თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული...

96
სალექციო კურსი ბაკალავრებისთვის, თარგმნილი ნინო პავლიაშვილის მიერ. თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია შესავალი თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ტურისტებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან, თუმცა მსოფლიო პოტენციური ტურისტული რესურსების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაა ათვისებული. მიუხედავად ამისა, ტურიზმზე გაზრდილი მოთხოვნების პირობებში, რომელიც მცირე რესურსულ ბაზაზეა ფოკუსირებული, ტურისტული დესტინაციები ზეწოლას განიცდიან. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ ტურიზმი სივრცეში თანაბრად ან შემთხვევით არ ვითარდება – ამდენად ზეწოლა სეზონურად და უნიკალურ ადგილებშია კონცენტრირებული. ეს მოითხოვს ტურისტული რესურსების ეფექტიან დაგეგმვასა და მენეჯმენტს და განსაკუთრებით გარკვეული რესურსების სახეობებთან ტურიზმის შესაბამისი ფორმების მისადაგებას. ბუნებრივია, ტურიზმის სხვადასხვა ფორმებს განვითარებისთვის განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და გარკვეული ადგილები, რაიონები ან ქვეყნები, სხვებთან შედარებით, მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ამ თავში ტურისტული რესურსებს სამ – მსოფლიო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე განვიხილავთ. ტურისტული რესურსები ტურისტულ რესურსებს სამი ძირითადი მახასიათებელი აქვთ: ტურისტული რესურსები, ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც ტურიზმის სექტორისათვის ეკონომიკური ღირებულების მქონე მატერიალური ობიექტები. ამიტომ სექტორმაც და თვითონ ტურისტმაც უნდა იცოდეს, რომ ვიდრე ადგილი, ლანდშაფტი ან ბუნებრივი კომპონენტი ტურისტულ რესურსად იქცევა, მას აქვს ღირებულება. მაგალითად, მზის, ქვიშისა და ზღვის კომბინაცია ღირებულ ტურისტულ რესურსს არ წარმოადგენდა 1920-იან წლებამდე, იქამდე, სანამ გარუჯვა მოდურად იქცა, თუმცა იმის დადგენამ, რომ გარუჯვა კანის კიბოს საშიშროებას ქმნის, ამ საკითხისადმი მიდგომის შეცვლა გამოიწვია. ტურისტული რესურსებით ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტურისტები არ სარგებლობენ. გარდა საკურორტო რაიონებისა თუ თემატური პარკებისა, სადაც ტურიზმი მიწათსარგებლობის დომინანტია, იგივე რესურსებით სარგებლობს სოფლის მეურნეობა, ტყის მეურნეობა, წყალმომარაგება და იქაური მოსახლეობა, რომელიც ადგილობრივ რესურსებს იყენებს. ტურიზმი მნიშვნელოვანი მიწათმოსარგებლეა, მაგრამ იშვიათადაა ერთადერთი, რის გამოც სხვადასხვა მოსარგებლეებს შორის შეიძლება კონფლიქტი წარმოიქმნას. ტურიზმს, როგორც „დაგვიანებით მოსულს“, სხვა მიწათმოსარგებლეებთან შეგუება უხდება. ეს ცნობილია, როგორც მრავალმხრივი გამოყენება, და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა მოსარგებლეთა უნარიან და კოორდინირებულ მართვას საჭიროებს.

Transcript of თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული...

Page 1: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

სალექციო კურსი ბაკალავრებისთვის, თარგმნილი ნინო პავლიაშვილის მიერ.

თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია

შესავალი

თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ტურისტებისათვის ხელმისაწვდომსხდიან, თუმცა მსოფლიო პოტენციური ტურისტული რესურსების მხოლოდ უმნიშვნელორაოდენობაა ათვისებული. მიუხედავად ამისა, ტურიზმზე გაზრდილი მოთხოვნებისპირობებში, რომელიც მცირე რესურსულ ბაზაზეა ფოკუსირებული, ტურისტულიდესტინაციები ზეწოლას განიცდიან. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ ტურიზმი სივრცეშითანაბრად ან შემთხვევით არ ვითარდება – ამდენად ზეწოლა სეზონურად და უნიკალურადგილებშია კონცენტრირებული. ეს მოითხოვს ტურისტული რესურსების ეფექტიან დაგეგმვასადა მენეჯმენტს და განსაკუთრებით – გარკვეული რესურსების სახეობებთან ტურიზმისშესაბამისი ფორმების მისადაგებას. ბუნებრივია, ტურიზმის სხვადასხვა ფორმებსგანვითარებისთვის განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და გარკვეული ადგილები, რაიონები ანქვეყნები, სხვებთან შედარებით, მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ამ თავში ტურისტულირესურსებს სამ – მსოფლიო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე განვიხილავთ.

ტურისტული რესურსები

ტურისტულ რესურსებს სამი ძირითადი მახასიათებელი აქვთ:

ტურისტული რესურსები, ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც ტურიზმისსექტორისათვის ეკონომიკური ღირებულების მქონე მატერიალური ობიექტები. ამიტომსექტორმაც და თვითონ ტურისტმაც უნდა იცოდეს, რომ ვიდრე ადგილი, ლანდშაფტი ანბუნებრივი კომპონენტი ტურისტულ რესურსად იქცევა, მას აქვს ღირებულება.მაგალითად, მზის, ქვიშისა და ზღვის კომბინაცია ღირებულ ტურისტულ რესურსს არწარმოადგენდა 1920-იან წლებამდე, იქამდე, სანამ გარუჯვა მოდურად იქცა, თუმცა იმისდადგენამ, რომ გარუჯვა კანის კიბოს საშიშროებას ქმნის, ამ საკითხისადმი მიდგომისშეცვლა გამოიწვია.

ტურისტული რესურსებით ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტურისტები არ სარგებლობენ.გარდა საკურორტო რაიონებისა თუ თემატური პარკებისა, სადაც ტურიზმიმიწათსარგებლობის დომინანტია, იგივე რესურსებით სარგებლობს სოფლის მეურნეობა,ტყის მეურნეობა, წყალმომარაგება და იქაური მოსახლეობა, რომელიც ადგილობრივრესურსებს იყენებს. ტურიზმი მნიშვნელოვანი მიწათმოსარგებლეა, მაგრამ იშვიათადააერთადერთი, რის გამოც სხვადასხვა მოსარგებლეებს შორის შეიძლება კონფლიქტიწარმოიქმნას. ტურიზმს, როგორც „დაგვიანებით მოსულს“, სხვა მიწათმოსარგებლეებთანშეგუება უხდება. ეს ცნობილია, როგორც მრავალმხრივი გამოყენება, და წარმატებისმისაღწევად სხვადასხვა მოსარგებლეთა უნარიან და კოორდინირებულ მართვასსაჭიროებს.

Page 2: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

2

ტურისტული რესურსები არამდგრადია. ტურისტული ზეწოლის გამო მათ ცვლილებადა ნგრევა ემუქრებათ. ასევე შეუძლებელია „შეინახო“ და სხვა დროს გამოიყენოტურისტული მომსახურების ზოგიერთი ფორმა (მაგალითად, სასტუმროს საწოლები ანგასასეირნებელი ადგილები თემატურ პარკებში). გამოუყენებელი ტურისტულირესურსები არ ინახება და იკარგება.

ტურისტული რესურსების დაგეგმვა

ტურიზმს მთელ მსოფლიოში უნიკალური და მყიფე რესურსები იზიდავს. მეორე მსოფლიოომის შემდგომ პერიოდში მრავალ ქვეყანაში მიიჩნიეს, რომ საერთაშორისო ტურიზმიეკონომიკური პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალება იყო. ტურიზმს უწოდებდნენ„მრეწველობას საკვამურების გარეშე“, რომელსაც მოჰქონდა ეკონომიკური ეფექტი დასაქმების,შემოსავლებისა და განვითარების გზით. თუმცა ამ ეკონომიკური იმპერატივის გამო მრავალქვეყანაში უგულებელყოფილ იქნა ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ გარემოში ტურიზმისგავლენით გამოწვეული შედეგები. ნაწილობრივ ამას იწვევდა ტურიზმის ეკონომიკურიშედეგების ადვილი დათვლა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის ზეგავლენის გაზომვისსირთულე. ამდენად, ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან არსებობს მზარდი შეშფოთებაიმასთან დაკავშირებით, თუ ეკონომიკური და ეკოლოგიური კუთხით რამდენად ღირებულიატურიზმის განვითარება. ტურისტული მომსახურება თავს არიდებს ისეთი ადგილებისშერჩევას, რომელთაც ეთიკური თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნევს. უკვე ცნობილიაგარემოზე ტურიზმის უარყოფოთო ზეგავლენის შეფასება ყველა ძირითადი ტურისტულიმიმართულების მიხედვით. 1980-იანი წლებიდან ტურიზმის მდგრადი განვითარებამაორგანიზებელი საფუძველი გახდა მას შემდეგ, რაც მდგრადობის გაბატონებული გაგებატურიზმზეც გავრცელდა. ბრომუელი და ლეინი (Bramwell and Lane, 1994) ტურიზმის მდგრადიგანვითარებას ხედავდნენ, როგორც „პოზიტიურ მიდგომას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდატურისტულ ინდუსტრიას, ვიზიტორებს, გარემოსა და დამსვენებელთა მასპინძელსაზოგადოებას შორის რთული ურთიერთქმედებით გამოწვეული დაძაბულობისა დაწინააღმდეგობის შემცირება“. მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისპრინციპების ამოქმედება. მაგალითისთვის, ტურისტული ინდუსტრიის შემთხვევაში ესშემდეგი გზებით უნდა გაკეთდეს:

ქცევისა და გაძღოლის ნორმების შემუშავება – დარგის უზრუნველყოფა პრაქტიკულიღონისძიებებით;

აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის განხორციელება – ბიზნესის შემოწმება დასერტიფიცირება მდგრადი მეთოდების საფუძველზე;

ლიცენზირება – ეკოლოგიურად მგრძნობიარე რაიონებში მოქმედი ბიზნესებისლიცენზირება;

საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება – მდგრადი ტურიზმის საუკეთესო ნიმუშებისსწავლება და დანერგვა ინდუსტრიაში.

Page 3: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

3

მდგრადი ტურიზმის საკვანძო საკითხია ტევადობა – სხვა სიტყვებით, მგეგმავებიგანსაზღვრავენ გამოყენების დონეებს, რაც განაპირობებს ტურიზმის რესურსების მდგრადობასდა მათ ამ დონეზე შენარჩუნებას (იხ. ცხრ. 3.1).

ცხრილი 3.1 ტევადობა

ტევადობის კონცეფციას დიდი ხნის ისტორია აქვს. თავდაპირველად ის განავითარეს სოფლისმეურნეობისა და ტყის მეურნეობის რესურსების მენეჯერებმა, რათა დაედგინათ ის დონეები, რომელზეცგარკვეული უბნები მდგრადობას შეინარჩუნებენ საკვები ელემენტებისა და სხვა დანამატების გარეშე.ბუნებრივია, ამ კონცეფციას ტურიზმშიც მსგავსი მნიშვნელობა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ტევადობაგულისხმობს დესტინაციის შესაძლებლობას, მისთვის ზიანის გარეშე, რაიმე გზით, განავითაროსტურისტული ინდუსტრია. სხვა სიტყვებით – ის განსაზღვრავს ურთიერთობას რესურსულ საფუძველსადა ბაზარს შორის, და განიცდის თითოეული მათგანის თავისებურებების გავლენას. ერთ–ერთისაუკეთესო განსაზღვრება მოგვცეს მატისონმა და უოლმა (Mathieson and Wall, 1982: 21): „ადამიანთამაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლოა მიიღოს ტურისტულმა ადგილმა ფიზიკური გარემოსდაუშვებელი ცვლილებისა და ვიზიტორების მხრიდან მისი ხარისხის დაუშვებელი დაკნინების გარეშე“.

ამ განსაზღვრებით წინა პლანზე გამოდის ორი საკვანძო საკითხი:

ტევადობა შეიძლება იმართოს და აბსოლუტური მაჩვენებელი არც ერთი დესტინაციისთვის არარსებობს. მაგალითად, ღია ბუჩქნარი სივრცე მხოლოდ რამდენიმე ვიზიტორის ყოფნისშემთხვევაში შესაძლოა გადავსებული გამოჩნდეს მაშინ, როდესაც ტყიანი ადგილი გაცილებითმეტი ვიზიტორის არსებობას საჭიროებს ამავე ეფექტის მოსახდენად.

არსებობს ტევადობის სხვადასხვა ტიპები:

რესურსების კუთხით:– ფიზიკური ტევადობა ნიშნავს არსებული საშუალებების რაოდენობას – მაგალითად, ადგილების

რაოდენობა საჰაერო ტრანსპორტში ან სივრცე მანქანების პარკინგისათვის. ეს ადვილად გასაზომია დაშეიძლება ადვილად დაითვალოს მარტივი არითმეტიკული მოქმედებებით.

– ეკოლოგიური ან ბიოლოგიური ტევადობა უფრო რთული გასაზომია და გულისხმობს ეკოსისტემითსარგებლობის ზღვრულ სიდიდეებს. სულ უფრო იზრდება ინტერესი როგორც ფლორის, ისე ფაუნისტურისტული გამოყენების ტევადობისადმი, მაგალითად, ვეშაპებსა თუ დელფინებზე დაკვირვებაზედაფუძნებული ტურიზმი, ან აფრიკულ გარეული ცხოველების ნაკრძალებში. ვიზიტორების თვალსაზრისით:

– ფსიქოლოგიური ან ქცევითი ტევადობა იმ ნიშნულს უჩვენებს, რომელზეც ვიზიტორი გრძნობს, რომდამატებითი ტურისტები გაუფუჭებენ შთაბეჭდილებას. ეს, პირველი შეხედვით, უფრო ადვილია,ვიდრე ჩანს. მაგალითად, სრულიად ცარიელი სივრცე ისევე პრობლემატურია, როგორცგადავსებული, ამავე დროს, ამ მომენტის აღქმის ეფექტი თვით ტურისტის ხასიათზეადამოკიდებული. მასპინძელი საზოგადოების თვალსაზრისით:

– სოციალური ტევადობა არის მასპინძელი საზოგადოების იმ შესაძლებლობის საზომი, რომლისპირობებშიც ის იტანს ტურიზმს. ეს წარმოადგენს ტევადობის ტიპოლოგიების ბოლოდროინდელდამატებას, თუმცა ის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. მართლაც, მდგრადი ტურიზმის

Page 4: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

4

დესტინაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტია ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობატურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცაასევე არის ეჭვი, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ცოდნის ნაკლებობა აქვს ტურიზმის, ახალიტექნოლოგიებისა და მისაღები ცვლილებების საკითხებში, რითაც მათ მომავალი განვითარებისდონეები უნდა განსაზღვრონ.

ტურიზმის დაგეგმვაში სწორედ ეს საკითხები უნდა იყოს ცენტრალური. ამგვარმა დაგეგმვამ ევოლუციაგანიცადა მოუქნელი, ფიზიკური დაგეგმვის მიდგომიდან მოქნილი პროცესისაკენ, რომელიც ცდილობსგაზარდოს სარგებლიანობა და შეამციროს ტურიზმის ფასი, როდესაც იმავდროულად აღიარებსტურიზმის „გლობალურ“ ბუნებას – ჩვენ უნდა დავგეგმოთ როგორც ტურისტისთვის, ისე რესურსისთვის.ტურიზმის დაგეგმვის სარგებლიანობა ნათელია. იდეალურად ტურიზმის დაგეგმვა

ეფუძნება სანდო კვლევებს; ადგილობრივ საზოგადოებას ჩართავს მიზნებისა და პრიორიტეტების დადგენაში; ეყრდნობა მთლიან მიდგომას; ხორციელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით.

ტურიზმის დაგეგმვისადმი მრავალი მიდგომის მიუხედავად, ეს პროცესი ექვს საბაზისო საკითხზედაიყვანება:

რა ტიპის ტურისტი ჩამოვა? როგორი მასშტაბისაა ტურიზმი? სად მოხდება განვითარება? კონტროლის რა მექანიზმები დაწესდება განვითარებაზე? რა გზით დაფინანსდება განვითარება? როგორი იქნება სახელმწიფოს როლი?

ცხრილი 3.2 ტურიზმის დაგეგმვის დადებითი მხარეები

მათთვის, ვინც დესტინაციაში ჩაბმულია ტურიზმის განვითარებაში, ტურიზმის დაგეგმვა:

ყველასთვის ადგენს საერთო მიზნების ჩამონათვალს, რომელსაც დესტინაციაში უნდა მისდიონ; ახდენს დესტინაციაში ტურისტული მომსახურების მრავალი მიმწოდებლის კოორდინაციას; ახდენს აქციონერებს შორის პარტნიორობის წახალისებას დესტინაციაში; ახდენს დესტინაციაში ეფექტური ორგანიზების წახალისებას; მომავალი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის ქმნის ყოვლისმომცველ ჩარჩოს.

თვით დესტინაციისათვის ტურიზმის დაგეგმვა მაღალხარისხოვანი ტურისტული გარემოს წახალისებასახდენს, ვინაიდან:

ახორციელებს დესტინაციაში ტურიზმის სარგებლიანობის ოპტიმიზაციას; მინიმუმამდე ამცირებს ტურიზმის ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და მასპიმძელ

საზოგადოებაზე; ახდენს მდგრადი ტურიზმის პრინციპებისა და მეთოდების წახალისებას;

Page 5: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

5

წარადგენს მიწათსარგებლობაზე დაფუძნებულ გეგმას განვითარების, კონსერვაციისა და დაცვისარაიონების (არეალების) ზონირებისათვის;

ახდენს ტურიზმის სექტორში დიზაინისა და სხვა სტანდარტული სამუშაოების წახალისებას; ახდენს დესტინაციაში ტურიზმის განვითარებისა და მისი ბაზრების ზუსტ შესაბამისობაში

მოყვანას; განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომითი რესურსები და ინვესტიციები; ახდენს დესტინაციის გარემოს გაუმჯობესებას; ახდენს დესტინაციაში მონიტორინგის სისტემის გამოყენების წახალისებას.

ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია ადგილზე, სახელმწიფოს ტურიზმისადმი მიდგომაზე დატურიზმის მნიშვნელობაზე ეკონომიკისათვის.

ტურიზმის დაგეგმვის პროცესი შეჯამებულია სურ. 3.1–ზე.

სურ. 3.1 ტურიზმის დაგეგმვის ბლოკ–სქემა

წყარო: მილი და მორისონი (Mill and Morrison), 1985

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის დაგეგმვა უკვე პროფესიად ჩამოყალიბდა,ტურიზმისათვის განკუთვნილი გეგმები ან წარუმატებლობას განიცდის ან წინააღმდეგობას ხვდება. ისშეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს პოლიტიკის, მოთხოვნილებების შეცვლის, გაუთვალისწინებელიკონკურენციის გამოჩენის, არასაკმარისი ინვესტიციის ან გეგმის ზედმეტი ამბიციურობისა თუმოუქნელობის გამო.

პირველადი მონაცემების ანალიზი

კვლევა

სინთეზი

მიზნები და სტრატეგია

დანერგვა

გეგმის შემუშავება

აანალიზებს არეალის მდგომარეობას – მოთხოვნილებას,მიწოდებას და ინდუსტრიას

აგროვებს მონაცემებს 1 ეტაპისთვის – ბაზრისა და რესურსებისმონაცემებს: გეგმისთვის ქმნის ღირებულ მონაცემთა ბაზას

თავს უყრის 1 და 2 ეტაპის მონაცემებს და მდგომარეობისანგარიშს ადგენს

განსაზღვრავს მიზნებს (მაგ., გარემოს დაცვის ამაღლება) და სტრატეგიებს (მაგ.,ავითარებს ვიზიტორების მენეჯმენტის სტრატეგიას

განსაზღვრავს ქმედებებს, პასუხისმგებლობებს,ქრონომეტრაჟს, დაფინანსებას და მონიტორინგს

მომენტი, სადაც მრავალი გეგმა წარუმატებლად სრულდება

Page 6: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

6

თუ ტურიზმის დაგეგმვა წარუმატებელია, მაშინ:

ტურისტული რესურსები საფრთხის ქვეშაა; ტურიზმის როლი მიწის მრავალმხრივ სარგებლობაში, სხვა მოსარგებლეთა დომინირების გამო,

საფრთხის ქვეშ დგება; ტურისტი დაბალი ხარისხის შთაბეჭდილებას იღებს.

ვინაიდან ტურიზმის მენეჯმენტში გავერკვიეთ, აქცენტებმა რესურსების დაცვიდან და შენახვიდანვიზიტორების მენეჯმენტზე გადაინაცვლა, რომლებსაც სასიამოვნო და ღირებული შთაბეჭდილებებისჭირდებათ. სურ. 3.2 წარმოაჩენს ვიზიტორების მენეჯმენტში გამოყენებულ მიდგომებს.

სურ. 3.2 ვიზიტორთა მენეჯმენტის სტრატეგიები და ქმედებები

არაპირდაპირი მენეჯმენტი ტურისტული ადგილის მენეჯმენტი

პირდაპირი მენეჯმენტი ვიზიტორების მენეჯმენტი

განთავსების საშუალებები

მართვის საშუალებები

ტურისტული ადგილის აღდგენა

ინფორმაცია და განათლება

გადასახადები

ვიზიტორების მოხმარებისრეგულირება

რაოდენობები ჯგუფის ზომა დარჩენის ხან–

გრძლივობა

წესრიგის დაცვა

Page 7: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

7

მსოფლიო დონის ტურისტული რესურსები

ფიზიკური ნიშნები

დედამიწის ბიოსფერო შედგება ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროსგან. დედამიწისზედაპირის თითქმის ¾ წყალს უკავია, რაც ხუთ ოკეანეს მოიცავს, ესენია: წყნარი (რომელიცუდიდესია), ატლანტის, ინდოეთის, სამხრეთისა და არქტიკული (ჩრდილო ყინულოვანი).ხმელეთი კი იკავებს დარჩენილ 29% და შედგება შვიდი კონტინენტისა და მიმდებარეკუნძულებისგან, კერძოდ: აზია (უდიდესი როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით), აფრიკა,ჩრდილო ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიკა, ევროპა და ავსტრალია. ევროპა წარმოადგენსმიწის უფრო დიდი მასის – ევრაზიის ნაწილს. ხმელეთი ჩრდილო ნახევარსფეროში თითქმის40%, სამხრეთ ნახევარსფეროში კი – 20%-ზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს. ხმელეთისა და წყლისასეთი უთანაბრო განაწილება მნიშვნელოვან როლს თამაშობის კლიმატის ფორმირებაში,მოსახლეობის განლაგებაში, ეკონომიკის, კომუნიკაციებისა და, შედეგად, ტურიზმისგანვითარებაშიც.

ხმელეთის ზედაპირი რელიეფის ფორმების მრავალფეროვნებას წარმოადგენს, რაც ოთხძირითად ჯგუფში ერთიანდება: მთები, ზეგნები, პლატოები და დაბლობები. რელიეფის ყოველკატეგორიაში კიდევ არის თავისებურებანი, გამოწვეული ბუნებრივი ძალებისა და ქვეფენილიქანების მრავალფეროვნებით. ვულკანები, კრატერული ტბები და კალდერები, ლავისფორმირებანი, გეიზერები და ცხელი წყაროები გეოთერმულ თავისებურებებს წარმოადგენენ,რომლებიც დედამიწის წიაღში არსებული ენერგიის გამოვლინებებია. იმ რაიონებშიც კი, სადაცვულკანური აქტივობები დიდი ხნის წინ შეწყდა, მინერალებით მდიდარმა წყაროებმა დასაბამიმისცეს სამკურნალო ადგილების, ე.წ. სპა-ს წარმოქმნას. სხვა ტიპის ფორმები იკვეთება კარსტულკირქვულ რაიონებში, სადაც ზედაპირული წყლები მიწისქვეშ „უჩინარდებიან“, რათა შექმნანშთამბეჭდავი მღვიმეები, კარსტული ჭები და ხეობები.

მთები და მთიანეთები შეადგენენ ხმელეთის ზედაპირის 75%. ქედები ყოველ კონტინენტზეა,მაგრამ ისინი განსაკუთრებით ასოცირდებიან გეოლოგიურად არამდგრად რეგიონებთან,რომლებისთვისაც დამახასიათებელია მიწისძვრები და ვულკანების აქტივობა. ეს ხსნის, თურატომ არიან მსოფლიოს ზოგიერთი ულამაზესი მთები განლაგებული „წყნაროკეანურვულკანურ ცეცხლოვან რკალში“ – მსოფლიოს უდიდესი ოკეანის დასავლეთ და აღმოსავლეთკიდეებთან. შუა განედებში ამ მთიანმა რეგიონებმა ბოლო გამყინვარების პერიოდში განიცადესმყინვარების ზემოქმედება, რამაც ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო შექმნა. აქ არისულამაზესი მწვერვალები, მყინვარები, ცირკები, ტბები და ჩანჩქერები, ასევე სუფთა ჰაერი, რაცმთელ რიგ აქტივობათა და სათავგადასავლო მოგზაურობათა წახალისებას ახდენს. მათიუმეტესობა ვიზიტორების შეზღუდულ რაოდენობას იზიდავს, ამის საპირისპიროდთხილამურებით სრიალი და, ბოლო ხანებში, სნოუბორდინგი მიმდევართა დიდ რაოდენობასიზიდავს. ზამთრის სპორტის სახეობების უმეტესობა აღმოცენდა განვითარებულ ქვეყნებში.მოთხოვნილებათა დიდი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში ფორმირდება, სადაცშესაფერისი რესურსების ნაკლებობა აღინიშნება. ამან გამოიწვია, რომ სათხილამურო

Page 8: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

8

კურორტების უმეტესობა განვითარდა უფრო მისადგომ მთიან რეგიონებში: ზოგიერთი მათგანიეფუძნება იქ არსებულ სასოფლო დასახლებებს, თუმცა მოთხილამურეთა სულ უფრო მზარდირაოდენობის კომფორტისათვის, სპეციალურად აგებენ მეტ სიმაღლეებზეც. ზაფხულში იგივეადგილები იზიდავენ ტურისტებს, რომლებსაც „ტბებისა და მთების“ მხარეში აინტერესებთდასვენება. სამხრეთ აზიაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მთისკურორტები სამკურნალო ტურიზმს ემსახურებიან და დაბლობებზე განლაგებულ ქალაქებშიმცხოვრებ ადამიანებს დამთრგუნველი ზაფხულის სიცხისაგან შვებას სთავაზობენ.

მთიანი რეგიონების უმეტესობის მეჩხრად დასახლებულობამ ხელისუფალთ გაუადვილა იქეროვნული პარკების გამოცხადება ბუნების გამორჩეული სილამაზის, უნიკალურიგეოლოგიური ნიშნების, ველური ბუნების ან „სასოფლო დასახლებებში არსებული კაპიტალის“(სოფლის ნაგებობები და ლანდშაფტები) გამო. თუმცა პირველყოფილი ველური ბუნებისადგილების სიმცირის გამო, ტურიზმი იძულებულია, რესურსებზე მოთხოვნილების პროცესშიკონკურენცია გაუწიოს მეურნეობის სხვა დარგებს, როგორიცაა ხე-ტყის მრეწველობა, სოფლისმეურნეობა (საძოვრებებზე მოთხოვნილების გამო), ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება დაწიაღისეულის მოპოვება. მთებში გზებისა და საბაგიროების გადაჭარბებული მშენებლობა,ლანდშაფტის გამტარუნარიანობის შეზღუდულობის გამო, შეშფოთების საფუძველს იძლევა.ამან გამოიწვია ის, რომ მრავალი ხელისუფალი ეწინააღმდეგება ტურიზმის პოპულარულისახეობების განვითარებას ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი იმ სახეობების სასარგებლოდ,რომლებიც მომავალი თაობებისთვის რესურსების მდგრადობას უზრუნველყოფენ.

დამსვენებლებისათვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ადგილად სანაპირო რჩება. პლაჟი,სხვა ლანდშაფტებზე მეტად მიმზიდველია და ადამიანთა გონებაში უზრუნველ ჰედონიზმთან(სიცოცხლის სიყვარული, ტკბობის სურვილი) ასოცირდება. ქვიშის პლაჟები და დაცულიყურეები, ქვიშის დიუნებისა თუ დაბალი კლიფების ფონზე, უსაფრთხო ბანაობისშესაძლებლობას იძლევიან, რაც ტურიზმის განვითარების წახალისებისა და რეკრეაციულიქმედებების ფართო სპექტრის განხორციელების საშუალებას იძლევა. უსწორმასწორო, ღია დადაუცველი სანაპირო კი სერფერებს იზიდავს, მაგრამ საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობათაენთუზიასტებს და მცირეწლოვან ბავშვებიან ოჯახებს არ ხიბლავს. მიუხედავად სხვა ბუნებრივლანდშაფტებთან შედარებით სანაპიროების დიდი ტევადობისა, ისინი დაჭუჭყიანებას დაზამთრის ღელვებით ეროზიას ექვემდებარებიან. პატარა კუნძულები და მრავალი ტროპიკულისანაპიროს გასწვრივ განლაგებული მარჯნის რიფები ეკოლოგიური ზიანის კუთხით ძალიანმგრძნობიარეა, რაც ტურისტების შემაშფოთებელი რაოდენობითაა გამოწვეული. სანაპიროდაბლობები იდეალურია კურორტების მსხვილმასშტაბიანი მშენებლობებისთვის, მაგრამ იგივეადგილებისკენ მიისწრაფიან მეურნეობის სხვა მნიშვნელოვანი დარგებიც, მაგალითად,ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის მეზობლობა ნაკლებად სასიამოვნოა.დესტინაციების უმეტესობა მიმზიდველი სანაპიროების ტურისტულ შესაძლებლობებს კარგადაცნობიერებს, ამიტომ დეველოპერების ყურადღება ამჟამად ჭარბტენიანი ადგილებისკენ(ესტუარები, ჭაობები, მოქცევის ტალახიანი დაბლობები) არის მიპყრობილი, რომლებიც ამეტაპზე ტურისტულ რესურსებად არ ითვლება. ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ველურიბუნების ჰაბიტატი – მსოფლიოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, მზარდი საფრთხის ქვეშაა, რაც

Page 9: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

9

რამსარის კონვენციით არის აღიარებული. მაგალითად, ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში მანგრულიჭაობები გააღრმავეს იახტების სადგომებად ან კრევეტების რენტაბელური მოშენებისათვის.სხვაგან ჭარბტენიანი ტერიტორიები დააშრეს აეროპორტების, მრეწველობის ან ინტენსიურისოფლის მეურნეობისათვის.

შიდა წყლის რესურსები ტურიზმისთვის შეიძლება განვიხილოთ როგორც კვანძები (ტბები,წყალსაცავები), ხაზოვანი დერეფნები (მდინარეები, არხები) ან, უბრალოდ, ლანდშაფტურიდეტალები (მაგალუთად, ვიქტორიას ჩანჩქერი). განსაკუთრებული რაოდენობის ტბებიათავმოყრილი ბოლო გამყინვარების რაიონებში, როგორიცაა ალპები, ჩრდილო ევროპა დაჩრდილო ამერიკა. იქ, სადაც ტბები მისადგომია ძირითადი ქალაქების მაცხოვრებელთათვის,ისინი აგარაკების მფლობელებს ისეთი რეკრეაციული ქმედებებისკენ უბიძგებენ, რომლებიცთითქოს არათავსებადია, მაგალითად, მეთევზეები და წყლის მოთხილამურეები. კონფლიქტისთავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამ საქმიანობათა სივრცითი ზონირება და დროითიპერიოდიზაცია. წყლის დაჭუჭყიანებაც პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ტბას არ გააჩნიაზღვის ბუნებრივი თვითგამწმენდი მიქცევა-მოქცევის მექანიზმი. მდინარეები უფროხელმისაწვდომია, ვიდრე ტბები, მაგრამ მეტ შემთხვევაში ტურიზმი და რეკრეაცია მოთხოვნებშიმრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მომდევნო ადგილს იკავებს. მიუხედავადამისა, ნავებზე დასვენება სულ უფრო მზარდ პოპულარობას იძენს ევროპის შიდა წყლებში მაშინ,როდესაც მდინარეები, რომლებიც ადრე არასამიმოსვლოდ ითვლებოდნენ, ახლასათავგადასავლო ტურისტების მიერ რაფტინგისა და კანიონინგისთვის მოიაზრება.

მსოფლიო ტყის საფარიც იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. განვითარებული ქვეყნებისუმეტესობაში ტყეები და გატყიანებული ადგილები, წარსულში არსებული ექსპლოატაციისსაპირისპიროდ, ახლა რეკრეაციისა და ველური ბუნების დაცვისთვის ღირებულად ითვლება.ასეთი რეგიონებისთვის ტყეების მრავალმხრივი გამოყენებაა დამახასიათებელი და რესურსებისდაცვის მიზნით სავალდებულოა მზრუნველი მენეჯმენტი.

კულტურული ელემენტები

ტურისტები დაინტერესებული არიან თავიანთი წარმომავლობისა და მასპინძელი ქვეყნებისხალხებს შორის განსხვავებით, რაც გამოიხატება მათი ინტერესით ხელოვნებისა დახელოსნობის, მუსიკის, ფოლკლორის და ფესტივალების, სამზარეულოს, არქიტექტურის დასაერთოდ, ცხოვრების წესისადმი. მსოფლიო მასშტაბით ჩვენ შეგვიძლია რამდენიმეკულტურული რეგიონის დასახელება, სადაც ცხოვრების წესის, არქიტექტურის, სასოფლო–სამეურნეო სისტემების მნიშვნელოვანი მსგავსება შეინიშნება. ხშირად მათ ისტორიული დარელიგიური წარსულიც საერთო აქვთ. ეს რეგიონები იშვიათად შეესაბამებიან კონტინენტურდაყოფას. მაგალითად, ევროპული ან „დასავლური“ კულტურა რენესანსის შემდეგმნიშვნელოვნად გასცდა ევროპის საზღვრებს, რაც ზღვისგადაღმა ვაჭრობის, კოლონიურიექსპანსიის, ემიგრაციის და ტექნოლოგიური წარმატებების შედეგი იყო. თუმცა აფრიკის, აზიისადა ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში „დასავლური“ გავლენა ზედაპირულია და

Page 10: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

10

მძლავრი კულტურული სხვაობები შეინიშნება. ეს ნათელია აფრიკისა და შუა აღმოსავლეთისქვეყნებში ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ბუდიზმს აქვს ხანგრძლივიდომინანტური გავლენა. ტურისტებმა პატივი უნდა სცენ ამ განსხვავებებს ცხოვრების წესში,განსაკუთრებით უნდა ხდებოდეს საქმიანი ტურისტების გაფრთხილება მასპინძელი ქვეყნისსოციალური ქცევის წესებისა და აკრძალვების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ კანონდარღვევა.ბევრ ქვეყანაში ე.წ. პირველყოფილი ტომები ძირითადი კულტურის მიღმა ცხოვრობენ.ზოგიერთი ანთროპოლოგი (გრაბერნი, Graburn, 1976) მათ „მეოთხე სამყაროს“ მიაკუთვნებს დაეს ტომები ზოგიერთი ტუროპერატორის მიერ სულ უფრო ხშირად განიხილებიან უნიკალურრესურსად – ხდება მათი მარშრუტებში ჩასმა. ასეთი კულტურის მაგალითებს წარმოადგენენსამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთების, ინდოეთის ანდამანის კუნძულების, ავსტრალიისაბორიგენი და სამხრეთ აფრიკის კოი სანის (ბუშმენების) ტომები. სამწუხაროდ, ცხოვრების იმწესისთვის, რომელიც უკვე საფრთხეშია, ტურიზმი დამატებით საშიშროებას წარმოადგენს.

ტურიზმი აყვავებას განიცდის კომუნიკაციური ბარიერების არარსებობისას, ასე, რომ საერთოენის არსებობა უპირატესობას წსრმოადგენს, თუმცა ინგლისურის საყოველთაო გამოყენებასაფრთხეს უქმნის სხვა, უმცირესობათა ენებს. ერთნაირი რელიგია ასევე შეიძლება აღმოჩნდესქვეყნებს შორის მოგზაურობის წამახალისებელი. დიდი რელიგიების უმეტესობას გააჩნიასიწმინდეები ან წმინდა ადგილები, მაგალითად, იერუსალიმი, რომი, ლურდი და მექა,რომლებიც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მილიონობით მომლოცველს იზიდავენ.პილიგრიმობა, რომელიც აქ განისაზღვრება, როგორც რელიგიური მოტივებით წარმოებულიმოგზაურობა, სავარაუდოდ, ორგანიზებული მასობრივი ტურიზმის პირველ ფორმასწარმოადგენდა. შესაძლოა, სეკულარული, მატერიალისტური სამყაროსადმი რეაქციის გამო,ტურიზმის ამ სახეობამ ზრდა განიცადოს. „არასაეკლესიო სიწმინდეებისკენ“, როგორიცააცნობილი მწერლის ან ეროვნული გმირის დაბადების ადგილი, მოგზაურები ხშირადპილიგრიმებად მოიხსენებიან, თუმცა რეალურად ისინი შემეცნებითი ტურისტები არიან. ასეთტურისტებს დესტინაცია იზიდავს ასევე კულტურული საგანძურის, ისტორიული ადგილებისადა შენობებით გამორჩეულობის გამო. ვიზიტორები, ქვეითი ტურისტების ჩათვლით, რომლებიცერთწლიან შესვენებას იღებენ სამსახურში ან სასწავლებელში, ელიტარული ტურიზმისტრადიციების მიმდევრები არიან, რომლებიც მე-18 საუკუნეში ევროპულ „გრანდ ტურში“მიემგზავრებოდნენ, მაგრამ ისინი გაცილებით ფართო მასშტაბის მოგზაურები იყვნენ როგორცრაოდენობით, ისე მოგზაურობის სივრცის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „მემკვიდრეობა“ ბუნდოვნადაა განმარტებული, მან ტურიზმისმნიშვნელოვან სახეობას – მემკვიდრეობის ტურიზმს მისცა დასაბამი, რომელიც თანდათანგაფართოვდა ტურისტების ადგილის, წარსულისა და ბუნებისადმი ცნობისმოყვარეობის გამო.მემკვიდრეობა, ფართო გაგებით, მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე ანთროპოგენურ რესურსებს,რომლებიც დაცვას საჭიროებენ. ზოგიერთი რესურსი იმდენად უნიკალური, შთამბეჭდავი ანსაქვეყნოდ ცნობილია, რომ ის მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს და მისიდაკარგვა მთელ კაცობრიობას შეეხება. ამიტომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა დაკულტურის ორგანიზაციამ (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization -UNESCO) მათი უმეტესობა, განსაკუთრებული დაცვის მოტივით, მსოფლიო მემკვიდრეობის

Page 11: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

11

ადგილებად გამოაცხადა 1 . თუმცა, იმ დროს, როდესაც ამგვარ გამოცხადებას ნამდვილადმოსდევს მართვის პასუხისმგებლობა, კონსერვაციის რეალურად განხორციელებისშესაძლებლობის უკმარისობა ნიშნავს, რომ ზოგიერთი ძეგლი ცუდადაა დაცული.

