კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის...

22
1 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება: სახელმძღვანელო დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის სამხრეთ კავკასიაში

Transcript of კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის...

Page 1: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

1

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება: სახელმძღვანელო დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის სამხრეთ კავკასიაში

Page 2: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

2

ტრეინინგის სახელმძღვანელო შემუშავებულია პროექტის ”ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი ქორფსი”. წინამდებარე პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის და ”მერსი ქორფსის” პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ წარმოადგენდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: გიგა სარუხანიშვილი ([email protected])ნ ან ნინო ხელაძე ([email protected]) სახელმძღვანელო შედგენილია ელიოტ ლევინის (მერსი ქორფსი), გიგა სარუხანიშვილის და ნინო ხელაძის მიერ.

Page 3: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

3

სარჩევი ეტაპები..................................................................................................................................................... 6

ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები ........................................................................................ 6

ეტაპი 1: ანალიზის ერთეულების იდენტიფიცირება.................................................................... 6

მიმოხილვა .......................................................................................................................................6

პროცესი............................................................................................................................................7

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ............................................................. 7

დაგეგმარების ინსტრუმენტი:....................................................................................................... 7

ეტაპი 2: არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება .................................................................. 8

მიმოხილვა .......................................................................................................................................8

პროცესი............................................................................................................................................8

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ............................................................. 8

დაგეგმარების ინსტრუმენტი:....................................................................................................... 9

ეტაპი 3: კლიმატის სცენარები და პირდაპირი ზემოქმედება ...................................................... 9

მიმოხილვა .......................................................................................................................................9

პროცესი.......................................................................................................................................... 10

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ........................................................... 10

დაგეგმარების ინსტრუმენტი:..................................................................................................... 10

მიმოხილვა .....................................................................................................................................11

პროცესი.......................................................................................................................................... 11

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ........................................................... 12

დაგეგმარების ინსტრუმენტი:..................................................................................................... 12

ეტაპი 5: ადაპტაციის ღონისძიებების იდენტიფიცირება ........................................................... 12

მიმოხილვა .....................................................................................................................................12

პროცესი.......................................................................................................................................... 13

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ........................................................... 13

დაგეგმარების ინსტრუმენტი:..................................................................................................... 13

ეტაპი 6: რენტაბელურობის (ხარჯის და ეფექტურობის) ანალიზი........................................... 14

შესავალი ........................................................................................................................................ 14

Page 4: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

4

პროცესი.......................................................................................................................................... 14

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ........................................................... 15

დაგეგმარების ინსტრუმენტი:..................................................................................................... 15

ეტაპი 7: პრიორიტეტების დადგენა და სტრატეგიის შემუშავება............................................. 16

შესავალი ........................................................................................................................................ 16

პროცესი.......................................................................................................................................... 16

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები ........................................................... 17

დაგეგმარების ინსტრუმენტი:..................................................................................................... 17

სახელმძღვანელო ლიტერატურა ....................................................................................................... 17

დანართი I: სახელმძღვანელო შედეგების ჩარჩოს/სტრუქტურის შესახებ ................................... 18

რა არის შედეგების ჩარჩო? .............................................................................................................. 18

როგორ გამოიყურება შედეგების ჩარჩი ........................................................................................ 19

შედეგების სტრუქტურის მაგალითი............................................................................................. 20

როგორ შევადგინოთ კარგი შედეგების ჩარჩო?............................................................................ 20

სად შეგვიძლია გავიგოთ უფრო მეტი შედეგების ჩარჩოს შესახებ?.......................................... 22

Page 5: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

5

შესავალი დაგეგმარების ქვემოთ მოცემული მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები შემუშავებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ”მერსი ქორფსის” მიერ, პროექტის ”ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში. მეთოდოლოგიის და სახელმძღვანელო მითითებების გეგმით გათვალისწინებული აუდიენცია არის ადგილობრივი (მაგ. მუნიციპალიტეტის) გადაწყვეტილების მიმღებები, ”მერსი ქორფსის” და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების დაგეგმარებაში, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმარების მეთოდოლოგია შემუშავებულია ”მერსი ქორფსის” და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ჩატარებული მრავლობითი ანალიტიკური სამუშაოს საპასუხოდ (რაც ქვემოთ მოცემულ ნაწილშია განხილული). როგორც ასეთი, დაგეგმარების მეთოდოლოგიის მომზადების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს არსებული მონაცემების და ინფორმაციის შეჯერება. ადაპტაციის დაგეგმარება დიდად არის დამოკიდებული არსებულ კონტექსტზე. შეიძლება პრაქტიკოსებმა, რომლებიც ამ პროგრამაში არ არიან ჩართულები, მეთოდოლოგიის გარკვეული ნაწილი დადებითად და სასარგებლოდ შეაფასონ, თუმცა სასურველია მეთოდოლოგიის გადაღება და გამოყენება მოხდეს გააზრებულად და საჭირო დეტალების გათვალისწინებით. მოსამზადებელი კვლევა იმისათვის, რომ დაგეგმარების ადგილობრივი ჯგუფები უზრუნველყოფილი იყვნენ ინფორმაციით, რომელიც საჭიროა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების გეგმის შესადგენად, ”მერსი ქორფსმა” და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, შესაბამისი ექსპერტების დახმარებით, ჩაატარეს საბაზისო (საწყისი მდგომარეობის) კვლევა თითოეულ მუნიციპალიტეტში. თითოეულ კვლევაში შედის ინფორმაცია ამჟამინდელი სოციო-ეკონომიკური პირობების შესახებ, განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ბუნებრივი რესურსები და მთავარი გარემოსდაცვითი მომსახურებები, ასევე კლიმატის ტენდენციები, რომლის მონაცემებიც მოპოვებულია ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სადგურებში. საბაზისო კვლევის ანგარიშების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: http://w3.cenn.org/mc_cca/Baseline%20Survey

