ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა...

8
ფიფქია და შვიდი ჯუჯა BIBLIONTEKA.COM იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალი გიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა, კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზად ცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითში ნემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომ დედოფალმა ინატრა,– ნეტავი გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი, ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო. არ გასული დიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა თეთრყირმიზი და შავთვალწარბა. გოგონას ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილის დაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა. დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა. ხშირხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა: სარკევ, სარკევ, მითხარი. ჩემზე კარგი ვინ არი? სარკე პასუხობდა:– შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიც ნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე არასოდეს ტყუოდა. ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდქა. შვიდი წლისა დედოფალსაც კი სჯობდა. ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს: სარკევ, სარკევ, მკითხარი,

Transcript of ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა...

Page 1: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

ფიფქია და შვიდი ჯუჯა BIBLIONTEKA.COM

იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალი გიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა,

კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზად ცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითში

ნემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომ დედოფალმა ინატრა, – ნეტავი

გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი, ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო.

არ გასული დიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა – თეთრყირმიზი და შავთვალ­წარბა. გოგონას

ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილის დაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ

მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით

ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა.

დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა.

ხშირ­ხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი.

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკე პასუხობდა: – შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიც ნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე

არასოდეს ტყუოდა.

ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდქა. შვიდი წლისა დედოფალსაც კი სჯობდა.

ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს:

– სარკევ, სარკევ, მკითხარი,

Page 2: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ მიუგო:

– შენზე ყიერმიზი

მხოლოდ ფიფქიაა,

მასზე ლამაზი ქვეყნად არავინაა!

დედოფალი შურით გულზე გასკდა. თვალს ოჰკრავდა თუ არა გერს, სიძულვილი ახრჩობდა. დღედაღამ მის

თავიდან მოცილებაზე ფიქრობდა.

ერთ მშვენიერ დღეს მოიხმო ერთგული მსახური და უბრძანა:

– წაიყვანე ფიფქია უღრან ტყეში, მოკალი და დასტურად მისი გულ­ღვიძლი მომიტანეო.

მსახურმა წაიყვანა გოგონა ტყეში, ამოიღო დანა და ის იყო, ყელი უნდა გამოეჭრა, რომ დიდქია ტირილით

შეეხვეწა:

– ოღონდ ნუ მომკლავ და თვალით არასოდეს დაგენახვებითო.

შეებრალა მსახურს გოგონა და უთხრა:

– კარი, არ მოგკლავმ, პღონდ აქედან უნდა გადაიკარგოო.

ამ დროს ბუჩქებიდან ირემი გამოვარდა. მსახურმა ესროლა მშვილდ­ისარი, მოკლა, გულ­ღვიძლი ამოუღო და

მიუტანა დედოფალს. გაიხარა დედინაცვალმა და მზარეულს უბრძანა, ახლავე შემიბრაწეო. ეგონა, გერის

გულ­ღვიძლი იყო.

დარჩა საბრალო ფიფქია მარტოდმარტო უსიერ ტყეში, შიშით კბილს კბილზე აცემინებს, აქეთ­იქეთ იყურება,

აღარ იცის, რა ქნას. ადგა და გაიქცა. მირბის თავქუდმოგლეჯილი, მიარღვევს უკალ ბუჩქნარს, ირგვლივ

მხეცები დარძრწიან, მაგრამ ფიფქიას არავინ ეკარეგბა. დიდხანს ირბინა და ბოლოს არაქათგამოცლილმა

კორდზე ამოყო თავი. ამასობაში დაბინდდა კიდეც. უცებ პაწია ქოხი დაინახა და გახარებული შიგნით შევიდა.

ქოხი დაწკრიალებულ­დაკრიალებული იყო, შიგ ყველაფერი კოპწია და კოხტა ელაგა. შუა ოთახში, თეთრ

სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე შვიდი პატარა თეფში, კოვზი, დანა­ჩანგალი და ჭიქა ეწყო. კედლის გასწვრივ

შვიდი პატარა, ქათქათა საწოლი იყო ჩამწკრივებული.

