სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ -...

14
2013 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2013 sainJinro teqnologia სამაგისტრო პროგრამა

Transcript of სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ -...

Page 1: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2013

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2013

sainJinro teqnologia სამაგისტრო პროგრამა

Page 2: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამის დასახელება

საინჟინრო ტექნოლოგია

კონცენტრაციები

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული პირი ისწავლის ერთ-ერთი მიმართულებით (კონცეტრაცია):

1. კომპიუტერული ინჟინერია

2. ავტომატიზაცია და მართვის სისტემები

3. ბიოსამედიცინო ინჟინერია

4. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებელობა

5. აგროინჟინერია

6. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ინჟინერიის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

120

სწავლების ენა

ქართული

პროგრამის ხელმძღვანელი

აკაკი ფაღავა, მურად ყალაბეგაშვილი, მამუკა ბენაშვილი.

Page 3: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვს ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი

სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო

სამაგისტრო გამოცდები და საუნივერსიტეტო გამოცდები და მიღებული ქულების კოეფიციენტებით

რანჟირების საფუძველზე მოიპოვა უფლება, ისწავლოს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამაზე „საინჟინრო ტექნოლოგია“ ასევე შესაძლებელია შიდა ან გარე მობილობის წესით

ჩარიცხვა. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საუ-ს რეგულაციების შესაბამისად.

პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მომზადდეს ინჟინერიის მაგისტრი, რომელიც იქნება ორიენტირებული

როგორც დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებაზე, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო ან

პრაქტიკულ საქმიანობაზე, შეიძენს საინჟინრო დისციპლინების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის

სპეციალიზაციებში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური

საქმიანობა და იმუშაოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, მყარი საბაზისო ცოდნითა და დროის

შესატყვისი უნარებით აღჭურვილი ადვილად შეძლებს დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და

ამ გარემოსთან ადაპტაციას, გაცნობიერებული ექნება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებისა და

განხორციელების როლი.

სურვილის შემთხვევაში მაგისტრს შეეძლება სწავლა განაგრძოს შემდგომი საფეხურის (დოქტორანტურის)

იგივე ან მომიჯნავე სპეციალობების/სპეციალიზაციების პროგრამაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“

კანონით და საუნივერსიტეტო ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურის გავლის შემდეგ.

პროგრამის მიზანია:

მაგისტრანტს მისცეს სისტემური ცოდნა საინჟინრო სფეროში;

გამოუმუშაოს სტრატეგიული მიზნების და ამოცანების ფორმულირების და

განხორციელების, საქმიანობის დაგეგმვის და ეფექტიანი მართვის უნარი;

მაგისტრანტს გამოუმუშაოს საინჟინრო დარგში ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის, პრობლემის

გადაჭრის, ჯგუფში მუშაობისა და კრიტიკული აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარი;

მაგისტრანტს მისცეს შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის წინაშე არსებული

პრობლემის ანალიზისა და სტრუქტურირებისთვის;

მაგისტრანტს გამოუმუშაოს კომპეტენციები, რომელიც დაეხმარება პროექტების შემუშავებასა და

მართვაში და ა.შ.

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

მაგისტრს ეცოდინება როგორც საერთო საინჟინრო, აგრეთვე შესაბამის მიმართულების თეორიული

საფუძვლები, ინჟინერიის დარგის ფაქტობრივი გარემოებები და მიმდინარე ცვლილებები; კვლევის

დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებითა და მიდგომებით; ოპერაციულ და ტაქტიკურ

დონეზე გადაწყვეტილების მიღება; კომპიუტერული და მართვის სისტემების გამოყენების პრინციპები;

მასობრივი მომსახურების თეორიის, ალბათური მოდელების და პროცესების წრფივი მათემატიკური

Page 4: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მოდელების აგების პრინციპები; ტექნოლოგიური პროცესების მართვის პრინციპები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მაგისტრი შეძლებს:

ახალ, მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედებას, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის

ორიგინალური გზების ძიებას და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას;

პრაქტიკული პრობლემების გამოკვეთას, მათი გადაჭრის შესაძლო გზების და მეთოდების მოძიებას;

შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენებას აბსტრაქტული პრობლემების

შემოქმედებითად გადასაწვეტად;

სამეწარმეო საქმიანობას საინჟინრო სფეროში;

ახალი ტექნიკის ეფექტიანობის შეფასებას, მის გამოცდას და გამოყენებას, ტექნოლოგიების სწორად

შერჩევას;

შეაფასოს შესაბამისი სპეციალობის როლი ქვეყნის მდგრად განვითარებაში და

კონკურენტუნარიანობაში.

სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები და

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები;

საპროექტო დოკუმენტაციის ცალკეული ნაწილების მომზადებას, პროექტის მართვასთან

დაკავშირებული რისკების გამოვლენას;

საინჟინრო სამუშაოთა ორგანიზაციის, ტექნოლოგიის დაგეგმვისა და მართვის კონკრეტულ

საქმიანობაზე შემაფერხებელ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე

ინფორმაციის ანალიზს და მოსალოდნელი რისკების გამოვლენას;

მოსალოდნელი რისკების შეფასებას და რანჟირებას, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას

გამოვლენილ რისკებზე ზემოქმედების მიმართულებით;

მოწყობილობის დიაგნოსტიკის, გეგმიურ–მაფრთხილებელი მიმდინარე და კაპიტალური რემონტების

დაგეგმვასა და ჩატარებას;

პრობლემების გადასაწყვეტად ყველა შესაბამისი წყაროს მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას;

ამოცანების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში დამოუკიდებლად მოქმედებას;

ტექნიკური სპეციფიკაციების, პროექტების, ფუნქციური, პრინციპული და სამონტაჟო სქემების

შედგენას;

შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანების გადასაჭრელად და შეაფასოს მიღებული

შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით.

დასკვნის უნარი

მაგისტრი შეძლებს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს, პრობლემის გამოკვეთას, ახლი მიდგომისა და

დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

მაგისტრი შეძლებს:

ახალი იდეების, დარგში არსებული ტექნიკური ან ტექნოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის

გზების ბიზნეს–გეგმების, აგრეთვე კვლევითი ხასიათის ნაშრომის, შესაბამის სპეციალიზაციაში საპროექტო

დოკუმენტაციის მომზადებას და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

პრეზენტაციას;

საინჟინრო სფეროში პრობლემატიკის, ამოცანებისა და პერსპექტივების გაშუქებას, საინფორმაციო

Page 5: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ცნობარების მომზადებას, საჯარო ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას, შესაბამისი მომსახურეობის

გაწევას;

უცხოურ ენაზე შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის გადაცემას;

მონაწილეობის მიღებას დისკუსიაში შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან;

სფეროს მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაძლო ღონისძიებების დაგეგმვა–

განხორციელებაში მონაწილეობას.

ღირებულებები

ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა, შეუძლია

ინჟინერიაში ჩამოყალიბებული პრინციპებისა და თეორიების ღირებულებების შეფასება.

კონცეტრაციის (სპეციალიზაციის) კომპეტენციები

I. კონცენტრაცია - კომპიუტერული ინჟინერია

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება:

ციფრული სისტემების პროექტირების პრინციპები;

კომპიუტერის არქიტექტურა;

რიცხვითი მეთოდები და ალგორითმები;

კომპიუტერული და საინფორმაციო ქსელების ორგანიზების ძირითადი პრინციპები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი –მაგისტრი შეძლებს:

კომპიუტერული მოდელირების მეთოდების გამოყენებას, მონაცემთა ბაზების შექმნას, დამუშავებასა და

მართვას;

კომპიუტერული სისტემების არქიტექტურის აგების და გამოთვლითი პროცესების ორგანიზაციის

სიღრმისეულ გააზრებასა და შესაბამისი ანალიზის ჩატარებას;

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელები სტრუქტურულ ორგანიზაციას.

II.კონცენტრაცია - ავტომატიზაცია და მართვის სისტემები

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება:

მასობრივი მომსახურების თეორიის, ალბათური მოდელების და პროცესების წრფივი მათემატიკური

მოდელების აგების პრინციპები;

მოთხოვნების სტრუქტურირებული ენების საშუალებით თანამედროვე რელაციური მონაცემთა ბაზების

დაპროექტების და მართვის პრინციპები;

კომპიუტერული და საინფორმაციო ქსელების ორგანიზების ძირითადი პრინციპები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მაგისტრი შეძლებს:

კომპიუტერული მოდელირების მეთოდების გამოყენებას, მონაცემთა ბაზების შექმნას, დამუშავებასა და

მართვას;

ავტომატური მართვის სისტემების არქიტექტურის აგების და გამოთვლითი პროცესების ორგანიზაციის

სიღრმისეული გააზრებასა და შესაბამისი ანალიზის ჩატარებას;

სისტემების სტრუქტურული ორგანიზაციისა და ეფექტიანი ფუნქციონირების სინთეზის საფუძველზე.

