მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო...

24
გამოცემა III • 2014 საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის პოლიტიკის ანგარიში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

description

საჯარო პოლიტიკის კვლევისა დატრენინგების ცენტრის პოლიტიკის ანგარიში, III გამოცემა, 2014 წელი

Transcript of მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო...

Page 1: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

1

გამოცემა III • 2014

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და

ტრენინგების ცენტრის პოლიტიკის ანგარიში

მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო

ხანგრძლივობის ცვლილების

ანალიზი საქართველოში

Page 2: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

2

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის მისია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) დაარსდა 2013 წლის ნოემბერში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკის კვლევის განვითარებას საქართველოში კვლევითი პერსონალის და საჯარო მოხელეების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობით, მტკიცებულებებზე დაფუძვნებული ანალიტიკური კვლევებისა და მაღალ კვალიფიციური მოკლე-ვადიანი მიზნობრივი სატრენინგო კურსების უზრუნველყოფით;

ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო განვითარება საქართველოში (G-PAC) საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ პუბლიკაციის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს EWMI-ის, G-PAC-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

შესავალი & სარჩევი

მოკლე შინაარსი --------------------------------------------------------- 4

საკითხის/პრობლემის აღწერა და აქტუალურობა ---------------- 5

კვლევითი პროექტის მეთოდოლოგია ------------------------------ 9

კვლევის მთავარი მიგნებები - --------------------------------------- 10

დასკვნები და რეკომენდაციები ------------------------------------ 19

გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------------------- 22

ავტორის შესახებ ------------------------------------------------------- 23

მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

Page 3: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

3

Page 4: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

4

მოკლე შინაარსი

დაბადებულთა თაობისათვის მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დემოგრაფიული სტატისტიკის მაჩვენებელია და წარმოადგენს მოკვდაობის განმაზოგადოებელ მახასიათებელს.

საქართველოში უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არა თუ გაიზარდა, არამედ ერთგვარი სტაგნაცია განიცადა და სადღეისოდ ის რამდენადმე დაბალიც კი არის მამაკაცების შემთხვევაში, ვიდრე 1989 წელს. სიკვდილის მიზეზები და მათი ცვლილება უშუალოდ განსაზღვრავენ მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვალებადობას. ნაშრომში გამოყენებულია დეკომპოზიციის მეთოდები და არსებითი ყურადღება ეთმობა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და სიკვდილის მიზეზებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზს.

მეცნიერული კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის ყველაზე დიდი რეზერვი, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში ახალწარმონაქმნების შემცირებაში მოიპოვება.

საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის ახალწარმონაქმნების როლის შემცირების მიზნით ავტორის აზრით სახელმწიფომ უნდა გაატაროს შემდეგი პოლიტიკა:

1. გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემა კიბოს ეფექტური კონტროლის მიზნით;

2. შეამციროს კიბოს რისკ ფაქტორების ექსპოზიცია;

3. უნდა მოხდეს კიბოს მიმართ სტიგმისა და დაავადებაზე არსებული მითების ელიმინაცია;

4. უნდა გაუმჯობესდეს კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა;

5. უნდა გაუმჯობესდეს ონკოლოგიური პაციენტების მიმართ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება;

6. უნდა მოხდეს ტკივილისა და სტრესის მართვისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

7. უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების პროფესიონალთა განათლება და ტრენინგები.

საკითხის/პრობლემის აღწერა და აქტუალურობა

საქართველოში უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არა თუ გაიზარდა, არამედ ერთგვარი სტაგნაცია განიცადა და სადღეისოდ ის რამდენადმე დაბალიც კი არის მამაკაცების შემთხვევაში, ვიდრე 1989 წელს იყო. საქართველოსგან განსხვავებით მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 1950-იანი წლები და შემდგომი პერიოდი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით ხასიათდება (იხ. დანართი, დიაგრამა 1.)

Page 5: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

5

Page 6: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

6

დიაგრამა 1. მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დინამიკა საქართველოში, საფრანგეთში, იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ( წყარო: http://www.mortality.org/, Demographic Yearbook of Georgia 2012 )

მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობა. სიკვდილის მიზეზები და მათი ცვლილება უშუალოდ განსაზღვრავენ მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვალებადობას.

