კლიმატის ცვლილების მიმართ...

33
კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო გეგმა ეკოზონა I I შემუშავენულია პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში სექტემბერი, 2014

Transcript of კლიმატის ცვლილების მიმართ...

Page 1: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

კლიმატის ცვლილების მიმართ

ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო გეგმა

ეკოზონა I I

შემუშავენულია პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და

რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან

ადაპტირების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ

კავკასიაში“ ფარგლებში

სექტემბერი, 2014

Page 2: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

2 | P a g e

შინაარსი

შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3

გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები ------------------------------------------------------------------- 5

1 არსებული სიტუაციის მიმოხილვა ----------------------------------------------------------------------------- 7

1.1 ადგილობრივი პრიორიტეტული თემატური მიმართულებების ანალიზი -------------------- 7

1.2 ტრანსასაზღვრო მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები ---------------------------------- 9

1.3 კლიმატის ცვლილების სცენარები და შესაძლო გავლენების ანალიზი ------------------------ 10

1.4 კლიმატის ცვლილების არსებული და პოტენციური ზეგავლენების კომბინირებული

ანალიზი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11

1.5 კლიმატის ცვლილების მიმართ გამოვლენილი საადაპტაციო ღონისძიებები --------------- 12

2 კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია - ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის

კონტექსტი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 17

2.1 საქართველო და აზერბაიჯანი: საერთაშორისო ვალდებულებები და კანონმდებლობა

კლიმატის ცვლილების კონტექსტში ------------------------------------------------------------------------------ 18

2.2 სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას

კლიმატის ცვლილებებზე ---------------------------------------------------------------------------------------------- 23

2.3 ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის იურიდიული ასპექტები ------------------------------------- 25

2.4 ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმები ------------------------------------------------------- 26

Page 3: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

3 | P a g e

შესავალი

2011 წლიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ (Mercy Corps)

და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN”

ახორციელებს პროგრამას - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული

თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების და

ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ კავკასიაში“.

პროგრამის გეოგრაფია მოიცავს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას - საქართველო, სომხეთი,

აზერბაიჯანი.

პროგრამით განსაზღვრულია სამიზნე გეოგრაფიული ერთეულიები - ტრანსსასაზღვრო

ეკოზონები, რომლებიც მოცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:

ქვეყანა ადმინისტრაციული ერთეული

I ეკოზონა საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

დმანისი მუნიციპალიტეტი

ბოლნისი მუნიციპალიტეტი

მარნეული მუნიციპალიტეტი

სომხეთი ლორის რეგიონი

II ეკოზონა

საქართველო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

აზერბაიჯანი

აღსტაფის რაიონი

თოვუზის რაიონი

შამქირის რაიონი

სამუხის რაიონი

პროგრამის ფარგლებში, განმახორციელებლი ორგანიზაციებისა და პროგრამის სამიზნე

არეალის წარმომადგენლების თანამშრომლობით შემუშავებული იქნა კლიმატის

ცვლილებასთან ადაპტაციის და კატასტროფების რისკის შემცირების ადგილობრივი

(მუნიციპალური, რეგიონული) გეგმები.

ლოკალური საადაპტაციო გეგმების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო

საადაპტაციო გეგმების შემუშავება. ამგვარი გეგმების უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს

დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ზრდას კლიმატური პრობლემებისადმი,

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საშიშროებების ტრანსასაზღვრო ბუნების

Page 4: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

4 | P a g e

გააზრებას და ამგვარ საშიშროებაზე საპასუხო რეაგირებისთვის რეგიონული კოოპერირების

უპირატესობის დემონსტრირებას.

წინამდებარე დოკუმენტი ასახავს პროგრამის II ეკოზონის ტრანსასაზღვრო საადაპტაციო

გეგმას.

Page 5: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

5 | P a g e

გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები

გეგმის შემუშავებისას გამოყენებული იქნა მეთოდოლოგიური აპარატი, რომელიც მოიცავდა

შემდეგი მეთოდების კომპლექსს:

არსებული დოკუმენტაციის დამუშავების მეთოდი - პროგრამის ფარგლებში

მომზადებული ანგარიშების დეტალური ანალიზი;

კამერალური მეთოდები - არსებული / ხელმისაწვდომი ლიტერატურისა და

დოკუმენტაციის მიმოხილვა / ანალიზი;

თანამონაწილეობრივი მეთოდები, მათ შორის:

o შეხვედრების თანამონაწილეობრივი ფასილიტაცია;

o ფასილიტირებული დისკუსიები;

ინტერნეტ ძიების მეთოდი (ე.წ. Online research methods (ORMs);

შედარებითი ანალიზის მეთოდი.

ქვემოთ ცხრილში მოცემული დეტალური ინფორმაცია გეგმებზე მუშაობის თითოეულ

ეტაპზე გამოყნებეული მეთოდოლგიური ინსტრუმენტების შესახებ.

დაგეგმვის ეტაპი მეთოდოლოგიური

ინსტრუმენტები ჩართული მხარეები

(i) კლიმატის ცვლილების

მიმიმართ საადაპტაციო

გეგმის ჩარჩო, შინაარსი და

მეთოდოლოგია - სამუშაო

ვერსია

კამერალური მუშაობა;

არსებული დოკუმენტაციის

მიმოხილვა;

ინტერნეტ ძიება (ე.წ. Online

research (ORMs);

შედარებითი ანალიზი.

კონსულტანტი;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC).

(ii) იდენტიფიცირებული

დაინტერესებული მხარეები

და საკვანძო ექსპერტები

დაინტერესებული

მხარეების ანალიზი;

არსებული დოკუმენტაციის

მიმოხილვა;

ინტერნეტ ძიება (ე.წ. Online

research (ORMs).

კონსულტანტი;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC).

(iii) ნაციონალური სამუშაო

შეხვედრები - 3 შეხვედრა

სამუშაო შეხვედრის

ფასილიტაცია / მოდერაცია.

ჯგუფთან მუშაობის

თანამონაწილეობრივი

მეთოდები

(ბრეინშტორმინგი,

ჯგუფებში მუშაობა,

ფასილიტირებული

დისკუსია, პრობლემების

ანალიზი და ა.შ.).

კონსულტანტი;

საკვანძო ექსპერტები;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC);

დაინტერესებული მხარეები.

(iv) კლიმატის ცვლილების

მიმიმართ საადაპტაციო

ტრანსასაზღვრო გეგმების

კამერალური მუშაობა;

არსებული ლიტერატურის

და დოკუმენტაციის

კონსულტანტი;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC);

საკვანძო ექსპერტები.

Page 6: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

6 | P a g e

დაგეგმვის ეტაპი მეთოდოლოგიური

ინსტრუმენტები ჩართული მხარეები

სამუშაო ვერსიები - 2 გეგმის

სამუშაო ვერსია

მიმოხილვა;

ინტერნეტ ძიება (ე.წ. Online

research (ORMs).

(v) ტრანსასაზღვრო

სემინარები - 2 სემინარი

სამუშაო შეხვედრის

ფასილიტაცია / მოდერაცია.

ჯგუფთან მუშაობის

თანამონაწილეობრივი

მეთოდები

(ბრეინშტორმინგი,

ჯგუფებში მუშაობა,

ფასილიტირებული

დისკუსია, პრობლემების

ანალიზი და ა.შ.).

კონსულტანტი;

საკვანძო ექსპერტები;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC);

დაინტერესებული მხარეები.

(vi) კლიმატის ცვლილების

მიმიმართ საადაპტაციო

ტრანსასაზღვრო გეგმების

საბოლოო ვერსიები - 2 გეგმა

კამერალური მუშაობა;

არსებული ლიტერატურის

და დოკუმენტაციის

მიმოხილვა/ანალიზი.

კონსულტანტი;

საკვანძო ექსპერტები;

პროექტის ჯგუფი (CENN, MC).

Page 7: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

7 | P a g e

1 არსებული სიტუაციის მიმოხილვა1

საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო საადაპტაციო გეგმის წინამდებარე თავი

ეყრდნობა CENN-ის მიერ შემუშავებულ კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის

მუნიციპალურ/რაიონულ (დედოფლისწყარო, სიღნაღი, საგარეჯო, აღსტაფა, შამქირი, სამუხი

და თავუზი) გეგმებში იდენტიფიცირებული საერთო თემატური საკითხების ანალიზის

შედეგებს.

აღსანიშნავია რომ მუნიციპალური საადაპტაციო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია

გულისხმობდა თანამონაწილეობრივი ინსტრუმენტების ფართო გამოყენებას და

ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში. შესაბამისად,

მიღებული შედეგები ძირითადად სწორედ ადგილობრივი სამუშაო ჯგუფების ინტერესებსა

და შეხედულებებს ასახავს.

