საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და...

26
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ რ ო საგანმანათლებლო პროგრამა პროგრამის დასახელება - საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი პროგრამის მოცულობა - 280 ECTS კრედიტი (1 ECTS კრედიტი უდრის 30 საათს). პროგრამის ხანგრძლივობა - 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი). სწავლების ენა: ქართული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსიც წარმატებით განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას ჯანდაცვის სისტემაში, კვალიფიციურად შეასრულებს შესაბამის ფუნქციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში და იზრუნებს შემდგომი პროფესიული დახელოვნებისათვის, რაც სავსებით შეესატყვისება თსსუ-ის დეკლარირებულ მისიას. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანშეწონილობა განისაზღვრა სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებლობით ისეთი სპეციალისტების მოსამზადებლად, რომელთა კომპეტენცია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების საკითხებთან ერთად, უფრო მეტადაა აქცენტირებული ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე პრინციპებზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვალიფიციური სპეციალისტების არსებითი როლით განპირობებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამით. იგი, განხილვის შემდეგ, მოწონებული იქნა ფრანგი სპეციალისტების მიერ და მის საფუძველზე, ჯანდაცვის მართვის

Transcript of საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და...

Page 1: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის

ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ რ ო

საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის დასახელება - საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი

პროგრამის მოცულობა - 280 ECTS კრედიტი (1 ECTS კრედიტი უდრის 30 საათს).

პროგრამის ხანგრძლივობა - 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი).

სწავლების ენა: ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსიც

წარმატებით განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას ჯანდაცვის სისტემაში,

კვალიფიციურად შეასრულებს შესაბამის ფუნქციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა

და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში და იზრუნებს შემდგომი პროფესიული

დახელოვნებისათვის, რაც სავსებით შეესატყვისება თსსუ-ის დეკლარირებულ

მისიას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანშეწონილობა განისაზღვრა სამედიცინო

განათლების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო

პროგრამის აუცილებლობით ისეთი სპეციალისტების მოსამზადებლად, რომელთა

კომპეტენცია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, მოსახლეობისათვის

უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების,

სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და ეკონომიკური ეფექტურობის

შეფასების საკითხებთან ერთად, უფრო მეტადაა აქცენტირებული ჯანდაცვის

ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე პრინციპებზე, ქვეყნის ჯანდაცვის

სისტემის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის

კვალიფიციური სპეციალისტების არსებითი როლით განპირობებული იყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ფაკულტეტზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის

საგანმანათლებლო პროგრამით. იგი, განხილვის შემდეგ, მოწონებული იქნა

ფრანგი სპეციალისტების მიერ და მის საფუძველზე, ჯანდაცვის მართვის

Page 2: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

საკითხებთან დაკავშირებული დისციპლინებისა და ფრანგული ენის სასწავლო

კურსის დამატების შემდეგ, რეკომენდებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შემუშავება და ამოქმედება საფრანგეთის

მხარის თანამონაწილეობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის,

ევროპული გამოცდილების საფუძველზე, კვალიფიციური კადრის მომზადების და

ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის სრულფასოვანი განვითარებისათვის.

აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის გაიცემა

საფრანგეთის კანონმდებლობით აღიარებული უმაღლესი განათლების

დამადასტურებელი დიპლომიც.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო

პროგრამის განხორციელების საფუძველი არის ხელშეკრულება, დადებული თსსუ-

საU და მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია ,,უნიმენი”-ს (“უნიმენი”) შორის,

რომლებიც, საქართველოსა და საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, არიან

უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და აქვთ

შესაძლებლობა და ნება განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა,

საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, კვლევითი ფონდების ორმხრივი

გამდიდრებისა და კვლევების რეალიზაციის მიზნით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე

მიღების წინაპირობებია: სრული ზოგადი განათლების ატესტატი; საქართველოს

მოქალაქეებისათვის – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა მოიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

მიღებულ შედეგებს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საგნების პრიორიტეტების,

მათი შესაბამისი კოეფიციენტების და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის

გათვალისწინებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო

პროგრამით სწავლება ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებს,

ითვალისწინებს სტუდენტის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და ამ მიზნით

ლექციების, სემინარების, კოლოქვიუმების, ლაბორატორიული სწავლების,

კლინიკურ გარემოში სწავლების, პრეზენტაციების გამოყენებას, სამეცნიერო

კვლევაში მონაწილეობას, პროექტის დამუშავებასა და წარმოდგენას. სტუდენტთა

მიერ პროფესიული კომპეტენციების ათვისება წარიმართება პოტენციური

დამსაქმებლის - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურისა და

საკუთრების სხვადასხვა ფორმის მქონე ორგანიზაციების წარმომადგენელთა

თანამონაწილეობით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმნეტის ბაკალავრის

Page 3: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებიდან თითოეული

ეფუძნება სტუდენტის მიერ უკვე მიღებულ ცოდნას და უნარებს და, ამასთან,

წარმოადგენს წინაპირობას ”მემკვიდრე” სასწავლო კურსის ათვისებისათვის.

პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო კურსების მემკვიდრეობითი პრინციპით

სწავლებას, ფუნდამენტურიდან – მაპროფილებელამდე. პრერეკვიზიტული და

მემკვიდრე დისციპლინების სწავლება არ ხდება პარალელურ რეჟიმში, მათ შორის -

არც საგნის განმეორებითი მოსმენის დროს.

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით და

რეგულირდება შესაბამისი დოკუმენტებით:

საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსების/

დისციპლინების ჩამონათვალი

სასწავლო კურსის (დისციპლინის) დასახელება სასწავლო

სემესტრი/ები

კრედიტების

რაოდენობა

(ECTS-ით)

ა/ ძირითადი დისციპლინები

1 სამედიცინო ქიმია I 5

2 სამედიცინო ბიოლოგია და პარაზიტოლოგია I 3

3 ბიზნესის საფუძვლები 3

4 სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა I 3

5 ადამიანის ანატომია I 5

6 ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგია I 4

7 პროფესიული ლათინური ენა I 2

8 ფრანგული ენა I 15+2

9 ბიოეთიკა I 2

10 აკადემიური წერის საფუძვლები I 2

11 ბიოქიმიის საფუძვლები II 5

12 ფიზიოლოგია II,III 3+3

13 მიკრობიოლოგია II,III 4+4

14 უმაღლესი მათემატიკის საფუძვლები II 2

15 მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა II 3

16 მედიცინის ისტორია II 2

17 სამედიცინო სოციოლოგიის საფუძვლები II 3

18 ეკოლოგიური ქიმია II 3

19 ფინანსების თეორიის საფუძვლები II 2

20 ლიდერობა II 2

21 ზოგადი ანგარიშსწორება და ფინანსური ანალიზი III 3 22 პათოლოგიური ფიზიოლოგია III 4 23 პათოლოგიური ანატომია III 4

Page 4: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

24 ჰიგიენის საფუძვლები III 5 25 სამედიცინო ეკოლოგია III 2 26 ფარმაკოლოგია III 2 27 ფსიქოჰიგიენა III 3 28 ბიოსტატისტიკა და კვლევის საფუძვლები IV 3 29 ზოგადი თერაპია IV 4 30 ზოგადი ქირურგია ტრავმატოლოგიით IV 4 31 კანისა და ვენერიული სნეულებანი IV 3 32 ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა IV 6 33 კვების ჰიგიენა IV 4 34 ჯანდაცვის სერვისები, ჯანმრთელობის ინდიკატორებიი IV 4 35 საოჯახო მედიცინა IV 2 36 ხელოვნური გარემოს ჰიგიენა V 4 37 ნუტრიციოლოგიის სპეციალური კურსი V 4 38 ინფექციური სნეულებანი V 5 39 ეპიდემიოლოგიის საფუძვლები V 5 40 ფტიზიატრია V 2 41 რადიაციული ჰიგიენა V 2 42 ფსიქიატრია V 2 43 სასამართლო მედიცინა და ექიმის მოღვაწეობის

სამართლებრივი საფძვლები V 2

44 პრაქტიკა პირველად ჯანდაცვაში V 2

45 მენეჯმენტის საფუძვლები V 3

46 გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვა VI, VII,VIII 5+4+4 47 ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა VI 6 48 ჯანდაცვის დაფინანსება და დაგეგმვა VI 5 49 ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენა VI 4 50 შრომის ჰიგიენა VI 4+4 51 პროფესიული პათოლოგიის საფუძვლები VI 4

