მანქანის ძირში მოქცეულიყო და ორივეს თავიდან სისხლი

სდიოდა. შეუგუებელი ფაქტი იყო ჩემთვის მშობლების დაკარგვა. ბავშვობის დიდი

ტრამვა იყო. ამ ამბის მერე დეპრესიაში ჩავვარდი, ბავშვთა სახლში უნდა

წავსულიყავი, ბევრი ახლობელი მყავდა, თუმცა არავინ ისურვა 9 წლის უდედმამოდ

დარჩენილი გოგონას გაზრდა. მშობლების დაკრძალვამდე სახლში ვიყავი, მთელი

დღეები ვფიქრობდი, ვერ ვიჯერებდი იმ ფაქტს, რომ დილით დედა აღარ

გამაღვიძებდა ჩემთვის საყვარელი ხმით ხმით, ვერ ვიჯერებდი, რომ საღამოობით მამა

აღარ მომიტანდა ბევრ შოკოლადებს. მენატრებოდა ის ბედნიერი შაბათ-კვირა, როცა

სამივენი წყნეთში ავდიოდით. თუმცა ცხრა წლის ვიყავი და ჯერ მთელი ცხოვრება წინ

Page 3: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

მქონდა. ვაანალიზებდი იმ ფაქტს, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ადრე

თუ გვიან სიკვდილი ყველას მოგვიკაკუნებს. ვცდილობდი ჩემში მეპოვა ის უხილავი

ძალა, რაც ღიმილის საბაბი აღმოჩნდებოდა. გამიჭირდა, ვაღიარებ არც ის მარტივი

აღმოჩნდა ამ ცხოვრებისეული დაბრკოლების გადალახვა, მაგრამ ღიმილი დამეხმარა.

წამებში დავკარგე ის ორი ადამიანი, რომელთა გარეშეც მეგონა ვეღარ

ვისუნთქებდი.მერჩივნა მეც მათთან ერთად მოვმკვდარიყავი, თუმცა რადგან უფალმა

ასე უვნებლად გადამარჩნა, ესეიგი ასე იყო საჭირო საკუთარ თავს დანებების უფლებას

არ ვაძლევდი. ბავშვობიდან მხიარული ვიყავი, ამ ამბის მერე კი საკუთარ თავში დიდი

ძალა აღმოვაჩინე, ღიმილის ძალა. ყველას უკვირდა, ზოგს ეგონა რომ ვერ ვხვდებოდი

რა იყო სიკვდილი.

-ჯერ ცხრა წლის არის, ალბათ ვერ ხვდება რა არის სიკვდილი.

-ხო, პატარაა თორემ რომ ხვდებოდეს რა გააცინებდა.

-იქნებ ფსიქიკა აქვს შერყეული და ამიტომ იცინის ასე დღედაღამ.

კიდევ ბევრი მსგავსი ფრაზა მესმოდა, რომლებსაც თითქოსდა ჩემზე

გულშემტკივარი ხალხი სულაც არ იშურებდა ჩემთვის. მაგრამ მე ბედნიერება

ღიმილში ვიპოვე, თუნდაც ძალით გაღიმება ყოფილიყო, მაინც ვიღიმოდი. ჩემში უკვე

აღმოჩენილი ფარული ძალით ვიღიმოდი. ღიმილი ის ერთადერთი გასაღებია,

რომელიც ამ დიდი ტკივილის დაძლევაში დამეხმარა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი,

მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას იტყოდა ჩემზე.

გზა ბავშვთა სახლისკენ არცისე დიდი აღმოჩნდა. არ ველოდი იმ სილამაზეს რაც იქ

ვნახე. მეგონა ერთ ჩამონგრეულ სახლში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ შევცდი. ერთი

შეხედვითაც შეატყობდით, რომ ღარიბი კაცის აშენებული არ იყო. გარშემო ტყე იყო,

უამრავი ხისა და ბუჩქის შუაში მოქცეულიყო სამსართულიანი შენობა, დიდი ეზოთი.

ეზოში მწვანე ბალახი ბიბინებდა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თებერვალი იყო.

სასრიალოების და გასართობი საშუალებების ნაკლებობა არ იგრძნობოდა. ალბათ

ახლა ბევრ ბავშვს მოუნდა კიდეც ამ „სასახლეში“ ცხოვრება. მაგრამ არაფერს ნიშნავდა

ჩემთვის ის მარმარილოთი გაწყობილი კიბეები, დიდი შანდლები და სხვა ძვირფასი

ნივთები. მშობლების გვერდით ყოფნა მერჩივნა ყველაფერს. მერჩივნა ქოხში

მეცხოვრა, ოღონდ მშობლები კვლავაც ცოცხალნი ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა,

რომ შენობა გარეგნულად მართლაც რომ სასახლეს გავდა, შიგნიდან ბედნიერების

სუნი სულაც არ იდგა. ბავშვებს ჰქონდათ კომფორტი, თუმცა ყველა მათგანის

თვალებში ამოიკითხავდით დიდ სევდას, რომელიც უდედმამობით იყო გამოწვეული.

მეორე სართულზე ორი დიდი საძინებელი ოთახი იყო, ერთი გოგონებისთვის იყო

განკუთვნილი, მეორე კი ბიჭებისთვის. თითოეულში უამრავი საწოლი იდგა.

სასადილო ოთახი ცალკე სასახლე გეგონებოდათ. მას პირველი სართულის თითქმის

ნახევარი ეკავა. ყოველთვის ბზინავდა ყველაფერი, მცირედ მტვერსაც კი ვერსად

Page 4: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

ნახავდით. თუმცა რა თქმა უნდა კომფორტი ჩემთვის მნიშვნელოვანი სულაც არ

ყოფილა.

თავი 2

თინეიჯერობის ასაკი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, მითუმეტეს ბავშვთა სახლში.

ნელ-ნელა ვცდილობდი შევგუებოდი მშობლების გარეშე ყოფნას, ბავშვებთან შეგუება

კი სულაც არ გამჭირვებია. იქ ხომ ყველა ჩემნაირი იყო, უდედმამოდ დარჩენილი.

განსხვავება ჩემსა და მათ შორის ის იყო, რომ მათ მშობლები ყავდათ ოღონდ სხვაგან,

მე კი ჩემს თვალწინ მომხდარი ავარიის დავიწყებას წლები ვცდილობდი. იყო

რამდენიმე ჩემნაირიც, ანუ ბავშვები, რომელებსაც მშობლები გარდაეცვალათ, თუმცა

ძირითადად იქ მყოფი ბავშვები მუდმივად მშობლების მოლოდინში იყვნენ, მე კი

ვიცოდი რომ არასდროს არავინ მომაკითხავდა, აქაურობას მხოლოდ მაშინ

გავეცლებოდი, როდესაც სრულწლოვანი გავხდებოდი. რეჟიმი ყველასთვის ერთი და

ერთფეროვანი იყო. ყოველი დილის გათენებას აზრიც კი დაკარგვოდა. მენატრებოდა

ჩემი ბავშვობის წლები. გადავწყვიტე დღიურის წერა დამეწყო, რაღაც ბლოკნოტი

მქონდა, გავაფორმე, ცოტა გავალამაზე. გადავწყვიტე ძველი ისტორიების მოყოლით

დამეწყო. უკვე გვიანი იყო და ყველას ეძინა. პატარა ნათურა ავინთე საწოლთან და

წერა დავიწყე:

„გამარჯობა, დღეიდან ჩემი მესაიდუმლე მინდა გახდე. ადრე დედა იყო ახლა კი

ფურცელი. სასაცილოა, მაგრამ მე მეტირება. მე ბავშვთა სახლში მყოფი ერთი რიგითი

გოგო ვარ. სამი წლის წინ, მაშინ როცა ჯერ კიდევ ჩემი მშობლების გვერდით

ბედნიერი წლების გატარების ფუფუნება მქონდა, წყნეთის აგარაკზე ყოველ შაბათ-

კვირას დავდოდით. სკოლიდან მოსულს სახლში დედა მეგებებოდა. სადილს

მაჭმევდა, მერე ცოტა ხანს ერთად ვერთობოდით. შემდეგ მეცადინეობას ვიწყებდი

ხოლმე, ამ დროს მამაც მოდიოდა, რომელსაც ჩემთვის ყოველ საღამოს მოჰქონდა

შოკოლადები. დედა შემდეგ მას უმასპინძლდებოდა, საღამოს კი სამივენი რაიმე

გადაცემას ან ფილმს ვუყურებდით ხოლმე. ძილის წინ ორივე შუბლზე მკოცნიდა.

ასეთი იყო ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე მშობლებთან ერთად. მახსოვს ერთხელ

სკოლაში დაბალი ნიშანი მივიღე. მეშინოდა სახლში მშობლების რეაქციის, რადგან

ვიცოდი ორივესთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩემს სწავლა-

განათლებას. სახლში აფორიაქებული მივედი, კარებში დედა ღიმილით შემომეგება.