Page 6: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

III. კონცენტრაცია - ბიოსამედიცინო ინჟინერია

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრანტს ეცოდინება:

ბიოლოგიურ ობიექტებში მიმდინარე პროცესების მათემატიკური აღწერა, ამ პროცესების ანალიზის

მეთოდები, მოდელის ადექვატურობის შეფასება, ობიექტის ქცევის პროგნოზირება ექსტრემალური და

საპროგნოზე ზემოქმედების დროს;

ბიოსიგნალების მოხსნის, დამუშავების და ანალიზის მეთოდები, მათი ინტერპრეტაცია;

დამუშავების მეთოდის ალგორითმის შესაბამისი პროგრამის ან ელექტრონული სქემის სინთეზი და

რეალიზაცია; გარკვეული მიმართულების სისტემაში ინტეგრაცია;

ბიომასალების ბიოფიზიკური კვლევის მეთოდები ორგანოთა ან ქსოვილთა პროტეზირების ამოცანების

გადასაწყვეტად, აგრეთვე ახალი მასალების ან მეთოდების დამუშავების მიზნით; არსებული

იმპლანტანტების ნაირსახეობიდან ოპტიმალურის შესარჩევად;

ბიოსამედიცინო დიაგნოსტიკური, ფიზიოთერაპიული და ქირურგიული აპარატურის მოქმედების

პრინციპები, ძირითადი ბლოკ-სქემები და მათი ანალიზის და შემოწმების პრინციპები, პროფილაკტიკური

შემოწმების მეთოდები და აპარატურა; უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმატივები.

ლაბორატორიული აპარატურის ნაირსახეობა, დანიშნულება, მოქმედების პრინციპები; მათი ბლოკ-

სქემები; ექსპლუატაციის და რემონტის თავისებურებანი;

კვლევის და ზემოქმედების აპარატურის ტესტირების მეთოდები და ალგორითმები. მათი ნაირსახეობა და

მოძიების მეთოდები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მაგისტრი შეძლებს:

ბიომასალის ფიზიკური თვისებების გამოკვლევას; მასალის მახასიათებელი თვისებების შემთხვევაში ბიო-

ობიექტის ფუნქციონირების მოდელის აგებას და მის ანალიტიკურ ან პროგრამულ რეალიზაციას;

ბიოსიგნალის სპექტრალური ანალიზი არსებული აღიარებული პროგრამული უზრუნველყოფის

გამოყენებით ან, საჭიროების შემთხვევაში, სიგნალის დამუშავების მარტივი პროგრამის ან სქემის

დამუშავებას და აწყობას;

ლაბორატორიული, დიაგნისტიკური და თერაპიული აპარატურის პერიოდულ შემოწმებას და

მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში აღდგენას;

აპარატურის ან მთლიანად ობიექტის უწყვეტი ნომინალური ენერგომომარაგებით უზრუნველყოფას;

დაზიანების შემთხვევაში ექსტრემალური სიტუაციის შესაბამისი დროებითი გადაწყვეტილების მიღებას.

IV. კონცენტრაცია - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება:

სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტება;

მშენებლობაში ახალი ორიგინალური იდეების შემუშავება და განხორციელება, მათი როლი შენობების

საექსპლოატაციო პერიოდის გაზრდაში;

სიმტკიცის თეორიები, პროექტირების საერთაშორისო ნორმები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მაგისტრი შეძლებს:

შენობა–ნაგებობათა დაპროექტების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი

გადაწყვეტის გზების მოძიებას;

სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტებას;

განახორციელოს სამშენებლო პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა;

პრაქტიკულად განახორციელოს სამშენებლო დარგის მდგრადი განვითარების მიზნები;

Page 7: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

საინჟინრო–გეოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე საძირკვლების დაპროექტების

შესახებ ადეკვატური დასკვნის გამოტანას;

ფარული სამუშაოების აქტების შედგენა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დასკვნის გაკეთებას.