52 ოპერატიული მენეჯმენტი VI 2

53 გამოყენებითი ეპიდემიოლოგია VII,VIII 5+8 54 ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი VII 4 55 პროფესიული პათოლოგია VII 5 56 ჯანმრთელობის ხელშეწყობა VII 4 57 სადაზღვევო მედიცინის საფუძვლები VII 2

58 ჯანდაცვის სამართლებრივი რეგულირება VII 3

59 ჰოსპიტალური მენეჯმენტი VIII 4

60 გარემოს მედიცინა VIII 7

61 პროფესიული ჯანმრთელობა VIII 4

62 კვებისა და ასაკობრივი მედიცინის სპეც.კურსი VIII 4

63 ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ჯანდაცვაში VIII 2

64 ფინანსური მენეჯმენტი VIII 2

Page 5: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ბ/ არჩევითი დისციპლინები 2

1 კომპიუტერული პროგრამები I 2

2 სამედიცინო ტურიზმი I 2

3 სამედიცინო ფსიქოლოგია II 2

4 კომუნიკაციური უნარჩვევები II 2

5 პაციენტთა განათლება III 2

6 ფიზიკური და ქიმიური კვლევის საფუძვლები პრაქტიკულ სანიტარიაში

III 2

7 ლაბორატორიული კვლევის საფუძვლები სანიტარულ მიკრობიოლოგიაში

IV 2

8 ექსრტემალურ მდგომარეობათა ეტიოლოგია , პათოგენეზი და პრევენციის პრინციპები

IV 2

9 თვალის სნეულებანი V 2

10 ოტორინოლარინგოლოგია V 2

11 პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობების დროს

V 2

12 სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია VI 2

13 ნევროლოგია VI 2

14 კურორტოლოგია VII 2

15 ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები VI 2

16 კლინიკური უნარჩვევების ძირითადი პრინციპები VII 2

სულ 240

სასწავლო დისციპლინების მოკლე აღწერა

სამედიცინო ქიმია

სამედიცინო ქიმიის სწავლების მიზანია: ჩამოუყალიბოს სტუდენტს თანამედროვე

წარმოდგენები ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების მექანიზმებისა და

ძირითადი კანონზომიერებების შესახებ; დაანახოს მას ქიმიის კავშირი ბიოლოგიური

სისტემების ცხოველმოქმედებასთან და დაეხმაროს “მოლეკულა უჯრედი

ორგანიზმი” გარდაქმნების ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ასპექტების უკეთ გაგებაში;

მისცეს სტუდენტს აუცილებელი ცოდნა მოლეკულურ დონეზე მიმდინარე სასიცოცხლო

პროცესების მექანიზმის გაცნობიერებისათვის, რაც მრავალი მოვლენის

ინტერპრეტირებისა და დაავადებათა პრევენციის საშუალებას იძლევა; გააცნოს მას

ცოცხალი მატერიის მნიშვნელოვანი კომპონენტების მოლეკულათა აღნაგობა და მათი

ფუნქციონირების მექანიზმი; შეასწავლოს მას ბიოგენური ელემენტები, მათი როლი

სასიცოცხლო პროცესებში და ორგანიზმში არსებული დისპერსული სისტემების

თვისებები; უზრუნველყოს საბაზისო ცოდნის ფორმირება სამედიცინო ბიოქიმიის,

ფარმაკოლოგიის, ფიზიოლოგიის და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური დისციპლინების

თანამედროვე მეცნიერულ დონეზე ათვისებისათვის; დაეხმაროს სტუდენტს კვლევის

Page 6: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების ათვისაბაში, რომელთა გარეშე

წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე სპეციალისტის

მოღვაწეობა.

სამედიცინო ბიოლოგია და პარაზიტოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია: იმ ძირითადი ბიოლოგიური პროცესების შესწავლა,

რომელსაც ეყრდნობა თეორიული და პრაქტიკული მედიცინის ძირითადი დარგები;

ადამიანის ორგანიზმში მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე მიმდინარე ძირითადი

ბიოლოგიური პროცესები და მათი მექანიზმები, რომლებშიც არსებული დარღვევები

წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების წარმოშობის და განვითარების მიზეზს. სასწავლო

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უჯრედი, როგორც სიცოცხლის სტრუქტურული,

ფუნქციური და გენეტიკური ერთეული; უჯრედის უნივერსალური თვისებები და მასში

მიმდინარე ნივთიერებათა ენერგიის ნაკადის ცვლის პროცესები. უჯრედის

სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაცია, ასევე, მასში მიმდინარე პროცესების

მოლეკულურ მექანიზმები ; ონტოგენეზისა და მრავალუჯრედიანი ორგანიზმის

დიფერენცირების ბიოლოგიური კანონზომიერებები. სამედიცინო პარაზიტოლოგიის

კურსი მოიცავს სამედიცინო ეკოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური

ფაქტორების ზემოქმედების შესწავლას ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ

ცხოველქმედებაზე.

მეცადინეობები მიმდინარეობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

ბიზნესის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ბიზნესის ძირითადი ელემენტები. მისცეს მას საშუალება დაეუფლოს

დაგეგმვისა და მართვის ბაზისურ უნარებს.

კომპიუტერული პროგრამები

სასწავლო კურსის მიზანია თანამედროვე სპეციალისტის ჩამოყალიბება, რომელიც

კარგად ფლობს ფლობს მათემატიკისა და სტატისტიკის ელემენტებს, ასევე

თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს, შეუძლია ელექტრონული ფოსტით

სარგებლობა და ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.

სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტს უნდა შევასწავლოთ ბიოლოგიური

პროცესების მოდელირების სახეები, სიახლეები ნაციონალური და მსოფლიო

საინფორმაციო რესურსების შესახებ ჯანდაცვაში, ახალი საინფორმაციო

ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნიკის და პროგრა¬მული საშუალებების

თანამედროვე მდგომარეობა.

სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა სწავლების ძირითადი მიზანია - ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპების გაცნობის,

ფიზიკის ძირითადი ცნებებისა და ცოცხალ ორგანიზმში მოქმედი ფიზიკის კანონების

Page 7: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ათვისების საფუძველზე სტუდენტს ჩამოვუყალიბოთ თანამედროვე მსოფლმხედველობა,

მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და ინტეგრირების უნარი, ლოგიკური და

ზუსტი აზროვნება. დიაგნოსტიკისა და თერაპიის ფიზიკური მეთოდების გამოყენებასთან

დაკავშირებული რისკის და არტეფაქტების, ფართოდ გავრცელებულ საყოფაცხოვრებო

თანამედროვე აპარატურასთან დაკავშირებული ფიზიკური ფაქტორების მავნე

ზემოქმედების შესწავლა – ეს არის სამედიცინო ფიზიკის ძირითადი საკითხები. ამ

საკითხებში გარკვევის გარეშე, შეუძლებელია ორიენტირება თანამედროვე მედიცინაში,

ადამიანის ანატომია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ადამიანის ორგანიზმის სისტემების

და ორგანოების აგებულების შესახებ მათ ფუნქციასთან, ზრდა-ანვითარებასთან და გარემოს

ზემოქმედებასთან კავშირში, ასაკობრივი, სქესობრივი და ინდივიდუალურ

თავისებურებათა გათვალისწინებით. სტუდენტმა პასუხი უნდა გასცეს არა მარტო შეკითხვას

,,როგორ არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი?", არამედ კითხვასაც ”რატომ არის იგი ასე

აგებული". ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორგანოს ანატომიური თავისებურებანი

განხილულ იქნება ფუნქციასთან კავშირში. ამ პრინციპზე დამყარებული თეორიული ცოდნა

დაეხმარება მომავალ ექიმს სხვადასხვა დაავადების მექანიზმების სწორად ახსნასა და

შესაბამის მკურნალობაში. სწავლის შედეგი: სტუდენტი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას,

რომელიც დაეხმარება პათოლოგიური ანატომიის, ფიზიოლოგიის, დინამიკური ანატომიის

და სხვა დისციპლინების საფუძვლიან ათვისებაში.

მეცადინეობები მიმდინარეობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგია

საწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს მრავალუჯრედიანი ორგანიზმის

აგებულება სუბუჯრედულ, უჯრედულ, ქსოვილოვან და ორგანოთა დონეზე და ის

ურთიერთობები, რაც ორგანიზმის სტრუქტურულ-ფუნქციურ მთლიანობას

უზრუნველყოფს, ასევე ადამიანის ორგანიზმის განვითარების ძირითადი ეტაპები და

შესაძლო განვითარების მანკები. სტუდენტი შეიძენს სინათლის მიკროსკოპთან

მუშაობის ჩვევებს. ჰისტოლოგიის შესწავლა სტუდენტს საფუძველს შეუქმნის

ფიზიოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის, პათოფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის

შესწავლისთვის.

