ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის...

38
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია პროგრამა და თეზისები 23 მარტი 2017 წელი

Transcript of ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის...

Page 1: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის100 წლისთავისადმი მიძღვნილი

სამეცნიერო კონფერენცია

პროგრამა და თეზისები

23 მარტი

2017 წელი

Page 2: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

1. პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი2. პროფესორი დარეჯან თვალთვაძე3. პროფესორი თედო დუნდუა4. პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი5. ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი6. ასოც. პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი

რეგლამენტი - მოხსენებისთვის 15 წუთი

დისკუსია -10 წუთი

Page 3: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

კონფერენციის გახსნა

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია)

მ ი ს ა ლ მ ე ბ ე ბ ი

პლენარული სხდომა

სხდომის თავმჯდომარე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი

ქეთევან ნადირაძე – მეცნერება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღ-დგენისა და მისი საერთაშორისო აღიაარებისათვის ბრძოლის სამსახურ-ში

დიმიტრი შველიძე – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის ისტორიიდან

ბონდო კუპატაძე – სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ირაკლი ბრაჭული – უნივერსუმის ინტერპრეტაციის გზები: ეკლესია და უნი-ვერსიტეტის იდეა

თამარ შარაბიძე – ილია ჭავჭავაძის ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტო-კეფალიის აღდგენისათვისႰ

13.30 – 14.00 შესვენება

14.00 – 16.00 I სექცია

სექციის თავმჯდომარე - ასოცირებული პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია)

გიორგი ალიბეგაშვილი – იერუსალიმის ბივრილი და მცხეთის ბივრიტი ნესტან სულავა – საქართველოს ეკლესიის სტატუსის შესახებ VIII-X საუკუ-

ნეების ქართულ ჰაგიოგრაფიაში

Page 4: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

2

ლელა ხაჩიძე – ჭყონდიდის საეკლესიო - ლიტერატურული სკოლის ისტორი-იდან X საუკუნეში

ლია წერეთელი – დავით აღმაშენებლის „ანდერძი შიომღვიმისადმი“ - ესქა-ტოლოგია

ია გრიგალაშვილი – ქართული სამოციქულო ეკლესიის სათავეებთან ნიკო ჯავახიშვილი – გრიგოლ ორბელიანი – ქართული საეკლესიო გალობის

მოამაგე

14.00 – 16.00 II სექცია

სექციის თავმჯდომარე – პროფესორი ვახტანგ ლიჩელი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია)

ქეთევან ხუციშვილი – რელიგიურისა და სეკულარულის მიმართება პოსტ-საბჭოთა საქართველოში

როზეტა გუჯეჯიანი – რელიგიური დღესასწაულის იდენტობის მარკერად ტრანსფორმაციის პროცესი (კვირიკობა)

ქეთევან ქუთათელაძე – რელიგიური წარმოშობის სახელწოდებები „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით

ირმა ტალახაძე – „ვაჰანის ქვაბთა განგების“ მინაწერთა შესწავლისა და პუბ-ლიკაციის ისტორიისათვის

ვახტანგ ლიჩელი – აწყური - საეკლესიო ტრადიცია და არქეოლოგია

14.00 – 17.00 III სექცია

სექციის თავმჯდომარე – ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია)

შოთა მათითაშვილი – როდის მოიპოვა სინამდვილეში საქართველოს ეკლე-სიამ ავტოკეფალია

ნინო ებილაშვილი – მარტყოფის საფორტიფიკაციო არქიტექტურა ნონა ნებიერიძე – ებრაული ეპიგრაფიკული ძეგლები და ებრაელების სოცია-

ლური მდგომარება სამხრეთ საქართველოში (XVIII-XIX სს.)

Page 5: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

3

ეთერ ბოკელავაძე – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლაავტოკეფალიისათვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოზიცია (XX საუკუნის 60–80-იანი წწ.)

სოფიო მოდებაძე – საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართება ადრეულ შუა საუკუნეებში ნინო თორთლაძე – დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი შიომღვიმის ანდერძის მიხედვით

ანა კუპრავა- გოგოლაძე – მოწამე მღვდელმთავრები- დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი

Page 6: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

4

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა თ ა თ ე ზ ი ს ე ბ ი

პლენარული სხდომა

ქეთევან ნადირაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნერება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიაარებისათვის ბრძოლის სამსახურში

ქართულ ისტორიოგრაფიაში XIX ს-ის 40-იანი წლებიდან საქართველოს

ეკლესიის ისტორიის შესწავლის საქმეში სამი ახალი მიმართულება გამოიკვე-თა: 1. საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული წყაროების მოძიება, შეგრო-ვება, შესწავლა და გამოცემა; 2.შექმნილი წყაროთმცოდნეობითი ბაზის საფუძ-ველზე ეკლესიის ისტორიის განმაზოგადებელი ნაშრომების შექმნა; 3. ავტო-კეფალისტთა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, შეესწავლათ და დაეწე-რათ ქართული ეკლესიის ისტორია. ამავე დროს რჩებოდა საკითხისადმი ტრადიციული მიდგომა, საქართველოს ისტორია და კერძოდ, ქართული უძველესი საისტორიო ძეგლი „ქართლის ცხოვრება“ განევრცოთ და გაემ-დიდრებინათ საეკლესიო ისტორიის საკითხებით.

XIX ს-ის ქართულ მეცნიერებაში ამგვარ მოვლენას იდეოლოგიური დატ-ვირთვაც ჰქონდა. რუსეთმა საქართველოს შეერთების შემდეგ(1801) გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის თანამ-დებობა (აღმოს. საქართველოში 1811 წ., დასავლეთ საქართველოში 1814 წ.). მოხდა ადმინისტრაციულ-სტრუქტურული და ეკონომიკურ- სოციალური ცვლილებები. ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გადა-კეთდა. შედეგად ეკლესია თავის ისტორიულ ფუნქციას ერის ცხოვრებაში კარგავდა. ქართველი მეცნიერები ხედავდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის განმტკიცებისათვის, მეცნე-რული შესწავლის გზით, მისი ათასწლოვანი ისტორიის წარმოჩენას.

ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1904-1905 წლებში, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ რუსეთის სა-იმპერატორო კარზე და წმ. სინოდის წინაშე დასვა საკითხი, ქართული ეკლე-სიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. ამ მოთხოვნამ რეალური საფუძველი

Page 7: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

5

შეიძინა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთში დაიწყო მოძრაობა რუსეთის ეკლე-სიის გათავისუფლებისათვის სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის გავ-ლენისაგან. ითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას და წმინდა სინოდის რეორ-განიზაციას. ქართულმა სამღვდელოებამ სინოდის სხდომებზე აქტიურად და-იწყო ბრძოლა მიზნის მისაღწევად. ამ დროს შეიქმნა მრავალი გამოკვლევა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მეცნიერულად, ყველა არსებული წყაროს გამოყენებით გადმოეცათ ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვე-ბის ისტორია და დაესაბუთებიათ მისი აღდგენის კანონიერება.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917.1.X) ასევე მნიშვნელოვანი ფუნ-ქცია ენიჭებოდა კვლევებს ავტოკეფალიის პრობლემებზე, იმ ბრძოლაში, რო-მელსაც ქართული ეკლესია აწარმოებდა, რათა მსოფლიო ავტოკეფალურ ეკ-ლესიებს ეცნოთ ქართველი ერის უფლებები.

დიმიტრი შველიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის ისტორიიდან

როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტო-კეფალიის აღდგენას წინ უძღოდა ქართველი სამღვდელოების ენერგიული ბრძოლა საეკლესიო თავისუფლებისათვის. ავტოკეფალურ მოძრაობას მხარს უჭერდნენ საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი ძალები – თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები. ისინი ითვალისწინებდნენ ქართველი სამღვდელოების დიდ გავლენას ქვეყნის მოსახლეობაში და ცდილობდნენ ამ ფაქტორის ადეკვატურ გამოყენებას.

სამწუხაროდ, რევოლუციურმა და ეროვნულ-რადიკალურმა პოლიტი-კურმა პარტიებმა ტერორის გზით სცადეს ავტოკეფალური მოძრაობის დახმა-რება. 1908 წლის 28 მაისს მათ მოკლეს საქართველოს მაშინდელი რუსი ეგ-ზარქოსი არქიეპისკოპოსი ნიკონი, რომელიც ქართული ეკლესიის ავტოკეფა-ლიის სასტიკი მოწინააღმდეგე გახლდათ.

რუსეთის მონარქისტულ ხელისუფლებას, მის სპეცსამსახურებს საკმა-რისი მტკიცებულებები გააჩნდათ, რომ ეგზარქოსის მკვლელობაში დაედანა-შაულებინათ რევოლუციური პარტიები. ჟანდარმერიის მონაცემებით ტერო-რისტული აქტი ჩაიდინა რამდენიმე სოციალ-დემოკრატიული დაჯგუფები-დან ან ამ პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფებიდან ერთ-ერთმა.

Page 8: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

6

ჟანდარმერიას სერიოზული ეჭვი ჰქონდა აგრეთვე სოციალისტ-ფედერა-ლისტთა პარტიის ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი დაჯგუფების მიმართაც. იყვნენ სხვა ეჭვმიტანილი მხარეები და პიროვნებებიც.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელისუფლებამ თითქმის არც ერთ ეჭვმიტა-ნილს ხელი არ ახლო, არ დააპატიმრა და მათ მიმართ ძიება არ გააგრძელა. მის-თვის უფრო ხელსაყრელი იყო, რომ ბრალი ქართული ავტოკეფალისტებისათ-ვის დაედო. მისი მიზანი იყო, როგორმე დაესუსტებინა ავტოკეფალური მოძრა-ობა.

მართალია ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ შეძლო შესაბამისი სამხილების მოძებნა, მაგრამ მან მაინც ავტოკეფალური მოძრაობა დაადანაშაულა ეგზარქო-სის პირდაპირ ფიზიკურ მკვლელობაში თუ არა, მკვლელობის ინტელექტუა-ლურ მომზადებაში. სწორედ ამ მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ თანამდებო-ბებიდან გადააყენა ან რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაიყვანა ავტოკეფა-ლური მოძრაობის ისეთი აღიარებული ლიდერები, როგორებიც იყვნენ ეპისკო-პოსები: კირიონი, ლეონიდე და სხვა საეკლესიო მოღვაწეები.

ხელისუფლებამ მხოლოდ დროებით მიაღწია მიზანს. მან მოახერხა ავტო-კეფალური მოძრაობის დროებითი დასუსტება, მაგრამ მოძრაობის ლიკვიდა-ცია მან ვერ შეძლო, რაც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო.