V. კონცენტრაცია - სასოფლო სამეურნეო მელიორაცია

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება

არსებული ტერიტორიის მელიორაციული ღონიძიებების გატარების საჭიროების შეფასება;

მელიორაციული სამუშაოების წარმოების ტექნოლოგია და წარმართვა;

სამელიორაციო და გასაწყლოვნებელი ტერიტორიების მორწყვის წყაროების პოტენციური

შესაძლებლობის და სარწყავად გამოყენების შესაძლებლობების შეფასება;

სოფლის მეურნეობის წყალმომარაგების და გაწყლოვანების წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებების

შემუშავება;

ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება;

ბუნებრივი კატასტროფების (ეროზია, ღვარცოფები წყალდიდობები, მეწყერები) ფიზიკისა და მექანიკის

საფუძვლები;

სამელიორაციო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა;

ზედაპირული ჩამონადენის პროგნოზირება;

წყლის რესურსების სოფლის მეურნეობაში ოპტიმალური მართვის სტრუქტურის, განაწილების

გრაფიკების ეფექტიანობა და მიღებული შედეგების ანალიზი, მის საფუძველზე წყლის რესურსებზე

მოთხოვნა. კლიმატური ფაქტორებისადმი სოფლის მეურნეობის სავარგულების მოთხოვნილების

ანალიზი და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების პროგნოზირება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი –მაგისტრანტი შეძლებს:

შეაფასოს ს.ს. ჰ/მელიორაციის როლი სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში და დარგის

კონკურენტუნარიანობაში. ჰიდრომელიორაციის ღონისძიებათა გატარების დადებითი შედეგების

ანალიზსა და პროგნოზს, კომპეტენტურ შეფასებას სოფლის მეურნეობისათვის;

ჰ/სამელიორაციო მშენებლობის სტრატეგიაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენას განსახორციელებელი

პროექტებით მიღებული შედეგების პროგნოზს, სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზს. მის სტრატეგიულ

დანიშნულებას ბიზნესის გრძელვადიან დაგეგმარებაში;

ჰ/სამელიორაციო პროექტების უზრუნველყოფის სფეროში არსებული სხვადასხვა გადაწყვეტილების

ანალიზს. პროექტის მართვასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას. პროექტში დასახული

გადაწყვეტილების ადეკვატური რესურსების მოცულობების დათვლას. საპროექტო განაცხადის შედგენას

და მის სტრატეგიულ რეალიზაციას.

ჰ/მელიორაციულ სამუშაოთა ორგანიზაციის, ტექნოლოგიის, მშენებლობის დაგეგმვისა და მართვის

კონკრეტულ საქმიანობაზე შემაფერხებელ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე

ინფორმაციის ანალიზი და გამოავლინოს მოსალოდნელი რისკები, ჩაატაროს რისკების შეფასება და

მოახდინოს მათი რანჟირება პრიორიტებების შესაბამისად, მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება

გამოვლენილ რისკებზე ზემოქმედების მიმართულებით.

VI. კონცენტრაცია - სოფლის მეურნეობის მექანიზაცია

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ეფექტიანად გამოყენება, მისი შეფასებისა და გამოცდის მეთოდები;

რელიეფური პირობების გათვალისწინებით ტექნოლოგიების სწორად შერჩევა;

ფერდობის გავლენა აგრეგატების მდგრადობაზე და შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივ

მაჩვენებლებზე, ფერდობზე მექანიკური დამუშავების გავლენა ეროზიულ მოვლენებზე;

Page 8: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ტექნიკური სერვისის მეთოდების შემუშავება და გამოყენება;

სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულებით კვლევის დაგეგმვა და მეთოდოლოგია;

ზუსტი მიწათმოქმედების ტექნოლოგია და თავისებურებები;

გეოინფორმაციული სისტემები, სანავიგაციო სისტემების გამოყენება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მაგისტრი შეძლებს:

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოს რესურსების

ეკონომიას;

სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას;

ახალი სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვას.

VII. კონცენტრაცია მექანიკის ინჟინერია

ცოდნა და გაცნობიერება - მაგისტრს ეცოდინება:

საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების ალბათურ-სტატისტიკური მოდელების აგების პრინციპები;

ინფორმაციული გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების ძირითადი პრინციპები.