მუნიციპალურ საადაპტაციო გეგმებში წარმოდგენილი ინფორმაცია ნათლად გვიჩვენებს,

რომ ტრანსასაზღვრო მუნიციალიტეტებში/რაიონებში მოსახლეობის მიერ ძირითადი

ყურადღება ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებს ეთმობა და უკავშირდება

რესურსების ხარისხის და რაოდენობის შემცირებას და მათზე ხელმისაწვდომობას

შეზღუდვას. ადგილობრივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ლოკალური

საადაპტაციო გეგმების მომზადებაში ეფუძნებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე

დღეისათვის არსებულ გამოწვევებს რაც მოცემული მუნიციპალიტეტების განვითარების

შემაფერხებელ უმთავრეს წინაპირობებს წარმოადგენს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ

ბუნებრივ რესურსებზე გავლენის შეფასება უმეტესწილად სოფლის მეურნეობის სექტორს

მოიცავს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს

წარმოადგენს.

აღნიშნულის გარდა ადგილობრივი გეგმებში განხილულია კლიმატის ცვლილების გავლენა

ბიომრავალფეროვნებაზე, მაგრამ არ არის ჩამოყალიბებული არსებული გამოწვევებიდან და

შესაძლო პოტენციურ გავლენებიდან გამომდინარე პრევეციისა და ადაპტაციის მექანიზმები.

ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ადგილობრივი

მოსახლეობის ცნობირებისა და ცოდნის დაბალი დონით.

1.1 ადგილობრივი პრიორიტეტული თემატური მიმართულებების ანალიზი

კლიმატის ცვლილების საადაპტაციო გეგმებზე მომუშავე ადგილობრივი ჯგუფების მიერ

გამოკვეთილ იქნა შემდეგი პრიორეტეტული თემატური მიმართულებები, რომლებიც

საფუძვლად დაედო ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს:

1 ქვეთვის შედეგები ეფუძნება CENN-ის მიერ განხორციელებული მუნიციპალური საადაპტაციო

გეგმების ანალიზის შედეგებს.

Page 8: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

8 | P a g e

ცხრილი 1.1 ეკოზონა II - თემატური მიმართულებები და მათი მნიშვნელობა

თემატური მიმართულება ტერიტორიული ერთეული მნიშვნელობა

მიწის რესურსების მართვა -

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

თავუზი, აღსტაფა, სამუხი,

შამქირი, დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

ადგილობრივი მოსახლეობის

დასაქმების ძირითადი

მიმართულება და შემოსავლის

მთავარი წყარო

წყლის რესურსების მართვა -

მდინარეები, ტბები

თავუზი, აღსტაფა, სამუხი,

შამქირი, დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

საირიგაციო დანიშნულება

სოფლის მეურნეობაში, სასმელ

წყალზე ხელმისაწვდომობა,

თევზის მეურნეობის

განვითარება

ტყის რესურსების მართვა

თავუზი, აღსტაფა, სამუხი,

შამქირი, დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

მერქნული და არამერქნული

რესურსი მოსახლეობისათვის,

ბიომრავალფეროვნების

შენარჩუნება, რეკრეაციული

ზონები, სატყეო მეურნეობის

ჩამოყალიბება.

ინფრასტრუქტურის

განვითარება

თავუზი, აღსტაფა, სამუხი,

შამქირი, დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

გზები, ქარსაცავი ზოლები,

საირიგაციო სისტემები, ტელე-

საკომუნიკაციო ქსელები

ტურიზმის განვითარება

თავუზი, აღსტაფა, სამუხი,

შამქირი, დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

დაცული ტერიტორიების

განვითარება და კულტურული

მემკვიდრეობის დაცვა,

ადგილობრივი მოსახლეობის

შემოსავლის ზრდის და

დასაქმების პოტენციური წყარო

როგორც წარმოდგენილი ცხრილი გვიჩვენებს ადგილობრივი ჯგუფები განსაკუთრებულ

მნიშვნელობას ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური, ეკოლოგიური, კულტურული და

სოციალური მიმართულებით გამოყენებაზე აკეთებენ. კერძოდ ყველა (შვიდივე)

ტრანსსასაზღვრო ჯგუფი სამ მთავარ თემატურ მიმართულებად მიწის, წყლის და ტყის

რესურსებს ასახელებს და სწორედ აღნიშნული რესურსებით სარგებლობაზე აკეთებს

აქცენტს. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტადაა მიჩნეული

ისეთი სექტორული მიმართულებისათვის, როგორიც ტურიზმია, რომელიც

მოსახლეობისათვის პოტენციური მაღალი შემოსავლის წყაროდ შეიძლება ჩამოყალიბდეს.

Page 9: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

9 | P a g e

1.2 ტრანსასაზღვრო მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები

ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შეფასებისას ადგილობრივმა სამუშაო

ჯგუფის წევრებმა ძირითადად ყურადღება გაამახვილეს ანთროპოგენული ზემოქმედებით

გამოწვეულ გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მართვის

საკითხებზე. ასევე აღნიშნული იქნა ინსტიტუციურ და ლეგალური ასპექტებთან

დაკავშირებული პრობლემები. ცხრილი 1.2 ასახავს ადგლობრივი სამუშაო ჯგუფების მიერ

იდენტიფიცირებულ არსებულ გამოწვევებს II ეკოზონის მიხედვით (II ეკოზონაში

წარმოდგენილი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით).

ცხრილი 1.2 ეკოზონა II - არსებული გამოწვევები

არსებული გამოწვევა ტერიტორიული

ერთეული გარემოზე ზემოქმედება

ზემოქმედების

მასშტაბი

ტყის დეგრადაცია,

უკანონო

ტყითსარგებლობა,

გადაძოვება

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

ქარსაცავი ზონების

განადგურება, ქარის

სიჩქარის მატება,

ნიადაგსაფარის ეროზია,

მეწყრული და

ღვარცოფული

პროცესების

წარმოშობა/გააქტიურება

ტყის ფონდი, სოფლის

მეურნეობა, ტურიზმი,

დასახლებული

პუნქტები,

ინფრასტრუქტურა

უკანონო

ნაგავსაყრელები

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

ნიადაგის, წყლის და

ჰაერის დაბინძურება,

დაავადებათა

გავრცელება

დასახლებული

პუნქტების მიმდებარე

ტერიტორია

გაუმართავი სასმელი

წყლის და

საკანალიზაციო

სისტემები

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

სიღნაღი

მდინარეების და

ნიადაგის დაბინძურება,

მოსახლეობაში

ინფექციური

დაავადებების

გავრცელება,

საირიგაციო არხების

დაბინძურება

დასახლებული

პუნქტები, მდინარეები

და სასმელი წყლის

სხვა წყაროები,

სასოფლო სამეურნეო

სავარგულები

საირიგაციო

სისტემების

გაუმართაობა,

არასაკმარისი

ინფრასტრუქტურა

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

სასოფლო სამეურნეო

სავარგულების

დეგრადაცია,

ნაყოფიერების

შემცირება

სასოფლო სამეურნეო

სავარგულები

კატასტროფული

ჰიდრო-

მეტეოროლოგიური და

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

სიღნაღი, საგარეჯო

სოფლის მეურნეობის

მოსავლის დაკარგვა,

ნიადაგსაფარის

სასოფლო სამეურნეო

სავარგულები,

ინფრასტრუქტურა

Page 10: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

10 | P a g e

არსებული გამოწვევა ტერიტორიული

ერთეული გარემოზე ზემოქმედება

ზემოქმედების

მასშტაბი

გეოლოგიური

ოვლენები

(წყალდიდობა,

მდინარისმიერი

ეროზიები, მეწყრული

პროცესები, სეტყვა,

გვალვა და ა.შ.)

დაკარგვა,

ინფრასტრუქტურის

დაზიანება

1.3 კლიმატის ცვლილების სცენარები და შესაძლო გავლენების ანალიზი

დაგეგმვის პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენდა კლიმატური ცვლილებების

მომავალი განვითარების პოტენციური სცენარების საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მიერ

შესაძლო გავლენების იდენტიფიცირება და მათი მნიშვნელობის შეფასება. სამუშაო ჯგუფის

წევრები ამ შემთხვევაში ეყრდნობონდენ ადგილობრივ თემებში არსებულ გამოცდილებას,

ასევე პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიწოდებულ ინფორმაციას.

ცხრილი 1.3 ასახავს სამუშაო ჯგუფების მიერ კლიმატური ცვლილებების სცენარების

ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცრებულ შესაძლო ზემოქმედებასა და შესაბამის

გავლენების ერთეულებს.