ბონდო კუპატაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დამოკი-

დებულება სასულიერო სფეროს მიმართ ნათლად გაცხადდა მის პირველივე აქტში - 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცი-ის მე-5 პუნქტში, რომელშიც ხაზგასმული იყო ყველა სარწმუნოების მოქალა-ქეთა სრული თანასწორობა (რაც პრაქტიკულად ყველა რელიგიის თანასწო-რობას გულისხმობდა). ეს ფუნდამენტური ღირებულება საბოლოოდ ჩამოყა-ლიბდა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციით, სადაც მე-16 თავში - „სახელმწიფო და ეკლესია“ განსაზღვრული იყო სახელმწიფოს და ეკ-ლესიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა (მუხლი 142). ცხადდებოდა ყვე-

Page 9: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

7

ლა სარწმუნოების თანასწორობა (მუხლი 143) და იკრძალებოდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სარწმუნოებრივი საქმეებისთვის (მუხლი 144).

სასულიერო და საერო სფეროს მკვეთრი გამიჯვნა პირველ რიგში მოხდა განათლების სფეროში, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის 110-ე მუხლი განსაზღვრავდა: „სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა“. საქართველოს პარლამენტმა-ეროვნულმა საბ-ჭომ 1918 წლის 26 ნოემბერს მიიღო კანონი სასწავლებლებში საღმრთო სჯუ-ლის სწავლების გაუქმების შესახებ. შემდეგი განმარტებით: „სარწმუნოება პირადი სინდისის საქმე უნდა იყოს და სახელმწოფოს არავითარი ნება არ აქვს საზოგადოების ერთი ნაწილის რწმენა მეორე ნაწილს მოახვიოს თავს, ან ერთი ნაწილისაგან აკრეფილი ხარჯებით მეორე ნაწილის რწმენა გააძლიეროს“ კა-ნონის თანახმად: „ყოველი ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლებში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და მასწავლებლის თა-ნამდებობა. მშობლები, რომლებიც მოისურვებენ თავისი ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, სკოლის შენობაში გამოიყოფა ოთახი, იმგვარად რომ სხვა საგნის სწავლების პროცესს ხელი არ შეუშალოს“.

ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნის საქმეში ფუნდამენტური მნიშვნე-ლობის იყო 1920 წლის 3 დეკემბრის „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის კანონი“, რომელიც სასულიერო პირებს უკრძალავდა სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის გარეშე დაბადება-ქორწინება-გარდაცვალებასთან დაკავშირებული რელიგიური რიტუალის ჩატარებას.

გამიჯვნის თემა კარგად აისახა კალენდარში, სადაც მრავლად იყო საეკ-ლესიო უქმე დღეები. პარლამენტმა 1918 წლის 31 დეკემბერს დააწესა სამოქა-ლაქო უქმე დღეები. არცერთი რელიგიური დღესასწაული არ გამოცხადებუ-ლა დასვენების დღედ. თუმცა, როგორც ჩანს, პარალელიზმი არსებობდა და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული დასვენების დღეები აგრძე-ლებდნენ არსებობას და ამიტომ დამფუძნებელ კრებას მოუხდა 1919 წლის 17 ივნისის კანონის მიღება: უქმე დღეების რაოდენობის შემცირების შესახებ და რელიგიური დღესასწაულების უმეტესობა ამოიღეს.

კულტურის ძეგლები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კა-ნონმდებლობით ორმხრივი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. ეკლესიის დაქ-ვემდებარებაში არსებული მონასტრების რესტავრაცია-განახლება ხორციელ-დებოდა საპატრიარქოს შუამდგომლობით დამფუძნებელი კრების ხელოვნე-ბის კომისიის ან განათლების სამინისტროს წინაშე და სახელმწიფოს ხარჯით.

Page 10: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

8

ირაკლი ბრაჭული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსუმის ინტერპრეტაციის გზები: ეკლესია და უნივერსიტეტის იდეა

საკითხი დაკავშირებულია განათლების ფილოსოფიასთან. პლატონიდან მოყოლებული ცოდნა და განათლება განიხილებოდა ადამიანის ემანსიპაციი-სა და კათარზისის საშუალებად. განათლება როგორც სოციალური პროგრესი-სა და პიროვნების თავისუფლების ფორმა. არსებითად უკავშირდება სამოქა-ლაქო საზოგადოების ისეთი საბაზო ინსტიტუციის წარმოშობასა და განვითა-რებას, როგორიცაა უნივერსიტეტი. პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ამ ახალ საგანმანათლებლო წარმონაქმნის მიმართებას „ძველ“ ინსტიტუტებთან, სახელმწიფოსთან და ეკლესიასთან. საკითხის გარკვევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯ. დიუისა და რ. რორტის შრომებმა, რომლებშიაც თანა-მედროვე სიტუაციის რეტროსპექტივაშია განხილული აღნიშნული მმართება. კ. იასპერსის „უნივერსიტეტის იდეა“ დამაჯერებელად წარმოგვიდგენს ავტო-ნომიის პრინციპზე დამყარებული უნივერსიტეტისა და ეკლესიის როლს სა-ზოგადოებაში. ისინი წარმოადგენენ „მედიაციურ“ ინსტიტუტებს. ეკლესია ახორციელებს მედიაცას ღმერთსა და საზოგადოებას შორის, რამდენადაც არის ღმერთის ნების განმმარტებელი გამოცხადების საფუძველზე. ხოლო უნივერსიტეტი როგორც უნივერსუმის განმმარტებელი გონების ბუნებითი სინათლის საფუძველზე გულისხმობს აკადემიურ თავისუფლებას და აკადემიურ „ეთოსს“.

როგორც ლიოტარი შენიშნავს „პოსტმოდერნულ კონდიციაში“ განხორ-ციელდა ეპისტემოლოგიური ცვლილებები, შეიცვალა თვითონ ცოდნის ბუნება. ცოდნა გახდა კაპიტალისა და ძალაუფლების ინტეგრაციის ფორმა. ცოდნამ დაკარგა ემანსიპაციური და კათარზისული ვალიდობა. ახალი მიდ-გომა უშვებს ისეთ განსხვავებულ დისკურსთა „კომუნიკაციურ ქმედებებს“ როგორებიცაა: უნივერსიტეტი და ეკლესია.

საქართველოში განათლების რენესანსული კონცეფცია გელათის აკა-დემიაში იქნა კოდირებული: „სხვა ათინათ, ახალ იერუსალიმად“. ეს გულის-ხმობს გამოცხადების ჭეშმარიტებისა და გონების ბუნებითი სინათლის (Lu-men naturalis) ურთიერთღიაობას. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს დაბრუნება მსოფლიო ისტორიის პროცესში აღინიშნა სახელმწიფოებრივი

Page 11: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

9

დამოუკიდებლობის აღგენის აქტით (1918 წ.), ეკლესიის ავტონომიიის აღ-დგენის აქტით (1917 წ.) და ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების აქტით (1918 წ.). ამ სამ აქტს შორის არსებობს არსებითი ისტორიული კავშირი.

თამარ შარაბიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილია ჭავჭავაძის ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის

XIX საუკუნის დასაწყისში, ქართული სამეფო ხელისუფლების მოშლის შემდეგ, სადავო გახდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის კანონიე-რება. ამას ხელს უწყობდა დროთა განმავლობაში ეკლესიის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მრავალი დოკუმენტის დაკარგვა და განადგურება. იმპერიის სინოდი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა არც არასდროს ჰქონია. გენერალ ტორმასოვისა და სხვა სამოქალაქო ჩინოვნიკების განკარგულებით, ყველა კანონიკური წესების გვერდის ავლით, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა გააუქმა; ქართული ეკლესია ძალდატანებით გადავიდა რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში. საეკლესიო მმართველობაში მძიმე ვითარება შეიქმნა რუსი ეგზარხოსების მხრიდან. ცხადია, ილია ჭავჭავაძე გულგრილი ვერ დარჩებოდა ამ მოვლენე-ბისადმი, რადგან სარწმუნოებისა და ზნეობის განმტკიცება მიაჩნდა მას სა-ქართველოს აღორძინების საფუძვლად. ილიამ ხმა აიმაღლა როგორც სასუ-ლიერო სფეროში არსებული უმსგავსოების წინააღმდეგ, ასევე ქართველ სასუ-ლიერო პირებთან და მეცნიერებთან ერთად დაიწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა. მან ერთმანეთს დაუკავში-რა ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგე-ნის საკითხები და ამ ორი მიმართულებით გაააქტიურა თავისი ძალისხმევა.

Page 12: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

10

I სექცია

გიორგი ალიბეგაშვილი

საქართველოს საპარტიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

იერუსალიმის ბივრილი და მცხეთის ბივრიტი „წმიდა ნინოს ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „დღესა ერთსა წარემართნეს

სიმრავლენი ერთანი მიმავალნი ქალაქად მცხეთისად თაყვანისცემად ღმრთისა მათისა არმაზისდა... დგა კაცი სპილენძისა და ემოსა ჯაჭვი ოქროჲსაჲ... და აქვნდეს თვალად მისსა ქვანი ბივრიტი და იაკინთინ. წმიდა ნინომ თავისი ლოცვით შემუსრა კერპი, ხოლო ნამსხვრევებიდან ბივრიტის ქვა შეინახა.

ქრისტიანულ კულტურაში ყველა მოვლენას, სახეს თუ საგანს მნიშვნე-ლოვანი დატვირთვა აქვს, უმთავრესად - სიმბოლური. ხშირია ბიბლიური პა-რადიგმული განსაზღვრებანიც. ამ შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ძვირ-ფასი თვალი ბივრიტი, რომელიც წმიდა წერილში არაერთი კონტექსტითაა ნახსენები.

სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყანაში იერუსალიმის ხატებათა შექმნა IV საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო და ახალი იერუსალიმები ეწოდა. მათ შორის გამორჩეულია აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი დედაქალა-ქი მცხეთა, სადაც მკვიდრდება უწმიდესი ბიბლიური რელიკვიები - ელიას ხალენი და მაცხოვრის კვართი, და მათ ბალავარზე წმიდა ნინოს ლოცვით – სვეტი-ცხოველი. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ასევე იერუსალიმუ-რი, ქრისტეს საფლავის ეკლესიის ღვთისმსახურების წესის შემოღება, რომე-ლიც მცხეთაში და მთელ ქართლში ქართულად აღესრულებოდა V საუკუნი-დან (იერუსალიმური ლექციონარი, უძველესი იადგარი და მრავალთავი).