გადავწყვიტე ნიშანი ორივესთვის საღამოს მეთქვა. საღამოც მამაც მოვიდა, ივახშმა,

დივანზე დასხდნენ, მე მათ წინ დავდექი და ვუთხარი. დედას სახეზე ბრაზმა

გადაურბინა, მამამ კი მორალის კითხვა დამიწყო, რომ ასე არ შეიძლება, რომ გოგო ვარ

და არ მეკადრება, რომ სხვა რას ვაკეთებ ერთი სწავლა მაბარია და მაგასაც ვერ ვაკეთებ

სათანადოდ. დედა კი ჩაფიქრებული იჯდა, უცებ მამას გახედა და ის სიტყვები, რაც

მაშინ დედამ უთხრა მამას ეხლაც მახსოვს: „ლევან! პატარაა ლიზა, ერთი დაბალი

ნიშანი მომავალს ხომ არ შეუცვლის?! არაფერი მომხდარა საჩხუბარი, ყოველთვის

Page 5: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

კარგად სწავლობდა ლიზა, გამოასწორებს! მთავარია კარგად არის, ბავშვის

ჯანმრთელობა პირველ რიგში და მერე სწავლა!“ დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა

თუნდაც ცუდ ამბავში ბედნიერების მარცვალი ეპოვა. ჩემი მშობლების გვერდით

ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს. ორივე ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც

მე ბედნიერი ვიქნე...“

-ელისაბედ! შენ რა ჯერ კიდევ არ გძნავს?

-მაპატიეტ ქაბატონო მაია, მე უბრალოდ რაღაცას ვწერდი, - ვითომ თავაზიანად

ვუპასუხე ბავშვთა სახლის მთავარ ძიძა მაიას.

-დროულად დაწექი!

დღიური ხელიდან გამომგლიჯა. იძულებული ვიყავი დამეძინა, ჩემი ფიქრები კი

ამის საშუალებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი წარსულზე, მომავალზე, აწმყოზეც კი

დავიწყე ბოლოს ფიქრი. ვაანალიზებდი ჩემს გარშემო შექმნილ ვითარებას. რაღაც

„სასახლეში“ მოვხვდი, სადაც იყო კომფორტი, ბევრი ბავშვი, ბევრი გასართობი, თუმცა

ვერცერთ მომღიმარ ბავშვს იქ ვერ ნახავდით. არცერთ მათგანს ეს მატერიალური

„ბედნიერება“ აშკარა იყო არ ანაღვლებდა. 18 წლის რომ გავხდები აქედან წასვლა

მომიწევს, მაგრამ სად? მერე როგორ უნდა ვიცხოვრო? კითხვებზე პასუხს საკუთარ

თავშივე ვეძებდი. ბავშვთა სახლში ყველას ეძინა, მცირეოდენი შუქიც კი არსაიდან

ჩანდა. წამოვდექი, მესამე სართულზე ავედი, იქ ბავშვებისთვია აკრძალული იყო

ასვლა, მაია და სხვა ძიძები იქ ატარებდნენ თავისუფალ დროს. გრძელ დერეფანს

გავუყევი დერეფნის ბოლოს კი ზემოთ ამავალი კიბეები დავინახე. გარშემო

ფრთხილად მიმოვიხედე, არ მინდოდა ვინმეს დავენახე. კიბეებს ავუყევი, პატარა კარი

იყო, გავაღე და ბავშვთა სახლის სახურავზე აღმოვჩნდი. იქვე მოვკალათდი, ბუნებას

გადავხედე. გარე განათება მიადვილებდა ბუნების აღქმას. ყველაფერი სხვანაირად

ჩანდა ზემოდან. სრული სიმშვიდე სუფევდა და მივხვდი, რომ სწორედ ასეთ ადგილას

მჭირდებოდა ახლა მარტოობა. რამოდენიმე წუთი ვიჯექი ჩემს ფიქრებში ღრმად

ჩაძირული, გვიანი იყო, აცივდა, სახლში დაბუნება გადავწყვიტე. ფრთხილად

ჩამოვედი, გოგონების ოთახში შევედი და ჩემს საწოლს დავუბრუნდი.

დილა ტრადიციულად ქალბატონი მაიას წივილ-კივილით დაიწყო.

-დროზე ადექით! დღეს ახალი ბავშვი მოდის! კიდევ ერთი ბიჭი შემოგიერთდებათ.

სკოლიდან რომ დაბრუნდებით მასაც გაიცნობთ, ახლა კი სასწრაფოდ ხელ-პირი

დაიბანეთ, მოწესრიგდით, ისაუზმეთ და სკოლაში!

ნელ-ნელა წამოიზლაზნენ გოგონები. როგორც მაიამ გვითხრა ყველაფერი განრიგის

მიხედვით გავაკეთეთ. სკოლიდან ბავშვები დიდი მოლოდინით მოდიოდნენ.

აინტერესებდათ ვინ იყო მორიგი უდედმამოდ დარჩენილი საწყალი ბავშვი. სახლში

შევაბიჯე თუარა გავშეშდი.

Page 6: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

-მოდი ელისაბედ, გაიცანი ეს რატია, დღეიდან ისიც თქვენთან ერთად იცხოვრებს.

რატი ეს ელისაბედია, ის სამი წელია უკვე ჩვენთან არის. იმედია გაუგებთ ერთმანეთს,

ელისაბედ რატის დაათვალიერებინე აქაურობა. მე დაგტოვებთ.

ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა ქალბატონი მაია. მე და რატი კი თვალებში

ვუყურებდით ერთმანეთს და ვერც ერთი ვერ ვიჯერებდით ერთმანეთის ნახვას ახლა

უკვე ბავშვთა სახლში.

-შენ აქ?

-ხო, მე სამი წელია უკვე აქ ვარ მაგრამ შენ? მამაშენი სად არის?

-შენი მშობლების ავარიის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში მამაჩემს ლეიკემია

დაუდგინეს. წლები ცდილობდა დაემარცხებინა ეს დაავადება, უცხოეთშიც ვიყავით,

თითქოს უკეთესადაც კი იყო, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ...

- საშინელებაა! ძალიან ვწუხვარ. მაგრამ უზომოდ გამეხარდა რომ ისევ ერთად

ვიქნებით. სამი წელია არ მინახიხარ. სკოლაში რა ხდებოდა, მიკითხეს ბავშვებმა?

-ჰო მეორე დრესვე გაიგო ყველამ შენი ამბავი, მთელი კლასი შეწუხდა,

მასწავლებლებიც ძალიან განიცდიდნენ შენნაირი მოსწავლის წასვლას.

-ეჰ, რას ვიზავთ, აქაურობას დარწმუნებული ვარ მალე შეეჩვევი. კარგი ბავშვები

არიან ძირითადად.

-რათქმაუნდა, ყველაფერი კარგად იქნება და როცა აქედან წავალთ მერეც ხომ

ერთად ვიქნებით?

-კი რატი, როგორც ყოველთვის! ახლა წამოდი და ყველაფერს განახებ.

ერთი საათის მანძილზე რატის დავატარებდი დერეფნიდან დერეფანში. არ

ველოდი მის ნახვას აქ. მე და რატი ბაღიდან ვიცნობთ ერთმანეთს, შემდეგ

კლასელებიც ვიყავით, დედამისი მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მამის დაკარგვის

შემდეგ აქ მოუწია მოსვლა და კვლავაც შევხვდით ერთმანეთს.

სადილის მერე მაიასთან მისვლა გადავწყვიტე დღიურის დასაბრუნებლად.

-ქალბატონო მაია, იცით მე.. მინდოდა მეთქვა რომ..

-ის ბლოკნოტი გინდა რომ მოგცე?

-დიახ.

-ვიცი არასწორად მოვიქეცი, მაგრამ წავიკითხე რაც შიგნით გეწერა და მინდა რაღაც

გითხრა. ვიცი რომ მშობლები დაკარგე, მეც მაქვს ეს გამოცდილი, მაგრამ პატარა ხარ

ჩემო ანგელოზო, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ბევრი ბედნიერი დღე გელის კიდევ წინ.

ეცადე აღარ იფიქრო წარსულზე. ვიცი რთულია, მაგრამ ცხოვრება მარტივი არც

არასდროს იქნება, იცოდე რომ საუკეთესო ხარ, უბრალოდ იმდენს იცინი

ყოველდღიურად, რომ ვერც კი ვიფიქრებდი რომ შესაძლოა...

-დიდი მადლობა ქალბატონო მაია.

Page 7: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

დღიური გამომიწოდა, გამოვართვი ტრადიციულად გავუცინე და გოგონების

ოთახისკენ გავემართე. გამიკვირდა მაიასგან ასეთი სიტყვების მოსმენა. ის ხომ

არასდროს არავის მიმართ არ არის თბილი და მე როგორ თბილად მომეპყრო.

დღეები დღეებს მისდევდა, ერთფეროვანი იყო ბავშვთა სახლში ცხოვრება. საღამოს

ეზოში ვთამაშობდით ბავშვები, მე და რატი დაღლილები ბალახზე დავსხედით.

-რატი, როგორ მიხარია რომ ისევ ერთად ვართ შენ ხომ არ იცი.

-მეც, ძალიან ძალიან.

-რატი, რატომღაც მეშინია.

-რისი??

-შენი დაკარგვის.

-ხომ იცი რომ სულ ერთად ვიქნებით?!

-ხო მაგრამ...

-ნუ გეშინია უფალმა აქაც კი შეგვახვედრა ერთმანეთს. ხომ იცი რომ ძალიან

მიყვარხარ?

-მართლა გიყვარვარ?

-ლიზა, რა კითხვებს მისვამ, რა გჭირს?