მეცადინეობები მიმდინარეობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

პროფესიული ლათინური ენა

სასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია სამედიცინო უნივერსიტეტის

ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლება

ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მედიკოსების მიერ

ლათინური ენის პროფესიულ მოღვაწეობაში გამოყენებას. კურსის ამოცანაა:

საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა.

Page 8: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

უცხოური ენა

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უცხოური ენისა და სამედიცინო

ტერმინოლოგიის სწავლება ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც

ითვალისწინებს მედიკოსების მიერ უცხოური ენის პრაქტიკულ ფლობას და

პროფესიულ მოღვაწეობაში მის გამოყენებას. კურსის ამოცანაა საჯარო სკოლაში

უცხოურ ენაში მიღებული ცოდნის სრულყოფა და სამედიცინო ტერმინოლოგიის

შესწავლა, სამედიცინო თემებზე საუბრის, მოსმენილის გაგების, სამედიცინო ტექსტების

კითხვა-გაგების და უცხოელ კოლეგებთან მიწერ-მოწერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,

გარდა ამისა, სტუდენტთა ანალიზური აზროვნებისა და პროფესიული სრულყოფა

უცხოური ენის საშუალებით.

ბიოეთიკა

კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ბიომედიცინის სფეროში ახალი სამედიცინო

ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური,სამართლებრივი და

რელიგიური პრობლემები, საკანონმდებლო ბაზა და საერთაშორისოდოკუმენტები,

რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო საქმიანობას და ჯანდაცვის პოლიტიკას.სწავლის

შედეგი: ბიოეთიკის კურსის გავლის შედეგად სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ

ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს სამედიცინოდახმარების სრულ სპექტრს:

ჯანმრთელობის ხელშეწყობას და დაცვას,დაავადების პრევენციას, დიაგნოსტიკას,

მკურნალობას, მოვლასა დარეაბილიტაციას. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში

ცენტრალური როლიუნდა მიენიჭოს პიროვნების პატივისცემისა და თანასწორობის

პრინციპს, პაციენტის ინდივიდური არჩევანის უფლების წახალისებას, მისი

შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობას. ბიოეთიკის ფუნდამენტურ

წანამძღვარს წარმოადგენს იმის შეგნება, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლება

უნდა იყოს და არა პრივილეგია. სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ სფეროს

პოლიტიკისათვის ფუძემდებლურ პრინციპია სამართლიანობა; 'სამედიცინო

მომსახურება უნდა იყოს ეფექტური, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი,

არადამამცირებელი, დაფუძნებულითანაგრძნობაზე და სოციალურად მისაღები; 'უნდა

შემუშავდეს მექანიზმები,რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის

გათვითცნობიერებულ მონაწილეობას ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების

სფეროში პოლიტიკის შემუშავებისას, საზოგადოება და ცალკეული მოქალაქეები

ჩართული უნდა იყვნენ ჯანდაცვის საშუალებების არსისა და ხარისხის განსაზღვრაში.

აკადემიური წერის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია სამედიცინო უნივერსიტეტის

ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლება

ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მედიკოსების მიერ

ლათინური ენის პროფესიულ მოღვაწეობაში გამოყენებას. კურსის ამოცანაა:

საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა.

ბიოქიმიის საფუძვლები

Page 9: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

მოცემული სასწავლო კურსის მიზანია განიხილოს ის ბიოქიმიური კანონზომიერებანი,

რომლებიც დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური

პროცესებისათვის. მისი ძირითადი ამოცანებია შეისწავლოს ჯანმრთელ და დაავადებულ

ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების არსი

მოლეკულურ დონეზე. მეცადინეობები მიმდინარეობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

ფიზიოლოგია

ადამიანის (სამედიცინო) ფიზიოლოგია - თანამედროვე მედიცინის ფუნდამენტი -

შეისწავლის მოლეკულის, ქსოვილის, უჯრედის, ორგანოს, ორგანოთა სისტემის და

ფუნქციური სისტემის დონეზე მიმდინარე ყველა პროცესს და ფუნქციონირების

კანონზომიერებებს ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის - გარემოსთან

ურთიერთქმედების კონტექსტში და ინტეგრირებულად. ფიზიოლოგია, არსებითად,

ექსპერიმენტული მეცნიერებაა; თუმცა, ცხოველების ორგანიზმზე დადგენილი ყველა

კანონზომიერების სრული გადმოტანა ადამიანის ორგანიზმზე ყოველთვის მართებული

არაა, რამეთუ ამ უკანასკნელის რიგი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციები

განსხვავებულია როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად. ბოლო ათეული

წელიწადია გაჩნდა შესაძლებლობა გამოკვლევათა საკმარისად ფართო სპექტრის

ჩატარებისა ადამიანის ორგანიზმზე (მათი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტური

უვნებლობის პირობის უცილობელი დაცვით). აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია

ადამიანის ფიზიოლოგიის, როგორც სამეცნიერო და აკადემიური სპეციალობის

ეფექტური განვითარებისთვის. ადამიანის ფიზიოლოგიის შესწავლის ძირითად საგნად

და მიზნად განიხილება ცოცხალი, ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციები, მათი

ურთიერთკავშირი, ორგანიზმის ფუნქციონირების შეფასების პარამეტრები, სინჯები და

კრიტერიუმები, ფუნქციების რეგულირება, შეგუება გარემოსთან, წარმოშობა და

ჩამოყალიბება ევოლუციისა და ინდივიდური განვითარების პროცესში, ასევე

ფიზიოლოგიური პროცესების სუბუჯრედულ, უჯრედულ, ქსოვილურ, ორგანულ და

სისტემურ დონეზე დარღვევის როლი პათოლოგიის ჩამოყალიბებაში. ფიზიოლოგიური

ფუნქცია ორგანიზმის და მისი ნაწილების ცხოველქმედების გამოვლინებაა, რომელსაც

ძირითადად შეგუებითი მნიშვნელობა აქვს, მიმართულია საერთოორგანიზმული

სასარგებლო ეფექტის მისაღწევად და საფუძვლად უდევს ნივთიერებათა, ენერგიის და

ინფორმაციის ცვლა. სწავლის შედეგი: ფიზიოლოგიის სწავლება წინ უძღვის

პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ათვისებას.

მიკრობიოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: ე.წ. გადამდები (ინფექციური)

დაავადებების ბუნება - თუ რომელი მიკროორგანიზმები და როგორ იწვევენ ამ

დაავადებებს; მიკროორგანიზმების კლასიფიკაციის პრონციპები, მათი თვისებები,

არსებობის პირობები; ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე

მეთოდები, სპეციფიკური პროფილაქტიკის და ანტიმიკრობული მკურნალობის

ეფექტური საშუალებები; არაინფექციური დაავადების ეტიოპათოგენეზის,

Page 10: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

პროფილაქტიკის და თერაპიის მიკრობიოლოგიური ასპექტები. სამედიცინო

მიკრობიოლოგიის კურსით სტუდენტი მიიღებს მრავალმრხივ ინფორმაციას თვალით

უხილავი მიკრობების სამყაროს შესახებ, რომელთანაც ადამიანს უწევს თანაარსებობა;

გაეცნობა მიკროორგანიზმების კლასიფიკაციის პრონციპებს, მათ თვისებებს, არსებობის

პირობებს. გაერკვევა ეკოლოგიური მიკრობიოლოგიის პრინციპებში; გაიგებს, თუ რა

არის პათოგენობა, რაში მდგომარეობს ინფექციური აგენტის როლი ინფექციური

დაავადების განვითარების პროცესში და რატომ არის შესაძლებელი, რომ დაავადება,

გამოწვეული ერთი და იგივე სახეობის მიკროორგანიზმით, სხვადასხვა ადამიანში

განსხვავებული კლინიკური ინტენსიობით ომდინარეობდეს; გაიგებს, თუ რა არის

ნოზოკომიური ინფექცია, რატომ არის მისი წარმოშობა აკავშირებული პირველ რიგში

ე.წ. პირობითპატოგენურ მიკროორგანიზმებთან და რატომ წარმოადგენს ის ასეთ დიდ

პრობლემას ჯანდაცვის სისტემისათვის. მეცადინეობები მიმდინარეობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

უმაღლესი მათემატიკის საფუძვლები

თანამედროვე მათემატიკური მეთოდების, შესაბამისი კომპიუტერული

უზრუნველყოფის გაცნობა და შესწავლა, რომელიც წარმოადგენს თეორიული და

პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას. იგი განაპირობებს სტუდენტის

ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, ბაზისური ცოდნის მიღებას, რომელიც

შემდგომში სპეციალისტს დაეხმარება სამედიცინო კვლევის მონაცემების დამუშავებასა

და ანალიზში.

მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა

კურსის მიზანია სტუდენტებმა და მომავალმა სპეციალისტებმა იცოდნენ:

სამედიცინო გენეტიკის ძირითადი კონცეფციები; ადამიანის მემკვიდრეობითი და

გარემო ფაქტორების როლი სხვადასხვა პათოლოგიური სიმპტომებისა და ნიშნების

აღმოცენებაში. ადამიანთან მიმართებაში განსაზღვრული გენეტიკური

პრინციპებისა და ეუკარიოტული გენების ექსპრესიის მექანიზმების

თავისებურებები; სამედიცინო გენეტიკის იმ მეთოდური მიდგომების ძირითადი

პრინციპების აღწერა, რომელიც დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ყველა

ცივილიზებული ქვეყნის სამედიცინო კვლევით ცენტრში. ეს ის საკითხებია,

რომელთა ცოდნა და მისი მუდმივი სრულყოფა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

დასაქმებულ ყოველი პროფესიონალისთვის სასურველია.

მედიცინის ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: სამედიცინო აზროვნების

განვითარების ძირითადი ეტაპები და კანონზომიერებები; სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის

ტრადიციული მედიცინის სამედიცინო_სააზროვნო სისტემის ზოგადი პრინციპები,

Page 11: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

წარმოშობის წინამძღვრები და მექანიზმები; მედიცინის ისტორიის პერიოდიზაცია;

მედიცინის ისტორიის შესწავლის წყაროები: ძველი სამედიცინოდამწერლობითი

ძეგლები, ხალხური მედიცინის ნიმუშები, არქეოლოგიური მასალა, აგიოგრაფიული,

მხატვრული და ფოლკლორული მასალა, მედიცინის, მითოსის და რელიგიის

ურთიერთმიმართება; მსოფლიოში არსებული სამედიცინო_სააზროვნო სისტემების

(ჰომეოპათია, ანთროპოსოფია, ნატუროპათია, ჰოლისტიკური მედიცინა, იზოთერაპია,

ჰომოტოქსიკოლოგია და სხვ.) და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული მედიცინის

ძირითადი პრინციპები, ზოგადი თეორიული საფუძვლები; საქართველოს და მსოფლიოს

სამედიცინო_ისტორიული ფაქტოლოგიური მასალა; ტრადიციული მედიცინის

მეთოდების და საშუალებების აპრიორული შეფასების მეთოდები.

სამედიცინო სოციოლოგიის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს ზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ჯანმრთელობის შეფასებისა გზები და საშუალებები, სოციოლოგიური

კვლევის მეთოდების არსი და მათზე დაფუძნებული გადაწვეტილებების მიღება.

ეკოლოგიური ქიმია

ეკოლოგიური ქიმიიას კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს გარემოს ატმოსფეროს,

ჰიდროსფეროსა და ნიადაგის მდგომარეობისა და თვისებების განმსაზღვრელი ქიმიური

პროცესები; შეუქმნას მათ წარმოდგენა სტრატოსფეროს ოზონის შრის რღვევასა და

გლობალურ დათბობაზე, ტროპოსფეროს, ნიადაგისა და ზედაპირული წყლების

დაბინძურებასა და ამ დაბინძურების სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

დაანახოს მათ რეგიონალურ და გლობალურ ცვლილებათა პრობლემები, როგორც

ბუნებრივი ქიმიური წონასწორობის ანთროპოგენური დარღვევების შედეგები, მჭიდრო

კავშირი ქიმიურ და ბიოლოგიურ ევოლუციებს შორის; შეუქმნას მათ საბაზისო

წარმოდგენები ქიმიის ცოდნისა და მეცნიერული კვლევების შედეგების ეფექტური

გამოყენების თაობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირებული ორგანიზაციისას

ეკოლოგიური ქიმიის შესწავლის წინაპირობაა სამედიცინო ქიმიის კურსის

წარმატებული ათვისება

ფინანსების თეორიის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით,

შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტს ფინანსების

თეორიის საფუძვლები, პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნლოვანი ცოდნის

მისაღებად და შესაბამისი პრიორიტეტების შესარჩევად.

ლიდერობა

სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს და გამოუმუშაოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის

მომავალ სპეციალისტს ლიდერობის უნარ-ჩვევები, პროფესიული თვალსაზრისით

Page 12: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

მნიშვნლოვანი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაბამისი

პრიორიტეტების ასარჩევად.

სამედიცინო ფსიქოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ფსიქოლოგიის ძირითადი

ცნებები, ფაქტები და თეორიები, ცხოვრებისეული და პროფესიული პრობლემების

(კომუნიკაცია, ლიდერობა და მართვა, მოლაპარაკებები, სოციალური პერცეფცია,

თვითრეგულაცია და ა.შ.) თავისებურებები და მათი გადაჭრის პრაქტიკული

ხერხები.

მეცადინეობა ტარდება სალექციო კურსისა და სემინარების სახით.

ზოგადი ანგარიშსწორება და ფინანსური ანალიზი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ზოგადი ანგარიშსწორებისა და ფინანსური ანალიზის საკვანძო

საკითხები, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მიღწევის გზები და

საშუალებები

პათოლოგიური ფიზიოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია პათოლოგიური პროცესების და დაავადებების

აღმოცენების, განვითარების, გამოსავლის მექანიზმების და ძირითადი

კანონზომიერებების შესწავლა. კურსის ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტს

დაავადების და პათოლოგიური პროცესის არსი, ბუნება, ორგანიზმის

პათოლოგიური, დაცვითი და საკომპენსაციო რეაქციები, მათი მექანიზმი,

ურთიერთკავშირი და მნიშვნელობა, ეტიოლოგიურ ფაქტორთა მოქმედების

მექანიზმი, ტიპობრივი პათოლოგიური პროცესების არსი და პათოგენეზი,

ნივთიერებათა ცვლის, ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციის

დარღვევათა ტიპობრივი ფორმები და მოამზადოს ის ეტიოტროპული და

პათოგენეზური მკურნალობის, დაავადებათა პროფილაქტიკის პრინციპების

შეთვისებისთვის.

სწავლება მიმდინარეობს ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

პათოლოგიური ანატომია

პათოლოგიური ანატომიის შესწავლა მიზნად ისახავს ავადმყოფობისათვის

დამახასიათებელი ზოგადი მოლეკულური, სტრუქტურული და ფუნქციური

ცვლილებების მექანიზმების ათვისებას და ზოგადი პათოლოგიური პროცესების

გამოვლენის თავისებურებებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში.

კურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების,

კოლოკვიუმების ფორმატით.

ჰიგიენის საფუძვლები

Page 13: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ნებისმიერი პროფილის ექიმის (და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის

სპეციალისტის) მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰიგიენის, როგორც

ძირითადი პროფილაქტიკური დისციპლინის, შესწავლას, რომელიც აყალიბებს

მომავალი სპეციალისტის მსოფლმხედველობას უსაფრთხო გარემოს შექმნის

ასპექტში.

ჰიგიენის საფუძვლების სასწავლო კურსის პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი

სპეციალისტისათვის საბაზისო ცოდნის მიცემას, რაც უზრუნველყოფს სწავლების

შემდგომ ეტაპებზე კერძო ჰიგიენის კურსის (კომუნალური, კვების, რადიაციული,

ბავშვთა და მოზარდთა, შრომის) და პრევენციული მედიცინის (ჯანმრთელობის

ხელშეწყობის) საუკეთესოდ ათვისებას. პროგრამა მოიცავს საკითხებს ეკოსისტემის,

გარემოს ფაქტორების მდგომარეობის, მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის,

ინფექციური და არაინფექციური ეტიოლოგიის დაავადებების პრევენციისა და

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზების შესახებ,

რომელთა ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა

საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების – ჯანმრთელობისათვის

უსაფრთხო გარემოში ცხოვრების – დაცვა. პროგრამის ძირითადი მიზანია

მომზადდეს სპეციალისტი, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ისეთი

პრობლემების გადაწყვეტაზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება

და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობებზე მისი უარყოფითი

ზეგავლენის შემცირება ჯანმრთელობის საერთო გაუმჯობესების მიზნით.