ფიფქიას შიოდა. ჩამოუარა თეფშებს, თითო ულუფიდან თითო ლუკმა ამოიღო და ერთი ყლუპი ღვინო დალია.

ტყეში ნახეტიალებს და ნარბენს ძილი მოერია. პირველ სწოლში ჩაწვა – აპატარავა, მოსინჯა მეორე, მესამე…

მხოლოდ მეშვიდე საწოლი გამოდგა შესაფერისი. დაწვა და ფშვინვაც ამოუშვა.

თურმე ეს ქოხი შვიდი ჯუჯასი იყო. ჯუჯები მთასი მადანს თხრიდნენ. ჩამობინდდა და შინაც დაბრუნდნენ.

აანთეს პაწია ლამპები და ნახეს, რომ რომ ქოხში ვიღაც ყოფილა.

– ვინ იჯდა ჩემს სკამზე? – იკითხა პირველმა ჯუჯამ.

– შენ შეჭამა ჩემი კერძი? – გაუკვირდა მეორეს.

– ვინ მოტეხა ჩემ პურს? – განცვიფრდა მესამე.

– სინ შესანსლა ჩემი სალათი? – შეჰყვირა მეოთხემ.

– ვინ იხმარა ჩემ ჩანგალი? – მხრები აიჩეჩა მეხუთემ.

– ვინ ახლო ხელი ჩემ დანას? – გაცხარდა მეექვსე.

Page 3: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

– ვინ დალია ჩემი ღვინო? – თვალები გაუფართოვდა მეშვიდეს. პირველმა ჯუჯამ მოათვალიერა ქოხი და

ნახა, რომ მის საწოლზე ვიღავას ეკოტრიალა და იკითხა:

– ვინ იწვა ჩემს საქწოლზე?

სხვებმაც მიმოიხედეს და განცვიფრდნენ:

– ჩვენს საწოლებზეც წოლილა ვიღაცო.

მეშვიდე ჯუმამ დახედა თავის საწოლს, წევს გოგონა და ტკბილად ძინავს. დაუძახა დანარჩენებს. ჯუჯებმა

მოირბინეს, მოიტანეს ციცქნა ლამპები და ფიფქიას დაანათეს.

– რა ლამაზი გოგონაა, – მოეწონათ.

ისე გაეხარდათ მისი ნახვა, რომ არც კი გააღვიძეს. მეშვიდე ჯუჯას თითო საათი ეძინა დანარჩენი ჯუჯების

საწოლებში. ამასობაში გათენდა კიდეც. გაეღვიძა ფიფქიას. დაინახა შვიდი ჯუჯა და შეშინდა. მაგრამ მათ

ალერსიანად ჰკითხე:

– რა გქვია?

– ფიფქია? – მიუგო გოგონამ.

– ჩვენს ქოხში როგორ გაჩნდი? – ისევ ჰკითხეს.

გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯუჯებს.

– თუ გინდა, ჩვენთან დარჩი. სახლს დაგვილაგებ, დაგვირეცხავ, სადილს მოგვიმზადებ და ჩვენც არაფერს

მოგაკლებთო, – უთხრეს ჯუჯებმა.

ფიფქია სიხარულით დათანხმდა.

ჯუჯები დილით მთაში სამუშაოდ მიდიოდნენ და საღამოსღა ბრუნდებოდნენ. ფიფქია მათ ვახშამს ახვედრებდა.

გოგონა მარტო რჩებოდა შინ და ჯუჯები არიგებდნენ:

– უფთხილდი შენს დედინაცვალს. მალე გაიგებს შენს ადგილსამყოფელს. ამიტომ შინ არავინ შემოუშვა.

დედინაცვალს კი, რახან ფიფქია მოიშორა, თავი მთელ ქვეყანაზე ულმაზესი ეგონა. მივიდა სარკესთან და

ჰკითხა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი,

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ მიუგო:

– ახლა კი ხარ მშვენიერი,

Page 4: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

მაგრამ მალე გაჯობებს

ფიფქია­ფიფქისფერი,

მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.

