რეპრესიები საქართველოში

20

Transcript of რეპრესიები საქართველოში

Page 1: რეპრესიები საქართველოში
Page 2: რეპრესიები საქართველოში
Page 3: რეპრესიები საქართველოში

პოლიტიკური რეპრესიებისაბჭოთა საქართველოში

პირველი ტალღა -

მასობრივი რეპრესიების საქართევლოში 1924 წლის აჯანყების ჩახშობის მერე დაიწყო, დასაჯეს აჯანყებულები , მათი ოჯახის წევრები, ეჭვმიტანილები

მეორე ტალღა- მასობრივი რეპრესიებისა იყო 1937-1938 წწ . წარმოდგენილი მასალა სწორედ მეორე ტალღას ეხება

”ლ. ბერიას საიდუმლო შიფროგრამა სტალინის სახელზე, დასახვრეტი (პირველი კატეგორია) და გადასასახლებელი (მეორე კატეგორია) ხალხის შესახებ. სტალინის, მოლოტოვის და კაგანოვიჩის დადებითი რეზოლუციით (1937 წელი)”

Page 4: რეპრესიები საქართველოში

მასობრივი რეპრესიები საქართველოში 1937-1938 წ.წ

ბერია სტალინის ქალიშვილთან, სვეტლანა ალელუევასთან ერთად.

Page 5: რეპრესიები საქართველოში

“სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. დახვრეტა. - სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით დადასტურებული ეს განაჩენი ახლავს დოკუმენტებს, რომლებიც ამ დრომდე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი იყო.  საქართველოდან გადასახლებული და გამქრალი 3 600 ადამიანის ამბავი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მათი ოჯახის წევრების, მათი შთამომავლების ტკივილად რჩებოდა. ”

Page 6: რეპრესიები საქართველოში

მასობრივი რეპრესიების თავისებურება

ხელისუფლება ცდილობდა სიკვდილით უდანაშაულო დასჯილის საქმე (ძიების მასალები,სასამართლო პროცესი) ისე ეწარმოებინა, რომ მისთვის კანონიერი სახე მიეცა.სინამდვილეში კი ყოველი დასჯილის საქმეში უხვადაა წარმოდგენილი გაყალბებული მასალები (დაკითხვის ოქმები, წამებით გამოძალული ჩვენებები და აღიარებები, წინასწარ შეთითხნილი დასმენები )ხშირად პატიმარს ადგილზე უსწორდებოდნენ, ოფიციალურ დოკუმენტში კი წერდნენ , რომ პატიმარი გარდაიცვალა....

დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, ქ. თბილისში დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, თბილისიდან 18 კილომეტრში, სოფელ სოღანლუღთან, მისგან 8 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი დღესდღეობით მდებარეობს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე.

Page 7: რეპრესიები საქართველოში

რეპრესიებს ვერ გადაურჩა ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, ასევე ისინი, ვინც ჯერ კიდევ პირველი მასობრივი რეპრესიების ტალღის დროს თავად ხვრეტდა უდანაშაულო ადამიანებს ..

ლავრენტი ბერიას მოსვლის შემდეგ , დაიწყო ინტელექტუალების შევიწროვება და დევნა. უხეში ძალების დემონსტრირებას მეთოდურად ცვლიდა მათდამი დაყვავების ”წარსული ცოდვების მიტევების პოლიტიკა”, რაც მიზნად ისახავდა საბჭოთა წყობილების მხარეზე გადაბირებას.

”პაოლო იაშვილა, რომელიც უკვე 40-ს გადასცდა დროა ჭკუა ისწავლოს ..ზედმეტი არ იქნება ჩაუფიქრდნენ თავიანთ მოქმედებას აგრეთევე : გამსახურდია , ჯავახიშვილი, მიწიშვილი და სხვანი . ”-ლავრენტი ბერია x ყრილობის სტენოგრამა . 1937 წლის 15 მაისი

სასამართლო პროცესი ე.წ ”ტროიკის ” მიერ იღებდა გადაწყვეტილებას.. სამეულის მდივანი იყო მოროზოვი.....

Page 8: რეპრესიები საქართველოში
Page 9: რეპრესიები საქართველოში
Page 10: რეპრესიები საქართველოში

  მიხელ ჯავახიშვილს პაოლოზე ასე უთქვამს ..."ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო"...(„საქართველოს რესპუბლიკა“, №62, 3 აპრილი,

2010 წელი. მომზადებულია ნინო ხოფერიას მიერ)

Page 11: რეპრესიები საქართველოში

X ყრილობა . ლავრენტი ბერია .: „სახელწოდებას „ცისფერყანწელები” გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ, ეს დევიზი ცხოვრებაში ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა ”. 1937 წლის 1 ივნისი. მწერალთა კავშირის სხდომა. პროლეტარი მწერალი ” ... ჩემთვის ცნობილია, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი. ტაბიძემ ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვისა და ლენინგრადის გამომცემლობებთან, მაგრამ, პირობები არ შეასრულა და ჩრდილი მიაყენა საბჭოთა საქართველოს..”

ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს , ცოტა ხანში დააპატიმრეს, სავაურაუდოდ , ის გადაასახლეს და გზად ვაგონიდან გადმოაგდეს , არსებობს ვერსია , რომ დახვრიტეს .... მისი საფლავი დღესაც უცნობია. მისი სახელის ხსენაბ აიკრძალა. რეაბილიტაცია -1954 წ.

Page 12: რეპრესიები საქართველოში

„დააპატიმრეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი!“–ასეთი ხმა გაისმა ერთხელ თბილისში. თითქოს გასაკვირი აქ არაფერი იყო. ხალხი დიდი ხნიდან მიჩვეული იყო ასეთი ხმების ხშირად გაგონებას

–მიხეილ ჯავახიშვილი!– გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, დამძიმდა და აუტანელი შეიქმნა. სიჩუმემ რამოდენიმე წამი გასტანა. ხალხს სუნთქვა შეეკრა. ნახევრად ბნელი კუნჭულებიდან თავი წამოყვეს ჩონჩხებმა. ისინი იმ კუთხისაკენ მიიხარენ, სადაც მწერალი იჯდა, სამარისებური სიჩუმე უცბათ დაარღვია ვიღაცის შეძახილმა: „ჯალათებო!.. სისხლის მსმელებო!“ ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვირილით.: თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას!

„ აწ გშორდებით, საყვარელო ძმებო”..

გურამ შარაძის წიგნიდან „ამერიკელი ქართველები“

Page 13: რეპრესიები საქართველოში

სანდრო ახმეტელი , თამარ წულუკიძე

Page 14: რეპრესიები საქართველოში

ევგენი მიქელაძე და სერგო ორჯონიკიძე

”1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალება თვითმკვლეობად იქნა შერაცხილი”

Page 15: რეპრესიები საქართველოში

ოლა/ანა   სალოღაშვილი 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს

Page 16: რეპრესიები საქართველოში

"გადასახლებაში იყო დედაჩემი. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. არის ასეთი ადგილი, ვოლგის შენაკადი, ვიატკა, ქალაქი კიროვი. მდინარე ვიატკის სათავეებში, უღრან ტყეებში ესენი ყველანი ჭრიდნენ ხეებს. კაცებიც და ქალებიც. ცალ-ცალკე იყვნენ. აღნაგობა სუსტი ჰქონდა, არ იყო ძლიერი ქალი, წესით, იქ უნდა მომკვდარიყო. ავად გახდა და საავადმყოფოში მედდად დატოვეს და ამით გადარჩა. დედაჩემი დაბრუნდა 1944 წელს. სინამდვილეში 10 წელი ჰქონდა მისჯილი და 1947 წელს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იქ გახდა ძალიან ავად. ჭლექის ნიშნები ჰქონდა სერიოზული და ჩათვალეს, რომ მოკვდება დედაჩემი და გამოუშვეს. იფიქრეს, რომ ან გზაში მოკვდეს, ან სახლში მოკვდეს. ჩამოვიდა და არ მოკვდა. 83 წლის იყო, როცა გარდაიცვალა."საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

Page 17: რეპრესიები საქართველოში

„1936-37-38 წლებში 2,5 მილიონიანმა საქართველომ 268-ათასი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, ამასთან, დიდი ნაწილი საზოგადოების ნაღები იყო. შეადარეთ: მთელ ევროპაში 400 წლის მანძილზე, როცა იქ ინკვიზიციის კოცონი გიზგიზებდა, მხოლოდ 80-ათასამდე ე. წ. ერეტიკოსი აწამეს. საქართველოში კი 2,5 მილიონმა მოსახლეობამ სამი წლის ანძილზე 268- ათასი ადამიანი დაკარგა.”

ალექსანდრე პაპავა

Page 18: რეპრესიები საქართველოში

დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია ...

რეპრესიების პერიოდის კვლევის საქმეში განსაკუთრებული როლი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას მიუძღვის, მათ მიერ მოძიებული მასალები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს , რომ ის რაც იყო აღარასოდეს არ უნდა განმეორდე ს!

Page 19: რეპრესიები საქართველოში
Page 20: რეპრესიები საქართველოში