Page 6: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

6

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ანგარიშში მოცემულია მრავალი საჭირო მონაცემი და ინფორმაცია, ქვემოთ მოცემული თავები განსაკუთრებით დიდი დახმარებას გაგიწევთ დაგეგმარების პროცესის კონკრეტული ეტაპების შესრულების დროს

• სოციო-ეკონომიკური აღწერილობა (განს. თავი ამჟამინდელი გამოწვევების შესახებ): 1 და 2 ეტაპები;

• კლიმატის ამჟამინდელი ცვლილება და მომავლის სცენარები: 3 და 4 ეტაპები;

ეტაპები ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები მოცემული მეთოდოლოგია გათვლილია ჯგუფურ მუშაობაზე. თუ გადაწყვეტთ ეტაპების დამოუკიდებლად შესრულებას, რეკომენდირებულია თქვენი ნამუშევრის სხვებისათვის წარდგენა განხილვა-შეფასების მიზნით. იდეალურ შემთხვევაში ეს ეტაპები უნდა შესრულდეს სამუშაო სემინარის პირობებში. ამგვარ გარემოში დაგეგმარების ჯგუფი მოისმენს და გაითვალისწინებს სხვადასხვა გამოცდილების და ექსპერტიზის მქონე ადამიანების იდეებს და ცოდნას. ამგვარ გარემოში თითოეულ ეტაპს წარადგენს ფასილიტატორი, რომელიც ასევე გაგაცნობთ ძირითად ინსტრუქციებს და გაჩვენებთ თითოეული ეტაპის შესრულების მაგალითს. პირველადი პლენარული პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფი შეასრულებს საჭირო სავარჯიშოებს. თუ რთული იქნება რამდენიმე პირის დროის ხანგრძლივი მანძილით შეკრება, 1-3 ეტაპები შესრულდება სემინარამდე. ასეთ შემთხვევაში მონაწილეებს მიეცემათ განვლილი ეტაპების განხილვის და შედეგებზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ისინი გადავლენ შემდგომ საფეხურებზე.

ეტაპი 1: ანალიზის ერთეულების იდენტიფიცირება მიმოხილვა პირველი ეტაპის მიზანია იმის დადგენა, თუ მუნიციპალიტეტის რომელი კომპონენტების გაანალიზება გვსურს. შედეგი უნდა იყოს ანალიზის ერთეულების სია კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის. მაგალითად, თუ აირჩევთ სასოფლო-სამეურნეო მინდვრებს, მდინარეებს და საცხოვრისს, თითოეული იქნება დამოუკიდებელი ერთეული. გახსოვდეთ, რომ ეს ერთეულები უნდა განიცდიდნენ კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმების ზემოქმედებას. ამგვარად, ეს ერთეულები იქნებიან წამყვანი ხაზი მთლიანი პროცესის მანძილზე.

Page 7: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

7

პროცესი

1. დაადგინეთ ანალიზის ერთეულები და ჩამოწერეთ ექსელში. 2. აღწერეთ თითოეული ერთეული, მიუთითეთ ზოგადი ინფორმაცია იმის

შესახებ, თუ რატომ არის ეს ერთეული მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისათვის.

3. ჩამოთვალეთ სოფლები, რომლებსაც შეეხება ეს ერთეული. შესაძლოა თქვენს მიერ შერჩეული ზოგი ერთეული ვრცელდებოდეს ყველა სოფელზე, ხოლო ზოგი ერთეული - მხოლოდ მათ ნაწილზე.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები • თავდაპირველად დაადგინეთ 5-10 ერთეული. ყოველთვის შეძლებთ

ერთეულების დამატებას პროცესის მსვლელობისას. • სახელმძღვანელოდ, შეგიძლიათ ასევე გადახედოთ საბაზისო ანგარიშის

ნაწილს, სადაც განხილულია არსებული გამოწვევები. მაგალითად, თუ კონკრეტული გამოწვევა შეეხება სოფლის მეურნეობას, მაშინ ანალიზის ერთეული იქნება სასოფლო-სამეურნეო მინდვრები.

• ერთეულების აღწერისას ნუ იჩქარებთ პრობლემების მითითებას, რომლებიც მათთან ასოცირდება. ყურადღება გაამახვილეთ ზოგად მახასიათებლებზე და დაახასიათეთ თუ რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი კომპონენტები (იხ. ცხრილი 1).

დაგეგმარების ინსტრუმენტი: ანალიზის ერთეული აღწერილობა/მნიშვნელობა შესაბამისი სოფლები არსებული სასოფლო-სამეურნეო მინდვრები

სოფლის მეურნეობა არის საკვების და გასაყიდი პროდუქტის მთავარი წყარო მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობისათვის. მუნიციპალიტეტში მოჰყავთ 5 ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული.

სოფელი 1, სოფელი 3, სოფელი 4

მდინარე მდინარე, რომელიც მოედინება მუნიციპალიტეტის ცენტრში, არის სასმელი წყლის უმთავრესი წყარო მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობისათვის. მდინარის

სოფელი 1, სოფელი 2, სოფელი 3, სოფელი 4

Page 8: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

8

წყალი ასევე გამოიყენება ნარგავების მოსარწყავად / ირიგაციაში.

საძოვარი საძოვრები არის მთავარი კომპონენტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლებისათვის, რადგანაც ყველა სოფელში მისდევენ მესაქონლეობას საკვების უზრუნველყოფის მიზნით.