სამედიცინო ეკოლოგია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება

გარემო ფაქტორების როლის შეცნობას ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თვალსაზრისით

და მის მომზადებას რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებისა და მართვის საკითხებში.

სამედიცინო ეკოლოგიის სასწავლო კურსის პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი

სპეციალისტისათვის ცოდნის მიცემას, რომელიც მოიცავს საკითხებს სტაბილური

ეკოსისტემის მნიშვნელობის და ამ სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ, რაც მომავალში

კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს პროფესიულად მიუდგეს მთელ რიგ საკითხებს,

რომლებიც ეკოსისტემის ცვლილებას და ამ მიზეზით განპირობებულ ადამიანის

ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხება. აღნიშნული საკითხების ცოდნა განსაკუთრებულ

აქტუალურობას იძენს თანამედროვე პერიოდში – გარემოში მიმდინარე გლობალური

ცვლილებების (გარემოს გლობალური დაბინძურება, გლობალური დათბობა, კლიმატის

ცვლილება, ბუნებრივი კატაკლიზმები, საომარი მოქმედებები და სხვ.) ფონზე.

ფარმაკოლოგია

ფარმაკოლოგიის საფუძვლების სწავლების მიზანია ადამიანის ორგანიზმზე წამლის

მოქმედების შესაძლო მექანიზმებისა და მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების,

აგრეთვე, ორგანიზმში წამლის შეწოვის განაწილების, გარდაქმნისა და

ორგანიზმიდან წამლის ექსკრეციის პროცესების შესწავლა, სიმპათიკურ და

Page 14: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე და გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი

წამლების ძირითადი კლასებისა და მათი ზოგიერთი წარმომადგენლის თვისებების

თაობაზე ცოდნის შეძენა.

სწავლება მიმდინარეობს ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

ფსიქოჰიგიენა

მომავალი სპეციალისტის მიერ ფუნდამენტური ცოდნის მიღება პრაქტიკული

ამოცანების გადასჭრელად ფსიქოჰიგიენაში. სასწავლო კურსი ითვალისწინებს

სტუდენტისათვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას მოსახლეობის

ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების, პრევენციის, პროირიტეტული პრობლემების

გამოკვეთისა და მათი გადაჭრის თვალსაზრისით.

ბიოსტატისტიკა და კვლევის საშუალებები

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში

საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტის მომზადება და წინაპირობის შექმნა

შემდგომში ეპიდემიოლოგიის საფუძვლების, ეპიდემიოლოგიური

ზედამხედველობისა და გამოყენებითი ეპიდემიოლოგიის საკითხების

ასათვისებლად.

აღნიშნული სასწავლო კურსის სწავლება მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

- მონაცემთა შეგროვების, დაჯგუფებისა და ანალიზის მეთოდების ათვისება;

- სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით (სათანადო თეორიული და პრაქტიკული

ცოდნის საფუძველზე) მოსახლეობის ავადობის შესახებ მონაცემების დამუშავება,

მკურნალობის მეთოდების და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ეფექტურობის

შეფასება.

ზოგადი თერაპია

კურსის სწავლების მიზანია გავრცელებული ნოზოლოგიების ეტიოლოგიის,

პათოგენეზის, კლასიფიკაციის, კლინიკური გამოვლინებების შესწავლა. ტიპიური

მიმდინარეობის დაავადებათა მქონე პაციენტის დიაგნოზის ფორმირება,

მკურნალობის სქემისა და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა დასახვა, ზოგიერთი

ექსტრემალური მდგომარეობის დროს გადაუდებელი საექიმო დახმარების

აღმოჩენა.

სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და ავადმყოფის

საწოლთან სწავლების ფორმატში.

ზოგადი ქირურგია ტრავმატოლოგიით

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ქირურგიულ ავადმყოფთა

კლინიკური გამოკვლევის მეთოდები, ქირურგიული მკურნალობის პრინციპები და

ძირითადი ქირურგიული დაავადებების სემიოტიკა. სტუდენტებმა უნდა

შეისწავლონ ასეპტიკა და ანტისეპტიკა, ასევე ტრავმატოლოგიის ზოგადი საკითხები,

Page 15: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ზოგადი ონკოლოგია, განვითარების მანკები, პლასტიკური და რეკონსტრუქციული

ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია.

სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და ავადმყოფის

საწოლთან სწავლების ფორმატში.

კანისა და ვენერიული სნეულებანი

სასწავლო კურსის მიზანია კანისა და სქესობრივი გზით გადამდებ გავრცელებულ

დაავადებათა კლასიფიკაციის, მათი დიაგნოსტიკის მეთოდების და მკურნალობის

პრინციპების გაცნობა.

სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და ავადმყოფის

საწოლთან სწავლების ფორმატში.

ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა

საარსებო გარემოს ბუნებრივი (ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური) ფაქტორების

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესწავლა-შეფასებისა და

პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო

ღონისძიებების შემუშავების პრინციპების დაუფლება; ამ ღონისძიებების

შესრულებაზე კონტროლის განხორციელების საფუძვლების შესწავლა.

კვების ჰიგიენა

მომავალი სპეციალისტის მიერ ფუნდამენტური ცოდნის მიღება პრაქტიკული

ამოცანების გადასაწყვეტად კვების მეცნიერების დარგში. სასწავლო კურსი

ითვალისწინებს სტუდენტის მიერKრაციონალური კვების ასპექტების, კვებითი

სტანდარტების, კვების უსაფრთხოების საკითხებისა და მათი შეფასების

მეთოდების შესწავლას.

ინფექციურისნეულებანი პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტის მომზადება

ინფექციურ დაავადებებში. პროგრამაში გათვალიწინებულია მოთხოვნები, რომლებიც ამ

ეტაპზე დგას ჩვენს ქვეყნაში და ორიენტირებულია ბაკალავრზე დაკისრებული მოვალეობის

ოპტიმალურად შესრულებაზე: მწვავე და ქრონიკული გადამდები ინფექციური დაავადებით

ავადმყოფთა გამოვლენა; მათი პირველადი სინდრომალური დიაგნოსტიკა; ინფექციური

ავადმყოფისათვის

პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტების ათვისება, ეტიოტროპული და

პათოგენეზური მკურნალობის პრინციპების შესწავლა ბაქტერიული და ვირუსული

ინფექციების დროს ,საქართველოში გავრცელებული პარაზიტული დაავადებებისა და

ჰელმინთოზების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპების შესწავლა.

საოჯახომედიცინა სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე

კურსის სტუდენტებს საოჯახო მედიცინის არსი, `ოჯახის ექიმის~, როგორც სპეციალობის

თავისებურებები და ოჯახის ექიმის როლი პირველად ჯანდაცვასა და საერთოდ

Page 16: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ოჯახის ექიმის საქმიანობის, პირველადი ჯანდაცვისა

და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ურთიერთმიმართება; დაანახვოს მას ოჯახის ექიმის

საქმიანობის ყოვლისმომცველობა და მრავალფეროვნება, ოჯახის ექიმის სპეციფიკური

უნარი პრობლემების გადაჭრისა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადებათა

პრევენციასთან, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვასთან; ოჯახის ექიმის

საქმიანობის მაგალითზე გააცნოს სტუდენტს გუნდური მუშაობის პრინციპები,

კომუნიკაციის მეთოდები, სამედიცინო მომსახურების ეთიკური ასპექტები და სამედიცინო

მომსახურების ხარისხის განმაპირობებელი ფაქტორები.

ხელოვნური გარემოს ჰიგიენა

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობით წარმოქმნილი

ხელოვნური (ანთროპოგენური) ფაქტორების ზემოქმედების შესწავლა-შეფასებისა

და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-

ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავების, ამ ღონისძიებების შესრულებაზე

კონტროლის განხორციელების საფუძვლების შესწავლა.

ნუტრიციოლოგიის სპეციალური კურსი

მომავალი სპეციალისტის მიერ ფუნდამენტური ცოდნის მიღება პრაქტიკული

ამოცანების გადასჭრელად ნუტრიციოლოგიაში. სასწავლო კურსი ითვალისწინებს

სტუდენტის მიერ მოსახლეობის კვებითი ჯანმრთელობის შეფასების უნარ-ჩვევების,

პროირიტეტული პრობლემების გამოკვეთისა და პრევენციის მეთოდების

დაუფლებას.

