N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

18
თბილისის აბრეშუმის მუზეუმის ისტორია

description

ერთადერთი მუზეუმი ამიერკავკასიაში

Transcript of N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

Page 1: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

თბილისის აბრეშუმის

მუზეუმის ისტორია

Page 2: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. მეაბრეშუმეობის სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება. ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის შესასწავლად და განსავითარებლად.

Page 3: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

დაარსება - 1887 წ.შავროვი ნიკოლოზ

ალექსანდრეს (1826 – 1899)

მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის

წევრი.

ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან

დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში

მეაბრეშუმეობის შესასწავლად და

განსავითარებლად

Page 4: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

მეაბრეშუმეობის ძირითადი ამოცანა იყო:

მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუველოყოფა

აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება

Page 5: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1884 წ. შავროვი მეაბრეშუმეობის შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს. 1886 წ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მან მინისტრს წარუდგინა თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მოწყობის პროექტი. შავროვის მიერ ევროპული მივლინების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ისევე, როგორც მის მიერ ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები, დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.

Page 6: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

კავკასიაში გავრცელებული დაავადების გამო ახალგაზრდა მეცნიერი ნიკოლაი შავროვი ევროპაში მიავლინეს დარგის და დაავადების შესასწავლად. ნ. შავროვისთვის სამაგალითო და მისაბაძი აღმოჩნდა ლიონის აბრეშუმის მუზეუმი და ლაბორატორია და 1887 წელს ევროპიდან დაბრუნებულმა დამეგობრებული კოლეგების მხარდაჭერით და ხელშეწყობით შექმნა კავკასიის სააბრეშუმო სადგური აბრეშუმის მუზეუმით და ბიბლიოთეკით. სადგურს ჰქონდა: ლაბორატორია – აბრეშუმის ჭიის, პარკის, ძაფის და ქსოვილის შესაფასებლად; ქიმიური ლაბორატორია – მეაბრეშუმეობის, თაფლის პროდუქტებისა და ნიადაგის ანალიზისათვის; ზოოლოგიური, ბაქტეოროლოგიური ლაბორატორია; მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსები; ფოტო-ლაბორატორია, გრენის შესანახი შენობა-მაცივარი, ჭიის გამოსაკვები შენობა, თუთის საკოლექციო პლანტაცია, საფუტკრე.

Page 7: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1935 წლიდან თბილისის, 1954 წლიდან

კი საქართველოს მეაბრეშუმეობის

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

დაერქვა;

1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა

ვ.მიხინა;

1970-იანი წლებიდან მუზეუმის

ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება:

1930 წ. ეს შენობა წარმოადგენდა მეაბრეშუმეობის სადგურს,

რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი,

ბიბლიოთეკა, ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის

წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

Page 8: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1986-88 წწ. ქალბატონი ირინე

ჭოტორლიშვილის თაოსნობით

მუზეუმის გადასარჩენად

დაწყებული ბრძოლა წარმატებით

დამთავრდა და მისი მეურვე

მეაბრეშუმეობის სამმართველო

გახდა.

(სამწუხაროდ, ასაკისა და ფიზიკური

მდგომარეობის გამო ქალბატონი ირინე

დღეს ვერ მობრძანდა ჩვენთან. გეტყვით,

რომ იგი არის ცნობილი ჯურნალისტის

ია ანთაძის დედა)

1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა

მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ.

„დინამოს“ სტადიონს გადაეცა.

Page 9: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1996 წ. შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი

და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების

მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში

იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა

დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

Page 10: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

კედლის ორნამენტები

Page 11: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

მუზეუმში დაცული ექსპონატები

Page 12: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

ამ კარადაში ინახება დაკონსერვებულიაბრეშუმის ჭია განვითარების სხვადასხვა

ეტაპზე

Page 13: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

მუზეუმში ინახება სხვა და სხვა ქვეყნის აბრეშუმის ქსოვილის ნიმუშები: თბილისის, იაპონიის, ინდური, ჩინური და სხვ...

Page 14: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

აბრეშუმის ჭიისპარკები

ფოთლის საჭრელი მანქანა

Page 15: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

დღეს-დღეობით მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია… მას რესტავრაცია და და მიხედვა სჭირედება... სამწუხაროდ მუზეუმის მოსავლელად არ არის გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი თანხები.

Page 16: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

1996 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.1998 წლიდან მუზეუმი ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) მიერ ტექსტილის მუზეუმების ნუსხაშია შეტანილი.2006 წლიდან პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუზეუმი იურიდიულად დამოუკიდებელი გახდა და მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

Page 17: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

ჩვენ დავინტერესდით, როგორ გადაურჩა აბრეშუმის მუზეუმი

განადგურებას თბილისის ომის, ხელისუფლების ცვლის და

სხვა მძიმე პერიოდების დროს?

მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბრისას შევიტყეთ,

რომ იმ დროს მუზეუმში მუშაობდა ირინე ჭოტორიშვილი.

არეულობის პერიოდში მუზეუმი „დინამოს“ სტადიონს გადეცა,

მუზეუმის მფლობელებს უნდოდათ მისი გაუქმება, მაგრამ

როდესაც მოიყვანეს ხელოსანი ავეჯის დასაშლელად, ის მიხვდა,

რომ მუზეუმს განადგურებას უპირებდნენ. ამიტომ დაშლაზე

უარი განაცხადა.

ასე გადარჩა მსოფლიოში უნიკალური აბრეშუმის მუზეუმი.

Page 18: N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi

გმადლობთ ყურადღებისათვის !!!