-არაფერი, უბრალოდ დღეს წამით წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება შენს გარეშე და

ძალიან შემეშინდა,- თავი რატის მივადე,- ვერ გავძლებ მე უშენოდ.

-აღარ წარმოიდგინო ეგეთი რამე! ეგ არასდროს მოხდება!

-მიყვარხარ, ამ ქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს და შენს დაკარგვას მართლა

ვერ გადავიტან.

-ვიცი და არც დამკარგავ, ნუ ფიქრობ ეგეთ რაღაცეებზე ძალიან გთხოვ.

შემოვედით თუარა მაიას მკაცრი ხმა გავიგე:

-ყველანი საწოლში!

დავწექი მაგრამ ვერ ვისვენებდი, მინდოდა რაღაც დამეწერა, მაგრამ მეშინოდა მაიას

კიდევ არ დავენახე. საბოლოოდ გადავწყვიტე გამებედა, პატარა ნათურა ავინთე და

წერა დავიწყე.

თავი 3

„მახსოვს ის დღე, როცა ბაღში პირველად დაგინახე, როგორი პატარები ვიყავით,

დღის ბოლოს შენ მამა, მე კი დედა მომაკითხავდა და სახლებში მივყავდით. მახსოვს

სკოლის ის პირველი დღე, როცა მივხვდი რომ შენში ის იყო რაც მე მაკლდა, თითქოს

მავსებდი, შენთან ჩხუბი არასდროს მიყვარდა, რადგან ყოველთვის რთული იყო შენს

გარეშე ყოფნა, ახლა კი ბავშვთა სახლში შევხვდით ერთმანეთს, აქაც მიჭირდა შენს

გარეშე ყოფნა. აქაც გამაბედნიერა შენმა დანახვამ და აქაც შემავსო შენმა შეხებამ.

ყოველთვის განუყრელი მეგობრები ვიყავით. ბავშვობის მეგობრები, რომელთა

Page 8: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

შორისაც ვერასდროს ვერავინ ჩადგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ახალი

ბავშვი გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი, თითქოს შენი ნკლებობა მქონდა. ვერავინ

ვერასდროს გცვლიდა, რადგან ის რაც ჩემსა და შენს შორის იყო და არის ეს უბრალოდ

ზღაპრული ურთიერთობაა, ყოველთვის გესმის ჩემი, ყოველთვის იცი რა მინდა. სამი

წელია არ მინახიხარ და შენი თქმა არ დამჭირდა, შენი თვალებით მივხვდი რომ

შენთვისაც ერთადერთად დავრჩი, მივხვდი რომ არც შენთვის არსებობს ადამიანი,

რომელიც მე შემცვლის. სამი წლის შემდეგაც კი შევძელით თვალებით ლაპარაკი

ჩვენებურად. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვემეგობრებით, ყოველდღიურად

ვხვდებით, ვესალმებით. დიახ, არიან მეგობრები, მაგრამ არსებობენ სულიერი

მეგობრებიც, მეგობრები რომლებიც უხილავი ჯაჭვით არიან გადაბმულნი, ჯაჭვით,

რომელიც შეიძლება აიხალრთოს, მაგრამ არასდროს გაწყდება. რა შეიძლება იყოს

ბავშვობის მეგობრებზე უკეთესი?! ჩემთვის ყველაფერი ხარ. ის ერთადერთი ადამიანი

ხარ ამ სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ მხარში მიდგას. მჯერა შენი სიყვარულის,

თუმცა მშობლების დაკარგვის შემდეგ მეშინია მარტოობის. ბავშვთა სახლში

მოსვლისას სრულიად მარტო აღმოვჩნდი. მადლობა ღმერთს, რომ შენ ჩემს

ცხოვრებაში კვლავაც გამოჩნდი! მეშინია რომ ისევ მარტო არ დავრჩე. ჩემი ეჭვიანობის

გამო შეიძლება გაწყენინე კიდეც, მაგრამ ასეთი ვარ ხომ იცი.“

შაბათი ყველას უყვარდა, სკოლაში არ მივდიოდით, თუ კარგი ამინდი იყო

ძირითადად ეზოში ვატარებდით დროს. გაკვეთილების ნაწილს პარასკევს

ვამზადებდით, ნაწილს კი კვირას, ამიტომაც შაბათი ყველასთვის თავისუფალი დღე

იყო. იყო ბევრი დამატებითი წრე, რაზეც ფაქტიურად გართობა უფრო იყო ვიდრე

მეცადინეობა. ამიტომაც ყველას უყვარდა შაბათის გაკვეთილებიც. მაიაც არ

გვაღვიძებდა დილიადრიან. დღე ათი საათიდან იწყებოდა. ოთახიდან გამოვედი თუ

არა რატი შემხვდა.

-დილა მშვიდებისა!

-დილა მშვიდობისა რატი, როგორ ხარ? შეეგუე აქაურობას?

-კი.

-დღეს კარგი დღეა, მთელი დღე ვერთობით თითქმის.

-ძალიან კარგი.

-რა გჭირს რატი?

-რა უნდა მჭირდეს?

-რა ვიცი ასე უხეშად რატომ მცემ პასუხებს?

-არ გცემ უხეშ პასუხებს.

-ხო, რავიცი. თუ რამე გეწყინა მითხარი ეგრე ნუ მექცევი ოღონდ.

-არა, არაფერი მწყენია.

-კარგი, წამოდი საუზმეზე

Page 9: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

საუზმის შემდეგ დამატებითი წრეები გვქონდა. მე და რატი ხატვაზე შევედით,

გაკვეთილებზე ყოველთვის გვერდიგვერდ ვიჯექით ხოლმე, თუმცა რატი მარიამის

გვერდზე დაჯდა, რომელიც ჩემს უკან იჯდა. გამიკვირდა რადგან ნორმალურად არც

კი იცნობდა მარიამს. ვიცოდი ამას ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდა და ეგ კიდევ უფრო

ნერვებს მიშლიდა. ვერ ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ასე. მარიამს რა თქმა უნდა

ძალიან გაეხარდა. ვხვდებოდი, რომ შესაძლოა ჩემი სიტყვები მალე ასრულებულიყო

კიდეც, დღიური ამოვიღე და წერა დავიწყე:

„რა მარტივად შეუძლიათ თურმე ადმიანებს ყველაფრის დავიწყება. მეც მასწავლე

როგორ შეძელი ასე უცებ გაცივება. მე კი შენს გამო.. გახსოვს მე და შენ ერთი

მთლიანობა რომ ვიყავით? გახსოვს როგორ გვაბედნიერებდა ერთმანეთის დანახვა? არ

ვიცი შენ რა გახსოვს, მაგრამ მე ჩვენი ურთიერთობის ყოველი წამი მახსოვს. არ ვიცი

რატომ გახდი ასეთი ცივი წამებში. მახსოვს, რომ შენთვის მე ერთადერთი ვიყავი,

ახლა კი ჩემს ჯინაზე სხვასთან დაჯექი. იმასთან ვისაც არც კი იცნობდი ნორმალურად

უბრალოდ ჩემთვსი ნერვები ხომ უდა მოგეშალა და... ახლა ჩემს უკან ზიხარ, მე კი

დღიურს ვწერ, ადრე კი თუ იმ ტერიტორიაზე ახლომახლო მაინც იყავი სადაც მეც

ვიყავი, ყოველთვის გვერდზე მომიჯდებოდი ხოლმე, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით...

მაგრამ მე მაინც ვიცი, რომ ბავშვობის მეგობრობა უაზრობის გამო არ დაინგრევა.“

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, გოგონების ოთახისკენ წავედი, მინდოდა

რატისთან მივსულიყავი და ყველაფერი გამერკვია, შემოვბრუნდი, რატი დავინახე და

მისკენ წავედი, თუმცა მარიამი დავინახე მის გვერდით. რატიმ გამომხედა მიხვდა,

რომ მისკენ მივდიოდი, გამოვბრუნდი, ოთახში შევედი, ჩემს საწოლზე წამოვწექი.

თავისუფალი საათი გვქონდა და ფიქრი დავიწყე. სახლის სახურავზე მომინდა ასვლა,

მხოლოდ იქ შემეძლო საკუთარ თავთან განმარტოვება. ოთახიდან გამოვედი, მესამე

სართულზე ავედი და ძველებულ კიბეებს ფრთხილად ავუყევი. ვიცოდი, რომ

არცერთი ძიძა მესამე სართულზე არ იქნებოდა, თუმცა მაინც არ მინდოდა ვინმეს

დავენახე. ჩემს ადგილას მოვკალათდი, ისე რომ ვერავის ვერ დავენახე ეზოდან.

ვიხსენებდი ბავშვობიდან მოყოლებულ ამბებს, ამბებს რომლებიც რატის კიდევ

ერთხელ გამახსენებდა. წინა დღის დიალოგიც გავიხსენე და მივხვდი, რომ ალბათ

რატის ჩემი სიტყვები ეწყინა, ალბათ იფიქრა, რომ მისი სიყვარულის არ მჯერა.

გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი, მიუხედავად იმისა ვისთან ერთად იქნებოდა.

სახურავიდან ფრთხილად ჩამოვედი და დავინახე, რომ ბიჭების ოთახში შედიოდა

რატი.

-რატი!

