ტატიანე სირიელი -...

56
1 ტატიანე სირიელი შინაარსი ტატიანე სირიელის სახელთან დაკავშირებული მწვალებლური მიმდინარეობანი .................... 1 ტატიანეს დამოკიდებულება ანტიკურ კულტურასთან ................................................................ 1 ტატიანე სირიელის ზოგადი ღვთისმეტყველება და მისი მოძღვრება სულის შესახებ ............... 7 ტატიანე სირიელის მოძღვრება ძე ღმერთის შესახებ. სტოიციზმის საფუძვლები .................... 13 ტატიანე სირიელის აპოლოგეტური შრომა და მისი “დიატესარონი”........................................... 27 ტატიანე სირიელი და მისი სამოძღვრო გაუკუღმართებანი ........................................................... 33 მოძღვრება ადამიანთა მკვდრეთით აღდგინების შესახებ............................................................... 40 დემონოლოგია და სულის შესახებ მისი მოძღვრება ........................................................................ 45 მოძღვრება სულის შესახებ .................................................................................................................... 51 ტატიანე სირიელის სახელთან დაკავშირებული მწვალებლური მიმდინარეობანი ტატიანეს დამოკიდებულება ანტიკურ კულტურასთან ჩვენს წინა საუბარში გნოსტიციზმის შესახებ ყველაზე უფრო არსებითი ინფორმაცია მივაწოდეთ მსმენელს, ხოლო ამ რადიო ლექციისა და რადიო საუბრის წინ განვიხილავდით ტატიანე სირიელის მოძღვრებას, რომელმაც პირველი სულიერი ნაბიჯები ჭეშმარიტების ძიების გზაზე დიდი გულწრფელობითა და საღვთო მოშურნეობით გადადგა, მაგრამ შემდგომ უკიდურესობისკენ მსწრაფველმა ფანატიკურმა მარცვალმა თანდათანობით იმძლავრა მასში და ბოლოს იგი გაუკუღმართდა. ჩვენ ამ საკითხზე დეტალური საუბარი გვქონდა რამდენიმე შეხვედრის მანძილზე, მაგრამ მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი, რომ ტატიანეს მოძღვრებას შევხებოდით უფრო ტექსტობრივად, უფრო საგნობრივად ციტატების განხილვის დონეზე. ამიტომ ჩვენც ვეხმიანებით ამგვარ სურვილს ჩვენდამი გამოთქმულს და შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად დეტალური ანალიზით, უკვე უშუალოდ ჩვენამდე მოღწეული ტატიანესეული აპოლოგეტური შრომის ცალკეული მონაკვეთებისა, უფრო ხელშესახები და მისაწვდომი გავხადოთ მსმენელისათვის გარკვეული

Transcript of ტატიანე სირიელი -...

Page 1: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

1

ტატიანე სირიელი

შინაარსი

ტატიანე სირიელის სახელთან დაკავშირებული მწვალებლური მიმდინარეობანი .................... 1

ტატიანეს დამოკიდებულება ანტიკურ კულტურასთან ................................................................ 1

ტატიანე სირიელის ზოგადი ღვთისმეტყველება და მისი მოძღვრება სულის შესახებ ............... 7

ტატიანე სირიელის მოძღვრება ძე ღმერთის შესახებ. სტოიციზმის საფუძვლები .................... 13

ტატიანე სირიელის აპოლოგეტური შრომა და მისი “დიატესარონი” ........................................... 27

ტატიანე სირიელი და მისი სამოძღვრო გაუკუღმართებანი ........................................................... 33

მოძღვრება ადამიანთა მკვდრეთით აღდგინების შესახებ ............................................................... 40

დემონოლოგია და სულის შესახებ მისი მოძღვრება ........................................................................ 45

მოძღვრება სულის შესახებ .................................................................................................................... 51

ტატიანე სირიელის სახელთან დაკავშირებული მწვალებლური

მიმდინარეობანი

ტატიანეს დამოკიდებულება ანტიკურ კულტურასთან

ჩვენს წინა საუბარში გნოსტიციზმის შესახებ ყველაზე უფრო არსებითი ინფორმაცია

მივაწოდეთ მსმენელს, ხოლო ამ რადიო ლექციისა და რადიო საუბრის წინ განვიხილავდით

ტატიანე სირიელის მოძღვრებას, რომელმაც პირველი სულიერი ნაბიჯები ჭეშმარიტების

ძიების გზაზე დიდი გულწრფელობითა და საღვთო მოშურნეობით გადადგა, მაგრამ

შემდგომ უკიდურესობისკენ მსწრაფველმა ფანატიკურმა მარცვალმა თანდათანობით

იმძლავრა მასში და ბოლოს იგი გაუკუღმართდა. ჩვენ ამ საკითხზე დეტალური საუბარი

გვქონდა რამდენიმე შეხვედრის მანძილზე, მაგრამ მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა

სურვილი, რომ ტატიანეს მოძღვრებას შევხებოდით უფრო ტექსტობრივად, უფრო

საგნობრივად ციტატების განხილვის დონეზე. ამიტომ ჩვენც ვეხმიანებით ამგვარ სურვილს

ჩვენდამი გამოთქმულს და შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად დეტალური ანალიზით,

უკვე უშუალოდ ჩვენამდე მოღწეული ტატიანესეული აპოლოგეტური შრომის ცალკეული

მონაკვეთებისა, უფრო ხელშესახები და მისაწვდომი გავხადოთ მსმენელისათვის გარკვეული

Page 2: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

2

ღირსეული საღვთისმეტყველო სწავლებანი და მათ გვერდით არაერთი და არაიშვიათი

გაუკუღმართება, დოგმატური, ზოგადად საღვთისმეტყველო, ეგზეგეტური და ყველაზე

უფრო ფართოდ ქრისტიანული, მართლმადიდებლური მოძღვრების თვალსაწიერიდან.

ვიდრე ტექსტობრივ განხილვას დავიწყებდეთ ჯერ მაინც შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს,

რომ ზოგადად ტატიანემაც მისი მასწავლებლის, წმ. იუსტინეს, მსგავსად შემეცნებისა და

ჭეშმარიტების ძიების ხანგრძლივი გზა განვლო, რასაც თვითონვე გვაუწყებს. გვაუწყებს თუ

რა ნახა მან, რა განიცადა, როგორ გამოსცადა სხვადასხვა წარმართული კულტმსახურებანი,

როგორ ეზიარებოდა იგი მისტერიებსაც, როგორ შეისწავლა მან აგრეთვე ფილოსოფიური

მოძღვრებები და ბოლოს თუ როგორ მიაპყრო გულისყური მან ქრისტიანულ მსახურებებს და

ირწმუნა იგი. მისი აპოლოგეტური შრომა, რომელსაც სახელწოდებად აქვს “ელინთა მიმართ”

(ეს სათაური ჩვენ შეიძლებოდა აგრეთვე გვეთარგმნა როგორც “წარმართთა მიმართ”, რადგან

“ფოელენოი” ძველ ქართულად არაიშვიათად ითარგმნებოდა როგორც წარმართნი, რადგანაც

ელინურობა წარმართულობის იგივეობრივად მოიაზრებოდა), აშკარად გვიჩვენებს, რომ

ტატიანე მართლაც ღრმად იცნობს როგორც ზოგადად ანტიკურ ცივილიზაციას, ანტიკურ

კულტურას, ასევე სახელდობრ ელინურ ღმერთთა თაყვანებას, ძველ რელიგიებს და ანტიკურ

ფილოსოფიურ სისტემებს. როგორც ჩვენ შეგვიძლია მართლაც დავასკვნათ მისი ამ შრომიდან

ტატიანეს სპეციალურად და საგანგებოდ ჰქონდა შესწავლილი, კონკრეტულად რომ ვთქვათ,

პითაგორას, პლატონის, არისტოტელეს და კიდევ სხვა ანტიკური მოაზროვნის შრომები და

მათი სწავლებანი. ავღნიშნავდით და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ტატიანე იყო იუსტინე

ფილოსოფოსის მოწაფე. იუსტინეზე საუბრისას ჩვენ გამოვკვეთეთ ამ უდიდესი

ღვთისმეტყველის მოღვაწეობის ის მხარე, რაც მის ანტიკურ ფილოსოფიასთან კავშირს

გულისხმობს და მრავალი ციტატის მოხმობით ვფიქრობთ თვალსაჩინოდ წარმოვაჩინეთ წმ.

იუსტინეს მიერ ანტიკური ფილოსოფიის ღირსეულ სწავლებათა პატივისცემა, გამოყოფა

ანტიკური და წარმართული გონებითი სიბნელისგან ის რაღაც ნათლისმიერი სხივებისა, რაც

ღირსეულ სწავლებებს შეიცავდა. ავღნიშნავდით იმასაც, რომ საპირისპიროდ იუსტინესა და

საპირისპიროდ ზოგადად ყველა ჩვენთვის ცნობილი საეკლესიო მართლმადიდებელი

მოძღვრისა, ტატიანე უაღრესად მკვეთრად გამოხატავდა თავის დაპირისპირებას

ანტიკურობისადმი. ეს უკიდურესი სიმკვეთრე ჩვენ ფანატიზმად შევაფასეთ (ჭეშმარიტად

ასეც არის), რამაც შემდეგ უკვე საკუთრივ ეკლესიურ მოძღვრებაშიც იჩინა თავი, როდესაც

ტატიანემ ზედიზედ რამდენიმე მკვეთრად უარყოფითი, მკრეხელობის დონემდე ასული

ცდომილება დაუშვა, როდესაც ვთქვათ ხორცი, როგორც ბოროტების წყარო, ასეთად შერაცხა

საჭმელთა შორის, როდესაც ღვინო, როგორც ბოროტების წყარო, ასევე შერაცხა და

ზიარებიდან მისი ამოღება მოითხოვა და როდესაც ქორწინებაც ბოროტების სათავედ

წარმოაჩინა. ამიტომ მიიჩნევა, რომ ის სექტა, რომელიც ენკრატიტების სექტის სახელს

ატარებს, სწორედ ტატიანესგან უნდა იყოს, თუ ჩანასახოვნად დაფუძნებული არა,

გამყარებული მაინც, იმიტომ, რომ ენკრატიტები როგორც ცნობილია სწორედ ტატიანეს

მსგავსად კრძალავდნენ ქორწინებას, ხორცს და ღვინოს, ხოლო ზიარების საიდუმლოს

აღსრულების ჟამს ღვინის ნაცვლად წყლით სარგებლობდნენ, რის გამოც ეწოდათ მათ

Page 3: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

3

აგრეთვე აკვარიელები, ისევე როგორც ტატიანეს მიმდევრებსაც, რითაც ენკრატიტებისა და

აკვარიელების ტატიანესთან კავშირი სრულიად თვალსაჩინო ხდება.

ჩვენ ვფიქრობთ ერთი შენიშვნის გაკეთება მაინც გვმართებს, რომ ენკრატიტები, როგორც

სექტის სახელწოდება, მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საკუთრივ სიტყვისგან “ენკრატისი”, რაც

ძველ ქართულშიც შემოსული სიტყვაა და არაიშვიათად გვხვდება და რაც საეკლესიო

ასკეტური შინაარსით ასკეტს, მოღვაწეს, ყველაზე უფრო ხშირად განდეგილს ან მონაზონს

გულისხმობს. ე.ი. ეს ზოგადი და ჩვეულებრივი მნიშვნელობა სიტყვისა “ენკრატისი” არ უნდა

გავუიგივოთ ტერმინს ენკრატიტები, რაც სექტის აღმნიშვნელია ზემორე შინაარსით. ამ

სექტაზე ჩვენ მაგალითად გვაუწყებს წმ. ირინეოს ლიონელი (II ს-ის მიწურული), როდესაც

ის ამბობს, რომ “ეგრეთ წოდებული ენკრატიისები ქადაგებენ უქორწინებლობას”. ეგრეთ

წოდებულს ირინეოსი ამბობს იმიტომ, რომ კვლავ ავღნიშნავთ ენკრატისი თავისთავად,

როგორც ბერძნული ტერმინი, ქართულად რომ ვთარგმნოთ თავშეზღუდული,

თავშეკავებული, უაღრესად ღირსეული ტერმინია და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი

აუცილებლად ენკრატისია ანუ თავშეკავებულია, ზომიერია და ვნებათა წინააღმდეგ

მებრძოლია. მაგრამ საკუთრივ სექტობრივი გაგებით ეს სახელწოდება სწორედ იმ პირებმა

დაისაკუთრეს, რომლებიც ქორწინებას, როგორც ბოროტებას ისე რაცხდნენ და უარყოფდნენ

მას. ამიტომ ამბობს ირინეოსი რომ ისინი ნამდვილი ენკრატისები ანუ ნამდვილი

თავშეკავებულნი, მმარხველნი და ასკეტები კი არ არიან, არამედ ეგრეთ წოდებული

ენკრატისები, იმიტომ, რომ თვითონ განიკუთვნეს ეს სახელი.

ამავე სექტას გულისხმობს აგრეთვე IV საუკუნის უდიდესი მეუდაბნოე წმ. მაკარი დიდი,

რომელიც ენკრატიტების სექტის მამამთავრად ჩვენს მიერ ადრე ხსენებულ გნოსტიკოს

დოსითეოზს წარმოგვიდგენს და გვაწვდის კიდეც მის შესახებ ცნობას, მაკარი კერძოდ

ამბობს: “ენკრატიტები არათუ ქრისტიანები არიან, არამედ განუდგებიან სახარებისეულ

სარწმუნოებას. მათ შორის კორიფეა (ბერძნ. კორიფაიუს ნიშნავს მოთავეს) დოსითეოზი,

რომელიც მთელ რვა წიგნში (მაკარი გულისხმობს დოსითეოზის მიერ დაწერილ რვაწიგნედს,

სადაც ეს უკანასკნელი გნოსტიკური ცრუ სწავლების საფუძვლებს წარმოადგენდა)

განამტკიცებს თავის ამ ცრუ მოძღვრებას”.

რამდენადაც წმ. მაკარი ენკრატიტების სექტას დოსითეოზის სახელს უკავშირებს, ალბათ

საყურადღებოა თვით დოსითეოზის შესახებ დაცული ცნობებიც, რომელთა მიხედვითაც ეს

პიროვნება იყო სამარიტელთა ასკეტური სექტის მამამთავარი და ვის მიერაც დაფუძნებული

სექტის მიმდევრებს ეწოდათ დოსითეზიანელები (დოსითეანელები). აღნიშნულ სექტა

პირველად, ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ საეკლესიო ანტიერეტიკულ

წერილობით ხაზს, აღწერა და მოიხსენია შედარებით დეტალურად წმ. იპოლიტე რომაელმა

III ს-ის I ნახევარში, თავის ცნობილ შრომაში “სინტაგმა”, რომლის უწყებითაც დოსითეოზი,

როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ გნოსტიკოსებს, თავის თავს ბუნებით ღმერთად აცხადებდა.

დოსითეოზის მიმდევართა შესახებ III ს-ის საეკლესიო ავტორი, ერთ-ერთი

გაუკუღმართებული, მაგრამ მრავალი ღირსეული სწავლების შემცველიც და სხვა ერესთა

Page 4: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

4

წინააღმდეგ მედგარი მებრძოლი, ყველასთვის ცნობილი ორიგენე ამბობს: “დოსითეანელები

არც თავდაპირველად გაფურჩქვნილან (ანუ როდესაც წარმოიქმნა არც მაშინ ქონდა ამ სექტას

დიდი განვრცობა) აწ კი (III ს-ის I ნხევარი) სავსებით შემცირდნენ, ისე რომ მთლიანად ისინი

30-ზე მეტი არც იქნებიან”. ე.ი. III ს-ის I ნხევარში დოსითეზიანელთა ანუ იგივე ტატიანელთა

ან ენკრატიტთა სექტის რაოდენობა 30-ს არ აღემატებოდა. ამავე ორიგენეს უწყებით, როდესაც

ის უკვე კონკრეტულად დოსითეოზის გამოჩენაზე გვესაუბრება, ვიგებთ, რომ “როდესაც

გამოჩნდა ვიღაც დოსითეოზი, მან თავისი თავი წარმოადგინა წინასწარ მქადაგებელ

ქრისტედ რომლისგანაც დღესაც არიან დოსითეზიანელები. მათ დააქვთ დოსითეოზის

წიგნები და ამ დოსითეოზის შესახებ რაღაც ზღაპრებსაც ჰყვებიან, თითქოსდა სიკვდილი არ

განუცდია მას, არამედ თითქოს კვლავაც ცხოვრებაში მკვიდრობს” (კვლავ ცოცხალია). აი ესაა

ადრეული ცნობები დოსითეზიანელების შესახებ.

აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ენკრატიტების სექტის ჩანასახოვანი წარმოშობა ჩვენ არ უნდა

დავუკავშიროთ საკუთრივ ტატიანეს, როგორც ავღნიშნეთ ის უფრო განმამტკიცებლად უნდა

მივიჩნიოთ ამ სექტისა. როდესაც რაიმე სექტობრივ სწავლებას იმ დროისათვის ცნობილი

ღვთისმეტყველი მხარს დაუჭერს, ეჭვი არ არის, ყოფითი გაგებით ეს სექტის გაძლიერებას

განაპირობებეს. მაგრამ ზოგადად სპეციალურ ლიტერატურაში აზრი იმის შესახებ, რომ

ტატიანემ დააფუძნა ენკრატიტების სექტა მცდარად მიიჩნევა. ერთ-ერთი ინგლისელი

მკვლევარი, რომელმაც ტატიანეს ჩვენს მიერ ადრე განხილული მეორე შრომა “დიატესარონი”

შეისწავლა, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ წერს, რომ “დიატესარონის შესახებ

პირველი ცნობა გვხვდება ევსებისთან (ევსები კესარიელთან), რომელიც ტატიანეს შეცდომით

თვლის ენკრატიტების წინამძღვრად”. ამგვარი ცდომილება, რომ ენკრატიტების

დამფუძნებელია ტატიანე, ჩვენ ადრეც ავღნიშნეთ, უნდა იყოს ენკრატიტებისა და ტატიანეს

უკიდურესი თვალსაზრისების თანხვედრა. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ტატიანე

იზიარებდა ზოგ გნოსტიკურ აზრს, მაგალითად ცნობილია, რომ ის მხარს უჭერდა ერთ-ერთი

თავისი დროის პოპულარული გნოსტიკოსის - მარკიონის მსგავსად განსხვავებას ახალი

აღთქმის ღმერთსა და სამყაროს შემოქმედს ანუ დემიურგს შორის. ჩვენ წინა საუბარში

ავღნიშნეთ, რომ ეს ერთ-ერთი ნიშნადობლივი მხარეა გნოსტიციზმისა - მკვეთრი მიჯნის

დადება ახალი აღთქმის ღმერთსა (მათი აზრით კეთილ ღმერთსა) და ძველი აღთქმის

ღმერთს (ბოროტ ღმერთს) შორის, რომ ძველი აღთქმის ღმერთი ამ სამყაროს მეუფეა, თითქოს

ბოროტი და შურისმგებელი, ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი მისგან განსხვავებულია და არა

მხოლოდ მისგან განსხვავებული, არამედ ამქვეყნად მის დასამხობად მოსული. მაშინ როცა

მართლმადიდებლური სწავლებით ძველი და ახალი აღთქმა ერთ ბუნებით

ყოვლისმპყრობელ უფალს, ყოვლადწმინდა სამებას გვიქადაგებს, გვაუწყებს და გვიცხადებს.

ჩვენ ამჯერად ამით შემოვიფარგლებით, რომ ასეთი ცნობილი გაუკუღმართებების შესახებ,

რამაც სექტის სახეც კი მიიღო, საუბარს ამით დავასრულებთ და უშუალოდ იმ შრომაზე

გადავალთ, სახელწოდებით “ელინთა მიმართ”, რითაც ტატიანე პატრისტიკაში შედის და

პატროლოგიაში განიხილება.

Page 5: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

5

კვლავ გავიმეორებთ, რომ ტატიანე სირიელისგან ჩვენამდე მხოლოდ ეს ერთი აპოლოგეტური

ხასიათის შრომაა მოღწეული, რომელიც ბერძნულადაა დაწერილი და ორიგინალის ენაზე

ეწოდება “პროს ელლენას” (“პროს” ნიშნავს მიმართ). იგი საკმაოდ ვრცელი გახლავთ და

ძალიან ბევრ საკითხს ეხება. როგორც საერთოდ აპოლოგეტური შრომების ნაწილი ეს შრომაც

იწყება ზოგადად ანტიკური კულტურის თვითმყოფადობის განქიქებით, რაც აბსოლუტურად

მართებული აზრი გახლავთ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ანტიკურ, ანდა ნებისმიერ

არაქრისტიანულ კულტურაში, მწერლობაში თუ ფილოსოფიაში, რაიმე ჭეშმარიტი

სწავლების, რაიმე ღირსეული აზრის შესახებ, ამას ხაზს ვუსვამთ არა საკუთრივ იმ ანტიკური

ანდა რომელიმე სხვა არაქრისტიანული, არამართლმადიდებლური მოძღვრების

სტრუქტურაში და როგორც მის შიგთავსს ასე კი არ განვიხილავთ, არამედ პირუკუ მასთან

დაპირისპირებულს და თავისი არსით ჭეშმარიტების ანუ ქრისტიანული მოძღვრების

ნაწილს. თავისთავადი მნიშვნელობა არც ანტიკურ კულტურას აქვს და არცერთ სხვა

არაქრისტიანულ კულტურას, ანუ იგი არის ბერწი, როგორც ეს ძველი აღთქმის მოსესთან

დაკავშირებულ თხრობაში ფარაონის ასულის სახით სიმბოლურად წარმოჩნდა, რაც ჩვენ

განგვიმარტა დიდმა ღვთისმეტყველმა წმ. გრიგოლ ნოსელმა, რომელმაც დაწერა მოსეს

ცხოვრება. მისი განმარტებით ფარაონის ასული, რომელმაც იშვილა მოსე და რომელიც ბერწი

იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა, ანტიკური კულტურა კი თავისთავად არის ბრმა

ტოტი, რომელიც თავისი თავისთვის ვერავითარ ნაყოფს ვერ იძლევა და იგი შეიძლება

მხოლოდ გამოყენებითი იყოს დიდი ჭეშმარიტების მსახურად გარკვეული აზრით, კერძოდ

თუნდაც ტერმინოლოგიური მიღწევების მხრივ ან ზოგიერთი ფილოსოფიური

არგუმენტირებული თავლსაზრისის მიხედვით, ანუ მეორეხარისხოვნად, მსახურის როლში,

როგორც საზოგადოდ მოგვიანებით დამკვიდრდება კიდეც ეს გამოთქმა, რომ

ღვთისმეტყველება ანუ იგივე მართლმადიდებლობა ესაა დედოფალი, ხოლო მისი მხევალია,

მისი მსახურია ნებისმიერი სხვა რამ კაცობრიული კულტურის გამოვილინება და მათ შორის

ყველზე უფრო წარმოჩენითად ანტიკური ფილოსოფია და ზოგადად ფილოსოფია,

ფილოსოფიის ის ღირსეული ნაწილი, რაც ჩვენ გვეხმარება ჭეშმარიტების გამოთქმაში,

ტერმინების დაზუსტებაში და სხვა. ამიტომ ამ აზრით ტატიანე, რა თქმა უნდა, მართალია,

როდესაც ის ანტიკური კულტურის თვითმყოფადობას განაქიქებს. დასაწყისი ნაწილი ამ

ძეგლის გამოცემებში ასე გახლავთ დასათაურებული, რომ “არცერთი ხელობა, რითაც თავი

მოაქვთ ელინებს, არ არის ელინური, არამედ ბარბაროსთაგან მოპოვებული”. აქ ხაზია

გასმული იმაზე, რომ ნებისმიერი დისციპლინა, იქნება ეს გეომეტრია, ფიზიკა, მათემატიკა,

გნებავთ მუსიკაც და თვითონ ფილოსოფიაც თვით ანტიკური მოაზროვნეების აღიარებითვე

მათ არაელინური ტომებისგან შეუთვისებიათ. ტატიანესთვის ეს ძალიან მომგებიანი

არგუმენტია იმის დასასაბუთებლად, რომ ელინურობა, ანტიკურობა თავისთავად არაფრით

არ გამოირჩევა, მას ყველაფერი გარედან აქვს შეთვისებითად მიღებული სხვადასხვა

კულტურებიდან, რომ თვით მისგანვე აღმოჩენილი ზოგადსაგანმანათლებლო საგნების, რაც

არის კვლავ ავღნიშნავთ გეომეტრია, მათემატიკა, ფიზიკა და სხვა, მხრივაც კი მისი

ღირსებანი ყალბია, იმიტომ რომ ეს ღირსებანი ბარბაროსთა (იგულისხმება არაელინური

ტომები) დამსახურებაა. შემდეგ ტატიანე ცალკეულად აღნუსხავს ფრიგიელთა, კვიპრელთა,

Page 6: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

6

ბაბილონელთა, სპარსელთა, ეგვიპტელთა, ფინიკიელთა და კიდევ სხვათა კულტურების

მნიშვნელობას ელინური ცივილიზაციის ისტორიაში (სხვათაშორის წყაროთმცოდნეობითად

ეს ძეგლი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იქნება კულტუროლოგებისათვის,

რომელთაც მიზნად აქვთ სხვადასხვა გამქრალი თუ ნაწილობრივ დღემდე შემონახული,

მაგრამ არქაული ცივილიზაციების კულტურათა კვლევა) და როდესაც ამ ვრცელ

მიმოხილვას ასრულებს, ბოლოს ის ასე მიმართავ ელინებს: “ყოველივე ამის შემდეგ

შეწყვიტეთ მიბაძვათა წოდება აღმოჩენებად”. ეს სხვათაშორის ძალიან ბრძნული შენიშვნაა,

ბრძნული აზრია. კაცობრიობის ისტორიის მრავალ მონაკვეთზე და დღესაც ძალიან

მკვეთრად ვლინდება ეს უღირსი თვისება ადამიანისა, როდესაც ის სხვის მონაპოვარს

საკუთარ აღმოჩენად წარმოაჩენს სხვათა წინაშე, და თუ ეს მოვლენას ახასიათებს, ამ

შემთხვევაში ანტიკური ეპოქის სახით, თავისთავად ცხადია, ამაზე ხაზგასმა ტატიანესგან

აბსოლუტურად მართებულია და მხოლოდ იმ ეპოქისა და იმ კულტურისადმი მიმართული

არ არის, არამედ ის ზოგად დებულებად და ზოგად შეგონებად უნდა მივიღოთ.

ეს ძეგლი ამ პირველი ნაწილის შემდეგ გადადის სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე,

კერძოდ II თავში უკვე იწყება საკუთრივ ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსთა განქიქება,

მაგრამ ვიდრე ამ მეორე ნაწილზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ მოგვიწევს მცირე ხნით შესვენება,

რამდენადაც ჩვენი დრო ამოიწურა და შემდგომ შეხვედარზე სწორედ ანტიკურ

ფილოსოფოსთა შესახებ ტატიანეს განმაქიქებელი სიტყვების განხილვით დავიწყებთ

საუბარს.

Page 7: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

7

ტატიანე სირიელის ზოგადი ღვთისმეტყველება და მისი მოძღვრება

სულის შესახებ

ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით ტატიანე სირიელის მთავარი შრომის, აპოლოგეტური

თხზულების, სათაურით “ელინთა მიმართ”, პირველ ნაწილზე. დავასრულეთ ამ შრომის

პირველი ნაწილი, რაც ზოგადად ანტიკურობის განქიქებას გულისხმობდა, უარყოფას

ანტიკურობისას და ავღნიშნეთ, რომ II ნაწილში კონკრეტულად ანტიკურ ფილოსოფოსთა

გაკიცხვით იფარგლება ტატიანე სირიელი, ესაა მისი მთავარი სამიზნე. განვიზრახავდით

კიდეც ამ ნაწილის დეტალურად ჩვენებას, მაგრამ ვფიქრობთ ამით ყურადღება მოაკლდება

ხსენებული შრომის მთავარ ნაწილს, საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების ტატიანესეულ

ანალიზს, ჩვენ კი სწორედ ეს გვქონდა მიზნად, რომ ტატიანე როგორც საეკლესიო

ღვთისმეტყველი, თავისი ღირსებებით და მრავალი გაუკუღმართებით, მსმენელის წინაშე

წარმოგვედგინა. ამიტომ ამ მეორე, ანტიკურ ფილოსოფოსთა წინააღმდეგ მიმართულ,

ნაწილთან დაკავშირებით, რაც ზოგადია და ყველა ღვთისმეტყველთან მეორედება და რაიმე

განსაკუთრებული თავისებურებით არ გამოირჩევა, ჩვენც მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ამ II

თავში ტატიანესგან განქიქებულია და გაკიცხულია კონკრეტულად დიოგენე, პლატონი,

არისტოტელე, ჰერაკლიტე, პითაგორა და განსაკუთრებულ ვნებად, განსაკუთრებულ ნაკლად

ამ ფილოსოფოსთა მოღვაწეობისა ტატიანეს გამოკვეთილი აქვს მათი ამპარტავნული

განწყობა, ამპარტავნება როგორც მათი განუყრელი თვისება, რითაც ის კეთილი სწავლებანიც

კი, რაც ტატიანესთვის ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ, მაგრამ ზოგადად როგორც

არაერთგზის აღგვინიშნავს, არსებობს, უფასურდება.

ამ II თავის, ანტიკურ ფილოსოფოსთა სახელდებითად განქიქების, შემდეგ ტატიანე გადადის

უკვე საკუთრივ ქრისტიანულ მოძღვრებაზე. ვფიქრობთ მსმენელისთვის კიდევ ერთხელ

შესამჩნევია აპოლოგეტური შრომის აგების პრინციპი, რომ პირველ ნაწილში აუცილებლად

იმის მხილება უნდა მოხდეს ვისთანაც პაექრობაა და არა პირდაპირ ქრისტიანული

მოძღვრების გადმოცემა. ჯერ იმ მოძღვრების მხილება, რომლის წარმომადგენელსაც

ვეპაექრებით, თუ ანტიკურ ფილოსოფოსს ვეპაექრებით სწორედ ამ ელინურობის,

ანტიკურობის მხილება უნდა მოხდეს, რომ ჩვენი მსჯელობის ადრესატის გონება ჯერ

დაეჭვდეს მისგან უკვე შეთვისებული და მყარად მოაზრებული სისტემის ჭეშმარიტებაში,

შემდეგ ეს ეჭვი უნდა გაუძლიერდეს და ბოლოს უნდა ამოიძირკვოს ეს ყოველივე მისი

გონებიდან, და მისი გონება, როგორც გამზადებული ნოყიერი მიწა, ახალი სიტყვისთვის,

ახალი თესლისთვის, ახალ კაცად გარდაქმნისთვის უნდა მომზადდეს, როგორც ეს

შესანიშნავადაა ჩამოყალიბებული ათენაგორა ათენელის მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება

უკვე წერილობითი სახით შემდგომ ნაწილად, მეორე ან მესამე ნაწილად, საკუთრივ

ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემა. ამ შრომაშიც, ტატიანეს აპოლოგეტურ ძეგლშიც

ამგვარივე სტრუქტურული განაწილებაა, ჯერ ანტიკურობის ზოგადი უარყოფა, შემდეგ

კონკრეტულად ანტიკურ ცნობილ ფილოსოფოსთა უარყოფა და აი ამის შემდეგ უკვე

ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემა. მიმდევრობა მოძღვრების გადმოცემისა თითქმის

Page 8: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

8

მსგავსია წმ. იუსტინესა და ტატიანეს შორის, ორივე მათგანი პირველ რიგში უზენაესი

ბუნების, შემოქმედის, საღვთო ბუნების მიუწვდომლობის შესახებ გადმოგვცემენ მოძღვრებას

და ეს ტატიანესგან სავსებით მკვეთრად არის გამოთქმული, როდესაც ის გვაუწყებს:

“ადამიანს ადამიანურად უნდა მივაგოთ პატივი, ხოლო გვეშინოდეს მარტოოდენ ღვთისა,

რომელი კაცთა თვალისგან უხილავია და არც რაიმე გზით არის იგი საწვდომი. ვინც მის

უარყოფას მიბრძანებს ვერ ვერწმუნები, უფრო კი მოვკვდები, რომ არ გამოვჩნდე ცრუდ და

უმადლოდ. ჩვენი ღმერთი არ არის დროში ქმნილი (სიტყვა-სიტყვით, კალკირებულად თუ

ვთარგმნით ამ წინადადებას ასეთ ტექსტს მივიღებთ: ჩვენეულ ღმერთს არა აქვს აგებულება

დროში), მხოლოდ ისაა უჟამო, თვითვეა დასაბამი ყოველივესი”. ეს ციტატა, ტატიანე

სირიელის შრომის III ნაწილის დასაწყისისა, აბსოლუტურად საღი სწავლების შემცველია და

აქ ღვთის მიუწვდომლობის, უზენაესობის, ყოვლის დასაბამობის მართლმადიდებლური

მოძღვრება უცდომლად, ღრმად და შთამბეჭდავად არის გადმოცემული ტატიანესგან.