სოფელი 1, სოფელი 2, სოფელი 3, სოფ ელი 4

ცხრილი 1: ანალიზის ერთეულების იდენტიფიცირება

ეტაპი 2: არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება მიმოხილვა მეორე ეტაპის მიზანია მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების უკეთ გაგება. შედეგი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი, მიმდინარე სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების სია. აქ სასურველია ჩამოვთვალოთ კლიმატთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები; აქ არ უნდა ჩაწეროთ მომავლის პოტენციური პრობლემები (რომლებიც მოგვიანებით შეიქმნება). დასაწყისისათვის დაადგინეთ არა უმეტეს 10; მოგვიანებით შესაძლებელი იქნება სიის შევსება (იხ. ცხრილი 2). პროცესი

1. საბაზისო ანგარიშის მეშვეობით დაადგინეთ და აღწერეთ სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები და მათი ზემოქმედება.

2. თითოეულ იდენტიფიცირებულ გამოწვევაზე ჩამოწერეთ შესაბამისი ერთეულები.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები • იყავით მაქსიმალურად კონკრეტული. როდესაც დაადგენთ გამოწვევას ან

საფრთხეს, ასევე მიუთითეთ შესაბამისი ზემოქმედებები. • საბაზისო ანგარიშების უმეტე4სობაში მოცემულია ნაწილი ”ამჟამინდელი

გამოწვევები”, რომელიც დაგეხმარებათ მუნიციპალიტეტში არსებული სოციო-ეკონომიკური გამოწვევების იდენტიფიცირებაში. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საბაზისო ანგარიშში არ იყოს შეტანილი ეს ნაწილი ან შეიძლება იყოს, მაგრამ შეიცავდეს ძალზე მწირ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში, დაგეგმარებაზე მომუშავე პირმა უნდა მოიძიოს დამატებითი რესურსები კონკრეტული მუნიციპალიტეტის შესახებ; ხოლო თუ ეს სამუშაო ტარდება სემინარის

Page 9: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

9

პირობებში, სთხოვეთ მონაწილეებს, რომ ჯგუფს გაუზიარონ მათი გამოცდილება და ცოდნა არსებული გამოწვევების თაობაზე.

• ამ ეტაპზე თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ანალიზის დამატებითი ერთეულები. თუ ასე მოხდა, დაამატეთ ისინი პირველი ეტაპის დროს შედგენილ სიას.

დაგეგმარების ინსტრუმენტი:

ცხრილი 2: არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება

ეტაპი 3: კლიმატის სცენარები და პირდაპირი ზემოქმედება მიმოხილვა მესამე ეტაპის მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ იცვლება კლიმატი და თუ რა შეიძლება იყოს პოტენციური პირდაპირი ზემოქმედება. ამ ნაწილის შედეგი იქნება კლიმატის ტენდენციების სია და შესაბამისი პირდაპირი ზემოქმედებები, და ასევე რელევანტური ერთეულები (იხ. ცხრილი 3). თითოეული მუნიციპალიტეტის საბაზისო ანგარიში მოიცავს ნაწილს კლიმატის ტენდენციების შესახებ, რომლიდანაც უნდა ამოიღოთ საჭირო ინფორმაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაწილები არ აწესებს მკაცრ მოთხოვნას კლიმატის პროგნოზების ან მოდელირების გამოყენების თაობაზე. საბაზისო ანგარიში მოცემული ინფორმაცია კლიმატის შესახებ ეფუძნება წარსულის ტენდენციებს. როგორც ასეთი, სცენარები აგებულია ისტორიულ ტენდენციებზე, როგორც მომავლის ცვლილებების ინდიკატორებზე. აღნიშნული თემის უკეთ შესასწავლად

არსებული სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები

შესაბამისი ერთეულები

ფერმებში საცხოვრისების გათბობის არარსებობამ შედეგად მოიტანა ფერმების ქარსაცავების განადგურება (გამოყენებული იქნა შეშად) და ახლა ქარის მიერ მიყენებული ზიანის შედეგად შემცირებულია სასოფლო-სამეურნეო მოსავალი.

არსებული სასოფლო-სამეურნეო მინდვრები

ძლიერი წვიმები იწვევს მეწყერს, რაც აზიანებს სოფელში არსებულ შენობა-ნაგებობებს.

ინფრასტრუქტურა

ახლომდებარე საწარმოების ტოქსიკური გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

საოჯახო მეურნეობა/კომლი

Page 10: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

10

გთხოვთ გაეცნოთ საბაზისო ანგარიშის მეთოდების ნაწილს, რაც დაგეხმარებათ პროგნოზების შემუშავების მეთოდის უკეთ გაგებაში. პროცესი

1. გამოიყენეთ საბაზისო ანგარიშში მოცემული ინფორმაცია და ჩამოაყალიბეთ კლიმატის თვისობრივი ტენდენციები.

2. ჩამოწერეთ ყველა პოტენციური ზემოქმედება, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს თითოეული ტენდენციიდან. თითოეულ ტენდენციას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ზემოქმედება, თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

3. ჩამოთვალეთ ერთეულები, რომლებიც განიცდიან აღნიშნულ ზემოქმედებას. საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები

• კონკრეტული ციფრები და მონაცემები არ არის საჭირო. ყურადღება გაამახვილეთ ტენდენციების თვისობრივ დახასიათებაზე. მაგალითად: ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის მატება.

• თუ საბაზისო ანგარიში არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით სჭირო ინფორმაციას, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი სამუშაოს შესრულება. ერთერთი ვარიანტია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების შესახებ მათი აზრის და შეხედულებების დაფიქსირება. გარდა ამისა, თუ დაგეგმარება სრულდება სემინარის პირობებში, სასურველი იქნება თუ მოიწვევთ ადგილობრივი კლიმატის ექპერტს - მაგ. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომელს.

• წარსული შესანიშნავი ინსტრუმენტიო შეიძლება იყოს, როდესაც მომავალზე ვფიქრობთ. ზემოქმედებების დადგენის დროს გაიხსენეთ წარსული მოვლენები და ტენდენციები, რომლებსაც ამჟამინდელთან მსგავსება აქვთ და ნახეთ თუ რა შედეგები მოიტანეს მათ. მაგალითად, თუ ცდილობთ იმის დადგენას, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს უფრო ძლიერი ნალექები, განიხილეთ წარსული შტორმები და მათი შედეგები.