-გისმენ,-ჩემსკენ წამოვიდა.

-მგონი ვხვდები რატომაც იქცევი ასე, მაგრამ მინდა შენგან გავიგო.

-კარგი ელისაბედ, წლებია გიცნობ და ჩემს სიყვარულში თურმე ეჭვი გეპარება. არ

ველოდი იმ სიტყვებს, არ მენდობი?!

Page 10: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

-ხო მაგრამ.. ჩემს ჯინაზე არ უნდა მოქცეულიყავი შენ.

-მარიამს გულისხმობ ხომ?

-კი.

-კარგია რომ მიხვდი, რომ შენს ჯინაზე მოვიქეცი ასე და იმაზე არ იფიქრე რო შენზე

მეტად მეყვარებოდა.

-შევრიგდეთ რა, მჯერა შენი სიყვარულის, უბრალოდ.. აუ მართლა არ ვიცი რა

დამემართა.

-კარგი კარგი, მორჩა. მაგრამ ჩემი სიყვარულის თუ მართლა არ გჯერა აზრი არც

აქვს მეგობრობას.

-მჯერა, რა თქმა უნდა მჯერა.

-ძალიან კარგი, მე ოთახში შევალ ცოტა ხანი, ბავშვები გარეთ გადიან მიდი და

გამოვალ მეც.

-კარგი.- გავუღიმე და გარეთ გამოვედი.

ეზოში ყველა აქეთ-იქით დარბოდა. მეც ბავშვებში გავერიე და თამაში დავიწყე.

უცებ რატი შევნიშნე ბალახზე იჯდა მარტო. მის გვერდით მოვკალათდი.

-ეი, რა გჭირს?

-ამმ.. არაფერი ჩავფიქრდი რაღაცაზე.

-არ მეტყვი რაზე?

-რა ვიცი რაღაცეებს ვიხსენებდი და იცი რა გამახსენდა?! ბაღში როგორ გაგიცანი,

მერე სკოლაში როგორ ვიყავით და მომენატრა ის წლები.

-მართალია, ძალიან მაგარი წლები იყო, თუმცა არც აქ არის ცუდი მით უმეტეს რაც

მთავარია ისევ ერთად ვართ.

-ხო, ბედნიერი წლები მე მამაჩემთან და შენ, შენს მშობლებთან ერთად.. სკოლაც კი

მენატრება. ყველაფერს დავთმობდი იმ წლების უკან დასაბრუნებლად.

-მართალია, ხანდახან ისე მენატრება მშობლები, რომ ... მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე

ჩაიარა და ვეღარ შევცვლით. ცხოვრება გრძელდება, მიკვირს იმ ავარიიდან ცოცხალი

რომ გადავრჩი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, ესე იგი ასე იყო საჭირო. ყველაფერი ისე

ხდება როგორც საჭიროა.

-იცი, რა მიყვარს შენში ყველაზე მეტად?- თვალებში შემომხედა და გამიღიმა.

-რა?

-ის რომ ყოველთვის იღიმი. რაც არუნდა მოხდეს სხვას არასდროს არაფერს

აგრძნობინებ.

-შენც ეგეთი ხარ.

-არა, მე არ შემიძლია ტკივილის ასე დამალვა, შენ კიდევ სულ იღიმი, ჩემი ღიმილის

გოგო ხარ,-თვალებში ჩამხედა და ჩემს რეაქციას ინტერესით ელოდებოდა.

Page 11: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

უცებ წამოვხტი, რატის ხელი მოვკიდე.

-რატი, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო, მაგრამ შემპირდი, რომ არავის ეტყვი ამის

შესახებ კარგი?

-კარგი, მაგრამ რა ხდება?

-უბრალოდ მენდე.

ბავშვებიც და ძიძებიც, ყველანი ეზოში იყვნენ. მე კი რატის ხელი მოვკიდე,

შინაგანი სითბო ვიგრძენი. მესამე სართულზე ავიყვანე. მინდოდა რატი ყოფილიყო ის

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ‘სამალავის’ შესახებ გავუმხელდი. კიბეებთან

რომ მივედით რატიმ ხელი გამიშვა.

-ლიზა, რა ხდება? აქ რატომ მომიყვნე?

-ხელს ნუ მიშვებ, ხომ გითხარი უბრალოდ მენდე,- ხელი ისევ მოვკიდე,- ხომ იცი

ცუდ ადგილად არ მოგიყვანდი. წამოდი ამ კიბეებზე ავიდეთ ოღონდ ფრთხილად.

კიბეებზე ავედით კარი შევაღე და რატის სახეზე ერთდროულად ამოვიკითხე, გაოცება

და სიხარული, აშკარად კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ წამომყვა.

-რა სილამაზეა! -აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა რატი.

-ხო, შენ კიდევ არ მომყვებოდი. რომ დაღამდე მერე უფრო ლამაზია ყველაფერი.

-ეს ადგილი საიდან აღმოაჩინე?

-ერთხელ, ჯერ კიდევ ახალ მოსული ვიყავი ბავშვთა სახლში, როცა ღამე ვერ

ვიძინებდი, დავიწყე ბოდიალი დერეფნებში და შემთხვევით აქ ამოვედი. იმის მერე კი

როცა ცუდად ვარ, რამე მაწუხებს ყოველთვის აქ ამოვდივარ და ვმშვიდდები. ამ

ადგილის შესახებ არავინ იცის, მხოლოდ შენ გითხარი და არც მინდა ბევრმა გაიგოს

ჩვენი საიდუმლო იყოს.

-როგორც იტყვი, მაგრამ მე რატო ამომიყვანე?

-იმიტომ რომ გენდობი!

-და მაინცდამაინც ახლა რატომ მომიყვანე?

-იმიტომ რომ მგონი ორივეს სიმშვიდეში ყოფნა გვჭირდება ცოტა ხნით.

-მართალი ხარ!

-პირველად აქ რომ ამოვედი, მშობლების გამო ვიყავი მოწყენილი. ჯერ კიდევ იმ

ავარიის დავიწყებას ვცდილობდი.

-ლიზა, უკვე დიდები ვართ ასე თუ ისე. ხშირად მახსენდება მეც მშობლები,

ვცდილობ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარო, თუმცა ძნელია.

-რა თქმა უნდა!

-მგონი გვიანია უკვე. რომ ვერ ვიპოვონ ძებნას დაგვიწყებენ და ჩვენი სამალავის

შესახებაც გაიგებენ ჯობია წავიდეთ.

Page 12: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

-კარგი, ამ ადგილზე შეგიძლია მარტოც ამოხვიდე, ნებისმიერ მომენტში, როდესაც

თავს მარტო იგრძნობ ამოდი და დარწმუნებული ვარ აქაურობა დაგეხმარება

პრობლემების დავიწყებაში ან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

საღამოს კვლავაც ჩემი დღიური ავიღე და წერა დავიწყე:

„ახალი სახელი მაქვს „ღიმილის გოგო“ დამარქვა დღეს რატიმ. ვინც გაიგო უკვე

ყველა ასე მომმართავს. დღეიდან ღიმილის გოგო მქვია და არა ელისაბედი. დღეს

რატი ჩემ სამალავში ავიყვანე, ბავშვთა სახლის სახურავზე, საიდანაც სამყარო

სრულიად სხვა ფერებში ჩანს. ეს ადგილი არაერთხელ დამეხმარა უკვე ტკივილის

დავიწყებაში.“

თავი 4

მიუხედავად იმისა, რომ რატისთან ერთად ყოფნა მოსაწყენი არასდროს ყოფილა,

ბავშვთა სახლში ესეც კი ერთფეროვანი გახდა. უკვე ბოლო წელია ჩვენი აქ ყოფნის.

ერთ კვირაში ახალ ცხოვრებას დავიწყებთ მე და რატი. წავალთ ბავშვთა სახლიდან,

მაგრამ ცხოვრებას როგორ განვაგრძობთ, ჯერ არცერთმა ვიცით.დღეს კვირაა, ეზოში

ბალახზე ვიჯექით ტრადიციულად და ვუყურებდით პატარებს, როგორ ბედნიერად

და უდარდელად დარბოდნენ აქეთ-იქით ხასხასა ბალახზე. ზოგი რომელ გასართობს

ეკიდებოდა, ზოგიც რომელზე ძვრებოდა. თუმცა თითქოსდა გარშემო სამყაროს

მოვწყდით მე და რატი , გვერდიგვერდ ვიჯექით, ორივე თითქოსდა რაღაცაზე

ჩავფიქრებულიყავით. დუმილი რატიმ დაარღვია:

-გახსოვს ადრე ჩვენც ასე დავრბოდით ხოლმე.

-ჰო, ეხლა კი ორივე იმაზე ვფიქრობთ, ერთ კვირაში როგორ შეიცვლება ჩვენი

ცხოვრება.

-ლიზა შენთვის ვინ ვარ?

-ვინ ხარ? ცოტა უცნაური კითხვაა.

-რაღაც მინდა გითხრა.