დედოფალი ბრაზით აცახცახდა – სარკე ხომ არასდეს ტყუოდა! მიხვდა, მსახურს არ მოუკლავს ფიფქია და

იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოეშორებინა თავიდან საძულველი გერი. ბოლოს, მოიფიქრა: რომ ვერ ეცნოთ,

სახე მოიხატა, ვაჭარი დედაბრის კაბა ჩაიცვა, შვიდი მთა გადაიარა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა:

– კარი გამიღეთ, ძვირფასი სავაჭრო მოგართვითო. სარკმლიდან ფიფქიამ გამოიხედა და ჰკითხა:

– გამარჯობა, ბებო, რას ჰყიდიო?

– ძალიან ძვირფას საქონელს ვყიდი, – მიუგო დედაბერმა და აბგიდან ნაირ­ნაირი აბრეშუმის თასმები

ამოალაგა.

“ამის შინ შემოშვება შეიძლებაო”, – გაიფიქრა ფიფქიამ, კარი გაუღო და წითელი თასმა გამოართვა.

– ძალიან გიხდება, – უთხრა დედაბერმა, – მოდი, კაბაზე მე შეგიკრავო.

ფიფქია წინ დაუდგა დედაბერს მან კი ისე მაგრად მოუჭირა ახალი თასმები, რომ გოგონა გაიგუდა და უსულოდ

დაეცა.

– კიდევ მაჯობებ სილამაზით? – ჩაიხითხითა დედოფალმა და თვალისდახამხამებაში გაქრა.

საღამოს შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია გულწასული დახვდათ. შეწუხდნენ, აიყვანეს დს რას ხედავენ –

თასმებით არ არის გაკოჭილი? გაუჭრეს თუ არა თასმა, ფიფქიამ მაშინვე ამოისუნთქა.

როცა ჯუჯებმა ფიფქიას ნამბობი მოისმინეს, უთხრეს:

– ის ვაჭარი დედაბერი შენი დედინაცვალი იყო. დაიმახსოვრე, ჩვენს არყოფნაში შინ არავინ შემოუშვაო.

ბოროტი დედინაცვალი შინ დაბრუნებისთანავე სარკესთან მივიდა და ჰკითხა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი,

Page 5: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ ისევ მიუგო:

– ახლა კი ხარ მშვენიერი.

მაგრამ მალე გაჯობებს,

ფიფქია – ფიფქისფერი

მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.

ამის გაგონებაზე დედოფალი განრისხდა. მიხვდა, ფიფქია ისევ ცოცხალი იყო. “მე შენ გიჩვენებ სეირს… ისეთ

რამეს გაგიკეთებ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, – გაიფიქრა. ადგა, ლამაზი სავარცხელი შხამში ამოავლო,

სხვანაირად მოირთო და გაუდგა გზას. შვიდი მთა გადაიარა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა:

– იყიდეთ ნაირ­ნაირი საქონელიო.

ფიფქიამ ფანჯრიდან გამოხედა და უთხრა:

– არაფრის ყიდვას არ ვაპირებ და ვერც შინ შემოგიშვებო.

დედაბერი არ მოეშვა.

– აბა, ერთი ნახე, რა ლამაზია, რა კარგად ვარცხნისო, და მოწამლული სავარცხელი გაუწოდა. საბრალო

ფიფქია ვერაფერს მიხვდა. დედაბერმა როგორც კი თმაზე შეახო სავარცხელი, გოგონა უსულოდ დაეცა.

– დადგა შენი არსასრულიც, მზეთუნახავო, – ჩაიქირქილა დედინაცვალმა და გაიქცა.