ამგვარ ღვთისმეტყველებას საეკლესიო ტრადიციაში ეწოდება ზოგადი ღვთისმეტყველება.

ზოგადია ღვთისმეტყველება, რომელიც ღვთის შესახებ მსჯელობს როგორც ერთი მთლიანის

შესახებ, ე.ი. არა პირთა შესახებ, მამის, ძისა და სულის, არამედ ღვთის ერთარსების შესახებ.

სხვაგვარად ზოგად ღვთისმეტყველებას წმ. დიონისე არეოპაგელის ტერმინოლოგიით

შეერთებული ღვთისმეტყველება ეწოდება, იმიტომ, რომ სამი პირის განუყოფელი შეერთება

და ერთ ბუნება არის ერთ არსებაში, რასაც ჩვენ ერთ ღმერთს ვუწოდებთ. აქვე ვიტყვით

იმასაც, რომ მეორე სახეობას ღვთისმეტყველებისას, რომელიც საკუთრივ ერთი ღმერთის,

ერთი არსების სამ პირს მოძღვრობს, ჩვენს წინაშე წარმოადგენს და ღვთისმეტყველებას

გვაწვდის პირთა შესახებ, ეწოდება განყოფილი ღვთისმეტყველება ანუ პირთა შესახებ

ღვთისმეტყველება, ტრიადოლოგიური ღვთისმეტყველება, მამის თვისება, ძის თვისება,

სულის თვისება, რითაც ისინი საკუთარ პიროვნულ თვითმდგომობას მარადის დაიდგენენ,

მარადის ჰგიებენ პიროვნულად და არ შეერევიან., არ შეეზავებიან და არ შეერწყმიან

ურთიერთს. აი ეს მარადიული განყოფა მათი თითო-თითო თვისებით მხოლოდ, სწორედ ასე

წოდებული დიონისე არეოპაგელისგან და ეფრემ მცირისგან ამგვრად თარგმნილი,

განყოფილი ღვთისმეტყველების საგანია, იგივე კერძოობითი ღვთისმეტყველების საგანია.

მაგრამ ყოველთვის მსჯელობა იწყება ზოგადი ღვთისმეტყველებით, ერთი ღვთის შესახებ

მართლმადიდებლური მოძღვრების გადმოცემით, როგორც ეს სახეზეა თუნდაც იოანე

დამასკელის ცნობილ შეჯამებაში “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი

გადმოცემა”, რაც გამოცემულიცაა და ალბათ მსმენელებმაც იციან. ეს ძეგლი იწყება სწორედ

ერთი ღმერთის შესახებ სწავლებით, ხოლო ერთი ღმერთის შესახებ სწავლების გადმოცემით

ანუ ზოგადი ანუ შეერთებული ღვთისმეტყველების შემდეგ საეკლესიო ღვთისმეტყველი

გადადის უკვე განყოფილი ანუ კერძოობითი ანუ პირთა შესახებ ღვთისმეტყველების

გადმოცემაზე. ტატიანეც ზოგადი ღვთისმეტყველების შემდეგ ეხება საკუთრივ

სულიწმინდის ღმერთობას და მასთან დაკავშირებულ საღვთო შესაქმის საკითხს.

სულიწმინდის ღმერთობაზე აქცენტირება მხოლოდ ტატიანეს მოძღვრების თავისებურება არ

გახლავთ, ამ ეპოქაში და გვიანდელ ეპოქაშიც კი ყველაზე მეტად აქცენტირებულნი ღმერთ

Page 9: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

9

პირთა, ყოვლადწმინდა სამების ცალკეულ ჰიპოსტასთა შესახებ მოძღვრების გადმოცემისას,

აქცენტირება ამ მოძღვრების გადმოცემაში ყოველთვის სულიწმინდასთან დაკავშირებით

არის გაკეთებული, რადგანაც სწორედ მის ჰიპოსტასურობას უარყოფდა დაჟინებით

ჭეშმარიტების წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი არმია. თვით ქრისტიანთა შორისაც

გაუკუღმართებულნი ბევრნი იყვნენ, რომელნიც მამის ღმერთობას იღებდნენ, მამის

ღმერთობა თითქმის უპირობოდ იყო მიღებული (მოგეხსენებაც იუდეველნიც, რომელნიც

ერთპიროვნულობის რელიგიას მისდევენ, ამ ერთ პირად მამა ღმერთს მოიაზრებენ, მაგრამ

ისინი უარყოფენ ძისა და სულიწმინდის პიროვნულობას), შედარებით უფრო აღიარებდნენ

II-III ს-ში ძის პიროვნულობას, მაგრამ სრულიად უარყოფდნენ თვით IV ს-ის ჩათვლითაც კი

ბევრნი სულიწმინდის პიროვნულობას და სულს მხოლოდ მამისეულ მონაბერად, მამის

თვისებად წარმოაჩენდნენ და არა როგორც სრულ თვითმდგომ ჰიპოსტასს. ამიტომ ჩვენთვის

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თვით IV ს-შიც კი თუნდაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ან წმ.

გრიგოლ ნოსელი ასე მკვეთრად აქცენტირებულნი რომ არიან სულიწმინდის, როგორც

სრული ჰიპოსტასის დასაბუთებაზე. მაგრამ სათავე მათი უადრესი ეპოქიდანაა, თუნდაც წმ.

ათენაგორასგან, წმ. ირინეოს ლიონელისგან, თვით წმ. იუსტინე მარტვილისგან და მათ

შორის ტატიანე სირიელისგანაც, რომელიც სულთან დაკავშირებით ამბობს: “სული ღმერთია

(იგულისხმება სულიწმინდა. ქართულად როდესაც ამ სიტყვას ვამბობთ ძნელია მსმენელმა

უცებ გაიაზროს თუ რა შინაარსი იგულისხმება ამ სიტყვაში, მაშინ როცა ბერძნულად ეს

ადვილად დაიძლევა, რადგან ბერძნულში განსხვავდება “ფსიხე” და “პნევმა”, ისევე როგორც

რუსულში “დუშა” და “დუხ”. სულიწმინდას გადმოსცემს მხოლოდ და მხოლოდ ტერმინი

“პნევმა” და “ფსიხე” ყოვლად შეუძლებელია, რომ სულიწმინდასთან მიმართებით ითქვას,

ისევე როგორც “დუშა” არ შეიძლება სულიწმინდის მიმართ გამოვიყენოთ, არამედ მხოლოდ

“დუხ”. ამასთან “პნევმა” იწერება დიდი ასოთი და თუ ის დიდი ასოთი არაა დაწერილი ჩვენ

შეგვიძლია რომ სულიწმინდად არ მოვიაზროთ, მაგრამ დიდი ასოთი დაწერილი “პნევმა”

აუცილებლად სულიწმინდას გულისხმობს, როგორც ეს სახეზე გვაქვს ამ შემთხვევაშიც. ასე

რომ ჩვენ “პნევმა” ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთარგმნოთ არა მხოლოდ როგორც სული,

არამედ სულიწმინდა), რომელიც არათუ ნივთში განივრცობა, არამედ თვითვეა შემქმნელი”.

ეს პირველი და აუცილებელი პოსტულატი და თვისებაა სულიწმინდისა, რომ თუ ჰიპოსტასი

ბუნებითი ღმერთია ის აუცილებლად შემოქმედი უნდა იყოს. ქმნილება ბუნებითი

შემოქმედი არ არის, ქმნილებამ შეიძლება რაღაცას ფორმა მისცეს, მაგრამ შესაქმის მასალასაც

ქმნილება ვერასოდეს ვერ შექმნის და ამიტომაა, რომ ბუნებითი შემოქმედი მხოლოდ

უფალია, ბუნებითი შემოქმედება კი გულისხმობს ყოვლითურთ უჭირველობას და

დაუხმარებლობას რაიმესგან ანდა ვინმესგან, ასეთი კი სწორედ უფალია, რომელმაც თვით

მასალაც კი სამყაროს აგებისა თვითვე შექმნა და ამ მასალისგან უკვე ფორმირებულ ჰყო ეს

სამყარო. მაგრამ ანგელოზური ძალა თუ ადამიანი რაიმე შემოქმედებითი თვისების

გამოვლენისას ბუნებითად კი არ ავლენენ ამ თვისებას, არამედ უკვე ქმნილის მოწესრიგებას,

უკვე ქმნილის ფორმირებას აღასრულებენ. როგორც მაგალითად ოსტატი როდესაც, ჩვენივე

ტერმინოლოგიით, რაღაცას ქმნის, ის ქმნის არა ბუნებითად არამედ პირობითად, იმიტომ,

რომ ამას ნამდვილი აზრით ქმნა არ ეწოდება, ის იღებს გარკვეულ მასალას და ჭურჭელს ამ

Page 10: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

10

მასალის ფორმირებით აყალიბებს. ამიტომ როდესაც ტატიანე ასე მკვეთრად უსვამს ხაზს

სულიწმინდის შემოქმედებითობას, შემქმნელობას (ბერძნულად გახლავთ ტერმინი

“კატასკეუასკეს”, რომელიც პირდაპირი ტერმინოლოგიური შესატყვისით შეგვიძლია

ვთარგმნოთ როგორც განმამზადებელი. ესაა ის ტერმინი, რომელიც შესაქმის დასაწყისში

გვხვდება ჩვენ უარყოფითი ფორმით “აკატასკეუასტოს”, რაც ქართულად თარგმნილია,

როგორც “განუმზადებელ”, “და ქუეყანაი იგი იყო უხილავ და განუმზადებელ”. ეკლესიის

მამები, მათ შორის წმ. გრიგოლ ნოსელიც, გვასწავლიან, რომ განუმზადებელი სხვა არაფერია

თუ არა შეუქმნელი, ხოლო განმზადება აბსოლუტურად სხვა არაფერია თუ არა შექმნა,

დაბადება და აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ თვით ამ უდიდესმა მოძღვარმა - გრიგოლ

ნოსელმა, თავის ყველაზე მნიშვნელოვან შრომას “ადამიანის შექმნის შესახებ” სწორედ ასე

უწოდა. ქართულად და სხვა ენებშიც ეს სათაური ითარგმნება როგორც შექმნა, დაბადება

(დაბადება ძველ ქართულად ყოველთვის შექმნას ნიშნავდა და არა შობას) მაგრამ ბერძნულში

გვაქვს ტერმინი “კატასკეუე”, “პერი კატასკეუეს ანთროპო”, ანუ პირდაპირ თუ ვთარგმნით

“განმზადების შესახებ”, მაგრამ რამდენადაც განმზადება აბსოლუტურად იმავეს ნიშნავს

საეკლესიო ღვთისმეტყველებაში, რასაც არაფრისგან შექმნა, ქართულ უძველეს თარგმანში ეს

ძეგლი სწორედ ასეა დასათაურებული “კაცისა შესაქმე”, ხოლო გიორგი მთაწმინდელის

თარგმანში, როგორც “დაბადებისათვის კაცისა”) ის ამით ცხადყოფს, რომ სულიწმინდა

ბუნებითი ღმერთია, ის ქმნილება არ არის, არამედ თვითვეა ამ ქმნილების შემოქმედი,

ტატიანე აკონკრეტებს: “თვითვეა შემქმნელი ნივთიერ სულთა და ნივთში არსებულ სახეთა”.

შემდგომ ის განაგრძობს: “უხილავია იგი და შეუხებელი, რომელიც თვით გახდა მამა

გრძნობადთა (ამქვეყნიური ქმნილებანი) და უხილავთა” (ანგელოზები). თვით ეს ტერმინი

“მამა” ამ შემთხვევაში ძალიან საგულისხმოა. ცხადია აქ არ იგულისხმება ჰიპოსტასური

მამობა, რადგანაც ჰიპოსტასურად ერთი მამა ჰგიეს, რომლისგანაც გამოდის სულიწმინდა და

რომლისგანაც მარადიულად იშვება ძე, მაგრამ ამ შემთხვევაში მამა გახლავთ ზოგადი,

ეპითეტური ტერმინი, რა შინაარსითაც მამა შეიძლება ვუწოდოთ ჩვენ ძე ღმერთსაც, რომ

ქმნილების მიმართ მამა, წყარო ანუ დამბადებელი და მოურვე და მზრუნველი მათზე არის

არა მხოლოდ ჰიპოსტასურად მამა ღმერთი, არამედ ძე ღმერთიც და სულიწმინდაც

ერთდროულად და ერთ მამად. სწორედ ამ აზრითაა ტერმინი მამა სულიწმინდის მიმართ

გამოყენებული ტატიანესგან და ესეც აბსოლუტურად მართებული და ტერმინოლოგიურად

გამართული სწავლება გახალვთ.

ტატიანე შემდეგ განაგრძობს: “მას (სულიწმინდას) შევიმეცნებთ მისეული შესაქმის წიაღ”.

აქაც უაღრესად ღრმა და მართებული სწავლებაა, რომ შემოქმედის შეცნობა ხდება შესაქმის

კვალობაზე, შესაქმის განჭვრეტით, შესაქმის შემეცნებით. ეს ერთ-ერთი გამოკვეთილი

დებულებაა საეკლესიო აპოლოგეტთა შორის და ჯერ კიდევ არისტიდე ათენელთან

დაკავშირებით ავღნიშნავდით ჩვენ ამას, რომლის აპოლოგიაშიც მკვეთრადაა ამგვარი

სწავლება გამოთქმული, რომ ერთი შემოქმედის, უზენაესი ძალის შესახებ შესაქმის

შემეცნების საფუძველზე ვაყალიბებთ სწავლებას და ჩვენც აღვიბეჭდავთ ამ სწავლებას. ასე

რომ ტატიანეს სიტყვაც თანახმიერია მთელი საეკლესიო მოძღვრებისა, რომ “სულიწმინდას,

Page 11: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

11

როგორც ბუნებით ღმერთს შევიმეცნებთ მისეული შესაქმის წიაღ და ქმნილთა გზით მისი

ძალის უხილავობას გულისხმავჰოყფთ”. აქ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ აუცილებლად

ანგელოზურ ძალთა უხილავობა და ღვთის, ამ შემთხვევაში ჰიპოსტასურად სულიწმინდის,

უხილავობა. სულიწმინდის, მამა ღმერთის და ძე ღმერთის უხილავობა ბუნებითი

უხილავობაა, აბსოლუტური და ბუნებითი უსხეულობაა და შესაბამისად არის უხილავობაც,

ხოლო საკუთრივ ღმერთთან შედარებით ანგელოზები პირობითად არიან უხილავები, ისინი

ბუნებითად და აბსოლუტურად უხილავნი არ არიან, იმიტომ, რომ გარკვეული ფორმა მათ

აქვთ და გარკვეულ სხეულებრიობაზე ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ფორმის

თვალსაზრისით და არა ნივთიერი აგებულების მხრივ, რომ ისინი თითქოს შედგენილნი

არიან, ეს ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ სხეულებრიობა ანგელოზებისა ითქმის ღმერთთან

შედარებით, რომელიც აბსოლუტური უსხეულობაა. ყველა ქმნილება გარკვეული ფორმითაა

შემოზღუდული და ესაა სწორედ მათი სხეული. ამ ზრით ბუნებითი უსხეულობა ანუ

ყოველგვარი შემოზღუდულობიდან, ფორმიდან აბსოლუტური თავისუფლება მხოლოდ

ღმერთს აქვს და ვისაც ეს აქვს სწორედ ისაა ბუნებითი ღმერთი. ამიტომ სულიწმინდის

უხილავობაზე საუბარი მის უსხეულობასაც ნიშნავს და ორივე შემთხვევაში იგულისხმება

აბსოლუტური, ყოვლადი უხილავობა და უსხეულობა, რაც ბუნებითი ღმერთის თვისებაა.

“არ ვისურვებ, - განაგრძობს ტატიანე, რომ თაყვანი ვცე მის ქმნილებას, იმ ქმნილებას, რაც მან

ჩვენს გამო დაჰბადა (ე.ი. ქმნილება ჩვენი მსახურებისთვისაა და ის არ შეიძლება

თაყვანისცემის საგანი იყოს. ეს სიტყვები კვლავ ელინებისადმია გამიზნული, რომლებიც

თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ბუნების სტიქიონებსDდა ეს ყველაფერი რომ

უკიდურესი დაცემულობა და ცდომილებაა და მკვეთრი ხარვეზია ადამიანური გონებისა, აი

ამას წარმოაჩენს ტატიანე სირიელი და ამიტომ უპირისპირდება ის ამგვარ

კერპთაყვანისცემას, რაც ხშავს და ჩვენ თვითონ სულიერ მზერას გვიხშობს, ჭეშმარიტი,

უზენაესი, ყოვლად უხილავი, ყოვლად უსხეულო ბუნებითი ღმერთისკენ მიმართულ

ხილვას, რამდენადაც ქმნილებას აღმერთებს იგი). როგორ ვეთაყვანო ჩვენს მსახურთ, როგორ

ვთქვა ღმერთებად ხეები და ქვები. ნივთში გავრცობადი უდარესია საღვთო სულზე”. აქ

ტატიანეს სწავლებაში შემოდის ასეთი საკითხი, რომ არსებობს ნივთში გავრცობადი სულიც

ანუ ნივთთან შეერთებული სული. თუნდაც ადამიანურ ორბუნებოვნებაში სული

შეერთებულია სხეულთან, ცხოველთანაც ცხოველური სული, სამშვინველი, ფსიხე,

შეერთებულია სხეულთან და ესაა ნივთში გავრცობადი სული. აი ამ სულისგან, ამ ფსიხესგან

მკვეთრად მიჯნავს ტატიანე სირიელი პნევმას, საღვთო სულს, ღმერთსულს ანუ ბუნებით

ღმერთს - სულიწმინდას. მაგრამ თვითონ ეს თემა ნივთში გავრცობადი სულისა აქ შემოდის

ტატიანესთან და ის ამბობს: “ნივთში გავრცობადი სული უდარესია საღვთო სულზე”.

ტატიანე აქ ნივთში გავრცობადი სულის შინაარსით “პნევმასაც” იყენებს, იმიტომ, რომ

“პნევმა” ეკლესიის მამათა ზოგიერთი განმარტებით უფრო მეტად უახლოვდება იმ ტერმინს,

რაც ქართულად გამოითქმის როგორც სამშვინველი, რადგან მშვინვა სწორედ “პნეო” არის

ბერძნულად და არა “ფსიუხაო”, Aამიტომ ეტიმოლოგიური გაგებით “პნევმა” უფრო ახლოს

დგას სამშვინველთან და ბერძნულ წყაროებშიც ზოგჯერ “პნევმა” (პატარა ასოთი ცხადია და

არა მთავრულით) სწორედ ამქვეყნიური, ნივთში გავრცობადი სულის აღსანიშნავად

Page 12: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

12

მოიხმობა, ისევე როგორც ეს სახეზეა ტატიანესთან, რომელიც ორივეს აღსანიშნავად

მოიხმობს ტერმინს “პნევმა”, მაგრამ მკვეთრ მიჯნას დებს მათ შორის, იმიტომ, რომ

სულიწმინდის აღმნიშვნელად ის მთავრული ასოთი იყენებს ამ ტერმინს, ხოლო ნივთში

გავრცობადი ანუ ქმნილებითი, შექმნილი სულის მიმართ ის ამავე ტერმინს არამთავრული

ანუ ნუსხური ასოთი დაწყებულად წარმოგვიდგენს, იგი ამბობს: “ნივთში არსებული სული

მიემსგავსა სამშვინველს (ამ შემთხვევაში სამშვინველი გადმოიცემა ტერმინით “ფსიხე”) და

ამიტომ არ არის იგი პატივსაცემი, როგორც ღმერთი”. აქ ოდნავ უკვე შემოდის ტატიანესთან

თანდათანობითი ტერმინოლოგიური გაუკუღმართებანი, როდესაც ის თითქოსდა “პნევმას”

გამიჯნულობას სულიწმინდისგან იმით ასაბუთებს, რომ ეს “პნევმა” თუნდაც ადამიანური,

თუნდაც ანგელოზური, “ფსიხეს” ანუ სამშვინველს რომ დაუკავშირდა ამით დაეცა ის და

ამით ემიჯნება უკვე სულიწმინდას, რაც უკვე აღარ გახლავთ მართლმადიდებლური

პნევმატოლოგია (სულთმეტყველება), უკვე მიჯნა არის მათ შორის და ამ საკითხზე რომ

სერიოზული, დინჯი და გულმოდგინე მსჯელობა სახეზე იყოს, ჩვენ არ ავჩქარდებით, აქ

შევაჩერებთ ამ საკითხის განხილვას და შემდგომი საუბრისას კვლავ ტატიანეს

პნევმატოლოგიაზე ანუ სულის შესახებ მის მოძღვრებაზე განვაგრძობთ მსჯელობას.

Page 13: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

13

ტატიანე სირიელის მოძღვრება ძე ღმერთის შესახებ. სტოიციზმის

საფუძვლები

ჩვენი ბოლო მსჯელობა ეხებოდა ძე ღმერთის, მამის სიტყვის, ბერძნულად ლოგოსის შესახებ

ტატიანე სირიელის მოძღვრებას და როგორც ავღნიშნავდით სხვა საკითხებთან

დაკავშირებითაც და აღნიშნულ თემაზეც ტატიანე სირიელის მოძღვრებაში თანაარსებობს

მართლმადიდებლური აზრის გამოკრთომანი, უდიდესწილად კი მისგანვე მყარად ვერ

მოაზრებული და შესაბამისად გაუკუღმართებული სწავლებანიც. ყველა გამონათქვამს

ტატიანესას, რასაც როგორც ავღნიშნეთ, თანხვედრა აქვს მართლმადიდებლურ

მოძღვრებასთან, ჩვენ ციტირებათა ჟამს ხაზს ვუსვამთ, ხოლო რაც კი განეშორება უცდომელ

რწმენას, შეძლებისდაგვარად განვმარტავთ.

კვლავ დავუბრუნდებით იმ მოვლენას, რასაც ქვეყნის შესაქმე ჰქვია და რასაც ტატიანეს

თქმით წინ უსწრებდა ლოგოსის ანუ ღვთის სიტყვის, იგივე ძე ღმერთის, შობა მამისგან.

ტატიანე ძე ღმერთს, იმავე ღვთის სიტყვას, აღიარებს სამყაროს დასაბამად. ეს ერთი

შეხედვით ჯანსაღი აზრია, რადგან ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება და მათ შორის მეორე

ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა - ძე ღმერთი, რა თქმა უნდა, არის სამყაროს დასაბამი, იმ

გაგებით, რომ მისი ნებით შეიქმნა ყოველივე, მაგრამ თუ ამ დასაბამობაში ჩვენ იმას

ვიგულისხმებთ, რომ ღვთის არსება, ღვთის ბუნება დაედო საფუძვლად შესაქმეს და შესაქმე

თანაზიარია ღვთის ბუნებასთან, ეს გახლავთ უკიდურესად გაუკუღმართებული აზრი,

რადგანაც ეკლესიური სწავლებით მთელი შესაქმის საფუძველი და სათავე არის არა ღვთის

არსება, რომელიც არასოდეს არავის არ განეყოფება და რომელთანაც თანაზიარი პირდაპირი

მნიშვნელობით, ე.ი. არსობრივად მისი ნაწილის მქონე, არცერთი ქმნილებათაგანი არ არის

და არც შეიძლება რომ იყოს, შესაბამისად ეს არსება საფუძველი არ არის შესაქმისა, არამედ

საფუძველი შესაქმისა გახლავთ ღვთის ნება ანუ ღვთის ნებაა ის ძალა, რამაც ყველაფერი

აღაგო. არცერთი საეკლესიო მართლმადიდებელი მოძღვარი არასოდეს, მინიშნებითაც კი არ

მიუთითებდა ოდესმე იმას, რომ ღვთის არსებისგან შეიქმნა ყოველივე. ღვთის არსებისგან,

ღვთის ბუნებისგან, ისევე როგორც ღვთის პირთაგან ყოველივეს შეიქმნა, ეს ჩვენ შეგვიძლია

ვთქვათ მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, რომ როგორც მშობელი, დამბადებელი და

შემქმნელი ანუ საფუძველი და სათავე ყოველივესი ღვთიურობაა, მაგრამ პირდაპირი

მნიშვნელობით, რომ ღვთის არსების ნაწილია შესაქმეში, ეს ყოვლად შეუწყნარებელი აზრია.

ტატიანეს მსჯელობაში უფრო აქეთკენ გვაქვს გადახრა ანუ ძე ღმერთი არსობრივად

თითქოსდა ეთანხმება, ეთანადება, შეეზიარება ქმნილებას. აქ ფატობრივად უკვე რაღაც

პირველნიშნები და პირველსაფუძვლები ორიგენისტული და მოგვიანებით არიანული

გაუკუღმართებისა, ძე ღმერთის, როგორც შესაქმეთა დასაბამისა და თვით ძე ღმერთის

როგორც ქმნილების შესახებ, უკვე სახეზეა, ტატიანე ამბობს “იგი (ძე ღმერთი, სიტყვა

ღვთისა) ვიცით სამყაროს დასაბამად, რაც იქმნა გაცემის გზით და არათუ მოკვეთის გზით (აქ

იგულისხმება, რომ თითქოს მამა ღმერთმა გასცა ძე ღმერთი), რაც შესაქმით დაგვირგვინდა.

მამისაგან ღვთის სიტყვის შობამ ანუ სიტყვის გამოსვლამ მამისაგან დაჰბადა ყოველივე,

Page 14: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

14

მაგრამ თვით მამას ნაკლულევანებას სიტყვისას ანუ მამას უსიტყვობას ვერ განვუკუთვნებთ”

(სიტყვა და გონება ბერძნულში ერთი და იგივე ცნებით - ლოგოსით გამოითქმის ხშირად,

შესაბამისად “ალოგოს” ნიშნავს უსიტყვოს, რაც გათანაბრებულია უგონებოსთან,

უაზროვნოსთან). ამ გაგებას ტატიანე, რომ თითქოს მამისაგან ძის ანუ მისი სიტყვის, მისი

აზრის გამოსვლით მამა დაცარიელდა სიტყვისაგან და აზრისგან, მიუხედავად მისი

გაუკუღმართებული ტერმინოლოგიურ-აზრობრივი მსჯელობებისა, მკვეთრად

უპირისპირდება, როდესაც ამბობს: “ისევე როგორც ერთი ჩირაღდნისგან მრავალი ცეცხლი

აინთება, ხოლო სხვა მრავალი ჩირაღდნის ანთება პირველ ჩირაღდანს სინათლეს არ აკლებს,

ასევე ლოგოსიც, რომელიც გამოდის მამის ძალისგან (ესეც დაუზუსტებელი გამონათქვამია,

თუ რას ნიშნავს “მამის ძალა”, მაშინ როცა პავლე მოციქულის სწავლებით ვიცით, რომ

სიბრძნე და ძალი მამისა თავად ძე ღმერთია, თავად ღვთის სიტყვაა) უსიტყვოდ როდი

ტოვებს მშობელს. მეც ვმეტყველებ თქვენ კი ისმენთ, მაგრამ სიტყვის გადასვლით ჩემგან

თქვენამდე, მე მეტყველი სიტყვისგან როდი ვიცლები, არამედ გამოვცემ რა ხმას, იმას

ვესწრაფვი, რომ გავამშვენო თქვენში არსებული უშვერი ნივთი”.

მოტანილი სახეობრივი მსჯელობა ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ რაღაცას სწვდება ტატიანე,

რაღაცის გამოთქმას ცდილობს, მაგრამ არც გონებრივი და არც ტერმინოლოგიური

სრულყოფა მას არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სწავლების უცდომელობა დაიტიოს

და დაიცვას, ამიტომ ერთი მხრივ ის მამისა და ძის მარადიულ თანამყოფობას ასაბუთებს და

რომ მამისგან ძის შობა არ გულისხმობს მამის დაცარიელებას ძისგან, მაგრამ მეორე მხრივ

აშკარა ნიუანსია იმისა, რომ ძისგან აინთება მრავალი ჩირაღდანი ანუ ძე გადადის

მრავლობაში, რომ ძე არის შესაქმის მთლიანობა და რომ ძისგან არსებითად, არსობრივად,

ბუნებითად ანუ მისი ბუნების გზით შესაქმე ფუძნდება. აი ეს ორი მხარე მოძღვრებისა, ერთი

მხრივ მართებული, რომ მამა და ძე თანაარსია ყოველთვის, ხოლო მეორე მხრივ

უმართებულო, რომ ძე ხდება შესაქმის არსობრივი საფუძველი და არა მხოლოდ

ნებელობითი, ეს ორი მხარე გამთლიანდებოდა და ღირსეულ სწავლებას ჩვენ მივიღებდით,

ტატიანეს რომ ძის შობა მამისგან მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით გამოეთქვა, რაც

ასე შეჯამდება, რომ ძე ღმერთი მართლაც იშვება ჭეშმარიტად მამისგან, მაგრამ ეს შობა არის

დაუსაბამო და დაუსრულებელი. რაც დაუსაბამოა ის აუცილებლად დაუსრულებელია და

შესაბამისად რაც ბუნებითად დაუსრულებელია, ის აუცილებლად ბუნებითად დაუსაბამოა.

ამიტომ მართლმადიდებლობა სწორედ ამგვარად ასწავლის ძის შობას მამისგან, არა

იმგვარად, რომ ძე იშვა თითქოს მაშინ როდესაც სამყარო უნდა შექმნილიყო და რომ ძის შობა

არის სამყაროს შექმნა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით, რომ ძე მარადიულად

მყოფობს მამაში და მარადიულად იშვება მისგან. აი ეს სწავლება ერთი მხრივ ძისა და მამის

აბსოლუტურად ერთიანი ბუნებითი განუყოფლობისა და მეორე მხრივ ძის პიროვნულად

მარადიული შობა მამისგან და შესაბამისად ძისა და მამის პიროვნულობის მარადიული

თვითმთდგომობა, სწორედ ამ მართლმადიდებლურ ფორმულირებაში ძევს.