-გისმენ

-ადრე ბევრჯერ მსმენია ამბები, როდესაც ბავშობის მეგობრებს უყვარდებათ

ერთმანეთი, არასდროს მესმოდა.როგორ შეიძლება მაგარი მეგობრობა ცოლ-ქრობაში

გადაიზარდოსთქო ვფიქრობდი, მაგრამ ეხლა ვხვდები.თხუთმეტი წელია გიცნობ,

დღითიდღე უფროდაუფრო მიყვარდები და ვხვდები რომ ეს მეგობრობაზე მეტია. ეს

ყველაფერზე მეტია. შენს გარეშე გატარებული ყოველი წამი ჩემთვის დანაკლისია. არ

მინდა შენს გარეშე ცხოვრება. მინდა სულ ერთად ვიყოთ, ბავშვობიდან დიდობამდე,

სულ ერთად! ყველაზე კარგად მე გიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ „ღიმილის ნიღაბს“

ყოველთვის წარმატებით ირგებ, მე მაინც ყოველთვის ვგრნძნობ როდის გტკივა და

როდის არის ეგ შენი ღიმილი ჭეშმარიტი. შენით გავიგე მე იმ ღვთაებრივი გრძნობის

Page 13: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

შესახებ „სიყვარული“ რომ დაურქმევია ღმერთს. მიყვარხარ მთელი არსებით, ოღონდ

არა ისე როგორც ბაღში ანდა ისე როგორც სკოლაში.

-რატი მე...

-ვიცი არ ელოდი ჩემგან ამ სიტყვებს, მაგრამ წლებია ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა

მეგობრობაა თუ მეგობრობაზე მეტი. ახლა კი წადი და იფიქრე ჩემს სიტყვებზე, ჩემო

ღიმილიკო.

ოთახისკენ წავედი, ვფიქრობდი რატის სიტყვებზე. აზრების დალაგებას

ვცდილობდი. არ ვიცოდი რა სახელი უნდა დამერქვა ჩვენი ურთიერთობისთვის,

მიყვარდა მთელი არსებით და ვხვდებოდი, რომ ეს მეგობრული სიყვარული აღარ იყო.

ეს ყოველივე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, ისეთ სიყვარულში ხალხს მხოლოდ

ფილმებიდან და წიგნებიდან რომ სმენიათ მასზე. ამ ფიქრებიდან მაიას ხმამ

გამომაფხიზლა:

-ღიმილის გოგონავ, რაზე ჩაფიქრებულხარ ასე ღრმად?

-ცხოვრებაზე ვფიქრობ, განვლილ და გასავლელ წლებზე.

-ეჰ, წლების წინ ჩემს წინაშე ერთი პაწაწინა, საყვარელი გოგონა იდგა, ახლა კი

ჩამოყალიბებული ქალი!

-ჰო, წლებმა ნამდვილად უცებ გაირბინა, მალე აქაურობასაც დავტოვებ და

ცხოვრებას დამოუკიდებლად უნდა შევერკინო.

-ჩემო ღიმილიკო! შენ ყველაფერი იდეალურად გამოგივა. ახლა კი გვიანია

დაიძინე.

-კარგი, ძილი ნებისა მაია!

დილით ადრე გამეღვიძა, კიბეზე ჩამოვდიოდი და უცხო ხმა გავიგე, გავჩერდი,

ფრთხილად გავიხედე.

-ალექსანდრე, როგორ გამიხარდა შენი სტუმრობა! - მაიას კარგად ნაცნობი ხმა

გავიგონე, - ასე ადრიანად არ გელოდი.

- ხომ იცი არ მიყვარს გამოჩენა, არ მინდოდა ბავშვებთან ერთად მენახე.

-კარგი და დღეს რისთვის გვეწვიე?

კიბეებს ბოლომდე ჩავუყევი, მაიას შევხედე და უცნობი მამაკაცი ავათვალიერე.

-გამარჯობათ, - თავაზიანად და ღიმილით მივესალმე.

-გამარჯობა, მაია ეს ახალი გოგოა?

-არა სანდრო, ლიზა უკვე ცხრა წელია ჩვენთან არის და ერთ-ერთი ჩვენი

საუკეთესო მოსწავლეა, თუმცა წელს დაგვტოვებს.

-საინტერესოა აქამდე რატომ არ მინახიხარ. ანუ 18 წლის ხარ ხომ?

-დიახ, - ზრდილობიანად გავუღიმე.

-ლიზა სახლი გაქვს? აქედან რომ წახვალ როგორ აპირებ ცხოვრებას?

Page 14: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

-დიახ ბატონო სანდრო, მშობლების სახლი მაქვს, მე და ჩემი მეგობარი წავალთ

ერთად.

-და სამსახური? თავი როგორ უნდა ირჩინოთ?

-არ ვიცით ჯერ.

-რა სპეცილობით აპირებთ მუშაობას? რა საქმეში ხედავთ საკუთარ თავებს

ყველაზე წარმატებულად?

-პიარ მენეჯმენტი მოგვწონს ორივეს ძალიან, ამ სპეციალობას ვაპირებთ გავყვეთ,

თუმცა რამდენად გამოგვივა არ ვიცით ჯერ.

-კარგი, მე ცოტა ხანს დაგტოვებთ, - ბავშვთა სახლის შენობა ჩქარი ნაბიჯით

დატოვა ბატონმა ალექსანდრემ.

-მაია, რა ხდება? ეს კაცი ვინ არის?! ნუ გავიგე, რომ ბავშვთა სახლის მეპატრონე

ყოფილა, მაგრამ ასე ჩემით და ჩემი მომავლით რატომ დაინტერესდა?

-ეს ბატონი ალექსანდრე ამაშუკელია, საკმაოდ მდიდარი და წარმატებული

პირობნებაა. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მაღალ წრეებში. ხომ იცი აქ ცოტა

ბავშვია მონდომებული სწავლისადმი, ამიტომაც როცა გაიგებს რომ ვინმე ნიჭიერი და

მოწადინებულია, ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს ასეთ ბავშვებს.

-ანუ ეხლა რისთვის გავიდა?

-ხომ გითხარი ლიზა დიდი საახლობლო წრე ყავს, ალბათ სამსახურზე დარეკა.

ამ დროს ბატონი ალექსანდრეც შემოვიდა ამაყი ნაბიჯებით.

-ლიზა, შენ და შენი მეგობარი ამ მისამართზე მიხვალთ სტაჟირებაზე და

სამსახურსაც მალევე დაიწყებთ თუ ჭკვიანად იქნებით, - თბილად გამიღიმა და პატარა

ფურცელი გამომიწოდა, რომელზეც მისამართი ეწერა.

-უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო, სიტყვები არ მყოფნის!

-ნიჭიერი ბავშვებისთვის არაფერი მენანება მე, ყველაზე მეტად ვაფასებ ბავშვებში

როცა მონდომებას ვხედავ!

-ძალიან ძალიან დიდი მადლობა, - კიბეებისკენ ბედნიერი სახით გავემართე და

მალევე ავირბინე, კიბის ბოლოს რატი შემხვდა:

-რატი, ქვემოთ იცი ვინ არის?

-ვინ? რა ხდება ლიზა? - ღიმილიანი სახით მკითხა რატიმ.

-ალექსანდრე ამაშუკელი.

-ეგ ვინ არის?

-აქაურობის მეპატრონე, რომელმაც სამსახური გვიშოვა!

-რა სამსახური?

-მაიამ უთხრა რომ მონდომებული ბავშვები ვართ და თურმე ბატონი სანდრო

ძალიან კეთილშობილი პიროვნება ყოფილა, ვიღაცასთან დარეკა და ჩვენი

Page 15: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

სტაჟირებაზე აყვანა სთხოვა. თუ გავამართლებთ მათ იმედებს სამსახურშიც

დაგვტოვებენ.

-რა მაგარია!

- ხო და რატი კიდევ რაღაც მინდა გითხრა.

-გისმენ აბა.

-შენს სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მართალი ხარ. მე და შენ აღარ

ვართ ის მეგობრები ბაღში და სკოლაში რომ ვიყავით. ის, რაც ჩემსა და შენს შორის

არის, მეგობრობაზე გაცილებით მეტია, მიყვარხარ!

-ჩემი ღიმილის გოგო ხარ!

მთელი არსებით ჩამეხუტა და კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი სურნელი,

რომელზეც უკვე წლებია მთელი არსებით ვარ შეყვარებული.

თავი 5

ბოლო დღეებმაც მალე გაიარა. დღეს უკვე ბოლო დღეა ჩვენი აქ ყოფნის. ორივე

ჩავეხუტეთ მაიას, მადლობა გადავუხადეთ ყველაფრისთვის და ბავშვთა სახლის

ტერიტორია მალევე დავტოვეთ.მე ჩემი მშობლების რატი კი მამამისის სახლში

წავიდა. დღიურის წერას კი კვლავაც ვაგრძელებდი:

„მე და რატი ბავშვთა სახლიდან წამოვედით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

ვემზადებოდით. მეორე დღესვე მივედით ბატონი სანდროს მიერ მოცემულ

მისამართზე. ყველაფერი უფრო რთულად იქნებოდა, რომ არა იკა და კატო. ის ორი

ადამიანი, რომელებიც ყველაფრის გარკვევაში დაგვეხმარნენ. მე, რატი, კატო და იკა

ერთ ოთახში ვმუშაობდით. ორივემ თბილად მიგვიღო. რამოდენიმე კვირაში კატო

ჩემი დაქალი, იკა კი რატის ძმაკაცი გახდა. სამსახურშიც და მის გარეთაც დროს

ძირითადად ოთხივე ერთად ვატარებდით. ერთი ოჯახი გავხდით. ჩემი და რატის

კამათი კი ძირითადად მათი მოფიქრებული გეგმებით სრულდებოდა, რომელსაც

შემდგომ რატის აწერდნენ.“

სამსახური ჩვენი მეორე სახლი გახდა. დილის ცხრა საათზე ოთხივენი ჩვენს

ოთახში ვიყავით.

