N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

Post on 05-Jul-2015

180 views 13 download

description

ერთადერთი მუზეუმი ამიერკავკასიაში

Transcript of N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

თბილისის აბრეშუმის

მუზეუმის ისტორია

1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. მეაბრეშუმეობის სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება. ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის შესასწავლად და განსავითარებლად.

დაარსება - 1887 წ.შავროვი ნიკოლოზ

ალექსანდრეს (1826 – 1899)

მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის

წევრი.

ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან

დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში

მეაბრეშუმეობის შესასწავლად და

განსავითარებლად

მეაბრეშუმეობის ძირითადი ამოცანა იყო:

მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუველოყოფა

აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება

1884 წ. შავროვი მეაბრეშუმეობის შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს. 1886 წ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მან მინისტრს წარუდგინა თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მოწყობის პროექტი. შავროვის მიერ ევროპული მივლინების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ისევე, როგორც მის მიერ ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები, დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.

კავკასიაში გავრცელებული დაავადების გამო ახალგაზრდა მეცნიერი ნიკოლაი შავროვი ევროპაში მიავლინეს დარგის და დაავადების შესასწავლად. ნ. შავროვისთვის სამაგალითო და მისაბაძი აღმოჩნდა ლიონის აბრეშუმის მუზეუმი და ლაბორატორია და 1887 წელს ევროპიდან დაბრუნებულმა დამეგობრებული კოლეგების მხარდაჭერით და ხელშეწყობით შექმნა კავკასიის სააბრეშუმო სადგური აბრეშუმის მუზეუმით და ბიბლიოთეკით. სადგურს ჰქონდა: ლაბორატორია – აბრეშუმის ჭიის, პარკის, ძაფის და ქსოვილის შესაფასებლად; ქიმიური ლაბორატორია – მეაბრეშუმეობის, თაფლის პროდუქტებისა და ნიადაგის ანალიზისათვის; ზოოლოგიური, ბაქტეოროლოგიური ლაბორატორია; მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსები; ფოტო-ლაბორატორია, გრენის შესანახი შენობა-მაცივარი, ჭიის გამოსაკვები შენობა, თუთის საკოლექციო პლანტაცია, საფუტკრე.

1935 წლიდან თბილისის, 1954 წლიდან

კი საქართველოს მეაბრეშუმეობის

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

დაერქვა;

1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა

ვ.მიხინა;

1970-იანი წლებიდან მუზეუმის

ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება:

1930 წ. ეს შენობა წარმოადგენდა მეაბრეშუმეობის სადგურს,

რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი,

ბიბლიოთეკა, ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის

წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

1986-88 წწ. ქალბატონი ირინე

ჭოტორლიშვილის თაოსნობით

მუზეუმის გადასარჩენად

დაწყებული ბრძოლა წარმატებით

დამთავრდა და მისი მეურვე

მეაბრეშუმეობის სამმართველო

გახდა.

(სამწუხაროდ, ასაკისა და ფიზიკური

მდგომარეობის გამო ქალბატონი ირინე

დღეს ვერ მობრძანდა ჩვენთან. გეტყვით,

რომ იგი არის ცნობილი ჯურნალისტის

ია ანთაძის დედა)

1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა

მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ.

„დინამოს“ სტადიონს გადაეცა.

1996 წ. შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი

და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების

მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში

იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა

დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

კედლის ორნამენტები

მუზეუმში დაცული ექსპონატები

ამ კარადაში ინახება დაკონსერვებულიაბრეშუმის ჭია განვითარების სხვადასხვა

ეტაპზე

მუზეუმში ინახება სხვა და სხვა ქვეყნის აბრეშუმის ქსოვილის ნიმუშები: თბილისის, იაპონიის, ინდური, ჩინური და სხვ...

აბრეშუმის ჭიისპარკები

ფოთლის საჭრელი მანქანა

დღეს-დღეობით მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია… მას რესტავრაცია და და მიხედვა სჭირედება... სამწუხაროდ მუზეუმის მოსავლელად არ არის გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი თანხები.

1996 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.1998 წლიდან მუზეუმი ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) მიერ ტექსტილის მუზეუმების ნუსხაშია შეტანილი.2006 წლიდან პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუზეუმი იურიდიულად დამოუკიდებელი გახდა და მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ გადაურჩა აბრეშუმის მუზეუმი

განადგურებას თბილისის ომის, ხელისუფლების ცვლის და

სხვა მძიმე პერიოდების დროს?

მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბრისას შევიტყეთ,

რომ იმ დროს მუზეუმში მუშაობდა ირინე ჭოტორიშვილი.

არეულობის პერიოდში მუზეუმი „დინამოს“ სტადიონს გადეცა,

მუზეუმის მფლობელებს უნდოდათ მისი გაუქმება, მაგრამ

როდესაც მოიყვანეს ხელოსანი ავეჯის დასაშლელად, ის მიხვდა,

რომ მუზეუმს განადგურებას უპირებდნენ. ამიტომ დაშლაზე

უარი განაცხადა.

ასე გადარჩა მსოფლიოში უნიკალური აბრეშუმის მუზეუმი.

გმადლობთ ყურადღებისათვის !!!