რაც შეეხება ბივრილ-ბივრიტს: იგი პირველმღვდელმთავარ აარონის შესამოსელის XI ქვაა, ძირითადად “მწუანედ მომქრალი“ (იოანე ბაგრატიონი) და შეესაბამება იაკობის მეთერთმეტე ძეს - იოსებს (გამოსვლ.28.20); „იოანეს გამოცხადების“ მიხედვით, ბივრილი იქნება ახალი იერუსალიმის კედლის მერვე საფუძველი (აპოკ.21.20); ტობი წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ, რომ იერუსალიმის მოედნები „ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწლება“ (ტობ.13.17).

Page 13: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

11

წმ. ნინოს ბივრიტი, ერთი მხრივ, მიანიშნებს მისი გამოყენების შესაძ-ლებლობას და, მეორე მხრივ, შემდეგი საკითხის წამოჭრას - ხომ არ იყვნენ სა-ქართველოში მოსული ებრაელები იოსების შტოს წარმომადგენლები.

ნესტან სულავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ეკლესიის სტატუსის შესახებ VIII-X საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიაში

VIII-X საუკუნეების ქართულმა ჰაგიოგრაფიამ შემოგვინახა საყურადღე-ბო ცნობები საქართველოს ეკლესიის სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ. ყველა თხზულება ერთნაირად მდიდარ ცნობებს არ ინახავს, მაგრამ ზოგი-ერთ მათგანში მეტად მნიშვნელოვანი თვალსაზრისის ამოკითხვა შეიძლება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იოვანე საბანისძისა და გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული თხზულებებია.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ VIII-X საუკუნეებში სა-ქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სხვადასხვა პერიოდში გან-სხვავებულ მიდგომას მოითხოვს. საისტორიო წყაროების მიხედვით, X საუ-კუნემდე იგი ერთი კათოლიკოსის დაქვემდებარებაში არაა, ქართლსა და და-სავლეთ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასულიერო იერარქი ჰყავს. დასავლეთ საქართველოს ეკლესია კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში იმ-ყოფება, რაც შეფარვითაა არეკლილი იოვანე საბანისძის „წმ. აბოს წამებასა“ და გიორგი მერჩულის “წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“. „წმ. აბოს წამების” მიხედვით შესაძლებელია VIII საუკუნის II ნახევრის დასავლეთ საქართვე-ლოს პოლიტიკური და რელიგიური ვითარების, მისი საზღვრების აღდგენა. ბევრი რამ მიანიშნებს, რომ აფხაზეთში განსხვავებული რელიგიური მდგომა-რეობაა, ვიდრე ქართლში. ეს იმიტომ, რომ იგი ბიზანტიისადმი დაქვემდება-რებული ქვეყანაა, რაც ამ მხარის ეკლესიის სტატუსზეც მიგვანიშნებს. ნიკეის VII მსოფლიო საეკლესიო კრების აქტებში დადასტურებულია დასავლეთ სა-ქართველოს ეპარქიების მიტროპოლიტთა ხელმოწერები (აქტებზე 300-ზე მე-ტი ხელმოწერაა). საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა IX საუკუნეშიც არ შეცვლილა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიას სხვადასხვა უმაღლესი იერარქი ჰყავდა. ეს გიორგი მერჩულის თხზულებაშიც შეინიშნება.

Page 14: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

12

წმ. გრიგოლ ხანძთელის საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობა ქრისტიანული მსოფლმხედველობის, ლიტურგიული ცნობიერებისა და სარ-წმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი თვალთახედვის შერწყმით წარიმართა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო წმ. გრიგოლის აფხაზეთში ყოფნის ეპიზოდია, რომელშიც სარწმუნოებრივი მსოფლხედვის მიღმა საქარ-თველოს ეკლესიის სტატუსი და ქვეყნის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ვითარება იკითხება. იმდროინდელი დასავლეთ საქართველო _ აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, ბიზანტიის იმპერიაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო. დასავლეთ საქართველოს ეკლესია ქართლის კათოლიკოსის დაქ-ვემდებარებაში არ იმყოფებოდა. გრიგოლ ხანცთელის მიერ აფხაზეთში ეკლე-სიის აგებას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გართულება შეიძლება მოჰყოლოდა. სარწმუნოებრივთან ერთად, წმ. გრიგოლ ხანცთელის სახელ-მწიფოებრივ ხედვასა და ალღოიანობას, მოსალოდნელ მოვლენათა წინასწარ-ჭვრეტას ემყარებოდა აფხაზეთის სამეფოში ეკლესიის აგების შესახებ მისი თავდაპირველი უარი, რითაც ჰაგიოგრაფმა მწერალმა წმინდანი იდეოლოგი-ურ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებადაც წარმოგვიდგინა. თუმცა, მეფის თხოვნით წმ. გრიგოლ ხანცთელმა ქვეყნის განაპირას ააგო უბისის მო-ნასტერი, რათა დასავლეთ საქართველო სრულიად საქართველოში მიმდინა-რე სულიერი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყოველმხრივ ნაწილეულ გამხდარიყო, ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკო-ლის საქმიანობაში მიეღო მონაწილეობა, რასაც X საუკუნის ქართველ ჰიმნოგ-რაფთა წვლილიც მოწმობს. X საუკუნეში გიორგი მერჩულის მიერ დაწერილ VIII-IX სს. ამბების ამსახველ თხზულებაში მწერლის თანამედროვე საქართვე-ლოს ვითარებაც აისახა და ქართლის რაობის წარმოჩენისას („ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირცხების”...) საქართველოს ეკლესიის ერთიანობა გაცხადდა.

მოხსენებაში საისტორიო და საეკლესიო წყაროების საფუძველზე გან-საზღვრულია ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა მნიშვნელობა საქართველოს ეკ-ლესიის სტატუსის, მდგომარეობის შესახებ VIII-X საუკუნეებში.

Page 15: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

13

ლელა ხაჩიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჭყონდიდის საეკლესიო - ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან X საუკუნეში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჭყონდიდის საეპარქიოს ისტორიაში

დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფეს გიორგი II-ს უკავშირდება. იმ მცირერიცხოვანი ცნობების მიხედვით, რომლებიც გვხვდება ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში, გიორგი II მეტად საინტერესო და მრავალმხრივ მოღ-ვაწედ წარმოგვიდგება. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჭყონდიდის საე-პისკოპოსო კათედრის დაარსება X საუკუნეში.

ჭყონდიდის საეკლესიო – ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია სტეფანე სანანოჲსძე - ჭყონდიდელი, რომლის უნივერსალური მემკვიდრეობიდან დღეისათვის მხოლოდ ერთი მცირე ფორ-მის საგალობელია ნაწილობრივ შესწავლილი. სტეფანე სანანოჲსძის ლიტერა-ტურული მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ორიგინალურ, ისე ბერძნულიდან თარგმნილ თხზულებებს. სწორედ მას უკავშირდება სასულიერო პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგალობლის – ღვთისმშობლის „აკათისტოს” პირველი ქართული თარგმანი. მასვე უთარგმნია ბერძნულიდან გრიგოლ ნო-სელის ჰომილია სტეფანე პირველმოწამის შესახებ, რომელიც ძველი ქართუ-ლი მთარგმნელობითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. სტეფა-ნე სანანოჲსძე - ჭყონდიდელს უთარმნია ბერძნულიდან ”მონანიე დედათა” ციკლის საინტერესო ნიმუში -”ცხოვრება თეოქტისტე ლეზველისაჲ”, რომელიც საყურადღებოა ბერძნული ორიგინალის შესწავლის თვალსაზრი-სითაც.

სტეფანე სანანოჲსძე - ჭყონდიდელს ეკუთვნის ორი ორიგინალური სა-გალობელი, რომლებიც ეძღვნება აბო თბილელს და სტეფანე პირველმოწამეს. ამ საგალობლებით სტეფანე სანანოჲსძე გვევლინება, როგორც ქართული ჰიმ-ნოგრაფიის ერთ-ერთი რეფორმატორი.

ჭყონდიდის საეკლესიო - ლიტერატურული სკოლის ხასიათს ნათლად მოწმობს ის გარემოება, რომ მისი დამაარსებლის - გიორგი II-ის თხოვნით შექმნა წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონი დიდმა ქართველმა ჰიმნოგრაფმა - იოანე მინჩხმა, რომლის წარმოშობა სწორედ ჭყონ-დიდის, მარტვილის მიდამოებს უკავშირდება.

Page 16: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

14

ლია წერეთელი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

დავით აღმაშენებლის „ანდერძი შიომღვიმისადმი “ – ესქატოლოგია

ანდერძი მეფის ნების გამომხატველია. იგი შეუვალია და მტკიცე, ვით ნება ღვთისა. ანდერძის წერისას მეფე აცხადებს თავის ნებას და ღვთის ნების თანამყოფობას გულისხმობს. ამრიგად, ანდერძი სულიერი ძეგლია-ღვთისა და მეფის ნების თანმხვედრი, ჯვარსახოვნებით აღბეჭდილი. ანდერძი დგას მიწიერ მყოფობასა და ზეციურ სამყაროს შუა, უხილავ სვეტად, როგორც ღვთიური და წუთისოფლისეული სამყაროს კავშირი. მეფის „ცხოვრება“ ღვთის ნების განმცხადებელია, ჯვარისმტვირთველობაა. ქართველ მეფეთა „საღვთო ვალი“ „ქართლის ცხოვრების“ ერთ მთლიან გზაზე მეფეთა ანდერ-ძებით ცხადდება.

მეფეთა ანდერძი მრავალსაუკუნოვანი კანონიკით არის განსაზღვრული. მეფის მიწიერი ღვაწლი ღვთის თვალსაწიერში წარმოდგება და საბოლოო ნებით დგინდება.

მეფეთა ანდერძების კვალში დავით აღმაშენებლის „ანდერძი შიომღვი-მისადმი“, ერთი ძეგლი ისტორიული საბუთებისა, სრულქმნილია თავისი კანონიკით. როგორც „გალობანი სინანულისანი“, ისე „ანდერძი შიომღვი-მისადმი“ სრულდება ესქატოლოგიით. მეფის ნება ღვთიური კანონია შთა-მომავალთათვის, წუთისოფელში მყოფთათვის და მისი დრო-სივრცული არეალი განსაზღვრულია სამყაროს აღსასრულამდე. მეფის ანდერძის შესრულება მისი გარდაცვალებიდან მეორედ მოსვლამდეა ნაბრძანები. ესქა-ტოლოგია ანდერძისა სრულიად ცხადი და განსზღვრულია.