ბევრი ტურისტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის, ნაკლებად არის დაინტერესებულიქვეყნის წარსულით, მათ თანამედროვე კულტურა, სპორტი, მოდა და გართობა უფროაინტერესებთ. აქ იკვეთება მედიის გავლენა. ქვეყნის ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციასრეკლამირებისა და ხელშეწყობისათვის შეიძლება მნიშვნელოვანი თანხები ჰქონდეს, მაგრამ ამანმსოფლიო აუდიტორიაზე ნაკლები გავლენა იქონიოს, ვიდრე საყოველთაობამ და ფილმებსა დატელესერიალებში ნანახით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა.

ეროვნული დონის ტურისტული რესურსები

ცალკეული ქვეყნების დონეზე ტურიზმის განვითარება მოიცავს ან შესაფერისი რაიონებისმოძიებას, ან უკვე არსებულ რაიონებში გადატვირთულობის ან გადაჭარბებული სარგებლობითგამოწვეული პრობლემების შემსუბუქებას. ამ შემთხვევაში საჭიროა ტურისტული რესურსებისკლასიფიკაციისა და მათი პოტენციალის შეფასების ზუსტი მეთოდების გამოყენება.

ტურისტული რესურსების კლასიფიკაცია

ტურისტული ატრაქციები

ატრაქციები ტურიზმის არსს წარმოადგენენ. ისინი იზიდავენ ვიზიტორებს, დასაბამს აძლევენექსკურსიებს და თავის საკუთარ ინდუსტრიას ქმნიან. ყველაზე მარტივი მიდგომით რაიონშიატრაქციების გამოსავლენად უნდა შემუშავდეს ატრაქციების ნუსხა, განისაზღვროს რაოდენობა,მოხდეს მათი რანჟირება და შედეგების რუკაზე დატანა. სვარბრუკმა (Swarbrooke, 1995)ატრაქციები ოთხ ძირითად კატეგორიად დააჯგუფა:

ბუნებრივი – მოიცავენ სანაპიროებს, მღვიმეებს, მომხიბლავ ადგილებს და ველურბუნებას;

ადამიანის შექმნილი, ოღონდ არა ტურისტების მისაზიდად – ისტორიული სახლები, ციხე-სიმაგრეები და ტაძრები;

ადამიანის შექმნილი სპეციალურად ტურისტების მისაზიდად – მუზეუმები, ხელოვნებისგალერეები, საგამოფენო ცენტრები, სამორინეები და დასვენების დღეების ატრაქციების(თემატური პარკები და აკვაპარკები) სულ უფრო მზარდი რაოდენობა;

სპეციალური ღონისძიებები – „ღონისძიება-ატრაქციები“ ტურისტული ადგილისატრაქციებისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი პერიოდულად და ზოგიერთ

1 საქართველოდან ამ ნუსხაში შესულია ქალაქი–მუზეუმი მცხეთა, ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაში, ბაგრატის ტაძარიდა გელათის მონასტერი.

Page 12: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

12

შემთხვევაში არსებობს, იცვლის ადგილმდებარეობას. ის მოიცავს სპორტულღონისძიებებს, მაგალითად, ფეხბურთის მსოფლიო თასის გათამაშებები და ოლიმპიურითამაშები. ის მასპინძელი ქვეყნის რეკლამირების საშუალებას იძლევა და ახლოსმდებარე ატრაქციების განვითარების თანმხლები ეფექტი აქვს. ისინი ამავდროულადმოითხოვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, დაგეგმვასა და ჯანმრთელობის,უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც ვიზიტორების, ისე მონაწილეთათვის.ღონისძიებათა სხვა ატრაქციები მოიცავენ ბაზრობებს, ფესტივალებს, ცერემონიებს,ფოლკლორულ ღირსშესანიშნაობებს, საზეიმო და რელიგიურ პროცესიებს.

სრულიად ნათელია, რომ ტურიზმის განსხვავებული სახეობები ატრაქციების სხვადასხვაფორმებს ეფუძნება. მაგალითად, ახალგაზრდა ტურისტს უფრო მიიზიდავს თემატური პარკები,სადაც ხაზგასმულია ამაღელვებელი გასეირნებები და გართობა, ვიდრე მემკვიდრეობისატრაქცია, როგორიცაა „მემამულის ძველებური სახლი ან ციხე-სიმაგრე“, მუზეუმი ან ტაძარი.საქმიან ტურისტებს ასევე განსხვავებული მოთხოვნები ექნებათ. ისინი მიისწრაფიან ძირითადიკომერციული ცენტრებისაკენ, რომლებიც ადვილად მისადგომია და კონფერენციებისა დაგამოფენების მოსაწყობად საჭირო შესაძლებლობებს სთავაზობენ ისევე, როგორც დამატებითატრაქციებსა და მომსახურებებს.

ზოგიერთ ატრაქციას მეტი „მიზიდულობის ძალა“ აქვს, აქედან გამომდინარე, ქვეყნებისუმეტესობაში შესაძლებელია ატრაქციების იერარქიის დადგენა. პირამიდის წვერზე ისატრაქციებია, რომლებიც საერთაშორისო კალიბრის „აუცილებლად მოსანახულებელი“ატრაქციებია; ისინი რაოდენობრივად შეზღუდულია და ტურისტებს მთელი მსოფლიოდანიზიდავენ. შემდეგ დონეზე ის ატრაქციებია, რომლებიც უნდა ინახოს ექსკურსიის ფარლებში,რომელიც ფოკუსირებულია ერთ ან ორ ძირითად ობიექტზე. პირამიდის საფუძველს კიშედარებით ნაკლები მნიშვნელობის მრავალი ატრაქცია ქმნის, რომლებიც ამჟამად ვიზიტორებსუშუალოდ რეგიონიდან იზიდავენ. ტურისტული ატრაქციები და ტურისტული რესურსებისბაზა, მთლიანობაში, გამოყენების მზარდ საშიშროებას განიცდის და ვიზიტორების ეფექტურმენეჯმენტს საჭიროებს. ამის მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუატრაქციები განიხილება ტურისტული რესურსების განუყოფელ ნაწილად და არაიზოლირებულად.

ტურიზმის რესურსული ბაზის უფრო ფართო მიმოხილვა

ტურისტული რესურსების ერთობლიობა სუფთა ჰაერზე ჩასატარებელ რეკრეაციულსაქმიანობათა ასეულობით სახეობის განხორციელების საშუალებას იძლევა – თოკზე დაშვებით(abseiling) დაწყებული და ზორბით 2 (zorbing) დამთავრებული. ამ საქმიანობათა ნაწილი,კერძოდ, თხილამურებით სრიალი, გოლფი და იახტინგი მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს

2 ზორბის დროს ორ დიდ ერთმანეთში ჩამჯდარ სფეროში თავსდება ადამიანი, რომლის ხელ-ფეხი და წელიმაგრდება სფეროს შიდა კედელზე. შემდეგ ხდება სფეროს მთიდან დაგორება, იგი დიდი სიჩქარით მიჰქრის დახტუნავს ფერდობის კოლბოხებსა და უსწორმასწორობებზე.

Page 13: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

13

ისევე, როგორც აღჭურვილობასა და უნარებს იმ დროს, როდესაც სხვებს, მაგალითად, კანოეთიცურვა, საერთოდ არ სჭირდებათ არანაირი მომზადება. სპორტისა და გარე რეკრეაციულსაქმიანობათა ყველა სახეობა გარკვეული ტიპის ფიზიკურ რესურსებს ემყარება, ეს შესაძლოაიყოს ბუნებრივი, ადამიანის მიერ შექმნილი ან მათი კომბინაცია. ტურიზმის „ხელოვნების,კულტურისა და გართობის“ სექტორი უპირატესად დესტინაციის ჰუმანურ რესურსებსეფუძნება. აღნიშვნის ღირსია, რომ რესურსის მისადგომობა მხოლოდ მანძილს, მგზავრობისდროსა და ტრანსპორტის ფასს არ გულისხმობს, არამედ ისეთი ბარიერების დაძლევასაც,როგორიცაა, მაგალითად, უუნარობა.

ტურიზმის მთელ რესურსულ ბაზაზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კლაუსონის(Clawson and Knetsch, 1966) მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომლის მიხედვით, რესურსი,კურორტების ინტენსიური განვითარებით დაწყებული და ველური ბუნების ათვისებითდამთავრებული, უწყვეტ რიგს წარმოქმნის, აერთიანებს როგორც რესურსების, ისემომხმარებლის მახასიათებლებს. კლაუსონი სამ საბაზისო კატეგორიას გამოყოფს:

მომხმარებელზე ორიენტურებული რაიონები განვითარების მაღალი ინტენსივობითმოსახლეობის ცენტრების სიახლოვეს;

რესურსებზე დაფუძნებული რაიონები, სადაც რესურსის ტიპი განსაზღვრავს რაიონისგამოყენებას;

გარდამავალი კატეგორია, სადაც განმსაზღვრელი ფაქტორი არის მისადგომობა.

სქემაზე 3.3 ასახულია რეკრეაციული რესურსების კლასიფიკაცია კლაუსონის მიხედვით.

რესურსების კლასიფიკაციის მეორე გზაა:

აღდგენადი – ისინი შეიძლება აღვადგინოთ, მაგალითად, თემატური პარკები; არააღდგენადი – მათი აღდგენა შეუძლებელია, მაგალითად, ბუნებრივი და

კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები.

ტურისტული რესურსების შეფასება

ტურიზმის სხვადასხვა ფორმების რესურსებით უზრუნველყოფის შესაბამისობის გაზომვატურისტული რესურსების შეფასებას წარმოადგენს. მთავარი საკითხია სხვადასხვამომხმარებელთა განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინება. მაგალითად, პონითგასეირნებას ესაჭიროება გზებზე გავლის უფლება, ბილიკები ან მხედრებისთვის განკუთვნილიგზები, და კიდევ – მიმზიდველი პეიზაჟები. ამ განსხვავებულ მოთხოვნათა კომბინირება არისრესურსების შეფასების სისტემის მიზანი, რაც ხშირად მატრიცების ცხრილად ფორმდება ანმონაცემთა ბარათებზე თავსდება, ყოველი მათგანი გარკვეულ ადგილს ასახავს. მათიკომბინირება ასევე შესაძლებელია ე.წ. რეკრეაციის შესაძლებლობათა დიაპაზონით.

Page 14: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

14

სურ. 3.3 რეკრეაციული რესურსების კლასიფიკაცია

მომხმარებელზეორიენტირებული

გარდამავალი რესურსზე დამყარებული

ემყარება მომხმარებლისსიახლოვეს განთავსებულრესურსებს. ხშირია ხელოვნურირესურსი (მაგ., პარკები,სტადიონები და სხვ.).საქმიანობები სეზონზემნიშვნელოვნადაადამოკიდებული, იხურებაარასეზონზე.

აღდგენადი

საქმიანობაა პირველხარისხოვანი

ხელოვნურობა

სიახლოვე

საქმიანობათა მაგალითები:გოლფიჩოგბურთისპორტის საგულშემატკივროსახეობებივიზიტები თემატურ პარკებში,ზოოპარკებში, კურორტებზე დაა.შ.

ტიპიური რესურსი:თემატური პარკი

საუკეთესი რესურსები მომხმა–რებლების მისადგომი მანძილისფარგლებშია. მისადგომობაძალიან მნიშვნელოვანია.ბუნებრივი რესურსები უფრომნიშვნელოვანია, ვიდრემომხმარებელზე ორიენტირებუ–ლი საშუალებები, მაგრამგანიცდის ვიზიტორების ძლიერზეწოლას.

განვითარების ინტენსივობა

მანძილი მომხმარებლამდე

საქმიანობათა მაგალითები:იახტინგივინდსერფინგინავით გასეირნებაჰაიკინგითევზაობასპორტის მინდვრის სახეობებითხილამურებით დაშვებასნოუბორდინგი

ტიპიური რესურსი:აუთვისებელი ადგილი

გამორჩეული რესურსები. და–მყარებული მათ მდებარეობაზედა არა ბაზარზე. პირველადიარესურსის ხარისხი. ხშირადმომხმარებლებიდან შორსაა,რესურსი განსაზღვრავსსაქმიანობას.

არააღდგენადი

რესურსია პირველხარისხოვანი

ბუნებრიობა

დაშორება

საქმიანობათა მაგალითები:ღირსშესანიშნაობების მონახუ-ლებამთაში ცოცვათრექინგისაფარილაშქრობებისერფინგირაფტინგიკანიონგიდაივინგისპელეოლოგიატიპიური რესურსი:უნიკალური ისტორიული ძეგლიეროვნული პარკი

Page 15: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

15

ტურისტული პროდუქტი და დესტინაციის მარკეტინგი

ნებისმიერ რაიონს შეიძლება ჰქონდეს ტურისტული პოტენციალი – ხელსაყრელი ჰავა,მიმზიდველი პეიზაჟი, სტუმართმოყვარე ხალხი და რესურსების მთელი რიგი, რომელიცაღმოჩენის მოლოდინშია. და მაინც, ის ღირებულ ტურისტულ დესტინაციად ვერ იქცევა თუ:

მინიმუმ ერთი ატრაქცია, რომელიც მხარდაჭერილი იქნება, როგორც უნიკალურიგასაყიდი შეთავაზება (Unique Selling Proposition – USP)

დამხმარე საშუალებები (მაგალითად, განთავსების საშუალებები); ტურისტების გენერატორი ძირითადი ქვეყნების მისადგომობა; განვითარებისთვის ხელსაყრელი წინაპირობები, რაც გულისხმობს საბაზისო

ინფრასტრუქტურის, ტურისტული ორგანიზაციის და პოლიტიკური სტაბილურობისუზრუნველყოფას.

ამ ელემენტების კომბინირება დესტინაციის ტურისტულ პროდუქტს წარმოქმნის. ტურისტულიინდუსტრიის ინდივიდუალური საწარმოები მომხმარებელს აწვდიან პროდუქტს, როგორც,მაგალითად, სასტუმროები და ავიახაზები. დესტინაციის ტურისტული პროდუქტი კი ამმრავალი მდგენელის ჯამს წარმოადგენს. დესტინაციის ან ადგილის მარკეტინგი მატერიალურიპროდუქტისადმი საკმაოდ მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. პირველ რიგში, პროდუქტისბუნება განსხვავებულია. დესტინაციის ტურისტული პროდუქტი რიგი მატერიალური დაარამატერიალური კომპონენტებისაგან შედგება, რომლებიც დესტინაციაში საქმიანობებსემყარება. ეს შეიძლება იყოს სათხილამურო ტურიზმი ან სპა ვიზიტი, და ყოველი მათგანისთვისკომპონენტების ნაკრები განსხვავებული იქნება. ამიტომ განვიხილოთ დესტინაციის პროდუქტიავსტრიის ინსბრუკის მაგალითზე, რომელიც შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

დესტინაციის ძირითადი პროდუქტი – სპორტის ზამთრის სახეობები; დესტინაციის ხელშემწყობი პროდუქტი – სატრანსპორტო მომსახურება და განთავსება

ინსბრუკში; დესტინაციის დამხმარე პროდუქტი – მაღალხარისხოვანი შოფინგი ინსბრუკში; დესტინაციის დამატებითი პროდუქტი – ინსბრუკის მთელი ატმოსფერო,

დაკავშირებული მის დიზაინსა და ქალაქის ძველი ნაწილის კონსერვაციასთან(კოტლერი, Kotler et al., 2003).

მეორე, დესტინაციის აქციონერთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მათაც ეთქმით სიტყვა„მათი“ დესტინაციის მარკეტინგის საქმეში. მესამე, დესტინაციის მარკეტინგი, ჩვეულებრივ,ხორციელდება სახელმწიფო სექტორის სააგენტოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათსაკმაო რაოდენობის ექსპერტები არ ჰყავთ და პოლიტიკურმა მოსაზრებებმა შესაძლოამარკეტინგის საკითხები გადაწონონ. დაბოლოს, დესტინაციის მარკეტინგისსპეციალისტისთვის ნამდვილი გამოწვევაა კურორტების „დიფერენციაცია“ ანუ იმისდემონსტრირება, რომ A კურორტი B კურორტისგან ნამდვილად განსხვავებულია.

Page 16: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

16

ადგილობრივი დონის ტურისტული რესურსები

ტურისტული რესურსის განვითარებისთვის ვინმემ ან რომელიმე ორგანიზაციამ უნდაიზრუნოს. განვითარების ეს აგენტები შეიძლება კერძო ან სახელმწიფო სექტორის (ცენტრალურიმთავრობა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მისი სახელითმოქმედებს და ადგილობრივი ადმინისტრაცია) წარმომადგენლები იყვნენ.

სახელმწიფო სექტორი ტურიზმის განვითარებაში არა მარტო ადგილობრივ დონეზეა ჩაბმული,არამედ ყოველ დონეზე, საერთაშორისოს ჩათვლით. განვითარებადი ქვეყნებიპროექტებისთვის დახმარებას ღებულობენ ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა,მაგალითად, მსოფლიო ბანკი ან გაეროს განვითარების პროგრამა. ბევრი მთავრობა აქტიურადახდენს ტურისტული პროექტების წახალისებას თავის ქვეყანაში ხელსაყრელი პირობებითფინანსების გაცემით და დეველოპერებისთვის გადასახადებზე შეღავათებით. საერთოდეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მთავრობა ჩართულია ტურიზმის განვითარებისდაგეგმვასა და კოორდინირებაში. ადგილობრივ დონეზე კი სახელმწიფო სექტორის როლი,ჩვეულებრივ, საწყისი ინფრასტრუქტურის შეთავაზებით შემოიფარგლება. ეს გულისხმობსყოველგვარ განვითარებას მიწის ზედაპირზე და მის ქვეშ (როგორიცაა გზები, პარკინგისადგილები, რკინიგზის ხაზები, პორტები და აეროპორტები), ასევე კომუნალური საწარმოებითუზრუნველყოფას. წყლით ადეკვატურად მომარაგების მნიშვნელობა ხაზგასასმელია და იქ,სადაც ძირითადი მომსახურებები ფეხს ვერ უბამს სასტუმროების მოზღვავებულ მშენებლობას,დესტინაციას ცუდი იმიჯი შეექმნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებასთან მიმართებით.სახელმწიფო ასევე პასუხისმგებელია კრიმინალისა და ტერორიზმის კუთხით შესაბამისიუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ტურისტებზე განხორციელებულმა ერთეულმაშემთხვევამაც კი შესაძლოა ტურისტების გენერატორ ქვეყნებში მედიის საშუალებით ფართოგამოხმაურება ჰპოვოს.

ვინაიდან ტურისტული პროექტები ძვირადღირებულია, კერძო სექტორის დეველოპერები,ჩვეულებრივ, ავითარებენ სუპერსტრუქტურას. ის მოიცავს განთავსების სექტორს, სადაცყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები სასტუმროები, გართობის, სპორტისა და შოფინგისსაშუალებები, რესტორნები და მგზავრთა სატრანსპორტო ტერმინალებია. პასუხისმგებლობისეს ნაწილი, ბუნებრივია, ასახავს ორი სექტორის მოტივებს: კერძო სექტორი მოგებისა დაინვესტიციის რენტაბელობის მოლოდინშია, სახელმწიფო სექტორი კი ცდილობს საბაზისომომსახურებით უზრუნველყოს ტურიზმის განვითარება. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიმოხალისეთა სექტორი, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისგან შედგება, განვითარებისპროცესში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ვინაიდან მათი ძირითადი ინტერესი გარემოსდაცვაა, ისინი, განვითარების ხელშეწყობაზე მეტად, მსხვილმასშტაბიან ტურისტულპროექტებს ეწინააღმდეგებიან. ცნობილი ბრიტანული მაგალითია „The National Trust”, თუმცა ისმსგავსი კომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ ძირითადი მიწათმფლობელია.

ადგილობრივ დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანია მისადგომობა და ის შეიძლება გადამწყვეტიფაქტორი აღმოჩნდეს ტურისტული პროექტის წარმატებაში. ისეთი დესტინაციური რაიონების

Page 17: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

17

კურორტები, როგორიც ხმელთაშუაზღვისპირეთია, თავის პოპულარობას უპირატესადპირდაპირი ფრენებით ტურისტების გენერატორ ძირითად რაიონებთან დაკავშირებულიაეროპორტების სიახლოვეს განლაგებას უნდა უმადლოდნენ. თუმცა მისადგომობა ფარდობითიცნებაა და მას განსაზღვრავს როგორც ფასი, ისე მანძილი. ექსკლუზიური „მაღალხარისხოვანი“კურორტები ხშირად ძირითადი ტურისტული მარშრუტებისგან შორსაა განთავსებული.

ადგილობრივ დონეზე ტურისტული რესურსების ათვისების სხვა წამახალისებელიფაქტორებია მიწის არსებობა, შესაფერისი ფიზიკური ადგილის ატრიბუტები (ნიადაგი,ტოპოგრაფია) და ტურიზმისათვის ხელსაყრელი გარემოს დაგეგმვა ზონირებისგათვალისწინებით. ჩვეულებრივ, განუვითარებელ, მანამდე აუთვისებელ ადგილებს ირჩევენ,მაგრამ ქალაქის შიდა რაიონებში სულ უფრო იზრდება ისეთი ტურისტული პროექტებისრაოდენობა, რომლებიც ხშირად იყენებენ წყლისპირა ადგილს, რომელიც ადრე ნავსადგომებითან მრეწველობის მიერ იყო დაკავებული. ასეთი ადგილები (სამრეწველო განაშენიანებისმიტოვებული ობიექტებით), ჩვეულებრივ, მშენებლობის დაწყებამდე ძვირადღირებულდამუშავებას მოითხოვენ.

დაბოლოს, ტურიზმის განვითარება ადგილობრივი საზოგადოების თანხმობით უნდაგანხორციელდეს. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (და ზოგიერთ განვითარებულშიც)მთავრობის დემოკრატიული სტრუქტურები სუსტია და მიწის მფლობელობაც კი შესაძლოაგანხილვის თემა გახდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას შეიძლება აკლდეს გამოცდილება ანფინანსები რეგიონის გარედან ბიზნესის ქმედებათა მოსათოკად, ისეთების, როგორიცაამულტინაციონალური კომპანიები, რომლებმაც შეიძლება ადგილზე უარყოფითი სოციალურიდა ეკოლოგიური გავლენა იქონიონ.

კურორტები და ტურისტული ცენტრები

ადგილობრივ დონეზე ტურისტული რესურსების ათვისება განსხვავებულ კვალს ტოვებსლანდშაფტზე. ეს ნათლად ჩანს განვითარებული ქვეყნების კურორტებზე, რომლებმაცტურისტების მოთხოვნილებების საპასუხოდ განიცადეს ევოლუცია. ისინი დაგეგმარებით დასაქალაქო ლანდშაფტით სხვა საქალაქო და სასოფლო დასახლებებისგან განსხვავდებიან. აშშ-ში,მაგალითად, ტერმინი კურორტი, ჩვეულებრივ, სასტუმროს ან დასასვენებელ კომპლექსსნიშნავს. მხოლოდ დასავლეთ ევროპაში 400-ზე მეტი კურორტის იდენტიფიცირებააშესაძლებელი: სპა, ზამთრის სპორტის კურორტებისა და კულტურული/ისტორიულიცენტრების ჩათვლით სხვადასხვა ზომის სანაპირო კურორტებთან ერთად, რომელთაკლიენტურის დიაპაზონი პოპულარულიდან ექსკლუზიურამდე იცვლება. ისტორიულიქალაქები, ჩვეულებრივ, მრავალფუნქციურია და ტურიზმი იქ დაგვიანებით განვითარდა. ასეთიადგილები ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენენ. ნამდვილ კურორტებზე ტურიზმი არსებობისწყაროა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც კურორტი სიმწიფეს მიაღწევს, სხვა ფუნქციებისდამატებაა შესაძლებელი. სპა ქალაქები და დასასვენებელი კურორტები, მუშათა დასახლებებისსაპირისპიროდ, ხშირად არქიტექტურის ეკლექტური სტილით ხასიათდებიან.

Page 18: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

18

ტურისტებზე ორიენტირებული მიწებისა და შენობების კონცენტრაცია ვიზიტორებისმიზიდვის ძირითადი არეალის ახლოს ხდება. ტურიზმთან დაკავშირებული ფუნქციების მქონეასეთ რაიონებს რეკრეაციულ ბიზნეს-რაიონებს უწოდებენ (recreational business district – RBD),რომელიც განსხვავებულია ძირითადი ოფისების და შოფინგ რაიონებისაგან, რომლებსაც დიდქალაქებში ცენტრალურ ბიზნეს-რაიონს უწოდებენ (central business district – CBD). RBDვითარდება ორი ფაქტორის გავლენით – კურორტზე ძირითადი მისასვლელი გზა და ძირითადიტურისტული თავისებურება. მაგალითად, ზღვისპირა კურორტების RBD ხშირად სანაპიროსპარალელურად, პრომენადის გადაღმა ვითარდება და ძირითად სასტუმროებსა და მაღაზიებსმოიცავს. ამას გარდა, ტურისტული ფუნქციების ინტენსივობა და მიწის ფასი RBD-ის გარშემოზონებში მცირდება (სურ. 3.3). ისტორიული ცენტრების შემთხვევაში RBD, ჩვეულებრივ,ქალაქის ძველ ცენტრს წარმოადგენს, რაც ევროპული მაგალითების უმეტესობაში ციხე-სიმაგრეს, უნივერსიტეტს ან ტაძარს ემთხვევა. სწორედ აქ არის კონცენტრირებულიბუნებისდამცველთა მცდელობები და ინტერპრეტაციის უნარი და იყენებენ რა კოსტუმირებულგიდებს ან ისტორიული მოვლენების დადგმას, ახდენენ ტურისტებისთვის „მემკვიდრეობისგამოცდილების“ გაზიარებას. როგორც ეშვორტი და ტანბრიჯი (Ashworth, Tunbridge, 1990)აღნიშნავენ, “ატრაქცია შეიძლება საშუალო დონის იყოს, მაგრამ ცოტა ტურისტია მზადიმისათვის, რომ დაიძინოს, იკვებოს და იმოგზაუროს საშუალო პირობებში“. დიდ ქალაქებში,განსაკუთრებით დედაქალაქებში (მაგალითად, ლონდონში), ისტორიული/კულტურულირაიონი პოლიცენტრულია. ტურისტული საშუალებები უფრო ფართოდაა გაბნეული რამდენიმერაიონს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტურისტებს ემსახურებიან (მაგალითად, სოჰო,კოვენტ გარდენი) მაშინ, როდესაც საქმიან ადამიანს იზიდავს CBD თავისი ფინანსური დაკომერციული მომსახურებების სიმრავლით (ამ შემთხვევაში – ლონდონის სითი).

Page 19: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

19

რესურსების ათვისება, დროთა განმავლობაში, ტურიზმით დაინტერესებულიგეოგრაფებისთვის მნიშვნელოვანი განსჯის საგანია. ბატლერმა (Butler, 1980) წამოაყენატურისტული რაიონის სასიცოცხლო ციკლის ცნება, სადაც კურორტები ევოლუციას განიცდიანაღმოჩენიდან განვითარების გავლით საბოლოო დაქვეითებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომსასიცოცხლო ციკლის ვერსიას უარყოფითი მხარეები აქვს (რთულია მისი ამოქმედება), ამმიდგომის ძირითადი სარგებელი კურორტებზე ზრუნვის გზაა – მათი განვითარებისგანმარტებითი ჩარჩო და კურორტის ბაზრის ევოლუცია. ყოველივე ამის შემდეგ, ტურისტისტიპი, ვინც ნახავს დანერგვას, სრულიად განსხვავებული იქნება იმ ვიზიტისგან, რომელიცგანხორციელდება კონსოლიდაციის ან დაქვეითების სტადიაზე (სურ. 3.4).

ტურისტული რაიონისსასიცოცხლო ციკლი ასე გამოიყურება:

შესწავლა – სათავგადასავლო ტურისტების უმნიშვნელო რაოდენობა, ძირითადი ატრაქცია არისსუფთა გარემო ან კულტურული თავისებურებები;

ჩართულობა – ადგილობრივი ინიციატივები უზრუნველყოფენ განთავსების საშუალებებს დაგარკვეულ რეკლამას. ამას მოსდევს ვიზიტორების მეტი რაოდენობა, ტურისტული სეზონისა დასახელმწიფო სექტორის ჩართვა;

განვითარება – ტურისტების დიდი რაოდენობა; კონტროლი ლოკალურიდან ეროვნულ ანსახელმწიფო კომპანიებისკენ გადადის. დესტინაცია გარეგნულად იცვლება. შესაძლოა დაიწყოსგადაჭარბებული გამოყენება;

კონსოლიდაცია – ამ ეტაპზე დესტინაცია ტურისტული ინდუსტრიის სრულყოფილი ნაწილიხდება. ვიზიტორების ზრდის ტემპი მცირდება. ცნობადი რეკრეაციული ბიზნეს რაიონიაღმოცენდა;

Page 20: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

20

სტაგნაცია – ვიზიტორების რიცხვმა პიკს მიაღწია და დესტინაცია ეკოლოგიური, სოციალურიდა ეკონომიკური პრობლემების გამო მოდური აღარ არის. ძირითადი სარეკლამო ძალისხმევატურისტების არსებული რაოდენობის შენარჩუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული;

დაქვეითება – ვინაიდან დესტინაციამ დაქვეითება განიცადა, ტურისტები ახლა უფრო ახალსასოფლო კურორტებს სტუმრობენ. ის დამოკიდებულია მხოლოდ განმეორებით ვიზიტებზე;

განახლება – აქ ხელისუფალნი ახალი საშუალებებით უზრუნველყოფის გზით, ახალი ბაზრებისმოზიდვითა და რეინვესტირებით, ცდილობენ „ხელახლა აამოქმედონ“ დესტინაცია.

დასკვნა

ტურისტული რესურსების ათვისებას გარკვეული ფაქტორები უწყობენ ხელს და ეს ხსნის, თურატომ არიან ისინი არათანაბრად განაწილებული მსოფლიოში. განვითარებული ტურიზმისრესურსები კულტურული ფასეულობებია, რომლებსაც საზოგადოება ეკონომიკურღირებულებად თვლის. მათით, ჩვეულებრივ, სხვა მომხმარებლებიც სარგებლობენ და ამიტომმყიფე და არამყარია. რადგან ტურიზმის ნეგატიური ზემოქმედება ცნობილია, ტურისტულირესურსების დაგეგმვა სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა. დაგეგმვის მიზანია ტურიზმისფასის მინიმიზება და რესურსული ბაზის უვნებლობის შენარჩუნება. მსოფლიო მასშტაბითროგორც ფიზიკური, ისე კულტურული ელემენტები წარმოადგენენ ტურისტულიგანვითარების ხელშემწყობ საკვანძო ფაქტორებს. ტურისტული განვითარებისთვის მსოფლიოფიზიკური ელემენტების სიმრავლიდან ყველაზე პოპულარული ლოკაციებია სანაპიროები,მთები და შიდა წყლები.

ეროვნულ დონეზე სავალდებულოა ტურისტული ატრაქციების კლასიფიკაცია, რომელიც მთელტურისტულ რესურსულ ბაზას მოიცავს. ტურისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადრესურსული ბაზის პოტენციალის შეფასებები იძლევიან რეკრეაციისა და ტურიზმის ახალირაიონების გამოვლენის საშუალებას. შემდგომ ეს შეფასებები შეიძლება გამოდგეს ადგილობრივდონეზე, სადაც კურორტის განვითარებას განსხვავებული მორფოლოგია აქვს დამომსახურებათა ფუნქციების ნაზავს წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია კურორტისგანვითარების ციკლის დადგენა.

Page 21: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

21

თავი 4. ჰავა და ტურიზმი

შესავალი

ჰავა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ტურიზმის განვითარების წამახალისებელი რესურსი,ისე დესტინაციის მიმზიდველობის შემზღუდავი ფაქტორი. მიუხედავად ჰაერისკონდიცირებისა და კლიმატის კონტროლის სხვა ფორმების ფართოდ გავრცელებისა,ტურისტები ცდილობენ, სუფთა ჰაერზე დასახარჯი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი მათიწარმომავლობის ადგილის ჰავისგან განსხვავებულ (უფრო თბილ ან გრილ) გარემოში გაატარონ.საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, ტანსაცმლის შეზღუდული რაოდენობის გამო, დესტინაციისკლიმატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია სჭირდებათ. რეკრეაციის მრავალი ტიპი, მზისაბაზანებით დაწყებული და თხილამურებზე სრიალით დამთავრებული, ამინდზეადამოკიდებული. მსოფლიო მასშტაბით ჰავის მნიშვნელობა ნათლად ჩანს ტურისტების ფართონაკადის მოძრაობაში შედარებით გრილი და ღრუბლიანი გენერატორი ქვეყნებიდან უფროთბილი და მზიანი დესტინაციებისკენ. ლოკალურ დონეზე ეს ნათლად ჩანს ქალაქში მცხოვრებიოჯახების გადაწყვეტილებაში – ზაფხულის ცხელ დღეს ახლოსმდებარე სანაპირო მოინახულონ.დესტინაციისთვის ჰავა მნიშვნელოვნად განაპირობებს დასვენების სეზონის ხანგრძლივობას(თუმცა ამაზე გავლენას სხვა გარე ფაქტორებიც ახდენენ, მაგალითად, სასკოლო არდადეგებისგანრიგი გენერატორ რაიონებში). ჰავა ასევე განსაზღვრავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაადესტინაციის განვითარება და ოპერეიტინგის ხარჯები. ამინდის ცვლილებები ასევე მოქმედებსსასმელებისა და დასასვენებელი აღჭურვილობის გაყიდვაზე, ტურისტული მომსახურებისმწარმოებლები კი იძულებული არიან, მოთხოვნების სეზონურ ცვლილებებს გაუმკლავდნენ.უმეტეს დესტინაციებში სეზონურობის პრობლემა სერიოზულად მოქმედებს ტურისტულიინდუსტრიის რენტაბელობასა და დასაქმებაზე. დასასრულ, ტრადიციული კავშირი ჰავასა დატურიზმს შორის შესაძლოა შეიცვალოს. ამის ნათელი მაგალითია კანის კიბო, რომელიცგამოწვეულია მზის გამოსხივებით და გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული.

მსოფლიო კლიმატი

ამინდი და ჰავა დამოკიდებულია ატმოსფეროს პირობებზე, რომელიც ჩვენ პლანეტას გარსაკრავს თხელი ფენის სახით. კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი ციკლით, რომლისგანმავლობაშიც ამინდი დღიდან დღემდე იცვლება. ტურისტებს, ჩვეულებრივ, უფრო მეტადესაჭიროებათ ინფორმაცია, ვთქვათ, გარკვეულ ადგილზე მოსალოდნელი საშუალოტემპერატურების შესახებ, ვიდრე იშვიათი ექსტრემალური კლიმატური მოვლენების შესახებ,რომლებზეც ახალი ამბების სათაურებშია საუბარი.

კლიმატს სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: განედი, წყლისა და ხმელეთის განაწილებადა რელიეფი.

ძირითადი ფაქტორია განედი, ან ეკვატორიდან დაშორება, ვინაიდან ის განსაზღვრავს მზისსხივების დაცემის კუთხეს წლის მოცემულ დროს; თუ ის ძალიან მახვილია, მზის სითბოსრაოდენობა შეზღუდული იქნება. დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის გამო ჩრდილო

Page 22: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

22

ნახევარსფერო მზისკენ ივნისშია დახრილი. ის ამ პერიოდში შუადღისთვის კირჩხიბისტროპიკთანაა (ჩ.გ. 23,50) ზენიტში. არქტიკული წრის (ჩ.გ. 66,50) ჩრდილოეთით მაღალგანედებზე შუა ზაფხულში 24 საათის განმავლობაში დღის სინათლეა, ანტარქტიკაში (ს.გ. 66,50-ის სამხრეთით) კი ხანგრძლივი ღამეა. დეკემბრისთვის მზის ზენიტური მდებარეობა ეკვატორისსამხრეთით – თხის რქის ტროპიკზე (ს.გ. 23,50) აღინიშნება. ეს ნიშნავს ზაფხულის დადგომასსამხრეთ ნახევარსფეროში და ხანგრძლივი სიცივისა და სიბნელის პერიოდს არქტიკული წრისჩრდილოეთით. დაბალ განედებში, კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკებს შორის, მზე მთელიდღის მანძილზე მაღლა დგას და იქ მთელი წლის მანძილზე სითბოა. ეკვატორიდან მანძილისკლებასთან ერთად მცირდება ზაფხულის ხანგრძლივობა და სეზონების მიხედვით იცვლებადღის ხანგრძლივობა.

ეკვატორიდან პოლუსებისაკენ ტემპერატურის მარტივი კლების მოდელი გართულებულია იმფაქტით, რომ მსოფლიო ხმელეთის უმეტესი ნაწილი ჩრდილო ნახევარსფეროშია თავმოყრილი.ხმელეთის ზედაპირი გაცილებით უფრო სწრაფად თბება და ცივდება, ვიდრე წყლის დიდიარეალები. ამიტომ ოკეანეები სითბოს რეზერვუარებივით მოქმედებენ, ისე, რომ ქარპირასანაპიროებსა და კუნძულებზე ზომიერი ზღვის კლიმატია. უფრო მეტიც, თბილ ოკეანურდინებებს, მაგალითად, გოლფ სტრიმსა და ჩრდილო ატლანტიკურ დინებას, ტროპიკულიზღვების სითბო მაღალი განედებისკენ გადააქვთ (იხ. სურ.4.1). შედეგად, ბრიტანეთსა დაირლანდიას გაცილებით უფრო რბილი კლიმატი აქვთ, ვიდრე მათი არქტიკული წრისსიახლოვეს მდებარეობა განაპირობებს. ცივი დინებები კი გამაგრილებელ ეფექტს ახდენენ

Page 23: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

23

გარემოზე, ყველაზე კარგად ცნობილი მაგალითია ლაბრადორის ცივი დინება კანადისაღმოსავლეთ სანაპიროსთან. ამ დინების მიერ მოტანილმა აისბერგმა გამოიწვია ტიტანიკისკატასტროფა 1912 წელს. წყნარი ოკეანე, რომელიც ფართობით მნიშვნელოვნად აღემატება წყლისსხვა ობიექტებს, მთელი მსოფლიოს კლიმატზე ახდენს გავლენას, რასაც ელ ნინიოს ფენომენიცნათელყოფს. ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის შიდა ტერიტორიები, რომლებიც ბრიტანეთისგანედზე მდებარეობენ, ზღვის გავლენას დაცილებულნი არიან და იქ კონტინენტური კლიმატია,რომელიც ტემპერატურების მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება.

მსოფლიოს მრავალ ნაწილში, სადაც მაღალი მთებია, რელიეფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენსამინდის ელემენტებზე. ალპინისტებმა კარგად იციან, რომ მთის წვერზე ტემპერატურებიგაცილებით ნაკლებია. სიმაღლის მატებასთან ერთად ადგილი აქვს ასევე წნევის მაჩვენებლისცვლილებასაც; 5000მ სიმაღლეზე ჰაერის სიმკვრივე 60%-ით ნაკლებია ზღვის დონეზეარსებულთან შედარებით. ასეთ სიმაღლეზე გაიშვიათებული ატმოსფერო ნიშნავს, რომ დღისმანძილზე ხმელეთამდე მეტი მზის რადიაცია აღწევს, თუმცა ღამით სითბო უფრო სწრაფადიკარგება. ვინაიდან ჰაერში ნაკლები ჟანგბადია, ფიზიკური დატვირთვა რთული გადასატანიხდება. მთიან რაიონებში მცირე მანძილებზე ტემპერატურის, ტენიანობის და მზის ნათებისდიდი კონტრასტები შეინიშნება, რაც განსხვავებულ ჰაბიტატს (საარსებო გარემოს) ქმნისმცენარეებისა და ცხოველებისთვის. მთის ბარიერები მნიშვნელოვნად ცვლიან მიმდებარედაბლობების კლიმატს, რადგან ზღვის ნოტიო ჰაერი გადაევლება რა ქედის თხემურ ნაწილს,დაშვებისას უფრო თბილი და მშრალი ხდება. ლოკალური მასშტაბით, ფერდობის ან ხეობისგანლაგებას, მზის პირდაპირ სხივებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი შედეგები მოსდევსმიწათსარგებლობისა და კურორტების განვითარებისთვის, მაგალითად, როგორც ეს ალპებშია.