ჯანდაცვის სერვისები, ჯანმრთელობის ინდიკატორები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ჯანმრთელობის მახასიათებლები და ინდიკატორები, მათი შეფასების

საშუალებები, საინფორმაციო სისტემების რაციონალური გამოყენება, სამედიცინო

სერვისების საჭიროების განსაზღვრისა და მიწოდების ფორმები. სამედიცინო

სერვისების მიწოდება ეფუძნება ჯანმრთელობის სარწმუნო ინდიკატორებს, ხოლო

ხარისხიანი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია.

ეპიდემიოლოგიის საფუძვლები

საზოგადოებრივი ჯანდაცისა და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში

საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტის მომზადება და წინაპირობის შექმნა

შემდგომში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და გამოყენებითი

ეპიდემიოლოგიის საკითხების ასათვისებლად. აღნიშნული სასწავლო კურსის

სწავლება მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

1. ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების ათვისება;

2. ეპიდემიოლოგიური კვლევების განხორციელებისათვის აუცილებელი ძირითადი

ჩვევების ჩამოყალიბება;

Page 17: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

3. უნარ-ჩვევების შეძენა მოსახლეობაში დაავადებების (როგორც ინფექციური, ისე

არაგადამდები) გავრცელების მიზეზების, პირობების და რისკის ფაქტორების

გამოსავლენად.

ფტიზიატრია

სასწავლო კურსის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალი სპეციალისტი

აღჭურვოს ტუბერკულოზის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის

აუცილებელი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. აღნიშნული

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ტუბერკულოზის კონტროლის

პროგრამაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს და ქვეყნის მასშტაბით

ტუბერკულოზის სწორ მართვას განაპირობებს.

რადიაციულიჰიგიენა

ადამიანის ორგანიზმზე, ადამიანთა კოლექტივზე, პერსონალზე მთელ მოსახლეობაზე

რადიაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სახის მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების

თავისებურებათა შესწავლისა და პროფილაქტიკის ჰიგიენური ღონისძიებების შემუშავების

პრინციპების შესწავლა

ფსიქიატრია

სასწავლი პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და

საქართველოში არსებული სამედიცინი და ფსიქიატრიული დახმარების მოდელები,

დაფინანსების ფორმები და პრიორიტეტები. Fფსიქიკურ აშლილობათა გავრცელება,

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში. საქართველოში არსებული

ფსიქიატრიული დახმარების სერვისები

სასამართლო მედიცინა და ექიმის მოღვაწეობის სამართლებრივი საფუძვლები

სასამართლო მედიცინა შეისწავლის ყველა იმ სამედიცინო-ბიოლოგიურ საკითხს, რომელიც

აღიძვრება სამართალდამცავი ორგანოების წინაშე გამოძიების ან სასამართლოს

მიმდინარეობის პროცესში სისხლის სამართლის ან სამოქალაქო საქმეების განხილვის

დროს. დისციპლინის მიზანია სტუდენტს მიაწოდოს ოპტიმალური თანამედროვე

ინფორმაცია ზემოაღნიშნული სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების შესახებ, რათა მან

შეძლოს, სწორად და კომპეტენტურად გააკეთოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში,

სწორად და ზუსტად აღწეროს დაზიანებები და პათოლოგიური პროცესები, რითაც ხელს

შეუწყობს შემდგომში სასამართლო სამედიცინო ექსპერეტიზას და გამოძიებას, თავისი

საექიმო მოღვაწეობის პერიოდში თავიდან აიცილოს საექიმო დანაშაულისა და საექიმო

შეცდომის შესაძლო შემთხვევები, როგორც ექიმმა-ექსპერტმა, საჭიროების შემთხვევაში

კონსულტაცია და დახმარება აღმოუჩინოს სამართალდამცავ ორგანოებს სამედიცინო-

ბიოლოგიური საკითხების გასარკვევად, მონაწილეობა მიიღოს საკომისიო და კომპლექსურ

ექსპერტიზებში და გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

კურსის სწავლება მიმდინარეობს კომპლექსური ფორმატით: ლექციები, პრაქტიკული

მეცადინეობები, სიტუაციური ამოცანების ანალიზი, თვალსაჩინოებებზე მუშობა,

შემთხვევის ადგილზე გვამის დათვალიერებისა და დაზიანებების აღწერის შესწავლა

Page 18: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

მულაჟებზე და სათანადო დოკუმენტების შედგენის პრინციპების შესწავლა საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.

პრაქტიკა პირველად ჯანდაცვაში

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების,

ოჯახის ექიმის და პჯდ გუნდის პრაქტიკული საქმიანობა და ამ საქმიანობის შედეგები;

მისცეს საშუალება სტუდენტებს, აღნიშნულზე დაკვირვების და შესაბამისი პროექტის

განხორციელების საფუძველზე გამოიმუშაონ ხარისხის სხვადასხვა ასპექტის შეფასების

უნარ-ჩვევები.

გამოყენებითი საზოგადოებრივიჯანდაცვა (1,2,3)

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს მომავალ სპეციალისტს საზოგადოებრივი

ჯანდაცვის არსი და პრინციპები, მისი როლი და ადგილი ჯანდაცვის სისტემაში,

საქმიანობის სფეროები, სკრინინგული კვლევების ჩატარების მეთოდი.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინფორმაციის როლი და ფორმირება. გამოყენებითი კვლევის

მეთოდები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი

მაჩვენებლები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ფორმირებისა და მართვის

პრინციპები. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფორმები და პრინციპები.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საკანონმდებლო დოკუმენტები და რეგულირების

პრინციპები. საერთაშორისო რეგულაციები გამოყენებით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ფორმირებისა და მართვის პრინციპები და

მეთოდები. მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის სახელმწიფო გარანტირების

უზრუნველყოფაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ადგილი და როლი.

მტკიცებითი მედიცინა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

სასწავლო კურსის მიზანია შეასწვლოს მომავალ სპეციალისტს ადიქტოლოგიისა და

გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მულტიდისციპლინარული კოლაბორაციის

პრინციპები, ეფექტური კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავების მეთოდები,

ადიქტოლოგიის საფუძვლები.

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა

საზოგადოებრივი ჯანდაცისა და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში

საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტის მომზადება და წინაპირობის შექმნა შემდგომში

გამოყენებითი ეპიდემიოლოგიის საკითხების ასათვისებლად. აღნიშნული სასწავლო

კურსის სწავლება მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

1. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პრინციპების ათვისება;

2. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელი

ძირითადი ჩვევების ჩამოყალიბება;

3. უნარ-ჩვევების შეძენა ცალკეულ დაავადებებზე (როგორც ინფექციური, ისე

არაგადამდები) ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელებისათვის.

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, პრიორიტეტების

Page 19: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

განსაზღვის მეთოდები და ფორმები, ახალი პოლიტიკის შემუშავების მეთოდიკა, მართვის

თანამედროვე ეფექტური მოდელები

ბავშვთადამოზარდთაჰიგიენა

შრომისჰიგიენა

ადამიანის შრომითი საქმიანობის პროცესში ორგანიზმზე მოქმედი შრომის პროცესისა და

საწარმოო გარემოს ფიზიკური ბუნების პროფესიული ფაქტორებისა და მათი

პროფილაქტიკის ღონისძიებების შემუშავების პრინციპების შესწავლა.

ადამიანის შრომითი საქმიანობის პროცესში ორგანიზმზე მოქმედი პროფესიული

ფაქტორების შესწავლისა და მათი პროფილაქტიკის ღონისძიებების შემუშავების

პრინციპების შესწავლა.

პროფესიული პათოლოგიის საფუძვლები

სტუდენტის მიერ პროფესიულ მედიცინაში გამოყენებული ნორმატიული ბაზის გაცნობა,

საწარმოო მავნეობისა და რისკის, ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შეფასების

კრიტერიუმების დაუფლება, პროფესიული უუნარობის შეფასებისა და კომპენსაციის

პრინციპების გაცნობა

გამოყენებითი ეპიდემიოლოგია

საზოგადოებრივი ჯანდაცისა და პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში

საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტის მომზადება. აღნიშნული სასწავლო კურსის

სწავლება მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

1. ცალკეული ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის

პრინციპების ათვისება;

2. ძირითად ინფექციურ დაავადებათა ერთეული და მრავლობითი შემთხვევების

ეპიდემიოლოგიური კვლევის აუცილებელი ჩვევების ჩამოყალიბება;

3. ძირითად ინფექციურ დაავადებათა მიმართ პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო

ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

აღნიშნული კურსი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცისა და

პროფილაქტიკური მედიცინის სფეროში საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტის

მომზადება. აღნიშნული სასწავლო კურსის სწავლება მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

1. საავადმყოფოსშიგა ინფექციების თავისებურებები და ეპიდზედამხედველობის

ორგანიზაციული საკითხები;

2. კლინიკური ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების ათვისება;

3. არაგადამდებ დაავადებების (ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის)

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პრინციპები;

4. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის

ორგანიზაციული საფუძვლები;

5. ძირითად გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, პროფილაქტიკის და

ზედამხედველობის საკითხების გათვალისწინებით ავდობის სტრუქტურული ანალიზი.