მოკვდაობის ანალიზი სიკვდილის მიზეზების მიხედვით საშუალებას იძლევა: შეფასდეს მოკვდაობაში სიკვდილის ცალკეული მიზეზის მნიშვნელობა, გაკეთდეს დასკვნა იმის თაობაზე, თუ მოკვდაობის დონის შემცირებისათვის რომელი დაავადებების წინააღმდეგ უნდა იქნას მიმართული ძირითადი ძალისხმევა, განისაზღვროს ამა თუ იმ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ღონისძიებათა ეფექტიანობა.

მნიშვნელოვანი ცვლილება მოკვდაობის სტრუქტურაში განპირობებულ იქნა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა შორის თანაფარდობის ცვალებადობით. თუ XX საუკუნის დასაწყისში ინფექციურ დაავადებებს პირველი ადგილი ეჭირათ სიკვდილის მიზეზთა სტრუქტურაში, უკვე XX საუკუნის 60-იან წლებში მოკვდაობა ამ მიზეზით შემცირდა ათჯერ და მეტჯერ და პირველ ადგილზე გამოვიდა მოკვდაობა

Page 7: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

7

Page 8: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

8

სისხლის მიმოქცევის სისტემის, ახალწარმონაქმნებისა და აგრეთვე უბედური შემთხვევების, მოწამვლებისა და ტრავმების მიზეზებით.

სადღეისოდ სიკვდილის მიზეზების მიხედვით მოკვდაობის ანალიზისათვის გამოიყენება დაავადებათა ძირითადი კლასები მეათე გადახედვის მიხედვით.

ეპიდემიოლოგიური გადასვლის თეორიის თანახმად შეიძლება აიხსნას ავადობის და მოკვდაობის განაწილება, აგრეთვე ამ მოვლენათა დეტერმინანტები.

ეპიდემიოლოგიური გადასვლის თეორიას რამდენიმე წინამძღვარი უდევს საფუძვლად.

ეპიდემიოლოგიური გადასვლის თეორიის ძირითადი წინამძღვარი ის არის, რომ მოკვდაობა წარმოადგენს მოსახლეობის დინამიკის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. მეორე წინამძღვრის არსი ის არის, რომ ცვლილებები მოკვდაობისა და ავადობის მაჩვენებლებში, ეპიდემიოლოგიური გადასვლის პერიოდში განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რის შედეგადაც ავადობის და მოკვდაობის ისეთი ძირითადი მიზეზები, როგორიც არის ინფექციურ დაავადებათა პანდემიები თანდათან ადგილს უთმობენ დეგენერაციულ (სისხლის მიმოქცევის სისტემის, ახალწარმონაქმნები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და სხვა) და პროფესიულ დაავადებებს. მესამე წინამძღვრიდან გამომდინარეობს, რომ მოკვდაობის შედარებითი ალბათობა სქესისა და ასაკის მიხედვით , ეპიდემიოლოგიური გადასვლის განმავლობაში, ჯანმრთელობის და ავადობის მაჩვენებლების ყველაზე სიღრმისეული ცვლილებები შეიმჩნევა ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკის ქალებში. მეოთხე წინამძღვარის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური გადასვლის პერიოდში, მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ავადობის მაჩვენებლებში, მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ გადასვლებთან.

ეპიდემიოლოგიური გადასვლის იმ სტადიაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, მოსალოდნელია მოკვდაობის ზრდა სისხლის მომოქცევის სისტემის დაავადებებისა და ახალწარმონაქმნებისაგან, ძირითადად უფროს ასაკში (წულაძე, მაღლაფერიძე, ვადაჭკორია 2001).

სიკვდილის მიზეზების სტატისტიკა სქესისა და ასაკის მიხედვით გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რომელი სიკვდილის მიზეზებია წამყვანი საერთო მოკვდაობაში, მაგრამ საკმარისი არ არის იმის დასადგენად, თუ რა სიდიდის

გავლენა აქვს სიკვდილის ამა თუ იმ მიზეზს მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაზე.

აქედან გამომდინარე ნაშრომში არსებითი ყურადღება დაეთმობა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და სიკვდილის მიზეზებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზს.

ნაშრომი თვალნათლივ წარმოდგენას შეუქმნის ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებს, თუ რომელ ასაკში, რა სიდიდით და სიკვდილის რომელი მიზეზით წარმოებს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ან კლება.

ნაშრომის შედეგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკაში.