დაგეგმარების ინსტრუმენტი: კლიმატის ტენდენციები პირდაპირი ზემოქმედება შესაბამისი ერთეულები ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის მატება

ანელებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, რაც იწვევს პირადი მოხმარების და ბაზარზე გასაყიდი საკვები პროდუქტის კლებას.

სასოფლო-სამეურნეო ერთეულები

ზაფხულის სეზონზე ნალექების კლება

• ზაფხულში წყლის ნაკადის შემცირება

თევზის სარეწები

Page 11: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

11

აზარალებს თევზის სარეწებს.

• აზარალებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას.

ქარის სიჩქარის მატება ზრდის ნათესების/ნარგავების დაზიანების ხარისხს

სასოფლო-სამეურნეო ერთეულები

ცხრილი 3: კლიმატის სცენარების იდენტიფიცირება და პირდაპირი ზემოქმედებების დადგენა

ეტაპი 4: კომბინირებული ზემოქმედება მიმოხილვა ამ ეტაპის მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ ურთიერთქმედებაში იქნება კლიმატის ცვლილება განვითარების არსებულ გამოწვევებთან. ამ ეტაპის შედეგი იქნება პოტენციური ”კომბინირებული ზემოქმედებების” სერიები (იხ. ცხრილი 4). კომბინირებული ზემოქმედებების დასადგენად სასურველია დავიწყოთ განვითარების არსებული გამოწვევების შესწავლით, რომლებიც წინა ეტაპზე არის მითითებული. დასაწყისისათვის შეარჩიეთ ერთი გამოწვევა და შემდეგ განიხილეთ კლიმატის ცვლილების ტენდენცია და მათი პირდაპირი ზემოქმედება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი ურთიერთქმედება ექნება კლიმატის ტენდენციას ან ზემოქმედებას და განვითარების არსებული გამოწვევას. გამწვავდება თუ არა პრობლემა? გაუმჯობესდება თუ არა მდგომარეობა? ხომ არ მოხდება საერთოდ ახალი რამ? მაგალითად, ვთქვათ 2 ეტაპზე იდენტიფიცირებული ერთერთი გამოწვევა არის სოფლის ინფრასტრუქტურის ნგრევა წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერების გამო. მოდით, ჩავთვალოთ რომ საბაზისო ანგარიშში საუბარია ძლიერი შტორმების მატებაზე. ამ შემთხვევაში, შესაძლო კომბინირებული ზემოქმედება შეიძლება იყოს მეწყერების გახშირება, ხოლო შედეგი იქნება სოფლის ინფრასტრუქტურის დაზიანების მაჩვენებლის ზრდა. პროცესი

1. გადახედეთ 2 ეტაპზე დადგენილ გამოწვევებს. 2. დასაწყისისათვის ამოარჩიეთ ერთი გამოწვევა და განიხილეთ 3 ეტაპზე

შემუშავებული კლიმატის ინფორმაცია. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს კლიმატის ტენდენცია ან/და ზემოქმედება არსებულ ერთ გამოწვევაზე.

Page 12: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

12

3. ჩამოწერეთ შესაბამისი ერთეულები, რომლებიც სავარაუდოდ დაექვემდებარებიან კომბინირებულ ზემოქმედებას.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები

• სასურველი იქნება, თუ კავშირებს გამოსახავთ ქაღალდის დაფაზე ან ტრადიციულ დაფაზე. პირველ რიგში შეადგინეთ კლიმატის ცვლილების ტენდენციების და 3 ეტაპზე დადგენილი ზემოქმედებების სია. შემდეგ იგივე გვერდზე ჩამოწერეთ 2 ეტაპზე დადგენილი გამოწვევები. ამ ორ სიას შორის დატოვეთ ადგილი. გაავლეთ ხაზები და ამგვარად დააკავშირეთ კლიმატის ცვლილების ტენდენცია/ზემოქმედება არსებულ გამოწვევასთან, თუ თვლით რომ მათ ექნებათ ურთიერთქმედება. ხაზზე მიუთითეთ ურთიერთობის ტიპი - ზრდა აღნიშნეთ ”+”-ით , ხოლო კლება ”-”-ით.

დაგეგმარების ინსტრუმენტი: კომბინირებული ზემოქმედება შესაბამისი ერთეულები ფერმების ქარსაცავები განადგურებულია, რაც ამჟამად იწვევს მოსავლის განადგურებას. მოსავლისათვის მიყენებული ზიანი გაიზრდება ქარების მატების ტენდენციის გამო.

სასოფლო-სამეურნეო მიწა

ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც უკვე პრობლემაა ახლომდებარე საწარმოების ტოქსიკური გამონაბოლქვების გამო, გაიზრდება ზაფხულში ტემპერატურის მატების ტენდენციის გამო.

საოჯახო მეურნეობა / კომლები

სოფლის ინფრასტრუქტურის დაზიანება მოიმატებს მეწყრების და წყალდიდობების მომატებული რაოდენობის გამო, გაძლიერებული შტორმების დროს.

ინფრასტრუქტურა

ცხრილი 4: კომბინირებული ზემოქმედებების იდენტიფიცირება

ეტაპი 5: ადაპტაციის ღონისძიებების იდენტიფიცირება მიმოხილვა 5 ეტაპის მიზანია სტრატეგიების შემუშავება კლიმატის ცვლილების პირდაპირ ზემოქმედებებთან და კომბინირებულ ზემოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინა ეტაპზე იქნა იდენტიფიცირებული. შედეგი იქნება ლოგიკური ჩარჩო, რომელიც

Deleted:

Deleted:

Page 13: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

13

დაადგენს სტრატეგიულ მიზნებს და აქტივობებს/ღონისძიებებს და შედეგებს, რომლებიც საჭიროა მიზნების მისაღწევად. პროცესი

1. გადახედეთ 3 და 4 ეტაპებზე იდენტიფიცირებულ პირდაპირ და კომბინირებულ ზემოქმედებებს.