კლიმატური ელემენტები და ტურიზმი

ტემპერატურა

ტემპერატურა კლიმატის ის ელემენტია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ტურისტულაქტივობებსა და ტანსაცმლის ტიპზე (ცხრ. 4.1). სპორტის საწყლოსნო სახეობები, როგორებიცააცურვა, სერფინგი და დაივინგი, ჩვეულებრივ, თბილი ამინდის აქტივობებია. სანაპიროზე

ცხრ. 4.1 ტემპერატურა და ტანსაცმელი – დასასვენებლად მოგზაურობა იანვარში

დღის საშუალოტემპერატურა (0C)

კლო (თერმული ამტანობისერთეული)

ოსლოპარიზიალიკანტეტენერიფებარბადოსი

05152030

2.01.61.20.80.1

Page 24: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

24

ბანაობისთვის როგორც ჰაერის, ისე წყლის ტემპერატურა (რომელიც დღის მანძილზე უფროგრილია) 200C უნდა აღემატებოდეს. წყალი სხეულს 30-ჯერ უფრო სწრაფად აგრილებს, ვიდრეიგივე ტემპერატურის მშრალი, მშვიდი ჰაერი, რაც ხსნის, თუ რატომაა სავალდებულოსერფერებისთვის სიცხეში ტენიანი კოსტუმი, ხოლო ცივ ტემპერატურებზე – ნეოპრენისგანდამზადებული მშრალი სამოსი. სახმელეთო აქტივობები ნაკლებ შესაფერისია მაღალტემპერატურებზე, მით უმეტეს, თუ სინოტივის გათვალისწინებაც ხდება. ეს, ჩვეულებრივ,შეფარდებითი ტენიანობით გამოიხატება, რომელიც იზომება ტენიანობის პროცენტულიმაჩვენებლით ტენის იმ მთლიან ოდენობასთან, რომელიც შესაძლოა იყოს ჰაერში მოცემულტემპერატურაზე. ასე, მაგალითად, ტროპიკული ჰაერი 350C-ზე შეიცავს 9-ჯერ მეტ წყლისორთქლს, ვიდრე ცივი ჰაერი 00C-ზე. მშრალი სიცხე, სადაც შეფარდებითი ტენიანობა 30%-ზე

ნაკლებია, უფრო ასატანია, ვიდრე ბევრი ტროპიკული დესტინაციისთვის დამახასიათებელიტენიანი სიცხე. როდესაც ტენიანობის დონე ჰაერში გაჯერების წერტილს უახლოვდება, უხვიოფლიანობის პირობებშიც კი, რთულია სიგრილის შენარჩუნება, და სხეულის სითბურიბალანსის დარღვევის გამო, შედეგი სითბური დაუძლურებაა, უკიდურეს შემთხვევებში კი –სითბური დაკვრა. უფრო საერთო პრობლემა, რასაც შეუფერებელი ტანსაცმლის ტარება იწვევს,არის კანის მდგომარეობა, რომელიც ტროპიკული სირსველის (კლიმატური ჰიპერჰიდროზის)

Page 25: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

25

სახელითაა ცნობილი. სიცხის დონის აღქმაში ტენიანობის როლს ე.წ. ეფექტური ტენიანობითგამოხატავენ, რომელიც ჰაერის მოძრაობასაც ითვალისწინებს ან უფრო მარტივად, ეს არის ე.წ.ხილული ტემპერატურა და ის ბიოკლიმატურ სქემაზეა ნაჩვენები (სურ. 4.2). ადამიანის კარგადყოფნისთვის ამ ერთეულის მნიშვნელობას მივხვდებით, თუ კლიმატოლოგების მიერშემოთავაზებულ სქემაზე ერთმანეთს შევადარებთ დელისა და ასუანის პირობებს დაგამოვიყენებთ დღის საშუალო ტემპერატურებსა და შეფარდებით ტენიანობას წლის ყოველითვის მიხედვით. აგვისტოში დელის ამინდი ასუანთან შედარებით უფრო არაკომფორტულიაღმოჩნდება, თუმცა ჰაერის ფაქტიური ტემპერატურა 50C-ით ნაკლებია.

ტურისტები ერთმანეთისგან აკლიმატიზაციის უნარით განსხვავდებიან, რაც მათ ასაკზე, სქესზე,სხეულის აღნაგობაზე, მეტაბოლიზმის ხარისხზე და ეთნიკურ წარმომავლობაზეადამოკიდებული. მართალია, ადამიანის სხეული მზაობით (ოფლის გამოყოფის გაზრდით)ეგუება ტროპიკულ პირობებს, ბევრია დამოკიდებული ინდივიდის ქცევასა და ცხოვრებისსტილზე. ეს ასევე ეხება მკაცრ ცივ პირობებს, სადაც ფიზიოლოგიური რეაქცია (მაგ., კანკალი)გაცილებით ნაკლებად ეფექტურია. ადამიანის კომფორტი ასევე მნიშვნელოვნადაადამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მზის სხივური ენერგია და ჰაერის მოძრაობა.

მზის ნათება

მზის ნათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღვის სანაპიროზე, სადაც ულტრაიისფერიგამოსხივება, რომელიც აირეკლება წყლის ზედაპირიდან და ქვიშიდან, ემატება შიშველ კანზემზიდან მიღებულ სითბურ დატვირთვას. ბრიტანეთის კუნძულები, გრძელი ზაფხულისდღეების მიუხედავად, ხასიათდება ღრუბლიანი კლიმატით, რაც სამხრეთ ესპანეთთანშედარებით, სადაც მზის ნათება დღის ხანგრძლივობის 80% შეადგენს, მნიშვნელოვნადნაკლებია. ულტრაიისფერი რადიაცია დაბალ განედებში უფრო ინტენსიურია, მაგრამ მზისნათების ხანგრძლივობა ხმელთაშუაზღვისპირეთზე ნაკლებია. მზეზე უსაფრთხო მიფიცხებისხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსვენებლის კანის ტიპსა და გასარუჯი საშუალებებისეფექტურობაზე. ისინი კანს იცავენ მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი B გამოსხივებისგან(UVB), რომელიც იწვევს დამწვრობას, მაგრამ ატარებენ გრძელტალღოვან ულტრაიისფერ Aსხივებს (UVA), რომლებიც ორგანიზმში მელანინის გამომუშავებას ასტიმულირებენ.მოთხილამურეები და ალპინისტები მაღალ მთებში მზის დამწვრობის რისკის ქვეშ იმყოფებიან,რადგან იქ ჰაერი სუფთაა და მზის სხივები ძლიერ აირეკლება თოვლიდან და გაშიშვლებულიკლდეებიდან. ასეთი გაბნეული რადიაცია კანის მნიშვნელოვან დამწვრობას იწვევს თუნდაცჰაერის ისეთ დაბალ ტემპერატურაზე, როგორიცაა 00C. გლობალური მასშტაბით ატმოსფეროსზედა ფენაში იზრდება ოზონის შრის დაშლის საფრთხე. ამას ულტრაიისფერი რადიაციისსახიფათო მომატება მოსდევს. 1980-იანი წლების დასაწყისში ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-სადა სამხრეთ აფრიკაში შეშფოთებული იყვნენ კანის კიბოს ზრდის მაჩვენებლით, იმავე დროს ესსაკითხი წინ წამოსწიეს ავსტრალიის მედია საშუალებებმაც.

Page 26: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

26

ქარი

ქარის სიძლიერესა და მიმართულებაზე გავლენას ახდენს სხვაობა დაბალ და მაღალი წნევისარეებს შორის (მეტეოროლოგიურ რუკაზე ნაჩვენებია მანძილით იზობარებს შორის), დედამიწისბრუნვა თავისი ღერძის გარშემო და რელიეფი. მსოფლიო მასშტაბით დაბალი განედების ჰაერისცირკულაციაში გამოხატულია აღმოსავლეთის მხრიდან მქროლავი პასატები. ეს მარტივიმოდელი დიდად არის სახეცვლილი, განსაკუთრებით ჩრდილო ნახევარსფეროში,კონტინენტებსა და ოკეანეებს შორის ტემპერატურისა და ჰაერის წნევის მნიშვნელოვანისეზონური კონტრასტებით, რაც იწვევს ქარის მიმართულების შეცვლას. ადგილობრივიმასშტაბით აღსანიშნავია ზღვის ბრიზები, უფრო ძლიერი დღისით (ზღვიდან ხმელეთისკენ) დაშედარებით სუსტი – ღამით (ხმელეთიდან ზღვისკენ). ამ ტიპის ქარების ცოდნა სასარგებლოამოცურავეებისა და სერფერებისთვის, პლანერისტი კი დაინტერესებულია მთის ქარებისთავისებურებებით, ასეთია, მაგალითად, ალპების ფიონი. ტროპიკებში ზღვის ბრიზებსგამაგრილებელი ეფექტი აქვთ და ეფექტური ტემპერატურები კუნძულებზე, მაგალითად,სინგაპურზე, უფრო კომფორტულია, ვიდრე ეს ბიოკლიმატურ რუკაზეა წარმოდგენილი (სურ.4.2). დიდ სიმაღლეებსა და შუა განედებში ზამთრის თვეების განმავლობაში ძლიერი ქარებიდაბალ ტემპერატურასთან ერთად კანზე აშკარად ყინვის შემბოჭავ ეფექტს ახდენენ, რომელიცგანსაკუთრებულ შემთხვევებში მოყინვას იწვევს. შედარებით რბილი პირობების დროსაც კიტიპიური ზღვისპირა მდებარეობა, როგორიც ბრიტანეთის კუნძულებს აქვთ, ქარისგამაგრილებელი ეფექტი სუფთა ჰაერზე რეკრეაციის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორსწარმოადგენს.

ნალექები

ნალექები, მისი განსხვავებული გამოვლინებით (წვიმა, სეტყვა, თოვლჭყაპი, თოვლი), შესაძლოა,განსხვავებულ საქმიანობათა შემზღუდავ ფაქტორად განვიხილოთ. ბევრია დამოკიდებული მისინტენსივობაზე, ხანგრძლივობასა და სეზონურ განაწილებაზე. ტროპიკებში წელიწადიმკვეთრად იყოფა „ტენიან“ და „მშრალ“ სეზონებად. წვიმა, ჩვეულებრივ, მოდის ხანმოკლე,ძლიერი თავსხმის სახით, რომელიც ყოველ ნაშუადღევს მოსდევს ჰაერის ძლიერ ადვექციურგათბობასა და გროვა ღრუბლებს. ამის საწინააღმდეგოდ, ბრიტანეთში მოსული წვიმებისუმეტესობა ციკლონური წარმოშობისაა; შესაძლოა ეს ნალექები რაოდენობით ნაკლებია, მაგრამგაცილებით მეტ წვიმიან დღეზეა განაწილებული.

თოვლი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ძვირადღირებული საფრთხე ავტომობილისთვისდა ძვირფასი რესურსი რეკრეაციისათვის. სათხილამურო კურორტებისთვის შესაფერისიადგილები ძირითადად საშუალო სიმაღლის შედარებით ადვილად მისადგომ მთიან რაიონებშიაგამოვლენილი, სადაც მყარი თოვლის საფარი წელიწადში 3 თვე მაინც დევს. ვინაიდანმოთხილამურეთათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფა საკმაოდ ძვირია, კურორტისოპერატორს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია ადგილის ჰავის ელემენტების, კერძოდ,

Page 27: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

27

ტემპერატურის, მზის ნათების, ქარის სიჩქარეებისა და შეფარდებითი ტენიანობის შესახებ. მაგ.,სადაც თვის საშუალო მინიმალური ტემპერატურები –20C-ზე ქვევითაა, თოვლი, სავარაუდოდ,ხშირად მოდის. თოვლის საფრის ტიპიც მნიშვნელოვანია – ფხვიერი, მცირე სიმკვრივის თოვლიმოსწონთ მოთხილამურეებს. მართალია, სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებამთავდაპირველად ეკონომიკური მოგება მოუტანა მოშორებული მთიანი რაიონებისდასახლებებს, მაგრამ მოგვიანებით ამას ეკოლოგიური დეგრადაცია მოჰყვა, განსაკუთრებითალპებში. მოთხილამურეთა ბილიკების მოსაწყობად ტყეების გაჩეხვა ზვავების რისკს ზრდის,ხოლო თოვლის დამამზადებელი აღჭურვილობა, რომელმაც თოვლის საფრის არსებობა უნდაუზრუნველყოს, აფერხებს მყიფე ალპური მცენარეულობის ზრდას.

ჰაერის ხარისხი

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგი, რადგანეკოლოგიური საკითხები, ზოგადად, სიცოცხლის ხარისხს განსაზღვრავს. საყოველთაოდცნობილია, რომ ავტოტრანსპორტი ჰაერის მთავარი დამაჭუჭყიანებელია და გამოყოფს აზოტისქვეჟანგს, ნახშირწყალბადებსა და მიწისპირა ოზონს (განსხვავებულია ატმოსფეროს ოზონისგან).მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულქვეყნებში, უფრო ძველი პრობლემაა სამრეწველო საწარმოების მიერ გოგირდის დიოქსიდის(გოგირდოვანი გაზების) გამოფრქვევა. სმოგი, ჰაერის დაჭუჭყიანების სერიოზულიგამოვლინება, უპირატესად დამახასიათებელია რაიონებისთვის, სადაც წლის უმეტეს დროსანტიციკლონური პირობებია გაბატონებული, რაც ჰაერის მოძრაობას აფერხებს. მაგალითადგამოდგება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და კალიფორნია ზაფხულში და ჩრდილო აზიისა დაევრაზიის კონტინენტური შიდა ნაწილები – ზამთარში. ქალაქების ჰაერს წამლავსარასასიამოვნო გაზების კოქტეილი, რაც ამცირებს ხილვადობას, აფერხებს მცენარეთა ზრდას,აზიანებს ისტორიულ ძეგლებს და საფრთხეს უქმნის რესპირატორული პრობლემების მქონეადამიანების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში „მჟავე წვიმებმა“დააზიანეს სამრეწველო დაჭუჭყიანების წყაროების ქარის მიმართულებით მდებარე მრავალირაიონის ტყეები, ტბები, შენობები და ძეგლები. საფრთხე არქტიკასაც ემუქრება პესტიციდებისადა სხვა დამაბინძურებლებისგან, რომლებიც ჩრდილოეთის ქარებითა და ოკეანური დინებებითგადაიტანება. დაბალ ტემპერატურაზე მათი დაშლის ტემპი დაბალია, რაც იწვევს თოვლისდაბინძურებას და წამლავს კვებით ჯაჭვს.

Page 28: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

28

მსოფლიო ჰავა

კლიმატის კლასიფიკაცია

ბრიტანეთის მსგავს პატარა ქვეყანაშიც კი ტემპერატურები, ნალექები და ქარისა თუ მზისნათების გავლენა მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რაც ბევრი ადგილობრივი კლიმატისარსებობას განპირობებს. თუმცა ეს განსხვავებები გლობალური მასშტაბით ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე ის სხვაობები, რაც შეინიშნება სამხრეთ ინგლისსა და საფრანგეთისრივიერას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო რეგიონები ერთმანეთისაგან უზარმაზარიმანძილებით არის დაცილებული, მაგრამ მათ ისეთი მსგავსი ნიშნები ახასიათებთ, რომშესაძლოა ერთი და იმავე კლიმატური ზონის შემადგენელ ნაწილებად მივიჩნიოთ. მაგალითად,კალიფორნიის ჰავა ესპანეთისას ჰგავს, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულისა კი –ინგლისისას (სამხრეთ ნახევარსფეროს სეზონების შებრუნებულობას თუ გავითვალისწინებთ).

საკმაოდ მარტივია მსოფლიო კლიმატის სხვადასხვა ელემენტების ამსახველი რუკების მთელისერიების შედგენა, მაგრამ ძალიან რთულია ამ ინფორმაციის სინთეზირება და ტურისტისთვისსაუკეთესო პირობების დადგენა. განხორციელდა რიგი მცდელობებისა, რომ კლიმატისკლასიფიკაცია უფრო ადამიანის პოზიციიდან მომხდარიყო, ვიდრე სოფლის მეურნეობისა.განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ლისა და ლემონსის (Lee and Lemons, 1949) კვლევა,რომელშიც დამუშავდა ჩაცმის მოთხოვნები ტემპერატურის ცვლილებისადმი. ტერჯანგმა(Terjung, 1966) წლის ყოველი თვის როგორც დღის, ისე ღამის პირობების კომფორტის ინდექსისდასადგენად, ტემპერატურისა და შეფარდებითი ტენიანობის მონაცემები გამოიყენა.მოგვიანებით იქ, სადაც არსებობდა შესაბამისი მონაცემები, მოხდა მისი დაზუსტება ქარისა დამზის რადიაციის მოქმედების გათვალისწინებით. ტერჯანგის კლასიფიკაცია ყველაზემრავალმხრივია, მაგრამ აქვს ის უხერხულობა, რომ დიდი რაოდენობით კლიმატურ ზონებსგანიხილავს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კომფორტის ინდექსის პირობები მთელი წლისთვისმიიღება. სხვა საინტერესო მიდგომაა ჰეთჩის მიერ (Hatch, 1985) შემუშავებული ე.წ. „კლიმატურიკოდი“. ეს არის ჰავის სრული შესაბამისობის ინდექსი, რომელიც იცვლება 0-დან (სავალალო)100-ის (იდილიური) ფარგლებში, და დადგინდა საშუალო თვიური ტემპერატურების,ნალექების, მზის ნათებისა და შეფარდებითი ტენიანობის გათვალისწინებით. ეს ინდექსიგანსაკუთრებით გამოსადეგია დესტინაციის სანაპირო ტურიზმისთვის შესაბამისობისშესაფასებლად, რამდენადაც ის უფრო მშრალი, მზიანი და თბილი კლიმატის სასარგებლოდიხრება.

ბიოკლიმატური სქემა (სურ. 4.2) ჩვენი კლასიფიკაციის სქემისთვის ამოსავალ წერტილსწარმოადგენს. მსოფლიო კლიმატი ერთიანია – ცხელი და ტენიანი პირობებით დაწყებული დაცივი და მშრალით დასრულებული. თუმცა მსოფლიოს უმეტესი ნაწილის კლიმატი ამ ორუკიდურესობას შორისაა და ხასიათდება განსხვავებული სეზონური ვარიაციებით.კლიმატოგრაფების მიერ ეს ნაჩვენებია დელის, პალმას და ლონდონის, ხოლო მეორეს მხრივ –ფერნბექსისა და ალასკის ნაგალითებზე. ასეთი კლიმატები ტრადიციულად აღწერილიატემპერატურებისა და ნალექების კუთხით. ისინი 8 ძირითად კლიმატურ ზონად დაჯგუფდა,

Page 29: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

29

რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ფიზიოლოგიასთან. სურ.4.1 გვიჩვენებსმსოფლიო კლიმატების განაწილებას, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუკაზე მოცემულისაზღვრები მიუთითებენ ფართო გარდამავალ ოლქებზე და არა მკვეთრ ცვლილებებზე. ამკლიმატების მოკლე დახასიათებები და ტურიზმისათვის მათი შესაბამისობა მოცემულია ცხრ.4.2-ში.

მსოფლიო კლიმატური ზონები

ტენიანი ტროპიკები (ზონა 1)

ტურიზმის განვითარებისთვის ეს ზონა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი განვრცობისადა პოტენციალის გამო. ზონის მთავარ პრობლემას შენობებისა და მათი მობინადრეებისთვისსიგრილის პირობების შექმნა და შენარჩუნება წარმოადგენს, რადგან ტემპერატურა (ღამითაც კი)იშვიათად ეცემა 200C-ზე ქვევით, ხოლო ტენიანობა – საკმაოდ მაღალია. შენობები ისე უნდა იყოსდაპროექტებული, რომ ქარის ნებისმიერი მოძრაობის გამოყენება მოხერხდეს; ხშირადდაგეგმარება ღია სახისაა და ოთახებს ვერანდაზე აქვთ გასასვლელი. ზოგიერთ შემთხვევაშიშენობები სპეციალურ საყრდენებზეა აგებული, რათა მცენარეების ზემოთ არსებული ჰაერისნებისმიერი გადაადგილება იქნას გამოყენებული. ტურისტების ჩაცმულობა მსუბუქი, ღიატექსტურის და ტენის შემწოვი ქსოვილისგან დამზადებული უნდა იყოს. დაავადებათაუმეტესობა, რომლებითაც ტროპიკები არიან სახელგატეხილნი, ძირითადად არა კლიმატით,არამედ მესამე სამყაროს ქვეყნების ცუდი სანიტარული პირობებითაა გამოწვეული. მართალია,თბილი და ტენიანი გარემო ხელს უწყობს ბაქტერიებისა და პარაზიტების გავრცელებას, მაგრამისეთ დაავადებებს, როგორიცაა, მაგალითად, მალარია, ავრცელებენ მწერები, რომლებიც ცივიტემპერატურის პირობებში ვერ არსებობენ. ვიზიტორებს თავის დაცვა შეუძლიათ მალარიისსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური წამლებით და სხვა დამცავი ღონისძიებებით, მაგალითად,კიდურების შემოსვით საღამოსკენ, როდესაც აქტიურდებიან კოღოები. სხვა ტროპიკულიდაავადებებისათვის კი, როგორიცაა, მაგალითად, ყვითელი ციებ-ცხელება, აუცილებელიავაქცინაცია. აღსანიშნავია, რომ ტროპიკების მაღალმთიანი რაიონების ჰავა უფრო გრილი დამალარიისგან თავისუფალია.

ეკვატორული ზონის გარდა, ტროპიკების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ხანგრძლივობის„მშრალი სეზონებით“ ხასიათდება, როდესაც ტურიზმისთვის ხელსაყრელი პირობებია. სწორედამ დროს აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ტიპიური სავანების მდელოები საუკუთესოპირობებს ქმნიან “საფარი ტურიზმისთვის”. კარიბის სანაპიროებზე, დასავლეთ აფრიკასა დასამხრეთ აზიაში მშრალი სეზონი ემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ზამთრის თვეებს.ასე, რომ ისინი იზიდავენ ზამთრის მზის მოყვარულებს ტურისტების გენერატორი ქვეყნებიდან.ეკვატორის სამხრეთით მდებარე ტროპიკული ქვეყნები ნაკლებად მიმზიდველია, რადგან მათისაუკეთესო თვეები ემთხვევა ჩრდილო ნახევარსფეროს ზაფხულის პერიოდს. მარჯნის ფართორიფები, რომლებიც სანაპიროებს მიჰყვება, ტროპიკების მრავალი დესტინაციისთვისაადამახასიათებელი (ისინი ვერ იზრდებიან იქ, სადაც ზღვის ტემპერატურა 200C-ზე ნაკლებია). ეს

Page 30: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

30

ქმნის იდეალურ პირობებს საწყლოსნო სპორტისთვის, განსაკუთრებით – ყვინთვისთვის.ტროპიკების მდიდარი მცენარეულობა და სახეობათა სიმრავლე ეკოტურიზმის საუკეთესორესურსად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ ტროპიკული აფრიკა გაცილებით მდიდარია ე.წ.„მსხვილი სანადირო ცხოველებით“, რომლებიც მნიშვნელოვანია საფარის ტიპის ტურიზმისმოყვარულთათვის, ვიდრე მსგავსი გარემო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ აზიასადა ავსტრალიაში. თითოეულ ამ რეგიონს გააჩნია განსხვავებული სახეობები, რომლებიცეკოსისტემაში თავიანთ შესაფერის ნიშებს იკავებენ. ტროპიკული ჰაბიტატების უმეტესობას,ტროპიკული ჰაბიტატების უმეტესობას, ეკონომიკური განვითარების მზარდი ტემპის გამო,საფრთხე ემუქრება. ამ მოვლენას ადგილი აქვს „სამხრეთის“ მესამე სამყაროს ქვეყნებში,რომლებიც ხშირ შემთხვევებში „ჩრდილოეთის“ განვითარებულ სახელმწიფოებს (მაგ., იაპონია,აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები) ნედლეულით ამარაგებენ. ამაზონის აუზის დაინდონეზიის ტყეები, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ, ორი, სავალალო ეკოლოგიურიშედეგებით კარგად ცნობილი მაგალითია არა მარტო ტროპიკული ზონისთვის, არამედ მთელიდედამიწისათვის.

ცხელი მშრალი ჰავა (ზონა 2)

ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით მესამედი მუდმივ გვალვას განიცდის. ჰავის ეს ტიპიძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე გვხვდება, სადაც ჰაერი, მუდმივადმაღალი წნევის სარტყლის არსებობის გამო, მშრალია.

ცხელ მშრალ რეგიონებში შედის მსოფლიოს ყველაზე მზიანი ტერიტორიები – ზემო ეგვიპტე დაარიზონა, სადაც მზის ნათების ხანგრძლივობა ყოველწლიურად 4000სთ-ს აღემატება. ისინიექსტრემალური ტემპერატურების მაგალითებსაც წარმოადგენენ. ინტენსიური მზის რადიაციისგამო, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულის შუადღეს ხშირად 450C-ს აღწევს, მაგრამ შედარებითსწრაფად ეცემა დაბნელების შემდეგ, ვინაიდან ამ დროს რადიაცია მიწიდან ღამის უღრუბლოცისაკენ სწრაფად მიემართება. ზამთრის თვეების განმავლობაში გამთენიას შეიძლება ყინვაცდაფიქსირდეს. ტენიანობა, ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში ძალიან დაბალია. გამონაკლისიაზღვის მომიჯნავე სანაპირო ტერიტორიები, სადაც შეფარდებითი ტენიანობა მაღალია წყლისზედაპირიდან აორთქლების გამო. ამ ტენის ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია წვიმის წარმოქმნა,რაც ბაჰრეინისა და ადენის მსგავსი ტერიტორიების ზაფხულის კლიმატს განსაკუთრებითაუტანელს ხდის. ცივი ოკეანური დინების მომიჯნავე სანაპიროები კი გაცილებით ნაკლებიტემპერატურებითა და ბევრი ნისლიანი დღით ხასიათდებიან – უნალექო ატაკამა და ნამიბიისუდაბნო ამის კარგი მაგალითებია.

Page 31: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

ცხრ. 4.2 მსოფლიო კლიმატები და ტურიზმი

ზონა ფიზიკური მახასიათებლები მნიშვნელობა ტურიზმისთვისტიპი მდებარეობა

N = ჩრდილო ნახევარსფეროS = სამხრეთ ნახევარსფერო

(1) ტენიანი ტროპიკები(a) ეკვატორული

(b) პასატური ტიპი

(c) ტროპიკული ტენიანიმშრალი

(2) ცხელი მშრალი

მთელი წლის მანძილზე დღისა და ღამისერთნაირი ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანიღრუბლიანობა და უხვი წვიმა. ტემპერატურა23-330C ფარგლებში, მაღალი ტენიანობა.ამინდი ნაკლებად გამოხატული

ჩრდილო ნახ.სფეროში ძლიერი ჩ-ა პასატუ-რი წვიმები დეკემბერ-მაისში; სამხრეთნახ.სფეროში ძლიერი ს-ა პასატური წვიმებიივნის-ოქტომბერში. მეტი მზის ნათება,ვიდრე (a), განსაკუთრებით „მშრალ სეზონში“

მეტი სეზონური სხვაობები, განსაკუთრებითნალექებში. გრძელი მშრალი სეზონი,რომელიც ხშირად იყოფა „გრილ მშრალ“(თბილი დღეები და გრილი ღამეები) და„ცხელ მშრალად“, როდესაც მაღალიტემპერატურები, ჩვეულებრივ, შეხამებულიადაბალ ტენიანობასთან. წვიმიანი სეზონიგრძელდება ივნისიდან ნოემბრამდე ჩრდილონახ.სფეროში და დეკემბრიდან მაისამდესამხრეთ ნახ.სფეროში. მშრალი სეზონისგამომშრალი ლანდშაფტები კონტრასტს ქმნისწვიმიანი სეზონის მდიდარმცენარეულობასთან

ცოტა ნალექი ან უნალექობა. ტემპერატურისდიდი დღიური ცვლილებები მზის მაღალირადიაციისა და ძლიერი ღამის გაგრილებისგამო. დაბალი ტენიანობა ზოგიერთი სანაპი-რო რაიონის გარდა. ჩრდილო ნახ.სფეროშიგრილი სეზონი ნოემბრიდან მარტამდეგრძელდება, სამხრეთ ნახ.სფეროში კი –აპრილიდან სექტემბრამდე

ძირითადად არახელსაყრელი. შესაძლებელიასამდინარო ექსპედიციები

ძირითადად ხელსაყრელი საზღვაო ტურიზ-მისთვის. წვიმიან სეზონზე ციკლონების/გრიგალების საფრთხე

წვიმიანი სეზონი არასასიამოვნოა შეხუთუ-ლობის გამო, ამასთან ქარიშხლებს შეუძლიაკომუნიკაციების შეფერხება

მშრალი სეზონი შესაფერისია ღირსშესანიშ-ნაობათა დასათვალიერებლად, საფარი დაზღვისპირა ტურიზმი გარდა იმ პერიოდე-ბისა, როდესაც მზე ძალიან აცხუნებს

გრილ სეზონზე ზომიერი ტემპერატურებიდა დიდი რაოდენობით მზის ნათება ხელსუწყობს ზამთრის-მზიან ტურიზმს,განსაკუთრებით სანაპირო რაიონებში.ზაფხულის პირობები არასასიამოვნოა.უდაბნოს გარემო იზიდავს ტრეკერებისექსპედიციებს

ამაზონეთი

ბარბადოსი (N)მავრიკი, ტაიტი (S)

გოა, ბანგკოკი (N)დარვინი (S)

ასუანი, ბაჰრეინი (N)ალის სპრინგსი (S)

Page 32: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

32

ზონა ფიზიკური მახასიათებლები მნიშვნელობა ტურიზმისთვისტიპი მდებარეობა

N = ჩრდილო ნახევარსფეროS = სამხრეთ ნახევარსფერო

(a) დასავლეთ სანაპიროსუდაბნოს ქვეტიპი

(3) თბილი

( a) ხმელთაშუაზღვიურიტიპი

(b) თბილი ტემპერატურატენიანი ზაფხულის ტიპი

(4) გრილი ტემპერატურა

(5) კონტინენტური ცხელიზამთარი

(a) შუა განედების უდაბნოსტიპი

მთელი წლის მანძილზე ზომიერიტემპერატურები, მაგრამ მტვრიანი სანაპიროქარები, განსაკუთრებით ღამით

ჩრდილო ნახ.სფეროში გრძელი თბილიპერიოდი მაისიდან ოქტომბრამდე, სამხრეთნახ.სფეროში – ნოემბრიდან აპრილამდე

გრილი ზამთარი ზომიერი ნალექებით,თბილიდან ცხელამდე მშრალი ზაფხული.მზის ნათების დიდი რაოდენობა

გრილი ზამთარი ზომიერი ნალექებით:ჩრდილო ნახ.სფეროში პერიოდულად ცივიამინდების გამოვლინებები. ზაფხულინალექიანი სეზონია გაცილებით ცხელი,ტენიანი ამინდით

ზომიერი ტენიანი ზამთარი. ამინდიმნიშვნელოვნად ცვალებადი. შედარებითგრილი, ღრუბლიანი ზაფხული: ჩრდილონახ.სფეროში ივნისიდან აგვისტომდე, სამხრეთნახ.სფეროში – დეკემბრიდან თებერვლამდე

ცივი ზამთარი ხანგრძლივი თოვლის საფრით.თბილი ზაფხული ზომიერი ნალექებითივნისიდან აგვისტომდე. სეზონების მკვეთრადგამოხატული ცვალებადობა

უმნიშვნელო ნალექი ან სრული უნალექობა ე.წ.„წვიმის ჩრდილის“ ეფექტის გამო. „ცხელიმშრალისგან“ განსხვავდება ძალიან ცივიზამთრით

ნაკლებად ხელსაყრელი. საწყლოსნოსპორტის განვითარების შესაძლებლობები,განსაკუთრებით თევზაობა

ძალიან ხელსაყრელი: ამინდი მთელი წლისმანძილზე იძლევა ღია ცის ქვეშ რეკრეაციისსაშუალებას. ზაფხული იდეალურიაზღვისპირა ტურიზმისთვის

ზამთარი არახელსაყრელი. საზღვაოტურიზმის მოკლე პერიოდი; შესაფერისი ღიაცის ქვეშ რეკრეაციის ენერგიულისახეობებისთვის. დასასვენებელკურორტებზე აუცილებელია ყოველგვარიამინდის შესაფერისი აღჭურვილობა

ზამთარი შესაფერისი მოთხილამურეებისთ-ვის და თოვლში სხვა საქმიანობებისთვის.ხანმოკლე საზღვაო ტურიზმის სეზონი:სავარაუდოდ, ტბები საწყლოსნოსპორტისთვის, სანაპირო რაიონებთანშედარებით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება

ჩვეულებრივ, არახელსაყრელი. ზაფხულშიტრეკერების ექსპედიციებისგანხორციელების შესაძლებლობები

ტარფაია (N)მოლენდო, სვაკოპმუნდი (S)

პალმა, ლოს ანჟელესი (N)კეიპ ტაუნი, პერტი (S)

ნიუ ორლეანი, შანხაი (N)ბუენოს აირესი, სიდნეი (S)

დუბლინი, ვანკუვერი (N)ველინგტონი (S)

ჩიკაგო, მონრეალი,სტოკჰოლმი, საპორო (N)

ულან ბატორი (N)

Page 33: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

33

ზონა ფიზიკური მახასიათებლები მნიშვნელობა ტურიზმისთვისტიპი მდებარეობა

N = ჩრდილო ნახევარსფეროS = სამხრეთ ნახევარსფერო

(6) ცივი ტენიანისუბარტიკული ზღვიური (N)სუბანტარქტიკული (S)

(7) ცივი მშრალი(a) სუბარქტიკურიკონტინენტური

(b) პოლარული კლიმატი

(8) მთის კლიმატი(a) ტროპიკული მთები

ნესტიანი ზამთარი, რეალური ზაფხული არ არის.წლის მანძილზე პრევალირებს მოღრუბლული ცადა ძლიერი ქარები

ძალიან ცივი ზამთარი, შთამბეჭდავისაგაზაფხულო დათბობა

ძალიან ცივი ბნელი ზამთრის თვეები ძლიერიქარებით. მიუხედავად პოლარული დღეებისა,(700-იანი პარალელის შიგნით მაისიდანაგვისტომდე არქტიკაში და ნოემბრიდანთებერვლამდე ანტარქტიკაში), ზაფხულში ჰაერისტემპერატურა იშვიათად აჭარბებს 100C, თოვლისადა ყინულით დაფარული ზედაპირიდანარეკლილი რადიაცია

დიდი ტემპერატურული სხვაობები დღე/ღამე დამზიანი/ჩრდილოვანი მდებარეობას შორის.ინტენსიური ულტრაიისფერი რადიაცია, დაბალიტენიანობა, დიდ სიმაღლეებზე მტვრისარარსებობა. კლიმატისა და ბიოზონების მოზაიკასხვადასხვა სიმაღლეებზე. მუდმივი თოვლისხაზი 4500-5000მ ზევით

არახელსაყრელი, მაგრამ მდიდარიფრინველთა და ზღვის ცხოველთა სამყაროიზიდავს ბუნების მოყვარულ ტურისტებს

ჩვეულებრივ, არახელსაყრელი. ზამთრისტემპერატურები –200C-ზე ნაკლები, რაცამცირებს ღია ცის ქვეშ რეკრეაციას. მუდმივიმზრალობა აფერხებს ტურისტულისაშუალებების მშენებლობას. გვიან ზამთარშიშესაძლებელია თხილამურებით სრიალი დათოვლში შესაძლო სხვა საქმიანობებისჩატარება. ზაფხულშ კი – კანოებითგასეირნება და თევზაობა

არახელსაყრელი, მაგრამ შესაძლებელიაექსპედიციები, რომლებიც ძალიან მაღალიდონის მომზადებას მოითხოვენ. ზაფხულისთვეებში კრუიზები არქტიკისა დაანტარქტიკის წყლებში

ძალიან ხელსაყრელი 1500 და 3000მსიმაღლეებს შორის, რადგან გრილი ჰაერიტროპიკების დაბლობების სიცხისგან შვებასიძლევა, ახდენს სამკურნალო კურორტებისგანვითარების წახალისებას, მაგ., „მთისსადგურები“ სამხრეთ აზიაში. უფრო დიდსიმაღლეებზე იზრდება „სიმაღლისდაავადების“ რისკი, რაც აფერხებსთხილამურებზე სრიალს და სხვა აქტივობებს.ტრეკინგის, კლდეზე ცოცვისა და ბუნებისშესწავლის შესაძლებლობები, მაგრამ მთისეკოსისტემები მოწყვლადია ტურისტებისზეგავლენისადმი

ფარერები, ალეუტები (N)სამხრეთ ჯორჯია (S)

ფერბენქსი, როვანიემი (N)

შპიცბერგენი (N)კუნძული დისეპშენ (S)

ადის აბება, კიტო დარჯელინგი (N)ლა პასი (S)

Page 34: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

34

ზონა ფიზიკური მახასიათებლები მნიშვნელობა ტურიზმისთვისტიპი მდებარეობა

N = ჩრდილო ნახევარსფეროS = სამხრეთ ნახევარსფერო

(b) შუა განედების მთები ტემპერატურების გაცილებითმნიშვნელოვანი სეზონური განსხვავებები,ვიდრე (a)-ში. ცივი თოვლიანი ზამთარიკონტრასტს ქმნის თბილ წვიმიანზაფხულთან, მაგრამ ამინდი საკმაოდცვალებადია. მნიშვნელოვანია მთის დახეობის ქარები. ბიოზონებში იზრდებაწიწვიანი ტყეები ალპური მდელოებითტყის ხაზის ზემოთ. მუდმივი თოვლისხაზი 2500-3000მ ზევით

ჩვეულებრივ, ხელსაყრელი, მაგრამპირობები იცვლება სიმაღლესთან დაექსპოზიციასთან ერთად. ზამთარშიმყარი თოვლის საფარი 1500-2500მსიმაღლიდან ახდენს სათხილამუროკურორტების განვითარებისწახალისებას. ჰაერის დაბინძურებისარარსებობა ხელს უწყობს სამკურნალოტურიზმისა და ღია ცის ქვეშრეკრეაციის მრავალი საქმიანობისგანხორციელებას ზაფხულში

სენტ მორიცი, დენვერი (N)

Page 35: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

ჰაერის სიმშრალე (ძლიერი მტვრიანი ქარებით გაუარესებული) კანის ზედაპირიდან ინტენსიურაორთქლებას იწვევს და დეჰიდრატაციის საშიშროებას ქმნის. ციდან ინტენსიურმადამაბრმავებელმა ნათებამ შეიძლება მხედველობის პრობლემები გამოიწვიოს. ამ ჰავისთვისშესაფერისი ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, რათა კანის ზედაპირიდან წყლისგამაგრილებელი აორთქლება მოხდეს. ქსოვილი უნდა იყოს მჭიდრო სტრუქტურის და ზომიერისისქის. ის ასევე ღია ფერის უნდა იყოს, რათა აირეკლოს მზის სხივები და ფარავდეს სხეულისრაც შეიძლება მეტ ნაწილს. ცხელი და მშრალი ჰავის რეგიონებში არქიტექტორებიმრავალფეროვან საჩრდილობლებს იყენებენ ტემპერატურების ყოველდღიური ცვალებადობისშესარბილებლად და მზის რადიაციის ზეგავლენის შესამცირებლად.

ქვიშიან დიუნებზე არ ხარობს მცენარეული საფარი, თუმცა არის უდაბნოების მცირე რეგიონები,რომლებიც ისეთ მცენარეთა და ცხოველთა გასაოცარ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფენ,რომლებიც შეგუებული არიან გვალვის პირობებს. ძლიერი ქარები და არარეგულარული წვიმებიათასწლეულების შემდეგ ქმნიან ეროზიის განსაცვიფრებელ ფორმებს. ზოგიერთ ადგილას,სადაც მიწისქვეშა წყალი ზედაპირთან ახლოსაა, მდიდარი მცენარეულობა ხარობს. ზოგიერთოაზისს, კომპლექსური საირიგაციო სისტემების საფუძველზე, დიდი საქალაქო დასახლებებისწყალმომარაგება შეუძლია.

უდაბნოს ადვილად მისადგომ ადგილებზე დიდი მოთხოვნაა იმ ტურისტების მხრიდან,რომლებიც აქ წარმოდგენილ სივრცეს, მზიანი ზამთრის ჰავასა და ლანდშაფტებს აფასებენ.ღამით ვარსკვლავები ინდუსტრიული ქვეყნებისთვის უჩვეულოდ კაშკაშებენ, რაც სინათლითდაბინძურებას უკავშირდება, რომელიც გამოწვეულია საქალაქო რაიონებისა და საავტომობილოგზების განათებით. ზოგიერთი მშრალი რეგიონი, როგორიცაა, მაგალითად, არიზონა,მიჩნეულია რესპირატორული დაავადებებისგან თავისუფალ, ჯანმრთელობისთვის უვნებელიჰავის მქონე ადგილად მაშინ, როდესაც საჰარისა და შუა აღმოსავლეთის რწყვადი ტერიტორიებიმალარიის რისკის მქონედ ითვლება. ადგილები ვითარდება იმ რაიონებში, რომელთა წყლითადა ენერგიის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა ხელსაყრელ ფასებში ხდება და სადაც კარგისაგარეო კომუნიკაციებია ტურისტების გენერატორ ძირითად ქვეყნებთან. ყველაზე კარგიპერპექტივა მაინც სანაპირო ტერიტორიებს აქვთ, რადგან წყლის მიღება ზღვის წყლისგამტკნარებით არის შესაძლებელი, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

თბილი ჰავა (ზონა 3)

თბილი ჰავა ძირითადად 25-ე და მე-40 განედებს შორისაა განფენილი, რომელიც ზაფხულშიტროპიკული წარმოშობის ჰაერის მასების, ხოლო ზამთარში – ზომიერი განედების დასავლეთისქარების გავლენას განიცდის. ტროპიკებისგან განსხვავებით, მკვეთრადაა გამოხატული ცივისეზონი, მაგრამ ზამთარი იშვიათად არის იმდენად ცივი, რომ შეაფერხოს ღია ცის ქვეშგანსახორციელებელი საქმიანობანი, როგორიცაა გოლფის ან ჩოგბურთის თამაში. ერთი ხელისტანდარტული ტანსაცმელი (ანუ თერმული ამტანობის 1 clo, რაც საქმიანი კოსტუმისთბოიზოლაციის კოეფიციენტის ეკვივალენტურია) საკმარისია ზამთრის ტემპერატურისთვის,

Page 36: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

36

რომელიც 100–200C ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ამ ზონის უმეტესი ნაწილი ზამთარში საკმაოდცივია სანაპირო ტურიზმის განვითარებისთვის. გამონაკლისია კანარის კუნძულები, მადეირა,ბერმუდები და სამხრეთ ფლორიდა, რომლებიც სუბტროპიკებად შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ზონაში ხმელთაშუაზღვიური ჰავა, მისთვის დამახასიათებელი მშრალი ზაფხულითა და უხვიმზის ნათებით, საუკეთესო პირობებს ქმნის ტურიზმისა და სუფთა ჰაერზე რეკრეაციისათვის.როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ასეთი კლიმატი ყველაზე ფართოდ ხმელთაშუა ზღვისპირასაა გავრცელებული, რომელიც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, ატლანტის ოკეანისგავლენა სამხრეთ-დასავლეთ აზიამდე გავრცელდეს. ის ასევე გვხვდება კალიფორნიასა დასამხრეთ ნახევარსფეროს შესაბამის განედებზე. შემოდგომისა და ზამთრის თვეებში აღნიშნულირეგიონები დაბალი წნევის არეში ექცევა და წვიმებისთვის ხელსაყრელი პირობები ყალიბდება.ზაფხული ძალიან თბილია, თუმცა შუადღის სიცხეს ზღვის ბრიზები და დაბალი ტენიანობაანეიტრალებენ, საღამოები კი სასიამოვნო სიგრილით გამოირჩევა. მაგრამ წვიმების სიმცირეფერმერების, მწარმოებლებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავეების წყლით და ენერგიითმომარაგების პრობლემებს ქმნის. ჰავის ამ პირობებში გავრცელებული სიმშრალისმოყვარულიმარადმწვანე მცენარეები ხშირად ცეცხლის მიერ ნადგურდება.

ამ განედებზე კონტინენტის აღმოსავლეთ საზღვრებთან თბილი, ზომიერი, ტენიანი ზაფხულისკლიმატი და შესაბამისი ნალექიანობაა მთელი წლის განმავლობაში. ზოგიერთ რაიონებში,მაგალითად, სამხრეთ ჩინეთსა და იაპონიაში, ზაფხული წვიმიანი სეზონია, ზამთარი კი,მუსონების გამო, შედარებით მშრალია. ზაფხული შეიძლება ძალიან ცხელი იყოს მაღალიტენიანობის გამო და ზოგადად აქ მზის ნათებაც ნაკლებია ხმელთაშუაზღვისპირეთთანშედარებით. მიუხედავად ამისა, აქ გაბატონებული თბილი და ნოტიო პირობები ძალზეხელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის.

გრილი ტემპერატურისა და კონტინენტური ცივი ზამთრის ჰავა (ზონა 4 და 5)

შუა განედების ეს ჰავა მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი დამახასიათებელია მზის მოყვარულიტურისტების გენერატორი ქვეყნების უმეტესობისათვის. მთავარი განსხვავება კონტინენტებისდასავლეთ ზღვიურ კლიმატსა და მისი ცენტრალური რაიონების და აღმოსავლეთისკონტინენტურ კლიმატს შორის ისაა, რომ პირველი მათგანი უფრო რბილია, მეორე კი –შედარებით მკაცრი. ევროპის დასავლეთის ქარები და მათთან დაკავშირებული დეპრესიებიღრმად იჭრება აღმოსავლეთისაკენ მნიშვნელოვანი ჩრდილოეთი–სამხრეთის მიმართულებისმთების ბარიერების არარსებობის გამო. ამიტომაც საკმაოდ რთულია საზღვრის გავლებადასავლეთ ევროპის ზღვიურ (რომელიც ყველაზე კარგად ბრიტანეთის კუნძულებზეაგამოხატული) და აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტურ ჰავას შორის. ბუნებრივია, სკანდინავიისთავზე განთავსებულ ანტიციკლონებს შეუძლიათ დასავლეთის ქარების “ბლოკირება” დახანდახან ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილში ხანმოკლე, ძალიან ცივი ზამთარის ფორმირება.ჩრდილოეთ ამერიკაში მაღალმთიანი მთის მასივები დასავლეთ სანაპიროს პარალელურადააგადაჭიმული, რაც ხელს უშლის წყნარი ოკეანის შედარებით რბილი ჰავის აღმოსავლეთისკენ

Page 37: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

37

გავრცელებას და ის მხოლოდ ვიწრო სანაპირო ზოლში ვრცელდება. ბევრს შეიძლებაგაუკვირდეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროები მკაცრი ზამთრითხასიათდება, რაც განპირობებულია ძალიან ცივი ქარებით, რომლებიც კონტინენტების შიდარაიონებიდან უბერავენ. ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს გათბობის უმნიშვნელო ეფექტი აქვთ,რაც საკმარისია ახალ ინგლისსა და ჩრდილოეთ იაპონიაში სქელი თოვლის საფრისწარმოსაქმნელად. განსხვავებული სიტუაციაა სამხრეთ ნახევარსფეროს შესაბამის განედებზე,სადაც ტერიტორიის უმეტესობა წყლის ზედაპირითაა დაფარული და ხმელეთიდან მხოლოდსამხრეთ ამერიკის უკიდურესი ნაწილი, ტასმანია და ახალი ზელანდია გვხვდება. მათთვისდამახასიათებელია ზღვიური ჰავა, რომელიც გაცილებით უფრო რბილია და, ბრიტანეთისკუნძულებთან შედარებით, ნაკლებადაა მიდრეკილი ჰაერის დაბინძურებისკენ.

ზღვისპირა ან გრილი ზომიერი ჰავის ზონაში ზამთრის ტემპერატურები ძირითადად 00C-100C-ის ფარგლებში მერყეობს და მაღალმთიანი ტერიტორიების გარდა, მცირეთოვლიანობითხასიათდება. ტანსაცმლის ორი სტანდარტული ფენა (1,6 clo), როგორც წესი, საკმარისია აქაურიპირობებისთვის. თუმცა თბილი ტემპერატურები ხშირად ასოცირდება მოღრუბლულ ცასთან,ჟინჟღვლასთან, ფოგთან და ძლიერ ქარებთან. ჰავის ცივი და თბილი ფრონტების მუდმივიმოძრაობის გამო, ამინდი აქ ძალიან ცვალებადია. ნალექიანობა ყველა სეზონისათვისშესაფერისია, თუმცა დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებსა და სანაპიროებზე იგი ხშირადჭარბი რაოდენობით მოდის. ზაფხული შედარებით გრილი და ღრუბლიანია, შუადღისტემპერატურა იშვიათად აღემატება 250C. ასეთი კლიმატი სტიმულის მომცემია, მაგრამ არ არისშესაფერისი სუფთა ჰაერზე რეკრეაციის ყველაზე პოპულარული ფორმებისათვის.

კონტინენტური ჰავის ზონაში ზამთრის ტემპერატურები 00C-ზე დაბალია ერთიდან 5 თვემდეისე, რომ თოვლი, მოყინული გზები, გაყინული საწყლოსნო არტერიები აქ ჩვეულებრივიმოვლენაა. შენობები კარგადაა დაცული და ზოგიერთ რეგიონში ტრადიციულად ისეთიდიზაინით შენდება, რომ დიდთოვლობას გაუძლოს. ზამთარში სტანდარტული ტანსაცმლისსამი ფენის (2 clo-ს ეკვივალენტი) ჩაცმაა საჭირო, რომლებიც ერთანეთისგან გამოყოფილია 6მმ-იანი ჰაერის საიზოლაციო ფენით. ამ ტემპერატურის პირობებში აუცილებელია ქურთუკი,თავსაბურავი და სიცივისგან დამცავი სხვა საშუალებები. ზოგადად, ანტიციკლონურიპირობების პრევალირების გამო, ზამთრის ამინდი აქ უფრო ერთფეროვანია, ვიდრე ის გრილიჰავის ზონაშია. ეს, თავის მხრივ, ხელსაყრელ პირობებს ქმნის თოვლში შესაძლო სხვადასხვარეკრეაციული ქმედების განხორციელებისთვის, მაგალითად, თხილამურებით რბოლა დათოვლმავლით გასეირნება. ზაფხული აქ, ბრიტანეთის კუნძულებთან შედარებით,მნიშვნელოვნად თბილია, დღის ტემპერატურა ხშირად აჭარბებს 250C. თუმცა წლის ამ სეზონზეთავსხმა წვიმა და სეტყვა ხშირი მოვლენაა. შემოდგომა ტყიან ტერიტორიებზე ულამაზესი დამრავალფეროვანი სეზონია და ხასიათდება გრილი და მასტიმულირებელი ამინდებით.

Page 38: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

38

ცივი ნოტიო ჰავა (ზონა 6)

ცივი ნოტიო ჰავა ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილზეა გამოხატული. ეს ძირითადადზღვიური ჰავა წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილისა და სამხრეთ ოკეანეებისთავზე გაბატონებული მუდმივი დაბალი წნევის არეებშია მოქცეული, რომლებიც მთელი წლისგანმავლობაში შტორმიანი ამინდების სიუხვეს განაპირობებენ. აღნიშნული რეგიონები,მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, მზის სხივების ყველაზე მცირე რაოდენობას იღებენ,თუმცა ტემპერატურა ზამთარში იშვიათად ეცემა –50C-ზე ქვემოთ, ხოლო ზაფხულში იშვიათადაჭარბებს 100C. ჰავა ზედმეტად ქარიანი და ცივია ხეების ზრდისთვის, მუდმივი ნალექები კიჭაობიანი ადგილების სიუხვეს განაპირობებენ. წვიმა ან სველი თოვლი ადვილად აღწევსტანსაცმელში, აქვეითებს რა მის საიზოლაციო თვისებებს. იმ შემთხვევაში, თუ ფეხი სათანადოდარ არის დაცული სველი ზედაპირისგან, სითბოს დაკარგვა ხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოსკანის დაზიანება ან ე.წ. „სანგრის ტერფი“. ასეთი მკაცრი ჰავისთვის შესაფერისი ტანსაცმელიდამზადებული უნდა იყოს ისეთი ქსოვილისაგან, რომელსაც ძალიან პატარა ნასვრეტები აქვს. ისსხეულს ქარით გამოწვეული სითბოს დაკარგვისგან დაიცავს და იმავდროულად სუნთქვისსაშუალებას მისცემს მას, ამას ემატება ადვილად გასახდელი წყალგაუმტარი გარეთა ფენა.აღსანიშნავია, რომ ჰაიკერებში ასე პოპულარული ბრიტანეთის მთიანი ოლქებისთვის თითქმისმთელი წლის მანძილზე დაახლოებით ასეთი ჰავაა დამახასიათებელი.

ცივი მშრალი ჰავა (ზონა 7)

ცივი ჰავის რეგიონები ხმელეთის ზედაპირის მესამედს მოიცავს, საიდანაც 10% მუდმივიყინულით დაფარულ ანტარქტიკასა და გრელანდიაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომხანმოკლე ზაფხულის მანძილზე სუბარქტიკულ ზონაში ტემპერატურამ შეიძლება 250Cმიაღწიოს, მაღალ განედებზე ხანგრძლივი და უკიდურესად სუსხიანი ზამთარიაგაბატონებული. არქტიკულ ზონაში მზის სხივები ზაფხულშიც კი ძალზე დახრილია, რაცანეიტრალებს ამ სეზონისთვის დამახასიათებელ გახანგრძლივებული დღის უპირატესობას.ხოლო ზამთრის რამდენიმე თვის მანძილზე მზე იშვიათად ჩნდება ჰორიზონტს ზემოთ.სამხრეთ ნახევარსფეროში – ანტარქტიკაში კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი და ცივიაჩრდილოეთის არქტიკულ ჰავასთან შედარებით. ყველაფრის მიუხედავად, ორივე პოლარულიზონის ზღვები გასაოცრად მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით და არქტიკაში გავრცელებულისახეობები განსხვავებულია ანტარქტიკის ცხოველთა სამყაროსგან. არქტიკაში მრავლადააროგორც ხმელეთის ძუძუმწოვრები, ისევე ზღვის სახეობები და ამ კვებითი ჯაჭვის სათავეშიპოლარული დათვია წარმოდგენილი. ამის საპირისპიროდ ანტარქტიკის შიგა ნაწილიფაქტიურად სტერილურია და მხოლოდ სანაპირო ზოლშია შესაფერისი ჰაბიტატი პინგვინებისადა სხვა ფრინველებისთვის.

ამინდი აქ მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილურია, –400C ტემპერატურა ასატანია ჰავისსიმშრალის გამო. თუმცა ეს იწვევს დეჰიდრატაციას, ვინაიდან ორგანიზმი ტენს კარგავსსუნთქვის პროცესში, რაც ტრანსპორტისა და შენობების მიერ გამოყოფილ სითბოსთან ერთად

Page 39: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

39

განაშენიანებულ ადგილებში წარმოქმნის ე.წ. „ადამიანის ჰაბიტატის ფოგს“. უკიდურესი სიცივემძიმედ აისახება ადამიანებსა და მასალებზე, მაგალითად, ფოლადი მყიფე ხდება და მინასავითიმსხვრევა. ქარბუქის პირობებში სხეულის შიშველი ადგილები, ქარის გამაგრილებელი ეფექტისგამო, წუთზე ნაკლებ დროში იყინება. საჭიროა კიდურების მოყინვისგან დაცვა; ყურები ბეწვ-გამოკრული ქუდით, ხელ-ფეხი კი – ორი საიზოლაციო ფენით უნდა დაიფაროს. არქტიკაშიტანსაცმლის მოცულობა საკმაოდ დიდია, ვინაიდან ქარგაუმტარი პარკას ქვეშ რამდენიმე ხელიტანსაცმლის ჩაცმაა საჭირო. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად დიდი რაოდენობით ოფლისგამოყოფა ხდება. ტანსაცმელი აქტიურობისას თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ მოსვენებულმდგომარეობაში უნდა ხერხდებოდეს მისი მოტკეცვა იზოლაციისათვის საჭირო ჰაერისშესაკავებლად. თუმცა ტანსაცმლის ვერანაირი რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს არააქტიურიინდივიდის კომფორტს დიდი ხნით –150C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე დარჩენის შემთხვევაში.

არქტიკაში და სუბარქტიკის უმეტეს ნაწილში ზაფხული იმდენად გრილია, რომ ნიადაგისმხოლოდ ზედა ფენის მოდნობა ხდება, ამიტომ გარკვეულ სიღრმეზე წყალი მუდმივადგაყინული რჩება. ეს პირობები, რასაც მუდმივი მზრალობა ჰქვია, ძვირადღირებულ საინჟინროპრობლემებს ქმნის. შენობები და კომუნალური საწარმოები მიწასთან კონტაქტისგან უნდადავიცვათ, ვინაიდან მზრალობის დადნობის შემთხვევაში, შენობები დაიწევს. იმის გამო, რომზაფხულში მდნარი წყალი ვერ ახერხებს დრენირებას, ის დიდი რაოდენობით გროვდებაზედაპირზე და მკბენარი მწერების გუნდებს იზიდავს. სუბარქტიკული ზონის სამხრეთ ნაწილშიდომინირებს ვრცელი, შედარებით ბნელი ტყეები, სადაც იზრდება ნაძვი, არყის ხე და ლარიქსი,რომლებიც ხანმოკლე სავეგეტაციო პერიოდსა და ღარიბ ნიადაგს ეგუებიან. ზაფხულისტემპერატურების კლებასთან ერთად, ამ ტყეებს ენაცვლება არქტიკული ზონის ტუნდრისა დაპოლარული უდაბნოების დაბალი მცენარეულობა. ალასკის, ჩრდილო კანადის, გრენლანდიისადა ციმბირის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძვირფასბეწვიანი ცხოველების რეწვაშემოსავლის ერთადერთი წყაროა. უფრო თბილი კლიმატური ზონის მაცხოვრებლებს ტურიზმისთავაზობს მონადირეთა, მეთევზეთა და საექსპედიციო ჯგუფებში ჩართვას. სულ უფროიზრდება ინტერესი ველური ბუნებისა და არქტიკული ოკეანის მიმდებარე პეიზაჟებისადმი,რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაუშვა დასავლელი ტურისტებისმიღება. ცივი კლიმატის ზონა მომავალშიც ტურისტული ბაზრის მცირე სეგმენტს დაიკავებს.თუმცა ისიც ნათელია, რომ ტურისტების მინიმალური რაოდენობაც კი სახიფათოა პოლარულირაიონების მოწყვლადი ეკოსისტემებისთვის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ტურისტებისმოძრაობა მკაცრად კონტროლდება, მაგალითად, ანტარქტიკაში. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა,რადგან ცივი კლიმატის პირობებში ეკოსისტემას დაზიანების შემდეგ მდგომარეობისაღდგენისთვის საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

მაღალი მთის ჰავა (ზონა 8)

მაღალი მთის ჰავა სხვადასხვა ზონებშია გავრცელებული იქ, სადაც მაღალი მთები დაპლატოები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ასეთ სიმაღლეზე ჰაერისდაბალი წნევის ეფექტი პირველად შეინიშნება. ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ აფრიკის და

Page 40: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

40

ჰიმალაების ბევრი მნიშვნელოვანი ქალაქი სწორედ 1500-4000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ამქალაქებში მოგზაურ ტურისტებს და ბიზნესმენებს რამდენიმე დღე მაინც სჭირდებათგაიშვიათებული ჰაერის პირობებში აკლიმატიზაციისათვის. 4000 მეტრს ზემოთ აკლიმატიზაციაკიდევ უფრო გართულებულია და შესაძლოა გამოვლინდეს „სიმაღლის დაავადების“სიმპტომები. ტემპერატურა, იმავე განედის ზღვისპირა რეგიონებთან შედარებით, საშუალოდ200C-ით დაბალია, სეზონური რიტმი კი მსგავსია. ტროპიკებში სიმაღლის მატება იწვევსგანსხვავებული კლიმატური ზონების გავლას თბილიდან ცივისკენ (რაც სიმაღლეზეადამოკიდებული) და ქარპირა თუ ქარზურგა ფერდობების ნალექებით სხვადასხვაგვარმომარაგებას. მცენარეულობა ყველაზე მაღალ ადგილებში არქტიკული ტუნდრისას წააგავს,თუმცა მაღალი ადგილების კლიმატი მაღალი განედების კლიმატისაგან წლის მანძილზე დიდირაოდენობის მზის გამოსხივების მიღებით განსხვავდება. ე.წ. “მწველი მზის მქონე ცივირეგიონის” კარგი მაგალითია ტიბეტი და ბოლივიის ალტიპლანო, სადაც ინდიელების პონჩო ამპირობებს ყველაზე უკეთ ესადაგება. ზომიერ განედებში როგორც თოვლის ხაზი, ისე ხე-მცენარეების გავრცელების ზედა ხაზი, გაცილებით ნაკლებ სიმაღლეზეა, ტროპიკებთანშედარებით, ამიტომ ამ ზონების მთიან რაიონებში ზამთარში სამთო-სათხილამურო ტურიზმისსახეობათა განვითარების შესანიშნავი პირობებია.

დასკვნა

მსოფლიო მასშტაბით კლიმატი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიცგავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებასა და დასვენების მიზნით მოგზაურობაზე.კლიმატური პირობები განისაზღვრება განედით, სიმაღლითა და სანაპიროებისა და ხმელეთისურთიერთგანლაგებით. კლიმატის ტიპს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგანადამიანის კარგად ყოფნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ტენიანობა, სხვაფაქტორები კი ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ რეცრეაციული ქმედებების გარკვეულსახეობებზე. კლიმატის უმეტესი ტიპებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა, რაცკლასიფიკაციის საფუძვლად გამოიყენება ისე, რომ მოხერხდეს სხვადასხვა დესტინაციებისსასარგებლო შედარება. ტურიზმისთვის ოპტიმალურ კლიმატურ პირობებს წარმოადგენს ჰავისხმელთაშუაზღვიური ტიპი.

მიუხედავად ამისა, ტუროპერატორები სულ უფრო ცდილობენ „ეგზოტიკური“ ადგილებისმოძიებას, სადაც ჰავის პირობები ნაკლებ ხელსაყრელია. ცხელი კლიმატი, რომელიცარაჯანსაღად მიიჩნეოდა, ახლა უფრო ხშირად განიხილება სანაპირო ტურიზმის დესტინაციად.მაღალი მთების რაიონებისა და განედების ცივი კლიმატი იზიდავს სათავგადასავლოტურისტებს, ვისთვისაც, მიუხედავად რიგი საფრთხეებისა, მნიშვნელოვანია სუფთა, ბუნებრივიგარემო.

სხვა ტურისტული რესურსების მსგავსად, კლიმატიც იცვლება. ჯერ-ჯერობით უცნობია ესცვლილებები რამდენად ხელსაყრელი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ან თვითონტურისტებისათვის. შედეგად, ზოგიერთი დესტინაცია სარგებელს მიიღებს მაშინ, როდესაც

Page 41: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

41

სხვა, მაგალითად, სანაპირო ტურიზმზე დამოკიდებული, წარუმატებლობას განიცდის.ნათელია, რომ ტუროპერატორებსა და ტურიზმს მოუწევთ, მოერგონ ჰავის თავისებურებებს,რადგან კლიმატი ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება.

Page 42: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

42

თავი 5. ტრანსპორტის გეოგრაფია ტურიზმისა და მოგზაურობისათვის

შესავალი

ტურიზმი და ტრანსპორტი განუყოფელნი არიან. ვინაიდან ტურიზმი სხვაგან ყოფნას ნიშნავს,ტრანსპორტი საცხოვრებელ გარემოსა და დესტინაციას შორის ხიდს წარმოადგენს. ტრანსპორტსჩვენ შემდეგი მიზეზების გამო განვიხილავთ:

ისტორიულად ტრანსპორტი ტურიზმთან ერთად განვითარდა. ტრანსპორტისგანვითარებამ მოახდინა ტურიზმის წინსვლის სტიმულირება და, პირიქით,ტურისტულმა მოთხოვნილებებმა გამოიწვია ტრანსპორტის ისეთი მომსახურებისაღმოცენება, როგორიც არის დასვენების ბაზრებისთვის საჭირო ჩარტერული საჰაეროსერვისი. ტრანსპორტმა გაზარდა ტურისტული დესტინაციების მისადგომობა ტურისტებისგენერატორი რეგიონებიდან. ტურიზმი მთლიანად მისადგომობაზეა დამოკიდებული.რეალობაში ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის მისადგომობა/მიუდგომლობა, ხელსუწყობს/უშლის დესტინაციის განვითარებას. ტრანსპორტი ტურიზმში ახდენს გარკვეული სახელმწიფო და კერძოინვესტიციების მოზიდვას და წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანსექტორს დასაქმებისა და მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით. ამასთან, ტურიზმითვითონაც იცვლება და თავის მხრივ ცვლის მსოფლიო კომუნიკაციების რუკასაც.

გარდა ამისა, ტრანსპორტი თავისთავად წარმოადგენს მეურნეობის მნიშვნელოვან დარგს,რომელიც სცილდება ტურიზმის ფარგლებს და დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურიცხოვრების ასპექტებზე. რეალურად, ტრანსპორტი ცივილიზაციაა.

ურთიერთგავლენის პრინციპები

პირველ თავში გამოიკვეთა სივრცითი ურთიერთკავშირი ორ ადგილს შორის – გენერატორრაიონებსა, სადაც არის მოთხოვნილება გარკვეულ ტურისტულ საქონელზე, და იმ რაიონებსშორის, რომლებსაც გააჩნიათ ამ საქონლის ნამეტი. გეოგრაფიაში ეს ცნობილია, როგორცსივრცითი დიფერენციაცია, სადაც ტრანსპორტი აკავშირებს ამ ორ რაიონს. ულმანმა (Ullman,1980) შემოგვთავაზა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც აუცილებელია სივრცითიდიფერენციაციისა და ტრანსპორტის განვითარებისთვის:

კომპლიმენტარულობა (შევსებითობა). ადგილები ერთმანეთისგან განსხვავდებიანდა ერთ ადგილზე არის მოგზაურობის დიდი სურვილი, ხოლო მეორე ადგილს შეუძლიაამ სურვილის დაკმაყოფილება. მოთხოვნილებისა და შეთავაზების ესკომპლიმენტარულობა წარმოქმნის რაიონებს შორის ურთიერთკავშირს, რისთვისაცაუცილებელი ხდება სატრანსპორტო სისტემა. კომპლიმენტარულობის მაგალითებია

Page 43: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

43

ტურისტული ნაკადები აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთი შტატებიდან ფლორიდისაკენ, ანჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. შუალედური შესაძლებლობები. რადგან ულმანის იდეა კომპლიმენტარულობისშესახებ შესაძლებელს ხდის ურთიერთკავშირს, შეიძლება აღმოჩნდეს კონკურენტიატრაქციები. მაგალითად, მიუნხენის მცხოვრებისთვის, რომელსაც ზაფხულისშვებულების ესპანეთის კურორტზე გატარება სურს, კონტინენტური ესპანეთისტერიტორია უფრო ახლოს არის, ვიდრე კანარის ერთ-ერთი კუნძული. ამიტომკონტინენტური ესპანეთი შუალედურ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუნდაცარსებობდეს სრულყოფილი კომპლიმენტარულობა მიუნხენსა და კანარის კუნძულებსშორის. ტრანსფერაბელობა (გადაადგილებადობა) ან მანძილის წინააღმდეგობა.დამოკიდებულია ორ ადგილს შორის დისტანციის დაფარვის ღირებულებაზე (დროითდა ფულად გამოსახულებაში). თუ დესტინაციამდე ჩაღწევის ფასი ძალიან მაღალია,კომპლიმენტარულობა და შუალედური შესაძლებლობების არარსებობაც კი ვერმოახდენს მოგზაურის წახალისებას.

ტრანსპორტის ელემენტები

თუ კი არსებობს ურთიერთკავშირი, საჭიროა სატრანსპორტო სისტემა. ფოლკსმა (Faulks, 1990)ნებისმიერ სატრანსპორტო სისტემაში გამოავლინა ოთხი ძირითადი ფიზიკური ელემენტი:

გზა, ტერმინალი, სატრანსპორტო საშუალება და მამოძრავებელი ენერგია.

ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობისთვის ამ ელემენტების მახასიათებლები განსხვავებულია დაამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

გზა

ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობისთვის გზა გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს. ისშეიძლება იყოს ხელოვნური, მაგალითად, საავტომობილო, სარკინიგზო, ტრამვაის და საბაგიროგზები; ან ბუნებრივი – ჰაერი, ზღვები, ტბები და მდინარეები; ამასთან არსებობს ამ ორი ტიპისკომბინაცია, კერძოდ, შიდა საწყლოსნო გზები. აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი სხვაობები:

თუ გზა ხელოვნურად მოსაწყობია, მისი ღირებულება აქედან გამომდინარეობს;

Page 44: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

44

გზის ღირებულებას განსაზღვრავს ასევე მეორე ფაქტორი: მოსარგებლე სხვასთანერთად სარგებლობს გზით (მაგ., სახმელეთო გზები) თუ სპეციალიზებული გზისერთადერთი მოსარგებლეა (მაგ., რკინიგზა); საავტომობილო ტრანსპორტი მაგისტრალებზე და გემები შიდა საწყლოსნოგზებზე თითქმის სრულად კონტროლდება მძღოლების ან ოპერატორების მიერ. ამისსაპირისპიროდ, საჰაერო ტრანსპორტის, მატარებლების და, გარკვეულწილად, გემებისგადაადგილება საგზაო კონტროლის, სიგნალიზაციის ან სანავიგაციო სისტემებისდახმარებით ხორციელდება.

გზა, ჩვეულებრივ, იმ ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა, რომლებიც სატრანსპორტოოპერატორებისგან დამოუკიდებელნი არიან, მაგალითად, ავიახაზები და ავტობუსისკომპანიები. დიდ ბრიტანეთში ამის მაგალითებია სამოქალაქო ავიაციის მმართველობა (CivilAviation Authority) და ავტომაგისტრალების სააგენტო (Highways Agency).

ტერმინალი

ტერმინალი მომხმარებლებს აძლევს გზამდე მისვლის საშუალებას, საბოლოო სადგური არისყველაზე შორეული წერტილი, სადამდეც ეს სისტემა მიდის – ზუსტად ხაზის ბოლო.ტერმინალი ასევე შეიძლება იყოს ადგილი, სადაც მოგზაური იცვლის სატრანსპორტოსაშუალების სახეობას (მაგალითად, აეროპორტში საჰაერო ტრანსპორტიდანავტობუსში/მატარებელში გადაჯდომა ან ლა-მანშის გვირაბის შემთხვევაში – ავტობუსიდან ანმანქანიდან „შატლ“ მატარებელში გადასვლა). ტერმინალები ერთმანეთისგან განსხვავდებიანზომით, გეგმითა და კომფორტის იმ ელემენტების მოხერხებულობით (კეთილმოწყობით),რომლებსაც ისინი სთავაზობენ მოგზაურებს. კომფორტის ამ ელემენტების შერჩევა კიმოგზაურობის სიშორისა და სირთულის მიხედვით, ასევე მგზავრების მოლოდინისგათვალისწინებით ხდება. საერთაშორისო აეროპორტები ხშირად თანამედროვე საინჟინროდიზაინის საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ; ეს ეხება ასევე ლონდონის, მილანისა და ნიუ-იორკის მონუმენტურ სარკინიგზო სადგურებს და დიდი საოკეანო გემების ტერმინალებს,როგორიცაა, მაგალითად, შერბური. ამის საპირისპიროდ, მესამე სამყაროს ქვეყნებში სამდინაროგემის ტერმინალი შეიძლება ნავმისადგომზე ოდნავ დიდი იყოს.

სატრანსპორტო საშუალება

ყველა სახეობის გზა სატრანსპორტო საშუალების განსაკუთრებულ ტიპს მოითხოვს:თვითმფრინავი საჰაერო სივრცისთვის არის განკუთვნილი; გემები და მცირე ზომის საწყლოსნოტრანსპორტი – საწყლოსნო გზებისთვის; მანქანები, ავტობუსები და სხვა საშუალებები –სახმელეთო გზებისთვის; მოძრავი შემადგენლობა – რკინიგზისთვის. მგზავრთაუსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავები განსაკუთრებითმაღალი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით პროექტდება. ამიტომ ის საკმაოდ

Page 45: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

45

ძვირადღირებულია. თვითმფრინავი, გემები და სახმელეთო ტრანსპორტი სამართავად უფრომოქნილია, ვიდრე მატარებელი, მონორელსი და ტრამვაი, სადაც გზაზე ავარია მნიშვნელოვანშეფერხებებს იწვევს.

მამოძრავებელი ენერგია

მოძრავი ტექნოლოგიების ისტორიული განვითარება ტურიზმის განვითარების ისტორიას ჰგავს,რომლის ცვლილების დაჩქარებული ტემპი 1950-იანი წლებიდან აღინიშნა (იხ.ცხრ. 5.1).მამოძრავებელი ენერგია გზასთან და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განსაზღვრავსგანსახილველი ტრანსპორტის სახეობის სიჩქარეს, დიაპაზონსა და ტევადობას.

ამჟამად ტრანსპორტის უმეტესი სახეობებისთვის მამოძრავებელი ენერგია დამოკიდებულიანავთობზე, როგორც ენერგიის წყაროზე. ეს ბუნებრივი რესურსი დედამიწაზე არათანაბრადააგანაწილებული – შუა აღმოსავლეთი ნავთობის მსოფლიო პროდუქციის თითქმის ორ-მესამედსაწარმოებს. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო 1970-იანი წლების დასაწყისისენერგოკრიზისზე უფრო სასტიკი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ნავთობის მარაგები იწურება,ვინაიდან მასზე მოთხოვნილება იზრდება როგორც ტრანსპორტის, ისე დანარჩენი გლობალურიეკონომიკის მხრიდან. აშშ მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობმომხმარებელია და მისთვისსაჭირო რაოდენობის 50%-ის ექსპორტირებას ახდენს. ამიტომ ის დაინტერესებულია ნავთობისნაკადის უსაფრთხო მაძრაობის პოლიტიკური არეულობისაგან დაცვით შუა აღმოსავლეთში,კასპიის აუზისა და გვინეის ყურის ალტერნატიული მიმწოდებლების გამოვლენით. მძიმენავთობის წყაროები, როგორიცაა ჩრდილო კანადის ბიტუმიზებული ქვიშები, კომერციულადსიცოცხლისუნარიანი ხდება, მაგრამ შედეგად ატმოსფეროში გამოთავისუფლდება ნახშირმჟავაგაზის დაუშვებლად მაღალი ოდენობა. ამასობაში იაპონია და ევროკავშირი მიისწრაფიანენერგიის ალტერნატიული წყაროების, განსაკუთრებით წყალბადის, გამოყენებისკენ, მაგრამტრანსპორტისთვის, ფართო მასშტაბით, ეს ჯერ-ჯერობით არარეალისტური პერსპექტივაა.

სატრანსპორტო სისტემის ტევადობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებაასატრანსპორტო საშუალებისა და მამოძრავებელი ენერგიის ისეთი კომბინაციის გამონახვა,რომელსაც მგზავრების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა შეეძლება. ზომის ზრდასსაკუთარი პრობლემები მოჰყვება. მაგალითად, აერობუსებს სჭირდებათ უფრო გრძელიასაფრენი ბილიკები, დიდი ჩარტერული თვითმფრინავები კი ტურისტული ოპერაციებისმოქნილობას ამცირებენ.