კვლევითი პროექტის მეთოდოლოგია

დემოგრაფიაში ხშირად აკვირდებიან სხვადასხვა დემოგრაფიული მახასიათებლის ცვლილებას დროის გარკვეულ მონაკვეთში. დემოგრაფიული მახასიათებლები ზოგჯერ იზრდება, კლებულობს ან არ იცვლის სიდიდეს. დემოგრაფიული მახასიათებლების ცვლილებაზე დაკვირვების გარდა საინტერესო ამოცანად შეიძლება დავისახოთ ახსნა, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის ცვლილება. დემოგრაფიული მახასიათებლების ცვლილების დეკომპოზიცია იძლევა ასეთი ანალიზის ჩატარების საშუალებას.კვლევის დროს შევეცდებით გავაანალიზოთ, თუ რატომ შეიცვალა საქართველოში დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

მეცნიერულ კვლევაში გამოყენებულია დეკომპოზიციის მეთოდები. მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების დეკომპოზიციის დისკრეტული მეთოდი 1980–იან წლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიმუშავა სამმა მეცნიერმა რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან (ანდრეევი, 1982, არიაგა, 1984, პრესა, 1985).

საქართველოსთვის გამოთვლები ძირითადად დაეყრდნობა მონაცემებს საქართველოს დემოგრაფიულ წელიწდეულიდან (წულაძე, მაღლაფერიძე, ვადაჭკორია 2012).

Page 9: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

9

Page 10: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

10

მეცნიერულ კვლევაში დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების დეკომპოზიციის საშუალებით ნაჩვენებია მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაზე მოქმედი დაავადებების სიდიდე ასაკობრივ ჭრილში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც დემოგრაფიული, ისე ჯანდაცვის პოლიტიკის გატარების კუთხით. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის შედეგები მოგვცემს საშუალებას ნათლად დავინახოთ, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებშია დაავადებების მხრივ გაუმჯობესება ან გაუარესება და რა სიდიდის გავლენა აქვს თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს და დაავადებას მთლიანად დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაზე.

კვლევის მთავარი მიგნებები 2012 წელს 2007 წელთან შედარებით, დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორივე სქესისთვის უმნიშვნელოდ გაიზარდა (0.22 წელი). მამაკაცებისთვის იყო უმნიშვნელო კლება (0.46), ქალებისთვის, პირიქით გვქონდა უმნიშვნელო მატება (0.85 წელი).

დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების სიკვდილის ძირითადი მიზეზების მიხედვით დეკომპოზიციამ მოგვცა საშუალება შეგვეფასებინა სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში 2012 წელს 2007 წელთან შედარებით, როგორც მამაკაცებში ისე ქალებში (იხ. დიაგრამა 2 და დიაგრამა 3).

დიაგრამა 2. სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში მამაკაცებს შორის 2012 წელს 2007 წელთან შედარებით. ცვლილებამ შეადგინა -0.46

Page 11: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

11

-1 -0.5 0 0.5 1 1.5

1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადება2. ახალწარმონაქმნები3. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები4. სუნთქვის ორგანოების დაავადებები5. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები6. ტრავმები, მოწამვლები და გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი7. სხვა დაავადებები

1

2

3

4

5

6

7

Page 12: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

12

დიაგრამა 3. სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში ქალებს შორის 2012 წელს 2007 წელთან შედარებით. ცვლილებამ შეადგინა 0.85

როგორც ზემოთ მოტანილი დიაგრამებიდან ჩანს, როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას ხელი შეუწყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით სიკვდილის მიზეზების შემცირებამ, ხოლო მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაში გარკვეული წილი მიუძღვით ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებებს, ახალწარმონაქმნებს, საჭმლის მომნელებელი ორგანოების

დაავადებებს და ტრავმებს, მოწამვლებს და გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ზოგიერთ შედეგს.

ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი პროცესის (ერთ შემთხვევაში დადებითი მეორე შემთხვევაში უარყოფითი გავლენა) შედეგად 2012 წელს მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უმნიშვნელოდ შემცირდა, ხოლო ქალებში უმნიშვნელოდ გაიზარდა.

დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ასაკის და სიკვდილის ძირითადი მიზეზების მიხედვით დეკომპოზიციამ მოგვცა საშუალება შეგვეფასებინა ასაკის და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში 2012 წელს 2007 წელთან შედარებით, როგორც მამაკაცებში ისე ქალებში (იხ. დიაგრამა 4 და დიაგრამა 5).