„შიომღვიმისადმი ანდერძის“ ესქატოლოგია, სამყაროს აღსასრულის ჟამამდე დრო თავისთავად გულისხმობს ღვთის ნებისა და მეფის ნების ერთგულთა და მოწინააღმდეგეთ; „წყევლა-კრულვიანი“ საკითხავი, როგორც ხატოვნად ილიას მიერ წუთისოფლის სიავის წარმოდგენა. სწორედ ის-ტორიული საბუთებისა და დოკუმენტების, კონკრეტულად კი ანდერძის ესქატოლოგიით არის განსაზღვრული. ი. ჯავახიშვილი აღნიშნავს: „წყევლა-კრულვა“ ერთგვარი ღვთის შიშის შეხსენებაა მათთვის, ვინც ეცდება, არ შეასრულოს ანდერძით ნაბრძანები, ვინც შეცვლის მეფის ნებას. თუმცა ხშირად ესეც არ შველოდაო...

წყევლა-კრულვა მეფის ანდერძის დამრღვევთათვის არ არის გაქვავებული ფორმულა, თავად მეფის მიერ განსაზღვრული უმძიმესი

Page 17: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

15

სასჯელია. ღვთისმშობელიც არის მონაწილე შურისძიებისა. „ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა“, თვით წმიდა შიო მღვიმელიც წარმოდგება და განსჯის „შემაწუხებელს“.

„ანდერძი შიომღვიმისადმი“ – ესქატოლოგია სრულდება მეფის „მტკიცე ნების“ დაბეჭდვით: „სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!“.

ია გრიგალაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული სამოციქულო ეკლესიის სათავეებთან

საეკლესიო გადმოცემით, ქრისტიანობის პირველმქადაგებლები და, მა-შასადამე, ქართული სამოციქულო ეკლესიის ფუძემდებლები წმინდა მოცი-ქულები: წმინდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა სვიმეონ კანანელი, წმინდა მატათა და წმინდა თადეოზი არიან. მათი სამოციქულო მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდნენ პირველი ქართული ქრისტიანული თემები და შე-იქმნა უძველესი ქართული სამოციქულო ეკლესია.

ჩვენამდე მოღწეული ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით შეგ-ვიძლია ნათლად გავითვალისწინოთ ქართული სამოციქულო ეკლესიის წარ-მოშობის ისტორია და ადრეული ქრისტიანობის ხანის ლიტურგიკული პრაქ-ტიკის ჩამოყალიბების სურათი. ამ თვალსაზრისით სხვა მრავალ საისტორიო და ლიტერატურულ წყაროთა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „ქართლის ცხოვრების“, ქართულად თარგმნილი სახარების ფრაგმენტების, „წმინდა ნინოს ცხოვრების“, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ნიკიტა პაფლაღონიელის „მიმოსვლა და ქადაგებანი წმინდა ანდრია მოციქულისას“, უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული საკითხავის „წმინდა კოლაელ ყრმათა წამებისა“ და წმინდა იაკობ მოციქულის „ჟა-მისწირვის“ ტექსტები. აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია გან-ვსაზღვროთ ადრეული ქრისტიანობის ხანის საეკლესიო ხუროთმოძღვრების ხასიათი, კერძოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიის არქიტექტონიკა, იმჟამინდელი ლიტურგიკული პრაქტიკის ხასიათი და ღრმა საღვთის-მეტყველო შინაარსი.

როგორც ზემოთ ნახსენები წყაროებიდან ვიგებთ, ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას ახასიათებდა მარტივი კონსტრუქცია, მესამე საუკუნის

Page 18: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

16

შუაწლებამდე მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სტოა, სავარაუდოა, რომ იყო სენაკის ფორმის, ლიტურგიკულ პრაქტიკაში აქტიურად იყენებდნენ მოციქულთა სწავლებასა და სახარებას.

ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდშივე ქართულ ენაზე უთარგმნიათ იაკობ მოციქულის „ჟამისწირვის“ ტექსტი და ქართულ სამო-ციქულო ეკლესიაში მას აქტიურად იყენებდნენ IX საუკუნემდე. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით ირკვევა, რომ ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდში ქართული სამოციქულო ეკლესია ყოფილა დამოუკიდებელი.

ნიკო ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრიგოლ ორბელიანი – ქართული საეკლესიო გალობის მოამაგე რომანტიკოსი პოეტი გრიგოლ ორბელიანი (1804-1883), რომელიც დი-

დად დაწინაურებული იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში, პარალელურად აქტიურ საზოგადო მოღვაწეობასაც ეწეოდა.

1869 წელს გ. ორბელიანი ანჩისხატის ეკლესიაში გამართულ წირვას და-ესწრო. მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ მან შეატყობინა თავის მეგო-ბარს ეკატერინე ჭავჭავაძეს (1815-1882). წერილიდან ჩანს, რომ იმ პერიოდში იშვიათად ისმოდა საეკლესიო გალობა ქართულ ენაზე, რომლის აღორძინებაც პოეტს გულით ეწადა.

ქართული მგალობლობის მიმართ გ. ორბელიანის მიერ გამოჩენილ ზრუნვას ადასტურებს მისი სხვა ეპისტოლეც, რომელიც დაცულია ხელოვნე-ბის სასახლეში.

1882 წელს ვახტანგ ორბელიანთან გაგზავნილ წერილში გ. ორბელიანი წერდა: „ჩემო ბატონო ბიძავ, ვახტანგ! ამ ბარათს მოგართმევს ყმაწვილი კაცი კარბელოვი, რომელმანცა დაასრულა კურსი სემინარიაში და არის დიდად კარგი მცოდნე ქართული გალობისა. ეს ის გახლავთ, რომელმანცა მშვენივ-რად წარმოსთქვა მცხეთის სობოროში განსვენებულის ირაკლის დამარხვაზე. ახლა ამის დარდები თვით ამანვე მოგახსენოს და მეც ამასა გთხოვ სულით, რომ მისცეთ შემწეობა თქუენის ქალის მაშას წინაშე, რომ დვორიანსკის კამი-ტეტში მაშამ ამის მხარე დაიჭიროს და ამით დამკვიდრდეს ქართული გალო-ბა საქართველოში შეუცვლელად და შეურყვნელად. მარადის თქუენი მონა და ერთგული თ-დი გრიგოლ ორბელიანი“.

Page 19: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

17

გრიგოლ ორბელიანის ამ სარეკომენდაციო წერილის ადრესატია ერეკლე II-ის ასულის _ თეკლას ვაჟი, რომანტიკოსი პოეტი ვახტანგ ორბელიანი, რო-მელიც ბიძად ერგებოდა გ. ორბელიანს. კერძოდ, გრიგოლის დედა იყო ერეკლე II-ის ასულის, ელენეს შვილი _ ხორეშან ანდრონიკაშვილი. წერილში მოხსენიებული „განსვენებული ირაკლი“ იყო ირაკლი გრუზინსკი (1827-1882), ვაჟი სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილისა, ხოლო „კარბელოვი“ _ სტეფანე (იგივე ვასილ) კარბელაშვილი, რომელმაც ქართული გალობის შესწავლასა და ნოტებზე გადატანას უდიდესი ამაგი დასდო.

ამრიგად, რუსეთის არმიის გენერალი გ. ორბელიანი შინაგანად ქარ-თველ მამულიშვილად დარჩა, რასაც მის ნაყოფიერ სამწერლობო და საზოგა-დო მოღვაწეობასთან ერთად ადასტურებს მისი ზრუნვა ქართული საეკლე-სიო გალობის აღორძინებისათვის.

II სექცია

ქეთევან ხუციშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რელიგიურისა და სეკულარულის მიმართება პოსტ-საბჭოთა საქართველოში

საბჭოთა სივრცეში „პერესტროიკის“ პერიოდიდან მიმდინარე პროცესებ-

მა ბიძგი მისცეს ღირებულებათა და იდენტობათა ცვლას. ამ მხრივ, განსაკუთ-რებით თვალშისაცემი რელიგიურ ემოციათა გამოვლინება აღმოჩნდა. ერთი მხრივ, საბჭოთა პერიოდში რელიგიის რეპრესირებამ რელიგიური ცოდნის ფრაგმენტაცია ან რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა გამოიწვია, მეორე მხრივ, კი რელიგიის საზოგადოებრივი სივრციდან განდევნამ რელიგიურობის სხვა-დასხვა ფორმის წარმოშობას შეუწყო ხელი. იდეოლოგიური წნეხის მოხსნის შემდგომ რელიგიურობის (როგორც ნორმატიული ისე პრაქტიკულის) აღმავ-ლობამ, თავის მხრივ, სეკულარიზმის განსხვავებული ფორმები გააჩინა. ამას-თან, მზარდმა რელიგიურმა პლურალიზმმა სეკულარიზმის თეორიის უარ-ყოფამდე მიიყვანა მკვლევართა ნაწილი. პოსტსაბჭოთა საქართველოს მონა-ცემთა მაგალითზე შეიძლება ითქვა, რომ მართალია, საქართველოში ადგილი აქვს რწმენის ,,რელატივიზაციას”, ანუ დემოკრატიის შეღწევას რელიგიაში.

Page 20: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

18

თუმცა, მეორე მხრივ, თავისთავად ასეთი ტენდენციაც პრობლემურია, რად-გან ფართო დისკუსიის საგნად აქცევს ისეთ ტრადიციულ ინსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა ეკლესია. ეკლესია, როგორც რელიგი-ის ირგვლივ ორგანიზებული გარკვეული ჯგუფის ფუნქციონირების ფორმა, აპრიორი მოითხოვს გარკვეულწილად ჩაკეტილი სივრცის არსებობას. ამას-თან, რაც არ უნდა პრობლემური იყოს სეკულარიზმის ღირებულებები საზო-გადოებისათვის, ეკლესია და სახელმწიფო, იურიდიული თვალსაზრისით, გამიჯნული ცნებებია დღევანდელი საქართველოს რეალობაში. მეორე მხრივ, 90-იანი წლების ბოლოდან ინტენსიურად დაიწყო რელიგიური ინსტიტუტე-ბის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური აქტივობები, ისევე როგორც სახელ-მწიფოს მხრიდან რელიგიით მანიპულირება. მასალის ანალიზის საფუძველ-ზე გაკეთებულია დასკვნა, რომ რელიგიურობის ფორმები კონტექსტურია და განპირობებულია კონკრეტული საზოგადოების განვითარების პროცესზე მოქმედი ფაქტორებით. რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სეკულარიზმის ხა-რისხსა და ფორმებს. პოსტსაბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესები ორი მიმართულებით განვითარდა, ერთი მხრივ, სახეზე იყო რელიგიურობის მკვეთრი და პერმანენტული ზრდა, მეორე მხრივ, კი სეკულარიზმის ფორმა-ლური აღიარება-დადასტურება სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგა-დოების ნაწილის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა საქართველოს განვითარების ვექტორი არ არის უნიკალური და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ნაწილია.