ცხრილი 1.3 ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების შესაძლო ზემოქმედება

კლიმატის ცვლილების

ტენდენცია

ტერიტორიული

ერთეული ზემოქმედება გავლენის ერთეულები

საშუალო წლიური

ტემპერატურის მატება

და გვალვიანი დღეების

ხანგრძლივობის

გაზრდა

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

მოსავლის შემცირება,

სასოფლო სამეურნეო

კულტურების

დაზიანება, ხანძრების

რისკის მატება,

დაავადებების

გავრცელება

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

ნალექების

განაწილების

ცვლილება სეზონების

მიხედვით

დედოფლისწყარო ხელმისაწვდომი წყლის

რაოდენობის შემცირება

სასმელი წყლის და

საირიგაციო სისტემები,

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

ნალექების დღიური

მაქსიმალური

მაჩვენებლის ზრდა,

მდინარეთა

სიმღვრივის მატება,

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

სიღნაღი, საგარეჯო

მეწყრულ-

ღვარცოფული

მოვლენების

გაძლიერება, სეტყვა,

დაავადებების

სასოფლო სამეურნეო

სავარგულები,

დასახლებული

პუნქტები,

ინფრასტრუქტურა

Page 11: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

11 | P a g e

კლიმატის ცვლილების

ტენდენცია

ტერიტორიული

ერთეული ზემოქმედება გავლენის ერთეულები

სასმელი და

საირიგაციო წყლის

ხარისხის გაუარესება

გავრცელება,

საირიგაციო არხების

ამოვსება, ირიგაციის

დანახარჯების ზრდა

ქარის სიხშირისა და

სიჩქარის მატება

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დედოფლისწყარო,

ნიადაგის ქარისმიერი

ეროზია,

პროდუქტიულობის

შემცირება,

საყოფაცხოვრებო

ინფრასტრუქტურის

დაზიანება

სასოფლო სამეურნეო

სავარგულები,

დასახლებული

პუნქტები

1.4 კლიმატის ცვლილების არსებული და პოტენციური ზეგავლენების კომბინირებული

ანალიზი

კლიმატის ცვლილებების შესაძლო გავლენების იდენტიფიცირების შემდეგ სამუშაო

ჯგუფების მიერ განისაზღვრა ის ზემოქმედებები, რომელიც დაკავშირებული იქნება

არსებული გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებების

კომბინირების შედეგად. ცხრილი 1.4 ასახავს ამგვარ, კომბინირებულ ზომექმედებებს II

ეკოზონაში წარმოდგენილი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

ცხრილი 1.4 ეკოზონა II - კომბინირებული ზემოქმედებები

კომბინირებული

ზემოქმედება პოტენციური გავლენა

ტერიტორიული

ერთეული

ზემოქმედების

ერთეული

სოფლის მეურნეობის

მოსავლიანობის

შემცირება

მოსახლეობის

მიგრაცია,

უმუშევრობის ზრდა,

ფასების ზრდა,

იმპორტის ზრდა

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები,

დასახლებული

პუნქტები

გარემოს (წყალი, მიწა,

ჰაერი) დაბინძურება

და ბუნებრივ

რესურსებზე

ხელმისაწვდომობის

შემცირება

პროდუქციის

ხარისხის გაუარესება,

დაავადებების

გავრცელების რისკის

ზრდა

დედოფლისწყარო,

სიღნაღი, საგარეჯო

მოსახლეობა, სოფლის

მეურნეობა -

მიწათმოქმედება,

მესაქონლეობა/მეფრინვე

ლეობა, სათევზე

მეურნეობა, ტყე,

ბიომრავალფეროვნება

ბუნებრივი

კატასტროფების

მოსახლეობის

ჯანმრთელობის და

თავუზი, აღსტაფა,

სამუხი, შამქირი,

დასახლებული

პუნქტები,

Page 12: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

12 | P a g e

რისკის ზრდა

(წყალდიდობა,

მდინარისმიერი

ეროზიები,

მეწყრული

პროცესები, სეტყვა,

გვალვა და ა.შ.)

საცხოვრებელი

გარემოს დაზიანება,

სასოფლო სამეურნეო

სავარგულების

დაკარგვა, მოსავლის

დაზიანება/განადგურე

ბა.

სიღნაღი სატრანსპორტო და

საკომუნიკაციო

ინფრასტრუქტურა,

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

1.5 კლიმატის ცვლილების მიმართ გამოვლენილი საადაპტაციო ღონისძიებები

დაგეგმვის დასკვნით ეტაპზე II ეკოზონში წარმოდგენილი ტერიტორიული ერთეულების

(მუნიციპალიტეტები, რაიონები) სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავდა ღონისძიებები,

რომლებიც უზრუნველყოფენ შეცვლილი გარემო პირობებისადმი ბუნებრივი სისტემების

ადაპტირების უნარის გძლიერებას - კლიმატის ცვლილების მავნე შედეგების შერბილებას.

ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე განისაზღვრა ის სტრატეგიული

ამოცანები, რომლის მიღწევა მნიშვნელოვანია შეცვლილი კლიმატური პირობებისადმი

სრულფასოვანი ადაპტირებისათვის. II ეკოზონის ფარგლებში, ქვეყნების მიხედვით

იდენტიფიცირებული ამგვარი სტრატეგიული ამოცანები მოცემულია ცხრილ 1.5-ში.

ცხრილი 1.5 ეკოზონა II - სტრატეგიული ამოცანები

# სტრატეგიული ამოცანები

საქართველო აზერბაიჯანი

საგ

არეჯ

სიღ

ნაღ

დედ

ოფ

ლ.

აღსტ

აფა

თო

ვუზ

შამქ

ირ

სამუ

ხი

A სასურსათო უსაფრთხოების ზრდა / სოფლის

მეურნეობის მოსავლიანობის ზრდა

B

გარემოს დაბინძურების შემცირება/პრევენცია -

დაავადებების გავრცელების რისკი შემცირება

დასასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება

C ბუნებრივი კატასტროფების რიკების შემცირება

D თბური აირების ემისიების შემცირება

დაგეგმვის პროცესში სამუშაო ჯგუფებმა შეიმუშავეს მიზნები, რომლებიც უზრუნველყოფს

ცხრილში 1.5-ში წარმოდგენილი სტრატეგიული საადაპტაციო ამოცანების მიღწევას. II

ეკოზონის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით იდენტიფიცირებული მიზნები

ასახულია ცხრილ 1.6-ში.

Page 13: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

13 | P a g e

ცხრილი 1.5 ეკოზონა II - მიზნები

სტრ.

ამოცანა მიზნები

საქართველო აზერბაიჯანი

საგ

არეჯ

სიღ

ნაღ

დედ

ოფ

ლ.

აღსტ

აფა

თო

ვუზ

შამქ

ირ

სამუ

ხი

A.B.

სოფლის მეურნოების მდგრადი პრაქტიკის

დანერგვა (თესლბრუნვა, ნაკვეთმონაცვლეობა,

კომპოსტირება და მულჩირება, კლიმატის

შესაბამისი კულტურები)

A.C. ქარსაცავების რეაბილიტაცია / გაშენება.

სანეერგეების მოწყობა

A.C.D. ალტერნატიული სათბობი საშუალების დანერგვა

(იდენტიფიცირება, პილოტირება)

A.B.

წყლის მართვის თანამედროვე, მდგრადი

პრაქტიკის დანერგვა - სასმელი წყალი,

თანამედროვე სარწყავი სისტემები.

B.D. ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკის

ცვლილება - შეგროვების და გატანის ორგანიზება

A.C.

კატასტროფების რისკის მართვის ადგილობრივი

გეგმების შემუშავება და რისკის შემამცირებელი

ღონისძიებების განხორციელება (ღვარცოფები,

მდინარისმიერი ეროზიები, მეწყრული პროცესები)

B.

ნარჩენი წყლების (საკანალიზაციო, სამრეწველო)

მართვის მოწესრიგება - საკანალიზაციო სისტემები,

გამწმენდი ნაგებობები

როგორც წარმოდგენილი ცხრილიდან შეგვიძლია დავასკვნათ II ეკოზონის ტერიტორიული

ერთეულების სამუშაო ჯგუფების უმრავლესობა მსგავს მიზნებს ისახავს კლიმატური

ცვლილებებისადმი ადაპტირების თვალსაზრისით. ამ მხირვ საინტერესოა გავაანალიზოთ

თითოეული ამ მიზნის ეფექტურობა ეკოზონაში წარმოდგენილი ტერიტორიული

ერთეულების ფარგლებში. დაგეგმვის პროცესი გულისხმობდა შემუშავებული საადაპტაციო

ღონისძიებების ხარჯ-ეფექტურობის ანალიზს, მათი ეკონომიუირ, სოციალური და

გარემოსდაცვითი კომპონენტების შეფასების საფუძველზე. შედეგად თითოეული მიზნის

Page 14: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

14 | P a g e

ეფექტურობა შეფასებული იქნა 1-5 ქულამდე შკალით. ამან საშუალება მოგვცა

განგვესაზღვრა პრიორიტეტები ეკოზონის ფარგლებში. მაღალ პრიორიტეტულად ჩაითვალა

ღონისძიებები, რომლებიც სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად გამოვლინდა, როგორც

ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე ღონისძიებები. ამასთან ქვეყნებს შიგნით

ტერიტორიულ ერთეულებს შორის მიღებული შედეგები თითქმის იდენტური იყო,

შესაბაისად მოგვყავს მიღებული შედეგები ქვეყნების მიხედვით. შედეგები ასახულია

დიაგრამა 1.1-ში.

დიაგრამა 1.1 ეკოზონა II - შემუშავებული ღონისძიებების ხარჯთ-ეფექტურობა

0

0,5

1

1,5

2

2,5

3

საქართველო

აზერბაიჯანი

როგორც დიაგრამიდან ჩანს ეკოზონის მასშტაბით უმთავრეს პრიორიტეტს წყლის მართვის

მდგრადი პრაქტიკის დანეგრვა წარმოადგენს, რაც უზრუნველყოს ეკოზონის მოსახლეობის

წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანების მიღწევას - სურსათის უსაფრთხოების ზრდას,

წყალზე ხელიმისაწვდომობის ზრდას, გარემოს დაბინძურების პრევენციას, დაავადებების

გავრცელებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას. მდგრადი პრაქტიკა

ასევე უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების ეკონომიას,

რაც თავის მხრივ განაპირობებს ადაპტაციის პრაქტიკის დანერგვას.

ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკოზონის ფარგლებში - ქარსაცავების აღდგენა,

კატასტროფების რისკების მართვა, ნარჩენი წყლების მართვა, სოფლის მეურნეობის მდგრადი

პრაქტიკების დანერგვა. აღვნიშნავთ რომ აზერბაიჯანული ტერიტორიული

ერთეულებსიათვის არსებითად ყველა პრობლემა პრაქტკილად იდენტურად

პრიორიტეტულია.

Page 15: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

15 | P a g e

წარმოდგენილი ანალიზი კარგ საფუძველს იძლევა გამოიყოს პრიორიტეტული თემები

პოტენციური ტრანსასაზღრო თანამშრომლობისათვის.

შესაძლო ტრანსასაზღვრო პროექტების თემატიკის იდენტიფიცირებისას

ვხელმძღვანელობდით იმ მოსაზრებით, რომ იდენტიფიცირეული ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობის მიმართულებები უნდა ყოფილიყო ისეთ პრობლემატიკასთან

დაკავშირებული, რომელთა მოგვარებისთვისაც საჭიროა II ეკოზონაში წარმოდგენილი

ორივე მხარის თანამშრომლობა. თუმცა ისეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია

სამიზნე ეკოზონის ადმინისტრაციული ერთეულებისათვის და არ ატარებენ

ტრანსსასაზღვრო ხასიათს, ასევე მოხვდნენ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის დღის

წესრიგში, ინფორმაციის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით. რაც

ვფქირობთ მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება სრულფასოვანი ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობისათვის.

აღწერილიდან გამომდინარე ცხრილ 1.6-ში, სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების

შესაბამისად მოგვყავს თემატური მიმართულებები, რომლებიც ჩვენი ხედვით, არსებული

გამოწვევების დღის წესრიგიდან გამომდინარე, საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ,

სრულფასოვან ტრანსასსაზღვრო თანამშრომლობას.

ცხრილი 1.6 ეკოზონა II - ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის პოტენციური თემატური მიმათულებები

სტრ. ამოცანა მიზანი ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონტექსტი

A.B. სოფლის მეურნეობის

მდგრადი პრაქტიკები

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მიმოცვლა

აპრობირებული, ადგილობრივ პირობებზე

მორგებული სასოფლო-სამეურნეო

კულტურების და მათი მოვლის ტენიკების

შესახებ ინფორმაციის გაცვლა

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე

მასალის მიმოცვლა

A.B.C. წყლის მდგრადი მართვა

თანამშრომლობა საერთო აუზების რესურსების

მდგრადი ინტეგრირებული მართვის

თვლასაზრისით

ყველა დაინტერესებული მხარის

მონაწილეობით ტრანსასაზღვრო აუზების

ინტეგრირებული მართვის გეგმების

შემუშავება და განხორციელება

ცოდნისა და გამოცდილების, ინფორმაციის

გაზიარება

A.C. ქარსაცავების რეაბილიტაცია /

გაშენება

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მიმოცვლა

აპრობირებული ტექნიკების, ქარსაფრების

Page 16: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

16 | P a g e

სტრ. ამოცანა მიზანი ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონტექსტი

ჯიშობრივი შემადგენლობის შესახებ

ინფორმაციის გაცვლა

ქარსაფრების შემადგენელი ხე-მცენარეების

სათესლე მასალისა და ჯიშების მიმოცვლა

A.C.D.

ალტერნატიული, მდგრადი

სათბობი საშუალების

დანერგვა (იდენტიფიცირება,

პილოტირება)

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მიმოცვლა

აპრობირებული ტექნიკების, ახალი მდგრადი

ტექნოლოგიების, ნოუჰაუების შესახებ

ინფორმაციის გაცვლა

A.C.

კატასტროფების რისკის

მართვის ადგილობრივი და

ტრანსასაზღვრო გეგმების

შემუშავება და გამოყენება

(ნაპირსამაგრები,

ღვარცოფსაწინააღმდეგო და

მეწყერსაწინააღმდეგო

ღონისძიებები); ადრეული

შეტყობინების სისტემა

რისკების მართვის ტრანსასაზღვრო გეგმების

შემუშავება

ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების

ტრანსასაზღვრო სისტემების შემქნა

ერთობლივი სწავლებები

ადრეული შეტყობინების ტრანსასაზღვრო

სისტემების შემუშავება

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მიმოცვლა

კატასტროფების რისკების პრევენციის

ინოვაციური მიდგომების და ტექნიკების

გაზიარება

B.D.

ნარჩენის მათ შორის ნარჩენი

წყლების მართვის

მოწესრიგება - ნარჩენების

განთავსება, გატანის

სისტემები, საკანალიზაციო

სისტემები, გამწმენდი

ნაგებობები

წყლის მდგომარეობაზე კონტროლის ერთიანი

სისტემის ჩამოყალიბება

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მიმოცვლა

აპრობირებული ტექნიკების, ნოუჰაუების

შესახებ ინფორმაციის გაცვლა

Page 17: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

17 | P a g e

2 კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია - ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობის კონტექსტი

კლიმატის ცვლილება სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ტრანსასაზღვრო ხასიათს ატარებს და

შესაბამისად რეგიონული დონის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ისეთი

საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა: მდინარებიის ტრანსასაზღვრო მენეჯმენტი,

კლიმატური და ჰიდრომეტეროლოგიური ინფორმაციის გაცვლა, ბუნებრივი კატასტროფების

რისკების ანალიზი და პროგნოზირება, გამოცდილების გაზიარება ისეთი საადაპტაციო

ღონისძიებების კუთხით, როგორებიცაა წყლის, ბუნებრივი რისკების და სოფლის

მეურნეობის მართვის საკითხები.

საერთაშორისო ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა განვითარების პოტენციალის

აქტივიზაციისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ პოტენციალის

განვითარებისათვის აუცილებელია ისეთი კომპლექსური ღონისძიებების გატარება,

როგორებიცაა სივრცული მოდელების შემუშავება და მუნიციპალურ დონეზე საპილოტე

პროექტების განხორციელება და ქვეყნებს შორის თემატური თანამშრომლობის განვითარება.

ტრანსასაზღვრო პრობლემების სპეციფიურ მახასაითებელი ის გარემოებაა, რომ მისი

გადაწყვეტა ერთი ქვეყნის ფარგლებში ვერ ხერხდება დ/ან მისი გადაწყვეტა უფრო

ეფექტურად შესაძლებელია ერთობლივი ქმედებებით და ორმხრივი თანამშრომლობით. თუ

ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ნეგატიური ზემოქმედების შემცირების ეფექტების

მინიმალიზება ხდება გარემოს დამცავი სტრუქტურების, ადგილობივი ხელისუფლებისა და

მოსახლეობის მონაწილეობით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური, ზედამხედველობისა და

ორგანიზაციული ინსტრუმენტების არარასებობა - ნეგატიური ზემოქმედების ეფექტის

ინსპექტირებასა და შემცირებას ვერ ახდენს.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან

დაკავშირებლი პრობლემების ეფექტური მართვისა და საადაპტაციო ღონისძიებების

განხორციელებისათვის. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის:

კლიმატის ცვლილების ადაპტაციის პროცესის ეფექტურობას.

სხვადასხვა ტიპის რესურსების (ფინასნური, ადმინისტრაციული, ადამიანური,

ბუნებრივი) ეფექტურ გამოყენებას.

საერთო საზღვრის ორივე მხარის რეგიონებში/თვითმმართველ ერთეულებში

ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

უკანასკნელ ორ ათწლეულში ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ევროპული პოლიტიკის და

გლობალური თანამშრომლობის ინსტრუმენტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა. ამ

ინსტრუმენტის მთავარი ამოცანა საზღვრის ორივე მხარეს მდგრადი განვითარების

მხარდაჭერა და ამ საზღვრების გასწვრივ ცხოვრების განსხვავებული დონის შემცირების

Page 18: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

18 | P a g e

ხელშეწყობაა. აღნიშნული მიდგომა ეფექტურია ვაჭრობისა და ინვესტიციების

ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი რეგიონების დაახლოვების პერპექტივიდან

გამომდინარე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობებზე რეაგირების კუთხით.

2.1 საქართველო და აზერბაიჯანი: საერთაშორისო ვალდებულებები და კანონმდებლობა

კლიმატის ცვლილების კონტექსტში

კლიმატის ცვლილებების საკითხებზე აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო

ვალდებულებების და კონვენციების რატიფიცრების მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ

ქრონოლოგიურად და შინაარსობრივად თითქმის ერთნაირი გზა განვლეს.

1994 წლის 29 ოქტომბერს საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას

(UNFCCC), ხოლო 1999 წლის 16 ივნისს კიოტოს პროტოკოლს მიუერთდა. აზერბაიჯანი კი

კონვენციას 1992 წლის 12 ივნისს უერთდება (რატიფიცირება მოხდა 2000 წელს).

საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანს, გააჩნია არა-დანართი პირველი ქვეყნის

სტატუსი, თუმცა მიღებულ იქნა კონკრეტული COP გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება

35/CP.7, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ჯგუფის, ალბანეთისა და მოლდოვას

თხოვნა კონვენციის ფარგლებში მათ სტატუსთან დაკავშირებით).

შესაბამისად, არა-დანართი პირველი ქვეყნის სტატუსის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, არც

საქართველოს და არც აზერბაიჯანს, არ აქვთ ვალდებულება ყოველწლიურად მოახდინონ

გაზების ემისიის ეროვნული ინვენტარიზაცია.

1999 წელს საქართველომ UNFCCC-ს წარუდგინა პირველი ეროვნული კომუნიკაცია, ხოლო

აზერბაიჯანმა 1998 წელს. 2009 წლის ოქტომბერში საქართველომ მეორე ეროვნული

კომუნიკაცია წარადგინა, ხოლო აზერბაიჯანმა - 2010 წელს. ამჟამად ორივე სახელმიწფოში

მინდინარეობს მესამე ეროვნულ შეტყობინებაზე მუშაობა.

2010 წელს, საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანი მიუერთდა კოპენჰაგენის შეთანხმებას,

რითაც იტვირთა მთელი რიგი ვალდებულებები2:

შეიმუშაოს და გაატაროს “ეროვნული პირობების შესაფერი შემარბილებელი

ქმედებები” (Nationaly Appropriate Mitigation Actions - NAMA) და მის ფარგლებში

ტექნოლოგიებისა და დაფინანსების შემოტანის ახალი მექანიზმი მდგრადი

განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.

2 http://moe.gov.ge/files/Klimatis%20Cvlileba/Klimatis%20Cvlilebis%20Konvenciis%20Procesi/Mnishvnelovani%20g

adackvetilebebi/1.3.3.2._კოპენჰაგენის_შეთანხმების_ტექსტი.pdf

Page 19: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

19 | P a g e

ჩამოაყალიბოს ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმი “სუფთა განვითარების

მექანიზმის” (სგმ), როგორც “ეროვნული პირობების შესაფერი შემარბილებელი

ქმედებების” ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს

პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის, ინვესტირების გასაზრდელად, გარემოს

გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის აღმოფხვრისათვის; -

შეამციროს ემისიები ტყის გაჩანაგებისა და ტყის გადაგვარებიდან;

ხელი შეუწყოს სათბურის გაზების ნაკლებ გამომყოფი ტექნოლოგიების დანერგვას

ქვეყანაში, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის

სფეროში; - შეიმუშაოს ეროვნული საადაპტაციო მოქმედებათა გეგმა (NAPA) მისი

შემდგომი ჩართვის მიზნით ძირითად გეგმებში, როგორიცაა კატასტროფების

თავიდან აცილების, გარემოს მართვის, სოფლის მეურნეობის, ტყისა და სხვა გეგმები,

რათა შეიქმნას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ეფექტური სისტემა,

რომელიც აამაღლებს ბუნებრივი, ადამიანური და სოციალური სისტემების

გამძლეობას და უზრუნველყოფს მათ მდგრადობას პროგნოზირებული კლიმატური

რისკებისადმი;

ხელი შეუწყოს ადაპტაციის მექანიზმებისა და პროგრამების პრაქტიკულ

განხორციელებას სოფლის მეურნეობის, შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და წყლის

რესურსების, როგორც პრიორიტეტული სექტორების მიმართ;

შეიმუშაოს კატასტროფების მართვის სტრატეგია (ეროვნულ და თემთა დონეზე

ღონისძიებების ჩათვლით) და შექმნას კატასტროფების მართვის ყოვლისმომცველი

სისტემა, რათა შემცირდეს გარდაუვალი რისკები და გაუმჯობესდეს შემხვედრი და

სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა;

ჩამოაყალიბოს, დანერგოს/განახორციელოს, გამოაქვეყნოს და რეგულარულად

განაახლოს კლიმატის ცვლილების შემცირების ღონისძიებების შემცველი ეროვნული

და, სადაც საჭიროა, რეგიონული პროგრამები;

ხელი შეუწყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი

პროგრამების განხორციელებას, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მე-

6 მუხლის შესაბამისად.

ქვეყნები აღიარებენ, რომ კლიმატის ცვლილება კაცობრიობას აყენებს უდიდესი

გამოწვევების წინაშე, რომლებიც შეუძლებელია გადაილახოს გლობალური

კოლექტიური ძალისხმევის გარეშე3.

3http://moe.gov.ge/files/Klimatis%20Cvlileba/Klimatis%20Cvlilebis%20Konvenciis%20Procesi/Mnishvnelovani%20g

adackvetilebebi/1.3.3.1._საქართველოს_პოზიცია_კოპენჰაგენის_კონფერენციის_წინ.pdf

Page 20: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

20 | P a g e

საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ ასევე სხვადასხვა დროს რატიფიცირებულ იქნა

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შემდეგი კონვენციები:

გაეროს კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ.

გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ.

ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს „ოზონის შრის

დამშლელი ნივთიერებების შესახებ“.

კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ.

აზერბაიჯანი ამ კონვენციების გარდა ასევე არის „ტრანსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე

ზემოქმედების შეფასების შესახებ" კონვენციის მხარე, რომელსაც საქართველო არ არის

მიერთებული.

2000 წელს აზერბაიჯანი მიუერთდა „ტრანსასაზღვრო წყალსადინარებისა და ტბების

გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ კონვენციას. საქართველო ამ კონვენციას ამ დრომდე არ

არის მიერთებული.

2002 წელს აზერბაიჯანმა მოახდინა კონვენციის „შორ მანძილებზე ატმოსფერული ჰაერის

ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ რატიფიცირება.

საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანს, არ გააჩნია ძირითადი საბაზისო, ეროვნული

კანონი კლიმატის ცვლილებაზე, კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებისა და

ადაპტაციის საკითხები სხვადასხვა სექტორულ კანონმდებლობასა და პოლიტიკის

დოკუმენტებშია განსაზღვრული.

ქვემოთ ცხრილი 2.1 წარმოადგენს იმ ძირითადად საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლითაც

რეგულირედება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნების

მიხედვით.

ცხრილი 2.1 ეკოზონა II - ძირითადი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო

საქართველო აზერბაიჯანი

კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ,1994

კანონი ადგენს ნიადაგის საფარის მთლიაობის,

ნაყოფირების ზრდისა და შენარჩუნების,

ნიადაგის დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა

პროდუქციის წარმოების პირობების შექმნის

რეგუალციებს, ასევე კანონის მიზანია,

აღკვეთოს ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის

საშუალებათა გამოყენებისას უარყოფითი

შედეგები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწის კოდექსი

(1999)

მიმართულია სათანადო პირობების შექმნისკენ,

რაც უზრუნველყოფს მიწის რესურსების

რაციონალურ გამოყენებას, დაცვას, მიწის

ნაყოფიერების აღდგენას და ამაღლებას, მიწის

რესურსების რეკულტივაციას, რომლებიც

გამოუსადეგარი გახდნენ დაბინძურებისა და

დეგრადირების შედეგად.

Page 21: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

21 | P a g e

საქართველო აზერბაიჯანი

თვით ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას,

ფლორასა და ფაუნას.

საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ,

1996

კანონი არეგულირებს სამართლებრივ

ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების

ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ

(საკუთრებისა და ორგანიზაციულ-

სამართლებრივი ფორმის განურჩევლად)

პირებს შორის გარემოს დაცვისა და

ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს

მთელ ტერიტორიაზე

კანონი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი

გაზის შესახებ,1997

ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური

მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული

პირების საქმიანობას და ურთიერთობებს

წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული

სისტემის მართვის, ელექტროენერგიით

(სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის,

ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის,

დისპეჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის,

ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე

ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის,

ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა

და მოხმარების სფეროებში.

საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის

დაცვის შესახებ,1999

კანონის რეგულირების სფეროა საქართველოს

მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის

დაცვა მავნე ანთროპოგენური

ზემოქმედებისაგან.

საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს

საქართველოს ტყის ფონდის და მისი

რესურსების მოვლასთან, დაცვასთან,

აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ

სამართლებრივ ურთიერთობებს.

კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

(2001)

კანონი ადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის

ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს და

მიმართულია მოქალაქეების უფლების

დასაცავად,რათა მათ იცხოვრონ მათთვის

ხელსაყრელ გარემოში და ჰქონდეს ზუსტი

ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ

აზერბაიჯანის რეპუბლიკის კანონი

ენერგეტიკული რესურსების გამოყენების

შესახებ (1996)

კანონი ადგენს ენერგეტიკული რესურსების

გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის

სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ

საფუძვლებს.

კანონი ენერგიის შესახებ (1998)

კანონი ადგენს სახელმწიფოს მიერ ნავთობის,

გაზის და ელექტრეოენერგეტიკის სფეროების

რეგულირების სამართლებრივ საფუძვლებს.