ტექნოლოგიური და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტა;

კვლევის მეთოდოლოგია;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - მაგისტრი შეძლებს:

დასაპროექტებელ მანქანებთან დაკავშირებულ საკვლევი მასალის შეგროვებას, მის პირველად

დამუშავებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;

მაქანათმშენებლობის როლის სხვა დარგების განვითარებაში გაცნობიერებას;

მაქანების საექსპლუატაციო პირობების დადგენას და მათი გაუმჯობესების გზების დასახვას;

სამანქანათმშენებლო წარმოების პროექტირება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

სწავლის შედეგების მისაღწევად გამოყენებულია სწავლის შემდეგი მეთოდები:

ლექცია

სტუდენტი იძენს თეორიულ ცოდნას სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით. მისი

დანიშნულებაა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად თემათა თეორიულ–გამოყენებით

ჭრილში განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და

ტერმინოლოგიით. ლექციები ორიენტირებულია:

- თემის გარშემო თეორიული კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესწავლაზე;

- სხვადასხვა კონცეფციების თუ მიდგომების, მნიშვნელოვანი მოდელების განხილვასა და ანალიტიკურ

შეფასებაზე;

- საბაზისო ცნებებისა და მეთოდებისა მნიშვნელობის გააზრებაზე.

ლექციის ფორმატი:

- ლექცია პრეზენტაცია

გულისხმობს ლექტორის მიერ გამოყენებულ ვიზუალიზაციის ხერხებს ლექციის შინაარსის უკეთესად

აღქმის მიზნით (Power Point-ის პრეზენტაცია, პლაკატი, გაფართოებული გეგმა (Handout) და სხვ.)

პრეზენტაციის დროს სტუდენტი თავად ირჩევს საპრეზენტაციო თემას და სემესტრის განმავლობაში

წარმოადგენს დადგენილ ვადებში.

- ინტერაქტიული ლექციები

Page 9: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

გულისხმობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას ლექციის მსვლელობის პროცესში.

პრაქტიკული მეცადინეობები

სტუდენტი ახდენს სავარჯიშოებისა და სიმულაციური ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას, შედეგების

სტატისტიკურ დამუშავებას, ანალიზს და განსჯას. პრაქტიკული მეცადინეობებზე სტუდენტის მიერ შეძენილი

ცოდნის განმტკიცებასა და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევათა გამომუშავებას

მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო თემატიკით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანი თამაში

(პრობლემური სიტუაციების ანალიზი (ქეისი), რომლის მიზანია სტუდენტს გააცნოს კონკრეტულ თემასთან

(თემებთან) მიმართებაში პრაქტიკული პრობლემები, რომელიც რეალურად შესაძლებელია წარმოიქმნას (ან

წარმოიქმნა) შესაბამის ორგანიზაციაში. მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე სტუდენტმა უნდა

შეძლოს პრობლემის გადაჭრის მექანიზმების შემუშავება. სწავლების აქტიური და თამაშის მეთოდები

შესაძლებლობას იძლევა მთლიანად იქნას რეალიზებული სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალი.

სტუდენტს თითოეული ქეისი მიეცემა სტრუქტურიზებული ფორმით: მიზანი, დავალება, ამოსავალი

მონაცემები, ამოხსნის რეკომენდაციები. ქეისების ამოსახსნელად სტუდენტისთვის მიცემული

რეკომენდაციები წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდურ საფუძველს.

სემინარული მეცადინეობა

სემინარულ მეცადინეობაზე სტუდენტთა მცირე ჯგუფი მუშაობს სილაბუსში მოცემულ საკითხზე,

მიმდინარეობს დისკუსიები, სტუდენტთა შორის ხდება კოლექტიური აზროვნების შეჯერება. მეცადინეობა

ითვალისწინებს განსახილველი საკითხის საფუძვლიან დამუშავებას და სემინარზე დემონსტრირებას.

ლექტორი კურსის ფარგლებში არჩევს პრობლემატურ საკითხებს, რომელთა დამუშავება საჭიროებს ლექციაზე

გაშუქებული კონცეფციებისა და დებულებების სათანადოდ გააზრებას, მითითებული ლიტერატურის,

აგრეთვე სხვა საინფორმაციო წყაროების გაცნობა–ანალიზსა და საკითხისადმი საკუთარი პოზიციის

გამოკვეთას. სემინარული მუშაობისას უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად მართებულად გაიგო სტუდენტმა

ლექციაზე გაშუქებული საკითხები, ან/და დამოუკიდებლად მომზადებული მასალა.

- სემინარული მეცადინეობების წარმართვის ფორმატი:

- დისკუსია/დებატები;

- ჯგუფური მუშაობა;

- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ;

- თანამშრომლობითი სწავლება;

- მოხსენება/დემონსტრირება/პრეზენტაცია და სხვ.