2. დაადგინეთ აქტივობები / ღონისძიებები, მიზნები (პირდაპირი შედეგები), შედეგები და სტრატეგიული მიზნები და შექმენით შედეგების ჯაჭვი.

3. შედეგების ჯაჭვის მეშვეობით შეადგინეთ ლოგიკური ჩარჩო (იხ. ცხრილი 5).

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები • 1 დანართში მოცემულია სახელმძღვანელო მითითებები შედეგების ჯაჭვის და

ლოგიკური ჩარჩოს შედგენასთან დაკავშირებით. • შეიძლება რთული იყოს შედეგების ჯაჭვის და ლოგიკური ჩარჩოს შედგენა

ექსელში. თუ ამის სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ შედეგების ჯაჭვი და ლოგიკური ჩარჩო შეადგინოთ ქაღალდის დაფაზე ან დაფაზე. როდესაც თქვენი ნამუშევარი თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგ გადაიტანეთ ის ექსელში.

• შედეგების ჯაჭვის შედგენის დროს აუცილებელია წინა ეტაპებზე დაბრუნება და ნამუშევრის გადახედვა. დარწმუნდით, რომ აქტივობებს, მიზნებსა და სტრატეგიულ მიზნებს შორის კავშირები არის ნათელი და ლოგიკური.

დაგეგმარების ინსტრუმენტი: აქტივობები / ღონისძიებები

მიზანი (პირდაპირი შედეგები)

შედეგი სტრატეგიული მიზანი

აუხსენით და ასწავლეთ ფერმერებს ქარსაცავების მნიშვნელობა

ფერმერებისათვის გასაგები ხდება ქარსაცავების მნიშვნელობა

იმუშავეთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოიპოვოთ დაფინანსება ფერმების

მიღებულია თანხები ქარსაცავების დასარგავად

ქარსაცავები ხელახლა დარგულია ფერმებში

საოჯახო მეურნეობებში გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა და გასათბობ ენერგიაზე ხელმისაწვდომობა

Page 14: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

14

ქარსაცავების მოსაწყობად. იმუშავეთ ადგილობრივ კვლევით ობიექტთან გათბობის ალტერნატიული საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით

გათბობის ალტერნატიული საშუალებები იდენტიფიცირებულია

იმუშავეთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოითხოვოთ გათბობის ალტერნატიული საშუალებების საპილოტე დაფინანსება

15 ოჯახში დაწყებულია გათბობის ალტერნატიული საშუალებების პილოტური ტესტირება

ოჯახები უზრუნველყო-ფილია გათბობის ალტერნა-ტიული საშუალებებით

ცხრილი 5: ადაპტაციის ღონისძიებების იდენტიფიცირება

ეტაპი 6: რენტაბელურობის (ხარჯის და ეფექტურობის) ანალიზი შესავალი რენტაბელურობის (ხარჯის და ეფექტურობის) ანალიზი დაგვეხმარება იმის დადგენაში, ღირს თუ არა რომელიმე პოტენციურ ღონისძიებაში თანხის ჩადება. შედეგი იქნება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ხარჯების და სარგებლის (იხ. ცხრილი 7) თვისობრივი აღწერილობა და ციფრული გამოსახვა (იხ. ცხრილი 6) თითოეულ ღონისძიებაზე. ექსელის ინსტრუმენტით გამოითვლება საბოლოოო შედეგები თოთოეულ ღონისძიებაზე. პროცესი

1. გადახედეთ 5 ეტაპზე შემუშავებულ აქტივობებს. ყველა ეს აქტივობა შეტანილი უნდა იყოს სვეტში, რომლის სათაურია ”აქტივობა/ღონისძიება” როგორც ”ხარჯების” ისე ”სარგებლის” ტაბში ექსელის ფაილში. თუ რომელიმე აკლია, დაამატეთ.

2. დაიწყეთ ”ხარჯების” ტაბიდან და თითოეულ აქტივობაზე აღწერეთ ეკონიმიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ხარჯები. თუ თქვენ

Page 15: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

15

დაადგენთ ხარჯს, რომელიც თქვენი აზრით არ ჯდება არცერთ კატეგორიაში, ჩაწერეთ ის სვეტში ”სხვა”. გახსოვდეთ, რომ ”ხარჯები” არის ფინანსური აქტივები, რომლებიც პროექტისათვის არის საჭირო, ისევე როგორც სხვა პოტენციური სოციალური და გარემოსდაცვითი ბარიერები.

3. მას შემდეგ რაც კონკრეტულ აქტივობაზე დაადგენთ ყველა ხარჯებს, შეაფასეთ თუ რამდენად მაღალი იქნება ხარჯი და ამისათვის აარჩიეთ (1-5) ქულა ჩამოშლილი მენიუდან # სვეტში. 1 = 0/ძალიან დაბალი ხარჯი; 5 = ძალიან მაღალი ხარჯი.

4. იგივე გაიმეორეთ ”სარგებლის” ტაბზე. ახლა ყურადღება მიაქციეთ პროექტის შესრულების შედეგად მიღებულ სარგებელზე და არა ხარჯებზე და ბარიერებზე.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები

• როდესაც დაასრულებთ ინფორმაციის შეყვანას, ნახეთ ჯამური ხარჯები და სარგებელი და დაფიქრდით ინტუიტიურად აქვს თუ არა ამ ყველაფერს გამართლება. თუ თქვენ არ ეთანხმებით საბოლოო შედეგებს, ხელახლა გაიარეთ ყველა დაწერილი ქულა და შეიტანეთ საჭირო შესწორებები.

