ზრდასრულთა არაფორმალური განათლება...

17
ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია | AEAG მარტი, 2012

description

 

Transcript of ზრდასრულთა არაფორმალური განათლება...

Page 1: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია | AEAG მარტი, 2012

Page 2: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

1 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

შინაარსი

წინასიტყვაობა ....................................................... 1

პოლიტიკის, კანონმდებლობის და

პრაქტიკის ანალიზისათვის ................................. 5

კვლევები და სტატისტიკა ................................... 12

გამოწვევები და სამომავლო

პერსპექტივები ..................................................... 15

Page 3: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

2 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

წინასიტყვაობა

ზოგადი მიმოხილვა

ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში ზრდასრულთა განათლება საქართველოში ახალი მოვლენა არაა. გასული საუკუნის 20-­იან წლებამდე ის ევროპული მოდელის მიხედვთაც კი ვითარდებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ოცი წლის მანძილზე არსებითად შეიცვალა ზრდასრულთა განათლების სისტემა. ძველი ორგანიზაციული სტრუქტურები, დაფინანსების მოდელები და ამოცანები, რომლებიც ზრდასრულთა განათლების საბჭოთა პროგრამებს ახასიათებდა, თვალსადახელშუა გაქრნენ. მათ ადგილზე კი ნელ-­ნელა დაიბადნენ -­ რიგ შემთხვევებში, სპონტანურადაც კი -­ სრულიად ახალი სტრუქტურები და ეს სტრუქტურები ცდილობენ ახალი დროის ადეკვატური და სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებზე, საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას.

შეიცვალა ზრდასრულთა განათლების ამოცანებიც. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მას შემდეგ რაც, ხშირად ძალადობრივი მეთოდებითაც კი, აღიკვეთა მასობრივი უწიგნურობა -­ ანუ წერა-­კითხვის და არითმეტიკის უცოდინარობა, ზრდასრულთა განათლებად უკვე მიიჩნეოდა, ერთის მხრივ, უწყვეტი პროფესიული განათლება , ანუ ძირითადად ერთი პროფესიის შიგნით კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და, მეორე მხრივ, მასების სასტიკად იდეოლოგიზირებული პოლიტიკური განათლება .

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გარდამავალი პერიოდის სამოქალაქო ომგამოვლილი ქვეყანა, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ამის პირდაპირი დეკლარირება, ზრდასრულთა განათლება ახალი ამოცანების გადაჭრის ვალდებულების წინაშე აღმოჩნდა. ტრადიციული უწყვეტი პროფესიული განათლების პარალელურად, ზრდასრულთა განათლებას ახალი პრიორიტეტები გაუჩნდა და ძრავის ფუნქცია ამ შემთხვევაში , საერთაშორისო თანამეგობრობის /დონორების დახმარებით , უპირველესად , სამოქალაქო საზოგადოებამ -­ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითავეს .

უკანასკნელი წლების მანძილზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის და მისი ელემენტების ფორმირების გზაზე. ამასთან მიმართებაში აღსანიშნავია პროფესიული განათლების განვითარების სტარატეგია. მასში გაცხადებულია, რომ ითვალისწინებს ევროკავშირის მემორანდუმის “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე” პრინციპებს, ხელს უწყობს ფორმალურ

Page 4: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

3 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

განათლებასთან ერთად არაფორმალური, ინფორმალური განათლების განვითარებას -­ მათ შორის, ზრდასრულებისათვის -­ ქმნის აღიარების მექანიზმებს. განათლების სფროში მიმდინარე რეფორმების შედეგია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლება უკვე ღიაა ზრდასრულებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის სახელმწიფო ვერ აფინანსებს საჯარო თანხებით არაფორმალურ განათლებას, რომელიც ბოლო წლებში განვითარდა საგანმანათლებლო ბაზარზე, გარკვეულწილად ამ სფეროს წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ არსებობს მკაცრი წესები, რეგულაციები, რომლებიც შეზღუდავდა ასეთი ტიპის საგანმანათლებლო მომსახურების პროვაიდერთა საქმიანობას.

გაუმჯობესდა სიტუაცია იმ თვალსაზრისითაც, რომ გაჩნდა წინაპირობა იმისა, რომ თვითმმართველობებმა ადგილებზე ხელი შეუწყონ ზრდასრულთა არაფორმალური განათლების შეთავაზებას. ამის მაგალითია თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და დაფინასებული დასაქმებაზე ორიენტირებული ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები.

