საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

7
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Transcript of საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

Page 1: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Page 2: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

მაგისტრატურა

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

მედეა ქავთარაძე [email protected]

ბათუმი, რუსთაველის ქ.№53

ელ.ფოსტა: [email protected]

დღის სწავლება -2 სასწავლო წელი (4 აკადემიური სემესტრი)

120 ECTS

პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი,

რომელიც წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების

მინიმალურ ზღვარს (ტესტის ტიპი B) და საზღვაო აკადემიის მიერ

განსაზღვრულ გამოცდებს:

1. ინგლისური ენა;

2. ეკონომიკსი

ქართული ენა

საკონტაქტო (ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი) და დამო

უკიდებელი (მაგისტრანტთა ინდივიდუალური მუშაობა,

სამაგისტრო ნაშრომზე) მუშაობა.

Page 3: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

ქვეყნის გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვა და სრული ინტეგრაცია ობიექტურად მოითხოვს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების არსებობას. პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის, მრავალმხრივი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში. რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო ვაჭრობის, საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების, საერთაშორისო ბიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის, საერთაშორისო მარკეტინგის, კორპორაციული ლოჯისტიკის მართვის უნარ-ჩვევები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; საერთაშორისო ბიზნესის მართვის სფეროში საორგანიზაციო - მმართველობით ღონისძიებების დასახვისა და განხორციელების უნარები.

Page 4: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობების სპეციალისტების მომზადებას, რომელსაც შეეძლება:

ადმინისტრაციულ-მმართველობითი და ეკონომიკური ფუნქციების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეალიზება და

ადამიანური, ინფორმაციული, მატერიალური, ფინანსური და მომსახურების ნაკადების რაციონალური მართვა;

ბიზნესის დაგეგმვის, ორგანიზაციის, მართვის, კონტროლის, ანალიზისა და სინთეზის, ასევე სხვა რიგით პროცესებთან

დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა მიღებული ცოდნის საფუძველზე.

ორგანიზაციის პოტენციალის შეფასება და ბიზნესის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება;

მარკეტინგული ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება, ბაზრის შესაძლებლობების განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების

განხორციელება და სხვა;

ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის წარმოება და ორგანიზაცია, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, კონტრაგენტებთან

აღრიცხვის წარმოება და გადასახადების კონტროლი;

ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემის იდენტიფიცირება და დიაგნოსტირება. პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი

მეთოდების გამოყენება, მათი დასაბუთება;

ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მიღება.

მათემატიკური გამოთვლების ჩატარება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების შესრულებისას;

Page 5: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად კურსდამთავრებულმა უნდა აითვისოს არანაკლებ 120 ECTS კრედიტისა. ყოველ სასწავლო წელს სტუდენტს ეძლევა საშუალება სტანდარტულად აითვისოს 60 კრედიტი (30 კრედიტი თითოეულ სემესტრში).

პროგრამა შედგება სავალდებულო (65 ECTS მოცულობით), აგრეთვე არჩევითი და თავისუფალი (25 ECTS მოცულობით) სასწავლო კომპონენტებისაგან. რომელთაგან: ჰუმანიტარულ და სოციალური დისციპლინათა სასწავლო კურსების მოცულობაა- 15 ECTS; სპეციალობის მაპროფილებელი სასწავლო კურსების მოცულობაა - 105 ECTS

ყოველი სემესტრის ხანგძლივობა შეადგენს 19 კვირას, საიდანაც 15 კვირა ეთმობა მეცედინეობების ჩატარებას, ხოლო 4 კვირა – სტუდენტთა ცოდნის შეფასებას.

კურსდამთავრებულს, რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი „ბიზნესის

ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში“ შეუძლია დასაქმდეს:

საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ტრანსეროვნულ კორპორაციებსა და მათ ფილიალებში;

ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის, სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის

კომერციულ ორგანიზაციებში, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში;

სახელმწიფო ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

კერძო, საჯარო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში;

ბანკებსა და სხვა საფინანსო დაწესებულებებში;

სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟებზე;

ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

სწავლების პერიოდში მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს ბიზნესის ადმინისტრირების

მაგისტრებს წარმატებით იმუშაონ საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებად, ექსპერტებად და

ანალიტიკოსებად. ასევე სწავლა გააგრძელონ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

Page 6: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·

პროგრამის განხორციელებას

უზრუნველყოფს არჩეული აკადემი

ური პერსონალი და მოწვეული

დარგის სპეციალისტი:

პროფესორი – 3;

ასოცირებული პროფესორი – 12;

დარგის სპეციალისტი (მოწვეულ

ი) -2;

საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის

სტუდენტს უფლება აქვს წესდებით, შინაგანაწესითა და

დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში

ისარგებლოს საზღვაო აკადემიის მატერიალურ-

ტექნიკური ბაზით. მათთვის ხელმისაწვდომია:

ინტერნეტი; აკადემიის ბიბლიოთეკის სამკითხველო

დარბაზი; პროექტორები და სადემონსტრაციო

მონიტორები, მონაწილეობა სამეცნიერო

კონფერენციებში და სიმპოზიუმებში.

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007

წლის 5 იანვრის №3 ბრძანების საფუძველზე.

სტუდენტის ცოდნის შეფასება ყოველ

სასწავლო კომპონენტში ხორციელდება 100

ქულიანი სისტემით. სწავლის შედეგის

მიღწევის დონის შეფასება პროგრამის

თითოეულ კომპონენტში უნდა მოიცავდეს

შუალედურ და დასკვნით შეფასებას.

ცოდნის შემოწმების ფორმები, მეთოდები,

კომპონენტები და კრიტერიუმები

დეტალურად გაწერილია სასწავლო კურსის

სილაბუსში.

Page 7: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების …bsma.edu.ge/text_files/ge_file_102_1.pdf ·