ლაბორატორიული მეცადინეობა

სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით სტუდენტი თვითონ ახდენს ლაბორატორიული

სამუშაოების ჩატარებას, ცდების დაყენებას.

დამოუკიდებელი მუშაობა

კურსების შესწავლა სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით ხორციელდება რეკომენდებული

ლიტერატურის დამუშავების, აგრეთვე ინტერნეტ–რესურსების გამოყენების საფუძველზე.

სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს

წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება‐სწავლის პროცესში

მეთოდები ერთმანეთს ლოგიკურად ავსებენ. კონკრეტული საგნის სპეციფიკის მიხედვით შეირჩევა

სწავლების მეთოდების შესაბამისი ვარიანტი.

Page 10: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

კვლევითი კომპონენტები

მაგისტრატურის სტუდენტების კვლევითი კომპონენტის (სამაგისტრო ნაშრომის) თემატიკა განისაზღვრება

მათ მიერ არჩეული მიმართულებით, რომელსაც შეარჩევს თემის სამეცნიერო ხელმძღვანელთნ ერთდ და

უკავშირდება მაგისტრის სპეციალიზაციასა და შერჩეული თემის თავისებურებებს. სწავლების პროცესში

სამეცნიერო ხელმძღვანელი კონსულტაციას უწევს მაგისტრანტს და აკონტროლებს მის მიერ კვლევითი და

სასწავლო გეგმის შესრულებას.

სტუდენტები სამაგისტრო ნაშრომს, თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეასრულებენ უნივერსიტეტის

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში, საუ-თან

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებით დაკავშირებულ ინსტიტუტებსა და საწარმოებში, აგრეთვე

სათანადო პროფილის ორგანიზაციებსა და სამსახურებში.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით. რომელიც შედგება შუალედური

შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდისაგან. კრედიტის მისაღებად აუცილებელი მინიმალური შეფასება არის

51 ქულა.

- დასკვნითი გამოცდის შეფასების მაქსიმალური ქულაა 40;

- დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური და დასკვნითი

გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით 51 ქულა უგროვდება;

- შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 20 ქულა;

- დასკვნითი და შუალედური გამოცდები ჩატარდება წერითი ფორმით;

- სტუდენტის დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა მიუხედავად იმისა თუ სტუდენტმა

შუალედური შეფასებებით დაგროვილი დადებითი შეფასებისთვის საკმარისი ქულათა ჯამის

დაგროვება შეძლო თუ არა (მინიმუმ 51 ქულა);

- ასევე სავალდებულოა დასკვნით გამოცდაზე არანაკლებ 8 ქულის დაგროვება;

- ორივე გამოცდის ჩატარების პროცედურას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი.

სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი სქემა:

ქულები შეფასება

91-100 ფრიადი, A

81-90 ძალიან კარგი, B

71-80 კარგი, C

61-70 დამაკმაყოფილებელი, D

51-60 საკმარისი, E

41-50 ვერ ჩააბარა, FX-ეძლევა დამატებით გამოცდაზე

ერთხელ გასვლის უფლება;

0-40 ჩაიჭრა, F-საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში (ტრიმესტრში). დასკვნით და

შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.

Page 11: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მატერიალური ბაზა

საგანმანათლებლო პროგრამისთვის აუცილებელი სასწავლო მასალები დაფუძნებულია თანამედროვე

სამეცნიერო-კვლევით შედეგებზე, რაც ხელს უწყობს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

საუ-ს ბიბლიოთეკა იზრუნებს იმისათვის, რომ სილაბუსით გათვალისწინებული სავალდებულო

ლიტერატურა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი. აღნიშნულის

უზრუნველყოფა განხორციელდება სასწავლო კურსებში მითითებული სავალდებულო ლიტერატურის

მინიმუმ ერთი ეგზემპლარის შეძენით და თავად სახელმძღვანელოს ბიბლიოთეკის როგორც ფონდში, ასევე ამ

უკანასკნელის ელექტრონული ვერსიის ბიბლიოთეკის პორტალზე ხელმისაწვდომობით.

სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები სილაბუსებით გათვალისწინებული ყველა

ლაბორატორიული მეცადინეობა ჩატარდება უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, ასევე სტუდენტებს

საშუალება ექნებათ მონაწილება მიიღონ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო შემოქმედებით

საქმიანობაში (სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები და სხვა).