საბედნიეროდ, საღამოპირი იყო, ჯუჯები მალე დაბრუნდნენ შინ. ხედავენ – ფიფქია გაუნძრევლად წევს

იატაკზე. მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს დედინაცვლის ოინი იყო. ფიფქიას თმიდან ამოაძვრეს მოწამლული

სავარცხელი და მან მაშინვე გაახილა თვალი. ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯუჯებს. მათაც კიდევ ერთხელ

გააფრთხილეს, – კარი არავის გაუღოო…

დედოფალი კი, შინ დაბრუნდა თუ არა, მაშინვე სარკის წინ გაჩნდა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი,

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ მიუგო:

– ახლა კი ხარ მშვენიერი,

მაგრამ მელე გაჯობებს,

Page 6: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

ფიფქია – ფიფქისფერი

მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.

ამის გაგონებაზე დედინაცვალმა ცოფი ჰყარა და იყვირა:

– რომ მოვკვდე, ფიფქიას მაინც არ ვაცოცხლებო. დედოფალი ჩაიკეტა საიდუმლო ოთახში, მოამზადა საშინელი

??? და მოწამლა ვაშლი. ვაშლს რომ შეხედავდი, ისეთი ლამაზი და გემრიელი ჩანდა, პირს ნერწყვი

მოგადგებოდა, მაგრამ ერთი ლუკმა საკმარისი იყო, რომ სიცოცხლეს გამოსალმებოდი. ბოროტმა

დედინაცვალმა გლეხი ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, დაჰკრა ფეხი, გადაიარა, შვიდი მთა და შვიდი ჯუჯის კარს

მიუკაკუნა. ფიფქიამ ფანჯრიდან გამოყო თავი:

– შვიდმა ჯუჯამ ამოკრძალა შინ უცხოს შემოშვებაო.

– მართალია, კარგად იქცევიო, – მიუგო გლეხის ქალმა, – ნახე, რა ლამაზი ვაშლები მაქვს, თუ გინდა, ერთს

მოგცემო.

– არა, არც რამის აღება შეიძლიაო, – თავი გაიქნია ფიფქიამ.

– მოწამვლისა ხომ არ გეშინია? – გაეცინა დედაბერს, – ამ ვაშლს შუაზე გავჭრი, ლოყაწითელს შენ

მოგართმევ, თეთრს თვითონ გეახლებიო.

ვაშლის წითელი მხარე კი მოწამლული იყო. ფიფქიას ძალიან მოუნდა დაბრაწული ვაშლი, თან ნახა, რა

გემრიელად ახრამუნებდა გლეხის ქალი, ვერ მოითმინა, სარკმლიდან ხელი გამოჰყო და დედაბერის

მიწოდებული ვაშლი გამოართვა. როგორც კი პიტი დააკარა, მაშინვე უსულოდ დაეცა. ბოროტმა დედინაცვალმა

დახედა ძირს გაშოტილ ფიფქიას და ღვარძლიანად გადაიხითხითა:

– თეთრყირმიზო, თმაგიშერავ,

დადგა შენი აღსასრული.

ვერ გიშველიან ჯუჯები, –

ისე ამოგხადე სული!

დაბრუნდა შინ და სარკეს ჰკითხა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი,

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ უპასუხა:

– შენზე მშვენიერი არავინ არისო.

დამშვიდდა და გამხიარულდა ბოროტი და შურიანი დედინაცვალი.

შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია უსულოდ გაშოტილი დახვდათ. რა არ იღონეს – თასმებიც შეუხსნეს, თმაც

დავარცხეს, წყალიც აპკურეს, ღვინოც, მაგრამ არაფერმა უშველა – საბრალო გოგონა გაშეშებული იწვა.

რაღას იზამდნენ. შემოუსხდნენ ირგვლივ და დაიწყეს ტირილი. სამი დღე ცხარე ცრემლით დასტიროდნენ. მერე

დასაფლავება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ გაიმეტეს – ფუიფქია ცოცხალივით ფითქინა და ლოყაწითელი იყო.