ასევე მნიშვნელოვანია აღსანიშნავად ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც დამტკიცდა 2010 წლის დეკემბერში. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო ეფუძნება სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი გათვალისწინებულ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის სისტემას.

ზრდასრულთა განათლების პრიორიტეტები საქართველოში

1. ზრდასრულთა განათლება საკომპენსაციო ფუნქციით ახალ გარემო პირობებთან უკეთესი ადაპტაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტობის ამაღლებისთვის (კომპიუტერული კურსები, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის კურსები, ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები და სხვა).

2. ზრდასრულთა სამოქალაქო განათლება ე.წ. მდგრადი განვითარებისთვის, სამოქალაქო მშვიდობისა და ინტეგრაციისათვის, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი გადაჭრისთვის, აქტიური მოქალაქეობის წახალისებისთვის, ისეთი თემებით, როგორიცაა: დემოკრატია, ტოლერანტობა, ინტერეთნიკური ურთიერთობები, აქტიური მოქალაქეობა, გენდერი, გარემოს დაცვა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ა. შ.

3. გარდა ამისა, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეროვნულ ეკონომიკაში წარმოშვა მზარდი მოთხოვნა ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ერთის მხრივ, განათლების კერძო

Page 5: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

4 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

პროვაიდერებისა და, მეორეს მხრივ, პროფესიული განათლების საჯარო პროვაიდერები და ძირითადად განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები ცდილობენ.

4. ბოლოს, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზრდასრულთა განათლებაზე მოთხოვნის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობენ დამსაქმებლები, რომლებიც დაინტერესებული არიან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებით და მათ უწყვეტ განათლებაში ჩართულობით.

Page 6: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

5 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

I თავი

ზრდასრულთა განათლების საკითხები საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ და სტრატეგიულ დოკუმენტებში

ქვეყნის რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური და სტრატეგიული დოკუმენტი ზრდასრულთა განათლების საკითხებსაც ეხება. ესენია: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ევროკავშირი-­საქართველოს სამოქმედო გეგმა;; ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) 2010-­2013 წლებისთვის;; საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგია და ზრდასრულთა განათლების სტრატეგია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ოფიციალურ, დამტკიცებულ საჯარო დოკუმენტს. თუმცა, შემუშავებულია საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და ამდენად გარკვეული სახის ლეგიტიმაცია მაინც აქვს.

1.1 ევროპის სამეზობლო პოლიტიკა -­ სამოქმედო გეგმა (ევროკავშირი-­საქართველო)

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის (2006-­2011 წ.წ.) ერთ-­ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების დიდი ნაწილი განათლების სფეროს რეფორმას ეხება. მათ შორისაა ”ცხოვრების მანძილზე სწავლისა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების წახალისება. . . ადამიანური რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით”.

ამასთან, სამოქმედო გეგმით, საქართველო აიღო ვალდებულება, ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოების პერსპექტივით მოახდინოს ”ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის განათლებით, სათანადო დაფინანსების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების შექმნის, განათლების და ტრეინინგის სისტემების რეფორმირების, პროფესიული განათლებისა და ”ცხოვრების მანძილზე სწავლის” უზრუნველყოფის გზით და განათლების რეფორმის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საშუალებით”.

ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის , კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზისათვის

Page 7: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

6 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

1.2 ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) 2010-­2013 წლებისთვის

საქართველოს მთავრობის 2010-­2013 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მოცემულია აღნიშნულ წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტების შესაბამისი პროგრამები, ღონისძიებები, მოსალოდნელი შედეგები და სავარაუდოდ მიმართული სახსრები.

ზრდასრულთა განათლების კონტექსტში პრიორიტეტების დოკუმენტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წინაშე მდგარი სოციალური (მათ შორის დასაქმების) პრობლემების გადაჭრის ერთ-­ერთ გზად ხელისუფლება სწორედ ზრდასრულთა განათლებას აღიარებს. დოკუმენტის 2008-­2009 წლების მიმოხილვაში გაცხადებულია, რომ ”სახელმწიფო დევნილ მოსახლეობას დაეხმარება . . . პროფესიული უნარ-­ჩვევების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას”. ამასვე ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა -­ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, რომლის თანახმად ”აუცილებელია დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა განათლების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რაც უნდა იქცეს დევნილების სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტად. საჭიროა პროფესიული სწავლების მოტივაციის ხელშეწყობა, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ინფორმირებულობის გაზრდა პროფესიული სწავლების, გადამზადებისა თუ სხვა სასწავლო შესაძლებლობებთან დაკავშირებით”.

ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-­ერთ პრიორიტეტად, მოცემულია განათლების ერთიანი სისტემის ფარგლებში მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება სასჯელაღსრულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს შემდგომ დასაქმებას და რეინტეგრაციაში.

ზრდასრულთა განათლების კონტექსტში, ასევე საინტერესოა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტების მიმოხილვა. ერთ-­ერთი ასეთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც 2010-­2013 წლებში დაგეგმილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება და პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ასევე, სხვადასხვა პრიორიტეტების ფარგლებში იგეგმება არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების კურსების შემუშავება;; ქართული ენის სწავლება ზრდასრულთა ენის ცენტრებში;; მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების კომპეტენციების ამაღლება ქართულ ენასა და სახელმწიფო მართვაში.

Page 8: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

7 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

1.3 საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგია

საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 25 ივნისის #172 დადგენილებით) მე-­4 თავში, სადაც საუბარია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებაზე, ნათქვამია, რომ დასაქმებული მუშახელის და სხვა ადამიანური რესურსების გარკვეულ პროცენტს უნდა შეადგენდეს ადგილობრივი მოსახლეობა... ხელი უნდა შეეწყოს შრომითი ბაზრის ჩამოყალიბებას, ხოლო ყოველივე ამისათვის საჭიროა, ”განისაზღვროს ღონისძიებები მოსახლეობის პროფესიული სწავლებისა და გადამზადებისთვის” (თავი 4, პუნქტი 4.6).

აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა ის რამდენიმე ძირითადი მიგნება/დასკვნა, რომელიც აღნიშნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილ, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფის (ერთ-­ერთი ჯგუფი, არსებული შვიდი სამუშაო ჯგუფიდან) მიერ მომზადებულ დიაგნოსტიკურ მოხსენებაში არის მოცემული. კერძოდ, მოხსენების მე-­19 პუნქტში ნათქვამია: ”რაც უფრო განათლებულია ოჯახის უფროსი, მით უფრო ნაკლებია სიღარიბის რისკი მოცემული შინამეურნეობისთვის. ოჯახის უფროსის განათლების დონე სიღარიბის რისკის განმსაზღვრელი ერთ-­ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”. აქვე, სიღარიბის გამომწვევ ერთ-­ერთ უმთავრეს მიზეზად მოსახლეობის დაუსაქმებლობა სახელდება (პუნქტი 52).

საყურადღებოა ამავე დიაგნოსტიკური მოხსენების შესავალ ნაწილში გაკეთებული ერთ-­ერთი მთავარი დასკვნა იმის თაობაზე, რომ სოფლის მეურნეობის დარგში გამოვლენილი დასაქმების შემცირება პოზიტიურ ტენდენციად ჩაითვლებოდა, ”იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ შემცირებას თან არ ახლავს პროდუქტიულობის, შემოსავლების და შესაბამისად, სიღარიბეში მოხვედრის ალბათობის შემცირება დარგში დარჩენილი მშრომელებისთვის, ხოლო ეკონომიკის სხვა სექტორები არა თუ ვერ უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობიდან გამოდევნილი მოსახლეობის დასაქმებას, არამედ ხასიათდებიან დასაქმების შემცირების წინმსწრები ტენდენციით”. სწორედ აქ შეიძლება დავინახოთ მუნიციპალური და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების აუცილებლობა და როლი, სოფლის მეურნეობიდან ე.წ. ”გამოდევნილი” მოსახლეობის მომზადება-­გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობაში.

სტრატეგიის მე-­5 თავში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ეხება, საუბარია იმ ტიპის აქტივობებზე (ფერმერთა დაკრედიტების სისტემის სრულყოფა;; სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა;; ადგილობრივი საკადრო რესურსების გამოყენებაზე ორიენტირება;; სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის გასაუმჯობესებლად, საინფორმაციო ქსელების შექმნა;; ეკოტურიზმის განვითარება;; ოჯახური სასტუმროების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობა;; გიდების დაქირავება და ა.შ.), რომელთა ეფექტიანი განხორციელება, შესაბამის სფეროებში

Page 9: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

8 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება.