როზეტა გუჯეჯიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რელიგიური დღესასწაულის იდენტობის მარკერად ტრანსფორმაციის პროცესი (კვირიკობა)

ქართულ ყოფაში ხალხურ რელიგიურ დღესასწაულებს დიდი ადგილი

უჭირავს. ხალხურ დღესასწაულთა ნაწილი ხანგრძლივი ისტორიის მქონეა, მათ შორის არის როგორც სინკრეტული, ასევევ პაგანიზებული დღეობები და რიტუალები.

დროთა განმავლობაში, ქრისტიანული სწავლებისა და ხალხური ყოფის ურთიერთმიმართების შედეგად იქმნება ქრისტიანულ დღესასწაულთა ხალ-ხური ფორმები, რომელთა შორის განსაკუთრებული მდგრადობით გამორჩე-

Page 21: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

19

ულია წმიდა კვირიკესადმი მიძღვნილი დღესასწაული (საეკლესიო კალენ-დრით, ახალი სტილით, 28 ივლისს).

კვირიკობის აღნიშვნის ხალხური რიტუალები შემოგვენახა სვანეთში, მთიულეთში, ქართლში, გურიაში, ქიზიყში და სხვ. კვირიკობის ხალხურ დღესასწაულთაგან თავისი ხანგრძლივი ისტორიითა და მასშტაბურობით გა-მორჩეულია სვანეთის კვირიკობა („ლიგურკე“), რომელიც აღინიშნება ზემო სვანეთის კალის თემის წმიდა კვირიკეს მონასტერში. მოგვეპოვება არაერთი საისტორიო და ეთნოგრაფიული წყარო, რომლებიც აღწერენ ამ მონასტერს, მასთან დაკავშირებულ ხალხურ ტრადიციებს.

ვლინდება საინტერესო ეთნოგრაფიული ფაქტი: დღეობისა და წმიდა კვირიკეს მონასტრის სოციალურ-კულტურული როლი იზრდება სეტის წმი-და გიორგის მონასტრის სოციალური ფუნქციის დაქვეითების შედეგად (მეთ-ვრამეტე საუკუნე), რა დროიდანაც კალის წმიდა კვირიკეს მონასტერი ხდება ზემო სვანეთის ბალსზემო ნაწილის უმთავრესი სოციალური და რელიგიური ცენტრი. მასვე უკავშირდება ჩვეულებითი სამართლებრივი და პროცესუა-ლური მომენტებიც.

კალის წმიდა კვირიკეს მონასტერი დიდ სოციალურ და რელიგიურ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გან-მავლობაში და ჩვენ დროშიც. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაწესე-ბის შემდეგ მონასტერში სრულდება კანონიკური წირვა-ლოცვაც და მის პარა-ლელურად არებობას აგრძელებს ხალხური რიტუალებიც. ხალხური დღეო-ბის მონაწილეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, მლოცველები დღესასწა-ულზე მოდიან უკვე არა მხოლოდ ქვემო და ზემო სვანეთიდან, არამედ საქარ-თველოს სხვა მხარეებიდან და უცხოეთიდანაც კი.

თანდათანობით იკვეთება დღეობის, როგორც ეთნიკური იდენტობის განმსაზღვრელი სეგმენტის როლი: ქართველთა ნაწილი, ვისთვისაც ქრისტია-ნული რელიგია და რელიგიურობის გამოხატვის ხალხური ფორმები ეროვ-ნულ კულტურასთან მაკავშირებელ მთავარ ღერძს ქმნის, აქტიურად მონაწი-ლეობენ კვირიკობის დღეობაში და ჩართულნი არიან დღეობის მომზადებისა და წარმართვის პროცესებში.

მოხსენებაში განხილული იქნება კვირიკობის ხალხური დღეობის ისტო-რია, ტრანსფორმაციის პროცესი და თანამედროვე ვითარება.

Page 22: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

20

ქეთევან ქუთათელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რელიგიური წარმოშობის სახელწოდებები „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით

„ქართლის ცხოვრება“ რელიგიური წარმოშობის ბევრ მნიშვნელოვან

ტოპონიმს ინახავს. აქ იგულისხმება როგორც ქრისტიანული ეპოქის და ქრის-ტიანული რელიგიით განსაზღვრული ტოპონიმები, ასევე წინარე ქრისტიანუ-ლი ეპოქის რელიგიურ კულტთა და სალოცავთა სახელწოდებანი. რელიგიუ-რი სინკრეტიზმის შედეგად, ქრისტიანულ წმინდანთა სახელწოდების ქვეშ შეიძლება მოვახდინოთ უძველესი ქართულ წარმართულ საკულტო ძეგლთა რეკონსტრუქცია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მდედრობითი და მამრობი-თი სქესის კულტთა კლასიფიკაციას, ქრისტიანულ ეპოქაში თუ რომელ წმინ-დანთა სახელთან მოხდა მათი გაიგივება.

ქრისტიან წმინდანთა სახელწოდებებიდან გვხვდება წმ. გიორგის (გიორ-გი წმიდა), მარიამ ღვთისმშობლის (ყოვლადწმიდა), იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს (ნინოწმიდა), წმ. მარინეს, წმ. თევდორეს (თევდორეწმიდა/თედოე-მინდა), წმ. გრიგოლის (გრიგოლწმიდა), წმ. ნიკოლოზის (ნიკოლაოზ წმინდა), წმ. საბას (საბაწმიდა), წმ. სტეფანეს (სტეფანწმიდა), წმ. კვირიკეს (კვირიკე წმიდა) სახელები, მთავარანგელოზთაგან – მიქელ-გაბრიელის, წინასწარმეტყ-ველებიდან – ილია წინასწარმეტყველის, მოციქულებიდან – პეტრე-პავლეს, მახარობლებიდან – ლუკა მახარობელის სახელები.

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ რელიგიური წარმოშობის სა-ხელწოდებებში გვხვდება სიონის, სამების, ჯვრის სეგმენტის შემცველი ტო-პონიმები. ისეთი სახელწოდებებიც, როგორებიცაა: ამაღლება, ერთაწმინდა, ყოვლადწმინდა, მრავალძალი, მთაწმინდა. ყურადღებას იმსახურებს აგრეთ-ვე, სახარებაში მოხსენიებული ისეთი სახელწოდებები, როგორებიცაა: თაბო-რი, ბეთანია, ბეთლემი, კაბენი, გეთსემანია, რაც იმეორებს იმ მიკრო სამყაროს, სადაც მოღვაწეობდა მაცხოვარი.

ქრისტიანული რელიგიის აღმნიშვნელ სახელწოდებებში ფიგურირებს კონკრეტულ მოწამეთა, მცენარის, სვეტის, ძეგლის, კლდის და სხვ. სახელწო-დებები.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წარმართული ეპოქის რელიგი-ურ ცენტრთა და კულტთა სახელწოდებანი. კერძოდ, კერპთა კონკრეტული სახელწოდებანი, როგორებიცაა: არმაზი, ზადენი, გაცი, გა/გიმ/გაიმი, დანანა

Page 23: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

21

(აინინა და დანანა), არტემიდე, აფროდიტე, ვაჩილა, რომელსაც ვახუშტი ბა-ტონიშვილი მოიხსენიებს. კონკრეტულ განმარტებას მოითხოვს ისეთი სა-ხელწოდებანი, როგორებიცაა: არბო-წმიდა, გერი, ბოსლები, საყდრიონი, კამა-როვანი. წარმართული ეპოქის ისტორიული მეხსიერების შემცველია ისეთი სახელწოდებები, როგორებიცაა: გმირთნაკვეთი, ქაჯთა ციხე, ქაჯთა ქალაქი ან ქაჯატუნი. სხვა რელიგიის ამსახველი სახელწოდებებიდან მნიშვნელოვანია ტოპონიმი „მოგვთა“.

რელიგიურმა ტოპონიმებმა მრავალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემო-გვინახა, რომელიც უფრო სიღრმისეულს ხდის უძველეს ქართულ და ქრისტიანულ მენტალობას „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით.

ირმა ტალახაძე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

„ვაჰანის ქვაბთა განგების“ მინაწერთა შესწავლისა და

პუბლიკაციის ისტორიისათვის `ვაჰანის ქვაბთა განგება~ – შუა საუკუნეების საქართველოს მართლმა-

დიდებელი ეკლესიის ერთადერთი სრული სახით შემორჩენილი ნიმუში სა-მონასტრო ტიპიკონებისა – უნიკალური საისტორიო წყაროა წარსული კულ-ტურულ-ისტორიული ცხოვრების არაერთი მხარის შესასწავლად. `ვანის-გუჯარი, წერდა ძეგლის პირველი მკვლევარი და გამომცემელი თ. ჟორდანია, გვაძლევს ახალ საყურადღებო ცნობებს ისტორიულს, გეოგრაფიულს, სარ-წმუნოებრივს და გვაროვნობითსაცა იმ საქართველოს კუთხისას, რომელიც რამდენიმე საუკუნეა, რაც მოსწყდა საქართველოს და რომელზედაც იშვია-თად იპოვება ახალი ცნობები~. Gტიპიკონის ხელნაწერისადმი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით ინტერესს აძლიერებს მინაწერი ტექსტები.

ძეგლის თავდაპირველი პუბლიკაცია, ჟორდანიას სახელს უკავშირდება, რომელმაც 1896-1897 წლებში არასრულად გამოაქვეყნა მინაწერი ტექსტები, რითაც საფუძველი დაუდო ტიპიკონის მეცნიერულ შესწავლას; ქართული საკორპორაციო სამართლის დამუშავებისას ივ. ჯავახიშვილი სწორედ ტიპი-კონის მონაცემებს ეყრდნობოდა. ტექსტი სრული სახით და ერთი მინაწერი, ისტორიულ-ტექსტოლოგიური კომენტარებით ლ. მუსხელიშვილმა გამოსცა 1939 წელს. ჩვენი საკვალიფიკაციო ნაშრომიც ვაჰანის ქვაბთა განგების ისტო-რიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევას ეძღვნებოდა, რაც აისახა 2009 წელს გა-

Page 24: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

22

მოცემულ მონოგრაფიაში `ვაჰანის ქვაბთა განგება“, რომელშიც ტიპიკონის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევასთან ერთად მინაწერებსაც შევეხეთ და რამდენიმე, მანამდე გამოუქვეყნებელი, შემოვიტანეთ სამეცნიერო მიმოქ-ცევაში. საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ მინაწერების ზოგიერთი ვ. სილოგავა-სეული იკითხვისები და მათი ინტერპრეტაცია ჩვენს მონოგრაფიაში აისახა.