ჯანდაცვის დაფინანსება და დაგეგმვა

ამასთნ ერთდ სასწავლო კურსის მიზანია თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტს

Page 20: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ჯანდაცვის დაფინანსებისა და დაგეგმვის სისტემები, მათი გამოყენება. სასწავლო კურსი

სათანადოდ უკავშირებს აღრიცხვისა და ფინანსურ კონცეპციებს და საშუალებას აძლევს

სტუდენტს დეტალურად გაიაზროს ჯანდაცვის სამსახურების ფინანსური მენეჯმენტი.

პროფესიული პათოლოგია

საწარმოო მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაავადებების ეტიოლოგიის, განვითარების

მექანიზმების, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ზოგადი პრინციპების შესწავლა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობა

ნებისმიერი პროფილის ექიმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკის მომზადებაში

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პრევენციული მედიცინის, როგორც ძირითადი

პროფილაქტიკური დისციპლინის, შესწავლას, რომელიც აყალიბებს მომავალი

სპეციალისტის მსოფლმხედველობას უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი

წესის დანერგვის ასპექტში.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) დაავადებათა პრევენცია

ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც

განპირობებულია იმით, რომ განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი ქვეყნისათვის

(განსაკუთრებით განვითარებადისათვის) გაცილებით უფრო ადვილია ბრძოლა დაავადების

განვითარების წინააღმდეგ, ვიდრე უკვე აღმოცენებული დაავადების აღმოფხვრა.

საკითხისადმი ასეთი მიდგომა მომგებიანია როგორც წმინდა მორალური, ასევე

ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული

ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან ხშირად საკმაოდ სოლიდურ

დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ეს დანახარჯები მნიშვნელოვნად ნაკლებია

დაავადებული ადამიანების მკურნალობის ხარჯებთან შედარებით.

პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს მომავალი სპეციალისტი ინფექციური და

არაინფექციური ეტიოლოგიის დაავადებების პრევენციის საკითხების აუცილებელი

ცოდნით.

პროგრამის ძირითადი მიზანია მომზადდეს სპეციალისტი, რომლის საქმიანობა

მიმართული იქნება ისეთი პრობლემის გადაწყვეტაზე, როგორიცაა ცხოვრების წესის

ცვლილება (ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების უარყოფა, მავნე პროდუქტების

გამოყენების შემცირება და მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის გაძლიერება)

ჯანმრთელობის საერთო გაუმჯობესების მიზნით.

სადაზღვევო მედიცინის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს სადაზღვევო სისტემის ფორმები, ადაპტირებისა და დანერგვის მეთოდები და

სისტემები.

ჰოსპიტალური მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ჰოსპიტალური მენეჯმენტის არსი, მისი ფორმები და გამოყენების

ოპტიმალური მეთოდები.

გარემოს მედიცინა

Page 21: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

სასწავლო კურსის გავლა შესაძლებელია შემდეგი საგნების შესწავლის შემდეგ: ბუნებრივი

გარემოს ჰიგიენა, ხელოვნური გარემოს ჰიგიენა, რადიაციული ჰიგიენა, შრომის ჰიგიენა I და

II, პროფესიული პათოლოგია.

პროფესიული ჯანმრთელობა

პროფესიული ჯანმრთელობის დარღვევის განვითარების რისკის შეფასების, პრევენციული

ღონისძიებების შემუშავებისა და საექიმო-შრომითი ექსპერტიზისა და პროფესიული

რეაბილიტაციის ზოგადი პრინციპების შესწავლა.

კვებისა და ასაკობრივი მედიცინის სპეც. კურსი

მომავალი სპეციალისტის მიერ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა კვების მეცნიერებასა და

ასაკობრივ მედიცინაში. სასწავლო კურსი ითვალისწინებს მოსახლეობის კვებითი

ჯანმრთელობის შეფასების, ასაკობრივი მედიცინის სტანდარტებისა და მახასიათებლების

საკითხების განხილვას და სტუდენტის მიერ შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლებას

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ჯანდაცვაში

სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტს

ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ასპექტები

ფინანსური მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ფინანსური მენეჯმენტის არსი, მისი ფორმები და გამოყენების ოპტიმალური

მეთოდები

მენეჯმენტის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს მენეჯმენტის საფუძვლები, პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდები და

ფორმები, მართვის ახალი მოდელების შექმნის მეთოდიკა, მართვის თანამედროვე

ეფექტური მოდელების დანერგვის პრინციპები

ოპერატიული მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს ოპერატიული მენეჯმენტის საფუძვლები, პრიორიტეტების განსაზღვის

მეთოდები და ფორმები, მართვის ახალი მოდელების შექმნის მეთოდიკა, კონფლიქტების

მართვისა და რეგულირების მექანიზმები, მართვის ფსიქოლოგიური ასპექტების შეფასება.

ჯანდაცვის სამართლებრივი რეგულირება სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტს

საექიმო საქმიანობის რეგულირების საკითხები, სამედიცინო პერსონალის ვალდებულებები,

ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

სასწვლო კურსის გავლისას სტუდენტი გაეცნობა საერთაშორისო აქტებს პაციენტთა უფლებების

დაცვის სფეროში,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პაციენტთა უფლებების

Page 22: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

დაცვს საკითხებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პაციენტთა უფლებების დაცვის

საქმეში.

ბ/ არჩევითი დისციპლინები

თვალის სნეულებანი მხედველობის ორგანოს კლინიკური ანატომია, ფუნქციები და ფიზიოლოგია.

გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები. თვალშიგა წნევის და

მხედველობის ველის განსაზღვრა. მისი შეფასება. ანამნეზის შეგროვება. ძირითად

პათოლოგიათა კლინიკა, დიფერენციული დიაგნოსტიკა.

მულტიდისციპლინურ სიტუაციაში ოფთალმოლოგიური დახმარების გაწევა, დარგობრივი

სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიღებულ მონაცემთა

დასაბუთებული განმარტება. ოფთალმოლოგიური სიმპტომატიკის

გამოყენება ზოგადი _ სომატური დაავადების დიაგნოსტიკაში. გადაუდებელ შემთხვევებში

პირველადი დახმარების გაწევა, სიტუაციის ანალიზი, მიღებული ინფორმაციის სწორი

ჩამოყალიბება. ოფთალმოფარმაკოლოგიური პრეპარატების მიზნობრივი გამოყენება

ოტო-რინო-ლარინგოლოგია

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებების შესწავლის მიზნად და ძირითად საგნად

განიხილება ლორ-ორგანოების კლინიკური ანატომია, ფიზიოლოგია და დაავადებათა

დიაგნოსტიკის და მკურნალობის ძირითადი მეთოდები.

კლინიკური უნარჩვევების ძირითადი პრინციპები კურსის მიზანია სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნას გადაუდებელი დახმარების

როგორც თეორიული საფუძვლები, ასევე საკუთრივ დახმარების ტექნიკა სასიცოცხლო

ჩვენების მიხედვით ექსტრემალურ სიტუაციებში

სპორტული მედიცინა და რეაბილიტოლოგია სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის, როგორც მულტიდისციპლინური

საგნის სწავლების მიზანია, მომავალ სპეციალისტებს შეასწავლოს ფიზიკური მედიცინისა

და რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, რომელთა მიხედვითაც

წარმოებს ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის, შემდეგ კი – შრომის უნარის სრული ან

ნაწილობრივი აღდგენა სხვადასხვა დაავადებისა და ტრავმის დროს. ამასთან ერთად,

სტუდენტები გაეცნობიან ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანის ცხოვრების ჯანსაღი

წესის დამკვიდრების იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რაც ფიზიკურ აქტივობასთანაა

დაკავშირებული. შესაბამისად, სტუდენტები აითვისებენ ფუნქციური გამოკვლევის

მეთოდებს დოზირებული ფიზიკური დატვირთვების დროს ჯანმრთელ და დაავადებულ

პირებსა და სპორტსმენებში. სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის

დისციპლინის ამოცანაა, სტუდენტებმა თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლონ

მოძრაობის რეჟიმის განსაზღვრა, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის

შრომისუნარიანობის ამაღლებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. სპორტსმენთა

გამოკვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების თავისებურებათა შესწავლა

სტუდენტებს საშუალებას მისცემს, დაეუფლონ სპორტის სწორ გამოყენებას როგორც

გამაჯანსაღებელი, ისე სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად.