Page 15: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

15

რაც შეეხება ტატიანეს ის განაგრძობს თავის მოძღვრებას ძე ღმერთის შესახებ და ამბობს:

“ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა...”. თვითონ ეს აზრიც, რომ ღვთის სიტყვა

არის დასაბამად შობილი, მთლად გაუკუღმართებული შეიძლება არ იყოს, რადგან ჩვენ

ვიცით, რომ ეკლესია ასწავლის ძე ღმერთის მყოფობას დასაბამში, ე.ი. ტერმინი დასაბამი ძე

ღმერთის მყოფობაზე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, როგორც ეს იოანეს სახარების დასაწყისშია

ნათქვამი: “დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა

იგი”. ასე რომ ტერმინი დასაბამობა არ აკლებს ძეს ღმერთობისგან, რადგანაც ეკლესიური

განმარტებით დასაბამში მყოფობა ნიშნავს მარადიულ მყოფობას და არა გარკვეულ ჟამს

შექმნას. დასაბამში ქმნილობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჟამს შექმნას ნიშნავს, მაგრამ

დასაბამში მყოფობა მარადიულ მყოფობას ნიშნავს და მითუმეტეს წარსულ დროში “იყო”, ანუ

იგი ყოველთვის იყო, და მიუხედავად იმისა, რომ დასაბამობა ამ გაგებით ძე ღმერთისადმი

ითქმის, მაინც თუკი ტატიანე სიტყვა “შობილში” მართლაც მარადიულ შობას არ მოიაზრებს

და მხოლოდ იმ გაგებას ჩადებს მასში, რომ ძე იშვა მამისგან და უკვე ის მამაში აღარ მყოფობს,

რომ დამთავრდა შობა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მიუსადაგებელია იმ უწმინდეს

მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რომლის თანახმადაც ძე ღმერთი, როგორც შობილი,

მარადიულად შობილია და მარადიულად მამაში მყოფი. არასოდეს არ არის წამი, რომ

მამისგან განიყოს ძე ბუნებითად და არასოდეს არ არის წამი, რომ მამისგან შობილი არ იყოს

ძე პიროვნულად. ტატიანე განაგრძობს: “ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა თავის

მხრივ შვა ჩვენეული შესაქმე”... ამიტომ ავღნიშნავდით, რომ ასეთი პარალელი უკვე

მკვეთრად მიგვითითებს, რომ ტერმინ დასაბამში ღვთის სიტყვის შობილობა ტატიანეს არ

ესმის მართლმადიდებლურად. მას ეს შობილობა არ ესმის მარადიულად დაუსრულებელ

მოვლენად, არამედ ესმის დამთავრებადად, რომ იშვება რა ძე დამთავრდება ამით ეს

პროცესი, იმიტომ, რომ მაშინ ასეთ მკვეთრ პარალელეს შესაქმესთან დაკავშირებით ის არ

გაავლებდა, რომ დავუშვათ როგორც მამისგან იშვება ძე, თურმე ამგვარადვე იშვება შესაქმე

ძისგანაც. მითუმეტეს ეს მეორე გზის ხმარებული ტერმინი “შობა” კიდევ უფრო მეტ

გაუკუღმართებას იტევს, რადგანაც ტერმინი “შობა” იმით ემიჯნება ტერმინ ქმნას, რომ

შობაში არსობრივი ნაწილის გაცემა იგულისხმება, ხოლო ქმნაში მხოლოდ ნებელობითი

აქტის საფუძველზე, საკუთარი არსების მონაწილეობის გარეშე, რაიმეს დამზადება. როგორც

ამქვეყნად მაგალითად შვილი იშვება მშობლებისგან და მშობლების არსობრივი ნაწილი

მასში არის და ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვილი იქმნება მშობლებისგან, მაგრამ ნივთი იქმნება

ოსტატისგან და ამ ნივთის წარმოქმნის საფუძველი არის ოსტატის ნება და არა ის, რომ

ოსტატის, როგორც ადამიანის, ადამიანური ბუნების ნაწილი გადავიდა ნივთში პირდაპირი

მნიშვნელობით. მხოლოდ ოსტატის ნებელობა, ზრახვა, გონება და შემდგომ ფიზიკური

ქმედება იმ ზრახვისა და იმ ნების აღსასრულებლად ხდება საფუძველი ნივთის ქმნისა.

ამიტომ ითქმის, რომ შექმნა ეფუძნება ყოველთვის ნებას, ხოლო შობა არსებას. ჩვენ

პირდაპირი მნიშვნელობით მოვუხმობთ ამ ტერმინებს, თორემ ზოგჯერ შობაც შეიძლება

გამოყენებულ იქნეს ქმნასთან დაკავშირებით და ქმნაც, ძალიან იშვიათად მაგრამ ზოგჯერ

შეიძლება თითქოს შობას გაუიგივდეს. ეს ალბათ უფრო ითქმის ქმნასთან იდენტურ მეორე

ტერმინზე, როგორიცაა დაბადება, რაც მაინც დამკვიდრდა თუნდაც ზეპირ სიტყვათ

Page 16: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

16

ხმარებაში და შემდეგ წერილობითშიც, არასაეკლესიო ენაში შობის მნიშვნელობით. მაშინ

როცა დაბადება აბსოლუტურად იგივე ტერმინი გახლავთ მთელი ძველი ქართული

მწერლობის საეკლესიო კონტექსტში, რაც შექმნა. დაბადება არანაირად არ გულისხმობს

შობას, დაბადება გულისხმობს მხოლოდ შექმნას. სამწუხაროდ ეს აღრევა ტერმინ

დაბადებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება ცალკეულ გამოკვლევებშიც ვნახოთ, სადაც

ძველი ქართული ტექსტებია განხილული. რამდენიმე გამოკვლევაში პირდაპირ წერია

რომელიმე წმ. მამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ასწავლიდა ძე ღმერთის

დაბადებულობას, რომ ძე ღმერთი დაბადებულია მამისგან. კვლავ ავღნიშნავთ, რომ

დაბადებულობა ძველ ქართულში აბსოლუტურად იგივეა რაც შექმნა, რაც არაფრისგან გაჩენა

და მკვეთრად ემიჯნება ტერმინი დაბადება შობას. ამიტომ როცა პირდაპირი მნიშვნელობით

მოვუხმობთ ჩვენ ერთი მხრივ ტერმინს შობას და მეორე მხრივ ტერმინს დაბადება, ქმნა,

პირდაპირი მნიშვნელობით სწორედ ის აზრი უნდა ჩავდოთ აღნიშნულ ტერმინებში, რომ

შობა გულისხმობს არსების გაცემას, არსობრივ თანაზიარებას, არსობრივ თანაარსობას

შობილისას და მშობლისას, მაშინ როცა ქმნა გამორიცხავს არსობრივი ნაწილის გაცემას და

ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ შემქმნელის ნებას. ამიტომ ვამბობდით ჩვენ ადრე

არაერთგზის, რომ მთელი შესაქმე დაფუძნებულია არა ღვთის არსებაზე ანუ ღვთის არსების

გაცემა კი არაა შესაქმე, არამედ მთელი შესაქმე დაფუძნებულია ღვთის ნებაზე, ღვთის ნების

საქმედ ქცევა, ღვთის განზრახვის სრულყოფა არის შესაქმე, იმავე ღვთისგან აღსრულებული

რა თქმა უნდა, მან ინება და სრული არაფრობისგან და არა თავისი არსებისგან შექმნა

ყოველივე. რაც შეეხება შობადობას ბუნებითი მნიშვნელობით, ამ შემთხვევაში ნებაზე არ

მახვილდება ყურადღება, არამედ ყურადღება მახვილდება არსობრივ გაცემაზე და არსობრივ

ერთებაზე, რომ მამისაგან შობილი ძე არსით და ბუნებით მამისეულია. როდესაც შესაბამისად

პარალელეს გავავლებთ და იდენტურობას, ანდა მსაგავსებას დავინახავთ ღვთისა და

შესაქმის ურთიერთმიმართებასა ერთი მხრივ და მეორე მხრივ საკუთრივ ღვთის

სამპიროვნულობაში მამისა და ძის ურთიერთმიმართებას შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან

გაუკუღმართებულად გვესმის ტერმინი შობა და აქ რომ მართლმადიდებლური ფორმა მიეცა

ტატიანეს თავისი მოძღვრებისთვის, ჩვენს მიერ წაკითხულ წინადადებას ასეთი სახე უნდა

ჰქონოდა, რომ ისევე როგორც დაუსაბამოდ (და არა დასაბამად) მამისაგან შობილმა ლოგოსმა

მამისეული და სულიწმინდისეული და თვით თავისივე ნებით (რადგან ერთია ნება

ყოვლადწმინდა სამებისა) არაფრისგან შექმნა ჩვენეული სამყარო, რაჟამს განახორციელა მან

შემოქმედებითი აზრი და სრულყოფა მისცა მას, ხოლო ეს შემოქმედებითი აზრი

ყოვლაწმინდა სამების ჰიპოსტასების მონაწილეობით ასე გამოითქმის, რომ შესაქმე

აღესრულება მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში, აი ამის აღსრულება, რა თქმა უნდა, საღვთო

ნების ხორცშესხმაა (პირობითი გამონათქვამით), საღვთო ნების საქმედ ქცევაა. კვლავ

ავღნიშნავთ, რომ ტატიანეს ფრაზას მართლმადიდებლური სახით ასეთი ფორმულირება

უნდა ჰქონოდა, რომ დაუსაბამოდ მამისაგან შობილმა ლოგოსმა, ანდა ღვთის სიტყვამ,

მამასთან და სულიწმინდასთან ერთად აღასრულა შესაქმე.

Page 17: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

17

ტატიანე კი გაუკუღმართებული ტერმინოლოგიური ფორმულირების შემდეგ განაგრძობს:

“ასევე მეც ღვთის სიტყვის დარად ახალშობილი და ჭეშმარიტების შემეცნების

შემთვისებელი, კეთილშევაწყობ ჩემი თანამკვიდრი ნივთიერების აღრევას”. ეს ბოლო

ფრაზეოლოგია იმდენად ბუნდოვანია, ანდა იმდენად მოკლებულია რაღაც დახვეწილობას,

რომ აზრის გამოტანა ჩვეულებრივ ჭირს, მაგრამ რამდენადაც ტატიანე მატერიის და

ამქვეყნიური სამყაროს დასაბამიერებაზე და შექმნილობაზე საუბრობს, ეს მას უკვე

მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, რა თქმა უნდა აახლოებს,

იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა მსოფლმხედველობრივი სისტემებისგან, სხვა

ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან ერთადერთი სწორედ საეკლესიო მოძღვრებაა,

რომელიც მთელი სამყაროს ქმნილობას აღიარებს. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ტერმინი

ქმნილობა ჩვენ შეიძლება ფილოსოფოსებთანაც ხშირად ვნახოთ, ისევე როგორც ღმერთის

სახელდება შემოქმედად, მაგრამ ყველა მათგანი აღნიშნულ ტერმინებში მხოლოდ პირობით

შინაარსს დებს. ბუნებითი მნიშვნელობით ქმნადობას ისინი არასოდეს არ გულისხმობენ და

არც შეიძლებოდა ეგულისხმათ, იმიტომ, რომ მათი მსოფლმხედველობრივი სისტემა

დიამეტრულად საწინააღმდეგოა. თვით პლატონიც ღმერთს უწოდებს შემოქმედს, მაგრამ

ბუნებითი მნიშვნელობით კი არა, რომ ის მართლაც შემოქმედია. მართლაც შემოქმედი

როგორც ავღნიშნეთ ყოვლითურთ თვითვეა წყარო მისგან და მის მიერ შექმნილი რაიმე

საგნისა, ანდა მოვლენისა ანუ მასალაც თვით რომ მისგანვეა შექმნილი ანუ სრული

არაფრობისგან რომ ქმნის რიაიმეს, აი ესაა ბუნებითი შესაქმე და ამის აღმსრულებელია

ბუნებითი შემოქმედი. მაგრამ პლატონისეული ღმერთი (დე მიურგი) წინასწარ არსებული,

ე.ი. არა მისგან შექმნილი, არა მისგან დაბადებული, ქაოსისგან, ხოლო ეს ქაოსი ოთხი

სტიქიონის ნარევობაა, ქმნის ყოველივეს ანუ წინასწარ არსებული მატერია, არა ღმერთისგან

შექმნილი, ხდება ღმერთისგან ფორმირებული. ესაა პლატონის სწავლება ე.წ. შესაქმის

შესახებ და მთელი ანტიკური ტრადიცია, გვიან ანტიკურიც, იქნება ეს თუნდაც

ნეოპლატონიზმი, პლოტინი, პროკლე და სხვები, რა თქმა უნდა, მთლიანად გამორიცხავენ

პირდაპირი მნიშვნელობით შესაქმეს და მხოლოდ და მხოლოდ აი ამგვარ მოწესრიგებას,

ფორმის მიცემას, ანდა ემანაციას, გადმოღვრას, გამოცემას, გამოშუქებას იმისას, რაც

თავისთავად არსებობს, აი ამას მოძღვრობენ. პლოტინის სწავლება კიდევ უფრო შორის

მიდის და მას მთელი ეს სამყარო ღვთიური არსების ნაწილად ეგულვის, არა ღვთის ნებაზე

დამყარებულად, იმიტომ, რომ ღვთიურობა ნეოპლატონიზმში ნებას მოკლებულია, მას უნდა

თუ არ უნდა მისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი სისავსისგან, ყველაფერი იქმნება და

ნივთიც ისევე ნაწილია იმ უზენაესი ერთის ბუნებისა და არსებისა, როგორც თუნდაც

უაღმატებულესი ძალნი. აი ესაა ნეოპლატონური სწავლება, რასთანაც დიამეტრულად

საწინააღმდეგოა საეკლესიო მოძღვრება, რომელიც როგორც ავღნიშნეთ მთლიანად და

ყოვლითურთ ღმერთის ნებელობას განუკუთვნებს შესაქმეს და პიროვნული ნებელობით

მთელი შესაქმის აღსრულებას გვასწავლის, რომ შესაქმის აღსრულება ინება უფალმა და

სრული არაფრობისგან განახორციელა იგი. აქედან გამომდიანრე მთელი შესაქმე ღვთის ნების

აღსრულებაა და არა ღვთის არსების თავის თავში ბუნებითად დამტევი. სხვათაშორის ეს

აზრი, რომ მატერია დასაბამიერია, განსხვავებით პლატონურ-არისტოტელური და სხვათა

Page 18: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

18

მოძღვრებათაგან, ტატიანესთანაც როგორც ავღნიშნეთ მკვეთრად სახეზეა, როდესაც ის

ამბობს: “ნივთიერება დაუსაბამო არ არის, შობილია იგი და შექმნილია არა ვინმე სხვის მიერ,

არამედ მარტოდენ ყოველთა შემოქმედისგან დაიბადა იგი”. ამ შემთხვევაში შობილობა

ძნელი გასაგებია რას ნიშნავს, უფრო ალბათ დაბადებულობას, ქმნილობას გულისხმობს

ტატიანე და ამიტომ ეს სიტყვები ჩვენ შეგვიძლია, რომ თანხვედრად მოვიაზროთ

მართლმადიდებლურ სწავლებასთან. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამთ ღირსებას მისი

მკვეთრი ფორმულირებისას და ეჭვი არაა, რომ ტატიანეს ადრესატად და საწინააღმდეგო

აზრის გამომთქმელებად მხედველობაში აქვს მთელი ანტიკური ტრადიცია, ამიტომ მისი ეს

მკვეთრი ფორმულირება, რომ ნივთიერება დაუსაბამო არ არის, ამ ანტიკური აზროვნების

რადიკალურ უარყოფას ნიშნავს.

აღნიშნული ძეგლის, მისი აპოლოგეტური შრომის, მომდევნო ნაწილი საკუთრივ

ქრისტოლოგიურ და სოტერიოლოგიურ სწავლებას გადმოგვცემს, კერძოდ სწავლებას

მკვდართა აღდგომის შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით

ტატიანე განაქიქებს სტოიკოსთა, სტოიკური ფილოსოფიის საფუძვლებს, მის სისტემას და

ესაა სრულიად მართებული და ღირსეული განქიქება სტოიციზმისა, რადგანაც ანტიკურ

ტრადიციაში თუ რაიმე, მართლაც აბსოლუტურად აზრს მოკლებული ფილოსოფიური

სისტემა იყო მთლიანობაში, მიუხედავად ცალკეული ღირსეული და ტერმინოლოგიურად

დახვეწილი და საჭირო სწავლებებისა, მთლიანობაში თუ რაიმე სისტემა იყო მართლაც

გონებრიობას, აზრობრიობას და ცნობიერებას მოკლებული, ეს გახლდათ სწორედ

სტოიციზმი, რომელიც ქადაგებდა, რომ სამყარო ისევე არის ცოცხალი (ცოცხლობა ამ

შემთხვევაში იმას არ გულისხმობს, რასაც ჩვენ ვესწრაფვით, რომ მივუთითოთ), როგორც

ნებისმიერი სხეული, რომ სამყარო იბადება, იზრდება და კვდება, მაგრამ სამყაროს

სიკვდილი არ ნიშნავს ყველაფრის გაქრობას. ის რაც შიგთავსია, ძირეული მარცვალია

სამყაროსი და რასაც სტოიკოსები უწოდებდნენ იმავე ტერმინს, რასაც ჩვენ ზემოთ

ვახსენებდით, ანუ ლოგოს, სიტყვას (თუმცა სიტყვა ამ შემთხვევაში სრულებით ვერ ფარავს

სტოიკოსთა აზრს, ეს უფრო რაღაც თესლობითი ხასიათის მარცვალია, როგორც აქვთ მათ

ფორმულირებული - “ლოგოს სპერმატიკოს” ანუ თესლობითი ლოგოსი, როგორც ყველაფრის

სათავე და ყველაფრის თავის თავში შემამკვრივებელი და ყველაფრის თავისი თავისგან

აღმომაცენებელი, ასე გაიგება სტოკოსებთან ლოგოსი), რომელიც შეუმუსრავია, თავისი

თავისგან ის აღმოაცენებს სამყაროს, რომელიც იზრდება, უახლოვდება გარკვეულ მიჯნას,

მწვერვალს და შემდეგ ყვავილივით ჭკნება, დასასრული სამყაროსი კი სტოიკოსთა აზრით

არის მისი მთლიანად ცეცხლში შთანთქმა. მაგრამ ამით არ მთავრდება მოვლენა, იმავე

ლოგოსისგან კვლავ აღმოცენდება მთელი ეს სამყარო, აბსოლუტურად იგივეობრივი

წინარესთან, მთელი თავისი ნებისმიერი ატრიბუტით, რომ კვლავ დავუშვათ იგივე სოკრატე

იქნება, იგივე ძაღლი ეყოლება მას, იგივე პითაგორა იქნება და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი

აბსოლუტურად იმავე წესით განმეორდება, შემდეგ ისევ შეიმუსრება სამყარო, კვლავ

აღმოცენდება და ა.შ. აი ასეთი დაუსრულებელი ციკლური წრებრუნვები სტოიკოსებისა, რა

თქმა უნდა, მიუღებელი აღმოჩნდებოდა ტატიანესთვის, თუმცა დავძენთ აქვე, რომ

Page 19: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

19

საკუთრივ ცეცხლში შთანთქმა სამყაროსი, ჩვენ თუ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ

მივიღებთ ამ მართლაც ნონსესს, სტოიკურ აზრს დაუსრულებლად ერთიდაიგივე სამყაროს

ციკლური განმეორებისა, საკუთრივ სამყაროს აღსასრულის ეს მხარე, რომ ის ცეცხლში

შთაინთქმება, საკმაო პარალელს პოულობს საეკლესიო მოძღვრებასთან სამყაროს ასევე

ცეცხლში შთანთქმის შესახებ, ამ დაძველებული, კვდომადი, ხრწნადი მატერიისას. როგორც

ეს მკვეთრად არის გამოთქმული წმ. ბასილი დიდის მიერ და თვით ამ მოვლენის ამსახველი

სტოიკური ტერმინიც - “ეკპიუროსის” ანუ ეკპიროზისი, ასევე ბასილი დიდმა ჩათვალა

მართლმადიდებლური მოძღვრების, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული და სამყაროს, ამ

დაძველებული და მოსპობადი, ხრწნადი ნივთის ცეცხლში შთანთქმის

გამომხატველობისთვის მისადაგებულ ტერმინად. სხვა შემთხვევებიც მრავალია, როცა

სტოიკური ტერმინოლოგია ღირსეულად იყო გამოყენებული ეკლესიის მამათა მიერ.

სხვათაშორის ერთი ვრცელი ნაშრომიცაა გამოცემული ამ საკითხთან დაკავშირებით -

“ეკლესიის მამათა სტოიციზმი”. მართალია ეს ფორმულირება ან მცდარია, თუ პირდაპირი

გააზრებით მოვიყვანთ, ანდა სამუშაო ტერმინია, ისევე როგორც ჩვენ ხშირად გვხვდება

ეკლესიის მამათა ნეოპლატონიზმი, პლატონიზმი, არისტოტელიზმი და სხვა, მაგრამ აქ

მხოლოდ ის იგულისხმება, თუ ამ სათაურს ჩვენ მართებულ გეზს მივცემთ, რომ გარკვეული

დებულებანი ანდა გარკვეული ტერმინები, რაც მართლმადიდებლური მოძღვრების

დამტევნელად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, აი ამ სისტემებისგან მოხმობილ იქნა ეკლესიის

მამათა მიერ და არანაირად სარწმუნოებრივი, სამოძღვრო თანხვედრის გამო მათ შორის.

ამიტომ სტოიკური ტერმინოლოგია და ეს ცალკეული გამონათქვამები მათი, რაც კი

ღირსეულად იქნა მიჩნეული ეკლესიის მამათაგან, როგორც უკვე ვთქვით, გამოყენებულია,

მაგრამ თვითონ სტოიციზმი, თავისთავად როგორც მსოფლმხედველობრივი სისტემა,

ყოველთვის უკიდურესად იგმობოდა ეკლესიის მამათაგან და მათ შორის ერთ-ერთი

გახლავთ სწორედ ტატიანე. ამ საკითხზე ჩვენ უფრო დაწვრილებით შემდგომ საუბარში

განვაგრძობთ მსჯელობას.

ჩვენი ბოლო მსჯელობა ეხებოდა ძე ღმერთის, მამის სიტყვის, ბერძნულად ლოგოსის შესახებ

ტატიანე სირიელის მოძღვრებას და როგორც ავღნიშნავდით სხვა საკითხებთან

დაკავშირებითაც და აღნიშნულ თემაზეც ტატიანე სირიელის მოძღვრებაში თანაარსებობს

მართლმადიდებლური აზრის გამოკრთომანი, უდიდესწილად კი მისგანვე მყარად ვერ

მოაზრებული და შესაბამისად გაუკუღმართებული სწავლებანიც. ყველა გამონათქვამს

ტატიანესას, რასაც როგორც ავღნიშნეთ, თანხვედრა აქვს მართლმადიდებლურ

მოძღვრებასთან, ჩვენ ციტირებათა ჟამს ხაზს ვუსვამთ, ხოლო რაც კი განეშორება უცდომელ

რწმენას, შეძლებისდაგვარად განვმარტავთ.

კვლავ დავუბრუნდებით იმ მოვლენას, რასაც ქვეყნის შესაქმე ჰქვია და რასაც ტატიანეს

თქმით წინ უსწრებდა ლოგოსის ანუ ღვთის სიტყვის, იგივე ძე ღმერთის, შობა მამისგან.

ტატიანე ძე ღმერთს, იმავე ღვთის სიტყვას, აღიარებს სამყაროს დასაბამად. ეს ერთი

Page 20: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

20

შეხედვით ჯანსაღი აზრია, რადგან ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება და მათ შორის მეორე

ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა - ძე ღმერთი, რა თქმა უნდა, არის სამყაროს დასაბამი, იმ

გაგებით, რომ მისი ნებით შეიქმნა ყოველივე, მაგრამ თუ ამ დასაბამობაში ჩვენ იმას

ვიგულისხმებთ, რომ ღვთის არსება, ღვთის ბუნება დაედო საფუძვლად შესაქმეს და შესაქმე

თანაზიარია ღვთის ბუნებასთან, ეს გახლავთ უკიდურესად გაუკუღმართებული აზრი,

რადგანაც ეკლესიური სწავლებით მთელი შესაქმის საფუძველი და სათავე არის არა ღვთის

არსება, რომელიც არასოდეს არავის არ განეყოფება და რომელთანაც თანაზიარი პირდაპირი

მნიშვნელობით, ე.ი. არსობრივად მისი ნაწილის მქონე, არცერთი ქმნილებათაგანი არ არის

და არც შეიძლება რომ იყოს, შესაბამისად ეს არსება საფუძველი არ არის შესაქმისა, არამედ

საფუძველი შესაქმისა გახლავთ ღვთის ნება ანუ ღვთის ნებაა ის ძალა, რამაც ყველაფერი

აღაგო. არცერთი საეკლესიო მართლმადიდებელი მოძღვარი არასოდეს, მინიშნებითაც კი არ

მიუთითებდა ოდესმე იმას, რომ ღვთის არსებისგან შეიქმნა ყოველივე. ღვთის არსებისგან,

ღვთის ბუნებისგან, ისევე როგორც ღვთის პირთაგან ყოველივეს შეიქმნა, ეს ჩვენ შეგვიძლია

ვთქვათ მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, რომ როგორც მშობელი, დამბადებელი და

შემქმნელი ანუ საფუძველი და სათავე ყოველივესი ღვთიურობაა, მაგრამ პირდაპირი

მნიშვნელობით, რომ ღვთის არსების ნაწილია შესაქმეში, ეს ყოვლად შეუწყნარებელი აზრია.

ტატიანეს მსჯელობაში უფრო აქეთკენ გვაქვს გადახრა ანუ ძე ღმერთი არსობრივად

თითქოსდა ეთანხმება, ეთანადება, შეეზიარება ქმნილებას. აქ ფატობრივად უკვე რაღაც

პირველნიშნები და პირველსაფუძვლები ორიგენისტული და მოგვიანებით არიანული

გაუკუღმართებისა, ძე ღმერთის, როგორც შესაქმეთა დასაბამისა და თვით ძე ღმერთის

როგორც ქმნილების შესახებ, უკვე სახეზეა, ტატიანე ამბობს “იგი (ძე ღმერთი, სიტყვა

ღვთისა) ვიცით სამყაროს დასაბამად, რაც იქმნა გაცემის გზით და არათუ მოკვეთის გზით (აქ

იგულისხმება, რომ თითქოს მამა ღმერთმა გასცა ძე ღმერთი), რაც შესაქმით დაგვირგვინდა.

მამისაგან ღვთის სიტყვის შობამ ანუ სიტყვის გამოსვლამ მამისაგან დაჰბადა ყოველივე,

მაგრამ თვით მამას ნაკლულევანებას სიტყვისას ანუ მამას უსიტყვობას ვერ განვუკუთვნებთ”

(სიტყვა და გონება ბერძნულში ერთი და იგივე ცნებით - ლოგოსით გამოითქმის ხშირად,

შესაბამისად “ალოგოს” ნიშნავს უსიტყვოს, რაც გათანაბრებულია უგონებოსთან,

უაზროვნოსთან). ამ გაგებას ტატიანე, რომ თითქოს მამისაგან ძის ანუ მისი სიტყვის, მისი

აზრის გამოსვლით მამა დაცარიელდა სიტყვისაგან და აზრისგან, მიუხედავად მისი

გაუკუღმართებული ტერმინოლოგიურ-აზრობრივი მსჯელობებისა, მკვეთრად

უპირისპირდება, როდესაც ამბობს: “ისევე როგორც ერთი ჩირაღდნისგან მრავალი ცეცხლი

აინთება, ხოლო სხვა მრავალი ჩირაღდნის ანთება პირველ ჩირაღდანს სინათლეს არ აკლებს,

ასევე ლოგოსიც, რომელიც გამოდის მამის ძალისგან (ესეც დაუზუსტებელი გამონათქვამია,

თუ რას ნიშნავს “მამის ძალა”, მაშინ როცა პავლე მოციქულის სწავლებით ვიცით, რომ

სიბრძნე და ძალი მამისა თავად ძე ღმერთია, თავად ღვთის სიტყვაა) უსიტყვოდ როდი

ტოვებს მშობელს. მეც ვმეტყველებ თქვენ კი ისმენთ, მაგრამ სიტყვის გადასვლით ჩემგან

თქვენამდე, მე მეტყველი სიტყვისგან როდი ვიცლები, არამედ გამოვცემ რა ხმას, იმას

ვესწრაფვი, რომ გავამშვენო თქვენში არსებული უშვერი ნივთი”.

Page 21: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

21

მოტანილი სახეობრივი მსჯელობა ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ რაღაცას სწვდება ტატიანე,

რაღაცის გამოთქმას ცდილობს, მაგრამ არც გონებრივი და არც ტერმინოლოგიური

სრულყოფა მას არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სწავლების უცდომელობა დაიტიოს

და დაიცვას, ამიტომ ერთი მხრივ ის მამისა და ძის მარადიულ თანამყოფობას ასაბუთებს და

რომ მამისგან ძის შობა არ გულისხმობს მამის დაცარიელებას ძისგან, მაგრამ მეორე მხრივ

აშკარა ნიუანსია იმისა, რომ ძისგან აინთება მრავალი ჩირაღდანი ანუ ძე გადადის

მრავლობაში, რომ ძე არის შესაქმის მთლიანობა და რომ ძისგან არსებითად, არსობრივად,

ბუნებითად ანუ მისი ბუნების გზით შესაქმე ფუძნდება. აი ეს ორი მხარე მოძღვრებისა, ერთი

მხრივ მართებული, რომ მამა და ძე თანაარსია ყოველთვის, ხოლო მეორე მხრივ

უმართებულო, რომ ძე ხდება შესაქმის არსობრივი საფუძველი და არა მხოლოდ

ნებელობითი, ეს ორი მხარე გამთლიანდებოდა და ღირსეულ სწავლებას ჩვენ მივიღებდით,

ტატიანეს რომ ძის შობა მამისგან მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით გამოეთქვა, რაც

ასე შეჯამდება, რომ ძე ღმერთი მართლაც იშვება ჭეშმარიტად მამისგან, მაგრამ ეს შობა არის

დაუსაბამო და დაუსრულებელი. რაც დაუსაბამოა ის აუცილებლად დაუსრულებელია და

შესაბამისად რაც ბუნებითად დაუსრულებელია, ის აუცილებლად ბუნებითად დაუსაბამოა.

ამიტომ მართლმადიდებლობა სწორედ ამგვარად ასწავლის ძის შობას მამისგან, არა

იმგვარად, რომ ძე იშვა თითქოს მაშინ როდესაც სამყარო უნდა შექმნილიყო და რომ ძის შობა

არის სამყაროს შექმნა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით, რომ ძე მარადიულად

მყოფობს მამაში და მარადიულად იშვება მისგან. აი ეს სწავლება ერთი მხრივ ძისა და მამის

აბსოლუტურად ერთიანი ბუნებითი განუყოფლობისა და მეორე მხრივ ძის პიროვნულად

მარადიული შობა მამისგან და შესაბამისად ძისა და მამის პიროვნულობის მარადიული

თვითმთდგომობა, სწორედ ამ მართლმადიდებლურ ფორმულირებაში ძევს.