ამავე, რეგიონული განვითარების სტრატეგიის მუნიციპალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამუშაო ჯგუფის დიაგნოსტიკურ მოხსენებაში, ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სამოქალაქო ცნობიერების დაბალ დონეზე და ნათქვამია, რომ ”საჭიროა სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება, რაც პირდაპირ უკავშირდება მართვის პროცესში ადგილობრივი საზოგადოების უფრო აქტიურ დაინტერესებას და მონაწილეობას, რათა მათ სათანადოდ გააცნობიერონ, რომ გადაწყვეტილების მიღების, მართვის პროცესებში, მათ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში ისინიც არიან ვალდებულნი, მიიღონ მონაწილეობა და რომ ეს კარგად წაადგება მათი კონკრეტულ პრობლემების გადაჭრასაც და საერთო კეთილდღეობის საქმესაც”.

1.4 ზრდასრულთა განათლების სტრატეგია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში .

აღნიშნული სტრატეგია შემუშავდა 2009 წელს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სტრატეგია ფოკუსირებულია ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებაზე, რაც UNESCO-­ს განმარტებით წარმოადგენს განათლების ორგანიზებულ ფორმას, რომელიც ღიაა ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურველისათვის, არ არის სავალდებულო, ის შეიძლება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში ან მის მიღმა და არ ისახავს მიზნად ოფიციალური სერთიფიკატის მიღებას.

სტრატეგიაში მიმოხილულია საქართველოს განათლების სისტემა;; ზრდასრულთა განათლების ძირითადი მახასიათებლები;; საქართველოში არსებული პრაქტიკა ზრდასრულთა განათლების სფეროში;; ზრდასრულთა განათლების მიზნები, ამოცანები, ინდიკატორები, ძირითადი ინიციატივები და რეკომენდაციები დაკავშირებული განათლების ხელმისაწვდომობასთან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, დაფინანსების მექანიზმების, საკანონმდებლო ბაზის, მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებასთან.

საინტერესოა სტრატეგიის მიმართება თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან. კერძოდ, ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საგანმანათლებლო პროცესის როგორც მართვის ისე დაგეგმვის ეტაპზე ”რამდენადაც ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული და განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მოსახლეობის ჩართვას შრომით საქმიანობაში, ხსნის სოციალურ დაძაბულობას და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის მუშაობას...

Page 10: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

9 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

თვითმმართველობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზრდასრულთა განათლება რეგიონის განვითარების ერთ-­ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია”.

გარდა ამისა, სტრატეგიაში საუბარია იმაზე, რომ რეგიონების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებში, ადგილობრივი შრომის ბაზრების მოთხოვნებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის განათლების კუთხით არსებული საჭიროებებიც, რაც, თავის მხრივ, ზრდასრულთა განათლების ყველაზე უფრო აქტუალური ასპექტის -­ მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

I I თავი

ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე

საქართველოში ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად განმარტებული და დარეგულირებული არ არის.

საქართველოს კონსტიტუციის 35-­ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული განათლება.

კანონის მე-­2 თავით დგინდება პროფესიული განათლების სახეები: ფორმალური და არაფორმალური . ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.

არაფორმალური განათლება იგივე პროფესიული განათლებაა (გარდა უმაღლესი პროფესიული განათლებისა), რომელიც პირმა შეიძლება მიიღოს პროფესიული

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი ერთადერთი საკანონმდებლო აქტია საქართველოს სივრცეში, რომელიც ზრდასრულთა განათლების საკითხებს, ნაწილობრივ მაინც, ათავსებს სამართლებრივ ჩარჩოში. კანონის მე-­5 მუხლის თანახმად, პროფესიული განათლების ერთ-­ერთი მიზანია ერთიანი პროფესიულ-­საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის მანძილზე პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლის მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

Page 11: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

10 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დამოუკიდებლად (მაგალითად: სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით) ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად. არაფორმალური განათლების მიზანი შეიძლება იყოს პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება. არაფორმალური განათლების გზით მიღებული კვალიფიკაციის სახელმწიფო აღიარება ხორციელდება ატესტაციის გავლის შედეგად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღიარებს არაფორმალურ განათლებას სახელობო განათლების დონეზე.

ამავე კანონის 35-­ე მუხლის მიხედვით, პროფესიული განათლების (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური პროფესიული განათლების) დაფინანსებას, ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი

2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში ძალაში შესული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა.