Page 13: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

13

Page 14: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

14

დიაგრამა 4. ასაკობრივი ჯგუფების და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში მამაკაცებს შორის 2012 წელს 2007 წელთან შედარებით. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2007 წელს იყო 67.34 წელი, 2012 წელს 66.88 წელი. ცვლილებამ შეადგინა -0.46

დიაგრამა 5. ასაკობრივი ჯგუფების და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში ქალებს შორის 2012 წელს 2007 წელთან შედარებით. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2007 წელს იყო 75.59 წელი, 2012 წელს 76.44 წელი. ცვლილებამ შეადგინა +0.85

დიაგრამა 4 და დიაგრამა 5 გვიჩვენებს, რომ როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას ხელი შეუწყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით სიკვდილის მიზეზების შემცირებამ, მამაკაცებში ეს ტენდენცია შეინიშნება 15 წლიდან, ქალებში 5 წლიდან, ხოლო მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაში ყველაზე

Page 15: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

15

Page 16: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

16

მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ახალწარმონაქმნებს 50 წლიდან, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ცნობილია, რომ ქალების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

აღნიშნული განსხვავება, საქართველოს შემთხვევაში, პრაქტიკულად ყოველთვის შეინიშნებოდა და სადღეისოდაც არის.

2007 წელს განსხვავება ქალების და მამაკაცების მოსალოდნელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის 8.2 წელს შეადგენდა, ხოლო 2012 წლისათვის იყო 9.6 წელი.

ასაკისა და სიკვდილის ძირითადი მიზეზების მიხედვით ქალების და მამაკაცების მოსალოდნელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას სხვაობის დეკომპოზიცია გვაძლევს საშუალებას გამოვთვალოთ სხვაობაზე მოქმედი ასაკისა და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი 2007 და 2012 წელს.

დიაგრამა 6 და დიაგრამა 7 გვიჩვენებს, რომ როგორც 2007, ისე 2012 წელს, ყველაზე დიდი განსხვავება ქალების და მამაკაცების მოსალოდნელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის იყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების და ახალწარმონაქმნების შედეგად ზედა ასაკებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში მიშვნელოვანია ტრავმები, მოწამვლები და გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი.

დიაგრამა 6. ასაკობრივი ჯგუფების და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში ქალებს და მამაკაცებს შორის 2007 წელს. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2007 წელს იყო 75.59 წელი, მამაკაცების 67.34 წელი. სხვაობამ შეადგინა 8.25 წელი

Page 17: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

17

Page 18: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

18

დიაგრამა 7. ასაკობრივი ჯგუფების და სიკვდილის ძირითადი მიზეზების როლი მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაში ქალებს და მამაკაცებს შორის 2012 წელს. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2012 წელს იყო 76.44 წელი, მამაკაცების 66.88 წელი. სხვაობამ შეადგინა 9.56

დასკვნები და რეკომენდაციები

მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილებაზე 2012 წელს 2007 წელთან შედარებით დადებითად იმოქმედა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით სიკვდილის მიზეზების შემცირებამ, როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში. მამაკაცებში ეს ტენდენცია შეინიშნება 15 წლიდან, ქალებში 5 წლიდან, ხოლო მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ახალწარმონაქმნებს 50 წლიდან, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

როგორც 2007, ისე 2012 წელს, ყველაზე დიდი განსხვავება ქალების და მამაკაცების მოსალოდნელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის იყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების და ახალწარმონაქმნების შედეგად ზედა ასაკებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში მიშვნელოვანია ტრავმები, მოწამვლები და გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი.

მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის ყველაზე დიდი რეზერვი, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში ახალწარმონაქმნების შემცირებაში მოიპოვება.

საქართველოში არსებობს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები, რომლებშიც შედის გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ დონეზე( http://ncdc.ge/pdf/GEO502.pdf). ასევე არსებობს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროგრამა. მაგრამ ქვეყანაში არ არის დაავადებების პროფილაქტიკისადმი სისტემური მიდგომა, არ არის გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებების მართვაზე.

მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სიმსივნეების III და IV სტადიებზე

Page 19: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

19

Page 20: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

20

გამოვლენის პროცენტული მაჩვენებლები, შესაბამისად მაღალია დიაგნოზის დასმიდან პირველივე წელს გარდაცვლილთა ხვედრითი წილი და დაბალია გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი. 2011 წელს, ტრაქეის, ბრონქების და ფილტვის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების სტრუქტურა სტადიების მიხედვით შემდეგნაირია: I სტადია – 0.6%, II სტადია – 7.2%, III სტადია – 13.8%, IV სტადია – 69.8%, უცნობი სტადიის დიაგნოსტირება – 8.6%. პირველად აღრიცხულთაგან დიაგნოზის დადგენიდან პირველ წელიწადში გარდაიცვალა 50.8% (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=502).