Page 23: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ნევროლოგია პროგრამის მიზანია - საბაზისო დონეზე გააცნოს სტუდენტს თანამედროვე კლინიკური

ნევროლოგიის მდგომარეობა; ჩამოუყალიბოს სტუდენტს ნევროლოგური ავადმყოფის

გამოკვლევის ჩვევები და სიმპტომთა და სინდრომთა ინტერპრეტაციისა და ტოპიკური

დიაგნოსტიკის ჩატარების უნარი; მიაწოდოს და შეასწავლოს უახლესი შეხედულებები

ნერვული სისტემის დაავადებების ეტიოლოგიის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და

მკურნალობის შესახებ. პროგრამაში ჩადებულია პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომის

საფუძვლები. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა მისი როგორც ვერტიკალური, ისე

ჰორიზონტალური ინტეგრირება სტუდენტის მიერ სხვა დისციპლინების შესწავლისას.

კურორტოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტებს:

• ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორე¬ბის ფიზიოლოგიური

მოქმედების მექანიზმები;

• ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების კლინიკურ

მედიცინაში გამოყენების მიზანშეწონი¬ლობა;

• საქართველოს კურორტები;

• ფიზიოთერაპიული და კურორტუ¬ლი საქმიანობის, ფიზიოთერაპიუ¬ლი

განყოფილების (კაბინეტის), ბალნეოლოგიური განყოფილების, კურორტის

ორგანიზაციის ძირითა¬დი პრინციპები;

• საგზურების დაგეგმარებისა და გაცემის პრინციპები;

• დოკუმენტაციის წარმოების პრნციპ¬ები;

სტუდენტი პრაქტიკულად გაეცნობა ბალნეო- და ფიზიოთერაპიული

პროცედურების ჩატარების ზოგად ტექნიკას.

პირველადიდახმარებაგადაუდებელიმდგომარეობისდროს

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს გადაუდებელი

მედიცინის თავისებურებები, შეასწავლოს ავ-ადმყოფფის სიცოცხლისათვის საშიში

მდგომარეობების დროული ამოცნობა და გადაუდებელი დახმარების გაწევა

მანეკენების და სიმულატორების გამოყენებით.

კომპიუტერული პროგრამები თანამედროვე სპეციალისტის ჩამოყალიბება, რომელიც კარგად უნდა ფლობდეს

მათემატიკისა და სტატისტიკის ელემენტებს, ასევე თანამედროვე კომპიუტერულ

პროგრამებს, შეეძლოს ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და ინტერნეტში საჭირო

მასალის მოძიება.

სამედიცინო ტურიზმი

სასწავლო კურსის მიზანი: სამედიცინო ტურიზმის როგორც სასწავლო კურსის

მიზანს შეადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს მიაწოდოს

ინფორმაცია:

Page 24: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

საქართველოს საკურორტო-ტურისტული პოტენციალის შესახებ

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ისეთი სახეობების შესახებ,

რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოსათვის-

სპა-ტურიზმი, სპელეტურიზმი, ღვინის ტურიზმი, საცხენოსნო

ტურიზმი, სამთო-სათხილამურო ტურიზმი, საზღვაოსნო ტურიზმი,

ალპინიზმი და სხვა.

მსოფლიო ტურისტულ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე,

საქართველოს პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზე.

სამედიცინო ფსიქოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ სამედიცინო ფსიქოლოგიის

ძირითადი ცნებები, ფაქტები და თეორიები, ცხოვრებისეული და პროფესიული

პრობლემების (კომუნიკაცია, ლიდერობა და მართვა, მოლაპარაკებები, სოციალური

პერცეფცია, თვითრეგულაცია და ა.შ.) თავისებურებები და მათი გადაჭრის

პრაქტიკული ხერხები.

კომუნიკაციური უნარჩვევები

სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების დამოკიდებულების

ჩამოყალიბებას მომავალი პროფესიისადმი, გააცნოს სტუდენტებს ჯანდაცვის

სისტემის მიზნები და ზოგადი სტრუქტურა, გამოუმუშაოს სტუდენტებს ზოგიერთი

კომუნიკაციური უნარ-ჩვევა, რომელსაც ისინი მომავალ პროფესიულ საქმიანობაში

გამოიყენებენ.

პაციენტთა განათლება სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტს

პაციენტთა განათლებისა და ჯანმრთელობითი განათლების ძირითადი ელემენტები. მისცეს

მას საშუალება დაეუფლოს მეთოდებსა და საშუალებებს, გამოიმუშაოს პაციენტებთან

კომუნიკაციის უნარები.

ფიზიკური და ქიმიური კვლევის საფუძვლები პრაქტიკულ სანიტარიაში სანიტარიულ პრაქტიკაში გამოყენებული გარემოს ფაქტორების კვლევის ძირითადი

ფიზიკური და ქიმიური მეთოდების ათვისება.

ლაბორატორიული კვლევის საფუძვლები სანიტარულ მიკრობიოლოგიაში მიკრობიოლოგიური მეცნიერების თანამედროვე მიღწევების საფუძველზე სტუდენტს

გაუფართოვდეს მსოფმხედველობა და გაუღრმავდეს ზოგადბიოლოგიური აზროვნება;

ჩამოუყალიბდეს ცოდნა მიკროორგანიზმების სამყაროს და ბუნებაში მათი გავრცელების

შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის პოზიციიდან.

Page 25: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

ექსრტემალურ მდგომარეობათა ეტიოლოგია, პათოგენეზი და პრევენციის

პრინციპები სასწავლო კურსის მიზანია გააღრმავოს სტუდენტის ცოდნა ექსტრემული მდგომარეობების

ეტიოლოგიის და პათოგენეზის შესახებ, განსაკუთრებით - უჯრედულ, სუბუჯრედულ,

მოლეკულურ დონეზე და, ამის საფუძველზე, ჩამოუყალიბოს მას მიზანმიმართული

პრევენციის და რაციონალური მკურნალობის უნარი, აამაღლოს სტუდენტის მზაობა

მომავალი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისთვის

პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობების დროს სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს გადაუდებელი მედიცინის

თავისებურებები, შეასწავლოს ავ-ადმყოფფის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების

დროული ამოცნობა და გადაუდებელი დახმარების გაწევა მანეკენების და სიმულატორების

გამოყენებით.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები

სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების

გათვალისწინებით, შეასწავლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომავალ

სპეციალისტს საინფორმაციო სისტემების სახეები, ინფორმაციის ხარისხის

შეფასების უნაარები, მისცეს მას საშუალება დაეუფლოს საინფორმაციო სისტემების

დაგეგმვისა და მართვის ბაზისურ უნარებს.

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დეპარტამენტები/მიმართულებები

მედიცინის ფაკულტეტი 1. ნორმული ანატომიის დეპარტამეტი

2. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

3. ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

4. მედიცინის ისტორიისა და ბიეოთკის დეპარტამენტი

5. ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

6. პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი

7. პათოლოგიური ანატომიის მიმართულება

8. მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი

9. მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი

10. სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი

11. საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი

12. ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი

13. ფტიზიატრიის დეპარტამენტი

14. კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი

15. ქირურგიის დეპარტამენტი # 3

16. თვალის სნეულებათა დეპარტამენტი

Page 26: საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ ...new.tsmu.edu/images/file/15282703094qkatalogi... ·

17. ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი

18. კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი

19. კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტი

20. ფსიქიატრიის დეპარტამენტი

ფარმაციის ფაკულტეტი

21. სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტი

22. ბიოქიმიის დეპარტამენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი

23. საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის

დეპარტამენტი

24. ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

25. ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი

26. გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი

27. კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტი

28. ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 29. ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების

დეპარტამენტი

30. ფიზიოლოგიის დეპარტამენტი

31. სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

32. კურორტოლოოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი

სასწავლო ცენტრები 33. უცხოური ენების ცენტრი

34. ქართული ენის ცენტრი