აკადემიური პერსონალი

ინფორმაცია პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შესახებ

№ სახელი და გვარი სტატუსი საგანი

1 დემური შავაძე მოწვეული ლექტორი ციფრული სისტემების პროექტირება

2 ალექსანდრე

დიდებულიძე მოწვეული ლექტორი მექატრონიკა; შემსრულებელი მოწყობილობები (actuators).

3 ზურაბ კუჭავა მოწვეული ლექტორი კომპიუტერის არქიტექტურა და ქსელები; კუმპიუტერული

გრაფიკა და გამოსახულ. დამუშავება; ქსელური

პროგრამირება; მონაცემთა ბაზები.

4 ნიკოლოზ

ციმაკურიძე მოწვეული ლექტორი ინფორმაციის შეკუმშვა და კოდირება

5 თამაზ ბიჭიაშვილი ასოცირებული

პროფესორი მართვის სისტემების ანალიზი და პროექტირება;

ბიოსამედიცინო გაზომვები.

6 რამაზი გუნია მოწვეული ლექტორი უწყვეტი ელ. მომარაგება

7 ალექსანდრე ანოსოვი მოწვეული ლექტორი მიკროპროცესორები (საკურსო პროექტი)

8 აკაკი ფაღავა სრული პროფესორი მიკროკომპიუტერული სამედიცინო სისტემები; ციფრული

ფილტრების პროექტირება; მართვა ბიოლოგიაში.

9 ელგუჯა

ყუბანეიშვილი სრული პროფესორი ბიოსამედიცინო გამოსახულებების დამუშავება

10 ნიკოლოზ

პაპუაშვილი მოწვეული ლექტორი ბიოსამედიცინო აპარატურა 1, 2; ბიომექანიკა.

11 ნიკოლოზ ინვია მოწვეული ლექტორი ლაბორატორიული აპარატურა

12 კონსტანტინე

ჩხიკვაძე სრული პროფესორი

საანგარიშო პროგრამები 1,2;დინამიკური მდგრადობა;

რხევების თეორია; მყარი ტანის მექანიკა.

Page 12: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

13 ვახტანგ არაბიძე ასოცირებული

პროფესორი

საინჟინრო კონსტრუქციების პროექტირება 1,2; საინჟინრო

სეისმოლოგია და სეისმომედეგობა;საინჟინრო პროექტი

(საკურსო)

14 გიორგი

ომსარაშვილი მოწვეული ლექტორი

თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები;

ჰიდრომელიორაციული სისტემების საიმედოობა.

15 თამაზ ოდილავაძე ასოცირებული

პროფესორი წყლის რესურსების მართვა,ჰიდრავლიკა (სპეცკურსი)

16 დავით გუბელაძე სრული პროფესორი საინჟინრო ეკოლოგია,ეროზიის ფიზიკის და მექანიკის

საფუძვლები

17 ედვარდ

კუხალაშვილი სრული პროფესორი ჰიდროსამელიორაციო ბუნებათმოწყობა

18 კონსტანტინე ბზიავა ასოცირებული

პროფესორი ს.ს. მელიორაციის სპეციალური სახეები

19 ჯემალ კაციტაძე სრული პროფესორი მასალათა მცოდნეობა; მანქანათა საიმედოობა.

20 თამაზ ოდილავაძე ასოცირებული

პროფესორი სითხეების დინამიკა

21 რომან ცხვარაძე მოწვეული ლექტორი თერმოდინამიკა და თბოგადაცემა; დინამიკური სისტემები.

22 რევაზ მახარობლიძე სრული პროფესორი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები; სამთო

მიწათმოქმედების მექ. საფუძვლები.

23 ოთარ ქარჩავა სრული პროფესორი მანქანათა სისტემების ოპტიმიზაცია

24 მამუკა ბენაშვილი ასოცირებული

პროფესორი მაღალი სამანქანო ტექნოლოგიები

25 დიმიტრი

ნატროშვილი

ასოცირებული

პროფესორი ს/ს ტექნიკის გამოცდა

26 თამაზ ოდილავაძე ასოცირებული

პროფესორი სითხეების დინამიკა

Page 13: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სასწავლო გეგმა

სამაგისტრო პროგრამის „საინჟინრო ტექნოლოგია“ სასწავლო გეგმა აგებულია ECTS სისტემით. შედგება 120

კრედიტისაგან, რომლის ძირითადი სპეციალობა 83 კრედიტია; ზოგადი კურსი 27 კრედიტი; არჩევითი 10

კრედიტი.