რაც შეეხება ტატიანეს ის განაგრძობს თავის მოძღვრებას ძე ღმერთის შესახებ და ამბობს:

“ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა...”. თვითონ ეს აზრიც, რომ ღვთის სიტყვა

არის დასაბამად შობილი, მთლად გაუკუღმართებული შეიძლება არ იყოს, რადგან ჩვენ

ვიცით, რომ ეკლესია ასწავლის ძე ღმერთის მყოფობას დასაბამში, ე.ი. ტერმინი დასაბამი ძე

ღმერთის მყოფობაზე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, როგორც ეს იოანეს სახარების დასაწყისშია

ნათქვამი: “დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა

იგი”. ასე რომ ტერმინი დასაბამობა არ აკლებს ძეს ღმერთობისგან, რადგანაც ეკლესიური

განმარტებით დასაბამში მყოფობა ნიშნავს მარადიულ მყოფობას და არა გარკვეულ ჟამს

შექმნას. დასაბამში ქმნილობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჟამს შექმნას ნიშნავს, მაგრამ

დასაბამში მყოფობა მარადიულ მყოფობას ნიშნავს და მითუმეტეს წარსულ დროში “იყო”, ანუ

იგი ყოველთვის იყო, და მიუხედავად იმისა, რომ დასაბამობა ამ გაგებით ძე ღმერთისადმი

ითქმის, მაინც თუკი ტატიანე სიტყვა “შობილში” მართლაც მარადიულ შობას არ მოიაზრებს

და მხოლოდ იმ გაგებას ჩადებს მასში, რომ ძე იშვა მამისგან და უკვე ის მამაში აღარ მყოფობს,

რომ დამთავრდა შობა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მიუსადაგებელია იმ უწმინდეს

მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რომლის თანახმადაც ძე ღმერთი, როგორც შობილი,

მარადიულად შობილია და მარადიულად მამაში მყოფი. არასოდეს არ არის წამი, რომ

Page 22: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

22

მამისგან განიყოს ძე ბუნებითად და არასოდეს არ არის წამი, რომ მამისგან შობილი არ იყოს

ძე პიროვნულად. ტატიანე განაგრძობს: “ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა თავის

მხრივ შვა ჩვენეული შესაქმე”... ამიტომ ავღნიშნავდით, რომ ასეთი პარალელი უკვე

მკვეთრად მიგვითითებს, რომ ტერმინ დასაბამში ღვთის სიტყვის შობილობა ტატიანეს არ

ესმის მართლმადიდებლურად. მას ეს შობილობა არ ესმის მარადიულად დაუსრულებელ

მოვლენად, არამედ ესმის დამთავრებადად, რომ იშვება რა ძე დამთავრდება ამით ეს

პროცესი, იმიტომ, რომ მაშინ ასეთ მკვეთრ პარალელეს შესაქმესთან დაკავშირებით ის არ

გაავლებდა, რომ დავუშვათ როგორც მამისგან იშვება ძე, თურმე ამგვარადვე იშვება შესაქმე

ძისგანაც. მითუმეტეს ეს მეორე გზის ხმარებული ტერმინი “შობა” კიდევ უფრო მეტ

გაუკუღმართებას იტევს, რადგანაც ტერმინი “შობა” იმით ემიჯნება ტერმინ ქმნას, რომ

შობაში არსობრივი ნაწილის გაცემა იგულისხმება, ხოლო ქმნაში მხოლოდ ნებელობითი

აქტის საფუძველზე, საკუთარი არსების მონაწილეობის გარეშე, რაიმეს დამზადება. როგორც

ამქვეყნად მაგალითად შვილი იშვება მშობლებისგან და მშობლების არსობრივი ნაწილი

მასში არის და ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვილი იქმნება მშობლებისგან, მაგრამ ნივთი იქმნება

ოსტატისგან და ამ ნივთის წარმოქმნის საფუძველი არის ოსტატის ნება და არა ის, რომ

ოსტატის, როგორც ადამიანის, ადამიანური ბუნების ნაწილი გადავიდა ნივთში პირდაპირი

მნიშვნელობით. მხოლოდ ოსტატის ნებელობა, ზრახვა, გონება და შემდგომ ფიზიკური

ქმედება იმ ზრახვისა და იმ ნების აღსასრულებლად ხდება საფუძველი ნივთის ქმნისა.

ამიტომ ითქმის, რომ შექმნა ეფუძნება ყოველთვის ნებას, ხოლო შობა არსებას. ჩვენ

პირდაპირი მნიშვნელობით მოვუხმობთ ამ ტერმინებს, თორემ ზოგჯერ შობაც შეიძლება

გამოყენებულ იქნეს ქმნასთან დაკავშირებით და ქმნაც, ძალიან იშვიათად მაგრამ ზოგჯერ

შეიძლება თითქოს შობას გაუიგივდეს. ეს ალბათ უფრო ითქმის ქმნასთან იდენტურ მეორე

ტერმინზე, როგორიცაა დაბადება, რაც მაინც დამკვიდრდა თუნდაც ზეპირ სიტყვათ

ხმარებაში და შემდეგ წერილობითშიც, არასაეკლესიო ენაში შობის მნიშვნელობით. მაშინ

როცა დაბადება აბსოლუტურად იგივე ტერმინი გახლავთ მთელი ძველი ქართული

მწერლობის საეკლესიო კონტექსტში, რაც შექმნა. დაბადება არანაირად არ გულისხმობს

შობას, დაბადება გულისხმობს მხოლოდ შექმნას. სამწუხაროდ ეს აღრევა ტერმინ

დაბადებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება ცალკეულ გამოკვლევებშიც ვნახოთ, სადაც

ძველი ქართული ტექსტებია განხილული. რამდენიმე გამოკვლევაში პირდაპირ წერია

რომელიმე წმ. მამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ასწავლიდა ძე ღმერთის

დაბადებულობას, რომ ძე ღმერთი დაბადებულია მამისგან. კვლავ ავღნიშნავთ, რომ

დაბადებულობა ძველ ქართულში აბსოლუტურად იგივეა რაც შექმნა, რაც არაფრისგან გაჩენა

და მკვეთრად ემიჯნება ტერმინი დაბადება შობას. ამიტომ როცა პირდაპირი მნიშვნელობით

მოვუხმობთ ჩვენ ერთი მხრივ ტერმინს შობას და მეორე მხრივ ტერმინს დაბადება, ქმნა,

პირდაპირი მნიშვნელობით სწორედ ის აზრი უნდა ჩავდოთ აღნიშნულ ტერმინებში, რომ

შობა გულისხმობს არსების გაცემას, არსობრივ თანაზიარებას, არსობრივ თანაარსობას

შობილისას და მშობლისას, მაშინ როცა ქმნა გამორიცხავს არსობრივი ნაწილის გაცემას და

ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ შემქმნელის ნებას. ამიტომ ვამბობდით ჩვენ ადრე

არაერთგზის, რომ მთელი შესაქმე დაფუძნებულია არა ღვთის არსებაზე ანუ ღვთის არსების

Page 23: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

23

გაცემა კი არაა შესაქმე, არამედ მთელი შესაქმე დაფუძნებულია ღვთის ნებაზე, ღვთის ნების

საქმედ ქცევა, ღვთის განზრახვის სრულყოფა არის შესაქმე, იმავე ღვთისგან აღსრულებული

რა თქმა უნდა, მან ინება და სრული არაფრობისგან და არა თავისი არსებისგან შექმნა

ყოველივე. რაც შეეხება შობადობას ბუნებითი მნიშვნელობით, ამ შემთხვევაში ნებაზე არ

მახვილდება ყურადღება, არამედ ყურადღება მახვილდება არსობრივ გაცემაზე და არსობრივ

ერთებაზე, რომ მამისაგან შობილი ძე არსით და ბუნებით მამისეულია. როდესაც შესაბამისად

პარალელეს გავავლებთ და იდენტურობას, ანდა მსაგავსებას დავინახავთ ღვთისა და

შესაქმის ურთიერთმიმართებასა ერთი მხრივ და მეორე მხრივ საკუთრივ ღვთის

სამპიროვნულობაში მამისა და ძის ურთიერთმიმართებას შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან

გაუკუღმართებულად გვესმის ტერმინი შობა და აქ რომ მართლმადიდებლური ფორმა მიეცა

ტატიანეს თავისი მოძღვრებისთვის, ჩვენს მიერ წაკითხულ წინადადებას ასეთი სახე უნდა

ჰქონოდა, რომ ისევე როგორც დაუსაბამოდ (და არა დასაბამად) მამისაგან შობილმა ლოგოსმა

მამისეული და სულიწმინდისეული და თვით თავისივე ნებით (რადგან ერთია ნება

ყოვლადწმინდა სამებისა) არაფრისგან შექმნა ჩვენეული სამყარო, რაჟამს განახორციელა მან

შემოქმედებითი აზრი და სრულყოფა მისცა მას, ხოლო ეს შემოქმედებითი აზრი

ყოვლაწმინდა სამების ჰიპოსტასების მონაწილეობით ასე გამოითქმის, რომ შესაქმე

აღესრულება მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში, აი ამის აღსრულება, რა თქმა უნდა, საღვთო

ნების ხორცშესხმაა (პირობითი გამონათქვამით), საღვთო ნების საქმედ ქცევაა. კვლავ

ავღნიშნავთ, რომ ტატიანეს ფრაზას მართლმადიდებლური სახით ასეთი ფორმულირება

უნდა ჰქონოდა, რომ დაუსაბამოდ მამისაგან შობილმა ლოგოსმა, ანდა ღვთის სიტყვამ,

მამასთან და სულიწმინდასთან ერთად აღასრულა შესაქმე.

ტატიანე კი გაუკუღმართებული ტერმინოლოგიური ფორმულირების შემდეგ განაგრძობს:

“ასევე მეც ღვთის სიტყვის დარად ახალშობილი და ჭეშმარიტების შემეცნების

შემთვისებელი, კეთილშევაწყობ ჩემი თანამკვიდრი ნივთიერების აღრევას”. ეს ბოლო

ფრაზეოლოგია იმდენად ბუნდოვანია, ანდა იმდენად მოკლებულია რაღაც დახვეწილობას,

რომ აზრის გამოტანა ჩვეულებრივ ჭირს, მაგრამ რამდენადაც ტატიანე მატერიის და

ამქვეყნიური სამყაროს დასაბამიერებაზე და შექმნილობაზე საუბრობს, ეს მას უკვე

მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, რა თქმა უნდა აახლოებს,

იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა მსოფლმხედველობრივი სისტემებისგან, სხვა

ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან ერთადერთი სწორედ საეკლესიო მოძღვრებაა,

რომელიც მთელი სამყაროს ქმნილობას აღიარებს. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ტერმინი

ქმნილობა ჩვენ შეიძლება ფილოსოფოსებთანაც ხშირად ვნახოთ, ისევე როგორც ღმერთის

სახელდება შემოქმედად, მაგრამ ყველა მათგანი აღნიშნულ ტერმინებში მხოლოდ პირობით

შინაარსს დებს. ბუნებითი მნიშვნელობით ქმნადობას ისინი არასოდეს არ გულისხმობენ და

არც შეიძლებოდა ეგულისხმათ, იმიტომ, რომ მათი მსოფლმხედველობრივი სისტემა

დიამეტრულად საწინააღმდეგოა. თვით პლატონიც ღმერთს უწოდებს შემოქმედს, მაგრამ

ბუნებითი მნიშვნელობით კი არა, რომ ის მართლაც შემოქმედია. მართლაც შემოქმედი

როგორც ავღნიშნეთ ყოვლითურთ თვითვეა წყარო მისგან და მის მიერ შექმნილი რაიმე

Page 24: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

24

საგნისა, ანდა მოვლენისა ანუ მასალაც თვით რომ მისგანვეა შექმნილი ანუ სრული

არაფრობისგან რომ ქმნის რიაიმეს, აი ესაა ბუნებითი შესაქმე და ამის აღმსრულებელია

ბუნებითი შემოქმედი. მაგრამ პლატონისეული ღმერთი (დე მიურგი) წინასწარ არსებული,

ე.ი. არა მისგან შექმნილი, არა მისგან დაბადებული, ქაოსისგან, ხოლო ეს ქაოსი ოთხი

სტიქიონის ნარევობაა, ქმნის ყოველივეს ანუ წინასწარ არსებული მატერია, არა ღმერთისგან

შექმნილი, ხდება ღმერთისგან ფორმირებული. ესაა პლატონის სწავლება ე.წ. შესაქმის

შესახებ და მთელი ანტიკური ტრადიცია, გვიან ანტიკურიც, იქნება ეს თუნდაც

ნეოპლატონიზმი, პლოტინი, პროკლე და სხვები, რა თქმა უნდა, მთლიანად გამორიცხავენ

პირდაპირი მნიშვნელობით შესაქმეს და მხოლოდ და მხოლოდ აი ამგვარ მოწესრიგებას,

ფორმის მიცემას, ანდა ემანაციას, გადმოღვრას, გამოცემას, გამოშუქებას იმისას, რაც

თავისთავად არსებობს, აი ამას მოძღვრობენ. პლოტინის სწავლება კიდევ უფრო შორის

მიდის და მას მთელი ეს სამყარო ღვთიური არსების ნაწილად ეგულვის, არა ღვთის ნებაზე

დამყარებულად, იმიტომ, რომ ღვთიურობა ნეოპლატონიზმში ნებას მოკლებულია, მას უნდა

თუ არ უნდა მისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი სისავსისგან, ყველაფერი იქმნება და

ნივთიც ისევე ნაწილია იმ უზენაესი ერთის ბუნებისა და არსებისა, როგორც თუნდაც

უაღმატებულესი ძალნი. აი ესაა ნეოპლატონური სწავლება, რასთანაც დიამეტრულად

საწინააღმდეგოა საეკლესიო მოძღვრება, რომელიც როგორც ავღნიშნეთ მთლიანად და

ყოვლითურთ ღმერთის ნებელობას განუკუთვნებს შესაქმეს და პიროვნული ნებელობით

მთელი შესაქმის აღსრულებას გვასწავლის, რომ შესაქმის აღსრულება ინება უფალმა და

სრული არაფრობისგან განახორციელა იგი. აქედან გამომდიანრე მთელი შესაქმე ღვთის ნების

აღსრულებაა და არა ღვთის არსების თავის თავში ბუნებითად დამტევი. სხვათაშორის ეს

აზრი, რომ მატერია დასაბამიერია, განსხვავებით პლატონურ-არისტოტელური და სხვათა

მოძღვრებათაგან, ტატიანესთანაც როგორც ავღნიშნეთ მკვეთრად სახეზეა, როდესაც ის

ამბობს: “ნივთიერება დაუსაბამო არ არის, შობილია იგი და შექმნილია არა ვინმე სხვის მიერ,

არამედ მარტოდენ ყოველთა შემოქმედისგან დაიბადა იგი”. ამ შემთხვევაში შობილობა

ძნელი გასაგებია რას ნიშნავს, უფრო ალბათ დაბადებულობას, ქმნილობას გულისხმობს

ტატიანე და ამიტომ ეს სიტყვები ჩვენ შეგვიძლია, რომ თანხვედრად მოვიაზროთ

მართლმადიდებლურ სწავლებასთან. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამთ ღირსებას მისი

მკვეთრი ფორმულირებისას და ეჭვი არაა, რომ ტატიანეს ადრესატად და საწინააღმდეგო

აზრის გამომთქმელებად მხედველობაში აქვს მთელი ანტიკური ტრადიცია, ამიტომ მისი ეს

მკვეთრი ფორმულირება, რომ ნივთიერება დაუსაბამო არ არის, ამ ანტიკური აზროვნების

რადიკალურ უარყოფას ნიშნავს.

აღნიშნული ძეგლის, მისი აპოლოგეტური შრომის, მომდევნო ნაწილი საკუთრივ

ქრისტოლოგიურ და სოტერიოლოგიურ სწავლებას გადმოგვცემს, კერძოდ სწავლებას

მკვდართა აღდგომის შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით

ტატიანე განაქიქებს სტოიკოსთა, სტოიკური ფილოსოფიის საფუძვლებს, მის სისტემას და

ესაა სრულიად მართებული და ღირსეული განქიქება სტოიციზმისა, რადგანაც ანტიკურ

ტრადიციაში თუ რაიმე, მართლაც აბსოლუტურად აზრს მოკლებული ფილოსოფიური

Page 25: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

25

სისტემა იყო მთლიანობაში, მიუხედავად ცალკეული ღირსეული და ტერმინოლოგიურად

დახვეწილი და საჭირო სწავლებებისა, მთლიანობაში თუ რაიმე სისტემა იყო მართლაც

გონებრიობას, აზრობრიობას და ცნობიერებას მოკლებული, ეს გახლდათ სწორედ

სტოიციზმი, რომელიც ქადაგებდა, რომ სამყარო ისევე არის ცოცხალი (ცოცხლობა ამ

შემთხვევაში იმას არ გულისხმობს, რასაც ჩვენ ვესწრაფვით, რომ მივუთითოთ), როგორც

ნებისმიერი სხეული, რომ სამყარო იბადება, იზრდება და კვდება, მაგრამ სამყაროს

სიკვდილი არ ნიშნავს ყველაფრის გაქრობას. ის რაც შიგთავსია, ძირეული მარცვალია

სამყაროსი და რასაც სტოიკოსები უწოდებდნენ იმავე ტერმინს, რასაც ჩვენ ზემოთ

ვახსენებდით, ანუ ლოგოს, სიტყვას (თუმცა სიტყვა ამ შემთხვევაში სრულებით ვერ ფარავს

სტოიკოსთა აზრს, ეს უფრო რაღაც თესლობითი ხასიათის მარცვალია, როგორც აქვთ მათ

ფორმულირებული - “ლოგოს სპერმატიკოს” ანუ თესლობითი ლოგოსი, როგორც ყველაფრის

სათავე და ყველაფრის თავის თავში შემამკვრივებელი და ყველაფრის თავისი თავისგან

აღმომაცენებელი, ასე გაიგება სტოკოსებთან ლოგოსი), რომელიც შეუმუსრავია, თავისი

თავისგან ის აღმოაცენებს სამყაროს, რომელიც იზრდება, უახლოვდება გარკვეულ მიჯნას,

მწვერვალს და შემდეგ ყვავილივით ჭკნება, დასასრული სამყაროსი კი სტოიკოსთა აზრით

არის მისი მთლიანად ცეცხლში შთანთქმა. მაგრამ ამით არ მთავრდება მოვლენა, იმავე

ლოგოსისგან კვლავ აღმოცენდება მთელი ეს სამყარო, აბსოლუტურად იგივეობრივი

წინარესთან, მთელი თავისი ნებისმიერი ატრიბუტით, რომ კვლავ დავუშვათ იგივე სოკრატე

იქნება, იგივე ძაღლი ეყოლება მას, იგივე პითაგორა იქნება და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი

აბსოლუტურად იმავე წესით განმეორდება, შემდეგ ისევ შეიმუსრება სამყარო, კვლავ

აღმოცენდება და ა.შ. აი ასეთი დაუსრულებელი ციკლური წრებრუნვები სტოიკოსებისა, რა

თქმა უნდა, მიუღებელი აღმოჩნდებოდა ტატიანესთვის, თუმცა დავძენთ აქვე, რომ

საკუთრივ ცეცხლში შთანთქმა სამყაროსი, ჩვენ თუ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ

მივიღებთ ამ მართლაც ნონსესს, სტოიკურ აზრს დაუსრულებლად ერთიდაიგივე სამყაროს

ციკლური განმეორებისა, საკუთრივ სამყაროს აღსასრულის ეს მხარე, რომ ის ცეცხლში

შთაინთქმება, საკმაო პარალელს პოულობს საეკლესიო მოძღვრებასთან სამყაროს ასევე

ცეცხლში შთანთქმის შესახებ, ამ დაძველებული, კვდომადი, ხრწნადი მატერიისას. როგორც

ეს მკვეთრად არის გამოთქმული წმ. ბასილი დიდის მიერ და თვით ამ მოვლენის ამსახველი

სტოიკური ტერმინიც - “ეკპიუროსის” ანუ ეკპიროზისი, ასევე ბასილი დიდმა ჩათვალა

მართლმადიდებლური მოძღვრების, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული და სამყაროს, ამ

დაძველებული და მოსპობადი, ხრწნადი ნივთის ცეცხლში შთანთქმის

გამომხატველობისთვის მისადაგებულ ტერმინად. სხვა შემთხვევებიც მრავალია, როცა

სტოიკური ტერმინოლოგია ღირსეულად იყო გამოყენებული ეკლესიის მამათა მიერ.

სხვათაშორის ერთი ვრცელი ნაშრომიცაა გამოცემული ამ საკითხთან დაკავშირებით -

“ეკლესიის მამათა სტოიციზმი”. მართალია ეს ფორმულირება ან მცდარია, თუ პირდაპირი

გააზრებით მოვიყვანთ, ანდა სამუშაო ტერმინია, ისევე როგორც ჩვენ ხშირად გვხვდება

ეკლესიის მამათა ნეოპლატონიზმი, პლატონიზმი, არისტოტელიზმი და სხვა, მაგრამ აქ

მხოლოდ ის იგულისხმება, თუ ამ სათაურს ჩვენ მართებულ გეზს მივცემთ, რომ გარკვეული

დებულებანი ანდა გარკვეული ტერმინები, რაც მართლმადიდებლური მოძღვრების

Page 26: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

26

დამტევნელად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, აი ამ სისტემებისგან მოხმობილ იქნა ეკლესიის

მამათა მიერ და არანაირად სარწმუნოებრივი, სამოძღვრო თანხვედრის გამო მათ შორის.

ამიტომ სტოიკური ტერმინოლოგია და ეს ცალკეული გამონათქვამები მათი, რაც კი

ღირსეულად იქნა მიჩნეული ეკლესიის მამათაგან, როგორც უკვე ვთქვით, გამოყენებულია,

მაგრამ თვითონ სტოიციზმი, თავისთავად როგორც მსოფლმხედველობრივი სისტემა,

ყოველთვის უკიდურესად იგმობოდა ეკლესიის მამათაგან და მათ შორის ერთ-ერთი

გახლავთ სწორედ ტატიანე. ამ საკითხზე ჩვენ უფრო დაწვრილებით შემდგომ საუბარში

განვაგრძობთ მსჯელობას.

Page 27: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

27

ტატიანე სირიელის აპოლოგეტური შრომა და მისი “დიატესარონი”

განსაკუთრებით შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ და მნიშვნელობა განვუკუთვნოთ ტატიანე

სირიელის მკვეთრად გულწრფელ აღიარებას, აღსარებას ქრისტიანული სარწმუნოების,

მართლმადიდებლური მოძღვრების, როგორც ჭეშმარიტების ერთადერთობის შესახებ. რა

თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ, ამგვარმა აზრმა

და რწმენამ საკუთარი მოძღვრებისადმი, ჩვენ ამპარტავნება არ უნდა შთაგვინერგოს, სხვა

აღმსარებლობის და სხვა სარწმუნოების, ანდა სრულიად უსარწმუნო ადამიანებისადმი

არათუ სიძულვილი უნდა მოგვცეს და სიძულვილისაკენ გვიბიძგოს, არამედ პირიქით

გულშემატკივრული განცდა, თანალმობა მათდამი, როგორც ცდომილებაში,

გაუკუღმართებაში და გზასაცდენილობაში დამკვიდრებულ-თადმი, უნდა შთაგვინერგოს. და

ეს მარცვალი რომ არა, საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ტატიანე სირიელის

მიმართება, კვლავ ავღნიშნავთ, თავისი გულწრფელობით, რა თქმა უნდა, ჩვენზე ზეგავლენას

ახდენს და ეს მხარე, როგორც ღირსეული, ცალკეა გამოსაყოფი მის მოღვაწეობაში.

სამწუხაროდ ეს გულწრფელობა ბოლომდე ვერ შენარჩუნდა, უფრო ზუსტად

გულწრფელობის ნაცვლად თანდათანობით ტატიანეში ფანატიკურმა და ეპილეფტიკურმა

განწყობილებამ იმძლავრა ყველა იმ პირისადმი, რომელიც ჯერ კიდევ ჭეშმარიტების წიაღში

არ იყო დამკვიდრებული და ამგვარმა მიმართებამ, ამგვარმა თვისებამ და მარცვალმა,

როგორც დეტალურად ვისაუბრეთ უკვე ამის შესახებ, შემდგომში უკვე ტატიანე სირიელის

საკუთრივ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში ჰპოვა ასახვა, სადაც მკვეთრად უარყოფითი

სახით გამოვლინდა ზემოხსენებული ფანატიკური მარცვალი, როდესაც მან უკვე საკუთრივ

ქრისტიანული, ჭეშმარიტი მოძღვრებისგან გადახვევა, მკვეთრად დაცილება ამ

მოძღვრებისგან, საკუთარი ცხოვრების გზად აირჩია და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას

დასცილდა. ამიტომ მისი აპოლოგია, როგორც ჩანს იმ ეპოქაში დაიწერა, როდესაც ტატიანე

სირიელი შესაძლოა უკვე ეკლესიისგან მთლად გამოყოფილი და განკერძოებული არ არის,

მაგრამ აქეთკენ რომ მისი სულიერი გეზი და განწყობილება მიმართულია ეს უეჭველი

გახლავთ, რადგანაც სახეზეა მისგან გამოვლენილი მკვეთრი, შეუვალი, მკაცრი და სასტიკი,

არა თანალმობითი არამედ პირიქით ულმობელი დამოკიდებულება ყველა იმ

ადამიანისადმი, ყველა იმ თანამოძმისადმი, რომლებისადმიც ზოგადად ყველა ქრისტიან

ადამიანს, როგორც ჭეშმარიტებისგან შორს მდგომთადმი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრული

დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ვესწრაფვოდეთ მათ ჭეშმარიტების წიაღში შემოყვანას.

აი ამის ნაცვლად ამგვარ საბრალო და უბადრუკ ადამიანთა მიმართ ტატიანესგან მკაცრი,

ულმობელი და შეუწყალებელი განწყობილების გამოვლინება, ცხადია მართლმადიდებელი

ქრისტიანისთვის და იმ აღმსარებლობისთვის, რაც უშუალოდ მაცხოვარმა გვიანდერძა, ვინც

გვასწავლის რომ ჩვენი მეტრიც კი უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ცხადია

არ ნიშნავს მტრის მტრულ მოძღვრებასთან შეგუებას, პირუკუ უმკაცრესი და უშეღავათო

ბრძოლაა საჭირო ამ მოძღვრებასთან, უკეთურებასთან, უკეთურების მოთავესთან, მაგრამ ამ

უკეთურებას დაქვემდებარებულ ადამიანებს, რომლებიც საბრალონი და უბადრუკნი არიან,

ჩვენ მარადიულად უნდა ვუნაწილებდეთ ჩვენს თანალმობას, ჩვენს გულისტკივილს და

Page 28: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

28

ყოველგვარ მცდელობას არა მათი მოკვეთისკენ, არამედ პირუკუ ჭეშმარიტების წიაღში მათი

შემოყვანისკენ უნდა მივმართავდეთ. მოკვეთა და ანათემირება ხდება უკიდურეს

შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა ეკლესიისთვის უკვე დატოვებული აღარ არის, როდესაც

სენი ერთი ადამიანისგან საყოველთაო ეპიდემიური გავრცელების საშიშროებით ჩვენს

წინაშე, მუქარის სახით, წარმოსდგება.

კვლავ ავღნიშნავთ და ხაზს გავუსვამთ, რომ ანათემირება, განკვეთა, შეჩვენება, ეს არის

უაღრესად რთული, უაღრესად მძიმედ გადასადგმელი ნაბიჯი ეკლესიისთვის და ამიტომ

ჩვენ არ უნდა ვესწრაფვოდეთ და ყოველდღიურ საქმედ არ უნდა გავხადოთ ჩვენს

თანამოძმეთა, ჭეშმარიტებისგან განდგომილთა ანუ ცდომილთა, ანათემირება. ცნობილია და

ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა წმ. იოანე ოქროპირის აღნიშნულ

საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქადაგება, სათაურით “არ უნდა შევაჩვენებდეთ ჩვენს

თანამოძმეებს”. ეს ქადაგება ალბათ ტექსტობრივადაც მალე გამოქვეყნდება და მკითხველი

დარწმუნდება, რომ თვით ისეთი უდიდესი წმინდანი და ანტიერეტიკოსი, როგორიც წმ.

იოანე ოქროპირი იყო, მკვეთრად განაჩინებდა ანათემირებისგან, შეჩვენებისგან,

განკვეთისგან და დაწყევლისგან რაც შეიძლება მაქსიმალურად თავშეკავებას. ფანატიზმის

მარცვალი პირველად სწორედ იქ იჩენს თავს ადამიანთა შორის, რომ მიუხედავად იმისა

არიან თუ არა გარკვეული პირები უფლებამოსილნი, რაღაცნაირი გაავებით და თითქოსდა

ნიშნის მოგებით, რომ ისინი მართლმადიდებლობის წიაღში არიან, ყოველდღიურად, ყოველ

ჟამს, ყოველ საათსა და ყოველ წუთს, ან სიტყვით, ან უსიტყვოდ და საკუთარ გულში

მარადიულად შეაჩვენებენ მთელ კაცობრიობას. ეჭვი არ არის, რომ ეს გაავება, ეს მძულვარება,

პირუკუ მოტრიალდება მათკენ და ისინი შემდგომ, რა თქმა უნდა, თვით საკუთარი

მოძღვრების თანაზიართა განკვეთისა და შეჩვენებისაკენ მიმართავენ სიავის მახვილს.

თუ ტატიანე სირიელის მოღვაწეობაში მართლაც მკვეთრად გამოსაყოფია წერილობითი

თვალსაზრისით, მწიგნობრული მემკვიდრეობითი კუთხით, ღირსეული ძეგლი, ეს გახლავთ

მისი ცნობილი შრომა სახელწოდებით “დიატესარონი”. დიატესარონი ქართულად რომ

ვთარგმნოთ ნიშნავს “ოთხთაგანი”, “ტესარონ” არის “ოთხთაგან” (მრავლობითის გენეტივი

ანუ ნათესაობითი ბრუნვა), ხოლო “დია” ბერძნულში ნიშნავს იმას, რასაც ქართული

თანდებულები - მიერ, გან, შესაბამისად გასუბსტანტივებული სახითაა ეს სათაური და

ამიტომ ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც “ოთხთაგანი”. აქ იგულისხმება სახარების

ერთი გამთლიანებული ტექსტი, შედგენილი ოთხივე სახარების საფუძველზე. ცნობილია,

რომ ამგვარი მცდელობანი ბოლო ხანებშიც არაერთია, შედგენილია ოთხივე სახარებისგან,

შესაბამისი ქრონოლოგიური მიმდევრობით, ერთი მთლიანი ტექსტი სახარებისა. რა თქმა

უნდა, ცდომილება იქნებოდა ჩვენ ამგვარი ნაბიჯი, ვინმესგან პიროვნული სურვილითა და

განზრახვით გადადგმული, ეკლესიურ-ლიტურგიკულ ქმედებად შეგვეფასებინა, რაც

ყოვლად შეუძლებელია. საეკლესიო სწავლება, მართლმადიდებლობა, ლიტურგია აკანონებს

და ბეჭედ დადებულ ჰყოფს მხოლოდ ოთხ სახარებას და ოთხივეს თავ-თავისი ღირსების

მქონედ. ოთხივენი ერთარსება არიან, მაგრამ ოთხპიროვანნი და როგორც ყოვლადწმინდა

Page 29: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

29

სამების სამი პირი არ შეზავდება და არ შეერევა ერთ პირად, ასევე ეს ოთხი სახარებაც

ერთპიროვნულ სახარებად, კანონიკური, ლიტურგიკული მნიშვნელობით არასოდეს არ

გამთლიანდება, კვლავ ავღნიშნავთ ოთხივე მათგანს თავისთავადი მარადიული ღირსება

შენარჩუნებული აქვთ და შენარჩუნებული აქვთ სწორედ იმის საფუძველზე, რომ ისინი

განყოფილნი კი არ არიან, არამედ ერთარსება, ერთბუნება და ერთსულიერება, მაგრამ ეს

ერთი სულიერება, ერთი არსება და ერთი ბუნება ოთხი პირით არის ნამეტყველები და თვით

მეტყველების ფორმას, თუ რა პირით, რა სახით იმეტყველება ის რაც აუცილებლად

გადმოსაცემია ანუ მოძღვრება, შიგთავსი, რაობა სწავლებისა, ამ ფორმასაც ეკლესია უდიდეს

მნიშვნელობას განუკუთვნებს. სხვა რომ არაფერი ყველა ენაზე და ყველა

მართლმადიდებლურ ქვეყანაში ერთი და იგივე ჭეშმარიტი მართლმადიდებლური

მოძღვრება, არსით და ბუნებითად აბსოლუტურად ერთიდაიგივე სწავლება, გადმოიცემა,

მაგრამ გადმოიცემა ყველა ენაზე ამ ენისათვის შესაფერისი ფორმით და მრავალფეროვნებას

გადმოცემის ფორმისას არათუ უარყოფს მართლმადიდებლობა, არამედ პირუკუ, როგორც ეს

კარგად არის ცნობილი, მისთვის კანონად და რჯულად არის დადგენილი ის ჭეშმარიტება,

რომ ყველა ადამიანს, ყველა კრებულს, ყველა ერს, სწორედ მისთვის მშობლიურ ენაზე

მიეწოდოს ჭეშმარიტი სწავლება. ესაა მართლმადიდებლური მოძღვრების გამოთქმის

საფუძველთა საფუძველი და ამიტომ მოხდა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი

მართლმადიდებლობა შევიდა, იქ დაფუძნდა მწიგნობრობა სწორედ იმ ენაზე, რა ენაც

შესაბამისი ერისთვის მშOბლიური იყო. ასეთ დროს, როდესაც ფორმას ანუ მეტყველების

პირს, შეგვიძლია ვთქვათ გვამოვნებას, ჰიპოსტასს, მნიშვნელობას განუკუთვნებს ეკლესია, რა

თქმა უნდა, ჩვენ ოთხ სახარებას ერთ პირად, ერთი გამოთქმის ფორმად ვერასოდეს ვერ

შევარწყამთ. თუმცა სამუშაო თვალსაზრისით, თუნდაც ჩვენს გონებაში ფაქტოლოგიური და

ქრონოლოგიური და ინფორმაციული მოწესრიგების თვალსაზრისით, თავისთავად არის ეს

ოთხი სახარება ერთად წარმოჩენილი, იმიტომ, რომ რაიმე მოვლენა მხოლოდ მათეს

სახარებაში რომ იყოს დადასტურებული და დანარჩენ სამში არა, ისევე ჭეშმარიტია როგორც

მოვლენა, რომელსაც ოთხივე სახარება სწამებს. ასე რომ ჩვენს გონებაში ეს ფაქტები, რა თქმა

უნდა, ქრონოლოგიური მიმდევრობით არის განწესებული და ამიტომ მოხდა, რომ XIX-XX ს-

ში მცდელობანი ოთხი სახარების სრული გამთლიანებისა, კვლავ ავღნიშნავთ, მხოლოდ

სამუშაო მიზანდასახულობით, შესრულდა, მაგრამ ალბათ ბევრისთვის ცნობილი არ არის,

რომ ამგვარი სამუშაო კარგა ხანია განხორციელებულია ეკლესიის ისტორიაში და

განხორციელებულია სწორედ ტატიანე სირიელის მიერ, რომელმაც პირველმა შეადგინა

ოთხთაგან ერთი ანუ იგივე დიატესარონი.