აზერბაიჯანის რეპუბლიკის კანონი

ელექტროენერგეტიკის შესახებ (1998)

კანონი ადგენს ელექტრო და სათბობი ენერგიის

წარმოების, ტრანსპორტირების, განაწილების,

ყიდვა-გაყიდვის სამართლებრივ საფუძველს.

კანონის მიზანია ენერგეტიკული რესურსების

რაციონალური გამოყენება და სოციალურ-

ეკონომიკური მიზანშეწონილობის

უზრუნველყოფა

კანონი ელექტრო და თერმული სადგურების

შესახებ (1999)

კანონი ადგენს ელექტრო და თერმული

ელექტროსადგურების პროექტირების,

მშენელობის,ექსპლუატაციისა და გამოყენების

წესებს.

აზერბაიჯანის რეპუბლიკის კანონი გარემოს

დაცვის შესახებ (1999)

კანონი ადგენს გარემოს დაცვის სამართლებრივ,

ეკონომიკურ და სოციალურ

საფუძვლებს.კანონის მიზანია ეკოლოგიური

უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აზერბაიჯანის რეპუბლიკის კანონი

Page 22: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

22 | P a g e

საქართველო აზერბაიჯანი

ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ (1999)

კანონი ადგენს ურთიერთობებს ეკოლოგიური

უსაფრთხოების სფეროში იურიდიული და

ფიზიკური პირების მიერ, სახელმწიფო და

ადგილობრივი თვითმმართველობის

საქმიანობის სფეროში.

პრეზიდენტის რეზოლუცია ეკოლოგიისა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრის

დანიშვნის შესახებ, როგორც სუფთა

განვითარების მექანიზმზე (CDM)

პასუხისმგებელი ორგანოსი

აზერბაიჯანის ტყის კოდექსი

აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს,

რომელიც დაკავშრებულია ტყის რესურსების

გამოყენებასა და დაცვასთან.

რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტებიდან აღსანიშნავია საქართველოს რეგიონული

განვითარების სტრატეგია 2010-2020 (მთავრობის დადგენილება №172, 25.06.2010) და

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა (2011-2015)

აზერბაიჯანში მოქმედებს პოლიტიკის ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა:

განახლებადი და ენერგიის ალტერნატიული წყაროების სახელმწიფო პროგრამა 2008-

2015.

სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.

აზერბაიჯანის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო

პროგრამა 2014-2018.

გაანხლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების სტრატეგია

2012-2020.

პროგრამა განახლებადი ენერგიის შესახებ (2015-2030) შემუშავების პროცესშია.

ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევისა სახელმწიფო პროგრამა 2008-

2015.

ეროვნული სატყეო პროგრამა (2015-2030).

ეკოლოგიურად მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული

პროგრამა (2003-2010)

Page 23: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

23 | P a g e

აზერბაიჯანი 2020: ხედვა მომავლისკენ - განვითარების კონცეფცია.

2.2 სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას

კლიმატის ცვლილებებზე

კლიმატის ცვლილების კუთხით ტრასასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების დადგენის

მიზნით მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის ინსტიტუციები, რომელთა კომპეტენციაში შედის

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. ცხრილი 2.2 ინფორმაციას იძლევა

ამგვარის ინსტიტუციებისა და მათი პასუხისმგებლობების შესახებ.

ცხრილი 2.2 ეკოზონა II - კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები

საქართველო აზერბაიჯანი

დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის

(LEDS) სახელმწიფო საკოორდინციო კომიტეტი

- 2013

დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია

(LEDS) არის ეროვნულ დონის, ქვეყნის მიერ

წარმართული ქვეყნის სტრატეგიული გეგმა,

რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას

შემცირებული სათბურის აირების (GHG)

ემისიების შემცირებით.

კლიმატის ცვლილების სახელმწიფო კომისია

(1997)

კომისიის მიზანი: კლიმატის ცვლილებების

ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული

სამუშაოების შესრულება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესუსრსების დაცვის სამინისტრო

სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მდგრადი

განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის

დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს

დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის,

მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის

მდგრადი განვითარების სტრატეგიის,

მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და

სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და

განხორციელება

კლიმატის ცვლილების სამსახური

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესუსრსების დაცვის სამინისტროში არსებული

კლიმატის ცვლილების სახელმწიფო კომისია

(1997)

კლიმატის ცვლილების სახელმწიფო კომისია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებით 1997 წელს შეიქმნა და შესაბამისი

ინსტიტუციებისა და სამინისტროების

წარმომადგენლებს აერთიანებს.

ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის

სამინისტრო

ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის

სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი

ხელისუფლების ორგანოს, რომელიც

ახორიცლელებს სახელმწიფო პოლიტიკას

გარემოს დაცვის სეფროში.

კლიმატის ცვლილებისა და ოზონის ცენტრი

2001 წელს ბუნებრივი რესურსებისა და

ეკოლოგიის სამინისტროს ფარგლებში შექნილი

ინსტიტუცია,რომელიც 4 დეპარტამენტს

მოიცავს: სათბური აირები ინვენტარიზაციის

დეპარტამენტს, ოზონის დეპარტამენტს,

კლიმატის ცვლილების დეპარტამენტს,

მიტიგაციისა და ადაპტაციის დეპარტამენტს.

ეროვნული ჰიდრომეტეორლოგიური

დეპარტამენტი

ჩამოყალიბდა 2011 წელს. ახორციელებს

სტაციონარულ ჰიდრომეტეოროლოგიურ

მონიტორინგს.

ტყის განვითარების დეპარტამენტი

Page 24: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

24 | P a g e

საქართველო აზერბაიჯანი

სტრუტურული ერთეული, რომლის ამოცანაა

კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო

პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და

განხორციელებაში მონაწილეობა;

СDM-ის (სუფთა განვითარების მექანიზმი)

განხორციელების საკოორდინაციო საბჭო

საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო

კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“

გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების

მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის

მიზნით ფორმირებული საბჭო

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო არის

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს

სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის

იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით

2008 წლის 29 აგვისტოს შეიქმნა. სააგენტოს

შემადგენლობაში შედის ექვსი დეპარტამენტი:

ადმინისტრაციული, ჰიდრომეტეოროლოგიის

დეპარტამენტი, გეოლოგიური საშიშროებისა და

გეოლოგიური გარემოს მართვის

დეპარტამენტი, ნაპირდაცვის დეპარტამენტი,

გარემოს დაბინძურების დეპარტამენტი და

სივრცული ინფორმაციის დეპარტამენტი

ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტო არის

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში

შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული

პირი. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ტყის

ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-

განახლებისა და ტყის რესურსებით

სარგებლობის სფეროში სახელმწიფო

პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოსფეროში

სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს,

მონაწილეობს სექტორში სახელმწიფო

სტრატეგიისა და პროგრამების შემუშავებაში,

შეისწავლის მათი შესრულების მიმდინარეობს

და შეიმუშავებს სათანადო რეკომენაციებს.

ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის

სამინისტროს სტრუქტურული ერთეული,

რომელიც სატყეო პოლიტიკის

განხორციელებასა და მენეჯმენტზეა

პასუხისმგებელი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის

სამინისტრო

ცენტრალური ხელისუფლების

აღმასრულებელი რგოლი, რომელიც

არეგულირებს და ახორციელებს სახელმწიფო

პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში

ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის

სახელმწიფო სააგენტო

სააგენტო 2009 წელს დაარსდა ენერგეტიკისა და

მრეწველობის სამინისტროს ფარგლებში.არის

მარეგულირებელი ინსტიტუცია

ალტერნატიული და განახლებადი ენერგეტიკის

სფეროში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის

მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს ფუნქციაა სასოფლი-სამეურნეო

პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების

ნორმატიულ-სამართლებრივი და ეკონომიკური

რეგულირება,ასევე სახელმიწფო პოლიტიკის

განხორციელება ვეტრეინარიის, აგრარულ

სფეროში,ასევე მცენარეთა დაცვისა და

კარანტინის მიმართულებით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკისა და

მრეწველობის სამინისტრო

სამინისტროს ფუნქციაა სახელმიწფო

პოლიტიკის განხორციელება და რეგულირება

მრეწველობისა და სათბობ-ენერგეტიკული

კომპლექსის სფეროში.

საგანებო სიტუაციების სამინისტრო

სამინიტროს ფუნქციაა მოსახლეობის დაცვა

სტიქიური უუბედურებებისაგანა.

ტექნოგენური ხასაითის სტიქიური

უბედურებებისაგან და ხანძრისაგან და მათი

შედეგების ლიკვიდაცია. ასევე სახელმწიფო

პოლიტიკის გატარება სამოქალაქო თავდაცვის

მიმართულებით

Page 25: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

25 | P a g e

საქართველო აზერბაიჯანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს მისია ქვეყნის ეკონომიკის

მაღალი ზრდის ტემპებისა და მდგრადი

განვითარების უზრუნველყოფის მიზნით

ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის

შემუშავება და განხორციელებაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის

აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი,

ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების

აღდგენაგაუმჯობესების, მემცენარეობის,

მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო

და ვეტერინარიის დარგები.