ზრდასრულთა განათლების საკითხები შესაძლებელია განვიხილოთ, სწორედ, როგორც დასაქმების მუნიციპალური პროგრამის შემადგენელი (თითქმის ყოველთვის აუცილებელი) კომპონენტი. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან დასაქმების ხელშეწყობის ერთ-­ერთ აუცილებელ პირობას, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკით, სწორედ შრომისუნარიანი მოსახლეობის ადეკვატური ცოდნითა და უნარ-­ჩვევებით აღჭურვა წარმოადგენს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დასაქმების მუნიციპალური პროგრამები და ამ პროგრამებში ადეკვატურად ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტები თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებაა და მათი დაფინანსება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება თვითმმართველი ერთეულის მიერ აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან, რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამების დაფინანსების წყარო მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტია. ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა, ასევე მოდიოდეს სახელმწიფოსგან, ბიზნესისგან, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

Page 12: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

11 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

I I I თავი

პრაქტიკის მაგალითები

მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთა არაფორმალური განათლება ძირითადად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომ ისინი არიან ყველაზე აქტიური მიმწოდებლები ზრდასრულთა განათლების ბაზარზე -­ უკანასკნელ წლებში თავი იჩინა რამდენიმე ტენდენციამ. ამ თავში სწორედ ამ სიახლეებს აღვნიშნავთ.

თბილისის გამოცდილება

3.1. პროგრამა -­ ”დაიწყე ბიზნესი ქ . თბილისის მერიის დახმარებით”

აღნიშნული დასაქმების პროგრამა თბილისის მერიამ ფონდ ”ღია საზოგადოება -­საქართველოსთან”, USAID-­ის მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტთან, ფონდ ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთან” და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით 2006 წელს დაიწყო. ინიციატივა ითვალისწინებდა ბიზნესისათვის საჭირო უნარ-­ჩვევების შეძენის მსურველთა ტრენინგს, მხარდაჭერას ბიზნესის დაწყებისა და არსებული ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო დაფინანსების მიღებაში და ბიზნეს-­კონსულტაციებს. პროგრამა მოიცავდა 3 ეტაპს. პირველ ეტაპზე მოხდა განცხადებების მიღება და ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა. მეორე ეტაპზე ჩატარდა ტრეინინგები, მეწარმეებს გაეწია კონსულტაციები, მომზადდა და შეირჩა პროექტები. ბოლო, მესამე ეტაპზე განხორციელდა მეწარმეთა რეგისტრაცია, დაფინანსება და დამატებითი კონსულტაციები.

ეს პროგრამა თბილისის მერიის მიერ ამჟამადაც ხორციელდება, თუმცა ტრეინინგ კომპონენტის გარეშე. მერიის მიერ გამოყოფილია 500 ათასი ლარი, განსაზღვრულია პროექტში მონაწილეობის პირობები, დაფინანსების კრიტერიუმები, სესხის მიღების პროცედურები და სხვა. მაგალითად, სესხის მიღების მსურველი აპლიკანტი უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული მაცხოვრებელი ან თბილისში რეგისტრირებული ბიზნესი, რომელსაც შეუძლია კრედიტის უზრუნველსაყოფად საკუთარი ან მესამე პირის მიერ გაცემული გარანტიის წარდგენა.

დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება და განხილვა ხდება თბილისის მერიის ან პარტნიორი ბანკის მიერ, რომელიც შერჩეულ პროექტებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის წარუდგენს თბილისის მერიას. შეღავათიანი სესხის გაცემა ხორციელდება ბანკის მიერ.

წარდგენილი ბიზნეს პროექტი უნდა იყოს კომერციულად მომგებიანი. ამასთან, ის ხელს უნდა უწყობდეს თბილისის შემოერთებული ტერიტორიებისა და ძველი თბილისის განვითარებას;; ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;; ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას;; ტურიზმის განვითარებას;; წარმოების განვითარებას;; საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის თბილისელი მომხმარებლისათვის მიწოდებას.