ამ ძეგლმა თავის დროზე დიდი გავრცელება ჰპოვა და სხვათაშორის ის ჩვენი მეზობელი

სომხების ენაზეც ძველ დროში ითარგმნა. ჩვენ პირადად არ გამოვრიცხავთ, რომ სომხური

თარგმანი მომდინარეობდეს არა ბერძნულიდან, არამედ სირიული თარგმანიდან, რადგან

სირიულად ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ეს შრომა, იმ ზომამდე, რომ დღეისათვისაც

საბოლოოდ არ არის მკვლევართა შორის ერთსულოვნება თუ რომელია ორიგინალის ენა ამ

ძეგლისა, ე.ი. სირიულად დაიწერა ის თუ ბერძნულად. მკვლევართა ნაწილი ბერძნულს

Page 30: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

30

ვარაუდობს, მკვლევართა ნაწილი სირიულს და ამგვარი ვარაუდი თავისთვად მიგვითითებს,

რომ სირიულად ხსენებულ ძეგლს დიდი სულიერი ნაკვალევი დაუტოვებია. თუნდაც ის

ფაქტი, რომ V საუკუნემდე სირიულ საეკლესიო მსახურებაში ჯერ კიდევ დამკვიდრებული

არ იყო ოთხი სახარება ცალ-ცალკე, იმიტომ, რომ თარგმნილიც არ იყო და სწორედ ეს

“დიატესარონი” ითავსებდა სახარებათაგან საკითხავების ფუნქციას წმ. მღვდელმსახურებაში,

ესეც თვალნათლივი ნიმუშია იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სირიული

ქრისტიანობისთვის ტატიანე სირიელის ეს ძეგლი. მეტიც, IV ს-ის უდიდესი წმინდანი და

უდიდესი მოღვაწე წმ. ეფრემ ასური ანუ იგივე ეფრემ სირიელი სახარებათა ციტირებისას

სწორედ “დიატესარონს” იშველიებდა, რადგანაც ეფრემი სწორედ სირიულ ენოვანი მოღვაწე

გახლდათ და შესაბამისად სირიულად არსებულ ძეგლს იყენებდა, რადგან მისი დროისთვის

ოთხი სახარება ჯერ კიდევ სირიულად დამკვიდრებული და დაკანონებული და თარგმნილი

სრულყოფილად არ გახლდათ. ასე რომ სირიულ ეკლესიაში II-V ს-ში “დიატესარონი” იყო

ოთხი სახარების შემცვლელი ლიტურგიკული ძეგლი, თავისთავად ძეგლიც, როგორც

სახარება, მაგრამ ლიტურგიკაში გამოსაყენებლი უმნიშვნელოვანესი და პირველხარისხოვანი

ძეგლი. რა თქმა უნდა, კვლავ ავღნიშნავთ, მისი ბერძნულად არსებობაც სავსებით უეჭველია

გარკვეული ფრაგმენტების კვალობაზე და ამიტომ ისმის კითხვა თუ რა ენაზე დაიწერა ეს

ძეგლი. ჩვენი აზრით ალბათ პრიორიტეტი მაინც ბერძნულ ენას უნდა მიენიჭოს, იმიტომ,

რომ თუ ტატიანემ თავისი აპოლოგია, რითაც ის აპოლოგეტთა შორის იხსენიება, სწორედ

ბერძნულ ენაზე დაწერა, საფიქრებელია, რომ მან “დიატესარონიც”, შეიძლება ასეც ითქვას,

თავდაპირველად მაინც ბერძნულად შეადგინა, ანუ არ გამოვრიცხავთ, რომ ორივე ენოვანი

ტექსტი ტატიანესგან მომდინარეობდეს, ე.ი. ბერძნულადაც მას შეედგინოს “დიატესარონი”

და შემდეგ სირიული ტექსტიც ასევე მისი ავტორობით წარმოქმნილიყოს. ამას ვვარაუდობთ

შემდეგი გარემოების გამო, რომ რადგან სირიულად ოთხი სახარება II ს-ში, ტატიანეს დროს,

ტექსტობრივად არ არსებობდა, თარგმნილი არ იყო, რა თქმა უნდა, ტატიანე ამ

“დიატესარონს” სირიული ტექსტების საფუძველზე ვერ დაიწყებდა, ე.ი. სახარებათა

ბერძნული ტექსტების საფუძველზე ადგენდა იგი ოთხი სახარებიდან ერთ გამთლიანებულ

ტექსტს, და რადგან ბერძნულ ენოვან ტექსტებს იყენებდა, სავსებით ბუნებრივია, რომ

როდესაც ის მასალას კრებდა და ამ ოთხი სახარების კონკორდანს ანუ შეთანხმებას

ცდილობდა და გარკვეულ ქრონოლოგიას შეიმუშავებდა ცალკეული, ოთხ სახარებაში

დადასტურებული სხვადასხვა მოვლენების აღმწერი, მონაკვეთების განლაგებისას,

პირველად ცხადია მასალას ბერძნულ ენოვანი ტექსტების მიხედვით დაალაგებდა, თვითონ

ამ ტექსტებს ამოკრებდა და გარკვეულ მიმდევრობას შეუქმნიდა. როგორც არ უნდა იყოს ეს

პირველად, თუნდაც შავი სამუშაოს სახით, აუცილებლად ბერძნულ ენაზე

განხორციელდებოდა და რამდენადაც ძველი დროის ბერძნული ფრაგმენტები სახეზეა და

მათ კვალი არ ემჩნევათ სირიულიდან თარგმნისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ

ბერძნულენოვანი “დიატესარონის” ფრაგმენტები და მთლიანად “დიატესარონი”, რომელიც

უეჭველად არსებობდა გარკვეულ დროს, ბერძნულენოვანი წარმომავლობისაა და არა

თარგმანი. თარგმანი რომ არ შეიძლება იყოს ბერძნული ტექსტი ამას მეორე გარემოებაც

გვიდასტურებს ჩვენ, კერძოდ ის, რომ არანაირი მიზეზი არ ჩანს მისი თარგმნისა,

Page 31: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

31

ბერძნულად ხომ ოთხივე სახარება I საუკუნიდანვე არსებობს. სირიულად ამ ტექსტის

თარგმნა სავსებით გასაგებია, იმიტომ, რომ ოთხი სახარება ჯერ კიდევ არ იყო თარგმნილი და

ვიდრე ისინი ითარგმნებოდა ამ ოთხიდან შედგენილი ერთი ტექსტი, რომლის თარგმნაც, რა

თქმა უნდა, უფრო იოლი იყო და რომელიც დაიკავებდა, დროებით მაინც, ლიტურგიაში იმ

ოთხი სახარების ადგილს, ბერძნულიდან სირიულად თარგმნილიყო. სირიულიდან

ბერძნულად “დიატესარონის” თარგმნის საფუძველი კი არ ჩანს და არ ჩანს იმიტომ, რომ

კვლავ ავღნიშნავთ, ოთხი სახარება საყოველთაოდ იყო ტექსტობრივად გავრცელებული

მთელ ბერძნულენოვან სამყაროში. ეს ერთი მხარე, რომ ბერძნული ტექსტი “დიატესარონისა”

არანაირად არ ჩანს თარგმანი და ვფიქრობთ ამ ორ არგუმენტს მკვლევარებმა ყურადღება

უნდა მიაქციონ სწორედ ბერძნული ენის პრიორიტეტულობის სასარგებლოდ. მაგრამ ამ

ყოველივეს შეგვიძლია დავუმატოთ ისიც, რომ ალბათ არც სირიული ტექსტი უნდა ჩანდეს

პირდაპირი გაგებით ბერძნულის თარგმანი. თარგმანი, რა თქმა უნდა, არის სირიული

ტექსტი ბერძნულისა, იმიტომ, რომ თუნდაც მხოლოდ სირიულ ენაზე შეედგინა ტატიანეს ეს

ძეგლი, ციტატები, ცალკეული მონაკვეთები და ცალკეული ადგილები, ოთხი სახარებიდან

ამოკრებილნი, რომლებიც მანამდე სირიულად თარგმნილნი არ იყვნენ, პირველად ხომ მას

უნდა ეთარგმნა ბერძნულიდან, ანუ ამ გაგებით ტექსტობრივად, რა თქმა უნდა, ეს სირიული

ძეგლი თარგმანია ბერძნულიდან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ შედგენილობითად

არის თუ არა მექანიკური გადმოღება ბერძნულისა ვინმე მთარგმნელის მიერ. როდესაც ჩვენ

ვიტყვით, რომ სირიული ტექსტი თარგმანია ბერძნულისა სირიულად, რა თქმა უნდა, ყველა

შემთხვევაში მთარგმნელად საკუთრივ ტატიანეს არ ვვარაუდობთ, არამედ ვიღაც სხვას,

მაგრამ თუ ტატიანესვე დავსახავთ სირიული ტექსტის ავტორად, მაშინ აქ პირდაპირი და

ჩვეულებრივი გაგებით ტარგმანთან კი აღარ გვექნება საქმე, არამედ აქ გვექნება მოვლენასთან

საქმე, რომელიც ბერძნულადაც ტატიანესგანვე იქნა საფუძველდადებული და

სირიულადაცვე, რამდენადაც ტატიანე მისი სახელწოდებიდან გამომდინარე (სირიელი)

სირიული ეკლესიისთვის მოღვაწეობდა პირველ რიგში აუცილებლად და ეჭვი არ არის, რომ

თვითონვე, მას შემდეგ რაც ბერძნულ ტექსტი შეადგინა, აუცილებლად სირიულადაც,

ცალკეული მონაკვეთების თარგმნის სახით, თვითონვე შეადგენდა აღნიშნულ

“დიატესარონს”. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რადგან დავუშვით და მტკიცედ

ვივარაუდეთ, რომ პირველადი ბერძნული ტექსტია “დიატესარონისა”, აქვე იმასაც უნდა

გავუსვათ ხაზი, რომ ეს პირველადობა ბერძნული ტექსტისა აბსოლუტური არ არის ანუ

საკუთრივ ბერძნული ენისთვის და ბერძნულენოვანი სამყაროსთვის ტატიანე არანაირად არ

შეადგენდა “დიატესარონს”, მან ბერძნულად ეს ციტატები ამოკრიფა და “დიატესარონი”

შეადგინა, მაგრამ შეადგინა მხოლოდ იმ მიზანდსახულობით, რომ შემდეგ მისი სირიული

ადეკვატი შეემუშავებინა. ასე რომ თვით ის ბერძნული ტექსტიც თავისი შედგენის

მიზანდასახულობით, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენი აზრით სირიულ ტექსტს

გულისხმობს. სირიული ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის დგამს ნაბიჯებს ტატიანე

სირიელი, ის ჯერ ბერძნული ტექსტებიდან გამოკრებით ბერძნულადვე შეასრულებს ოთხი

სახარების ერთ გამთლიანებულ ტექსტს, მაგრამ ამას შეასრულებს, კვლავ ავღნიშნავთ, არა

ბერძნული სამყაროსთვის, არამედ მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ ამის საფუძველზე

Page 32: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

32

შემდეგ სირიული ტექსტი შეადგინოს. ჩვენი აზრით მოვლენები აბსოლუტურად

კანონზომიერად სწორედ ამ კუთხით უნდა წარმართულიყო და აქედან გამომდინარე ორივე

ტექსტის მესაფუძვლედ და შემდგენად ტატიანე სირიელი შეგვიძლია დავსახოთ და თუ ამ

ძეგლმა მართლმადიდებლობის ისტორიაში, თუნდაც ის მცირედი წვლილი მაინ შეასრულა,

რომ სირიული ეკლესიის ღირსეულ წარმომადგენელთათვის, რომელთა შორის, კვლავ

ავღნიშნავთ, ყოველთვის უნდა ვახსენოთ წმ. ეფრემ ასური, მათთვის ეს ძეგლი

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა ეს უკვე ტატიანეს საეკლესიო მოღვაწეობის და

საეკლესიო სამწერლობო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი და ღირსეული მხარე გახლავთ, ამ

კუთხით უეჭველია ჩვენ მას გარკვეული ღირსებანი და პატივი უნდა განვუკუთვნოთ.

Page 33: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

33

ტატიანე სირიელი და მისი სამოძღვრო გაუკუღმართებანი

ჩვენ განვიხილავდით პიროვნების დაცემის საკითხს და როგორც უკვე ავღნიშნავდით

დაცემის საფუძველი ყოველთვის ყველა დროში არის ამპარტავნება, მათ შორის საეკლესიო

ისტორიაშიც. თუკი ჩვენ ვხედავთ თავდაპირველად ღირსეულ ანდა უაღრესად ღირსეულ და

შემდეგ დაცემულ პირებს, აი ამ დაცემის საფუძვლად იქაც მხოლოდ ამპარტავნება

განიჭვრიტება, რომელიც შეიძლება ამპარტავნებადაც ვლინდებოდეს, მაგრამ შეიძლება სხვა

სახითაც, იმიტომ, რომ უკეთურებას გამოვლენის მრავალსახეობა ახასიათებს და ერთ-ერთი

ყველაზე უფრო მკვეთრი სიმფტომი ამპარტავნებისა, გადასხვაფერებული, შენიღბული

სახით გამოვლენილი ამპარტავნებისა ეს გახალვთ ფანატიზმი. იქ სადაც ფანატიზმი

გაბატონდება აბსოლუტურად შეუძლებელია მართალი ცნობიერების,

მართლმადიდებლობის, ეკლესიური სიწმინდის შენარჩუნება და იქ იწყება თანდათანობითი

დასნეულება შესაბამისი მონაკვეთისა (თუ ეს ერს ეხება), პიროვნების ბუნების

თანდათანობითი მოწამვლა ამ შხამით და ბოლოს აბსოლუტურად მთლიანად მისი დაღუპვა

და წარწყმედა. როგორც წინა საუბარში ავღნიშნავდით, ფანატიზმის, როგორც ამპარტვანების

უმკვეთრესი სახეობა, ნელ-ნელა იპყრობს პიროვნებას, ისევე როგორც ნებისმიერი სენი.

თავდაპირველად მან შეიძლება ისეთი გამოვლენა ჰპოვოს და ისეთი გამოვლინება ჰქონდეს

პიროვნებაში, რომ მრავალი ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვიოს და ასეთ პიროვნებას ბევრი

მიმდევარი გაუჩნდეს. ამიტომაა ხშირად, რომ ის დაცემულნი ძალიან პოპულარულნი არიან,

მაგალითად ტერტულიანეს დიდი სიმრავლე ქრისტიანებისა თაყვანს სცემდა, ისევე როგორც

ორიგენეს თაყვანისცემა არ დაბოლოებულა VI საუკუნემდე, ანდა დიოდორე ტარსელისა და

თეოდორე მოფსუესტელისა, რომელთა პოპულარობა ისეთი უსაზომო იყო, რომ კირილე

ალექსანდრიელმა მათი პირდაპირი ანათემირება ვერ გაბედა (ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ უკვე,

რომ ეს აბსოლუტურად ეკლესიური პოზიცია გახლდათ), იმის გათვალისწინებით, რომ

მშფოთვარება არ მომხდარიყო მრევლში და ეკლესიათა შორის განხეთქილება. ჯერ

მრევლისთვის უნდა გახმდარიყო ცნობილი მათი უკეთურება და საბოლოო მსჯავრი შემდეგ

უნდა გამოტანილიყო, რომ ეს მსჯავრი მათთვის არ აღმოჩენილიყო მოულოდნელი.

ეკლესიური აღმზრდელობა, ეკლესიური პედაგოკიკა სწორედ ასეთ მოქმედებებს იწონებს და

ასეთი მოქმედებები ესათნოება მას.

აი ასეთ დროს ასეთ გზაზე, როდესაც ტატიანე სირიელის მოღვაწეობას ვაფასებთ, რა თქმა

უნდა, აქაც მკვეთრად ჩანს ამპარტავნება ფანატიზმის ნიშნით გამოვლენილი.

თავდაპირველად ეს ტატიანესთან გამოვლინდა, როგორც უკვე წინა საუბარშიც ვამბობდით,

არაეკლესიური საზოგადოებისადმი, არაეკლესიური ცივილიზაციისადმი (ძირითადად ეს

მაშინ მაინც ანტიკურობას უკავშირდებოდა), ანტიკური კულტურისადმი მისი ფანატიკური

შეურიგებლობით. ისევე როგორც ტერტულიანე, ტატიანეც აცხადებდა, რომ არანაირი

ზიარება არაა ბელიარისა და ღვთისა, სიბნელისა და სინათლისა, რომ აბსოლუტური

ეშმაკეულობაა წარმართობა, წარმართული კულტურა, წინაქრისტიანული კულტურა და

სრული შეურიგებლობაა მათ შორის.

Page 34: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

34

ვიდრე მოქმედება და მოღვაწეობა ამგვარი პირებისა ასეთ სიბრტყემდეა, როცა ე.ი. გარე

ეკლესიური საზოგადოებისკენაა მიმართული მისი კრიტიკის მახვილი, ასეთ დროს

შეიძლება ამგვარ პირებს ბევრი მიმდევარი გაუჩნდეს, იმიტომ, რომ ეს ქმედება ბევრისგან

მოსაწონია. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ფანატიზმი ამით არასოდეს არ შემოიფარგლება,

კვლავ ავღნიშნავთ, გავა დრო, პიროვნება დაკმაყოფილდება გარე ეკლესიური

საზოგადოების, გარე ეკლესიური კულტურის კრიტიკით და შემდგომ უკვე თავის

თამოძმეებისკენ გადაინაცვლებს, რადგან მას უკვე აღარ აკმაყოფილებს სხვებთან ერთად ამ

პატივის ფლობა, რომ დაამარცხეს და სძლიეს წარმართობას, მისთვის ეხლა მთავარია, რომ ამ

დამმარცხებელთა შორისაც პირველი იყოს და ის უკვე თავის თანამოძმეებზე განავრცობს

იმგვარსავე კრიტიკის მახვილს, კიდევ უფრო მკაცრად და ფანატიკურად, რადგან აქ ბრძოლა

კიდევ უფრო რთულია. ის პირველი ნაწილი ბრძოლისა, რაც თითქოს წარმართობის

წინააღმდეგაა, თავისთავად ცხადია, ბევრი ღირსეული ადამიანის თანადგომას გამოიწვევს

და ეს თანადგომა უნდა იყოს კიდეც, იმიტომ, რომ წარმართობა, როგორც სარწმუნოება,

ჭეშმარიტად და აბსოლუტურად შეუთავსებელია ქრისტიანულ მოძღვრებასთან, სრულიად

განშორებულია მისგან. კვლავ გავიმეორებთ, რომ ეკლესიური მოძღვრება სრულიად

უშეღავათო უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოებისადმი, ნებისმიერი

მსოფლმხედველობისადმი, როგორც სისტემისადმი, იმიტომ, რომ როგორც სისტემა

ნებისმიერი მსოფლმხედველობა, ნებისმიერი სარწმუნოება, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაზე

აცხადებს პრეტენზიას, მაშინ როცა მართლმადიდებლისთვის ერთადერთი

მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტება. ორი ჭეშმარიტი სისტემა არ შეიძლება რომ

არსებობდეს, ამიტომ თუ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი, ნებისმიერი სხვა სისტემა უკვე

არაჭეშმარიტია, და თუ ვინმე ოდნავ მაინც სიმპათიას რომელიმე სხვა სააზროვნო

სისტემისადმი გამოიჩენს, მაშინ ის ყოფილა მისთვის ჭეშმარიტება და მართლმადიდებლობა

აღარ ყოფილა აბსოლუტური ჭეშმარიტება. აი ამის გამო, როგორც სისტემა, როგორც

მსოფლმხედვე-ლობითი, ნებისმიერი მოძღვრება, ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად

შეუთავსებელია საეკლესიო მოძღვრებასთან და ესაა ერთი უპირობო პოსტულატი

საეკლესიო მოღვაწეობისა. მაგრამ ამისგან განუყოფლად და ამასთან მთლიანობაში, თუ

რომელიმე სისტემას, რომელიმე მოძღვრებას, რომელიმე მსოფლმხედველობას, თავის წიაღში

აქვს რაიმე კეთილი სწავლება, რაიმე ღირსეული სწავლება, რაიმე საღვთო სწავლება ანუ

ისეთი სწავლება, რაც თანხვედრია მართლმადიდებლური მოძღვრების შესაბამის ნაწილთან,

რა თქმა უნდა, ასეთი მონაკვეთების, როგორც საღვთო მარცვლების გამოკრება აუცილებელია

იმ მთლიანი სარეველასგან, როგორც იფქლისა ანუ როგორც ხორბლისა და ეკლესიის წიაღში

დაუნჯება, ანუ როგორც ეფრემ მცირე ამბობს ფსალმუნთა თარგმანების შესავალში, რომ

ეკლესიის მამები “სიმდიდრედ ეკლესიისა წარმოსტყუენვენ სიბრძნესა მეკერპეთასა”

(ეკლესიის მამები გამოიტაცებენ და ეკლესიის წიაღში დააუნჯებენ მეკერპეთა სიბრძნეს). ასე

რომ ესაა საეკლესიო მოღვაწეობის ისეთივე შეუვალი და აუცილებელი გეზი, როგორც ის

პირველი. აი ამ ორი პოსტულატით განისაზღვრება ნებისმიერ დროში ნებსიმიერი

საეკლესიო მოღვაწის მოღვაწეობა. არანაირი მსოფლმხედველობრივი, არანაირი

სარწმუნოებითი და აღმსარებლობითი სისტემის მიღება ქრისტიანისგან თუნდაც ოდნავ

Page 35: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

35

მაინც დათმობითად, ცხადია არანაირად არ შეიძლება, ყველა სისტემა განდევნილია,

როგორც არაჭეშმარიტი, იმიტომ, რომ სხვაგვარად მართლმადიდებლობა როგორც

ჭეშმარიტება ვეღარ დაკანონდება, რადგანაც ორი ჭეშმარიტება და ორი სისტემა როგორც

ჭეშმარიტება შეუძლებელია რომ არსებობდეს. ანუ ეკლესია უშეღავათოა ნებისმიერი

მსოფლმხედველობრივი სისტემისადმი, მისთვის ყველა ერესია, დაწყებული ე.წ.

პირველყოფილი ტომებიდან დამთავრებული ბოლო ეპოქებამდე, და ამისგან განუყრელად

ნებისმიერ საზოგადოებაში, თუნდაც მომთაბარე ტომებში, როგორც ამას მაქსიმე

აღმსარებელი ამბობს, ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც კი არა მხოლოდ კეთილი აზრი,

თუნდაც კეთილი ქმედება გამოვლენილა, ყველაფერი ეს ქრისტიანულია, ღვთივმომავალია,

ეკლესიურია და ის გამორჩეულ უნდა იქნეს სარეველასგან ეკლესიაში მის დასაბრუნებლად.

ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ჭეშმარიტების მარცვლებზე წინაქრისტიანულ ეპოქაში და ასეთი

უშეღავათობა, რასაც ამ შემთხვევაში ტატიანესთან დაკავშირებით გამოვკვეთთ და ვამბობთ,

რომ ანტიკურობა მთლიანად უკუსაგდებია, რომ მასში არაფერი არაა ღვთიური, ეს

თავისთავადაც ყალბია და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების გავრცობას, დამტკიცებას და მის

ხალხში შთაბეჭვდას ასეთი მიდგომა ვერანაირად ხელს ვერ შუწყობს. ჭეშმარიტება მხოლოდ

მაშინ განივრცობა, მხოლოდ მაშინ ხდება ის ძალმოსილი და ძლევამოსილი, როდესაც

მართლაც ჭეშმარიტი მსახურება აღესრულება ჩვენი მის მიმართ, როცა ჭეშმარიტად

ვემსახურებით მას, მთელი გულით და მთელი სიმართლით, ხოლო სიყალბე ჭეშმარიტების

მსახურებაში ვერასოდეს ვრ ჩადგება და რა თქმა უნდა ყალბი მხედარი ჭეშმარიტებას ვერ

გაამარჯვებინებს. ამიტომ ჯერ თავისთავად სიყალბე იქნება ჩვენ ის რომ ვთქვათ

ანტიკურობაში არაფერი ღირსეული არ გამოვლენილა, იმიტომ, რომ მაშინ არც ეკლესიურ

მოძღვრებაში აღარ ყოფილა კეთილი მოძღვრება. არის ბევრი რამ ისეთი სწავლებანი

ანტიკურობაში, რომელიც თუ ღირსეული არ არის, არადა ზუსტად იმავე სწავლებებს ჩვენ

ეკლესიაშიც ვხედავთ, მაშინ არც ეს უკანასკნელი ყოფილა ღირსეული. კონკრეტულად რომ

ვთქვათ მაგალითად პლატონის ცნობილი სწავლებაა, რომ ადამიანის ამქვეყნიური

მოღვაწეობა სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა ღვთისადმი მსგავსება, აი ეს ფრაზა

“ღვთისადმი მსგავსება”, როგორც დაკანონებული უკვე სათნოებითი მოღვაწეობისა, ჩვენ

აურაცხელ შემთხვევაში გვხვდება ეკლესიის მამებთან, თვით ფრაზა, ფორუმულირება,

ტერმინოლიგია კი პლატონისეულია. თუნდაც მარტო ტერმინები რომ იყოს მის და აზრი

მთლიანად უცხო, ეს ტერმინები ხომ მისი მიღწევაა, ეს ხომ გარკვეული სიკეთეა, თორემ

მაშინ არ უნდა გამოიყენო ის. ანდა დავუშვათ ბასილი დიდის მიერ გამოყენებული ცნობილი

ტერმინი “ეკპეროსისი”, სამყაროს აღსასრულის გამომხატველი ცნება, რომელიც სტოიკოსებმა

შექმნეს. თვით ტერმინი ერთარსება (ჰომოუსიოსი) საეკლესიო ტრადიციაში ერეტიკოსმა

იხმარა ასე გამოკვეთილად, პავლე სამოსატელმა, გვიან ანტიკურ ტრადიციაში კი

პლოტინთან გვხვდება ის. ათანასე ალექსანდრიელმა ამ ტერმინის ღვთიურობა განჭვრიტა,

სულ სხვა შინაარსით დატვირთა ის, მაგრამ უკვე შექმნილი ტერმინი შემოიტანა. წმ. დიონისე

არეოპაგელი უდიდესწილად მხოლოდ წარმართული ტერმინებით გადმოგვცემს

ღვთისმეტყველებას, რის შესახებაც მისი შრომების დიდი ქართველი მთარგმნელი წმ. ეფრემ

მცირე პირდაპირ ამბობს, რომ “დიდისა დიონოსისგან ყოველნივე საწარმართოითა სიტყვითა

Page 36: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

36

აღწერილ არიან”, ეს საწარმართო სიტყვები კი შემდეგია “ღმერთმთავრობა (თეურგია),

ღმერთმოქმედება (თეარხია), წესთმთავრობა (ტაქსიარხია) და სხვა”. ეს ტერმინები

საეკლესიო მწერლობაში სხვაგან არსად არ ვლინდებოდა, მან შემოიტანა პირველად და ამის

შემდეგ გამოიყენეს სხვა მამებმა. ანდა საკუთრივ შეხედულებანი, რომ დავუშვათ არსებობს

იმ ქვეყნად საკუთარი საქმეების შესაბამისი განსჯა, რა თქმა უნდა, ეს კეთილი და

მართებული აზრია, ანდა ის რომ სათნოებითი მოღვაწეობა აუცილებელია ადამიანთა შორის,

ცნობილი არისტოტელეს ეთიკა, მისი ოთხი ეთიკური კატეგორია, რომელსაც შემდეგ ყოველ

ნაბიჯზე იმოწმებს საეკლესიო ტრადიციაში კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. ბასილი დიდი

და მრავალი სხვა ავტორი. ასე რომ სიყალბე იქნებოდა თავისთავად და თავის მოტყუება

იქნებოდა იმის თქმა, რომ ანტიკურობაში არაფერი სიკეთე არ ყოფილა, რადგან მაშინ ჩვენ

აღნიშნული თვალსაზრისით თუნდაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად უნდა

მიგვეჩნია, იმიტომ, რომ სწორედ კირილე გახლდათ ის ავტორი, რომელმაც მთელი

ციტატები მოიტანა ანტიკური, მხოლოდ ფილოსოფოსებისგან კი არა, არამედ პოეტებისგან

და მწერლებისგანაც, სადაც მისი სწავლებით ყოვლადწმინდა სამების შესახებ დოგმატი უკვე

გამოკრთომილია, რომ სამი პირის შესახებ მოძღვრება მათ შორის რაღაც აჩრდილისებრ

მოსწავებულია, რასაც უდიდეს პატივად მიიჩნევს კირილე და როგორც უკვე ვთქვით

ციტატებიც მოაქვს წინაქრისტიანული ეპოქის მოღვაწეთა შრომებიდან თავის ცნობილ

ნაშრომში “ივლიანეს წინააღმდეგ”, სადაც ის იმპერატორ ივლიანეს, როგორ წარმართობის

აღმდგენელს, ებრძვის. ანუ კირილე მთლიანად კი არ უარყოფს ანტიკურ კულტურას, არამედ

ანტიკურ კულტურაში რაც წარმართული რელიგიაა სწორედ იმას უარყოფს და თუ რამ

ისეთი მარცვალია ამ კულტურაში რაც ამ წარმართული რელიგიის საწინააღმდეგოა და

პირუკუ, არსით ქრისტიანულია, იმას ცალკე გამოყოფს და აი ეს გახლავთ

მართლმადიდებლური დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ანტიკურობასთან და ზოგადად