მიწისა და კარტოგრაფირების სახელმწიფო

კომიტეტი

კომიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების

რგოლს წარმოადგენს და მისი ფუნქციაა

აწარმოოს მიწის კადასტრი. მიწების

მონიტორინგი, გეოდეზია, ტოპოგრაფია.

კარტოგრაფია, გრავიმეტრია, მიწის რესურსები

რაციონალური გამოყენების ორგანიზაცია,

განახორიციელოს მიწის რეფორმა. გაატაროს

ღონისძიებები მიწის ნაყოფირების

გასაზრდელად და ა.შ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკი ტრანსპორტის

სამინისტრო

წარმოადგენს ცენტრალური აღმასრულებელი

ხელისუფლების ინსტიტუციას, რომლის

ფუნქციასაც წარმოადგენს სარკინიგზო, წყლის

და საავტომობილი ტრანსპორტის, სამოქალაქო

ავიაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო

პოლიტკის განხორციელება,

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის

სახელმწიფო კომპანია (SOCAR)

სახელმიწფო კომპანია

2.3 ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის იურიდიული ასპექტები

თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 2014 წლის იანვარში იქნა

დამტკიცებული. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის

განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და

ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და

საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

კანონის მუხლი #22. მუნიციპალიტეტის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა -

მუნიციპალიტეტს ანიჭებს უფლებას, ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებთან „ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან

Page 26: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

26 | P a g e

ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“

სახელმძღვანელო ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ ეტაპზე აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით არ არის გათვალისწინებული

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობა.

სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. არსებული სრული

სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 180-მდე ორმხრივ და მრავალმხრივ

ხელშეკრულებას (საერთაშორისო შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და

სხვადასხვა პროტოკოლები) და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის

პრაქტიკულად ყველა სფეროს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედებს

საპარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

ენერგეტიკა წარმოადგენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უმთავრეს მიმართულებას, რაც

გამოიხატება ერთობლივი პროექტების - "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის"

ნავთობსადენების, "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენის, აზერბაიჯან-საქართველო-

რუმინეთს შორის თხევადი გაზის ტრანსპორტირების პროექტის (AGRI), აზერბაიჯანი-

საქართველო-თურქეთის მაღალი ძაბვის 500 კილოვატიანი გადამცემი ხაზის

განხორციელებაში.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილი იქნა 1997 წ. 18 თებერვალს.

მომზადდა დოკუმენტი საქართველოში და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობისა და

შესაძლებლობების შესწავლისათვის ჰელსინკის და ესპოს კონვენციებით დაკისრებულ

ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობათა ასპექტში“ აგრეთვე, მომზადდა

ბილატერალურ თანამშრომლობის” ხელშეკრულების სამუშაო ვერსია.

2014 წლის ბოლომდე გათვალისწინებულია სახელმწიფოთაშორისი კომისიის შექმნა

საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. კომისია

შეისწავლის აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის

შესაძლებლობას.

2.4 ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმები

მიზანი და ამოცანები

Page 27: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

27 | P a g e

ტრანსსასაზღვრო მექანიზმების მიზანია, ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც მუდმივი

ინსტიტუციის სახეს მიიღებს და არ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა დონორების მიერ

განხროციელებული პროექტების ხანგრძლივობაზე. ამგვარმა მექანიზმებმა ჩვენი ხედვით

უნდა უზრუნელყონ კლიმატის ცვლილების მიმართ საადაპტაციო ღონისძიებათა უწყვეტი

იდენტიფიცირების, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი ტრანსსასაზღვრო

კონტექსტში. სხვა სიტყვებით მნიშნველოვანია მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც

უზრუნველყოფს ადაპტაციის უწყვეტ პროცესს ტრანსასაზღვრო კონტექსტში.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ამოცანას წარმოადგენს საერთო ძალისხმევით საერთო

გამოწვევების გადაწყვეტა.

თანამშრომლობის ინსტრუმენტის არსია პარადიგმა - დიალოგი, შესაძლებლობის მიცემა,

გაძლიერება, სწავლება, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება, ერთობლივი სწავლა.

სრულყოფილი და სრულფასოვანი ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვან

საკითხს წარმოდგენს შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულება, რომლის გარეშეც

წარმოდუგენლად გვესახება ნებისმიერი ხასიათის ტრასსასაზღვრო თანამშრომლობა.

კერძოდ მნიშვნელოვანი და ინსტრუმენტის განხორციელების აუცილებელი პირობაა:

პოლიტიკური ნება

ხელისუფლების მხარდაჭერა

ფინანსური რესურსები

ამას გარდა მნიშვნელოვანია მონაწილე მხარეებს გააჩნდეთ აუცილებელი ცოდნა, რომელიც

ასევე საფუძვლად დაედება წარმატებულ თანამშრომლობას. კერძოდ,

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრება

კლიმატის ცვლილების საკითხის ტრანსასაზღვრო კონტექსტში ინფორმაცია

აღწერილის საფუძველზე გამოიყოფა ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ორი ძირითადი

მიართულება.

მიმართულება 1 - თანამშრომლობა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე

თანამშრომლობა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არის ის უმთავრესი ინსტრუმენტი,

რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტრასნასაზღვრო კონტექსტში კლიმატის ცვლილების

საკითხებზე ეფექტურ მუშობას.

ზემოთ განხილული ინსტიტუციები (ქვეთავი 2.2) იძლევა შესაძლებლობას

უფლებამოსილებებიდან გამომდინარე განხორციელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა

სექტორულ სამინისტროებს / ინსტიტუციებს შორის. კერძოდ:

Page 28: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

28 | P a g e

ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იძლევა

შესაძლებლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის

სამინისტრომ ითანამშრომლოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

სამინისტროთან და ხელი შეუწყოს სხვა დარგობრივი სამინისტროების (ენერგეტიკის,

სოფლის მეურნეობის) ჩართვას თანამშრომლობის პროცესში.

აღნიშნული ინსტიტუციების მონაწილეობით მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო სახელწოდება „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობის კომისია / სამუშაო ჯგუფი“.

კომისიის სავარაუდო ფუნქციები:

ორივე ქვეყნის ტრასანსსასაზღრო არეალებში არსებული სიტუაციის შესახებ

მიმოხილვის მომზადება/განხილვა.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ტრანსასაზღვრო რეგიონებში არსებული საერთო და

ურთიერთდაკავიშრებული პრობლემების გამოვლენა.

სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

ტრანსსასააზღვრო კონტექსტში.

თანამშრომლობა შესაბამისი ტერიტორიების ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოებთან და მიღებული ინფორმაციის გაცნობა.

ერთობლივი ტრანსასზღვრო პროექტების შემუშავება და განხორციელება.

სხვადასხვა ორგანიზაციების (ადგილობრივი, საერთაშორისო) ტარნსასაზღვრო

კონტექსტში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და

ანალიზი.

თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი

პროექტების განხორციელების მიზნით.

ეფექტური ტრანსასზღვრო თანაშრომლობისათვის შესაბამისი

კანონმდებლობის/კანონმდებლობაში ცვლილების ინიცირება/ლობირება.

პოტენციური პოლიტიკების, სოციალური სერვისების და ინსტიტუციების

იდენტიფიცირება, რომლებიც მხარს უჭერს ადგილობრივ საადაპტაციო ძალისხმევას

ადგილობრივ დონეზე და/ან ეხმარება რისკის შემცირებაში.

კომისია შეიმუშავებას დებულებას, სამოქმედო გეგმას და იკრიბება წელიწადში ერთხელ ან

საჭიროებისამებრ.

ბ) თანამშრომლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) შესაბამის კომისიებს

შორის.

სამუშაო სახელწოდება: ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო სამუშაო

ჯგუფი.

Page 29: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

29 | P a g e

ჯგუფის მუშაობას წარმართავენ:

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ბუნებრივი რესურსების, ენერგიის და

ეკოლოგიის კომისია

ჯგუფი იკრიბება წელიწადში ოთხჯერ (კვარტალურად) და მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო

ცვლილებებს, რომელიც ორივე ქვეყნის კანონმდებლობაში იგეგმება ან საჭიროებს

ცვლილებას; ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს აღმასრულებელ შტოში არსებულ ჯგუფთან

ინფორმაციის გაცვლისა და ლობირების / ადვოკატირების თვალსაზრისით.