Page 13: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

12 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

სესხის მინიმალური და მაქსიმალური თანხის შეზღუდვა არ არსებობს. შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი 10%-­ია, ხოლო სესხის გაცემის საკომისიო -­ 0%-­ი. კრედიტის პერიოდი მაქსიმუმ 60 თვეა;; შეღავათიანი პერიოდი სესხის გადახდისას დგინდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

3.2. ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის უფასო კურსები

2010 წლიდან თბილისის მერია თბილისელებს სთავაზობს დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების, კერძოდ, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის უფასო კურსებს. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით 37 სასწავლო ცენტრის გახსნას, სადაც 2010 წლის ბოლომდე 10 000-­მდე თბილისელი შეძლებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების მიღებას. პროგრამით გათვალისწინებულია კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე, სასწავლო კურსების წარჩინებულ მონაწილეებს მერია სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში მუშაობის დასაწყებად უშუამდგომლებს.

3.3. უნივერსიტეტები , როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები

იკვეთება კიდევ ერთი ტენდენცია, როდესაც კვალიფიკაციის ამაღლების და კადრების გადამზადების მოკლევადიანი კურსები იხსნება უმაღლეს სასწავლებლებშიც . ითვლება, რომ ისინი ბევრად ხელსაყრელ სიტუაცაში არიან, რამდენადაც აქვთ ტექნიკური და პედაგოგიური ბაზა ამ საქმის წარმატებით განხორციელებისთვის.

საქართველოში ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობაზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებობს ცალკეული კვლევები.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის -­ dvv international-­ის მიერ 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიზანი იყო განესაზღვრა საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის ჩართულობა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლაში. კვლევის დროს 25-­64 წლის ასაკის ზრდასრულები გამოიკითხნენ, 74%-­მა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე პროფესიული ცოდნა არ გაუღრმავებია, მხოლოდ 6%-­ს აღმოაჩნდა გავლილი მოკლევადიანი პროფესიული მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მონაწილეობა ქონდა მიღებული ლექცია-­სემინარებში და ტრენინგ-­პროგრამებში პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად. 21% სისტემატურად ეცნობოდა სპეციალურ ლიტერატურას, 10% თვითსწავლების საშუალებით

კვლევები და სტატისტიკა

Page 14: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

13 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

ცდილობდა ცოდნის გაღრმავებას, ხოლო 1% ჩართული იყო აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელ პროგრამებში.

მეორე კვლევაც საინტერესოა ამასთან მიმართებაში, მის ფარგლებშიც გამოიკითხნენ რესპონდენტები 18-­70 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამ კვლევის მიხედვით, 2004 წელს აკადემიურ განათლებას იღებდა ან რაიმე სახის სასწავლო/პროფესიულ პროგრამას ესწრებოდა თბილისში გამოკითხულთა 10%. 2005 წლის მონაცემებით კი – თბილისსა და შიდა-­ქართლში ეს მაჩვენებელი 5.2% -­ ის ტოლი იყო. 2004 წელს სხვადასხვა პროფესიულ საწვრთნელ პროგრამებს ესწრებოდა რესპოდენტთა 2.4% .

ეს კვლევები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით ნაკლებადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

ზრდასრულთა განათლების -­ კერძოდ კი კვალიფიკაციის ამაღლების -­ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ ქართული კომპანიების მენეჯერები. ამის მიუხედავად, მათ, როგორც ჩანს, ჯერ-­ჯერობით არ ყოფნით რესურსები, რათა მასიურად იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების რესურსების განვითარებაზე. ამას მოწმობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ჩატარებული კვლევა “მწარმოებლურობა და კონკურენტუნარიანობა ასოციაციის წევრ კომპანიებში”. გამოკითხულ მეწარმეთა 85% მიიჩნევს, რომ კადრების გადამზადებას თანამშრომლების პროდუქტიულობაზე პოზიტიური გავლენა აქვს და წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. ამ ფაქტის მიუხედავად, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა ადამიანური რესურსების განვითარებაში დიდ ინვესტიციას თავს არიდებს.

ცალკეული კვლევების მიხედვით, ზრდასრულთა განათლების პროგრამებში შედარებით დაბალია ისეთი ჯგუფების ჩართულობა, როგორებიც არიან: ასაკოვანი ადამიანები, რეგიონის მაცხოვრებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;; გენდერული განსხვავებები ამ მხრივ უმნიშვნელოა.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები მეტად არიან დაინტერესებულები და ჩართული განათლებაში, ვიდრე შედარებით ასაკოვანი პირები. 2005 წლის მონაცემით იმ ადამიანთა საშუალო ასაკი, რომლებიც რაიმე ტიპის განათლებას იღებენ 26 წელია (მინიმალური 19, მაქსიმალური 76);; ზრდასრულთა განათლების არმიღების ძირითადი მიზეზად რესპონდენტები ასაკს ასახელებენ;; 46-­49 წელი აღქმულია როგორც არაადეკვატური რაიმე ტიპის განათლების მისაღებად.