-ბავშვებო, არ გინდათ დღეს სადმე წავიდეთ სამსახურის მერე? - ხალისიანი სახით

იკითხა იკამ და დანარჩენების რეაქციას დაელოდა.

-რატომაც არა,- ბედნიერად წამოიძახა კატომ, - რატი, ლიზა თქვენც ხომ წამოხვათ?

-არა, მე ცოტა თავი მტკივა. თქვენ წადით არ არის პრობლემა, -მოწყენილად თქვა

რატიმ.

-შენ გარეშე ლიზაც არ წამოვა, და მარტო მე და იკა რომ არ წავალთ?!

-რატი, თუ თავი გტკივა მაშინ წადი და ჩვენ მივხედავთ აქაურობას რა პრობლემაა,

არა გოგოებო?

-კი კი რა პრობლემაა, - მეც დავეთანხმე იკას.

Page 16: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

-დიდი მადლობა ბავშვებო მაშინ წავალ მე ოღონდ იკა გამომყევი შენ ორი წამით რა

საქმე მაქვს, - მაგიდიდამ წამოდგა რატი, გარეთ გავიდა და იკაც მას გაყვა.

-იკა, არ მინდა ლიზამ გაიგოს, რაღაც მინდა გთხოვო.

-გისმენ, რა ხდება?

-მინდა რომ რამით გავახარო ლიზა და ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებ? მალე

დაგიბრუნებ გპირდები.

-რას ლაპარაკობ. სულ არ მინდა დაბრუნება,- ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული

რატის გაუწოდა.

-ძალიან დიდი მადლობა!

-რისი მადლობა, მიდი და აქაურობაზე არ ინერვიულო მე და გოგოები მივხედავთ.

რატიმ იკას მოცემული ფული ჯიბეში საიმედოდ შეინახა და გზას გაუყვა. საღამოს

დაღლილი მივედი სახლში, კარები გავაღე დავჯექი თუარა დივანზე მაშინვე ზარის

ხმა გავიგე. კარებამდე მობეზრებული მივედი, გავაღე და რატი დამხვდა.

-რატი? შემოდი. რატომ მოხვედი ასე გვიან? რამე ხომ არ მოხდა?

-არა ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს.

-რა საჩუქარი?

-ჯიბიდან თვლებით მორთული ყელსაბამი ამოიღო და თვითონვე გამიკეთა.

- რა ლამაზია! კი მაგრამ ამის ფული შენ სად გქონდა რატი?! რატომ შეწუხდი.

-არაფერია ისეთი, ახლა კი წავალ დაღლილი იქნები და დასვენება გჭირდება,-

მთელი არსებით ჩამეხუტა,- რაც არუნდა მოხდეს ჩემი გჯეროდეს, რომ მე შენ

მიყვარხარ კარგი?

-რა თქმა უნდა მჯერა რატი! მაგას რატომ მეუბნები?

-არაფერი უბრალოდ მინდა რომ ეგ კარგად იცოდე, წავედი! - ლოყაზე ნაზად

მაკოცა და წავიდა.

კარები დავხურე და რატის სიტყვებზე ვფიქრობდი, ცოტა მეუცნაურა მისი

სიტყვები, მაგრა გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია. ყელსაბამს დავხედე,

მთლიანად ბზინავდა.

-ცხოვრების ბოლომდე მეკეთება! - ჩემთვის ჩავილაპარაკე ღიმილიანი სახით და

საძილებლისკენ წავედი. უზომოდ დაღლილს როგორ ჩამეძინა აღარც კი მახსოვს.

დილით რატის დავურეკე , ყურმილი არავინ აიღო. სამსახურში იკა და კატო

დამხვდნენ, არცერთმა არ იცოდა სად იყო რატი. ავნერვიულდი, მთელი დღე არ

გამოჩენილა. სამსახურიდან რატისთან გადავწყვიტე წასვლა, ბავშვებმა შემომთავაზეს

გამოგყვებითო, თუმცა მარტო მერჩივნა. მივედი რატისთან, ბევრი ვაკაკუნე, ზარიც

დავრეკე, თუმცა კარს არავინ მიღებდა, ჩემმა ნერვიულობამ უკვე პიკს მიაღწია. ვერ

ვხვდებოდი რა ხდებოდა. სახლისკენ წავედი კარებში კი შემდეგი წერილი დამხვდა:

Page 17: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

„ღიმილიკო, გტოვებ და მივდივარ. როგორც გინდა გამლანძღე ღირსიც ვარ, მაგრამ

მივდივარ, გტოვებ ასე უნამუსოდ. უცხოეთში გავაგზავნე ჩემი მონაცემები და

სამსახური ვიშორე საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. აბა რა ვქნა დავიტანჯეთ

ნორმალური ანაზღაურების ლოდინში. ვიცი გული ძალიან გატკინე, ვიცი არ გჯერა,

ვიცი უნამუსო ვარ. პირში თქმაც კი ვერ გავბედე. შემეშინდა შენი რეაქციის შენი

პასუხის, შენი ღიმილის შემეშინდა, ვიცოდი მაინც გამიღიმებდი. მშიშარა არაკაცი ვარ

ვიცი. შენგან მივდივარ, ალბათ არასდროს მეყოფა ძალა დასაბრუნებლად. რადგან

გტოვებ, მეც კი მიკვირს როგორ ვბედავ ამხელა ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ გავბედე,

ასე უნამუსოდ მივდივარ და გტოვებ. ვიცი ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ მე მაინც

გეტყვი რომ მიყვარხარ.

შენი უნამუსო რატი“

წერილი რამდენჯერმე წავიკითხე, მეგონა რაღაც საშინელი ხუმრობა იყო ეს

ყველაფერი. ტელეფონი ავიღე ვურეკავდი გიჟივით, ტელეფონი გამორთული ქონდა.

საცრემლე ჯირკვლიდან მორფინოიდის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური სითხე

გამოვუშვი. რატის ნაჩუქარ ყელსაბამს დავხედე, მოხსნა დავაპირე, თუმცა გამახსენდა,

რომ სამუდამოდ უნდა მკეთებოდა. დავფიქრი და მივხვდი რატომაც მითხრა რატიმ

იმ საღამოს ის სიტყვები, თურმე ჩემს მიტოვებას აპირებდა. მაშინვე დღიური ავიღე:

„სიტყვების გარეშე წახვედი, უნამუსოდ წახვედი ჩემგან. მე ვერ შევძლებდი,შენს

ადგილზე რომ ვყოფილიყავი მე ვერ შევძლებდი საყვარელი ადამიანის მარტო

დატოვებას. შენ კი თამამად გადადგი ეს ნაბიჯი. წერილი დამიტოვე, მხოლოდ

ფურცელზე დაჯღაპნილი ასოები დამიტოვე და წახვედი. ჩემზე, ჩემს გრძნობებზე,

ჩემს მომავალზე კი ალბათ არც გიფიქრია. თამამად გადადგი ეს ნაბიჯი, ბავშვობის

მეგობრები ვიყავით მე და შენ რატი, შემდგომ შეყვარებულები, შენ კი ფულში

გამცვალე, არ მჯერა ხუმრობა მგონია მე ეს ყველაფერი. არ მჯერა მე ამ ფურცლის,

რომელიც უკვე ვინ იცის რამდენჯერ წავიკითხე. შენ კი მშვიდად უემოციოდ წახვედი

ჩემგან, დაწერე წერილი და ამით ვალი მოიხადე ალბათ ჩემს წინაშე. წახვედი შორს,

ძალიან შორს ჩემგან. როცა ჩემს ცხოვრებაში რამე ზედმეტად დადებით ან

უარყოფითი ხდება, არავის ვეუბნები. ემოციებისგან დაცლა მხოლოდ ფურცელთან

შემიძლია, გაუთავებლად ვშლი ჩემი დღიურის ფურცლებს და ვწერ, ვწერ

უსასრულოდ. ვწერ სიყვარულზე, მარტოობაზე ხანდახან ბედნიერებაზეც. ვწერ ჩემს

გრძნობებზე, უთქმელ სიტყვებზე. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ დღიურის

შესახებ არავინ იცის, მხოლოდ მაიმ იცოდა და ალბათ მასაც აღარ ახსოვს. ხშირად

ვმალავ ჩემს გრძნობებს,თქვენ კი ხშირად არც გაქვთ არანაირი გრძნობა ერთმანეთის

მიმართ. ვინმეს სიყვარულის შესახებ გსმენიათ რამე?! ბევრი ამბავი გამიგია,

თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთიო, უერთმანეთოთ ვერ ძლებენო, მაგრამ