მიმართულება 2 - თანამშრომლობა და კოორდინაცია ადგილობრივ/რეგიონული დონეებზე

ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს

ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად. საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივი

თვითმმართველობების დონეზე წარმატებული გამოცდილების მრავალ მაგალითს იცნობს,

მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

ადგილობრივი/რეგიონული ხელისუფლება, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს

მდგომი ხელისუფლების შტო, ყველაზე კარგად იცნობს და აცნობიერებს ადგილობრივ

პრობლემებს, მათ ტრასსასაზღვრო ხასიათს და გეგმავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ამა თუ

იმ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა განხორციელდეს. თუმცა ადგილობრივი

ხელისუფლების ფინანსური რესუსრსების სიმწირე და ასევე, ნაკლები გამოცდილება ქვენებს

შორის თანამშრომლობის კუთხით, საჭიროს ხდის ამ მიმართულებით ადგილობრივი

თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ჩართვას ერთობლივი

პრობლემების გადასაწყვეტად. ასეთი ტიპის თანამშრომლობას საკმაოდ მაღალი

ეფექტურობის კოეფიციენტი გააჩნია. ხშირ შემთხვევაში, ტარანსასაზღვრო პრობლების

მოგვარება სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ დონეებს შორის არათუ თანამშრომლობის,

არამედ კომუნიკაციის გამოც კი არ ხდება. მწირია ასეთი თანამშრომლობის გამოცდილება,

რაც ძირითადად მხოლოდ არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის ფორმატს იძენს,

საერთოდ არ ფიქსირდება დამოუკიდებელი ინიციატივები მოსახლეობის/მოსახლეობის

გაერთიანებების დონეზე. ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ადგილობრივი

საჯარო მოხეელეების შესაძლებლობები და ცოდნა კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ასევე

ტრასანსაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე. მიუხედავად იმისა,

რომ ცალკეულ მოხელეებს გააჩნიათ ცალკეული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს

პრობლემის გადაჭრა ადგილობრივ/ტრანსასაზღვრო კონტექსტში, თვითმმართველობებს არ

გააჩნიათ სისტემური ხედვა, თუმცა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით

შეიქმნა ძალიან კარგი თეორიული ბაზა, რომელთა საშუალებითაც ძირეულად არის

შესაძლებელი კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გავლენის

Page 30: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

30 | P a g e

შერბილებისა და ადაპტაციის საკითხების გაანალიზება და შესაბამისი სახელმწიფო

სამოქმედო გეგმების შემუშავება.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობს

კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების ჯგუფები, ხოლო მოცემული ეკოზონაში

გარემოსდაცვის სამსახური. ასევე აუცილებელია დანიშნული აღმასრულებელი

ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები და არჩევითი კოლეგიალური ორგანოს

წარმომადგენლები კარგად იყვნენ გაცნობიერებული ამ საკითხებში, რათა

გადაწყვეტილეების მიღების დროს იქნება ეს ინდივიდუალური, თუ კოლეგიალური

გადაწყვეტილებები, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის/მიტიგაციის საკითხები

მეორეხარისხოვან პრიორიტეტს არ წარმოადგენდეს და მთლიად არ იყოს

უგულველყოფილი. აღნიშნულ მიდგომას ხშირად ადგილობრივ ბიუჯეტებში ფინანსური

რესურსების სიმწირე უწყობს ხელს და გარემოს დაცვის საკითხების უგულველყოფა მიზეზი

ხდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმართველობებში ფუნქციონირებს

კომიტეტები/ჯგუფები, რომელთა კომპეტენციაშია ბუნებრივი რესურსების გამოყენების

რეგულირება. ამ ჯგუფებს შეუძლიათ იმუშაონ კლიმატის ცვლილებასა და საადაპტაციო

ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მუდმივმოქმედი

კომისის/ჯგუფის არსებობა.

„ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია“,

რომლის ხელმომწერიცაა საქართველო, მაგრამ აზერბაიჯანის მიერ არ არის

რატიფიცირებული. შესაბამისად აღნიშნული კონვენცია არ შეიძლება გამოყენებეულ იქნას

ადგილობრივ დონეზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განსავითრებლად.

„საქართველოს კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. მუხლი. 19.

მუნიციპალიტეტები „ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების

ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული

კონვენციისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან

ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. ხოლო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი „მუნიციპალიტეტების სტატუსის შესახებ“ მსგავსი

თანამშრომლობის ფორმაზე არაფერს მიუთითებს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თანამშრომლობის რაიმე კონკრეტული

სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონები „მუნიციპალიტეტების საწყლო მეურნეობის შესახებ“

და „მუნიციპალური მიწის ფონდის მართვის შესახებ“ აძლევს სრულ უფლებამოსილებას

Page 31: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

31 | P a g e

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი

მართვის თვალსაზრისით.

ინსტიტუციონალიზაცია

სამუშაო ჯგუფის შექმნისათვის აუცილებელია ადგილობრივ დონეზე ეკოზონაში შემავალი

მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შორის კონსულტაციები და

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რის შემდგომაც მოხდება კომისიის

აღწერილობის შემუშავება და ადგილობრივ/რეგიონულ დონეზე ჯგუფის

ინსტიტუციონალიზაცია (შესაბამისი ინსტიტუციების ჩამოყალიბება).

კომისიის სამუშაო სახელწოდება: „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობის რეგიონული კომისია“.

მოხდება კომისიის დებულების შემუშავება.

კომისიის მიზანი:

თვითმმართველი ერთეულის/რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ კლიმატის

ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ტრანსასაზღვრო კონტექსტში

და საერთო პრობლემების იდენტიფიცირება.

იმ საკითხთა იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ დეტალურ,

ტექნიკურ ანალიზს. (

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა.

დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ერთობლივი შესაძლო აქტივობების იდენტიფიცირება.

ერთობლივი საპროექტო წინადადებების ჩამოყალიბება და განხორციელება.

ამ კუთხით ავღნიშნავთ, რომ პროგრამა - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და

რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების და

ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩამოყალიბებული

სამუშაო ჯგუფი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საკონსულტაციო ორგანო, რომელიც

მონაწილეობას მიიღებს შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრები უნდა ჩატარდეს თვითმმართველი ერთეულების/რეგიონის პირველი

პირების მონაწილეობით, ასევე თვითმმართველობების / რეგიონის შესაბამისი

სპეციალისტების მონაწილეობით / ასევე პროგრამის მიერ ჩამოყალიბებული სამუშაო

ჯგუფის წევრების მონაწილეობით.

კომისიის მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება კოორდინირება გაუწიოს კლიმატის ცვლილების

თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებისა ერთის მხრივ და

მეორეს მხრივ ეროვნული ხელისუფლებების საქმიანობას.

Page 32: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

32 | P a g e

მოცემულ ტერიტორიაზე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების

პროექტების კოორდინაციის მიზნით კომისიამ უნდა განახორციელოს:

მიმდინარე პროექტების რეესტრის შექმნა და გავრცელება

დაინტერესებულ მხარეთა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა

ტრანსსასაზღვრო თანამშრმლობის გეგმის გაცნობა

სახელმძღვანელოსა და ტრენინგ-მოდულის კლიმატის ცვლილების ტრანსასაზღვრო

თანამშრომლობის წარმატებული მოდელების და გამოცდილების შემუშავება

ტრენინგების ჩატარება

საზოგადოების ინფორმირება

მედიის სხვადასხვა საშუალებების ჩართვა პრობლემების გაშუქების და

საზოგადოების ინფორმირებისათვის

ვებ-გვერდი/ერთიანი ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის შექმნა

ტერმინების განსაზღვრება

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა - საერთო ქმედებები, რომელიც მიმართულია

ტერიტორიულ ერთეულებს შორის ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური,

ეკოლოგიური, კულტურული და სხვა ურთიერთობების გასაღრმავებლად მათი

წარმომადგენობლობითი ორგანოების, თვითმართველობის ორგანოების, სხვადასხვა

სახელმწიფო ერთთეულებს შორის როგორც ერთი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ფარგლები.

ტრანსსაზღვრო თანაშრომლობის სუბიექტები - შესაბამისი სამიზნე არეალის თემები;მათი

წარმომადგენლობითი ორგანოები,აღმასრულებელი ხელისუფლება;

შეთანხმება ტრანსასაზღვრო თანამშრომლობაზე - შეთანხმება ტრანსანსაზღვრო

თანამშრომლობის სუბიექტებს შორის, რომელიც ახდენს სამართლებრივი,

ორგანიზაციული, ეკონომიკური და თანამშრომლობის სხვა ასპექტების რეგლამენტირებას.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მონაწილე მხარეები - იურიდიული და ფიზიკური

პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ტრასანსსასაზღვრო

თანამშრომლობაში.

ერთობლივი პროექტები (პროგრამები) - აქტივობების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია

კონკრეტული პრობლემების გადასაწყეტად და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ერთეულებს შორის.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის პროექტები (პროგრამები) - პროექტები, რომელებიც

მიმართულია ტრასაზღვრო თანამშორმლობის განსავითარებლად/გასაღრმავებლად.

Page 33: კლიმატის ცვლილების მიმართ ტრანსსასაზღვრო საადაპტაციო …w3.cenn.org/CENN_Projects/MC_CCA/Trans-Boundary

ეკოზონა II - კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ტრანსასაზღვრო გეგმა

33 | P a g e

ტრანსასაზღვრო თანამშრმლობის სახელმწიფო მხარდაჭერა - სახელმწიფოს მიერ

მიმართული ქმედებები (ორგანიზაციული, სამართლებრივი, ფინანსური) ტრასანსასაზღვრო

თანამშრომლობის პროექტების მხარდასაჭერად.

ტრანსასაზღვრო თანამრომლობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა - სახელმწიფო

სტრუქტურების მიერ განხორციელებული ქმედებებია, რომლები მიმართულია ტრანს-

სასაზღვრო თანამშრომლობის განსავითარებლად და ფინანსდება სახელმწიფო

ბიუჯეტიდან.