თამბაქო და კანონი საქართველოში

22
თთთთთთთ თთ თთთთთთ თთთთთთთთთთთთ ხხხხხ ხხხხხხხხხხხ

Transcript of თამბაქო და კანონი საქართველოში

Page 1: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქო და კანონისაქართველოში

ხვიჩა ხიტალიშვილი

Page 2: თამბაქო  და კანონი საქართველოში

“სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია, მეორეში კი -

სულელი”

/ ბერნარდ შოუ /

Page 3: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, აქედან 600 000 -ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება (პასიური მწეველები);

1,2 მილიარდი ადამიანი 15 წლის ზევით დამოკიდებულია თამბაქოზე. მამაკაცების - 48% და ქალების - 10%;

მწეველი ადამიანების დაახლოებით 80% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.

Page 4: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო.

ამერიკის სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა

ექიმმა 1964 წელს გამოსცა 387 გვერდიანი ნაშრომი მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ. სწორედ ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებელი გახადა გაფრთხილება: “ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენ ჯანმრთელობისათვის!”

Page 5: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოსთან ბრძოლის ისტორია

თამბაქოს ხმარება იკრძალებოდა როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების მიერ. 1623 წელს პაპმა ურბან VIII-მ გამოსცა ბულა, რომლითაც მწეველებს ეკლესიიდან მოკვეთა ემუქრებოდათ.

XVII ს-ში რუსეთის მეფე მიხეილი ციმბირში ასახლებდა ყველას, ვისაც თამბაქოს აღმოჩენდნენ.

ოტომანთა იმპერიის სულთან ამურატ IV-ს ბრძანებით თამბაქოს მოწევა სიკვდილით ისჯებოდა.

Page 6: თამბაქო  და კანონი საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეამ 1987 წელს დაარსა დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგებისათვის.

31 მაისს მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე საქართველოშიც აღინიშნება.

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციას შეუერთდა 2004 წლის 20 თებერვალს. კონვენციაზე ხელის მოწერით საქართველომ საერთაშორისო ვალდებულება იკისრა, კონვენციით დადგენილი ყველა მოთხოვნა შეესრულებინა.

Page 7: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა მოიცავს:

1. საქართველოს კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ - 1996;

2. საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ - 1997;

3. კანონს რეკლამის შესახებ - 1998;4. კანონს თამბაქოს პროდუქციის

რეალიზაციის შესახებ - 1999;5. პრეზიდენტის ბრძანებას თამბაქოს

კონტროლის ღონისძიებების შესახებ - 2000;

6. კანონს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ - 2002;

Page 8: თამბაქო  და კანონი საქართველოში

8. კანონს თამბაქოსა და კვების პროდუქტების ლიცენზირების შესახებ - 2003;

9. კანონს თამბაქოს კონტროლის შესახებ - 2003;

10. ცვლილებებს ადმინისტრაციულ კოდექსში თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის მიღების შემდეგ - 2004;

11.საგადასახადო და კრიმინალურ კოდექსს;12. კანონს საზოგადოებრივი ჯანდაცვის

შესახებ – 2007.

Page 9: თამბაქო  და კანონი საქართველოში

საქართველოს კანონი “თამბაქოს კონტროლის შესახებ”

1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-

სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დახურულ სპორტულ ნაგებობებში (2003 წლიდან); (ჯარიმა 10 ლარი ფიზიკური პირი და 200 ლარი ადმინისტრაცია)

ბ) სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში (2003 წლიდან); (ჯარიმა 10 ლარი ფიზიკური პირი და 200 ლარი ადმინისტრაცია)

გ) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე (2009 წლის მაისიდან);

დ) ყველა შენობა-დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები (2009 წლის მაისიდან);

ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში (2003 წლიდან). (ჯარიმა 5 ლარი ფიზიკური პირი და 200 ლარი ადმინისტრაცია)

Page 10: თამბაქო  და კანონი საქართველოში

ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების გარდა, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, სამუშაო და მასობრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში, აგრეთვე მატარებელსა და საზღვაო ხომალდში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალური მოსაწევი ადგილისა (ადგილებისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები). – 2003 წლიდან. (ჯარიმა 5 ლარი ფიზიკური პირი და 200 ლარი ადმინისტრაცია)

Page 11: თამბაქო  და კანონი საქართველოში

4. სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკის, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან (2009 წლის იანვრიდან).

5. მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა, აგრეთვე მომხმარებელთათვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც დასაშვებია მოწევა. ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50% (2009 წლის იანვრიდან).

Page 12: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია

1. აკრძალულია 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჩართვა თამბაქოს ინდუსტრიაში (2003 წლიდან); (ჯარიმა 500 ლარი ინდუსტრიისათვის)

2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია: ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (2003 წლიდან). (ჯარიმა 50 ლარი)

ბ) ყველა სახის სამედიცინო, სასწავლო, სახელმწიფო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში (2003 წლიდან); (ჯარიმა 50 ლარი)

გ) სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება (2003 წლიდან); (ჯარიმა 50 ლარი)

Page 13: თამბაქო  და კანონი საქართველოში

დ) ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია (2003 წლიდან); (ჯარიმა 10 ლარი)

ე) შეფუთვის გარეშე;ვ) 18 წლამდე ასაკის პირებზე (ჯარიმა 100 ლარი);ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანების

საშუალებით (2009 მაისიდან)თ) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად,

მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანა (2009 მაისიდან).

ი) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი დამზადებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით

Page 14: თამბაქო  და კანონი საქართველოში

3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშის საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის საშუალებით, მისი განაწილებით მონაწილეობა (სექტემბერი 2009).

4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე (მაისი 2009).

Page 15: თამბაქო  და კანონი საქართველოში

5. თამბაქოს რეალიზატორს უფლება აქვს, თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირის არასრულწლოვნებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს სრულწლოვნობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იანვარი 2009)

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი 1. აკრძალულია საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს

ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით” (იანვარი 2010).

2. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას (იანვარი 2010).

Page 16: თამბაქო  და კანონი საქართველოში

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო

გაფრთხილება საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად) უნდა იყოს განთავსებული ისე, როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტშია მოცემული, და უნდა იყოს:

ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ; ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა

იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;

გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 3 მმ-ზე ნაკლები და 4 მმ-ზე მეტი;

დ) განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც (იანვარი 2010).

Page 17: თამბაქო  და კანონი საქართველოში

“ საქართველოს კანონი რეკლამის”შესახებ

თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.

რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თამბაქოს დადებითი სამკურნალო თვისებების სესახებ;

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე;

Page 18: თამბაქო  და კანონი საქართველოში

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიმართვა უშუალოდ არასრულწლოვანებისადმი, აგრეთვე რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვანებისათვის გათვალისწინებულ კინო და ვიდეო მომსახურებაში, რადიო და ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში;

აკრზალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე მათგან 100 მეტრის რადიუსში;

თამბაქოს ნაწარმის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ამ ნაწარმის კოლოფისა და ყუთის გახსნილ მდგომარეობაში და მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების შესახებ.

Page 19: თამბაქო  და კანონი საქართველოში

პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ დადგენილი წესით, სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა.

Page 20: თამბაქო  და კანონი საქართველოში

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად მიღებულია საქართველოში თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #196 დადგენილებით

Page 21: თამბაქო  და კანონი საქართველოში

სტრატეგიის ამოცანებიაქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა

მოსახლეობის ყველა ჯგუფში;მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით

ახალგაზრდებში;მეორადი კვამლის ზემოქმედების (პასიური მოწევა)

შემცირება, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მოწევის და სიგარეტის კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ;

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება;

საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება ევროპისა და სხვა რეგიონების ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან და ა.შ.

Page 22: თამბაქო  და კანონი საქართველოში

გმადლობთ ყურადღებისათვის!