ფიოდორ დოსტოევსკი - ძმები...

695

Transcript of ფიოდორ დოსტოევსკი - ძმები...

  • ძმები კარამაზოვები

    ფიოდორ დოსტოევსკი

    http://4love.gehttp://4love.ge/wignebihttp://4love.ge/wignebi

  • ავტორისაგანანა გრიგორევნა დოსტოევსკაიას

    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურისმარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფსგამოიღებს.

    (სახარება იოანესი, თავი XII, 24)

    ვიწყებ ჩემი გმირის - ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის ცხოვრების აღწერასდა საგონებელში ვარ ჩავარდნილი. მართალია, ალექსეი ფიოდოროვიჩს ჩემსგმირს ვუწოდებ, კარგად ვიცი, არ არის დიდი ადამიანი, ამიტომაც, აუცილებლადველი თქვენგან, ჩემო მკითხველო, ასეთ კითხვებს: მამაცხონებულო, რითააგამორჩეული ეგ თქვენი ალექსეი ფიოდოროვიჩი, გმირად რომ წარმოგვიდგინეთ?რა გაუკეთებია? ვინ რა იცის მის შესახებ? რატომ უნდა გავისარჯო მე, მკითხველიმისი ცხოვრების ფაქტების შესასწავლად?

    ყველაზე საბედისწერო ბოლო კითხვაა, რადგან მას მხოლოდ ასეთი პასუხიშემიძლია გავცე: „იქნებ ეს თავად შეიტყოთ რომანიდან“. მაგრამ თუ წაკითხვისშემდეგაც ვერავინ დაინახა ჩემი გმირის გამორჩეულობა, თუ არ დაეთანხმნენჩემს აზრს, რომ ის განსაკუთრებულია, მაშინ რა ვქნა? ამას იმიტომ მოგახსენებთდამწუხრებული, წინასწარ ვგრძნობ ყველაფერს. ჩემთვის იგი განსაკუთრებულია,მაგრამ ძალიან ვეჭვობ, მოვასწრებ კი ყოველივე ეს დავუმტკიცო მკითხველს.საქმე ის გახლავთ, რომ იგი მოღვაწეა, ჯერ გაურკვეველი, არაცხადი მოღვაწე.თუმცაღა უცნაური იქნებოდა, ჩვენს დროში ადამიანებს სიცხადე მოსთხოვო.ერთი კი უეჭველია, ეს არის უცნაური კაცი, ერთი ახირებული ვინმე. მაგრამუცნაურობა და ახირებულობა ადამიანს უფრო ვნებს, ვიდრე რამეთი გამოარჩევს,განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა მიილტვის, განაზოგადოს კერძო დაგამოიტანოს რაღაც საერთო აზრი ამ საყოველთაო აბდაუბდიდან. ახირებულობა,უმეტეს შემთხვევაში, განკერძოებაა, საზოგადოებისგან განცალკევება. ასე არარის?

    თუ თქვენ ჩემს უკანასკნელ თეზისს არ დაეთანხმებით და მიპასუხებთ: „არა, ესასე არ არის,“ ან „ყოველთვის ასე არ არისო“, მაშინ სულიერად გამხნევებულივირწმუნებ ჩემი გმირის მნიშვნელობას. რამეთუ ახირებულობა „ყოველთვის არარის“ განკერძოება და საზოგადოებისაგან გარიყულობა, პირიქით, ასეც ხდებახოლმე - ახირებული კაცი თავის თავში ატარებს მთელის არსს, ხოლოდანარჩენები, მისი ეპოქის ადამიანები კი, დინებას აყოლილნი, გარკვეულიდროით დაშორებულები არიან მისგან...

    ამ არასაინტერესო და ბუნდოვან ახსნა-განმარტებებს აღარ გავაგრძელებ დაუბრალოდ, შესავლის გარეშე ვიტყვი: თუ მოგეწონებათ - წაიკითხავთ კიდეც.მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ნაწარმოების გმირის ცხოვრების აღწერასორი რომანი უნდა მივუძღვნა, რომელთაგან მთავარი მეორე რომანი[1] - ესააჩემი გმირის მოღვაწეობა ჩვენს დროში, დღევანდელ დღეს. პირველ რომანში

  • ცამეტი წლის წინანდელი ამბავია მოთხრობილი, ის რომანიც არ არის - ჩემიგმირის ადრეული სიჭაბუკის ერთი პერიოდის აღწერაა. პირველი რომანისათვისგვერდი რომ ამევლო, მეორეში ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა. მაგრამ ახლაუფრო გართულდა ჩემი თავდაპირველი გასაჭირი: თუკი მე, ბიოგრაფი, ვთვლი,რომ ერთი რომანიც ზედმეტია ასეთი უბრალო და გაურკვეველი გმირის შესახებ,მაშინ რაღა საჭირო იყო ორი, ან როგორღა ავხსნა ჩემი მხრიდან ამგვარიქედმაღლობა?

    ამ საკითხებმა ისე ამირია თავგზა, გადავწყვიტე, ყოველგვარიგადაწყვეტილებების გარეშე გავიდე ფონს. რასაკვირველია, გამჭრიახიმკითხველი დიდი ხანია მიმიხვდა, რომ თავიდანვე საქმე განზრახ მიმყავდა აქეთდა გულიც მოსდიოდა ჩემზე - რისთვის ხარჯავს ამდენ სიტყვას და ძვირფას დროსუქმადო. ამაზე კი ზუსტი პასუხი მაქვს: ჯერ ერთი, ამდენ სიტყვას და ძვირფასდროს თავაზიანობის გამო ვხარჯავდი; მეორეც, ვეშმაკობდი: წინასწარ მაინც ხომგაგაფრთხილეთ-მეთქი. თუმცაღა, მოხარულიც კი ვარ, ჩემი რომანი, როგორც„არსებითად ერთიანი მთელი“, თავისთავად ორ მოთხრობად რომ იქცა. პირველიმოთხრობის წაკითხვის შემდეგ მკითხველი თავად გადაწყვეტს, წაიკითხოს თუარა მეორე? ცხადია, არავინ არის ვალდებული, თავიდან ბოლომდე ჩაიკითხოსრომანი, ნებისმიერს შეუძლია, მოისროლოს წიგნი ერთი-ორი გვერდის წაკითხვისშემდეგაც. მაგრამ არიან დელიკატური მკითხველები, რომლებიც მოინდომებენწიგნის უკანასკნელ ფურცლამდე წაკითხვას, რომ შემდგომ არაფერი შეეშალოთმასზე მიუკერძოებელი მსჯელობისას. ასეთ მკითხველთა რიგს განეკუთვნებაყველა რუსი კრიტიკოსი. სწორედ მათ გამო გული მშვიდად მაქვს: მიუხედავადმათი დიდი აკურატულობისა და კეთილსინდისიერებისა, მაინც ვაძლევ კანონიერსაბაბს, რომანის პირველივე ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ მოისროლონ წიგნი.სულ ეს არის ჩემი წინასიტყვაობა. გეთანხმებით, სავსებით ზედმეტი იყო ამისდაწერა, მაგრამ, რადგან უკვე დაიწერა, დაე, ასე დარჩეს.

    ახლა კი საქმეს მივხედოთ.

  • კარი პირველი

    წიგნი პირველი. ერთი ოჯახის ისტორია

    I ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი

    ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვი ჩვენი მაზრის მემამულის, ფიოდორპავლოვიჩ კარამაზოვის მესამე ძე გახლდათ. თავის დროზე (ჩვენში ახლაციგონებენ ამ ამბავს), ასე ცამეტი წლის წინათ, მამამისმა სახელი გაითქვა თავისიტრაგიკული და იდუმალებით მოცული აღსასრულით, რომლის შესახებაც ცოტაქვემოთ მოგითხრობთ. ახლა კი, ამ „მემამულის“ (ასე უწოდებდნენ მას, თუმცათავისი სიცოცხლის განმავლობაში მამულში თითქმის არ უცხოვრია) შესახებორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ. ფიოდორ პავლოვიჩი ერთი ისეთი ახირებულტიპი იყო, რომლის მსგავსი ძალზე ხშირად გვხვდება ხოლმე. ის არა მარტოსაძაგელ და გარყვნილ პიროვნებას წარმოადგენდა, არამედ გონებაჩლუნგიადამიანიც გახლდათ - მაგრამ გონებაჩლუნგების იმ კატეგორიასგანეკუთვნებოდა, რომლებსაც შესანიშნავად შეუძლიათ თავიანთი ქონებრივისაქმეების მოკვარახჭინება. ფიოდორ პავლოვიჩმა ცხოვრება თითქმისარაფრიდან დაიწყო. ახალგაზრდობაში ამ მცირემიწიან მემამულეს, სულ მუდამსხვისი ლუკმის შემაცქერალს, კეთილი ადამიანები სამადლოდ არჩენდნენ.მიუხედავად ამისა, გარდაცვალების შემდეგ მას ასი ათასამდე მანეთი ნაღდიფული აღმოაჩნდა. ამავე დროს, იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ჩვენსმაზრაში ერთ-ერთ ყველაზე გონებაჩლუნგ ნაგიჟრად ითვლებოდა. ვიმეორებ:ბრიყვი კი არ იყო; უმეტესობა ასეთი ნაგიჟრებისა, საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკია, -არამედ სწორედ რაღაც განსაკუთრებულად ყეყეჩი, ეროვნულიგონებაჩლუნგობის განსახიერება.მას ორი ცოლისაგან სამი ვაჟი დარჩა - უფროსი დმიტრი, პირველიქორწინებიდან, ივანი და ალექსეი კი მეორიდან. ფიოდორ პავლოვიჩის პირველიცოლი, წარმოშობით მდიდარი და წარჩინებული აზნაურის, მიუსოვის ოჯახიდანგახლდათ. მიუსოვებიც ჩვენი მაზრის მემამულეები იყვნენ. როგორ მოხდა, რომმზითვიანი, თანაც ლამაზი და უფრო მეტიც, გამჭრიახი ქალიშვილი, როგორიცარაიშვიათია ჩვენს თანამედროვე თაობაში, მაგრამ აქა-იქ ადრეც გვხვდებოდა,ასეთ საცოდავ „ბენტერას“ (მაშინ კარამაზოვს ასე ეძახდნენ) ცოლად გაჰყვა?!ამის დაწვრილებით ახსნას ახლა არ შევუდგები. მე ადრე ვიცნობდი ძველი„რომანტიკული“ თაობის წარმომადგენელ ქალიშვილს, რომელსაც რამდენიმეწლის განმავლობაში ფარულად უყვარდა ერთი ბატონი. მას თავისუფლადშეეძლო, ამ ვაჟბატონს ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ არ ქნა; ეს ამბავი იმითდასრულდა, რომ ქალიშვილმა შეიქმნა ათასგვარი გადაულახავი დაბრკოლებადა ერთ ქარბუქიან ღამეს კლდის მაღალი ნაპირიდან საკმაოდ ღრმა, ჩქარმდინარეში ისკუპა; იგი დაიღუპა საკუთარი ახირების გამო, ვინაიდან ძალიანსურდა ჰგვანებოდა შექსპირის ოფელიას. მის მიერ წინასწარ, დიდი ხნით ადრეშერჩეული და ამოჩემებული ლამაზი კლდის ადგილას პროზაული, სწორი

  • სანაპირო რომ ყოფილიყო, თვითმკვლელობა ალბათ არც მოხდებოდა. ესნამდვილი ამბავია და საფიქრებელია, რომ ჩვენი რუსული ყოფის უკანაკნელ ორ-სამ თაობაში ასეთი ან მსგავსი ფაქტი კიდევ არაერთი მომხდარა. მსგავსად ამისა,ადელაიდა ივანოვნა მიუსოვას მიერ გადადგმული ნაბიჯი, ეჭვი არ არის, სხვათაიდეების ზეგავლენის შედეგი და, აგრეთვე, რაღაც აკვიატებულ ფიქრთაგამოძახილი იყო. შესაძლოა, ამით მას უნდოდა თავისი ქალურიდამოუკიდებლობის გამოცხადება, საზოგადოებრივი პირობითობების, თავისიოჯახისა და მოდგმის დესპოტიზმის წინააღმდეგ ამხედრება, ხოლო საკუთარმამაამებელმა ფანტაზიებმა (დავუშვათ, გარკვეულ მომენტში) დააჯერა იგი, რომფიოდორ პავლოვიჩი, მიუხედავად მუდამ სხვის კმაყოფაზე მყოფის სახელისმქონე კაცი, მაინც ამ უკეთესობისაკენ გარდამავალი ეპოქის ერთ-ერთი მამაციდა სარკასტული პიროვნება გახლდათ. თუმცა სინამდვილეში ბოროტ მასხარასწარმოადგენდა და მეტს არაფერს. ვითარების პიკანტურობა კიდევ იმითგამოიხატებოდა, რომ ქალი მოიტაცეს, რაც ძალზე ეამაყებოდა ადელაიდაივანოვნას. ფიოდორ პავლოვიჩი, თავისი სოციალური მდგომარეობით, ამგვარიგამოხდომებისათვის კარგად იყო მომზადებული, რადგან ცდილობდა, თავისიკარიერა ნებისმიერი ხერხით მოეწყო; ეშოვა მსუყე მზითვიანი ცოლი დამიტმასნებოდა გავლენიან მოყვრებს, მისი სანუკვარი ოცნება იყო. რაც შეეხებაორმხრივ სიყვარულს, ის საერთოდ არ ყოფილა - არც პატარძლისა და არც სიძისმხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ პატარძალს სილამაზე არ აკლდა. ასე რომ, ესერთადერთი შემთხვევა იყო ფიოდორ პავლოვიჩის ცხოვრებაში, როდესაც ქალმავერავითარი განსაკუთრებული ვნებები ვერ აღძრა მასში, და ეს დაემართა ისეთავხორც კაცს, როგორსაც იგი წარმოადგენდა; კაცს, რომელსაც შეეძლონებისმიერ ქალს აჰკიდებოდა, ოღონდ კი ვინმეს მისთვის ხელი დაექნია.ადელაიდა ივანოვნა პირველ ღამესვე მიხვდა, რომ ქმარი მასში მხოლოდ დამხოლოდ ზიზღს იწვევდა. ასე და ამგვარად - ქორწინების შედეგი ძალზე მალეგამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, ქალს ოჯახი მალე შეურიგდა, ის კი არა და,სახლიდან გაქცეულს მზითევიც კი მისცა. ცოლ-ქმარს შორის დაიწყო არეულ-დარეული ცხოვრება და გაუთავებელი შეხლა-შემოხლა. თვითმხილველებიჰყვებოდნენ: ცოლი უფრო კეთილშობილურად იქცეოდა, ვიდრე ფიოდორპავლოვიჩიო. როგორც ახლა გახდა ცნობილი, მან ცოლს მაშინვე გამოსცინცლაოცდახუთი ათასი მანეთი, რის შემდეგაც ეს ათასები ცოლისთვის სამუდამოდგაქრა. ფიოდორ პავლოვიჩი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რაიმეშესაფერისი აქტის საშუალებით თავის სახელზე გადაეფორმებინა ცოლისმზითევში მოყოლილი სოფელი და ქალაქის საკმაოდ კარგი სახლი. მიაღწევდაკიდეც ამას. ქალს იმდენად ეზიზღებოდა ქმარი, რომელიც ყოველ წუთს ურცხვიგამოძალვებითა და თხოვნით აბეზრებდა თავს, იმდენად იყო მისგან სულიერადგადაღლილი, რომ ამაზეც დათანხმდებოდა, ოღონდ თავიდან მოეშორებინა.მაგრამ, საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია ადელაიდა ივანოვნას ოჯახი დაშეზღუდეს წამგლეჯი. ისიც ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი ხშირად ცემა-ტყეპაზეცგადადიოდა, მაგრამ, გადმოცემით, ფიოდორ პავლოვიჩი კი არ სცემდა, არამედადელაიდა ივანოვნა - ქალი ფიცხი, თამამი, თავშეუკავებელი, შავგვრემანი დაგანსაკუთრებული ჯან-ღონით აღსავსე იყო. ბოლოს და ბოლოს, მან მიატოვასახლი და გაიქცა ერთ გაღატაკებულ სემინარისტ- მასწავლებელთან ერთად დაქმარს სამი წლის მიტია დაუტოვა. ფიოდორ პავლოვიჩმა არ დააყოვნა, სახლში

  • ჰარამხანა მოაწყო და თავაშვებულ ღრეობას მიჰყო ხელი, შიგადაშიგ გუბერნიისქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ დაძრწოდა, ყველასთან აცრემლებული ჩიოდაადელაიდა ივანოვნაზე, თანაც ისეთ რამეებს ჰყვებოდა ცოლზე, რაზე საუბარიცნებისმიერი ქმრისათვის სამარცხვინოა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მასმოსწონდა ყველას წინაშე სასაცილო და მოტყუებული ქმრის როლის თამაში დათავის გულისტკივილს დაწვრილებით, თანაც შელამაზებულად აღწერდა ხოლმე.„რა მოხდა მერე, ფიოდორ პავლოვიჩ, ჩინი ხომ მიიღეთ, ასე რომ კმაყოფილიხართ, მიუხედავად თქვენი მწუხარებისა“, - დასცინოდნენ მას. ზოგიერთი იმასაცამბობდა, რომ მას უხაროდა ხალხში დამწუხრებული მასხარას როლის თამაში დაგანგებ, ხალხის გასაცინებლად იღებდა ისეთ გამომეტყველებას, თითქოს ვერამჩნევდა თავის კომიკურ მდგომარეობას. ვინ იცის, შესაძლოა ეს ყველაფერიგულუბრყვილობითაც მოსდიოდა. ბოლოს და ბოლოს, მან მიაგნო გაქცეულიცოლის კვალს. ის საცოდავი თავის სემინარისტთან ერთად პეტერბურგშიაღმოჩნდა, სადაც თავდავიწყებით შესდგომოდა ემანსიპირებული ქალისცხოვრებას. ფიოდორ პავლოვიჩი მაშინვე დაფაცურდა, დაიწყო პეტერბურგშიწასასვლელად მზადება, - რისთვის? - ცხადია, თავადაც არ იცოდა. მას შეეძლო,დაუყოვნებლივ გამგზვრებულიყო, მაგრამ აუცილებლად ჩათვალა, ასეთიგადაწყვეტილების მიღებისათვის, გასამხნევებლად, წასვლამდე ერთი გემოზეგამოთრობა. სწორედ ამ დროს მისი ცოლის ოჯახი ღებულობს ცნობასპეტერბურგში ადელაიდა ივანოვნას გარდაცვალების შესახებ. საცოდავი ქალისადღაც სახლის სხვენში უცბად გარდაცვლილა, ზოგი ამბობდა, ტიფისგან, ზოგი -თითქოს შიმშილისგანო. ფიოდორ პავლოვიჩმა ეს ამბავი მთვრალმა შეიტყო.ზოგნი ყვებოდნენ: გამოვარდნილა ქუჩაში, ზეცაში ხელები აღუპრია დააყვირებულა: „აწ განუტევებო“[2], ზოგნი კი ამბობდნენ: ისე გამწარებულიტიროდა, მაინც შეგეცოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეზიზღებოდაო.სავსებით შესაძლებელია, ერთიც მომხდარიყო და მეორეც, ესე იგი, კიდეცგახარებოდა ცოლისაგან გათავისუფლება და კიდეც დაეტირაგამათავისუფლებელი. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, ბოროტი ადამიანებიცკი, გაცილებით მიამიტები და გულუბრყვილოები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია.თუმცა, ჩვენც ასეთები ვართ, ალბათ.

    II პირველი შვილი თავიდან მოიშორა

    ცხადია, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი აღმზრდელი იქნებოდა ეს კაცი.ასეთ მამას რაც მოსალოდნელი იყო, ის დაემართა; მან სავსებით უყურადღებოდდატოვა თავისი შვილი, რომელიც ადელაიდა ივანოვნასგან შეეძინა. არა იმიტომ,რომ ბავშვს რამეს ერჩოდა, ან როგორც მეუღლე, თავს შეურაცხყოფილადგრძნობდა, არა, უბრალოდ, მისი არსებობა გადაავიწყდა. სანამ იგი თავსაბეზრებდა ყველას თავისი წუწუნითა და ცრემლებით, ხოლო სახლი კიგარყვნილების ბუდედ აქცია, სამი წლის მიტიას მოვლა-პატრონობა ამ სახლისერთგულმა მსახურმა გრიგორიმ იკისრა. მას რომ არ ეზრუნა ბავშვზე, კაცი არგამოჩნდებოდა მისი მომკითხავი. ისე მოხდა, პირველ ხანებში დედისნათესავებმაც კი დაივიწყეს. დედის მამა, ბავშვის ბაბუა, ცოცხალი აღარ იყო,

  • ბებია მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ლოგინად ჩავარდა, დეიდებიგათხოვდნენ, ასე რომ, თითქმის მთელი წელიწადი მიტიას გრიგორისთან ყოფნადა მის ქოხში ცხოვრება მოუწია. მამას რომც გახსენებოდა (მართლაცდა, ხომდაუშვებელია, არ სცოდნოდა შვილის არსებობა), იგი ქოხში თავად გაატანდაგრიგორის ბავშვს, რომელიც ხელს შეუშლიდა მის გაუთავებელ ღრეობებს. მოხდაისე, რომ პარიზიდან დაბრუნდა ადელაიდა ივანოვნას ბიძაშვილი, პიოტრალექსანდროვიჩ მიუსოვი, მაშინ ძალზე ახალგაზრდა კაცი, მაგრამ მიუსოვებსშორის გამორჩეული, განათლებული, დედაქალაქში და საზღვარგარეთგაზრდილი - ნამდვილი ევროპელი. ის შემდგომშიც მრავალი წელი ცხოვრობდასაზღვარგარეთ და ხანში შესვლისას ორმოც-ორმოცდაათიანი წლებისლიბერალებს მიემხრო. თავისი კარიერის განმავლობაში მას ურთიერთობაჰქონდა იმდროინდელ მრავალ ლიბერალურ პიროვნებასთან რუსეთშიც დასაზღვარგარეთაც, პირადად იცნობდა პრუდონს და ბაკუნინს[3]. სიბერეშიგანსაკუთრებით სიამოვნებით იგონებდა და ჰყვებოდა ხოლმე 1848 წლისთებერვლის პარიზის რევოლუციის სამ დღეს. თხრობის დროს განსაკუთრებითაღნიშნავდა - თითქოს უშუალოდ ბარიკადებზედაც კი იბრძოდა. ეს იყო მისიახალგაზრდობის ყველაზე საამო მოგონება. ათასი სული ყმის მებატონე, ქალაქისახლოს ფლობდა შესანიშნავ მამულს, რომელიც ჩვენს ცნობილ მონასტერსესაზღვრებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროიდან, როცა მემკვიდრეობამიიღო, პიოტრ ალექსანდროვიჩს ამ მონასტერთან გაუთავებელი სადავოპროცესი ჰქონდა - მდინარეში თევზჭერისა და ხეტყის დამუშავების გამო. ზუსტადარ ვიცი, მაგრამ მგონი „კლერიკალებთან პროცესის“ დაწყებას თავისმოქალაქეობრივ მოვალეობად თვლიდა. როდესაც მან ყველაფერი შეიტყოადელაიდა ივანოვნას შესახებ, რომელიც, რასაკვირველია, კარგად ახსოვდა, დაროცა გაიგო, რომ მას მიტია დარჩა, მიუხედავად ფიოდორ პავლოვიჩისადმისიძულვილისა, გადაწყვიტა, ამ საქმისთვის ხელი მოეკიდა. სწორედ მაშინ გაიცნოფიოდორ პავლოვიჩი, რომელსაც პირდაპირ განუცხადა, რომ სურდა ბავშვისაყვანა აღსაზრდელად. შემდგომში მიუსოვი ფიოდორ პავლოვიჩისდასახასიათებლად დიდხანს ჰყვებოდა ხოლმე, როგორ მივიდა იგი სიძესთან,როგორ დაუწყო მიტიაზე ლაპარაკი, ამ დროს ფიოდორ პავლოვიჩს ერთობგაოცებული სახე ჰქონდა, კაცი აზრზე ვერ მოდიოდა, რომელ ბავშვზე იყოსაუბარი, გაიკვირვა კიდეც, სადღაც სახლში პატარა შვილი მყავსო. შესაძლოა,პიოტრ ალექსანდროვიჩის მონაყოლში იყო რაღაც გადაჭარბებული, მაგრამსიმართლესაც ძალიან ჰგავდა. ფიოდორ პავლოვიჩი ხომ მთელი თავისიცხოვრება ვიღაცას თამაშობდა, - უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელსახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა, პირიქით, მისთვისშეიძლებოდა ზიანიც მიეყენებინა, როგორც ზემოაღწერილ შემთხვევაში მოხდა.თუმცა ასეთი თვისება საკმაოდ ბევრ ადამიანს და, მათ შორის, საკმაოდჭკვიანებსაც ახასიათებთ. პიოტრ ალექსანდროვიჩი საქმეს გულიანად მოეკიდა,ბავშვის მეურვედაც კი დაინიშნა (ფიოდორ პავლოვიჩთან ერთად), რადგან დედისსიკვდილის შემდეგ ბავშვს დარჩა სახლი, დედისეული და უძრავ-მოძრავი ქონება.მიტია ბიძამისთან გადავიდა საცხოვრებლად. მიუსოვს ცოლ-შვილი არ ჰყავდა.პიოტრ ალექსანდროვიჩმა როგორც კი მოაგვარა თავისი მამულის ფულადიშემოსავლების საკითხი, სასწრაფოდ დიდი ხნით კვლავ პარიზს გაემგზავრა.ბავშვი კი თავის მოსკოველ დეიდას დაუტოვა. ისე მოხდა, რომ პარიზში ყოფნისას

  • მას ბავშვი სულ გადაავიწყდა, განსაკუთრებით თებერვლის რევოლუციის შემდეგ,რომელმაც ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მთელი ცხოვრებავერ შეძლო მისი დავიწყება. მოსკოველი დეიდის გარდაცვალების შემდეგ მიტიაგადავიდა მის ერთ-ერთ გათხოვილ ქალიშვილთან. შემდგომში, მგონი, მიტიამმეოთხედ გამოიცვალა ბინა. ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგანფიოდორ პავლოვიჩის პირმშოზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი. ახლამხოლოდ აუცილებელი ცნობებით დავკმაყოფილდეთ, რომლის გარეშეც რომანისდაწყება შეუძლებელია.უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ ფიოდორ პავლოვიჩის სამიშვილიდან მხოლოდ მიტიამ იცოდა, რაღაც ქონება რომ გააჩნდა და როცასრულწლოვანი გახდებოდა, დამოუკიდებლად შეძლებდა ცხოვრებას. მასმოუწესრიგებელი ყრმობა და სიჭაბუკე ჰქონდა: გიმნაზია ვერ დაამთავრა, შემდეგრომელიღაც სამხედრო სკოლაში მოხვდა, რომლის დასრულების მერე თავიკავკასიაში ამოყო, რაღაც ჩინსაც მიაღწია. მერე იყო დუელი, დაქვეითება, ისევშეძლო ჩინის მიღება... ბევრს სვამდა და კარგა ბლომადაც ხარჯავდა ფულს.სრულწლოვანებამდე მამამისისგან კაპიკი არ მიუღია, მანამდე კი ვალებშიჩავარდა. როცა სრულწლოვანი გახდა, საგანგებოდ ჩამოვიდა ჩვენს მხარეშიმამასთან თავისი ქონების შესახებ მოსალაპარაკებლად. სწორედ მაშინ გაიცნოფიოდორ პავლოვიჩი. მგონი, მშობელი მამა არ მოეწონა. მიტიამ მისგან მიიღოგარკვეული თანხა და მოურიგდა, რომ შემდგომში მამამისი მისი მამულისშემოსავლებს გადაუგზავნიდა ხოლმე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მიტიამმამისგან თავისი მამულის ვერც ფასი გაიგო, ვერც შემოსავლის ოდენობადაადგინა. მან ჩვენთან მცირე ხანს დაჰყო და სასწრაფოდ გაემგზავრა. ფიოდორპავლოვიჩმა შვილი მაშინვე გააფრთხილა (ეს დაიხსომეთ), რომ მიტიას თავისქონებაზე გადამეტებული და მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ამით ფიოდორპავლოვიჩი ძალიან კმაყოფილიც კი იყო, რადგან გუნებაში თავისიგანსაკუთრებული ანგარიშები უტრიალებდა. მან დაასკვნა: ჭაბუკი ქარაფშუტა,დამთხვეული, ავხორცი, სულსწრაფი და დარდიმანდია, თუკი რაიმეს დროებითიშოვის, მაშინვე დამშვიდდებაო. სწორედ ამაზე ააგო ფიოდორ პავლოვიჩმათავისი შემდგომი ურთიერთობა შვილთან - ფულს დროდადრო, ცოტ-ცოტასსამადლოდ უგზავნიდა ხოლმე და ბოლოს ისე მოხდა, ოთხი წლის შემდეგ, როცამიტიამ მოთმინება დაკარგა და ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოვიდა, რათასაბოლოოდ გაერკვია მშობელთან თავისი საქმეები, დიდად გაოცდა, როცააღმოაჩინა, რომ აღარაფერი გააჩნდა და მამამისის ვალიც დასდებოდა. თურმეამა და ამ დროს მიტიასა და მამამისს შორის დადებული ამა და ამ გარიგებისთანახმად, მას მეტი არაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ჰქონდა, და ასე შემდეგდა ასე შემდეგ. ახალგაზრდა კაცი გაოგნდა, ეჭვი შეეპარა, რომ ატყუებდნენ,მოთმინებიდან გამოვიდა და ლამის ჭკუა დაკარგა. ამ გარემოებებმა საქმე იმკატასტროფამდე მიიყვანა, რომელიც ჩემი პირველი რომანის თხრობის საგანსწარმოადგენს, ან უფრო სწორად, მის გარეგან მხარეს. მაგრამ ვიდრე ამ რომანისთხრობაზე გადავიდოდე, უნდა გიამბოთ ფიოდორ პავლოვიჩის დანარჩენ ორშვილზე, მიტიას ძმებზე, განგიმარტოთ, საიდან და როგორ მოევლინნენ ისინი ამქვეყანას.

  • III მეორე ქორწინება და შვილები

    ოთხი წლის მიტიას თავიდან მოშორების შემდეგ ფიოდორ პავლოვიჩი სულ მალემეორედ დაქორწინდა. ეს ქორწინება რვა წელს გაგრძელდა. მეორე ცოლი, სოფიაივანოვნა, ძალზე ახალგაზრდა ქალი სხვა გუბერნიიდან მოიყვანა. ამ გუბერნიაშიფიოდორ პავლოვიჩი, ვიღაც ურიასთან ერთად, ერთი წვრილმანი სანარდოსაქმის გამო მოხვდა. თუმცა ფიოდორ პავლოვიჩი ყოველთვის ბევრს სვამდა,ქეიფობდა და დებოშებს ტეხდა, მაგრამ არასოდეს არ შეუწყვეტია თავისიკაპიტალის დანიშნულებისამებრ გამოყენება, იგი მუდამ სარფიანად აბანდებდათანხას, რასაკვირველია, ამასთან ერთად, ყოველთვის რაღაც საძაგლობასა დაუნამუსობას სჩადიოდა. ვიღაც გაუნათლებელი დიაკვნის შვილი, ბავშვობიდანობოლი, სოფია ივანოვნა გაიზარდა თავისი კეთილისმყოფელის, აღმზრდელისადა მწვალებლის, დიდგვაროვანი გენერლის, ვოროხოვის მოხუცი ქვრივისშეძლებულ ოჯახში. დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ გამიგონია: ერთხელ თურმეეს უწყინარი, თვინიერი და უენო აღსაზრდელი საკუჭნაოში ლურსმანზეჩამობმული ყულფიდან ჩამოუხსნიათ, იმდენად მძიმე ყოფილა მისთვის ამ,თუმცა უბოროტო, მაგრამ უსაქმურობისაგან ახირებული დედაბრის თვითნებობადა მისი გაუთავებელი საყვედურების ატანა. როცა ფიოდორ პავლოვიჩმა ქალსცოლობა სთხოვა, მის შესახებ მიიკითხ-მოიკითხეს და რომ გაიგეს, რა შვილიცბრძანდებოდა, გამოაპანღურეს. ახლაც, როგორც პირველი ქორწინების დროს,ფიოდორ პავლოვიჩმა ობოლს გაპარვა შესთავაზა. ქალს მის შესახებ ყველაფერიდროულად რომ გაეგო, სავსებით შესაძლებელია, არაფრის დიდებით არგაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ ეს ამბავი სხვა გუბერნიაში ხდებოდა და როგორშეეძლო თექვსმეტი წლის გოგონას, რაიმე სცოდნოდა ამ პიროვნების შესახებ,ამას გარდა, თავის კეთილისმყოფელთან ცხოვრებას უკვე ყველაფერი ერჩივნა.ასე ამჯობინა ყმაწვილმა ქალმა კეთილისმყოფელ დედაბერს კეთილისმყოფელიკაცი. ამჯერად, ფიოდორ პავლოვიჩს უმზითვო ქალი შეხვდა, რადგანგაჯავრებულმა გენერლის ქვრივმა გაზრდილს არაფერი მისცა, ის კი არა და,ორივე დასწყევლა. ფიოდორ პავლოვიჩს არცა ჰქონია რაიმეს იმედი, ის მხოლოდუბიწო გოგოს მომხიბვლელ სილამაზეს დახარბდა. აქამდე ეს ავხორცი დანამუსგარეცხილი, უხეში ქალური სილამაზის მოყვარული პიროვნება გააოგნაგოგონას უბიწო გამოხედვამ. „ამ გოგონას უმანკო თვალებმა გულისამართებელივით დამისერაო,“ - ამბობდა შემდგომში ის და თავისებურადუხამსად ჩაიხითხითებდა ხოლმე. ერთი სიტყვით, თახსირი მამაკაცისათვის ესშეიძლება მხოლოდ გარყვნილი ლტოლვა ყოფილიყო. ვინაიდან ქალი უმზითვოიყო, ფიოდორ პავლოვიჩი პატივს არ სცემდა, უდიერადაც კი ეპყრობოდა, თავისწინაშე „დამნაშავედ“ თვლიდა და ყველაფერს აყვედრიდა; იმასაც კი ეუბნებოდა,მე შენ „ყულფიდან ჩამოგხსენიო.“ გარდა ამისა, ქმარი ქალის ფენომენალურიმორჩილებითა და თვინიერებით სარგებლობდა და ჩვეულებრივი ცოლქმრულიურთიერთობის წესსა და რიგს არად დაგიდევდა. სახლში, ცოლისთანდასწრებითაც კი, მოჰყავდა აშაღლარა ქალები და გაუთავებელ ორგიებსაწყობდა. ერთ დამახასიათებელ ამბავს გეტყვით: ფიოდორ პავლოვიჩისმსახურმა გრიგორიმ, მუდამ შუბლშეკრულმა, ბრიყვმა და ჯიუტმა რეზონიორმა,რომელსაც ადრინდელი ქალბატონი ჭირივით ეჯავრებოდა, ამ შემთხვევაში

  • ახალი ქალბატონის მხარე დაიჭირა. ის თავგამოდებული იცავდა უბედურ ქალსდა ფიოდორ პავლოვიჩს მსახურისათვის შეუფერებელი სიტყვებით ლანძღავდაკიდეც; ერთხელ კი ორგიებში მონაწილე როსკიპი ქალები სახლიდან სულკინწისკვრით გაყარა. შემდგომში ამ გაუბედურებულ, ბავშვობიდან დაშინებულქალს რაღაც ისეთი ქალური ისტერიული დაავადება შეეყარა, რომელიც უფროხშირად გლეხის დედაკაცებს ემართებათ ხოლმე. ეს დაავადება ისტერიულიშეტევებით მიმდინარეობს და ავადმყოფი ხშირად გონსაც კი კარგავს.მიუხედავად ამისა, მან ორი შვილი, ივანი და ალექსეი შობა - ერთი ქორწინებისპირველ წელს, მეორე კი სამი წლის შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ალექსეი ოთხიწლისაც არ იქნებოდა. საოცარია, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ალიოშას დედამთელი თავის ცხოვრების მანძილზე სიზმარივით ახსოვდა. რასაკვირველია,როგორც მოსალოდნელი იყო, სოფია ივანოვნას გარდაცვალების შემდეგ ბიჭებსიგივე გადახდათ, რაც მიტიას. მამამ შვილები დაივიწყა და ქოხში გრიგორისანაბარა მიატოვა. ბიჭები სწორედ ამ ქოხში იხილა იმ ახირებულმა დედაბერმა,გენერლის ქვრივმა, ბავშვების დედის კეთილისმყოფელმა და აღმზრდელმა,რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რვა წლის წინანდელი წყენა ვერაფრითდაევიწყებინა. ამ რვა წლის განმავლობაში სოფიას ყოფაცხოვრების შესახებ ზუსტცნობებს იღებდა. როცა შეიტყო სოფიას დასნეულება და ის საშინელება, რაც ამოჯახში ტრიალებდა, ერთი-ორჯერ სხვების გასაგონად წაიბურტყუნა: „ეგრემოუხდება - ღმერთმა უმადურობისათვის დასაჯაო“.სოფია ივანოვნას გარდაცვალებიდან ზუსტად სამი თვის თავზე ჩვენს ქალაქსუეცრად გენერლის ქვრივი მოევლინა. ის პირდაპირ ფიოდორ პავლოვიჩისსახლში მივიდა, სადაც მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში ბევრირამეც მოასწრო. საღამო ხანი იდგა. ფიოდორ პავლოვიჩი, რომელიც ქვრივს რვაწელიწადი არ ენახა, გალეშილი დახვდა. ჰყვებოდნენ, რომ დედაბერი, როგორც კიფიოდორ პავლოვიჩი დაინახა, უცებ მივარდა და განმარტებების გარეშე ორიალიყური აჭამა, მერმე სამჯერ თმით დაითრია და ხმის ამოუღებლად პირდაპირქოხისკენ ბავშვებთან გაემართა. როცა დაუბანელი და ბინძურ თეთრეულშიშემოსილი ბავშვები იხილა, ახლა გრიგორის გააწნა სილა და განუცხადა, რომორივე პატარა თავისთან მიჰყავდა. მან გამოიყვანა ბავშვები, კარეტაში ჩასხა,პლედში გაახვია და თავისი ქალაქისაკენ გაუყენა გზას. გრიგორიმ მონურიმორჩილებით მოითმინა ეს სილა, ერთი უხეში სიტყვაც არ დასცდენია, კარეტამდემიაცილა მოხუცი ქალბატონი, წელში მოხრით თაყვანი სცა და ხმამაღლა უთხრა:„ობლების შემწეობისათვის ღმერთი გიშველის“. „შენ მაინც ლენჩი ხარ!“ -გადმოსძახა გენერლის ქვრივმა დაძრული კარეტიდან გრიგორის. ფიოდორპავლოვიჩმა კი აწონ-დაწონა ყველაფერი, მიხვდა, რომ საქმე კარგად მიდიოდადა შემდგომში გენერლის ქვრივს ბავშვების აღზრდის შესახებ ფორმალურად არცერთ პუნქტზე არ უთხრა უარი. იმ ალიყურის ამბავი კი მთელ ქალაქს თავადვემოსდო.ისე მოხდა, რომ გენერლის ქვრივი ამ ამბის შემდეგ მალე გარდაიცვალა. თავისიანდერძით თითოეულ ბავშვს ათას-ათასი მანეთი დაუტოვა - „სწავლისათვის - ისერომ მთელი ეს ფული, აუცილებლად, მხოლოდ ამაზე უნდა დაიხარჯოს დასრულწლოვანებამდე უნდა ეყოთ. და რადგან ნაწყალობევი თანხა სავსებითსაკმარისია ასეთი ბავშვებისათვის, თუ ვინმეს სურს დამატებით დახმარება,თავად გაიკრას ჯიბეზე ხელიო“. მე თავად ანდერძი არ წამიკითხავს, მაგრამ

  • გამიგონია, რომ მასში რაღაც ამგვარი უცნაური რამ იყო თქმული. დედაბრისმთავარი მემკვიდრე, გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი ეფიმ პეტროვიჩპოლენოვი პატიოსანი კაცი აღმოჩნდა. ფიოდორ პავლოვიჩთან მიმოწერით იგიმალე დარწმუნდა, რომ მას შვილების აღსაზრდელ ფულს ვერ დასცინცლავდა(თუმცა იგი პირდაპირ უარს არ ამბობდა, მაგრამ ყოველთვის გულისამაჩუყებელისიტყვებით აჭიანურებდა ფულის გადაგზავნას). ეფიმ პავლოვიჩი ბავშვებისმიმართ თანაგრძნობით განეწყო, განსაკუთრებით უმცროსი, ალექსეი, იმდენადუყვარდა, რომ ბიჭი დიდხანს მის ოჯახში იზრდებოდა. მკითხველს ვთხოვ, ესკარგად დაიმახსოვროს. თუკი ვინმეს უნდა უმადლოდნენ ძმები თავიანთაღზრდასა და განათლებას, სწორედ ამ ეფიმ პეტროვიჩს, უკეთილშობილესსა დაკაცთმოყვარე ადამიანს, რომლის მსგავსს ძნელად თუ შეხვდება კაცი. მანბავშვებს ხელუხლებლად შეუნახა გენერლის ქვრივის დანატოვარი ათას-ათასიმანეთი; ასე რომ ძმებს, თითოეულს სრულწლოვანებისათვის ათასი მანეთიპროცენტების დამატებით ორი ათასამდე გაეზარდათ. ამ კაცმა თავისი ფულითაღზარდა ისინი, თითოეულს ათას მანეთზე გაცილებით მეტი დაახარჯა. ბიჭებისბავშვობისა და ყრმობის დაწვრილებით აღწერას ჯერჯერობით არ შევუდგები,მხოლოდ ზოგიერთ მთავარ გარემოებას შევეხები. უფროს ძმაზე, ივანზე, იმასგეტყვით, რომ იგი ბავშვობიდანვე უკარება და საკუთარ თავში ჩაკეტილიყმაწვილი გახლდათ. მორცხვი სულაც არ იყო. უკვე ათი წლიდან დაიწყო იმაზეფიქრი, რომ ძმები სხვის სახლში ცხოვრობდნენ და მათ სამადლოდ არჩენდნენ,რომ მათი მამა ისეთი კაცია, ვისზე ლაპარაკიც კი სამარცხვინოა და სხვადასხვა.როგორც ამბობენ, ამ ბიჭუნას პატარაობიდანვე აღმოაჩნდა სწავლისგანსაკუთრებული და ბრწყინვალე ნიჭი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომეფიმ პეტროვიჩის ოჯახიდან ცამეტი წლის ივანი სასწავლებლად მოსკოვის ერთ-ერთ გიმნაზიაში გადავიდა და რომელიღაც იმ დროისათვის ცნობილ დაგამოცდილ პედაგოგთან, ეფიმ პეტროვიჩის ბავშვობის მეგობართან, პანსიონითცხოვრობდა. როგორც შემდგომ თავად ივანი ყვებოდა - ყველაფერი ეფიმპეტროვიჩის „მგზნებარე ქველმოქმედების“ წყალობით მოხდა. მას აკვიატებულიჰქონდა აზრი, გენიალური ნიჭის მქონე ბავშვი გენიალურმა აღმზრდელმა უნდააღზარდოსო. როცა ივანმა გიმნაზია დაამთავრა და უნივერსიტეტში შევიდა,აღარც გენიალური აღმზრდელი და აღარც ეფიმ პეტროვიჩი ცოცხლები აღარიყვნენ. ეფიმ პეტროვიჩის მიერ ცუდად შედგენილი ანდერძის გამო და ჩვენთანარსებული სხვადასხვა გარდაუვალი ფორმალობებისა თუ გაჭიანურებებისგამოისობით, ახალგაზრდა კაცს გენერლის ახირებული ქვრივის დანატოვარიფულის მიღება (თანხა უკვე ათასი მანეთიდან ორი ათასი გამხდარიყო) ძალზედაუგვიანდა. ამიტომ ივანს უნივერსიტეტში პირველი ორი წელი ძალზე გაუჭირდა,რადგან იძულებული იყო, თავი ერჩინა, ერთდროულად ესწავლა და ემუშავაკიდეც. ისიც აღსანიშნავია, რომ მას არც კი უცდია მამამისისათვის წერილიმიეწერა, შესაძლოა, ეს სიამაყით მოსდიოდა, შეიძლება სიძულვილით, იქნებაცივი და საღი განსჯითაც, რომელიც ჰკარნახობდა: ასეთი მამიკოსაგანსერიოზულ მხარდაჭერას მაინც ვერ მიიღებო. ასეა თუ ისე, ახალგაზრდა კაცი არდაიბნა და სამსახური იშოვა. ჯერ ორუზალთუნიანი გაკვეთილები, შემდეგგაზეთის რედაქციებში დაიწყო სირბილი და „თვითმხილველის“ ფსევდონიმით ხანსად და ხან სად ბეჭდავდა ათსტრიქონიან სტატიებს ქუჩაში მომხდარიშემთხვევების შესახებ. ამბობენ, ეს სტატიები ისე საინტერესოდ და პიკანტურად

  • იყო დაწერილი, ყველა სიამოვნებით უბეჭდავდაო. ამით ახალგაზრდა კაცმაგამოავლინა თავისი პრაქტიკული და გონებრივი უპირატესობანი ჩვენიმრავალრიცხოვანი, ორივე სქესის მოსწავლე ახალგაზრდობის იმ ხელმოკლე დაუბედურ ნაწილთან შედარებით, რომელთაც, ჩვეულებრივ, დილიდან საღამომდეატალახებული აქვთ ხოლმე ჟურნალ-გაზეთების რედაქციათა კარი ერთითხოვნით - ათარგმნინონ ფრანგულიდან, ან გადააწერინონ რაიმე. ივანფიოდოროვიჩს რედაქციებთან კავშირი შემდგომშიაც აღარ შეუწყვეტია.უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წლებშიც კი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზეგამოცემული წიგნების შესახებ საკმაოდ ნიჭიერად დაწერილი გამოკვლევები.ლიტერატურულ წრეებში ის თანდათან ცნობილი კაცი გახდა და ბოლო ხანებშიუკვე ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქცია, რაც ბევრმაერთხმად აღნიშნა და დაიმახსოვრა. ეს იყო საკმაოდ საინტერესო შემთხვევა.როცა ივანმა უნივერსიტეტი დაამთავრა და მემკვიდრეობით მიღებული ორიათასი მანეთით საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა, ერთ-ერთ დიდ გაზეთშიუცნაური სტატია გამოაქვეყნა. ამ სტატიამ არასპეციალისტების ყურადღებაც კიმიიქცია. სტატია ეხებოდა ავტორისათვის უცნობ სფეროს, ვინაიდან მასსაბუნებისმეტყველო განათლება ჰქონდა. სტატიაში ლაპარაკი იყო იმ დროსგახმაურებულ საკითხზე საეკლესიო სასამართლოს შესახებ. ავტორითანმიმდევრობით განიხილავდა ამ საკითხის ირგვლივ უკვე არსებულ ზოგიერთმოსაზრებას და იქვე გამოთქვამდა თავის პირად შეხედულებას. ყველაფერი ესკარგი ტონით იყო დაწერილი და მოულოდნელი, მშვენიერი დასკვნები ახლდა.სხვათა შორის, ეკლესიის ბევრმა იდეოლოგმა ივანი თავისიანადაც კი ჩათვალა.ამასთან ერთად, სტატიას სამოქალაქო პირებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ,ათეისტთა წრეებშიც ხვდა წარმატება. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რამდენიმეგამჭრიახი ადამიანი თუ მიხვდა, მთელი სტატია კადნიერი ფარსი და დაცინვარომ იყო და მეტი არაფერი. ამ შემთხვევას განსაკუთრებით იმიტომ ვიგონებ, რომეს სტატია თავის დროზე ჩვენშიც, ქალაქგარეთ მდებარე მონასტერშიც მოხვდა,სადაც საეკლესიო სასამართლოს შესახებ აღძრული საკითხით მეტადდაინტერესებულები იყვნენ. სტატიისა და მისი ავტორის გვარის გაცნობის შემდეგგაოცებულები დარჩნენ იმით, რომ იგი წარმოშობით ჩვენი ქალაქიდან აღმოჩნდა,ძე „სწორედ იმ ფიოდორ პავლოვიჩისა“. ამასობაში ჩვენს ქალაქს თავად სტატიისავტორიც ეწვია.რისთვის ჩამოვიდა ჩვენთან ივან ფიოდოროვიჩი? - მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინამეკვიატა ეს კითხვა. ეს საბედისწერო ჩამოსვლა საწყისი გახდა იმდენიმოულოდნელი შედეგისა, რომ პასუხი ჩემთვის დიდხანს გაურკვეველი დარჩა.კაცმა რომ თქვას, ცოტა უცნაური იყო - ასე ნასწავლი, ასე ამაყი, თითქოსფრთხილი ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა ასეთ უმსგავსო სახლში, ისეთ მამასთან,რომელიც მთელი ცხოვრება არად აგდებდა, არც სცნობდა და არც ახსოვდა.ცხადია, მამამისი ფულის მიმცემიც არ იყო, შვილს რომ ეთხოვა კიდეც; ფიოდორპავლოვიჩმა მთელი ცხოვრება ხომ იმის შიშში გაატარა, ვაითუ, ოდესმე ჩემიშვილები, ივანი და ალექსეი ჩამოვიდნენ და ფული მომთხოვონო. და აი, ესახალგაზრდა კაცი ჩამოდის ასეთი მამის სახლში, ცხოვრობს მასთან ერთი თვე,ორი თვე და ორივე მშვენივრად ეგუება ერთმანეთს. ამ ამბავმა არა მარტო მეგამაკვირვა, არამედ ბევრი სხვაც. პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი, ფიოდორპავლოვიჩის პირველი ცოლის ნათესავი, რომლის შესახებაც ზემოთ მქონდა

  • საუბარი, იმ დროს ჩვენთან იმყოფებოდა, თავის ქალაქგარეთა მამულში;ჩამოსული გახლდათ პარიზიდან, სადაც უკვე მუდმივად სახლობდა. მახსოვს,ყველაზე მეტად სწორედ ის იყო გაკვირვებული მას შემდეგ, რაც გაიცნო ესმისთვის ძალზე საინტერესო ახალგაზრდა, რომელთანაც ხანდახანინტელექტუალურ პაექრობას მართავდა ხოლმე. „ის ამაყია, - გვითხრა ივანისშესახებ, - მას ყოველთვის შეუძლია იშოვოს სარჩო, ამჟამადაც აქვს ფულისაზღვარგარეთ წასასვლელად. ნეტა აქ რა უნდა?! ყველასათვის ნათელია,მამასთან ფულისთვის არ ჩამოსულა, მამამისი არავითარ შემთხვევაში ფულისმიმცემი არ არის. ღვინის სმა და მრუშობა კი მას არ უყვარს; მიუხედავად ამისა,ბებერს უმისოდ ყოფნა არ შეუძლია, ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს!“ ეს ყოველივემართალი იყო, ნათლად ჩანდა, რომ ახალგაზრდა კაცი გავლენას ახდენდაბებერზე, რომელიც შვილს ხანდახან უჯერებდა კიდეც; ბუნებითგანსაკუთრებულად ბოროტი და თავნება კაცი იყო, თუმცა ახლა, დროდადრო,ქცევაც კი რიგიანი გაუხდა...მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი ივან ფიოდოროვიჩის აქ ჩამოსვლისნაწილობრივი მიზეზი. ის უფროსი ძმის, დმიტრის თხოვნით ჩამოსულა მისისაქმეების მოსაგვარებლად. ძმებმა პირველად აქ ნახეს და გაიცნეს ერთმანეთი,თუმცა მანამდე მიმოწერა ჰქონდათ ერთი განსაკუთრებული შემთხვევის გამო,რომელიც დმიტრის ეხებოდა. რაზეა ლაპარაკი, ამას მკითხველი თავის დროზეუფრო დაწვრილებით გაიგებს. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, როცა ვიცოდი ამგანსაკუთრებული გარემოების შესახებ, ივან ფიოდოროვიჩი მაინც ამოუცნობპიროვნებად მიმაჩნდა და მისი ჩამოსვლის მიზეზიც ჩემთვის კვლავ ამოუხსნელირჩებოდა.აქვე დავამატებ, მაშინ ივან ფიოდოროვიჩი შუამავლის როლს ასრულებდა,მამისა და ძმის მორიგება ეწადა. მათ შორის იმ დროისათვის დიდი დავიდარაბაიყო ატეხილი. დმიტრი სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებდა.ვიმეორებ, ეს ოჯახი მაშინ ცხოვრებაში პირველად შეიყარა ერთად. ზოგიერთმამათგანმა ერთმანეთი ცხოვრებაში პირველად ნახა. მხოლოდ უმცროსი ვაჟი,ალექსეი ფიოდოროვიჩი, ძმებზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა ჩვენთან. სწორედ ამალექსეიზე ყველაზე მეტად მიძნელდება ლაპარაკი ჩემი რომანის შესავალნაწილში, ვიდრე მას არენაზე შემოვიყვან. მაგრამ შესავლის დაწერა მასზედაცმომიწევს, რომ წინასწარ განვმარტო ერთი უცნაური ამბავი, სახელდობრ:რომანის მომავალი გმირი მკითხველებს დასაწყისიდან უნდა წარვუდგინომორჩილის ანაფორით. დიახ, უკვე ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იგიჩვენს მონასტერში ცხოვრობდა და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ იგი იქსამუდამოდ აპირებდა დარჩენას.

    IV მესამე შვილი ალიოშა

    მაშინ ალიოშა ოცი წლისა იქნებოდა (ივანს ოცდაოთხი უსრულდებოდა, დმიტრისკი ოცდარვა წელი). უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაცხადო: ჩემი აზრით, ჭაბუკიალიოშა არც ფანატიკოსი გახლდათ და, მით უმეტეს, არც მისტიკოსი. წინასწარგეტყვით მის შესახებ ჩემს ჩამოყალიბებულ აზრს: უბრალოდ, ის იყო ჯერ ნორჩი,

  • კაცთმოყვარე და თუ თავი შეაფარა მონასტერს, მარტო იმიტომ, რომ მხოლოდმონასტერმა გააოგნა, იქ ჰპოვა თავისი სულისათვის ამქვეყნიური ბოროტებისწყვდიადიდან სიყვარულის სინათლისაკენ გამოსვლის იდეალური საშუალება.მონასტერმა კი იმიტომ გააოცა, რომ იქ გაიცნო ჩვენი დროის არაჩვეულებრივიარსება - ჩვენი მონასტრის ცნობილი ბერი ზოსიმა, რომელსაც მთელი თავისიარსებით შეეთვისა და მთელი გულითა და სულით შეიყვარა. თუმცა არც იმასუარვყოფ, რომ იგი მაშინ უკვე ძალზე უცნაური კაცი იყო. არც ისაა გამორიცხული,რომ ბალღობიდანვე გახლდათ ასეთი. თუ გახსოვთ, ადრე აღვნიშნე: როცა დედაგარდაეცვალა, იგი ოთხი წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ დედა მთელი თავისიცხოვრება ახსოვდა, ახსოვდა მისი სახე, მისი ალერსი - „ისე, თითქოს ცოცხალიდგას ჩემს წინაო“. ასეთი ეპიზოდები კაცს უფრო ადრეული ასაკიდან (ესყველასათვის ცნობილია), ორი წლის ასაკიდანაც შეიძლება დაამახსოვრდეს,ასეთი მოგონებები შეიძლება მთელი ცხოვრება თვალწინ გედგას, როგორცნათელი წერტილები წყვდიადში, როგორც წაშლილი და გამქრალი უზარმაზარისურათის გადარჩენილი ნაწილი. ზუსტად ასე დაემართა მასაც: ყველაზე მეტადდაამახსოვრდა ერთი ზაფხულის მშვიდი საღამო, ღია ფანჯარა, ოთახშიშემომავალი მზის ირიბ