ასეთი მშვენიერება მიწაში როგორ ჩავაწვინოთო, თქვეს. გააკეთეს ბროლის კუბო, ჩაასვენეს შიგ ფიფქია,

რომ ყოველდღე ეყურებინათ მისთვის, ოქროს ასოებით დააწესეს ფიცარზე – “მეფის ასული ფიფქია”, დაადეს

გულზე, აიტანეს კუბო მთის წვერზე და ყოველდღე სათითაოდ დარაჯობდნენ. ფრინველებიც კი გლოვობდნენ

ფიფქიას. ჯერ ბუებმა დაიტირეს, მერე ყვავებმა, შემდეგ ქედნებმა…

Page 7: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

დიდხანს, ძალიან დიდხანს იწვა კუბოში ფიფქია. გეგონებოდა, ძინავსო – თოვლივით თეთრი, სისხლივით

ლოყაწითელი და გიშერივით შავთმიანი.

ერთ მშვენიერ დღეს ტყეში უფლისწული ნადირობდა. შემოაღამდა და ჯუჯებს მადგა თამის გასათევად. ნახა

მთაზე კუბო, – კუბოში ულამაზესი ფიფქია იწვა, წაიკითხა ოქროს ასოებიანი წარწერა და ჯუჯებს სთხოვა:

– ოღონდ ეს კუბო მომეცით და რაც გამაჩნია, ყველაფერს მოგართმევო.

– ფიფქიას მთელი ქვეყნის ოქროზე არ გავცვლითო, – იუარეს ჯუჯებმა.

– მაშინ მაჩუქეთ, – შეეხვეწა უფლისწილი, – ფიფქიას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ისე მოვეპყრობი,

როგორც გულით საყვარელსპ.

შეებრალათ ჯუჯებს უფლისწული და აჩუქეს კუბო. უფლისწილმა მხლებლებს უბრძანა, კუბო მხრებზე შეეხგათ

და ისე წაეღოთ. მხლებლები უნებურად ერთმანეთს მიეჯახდნენ, კუბო შეჯანჯღარდა, ფიფქიას პირიდან

ოწამლული ვეშლის ლუკმა წამოვარდა, თვალი გაახილა, კუბოს სახურავი გადასწია და იკითხა:

– სადა ვარ და რა მჭირსო

– ჩემთან ხარ, – გაუხარდა უფლისწულს და ყველაფერი უამბო, რაც შეემთხვა. შემდეგ უთხრა: – ამქვეყნად

ყველაზე მეტად მიყვარხარ, წავიდეთ, მამაჩემს ვეახლოთ, შენ ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ფიფქია დათანხმდა.

ეახლნენ მეფეს. მეფემ დალოცა ორივენი და დიდი ქორწილიც გადაუხადა.

ცხადია ქორწილში შვიდი ჯუჯაც მიიწვიეს.

ქორწილში ბოროტი დედინაცვალიც იყო დაპატიჟებული – ის ხომ მეზობელი სახელმწიფოს დედოფალი იყო!

მორთულ­მოკაზმული დადგა სარკის წინ და ჰკითხა:

– სარკევ, სარკევ, მითხარი,

ჩემზე კარგი ვინ არი?

სარკემ მიუგო:

Page 8: ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ

– შენ აქ კი ხარ მშვენიერი,

მაგრამ ნორჩი დედოფალი

სოლამაზით და იერით

მართლაც ქვეყნის არის თვალი!

ო, როგორ გაბრაზდა დედოფალი, სულ შემოიგლიჯა ტანსაცმელი. ჯერ იფიქრა, ქორწილშუი არ წავალო,

მაგრამ ძაოიან მოუნდა მეტოქის ნახვა. როგორც კი სასახლეში ფეხი შედგა და პაარძალს შეხედა, ფიფქია

იცნო. შიშით ადგილს მიეყინა, მალე წინ გახურებული რკინის ფეხსაცმელები დაუწყვეს და უბრძანეს, – ჩაიცვი

და იცეკვე მანამ, სანამ სული არ ამოგხდებაო…

რას იზამდა ბოროტი დედოფალი… მალე მან თქვენი ჭირი წაიღო.

ფიფქია, უფლისწული და შვიდი ჯუჯა კი ბედნიერად ცხოვრობდნენ…