ნებისმიერ არაეკლესიურ მოვლენასთან დაკავშირებით, რომ ღირსება ცალკე უნდა გამოიყოს

და ის შეწყნარებულ იქნეს და უღირსებაც ასევე განცალკევდეს და დაგმობილ და

ანათემირებულ იქნეს. განსხვავებით კირილესგან ტატიანე სირიელი არნაირ გამრჩეველობას

არ აწარმოებს და ზოგადი დებულებით, ზოგადი ანათემირების სტილითა და ანათემირების

კილოთი, უკუაგდებს, გმობს მთლიანად ანტიკურობას და თუ ეს დასაწყის ეტაპზე მისი

მოღვაწეობისა არათუ მისდამი უარყოფითი განწყობის შემქმნელი არ იყო ქრისტიანთა

შორის, არამედ პირუკუ ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა და ფანატიზმის ამ თვისებამ

თანდათანობით იმძლავრა მასში. ის რომ თავიდანვე დაებრკოლებინათ და ვინმე ღირსეულ

მოძღვარს ეთქვა, რომ თუნდაც ყველაფერში მართალი იყო, თვით გამოთქმის ტონი არის

აგრესიული, გამოთქმის ტონი არის არამართლმადიდებლური, არასიმდაბლისეული,

ამპარტავნული და ამან შეიძლება ფესვი გაიდგას შენში და უკვე კეთილ საქმეებზეც იგივე

აგრესია გადაიტანოო, მაშინ შეიძლებოდა ეს სენი მასში ასე მკვეთრად არ გავრცობილიყო.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ამიტომ ცოტა ხანში ტატიანე სირიელმა უკვე

საკუთრივ ეკლესიური მოძღვრების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, დაიწყო კვლავ იმავე

მართლმადიდებლობის უკიდურესი დამცველის ნიღბით, რაც ძირითადად გამოვლინდა

სამი კუთხით. ტატიანემ საკუთარი სიმაღლე და წარმატებანი პირველ რიგში იმით

Page 37: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

37

წარმოაჩინა, რომ თითქოს მან მმარხველობის განსაკუთრებული კანონი დაიცვა, რომ

მარხულობის განსაკუთრებულ კანონამდე მივიდა, კერძოდ მან საერთოდ აიკძალა ხორცის

ჭამა, თუმცა ამ აკრძალვამ ის არ დაკმაყოფილა. ხორცის ჭამა მან იმიტომ აიკრძალა, რომ მისი

აზრით ხორცი უწმინდურების შემომტანია, შესაბამისად მას საკუთრივ პირადად მისთვის

ხორცის აკრძალვა კი არ აღელვებდა (შეიძლება რომელიმე პიროვნებამ თავის განკერძოებაში

და განდეგილობაში კიდევ უფრო მკაცრი კანონი აღასრულოს), არამედ მას სურდა რომ მისი

ეს მოღვაწეობა გახმიანებულიყო და დაკანონებულიყო, რომ მისი პიროვნება ამ შემთხვევაში

სხვებთან დაპირისპირებული აღმოჩენილიყო, როგორც სხვათაგან მმარხველობით

გამორჩეული. რა თქმა უნდა, II ს-ში კი არა გაცილებით გვიანაც და დღესაც თვით

განდეგილთა შორისაც არ არის ასეთი საყოველთაო აკრძალვა ხორცისა და II ს-ში ეს

ყოვლითურთ შეუძლებელი იყო. ტატიანემ, რომელმაც დაითმინა ამგვარი მარხვის კანონი,

იცის, რომ ამას ბევრი ვერ შეეგუება იმათგან, რომლებიც აქამდე მას პატივს სცემდნენ და მის

თანამოღვაწეებად ჩანდნენ, და მათგანაც გამორჩევა უნდა რა ტატიანეს, მან ზოგადად თქვა,

რომ მარტო მე კი არ ავიკრძალავ ხორცს, არამედ საერთოდ ხორცის ჭამა ესაა ცოდვა, ანუ

ყველასთვის ასაკრძალად განიზრახა მან ხორცი. თავისთავად ცხადია წინდაწინვე იცოდა მან,

რომ ეს კანონი მიუღებელი აღმოჩნდებოდა მრავალთაგან, მაგრამ სწორედ ამის მოსურნე იყო

იგი, იმიტომ, რომ მათგან მაშინვე გამოირჩეოდა და გამოირჩეოდა უკიდურესი

მმარხველობით, რომ თითქოს სათნოებითი ნიშნით ყველას აღემატა. სხვებმა ვერ შეძლეს ამ

კანონის ტვირთვა (ასე შეიძლებოდა წარმართულიყო ფიქრები მის მიზანდსახულობაში) მან

კი ეს ყოველივე შეძლო და ეს ნათელი გამოჩნდა, ხორცი დაგმო მან სხვებმა კი არ დაგმეს. რა

თქმა უნდა, თუკი ვინმე ტატიანესთან ერთად ხორცს დაგმობდა, სწორედ ის იქნებოდა

მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე, რადგან პიროვნებამ შესაძლოა პირადად ხორციელი

საზრდელი არ მიიღოს, მაგრამ ხორცის, როგორც საზრდელის ზოგადად დაგმობა ეს უკვე

საღვთო განწესების გმობაა, იმიტომ, რომ ღვთისგან დაკანონდა ნებისმიერი საზრდელი,

როგორც სიკეთე, თუკი ჩვენ მას მადლიერებით მივიღებთ. ასე რომ ხორცში კი არაა

უბედურება და ხორცი კი არაა ცოდვა, არამედ ჩვენი ხარბი და ვნებადი გულისთქმებია

ცოდვა და აი ეს გულისთქმები უნდა დავიოკოთ და არა ღვთივ ქმნილი ხორცი უარვყოთ,

რომელიც საზრდოდ, კეთილად ხმარებული, ყველასთვის დაწესებულია.

განავითარა ტატიანემ ეს თავისი, ასე ვთქვათ, მმარხველობითი და უკიდურესად

ქრისტიანული, ფსევდო მართლმადიდებლური მოღვაწეობა და ცოტა ხანში დააკანონა, რომ

ასევე ცოდვაა ქორწინება. ქორწინება არ განიყოფა მისთვის ჩვეულებრივი სიძვისგან,

სქესობრივი ურთიერთობა ერთი და იგივეა, ეს სიბილწეა და ამიტომ აკანონებს, რომ მან თუ

შეიკავა თავი ქორწინებისგან და თავშეკავებულობა გამოიჩინა, ეს ყველასთვის

სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ, რომ თვით ქორწინებაა ცოდვა. ეს კიდევ უფრო

გაღრმავებაა უკეთურებაში და ფანატიზმში, რომ უკვე საკუთრივ საეკლესიო საიდუმლოს

უარყოფასთან გვაქვს საქმე. ქორწინება, როგორც ერთ-ერთი უწმინდესი და უდიდესი

საიდუმლო, ეკლესიისგან კურთხეულია. რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის აღიარებს

უბიწო და ქალწულებრივი ცხოვრების უპირატესობას ქორწინებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს

Page 38: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

38

იმას, რომ ოდნავ მაინც ბიწს აყენებდეს უწმინდეს საიდუმლოს ქორწინებისას.

სახარებისეული სიტყვებით ვერავინ ვერ განაშორებს შეუღლებულებს თუ არა ღმერთი, ამ

დროს კი ტატიანემ განაშორა დაქორწინებულნი ქორწინების დაგმობით, რადგან თუ

ქორწინება იგმობა ვინც დაქორწინებულია ისინიც უნდა დაშორდნენ ერთი მეორეს, იმიტომ,

რომ მათი ქორწინება სიბილწე ყოფილა. აი ასე გაკადნიერდა ეს პიროვნება, ფანატიზმი

თანდათანობით იპყრობდა მის მსოფლმხედველობას და ძნელი არ არის წარმოვიდგნოთ მისი

სახის გამომეტყველებაც კი თუ როგორ უკიდურესად აღგზნებული იქნებოდა ასეთი ცრუ

განჩინებების დაკანონების დროს.

და ბოლოს მწვერვალი ყოველივე ამისა, როდესაც ტატიანემ დააკანონა ღვინის აბსოლუტური

მიუღებლობა, ფაქტობრივად განკვეთა ღვინისა თვით ზიარებისგანაც კი, ე.ი. ღვინოც

სიბილწედ შერაცხა მან. ამ შემთხვევაშიც მთავარი ცდომილება ტატიანესი კვლავ ის

გახლდათ, რომ ის ზღვარს ვერ დებდა ბუნებისეულ მოთხოვნილებასა და ვნებისეულ

მოთხოვნილებას შორის. როგორც მოგვიანებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

შესანიშნავად განმარტავს უფლისგან საზრდელი და ჭამა კი არ არის აკრძალული,

ნაყროვანებაა აკრძალული, უფლისგან სქესობრივი ურთიერთობა და შვილთა გაჩენა კი არაა

აკრძალული, სიძვა და მრუშობაა აკრძალული, უფლისგან მეტყველება და გაზრახება

ურთიერთს შორის კი არ არის აკრძალული, ფუჭ მეტყველება, ავმეტყველება და

ბილწმეტყველებაა აკრძალული და სხვა. აი ეს ზღვარი, ბუნებისეული მდგომარეობასა და ამ

ბუნებისეული, ღვთივბოძებული მონაცემის გაუკუღმართებასა და უკუღმართად გამოყენებას

შორის ვერ გაავლო ტატიანემ, ვერ გაავლო ამპარტავნების გამო და რა თქმა უნდა, ბოლოს აი

ასეთ უკიდურესი გაუკუღმართების ზღვარს მიადგა, რომ ღვინის აკრძალვა მოინდომა თვით

ზიარების საიდუმლოში. მაცხოვრის დაკანონებულს, მაცხოვრის ღვთიური, ღმრთული

სიტყვებით ნაკურთხ საიდუმლოთა საიდუმლოს მან, რა თქმა უნდა, თავისი ქმედებით ასეთი

ჩრდილი მიაყენა. მან შეურაცხყო უფლის ის ქმედება და სიტყვები, რომელიც მან (უფალმა)

საიდუმლო სერობისას წარმოთქვა, როდესაც აიღო ხელთ ღვინით სავსე სასმისი და სწორედ

თავის სისხლად განსაზღვრა იგი, როდესაც უთხრა მოციქულებს, რომ “სუით ამისგან

ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, თქუენთვის და მრავალთათვის

დათხეული, მისატევებელად ცოდვათა”. ამაზე აღმატებული სიტყვები არასოდეს არ

წარმოთქმულა კაცობრიობის, ქვეყნიერების, ქმნილების ისტორიაში და არც არასოდეს არ

წარმოითქმება, ამ დროს კი ამ სიტყვებს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა ტატიანემ, რომელმაც

ღვინო, მაცხოვრის სისხლად გარდაქმნილი წმ. ზიარების ჟამს, გააძევა ზიარების

საიდუმლოდან (რა თქმა უნდა, მისი ჭკუით) და სიბილწედ შერაცხა ის. შესაბამისად მან

განაჩინა, რომ ზიარებაში თითქოსდა წყალი უნდა იხმარებოდეს, რომ წყალი თითქოს ვნებებს

არ აღუძრავს ადმიანს და ამიტომ ღვინის დაშვება შეუძლებელია.

სწორედ ტატიანესგან და კიდევ ერთი გაუკუღმართებული პირისგან, დოსითეოზისგან,

რომელიც გნოსტიკური ერესის მიმდევარი იყო (ჩვენ გნოსტიციზმის შესახებ შემდეგ გვექნება

დაწვრილებითი მსჯელობა), იღებს სათავეს ენკრატიტების და აკვარიელების სექტა.

Page 39: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

39

ენკრატიტები არიან ისინი, რომლებიც აკანონებენ ხორცისგან, ქორწინებისგან და აგრეთვე

ღვინისგან აბსოლუტურ თავშეკავებას, არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ ყველასგან.

პირადი კანონი, კვლავ ავღნიშნავთ, შეიძლება უკიდურესზე უკიდურესი აღასრულოს

ადამიანმა, მაგრამ თუკი იგი ამ ყველაფერს აღასრულებს სიმდაბლით ანუ სიმდაბლე

მარადიული საზრდო იქნება მისი, ის არასოდეს სხვას არ დაუკანონებს ამგვარი ღვაწლის

გაწევას. ჩვენ უდიდესი მოღვაწეები ვიცით IV-V-VI ს-ში, რომლებიც მართლაც

განსაკვირვებელ სამარხვო და სამოღვაწეო კანონს აღასრულებდნენ, მაგრამ მხოლოდ

საკუთარი თავისთვის განაჩინებდნენ მას და თან განაჩინებდნენ როგორი კუთხით, რომ

ისინი როგორც უკიდურესად ცოდვილნი სხვა ადამიანთა შორის ასეთ განსაკუთრებულ

სიმკაცრეს იმსახურებდნენ, ე.ი. ღირსებით კი არ განუკუთვნებდნენ თავიანთ თავს, პირიქით

უღირსების ნიშნით და ეს იყო მათი ძალმოსილება. მსგავს მოთხოვნებს აყენებდა

აკვარიელების სექტაც (ლათინურად “აკვა” წყალს ნიშნავს), რომელი სექტაც ჯერ კიდევ

ტრულის კრების კანონებშია ხსენებული და დაგმობილი. ამ სექტის მიმდევრებს აგრეთვე

ეწოდებოდათ დოსითეზიანელები, გნოსტიკოს დოსითეოზის სახელიდან გამომდინარე.

აი ამგვარი ქმედებანი, ამგვარი ქმედებითი განვრცობანი შეიძინა ტატიანეს ცხოვრებაში იმ

ფანატიკურმა მარცვალმა, რამაც თავის დროზე მას ბევრი მომხრე შესძინა. მაგრამ არ

შემოიზღუდა რა ტატიანე იმ თავდაპირველი მდგომარეობით, რაც კიდევ ერთხელ

ავღნიშნავთ საზოგადოდ ფანატიზმის თვისებაა, და ასეთი თანდათანობითი

გავრცობითობით მან არა მხოლოდ თავისი ძველი მომხრეები დაკარგა, არამედ საზოგადოდ,

მთლიანად განუდგა ჭეშმარიტებას, ის პიროვნება, რომელიც თვითონ ერესისკენ და

მწვალებლობისკენ გადახრიდა მთელ კაცობრიულ ისტორიას და ანათემას უცხადებდა

ყველას და ყველაფერს, საკუთრივ იგი გახდა ერეტიკოსი და ანათემას გადაცემული.

ეს სამწუხარო მდგომარეობა ბევრმა უნდა გაითვალისწინოს დღევანდელ დღესაც, სადაც

ხშირ შემთხვევაში წინასწარაც კი ადგენენ გეგმებს თუ რომელი სამოღვაწეო დეტალი,

რომელი სამოღვაწეო მოვლენა გამოავლინონ სხვადასხვა დროს. ჯერ თითქოს მცირედით

იწყებენ, შემდეგ განავრცობენ, რომ ავტორიტეტი მოიპოვონ, საკუთარი თავი დაიმკვიდრონ,

როგორც მართლმადიდებლობის ერთადერთმა და გამორჩეულმა მოღვაწეებმა. რა თქმა

უნდა, ტატიანე სირიელის ღვაწლს როდესაც ჩვენ ვიხსენებთ, დღევანდელი მსგავსი

მოღვაწეებისგან მაინც მკვეთრად განვასხვავებთ, იმიტომ, რომ ტატიანეს მართლაც ჰქონდა

ღირსეული მხარეები მოღვაწეობისა და მისგან დატოვებული ორი შრომა, ცალკეული

უარყოფითი მხარეების გარდა, დადებით და ღირსეულ ნაწილებსაც შეიცავს და

პატროლოგიაში, პატრისტიკაში, რა თქმა უნდა, ტატიანე სირიელის სახელი შეტანილია,

განიხილება და შეისწავლება, მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც უკვე ავღნიშნეთ მის

გაუკუღმართებებთან დაკავშირებით.

Page 40: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

40

მოძღვრება ადამიანთა მკვდრეთით აღდგინების შესახებ

ჩვენი წინა საუბრის დასასრულს ვეხებოდით ტატიანე სირიელის მოძღვრებას მკვდართა

აღდგომასთან დაკავშირებით და როგორც მივუთითეთ ამ სწავლების გადმოცემის უწინარეს,

ანდა თანადროულად, ტატიანე მკვეთრად უარყოფითად წარმოაჩენს და შესაბამისად

განაქიქებს და კიცხავს სტოიკურ მოძღვრებას. ჩვენ ნაწილობრივ ეს საკითხი, საკუთრივ

სტოიკოსებთან დაკავშირებით, თუ რატომ იგმობოდნენ ისისნი ეკლესიის მამათაგან

მკაცრად, წინა საუბარში გადმოვეცით, ამჯერად კი პირველ რიგში მოვუხმობთ საკუთრივ

ტატიანეს სიტყვებს და შემდგომ მის განმარტებას შევეცდებით.

ტატიანე კერძოდ გვასწავლის (ამ მხარეზე მართლაც შეიძლება ითქვას რომ გვასწავლის,

რადგან მისი ეს სიტყვები თანხვედრაშია და თანახმიერია ეკლესიის მამათა მოძღვრებასთან):

“ამიტომ გვწამს, რომ ჟამთა აღსასრულს იქნება სხეულთა აღდგომა. არა ისე როგორც

სტოიკოსები ასწავლიან, რომ ყოვლად უსარგებლოდ მარადის წარმოიქმნება და დაცხრება

რაღაც ციკლური წრე-ბრუნვები (ჩვენ ამ ციკლურ წრე-ბრუნვებზე წინა საუბარში

ვიმსჯელეთ), არამედ რაჟამს ერთგზის სრულიად დასრულდება ჩვენეული საუკუნენი,

მხოლოდ კაცთა აგებულება შენარჩუნდება, რათა განისაჯონ. ხოლო განგვსჯის ჩვენ არათუ

(აქ დასახელებულია ანტიკური ეპოქის ცნობილი პირები, რომლებიც მითოლოგიური

სახისანი არიან) მინოსი ანდა რადამანტისი, არამედ თავად შემოქმედი ღმერთი იქნება ჩვენი

მსაჯული”. ეს პატარა მონაკვეთი, რაც ჩვენ მოვიტანეთ, ყველა თავისი ნიუანსით, თუნდაც

თავისი ტერმინოლოგიური კუთხით და თავისი სამოძღვრო ასპექტითაც, მთლიანად

მართლმადიდებლურია. ჩვენ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში საკუთრივ ღვთისმეტყველეური

თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია ტატიანეს შემდეგ სიტყვებზე:

“ყველაფერი დაცხრება, ყველაფერი მოისპობა, მხოლოდ კაცთა აგებულება შენარჩუნდება,

რათა განისაჯნონ”. სწავლების ეს ნაწილი, საკუთრივ ადამიანებთან დაკავშირებით, ანუ

ანთროპოლოგიური სწავლება ტატიანესი ძალიან საყურადღებო გახლავთ, საყურადღებო

გახლავთ იმ კუთხით, რაც ადამიანის მომავალს ეხება და არა მარტო ადამიანის, არამედ

სამყაროს მომავალსაც. რა თქმა უნდა, ყოველთვის დაისმოდა და დღესაც დაისმის კითხვა, რა

იქნება მომავალ საუკუნეში? ე.ი. განკითხვის შემდგომ მარადიულ საუკუნეში, მარადიულ

მყოფობაში, რა იქნება სასუფეველში? იქნებიან თუ არა იქ ცხოველები, მცენარეები, ანუ

მთელი ის აქსესუარი, რაც ადამიანს ამქვეყნად თან ახლავს, თუ მხოლოდ ადამიანური

მყოფობა იქნება იქ ანგელოზებთან ერთად? ტატიანეს პასუხი როგორც ვხედავთ

აბსოლუტურად გარკვეულია, რომ მხოლოდ ადამიანთა აგებულება შენარჩუნდება მეორედ

მოსვლის ჟამს, ანუ აღდგომას, აღდგინებას, მხოლოდ ისინი ექვემდებარებიან, რათა

განისაჯნონ. მხოლოდ ის რომ მიეთითებინა ტატიანეს ადამიანები იქნებიან მარტოოდენ

აღდგომადნი და სხვა არავინ არ აღდგებაო, შეიძლებოდა ამ აზრს დამაჯერებლობა ნაკლები

ჰქონოდა, მაგრამ იგი არგუმენტს გვთავაზობს, თუ რატომ მოხდება მხოლოდ ადამიანთა

აღდგინება და მათი შენარჩუნება და არა სხვა ვინმესი, “იმიტომ, რომ უნდა განისაჯნონ”.

აღდგინება კაცობრიობისა, რომელიც დაცემულ მყოფობაში იყო, რომელმაც ღვაწლი განვლო,

ანდა პირიქით ღვაწლს განერიდა და შესაბამისად ზოგმა სათნოებითი გეზი აღო ამ

Page 41: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

41

ცხოვრებაში, ზოგმა კი სიკეთეს ბოროტება შეაგება და ბოროტებისკენ გადაიდრიკა, მაშინ

როცა ორივე მხარეს აქვს თანაბრად და ერთდროულად მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება,

ზოგადად ნებელობა და ექვემდებარებიან აქედან გამომდინარე განსჯას, რა თქმა უნდა, ეს

განსჯა უნდა აღსრულდეს კიდეც, უნდა შეფასდეს ყოველივე და შეფასებას ვინც

ექვემდებარებიან სწორედ ისინი გადარჩებიან. აი ეს აზრია ჩადებული ტატიანეს ციტატაში,

რომ ადამიანთა აღდგინებაც არ მოხდებოდა (დაახლოებით რომ განვაგრძოთ მისი

მსჯელობის ლოგიკა) ისინი რომ განსჯას არ ექვემდებარებოდნენ, განკითვას რომ არ

ექვმდებარებოდნენ. ვინც და რაც განკითვას არ ექვემდებარება, ის მოვლენა, ის არსი,

მოკლებულია გონებას, მოკლებულია მოაზროვნეობას, მოკლებულია თავისუფალ ნებას.

ხოლო აღდგინება და მეორედ მოსვლის ჟამი იმათთვისაა, ვინც განკითხვას და განსჯას

ექვემდებარებიან. ამიტომ მეორედ მოსვლის ჟამს არ აღდგებიან არც ცხოველები, ასე ვთქვათ

არ აღდგებიან არც მცენარეები, არც ეს მატერიალური, ხრწნადი და დაშლადი ნივთი იქნება

წარდგენილი ღვთის წინაშე. ღვთის წინაშე წარდგენილნი იქნებიან მხოლოდ ისინი,

რომლებსაც ეთვისებათ, რომელთათვისაც მისადაგებულია განსჯა, რომლებზეც განსჯა უნდა

აღსრულდეს. ვფიქრობთ ეს არგუმენტი ძალიან საყურადღებოა და ჩვენ როდესაც უფრო

გვიან ეპოქებს შევეხებით საეკლესიო ლიტერატურისას, ალბათ ამ გამონათქვამისა და

კონკრეტულად აქ ნაგულისხმევი არგუმენტის მოხმობა ვფიქრობთ კვლავ დაგვჭირდება.

ამჯერად კი ამ ციტატასთან დაკავშირებით, რაც ვთქვით ამით დავასრულებთ.

ტატიანე აღდგომას, აღდგომის რწმენას და საერთოდ აღდგომის გარდუვალობას სხვა

კუთხითაც ასაბუთებს. ჩვენ სხვათაშორის აქვე ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვათ თუ რა

ტერმინი უნდა მიესადაგოს კაცობრიობის სამომავლო მდგომარეობას, მკვდრობისა და

დაცემულობისგან უხრწნელებაში დაბრუნებას, აღდგომა თუ აღდგინება? ზოგჯერ ამ ორი

ტერმინის გაიგივებაში კატასტროფულ შეცდომას ხედავენ, რომ თითქოს არ შეიძლება ითქვას

მაგალითად კაცობრიობის აღდგომა, რომ აღდგომა მხოლოდ მაცხოვრის მკვდრეთით

აღდგომის გამომხატველი ცნებაა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ.

თავისთავად ცხადია, რამდენადაც ქართულმა ენამ ამ შემთხვევაში, ტერმინოლოგიური

კუთხით, მკვეთრად შესამჩნევი გამომსახველობა აჩვენა, მართლაც რამდენადაც ეს ჩვენს

მეტყველებაში მოსახერხებელია, შეგვიძლია ეს ორი მდგომარეობა გავმიჯნოთ და

მაცხოვართან დაკავშირებით გამოვიყენოთ ტერმინი აღდგომა და კაცობრიობასთან

დაკავშირებით ვთქვათ აღდგინება, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ

თითქოს აღდგომა და აღდგინება არ შეიძლება გაიგივდეს და რომ აღდგომა არ შეიძლება

ითქვას კაცობრიობისადმი. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ამგვარი გარჩევა მხოლოდ ქართულ

ენაშია, თორემ სხვა ენებში და მათ შორის ბერძნულშიც, ტერმინი “ანასტასის” ანუ აღდგომა,

სრულიად განურჩევლად და იგივეობრივად ითქმის მაცხოვართან დაკავშირებითაც და ასევე

კაცობრიობის აღდგომის მიმართაც. ასე რომ თუ სხვა ენებში და მათ შორის ყველაზე

მთავარში, ყველაზე მთავარ ტერმინოლოგიურ და საღვთისმტყველო ენაში, ეკლესიის მამათა

ენაში - ბერძნულში, იგივეობრივი და ერთი და იგივე ტერმინი მოიხმობა ამ ორი

მოვლენისადმი, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ აქ კატასტროფული ცთომილება დავინახოთ თუ

Page 42: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

42

აღდგომას ადამიანთა მიმართაც ვიტყვით. კვლავ დავძენთ, რომ ქართულმა ენამ, როგორც

მრავალ შემთხვევაში დაუდასტურებია ამ ენას, რადგანაც აღნიშნული კუთხით მართლაც

უფრო დაწვრილებითი გამოსმახველობა, ალბათ სხვა ენებისგან მიუღწეველი, გამოიჩინა და

მოგვცა ტერმინი აღდგინება, გასამიჯვნად და გამოსახატავად იმისა, რომ მაცხოვრის

მკვდრეთით აღდგომა თვით მისი ძალით ხდება, თვით მან საღვთო ბუნებით საკუთარი

კაცება აღადგინა და თვითვეა პიროვნულად თავისი თავის კაცობრივად აღმდგენი და ზეცად

ამამაღლებელი, ამ კუთხით მართლაც შეგვიძლია, უფრო გამოსმახველი რომ იყოს ჩვენი

მსჯელობა, აღდგომა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით მოვიხმოთ და

რამდენადაც კაცობრიობა თავისით ვერასოდეს ვერ აღდგება და მისი აღმადგინებელი

უფალია, შესაბამისად აღდგინება კაცობრიობის მიმართ ვთქვათ. მაგრამ ამ ორი ტერმინის

გამიჯვნა მხოლოდ გამომსახველობითი ნიშნით უნდა მოხდეს და არა იმ ნიშნით, რომ

თითქოს ეს რაღაც დოგმატურ სხვაობას განაპირობებს.

დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით, რომ კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების

სამომავლოდ რწმენას ტატიანე ასედაც ასაბუთებს: “ისევე როგორც ქმნილი გავხდი, ადრე

არარსებული და ქმნის გზით არსებობა მივიღე, ასევე ქმნილი და სიკვდილის გზით მეტად

აღარ არსებული, ანუ მეტად აღარ ხილული, კვლავ ვიქნები. ისევე როგორც ადრე

არარსებული შემდეგში შობილი გავხდი. თუნდაც რომ ცეცხლმა უჩინო ჰყოს ჩემი ხორცი და

აორთქლებული ნივთიერება სამყარომ შეიწყნაროს, თუნდაც რომ მდინარეში ან ზღვაში

მოვკვდე, თუნდაც რომ მხეცებმა დამგლიჯონ, მდიდარი მეუფის სავანეებში დავეუნჯები.

თუმცა უბადრუკმა და უღვთომ არაფერი უწყის სამომავლო სიკეთეთა შესახებ, მაგრამ მეუფე

ღმერთი, რაჟამს ინებებს, კვლავ აღადგენს თავდაპირველი სახით მხოლოდ მისთვის ხილულ

არსებას”. აქ მოტანილი ციტატის მთლად დამაბოლოებელ სიტყვებს თუ არ მივიღებთ

მხედველობაში, მთელი ეს მონაკვეთი შესანიშნავი სწავლებაა მკვდრეთით აღდგომასთან

დაკავშირებით კაცობრიობისა და აქ უკვე შეიგრძნობა (შესაძლოა აქ გარკვეული

ლიტერატურული ცოდნაც არსებობდა, ანდა დამოუკიდებლად მაგრამ ერთი სულიერების

ქვეშ იყვნენ სხვადასხვა აპოლოგეტნი) ის მძლავრი არგუმენტი კაცობრიობის მკვდრეთით

აღდგინების გარდუვალობის დასაბუთებისთვის, რაც გაცილებით უფრო ვრცლად,

ფილოსოფიურად და ღრმად მოხმობილი აქვს უდიდეს აპოლოგეტს წმ. ათენაგორა ათენელს,

რაზეც ჩვენ გვისაუბრია და რაზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით, უბრალოდ ხაზს გავუსვამთ

იმ მსგავსებას, რომ ათენაგორაც სწორედ ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სრულიად

არარსებული შევიქმენი, ჩემი შექმნის საფუძველი სიყვარულია, ღმერთმა სიყვარულით

შემქმნა, შესაბამისად ჩემი მარადიულად არსებობის მოსურნეა იგი, და თუკი სრულიად

არარსებული შევიქმენი ღვთის ძალით, იმავე ღვთის ძალით და მისივე ნებით როგორ არ

შეიძლება, რომ მე უკვე შექმნილი შევნარჩუნდე? გაცილებით რთულია აბსოლუტურად

არარსებულის არარსებობიდან შექმნა, ვიდრე უკვე შექმნილის შენარჩუნება, ანდა შექმნილის

აღდგინება. დაზიანებული ჭურჭელი შეიძლება გავამთელოთ და თუ შევადარებთ რაოდენ

რთულია აბსოლუტურად არარსებული ჭურჭლის შექმნა უკვე შექმნილის და შემდგომ

დაზიანებულის გასწორებასთან შედარებით, აი ამ მხრივ ადვილი იქნება წარმოვიდგინოთ

Page 43: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

43

მართლაც რაოდენ გაცილებით იოლია უკვე შექმნილი ადამიანის შენარჩეუნება, ანდა

აღდგინება სამომავლოდ, იმასთან შედარებით, რასაც გულისხმობს სრულიად არარსებულის

შექმნა. აი ეს არგუმენტი მოაქვს ტატიანესაც და ამით ის იმ აპოლოგეტთა საღვთისმეტყველო

წრეში ექცევა, რომელთა წინამძღვრადაც ჩვენ ათენაგორა ათენელი უნდა ვიგულისხმოთ.

