ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

21
ბბბბბბბბ ბბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ – ბბბბბბბბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბ ბბბბბბბ.

description

ბრინჯაოს ხანა. ინფორმაცია. ფოტომასალა.

Transcript of ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

Page 1: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოსხანა

არის საზოგადოების განვითარების ისტორიულ –კულტურული პერიოდი, როდესაც საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო  ბრინჯაო.

Page 2: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოს ხანა

1. ადრე ბრინჯაო

3. გვიანი ბრინჯაო , ადრე რკინის

ხანა

2. შუა ბრინჯაო

Page 3: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის

კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება მესაქონლეობა მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე

გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.

ადრე ბრინჯაოს ხანა

Page 4: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების არეალი

Page 5: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოს ხანის იარაღები

Page 6: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე, მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა.  აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები.  წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.

შუა ბრინჯაოს ხანა

Page 7: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ლომის პატარა ოქროს ქანდაკება წნორის ყორღანიდან

Page 8: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების  არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი დარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები, ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესად იყო მიღებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება.

ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთები:

ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები,კერამიკული ნაწარმი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები.

Page 9: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ყორღანი

Page 10: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია

სარდიონისა და მინის თვლებით

Page 11: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ოქროს სასმისისძირი

Page 12: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ვერცხლის თასი

Page 13: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველ ნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლურ–ქართული და დასავლურ–ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურები. საყოველთაოდ ცნობილია  კოლხური ბრინჯაოს ცულები.  ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც.  რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.

გვიანი ბრინჯაოს ხანა

Page 14: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

კოლხური ცულების ნაირსახეობა

Page 15: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

კოლხური ცული

Page 16: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნული თემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენ და თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარების მაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება.  ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.

სოციალური ურთიერთობები

Page 17: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოს ხანის ადამიანთა ცხოვრება და საქმიანობა

Page 18: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ადამიანთა საქმიანობა

Page 19: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოს იარაღის დამზადება

Page 20: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

ბრინჯაოს ხანის სახლები

Page 21: ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

. ბრინჯაოს ხანა საბრძოლო იარაღები