ზრდასრულთა განათლება დედაქალაქში მცხოვრებთათვის უფრო მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე რეგიონში მაცხოვრებელთათვის. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მიერ 2008 წლის ოქტომბერ-­დეკემბერში 98 ორგანიზაციის ანკეტირების მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულთა განათლების პროვაიდერები ძირითადად თავმოყრილია თბილისში,

Page 15: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

14 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

აქვე აღინიშნება მათი რაოდენობის უფრო სწრაფი ზრდაც;; სამართლებრივი სტატუსი შემთხვევათა დაახლოებით 50%-­ში -­ არასამთავრობო ორგანიზაცია.

დღეისათვის საქართველოში ზრდასრულთა განათლების ორგანიზაციების შემოთავაზება საკმაოდ ერთგვაროვნად გამოიყურება, ასე მაგალითად, დაწესებულებათა დაახლოებით მესამედი კლიენტებს სთავაზობს კურსებს კომპიუტერსა და უცხო ენებში.

კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 1 თვიდან წელიწადნახევრამდე, ხოლო ფასი -­ 100-­დან 1000 ლარამდე (45-­450 ევრო), თუმცა არის უფასო კურსების შემოთავაზებაც (15%). ტრენინგ პროვაიდერთა უმეტესობა იყენებს დაფინანსების მხოლოდ ერთ წყაროს -­ ძირითადად თვითდაფინანსებას, დაახლოებით ნახევარს აფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციები.

ტრენინგ პროვაიდერების კლიენტურაში უმნიშვნელოდ ჭარბობენ ქალები. მეტია წილი მოსამსახურეებისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეების.

ტრენინგ პროვაიდერების მიერ გაცემული საბუთები (სერტიფიკატი, მოწმობა, დიპლომი) უმეტეს შემთხვევაში ოფიციალურად არაა აღიარებული. თუმცა გამოკითხულთა მტკიცებით ხელს უწყობს კლიენტთა დასაქმებას.

ტრენინგ პროვაიდერები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც დამსაქმებლებთან, ასევე მსგავსი პროფილის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

პრობლემები: ფინანსური სტაბილურობის ნაკლებობა -­ პროვაიდერთა 79% ძირითადად თვითდაფინანსებაზეა, თუმცა კურსების ფასი საკმაოდ დაბალია. მხოლოდ დაწესებულებათა მეათედი სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსებით. საინტერესოა, რომ პროვაიდერთა უმეტესობა (62%) დაფინანსების მხოლოდ ერთ წყაროს იყენებს.

განათლების აღიარების მექანიზმების არარსებობა -­ მსმენელთათვის გაცემული საბუთებიდან შემთხვევათა 53%-­ში საბუთი საერთოდ არ არის აღიარებული, 15%-­ის საბუთს აღიარებს განათლების სამინისტრო, 8%-­ისას -­ სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ პროვაიდერების 31%-­ის საბუთს.

Page 16: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

15 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

ის ფაქტი, რომ საქართველოში ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად განმარტებული და დარეგულირებული არ არის. ერთის მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ცენტრალურ დონეზე ჯერ-­ჯერობით არ ხდება პოლიტიკის შემუშავება ამ სფეროში, ხოლო, მეორეს მხრივ, არც ადგილობრივი თვითმმართველობები განიხილავენ ზრდასრულთა განათლებას, როგორც თავიანთ ამოცანას. შესაბამისად, მცირეა საჯარო დონეზე ზრდასრულთა განათლების სუბსიდირება. უმუშევართა პროფესიული გადამზადების გარდა, ადგილი აქვს მხოლოდ რამოდენიმე მიზნობრივ ინიციატივას. აუცილებელია, სხვადასხვა რისკ-­ჯგუფების (დევნილები, ეროვნული უმცირესობები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და სხვა) წარმომადგენელთათვის ზრდასრულთა განათლების მეტი შანსის მიცემა და მიზნობრივი პროგრამებისა და დაფინანსების მეტი ხელმისაწვდომობა.