`ვაჰანის ქვაბთა განგება~ არის ეტრატის გრაგნილი, რომელიც მოიცავს ტიპიკონის ტექსტს და 21 სხვადასხვა დროის მინაწერს, რომელთაგან R-მხარეზეა მხარგრძელის, სარგისის, მურვან ღარიბასძისა და უღულაშვილების მინაწერები, დანარჩენები კი _ გრაგნილის ზურგზეა და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პიროვნების შეწირულობის საბუთებს წარმოადგენს: აქ არის ღარიბასძეთა რძალთა, მურვან ღარიბასძის, პატრონ ივანეს ორი, მირძასა და ზაზას, თმოგველთა ასულ გულშარის ორი, მურვან ღარიბასძის, ვანის ქვაბთა როსტევანის, რჩეულასძეთა, პატრონ ყვარყვარეს და მისი თანამეცხედრე ანას, ათაბაგ ყვარყვარეს, რჩეულაშვილთა და სხვათა მინაწერები, ორი მინაწერი საერთოდ არ იკითხება.

მინაწერები სრულფასოვნად ჯერ არც გამოქვეყნებულა. მათი ერთად თავმოყრა, აღწერა, შესწავლა უკვე დაწყებული გვაქვს და ვვარაუდობთ მალევე მის გამოცემას, რაც საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობით ბაზას კიდევ უფრო გაამდიდრებს, მეცნიერებს კი სამხრეთ საქართველოს ისტორიის ახლებური კვლევის საშუალებას მისცემს.

ვახტანგ ლიჩელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აწყური - საეკლესიო ტრადიცია და არქეოლოგია

„ქართლის ცხოვრების” ჩანართში მოთხრობილია ანდრია პირველწო-დებულის სამცხეში მოღვაწეობის შესახებ. არქეოლოგიური ექსპერტიზის თვალსაზრისით სამცხესთან მიმართებაში ეს თხრობა ორ ნაწილად იყოფა და იგი დაკავშირებულია სოფ. ზადენთან და აწყურთან

ორივე პუნქტში ჩატარდა არქეოლოგიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ:

1. ზადენში (დღევანდელი სოფ. ბენარა. ადიგენის მუნიციპალიტეტი)მართლაც იდგა წარმართული ქანდაკების პოსტამენტი (როგორც ეს მითითე-ბულია წყაროში).

Page 25: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

23

2. მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სოფ. აწყურში (ახალციხის მუნიცი-პალიტეტი). წარმართული ხანის ქალაქი გაშლილი აღმოჩნდა მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე, უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე. დადგინდა, რომ უძ-ველესი მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. XVI საუკუნეში მოსულა. გაითხარა ამ ხანის ორი ქვაყრილიანი სამარხი, რომელთაგან ერთში სხვადასხვა ასაკისა და სქესის 62 მიცვალებული აღმოჩნდა.

შემდგომი პერიოდის მასალიდან აღსანიშნავია ერთი სამარხი მიცვალე-ბულით და ცხენით, რომელსაც ჩატანებული ჰქონდა მხოლოდ სამნახვრეტია-ნი ძვლის ორი საყბეური (სკვითური ელემენტი). იგი დამახასიათებელი ჩანს, ძირითადად, ძვ.წ. VII საუკუნისათვის.

განსაკუთრებით ინტენსიური ხდება ცხოვრება ძვ.წ. VI-IV საუკუნეები-დან (იმპორტი ბერძნულ სამყაროდან და აქემენიდურ ირანიდან).

ძალიან რთულია ძვ.წ. I-ახ. წ. I საუკუნეების ნაშთებში გარკვევა, თუმცა ცხადია, რომ აწყურის მოსახლეობა, რომელიც განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს, საცხოვრებლად გადადის მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ანუ იკავებს ტერიტორიას ციხის გარშემო. ძვ.წ. I საუკუნის შუახანებში ნაქალაქა-რის ტერიტორიაზე ნგრევის კვალი შეინიშნება (პომპეუსის იბერიაში ლაშ-ქრობა).

აწყურში შუასაუკუნეების სამი ტაძარი გაითხარა - VII, IX და XI საუკუ-ნეების.

შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ქრონიკებში დაცული ცნობები ზუს-ტად ასახავს იმ მატერიალურ კულტურას, რაც ანდრია მოციქულის სამცხეში მოღვაწეობის აღწერასთან მიმართებაშია დასახელებული.

III სექცია

შოთა მათითაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როდის მოიპოვა სინამდვილეში საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციული შეხედუ-

ლების თანახმად, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია V საუკუნეში, ვახ-ტანგ გორგასლის მეფობისას მოიპოვა, როდესაც მცხეთის მთავარეპისკოპოსმა

Page 26: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

24

,,კათალიკოსის“ ტიტული მიიღო, მაგრამ არც ერთ ქართულ თუ უცხოურ წყაროში არაფერია ნათქვამი (ოდნავი მინიშნებაც კი არაა) მცხეთის მიერ ამ პერიოდში საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ, უფრო მეტიც, როგორც ქართული და სომხური (,,მოქცევაÁ ქართლისაÁ“ და მხითარ აირივა-ნეცი) წყაროები გვამცნობენ, ქართლში VI საუკუნის 30-იან წლებამდე ქართუ-ლი ეკლესიის მეთაურებად უკლებლივ არაქართველები ინიშნებოდნენ, მხო-ლოდ კათალიკოსი საბა (დაახ. VI საუკუნის 20-30-იანი წლები) იყო პირველი ეთნიკურად ქართველი მცხეთის ტახტზე (ქართლის მოქცევიდან ორასი წლის შემდეგ), რაც გამორიცხავს აღნიშნულ ეპოქაში ქართლის ეკლესიის ავტოკეფა-ლურობას.

VIII საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქმა თეოფილაქტემ (745-751) ქარ-თლის კათალიკოსად ხელი დაასხა იოანე III-ს (ქართლის ეკლესიის მეთაური დაახ. VIII საუკუნის 40-60-იან წლებში) და იბერიის ეკლესიას უფლება მიანი-ჭა კათალიკოსი ადგილზევე ეკურთხებინათ, რაც ფართო საეკლესიო ავტონო-მიას ნიშნავდა. როგორც ჩანს, მცხეთის საკათალიკოსო მხოლოდ ნომინალუ-რად ემორჩილებოდა ანტიოქიის საპატრიაქროს და, დროთა განმავლობაში, ეს ნომინალური მორჩილებაც მივიწყებულ იქნა.

საბლოოდ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის პატრიარქ პეტრე III-ის (1028-1051) დროს მიიღო, რასაც ერთხმად ადასტურებენ ისეთი მნიშვნელოვანი ბიზანტიელი კანონისტები, როგორებიც იყვნენ ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი და მათე ბლასტარისი. ქართველ ისტორი-კოსთა შორის იყო მცდელობა აღნიშნულ კანონისტებთან ნახსენები ,,პეტრე“ ვახტანგ გორგასლის თანამედროვე ანტიოქიის პატრიარქ პეტრე ფულონთან (469/470-471;476) გაეიგივებინათ, რასაც ჯერ კიდევ კალისტრატე ცინცაძე ეწი-ნააღმდეგებოდა, რადგან აქტიურ მონოფიზიტ პეტრეს ქალკედონიტთა შო-რის ,,ერეტიკოსის’’ სახელი ჰქონდა და არც ერთი კანონისტი არ მოიხ-სენიებდა მას ,,ნეტარად’’, როგორადაც იხსენიებენ პატრიარქ პეტრე მესამეს თეოდორე ბალსამონი და მათე ბლასტარისი.

ამის მიუხედავად, ანტიოქიის საპატრიარქოსგან, მომდევნო საუკუ-ნეებში, მრავალ დაუსაბუთებელ პრეტენზიას ჰქონდა ადგილი, რასაც ენერ-გიულად ეწინააღმდეგებოდნენ მცხეთის კათალიკოსები.

Page 27: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

25

ნინო ებილაშვილი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მარტყოფის საფორტიფიკაციო არქიტექტურა

მარტყოფი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და ისტორი-ულ-გეომორფოლოგიურად საინტერესო სოფელია, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ისტორიით. მარტყოფის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან რომელთა რაოდენობაც ძველად აქ 45-ს აღწევდა, ამჟამად შემორჩენილია გა-ნახლებული 17 ეკლესია.

საქართველოში აგებული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნე-ლოვანი კერების ეკლესია-მონასტრების გვერდით ინტენსიურად იქმნებოდა საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობები. XVI-XVIII საუკუნეთა მან-ძილზე საქართველოში, გარდა ციხე-ქალაქებისა, არსებობდა სათავდაცვო ნა-გებობათა შემდეგი სახეები: ციხე-სიმაგრეები, ციხე-დარბაზები, გალავნები, ცალკე მდგომი კოშკები, გამაგრებული ეკლესია-მონასტრები. სათავდაცვო არქიტექტურას დიდი ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ამ მხრივაც, ისევე, როგორც ხუროთმოძღვრების სხვა დარგებში, გრძელდება წი-ნა საუკუნეების ტრადიცია. ციხესიმაგრეები აუცილებელი და დამახასიათე-ბელი ატრიბუტია ფეოდალიზმის ხანისათვის მის ყველა საფეხურზე. საცხოვ-რებელ-სათავდაცვო კოშკები სოფლებშივე მდებარეობს, მეტწილად ფეოდა-ლური ანსამბლის შემადგენლობაში, ზოგჯერ სასახლესთან გადაბმულად, მაგრამ ზოგჯერ ცალკეც. თავისთავად ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში თავს იცავდა და არასდროს ყოფი-ლა აგრესორი. მარტყოფში ზოგიერთი ციხის მხოლოდ ნაკვალევიღაა შემორ-ჩენილი, ხოლო გადარჩენილი მრგვალი კოშკები, რომლებიც იშვიათი გემოვ-ნებით ნაგები და მორთულია, სარესტავრაციო სამუშაოებს საჭიროებს. სიმაგ-რე ცოცხალ ორგანიზმად იქცა და მასში ეპოქაა არეკლილი.