ზემორე ციტატაში ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ იმ ფრაზას, რომელიც

აღდგინებას კონკრეტულად ეხება, ანუ როდესაც ტატიანე ამბობს, რომ “მეუფე ღმერთი

რაჟამს ინებებს, კვლავ აღადგენს თავდაპირველი სახით” (იგულისხმება კაცობრიობას). რას

ნიშნავს ეს კვლავ აღდგინება თავდაპირველი სახით? შეიძლება თავდაპირველი სახე ჩვენ ამ

შემთხვევაში შეგვეცვალა და უფრო ზედმიწევნით გვეთარგმნა, რომ კვლავ აღადგენს

დასაბამიერისკენ. ბერძნულში არის ასეთი ფრაზა “პროს ტო არხაიონ”, საიდანაც “ტო

არხაიონ” არის დასაბამიერება, ხოლო “პროს” გახლავთ წინდებული - კენ, მიმართ,

დასაბამიერებისკენ, დასაბამში რაც იყო იმისკენ კვლავ აღადგენს. კვლავ აღდგინება

ბერძნულში გამოიხატება კარგად ცნობილი თეოლოგიური ტერმინით “აპოკატასტასის”. აი ეს

აპოკატასტასი ანუ კვლავ აღდგინება, ძველ ქართულით კუალად გებაი, უაღრესად

მნიშვნელოვანი ტერმინი გახლავთ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ტერმინი და მისი

ძველი ქართული თარგმანები და ამ ტერმინში ნაგულისხმევი სხვადასხვა შინაარსი, ერთი

მხრივ მართლმადიდებლური და მეორე მხრივ გაუკუღმართებული, ორიგენისტული,

ვრცლად განგვეხილა და დაინტერესებულ მსმენელს მივუთითებთ, რომ მოიძიონ შესაბამისი

მონაკვეთი ჩვენი წიგნისა “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, სადაც “აპოკატასტასისი”

და მისი სინონიმური ტერმინები, ჩვენი შეძლებისამებრ დაწვრილებით გვაქვს განხილული.

ხოლო ამ შემთხვევაში ტატიანესთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტატიანე ან

გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი როგორც დასაბამში იყო კვლავ იმავე სახით აღდგება, რაც

უკვე ორიგენისტული გაგება იქნებოდა აპოკატასტასისა ანუ კვლავ აღდგინებისა, ანდა

შეიძლება ის გულისხმობდეს უკვე მართლმადიდებლური სარწმუნოების კვალად, როგორც

ეს გამოთქმულია ბევრი ღვთისმეტყველის მიერ, რომ ის რაც ღირსეულია, ის რაც

შენარჩუნების ღირსია, რასაც ღვთიურობის ბეჭედი არ გაჰქრობია და რაც წარწყმედას და

მოსპობას არ ექვემდებარება, აი ყოველივე ეს კვლავ განახლდება, ჩამოიშორებს ჭუჭყსა და

ბიწს და დასაბამიერი, თავდაპირველი, ცოდვამდელი ანუ უცოდველი სახით განახლდება.

სამწუხაროდ ტატიანეს ფრაზა არის ძალიან მოკლე და რომელ შინაარსს დებდა ის ზემოთ

მოტანილ ფრაზაში, ჩვენთვის ამ შემთხვევაში ამის დაკონკრეტება არც ისე იოლი გახლავთ.

მაგრამ თვით ამ საკითხზე მსჯელობა, თუნდაც ამის ხაზგასმა, რომ კაცობრიობის აღდგინება

ეს ნიშნავს არა ხელახლა შექმნას კაცობრიობისას, არამედ კაცობრიობის ღირსეული ნაწილის

იმავე სახით კვლავ განახლებას, როგორადაც იგი იყო ადამში ცოდვამდე და როგორც

უხრწნელებით, უკვდავებითა და ყველანაირი სათნოებით იყო შემკობილი ადამი ცოდვით

დაცემამდე, რომ ამგავარად განახლდება კაცობრიობის ღირსეული ნაწილი, უკვე აქეთკენ

ტატიანეს ამ ფრაზაში, რა თქმა უნდა, ნაბიჯი გადადგმულია და სწორედ აღნიშნულ ადგილს

მოსდევს მსჯელობა, სამწუხაროდ უაღრესად მცდარი, ღვთის სიტყვისა და ღვთის სულის

იგივეობის შესახებ. ჩვენ ადრე ავღნიშნავდით, რომ II ს-ში იყო ეს მკვეთრად გამოხატული

Page 44: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

44

ცთომილება ბევრ პირთან, ბევრ ავტორთან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იხელთებდნენ და ვერ

იგუებდნენ და თავისი თავისთვის ვერ აცნობიერებდნენ სული წმინდის ჰიპოსტასურობას და

სულს მიიჩნევდნენ როგორც მხოლოდ თვისებას მამისას, ანდა მეორე შემთხვევაში როგორც

იმავე ძე ღმერთს, ოღონდ სხვა სახელის მქონეს. და აი ამ ცთომილების ერთ-ერთი

წარმომადგენელი ტატიანეც გახლავთ, რომელიც ღვთის სულის, იგივე სულიწმინდის და

ღვთის სიტყვის, იგივე ძე ღმერთის იგივეობას ცხადად გამოთქვამს, როდესაც ამბობს:

“ზეციურმა სიტყვამ, რომელიც გახდა სული მამისგან და ლოგოსი სიტყვიერი ძალისგან (რას

ნიშნავს ეს სიტყვიერი ძალისგან, ჩვენ ვერ ვაზუსტებთ, იმიტომ, რომ ლოგოსი იმავე სიტყვას

ნიშნავს), მისი მშობელი მამის მიბაძვით შექმნა კაცი ხატად უხრწნელებისა, რომ ისევე

როგორც უხრწნელება ღმერთთან არსებობს, მსგავსადვე ღვთის ნაწილს ზიარებულ კაცსაც

უკვდავება ჰქონოდა”. ამ შემთხვევაშიც თუ ღვთის ნაწილს ტატიანე პირდაპირი

მნიშვნელობით ამბობს და არა გადატანითი, პირობითი გაგებით, მაშინ ღვთის ნაწილთან

ზიარება გულისხმობს ღვთის ნაწილთან, ღვთის არსებასთან, პირდაპირი მნიშვნელობით

ზიარებას, ანუ ღვთის არსების ქონას, რაც ასევე აბსოლუტურად არამართლმადიდებლური

აზრი გახლავთ. მაგრამ დასაწყისი სიტყვებიც კი ამ კონტექსტისა, რომ ზეციური სიტყვა

იგივეა რაც სული მამისა, უკვე თვალსაჩინო დოგმატურ ცთომილებას გვიჩვენებს საკუთრივ

ერთარსება სამპიროვნული ღვთის მხრივ. თუმცა ამავე მონაკვეთთან დაკავშირებით ჩვენ

ღირსეული მხარეც შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ადამიანის ღვთის ხატად დაბადება ეს

იგივეა, რაც დაბადება ხატად უხრწნელებისა, რაც გვიანდელ ღვთისმეტყველთა მიერ უფრო

გაშინაარსებულია და ამ საკითხს უფრო განმარტებითად ჩვენ მოგვიანებით ალბათ

შევეხებით და განვიხილავთ. აქვე სხვათაშორის აშკარადაა თქმული ანგელოზთა შექმნის

შესახებ და არა მხოლოდ ადამიანის შექმნის შესახებ, იმიტომ, რომ იყო ცალკეული

მიმდინარეობანი, რომლებიც ანგელოზებს შეუქმნელად ანდა შექმნილად მაგრამ შობილებად

აღიარებდნენ, ტატიანე კი მკვეთრად ამბობს, რომ “ლოგოსი კათა შექმნამდე ანგელოზთა

შექმნელიც არის”, რაც ასევე ეკლესიური სწავლებაა. თუნდაც ის აზრი, რომ ანგელოზური

შესაქმე წინ უსწრებს ადამიანურ შესაქმეს, ამ მხრივაც ტატიანე ერთგულობს

მართლმადიდებლურ მოძღვრებას.

Page 45: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

45

დემონოლოგია და სულის შესახებ მისი მოძღვრება

ჩვენ კვლავ განვიხილავთ, შესაბამისად მსმენელთა მოთხოვნისა, ტატიანეს თეოლოგიურ

მხარეს აღნიშნული შრომისას და შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ჩვენი განხილვა

დავაბოლოვეთ ტატიანე სირიელის სწავლებით იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვამ ადამიანთა

შექმნამდე შექმნა ანგელოზები.

ალბათ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ტატიანესთვის თავისუფალი ნება თანაბრად

განეკუთვნება ადამაინებსაც და ანგელოზებსაც, ე.ი. ანგელოზური და ადამიანური შესაქმე

რაღაცით ერთმთლიანია, რამდენადაც ორივე ეს ქმნილება ღვთივ მომადლებული

მოაზროვნეობითა და შესაბამისად თავისუფალი ნებით არის დაჯილდოებული. აქვე

ტატიანე იმასაც უსვამს ხაზს, რომ როგორც მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება მიენიჭათ

მათ, ასევე სიკეთის თვისება, კეთილობა, ღვთივბოძებულია მათდამი, ანუ სხვაგვარად რომ

ვთქვათ ანგელოზთა და ადამიანთა ბუნებითი თვისებების და ამ ბუნებითი თვისებების

ყველაზე უფრო ღვთიური გამოხატულება - სიკეთე, კეთილობა, მათ ღვთისგან აქვთ

ბოძებული. ტატიანე კერძოდ ამბობს: “შესაქმის ორივე სახეობა (ანგელოზური და

ადამიანური) დაიბადა როგორც თვით გამგებელი (საკუთარი თავის პატრონი გარკვეულ

არჩევით საკითხებთან დაკავშირებით), რომელთაც არა აქვთ სიკეთის ბუნება, რაც მხოლოდ

ღვთის თვისებაა, ადამიანთა მიერ კი აღსრულდება ნების თავისუფლებით”. აქ თვითონ

გამონათქვამი, რომ “არა აქვთ სიკეთის ბუნება”, რა თქმა უნდა, მართებული არ გახლავთ,

მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხმობაში არ არის. შეიძლება ჩვენ უფრო ვისაუბროთ

მაინც დაუხვეწელობაზე გამოთქმისა. ალბათ ტატიანეს იმის თქმა უნდოდა, რომ სიკეთე თუ

ნებისმიერი სხვა ღირსეული თვისება ადამიანური ბუნებისა ღვთივმომადლებულია და არა

თავისთავადი, თვითარსებული, ღვთის გარეშე თვით მდგომი.

აღნიშნულის შემდეგ ტატიანე ეხება უკვე დაცემულ ანგელოზებს და ალბათ ეს მხარე მის

ხსენებულ შრომაში ყველაზე უფრო საყურადღებო გახლავთ. ამ მხრივ იგი, პირდაპირ

შეიძლება ითქვას, გვერდით უდგას, ხშირ შემთხვევაში სწავლების უმეტეს, ნაწილში სხვა

აპოლოგეტებს, იქნებიან ესენი წმ. იუსტინე მარტვილი, ათენაგორა ათენელი, ირინეოს

ლიონელი, აგრეთვე თეოფილე ანტიოქიელი თუ სხვები და შესაბამისად, ისევე როგორც ამ

უკანასკნლეთა, ტატიანეს ე.წ. დემონოლოგიაც განხილვის ღირსია. ტატიანე განსაკუთრებით

აანალიზებს დემონთა მიერ ქმნილ და განხორციელებულ ბედისწერას, ბედისწერას,

რომელიც ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “ჰეიმარმენე” (სხვათაშორის ეს ტერმინი

რამდენჯერმე ძველ ქართულად უთარგმნელადაცაა დადასტურებული, როგორც “იმარმენი”),

რომელიც ძველ ქართულად ითარგმნებოდა სიტყვით “სვე”, რაც ლათინურად გამოითქმის

ტერმინით “ფატუმ” და რასაც საეკლესიო მოძღვრება, რა თქმა უნდა, კატეგორიულად

უარყოფს. საყურადღებოა ისიც, რომ ტატიანე სატანას უწოდებს პირველქმნილს. ტატიანეს

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამგვარი ეპითეტი შესაძლოა სათავეს იღებდეს იობის წიგნიდან,

სადაც ეშმაკს ეწოდება დასაბამი უფლის შესაქმისა (ძველ ქართულად თუ მოვიტანთ ამ

ადგილის შესატყვის სიტყვებს, კერძოდ ესაა იობის მე-40 თავის მე-14 მუხლი, “დასაბამი

Page 46: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

46

დაბადებისა უფლისაი”). ალბათ აქ იგულისხმება ის, რომ ანგელოზები პირველქმნილნი

არიან ჭეშმარიტად ღვთისგან, ვიდრე სხვა ქმნილებანი უზენაესი ძალისგან დაბადებულ

იქმნებოდნენ, ვიდრე ისინი გამოჩნდებოდნენ. ტატიანე ამბობს: “მას შემდეგ, რაც ადამიანები

მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო”... ამ ციტატაში ჩვენ

უკვე ვხედავთ, რომ ტატიანე სატანას პირველ ქმნილობას მარტოდენ იმ აზრით არ უწოდებს,

რომ ანგელოზები ყველა სხვა შესაქმეზე უწინარესნი არიან, არამედ თვით ანგელოზთა შორის

პირველ ქმნილად მიიჩნევს იგი სატანას. ეს აზრი, რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლება

მართლმადიდებლურ მოძღვრებას თანხვდებოდეს, იმიტომ, რომ ეკლესიური სწავლებით

ანგელოზები მყისიერად დაიბადნენ ღვთისგან, მეყსეულად, წამში, ყოველგვარი დროითი

შუალედის გარეშე და ისინი იმ სიმრავლედ დაიბადნენ პირველწამშივე ღვთის ნებით, რა

სიმრავლედაც მარადიულად არიან დღესაც და სამომავლოდაც იქნებიან. სატანას

დაწინაურებულობა ანგელოზთა შორის, ვიდრე ის სატანა გახდებოდა, ეკლესიის მამათა მიერ

ხშირად არის ხაზგასმული და ამიტომ ეწოდება მას უფრო დამკვიდრებული ლათინური

ტერმინი “ლიციფერი” ანუ სინათლის მატარებელი, ბერძნულად “ჰეოსფოროსი”, ძველ

ქართულად კი “მთიები”, და თუ ამ აზრის გამოხატულებაა ტატიანეს ეს არამართებული

ტერმინით გადმოცემული აზრი, რომ უპირატესობის წამოჩენა უნდა იმ ანგელოზისა,

რომელიც სატანა გახდა, რა თქმა უნდა ტერმინი პირველქმნილობა ამ შემთხვევაში სრულიად

გამოუსადეგარი გახლავთ. ტატიანე შემდგომ განაგრძობს: “მას შემდეგ, რაც ადამიანები

მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო და ღმერთად დასახეს

ღვთის რჯულის მოწინააღმდეგე (იგულისხმება, რომ ღმერთად დასახეს ადამიანებმა, ამ

უკანაკნელთა დაცემული მდგომარეობის ჟამს), მაშინ ღვთის სიტყვის ძალმა უარყო

უგუნურების მოთავე (სატანა) და ყველა ისინი, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით

შეუდგნენ მას. ამგვარად ის ვინც ღვთის ხატად იქმნა (ადამიანი) მოკვდავი ხდება, რაჟამს

უფრო ძალმოსილი სული ტოვებს მას (აქ ტატიანესთან, რა თქმა უნდა, სრულიად

მოუწესრიგებელად კვლავ შემოდის აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანის ბუნებაში

ერთი-მეორეს ემიჯნება “პნევმა” და “ფსიხე” ანუ სული და სამშვინევლი, რომ სული

შეიძლება ადამიანისგან განცალკევებული იყოს, თუკი ადამიანი სამშვინველისეული

გახდება, რა დროსაც სულისმიერი აღმატებული მდგოამრეობა მისგან განშორებულია. და აი

ეს სული ტატიანეს აზრით ტოვებს ადამიანს მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი ეშმაკის

მიმდევარი ხდება), ხოლო ამ სულის ნაცვლად, ურჩობისა და უგუნურების მიზეზით,

პირველქმნილი დემონი იჩენს თავს (ე.ი. დემონი ჩაენაცვლება თითქოს სულს), რომლის ცრუ

ზმანებათა მბაძველნი დემონთა ლეგიონს ქმნიან და თავისუფალი ნების გამო საკუთარ

სიშლეგეს მიეცემიან”.

ჩვენ ამ სწავლებაში და უფრო მომდევნო ნაწილშიც, სადაც ტატიანე კვლავ დემონებს ანუ

ეშმაკებს ეხება, შეიძლებოდა გამოგვეყო და უფრო მეტად ყურადღება გაგვემახვილებინა იმ

ნაწილზე, სადაც დემონთა მაცთუნებლობა არის უფრო გულმოდგინეთ წარმოჩენილი, რომ

ადამიანები გაფრთხილდნენ და არ მიენდონ უკეთურ ზრახვებს, კერძოდ ტატიანე მკვეთრად

ამბობს, რომ დემონები ესწრაფვიან საკუთარი ცთომილების ანუ ღვთისგან მათეული

Page 47: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

47

განდგომის წიაღში შეიტყუონ ადამიანები. შესაბამისად ეს ხორციელდება მათ მიერ მცდარი

მოძღვრების თავზე მოხვევით, კერძოდ კი იმის შთანერგვით, რომ არსებობს ბედისწერა.

ბედისწერისადმი რწმენა, რაც აბსოლუტურად მართებული სწავლება გახლავთ ტატიანესგან,

იგივე უკეთურების და დემონურ წიაღში ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს. ტატიანე

კერძოდ აღნიშნავს: “დემონთა განდგომის სამიზნე არიან ადამიანები, ე.ი. დემონები

განიზრახავენ, რომ მათ განდგომას შეუერთდნენ ადამაინები. დემონებმა წარმოუდგინეს

ადამიანებს ნახაზი (ამ სიტყვას ჩვენ ვუსადაგებთ თვით ტატიანესეულ ტერმინს “დიაგრამმა”,

რაც შეიძლებოდა უთარგმნელადაც გამოგვეყენებინა) და ვარსკვლავთ განლაგებისა და

კამათლის მოთამაშეთა მსგავსად ფრიად უსარგებლო ბედისწერა შემოიტანეს”. ვფიქრობთ

შესანიშნავი დახასიათებაა ასტროლოგიის აბსოლუტური ცდომილებისა და ეშმაკეული

წარმომავლობისა. მართლაც მთელი ეს ვარსკვლავთ განლაგებანი, რაც თითქოს ადამიანის

მომავალს წინასწარმეტყველებს, როგორც ვხედავთ უკეთური ხიბლისა და ზმანების

დიაგრამაა და სხვა არაფერია. ტატიანე განაგრძობს: “მსაჯულიცა და დასჯილიც ბედისწერით

არიან ამგვარნი (ანუ თითქოს მსაჯულობა თუ ვინმეს აქვს ამ ქვეყნად ეს ბედისწერითაა, თუ

დასჯილია ვინმე ესეც ბედისწერითაა, თუ ვინმე კეთილია ესეც ბედისწერითაა და თუ ვინმე

გაუკუღმართდება ესეც, რა თქმა უნდა, ბედისწერის ბრალია), ასევე მკვლელიცა და

მოკლულიც, მდიდარიცა და ღარიბიც იმავე ბედისწერის ნაშობნი არიან. მთელი შესაქმე

თეატრის მსგავსად გასართობია მათთვის”. აი ასე ზედმიწევნითი ქროტესკულობით არის

წარმოჩენილი მკითხველის წინაშე ტატიანეს მიერ ბედისწერულობის და ბედისწერის

ეშმაკეული არსი.

ამის შემდეგ ტატიანე ეხება ელინ ღმერთებს, რომლებსაც იგი, რა თქმა უნდა, დემონებად

რაცხს და გაკვირვებით სვამს ასეთ კითხვას: “ნუთუ თვით დემონებიც კი მათ წინამძღოლ

ზევსთან ერთად ბედისწერას არ ემორჩილებიან? და განა იმავე ვნებებით არ არიან

შეპყრობილნი, რითაც ადამიანები?” აი ეს მხარე, რომ ელინური ღმერთებიც იგივე დემონები

არიან და რომ მათთვისაც ბედისწერულობა არის განმსაზღვრელი, ეს ელინიზმის განქიქების

ერთ-ერთი არსებითი ელემენტი იყო ამ დროისთვისაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ერთ-

ერთი წამყვანი მხარე გახლავთ. თვით ტატიანე კი ელინურ ღმერთთა განქიქების შემდეგ

ასკვნის: “ამგვარნი არიან დემონები”. და როგორც წინარე მონაკვეთებშიც აშკარად გამოჩნდა,

რომ ასტროლოგია და დემონურობა ერთი და იგივეა, შესაბამისად შემდგომად იმისა, რაც

ტატიანე დემონოლოგიას გადმოგვცემს, უკვე ასტროლოგიასაც ამასთან ერთობაში

სპეციალურად ეხება, განაქიქებს რა ზოდიაქოთა შესახებ ელინურ წარმოდგენებს, ამბობს:

“დემონებმა განაწესეს ბედისწერა, ხოლო მიწაზე მძვრომი ქვეწარმავლები, წყლის ცხოველები

და მთების მკვიდრი ოთხფეხები, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობენ, ზეციური

ცხოვრებიდან გამოძევების შემდეგ, ყველა მათგანი ზეციური პატივის ღირსად განაჩინეს,

რომ ამ გზით ერთი მხრივ თავიანთი თავისთვის შეექმნათ წარმოდგენა თითქოს კვლავ ცაში

ცხოვრობდნენ, მეორე მხრივ კი ამ ქვეყნიური ვარსკვლავთ განლაგების მიერ

კეთილგონივრულად წარმოესახათ მათი მყოფობა”. ე.ი. ეს არსებითი მხარეები

ასტროლოგიის, როგორც ე.წ. მოძღვრების არსებითი შტრიხები, ასე სიღრმისეულად არის

Page 48: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

48

ტატიანესგან დახასიათებული და უარყოფილი, და ამ განქიქებას ბედისწერისას და

ზოდიაქური წრისას ტატიანე ასე აბოლოვებს: “ჩვენ კი, ქრისტიანები, ბედისწერაზე მაღლა

ვდგავართ, ხოლო ცთომილ დემონთა ნაცვლად ერთი უცთომელი უფალი გვისწავლია და

რადგანაც ბედისწერას არ მივყვებით, ბედისწერის რჯულმდებლებსაც ვუარყოფთ”.

აი ასეთი ცალკეული უარყოფების შემდეგ და მომდევნო ნაწილში მითოლოგიური

გადმოცემების განქიქების შემდგომაც და მათ საფუძველზე, ტატიანე ამხილებს ბედისწერის

შესახებ მოძღვრების სიყალბეს. დღეისათვის ჩვენ შეიძლება ეს არ გვეჩვენებოდეს მთლად

იმდენად აქტუალური, იმიტომ, რომ თითქოსდა ამაში რა არის მისაღები და თავისთავად ის

უარსაყოფია, მაგრამ დღესაც კი ჩვენ კარგად ვხედავთ თუ როგორ არის ასტროლოგია,

ბედისწერაზე დაყრდნობილი, წინასწარმეტყველებანი საზოგადოებაში ღრმად შეჭრილი და

ვფიქრობთ, რომ ტატიანეს ამ შრომის ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე

მართლმადიდებლური ნაწილი, დემონოლოგიისა და ასტროლოგიის უარყოფა

დღეისათვისაც უაღრესად საყურადღებო უნდა ჩანდეს. ტატიანე აღნიშნავს: “როგორ

შეიძლება, რომ კრონოსი (ზევსის მამა), რომელიც შეჰკრეს და მეფობისგან გააძევეს,

ბედისწერის განმგებელი გამხდარიყო?” მოგეხსენებათ კრონოსი ითვლება ბედისწერის

განმგებლად და ტატიანეს გაკვირევბული შენიშნვით თუ მართლაც თვითვეა ბედისწერის

განმგებელი, ბედისწერულად როგორ მოხდა მისი დასჯა და მეფობისგან მისი ჩამოშორება.

ამის შემდეგ ავტორის თვალსაზრისი ასეა გადმოცემული: “ვხედავ მზეს, ყველასთვის იგივეს,

ერთია სიკვდილი ყველას წინაშე, შვებულთათვისაც და ჭირვეულთათვისაც. მოკვდი

სამყაროს წინაშე და განაგდე მისი სიცოფე, ხოლო იცოცხლე ღმერთთან და მისი შემეცნების

გზით უარჰყავი თავდაპირველი დაბადება (ხორციელი დაბადება). არათუ იმისთვის

დავიბადეთ, რომ მოვკვდეთ, არამედ ჩვენვე ვიკლავთ ჩვენ თავს (ვფიქრობთ შესანიშნავი

სიტყვებია). წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალმა ნებამ (რა თქმა უნდა ეს არ ნიშნასვ რომ

თვითონ თავისუფალი ნებაა წარმწყმედელობა. თავისუფალი ნების უკეთურად მოხმარებამ

წარგვწყმიდა ჩვენ, თორემ იგივე თავისუფალი ნება, როგორც ეკელსიის მამათა

ერთსულოვანი სწავლება ამ საკითხზე გვაქვს, არის სწორედ ადამიანის მარადმაცხოვნებელი

და მარადგანმაღმრთობელი და ყველაზე უფრო ღვთიური თვისება მასში. ასე რომ აქ

ტატიანეს მართებდა უფრო კონკრეტულად გამოეთქვა აზრი და დაემატებინა სიტყვა

“ბოროტმა გამოყენებამ”, რომ წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალი ნების ბოროტმა გამოყენებამ),

მონებად ვიქეცით მანამდე თავისუფალნი, განვიყიდეთ ცოდვისა გამო. ღმერთს არაფერი

უქმნია ცუდი, ჩვენვე წარმოვშვით უკეთურებანი. ამიტომ, რადგანაც ჩვენ გავაჩინეთ იგი,

ძალგვიძს კიდეც უარყოფა მისი”. აი ასეა წარმოდგენილი ტატიანესთან, როგორც ავღნიშნეთ,

დემონოლოგიური მოძღვრება.

მომდევნო ნაწილი ალბათ უფრო სულთმეტყველების, სულის შესახებ ტატიანესეული

მოძღვრების თვალსაზრისით არის უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ამ ნაწილში, ისევე როგორც

ეს ადრეც ავღნიშნეთ, საკმადო მრავალი გახლავთ ბუნდოვანი, ერთი მეორესთან ნაკლებ

დაკავშირებული ცალკეული აზრები, თავმოყრა, კონგლომერატი, სხვადასხვა წარმოშობის

Page 49: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

49

დებულებებისა და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულობას ვერ ვაწყდებით. კვლავ

მსჯელობს ტატიანე სამშვინველზე და პნევმაზე ანუ სულზე და მისი მოძღვრება თუ

როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვემორე ციტატიდან უფრო ცხადად შევიცნობთ იმ

ციტატებთან ერთად, რომლებიც ჩვენ აქამდე უკვე მოვიტანეთ და განვიხილეთ, ტატიანე

კერძოდ ამბობს: “სულთა ორ სახესხვაობას ვიცნობ, ერთს ეწოდება სამშვინველი (ბერძნ,

ფსიხე), ხოლო მეორე, უმჯობესი სამშვინველზე, არის ღვთის ხატი და მსგავსება. ორივე

მათგანი არსებობდა პირველ ადამიანებთან, რადგანაც ზოგიერეთები ნივთიერნი იყვნენ,

ზოგნი კი ნივთზე აღმატებულნი. საკითხის არსი ასეთია: ჩანს, რომ მთელი სამყაროული

აღნაგობა და მთელი შესაქმე ნივთიერებისგან დაიბადა, ხოლო თვით ნივთიერება ღმერთმა

წარმოქმნა (უმჯობესია ვიხმაროთ ტერმინს წინადააფუძნა (ბერძნ. პრო ბებლემენენ),

უწინარეს ვიდრე ყოველივეს აღაგებდა მისგან). ასე რომ ნივთიერების რაღაც ნაწილი, ვიდრე

იგი დანაწევრებას შეიწყნარებდა, უბადრუკად და უშვერად მოიაზრება, ხოლო ნაწილი, მისი

დანაწევრების შემდეგ, შეიმკვება და მოწესრიგდება. ცაც და ვარსკვლავებიც ნივთისგან არიან,

მიწასაც და ყოველსავე მიწიერსაც მსგავსი აღნაგობა აქვს, რადგანაც ერთია ყველაფრის

დასაბამი. თუმცა ეს ყოველივე ასეა, თავად ნივთისგან ქმნილი საგნები სხვაობენ

ერთმანეთისგან, მაგალითად ერთი უფრო მშვენიერია, მეორე კი, თუმცა ისიც მშვენიერია,

რომელიმე უკეთეს საგანთან შედარებით უფრო ნაკლებია. ისევე როგორც სხეულის

აგებულება ერთ გამგებლობას ემორჩილება და თვითვეა ქმნადობის მიზეზი, რამეთუ

სხეულის შიგნით არსებობს სხვაობა ღირსებათა მიხედვით, ერთია თვალი, მეორეა ყური,

სხვაა თმათა გამშვენება და შიგნეულთა გამგებლობა, აგრეთვე ტვნის ძვლებისა და

სისხლძარღვების შემტკიცება, რომელთაგან თითოეული მეორისგან სხვაობს, მაგრამ

თანხმობის განგებულება მათ ჰარმონიას ქმნის. მსგავსადვე სამყარო, რომელიც შემოქმედის

ძალით შეიცავს უბრწყინვალესსაც და უდარესსაც, დამბადებლის ნებისამებრ ზიარებულია

ნივთიერ სულთან (ნივთიერი სულის აღმნიშვნელად ტატიანესთან გვხვდება ასეთი ფრაზა

“პნევმა ჰილიკონ”, საიდანაც “ჰილიკონ” გახლავთ ნივთიერი, მატერიალური, ხოლო “პნევმა”

სული. ლათინურად ეს ფრაზა ასე გამოითქმის “სპირიტუს მატერიალე”). ვინც

ცუდმედიდობის გამო არ მოიძაგებს უსაღვთოეს განმარტებებს და გულისყურს მიაპყრობს

მას, რაც ჟამითი-ჟამად გაგვიცხადა წერილმა, მაშინ მისთვისაც შესაძლებელი იქნება

ცალკეულად შეიმეცნოს ყოველივე და ფრიად ღვთის მოყვარედ გარდაიქმნას. ამასთან

დემონები, როგორც თქვენ უწოდებთ მათ (ელინებს მიმართავს) ნივთისაგან არიან

შემტკიცებულნი”. ეს გახლავთ უაღრესად საყურადღებო სწავლება, რომელსაც ჩვენ შემდეგ,

გვიანდელ ავტორებთან კვლავ გავიხსენებთ. დემონთა აგებულება ნივთიერებისგან, ეს იყო

აზრი II-III ს-ში ხშირად გამოთქმული მრავალი ღვთისმეტყველის მიერ, რაც თუ ჩვენ არ

გავიგეთ გარკვეული კომენტარითა და დაზუსტებით, შეიძლება ცთომილებაში ჩავვარდეთ.