Page 46: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

ცხრ. 5.1 ტრანსპორტისა და ტურიზმის ისტორიული განვითარება

ტრანსპორტისსახეობა

პრეინდუს-ტრიული ხანა

1840-1920 1920-1940 1950 1960-1970 1980-2000 მომავალი

საჰაერო პროპელერისტექნოლოგია;სამოქალაქოავიაციისდასაწყისი;მოგზაურობაძვირი დაშეზღუდულია;საფრენიაპარატებისწრაფად იქნამიღებული;საბაზისოტერმინალები

სიჩქარეები 400კმ/სთ რეაქტიულითვითმფრინავების(B 707) სიჩქარე800კმ/სთ;იაფი საწვავი;ჩარტერულიმომსახურებისსწრაფიგაფართოება;CRS და GDSგანვითარება;

ფართოფი-უზელაჟიანირეაქტიულითვითმფრ.(B 747);გაფართოებულიდიაპაზონი;საწვავისეკონომიურობა;სიჩქარეებისზრდის შეჩერება(კონკორდისგარდა);ფართომომსახურებატერმინალებში

ზებგერითითვითმფრ.;კოსმოსურიტურიზმი;ავიახაზებისგლობალურიალიანსები;ახალი თაობისდიდი ტევადობისავიალაინერები;გაზრდილიდერეგულაციები

საზღვაო მცურავისაშუალებები

ორთქლისგემები დასაფოსტო–სამგზავროგემები

საოკეანო ლაინერებიდა საკრუიზოგემები;საჰაერო ტრანსპორ-ტის მხრიდან მცირეკონკურენცია;სზღვაო ბორნებისდაბალი სიჩქარე(40კმ/სთ ნაკლები)ძალიან მცირეშესაძლებლობებით;სამგზავროლაინერებზესიჩქარისშენარჩუნება

ჩრდილოატლანტიკისმარშრუტებზეავიაციამ აჯობასაზღაოტრანსპორტს;ვითარდება გემებისაჰაერო ბალიშზედა წყალქვეშაფრთით

დამკვიდრდაფრენა-კრუიზისკომბინაცია;უფრო დიდიზომისა დაკომფორტულიბორნები;განვითარდასწრაფიკატამარანები

კატერი-ამფიბიები;წყალქვეშატურიზმი;თემატურიკრუიზები;ნავებისმოხმარების ზრდარეკრეაციულისარგებლობისთვის

Page 47: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

47

ტრანსპორტისსახეობა

პრეინდუს-ტრიული ხანა

1840-1920 1920-1940 1950 1960-1970 1980-2000 მომავალი

საავტომობილო ცხენშებმულიეკიპაჟები;მოუკირწყლავიგზები

მანქანის სიჩქარემ55კმ/სთ გადააჭარბა,მაგრამ მაინცარასანდო დარჩა;ეკიპაჟებიდანგანვითარდაავტობუსები

მანქანების სიჩქარე100-115კმ/სთ-მდეგაიზარდა;საზოგადოებრივიტრანსპორტისმაგიერავტომობილიუფრო მეტადგამოიყენებაადგილობრივტურიზმში;გზებიგაუმჯობესდა,გამოჩნდაავტოსტრადები

სიჩქარისშეზღუდვებიაშშ-ში; ავტო-მფლობელებისრაოდენობისმკვეთრი ზრდა;ქალაქის გადა-ტვირთულობა;მწვანე საწვავი;გაუმჯობესებული ავტობუსები;ტრამვაისხელახალიდანერგვა

ქალაქის საცობები;ავტომატიზებულისაგზაო სისტემები;პერსონალისსწრაფი ცვლა;მოთხოვნაზეორიენტირებულიტრანსპორტი;საავტომობილოსაზოგადოებრივიტრანსპორტისაღდგენა

სარკინიგზო ორთქლმა-ვალი

რკინიგზის „ოქროსხანა“;სიჩქარემ მანქანისასგადააჭარბა

სარკინიგზოქსელისელექტროფიკაცია;შედუღებულიუწყვეტი გზები

ევროპაშიგანვითარდაჩქაროსნულიქსელები;ბიზნესპროდეუქტებისშეთავაზება;სპეციალიზებულისარკინიგზოტურისტულიპროდუქტისგანვითარება,რომელიცეფუძნებოდაორთქლისადმინოსტალგიას

საშუალო სიშორისტურისტულიპროდუქტისგანვითარება;მამოძრავებელიენერგიისგაუმჯობესებულიტექნოლოგიები

წყარო: კუპერი და სხვ. (Cooper et al.), 1998, გვ.277

Page 48: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

სატრანსპორტო ხარჯები და ფასწარმოქმნა

სატრანსპორტო ხარჯები და ფასწარმოქმნა ტურიზმის გეოგრაფიისთვის ძალზემნიშვნელოვანია. ყოველი სახეობის ხარჯების განსხვავებული სტრუქტურა ზემოქმედებსმომხმარებლის არჩევანზე და განაპირობებს მარშრუტზე მოძრაობის მოცულობას. არსებობსსატრანსპორტო ხარჯების ორი ძირითადი საბაზისო ტიპი:

სოციალური და ეკოლოგიური ხარჯები. ამ ხარჯებს არ იხდის არც სატრანსპორტოოპერატორი და არც მომხმარებელი, მას თავის თავზე იღებს საზოგადოება. მაგალითადგამოდგება თვითმფრინავის ხმაურის ხარჯები, რომელიც აწუხებს საერთაშორისოაეროპორტის სიახლოვეს მაცხოვრებლებს და რომლის გამოთვლა შეუძლებელია.

კერძო ხარჯები. სატრანსპორტო სისტემის ოპერატორები იხდიან კერძო ხარჯებს, რაცშემდგომ მომხმარებელზე გადადის და მოგზაურობის ტარიფში აისახება. აუცილებლადუნდა გამოიკვეთოს არსებითი სხვაობა ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს შორის:– ფიქსირებული ხარჯების დარიცზვა ხდება რომელიმე მგზავრის გადაყვანამდე ან იმ

დრომდე, ვიდრე სატრანსპორტო საშუალება „გზას გაუდგება“. ეს ხარჯები„გარდაუვალია“ და ისეთ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა სისტემაშიდაბანდებული კაპიტალური ინვესტიციების ინტერესები და აქტივებისგაუფასურება. ფიქსირებული ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი ის არის,რომ ისინი არ იცვლება მარშრუტზე მოძრაობის სიხშირის, გადაადგილების სიშორისან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პროპორციულად. მაგალითად,აეროპორტის საკონტროლო-სადისპეჩერო პუნქტი აეროპორტში ფრენებისრაოდენობისგან დამოუკიდებლად უნდა დაკომპლექტდეს.

– ცვლადი ხარჯები დამოკიდებულია შეთავაზებული სერვისის დონეზე,გადაადგილების სიშორეზე და მოძრაობის მოცულობაზე. ხარჯებში ხდება საწვავის,ეკიპაჟის ხელფასების და ტექნიკური მომსახურების გათვალისწინება. ეს ხარჯებიარასავალდებულოა, რადგან ისინი მხოლოდ სატრანსპორტო სისტემის მუშაობისშემთხვევაში იხარჯება და მათი თავიდან აცილება შეიძლება მომსახურებისგაუქმებით.

ვინაიდან ტრანსპორტის ყოველ სახეობას აქვს ფიქსირებული და ცვლადი ხარჯებისგანსხვავებული პროპორცია, სხვაობა ძალზე მნიშვნელოვანია. რკინიგზამ, მაგალითად, უნდაშექმნას და მოუაროს გზას. ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო სისტემამ უნდა შეინარჩუნოსფიქსირებული ხარჯების მაღალი პროპორცია მაშინ, როდესაც საავტომობილოტრანსპორტისთვის ფიქსირებული ხარჯები დაბალია. შედეგი ის არის, რომ მგზავრ-კილომეტრზე ფასი სწრაფად კლებულობს რკინიგზისთვის და ნელა – საავტომობილოსთვის.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რკინიგზა არაეკონომიურია, როდესაც მას რამდენიმე მგზავრიგადაჰყავს, რადგან ყოველმა მათგანმა წარმოუდგენლად დიდი წვლილი უნდა შეიტანოსფიქსირებულ ფასებში.

Page 49: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

49

მეორე მხრივ, საავტომობილო ტრანსპორტი გაცილებით კონკურენტუნარიანია, ვინაიდანხარჯების უდიდესი ნაწილი ცვლადია და ავტობუსების ან ტაქსების პარკი, მოთხოვნილებებისგათვალისწინებით, სასურველ ცვლილებებს უფრო სწრაფად ახორციელებს.

ფაქტიურად, ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს შორის სხვაობა ბუნდოვანია; მაგალითად,ტერმინალის მომსახურე პერსონალისა და აღჭურვილობის დაკომპლექტება გაიზრდებამოძრაობის ინტენსივობის მოცულობის მიხედვით. ეს ხარჯები ნახევრადფიქსირებულისსახელითაა ცნობილი. თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელფასები ცვლადი ხარჯებია,რეალურად, სატრანსპორტო სისტემით სარგებლობისგან დამოუკიდებლად, ეკიპაჟი უნდაშენარჩუნდეს და ხელფასის გადახდა მოკლე პერიოდში განხორციელდეს. უფრო ხანგრძლივიპერიოდით კადრების დაკომპლექტება უნდა მოხდეს ბიზნესის მოცულობიდან გამომდინარე.

ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების თანაფარდობა ტურიზმის ბიზნესში ჩაბმულისატრანსპორტო ოპერატორებისთვის განსჯის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს. მრავალსაქმიანობასთან შედარებით, ტრანსპორტს გააჩნია ფიქსირებული ფასების მაღალი პროპორცია.ამავე დროს პროდუქტი არამდგრადია, ვინაიდან ფრენაზე ადგილი თუ არ გაიყიდა,შეუძლებელია მისი შენახვა და სხვა დროს რეალიზება. ეს ნიშნავს, რომ ოპერატორებმა უნდამიაღწიონ სისტემის გამოყენების მაღალ მაჩვენებელს – თუ სატრანსპორტო საშუალება დიდიხანი უმოქმედოდაა, ის ზეგავლენას ვერ ახდენს ფიქსირებულ ხარჯებზე. დაბოლოს,მნიშვნელოვანია დატვირთვის მაღალი კოეფიციენტის მიღწევა (მაგ., გაყიდული ადგილებისშედარება მათ არსებულ რაოდენობასთან).

კავშირი დატვირთვის კოეფიციენტსა და ფასწარმოქმნას შორის ნათლად ჩანს მარგინალურიღირებულების პრინციპში. მაგალითად განვიხილოთ საჰაერო ინკლუზიური ტური;მარგინალური დანახარჯი არის დამატებითი დანახარჯი, გამოწვეული პროდუქციისერთეულის დამატებითი (ამ შემთხვევაში – მგზავრი). ოპერატორი განსაზღვრავს დატვირთვისკოეფიციენტს, რაც ფარავს მოგზაურობის ფიქსირებულ დანახარჯებს და ყოველი გადაყვანილიმგზავრის ცვლად დანახარჯს. თუ ფრენა ისეა დაგეგმილი, რომ 80%-იანი დატვირთვისკოეფიციენტის პირობებშიც არ იყოს წამგებიანი, მაშინ ამ დონის ზევით გადაყვანილი ყოველიმგზავრი იხდის მცირე მარგინალურ დანახარჯს, ვინაიდან ცვლადი დანახარჯები დაბალია, დაეს ხელშესახებ მოგებას აძლევს ტუროპერატორს. ტუროპერატორის სამწუხაროდ საპირისპიროვითარების შემთხვევაში – 80%-იანი დონის ქვევით, ყოველ მგზავრზე იქნება დანაკარგი.

მსგავს პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტურისტული მოთხოვნილება მიდრეკილიამიაღწიოს მაქსიმალურ მაჩვენებლებს დღის, კვირის ან წლის გარკვეულ პერიოდებში. ეს იმასნიშნავს, რომ საჰაერო ფლოტი სრული დატვირთვით წლის გარკვეულ დროს იფუნქციონირებს.როგორც ევროპაში, ისე ჩრდილო ამერიკაში ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზა გამოინახაზამთრის არდადეგების ბაზრის შექმნით 1960-იანი წლების ბოლოსთვის, რათა მომხდარიყოუმოქმედო თვითმფრინავების გამოყენება და ფიქსირებულ ხარჯებში წვლილის შეტანა. სხვაგამოსავალი დიფერენციულ ფასწარმოქმნაშია. ამ შემთხვევაში ოპერატორები არასეზონზემოგზაურობის დაბალ ფასებს სთავაზობენ მომხმარებლებს ამ პერიოდისთვის მგზავრთარაოდენობის გასაზრდელად. ტრანსპორტის ყველა სახეობაში არის ფასების ბაზრის

Page 50: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

50

განსხვავებულ სეგმენტებზე მორგების ტენდენცია და ყოველ მათგანს აქვს საკუთარისამოგზაურო მოთხოვნები.

ტრანსპორტის სახეობები, გზები და საგზაო ქსელები

ტრანსპორტის სახეობები

ტრანსპორტის ყოველ სახეობას განსხვავებული საექსპლოატაციო თავისებურებები გააჩნია,რომელიც ემყარება იმ გზებს, რომლითაც ტექნოლოგია ნებისმიერი სატრანსპორტო სისტემისოთხი ელემენტის მიმართ გამოიყენება (ცხრ. 5.2). ტექნოლოგია განსაზღვრავს, თუ რამდენადშეეფერება სატრანსპორტო საშუალება მგზავრობის განსაკუთრებულ სახეობას. ისიც ნათელია,რომ ადგილი აქვს ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობის გადაფარვას მგზავრების მოთხოვნებთანმათი შესაფერისობის გამო, რაც ზოგიერთ მარშრუტზე, მაგ., ლონდონსა და პარიზს შორის,საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის კონკურენციას იწვევს. სხვა შემთხვევებში ტრანსპორტისსახეობები ერთმანეთს ავსებენ, მაგ., საავტომობილო ან სარკინიგზო კავშირები აეროპორტებსადა ქალაქის ცენტრებს შორის. სხვა მაგალითი იქნება საჰაერო–საავტომობილო ტიპის დასვენება,როდესაც ტურისტს აქვს შესაძლებლობა, საჰაერო ტრანსპორტით ჩავიდეს დესტინაციამდე დაადგილზე კომფორტულად გადაადგილდეს ნაქირავები ავტომობილით.

გზები

სატრანსპორტო გზები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში გაბატონებული ფიზიკური დაეკონომიკური პირობებისგან იზოლირებულად არ არსებობენ. ქედები, ფართო მთიანიტერიტორიები, მდინარეთა ღრმა ხეობები, დაჭაობებული მიწები, კლიმატური ფაქტორებიგავლენას ახდენენ მათ მიმართულებაზე ისევე, როგორც ძირითადი ქალაქების განლაგება დაპოლიტიკური საზღვრები. თუმცა ტრანსპორტის ყველა სახეობა ერთნაირად არ განიცდის ამფაქტორების გავლენას. მაგ., მთები ვერ ცვლიან საჰაერო ტრანსპორტის მარშრუტებს, თუმცაგავლენას ახდენენ აეროპორტის მდებარეობაზე. საპირისპიროდ, რკინიგზა ძალიან განიცდისტოპოგრაფიული ნიშნების გავლენას. ეს ფაქტორები, ტექნოლოგიებთან და ინვესტიციებთანერთად განხილვით იძლევიან იმის გარანტიას, რომ სატრანსპორტო გზები დარჩებიანგადაადგილების შედარებით სტაბილურ არხებად.

ტრანსპორტის ზოგიერთ სახეობას აქვს შეზღუდული „გზა“, კერძოდ, ავტოგზები, რკინიგზებიდა არხები, რაც მოძრაობას ავტომატურად აძლევს მიმართულებას. სანავიგაციო მიზნებისთვისტრანსპორტის სახეობები, რომლებიც ბუნებრივ გზებს იყენებენ (ჰაერი ან ზღვა), ასევეგარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული – მოძრაობა დედამიწის მთელ ზედაპირზე არ ხდება.სატრანსპორტო გზების სისტემები შეიძლება სხვადასხვა მასშტაბით განვიხილოთ:

Page 51: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

ცხრ. 5.2 სატრანსპორტო საშუალებების დახასიათება

ტრანსპორტისსახეობა

გზასატრანსპორტო

საშუალებამამოძრავებელი

ენერგიაუპირატესობები

უარყოფითიმხარეები

მნიშვნელობატურიზმისთვის

საავტომობილო ჩვეულებრივ,მყარსაფარიანიგზა, თუმცა „ოფროუდისრეკრეაციულისაშუალებები“ არიკძალება

მანქანა,ავტობუსი ანტურისტულიავტობუსი;მგზავრთადაბალიტევადობა

ნავთობის ანდიზელია ძრავა;ელექტრონულისაშუალებებისმცირედ გამოყენება

კარიდან-კარამდემოქნილობა;მძღოლი სრულადაკონტროლებსსატრანსპორტოსაშუალებას;მორგებული მოკლემანძილებზე

გზა სხვამომხმარებლებთანსაზიაროა, რაცუხერხულობებსუქმნის;

კარიდან-კარამდემოქნილობამარშრუტისდაგეგმვისსაშუალებას იძლევა;აქვს დასვენებისათ-ვის საჭირო აღჭურ-ვილობის გადატანისსაშუალება;მოქმედებს, როგორცკავშირიტერმინალსა დადესტინაციას შორის;ადგილზეექსკურსიებისთვისმასობრივისატრანსპორტოსაშუალებაა

სარკინიგზო მუდმივირელსებიანი გზა

სამგზავროვაგონები;მგზავრთამაღალიტევადობა

დიზელის ძრავები(დიზელ/ელექტრო-ნული ანდიზელ/ჰიდრავ-ლიკური);ასევეელექტრონული ანორთქლისლოკომოტივები

გზის ერთადერთიმომხმარებელი;შესაფერისია საშუალოან შორ მანძილებზე დამჭიდროდდასახლებულ ურბანულრაიონებშიმოგზაურობისთვის;არ აბინძურებს გარემოს

მაღალიფიქსირებულიდანახარჯები

მე-19 საუკუნის შუაწლებში გამოავლინატურიზმისთვის მანამდემიუწვდომელი ადგილე-ბი; შესაძლებელიასპეციალიზებულივაგონების დამატება;ტრანსკონტინენტურმარშრუტებზე ხდებატურისტებისმნიშვნელოვანირაოდენობის გადაყვანა

Page 52: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

52

ტრანსპორტისსახეობა

გზასატრანსპორტო

საშუალებამამოძრავებელი

ენერგიაუპირატესობები

უარყოფითიმხარეები

მნიშვნელობატურიზმისთვის

საჰაერო ბუნებრივი თვითმფრინავი;მგზავრთამაღალიტევადობა

ტურბო-ვენტილატორიანიძრავები;ტურბო-პროპელერიანი ანდგუშიანი ძრავები

სისრაფე დადიაპაზონი;დაბალიფიქსირებულიდანახარჯები;შესაფერისიშორეულიმჰზავრობისთვის

საწვავის დიდირაოდენობითგამოყენება დაუსაფრთხოებისმკაცრირეგულაციებიაძვირებს საჰაერომიმოსვლას;ტერმინალისმაღალიდანახარჯები

სისწრაფისა დადიაპაზონისმეშვეობითმსოფლიოს უმეტესინაწილი მისაწვდომიგახადატურისტებისთვის;საერთაშორისომასობრივიტურიზმის ზრდისიმპულსი გახდა

საზღვაო ბუნებრივი გემები;შესაძლებელიაკომპორტისმაღალი დონე;მგზავრთამაღალიტევადობა

დიზელის ძრავა ანორთქლისტურბინა

დაბალი საწყისიინვესტიციები;შესაფერისია ანშორეულდისტანციაზე ანმოკლე მანძილზებორნითოპერირებისთვის

დაბალი სიჩქარე;მაღალისახელფასოდანახარჯები

შეზღუდულიასაკრუიზო (სადაცკომფორტისა დაფუფუნებისუზრუნველყოფახერხდება) ანსაბორნე მოძრაობით

Page 53: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

მსოფლიო მასშტაბით არსებობს საჰაერო გზების ინტერკონტინენტალური ქსელი, ხოლოქვეყნები, რომლებსაც აქვთ სანაპირო, ასევე უკავშირდებიან ერთმანეთს შორეულისაზღვაო გზებით, რომლებსაც დღესდღეობით ძირითადად ნავთობის ტანკერები დატვირთმზიდები იყენებენ.

რეგიონალური მასშტაბით მრავალ ქვეყანას აქვს ეროვნული მნიშვნელობისსაავტობუსო, ტურისტული ავტობუსებისა და სარკინიგზო მომსახურება.

ადგილობრივი მასშტაბით არსებობს გარკვეულ ქალაქსა ან კურორტზე დამყარებულისაექსკურსიო სვლაგეზები.

საგზაო ქსელები

ყოველი სატრანსპორტო ქსელი შედგება მთელი რიგი კავშირების (რომელთა გასწვრივ ნაკადებიგადაადგილდება) და კვანძებისგან (ტერმინალები და სატრანსპორტო კვანძები).გეოგრაფებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელში ადგილების მისადგომობა, რადგანთუ ერთი კვანძი დაკავშირებულია მეორესთან, ის მისადგომი ხდება. მასშტაბი აქმნიშვნელოვანია – ლოკალური მასშტაბით ბევრი ადგილი შეიძლება იყოს ადვილადმისადგომი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით განხილვის დროს, ისინი შედარებით მიუდგომელიხდება. გეოგრაფები ამ ქსელების ანალიზს სხვადასხვა გზით ახორციელებენ:

ყველაზე პირდაპირი გზა არის ნაკადების რუკა, რომელიც ყოველ მიმართულებაზეგვიჩვენებს მოძრაობის მოცულობას. რუკის ანალიზი დაახლოებით მინიშნებას იძლევაძირითადი კვანძებისა და კავშირების შესახებ.

უფრო ზუსტი მიდგომაა ქსელის ანალიზი გრაფების თეორიის გამოყენებით. თუმცამანამდე უნდა გაკეთდეს სატრანსპორტო ქსელის ტოპოლოგიურ რუკაზე კვანძებისა დაკავშირების საბაზისო სტრუქტურამდე შემჭიდროება. კარგი მაგალითია ლონდონისმეტროპოლიტენის სისტემის რუკა, სადაც აღნიშნულია სადგურები მათი ზუსტითანმიმდევრობით, მაგრამ არ ჩანს მათ შორის რეალური მანძილები. თეორიულად, რაცმეტია ქსელში კავშირები, მით მეტია ამ ქსელის კომუნიკაბელობა. რეალურად კი ხშირსატრანსპორტო ქსელშიც კი შეიძლება ცუდი კავშირები იყოს, რაც ქალაქში ან ქვეყანაშიმოგზაურობას ართულებს.

ამ თავის დარჩენილ ნაწილში საუბარი იქნება სატრანსპორტო სისტემების დეტალურგანხილვაზე ტრანსპორტის ყოველი სახეობისათვის და მათ კავშირზე ტურისტულმოთხოვნილებებთან.

Page 54: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

54

საჰაერო ტრანსპორტი

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის განვითარებით ყველაზე მეტი გაკეთდასაერთაშორისო ტურიზმის ბუნებისა და მოგზაურობის ინდუსტრიის სტრუქტურის შორსმიმავალი ცვლილებებისთვის. მსოფლიოში დესტინაციების მხოლოდ მცირე ნაწილიადარჩენილი, რომლებიც თვითმფრინავით სხვა ნებისმიერი ადგილიდან 24 საათზე მეტ დროშიმიიღწევა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, საერთაშორისო ტურისტებისნახევარზე მეტი საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობს. რეაქტიულმა თვითმფრინავმა ადრემოშორებული ადგილები მიღწევადი გახადა, როგორც დასვენების დესტინაციები. ამშემთხვევაში საინტერესოა კონკორდისა (Concorde) და ბოინგ 747 (Boeing 747) შედარება.მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ზებგერითმა ავიალაინერმასაზოგადოების ფანტაზია დაიპყრო, მას შეზღუდული დიაპაზონი და ტევადობა ჰქონდა,მაღალი ფასები კი განაპირობებდა, რომ ის საჰაერო მოგზაურობის ბაზრის უფრო მცირენაწილზე იყო გათვლილი, ვიდრე ფართოფიუზელაჟიანი რეაქტიული თვითმფრინავები.უკანასკნელი ანალიზების მიხედვით, კონკორდი არასიცოცხლისუნარიანი იყო როგორცეკოლოგიური, ისე ეკონომიკური მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვესაჰაერო მოგზაურობა მასობრივად იზრდება, სამართლიანია აღინიშნოს, რომ მსოფლიომოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს უმგზავრია თვითმფრინავით და განვითარებულქვეყნებშიც კი ტრანსპორტის ზედაპირულ სახეობებს უფრო მეტი ადამიანი გადაჰყავთ, ვიდრეავიახაზებს.

საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი უპირატესობებია:

გზა თვითმფრინავს სწორ ხაზზე ფრენის საშუალებას აძლევს და არანაირი ბუნებრივიბარიერი (მთის ქედები, ოკეანეები, ჭაობები, უდაბნოები ან ჯუნგლები) მისთვისდაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ყოველდღიურ მომსახურებაში შესაძლებელია მაღალი სიჩქარეების მიღწევა. საჰაერო ტრანსპორტი ბევრ მგზავრს იტევს და იდეალურად შესაფერისია 500კმ-ზე

მეტად დაშორებული დესტინაციისკენ, ასევე რთული, გზასმოკლებული ტერიტორიისზემოთ (მაგ., პაპუა-ახალი გვინეა) და იმ კუნძულთა ჯგუფებისკენ მგზავრობისთვის,რომლებიც მშფოთვარე ზღვით არის გამოყოფილი კონტინენტისგან (მაგ., შეტლანდისკუნძულები შოტლანდიისთვის).

საჰაერო ტრანსპორტს რიგი უარყოფოთი თვისებებიც ახასიათებს:

მას ესაჭიროება ტერმინალების დიდი ფართობები და ისინი მის მიერ მომსახურებულიდესტინაციიდან დაცილებული არიან.

ძვირია, რადგან დიდი რაოდენობით საწვავი და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისჭირდება.

სასარგებლო ტვირთის შეზღუდვა გამორიცხავს ტრანსპორტის გადაყვანას, რაცშესაძლებელია საზღვაო ბორნის ან ზოგიერთი სარკინიგზო მომსახურების შემთხვევაში.

Page 55: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

55

ის გარემოზე ნეგატიურ ეკოლოგიურ გავლენას ახდენს. საჰაერო მგზავრობის ნამდვილიღირებულება ავიაკომპანიისა და მისი მგზავრებისთვის შენიღბულია იმ ფაქტით, რომავიაკომპანიები, სხვა კომერციული საწარმოებისგან განსხვავებით, გათავისუფლებულიარიან გარკვეული გადასახადებისგან. საჰაერო მოძრაობის უწყვეტი სწრაფი ზრდაშესაძლოა არ იყოს მდგრადი, თვითმფრინავის გამონაბოლქვის მიერ კლიმატისცვლილებაში შეტანილი წვლილის გამო. შეფასებით ერთი მიმართულებითტრანსატლანტიკური ფრენისას ერთ მგზავრს ისეთივე წვლილი შეაქვს გარემოსგლობალურ დაბინძურებაში, როგორც ერთ საშუალო ავტომძღოლს მთელი წლისმანძილზე ავტომობილით გადაადგილებით.

საჰაერო ტრანსპორტი განსაკუთრებით სუსტია ტერორიზმის საფრთხისადმი.

მსოფლიო ავიახაზების მოდელი

ორ ადგილს შორის უმოკლესი მანძილი დიდ წრეზეა განთავსებული, რომელიც გლობუსისზედაპირზეა გავლებული და მას ორ ტოლ ნახევარსფეროდ ჰყოფს. თვითმფრინავს დიდი წრისმარშრუტის სრულად გამოყენების უნარი შესწევს, ვინაიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგმიღწეული დიაპაზონისა და ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, ფიზიკური ბარიერებიმისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ. მაგ., დიდი წრის მარშრუტი ბრიტანეთსა და შორეულაღმოსავლეთს შორის გრენლანდიასა და არქტიკულ ოკეანეზე გადის. თვითმფრინავს „ამინდისზემოთ“ ფრენა შეუძლია ძალიან გაიშვიათებულ ჰაერში, ერთნაირად ატმოსფეროს როგორც ცივტემპერატურებზე, ისე უღრუბლო პირობებში 10-დან 17 ათას მეტრამდე სიმაღლეზე. ზომიერგანედებში პილოტები თავის ინტერესებში ჰაერის ზედა დასავლური ქარებით სარგებლობენ,რომელთა სიჩქარე 450კმ/სთ აღწევს. ეს ე.წ. რეაქტიული ნაკადი კალიფორნიიდან ევროპამდეფრენის ხანგრძლივობას, საპირისპირო მიმართულებასთან შედარებით, დაახლოებით ერთისაათით ამცირებს.

საჰაერო მარშრუტები არა მარტო რეაქტიული ნაკადის საექსპლოატაციო მახასიათებლების,არამედ უსაფრთხოებისა და უშიშროების ფაქტორების გავლენასაც განიცდის. თვითმფრინავისმოძრაობა განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების თავზე, დადგენილი საჰაეროსვლაგეზის მიმართულებით ხდება. კომერციული მარშრუტების განვითარება სამი ფაქტორითააგანპირობებული:

საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნილების სიდიდე; მგზავრებისა და ტვირთების ოპერირებისთვის ხმელეთზე ადეკვატური

აღჭურვილობის აუცილებლობა; საერთაშორისო შეთანხმებები.

1944 წლის ჩიკაგოს კონვენციამ „ჰაერის თავისუფლების“ ხუთი პუნქტი განსაზღვრა, რომელიცპრაქტიკაში დაინერგა ქვეყნების წყვილებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებებით (სურ. 5.1).

Page 56: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

56

პირველი თავისუფლება ეხება სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცის გამოყენებისპრივილეგიას;

მეორე თავისუფლება ეხება სხვა ქვეყანაში „ტექნიკური“ მიზეზით დაშვების უფლებას; მესამე და მეოთხე თავისუფლებები ეხება კომერციულ ორწერტილოვან მოძრაობას ორ

ქვეყანას შორის მათი შესაბამისი ავიახაზებით; მეხუთე თავისუფლება ავიაკომპანიებს აძლევს მგზავრების აყვანის და გადმოსხმის

საშუალებას თავისი დესტინაციისგან განსხვავებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს თავისუფლებები საერთაშორისო პოლიტიკის ძლიერ გავლენასგანიცდიდნენ, თუმცა ცივი ომის დასრულებამ კომერციული მოსაზრებები უფრომნიშვნელოვანი გახადა. მაგ., ვინაიდან რუსეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა უკვეჩამოყალიბებულ ავიაკომპანიებს უცხოური ვალუტის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა, ახალითავისუფლებები ჩამოყალიბდა. მეექვსე და მეშვიდე თავისუფლებები უფლებას აძლევენავიაკომპანიას, აიყვანოს მგზავრები მათი წარმოშობისაგან განსხვავებულ ქვეყანაში, დააბრუნოსისინი საწყის პოზიციაზე ან „ჰაბში“ (hub – კვანძში) და შემდეგ გადაიყვანოს სხვა დესტინაციაში.მაგ., ჰოლანდიურ ავიაკომპანიას KLM შეუძლია მგზავრების აყვანა ლონდონში, შემდეგ მათი

Page 57: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

57

ამსტერდამში დაბრუნება, სადაც მოხდება თვითმფრინავებს შეცვლა და მათი კიტოში ან სანპაულოში წაყვანა. ეს ცნობილია, როგორც „ჰაბისა და წკირის“ (“hub and spoke”) ფუნქციონირება,რამაც რეგიონალური და საკვანძო აეროპორტების განვითარების წახალისება მოახდინა.

საერთაშორისო შეთანხმებები ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდება საჰაერო სატრანსპორტო სისტემისდერეგულაციის გამო. ეს ნიშნავს, რომ მთავრობებს აღარ აქვთ უფლება, გააკონტროლონფრენის მარშრუტები, ფასები და მოძრაობის მოცულობა მათი საზღვრების შიგნით ან გასწვრივ.პირველი მთავარი ქვეყანა, რომელმაც 1970-იანი წლების ბოლოს მოახდინა დერეგულაცია, აშშიყო, რომელსაც 1990-იან წლებში ევროკავშირმაც მიჰბაძა. დერეგულაციები

ახდენს ავიახაზებს შორის კონკურენციის წახალისებას; იწვევს სტრატეგიული ალიანსების შექმნას ისეთ ავიაკომპანიებს შორის,

როგორებიცაა “Star Alliance” და “One World” ალიანსს შორის; ახდენს რეგიონალური ავიახაზებისა და რეგიონალური აეროპორტების ზრდის

წახალისებას; დატვირთულ მარშრუტებზე უპირატესობას ანიჭებს „საბიუჯეტო“ ან

დაბალფასიანი გადამყვანების (low cost carriers – LCCs) განვითარებას.

მიუხედავად ამისა, ბევრი ქვეყანა, სამხედრო უსაფრთხოების ან ეროვნული „ფლაგმანი-გადამყვანის“ (რომელიც, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მფლობელობაშია და მნიშვნელოვანწილადსუბსიდირებული) უცხო ქვეყნებთან შეჯიბრისგან დაცვის მიზნით, ჯერ ისევ ეთანხმება „ღიაცის“ პოლიტიკას.

მსოფლიოს სარეისო საერთაშორისო ავიახაზების მარშრუტები და ტარიფები კონტროლდებასაერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (International Air Transport Association –IATA) მიერ, რომელსაც მათი უმეტესობა მიეკუთვნება. ამ მიზნით, IATA-მ მსოფლიო სამსატრანსპორტო არეალად (Traffic Conference Area) დაჰყო (სურ. 5.2).

Page 58: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

58

მსოფლიოს საჰაერო მოძრაობის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია 3 ძირითად რეგიონში –აშშ აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთ ევროპა და აღმოსავლეთ აზია. ეს განპირობებულიაროგორც მათი მოსახლეობის რაოდენობით, ისე ამ რაიონების სტრატეგიული მდებარეობით.ლონდონის მდგომარეობა განსაკუთრებით ხელსაყრელია, ვინაიდან ის მდებარეობს დედამიწის„ხმელეთის ნახევარსფეროს“ ცენტრში, სადაც თავმოყრილია მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზემეტი და მსოფლიო ინდუსტრიული სიმდიდრის უფრო მეტი რაოდენობა.

ევროპასა და ჩრდილო ამერიკას შორის არსებული „საჰაერო ხიდი“ ჩრდილო ატლანტიკაზეყველაზე დატვირთული კონტინენტებსშორისი მარშრუტია, რომელიც ერთმანეთს აკავშირებსმსოფლიო სიმდიდრისა და მრეწველობის უდიდესი თავმოყრის ადგილებს.ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების ტევადობამ და ავიახაზებს შორის მკაცრმაკონკურენციამ გამოიწვია ისეთი ფასების დადგენა, რომ ფრენა ხელმისაწვდომი გახდა ამქვეყნების მოსახლეობის უმეტესობისთვის, და, ხატოვნად თუ ვიტყვით, ატლანტიკა ტბორამდედაპატარავდა, რომლის გადაკვეთა რამდენიმე საათშია შესაძლებელი.

სასაათო სარტყლები

საერთაშორისო მგზავრობას, თუ ის სამხრეთის ან ჩრდილოეთის მიმართულებისგან სხვა მხარესხორციელდება, ესაჭიროება დროის ცვლა. დროში სხვაობა არის დედამიწის მზის გარშემომოძრაობის შედეგი; ნებისმიერ მოცემულ მომენტში რომელიმე ადგილზე თუ შუადღეა,იმავდროულად მსოფლიოს ნახევარში ამ ადგილიდან მოშორებით აღმოსავლეთით ანდასავლეთით – შუაღამეა. ჩვენთვის მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს,ამასობაში კი დედამიწა ყოველ 24 საათში ერთ სრულ ბრუნს აკეთებს. კოსმოსიდან თუდავაკვირდებით, რეალურად დედამიწა თავისი ღერძის გარშემო გრძედის 3600-ით ტრიალდება.რაც იმას ნიშნავს, რომ გრძედის ყოველი 150-თვის დრო ან ერთი საათით წინ არის ან –ჩამორჩება; მზის მოჩვენებითი მოძრაობის გამო, გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთითმდებარე ადგილებს უფრო გვიანი დრო აქვთ, დასავლეთით კი – ადრეული საათი.

თეორიულად ყოველ დასახლებას თავისი ლოკალური დროის შერჩევა შეუძლია. რკინიგზისგანვითარებამ გამოიწვია მატარებელთა მოძრაობის განრიგების სტანდარტიზაციისაუცილებლობა, რაც გრინვიჩის მერიდიანზე დაყრდნობით სასაათო სარტყლებისსაერთაშორისო სისტემის გამოყენებით განხორციელდა. 1884 წლიდან მსოფლიო 24 სასაათოზონად დაიყო, სადაც გარკვეული მერიდიანის ორივე მხარეს, მთლიანობაში 150-იან ფართოსარტყელს, თავისი ადგილობრივი დრო მიენიჭა. ხშირად ეს პოლიტიკურ ერთეულებსდაამთხვიეს და ზუსტად არ გაჰყვნენ მერიდიანს (მაგ., პარიზი ლონდონზე ერთი საათით წინარის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავე სასაათო სარტყელში მდებარეობენ). ზოგიერთიქვეყანა კი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ უბრალოდ მიესადაგოს ერთი სტანდარტული დრო.რუსეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ყველა ქვეყანაზე მეტად – 11 სასაათო სარტყელზეაგადაჭიმული, მას მოსდევს კანადა 6 სარტყლით, ხოლო მის მომიჯნავე აშშ-ს (ალასკისა დაჰავაის გარდა) – 4 აქვს: აღმოსავლეთის, ცენტრალური, მთების და წყნაროკეანური. ამის

Page 59: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

59

საპირისპიროდ, ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე ბეიჯინგის დროა. დასავლეთ ნახევარსფეროსქვეყნებს აქვთ მინუსით აღნიშნული სასაათო სარტყლები, რომლებიც უჩვენებენ, თუ რამდენისაათით „ჩამორჩებიან“ ისინი გრინვიჩის საშუალო დროს (Greenwich Mean Time – GMT),რომელიც ლონდონზე გამავალი გრინვიჩის მერიდიანის სტანდარტულ დროს წარმოადგენს.აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მდებარე ქვეყნებს კი დადებითი რიცხვით აღნიშნული სასაათოსარტყლები აქვთ, რაც იმას მიუთითებს, თუ რამდენი საათით „უსწრებენ“ ისინი გრინვიჩისსაშუალო დროს. გრინვიჩის მერიდიანზე როდესაც შუადღეა, მხოლოდ მაშინ არის მთელმსოფლიოში ერთი და იგივე დღე (თარიღი); ყოველ სხვა მომენტში 1800-იანი მერიდიანისსხვადასხვა მხარეს 24 საათიანი განსხვავებაა. 1884 წელს შემოღებულ იქნა ასევე თარიღთაცვლის საერთაშორისო ხაზი (International Date Line – IDL), საზღვარი, სადაც ყოველი დღეშუაღამისას იწყება და მაშინვე იწყებს გავრცელებას დასავლეთის მიმართულებით მთელსდედამიწაზე. თარიღთა ცვლის საერთაშორისო ხაზის გავლება დაემთხვა ყველაზე დიდ ოკეანესდა შეესაბამება 1800-იან მერიდიანს იმ გამონაკლისების გარდა, სადაც, იმის გამო, რომ წყნარიოკეანის გარკვეულ ტერიტორიებსა და კუნძულთა ჯგუფებს ჰქონოდათ ერთი კალენდარულიდღე, დაშვებულია გადახრები. კალენდარი თარიღთა ცვლის საერთაშორისო ხაზისდასავლეთით (აზიაში) ყოველთვის ერთი დღით წინ არის, ვიდრე მის აღმოსავლეთ ნაწილში(ამერიკა).

მაშინ, როდესაც საავტომობილო ან სარკინიგზო მოგზაურები სასაათო სარტყლის საზღვრისგადაკვეთისას თავიანთ საათებს უბრალოდ ერთი საათით გადაწევით ასწორებენ, შორეულისაჰაერო მოგზაურობა მეტ სირთულეს ქმნის. მაგ., ლონდონსა და სინგაპურს შორის დროშისხვაობა 7 საათი და 30 წუთია და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ფრენისდროის დასადგენად ანუ იმის გასაგებად, რეალურად რამდენი საათია საჭირო ლონდონიდანსინგაპურამდე ფრენისთვის. რეაქტიული თვითმფრინავით მგზავრობა მრავალი სასაათოსარტყლის გადაკვეთით იწვევს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი რიტმის დარღვევას, რაცდღისა და ღამის 24-საათიან ციკლს ეხმიანება. ორგანიზმის დღე-ღამური რიტმის დარღვევაინდივიდუალურია და განსხვავდება სხვადასხვა მოგზაურებს შორის. უფრო რთულიახანგრძლივი – დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ფრენის გადატანა, ვიდრე დასავლეთისკენმიმართული მგზავრობა.