აღსანიშნავია, რომ USAID ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გააუმჯობესოს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისები და აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ამ დაავადებების შესახებ.

ახალწარმონაქმნების შემცირების მიზნით უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება კიბოს შესახებ, გაქარწყლდეს დაავადებასთან ასოცირებული სტიგმა, დაიმხვრეს კიბოს შესახებ გავრცელებული მითები, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს საქართველოში ხელმისაწვდომი სკრინინგისა და სხვა ონკოლოგიური სერვისების შესახებ, უნდა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. საქართველოში აუცილებლად უნდა ამაღლდეს ჯანმრთელობის შესახებ განათლების დონე, რაც მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს. ჯანმრთელობის შესახებ განათლება ადამიანის შეხედულებებზე, დამოკიდებულებასა და ქცევებზე დადებითი ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ინფორმირებული მოქალაქე უკეთ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 2006-2007 წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით თბილისში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოირკვა, რომ ინფორმაცია ჯანდაცვის შესახებ არ აღწევს სამიზნე ჯგუფის უდიდეს ნაწილამდე, ხოლო ყოველწლიურ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება მაცხოვრებლების 10 %-ზე ნაკლები, უფრო მეტიც, ჯანდაცვის პროფესიონალები ხშირად არ იძლევიან ჯანსაღი ცხოვრებისთვის სასარგებლო ჩვევებს (მოწევის შეწყვეტაზე, წონის დაკლებაზე, მარილისა და ცხიმების მოხმარების შემცირებაზე, ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე და ალკოჰოლის მიღების შემცირებაზე). შედეგად მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს შეცვალოს თავიანთი

ცხოვრების სტილი, ხოლო კიდევ უფრო ნაკლებია იმ ადამინთა რიცხვი, ვინც წარმატებით აღწევს დასახულ მიზანს.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს დაავადებათა პრევენციასა და ჯანმრთელობის გაძლიერებისაკენ მიმართულ სტრატეგია. დაავადებათა პრევენცია, თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ადრეულ გამოვლენასა და შემცირებას გულისხმობს. პრევენციული ღონისძიებების წარმატებული განხორციელება, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური დონის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების ინტეგრაციასა და ეფექტიან კოორდინაციას მოითხოვს.

საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის ახალწარმონაქმნების როლის შემცირების მიზნით სახელმწიფომ უნდა გაატაროს შემდეგი პოლიტიკა:

1. გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემა კიბოს ეფექტური კონტროლის მიზნით;

2. შეამციროს კიბოს რისკ ფაქტორების ექსპოზიცია;

3. უნდა მოხდეს კიბოს მიმართ სტიგმისა და დაავადებაზე არსებული მითების ელიმინაცია;

4. უნდა გაუმჯობესდეს კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა;

5. უნდა გაუმჯობესდეს ონკოლოგიური პაციენტების მიმართ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება;

6. უნდა მოხდეს ტკივილისა და სტრესის მართვისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

7. უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების პროფესიონალთა განათლება და ტრენინგები.

Page 21: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

21

Page 22: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

22

ავტორების შესახებ

ნიკოლოზ მაღლაფერიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დემოგრაფიის განყოფილების გამგე, არის სამეცნიერო პუბლიკაციების (მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების) თანაავტორი, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში.

მარინა ჩოდრიშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი

კომენტარები & შეკითხვები

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი ნინო იმედაშვილი, კოორდინატორი ტელ: (+995 32) 223 10 57 ელექტრონული მისამართი [email protected]

გამოყენებული ლიტერატურა

Andreev, E.M. (1982). Metod komponent v analize prodoljitelnosty zjizni. [The method of

components in the analysis of length of life]. Vestnik Statistiki, 9, 42-47.

Arriaga, E. (1984). Measuring and explaining the change in life expectancies. Demography 21(1), 83-96.

Pressat, R. (1985). Contribution des écarts de mortalité par âge à la différance des vies moyennes. Population, 4-5, 766-770.

Tsuladze G., Maglaperidze N. , Vadachkoria A. 2002. Demographic Overview of Georgia 2001. UNFPA. Tbilisi,

Tsuladze G., Maglaperidze N., Vadachkoria A. (2013) Demographic Yearbook of Georgia 2012 UNFPA

Page 23: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

23

Page 24: მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში

24

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5

თბილისი 0162, საქართველო

ტელ: (+995 32) 223 10 57