როგორც უნდა ვიფიქროთ აქ ტატიანე და სხვა მისი მიმდგომნი და მიმყოლნიც არ

გულისხმობენ მატერიალურ აღნაგობას დემონებისას, ისინი გულისხმობენ მატერიისკენ

მიდრეკილი ვნებადი სურვილებით მათ შემტკიცებულობას, რომ ვნებების ხორცშესხმა ანუ

განსახიერება არიან სწორედ ისინი. და პირდაპირი გაგებით, რომ ნივთისაგან არიან

შემტკიცებულნი, რა თქმა უნდა, თავისთავად მცდარი აზრია თუ ჩვენ ამ აზრს აი ამგვარი

Page 50: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

50

დაზუსტებით არ მივიღებთ. ტატიანე კი განაგრძობს: “და მიიღეს რა მათ აგრეთვე ნივთისგან

სულიც, ავხორცნი და ხარბნი გახდნენ, რომელთაგან ზოგი უფრო ნაკლებ მატერიალური

ნივთიერებისკენ მიიქცა, ზოგმა კი უდარესი ირჩია და შეთვისებული ნივთიერების მსგავსად

იწყეს მათ ცხოვრება. და თქვენ ელინები ეთაყვანებით იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან

ქმნილნი”. აქ უკვე მეორე აზრი შემოდის ტატიანესთან, რომ ყველა ელინური ღმერთი,

როგორც კერპში განცხადებული, რა თქმა უნდა, ნივთიერებას უკვე შეერთვის, იმიტომ, რომ

ნებისმიერი კერპი ნივთისგან კეთდება და ეს კერპები ელინთა მიერ რაღაც სიმბოლოებად კი

არ მოიაზრებოდა, არამედ ნამდვილ ღმერთებად, საკუთარი ნების, მოქმედების და ძალის

მქონე არსებებად. აი ამ გაგებით უკვე ჩვენ შეგვიძლია ტატიანეს დავეთანხმოთ, რომ კერპები

როგორც დემონური ძალის სხეულებრივად ამამოქმედებელნი, რა თქმა უნდა, ნივთისაგან

არიან ქმნილნი. და საყვედური ელინებისადმი ტატიანესგან სწორედ ამ მხრივ არის, რომ

ელინები ეთაყვანებიან იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან ქმნილნი. “ისინი, - განაგრძობს

ტატიანე, ავაზაკები, რომლებიც მათივე სიშლეგის მიზეზით ამპარტავნებას მიეცნენ და თავი

აიშვეს, თქვენს მიერ ღვთიურ ქმნილებებად შეირაცხნენ. ხოლო ყოველთა უფალმა ნება

დართო მათ (აქ ტატიანეს მიერ ღვთიური იკონომიაა გამოკვეთილი) იხორხოცონ, ვიდრე არ

დასრულდება და არ დაირღვევა ეს სამყარო, რაჟამს მსაჯული მოვა და ყველა კაცი, ვინც კი

დემონთაგან შეურვებული სრული ღმერთის ცოდნას ეწაფებოდა, განკითხვის დღეს

ღვაწლთა დარად უფრო უსრულეს თანადგომას მიიღებს ღვთისგან”. შემდგომ ტატიანე

განავრცობს აზრს სულის შესახებ და მას ყველაფერი განსულიერებულად ესახება, რაც მისი

კერძოობითი, მართლმადიდებლობისგან დაშორებული, თვალსაზრისი გახლავთ. შეიძლება

ჩვენ ასე ჩავთვალოთ, რომ ტატიანე ძიების პროცესში იყო და ამის ნაყოფი უნდა იყოს ის

აზრი, რომლის შესაბამის ციტატასაც ეხლა წავიკითხავთ: “სული არსებობს მნათობთა შორის,

სულია ანგელოზებში, მცენარეებში, წყლებში (ეს უკვე აშკარა მითიზებული, არაეკლესიური

აზრი გახლავთ), ადამიანებში, ცხოველებში, რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან”. მნათობთა

შორის სულის არსებობას ეკლესია უარყოფს, მაგრამ მეორე აზრი, რა თქმა უნდა, სწორია, რომ

სულია ანგელოზებში. რაც შეეხება იმას, რომ როგორც ტატიანე ამბობს სულია მცენარეებში,

ამას სულს არ უწოდებს ეკლესია. მცენარეს აქვს ორი თვისება სიცოცხლისა, როგორც

ეკლესიის მამები ამბობენ, ეს გახლავთ საზრდოობითი, ე.ი. საზრდოს მიღების უნარი და

ზრდადობითი და ორივე ამ თვისებას ერთობლიობაში ეკლესიის მამები უწოდებენ

ცოხლობით ძალას. აი ამ კუთხით თუ მოუხმობს სულს ტატიანე, ჩვენ შეიძლებოდა გვეთქვა,

რომ ამ ნაწილში ის მართალია, მაგრამ რამდენადაც აქ ჩამონათვალი ისეა გავრცობილი, რომ

ეკლესიის მიერ ყოვლად უსულოდ აღიარებულ სხვადასხვა სტიქიონებზეც ავრცელებს

ტატიანე სულს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ეკლესიურ მოძღვრებასთან აშკარაა. რაც

შეეხება ფრაზას “რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან”, ეს ე.წ. მსოფლიო სულის შესახებ

მოძღვრებაა, რაც პლატონისგან მოდის და ნეოპლატონიზმში, კერძოდ პლოტინთან გვხვდება,

და რასაც ეკლესიურ მოძღვრებასთან კავშირი არა აქვს. “თუმცა კი, - ამბობს ტატიანე, ეს

ერთიდაიგივე სული თავის თავში შეიცავს ნაირგვარობას”, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ე.წ.

დაზუსტება საქმეს ვერ შველის.

Page 51: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

51

მოძღვრება სულის შესახებ

ჩვენ ალბათ ამ საუბრის სახით უკვე დავამთავრებთ ტატიანე სირიელის იმ ძეგლის

განხილვას, რომელსაც თვით მსმენელთა თხოვნის შესაბამისად საკმაო დრო დავუთმეთ.

შეგახსენებთ, რომ წინა განხილვა დავაბოლოვეთ ჯერ დემონთა შესახებ, შემდეგ

ასტროლოგიური ე.წ. მოძღვრებების უარყოფით ტატიანესგან და ბოლოს ვეხებოდით

ტატიანეს სწავლებას სულის შესახებ. ამ აზრს, ამ მონაკვეთს და ციტატებს, რაც ჩვენ მაშინ

მოვიტანეთ, პირობითად შეგვიძლია სწავლება დავარქვათ, ესაა რაღაც კერძოობითი

შეხედულება, ეკლესიური მოძღვრებით აბსოლუტურად უარსაყოფი, განსაკუთრებით

ტატიანეს აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს სული არის წყლებშიც, მნათობებშიც და ასე

შემდეგ.

თხზულების ბოლოს, აი ამ ე.წ. პნევმოლოგიური საკითხის ანუ სულთმეტყველების

განხილვის შემდეგ ტატიანე აკავშირებს ერთმანეთთან სულსა და აღდგომას და ჩვენს მიერ

წინარე საუბრის დასასრულს მოტანილ ციტატას ამგვარად აბოლოვებს: “სამშვინველი კაცნო

ელინნო არ არის უკვადვი, არამედ მოკვდავი”. რა თქმა უნდა, თავისთავად სამშვინველი არ

გახლავთ უკვდავი, ისევე როგორც თავისთავად ცხადია არც ხორცი არ არის უკვდავი, მაგრამ

უკვდავობასთან შეერთებული (კერძოდ ამ შემთხვევაში სამშვინველს უკვდავებას ანიჭებს

ადამიანური პნევმა) სხეული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განქარვებადი არ გახლავთ და

გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ფსიხე მთელი თავისი სამივე ნაწილით ნარჩუნდება და

არ ხდება ისე, რომ ფსიხეს ორი ნაწილი (გულისწყრომითი და გულისთქმითი) გაუქმდეს,

მოისპოს, ხოლო მარტო პნევმური ნაწილი შენარჩუნდეს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი

სხეულებრივადაც აღდგება და მართალია ესაა გარდაქმნილი, უხრწნელი და

გაუკვდავებული სხეული, მაგრამ მაინც სხეული, რითაც აღდგა უფალი და აი ამ კუთხით

არათუ ფსიხე ისპობა ადამიანისა, არამედ მისი სხეულიც არაა მარადიულად მოსპობადი, ის

დროებით განეშორება თავის სულს, თავის ფსიხეს და აღდგომის ჟამს კვლავ შეერთდებიან

ისინი. ამიტომ ტატიანეს ეს აზრი, რომ სამშვინველი არ არის უკვდავი, არამედ მოკვდავი,

თავისთავად სწორია (ალბათ ამას გულისხმობს ტატიანე), რომ ბუნებით სამშვინველი

მოკვდავია. მართლაც სამშვინველი რომ ბუნებით უკვდავი იყოს, თუნდაც

ღვთივმონიჭებული თვისებით, მაშინ ცხოველური სამშვინველიც უკვდავი უნდა იყოს,

რადგან სამშვინველით ადამიანი და ცხოველი, როგორც ავღნიშნეთ, იგივეობრივია. ჩვენ

ამაზე დეტალური მსჯელობა გვქონდა, რომ ადამიანური ფსიხე ანუ სული სამი ნაწილისგან

შედგება, კერძოდ გულისწყრომითი, გულისთქმითი და პნევმური ნაწილებისგან. ამათგან

უკანასკნელი არის ყველაზე ღირსეული ადამიანში და ამ ნაწილის ცალკე გამოყოფის ჟამს,

თეორიულად, ჩვენს მსჯელობაში, ადამიანური ფსიხე ორნაწილედი რჩება და მხოლოდ ასეთ

შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ, რომ ადამიანურ ფსიხეს სამშვინველი ვუწოდოთ და

ქართულად ასეც ვთარგმნოთ. სხვა შემთხვევაში კი ბუნებითად როცა მასში პნევმასაც

ვგულისხმობთ, ფსიხე ქართულად ყოველთვის სულად ითარგმნება, და პნევმის გარეშე

დატოვებული ფსიხე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უკვდავი იყოს, ის მოკვდავია, რადგანაც

მაშინ ცხოველური ფსიხეც უკვდავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცხოველები

Page 52: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

52

არ აღდგებიან და სასუფეველში არ დამკვიდრდებიან. ამიტომ ეს აზრი, რომ სამშვინველი

თავისთავად მოკვდავია, სწორი. შემდგომი მსჯელობაც ტატიანესი ამ საკითხს უფრო

გაშლის, როცა ეს უკანასკნელი ამბობს: “სამშვინველი კაცნო ელინნო არ არის უკვადვი,

არამედ მოკვდავი, თუმცა ძალუძს რომ არ მოკვდეს. კვდება კი იგი და იშლება სხეულთან

ერთად, უკეთუ უმეცარია ჭეშმარიტებისა. შემდეგ კი აღდგება სამყაროს აღსასრულის ჟამს

სხეულთან ერთად და სასჯელის მიერ სიკვდილს მიიღებს უკვდავებაში (საუბარია იმ

ადამიანის სულზე, რომელიც დაეცა და წარწყმდა). უკანასკნელი ფრაზა (სიკვდილს მიიღებს

უკვდავებაში) თავისთავად უმშვენიერესი და უშესანიშნავესი ფრაზაა, იმიტომ, რომ ის

წარწყმედილნი, რომლებიც ჯოჯოხეთში დამკვიდრდებიან, მარადიულად იმყოფებენ იქ,

რომ ჯოჯოხეთი თავისთავად სიკვდილია, მაგრამ სიკვდილი არა ონტოლოგიური გაგებით,

არა არარსებობაში გადასვლით, არა მოსპობით, არამედ იმ გაგებით, რომ მასში მყოფნი

ცოდვილნი მარადიულად შენარჩუნდებიან იქ, თუმცა კი მათ შენარჩუნებას არავითარი

ღირსება არა აქვს. ისინი სრულ უღირსებობაში, აბსოლუტურ დაშორებულობაში ღვთისგან,

მათი სულიერი თვისებებითა და მათი მდგომარეობით, მყოფობენ და შესაბამისად ეს მათი

სულიერი სიკვდილია. ამიტომ ეს აზრი, რომ წარწყმედილნი სასჯელის მიერ სიკვდილს

მიიღებენ უკვდავებაში, გახლავთ უბრწყინვალესი შეფასება წარწყმედილთა მდგოამრეობისა

მეორედ მოსვლის შემდეგ. “ხოლო არ მოკვდება იგი, - განაგრძობს ტატიანე, თუნდაც რომ

დაირღვეს დრო-ჟამში (დარღვევაში როგორც ჩანს ტატიანე გულისხმობს სხეულის

სიკვდილის ჟამს ადამიანის ჯოჯოხეთში ყოფნას), უკეთუ აღასრულებს შეცნობას ღვთისას.

იგი (სამშვინველი) თავისთავად ბნელია და არაფერია მასში ნათელი და ამასვე ნიშნავს

თქმული: “ბნელი ნათელს ვერ შეიცნობს” (აქ იოანეს სახარებაა ტატიანესგან დამოწმებული).

სამშვინველში ამ შემთხვევაში ტატიანე არ დებს პნევმას შინაარსს, არამედ იგი გულისხმობს

პნევმა გამოცალკევებულ სამშვინველს, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ტატიანე

არის მკვეთრად გამოხატული ტრიქოტომიის მიმდევარი. ადრე ვსაუბრობდით, რომ

ეკლესიის მამებთან არავითარი განსხვავება არაა მოძღვრებაში ადამიანის სულის შესახებ,

რომ ზოგმა შეიძლება სამნაწილედობა გვიჩვნეოს ჩვენ და ზოგმა ორნაწილედობა სულისა,

მაგრამ ისინი არსებითად კი არ სხვაობენ ერთმანეთისგან, არამედ საკითხის განხილვის

წესით. ვინც სულის ორ ნაწილედობაზე საუბრობს ის ადამიანის ბუნებით მდგოამრეობაზე

მსჯელობს, რომ ადამიანი ორი ბუნებითი ნაწილისგან შედგება - სხეულისგან და სულისგან,

მაგრამ რამდენადაც ადამიანის სული შინაგანად სამნაწილედია და უმთავრესი ნაწილი არის

პნევმა, ზოგი ეკლესიის მამა ამ პნევმას არა თავისი არსებობის წესით (არსებობის წესით ის

ფსიხეს ნაწილია), არამედ თავისი ღირსებით ცალკე გამოყოფს და ადამიანი სამნაწილედად

წამოჩნდება, ეს ნაწილებია პნევმა, ამ პნევმის გარეშე დატოვებული ადამიანური ფსიხე,

რომელიც ორნაწილედია და მთლიანად ცხოველურ ფსიხეს უიგივდება და მესამე სხეული.

და თუ ეკლესიის მართლმადიდებელ მამებთან პნევმას გამოყოფა ადამიანურ ფსიხესგან

მხოლოდ პირობითად, თეორიულად, მსჯელობაში ხდება, ტატიანესთან ჩვენ პირუკუ

ვითარებას ვხედავთ, იქ პნევმა აშკარად განცალკევებულია ფსიხესგან როგორც სხვა

სუბსტანცია, სხვა არსება, რომ თუ ადამიანის ფსიხე ანუ ადამიანის სამშვინველი წაჰყვება

ადამიანისვე პნევმას, მაშინ იგი ცხონდება, ხოლო თუ არ წაყვება და სხეულისკენ გადაიხრება,

Page 53: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

53

ქვედაიზიდება და დაეცემა, მაშინ ის წარწყმდება. სულის ანუ პნევმას მიყოლა არის

სამშვინველის ცხონება და მისი უკვდავყოფა მარადიულ სიკეთეში, ხოლო სხეულისკენ

ქვედადრეკა და პნევმასგან მისი მოწყვეტა ანუ სულისგან მისი მოწყვეტა, ადამიანური

სამშვინველის მარადიული დაღუპვაა. ამრიგად თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის

მართლაც ტრიქოტომიის ანუ ადამიანის სამნაწილედობის, სამბუნებოვნების, ამღიარებელი

იყო, ესაა სწორედ ტატიანე სირიელი, რომელიც მკვეთრად ცალკე გამოყოფს პნევმას, ასევე

მკვეთრად აცალკევებს მისგან ფსიხეს და რა თქმა უნდა სხეულს. ტატიანე განაგრძობს:

“არათუ სამშვინველმა იხსნა სული, არამედ სულმა იხსნა იგი (საუბარია იმ სამშვინველზე,

რომელიც ცხონებული გახდა) და ამგვარად ნათელმა შეიპყრო ბნელი (ბნელი არის

სამშვინველი, ხოლო ნათელი პნევმა). ლოგოსი (ღვთის სიტყვა) არის ნათელი ღვთისა, ბნელი

კი უვიცი სამშვინველი. ამიტომ როდესაც ეს უკანასკნელი თავისთვის განცალკევდება (ე.ი.

პნევმას განეშორება), ნივთიერებისაკენ ქვედადრკება და მოკვდება ხორცთან ერთად, მაშინ

იღუპება. ხოლო თუკი თანამეუღლედ ჰყავს მას საღვთო სული (აქ საღვთო სულში ჩვენ ვერ

ვიგულისხმებთ სულიწმინდას, თუმცა ტატიანესთან ზოგჯერ არაა მკვეთრი მიჯნა

გავლებული როცა ის პნევმაზე საუბრობს, რომელ პნევმაზეა საუბარი, ადამიანურ პნევმაზე

თუ სულიწმინდაზე (მოგეხსენებათ ბერძნულში ორივეს ერთი ტერმინი - პნევმა,

გადმოსცემს). როგორც ჩანს არც მას ჰქონდა ამაში გარკვეულობა, თუმცა ჩვენ რამდენიმე

ციტატა ადრე მოვიტანეთ, სადაც სულიწმინდა და ადამიანური პნევმა მკვეთრად არის

გამიჯნული და ამ შემთხვევაშიც საღვთო სული ანუ საღვთო პნევმა, როგორც ჩანს

გულისხმობს ადამიანური პნევმის იმ მდგომარეობას, როდესაც იგი სულიწმინდით არის

განათლებული) აღარ არის შეუწევნელი, არამედ ამაღლდება იგი იმ მხარეებისკენ, საითკენაც

უწინამძღვრებს მას სული. ამ უკანასკნელს ზემოთკენ აქვს სავანე, მას (სამშვინველს) კი

ქვემოდან აქვს დასაბამი (ესეც რა თქმა უნდა, ასბოლუტურად მცდარი აზრი გახლავთ).

დასაბამიდანვე სამშვინველის თანამცხოვრებლად იქცა სული, მაგრამ როდესაც

სამშვინველმა არ ისურვა მისი თანხლება, სულმა მიატოვა იგი. სამშვინველს შემორჩა მისი

ძალის, ასე ვთქვათ, ფერფლი (ეს ტერმინი შემოაქვს ტატიანეს აღმნიშვნელად იმისა, რომ

პნევმას აღბეჭდილობა მასზე მაინც არის). და რადგან იგი (სამშვინველი) უძლური იყო

სულის გარეშე, კერძოდ რომ სულის გარეშე განეჭვრიტა მას ზეციურნი, ეძიებდა კი ღმერთს,

ცთომილების გამო მრავალი ღმერთი წარმოსახა”. აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ცდა მოცემული

მრავალღმერთიანობის წარმოშობის ახსნისა. ეს ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო ცდა, თუ

საიდან მომდინარეობს მრავალღმერთიანობა, დაახლოებით ამავე ეპოქის მოძღვართან –

თეოფილე ანტიოქიელთან, სხვაგვარადაა გადმოცემული. ჩვენ შემდგომ ლექციებში ამ

საკითხს, საკუთრივ თეოფილე ანტიოქიელთან დაკავშირებით, დეტალურად წარმოვაჩენთ

და მის მოძღვრებას ცხადს გავხდით, მაგრამ ტატიანეს აზრი ამგვარია, რომ სამშვინველი ანუ

ფსიხე როდესაც პნევმას ანუ სულს დასცილდა და შესაბამისად აღარ ძალედვა, აღარ შეეძლო

მას ზეციურთა, ჭეშმარიტ სიკეთეთა და ჭეშმარიტ სინამდვილეთა ჭვრეტა, არადა ამ დროს

იყო მასში მარცვალი იმისა, რომ ღმერთი მოეძია და დასაბამი ყოვლისა გამოეძია, თავისი ამ

უმეცრებით, უგუნურებით და პნევმასგან მოკლებულობით ცთომილება წარმოსახა თავის

თავში ანუ მრავალი ღმერთი ეზმანა მას, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი გეზი დაჰკარგა, ღმერთს

Page 54: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

54

ეძიებდა ყველგან და ყველაფერი ღმერთად მიიჩნია. აი ესაა საფუძელი ტატიანესთვის

მრავალღმერთიანობის წარმოქმნისა. “სული ღვთისა ყველაში არ მკვიდრობს, - განაგრძობს

ტატიანე, მხოლოდ მათ შორის დაივანა მან, რომლებიც სიმართლით მოქალაქეობდნენ.

მათსავე სამშვინველს თანაშეეწმასნა იგი და წინასწარმეტყველების გზით დანარჩენ

სამშვინველთ დაფარული აუწყა”. ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ ადგილებში, იმ პნევმაში, რასაც

ადამიანს უკავშირებს ტატიანე, გავიგოთ არა რაღაც მართლაც არსებული სუბსტანცია,

არამედ როგორც საღვთო მადლი. ესაა მადლი, ღვთივმოცემული ადამიანის ფსიხესადმი

(ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ფსიხეს სული ვუწოდოთ), ადამიანის სულისადმი. თუ ამ

მადლს შეინარჩუნებს ადამიანი და მას გაჰყვება განიღმრთობა, თუ ამ მადლს გამოაკლდება

და გაშიშვლდება მისგან, ის წარწყმედას მიეცემა. აი ეს თავისებური გაგება პნევმასი სავსებით

შესაძლებელია და მაშინ ტატიანეს მოძღვრების ეს ნაწილი მართლმადიდებლობისგან

დიდად დაშორებული არ აღმოჩნდება. არ აღმოჩნდება იმიტომ, რომ ეკლესიურ სწავლებაში

სულიწმინდის ნიჭებს, სულიწმინდის სხვადასხვა მადლს სწორედ “პნევმატა” ანუ სულნი

ეწოდება. ეს რამდენიმე მოძღვრისგან აბსოლუტურად ცალსახად და აშკარად არის თქმული,

განსაკუთრებით წმ. კირილე ალექსანდრიელისგან, რომელიც, როდესაც სულიწმინდის

მოფენის საიდუმლოს და დღესასწაულს განმარტავს, ამბობს, რომ ნიჭნი, რომელნიც

მოციქულებს მიეცათ სულიწმინდისგან, სულთა სახით გადავიდა მათზე. სხვათაშორის ჩვენ

ადრე განხილული გვქონდა ერთ-ერთ ჩვენს საუბარში ამ მოვლენისა და ამ დღესასწაულის

ამსახველი ქართული ტერმინი “სულთმოფენობა” და მაშინ მივუთითებდით, რომ თუ ჩვენ აი

ეს ეკლესიური განმარტება სულიწმინდის ნიჭთა გარდამოსვლისა არ გვაქვს, ცეცხლის სახით

როდესაც გარდამოვიდა ეს ნიჭები, მაშინ თავისთავად სულთმოფენობა ძალიან მცდარი

ტერმინია, რადგან ერთი სულიწმინდის მოფენა ხდება აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ხოლო

სიტყვა “სულთ” მრავლობითობას გულისხმობს, მაგრამ თუ ვიგულვებთ იმას, რაც კირილე

ალექსანდრიელმა, ათანასე ალექსანდრიელმა და სხვა მოძღვრებმა განგვიმარტეს, რომ

სულიწმინდის მოფენა ნიშნავს სწორედ ნიჭთა, როგორც, პირობითად და სიმბოლურად,

სულთა შთანერგვას და შთაბერვას ამ მადლის მიმღებ ადამიანებში, მაშინ ეს ტერმინი

სულთმოფენობა სავსებით მართებული ტერმინია. ანუ სულთმოფენობაში ჩვენ უნდა

ჩავდოთ ასეთი შინაარსი - მადლთმოფეონობა, ნიჭთმოფენობა, სულიწმინდის მადლთა,

სულიწმინდის ნიჭთა მოფენობა, აი ამ შინაარსით უნდა დავტვირთოთ პირველი ნაწილი

კომპოზიტისა “სულთ”. აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ზოგს მიაჩნია თითქოს არ შეიძლება

მადლი მრავლობითში ითქვას, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. როგორც ნიჭი ანუ ხარიზმა

ითქმის მრავლობითში, ასევე “ხარის” ანუ მადლი ეკლესიის მამათა მიერ ძალიან ხშირად

ითქმის მრავლობითში. რომ მადლთმოფენობა და ნიჭთმოფენობა გახლავთ შინაარსი იმ

ტერმინისა, რასაც სულთმოფენობად ვამბობთ ჩვენ და თუ ასეთ შემთხვევაში სრულიად

აშკარად ტერმინი სული ანუ პნევმა სწორედ მადლს, ნიჭს გულისხმობს სულიწმინდისას,

სავსებით უფლებამოსილნი ვართ ვიფიქროთ, რომ ტატიანე სირიელის მოძღვრების ამ

ნაწილში, სადაც პნევმასა და ფსიხეს ანუ სულისა და ადამიანური სამშვინველის (ამ

შემთხვევაში სამშვინველს შეგვიძლია ჩვენ უკვე სული ვუწოდოთ), პნევამსა და ადამიანის

სულის ურთიერთობაზეა საუბარი, პნევმაში მხოლოდ ეს შინაარსი უნდა ჩავდოთ, რომ

Page 55: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

55

საუბარია საღვთო მადლზე ანუ იმ ნიჭზე, რომელიც შთაენერგება ადამიანს სულისებრ და

თუ ამ სულს, ამ მადლს, ამ ნიჭს მიჰყვება ადამიანის ფსიხე, ეს ფსიხე და შესაბამისად

ადამიანი გადარჩება, ხოლო თუ არა ის დაიღუპება. და ზემოთ როდესაც იყო ნათქვამი, რომ

სწორედ ეს პნევმაა ხატი და მსგავსება ღვთისა, ესეც ამ აზრს თანხვდება, რომ პნევმა

რომელსაც ადამიანის მიმართ იყენებს ტატიანე ჩვენ სულიწმინდად არ უნდა ჩავთვალოთ,

რომელსაც ასევე პნევმა ეწოდება ბერშნულში და თვით ტატიანესგანაც, იმიტომ, რომ არ

ითქმის სულიწმინდა არის ხატი და მსგავსი ღვთისა, რადგან თვითვეა ბუნებითი ღმერთი და

მისდამი ხატად და მსგავსად ითქმის სწორედ ადამიანი, მისდამი, მამისადმი და ძისადმი,

ერთარსება სამებისადმი. შესაბამისად სრულიად აშკარაა, რომ ადამიანის ფსიხესთან

დაკავშირებულ პნევმაში ტატიანე სრულ სხვა შინაარსს დებს და არა ბუნებითი ღმერთის, არა

სულიწმინდის შინაარსს, ეს სხვა შინაარსი მხოლოდ საღვთო მადლად, სულიწმინდის ნიჭად,

სულიწმინდის მადლად უნდა გავიგოთ და ღვთის ხატება და მსგავსება სხვა არაფერია თუ

არა საღვთო მადლი ადამიანში, ღვთივბოძებული მადლი სულიწმინდის მიერ, როგორც

კირილე ალექსანდრიელი ამბობს, შთატვიფრული და შთანერგილი ადამიანში. როგორც ეს

თავდაპირველად მოხდა შთაბერვით ადამში, როდესაც შთაებერა მას ღვთისგან და ადამიანი

გახდა სული ცხოველი ამ შთაბერილობის ძალით, იგივე შთაბერილობა კვლავ განუახლდა

კაცობრიობას მაცხოვრის გზით, როცა მაცხოვარმა შეჰბერა მოციქულებს და უთხრა “მიიღეთ

სული წმინდა”. აი ეს შთაბერილობა, სულიწმინდის მადლის მიღებულობა და

მადლმოსილება გახლავთ ადამიანის მაცხოვნებელი, ხოლო ამ მადლმოსილებისგან

განდგომილება გახლავთ სამშვინველის, ხორცისა და მთელი მისი პიროვნების დაღუპვა.

ვფიქრობთ ამგვარად შეიძლება გაგებულ იქნეს ტერმინი “პნევმა” ადამიანთან კავშირში

ტატიანეს მიერ გამოყენებული, როგორც სულიწმინდის მადლის, სულიწმინდის ნიჭის

აღმნიშვნელი ცნება და ამ აზრით უკვე მთელი ზემორე მსჯელობა, რაც ჩვენ მოვიტანეთ,

სავსებით ცხად და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრ შინაარსს იძენს. ამ

სწავლებას ტატიანე შემდეგი ფრაზით აბოლოებს: “ხოლო რომელთაც ირწმუნეს სიბრძნე,

მათკენ მოიზიდეს მათივე თანატომი სული (ე.ი. პნევმა), ხოლო სამშვინველთაგან

ურწმუნონი უარყოფენ აგრეთვე მსახურსაც ვნებული ღვთისა და ამის გამო ღვთის მოსავთა

ნაცვლად ღვთის მბრძოლებად გვევლინებიან”. მსახურნი ვნებული ღვთისა არიან ის პირები,

რომლებმაც პნევმას ანუ საღვთო მადლის საკუთარ თავში დამკვიდრებით საკუთარი

სამშვინველი გააუკვდავეს, ანუ განღმრთობილნი, რომელნიც, როგორც ვნებული ღვთის

მსახურნი, უარყოფილნი არიან ურწმუნოთაგან. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ტატიანე

თავის თავსაც გულისხმობდეს, რომ ურწმუნონი, ელინნი მის ქადაგებას, მოქცევისკენ მათ

მოწვევას უარყოფენ და შესაბამისად ღვთის მბრძოლებად გვევლინებიან ანუ ჭეშმარიტებას

განუდგებიან.

ჩვენ ამ ბოლო ფრაზას “მსახური ვნებული ღვთისა”, შეიძლება ცალკეც შევეხოთ (ერთ-ერთ

წერილობით შრომაში ცალკეც ვეხებოდით), იმიტომ, რომ ტატიანეს შრომის გამომცემელი ამ

ფრაზაში სულიწმინდის შინაარსს დებს, რომ მისი აზრით მსახურში ტატიანე სულიწმინდის

გულისხმობს. ჩვენი აზრით ეს მოსაზრება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, რადგან

Page 56: ტატიანე სირიელი - Ningapi.ning.com/files/AMgcP5snh*AVLzxaH3T-AbPhTxCmsX078DEw0...იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა,

56

ვნებული ღმერთი უთუოდ განკაცებული ძე ღმერთია, იესო ქრისტეა და გამომცემელი,

სხვათაშორის, რა თქმა უნდა მიუთითებს, რომ ეს ასეა, როდესაც ის საკუთრივ ამ ფრაზას

“ვნებული ღმერთი” კომენტარს უკეთებს: “ცხადია ეს ძის შესახებაა ნათქვამი”. და თუ ეს ასეა

მაშინ მსახური ძე ღმერთისა აშკარად უნდა ნიშნავდეს უმთავრესი ქრისტიანული

საიდუმლოს ანუ ვნებული ღმერთის სისხლთან და ხორცთან ზიარების საიდუმლოს

აღმსრულებელს, ღვთისმსახურს, ეკლესიის წევრს, იგივე ქრისტეს მსახურს, ოღონდ ისეთს,

რომელიც ჭეშმარიტად ღვთის მსახურია, ჭეშმარიტად ქრისტეს მსახურია და ჭეშმარიტად

განღმრთობილია. და როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ ტატიანეს სიტყვებში ჩვენი აზრით

სწორედ ისაა თქმული, რომ ურწმუნო პირი ძველ აღთქმასთან ერთდ ახალი აღთქმის ანუ

თავად იესო ქრისტეს და მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის და ამ ეკლესიის

მღვდელმსახურთა და ზოგადად ქრისტიანული ლიტურგიის უარმყოფელიცაა. აი ეს აზრი

იკვეთება ჩვენი შეხედულებით ტატიანეს ზემორე ფრაზაში და ამ კუთხით ზემორე

გამონათქვამიც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობას არ ემიჯნება.

ამგვარი სწავლებანი ტატიანეს შრომებში სხვაც ბევრია, თუმცა ვფიქრობთ რაც დავიმოწმეთ

ამ ყოველივემ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა ტატიანეს შესახებ. წარმოჩნდა მისი

ზიგზაგებით მავალი სულიერი წვდომანი, სადაც გამონათებანიც ხშირია, ზოგიერთი

გამონათქვამი კი ძალიან საყურადღებო და დღეისთვისაც ჩვენთვის ზეპირად დასასწავლი და

ხშირად გამოსაყენებელია, მაგრამ არაიშვიათია და ძალიან მძლავრობს ცალკეულ

მონაკვეთებში გაუკუღმართებული თვალსაზრისებიც, რის გამოც, რა თქმა უნდა, ტატიანეს

ჩვენამდე მოღწეულ თხზულებებს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოპყრობა და

მიუხედავად იმისა, რომ ტატიანეს დღესაც ავტორიტეტი აქვს გარკვეულ პირებში, ჩვენ

ეკლესიის ხმას ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ და

მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვდენილობა-თანუხვდენელობის პრინციპით

უნდა ვაანალიზებდეთ და ვწონიდეთ მის თითოეულ გამონათქვამს.

http://www. qwelly. com/patrology