საერთაშორისო აეროპორტების განლაგება

მთავარი საერთაშორისო აეროპორტი უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყნის ან რეგიონისძირითად ჭიშკარს წარმოადგენს, ამდენად პირველი შთაბეჭდილება ძალზე მნიშვნელოვანია.ასეთ აეროპორტს ესაჭიროება რამდენიმე სამგზავრო და სატვირთო ტერმინალი, სასტუმროებისაკონფერენციო დარბაზებით, ასევე ავტომობილების ხანგრძლივი სადგომის, ავტობუსებისა დასარკინიგზო ტრანსპორტის მოხერხებული ურთიერთგანლაგება. ის უზრუნველყოფს ათასობითსამუშაო ადგილს საცალო ვაჭრობის, კვებისა და სატრანსპორტო სექტორებში და დიდი

Page 60: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

60

ურბანული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ყველა პრობლემა აწუხებს. ამავე დროს, 2001წლის 11 სექტემბრის შემდეგ უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

უდიდეს რეაქტიულ თვითმფრინავებს ფუნქციონირებისთვის 3 ათას მეტრზე მეტი სიგრძისასაფრენი ბილიკები სჭირდებათ. ტროპიკულ და განსაკუთრებით მაღალ მთებში მდებარექვეყნებში ეს ბილიკები უფრო გრძელი უნდა იყოს, ვინაიდან გაიშვიათებული ჰაერისპირობებში რეაქტიულ თვითმფრინავს ასაფრენად მეტი გარბენი ესაჭიროება. ამიტომ მთავარაეროპორტს საკმაოდ დიდი ტერიტორია სჭირდება. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ადგილისფიზიკური ბუნება; ის შეძლებისდაგვარად სწორი და ადვილადმისადგომი უნდა იყოს.დამსვენებლებში ძალზე პოპულარულ პატარა კუნძულებზე და მსოფლიო ქალაქებისსიახლოვეს ასეთი ადგილები არც ისე ადვილი მოსანახია. რიო-დე-ჟანეიროში, ოსაკასა და ჰონგკონგში აეროპორტები ზღვისთვის „გამოტაცებულ“ მიწებზე აშენდა. ასაფრენი ბილიკები ისეუნდა დაიგეგმოს, რომ თვითმფრინავი გაბატონებული ქარის საპირისპიროდ აფრინდეს,აეროპორტები კი ინდუსტრიული საწარმოების დიდი თავმოყრიდან მონაბერი ქარისსაწინააღდეგო მიმართულებით უნდა განთავსდეს, რადგან ის სმოგსა და დაბალ ხილვადობასიწვევს. ამიტომ ადგილობრივი ამინდის ჩანაწერები ძალზე მნიშვნელოვანია.

ამავე დროს აეროპორტი ისე უნდა განთავსდეს, რომ ის ადვილად მისადგომი იყოს ადამიანთათავმოყრის იმ დიდი ცენტრებისთვის, რომელსაც პირველ რიგში უნდა მოემსახუროს.აეროპორტების უმეტესობა ასეთი ქალაქებიდან 20-30კმ-ით არის დაშორებული მაშინ, როდესაცნარიტა ტოკიოს ცენტრიდან 50კმ-ზე მდებარეობს. ქალაქის ცენტრებთან დამაკავშირებელიზედაპირული სატრანსპორტო ქსელის კონსტრუირებისა და სრულყოფისათვის მნიშვნელოვანიინვესტიციებია განსახორციელებელი, რაც მთლიან სამოგზაურო დროს შეამცირებს. ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესტურისტებისთვის მოკლე მანძილზე ფრენისას.ჩვეულებრივ, არსებობს ძირითადი ქსელისგან განცალკევებული საავტომობილო კავშირები ანმჭიდროდ დასახლებულ რაიონებში – სპეციალიზებული ჩქაროსნული რკინიგზები.

საჰაერო მოძრაობის ზრდამ გამოიწვია, რომ ბევრმა აეროპორტმა გადააჭარბა მგზავრებისა დათვითმფრინავების მისთვის დასაშვებ ტევადობას, რაც მის უსაფრთხო და ეფექტურფუნქციონირებას აფერხებს. ეს საჰაერო ტრანსპორტის განვითარების რეალურ დაბრკოლებადიქცევა. თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ტურიზმისა დაეროვნული ეკონომიკისთვის, ახალი აეროპორტების მშენებლობას ან არსებულის გაფართოებასგანვითარებულ ქვეყნებში ენერგიული მოწინააღმდეგეები ჰყავს. ეს ძირითადად გარემოსხმაურით დაბინძურებისა და მიწების სიმცირის (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში) გამოხდება. შედეგად, მცირე და საშუალო მარშრუტებზე მოგზაურობისათვის გარკვეული როლიენიჭება მოკლე გარბენისა და დაშვების მქონე თვითმფრინავებს (short take-off and landing –STOL). შვეულმფრენს ხმელეთზე მინიმალური პირობები სჭირდება, მაგრამ ხმაურიანი დაძვირადღირებულია, ასევე შეზღუდული დიაპაზონი და ტევადობა გააჩნია. თუმცა ისინი მაინცფართოდ გამოიყენება ბიზნეს მოგზაურობებისთვის, ჩრდილო ამერიკაში კი – შემეცნებითიფრენების ან მოშორებულ მთიან რაიონებში მთამსვლელობის ან თხილამურებზე სასრიალოდჩასასვლელად. არსებობს ჰიდროთვითმფრინავებისა და დირიჟაბლების ახალი ვერსიების

Page 61: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

61

გამოყენების სფეროები. დირიჟაბლები ნელია, მაგრამ ზედგამოჭრილი მდიდრულიკრუიზებისთვის და მათი 1930-იანი წლების უბედური წინამორბედებისგან განსხვავებით,ისინი მამოძრავებელ ენერგიად ჰელიუმს იყენებენ.

სახმელეთო ტრანსპორტი

საჰაერო ტრანსპორტისგან განსხვავებით, რომელიც თავისი მასშტაბით მთელ მსოფლიოსფარავს, სახმელეთო (საავტომობილო ან სარკინიგზო) მოგზაურობა გარკვეულწილადშეფერხებულია ეროვნული საზღვრებით. საზღვრების მცირე რაოდენობა „შეუღწევადიტერიტორიაა“, როგორც მაგალითად, ცივი ომის ხანის რკინის ფარდა იყო, ასეთ შემთხვევებშიშესვლა შეზღუდულია. მონიშნული საზღვრის გადაკვეთის ადგილებში მდებარე ქალაქებიშემოსავალს მეზობელი ქვეყნებიდან სავაჭროდ ჩამოსული ექსკურსანტებისაგან იღებენ. 11სექტემბრის შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტი ტერორიზმისაგან შედარებით უსაფრთხოდითვლებოდა, მაგრამ ეს შეხედულება შეიცვალა 2004 წლის 11 მარტს მადრიდის სარკინიგზოტერმინალის ატოჩას აფეთქების შემდეგ. მაშინ ხელისუფალთ გააცნობიერეს, რომ საჭიროებისშემთხვევაში უსაფრთხოების ზომების განხორციელება ზედაპირულ ტრანსპორტზე გაცილებითრთულია, ვიდრე საჰაეროზე.

საავტომობილო ტრანსპორტი

საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი უპირატესობა კარიდან–კარამდე მოქნილმომსახურებაში მდგომარეობს. ამასთან, ტრანსპორტის სხვა სახეობებით განხორციელებულინებისმიერი მოგზაურობა აუცილებლად იწყება ან მთავრდება საავტომობილო მომსახურებით.ამასთან ერთად იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საავტომობილო ტრანსპორტი მცირეტევადობისაა და შედარებით დაბალი სიჩქარით გადაადგილდება, დავასკვნით, რომ ისგანსაკუთრებით შესაფერისია მოკლე და საშუალო დისტანციებზე სამოგზაუროდ. ამასთან,რეკრეაციული ტრანსპორტის განვითარება (Recreational vehicles – RVs) ხელს უწყობსმოტორიზებული განთავსების საშუალების შექმნას. საავტომობილო ტრანსპორტის მთავარინაკლი ის არის, რომ გზას ბევრი მოსარგებლე ჰყავს, რაც მოთხოვნილებათა პიკის პერიოდებშისაცობებს იწვევს. ვინაიდან ტურიზმი ხასიათდება კვირისა და წლიური პიკებით, ეს შესაძლოამთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კერძოავტომობილი ტურიზმის სახეობათა უმეტესობისთვის დომინანტ სატრანსპორტო საშუალებადიქცა. ტურისტული ავტობუსი კი დამსვენებელთა გაცილებით ნაკლებ რაოდენობას ემსახურება.ტურისტული ავტობუსის ფუნციონირება განრიგით მოძრავი ავტობუსისგან იმითგანსხვავდება, რომ ის ძირითადად ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილს წარმოადგენს დაკომფორტისა და მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებს იცავს. ტურისტული ავტობუსითმგზავრობა არა მარტო სატრანსფერო მომსახურებას გულისხმობს აეროპორტიდან ან სხვა

Page 62: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

62

ტერმინალიდან, არამედ კურორტებიდან საექსკურსიოდ ან უბრალოდ დასასვენებელიმოგზაურობისთვის გამოიყენება, რაც თავისთავად წარმოადგენს პროდუქტს.

მზარდი მოტორიზებული მოსახლეობის მოთხოვნილებებმა და შორ მანძილებზე ტურისტულიავტობუსების მომსახურების განვითარებამ ბიძგი მისცა ავტომაგისტრალების საერთაშორისოსისტემის შექმნას. ავტომობილის პოპულარობა იმით არის განპირობებული, რომ ის ადამიანებსსთავაზობს კომფორტს, დროში მოქნილობას, მარშრუტისა და დესტინაციის არჩევას დაკარიდან–კარამდე მომსახურებას. კერძო ავტომობილებზე მოთხოვნილებამ განაპირობამოტელებისა და პერსონალურ მობილურობასთან დაკავშირებული სხვა საშულებებისტურისტული ლანდშაფტის წარმოქმნა.

თანამედროვე ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის მსოფლიოში 1მილიარდი ავტომობილი იქნება, ყველაზე მზარდია ჩინეთი და მესამე სამყაროს სხვა ქვეყნები.მიუხედავად ამისა, განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მანქანის ფლობა ფუფუნებაა, ხოლოსაზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემები ხშირად განუვითარებელია. მგზავრთასატრანსპორტო მომსახურებისთვის ხდება ამერიკული ყოფილი სასკოლო ავტობუსების,ჯიპების ან თუნდაც სატვირთო მანქანების გადაკეთება. კლიმატური პირობები გავლენასახდენენ როგორც საავტომობილო სატრანსპორტო სისტემებზე, ისევე გამოსაყენებელისატრანსპორტო საშუალებების ტიპზე. ტროპიკების უზარმაზარ ტერიტორიებზე ლატერიტულიგრუნტის გზების საკმაოდ ექსტენსიური ქსელებია; ასეთი გზები მშრალ სეზონზესიცოცხლისუნარიანია, მაგრამ წვიმების შემდეგ გაუვალი ხდება. სუბარქტიკულ რაიონებშიავტომაგისტრალებს მოხრეშილი ზედაპირი აქვს, რომელიც ბეტონზე ნაკლებ ზიანდება ყინვისადა ზამთრის ათბობის დროს. ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ „ლოკომოტივის ერა“ გამოტოვადა ეროვნული ერთიანობისა და ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად დიდი ინვესტიციებიმოახმარა გზათა მშენებლობას. ბრაზილია ერთ-ერთი მაგალითია, რომელსაც ავტობუსებითშორეული მომსახურების ექსტენსიური ქსელი აქვს. საერთაშორისო საგზაო პროექტები, მ.შ. პან-ამერიკული ავტოსტრადა ლათინურ ამერიკაში და ტრანს-კონტინენტური გზები აფრიკასა დააზიაში, შეიძლება გამოყენებულ იქნან სახმელეთო ექსპედიციებისა და სათავგადასავლოტურისტების მიერ თუკი პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.

დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში ავტომაგისტრალების ქსელი ერთმანეთთანაკავშირებს ძირითადი ქალაქების უმეტესობას და სამრეწველო რაიონებს, თუმცადასასვენებელი კურორტები ხანდახან ნაკლებადაა გზებით უზრუნველყოფილი.ავტომაგისტრალებმა შეამცირა მგზავრობის დრო, ასევე საგრძნობლად იკლო საგზაოშემთხვევების რიცხვმა. სპეციალურად ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დაგეგმილიგზები შენდება სილამაზით მიმზიდველ სანაპირო და მთის რაიონებში. თუმცა გზებისგადაჭარბებულმა მშენებლობამ და მისმა თანმდევმა განვითარებამ შეიძლება გაანადგუროს ისსილამაზე, რის სანახავადაც ჩამოვიდა ტურტისტი.

კერძო ავტომობილმა მეტი ინდივიდუალური თავისუფლება გამოიწვია. ზოგიერთებიამტკიცებენ, რომ დასავლეთი უკვე ხასიათდება „ჰიპერმობილურობით“ და გულისხმობენ, რომ

Page 63: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

63

ბევრი დასვენების მიზნით განხორციელებული მგზავრობა სრულიად ზედმეტია და შესაძლოაცხოვრების სტილის შეცვლით შემცირდეს. საეჭვოა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიავტომფლობელთა რიცხვი შემცირდეს, მაგრამ ურბანულ რაიონებში ავტობუსებისა დატრამვაის მომსახურების გაუმჯობესებით მისით სარგებლობა შეიძლება შეიკვეცოს, მაგ.,პრინციპით „გააჩერე და იმოძრავე“ (“park and ride”). ნათელია, რომ მსოფლიოს დიდ ქალაქებშიავტომობილით სარგებლობის შესამცირებლად უფრო გადამჭრელი ზომებია მისაღები,მაგალითად, ფასიანი გზებისა და გადატვირთულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაშიგადასახადების დაწესება, თუკი ამით მოხერხდება საცობებისა და ჰაერის ძლიერიდაჭუჭყიანების თავიდან აცილება. მესამე სამყაროს ქვეყნებში მოძველებული დიზელისავტობუსები, „კოლექტიური ტაქსი“ და ტაქსი-მოტოციკლის კომბინაციები (მაგ., ველორიკშებისამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) პრობლემებს ქმნიან მოძრაობაში. ქალაქის ადმინისტრაცია მთელმსოფლიოში ფულს უფრო დებს „სწრაფ ტრანზიტში“ – ავტომატიზებულ ვიწროლიანდაგიანრკინიგზაში მგზავრთა დიდი ტევადობით, როგორიცაა ბანგკოკის „სქაითრეინ“ (“Skytrain”),ვიდრე საქალაქო ავტომაგისტრალების მშენებლობაში.

ავტომობილით სარგებლობის გაკონტროლება სოფლადაც შესაძლებელია მოძრაობისმენეჯმენტის ორიგინალური სქემების გამოყენებით. თუმცა, ტრანსპორტის ყველაზეეკოლოგიური ფორმები მოტოციკლით და ცხენით სიარულია; ამ სახეობათა პოპულარობაიზრდება, მაგრამ ხელოვნური მამოძრავებელი ენერგია ჯერ ისევ საჭიროა დესტინაციურრაიონამდე ჩასასვლელად და ტურისტული ჯგუფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისუზრუნველსაყოფად. ევროპაში მოგზაურებისთვის, მოტოციკლისტებისა და მხედრებისთვისვითარდება „მწვანე მარშრუტების“ ქსელი, რომელთა უმეტესობა გამოუყენებელი რკინიგზებითსარგებლობს. მესამე სამყაროს მოშორებულ მთიან რაიონებში მასპინძელ გარემოზე გავლენისგამო მხედარი ტურისტები უფრო მისაღებია, ვიდრე ავტოტურისტები.

სარკინიგზო ტრანსპორტი

საავტომობილო გზისგან განსხვავებით, რკინიგზას ერთი მოსარგებლე ჰყავს, ასევე,მოთხოვნილებიდან გამომდინარე, განსხვავებული ვაგონების დამატებაა შესაძლებელი. ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასვენების რაიონებისთვის, სადაც შესაძლებელიასპეცმატარებლების ექსპლოატირება. ასევე სპეცვაგონების წარმოება, მაგალითად, ვაგონ-რესტორანი ან სამზერი ვაგონები წარმტაცი ბუნების მარშრუტებზე. რკინიგზის ძირითადინაკლი იმაში მდგომარეობს, რომ გზის, სიგნალების გადამცემების და სხვა აღჭურვილობისმოვლა-შენარჩუნებისათვის გზით მხოლოდ ერთმა მოსარგებლემ უნდა გადაიხადოს.რკინიგზის გაყვანა განსაკუთრებით ძვირია, რადგან შემადგენლობას მოძრაობა მხოლოდგარკვეული დახრის კუთხის პირობებში შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ქანების ნგრევის,ვიადუკებისა და გვირაბების საინჟინრო სამუშაოები ძვირი ჯდება, განსაკუთრებით შორმანძილებსა და მთიან რაიონებში. ამიტომ რკინიგზა ცნობილია მაღალი ფიქსირებულიდანახარჯებით და გზისა და მოძრავი შემადგენლობის ეფექტური გამოყენების მოთხოვნით,

Page 64: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

64

რათა მოხერხდეს ამ მაღალი ხარჯების დაფარვა. რკინიგზის სიჩქარე და ტევადობა, რომელსაცდიდი რაოდენობით მგზავრების გადაყვანა შეუძლია, შესაფერისს ხდის მის გამოყენებას 200-500კმ-ზე ძირითად ქალაქებს შორის სამოგზაუროდ.

მე-19 საუკუნეში რკინიგზის დანერგვამ რევოლუცია მოახდინა ტრანსპორტის სფეროში დაადამიანების დიდ ჯგუფებს შორ მანძილებზე შედარებით იაფად მგზავრობის საშუალება მისცა.დიდი ტრანს-კონტინენტური რკინიგზები 1914 წლამდე აშენდა, როდესაც ტრანსპორტის სხვასახეობების მხრიდან ჯერ კიდევ არ იყო სერიოზული კონკურენცია. პირველი იყო Union Pacific,ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოს შორის, რომელმაც ამერიკის დასავლეთი „გახსნა“ დასახლებისა დატურიზმისთვის. პულმანის ვაგონის დანერგვით შორეულ მარშრუტებზე მოგზაურობაიმავდროულად კომფორტულიც გახდა. Canadian Pacific აშენდა როგორც პოლიტიკური, ისეეკონომიკური მიზეზებით, იგივე შეიძლება ითქვას Australian Trans-continental-ზე, რომელმაცპერტი და სიდნეი ერთმანეთს დააკავშირა. მსოფლიოს უგრძესი ხაზი Trans-Siberian, რომელიცმოსკოვსა და ვლადივოსტოკს აკავშირებს, 15 წელი შენდებოდა (1891-1905) და ჯერ ისევ რჩებაციმბირის სასიცოცხლო ხაზად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რკინიგზას კონკურენტები გამოუჩნდა: საჰაერო ავიახაზები შორდა კერძო ავტომობილები – მცირე მანძილებზე სამოგზაუროდ. ქვეყნების უმეტესობაში ახალირკინიგზების მშენებლობა ფაქტობრივად აღარ ხდება, მაგრამ გაუმჯობესდა რკინიგზა დაორთქლი, როგორც მამოძრავებელი ენერგია, დიზელის ძრავით ან ელექტროენერგიითშეიცვალა. მგზავრების რკინიგზით გადაყვანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნაჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. მეორეს მხრივ, საფრანგეთში, ჩინეთსა და იაპონიაში,მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში,ჩქაროსნული მატარებლების განვითარებისა და ძირითად ქალაქებს შორის მაგისტრალურიხაზების სრულყოფაში. დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის გვირაბმა ინგლისსა და საფრანგეთსშორის წაახალისა სარკინიგზო ტურისტული პროდუქტის განვითარება, ისეთის, როგორიცაა„ევროსტარის“ მომსახურება ლონდონსა და პარიზი/ბრიუსელს შორის. არის ასევე ბაზარზეფუფუნების სეგმენტის განვითარების საშუალება, რომელიც ეფუძნება ნოსტალგიას 1920-იანიწლებისადმი, ამ პროდუქტს წარმოადგენს აღდგენილი “Orient Express”. ენვაირონმენტალიზმისზრდა და მომავლის ენერგოკრიზისზე წუხილი გვკარნახობს გადატვირთული სივრციდან დაგზებიდან სხვა მიმართულებებზე გადართვას. შესაძლოა ირონიულად ჟღერდეს, მაგრამჩქაროსნულ მატარებლებს (მაგ., TGV საფრანგეთში) თავად შეხვდათ წინააღმდეგობაენვაირონმენტალისტებისგან.

მთიან რაიონებში, მაგ., შვეიცარიაში, სპეციალურად დაპროექტებული რკინიგზები (დიდიდახრილობის კუთხის გამო) დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა და ამჟამად ისინი თავადწარმოადგენენ ტურისტულ ატრაქციებს. თუმცა საბაგიროები უფრო უნივერსალური დარენტაბელურია, თანაც უფრო სწრაფია დიდი რაოდენობის მოთხილამურეებისა და სხვატურისტების ტრანსპორტირებისთვის.

Page 65: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

65

საწყლოსნო ტრანსპორტი

საწყლოსნო ტრანსპორტი, საჰაეროსთან შედარებით, ნელია – თვითმფრინავი ატლანტიკას 20-ჯერ გადაკვეთს, ხოლო გემი იმავე დროში ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს. 1960-იანი წლებისბოლოსთვის ჩრდილო ატლანტიკის შორეული მარშრუტების უმეტესობა ავიალაინერებისსასარგებლოდ დაიკარგა. ამას გარდა, აღელვებული ზღვისთვის დამახასიათებელი 6 ტიპისმოძრაობა ცუდად მოქმედებს ბევრ ტურისტზე. თუმცა ტრანსპორტის ამ სახეობას აქვს შემდეგიუპირატესობები:

o გემები შედარებით ნაკლებ საწვავს ხარჯავენ;o გემები, საავტომობილო ან საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით, მეტი

დეტალიზაციით შეიძლება აიგოს, რათა ერთდროულად შეძლოს რამდენიმე ათასიმგზავრის გადაყვანა შორეულ დისტანციაზე. თუმცა ზომების ზრდას შესაძლოამოჰყვეს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნა;

o გემებს მაღალი დონის კომფორტის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ამან გამოიწვიასაკრუიზო ბაზრის განვითარება, რომელიც წარმოადგენს „მცურავ კურორტზე“„მოგზაურობას მოგზაურობისთვის“;

o გემები შეიძლება დაპროექტდეს, როგორც დატვირთვა–გადმოტვირთვის ბორნები,რომლებიც დიდი რაოდენობით ავტოტრანსპორტს იტევენ და ის ფაქტიურად „მცურავხიდს“ წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში ბაზარი მიმართულია მძღოლებისკენ,რომლებიც მოკლე საზღვაო მარშრუტზე გადაადგილდებიან, როგორც, მაგ., ლა-მანშისგადაკვეთა.

ტექნიკური მიღწევები საშუალებას იძლევიან, დაიძლიოს საზღვაო ტრანსპორტის ზოგიერთიბუნებრივი უხერხულობა. ჩვეულებრივი გემი გამოდევნის წყლის ისეთ რაოდენობას, რამდენსაცთვითონ იწონის. ეს ნაწილობრივ შეიძლება დაიძლიოს წყალქვეშაფრთიანი გემებით, სადაცკორპუსი წყლის ზევითაა აწეული წყალქვეშ ჩაშვებული კილიტით, რომელიც თვითმფრინავისფრთებივით მოქმედებენ, ან გემი ჰაერის ბალიშზე, რომელიც წყლის ზემოთ აკავებს გემს. თუმცაარც წყალქვეშაფრთიანი და არც ჰაერის ბალიშიანი გემები შორეულ საოკეანო მოგზაურობებშიარ მონაწილეობენ, რადგან ისინი მოწყვლადები არიან აღელვებული ზღვისა და ძლიერიქარების პირობებში, ასევე მათი ტევადობისა და ოპერირების დიაპაზონის შეზღუდულობისგამო. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება მოკლე საზღვაო მარშრუტებზე, სადაც მათისიჩქარე (ჩვეულებრივ, გემზე თითქმის სამჯერ მეტი), მანევრირებადობა და პორტში სწრაფადდაბრუნების შესაძლებლობა, დიდ უპირატესობას ანიჭებს მათ. ტალღის მჭრელი კატამარანებიზოგიერთ მარშრუტზე ტრანსპორტის ზემოთ აღნიშნულ სახეობებზე უფრო უნივერსალურიაღმოჩნდნენ. შედეგად, გემი ჰაერის ბალიშზე თანდათან გამოიდევნება ავტომობილებისსაბორნე მომსახურებიდან, მაგრამ მათი წყალ-ხმელეთა თვისებების გამო მას კარგადმიესადაგება სპეციფიური, დაჭაობებული ლანდშაფტების რაიონებში ფუნქციონირება.წყალქვეშაფრთიან გემებს არ შეუძლიათ ავტომობილების გადაზიდვა, მაგრამ მათ დაამტკიცესთავისი უპირატესობები ტბებზე ოპერირებისას, მაგ., ჩრდილო იტალიაში და რუსეთის ფართო

Page 66: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

66

წყლებში. საოკეანო სწრაფმავალ გემებს, საჰაერო და საწყლოსნო სახეობების უპირატესობებისკომბინირებით, განვითარების შესანიშნავი პოტენციალი აქვთ, რაც ამჟამად მუშავდება.

საზღვაო მარშრუტების მსოფლიო ნიმუში

უნდა განვასხვაოთ შორეული და მოკლე საზღვაო მარშრუტები, განსაკუთრებით ევროპასა დახმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც ბორნები საავტომობილო და სარკინიგზო მოგზაურებისსაერთაშორისო მოძრაობაში სასიცოცხლო კავშირებს უზრუნველყოფენ. კრუიზებიგანსაკუთრებული კატეგორიაა, ვინაიდან ის დასვენების ტიპია და არა ერთი პუნქტიდანმეორეში მგზავრობა.

შორეული მარშრუტები

მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიული წყლების გარეთ ღია ზღვის თავისუფლებისუპირტესობის არსებობისა, გემები იშვიათად ახორციელებენ დიდი წრის მარშრუტებს.სანაცვლოდ ისინი დაცურავენ იმ საზღვაო გზებზე, რომლებიც ცნობილია კარგი უბეებისარსებობით და თავს არიდებენ ისეთ უბნებს, რომლებიც ხასიათდებიან შტორმებითა დაყინულოვანი საფრთხეებით. მნიშვნელოვანია ეკონომიკური გათვლები; ყველაზე პოპულარულიმარშრუტები ევროპას მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან აკავშირებენ. შორეულმარშრუტებზე მდებარე ბევრმა პორტმა, ლივერპულისა და ვალპარაისოს ჩათვლით, ვაჭრობისფორმის შეცვლის შედეგად, დაქვეითება განიცადა. ტურისტები და ლეგალური ემიგრანტებიბიზნესის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენენ, რადგან ავიახაზებისა და სამგზავრო ლაინერებისექსპლოატაციით დაკავებული თანამშრომლების ხელფასებზე მაღალი დანახარჯების გამოკონკურენციას განიცდიან. პანამისა და სუეცის არხები, რომლებიც ჰორნისა და კეთილი იმედისკონცხების გარშემო შორეულ მოგზაურობას გემებს თავიდან არიდებენ, ოკეანეებს შორისსასიცოცხლო კავშირებს ამყარებენ. ზოგადად თუ ვიტყვით, ნავიგაციის საერთაშორისორეგულაციები, ავიაციასთან შედარებით, ნაკლებად ეფექტურია. ბევრი გემთმფლობელი„ხელსაყრელი (სხვა ქვეყნის) დროშის ქვეშ“ ოპერირებას ანიჭებს უპირატესობას, უსაფრთხოებისსტანდარტული კანონების მკაცრი დაცვისა და მათი წარმომავლობის ქვეყანაში დასაქმებისკანონების გვერდის ასავლელად.

მოკლე საზღვაო მარშრუტები

დასავლეთ ევროპაში საავტომობილო შვებულებების პოპულარობისა და ევროკავშირის ქვეყნებსშორის ვაჭრობის ზრდის გამო სწრაფად იზრდება მგზავრების ნაკადი მოკლე საზღვაომარშრუტებზე. გემების ტრაილერებით დატვირთავა-გადმოტვირთვის დანერგვამ ამმარშრუტებზე არსებულ პორტებს საშუალება მისცა მანქანების, ავტობუსებისა და

Page 67: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

67

სატვირთოების მეტ რაოდენობას გაუმკლავდნენ და ბორნების უმეტესობა კომფორტისა დამომსახურების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტანდარტებით ახლა უკვე მთელი წლისმანძილზე ფუნქციონირებს. 1994 წელს ლა-მანშის გვირაბის გახსნამ გამოიწვია გემთმფლობელიკომპანიების დასავლეთ ინგლისის არხის ინვესტირებაზე გადართვა. ისეთი პატარა ანერთმანეთს დაცილებული კუნძულთა ჯგუფებისთვის, სადაც აეროპორტები მცირერაოდენობითაა ან იშვიათია, ბორნები ტრანსპორტის ერთადერთ არჩევანს წარმოადგენენ.დასვენების პოპულარული დესტინაციის – საბერძნეთის ეგეოსის ზღვის კუნძულებისშემთხვევაში, დიდი ტევადობის ბორნები კავშირს ამყარებენ კონტინენტზე არსებულპორტებთან მაშინ, როდესაც პატარა გემები კუნძულებსშორის მომსახურებას აწარმოებენ,განსაკუთრებით ზაფხულის პიკის სეზონის დროს. ხორვატიის ადრიატიკის სანაპიროსგასწვრივ მრავალი კუნძულის დასაკავშირებლად უფრო ეფექტურად გამოიყენებაწყალქვეშაფრთიანი გემები. ჰავაის შემთხვევაში კი ბორნები დიდი ხნის წინ შეცვალეს საჰაერომომსახურებით. მესამე სამყაროს კუნძულების ხალხებში, მაგ., ფილიპინებზე, დაბალი ფასებისგამო, ბორნები პოპულარულია, თუმცა უსაფრთხოების სტანდარტები, დასავლეთ ევროპასთანშედარებით, დაბალია. ბორნებს ნაკლებად იყენებენ ბიზნესტურისტები, ვისთვისაც დროფულია; აღსანიშნავი გამონაკლისია რეაქტიულძრავიანი წყალქვეშაფრთიანი გემები, რომლებიცჰონგ კონგსა და მაკაოს აკავშირებენ ერთმანეთთან.

კრუიზები

გემების ფრახტირება ინკლუზიური ტურებისთვის 1860-იან წლებში დაიწყო. მეორე მსოფლიოომამდე ასეთი კრუიზები რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ძირითადად მაღალშემოსავლიანადამიანთა ჯგუფებს ემსახურებოდა, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო და ფინანსებიჰქონდათ. საზღაო მგზავრობა, რომელიც ხშირად ჯანმრთელობის მიზეზით ხორციელდებოდა,უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მონახულებული ადგილები. 1950-იანებში ავიახაზებისმხრიდან მზარდი კონკურენციის გამო, გემთმფლობელებმა რეგულარული სამგზავროლაინერები საკრუიზოდ გადააკეთეს, რაც ადვილი არ აღმოჩნდა, ვინაიდან გემები ხშირშემთხვევაში ასეთი ცვლილებისათვის შეუფერებელი იყო. სულ რამდენიმე პორტს შეუძლია 30ათასტონიანი გემების მიღება.

1960-იან წლებში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფრენა-კრუიზის ტიპის ტურიზმი, რომელიცსაკრუიზო გემს საშუალებას აძლევდა, დესტინაციური რაიონის პორტში გაჩერებულიყო ისე,რომ კლიენტს მისი მშობლიური პორტიდან აღარ უწევდა შორეული, შესაძლოა შტორმიანი,მოგზაურობა. საკრუიზო ბაზარი, ერთგული, განმეორებითი კლიენტების წყალობით, მედეგიაღმოჩნდა დაქვეითების მიმართ. დიდი ინვესტიციები ჩაიდო სპეციალურად აგებულ ტევადსაკრუიზო გემებში, რომლებიც თბილ წყლებში სამოგზაუროდ დიდი ღია გემბანითდაპროექტდნენ. ასევე წარმოდგენილია მაღალი სტანდარტების მომსახურების, სპორტის,საქმიანობათა და გართობის მრავალფეროვნება. ამავდროულად, ფასები დაეცა და მგზავრებსშორის უკვე მრავლადაა ახალგაზრდების ჯგუფები, და ის ახლა, წარსულთან შედარებით,

Page 68: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

68

ნაკლებად „ნაცრისფერი ბაზარია“. ხდება თემატური და სპეციალური ინტერესების კრუიზებისმზარდი წახალისება. მსოფლიოს ბევრ ნაწილში ვეშაპებსა და დელფინებზე დაკვირვება ძალზეპოპულარული საქმიანობაა, თუმცა ეს სადაო საკითხია შესაძლო ეკოლოგიური გავლენის გამო.

კარიბის აუზი ყველაზე პოპულარული საკრუიზო დესტინაციაა ჩრდილო ამერიკის ბაზართანსიახლოვის, თბილი კლიმატის და კუნძულების მიერ შეთავაზებული თვალწარმტაციბუნებრივი ხედების სიუხვის გამო. ორი სხვა მნიშვნელოვანი საკრუიზო დესტინაციაახმელთაშუა ზღვა და შორეული აღმოსავლეთი/წყნარი ოკეანე. ჩრდილო ევროპის ბაზარიდომინირებს ხმელთაშუაზღვსპირეთის კრუიზებში, სადაც დიდი კულტურული, ისტორიულიდა ბუნებრივი ინტერესის პორტების მონახულება შესაძლებელია სანაპირო ექსკურსიებისდროს. წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა ძირითადადავსტრალიელებისა და იაპონელებისთვისაა პოპულარული.

საზაფხულო კრუიზების არეალშია ჩართული ბალტიისა და ნორვეგიის ზღვების სანაპიროებიჩრდილო ევროპაში და ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალასკის კიდევ უფრო მომხიბლავისანაპირო ზოლი ჩრდილო ამერიკაში. ახალი საკრუიზო მარშრუტები მუშავდება სამხრეთამერიკას, ანტარქტიკასა და არქტიკის ოკეანეში.

პორტები

საზღვაო პორტების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაა ღრმაწყლიანი. პორტების უმეტესობამდინარეთა ესტუარებზეა განთავსებული, სადაც თანამედროვე გემების მისაღებად საჭიროამათი რეკონსტრუქცია. მაგ., პორტი პული ლა-მანშის სრუტეზე ამაყობს თავისი მსოფლიოშიერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ნავსაყუდელით და მან, როგორც კონტეინერების პორტმა დაბორნების ტერმინალმა, შთამბეჭდავი ზრდა განიცადა. თუმცა, ვიწრო, 10 მეტრზე ნაკლებისიღრმის არხში გემთმიმოსვლა შეზღუდულია, ვინაიდან ის ფსკერის გაღრმავების მუდმივსამუშაოებს საჭიროებს. პორტებს, ტერმინალების მოსაწყობად და ჰინტერლანდში განთავსებულძირითად ქალაქებთან სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანიინვესტიციები ესაჭიროებათ. იალქნიანი სპორტის პოპულარობამ შესაძლოა მოსარგებლეთაკონფლიქტი გამოიწვიოს, რაც იახტებისთვის სპეციალური ნავმისადგომების მშენებლობასამართლებს, სადაც შესაძლებელია იახტების მშვიდობიანი გაჩერება და კომერციულისაქმიანობის პორტისაგან დამოუკიდებლად მომსახურება .

შიდა საწყლოსნო გზები

პრე-ინდუსტრიულ პერიოდში ვაჭრები და სხვა მოგზაურები გზით სარისკო გადაადგილებასმდინარეებით მოძრაობას ამჯობინებდნენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. მე-18საუკუნეში ბუნებრივი საწყლოსნო გზების გაუმჯობესებამ და არხების განვითარებამ შიდარაიონებში განლაგებული ქალაქები წარმოშვა, რომლებსაც კომერციული მარშრუტები

Page 69: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

69

აკავშირებდა ზღვასთან, მაგრამ წყლის მუდმივი დონეების შესანარჩუნებლად საჭირო იყორაბებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების სისტემა. შიდა წყლების უმეტესობა ამჟამადრეკრეაციული მიზნებით გამოიყენება, მაგ., ბრიტანეთის ვიწრო არხები. წყლის ტრამვაიმნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგიერთი ისეთი ადგილისთვის, რომელსაც ინტენსიურისამდინარო და არხების ქსელი აქვს. რეგიონალური მასშტაბით მსოფლიოს ზოგიერთი დიდიმდინარე მრავალი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომუნიკაციას წარმოადგენს.ვოლგასა და იანძზე კრუიზების რეკლამირება ხდება დასავლელი ტურისტების მისაზიდად დარუსეთისა და ჩინეთისთვის უცხოური ვალუტის მოსაპოვებლად. კრუიზები რაინზე, დუნაისადა ნილოსზე მე-19 საუკუნიდან წარმოადგენენ საერთაშორისო ტურიზმის ნაწილს.

სატრანსპორტო ინტეგრაცია

კომპლექსურ მოგზაურობაში ჩართული ადამიანები, სატრანსპორტო ოპერატორებისარაკოორდინირებული მუშაობის გამო, დისკომფორტს განიცდიან, რაც ხშირად მგზავრობისშეფერხების მიზეზი ხდება. ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა მგზავრობას უფრომოხერხებულს გახდის. უფრო ფართო გაგებით, ტრანსპორტს ესაჭიროება უფრო მჭიდროინტეგრაცია სხვა ისეთ პრობლემებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ტურიზმისპოლიტიკის ფორმირებაზე. მსოფლიო მასშტაბით, ავიახაზები იშვიათად ინტერესდებიანთავიანთი ფუნქციონირების ეკოლოგიური შედეგებით, თუმცა აღსანიშნავი გამონაკლისიაბრიტანული ავიაგზების (British Airways) ჯილდო „მომავლის ტურიზმი“ (“Tourism forTomorrow”). ეროვნული მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს სააგენტო, რომელიცპოლიტიკის კოორდინირებას ახდენს, სიტყვაზე, ავტომაგისტრალის დაგეგმვა ტურისტულიინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით. ადგილობრივი მასშტაბით, სატრანსპორტოსაშუალებები უნდა დაიგეგმოს, როგორც დასვენების გარემოს ნაწილი; კარგ მაგალითსწარმოადგენს დარლინგის პორტის პროექტის მომსახურე მონორელსი სიდნეიში.

დასკვნა

ტრანსპორტი ორ ადგილს შორის სივრცითი ინტეგრაციის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, რაცშეიძლება აიხსნას კომპლემენტარულობის, შუალედური შესაძლებლობებისა დაგადაადგილებადობის პრინციპებით. ზოგადად სატრანსპორტო სისტემა ოთხი საბაზისოფიზიკური ელემენტისგან შედგება – გზა, ტერმინალი, სატრანსპორტო საშუალება დამამოძრავებელი ენერგია. ნავთობს, როგორც ენერგიის წყაროს, ჯერ-ჯერობით მცირეალტერნატიული წყაროები გააჩნია. გაზრდილი მობილურობა ადამიანისა და ეკონომიკისთვისუპირატესობას წარმოადგენს, მაგრამ ტრანსპორტის განვითარება საზოგადოებას საკმაოდ ძვირიუჯდება. სატრანსპორტო სისტემის ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები ოპერატორებისადა მომხმარებლების გადასატანია მაშინ, როდესაც დანახარჯების სტრუქტურა განსაზღვრავსტრანსპორტის განსაკუთრებული სახეობების შესაბამისობას მოგზაურობის სხვადასხვა

Page 70: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

70

ტიპებთან. სატრანსპორტო მარშრუტები განისაზღვრება ეკონომიკური მოსაზრებებით, გზისთავისებურებებით ან ნავიგაციის მოხერხებულობით.