დაგეგმარების ინსტრუმენტი:

ხარჯები აქტივობა ეკონომიკური # სოციალური # გარემოს

დაცვითი # სხვა # სულ

გაანათლეთ ფერმერები

მგზავრობა, ტრეინინგის მასალები

1 ზოგმა შეიძლება არ გამოთქვას დასწრების სურვილი

3 1 5

იმუშავეთ ადგილობრივ კვლევით ობიექტთან გათბობის ალტერნატიული საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით

პერსონალის დრო

1 მოსახლეობის ნაწილი შეიძლება შეეწინააღმდეგოს გათბობის ალტერნატიული საშუალებების იდეას, რომლებიც ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებული იქნება.

1 1 3

ცხრილი 6: აქტივობების ხარჯების დადგენა

Page 16: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

16

სარგებელი აქტივობა ეკონომიკუ

რი # სოციალური # გარემოსდაც

ვითი # სხვა # სულ

გაანათლეთ ფერმერები

ხელახლა დარგული ქარსაცავების გაზრდილი მდგრადობა/ამტანობა

4 ხელს შეუწყობს შემოსავლის ზრდას, საარსებო საშუალება

5 1 10

იმუშავეთ ადგილობრივ კვლევით ობიექტთან გათბობის ალტერნატიული საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით

ალტერნატიული გათბობის ღირებულება შეიძლება ძალიან დაბალი იყოს

4 1. უფრო სუფთა საწვავი ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის ჯანმრთელობას 2. ნაკლები დრო დაიხარჯება შეშის მოგროვებაზე

5 სოფლების გარშემო ტყის გაჩეხვის ტემპი დაიკლებს.

3 12

ცხრილი 7: კონკრეტული აქტივობის/ღონისძიების უპირატესობების იდენტიფიცირების მაგალითი ეტაპი 7: პრიორიტეტების დადგენა და სტრატეგიის შემუშავება შესავალი ამ ბოლო ეტაპს აქვს ორი მიზანი. პირველი მიზანი არის აქტივობების პრიორიტიზაცია რენტაბელობის ანალიზის საფუძველზე. მეორე მიზანია სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (იხ. ცხრილი 8). პროცესი

1. ექსელში - გადადით ”პრიორიტეტების დასახვის” ტაბზე და გადახედეთ იქ ჩამოთვლილ აქტივობებს. თითოეულის გვერდზე მითითებულია რენტაბელობის საბოლოო ქულა.

Page 17: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

17

2. გახსოვდეთ, რომ თითოეული აქტივობა მიზნად ისახავს შედეგის მიღებას. შეარჩიეთ პრიორიტეტული აქტივობები და ისინი, რომლებიც შეიძება გადადოთ სამომავლოდ.

3. მიუთითეთ სავარაუდო ღირებულება და თუ არსებობს - აქტივობის არსებული დაფინანსება.

4. და ბოლოს, ჩამოწერეთ პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ მოცემული აქტივობის შესრულებაში.

საუკეთესო პრაქტიკული მეთოდები და მითითებები • გახსოვდეთ, რომ შეიძლება აქტივობის ხარჯი მაღალი იყოს, თუმცა იგი

შეიძლება იყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით.

• კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების შესასრულებლად შეიძლება დაგჭირდეთ პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ტრადიციულად არ გქონიათ პარტნიორული ურთიერთობები. იფიქრეთ ახალი პარტნიორების შერჩევაზე და ასევე გაითვალისწინეთ ისინი, ვისთანაც წარსულში გიმუშავიათ.

დაგეგმარების ინსტრუმენტი: აქტივობა B/C დროის

მონაკვეთი სავარაუდო ღირებულება

არსებული დაფინანსება

პოტენციური პარტნიორები

გაანათლეთ ფერმერები

2 ივლისი-აგვისტო

3,000 აშშ. დოლარი

არ არის ადგილობრივი ტრეინინგის ცენტრი

იმუშავეთ ადგილობრივ კვლევით ობიექტთან გათბობის ალტერნატიული საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით

4 ივნისი-სექტემბერი

ერთი მუშაკის ½ დრო

დიახ, არსებული ენერგო-პარტნიორო-ბის ფარგლებში

ადგილობრივი უნივერსიტეტი

ცხრილი 8: პრიორიტეტების დასახვა და სტრატეგიის შემუშავება სახელმძღვანელო ლიტერატურა FHI 360. Creating Clear, Logical Frameworks. 2012 (გასაგები, ლოგიკური ჩარჩოების შექმნა)

Page 18: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

18

Institute for Social and Environmental Transition. Semarang Climate Change Resilience Strategy, Indonesia. June 2011 (სოციალური და გარემოსდაცვითი გარდატეხების ინსტიტუტი. სემარანგი, ინდონეზია, 2011 წ. ივნისი) Quesne, Tom Le; Matthews, John H.; Heyden, Constantin Von der; Wickel, A.J.; Wilby, Rob; Hartmann, Joerg; Pegram, Guy; Kistin, Elizabeth; Blate, Geoffrey; Freitas, Glauco Kimura de; Levine, Eliot; Guthrie, Carla; McSweeney, Catherine; Sindorf, Nikolai. 2010. Flowing forward: freshwater ecosystem adaptation to climate change in water resources management and biodiversity conservation. Water working notes; note no. 28. Washington D.C. The Worldbank. Resilience Alliance. 2010. Assessing resilience in social-ecological systems: Workbook for practitioners. Version 2.0. Online: http://www.resalliance.org/3871.php დანართი I: სახელმძღვანელო შედეგების ჩარჩოს/სტრუქტურის შესახებ ქვემოთ მოცემული ტექსტი ამოღებულია FHI 360 სახელმძღვანელოდან, რომელიც შეიქმნა USAID-ის მიერ დაფინანსებული FANTA III პროექტის ფარგლებში. გასაგები, ლოგიკური შედეგების ჩარჩოს შექმნა რა არის შედეგების ჩარჩო? შედეგების ჩარჩო არის ლოგიკური მოდელის ტიპი, ლოგიკური ჩარჩოს მსგავსი, რომელსაც USAID წარსულში, ხოლო სხვა დონორები ამჟამად იყენებენ. ის გვაჩვენებს, თუ როგორ მიაღწევენ მიზანს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები - ეს არის სამოქმედო გეგმის მაგვარი ინსტრუმენტი, რომელიც გაჩვენებთ საბოლოო დანიშნულების ადგილს და იქამდე მისასვლელ გზას. შედეგების ჩარჩო ითვალისწინებს კონკრეტული კონტექსტის საჭიროებების შეფასების ანალიზს, სამუშაო გარემოს, საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც დგას სამიზნე მოსახლეობის წინაშე. საჭიროებების ანალიზი უნდა ჩატარდეს შედეგების ჩარჩოს შედგენამდე. შედეგების ჩარჩოს სამი მთავარი დანიშნულება აქვს:

• პროექტის დიზაინი და დაგეგმარება. შედეგების ჩარჩო გვეხმარება დასაწყისიდანვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროექტის მიზნების დასახვაში და წარმოადგენს მიზნების მიღწევის გზების ლოგიკურ განმარტებას.

• მონიტორინგი და შეფასება. მოსალოდნელი შედეგების და მათი მიღწევის ეტაპების დაკონკრეტებით შედეგების ჩარჩო აადვილებს იმის დადგენას, თუ რის გაზომვა არის საჭირო. ლოგიკურად აგებული შედეგების ჩარჩო უზრუნველყოფს პროექტის მთავარი ცვლილებების გაზომვას. ინდიკატორები დაკავშირებული უნდა იყოს შედეგების ჩარჩოს ყველა ეტაპთან. ამგვარად თქვენ შეძლებთ იმის დადგენას თუ სად -ჯაჭვის რომელ რგოლზე დაფიქსირდა პრობლემა ან ჩავარდნა.

Page 19: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

19

• კომუნიკაცია. შედეგების ჩარჩო მკაფიოდ და მოკლედ აჯამებს პროგრამის სტრატეგიას და ეხმარება ყველა მონაწილე მხარეს - პროგრამის პერსონალს, დონორებს და ადგილობრივ პარტნიორებს იმის აღქმაში თუ რის მიღწევას გეგმავს პროგრამა და როგორ. შედეგების ჩარჩოზე ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრაქტიკის განვითარებას და პერსონალის ჩართულობის გაძლიერებას. შედეგების ჩარჩო ასევე არის პროგრამის ისტორიის მოყოლის დროს კარგი დამხმარე საშუალება.

როგორ გამოიყურება შედეგების ჩარჩი შედეგების ჩარჩო ძირითადად იხაზება როგორც ”ხე”; ბოქსებით აღინიშნება სხვადასხვა დონეები: საერთო მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს და რომლისთვისაც იღწვის პროგრამა, სტრატეგიული მიზნები (სმ), შუალედური შედეგები (შშ) და აქტივობები. სტრატეგიული მიზნები და შუალედური შედეგები ჩამოყალიბებულია, როგორც შედეგების დეკლარაცია, რომლებიც აღწერენ თუ რას მიაღწევს თქვენი პროგრამა. მიზანი და შედეგების დეკლარაცია მოცემულია წარსულ დროში, როგროც უკვე მიღწეული (მაგ. საკვების უზრუნველყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და არა საკვების უზრუნველყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდება). აქტივობები აღწერილია, როგორც ქმედებები (მაგ. ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგი) რომლებიც ხელს უწყობენ შუალედური შედეგების მიღწევას. შედეგების ჩარჩო იყენებს ხაზებს, რომელთა მეშვეობითაც გვაჩვენებს მიზეზობრივ კავშირებს, ან ერთი დონე როგორ გადადის მეორეში. კავშირები უნდა იყოს გასაგები და ლოგიკური. (შენიშვნა: ხაზები შეიძლება იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური; პროგრამებში შეიძლება იყოს ქვე- შუალედური შედეგები). შედეგების ჩარჩო ასევე შეიცავს მთავარი გარე ფაქტორების ან ვარაუდების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენი პროგრამის კონტროლის ფარგლებს მიღმა არიან, თუმცა ზეგავლენას ახდენენ პროექტის შესაძლებლობებზე, რომელთა მეშვეობითაც ის აღწევს დასახულ მიზნებს (მაგ. პოლიტიკური სტაბილურობა).

Page 20: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

20

შედეგების სტრუქტურის მაგალითი

როგორ შევადგინოთ კარგი შედეგების ჩარჩო?

• უნდა იყოს შესრულებადი. სტრატეგიული მიზნები და შუალედური შედგები უდნა იყოს ამბიციური, თუმცა ამავდროულად მიღწევადი. თქვენი პროექტი იქნება ანგარიშვალდებული მათ მიღწევა-შესრულებაზე; ამიტომ მუდმივად გახსოვდეთ ოპერატიული გარემო და ხელმისაწვდომი რესურსები.

• უნდა იყოს კონკრეტული. თქვენი შედეგების ჩარჩო არ უნდა იყოს განზოგადებული ჩარჩო, რომელიც გადმოღებული იქნება სხვა პროგრამიდან. მაგალითად, არ გამოიყენოთ ”საკვები მშვიდობისათვის” სტრატეგიული ჩარჩოს შუალედური შედეგები - ის შექმნილია პროგრამისათვის ”საკვები მშვიდობისათვის”, და არა ინდივიდუალური პროგრამებისათვის.