საოცრებაა, როდესაც ეს გრძნობა თავად გეწვევა. საოცრებაა, როცა შენი და მისი გული

ერთნაირად იწყებს ფეთქვას. საოცარია, როცა შენი საყვარელი სიტყვა მისი სახელი

Page 18: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

ხდება. ბედნიერებაა გყავდეს ადამიანი, რომელიც თვალებში ჩაგხედავს და თამამად

გეტყვის სიტყვა „მიყვარხარ“ს და ამ სიტყვის წარმოთქმაზე თვალები ბედნიერებისგან

აუციმციმდება.სულ სხვაგვარია სამყარო, როცა ვიღაც გიყვარს, როცა შენ სიცოცხლეს

ვიღაცას უკავშირებ და აღარ გაქვს უფლება თავს არ მოუფრთხილდე, რადგან ვიღაცის

გული შენთვის იწყებს ფეთქვას, რადგან ვიღაცას ესიზმრები და რადგან ის ვიღაც შენს

გარდა ვეღარავიზე ფიქრობს. რა დიდებული გრძნობა ყოფილა სიყვარული და რა

ზღაპრული. საოცრებაა, მართლაც რომ ზღაპრულია და ალბათ სწორედ ამიტომ

არიცის სიყვარული ხალხმა რეალურ ცხოვრებაში და მხოლოდ ზღაპრებიდან და

ფილმებიდან სმენიათ მათზე. არაფერია სიყვარულზე ძლიერი, ოღონდ ნამდვილ,

ჭეშმარიტ სიყვარულზე. შენში რომ შემოიჭრება და შენს გემოზე გატარებს ეგეთ

სიყვარულზე მაქვს მე საუბარი. მოდი თავიდან დავიწყოთ, ჩვენი ისტორიის პირველი

ფურცელი გადავშალოთ. მე შენ შემიყვარდი, ასე დაიწყო ყველაფერი. მოდი ახლა

ბოლო ფურცელი გადავშალოთ ჩვენი თითქოს იდეალური სიყვარულის. მე შენ

მიყვარდი. სიყვარულის სამყარო სრულიად სხვა სამყაროა, სხვა პლანეტაა,

დედამიწისგან შორს არის, იქ წასვლა უფასოა, მაგრამ გჭირდება პარტნიორი, ადამიანი

რომელიც ხელს ჩაგკიდებს და გეტყვის „მე შენ მიყვარხარ“. თუ ღირსეულ პარტნიორს

შეარჩევ შენდაუნებურად მიდიხარ ამ სამყაროში, სადაც არ არსებობს ცივი ზამთარი,

აქ სულ სასიამოვნო გაზაფხულია, ყველასთვის საყვარელი გრილი სიოთი. ასეთ

სილამაზეს ვერსად იხილავთ, მწვანე ბალახი ბიბინებს, მზე კი დღეც და რამეც

ანათებს იქაურობას, მაგრამ არა შემაწუხებლად. სიყვარულის სამყაროში თქვენ ვერ

იხილავთ კენტად მოსიარულე ადამიანს, იქ ყველას ყავს თავისი წყვილი და თუ

წყვილი შორდება, იმ წამსვე დედამიწაზე ბრუნდებიან. სწორედ ასეთ სამყაროში

მოვხვდით მე და შენ! დედამიწისგან შორს! შორს ვიყავით იმ ერთფეროვანი

ხალხისგან, რომელიც ყოველთვის უბედურია. ჩვენ სიყვარულის სამყაროში

მოვხვდით, სადაც მოწყენის უფლება არავის ქონდა, ამის საბაბსაც კი არავინ და

არაფერი მოგცემდა. მწვანე, ცვრიალ ბალახზე სიარული უსასრულოდ შეგვეძლო. ჩვენ

ორს ერთი შეხედბით ცაკიდული ხელი გვაკავშირებდა, თუმცა აწ უკვე სულით

ვიყავით შერწყმულნი. არ გვბეზრდებოდა ერთმანეთისთვის იმის გამეორება, რომ ჩვენ

სიყვარულმა დაგვაკავშირა. განა რა მოხდა ასეთი, რომ ასეთი ბედნიერი წყვილიც კი

დაშორდა?! ყველაფერი წამებში გაწყდა, შენ ხელი გამიშვი, გაწყდა ყველაფერი. ხელის

გაშვებისთანავე დავბრუნდით დედამიწაზე, ყველასთვის ნაცნობ ერთფეროვან

პლანეტაზე. და ჩვენი ისტორიის ბოლო ფურცელზე დავწერე, რომ მე შენ მიყვარდი!“

ვტიროდი მთელი ღამე. შაბათ-კვირამ ისე გაიარა ვერც კი მივხვდი. ორშაბათიდან

კი სამსახურში სიარულიც გავაგრძელე. ყველა მეკითხეებოდა სად იყო რატი, თუმცა

მხოლოდ იკას და კატოს ვუთხარი რაც მოხდა. ორივემ შემომთავაზა აქაურობას ჩვენ

მივხედავთ დაისვენეო, მაგრამ ტრადიციული ღიმილით უარი ვუთხარი.

ბავშვობიდან მოყოლებული „გიჟი“ ბევრს ვგონებივარ, თუმცა მივხვდი, რომ უკვე იკას

Page 19: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

და კატოსაც შეეპარათ ამაში ეჭვი, ჩემი ღიმილის გამო. სახლში მისულმა დღიური

ავიღე და წერა დავიწყე.

„ბნელ ქუჩებში მივაბიჯებდით მე და შენ, აწ უკვე ჩვენ. ცაში ამახედე და

ვარსკვლავები დამანახე. სამსახურიდან დაღლილები სახლის გზას მივუყვებოდით.

სკამზე ჩამოვსხედით შენს მუხლებში თავი ჩავდე. ცას ვუყურებდით ერთად.

ვარსკვლავებს ვაკვირდებოდით. დღემდე მახსოვს ბაღის პირველი დღე. კარში

შემოსვლისთანავე ამდენ ბავშვში რატომღაც პირველს შენ შემოგხედე. თვალებში

ჩაგხედე. დღეს კი ამ ყველაფერს ვიხსენებ და ჩემს დღიურში ვწერ. ვხვდები რა

ყოფილა მონატრება. ჯოჯოხეთური მონატრებით მომენატრე და მაშინ ვიგრძელი

ტკივილი, დიდი ტკივილი, რომელსაც მე „უშენობა“ დავარქვი.. და გამახსენდა

ცხოვრების ის ბედნიერი წლები, როცა მე და შენ ჩვენში მცხოვრები სულებით

შერწყმულნი გავხდით, ხო, ასე ერთი მთლიანობა გავხდით, რომელთა დაშორებაც

ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. გამახსენდა ყოველი წუთი, ყოველი წამი ჩვენი

ერთად ყოფნის და ამეწვა ყველაფერი, თითქოს ცეცხლი მეკიდა შიგნიდან, საშინელება

იყო, ვერ ვინძრეოდი.. იყო გზა თავის გადარჩენის, თუმცა უშენოდ არც ეს მინდოდა.

არ მეგონა თუ უშენობა ასე ძალიან დამეტყობოდა, მეგონა ისევ ისეთ გოგოდ

დავრჩებოდი, მაგრამ არა! მეგონა შენი ჩემდამი სიყვარული მაინც იყო ჭეშმარიტი,

თუმცა შევცდი. რა თქმა უნდა არაფერს ვიმჩნევ ხალხში, უშენობის დიდ ტკივილს

სახლიდან გასვლისას სახლშივე ვტოვებ, თუმცა შევიცვალე.. ბევრი მასწავლე,

თავდავიწყებით შეყვარება მასწავლე, გოგოს და ბიჭის იდეალური ურთიერთობა

მასწავლე. ბიჭის იდეალი იყავი, გაგაღმერთე, თითქოსდა რაღაც კერპად აგიღე, ალბათ

მანდ დამიცდა ფეხი. დიახ, სწორედ მანდ შევცდი, თითქოსდა ხელის გულზე

მატარებდი, მაგრამ თითებს შორის დიდი უფსკრულის არსებობის შესახებ სულ

დამავიწყდა. სწორედ მანდ დამიცდა ფეხი. მენატრები, მე შენით გავიგე ჯოჯოხეთური

მონატრების შესახებ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ამბები მსმენოდა, სხვისი ამბები და

ახლა, შენით მეც მომენატრა ვიღაც ასე ჯოჯოხეთურად, მთელი არსებით.. არავინ იცის

როდის რა მაწუხებს, არავინ იცის როდის რა მტკივა. გინდა ჩემს ხასიათს დააბრალეთ,

გინდა წარსულს და გინდათ ჩემს სულიერ სამყაროს მე ასეთი ვარ. მიუხედავად იმისა,

რომ არასდროს მდომებია „იდუმალებით მოცული“ ვყოფილიყავი, ვხვდები რომ ნელ-

ნელა ვეღარავის ვენდობი. არავისთან მიჩნდება იმის სურვილი, რომ გავუმხილო ის

რაც ჩემშია. ეს ჩემია, ჩემს შიგნით ხდება, ხალხს კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი

თავი აინტერესებს. მეშინია ხალხის ნდობის, თქვენი სიყვარულის მეშინია და ჩემში

ჩაკეტილი გრძნობების მხოლოდ ფურცელზე გადმოტანას ვცდილობ. ხალხის

სიყვარულის ფობია მაქვს. მეშინია იმ ფაქტის, რომ ვერავინ გამიგებს. ჩემი სიცილის

და ტირილის მიზეზს ვერავინ გაიგებს. და თქვენ გიკვირთ, როდესაც მე არ გენდობით.

რატომ უნდა ვენდო ადამიანებს?! მაშინ როცა.. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა.

წვიმის დროს კი ცდილობთ რამეს შეეფაროთ. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ

Page 20: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

ერთმანეთი. გაჭირვების დროს კი ამბობთ რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის. თქვენ

ამბობთ, რომ გიყვართ მზე. მაშინ კი როცა მზე ანათებს, წუწუნებთ რომ ცხელა. თქვენ

ამბობთ, რომ გიყვართ ბუნება. ტყეში წასული კი ნაგვის მეტს არაფერს ტოვებთ. თქვენ

ამბობთ, რომ გიყვართ თოვლი. ზამთარში კი სახლიდან არ გადიხართ. და კიდევ

გიკვირთ რატომ არ მჯერა მე თქვენი? მე არ მჯერა ასეთი ხალხის, უაზრო და არაფრის

მთქმელი თვალებით რომ უყურებენ სამყაროს ეგეთი ხალხის. ვისაც ვენდე ისიც

ვინანე! მეტი აღარც არის საჭირო.“

ბევრმა ჩათვალა, რომ მე არ მიყვარდა რატი საკმარისად. ვერ მიგებდა ხალხი მაინც

ღიმილიანი სახით რატომ დავდიოდი. მე კი რატისთან ყოველ დღე ვრეკავდი,

რატომღაც იმ იმედით, რომ რატი მიპასუხებდა. არავინ იცოდა რას ვგრძნობდი.

სამსახურიდან დაღილილი მივედი სახლში. გადავწყვიტე ძველი კარადები

დამეთვალიერებინა. ვათვარიელებდი ძველ ფოტოალბომებს, ძველი მეგობრობის

დღიურიც ვიპოვე, გამეცინა, მთელმა ბავშვობის წლებმა ჩემს თვალწინ ჩაირბინა.

გამახსენდა სკოლა, კლასი, რატი... პირველ გვერდზე ჩემი ჩამოწერილი კითხვები იყო,

მეორე გვრდზე კი რატის პასუხები, შემდეგ გვერდებზე სხვა კლასელების, თუმცა

პირველი რაღა თქმაუნდა რატისი იყო. დღიურის ბოლო გვერდი გადავშალე, ჩემი და

რატის ფოტო ეკრო. მომენატრა ჩემი ბავშვობის წლები, წარსულში დაბრუნება კიდევ

ერთხელ ვინატრე. ასეთ დროს წერა მინდებოდა, საკუთარი ფიქრებისა და ემოციების

ფურცელზე გადმოტანა, კვლავაც დღიური ავიღე და წერა განვაგრძე:

„ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა რადიკალურად იცვლები, ცვლილებები

შენს თავში იმდენად მრავლად შემოდის, რომ საკუთარ თავში ეჭვიც კი გეპარება.

იცვლები მთლიანად, მთელი არსებით, სულიერადაც კი იცვლები.ნელ-ნელა

ვაცნობიერებ, რომ ამ ცხოვრებაში არ ღირს სიყვარული. თითქოს გრძნობებს ვკარგავ.

იმდენად ბევრმა მიმატოვა, იმდენად ბევრი საყვარელი ადამიანი გაქრა ჩემი

ცხოვრებიდან, რომ არ ვიცი ოდესმე სიყვარულს კიდევ თუ შევძლებ. არ ღირს ამ

სამყაროში სიყვარული, თითქოს ის ღვთაებრიობაც დაუკარგავს, ღმერთსრომ

მიუნიჭებია წინათ. ნუთუ წამით მაინც არ იფიქრე ჩემზე? ხომ იცოდი შენს გარეშე ვერ

ვიცხოვრებდი, რატომ წახვედი ჩემგან?! რატომ არ იფიქრე ჩემზე?! მე კი მთელი

არსებით მენატრები შენს გარეშე სამყარომ დაკარგა ფერები. რაზე ფიქრობდი

როდესაც ამ წერილს წერდი, რაზე ფიქრობდი როცა მტოვებდი და მიდიოდი ჩემგან?!

რაზე?? წამით მაინც არ გაგახსენდი ნუთუ? მე კი ყოველთვის პირველ რიგში შენ

მახსოვდი. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი ყოველთვის ჯერ იმას

ვფიქრობდი მომიწონებდი თუარა შენ ჩემ საქციელს. თითქოსდა მოკვდა ჩემი

ნახევარი გული. ვეღარ გნახავ ალბათ ვერასადროს, მაგრამ ჩემთვის ისიც

ბედნიერებაა, რომ ვიცი რო სადღაც მაინც ფეთქავს შენი გული. მიყვარხარ

არარსებობიდან რაღაც დაუსრულობამდე. მე მართლა მიყვარხარ, არა ისე როგორც

შენ, მე გულწრფელი სიყვარულით მიყვარხარ. შენ კი ალბათ წლები მატყუებდი. არ

Page 21: ქთბილისის აკადემისკოს ილია · რომელთანაც მე მუდამ ბედნიერი და ლაღი ვიყავი.

მჯერა არც შენი და აღარც არავის სიყვარულის. დღეს ხომ სიყვარულდაკარგული,

ადამიანობადაკარგული თაობა „მეფობს“.“

დედა კიდევ ერთხელ ვინატრე, მისი დარიგება მჭირდებოდა ახლა ზუსტად! თავი

მარტოსულად ვიგრძენი, თითქოს ყველა საყვარელი ადამიანი ხელიდან

გამომცლოდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგად არ იყო, მეგონა რატის ჭირდა რამე,

ალბათ ესეც ეგოისტური მონატრების ბრალია. მშობლების საფლავზე წასვლა

გადავწყვიტე. დედას საფლავთან მისვლა და ლაპარაკი მინდოდა. გამოვიცვალე,

სარკეში ჩავიხედე ფრაზით: „ ცხოვრება მშვენიერია“ და სახლიდან გამოვედი.

მივდიოდი და ვაკვირდებოდი ხალხის სახეებს, ვერცერთ გაღიმებულ სახეს ვერ

მოკრავდი ამ პატარა ქალაქში. ფიქრებში წავედი:

„ან მე ვარ გიჟი ან ეს ხალხია ზედმეტად პესიმისტი, როგორ შეიძლება ადამიანი

ყველაფერში პრობლემას ეძებდე. ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა. თუ

ბედნიერების დანახვა გინდა, მას ყველაფერში იპოვი, პოზიტიური ადამიანისთვის

ბედნიერება დეტალებშია. ყოველი დღის გათენება ბედნიერებაა, დილას წუწუნით

კიარა მადლობით უნდა იწყებდეს ყველა ჩვენთაგანი.ბედნიერება ხომ ყველაფერშია,

ის ჩვენშია , ჩვენს გარშემოა, ჩვენი კი ღრუბლებში ვეძებთ. როგორც გინდათ ისე

გამაკრიტიკეთ, მაგრამ მაინც ვერასდროს გავიგებ ეს ყველაფერზემოწუწუნე ხალხი

რატომ ამბობთ, რომ ცხოვრებამ დაგჩაგრათ?! ოჯახი გყავთ, მეგობრები, საყავრელი

ადამიანები, უზრუნველი ცხოვრება და მხოლოდ იმის გამო, რომ 700 ლარიან ჩანთაზე

ფული გაკლდებათ პრობლემას ქმნით. რა თქმა უნდა ეს ხომ ოცდამეერთე საუკუნის

რეალობაა. ყველაფერში პრობლემას ეძებთ! თქვენთვის ხომ ყველა სიტვაცია

გამოუვალი მდგომარეობაა.“

ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მივუახლოვდი მშობლების საფლავს. კვლავაც იმ

ხალხზე ვფიქრობდი, ქუჩაში ვითომ „ათასჭირვარამგადატანილი“ სახეებით რომ

დადიოდნენ. იქვე ჩამოვჯექი, ჩემი დღიური ამოვიღე, რომელიც ამდენი სევდის

მატარებელი იყო და წერა დავიწყე:

„ტყუილია ცოცხალი ადამიანის გამო ტირილი, ტყუილი! ტყუილია, რომ

გამოსავალი არ გაქ. გამოსავალი იცი როდის არ გაქ? როცა დგახარ მის საფლავთან და

აცნობიერებ, რომ აღარ არის! ვეღარ ნახავ, ვეღარ ჩაეხუტები, ვეღარ შეიგრძნობ იმ

სურნელს, წინათ სიგიჟემდე რომ გიყვარდა. აი ეს არის გამოუვალი მდგომარეობა და

არა თქვენი ყოფილი დამშორდა, მეგობართან ვიკამათე ან ფული არ მაქვს. სანამ

ცოცხალი ხარ მილიონი გამოსავალი არსებობს“

დღიური ჩავიდე, უკვე მოსაღამოვებულიყო, მშობლების საფლავებს

დავემშვიდობე და წამოვედი. სიჩუმე სუფევდა, ქარი თმას მიწეწავდა, მაგრამ თითქოს

ჩემთვის არ იყო ქარი, არც წვიმა. მტკიცად მივაბიჯებდი, ფიქრებში

გართული,მივაბიჯებდი ნელ-ნელა. ვაკვირდებოდი საფლავის ქვებზე გამოსახულ

უცნობ სახეებს, სანამ ერთი ნაცნობი სახე არ დავინახე საფლავის ქვაზე...