კავშირის სწრაფი საშუალებების განვითარებამ, განსაკუთრებით სამოქალაქო ავიაციაში, ბევრიშეჰმატა ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბისა და სტრუქტურის რეკონსტრუქციას. ასევეაღინიშნა, რომ ქვეყნების უმეტესობამ მიიღო გრინვიჩის მერიდიანზე დამყარებული დროისათვლის სისტემა. აეროპორტები ტრანსპორტის ზედაპირულ სახეოებებთან მჭიდროდინტეგრირებულია, მაგრამ უმსხვილესი საერთაშორისო აეროპორტების გაფართოება იწვევსმიწის, ენერგეტიკული და შრომითი რესურსების მოთხოვნას ან ნაკლებობას, რომელთა გადაჭრასულ უფრო რთულდება. ავიახაზები და გემთმიმოსვლა მსოფლიო ქსელების ნაწილებია,რომლებიც საბაზრო ძალებს ეფუძნება და რომლებიც საერთაშორისო დონეზე უნდაგამოიცადოს. ეს ნაკლებად ეხება საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის ოპერატორებს,რაც ეროვნული მთავრობებისთვის უფრო ყურადღებით განსახილველი თემაა და ამდენადადვილად მოგვარებადია ქვეყნებს შორის შეთანხმებების საფუძველზე. კერძო ავტომობილიადგილობრივი ტურიზმის ტრანსპორტის დომინანტი სახეობაა, ხოლო ავტობუსები დასარკინიგზო ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობა, მნიშვნელოვანია ავტომობილის გამოყენებისშედეგად ეკოლოგიური გავლენის შესამცირებლად. გემთმიმოსვლაში უნდა განვასხვაოთშორეული მარშრუტები, რომლებმაც დიდი ხანია შეწყვიტეს დიდი რაოდენობით მგზავრისგადაყვანა და მოკლე საზღვაო მარშრუტები, რომლებსაც ძირითადად ავტოტურისტებიიყენებენ. ტრანსპორტის ზოგიერთ სახეობას, მაგ., წყალქვეშაფრთიან გემს, ძალზე სპეციფიურიროლი აკისრია, კრუიზი კი დასვენების სახეობაა და არა ტრანსპორტისა, მისი პირდაპირიგაგებით.

Page 71: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

71

მაგალითები (ქეისები)

ტურიზმის განვითარება და სივრცითი ცვლილებები

მაგალითი 1

ბრაიტონის, როგორც საზღვაო კურორტის, ადრეული განვითარება

ბრაიტონის განვითარება კარგად ასახავს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ხშირადგანაპირობებდნენ ადრეული საკურორტო განვითარების პროცესს, კერძოდ: პატრონაჟი;ტრანსპორტის გავლენა მისადგომობაზე; ინვესტიციების მნიშვნელობა კურორტისინგრასტრუქტურისთვის და განვითარებადი ტურისტული ინდუსტრიის ფორმირება;სოციალური მისაწვდომობის მზარდი გაფართოება.

პატრონაჟი წარმოადგენდა ბრაიტონის, როგორც საზღვაო კურორტის, ჩამოყალიბებისუმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ადრეულ 1750-იან წლებში ექიმმა რიჩარდ რასელმა, რომელმაცსაყოველთაო აღიარება მოიპოვა ზოგიერთი დაავადებისთვის ზღვის წყლის სამკურნალოთვისებების აღმოჩენით, ბრაიტონში დაიწყო მუშაობა. რასელის რეპუტაცია ქალაქისშეძლებული მფარველების მცირე, მაგრამ მზარდ კლიენტურას იზიდავდა. თავდაპირველადვიზიტორების უმეტესობა სამკურნალოდ ჩამოდიოდა, მაგრამ, როგორც ქვეყნის შიდამინერალური წყაროების, ისე ამ შემთხვევაშიც, საზღვაო კურორტმა მოიპოვა მოდურიდასასვენებელი ადგილის რეპუტაცია, რაც დროთა განმავლობაში, დომინანტურ ატრაქციადიქცა. ბრაიტონის ყველაზე გავლენიანი მფარველი უელსის პრინცი (მოგვიანებით მეფე გეორგIV) იყო, რომელმაც 1783წ პირველმა მოინახულა ქალაქი და 1827 წლამდე აგრძელებდა მისყოველწლიურ და უფრო და უფრო გახანგრძლივებულ ვიზიტებს. პრინცისა და მისიგარემოცვის აქ ყოფნამ განაპირობა კურორტის, როგორც გამორჩეული და მოდური ადგილისდამკვიდრება, საითაც, დროთა განმავლობაში, ვიზიტორების სულ უფრო მზარდი ნაკადიმიისწრაფოდა. თუმცა ბრაიტონის პატარა და განსაკუთრებული ადგილიდან, რომელსაცმფარველობდა რეგენტების ელიტარული საზოგადოება, პოპულარულ კურორტად გარდაქმნამოითხოვდა მისადგომობის გაუმჯობესებას, ახალ ინფრასტრუქტურას და კურორტისრეორგანიზაციას, რათა იგი ტურისტულ დესტინაციად გარდაქმნილიყო. თავდაპირველადბრაიტონის მისადგომობა დამოკიდებული იყო ეტლებით მომსახურებაზე, რომელთაუმეტესობა ნელი და საკმაოდ შეზღუდული ტევადობის იყო. თუმცა 1841 წელს ლონდონიდანრკინიგზის გახსნამ გარდამქმნელი ეფექტი იქონია: მნიშვნელოვნად შემცირდა კურორტამდემგზავრობის დრო და ღირებულება; საგრძნობლად გაიზარდა ერთი ჯერზე ჩაყვანილივიზიტორების რაოდენობა. შედეგად, 1850 წლისთვის ბრაიტონის ვიზიტორების რაოდენობამწელიწადში 250 ათასს გადააჭარბა, რომელთა უმეტესობა მატარებლით ჩამოდიოდა. ისინიხშირად ახალი, იაფი ექსკურსიის ფარგლებში მოგზაურობდნენ.

ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ ნათელი გახადა, რომ, მოთხოვნილებების შესაბამისად,აუცილებელი იყო დამსვენებლების ახალი ინფრასტრუქტურით სწრაფი უზრუნველყოფა.

Page 72: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

72

ბრაიტონის განვითარების რეგენტობის ფაზამ ქალაქის ფიზიკური განვითარება გამოიწვია: აიგოსასტუმროები; განვითარდა ზღვის სანაპიროს გასწვრივ საზოგადოებრივი სივრცე; ახალრაიონებში აშენდა ვიზიტორების განთავსებისთვის საჭირო ნაგებობები; სულ უფრო მზარდიადგილობრივი მოსახლეობისთვის (1851 წელს მათმა რაოდენობამ 65 ათასს გადააჭარბა), ვისაცკურორტის განვითარებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი, აშენდა იაფი სახლები.

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებისთვის ბრაიტონში ვიზიტების საერთო დონემ,განსაკუთრებით კი საშუალო კლასის ტურისტების მოზღვავებამ, განაპირობა განვითარებისა დარეორგანიზაციის შეთანხმებული პროგრამების სტიმულირება. ამ პროცესში ცენტრალურიაღმოჩნდა დიდი სასტუმროს აგების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ბრაიტონის ცნობილი GrandHotel-ის (1864), ასევე დასავლეთ ნავმისადგომისა (1868) და ბრაიტონის აკვარიუმის (1871)მშენებლობას. ზღვის სანაპიროზე გართობის ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, ისეთმასაშუალებებმა, როგორიცაა ნავსადგომები, ასევე უფრო ადრე არსებულმა თეტრებმა, დაიწყესმრავალი ატრაქციის შეთავაზება, რამაც იმ პერიოდში სიახლის ძირითადი ატრიბუტის როლიშეასრულა, ახლა კი ვიქტორიანულ ზღვისპირეთთან ასოცირდება. ამაში იგულისხმებასამხედრო ორკესტრის კონცერტები, მენესტრელების შავ-თეთრი შოუები, კლოუნადა დამოგვიანებით, ბაზრობების თანმხლები გართობანი და ინტერმედიები. ახალი ატრაქციებისუმეტესობა ასახავდა მუშათა კლასის გემოვნებას, რომელმაც 1900-იანი წლებისთვის კურორტისვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა.

კურორტის განვითარების ადრეული სტადიის მახასიათებელ მომენტს წარმოადგენდა მისისოციალური მისაწვდომობის ისეთი გაფართოება, რასაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღოდასაკურორტო ტურიზმის დროითი და სივრცითი საკითხების დამუშავებაში. მეფე გეორგ IV-ისსიკვდილის შემდეგ, როგორც უილიამ IV, ისე, მოგვიანებით, დედოფალი ვოქტორია, დროებითაგრძელებენ ბრაიტონში ვიზიტების სამეფო ტრადიციას. მაგრამ როგორც კი რკინიგზის გახსნამსაშუალო და მუშათა კლასის წარმომადგენელ ტურისტებს კურორტზე ფართომასშტაბიანიჩასვლის საშუალება მისცა, ელიტარულმა ჯგუფებმა თავიანთი მოდელის სწრაფი ადაპტირებამოახდინეს არასაზაფხულო სეზონზე და/ან ისეთი ადგილებისკენ (მაგალითად, მეზობლადმდებარე ჰავი), რომლებიც ჯერ ისევ ინარჩუნებდნენ გამორჩეულობის ატმოსფეროს.სოციალური გადანაცვლების ეს პროცესი გადამწყვეტი აღმოჩნდა საკურორტო ტურიზმისუფრო ფართო გავრცელებისთვის და ის ხშირად მეორდება როგორც ადგილობრივი, ისესაერთაშორისო კურორტების განვითარების გეოგრაფიაში.

მაგალითი 2.

ოკავანგოს დელტის (ბოტსვანა) ანკლავური განვითარება

ოკავანგოს დელტა (ბოტსვანას ჩრდილო-დასავლეთში) მოიცავს ჭარბტენიან ზონას, რომლისფართობი 550 კვადრატულ მილს აღემატება და ცოცხალი ბუნების საერთაშორისომნიშვნელობის ჰაბიტატს წარმოადგენს. აქ ასევე 120 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს,

Page 73: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

73

რომლებსაც აწუხებთ უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, შეზღუდული საკვები რესურსები,მარცვლეულის პერიოდული ნაკლებობა და ავადობის მაღალი მაჩვენებელი, რაცმნიშვნელოვნად განაპირობებს სიღარიბის არსებულ დონეს. ამ მაჩვენებლით ბოტსვანასუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. როდესაც 1966 წელს ქვეყანამდამოუკიდებლობა მოიპოვა, მის ეკონომიკაში ტურიზმი თითქმის არ ფიგურირებდა, მაგრამ ისგანვითარდა და დღეს მისი წილი ერთიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია,რაც ალმასის მოპოვების შემდეგ მეორე უდიდესი სექტორია. ოკავანგოს დელტასყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი ტურისტი სტუმრობს, ძირითადად ველური ბუნებითტკბობისათვის. აქედან თითქმის 90% უცხოელი ვიზიტორია (ძირითადად ევროპიდან, აშშ-დან,ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან). ვიზიტორები განთავსებისსხვადასხვა საშუალებებში რჩებიან – მდიდრული ოთახებით დაწყებული და კარვებითდამთავრებული.

განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციისამებრ, ბოტსვანას მთავრობამტურიზმი ენთუზიაზმით მიიღო როგორც სექტორი, რომელიც შემოსავლებსა და ახალეკონომიკურ შესაძლებლობებს მოუტანდა მას. თუმცა ოკავანგოში განვითარების ანკლავურმაბუნებამ რეალური წინსვლა რამდენიმე მიზეზის გამო შეაფერხა:

Page 74: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

74

ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს შორის შეზღუდული ურთიერთობები.ტურისტების უმეტესობა თვითმფრინავით ჩადის მაუნის აეროპორტში, საიდანაც ისინიმსუბუქი საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაჰყავთ ოკავანგოს ძირითადგანთავსების საშუალებებში. შედეგად, ტურისტები მცირე თანხას ხარჯავენ მაუნში ანოკავანგოს სოფლებში და ისეთი სექტორი, როგორიცაა კულტურული ტურიზმი,სუსტადაა განვითარებული.

ძლიერი დამოკიდებულება უცხოურ სერვისებზე და სუსტი კავშირები ბოტსვანასეკონომიკის სხვა სექტორებთან. ტურისტული ინფრასტრუქტურის 80% სრულად ანნაწილობრივ უცხოურ კომპანიებს ეკუთვნის, განთავსების საშუალებების საკვებითმომარაგება ძირითადად სამხრეთ აფრიკიდან ხდება.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შენარჩუნების სირთულე ბოტსვანასფარგლებში. უცხოური მფლობელობის ასეთი მაღალი დონის პირობებში გარდაუვალია,რომ ტურიზმიდან შემოსავლის დიდი ნაწილი გადის ქვეყნიდან – იმპორტისგადასახადებისა და სერვისისთვის, უცხოელი თანამშრომლებისთვის გადახდილიხელფასები, დივიდენდები ზღვისგაღმელ ინვესტორებს. სამოგზაურო კომპანიები,რომლებიც ახორციელებენ ბილეთების გაყიდვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს,ასევე უცხოელები არიან. უცხოელებს ეკუთვნით ძირითადი ავიახაზებიც, რომლითაცბოტსვანაში ჩამოჰყავთ და შემდეგ უკან აბრუნებენ ვიზიტორებს. შედეგად, ოკავანგოშიტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 70%-ზე მეტი სხვაგან ნაწილდება.

ადგილობრივი დასაქმების შეზღუდულობა. ტურიზმის განვითარებამ რეგიონში 1,6ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას უმეტესადასაქმებენ დაბალი კვალიფიციკაციის დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე, მაგ.,დამლაგებლები, სამზარეულოს თანამშრომლები, მძღოლები და შვეიცარები. ანკლავურიგანვითარებისთვის დამახასიათებელია, რომ მაღალი დონის, მენეჯერული პოსტებიძირითადად უცხოელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საქმის ცოდნის საჭიროდონითა და გამოცდილებით გამოირჩევიან.

ადგილობრივი გადასახადების ადეკვატური მოსაკრებლის მიღების სირთულეებიბოტსვანას გარეთ დარეგისტრირებული კომპანიებიდან. ოკავანგოს დელტის რაიონშიმოქმედი ტურისტული კომპანიების მხოლოდ 11% იხდის ადგილობრივ გადასახადებს.

აღნიშნულის გამო, დადებითი შედეგები ძნელად შესამჩნევი აღმოჩნდა და ეს, შესაძლოა, არისანკლავური განვითარების პირობებში მეტი შემოსავლის მიღების სირთულის მაჩვენებელი.კეთილი განზრახვის მიუხედავად, პრობლემა ვერც ბოტსვანას მთავრობის პოლიტიკამ გადაჭრა,რომელიც ცდილობდა განეხორციელებინა „ნაკლები რაოდენობა – ძვირადღირებულიტურიზმის“ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ოკავანგოს დამახასიათებელი ნიშნებისშენარჩუნებას. ამ პროგრამამ შეზღუდა ტურიზმის იმ იაფი ფორმების განვითარებისშესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობდა ადგილობრივი საზოგადოების ინდუსტრიაშიუფრო ფართო ინტეგრაციას.

Page 75: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

75

მაგალითი 3.

თანამედროვე სანაპირო კურორტის განვითარება: პატაია, ტაილანდი

1940-იან წლებში პატაია, რომელიც ბანგკოკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 140 კმ-ზე მდებარეობს,წარმოადგენდა შედარებით ძნელად მისადგომ მეთევზეთა დასახლებას, სადაც მდიდარიტაელების აგარაკების მცირე რაოდენობა იყო წარმოდგენილი. ამ აგარაკებმა შექმნა კურორტისგანვითარების ბაზისი, რაც მკვლევარმა სმიტმა (Smith, 1991) ჩართო თანამედროვე სანაპიროკურორტის კვლევაში. 1960-იანი წლების დასაწყისში ბანგკოკის მისადგომი გზის გაუმჯობესებადაემთხვა რეგიონში აშშ სამხედრო ბაზების განვითარებას და წარმოქმნა ახალი მოთხოვნები,რომლებმაც 1964 წლიდან სანაპიროზე პირველი სასტუმროების მშენებლობა გამოიწვიეს. ამანკატალიზატორის როლი შეასრულა სასტუმროებზე დამყარებული ტურიზმის შემდგომგანვითარებაში, რომელიც კვებავდა როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე, დროთა განმავლობაში,თანდათან უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზარს. სმიტის მოდელში ნავარაუდევია, რომსასტუმროებისა და სასტუმრო სახლების განვითარებამ მოახდინა ზღვის სიახლოვესგანსხვავებული ზონის ფორმირება. ხოლო ტურიზმით წარმოქმნილმა მოთხოვნებმა გამოიწვიაბიზნესის ზრდის სტიმულირება და საცხოვრებელი რაიონების ახალმშენებლობები.

სმიტის (1991) მიერ პატაიას განხილვამ წარმოაჩინა კურორტი, რომელმაც, შესაძლოა, უკვემიაღწია სანაპირო კურორტის ფორმირების მისეული მოდელის მე-6 სტადიას სანაპიროსასტუმროების, ტურიზმის ბიზნესის და უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ზღვას მოშორებულისასტუმროების ჩამოყალიბებული ზონებით. სმიტის ორიგინალური კვლევის ჩატარებიდან 20

Page 76: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

76

წელიწადში ტაილანდი მძლავრ საერთაშორისო დესტინაციად ჩამოყალიბდა. პატაიაში 1980წელს 2 მლნ-მდე საერთაშორისო ტურისტული ისვენებდა, 2004-ში კი მათმა რაოდენობამ 11,6მლნ-ს გადააჭარბა. პატაია, ფჰუკეტთან და კო სამუსთან ერთად, იქცა ტაილანდში ჩამოსულივიზიტორების ძირითად დესტინაციად, რომელიც ტურისტებს იზიდავს როგორც კურორტისზოგიერთ ნაწილში არსებული ეგზოტიკური და ძვირფასი განთავსების საშუალებებით, ისესექსტურიზმისთვის განკუთვნილი ნაკლები რეპუტაციის მქონე დაწესებულებებით. შედეგადკურორტი ზომით სამჯერ და მეტად გაიზარდა და პროგრესი განიცადა სმიტის მოდელის ბოლოსაფეხურისკენ. სურათზე 4.5 ნაჩვენებია რაიონის 2006 წლის მიწათსარგებლობისგენერალიზებული რუკა, რომელიც ემთხვევა სმიტის მიერ ქალაქი-კურორტისთვის დადგენილრამდენიმე კრიტერიუმს. სატელიტური გამოსახულებები გვიჩვენებენ მაღალურბანიზებულგარემოს მრავალი ახალი საგზაო ქსელით და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურით,მაშინ, როდესაც კურორტი გვიჩვენებს როგორც გაფართოებულ ექსპანსიას ვონგ ამატისა დაჯომტიენის მეზობელ სანაპირო რაიონებში, ასევე შიდატერიტორიული საცხოვრებელიშემოგარენის მნიშვნელოვნად გაზრდილ ზონას. რუკის ჩანართი ასახავს კურორტს 1991-ში დაგვიჩვენებს (როგორც მოდელი გვთავაზობს), რომ მრავალი ფუნქცია, რომლითაც აღინიშნაკურორტის განვითარების ჩამოყალიბების ფაზები, გაიდევნა მაღალხარისხოვანისასტუმროებისა და კონდომინიუმების, ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობების შემდგომიგაფართოების და ჩამოყალიბებულ კურორტთან ასოცირებული ფართო დიაპაზონისატრაქციების ზონების ახალი მშენებლობებით.

მაგალითი 4.

ხაზოვანი ზონალური განვითარება: უელსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო

უელსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძირითადი ტურისტული ზონა დაახლოებით 45 კმ-ზეა გადაჭიმული – პოინტ ოვ ეარიდან აღმოსავლეთში გრეით ორმისა და კონვის ესტუარამდედასავლეთში. მდ.კლუიდის ესტუარის გარშემო არსებული ფართო დაბლობის გარდა,განვითარება შეზღუდული იყო ვიწრო სანაპირო ზოლით, რომლის სიგანე ხშირ შემთხვევაში 1-2 კმ შეადგენდა. ამ სანაპირო ზონის სამხრეთ კიდეები ძირითადად შემოსაზღვრულიაამაღლებებით, რომლებიც სწრაფად აღწევენ 200მ სიმაღლეს და მკვეთრად ეშვებიან ზღვისკენ,რაც ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

ტურიზმის განვითარება ამ რაიონში მე-19 საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს. მიუხედავადიმისა, რომ 1830-იან წლებში ორთქლმავლის მომსახურება ლივერპულიდან ხელს უწყობდამოკრძალებული საექსკურსიო საქმის ჩამოყალიბებას ისეთ დესტინაციებთან, როგორიცაა,მაგალითად, პრესტატინი, გადამწყვეტი აღმოჩნდა 1848-ში ჩესტერისა და ჰოლიჰედისრკინიგზის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი ვიქტორიანული კურორტებისზოლის ჩამოყალიბება ლანდუდნოში, კოლვინის ყურესა და რილში (სურ. 4.6). მათი, როგორცკურორტის, აღმოცენებამდე ყველა ეს ადგილი უმნიშვნელოდ იყო დასახლებული, მაგრამჩრდილო-დასავლეთ ინგლისის ინდუსტრიული რეგიონის მხრიდან მზარდი მოთხოვნების

Page 77: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

77

ზეწოლით, მე-20 საუკუნის დასაწყისში თითოეული მათგანი მნიშვნელოვან სანაპიროკურორტად ჩამოყალიბდა, მუდმივი მოსახლეობით 9 ათასის ფარგლებში. ამ ძირითადი

კურორტების განვითარების პარალელურად მიმდინარეობდა უფრო მცირე ზომის საკურორტიადგილების მეორე ზოლის ჩამოყალიბება, მაგ., კიმნელ ბეი, ტივიმი, აბერგელი, როს-ონ-სიი დაპენრინ ბეი, რომლებმაც ხელი შეუწყეს ურბანული სანაპირო ტურიზმის შედარებით უწყვეტიზონის შექმნას ძირითადი სარკინიგზო ხაზის და მთავარი სანაპირო გზის (A55) გასწვრივ.

განვითარების შედეგად გამოიკვეთა ამ ტურისტული ზონის ხაზოვანი სახე. 1945 წლის შემდეგუფრო ადვილად განვითარებულმა სანაპირო რაიონებმა აბერგელსა და პრესტატინს შორისდაამტკიცეს თავიანთი მიმზიდველი მდებარეობა როგორც ხანგრძლივად მოგზაურიფურგონებისთვის, ისე უფრო ხანმოკლე დასასვენებელი ბანაკებისთვის. მაგალითად, ტივინიგანვითარდა, როგორც კარავანინგის მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, როგორც 4.6 სურათზეჩანს, კარავანინგი რეგიონში ყველგანაა განვითარებული. როდესაც ტურიზმის ამ სახეობისპარალელურად ვითარდება მისი სხვა ფორმებისთვის საჭირო კეთილმოწყობის ელემენტები(მაგალითად, როგორიცაა გოლფის კურსები) და როდესაც ხდება ტურიზმის ჩარჩოებში მათიკომბინირება რეგიონში არსებულ კულტურულ და კომერციულ ატრაქციებთან, ეს ძველიკურორტების ირგვლივ მნიშვნელოვანი შემავსებლის როლს ასრულებს. განვითარებისსხვადასხვა ფაზების ერთობლივმა ეფექტმა წარმოქმნა ტურიზმის განსხვავებული ზონა,რომელიც დომინირებს დიდი ბრიტანეთის ამ სანაპირო რაიონის ლანდშაფტში.

Page 78: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

78

მაგალითი 5.

კემპინგის ბიოფიზიკური გავლენა უორენის ეროვნულ პარკში, დასავლეთავსტრალია

უორენის ეროვნულ პარკს დაახლოებით 3 ათასი ჰა ფართობი უკავია დასავლეთ ავსტრალიისშტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. პარკი მოიცავს როგორც მდ.უორენის ნაწილს, ისეევკალიპტის ტყეში არსებულ მნიშვნელოვან მარშრუტებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით120 ათას ვიზიტორს იზიდავენ (როგორც ადგილობრივ ავსტრალიელებს, ისე ტურისტებსსაერთაშორისო ბაზრიდან). ვიზიტორების აქტივობები ძირითადად მოიცავს ბუნებრივგარემოში გასეირნებას და პიკნიკების მოწყობას, თუმცა 3 ოფიციალურ და 9 არაოფიციალურბანაკში არის ასევე ღამისთევის საშუალება. ოფიციალური ბანაკები, ჩვეულებრივ, ადვილადმისადგომია მოხრეშილი გზებით. ისინი ტურისტებს ასევე სთავაზობენ გასუფთავებულ უბნებსკარვების გასაშლელად და საბაზისო ინფრასტრუქტურის ელემენტებს – მაგიდებს, სკამებს,ტუალეტებს. არაოფიციალური ბანაკები კი მიიღწევა მხოლოდ ოფ-როუდის ტიპის (მაღალიგანვლადობის) ტრანსპორტით და კარვები იშლება მიწაზე, რომელიც დატკეპნეს ანგაასუფთავეს წინამორბედმა მომხმარებლებმა. სხვა ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

ეს მაგალითი მნიშვნელოვანია ბუნებასა და გარემოზე კემპინგ-აქტივობის შედეგად მიყენებულიბიოფიზიკური ზეგავლენის მოცულობის დასადგენად ორივე ტიპის ბანაკში და მესამე(საკონტროლო) ადგილის გამოუყენებელ მიწის ნაკვეთთან შესადარებლად. კვლევითდადგინდა, რომ არაოფიციალურ ადგილებში ვიზიტორების ნაკლები აქტივობებიც კი ბანაკისშემოგარენში იწვევს გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ძირითადი დასკვნები ასეთია:

ყველა ადგილზე გამოიკვეთა ნიადაგის გამკვრივების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაცსაშუალოდ 304%-ით მოიმატა ოფიციალურ უბნებზე და 172%-ით – არაოფიციალურზე;

მოგვიანებით ნიადაგის გამკვრივება აღიარებულ იქნა წვიმის წყლის ზედაპირულიჩამონადენის ზრდის მიზეზად, იმ ჩამონადენის, რომელიც იწვევს დახრამვას და ხისფესვების გაშიშვლებას, განსაკუთრებით მდინარის ნაპირების გასწვრივ;

დაფიქსირდა ადგილობრივი მცენარეული საფრის მნიშვნელოვანი დანაკარგი (61%ოფიციალურ უბნებზე და 51% – არაოფიციალურ უბნებზე) და გაშიშვლებული ანსარეველით დაკავებული მიწის უბნების ზრდა;

ბანაკში მცხოვრები ტურისტების მიერ ცეცხლის დასანთებად შეშის შეგროვების გამო (იმშემთხვევაშიც კი, როდესაც მათ შეშით ამარაგებდნენ მართვად უბნებზე), აღინიშნა შეშისნარჩენების არარსებობა მიწაზე (რაც ზეგავლენას ახდენს ზოგიერთი სახეობის მწერისჰაბიტატზე) და ხეების მნიშვნელოვანი დაზიანება;

მდ.უორენის მიმდებარე საბანაკე უბნებზე გამოიკვეთა მდინარის ნაპირების დეგრადაცია(ფესვების გაშიშვლებისა და ნაპირების ნგრევის ჩათვლით), ასევე ცვლილებებიმდინარის სანაპიროს მცენარეთა სახეობრივ შემადგენლობაში, რაც გამოიწვია ნიადაგისდატკეპვნამ.

Page 79: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

79

მართალია, მიღებული მონაცემები ეხება ავსტრალიის სპეციფიურ ადგილს, მაგრამ ავტორებმაამ მონაცემებსა და აშშ-ში და კანადაში ჩატარებულ მსგავს კვლევებს შორის მთელი რიგიპარალელები გამოავლინეს – ტურისტების მიერ ბუნებრივი არეალების გამოყენებას ყველგანმოსდევს ნიადაგის გამკვრივება, წყლის ჩამონადენის ზრდა და მცენარეებზე მავნე ზემოქმედება.

მაგალითი 6.

წყალმომარაგება და ტურიზმის განვითარება მაიორკაზე

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მაიორკა ესპანეთის ბალეარის კუნძულების ძირითად კუნძულსწარმოადგენს და ის კარგად ასახავს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც თბილ ან ცხელპერიოდში აღმოჩნდება ზოგიერთი ტურისტული დესტინაცია. კლიმატის თავისებურებები,ტურისტების მასობრივად მიზიდვის ძირითად ატრაქციას წარმოადგენს. მაიორკასშემთხვევაში, ტურისტები ძირითადად ევროპის ჩრდილოეთი ქვეყნებიდან, მაგალითად, დიდიბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჩამოდიან. მაგრამ, ზაფხულის პერიოდში წვიმებისნაკლებობის გამო სულ უფრო პრობლემური ხდება ტურისტების წყალზე მზარდიმოთხოვნილების დაკმაყოფილების საკითხი. ვიზიტორების არსებული დონის პირობებში,რომელიც ყოველწლიურად 10მლნ აჭარბებს, წყალზე ტურისტების მოთხოვნილებამნიშვნელოვნად აღემატება 700 ათასი ადგილობრივი მოსახლის მოთხოვნას.

როგორც ამ კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, „კუნძულის ბუნებრივმა გარემო პირობებმაგამოიწვიეს აქ წყლის ნაკლებობა“ (Essexs et al., 2004:10). გეოლოგიურად კუნძულისმნიშვნელოვანი ნაწილი შედგება წყალგამტარი კირქვებისგან. შედეგად, ის წვიმა, რომელიცმოდის ძირითადად ოქტომბრიდან დეკემბრამდე, წარმოქმნის ძალზე მცირე რაოდენობისზედაპირულ წყლებს. ამიტომ წყალშემცველი შრეები აკმაყოფილებენ კუნძულის ძირითადმოთხოვნილებებს. მით უფრო მნიშვნელოვანია სივრცითი განსხვავებულობა, გაცილებით მეტინალექი მოდის სიერა დე ტრამუნტანას ნაკლებად დასახლებულ ჩრდილოეთ მთიან ზონაში(წელიწადში დაახლოებით 1000-1200მმ), ვიდრე სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ურბანულსაკურორტო ზონებში, სადაც წელიწადში მხოლოდ 350მმ ნალექი აღინიშნება. მომარაგებისსივრცითი პრობლემები გართულებულია მოთხოვნილებების სეზონურობით – ტურისტების(და ადგილობრივი მოსახლეობის) მოთხოვნილების პიკი ძირითადად ემთხვევა კუნძულზემცხოვრები ფერმერების საირიგაციო საჭიროებებს.

მოთხოვნილებების მიწოდებასთან დაბალანსების პრობლემები გაიზარდა ტურიზმისგანვითარების ბოლოდროინდელი ტენდენციებით, როდესაც ტურიზმის მხრიდან ისედაცმაღალი მოთხოვნები წყალზე, კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, მაიორკას იმიჯის გაზრდისა დაუფრო შეძლებული კლიენტების მეტი რაოდენობით მოზიდვის გააზრებულმა მცდელობამმოითხოვა გოლფისათვის პირობების გაუმჯობესებისა და მწვანე ღია სივრცეებითა და ბაღებითსაკურორტო ზონის გალამაზების აუცილებლობა. პარალელურად გაიზარდა ტურისტების

Page 80: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

80

მოთხოვნილება ადგილობრივ ხილსა და ბოსტნეულზე, რამაც დამატებითი წნეხი წარმოშვამაიორკას სასოფლო-სამეურნეო სისტემაზე.

ამიტომ წყლის მენეჯმენტი ცენტრალურ ადგილს იკავებს კუნძულის ტურისტულიინდუსტრიის მდგრადობაში. წყლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ გამოიწვია 1973 წლიდანძირითად წყალშემცველ ფენაში წყლის დონის 120 მ-ზე მეტით დაწევა, რასაც ზოგიერთისანაპირო რაიონის წყალმომარაგებაში მარილის შემცველობის მომატება და მლაშედაბინძურების ინცინდენტების ზრდა მოჰყვა. ადგილობრივი წყლის ნაკლებობა მთავარპრობლემად იქცა პროგნოზშიც, რომ 2016 წლისთვის მიწოდება მხოლოდ 87%-ითდააკმაყოფილებს მოსალოდნელ მოთხოვნილებას. ბალეარების რეგიონალურმა მთავრობამ წინწამოსწია წყლის მენეჯმენტის სტრატეგია, რომელიც მიმართულია მოსალოდნელი დეფიციტისშემცირებისკენ. მასში გამოიყოფა რამდენიმე საკვანძო მომენტი:

იმ ღონისძიებათა განვითარება, რომლებიც არსებული წყლის მარაგის უფრო ეფექტურგამოყენებას უზრუნველყოფენ ნახმარი წყლის ხელახალი მოხმარებით სოფლისმეურნეობაში და გოლფის კორტების საჭიროებისათვის;

წყლის დანაკარგების მინიმუმდე დასაყვანად წყალგამანაწილებელი სისტემების უფროეფექტური შეკეთება;

წყლის დაცვის წახალისება ფასების ახალი პოლიტიკით და წყლის ლიცენზირებისუნივერსალური გამოყენებით;

მომარაგების ახალი წყაროების განვითარება დამატებითი ჭაბურღილებით დადაბინძურებული გრუნტის წყლების გამტკნარების არსებული (მართალია,ძვირადღირებული) სისტემების გაფართოებით;

იმ წყალშემცველი შრეების ხელოვნური ხელახალი შევსება, რომელთა ზედმეტიექსპლუატაცია განხორციელდა ახალი წყაროებიდან წყლის გაყვანით ან მილსადენითწყლის გადაადგილებით იმ უბნებიდან, სადაც ამჟამად წყალი საკმარისია.

მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების რწმენისა, რომ სრულიად შესაძლებელია წყლისმენეჯმენტის საკითხების გადაჭრა, კვლევის ავტორები ნაკლებ ოპტიმიზმს ამჟღავნებენ დააღნიშნავენ, რომ „მდგრადი ტურიზმისათვის წყლის რესურსების მართვისადმი ტექნიკურიმიდგომა უცილობელ შედეგს მხოლოდ გადაავადებს“.

მაგალითი 7.

ტურიზმი და საზოგადოებაზე დამყარებული ბუნების დაცვა კვაზულუ-ნატალისპროვინციაში

კვაზულუ-ნატალის პროვინცია მდებარეობს სამხრეთ აფრიკის ინდოეთის ოკეანის სანაპიროზედა მოიცავს ქვეყნის ველური ბუნების ყველაზე მნიშვნელოვან რამდენიმე პარკს, საზღვაონაკრძალსა და ჭარბტენიან ტერიტორიას. სანაპირო ზოლის თითქმის 30% და ხმელეთის 10%-

Page 81: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

81

მდე დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენენ, რომელთა შორის სიდიდით გამოირჩევიან ნატალდრაკენსბერგის, ჰლუჰლუვე-ამფოლოზი და დიდი სენტ ლუსია უოტერსპორტის პარკები(სურათი 5.4). უკანასკნელი მონაცემებით პროვინციაში, სადაც მთელი წლის მანძილი მზეანათებს, ულამაზესი ლამდშაფტებია და, განსაკუთრებული ველური ბუნებაა, ყოველწლიურადჩადის 6 მლნ-ზე მეტი ადგილობრივი და 400 ათასამდე საერთაშორისო ტურისტი (Brennan andAllen, 2001).

თუმცა ამ ტერიტორიების დაცვა გარკვეულწილად გაუფასურებულია პარკების ახლოსმცხოვრები მრავალი სასოფლო თემის მტანჯველი სიღარიბით, ვისთვისაც ნაკძალებისცხოველთა და მცენარეული სამყარო საკმაოდ მიმზიდველ, უფრო მეტად კი – აუცილებელრესურსს წარმოადგენს. სიღარიბე და ბუნების დაცვა იშვიათადაა შეთავსებადი, ხოლოკვაზულუ-ნატალის შემთხვევაში ეს საკითხი გართულებულია სამხრეთ აფრიკული სისტემისაპარტეიდის მემკვიდრეობით და მისი მრავალი უსამართლობით. კერძოდ, პროვინციისჩრდილო ნაწილში ეს მემკვიდრეობა მოიცავს ადგილობრივების მიერ მიწების შეზღუდულმისაწვდომობას, სამუშაოს ნაკლებობას, კეთილდღეობის სრულ არარსებობას, ეთნიკურდაპირისპირებას, გენდერულ უთანასწორობას, კორუფციასა და ძალადობას.

Page 82: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

82

აღნიშნული უიმედო ფონის მიუხედავად, ნატალის პარკისა და მისი სამართალმემკვიდრე (1998წლიდან) კვაზულუ-ნატალის დაცვის საბჭოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომგანევითარებინათ ბუნების დაცვაზე დამყარებული ტურიზმი. ამ ღონისძიებას მოჰყვებოდამნიშვნელოვანი ცვლილებები პოლიტიკაში და ეს აისახებოდა პოსტ-აპარტეიდული სამხრეთაფრიკის ახალ პროგრამებში, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კონსულტაციებიადგილობრივ თემებთან და მათი ჩართულობა ნაკრძალების მდგრადი მენეჯმენტისგანვითარებაში. საკვანძო ინიციატივები მოიცავდა ადგილობრივი თემის დაცვის ამბიციურიპროექტის შექმნას, რომლის მიზანი იქნებოდა მათი ზოგიერთი პრობლემის გადაჭრის სქემების(მაგალითად, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის პროექტები) და ტურისტული გადასახადებისსისტემის შექმნის მხარდაჭერა. ბუნებისდაცვითი სასწავლო პროგრამები დაინერგა პროვინციის80-ზე მეტ დასახლებაში. ამ გზით ბუნების დაცვის სააგენტოები იმედოვნებენ, რონ უფრო მეტადგილობრივ მოსახლეს დაარწმუნებენ ტურიზმის სიკეთეებში და ტურისტების მოსაზიდადდაცული ტერიტორიების მნიშვნელობაში.თუმცა ამ ინიციატივების ზეგავლენის შედეგებზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა. შეივენსი(Scheyevens, 2002) ამ საკითხს ოპტიმისტურად აღიქვამს და დადებითად აფასებს, რომგანხორციელდა ლერწმისა და შეშის მოსავლის კონტროლირებადი აღება, რასაც ადგილიჰქონდა რამდენიმე პარკში, ან პარკების შესასვლელების უშუალო სიახლოვეს მცხოვრებითემების მიერ თავიანთი ნაწარმის გასაყიდად მცირე მასშტაბის ტურისტული საწარმოებისგახსნა. ის ასევე განიხილავს 160-ზე მეტი თემის პროექტს და აღნიშნავს, რომ პოზიტიურგანვითარებას მოსდევს ტომების წარმომადგენელთა ჩართვა პარკის მმართველ საბჭოში. მისსაწინააღნდეგოდ ბრენანი და ალენი (Brennan and Allen, 2001: 218) გვთავაზობენ ნაკლებადოპტიმისტურ შეხედულებას და ასკვნიან, რომ „კვაზულუ-ნატალის პარკებში და სხვა დაცულტერიტორიებზე შემორჩენილია აპარტეიდის მტკივნეულ უსამართლობათა ნაშთები დათეთრებს ისევ აქვთ პრივილეგია, დატკბნენ ველური ბუნების ხილვით მაშინ, როდესაცაფრიკელები უმიწობით იტანჯებიან. ადგილობრივ საზოგადოებაზე დამყარებულიეკოტურიზმის განვითარებამ უმნიშვნელო შედეგს მიაღწია მომავლისთვის დაცულიტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, და გაჰყო სასოფლო თემები,რომელთა ოპტიმიზმი, ბუნების დაცვის სექტორის გეგმებთან დაკავშირებით, ნიადაგსმოკლებულია“.