• უნდა იყოს გასაგები. თითოეული მიზანი, სტრატეგიული მიზანი, შუალედური შედეგი და აქტივობა უნდა იყოს გასაგები სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პროგრამის პერსონალისათვის, დონორებისათვის და ქვეყანაში არსებული სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის. შედეგების დეკლარაცია უნდა შეიცავდეს:

o შედეგის შესახებ დეკლარაციას (მაგ. მოწოდება დამოკიდებული უნდა იყოს პრობლემის ანალიზზე, საკითხებზე, პროგრამის კონტექსტზე და გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე), და არა აქტივობაზე ან პროცესზე (მაგ. ქცევის შეცვლის კომუნიკაცია კვების მეთოდებზე დედებისათვის).

მიზანი: უმაღლესი დონის მიზანი, რომელსაც ემსახურება პროგრამა (თუმცა დამოუკიდებლად ვერ აღწევს)

სტრატეგიული მიზანი (სმ): უმაღლესი მიზანი, რომელზეც პასუხს აგებს პროგრამა (საბოლოო მდგომარეობა ან შესრულება)

შუალედური შედეგი (შშ): შედეგი, რომელიც უნდა იქნას მიღწეული სმ-ს მისაღწევად. ქვე-შშ: შედეგი, რომელიც უნდა იქნას მიღწეული შშ-ს მისაღწევად.

აქტივობა: ქ მედება, რომელიც გვეხმარება შშ-ს მიღწევაში

ვარაუდები

Page 21: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

21

მინიშნება: შესაძლებლობების გაძლიერება ჩვეულებრივ არის აქტივობა და არა შედეგი.

o აღწერეთ მხოლოდ ერთი შედეგი თითო შშ-ზე ან სმ-ზე. უფრო ადვილია

გაზომო და მართო ერთი შედეგი ერთ ჯერზე, ვიდრე კომბინაცია. o აღწერეთ მიზეზობრივი ჯაჭვის მხოლოდ ერთი დონე. ნუ

გააერთიანებთ სმ-ს და შშ-ს, მაგალითად ერთ დეკლარაციაში ნუ შეეცდებით იმის ახსნას, თუ როგორ ან რატომ მიაღწევთ შშ-ს ან სმ-ს.

მინიშნება: თუ თქვენი სმ ან შშ შეიცავს სიტყვებს: მიერ, მეშვეობით, იმისათვის, რომ, ამგვარად, ან დახმარებით, მაშინ გამოდის რომ თქვენ ორი დონის კომბინაცია გაგიკეთებიათ.

o უნდა იყოს გაზომვადი. თუ ისინი ბუნდოვანი ან გაუგებარია, მაშინ მათი გაზომვა ძნელი იქნება.

• უნდა იყოს ლოგიკური. თქვენ ვერ იქნებით იმის გარანტია, რომ პროგრამა მიაღწევს მოსალოდნელ შედეგს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ იმაზე, რომ კონკრეტული ძალისხმევა ლოგიკურად დასრულდება კონკრეტული შედეგით. თქვენი მიზეზობრივი ლოგიკა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გამყარებულ პროგრამის თეორიას, რომელიც წარსულ გამოცდილებაზე, კვლევებზე, შეფასებებზე, საუკეთესო მეთოდებზე, პუბლიკაციებზე არის აგებული. ნათელი უნდა იყოს, თუ შედეგების ჩარჩოს ერთი დონე როგორ გადადის შემდეგზე. გახსოვდეთ:

o ქვედა დონემ უნდა გამოიწვიოს უფრო მაღალი დონე (მაგ. თუ ჩვენ ჩავატარებთ ამ აქტივობას, მივაღწევთ ამ შშ-ს; თუ მივაღწევთ ამ შშ-ს, ჩვენ შევასრულებთ ამ სმ-ს).

o ქვედა დონემ არ უნდა განსაზღვროს უფრო მაღალი დონე (მაგ. შშ-მ უნდა გიკარნახოთ თუ როგორ მიაღწიოთ სმ-ს და არა მისი მნიშვნელობა).

o ქვედა დონე არ უნდა იმეორებდეს უფრო მაღალ დონეს (მაგ. სმ არის საბოლოო მდგომარეობა ან მიღწევა; შშ არის ეტაპი, რომელიც სმ-სკენ მიდის).

მინიშნება: იმისათვის, რომ შეამოწმოთ თქვენი მიზეზობრივი ლოგიკა, დასვით შეკითხვა “როგორ”, იმ დროს როცა გაეცნობით შედეგების ჩარჩოს, ზემოდან ქვემოთ. და დასვით შეკითხვა ”რატომ”, როცა ჩარჩოს წაიკითხავთ ქვემოდან ზემოთ:

• როგორ შევასრულოთ სმ ”Z”? ამისათვის უნდა მივაღწიოთ შშ ”Y”-ს. როგორ

Page 22: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმარება ...w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Brochures...1 კლიმატის

22

უნდა მივაღწიოთ შშ ”Y”-ს? უნდა შევასრულოთ აქტივობა ”X”. • რატომ უნდა შევასრულოთ აქტივობა ”X”? იმისათვის რომ მივაღწიოთ შშ ”Y”-ს.

რატომ უნდა მივაღწიოთ შშ ”Y”? იმისათვის, რომ შევასრულოთ სმ ”Z”. თუ თქვენი პასუხები ბუნდოვანია, მაშინ მიზეზობრივი ლოგიკა არ აროს გამართული. სად შეგვიძლია გავიგოთ უფრო მეტი შედეგების ჩარჩოს შესახებ?

• USAID-ის ავტომატური დირექტივების მომსახურება, თავი 201.3.8.3: დაგეგმარება http://www.usaid.gov/policy/ads/200/201.pdf

• USAID-ის TIPS 13: შედეგების ჩარჩოს აგება http://pdf.usaid.gov/pdf_docs/PNACA947.pdf

• მოიძიეთ ინტერნეტში. ძიების დროს გამოიყენეთ სიტყვები: შედეგების ჩარჩო, ლოგიკური ჩარჩო, ან ლოგიკური მოდელი.