Page 28: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

26

ნონა ნებიერიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ებრაული ეპიგრაფიკული ძეგლები და ებრაელების სოციალური მდგომარება სამხრეთ საქართველოში (XVIII-XIX სს.)

ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოწმობს როგორც ისტორიული ქრონიკები, ისე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ებრაულენოვანი და ებრაულგრაფიკული ძეგლები.

ჩვენამდე მოაღწია არცთუ დიდი რაოდენობის ებრაულმა წერილობითმა ძეგლებმა. მათ შორის მსოფლიო მნიშვნელობისაა ლაილაშის ბიბლია, მოსეს ხუთწიგნეული, რომელიც დათარიღებულია X საუკუნით; მცხეთაში ბებრის ციხეზე აღმოჩენილი IV-Vსს.-ით დათარიღებული ხუთსტრიქონიანი წარწერა და სხვა.

საქართველოში აღმოჩენილი ებრაული წარწერების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქართველი ებრაელების ისტორიის კვლევის-თვის, არამედ ებრაული ეპიგრაფიკისთვის.

ჩვენი მოხსენება ეძღვნება სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოპო-ვებულ ებრაულ მემორიალურ ძეგლებს, ეპიტაფიებს და ებრაული თემის სო-ციალურ მდგომარებას. ეპიგრაფიკული ძეგლების ასაკი არც თუ ისე დიდია, თუმცა წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიცავს სა-ინტერესო მასალას საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ისტორიის შესწავ-ლისათვის.

ეპიგრაფიკული ძეგლების ანალიზმა გამოავლინა ებრაული ენისა და ყო-ფის საერთო მახასიათებლები, რომლებიც ვლინდება ტექსტის გრამატიკულ და ლექსიკურ წყობაში.

ყველა წარწერა დათარიღებულია ებრაული კალენდრის მიხედვით. რაც შეეხება ენობრივ სტრუქტურას, ეპიტაფიებში დაცულია ძველი ბიბლიიის ებ-რაულის გრამატიკული და ლექსიკური ნორმები, მათში ხშირად გვხვდება მთელი გამონათქვამები, ფრაზები, ევლოგიები ძველი აღთქმიდან.

აწყურსა და ახალციხეში მცხოვრები ებრაული თემის სოციალურ მდგო-მარებაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ევროპელი მოგზაურები: იეჰუდა ჰალევი ჩორნი, გიულდენშტედტი, დიუბუა დე მონტერე და სხვა ისტორიუ-ლი წყაროები.

უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აწყურის ებრაე-ლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5 კომლიდან 120-მდე გაზრდილა ძი-

Page 29: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

27

რითადად დვირიდან, ადიგენიდან და აბასთუმნიდან გადმოსახლებული ებ-რაელების ხარჯზე.

ცარიზმის მიერ შემოღებული მძიმე საგადასახადო პოლიტიკა უმძიმეს ტვირთად დააწვა მოსახლეობას და დაიწყო იმერეთში და ახალციხეში გადა-სახლება.

სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ებრაელებისათვის მძიმე იყო გაძ-ლიერებულ მუსლიმურ თემთან თანაცხოვრება, განსაკუთრებით თურქი ია-ნიჩარების ბატონობის დროს. იანიჩარების ბანდები ხშირად ესხმოდნენ თავს ებრაელთა სახლებს, ძარცვავდნენ, დატყვევებულებს მონებად ყიდდნენ.

XIX საუკუნის 20-30-იან წლებში გავრცელებულმა ეპიდემიამ, შავი ჭირი და ქოლერა ახალციხის ებრაელთა დიდი ნაწილი იმსხვერპლა.

ეთერ ბოკელავაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლა ავტოკეფალიისათვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს

პოზიცია (XX საუკუნის 60–80–იანი წწ.)

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიუ-ლი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების საერთაშორისო აღიარების საკითხი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენდა ქართული ეკლესიის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და ქართული სამოციქულო ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდე-ბარებაში გადასვლის შემდეგ, შეწყდა კონტაქტები უძველეს მართლმადიდებ-ლურ საპატრიარქოებთან, შესუსტდა საქართველოს ეკლესიის, როგორც უძვე-ლესი სამოციქულო საყდრის როლი საერთაშორისო საეკლესიო ასპარეზზე. აღნიშნულმა, მოგვიანებით, 1917 წელს რუსეთის ეკლესიისაგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის წინაშე რიგი პრობლემები წამოჭრა, მათ შორის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს-თან ურთიერთობებშიც. რაც უმთავრესად ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების საკითხზე იყო ორიენტირებული.

Page 30: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

28

ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკ-ლესია ავტოკეფალიას V საუკუნიდან ფლობდა, მისი საჭეთმპყრობელი კი პატრიარქის რანგში XI საუკუნიდან იწოდებოდა*. აღნიშნული მრავალგზის არის დადასტურებული როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წერილობით წყა-როებში, მათ შორის მართლმადიდებლურ საპატრიარქოებში დაცულ ისტო-რიულ დოკუმენტებშიც, რომლებიც სიღრმისეულად არის შესწავლილი საბ-ჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ სამეცნიერო წრეებში (საყურადღ-ებოა ბ. ლომინაძის, ნ.ლომოურის, მ.ლორთქიფანიძის, მიტროპოლოტ ანანია ჯაფარიძისა და სხვათა შრომები). თუმცა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60–80-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ საკითხისადმი კონ-სტანტინეპოლს ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა და იგი მსოფლიო პატრიარქის დონეზე გადაჭრას საჭიროებდა.

ნაშრომში განხილული გვაქვს კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების აღიარებისადმი, მისი გამომწვევი მიზეზები და გავლენა საერთაშორისო საეკლესიო წრეებზე; საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლების დაუღალავი ბრძოლა კანონიკური უფლებების საერთაშორისო აღიარებისათვის და მიღწეული შედეგების ისტორიული მნიშვნელობა.

სოფიო მოდებაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართება ადრეულ შუა საუკუნეებში

შუა საუკუნეების ეპოქაში ნიშანდობლივია მკვეთრი დუალიზმი ამქვეყ-

ნიურ რეალობასა და ღვთის სასუფეველს შორის, რამაც გამოხატულება ჰპოვა ასკეტური და ესთეტიკური ტენდენციების ბრძოლის სახით, ამ დაპირისპირე-ბიდან გამოგვყავს წინააღმდეგობრივი მიმართება საერო და სასულიერო მუ-სიკას შორის.

შუა საუკუნეებში გაბატონებული თეორიული აზრი უარყოფდა, წარმარ-თული შეხედულებებიდან გამომდინარე, ყველა ფორმას და, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დაკავშირებულია დღესასწაულებსა და გართობასთან. რადგან ქრისტიანული ხელოვნების მიზანია ადამიანის განწმენდა ვნებების-გან, მისი ხსნა, ხოლო უმაღლეს მიზანს თეოზისი, ანუ განღმრთობა შეადგენს.

Page 31: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

29

შესაბამისად, შუა საუკუნეებში გაბატონებული ახალი მორალის, ასკეტიზმის შესაბამისად, ცდილობენ მუსიკის მიწიერ ვნებათაგან დაშორებას.

საეროსგან განსხვავებით, საეკლესიო მუსიკაში მშვინვიერი საწყისის უარყოფა, ამაღლებული, სულიერი გრძნობების ცხადჩენა, საეკლესიო მუზი-ცირების ფორმები – გალობის აღვლენა კრებითად, საკრავების თანხლების გა-რეშე განაპირობებს მკაფიო ზღვარს საეკლესიო ხელოვნებასა და საერო ხე-ლოვნებას შორის.

მიუხედავად საგალობელთა ასკეტური ბუნებისა, რასაც საეკლესიო კა-ნონიკა განაპირობებს, საგალობელში ამაღლებული სიყვარულისა და მშვენიე-რების მრავალნაირი გამოვლინებაც ხდება, რადგან მუსიკა ყოფიერების უმაღ-ლესი ღირებულებების -ჭეშმარიტებისა და მშვენიერების სფეროა, ამიტომ შუა საუკუნეების მუსიკაზე ღრმა მსჯელობა ამ წანამძღვრებიდან უნდა გა-მომდინარეობდეს. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ღმერთი „მშვენიე-რებათა მშვენიერება“, სილამაზეა, საიდანაც წარმოდგება ყოველივე მშვენიე-რი. მუსიკა კი ადამიანის მიერ შექმნილ ფასეულობათაგან ყველაზე მეტად უახლოვდება ღვთიური განგებით შობილ მშვენიერთა რიგს და წარმოადგენს ტრანსცენდენტურთან ზიარების უმნიშვნელოვანეს საშუალებას. მაგალითად, პეტრიწთან ქართული სამხმიანი მუსიკა, როგორც მშვენიერებისა და ამაღლე-ბულის სიმბოლო, სამების მუსიკალური ინტერპრეტაციაა და, ამავე დროს, ამ სამი ხმის ერთობლივი ჟღერადობით იზრდება ქსოვილის პოლიფონიზება--გამშვენება, შესაბამისად, „მუსიკა“ აღარ არის მხოლოდ ქრისტოლოგიურ-ორ-თოდოქსული ატრიბუტი, ღვთისადმი მიმართვის ფორმა. პეტრიწმა მიიღო მუსიკის ესთეტიკური არსის უფართოესი ბუნება და მუსიკის ესთეტიკური ფუნქციის გაგება, რითაც მან აღადგინა ადამიანური და ღვთაებრივი მუსიკის ის ჰარმონია, რომელიც იყო ანტიკურ პერიოდში.

ნინო თორთლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი შიომღვიმის ანდერძის მიხედვით

დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკა და, კერძოდ, ის გარდაქმნები,

რომლებიც მეფის ძალისხმევითა და მხარდაჭერით განხორციელდა ეკლესია-ში, ყოველთვის იპყრობდა მეცნიერთა ყურადღებას. არაერთი გამოკვლევა მი-

Page 32: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

30

ეძღვნა ამ საკითხის შესწავლას. მიუხედავად ამისა, ეს თემა არ კარგავს აქტუა-ლობას.

მეცნიერთა დაინტერესებას იწვევს მთელი რიგი საკითხებისა, მაგალი-თად, რა მიზნები ჰქონდა დავითის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით გატა-რებულ ღონისძიებებს: ეკლესიაში წესრიგის დამყარებას, უღირსი სასულიე-რო პირებისაგან მის განთავისუფლებას თუ მეფის ხელისუფლებისათვის სან-დო პირების მოყვანას, ეკლესიის დამორჩილებას და მის საშინაო საქმეებში ჩარევას, თუ ეკლესიის განთავისუფლებას გარეშე გავლენისაგან, როგორც იმ-დროინდელი ავტორები აღნიშნავენ.

დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მოვ-ლენად ითვლება მის მეფობაში მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდის ეპის-კოპოსის თანამდებობების ერთი პირის ხელში გაერთიანება. თუმცა ეს სა-კითხი დამატებით კვლევას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რა უფლებებით სარგებლობდა იმდროინდელი ეკლესია, რამდენად რეალურია ისტორიული წყაროების ცნობები მეფის მიერ ეკლესიის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის შესახებ. ამ თემებზე დავითის დროინდელი ისტორიკოსების ცნო-ბები ხშირად მეცნიერთა უნდობლობას იმსახურებს. ამ შემთხვევაში განსა-კუთრებით მნიშვნელოვანია დოკუმენტური წყაროები, რომლებსაც ნაკლებად ახასიათებს მემატიანეებისათვის დამახასიათებელი ტენდენციურობა. ამ სა-კითხზე არსებულ საბუთებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭი-რავს დავით აღმაშენებლის ანდერძს შიომღვიმისადმი, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს იმდროინდელ ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ.

ანა კუპრავა- გოგოლაძე საქართველოს საპარტიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტი

მოწამე მღვდელმთავრები – დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი

დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის ხსოვნა საგანგებოდ

აღნიშნეს ავტოკეფალიის აღმდგენელმა კრებებმა 1917 წელს. ქართული ეკლე-სიის თავისუფლებისათვის თავდადებული ორი სასულიერო პირი იმ მოძრა-ობის სათავეში აღმოჩნდა, რომელიც შემდეგ საეკლესიო ბუნტის სახელით იყო ცნობილი, თუმცა თავისი მნიშვნელობით საეკლესიო ბუნტის მიზნებს

Page 33: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

31

გასცდა და ეროვნულ- გამათავისუფლებელ ბრძოლაში გადაიზარდა. საიმპე-რატორო კარს არწმუნებდნენ, რომ აჯანყებას სათავეში ედგა ქართული ეკლე-სია, კერძოდ კი, ქუთათელი და გაენათელი მიტროპოლიტები – დოსითეოზი და ექვთიმე. პეტერბურგიდან მოვიდა ბრძანება ქართული ეკლესიის მეთაუ-რების იმერეთიდან რუსეთში გადასახლების შესახებ. ეს, ფაქტობრივად, იყო ნებართვა იმისა, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება მოპყრობოდა თავი-სი შეხედულების შესაბამისად. გაიცა ბრძანება მიტროპოლიტების დაპატიმ-რების შესახებ. ისინი სამართლიანად განიხილებოდნენ ქართული სახელმწი-ფოებრიობისა და საეკლესიო დამოუკიდებლობის არსებობის მასაზრდოებელ ცენტრალურ ფიგურებად. იმერეთის რუსმა მმართველმა პუზირევსკიმ შეიპყ-რო ღრმად მოხუცებული ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი და გაენა-თელი ექვთიმე 1820 წლის 4 მარტს. შეპყრობილ მიტროპოლიტებს ტომრები ჩამოაცვეს და ურმით ან ცხენებით გაუყენეს რუსეთის გზას. ხელისუფლებას ეშინოდა მათი ცოცხლად დატოვებისა, ამიტომაც შემთხვევას არ უნდა მივა-წეროთ ქართული ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის, კათალიკოსის ადგილ-ზე მჯდომისა და ზოგიერთი საბუთის მიხედვით კათალიკოსის - დოსითეოზ ქუთათელის სიკვდილი. იგი, როგორც ფიქრობენ, სურამთან ახლოს ტომარა-ში დამხრჩვალა, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, იგი მოკვდა სასტიკი ცემის შემდეგ, მისი გვამი და აგრეთვე მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი მაინც ტომრებში დატოვეს, მხოლოდ ანანურში, რუსებისათვის უსაფრთხო ადგი-ლას, ინებეს რუსებმა მიტროპოლიტის გვამის გათავისუფლება. ცხადია, ეს წინასწარ შეატყობინეს რუსულ საეკლესიო მმართველობას თბილისში.

რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონების სამეფო სახლის წევრებს ხშირად იწვევდნენ იმპერიის დედაქალაქში იმ მიზნით, რათა მათ შეცვლო-დათ შეხედულება იმპერიის ცივილიზებულობის შესახებ. ჩანს, ამავე მიზნით მიიწვია პეტერბურგში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაენათელი მიტროპო-ლიტი ექვთიმე რუსეთში გადაყვანის შემდეგ. მოელოდნენ, რომ საიმპერატო-რო ბრწყინვალებით გაოცებული ქართული მიტროპოლიტი მიღებული წესე-ბის შესაბამისად ქებას შეასხამდა იმპერატორს, მაგრამ მოხდა გასაოცარი, გაე-ნათელმა ექვთიმემ „ნერონი“ უწოდა „სისხლიან იმპერატორს, რომელმაც დახოცა ხალხი ჯერ 1810 წელს, შემდეგ კი 1819-20 წლებში, საქართველოს დათრგუნვასთან ერთად“, – განაცხადა 100 წლის შემდეგ წმიდა ამბროსი ხელაიამ. გაენათელი მიტროპოლიტი, რომელსაც იმპერატორთან შეხვედრის შემდეგ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ, დააპატიმრეს და მოათავსეს პე-ტერბურგიდან 200 კმ-ით დაშორებულ სვირის მონასტერში, სადაც მალე, 1822 წლის 21 მარტს, გარდაიცვალა. ის მოწამის შარავანდედითაა შემკობილი.

Page 34: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

32

ანანურში დოსითეოზ ქუთათელი დაუსაფლავებიათ ეკლესიაში, ყოვ-ლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ. ხატისაგან საფლავი დაშორებული ყო-ფილა „ორ არშინ ნახევრით“. ამჟამინდელი ქრონოგრაფები ხშირად წერდნენ დოსითეოზისა და ექვთიმეს რუსეთში გადასახლების შესახებ, მათთვის უცნობი ყოფილა სიკვდილი დოსითეოზ ქუთათელისა. ჩანს, საზოგადოებას უმალავდნენ ამას. ამიტომაც მათთვის უცნობი იყო არა მხოლოდ დღე მიტრო-პოლიტის სიკვდილისა, არამედ წელიც. შეიძლება დაისვას კითხვა, აცნო-ბიერებდნენ თუ არა რუსი ხელისუფალნი თავიანთ ქმედებას, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის შე-სახებ?

რუსი ხელისუფლება ამ მღვდელმთავრებს კარგად იცნობდა საქართ-ველოში შემოსვლის დღიდანვე, რადგანაც ისინი ხშირად მონაწილეობდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელთაც იმერეთის სამეფო აწარმოებდა რუსეთის მთავრობასთან 1804-1810 წლებში. გაენათელ მიტროპოლიტს დიდად ენდობოდა სოლომონ II, ამიტომაც თავის წარმომადგენლად ნიშ-ნავდა რუსებთან მოლაპარაკებების დროს 1809-1810 წლებში, უფრო მეტიც, ექვთიმე გაჰყვა, სოლომონ II-მ მოახერხა გაქცევა. „გაქცევიდან ერთი კვირის შემდეგ, 1810 წლის 17 მაისს, სოლომონ II-მ ახალციხიდან წერილი მისწერა იმერეთის კათალიკოსს დოსითეოზ ქუთათელს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ იგი თავისი უფლებების აღდგენისათვის ემზადებოდა“. მ. გონიკაშვილი, ჩანს, წყაროზე დაყრდნობით „კათალიკოსს“ უწოდებს დოსითეოზ ქუთათელს.

დოსითეოზ ქუთათელი მთელ საქართველოში სახელგანთქმული საეკ-ლესიო მოღვაწე იყო. ოსმალთა შემოსევათა შედეგად გაუქმებული ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრა აღადგინა იმერეთის საეკლესიო კრებამ 1759 წელს მეფე სოლომონ I-ის ნებით ხრესილის ომში გამარჯვებისა და სახელმწი-ფოებრიობის განმტკიცების შემდეგ. დოსითეოზ ქუთათელი ეპისკოპოსის ავტორიტეტი ქვეყანაში გაიზარდა. 1798 წელს სოლომონ II-მ მას კათალი-კოსობა უბოძა აფხაზ-ამერთა კათალიკოსის, მაქსიმეს, გარდაცვალების შემ-დეგ. მეფე სოლომონი ამის შესახებ წერდა კიდეც ერთ-ერთი საეკლესიო მამუ-ლის გუჯარში: „ამის შემდგომად ქუთათელ მიტროპოლიტს –დოსითეოზს კა-თალიკოსობა ვუბოძეთ ... მამული, ადგილი, ტყე ბიჭვინთისა ღვთისმშობე-ლისა არის ... ყოველივე ამ ადგილებისა და მამულებისა გამოსავალი კათალი-კოზისა მიერთმეოდეს აუცილებლად ყოველთა კაცთა მიერ“. საკათალიკოსოს მამულებს ბიჭვინთის ღვთისმშობლის ქონება ეწოდებოდა. ქუთაისი მტრის მიერ დანგრეული იყო საკათედრო ტაძართან ერთად. 120 წლის განმავლობა-ში მის ციხეში მტრის ჯარი იდგა. დოსითეოზ ქუთათელს გადაუწყვეტია,

Page 35: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

33

აღედგინა არა მხოლოდ ქუთაისის საეპისკოპოსო (ეპარქია), არამედ გადაექ-ცია ქუთაისი ერთ-ერთ სასულიერო ცენტრად, შეუქმნია იქ სტამბა, თბილის-ში რუსების მიერ ეროვნული ცენტრების და, მათ შორის, სასტამბო საქმის გა-უქმების შემდეგ 1803 წლის 15 იანვარს ქუთაისში დაუსტამბავთ „საღმრთო და სამღვდლო სახარება ვნების კვირიაკისა“ სოლომონ II-ის სახსრებით, დედოფ-ლის შეწევნით, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა კურთხევით. დოსითეოზ ქუთათელს აუშენებია ქუთაისში რეზიდენციაც.

რუსულმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის ვინაობა და მნიშვნელობა საქართველოსათვის. მიტრო-პოლიტების ცხოვრება და აღსასრული იყო იმ დიდი გზის დასაწყისი, რასაც შემდგომ ქართული ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაკავება მოჰყვა როგორც საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ისე მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში.

Page 36: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია

დაიბეჭდა თსუ გამომცემლობის სტამბაში

Page 37: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია
Page 38: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 … · კონფერენციის გახსნა (ილია