სამაგისტრო პორგრამის „საინჟინრო ტექნოლოგია“ კურიკულუმი

საინჟინრო ტექნოლოგიის საერთო მოდული 45

სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა 25

მონაცემთა ანალიზი 7

ინგლისური 1, 2 8

არჩევითი საგნები 10

კვლევის მეთოდოლოგია 4

უნივერსიტეტის სხვა სამაგისტრო პროგრამის საგანი 10

სწავლების მეთოდები 3

გამოყენებითი პროგრამები (SolidWorks, MatLab) 9

მშენებლობის კონცეტრაცია 40

საინჟინრო გაზომვის თანამედროვე მეთოდები 5

საინჟინრო პროექტი (საკურსო) 5

პროექტის მართვა 5

საინჟინრო კონსტრუქციების პროექტირება 1, 2 10

მათემატიკური მოდელირება 4

საანგარიშო პროგრამები 1, 2 10

დინამიკური მდგრადობა 4

საინჟინრო სეისმოლოგია და სეისმომედეგობა 6

თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები 5

კომპიუტერული ინჟინერიის კონცეტრაცია 40

ავტომატიზაციის და მართვის სისტემების

კონცეტრაცია 40

ინფორმაციის მიმოცვლის სისტემები (პორტები,

InfraRed, WiFi) 5

ინფორმაციის მიმოცვლის სისტემები (პორტები,

InfraRed, WiFi) 5

მონაცემთა ბაზები 4

მონაცემთა ბაზები 4

ციფრული ფილტრების პროექტირება 5

ციფრული ფილტრების პროექტირება 5

ქსელური პროგრამირება (C#, VB.net) 6

ქსელური პროგრამირება (C#, VB.net) 6

მიკროპროცესორები (საკურსო პროექტი) 5

მიკროპროცესორები (საკურსო პროექტი) 5

გამოსახულების დამუშავება 4

მართვის სისტემების პროექტირება 5

კუმპიუტერული გრაფიკა 6

შემსრულებელი მოწყობილობები (actuators) 5

ინფორმაციის შეკუმშვა 5

უწყვეტი ელ. მომარაგება 5

ბიოსამედიცინო ინჟინერიის კონეტრაცია 40

მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის

კონცეტრაცია 40

მიკროკომპიუტერული სამედიცინო სისტემები 5

მასალათა მცოდნეობა 5

ბიოსამედიცინო გამოსახულებების დამუშავება 4

სითხეების დინამიკა 5

ბიოსამედიცინო აპარატურა 1, 2 8

თერმოდინამიკა და თბოგადაცემა 5

ლაბორატორიული აპარატურა 5

დინამიკური სისტემები 5

მართვა ბიოლოგიაში 4

რხევის თეორია 5

ბიომექანიკა 4

მყარი ტანის მექანიკა 5

ბიოსამედიცინო გაზომვები 5

მანქანათა საიმედოობა 5

ციფრული ფილტრების პროექტირება 5

საინჟინრო დიზაინი 5

Page 14: სამაგისტრო პროგრამა - engin - PROGRAM.pdf · ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ს.მ. ჰიდრომელიორაციის კონცეტრაცია 40

ს.მ. მექანიზაციის კონცეტრაცია 40

წყლის რესურსებია მართვა 5

მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები 5

ჰიდრავლიკა სპეცკურსი 5

სამთო მიწათმოქმედების მექ. საფუძვლები 5

ს.ს.მელიორაციის სპეციალური სახეები 5

მანქანათა საიმედოობა 5

ჰიდროეკოლოგია 5

მანქანათა სისტემების ოპტიმიზაცია 5

ჰ/მელიორაციული სისტემების საიმედოობა 5

მაღალი სამანქანო ტექნოლოგიები 5

ჰიდროსამელიორაციო ბუნებათმოწყობა 5

ს/ს ტექნიკის გამოცდა 5

საინჟინრო პროექტი 5

მასალათა მცოდნეობა 5

ეროზიის ფიზიკის და მექანიკის საფუძვლები 5

სითხეების დინამიკა 5

ECTS

საერთო მოდული 45

პროგრამის საერთო მოდული -

კონცეტრაციის სავალდებულო განათლება 40

კონცეტრაცია (სპეციალიზაცია) -

სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა 25

არჩევითი საგნები -

არჩევითი საგნები 10

120