ზრდასრულთა განათლებაში (როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურში) მოქალაქეთა ჩართულობის დონის განსაზღვრისთვის, სათანადო ანალიზის გაკეთებისთვის და შემდგომ ადექვატური პოლიტიკის შემუშავებისათვის, აუცილებელია სფეროში მუდმივი სტატისტიკური აღრიცხვის დანერგვა . ზრდასრულთა განათლებაში ეროვნული სტატისტიკური ანგარიშგების დანერგვა ხელს შეუწყობს არამარტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდასა და შედარებითობას სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან. ეს კი შექმნის საფუძველს არსებული დეფიციტებისა და ხარვეზების ანალიზისთვის და შემდგომ მათი აღმოფხვრისთვის. ალბათ, სასურველი იქნება, რომ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისას, ჩვენ დავეყრდნოთ ევროპაში ამ მიმართულებით უკვე არსებულ ანგარიშგების მომზადების წესებს/ინდიკატორებს.

ზრდასრულთა განათლების წახალისებისათვის მნიშვნელოვან ბიძგად უნდა იქცეს პროფესიული განათლების კანონით გათვალისწინებული ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩო , რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპს ეფუძნება . გარდა ამისა, მნიშვნელოვანად შეცვლის სურათს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების პრაქტიკაში ამოქმედება.

ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შემეცნების გაძლიერებისთვის აუცილებლად ვთვლით მის პოპულარიზებასა და ადვოკატირებას . როგორც მოსახლეობის ფართო ფენებში (მოტივაციის ამაღლება), ისე, მაგალითად, დამსაქმებლებში, პროფესიულ კავშირებში და სხვა ინტერესთა გაერთიანებებში. მიზანი უნდა იყოს ზრდასრულთა განათლებაში სოციალური პარტნიორობის გაძლიერება და ზრდასრულთა განათლების პროგრამების მრავალარხიანი დაფინანსების მოდელების შემუშავება .

გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

Page 17: ზრდასრულთა არაფორმალური განათლება საქართველოში

16 ზრდასრულთა განათლება საქართველოში

AEAG | 2012

ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის და განათლების ამ სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია ანდრაგოგიკის , როგორც მეცნიერებისა და პროფესიის განვითარებაზე მუშაობა . ამ მხრივ განსაკუთრებული როლი უმაღლესი აკადემიური განათლების დაწესებულებებმა უნდა შეასრულონ. თეორიულ საფუძვლების მნიშვნელობის პარალელურად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ ზრდასრულთა განათლება იმ ადამიანების ცოცხალ, პრაქტიკულ საქმიანობას წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის კურსებს, სასწავლო პროგრამებსა და სემინარებს უკეთებენ ორგანიზებას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა . ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი საკითხებია: საგანმანათლებლო პროგრამები და მათი აკრედიტაცია, ტრენერთა კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო სტანდარტები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, სასწავლო გარემო და ა. შ.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების ერთიანი საინფორმაციო და საკონსულტაციო ქსელის შექმნა , რომელიც ზრდასრულ მოსახლეობას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციით და კვალიფიციური კონსულტაციებით მოემსახურება.

ზრდასრულთა განათლებაში პოლიტიკის ფორმირებისას, სერიოზულ გამოწვევად მივიჩნევთ, ზრდასრულთა ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების მნიშვნელობის აღიარების პარალელურად, აღიარებული იქნას ზრდასრულთა ზოგადი და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა . ეს პრიორიტეტულია არამარტო ქვეყნის ეკონომიკისთვის, არამედ, ზოგადად, ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვისაც. ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება ვერ შედგება და იგი ვერ იქნება მზად ახალი გამოწვევებისათვის, თუ საზოგადოების წევრები, პროფესიული კომპეტენციის გარდა, არ იქნებიან აქტიური მოქალაქეები.

ცხადია, ეს ერთგვარი ჯაჭვია, რადგან ამავე დროს, არც აქტიური მოქალაქეობაა შესაძლებელი შრომით ბაზარზე თვითრეალიზაციისა და წარმატების გარეშე. სწორედ ამიტომ, აღიარებული უნდა იქნას ზრდასრულთა განათლების საინტეგრაციო ფუნქცია და დღის წესრიგში უნდა დადგეს მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება. პოლიტიკის, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შრომისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის ე. წ. საკვანძო კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარება.

თეა გულუა

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი