საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების...

11
სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს SEPTEMBER 17, 2016

Transcript of საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების...

Page 1: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

საინვესტციო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

საინვესტიციო ბანკების და კერძო საინვესტიციო ფონდების მაგალითზე

SEPTEMBER 17, 2016

Page 2: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

შესავალი

როდესაც მიდის მსჯელობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესახებ , ხშირად არ ვსვავთ კითხვას თუ რა წინაპირობები არსებობს რომ ინვესტორი დაინტერესდეს ინვესტიციების განხორცილებით . ინვესტიციების მოსაზიდად უმნიშვნელოვანესია იყოს ჩამოყალიბებული და განვითარებული კაპიტალის ბაზრები , ფუნქციონირებდეს საინვესტიციო ბანკები , რომლებიც კომპანიებს ეხმარება კაპიტალის მოზიდვაში , ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებობდეს ( private equity ) კერძო კაპიტალის ფონდები ,რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ თანადაფინანსებით განახორციელებენ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. ამ კვლევაში განვიხილავთ როგორ გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი 2012 წლის შემდგომ პერიოდში . განვიხილიავთ საქართველოს საბანკო სექტორში საინვესტიციო ბანკების განვითარების ტენდენციებს ორ უმსხვილეს ბანკზე დაყრდნობით . ასევე განხილული იქნება ორი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის მუშაობა, მათ მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტები - საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

(investment banking) საინვესტიციო ბანკების განვითარება საქართველოში სანამ უშუალოდ გადავალთ საქართველოში საინვესტიციო ბანკების განვითარებაზე , უმნიშვნელოვანესია გავაანალიზოთ ისეთი ინდიკატორების მკვეთრი გაუმჯობესება , როგორიც არის IPO – initial public offering - პირველადი საჯარო შეთავაზება - ზრდა, ქართული ბანკების და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქციის ფასის ზრდა საერთაშორისო ბირჟებზე ,რაც მიუთითებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ზრდას . IPO - პირველადი საჯარო შეთავაზება - როდესაც კომპანია ანთავსებს თავის აქციებს საერთაშორისო საფონდი ბირჟებზე . უმნიშვნელოვანესია აღიღნიშნოს , რომ 2003 -2012 წლამდე, 9 წლის განმავლობაში მოხდა ერთადერთი IPO - საქართველოს ბანკმა განათავსა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე , ხოლო 2012 დან 2016 წლის ჩათვლით 4 წლის განმავლობაში მოხდა 2 IPO - თიბისი ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება . ასევე უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა და სამწუხაროდ არავინ არ უსვამს ხაზს , რომ პირველად საქართველოში მოხდა კერძო კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება , რაც უმნიშვნელოვანესია საინვესტციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის . კერძოდ , ნიკორა ტრეიდმა , რომელიც წარმოადგენს საცალო გაყიდვებში ერთ ერთ ყველაზე დიდ ქსელს მოახდინა 5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვება .

საინვესტიციო ბანკების მდგომარეობა 2003- 2012 პერიოდში 2003 -2012 წლის პერიოდში საქართველოში საინვესტიციო საბანკო მიმართულება არ იყო სრულფასოვნად განვითარებული და ბაზარზე მოქმედებდა ორი უმსხვილესი ბანკის

Page 3: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

- საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო ბანკები გალტ ენდ ტაგარტი და თიბისი ბროკერი. Galt and taggart - გალთ ენდ ტაგარტი - საქართველოს ბანკის შვილობილი საინვესტიციო კომპანია, რომელსაც შემდგომ შეეცვალა სახელი და გადაკეთდა როგორც BGcapital - იყო არასრულყოფილი საინვესტიციო ბანკი ,რომელიც ეწეოდა მხოლოდ საბროკერო მომსახურებას. TBC BROKER - თიბისი ბროკერ - თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია ,რომელიც ეწეოდა მხოლოდ საბროკერო მომსახურებას.

საინვესტიციო ბანკების მდგომარეობა 2012 -2016 პერიოდში 2012 – 2016 წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა საინვესტიციო ბანკები , რაც გამოწვეულია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდით. ორი უმსხვილესი ბანკის ბაზაზე ჩამოყალიბდა ორი საინვესტიციო ბანკი გალტ ენდ ტაგარტი და თიბისი კაპიტალი Galt and taggart - 2012 წლის შემდგომ პერიოდში მოხდა საბროკერო კომპანია BGcapital ის რებრენდინგი და მის ბაზაზე შეიქმნა საინვესტიციო ბანკი გალტ ენდ ტაგარტი, რომელიც დღესდღეისობით მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სერვისს. Brokerage- საბროკერო მიმართულება - მოხდა საბროკერო მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და შეიქმნა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა G&T TRADER, რითაც ონლაინ რეჟიმში შეიძლება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. უნდა აღიღნიშნოს, რომ ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა ,რაც აქამდე არ არსებობდა. Research - კვლევების დეპარტამენტი - ინვესტიციების მოზიდვისთვის და ინვესტორების დასაინტერესებლად უმნიშვნელოვანესია არსებობდეს კვლევები ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შესახებ , როგორიცაა ენერგეტიკა , სოფლის მეურნეობა , ტურიზმი , კავშირგაბმულობა და ა.შ . საინვესტიციო ბანკის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაცაა, რომ განახორციელოს ინდუსტრიის კვლევები . ამ მიმართულებით გალტ ენდ ტაგარტმა შექმნა კვლევების დეპარტამენტი , რომელიც აქვეყნებს კვლევებს საქართველოს ენერგეტიკის , ტურიზმის , ჯანდაცვის , სოფლის მეურნეობის , უძრავი ქონების და ა.შ სექტორების შესახებ . ასევე აქვეყნებს კვლევებს ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ . Investment banking - საინვესტიციო საბანკო მომსახურება- საინვესტიციო საბანკო მომსახურება მოიცავს - კორპორატიულ რჩევებს - corporate advisory - რაც გულისხმობს კომპანიებისთვის გაწეულ მომსახურებას - შერწყმის და გაერთიანების შესახებ , ფინანსური რესტრუქტურიზაციის შესახებ , კომპანიის შეფასებას და ა.შ Assets management - აქტივების მართვა - აქტივების მართვა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საინვესტიციო ბანკისთვის . გალტ ენდ ტაგარტის აქტივების მართვის პორტფელი მოიცავს ორ ფონდს.

Page 4: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

Mezzanine fund - რომელიც ახორციელბს კერძო კაპიტალის ჩადებას სწრაფად მზარდ სექტორებში. Renewable energy fund - განახლებადი ენერგიის ფონდი - რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების განხორციელებით საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებში.

TBC CAPITAL 2012 წლის შემდგომ პერიოდში თიბისი ბროკერის ბაზაზე შეიქმნა თიბისი კაპიტალი, რომელიც საბროკერო კომპანიიდან გადაკეთდა საინვესტიციო ბანკად. Brokerage - თიბისი კაპიტალი სთავაზობს კლიენტებს საბროკერო მომსახურების სრულ სპექტრსResearch - კვლევების დეპარტამენტი - თიბისი კაპიტალის ბაზაზე შეიქმნა კვლევების დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის და ტურიზმის სექტორში არსებულ კვლევას. Corporate advisory - მოიცავს სამი მიმართულების განვითარებას კორპორატიული კლიენტებისთვის Debt financing - ევრო ობლიგაციების და ადგილობრივი ობლიგაციების განთავსება Equity financing - პირველადი საჯარო შეთავაზების - IPO განხორციელება M&A advisory - ბიზნეს შეფასება და შერწყმის ანალიზი

საინვესტიციო ფონდების მიმოხილვა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის საინვესტიციო ბანკების განვითარებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია განვითარდეს და შეიქმნას კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები ( private equity ), რომლებიც განახორციელბენ დიდი ზომის ინვესტიციას სრული და თანადაფინანსების პრინციპით. უნდა აღიღნიშნოს რომ საქართველოში 2003 -2012 მსგავსი კერძო საინვესტციო ფონდები არ არსებობდა 2011 წლის ბოლოს შეიქმნა საპარტნირო ფონდი ქვემოთ განხილული იქნება თანაინვესტირების ფონდის და საპარტნიორო ფონდის მუშაობის სპეციფიკა და უკვე განხორციელებული ინვესტიციები.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი თანაინვესტირების ფონდი არის კერძო კაპიტალის ფონდი ,რომლის ჯამური კაპიტალი მოიცავს 6 მილიარდ ა.შ.შ დოლარს. ფონდის ძირითადი მიზანია მოახდინოს პროექტების სრული ან თანაინვესტირება სწრფა მზარდ სექტორებში. ფონდს აქვს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი 4 უმთავრეს სექტორში.

Page 5: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა - 3 მილარდი ა.შ.შ დოლარი ტურიზმი და უძრავი ქონება - 1 მილარდი ა.შ.შ დოლარი სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა - 0.5 მილიარდი ა.შ.შ დოლარი წარმოება - 1.5 მილიარდი ა.შ.შ დოლარი სხვა სექტორები - 0.5 მილიარდი ა.შ,შ დოლარი

თანაინვესტირების ფონდის საინვესტციო პროექტები ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა თანაინვესტირების ფონდი კონცენტრირბულია განახორციელოს ინვესტიციები ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის შემდეგ კატეგორიებში

o ჰიდროელექტროსადგურები o თერმული სადგურები o დიდი ზომის კომერციული ინფრასტრუქტურა

განხორციელებული ინვესტციები o ჰიდროელექტროსადგური მტკვარი

ინვესტიციების მოცულობა -132 მილიონი ა.შ.შ დოლარი ჰიდროელექტროსადგური მტკავრი არის 52 მგვ სიმძლავრის ,რომელიც განთავსებულია სამცხე ჯავახეთში.

o ონის კასკადი ინვესტიციების მოცულობა - 330 მილიონი ა.შ. შ დოლარი ონის ჰიდროელექტროსადგურის კასკადი არის 177.2 მგვ სიმძლავრის , რომელიც განთავსებულია მდინარე რიონზე ,რაჭა ლეჩხუმის რეგიონში.

o ცხენისწყალის კასკადი ინვესტიციების მოცულობა - 723 მილიონი ა.შ.შ დოლარი ცხენისწყალის ჰიდრეოელქტროსადგურის კასკადი არის 347.1 მგვ სიმძლავრის ., რომელიც განთავსებულია მდინარე ცხენისწყალზე რაჭა ლეჩხუმის რეგიონში.

ტურიზმი და უძრავი ქონება თანაინვესტირების ფონდი კონცენტრირებულია განახორციელოს ინვესტიციები ტურიზმის და უძრავი ქონების შემდეგ კატეგორიებში

Page 6: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

o თბილისში მდემარე სასტუმროები o ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროები o მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სასტუმროები o სპა სასტუმორები o რეგიონალური სასტუმროები o კომერციული უძრავი ქონება

განხორციელებული ინვესტიციები o აქსის თაუერსი

ინვესტიციების მოცულობა - 77 მილიონი ა.შ.შ დოლარი o გალერეა თბილისი

ინვესტიციების მოცულობა - 77 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო თავისუფლების მოედანზე 7 ვარსკვლავიანი

ინვესტიციების მოცულობა - 90 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო სოლოლოაკის დაბლობი 5 ვარსკვლავიანი

ინვესტიციების მოცულობა - 200 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო ერეკლეს მოედანზე 5 ვარსკვლავიანი

ინვესტიციების მოცულობა - 9 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო ერეკლეს მოედანზე 5 ვარსკვლავიანი

ინვესტიციების მოცულობა - 40 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o სასტუმრო და სპა შეკვეთილში ინვესტიციების მოცულობა - 75 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o სასტუმრო განმუხურში ინვესტიციების მოცულობა - 40 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o მაგნოლია რესორტი და სპა ინვესტიციების მოცულობა - 80 მილიონი დოლარი

o ტაბორი რესორტი ინვესტიციების მოცულობა - 40 მილიონი დოლარი

სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა

Page 7: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

თანაინვესტირების ფონდი კონცენტირებულია სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის შემდგომ კატეგორიებში

o სატრანზიტო ჰაბები o იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობები o საექსპორტო შესაძლებლობები

განხორციელებული ინვესტიციები o პლანტა სასათბურე

ინვესტიცების მოცულობა 40 მილიონი დოლარი

წარმოება განხორციელბული ინვესტიციები

o ცემენტის ქარხანა ჰაილდერბერგ ცემენტის , თანაინვესტირების ფონდის და ჰანიუველ პარტნერსის მიერ ერთობლივად განხორციებული საინვესტციო პროექტი ინვესტციების მოცულობა -120 მილიონი ა.შ.შ დოლარი

საქართველოს საპარტნიორო ფონდი

სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი „საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.)საინვესტიციო საქმიანობა - ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 1 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. მათ შორის

Page 8: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, აგრობიზნესი, წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.

ინვესტირების შესაძლებლობა საპარტნიორო ფონდი ინვესტციებს ახორცილებს ოთხ ძირითად სექტორში

o აგრობიზნესი o ენერგეტიკა o ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა o წარმოება o უძრავი ქონება და ტურიზმი

განხორციელბული საინვესტიცო პროექტები o რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი

საინვესტიციო მოცულობა - 15 მილიონი ლარი o იმერეთი გრინერი

საინვესტიციო მოცულობა - 4.6 მილიონი ა.შ.შ დოლარი o მოცვის პლანტაცია და გადამამუშავებელი საწარმო - Vanrik Agro

საინვესტიციო მოცულობა - 6.7 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქარხანა Panex

საინვესტიციო მოცულობა 6 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო Rixos Borjomi

საინვესტიცო მოცულობა - 48 მილიონი ა.შ.შ დოლარი o კურორტი საირმე

Page 9: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი

საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონი ა.შ.შ დოლარი o სასტუმრო "ჯინო ველნეს სპა"

საინვესტიციო მოცულობა -5 მილიონი ა.შ.შ დოლარი o "კალანდა"

საინვესტიციო მოცულობა - 5 მილიონი დოლარი o სასტუმრო "როიალ ბატონი"

საინვესტიციო მოცულობა -2.5 მილიონი დოლარი

მიმდიანრე საინვესტციო პროექტები o კასლეთი 2 ჰიდროელექტროსადგური მდინარე კასლეთზე

საინვესტიციო მოცულობა -12 მილიონი ა.შ.შ დოლარი o ლუხუნი 2 ჰიდროელექტროსადგური მდინარე ლუხუნზე

საინვესტიციო მოცულობა - 26 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o სასტუმრო Hyatt Regencyსაინვესტიციო მოცულობა - 65 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანასაინვესტიციო მოცულობა - 85 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o სასტუმრო Best Westernსაინვესტიციო მოცულობა - 3 მილიონი ა.შ.შ დოლარი

o ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურისაინვესტიციო მოცულობა - 1 მილიარდი ა.შ.შ დოლარი

o სასტუმრო "Radisson წინანდალი"საინვესტიციო მოცულობა - 30 მილიონი ა.შ.შ დოლარი

Page 10: საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობესების ანალიზი