მაგალითი 8.

ტურიზმი და მაიას ტომელთა იდენტურობა

კვლევა მიმართულია იმ მოსაზრების დასამტკიცებლად, რომ თუ ცოდნის ახალი წყაროებისგამოყენებით კულტურა ტურისტული მოხმარების პროდუქტად გარდაიქმნება, იგი საშუალებასიძლევა, ხელახლა გამოიკვეთოს კულტურული იდენტურობის ფორმები. კვლევა ჩატარდაბელიზის სოფელ სან ხოსე საკოჩში (San Jose Succotz), რომელიც ქვეყნის ყველაზე

Page 83: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

83

მონახულებადი არქეოლოგიური ძეგლის – მაიას ტომის ანტიკური ქალაქის, ქსანანტუნიკის(Xunantunich) სიახლოვეს მდებარეობს. სან ხოსეში მაიას მემკვიდრეობაზე მტკიცებულებებიემყარება არა მარტო მის ძირითად ცენტრთან სიახლოვეს, არამედ იმასაც, რომ სოფელს გააჩნიათავისი წარსული მაიას ცივილიზაციაში, რასაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მიეძღვნაეთნოგრაფიული კვლევები. ისინი მიუთითებდნენ მოპანისა და იუკატეკ მაიას მოსახლეობისმნიშვნელოვან რაოდენობაზე და აღნიშნავდნენ, რომ ისინი მაიას რიტუალებს იყენებდნენსასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ასევე ხანდახან მათ ენაზეც საუბრობდნენ. მოგვიანებით,სოფლის ცხოვრებაში სოფლის მეურნეობის როლის დაქვეითებამ გამოიწვია ტრადიციულირიტუალების შემცირება. მოსახლეობის ცვლილებამ კი გამოიწვია იმ სოფლების რაოდენობისშემცირება, რომლებიც თავის თავს მაიასთან აიგივებდნენ ან მაიას ენას ფლობდნენ. კვლევისმომენტისთვის (1999) სოფლების 80%-ზე მეტი თავს მეტისებად (ევროპელთა დაადგილობრივების შთამომავლად) მიიჩნევდა. მაიას იდენტურობის ძირითად ნიშნებს(წარმომავლობა, ენა და რიტუალი) ჰქონდათ მაღალი მარგინალიზაციის ტენდენცია.მაიას იდენტურობასთან ინტერესის ლოკალურ აღორძინებას ბიძგი მისცა ქსანანტუნიკისარქეოლოგიურმა გათხრებმა. აღნიშნულმა სამუშაოებმა ადგილი მისადგომი გახადა მაიასცივილიზაციით დაინტერესებული ტურისტებისათვის და გამოამჟღავნა მათი მოთხოვნაადგილობრივი მაიას კულტურის ამსახველ სუვენირებისადმი, რამაც მაიას იდენტურობისადმიინტერესისა და პატივისცემის ახალ დონეზე ასვლის სტიმულირება მოახდინა. ამან გამოიწვიარამდენიმე ადგილობრივი მოვლენა, რამაც საშუალება მისცა სოფლის მაცხოვრებლებს, რომდაეკმაყოფილებინათ ტურისტების მოთხოვნილებები მაიას შესახებ ჭეშმარიტიშთაბეჭდილების მიღებაზე. მაგალითად, ზოგიერთმა ადგილობრივმა გიდმა მაიას ენისსაბაზისო ცოდნა შეიძინა, რასაც ტურისტული ატრაქციის მისეული ინტერპრეტაციის ნაწილადიყენებდა. უფრო ტიპიური იყო ცოდნის შეძენა (წიგნებიდან თუ ქსანანტუნიკში ჩატარებულიკურსებიდან) მაიას კოსმოლოგიის, ისტორიის, ადათებისა და ჩვევების შესახებ, რომელსაცისინი ტურისტებს გადასცემდნენ. გარდა ორგანიზებული ტურებისა, განვითარდა ასევესუვენირების ადგილობრივი წარმოება – განსაკუთრებით ქვაზე კვეთა და თიხის ნაწარმი, რისსაფუძვლადაც მეწარმეები იყენებენ ძირითადად იმ გამოსახულებებსა და სქემებს, რომლებიცმაიას შესახებ არსებულ წერილობით ტექსტებშია წარმოდგენილი ან ქსანანტუნიკშიაღმოაჩინეს.ამგვარად, თანამედროვე დაფინანსებით მოპოვებულ მასალებს თუ მივმართავთ, სოფლისმცხოვრებლებმა განავითარეს იმ ცოდნის მოპოვების ახალი გზები, რომელიც ვეღარ გადაეცემატრადიციული არხებით (თაობებს შორის სოციალური კავშირების მეშვეობით) და რომელიც,უკიდურეს შემთხვევაში, დაკარგული კულტურის ზოგიერთი ელემენტის ხელახალიგამოყენების საშუალებას იძლევა. მაიას ამ ახლადაღმოჩენილი იდენტობის ფორმის უტყუარობა,ბუნებრივია, შორსაა სრულყოფილებისაგან. კვლევის ავტორი პროცესს აღწერს, როგორც მაიასკულტურაზე საერთო შეხედულებას, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება არქეოლოგების,ტურიზმის პრომოუტერების, ტურისტების, ტურისტული გიდების, მეწარმეებისა და ამნაწარმის გამყიდველთა მიერ (Medina, 2003: 357). მაგრამ თუ ჩვენ გავიზიარებთ იმ აზრს, რომავთენტურობა შესაძლოა გახდეს გაყიდვის საგანი, მაშინ სან ხოსე საკოჩის მსგავსი ადგილების

Page 84: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

84

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ავთენტურობა და პროდუქტად გარდაქმნა არ არიანაუცილებლად შეუთავსებელი ცნებები.

მაგალითი 9.

ტურიზმის ორგანიზება ტაჯ მაჰალში

ტაჯ მაჰალი, რომელსაც ხანდახან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მავზოლეუმს უწოდებენ,მდებარეობს ინდოეთში ქალაქ აგრასთან, უტარ პრადეშის შტატში. ის ააგეს 1631-1653წწმუსლიმი იმპერატორის შაჰჯაჰანის ბრძანებით მისი მეუღლის მუმთაზ მაჰალის მავზოლეუმად,რომელიც თანამედროვე ინდოეთის ყველაზე პოპულარულ სიმბოლოდ და გლობალურიტურიზმის მიზიდულობის ძალად იქცა.

ტაჯ მაჰალი არსებითად სიმბოლურ ადგილს წარმოადგენს და როგორც ედენსორი (Edensor,1998: 7) აღნიშნავს, სიმბოლური ადგილები სხვადასხვაგვარად უნდა იქნან წარდგენილი იმისგათვალისწინებით, თუ როგორ აყალიბებენ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები თავიანთმოთხოვნებს. ედენსორი გვთავაზობს რამდენიმე ვარიანტს, რითაც, მისი ვარაუდით, შეავსებსტურისტების უმეტესობის წარმოდგენას ადგილის შესახებ, კერძოდ:

„კოლონიური“ ვარიანტი, რომელიც წარმოშობით უფრო დასავლურია. ის ასახავსწარმოსახვითი ინდოეთის რომანტიკულ წყობას, რომელიც შენობის გრანდიოზულობისადა სიდიადის ესთეტიკური შეფასებითა და მისტიურ აღმოსავლეთზე წარმოდგენებითშეიქმნა.

„სეკულარული, ნაციონალისტური“ ვარიანტი, რომელიც ინდოეთის მიერდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1947) აღმოცენდა, როგორც ინდოეთზეკოლონიური შეხედულებების საპირწონე, იმ ინდოეთზე, რომელიც უმცროს ძმად დაჩამორჩენილ ქვეყნად წარმოედგინათ. ეს ვარიანტი ხაზს უსვამს ტაჯ მაჰალს – მსოფლიომნიშვნელობის ინდურ მიღწევას, რომელიც აღიქმება, როგორც ინდური კულტურისსინთეზის მწვერვალი და ინდოეთის იდენტურობისა და ერთიანობის სიმბოლო.

„მუსლიმური“ ვარიანტი, რომელიც აგრძელებს ტაჯ მაჰალის წმინდა ადგილადწარმოსახვას და რომელიც ინდოელ მუსლიმებს აიძულებს, გამოხატონ თავისი როგორციდენტურობა, ისე სიამაყე იმ პერიოდის მიღწევებით, რომელსაც ისინი მოგოლებისოქროს ხანად და ინდური ისტორიის კულმინაციად მიიჩნევენ.

ეს ვარიანტები, თავის მხრივ, განაპირობებენ ვიზიტორების დომინანტური ჯგუფების(უპირატესად დასავლური წარმომავლობის ფექიჯ ტურისტები, ბექპეკერები დაარაორგანიზებული მოგზაურები; ადგილობრივი ინდოელი ტურისტები და მომლოცველები)ქცევის ფორმირებას. წარმოიქმნება ადგილთან კონტაქტის კონტრასტულ ფორმები, რაცგანსაკუთრებულად გამოიხატება სიარულის, დათვალიერების და ფოტოგრაფირების მანერაში.

Page 85: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

85

მაგალითად, გამომსახველობითი მახასიათებლების გათვალისწინებით, ფექიჯ ტურისტებისუმეტესობის ქმედებები მოწესრიგებულია და დადგმულს წააგავს. მათი ვიზიტი ხშირადნაკარნახევია იმ იმიჯებით, რომლებიც მათ ვიზიტამდე შეექმნათ და სწორედ ამისდადასტურებისკენ მიილტვიან. ისევე როოგორც მეთოდი, რომლითაც ტურისტული გიდიარეგულირებს როგორც დროის, ისე სივრცის გამოყენებას. სანახაობის ირგვლივ მარშრუტებიმიჰყვებიან წინასწარ გაწერილი გზების მცირე რაოდენობას საკვანძო ატრაქციებისკენ, სადაცტურისტებს გადაეცემათ აღწერილობითი ინფორმაცია და ხდება ტაჯ მაჰალის კლასიკურიფოტოების გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ტაჯ მაჰალის მონახულება ტურისტებისშვებულების მთავარ მოვლენად ითვლება, ადგილის მონახულების დრო ხშირადშეზღუდულია, რაც ექსკურსიების მკაცრ განრიგში აისახება. ამ კატეგორიის ტურისტებისუმეტესობისთვის ფოტოგრაფირება არის მოგზაურობის დომინანტი ნაწილი, ედენსორის (1998:128) სიტყვებით, „ტურისტული მზერის მატერიალიზაცია ხდება“, და იმიჯების გადაღება არისროგორც თავიანთი გამოცდილების დადასტურება, ისე შემდგომი მოგონებებისთვისაუცილებელი ბაზისის უზრუნველყოფა.

ამის საპირისპიროდ, დამოუკიდებელი მოგზაურებისა და ბექპეკერების ქცევა მნიშვნელოვნადგანსხვავებულია. ეს ტურისტები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ტურისტულ ადგილზე დაუარს არ ამბობენ მათთვის სასურველი სხვადასხვა ქმედების განხორციელებაზე:დათვალიერება, ადამიანებზე დაკვირვება, მათთან ურთიერთობა, ხეტიალი, წერა, ხატვა დადასვენება. ისინი მიისწრაფიან, სრულად აითვისონ მთელი ტურისტული ადგილი და უფროიმპროვიზებულად გადაადგილდებიან, ვიდრე მოწესრიგებულად. თუმცა რომანტიკის დაესთეტური ჭვრეტის ისეთივე მოყვარულები არიან, როგორც ფექიჯტურისტების უმეტესობა.მათ უფრო აინტერესებთ საკუთარი შეგრძნებები ტაჯ მაჰალის შესახებ, ვიდრე გამზადებულიცოდნის დიდი რაოდენობა, რომელსაც ფექიჯტურისტებს გადასცემენ. ფოტოგრაფირება ტაჯმაჰალთან მათ ურთიერთობაში ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ვიზუალიზაციის სხვა ფორმები(ესკიზების ხატვა ან პასიური ჭვრეტა) უფრო ხშირად გამოიყენება.

მრავალი ადგილობრივი ინდოელი ტურისტისთვის მათი ვიზიტი მოტივირებულიასურვილით, გახდნენ ეროვნული ძეგლის თვითმხილველნი და საკუთარი თვალით ნახონინდოეთის ნაციონალური იდენტურობის მძლავრი სიმბოლო. მათი სეირნობა, ჩვეულებრივ,მიზანმიმართული და პირდაპირია მაშინ, როდესაც ფოტოგრაფირება ხდება უპირატესადსაკუთარი ოჯახის წევრების დასაფიქსირებლად, სადაც ძეგლი ფონია და არა ძირითადი თემა.მათი დაჟინებული მზერა არარეფლექსურია, ასახავს სეკულარულ ნაციონალურ მონათხრობსდა ზღვისგადაღმელ ბექპეკერებსა და ფექიჯტურისტებზე ნაკლებად ყურადღებიანი მზერითხასიათდებიან. ადგილობრივი ტურისტები გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ ტურისტულადგილზე და ხშირად შენობასა და მის შემოგარენს მხოლოდ ზედაპირულ ყურადღებასუთმობენ, რამაც ინგლისელ ედენსორს ათქმევინა, რომ ინდოელებმა „უბრალოდ არ იციან,როგორ იყვნენ ტურისტები“ (ედენსორი, 1998: 126).

თუმცა ყველა ინდოელი ასე როდი იქცევა. ინდოელი მუსლიმებისთვის ტაჯ მაჰალი წმინდაადგილია და ის ბევრისთვის ჯერ ისევ მუსლიმების მმართველობის ოქროს ხანის

Page 86: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

86

სტაბილურობისა და პროგრესის მძლავრ სიმბოლოსთან ასოცირდება. შედეგად, მათი ვიზიტებიხანგრძლივია და მათი აღქმა გაღმერთების ელემენტებს მოიცავს. ედენსორმა ყურადღებამიაქცია, თუ რამდენი მუსლიმი მოძრაობდა ნელა ტურისტული დგილის გარშემო, დროსატარებდა შენობის კედლებზე ამოტვიფრული ყურანის სურების კითხვაში, ლოცულობდამეზობელ მეჩეთში (სადაც სხვა ჯგუფებიდან ცოტა ვინმე თუ რისკავს შესვლას) ან წყნარმედიტაციაში იჯდა.

ტურისტების ქცევის ეს ეპიზოდები (რომლებიც დაწვრილებით და ამაღელვებლად აღწერათავის ნაშრომში ედენსორმა) ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი და იმავე ტურისტულ ადგილსტურისტები განსხვავებულად აღიქვამენ. ტაჯ მაჰალის სიმბოლური და ემოციური მნიშვნელობაგანსხვავებულია ადგილობრივი და უცხოელი ტურისტისთვის, ამ ჯგუფების შიგნით კი ისგანსხვავებულია არაეკლესიური და რელიგიური ვიზიტორებისთვის ან ორგანიზებულად დადამოუკიდებლად მოგზაურთათვის. ქცევის საკვანძო ნაწილები, როგორიცაა ფოტოგადაღება დაჭვრეტა, ასევე განსხვავებულადაა წარმოდგენილი ტაჯ მაჰალის შესახებ არსებული ვერსიებისწყალობით. ეს შემდგომ აისახა სხვაობებში ფექიჯტურისტების, ბექპეკერების და ინდოელიმუსლიმების რომანტიკული, რეფლექსური და მოკრძალებული ჭვრეტის განსხვავებაში. ფართოდაკვირვების შედეგად ედენსორმა მნიშვნელოვანი, ყოვლისმომცველი დასკვნა გააკეთა – ტაჯმაჰალში ტურისტების განსხვავებულ ქცევას აქვს ტენდენცია „იმ იდეის უარყოფისა, რომტურისტულ ადგილებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი იდენტურობა. უფრო მეტიც, ტურისტულიადგილები მუდმივად აღორძინდებიან ხოლმე იმ ღონისძიებების შედეგად, რომლებიც მისგარშემო კონცენტრირდებიან“ (ედენსორი, 1998: 200).

მაგალითი 10.

ლას ვეგასი: ტურისტის საოცნებო ქალაქი

ლას ვეგასი, როგორც საქალაქო ცენტრი, უნიკალურია. ერთი შეხედვით, მსგავსი ზომის არც ერთქალაქს ასეთი არახელსაყრელი მდებარეობა არ უკავია – უდაბნოს ზონაში და სხვამნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრებისგან იზოლირებულად. ასევე, არც ერთი ამ მასშტაბისქალაქი არ ამჟღავნებს ტურიზმთან და დასვენებასთან ისეთ სიღრმისეულ ურთიერთობებს,როგორც ეს „ნეონის დედაქალაქი“. ამჟამად ის ამერიკის ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქსწარმოადგენს, რომლის მოსახლეობაც ერთ დეკადაში გაორმაგდა (1990 წელს 740 ათასიდან 2000წელს 1,390მლნ-მდე გაიზარდა). ის ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მონახულებადიდესტინაციაა წელიწადში დაახლოებით 36 მლნ ვიზიტორით და მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთილიდერი ტურისტული საქალაქო ცენტრი. ლას ვეგასში მსოფლიოს 10 უდიდესი სასტუმროდან9 არის განთავსებული და ქალაქის ყველა სასტუმროს ერთდროული ტევადობა 125 ათასზე მეტისაწოლია. ვერც ერთი სხვა ქალაქი ვერ შეედრება მას მიღებული ტურისტების რაოდენობით დავერ უწევს კონკურენციას მისი საკურორტო სასტუმროების შესანიშნავ თანამედროვეპროექტებს, რომლებიც ქალაქის ცნობილ ზოლზე – The Strip-ზეა გადაჭიმული. ამსასტუმროებმა შექმნეს ქალაქური პეიზაჟი, რომელშიც შერწყმულია ფანტაზია და სიამოვნება,

Page 87: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

87

რომლებმაც ახალ დონეებზე აიყვანა ხელოვნების თემა და წარმოქმნა, როგორც როტმანი(Rothman, 2002: xi) აღწერს, „პოსტმოდერნისტული სანახაობა, სივრცისა და ფორმის კომბინაცია,რასაც საერთო არაფერი აქვს გარემოცვასთან და დამკვირვებლის თვალში ტოვებს ფანტასტიურიდა არარეალური სამყაროს შთაბეჭდილებას, რომელიც ამავე დროს მატერიალური და შესაძენადხელმისაწვდომია“. ეს საბოლოო ფორმულირებაა მომხმარებლის პროდუქტზე დომინირებულიგავლენისა – ქალაქი, „რომელიც არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან მატერიალურ საქონელს,ყოველწლიურად მაინც მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს“ (Rothman, 2002: xi).

ლას ვეგასის განვითარება პატარა სარკინიგზო ქალაქიდან დაიწყო 1905 წელს, ფორმირებისწლებში ის მიგდებულ, აზარტული თამაშების კურორტად იქცა, რომელსაც ზურგს უმაგრებდაორგანიზებული დანაშაული (1931-დან გვიან 1960-იანებამდე). დასასრულს კი კორპორატიულინვესტიციებსა და გლობალურ სიმდიდრეზე დაყრდნობით საოცნებო ქალაქად მოგვევლინა,რაც ამაღელვებლადაა აღწერილი მრავალ წიგნში (Gottdiener et al., 1999; Parker, 1999; Rothman,2002; Douglass and Raento, 2004). ამ მაგალითის განხილვის მიზანია იმ ზოგიერთი მეთოდისხაზგასმა, რომლითაც ურბანიზმი და ტურიზმი იკვეთებიან, კერძოდ, „საოცნებო“ ურბანულისივრცეების წარმოშობა.

ლას ვეგასში საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ ურბანული ტურიზმის ზოგადი ტენდენციაა მკაფიოდგამოკვეთილ ზონებზე ფოკუსირება, ამ დროს სხვა ნაწილები ხელშეუხებელი რჩება. ქალაქისსაქმიანი ნაწილის (დაუნთაუნის) საზღვარზე (ძირითადად ფრემონტის ქუჩის ირგვლივ)არსებული ძველი სასტუმროებისა და სამორინეების ნაშთებისგან განცალკევებით ხაზობრივადვითარდება მთავარი ტურისტული ზონა, სადაც მსხვილმასშტაბიანი საკურორტო სასტუმროებიდა მათთან დაკავშირებული ატრაქციები ვითარდება. ის დაუნთაუნის არეალისგან სრულიადგანცალკევებითაა და გადაჭიმულია დაახლოებით 3 კმ-ზე ლას ვეგას ბულვარის (Las VelasBoulevard) გასწვრივ (რასაც ადგილობრივები The Strip უწოდებენ) მაკკარანის (McCarran)საერთაშორისო აეროპორტისკენ. ამ ვიწრო ზოლის მიღმა ატრაქციების ძალზე უმნიშვნელორაოდენობაა მოქცეული ქალაქის ფარგლებში (ძირითადად მუზეუმები, გალერეები და სხვათემატური ატრაქციები), რომლებიც ვიზიტორების საგრძნობ რაოდენობას მიიზიდავდა, ასე,რომ ლას ვეგასში ტურისტული სივრცე ზუსტადაა დადგენილი.

როგორც უკვე აღინიშნა, ლას ვეგასი ცნობილია თემატური გარემოსა და სანახაობითიხელოვნების სიჭარბით. მათი უმეტესი ნაწილისთვის შერჩეული თემატიკა (რომელიც, პირველრიგში, წარმოდგენილია საკურორტო სასტუმროებსა და მათ გარშემო სივრცეში, იხ. ცხრ. 9.4) ანსხვა დროისა და ადგილის იმიტაციაა, ან მიმსგავსების მოჩვენებითობა, რომელიც დროისა დასივრცის წარმოუდგენელ კომბინაციებს გვთავაზობს. ყოველივე ეს ხელოვნურ საფუძველსეყრდნობა და დეკორაციებისა და კოსტუმების მეშვეობით იქმნება. ლას ვეგასი სიმბოლოების დააღნიშვნების ლანდშაფტს წარმოადგენს, თუმცა გარკვეული შესანიშნავი გამონაკლისებით –ისეთი მხატვრების ორიგინალების კოლექციები, როგორიცაა პიკასო, რომელიც ამშვენებსსასტუმრო ბელაჯიოს (Bellagio), ან გუგენჰაიმის მუზეუმის რეგულარული მოძრავი გამოფენები,რომლებიც სასტუმრო ვენეციურში (Venetian) იმართება. ეს სუბსტანციას მოკლებულილანდშაფტია. მაგრამ მონუმენტური მასშტაბი, რომელშიც ეს იმიტაციები იმართება,

Page 88: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

88

შთამბეჭდავ საქალაქო პეიზაჟს ქმნის და ეს ლას ვეგასის ერთ-ერთი ყველაზე დიდიღირსშესანიშნაობაა.

ცხრ. 9.4 ლას ვეგასის მთავარი საკურორტო სასტუმროების თემები

სასტუმრო თემაAladdin ეგზოტიკური არაბეთიBellagio იტალიური რივიერა/ტბა კომოCaesar’s Palace იმპერიული რომიCircus Circus საცირკო სანახაობებიExcalibur არტურის ლეგენდაLuxor ფარაონების ეგვიპტეMGM Grand ჰოლივუდი და ფილმებიMandalay Bay ტროპიკული სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიაMonte Carlo საფრანგეთის რივიერაNew York New York მანჰეტენის ქუჩის ცხოვრება და არქიტექტურაParis პარიზული ცხოვრება და არქიტექტურაTreasure Island მეკობრეები და მძარცველებიVenetian ვენეციის არხები და არქიტექტურა

განვითარების სულ უკანასკნელი ფაზები მძლავრად ასახავენ ურბანიზმსა და ტურიზმს შორისერთდროული საქმიანობების მთელ რიგს. კურორტი იზრდებოდა (და ჯერ ისევ ინარჩუნებსთავის პოზიციას) აზარტულ თამაშობათა და გართობის ძირითადი ცენტრის რეპუტაციით,მაგრამ საკურორტო სასტუმროებმა პროგრესულად გააუმჯობესეს თავისი ატრაქციები„არამოთამაშე“ ვიზიტორების ჯგუფებისთვის (ოჯახების ჩათვლით). დეტალურად გათვლილმაღაზიათა თემატური მოლები და საერთაშორისო სტანდარტების რესტორნები ამჟამად ყველამნიშვნელოვანი საკურორტო სასტუმროს მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. დუგლასის დარაენტოს სტატიას (Douglass and Raento, 2004) თუ დავეყრდნობით, სიზარს ფორუმ მოლი(Caesar’s Forum mall) სასტუმრო სიზარს პალასში (Caesar’s Palace) წარმოდგენს მსოფლიოძვირფასი საცალო ვაჭრობის მაღაზიების უდიდეს კონცენტრაციას. ქვეყნის მაღალრეიტინგულირესტორნების თითქმის მეოთხედი კი ლას ვეგასის ზოლზეა (the Strip) განთავსებული.

ლას ვეგასი ახალი აღმოჩენების მიმართ შესანიშნავ შესაძლებლობას ავლენს და ამ პროცესშიყოველთვის ამტკიცებს იმიჯის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. ახალაღმოჩენათა პროცესინათელია როგორც თვით ქალაქის მასშტაბით, ისე ტურისტული პროდუქტის განმსაზღვრელიძირითადი კომპონენტების ფარგლებში. განვითარების საწყის ფაზაში ის სწრაფად ირგებდაბრჭყვიალა და უგემოვნო „ცოდვის ქალაქის“ რეპუტაციას, იმიჯს, რომელმაც საბოლოო ჯამშიშეზღუდა მისი განვითარება. 1980-იან წლებში კორპორატიული ინვესტიციების კულტურისპროგრესული განვითარებით, კურორტმა მიზანმიმართულად წარმოაჩინა თავი, როგორცდესტინაციამ, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ აზარტული თამაშების მოყვარულთათვის,არამედ ტურისტების გაცილებით ფართო სპექტრისთვის, მ.შ. ოჯახები, რომლებიცგასართობად, შოფინგისთვის, რესტორნებში სადილისთვის და სანახაობათა საყურებლად

Page 89: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

89

ჩამოდიოდნენ (Rothman, 2002). ამასობაში სამორინეები (რომლებმაც ძირითადადრებრენდირება განიცადეს, როგორც თამაშის ადგილებმა – გართობის ქვეტექსტით, ვიდრეაზარტული თამაშებისა – რისკის ქვეტექსტით) ჯერ ისევ გამოიმუშავებენ შემოსავლის თითქმისნახევარს, უფრო დიდი წილი მოდის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, გართობადა სტუმართმასპინძლობა. თავიანთი კონკურენტუნარიანი პოზიციის შესანარჩუნებლად,მთავარი საკურორტო სასტუმროები ჩაერთნენ ინვესტირებისა და რეინვესტირებისდაუსრულებელ პროცესში, რომელიც მათ იმიჯის განსაზღვრაში ეხმარება: მსოფლიო კლასისგართობა და შოუები, მთავარი სპორტული ღონისძიებები (განსაკუთრებით – კრივი), თემატურპარკებში მგზავრობა, თემატური საცალო ვაჭრობის მოლები, ძველი მოვლენების დრამატულისცენების დადგმები (პირობითი საზღვაო ბრძოლების ჩათვლით), საცირკო ნომრები, ველურიბუნება, აკვარიუმები, IMAX‡ ფილმები და ბუნებრივი მოვლენების დადგმა (მაგ., „ვულკანის“მუდმივი ამოფრქვევა სასტუმრო მირაჟთან – Mirage).

ლას ვეგასი ულტრათანამედროვე ქალაქია, რომელიც 1905 წლიდან ვითარდება. სიახლეებისკენმისმა დაუღალავმა მოძრაობამ გამოიწვია განახლების ზოგიერთი ისეთი ფორმა, რომელიცუფრო ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ქალაქებისთვისაც არ იქნებოდა უადგილო. კერძოდ,დაუნთაუნის განაპირას მდებარე კურორტის თავდაპირველი ცენტრი (ფრემონტის ქუჩის –Fremont Street – მიდამოები) საკმაოდ სწრაფად გახდა არამოდური და არამიმზიდველი, რადგანკურორტის თავდაპირველმა ფუნქციამ ზოლის ცენტრალურ და სამხრეთ მისადგომებისკენგადაინაცვლა. ამ უბნის აღსადგენად, საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამეგობრობამ1990-იანების შუა წლებში დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა ისეთპროგრამებში, როგორიცაა ფეხით მოსიარულეთა ზონის გარდაქმნა, ეკოლოგიურიგაუმჯობესება და ქუჩის ნაწილზე სარეკლამო ფარების დამონტაჟება, სადაც პოპ-მუსიკისთანხლებისთვის ხდება გამოსახულებების პროექტირება, რომლებიც რეგულარულად, ყოველღამით, უფასო „შოუების“ სახით ეწყობა. ეს იზიდავს დაინტერესებულ მაყურებელთამნიშვნელოვან რაოდენობას, მაგრამ პროექტმა ცოტა გააკეთა ადგილობრივი სამორინეებისბიზნესის დაქვეითების შესაჩერებლად და დამონტაჟებულმა ფარებმა ეფექტუტად გაანადგურაურბანული ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლური ლანდშაფტი. სანახაობა, ზოლისგანვითარების ბოლო ფაზებისთვის დამახასიათებელ ბრწყინვალებასთან შედარებით, საკმაოდმოკრძალებულია.

ლას ვეგასი ყველაზე ტიპიური პოსტმოდერნისტული ქალაქია, მაგრამ ეს მხოლოდარქიტექტურული ღირსშესანიშნაობების, სტილების შერევის ან სიმბოლოებისა დამინიშნებების უბრალო შედეგი კი არ არის, არამედ სივრცითი არაერთგვაროვნების იმსახეობებისაც, რასაც დევისი (Davis, 1990) ლოს ანჯელესშიც ამჩნევს. დუგლასი და რაენტო(Douglass and Raento, 2004) აღნიშნავენ რაიმე ორგანული ერთობის არ არსებობას ქალაქისკომპონენტებს შორის; ქალაქის საქმიანი ნაწილი, ძირითად საქალაქო ზოლთან შედარებით,

‡ IMAX – ფილმის გაშვების პროცესი უზარმაზარ ეკრანზე, როდესაც გამოსახულება მის რეალურ (სტანდარტულ)ზომას ათჯერ აღემატება.

Page 90: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

90

გაურკვეველი ფორმის მეორადი ზონაა, სულ უფრო მზარდი გარეუბნები კი (რომლებიცხანდახან დღეში თითქმის 50 სახლით ფართოვდება (Gottdiener et al., 1999), ძირითადადდასახლების დეცენტრალიზებული და უსახური ზონებისგან შედგება. საქალაქო ზოლზე კიმთავარი სასტუმროები ფუნქციონირებენ, თითქმის მიკრო–სახელმწიფოები – დამოუკიდებელიობიექტები, რომლებიც, ტურისტების დოლარის მისაზიდად, მეზობლებთან სასტიკკონკურენციაში არიან ჩაბმული და ერთდროულად აფართოებენ კერძო კონტროლს მოჩვენებით„საზოგადოებრივ“ სივრცეზე. ლას ვეგასში გარემოს კონტროლირება ტურისტული სივრცისმუდმივი ატრიბუტია. ძირითადი ზოლის ზოგიერთ მონაკვეთზე ტროტუარიც კისასტუმროების მფლობელობაშია და მისი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აქტიურადამყარებენ აქ წესრიგს, რათა ამ სივრცეში გარანტირებული იყოს მხოლოდ მისაღები ქცევა.

კერძო საკუთრების სასარგებლოდ საზოგადოებრივი სივრცის ეროზია, მხოლოდ ერთიკომპონენტია იმ სირთულეების ჯაჭვიდან, რაც ლას ვეგასში მჟღავნდება. მართალია, ლას ვეგასი,როგორც ქალაქი, მთლიანად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პროდუქტია, ისეთიშთაბეჭდილება იქმნება, რომ ქალაქის დეველოპერებმა ჭკუა ვერ ისწავლეს სხვაპოსტმოდერნისტული ქალაქებისგან, მაგ., როგორიც ლოს ანჯელესია. პარკერი (Parker, 1999)ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაბალხელფასიანი ეკონომიკა, რომელშიცმშრომელთა უმეტესი ნაწილი ქალაქის ტურიზმის ინდუსტრიაშია ჩაბმული; ადგილობრივიმოსახლეობის მომსახურე ინფრასტრუქტურის შედარებითი გაუარესება, ვინაიდან ლას ვეგასისგარეუბნები ფიზიკურად სულ უფრო ფართოვდება; საზოგადოებრივი ლამაზი ადგილების, მაგ.,საქალაქო მწვანე ზონების, ნაკლებობა; ბუნებრივი უდაბნოს გარემოს დეგრადაცია დატურისტული ინდუსტრიის მიერ ენერგიისა და წყლის გადაჭარბებული მოხმარება;კატასტროფული პროპორციების სატრანსპორტო საცობები და მასთან დაკავშირებული ჰაერისდაბინძურება. ტურისტისთვის, რომლის ქალაქში ვიზიტი ხანმოკლეა, ეს საკითხები ალბათშეუმჩნეველი რჩება – შენიღბული სიმდიდრისა და აყვავების მოჩვენებითი რეკლამირებით,რასაც ადგილი აქვს ძირითად ტურისტულ სივრცეებში, მაგრამ ლას ვეგასის უფრო ფართოშეფასება მიგვანიშნებს, რომ საოცნებო ქალაქების შექმნა უცილობლად ძვირი ჯდება.

Page 91: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

91

გ ლ ო ს ა რ ი უ მ ი

ადგილობრივი ტურიზმი – ადამიანების გადაადგილდება საკუთარი ქვეყნის ფარგლებში.

არაორგანიზებული ტურისტი – ადამიანი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად

ხელშეკრულების ან საგზურის გარეშე.

ატრაქცია – ადგილი, ნაგებობა ან ქმედება, რომელიც ტურისტების გარკვეულ რაოდენობას

იზიდავს.

ბანგი-ჯამფინგი – ხიდიდან თავქვე გადმოხტომა, როდესაც მიწამდე მხოლოდ 10-20 მ-მდე

მანძილი რჩება. ბოლო ხანებში ტურისტებს სთავაზობენ ხტომებს კანიონებში ან დაბალ

სიმაღლეზე მიმავალი ვერტმფრენიდანაც.

ბექპეკინგი – დამოუკიდებელი, დაბალფასიანი მოგზაურობა, რომლის დროსაც გამოიყენება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განთავსების იაფი საშუალებები. ამ ტიპის

ტურისტები სამოგზაუროდ ზურგჩანთას ატარებენ (აქედან მოდის სახელწოდება).

გამაჯანსაღებელი ტურიზმი – ბუნებრივი საკურორტო ფაქტორების გავლენით ტურისტისგაკაჟება, გაჯანსაღება, შრომის პროცესში დახარჯული ფიზიკური და სულიერი ძალებისაღდგენა.

განთავსების საშუალებები – შენობა-ნაგებობები, რომლებიც ტურისტების განთავსებას(ღამისთევას) ემსახურებიან და თავისი პროფილიდან გამომდინარე მათ სხვამომსახურებებსაც სთავაზობენ. ესენია სასტუმროები, მოტელები, სტუმრის სახლები,ვილები ან სასახლეები, ჰოსტელები და სხვ.

გასვლითი ტურიზმი – ტურისტების მოგზაურობა უცხო ქვეყანაში.

გასტრონომიული ტურიზმი – ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად,გასტრონომიულ ფესტივალებზე დასასწრებად, საინტერესო ტრადიციული კერძისდამზადების ტექნოლოგიის გასაცნობად მოგზაურობა. აქვეა ღვინის ტურები,რომლებშიც იგულისხმება მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში მოგზაურობა, ღვინისდამზადების წესებში და მასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ტრადიციებში გარკვევა,საბოლოო პროდუქციის დეგუსტაცია.

დასვენების ტურიზმი – მოგზაურობა არდადეგებზე ან დასვენების დღეებში რელაქსაციისმიზნით. შედგება შემეცნებითი და გამაჯანსაღებელი ტურებისაგან.

დაივინგი – წყალქვეშა რეკრეაციული საქმიანობა, როდესაც ხდება წყალქვეშ არსებულ ფლორასადა ფაუნაზე დაკვირვება, ჩაძირული გემების დათვალიერება ან განძის ძიება.

Page 92: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

92

დესტინაცია – ადგილი (ქალაქი, მისი უბანი, რაიონი, ქვეყანა, ქვეყნის ნაწილი), რომელიც ბევრტურისტს იზიდავს.

ეთნიკური ტურიზმი – ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ცხოვრების სტილით, მათი ადათებითადა ტრადიციებით, ეროვნული კულტურით, რელიგიით, ფოლკლორით, სამზარეულოთი,განსხვავებული არქიტექტურით დაინტერესებული ტურისტების მოგზაურობა.

ეკოლოგიური ტურიზმი – ტურიზმის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებისშეცნობასთან, იგი ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და წვლილი შეაქვსეკოსისტემების შენარჩუნებაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების აუცილებელიგათვალისწინებით. იგი უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალურ გავლენას ბუნებაზე.მასში გამოიყოფა ტურები ბუნებრივ რეზერვაციებში ხელშეუხებელი გარემოსაღსაქმელად, ფრინველებზე დაკვირვება (bird watching), მოხალისეთა მოგზაურობაგაჭუჭყიანებული გარემოს დასასუფთავებლად.

ეროვნული ტურიზმი – ადგილობრივი და გასვლითი ტურიზმის ერთობლიობა.

ეროვნული პარკი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იქმნება ეროვნულიდა საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეულიეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისთვის.

ექსკურსია – ადამიანთა ჯგუფის მოგზაურობა დასვენების, გართობის ან შემეცნების მიზნით.

ვიზიტორი – ადამიანის ნებისმიერი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი გარემოდანსამოგზაუროდ.

ვინდსერფინგი – წყალზე გართობის სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს წყლის ზედაპირზემცირე ზომის დაფის მართვის ოსტატობა მასზე დამაგრებული იალქნის დახმარებით.

ზორბი – ორ დიდ ერთმანეთში ჩამჯდარ სფეროში თავსდება ადამიანი, რომლის ხელ-ფეხი დაწელი მაგრდება სფეროს შიდა კედელზე. შემდეგ ხდება სფეროს მთიდან დაგორება, იგიდიდი სიჩქარით მიჰქრის და ხტუნავს ფერდობის კოლბოხებსა და უსწორმასწორობებზე.

თემატური პარკი – ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილი ატრაქციონების გარკვეული რაოდენობა,რომელიც გამიზნულია სხვადასხვა ასაკის ადამიანთა შემეცნების და იმავდროულადგართობისა და დასვენებისთვის.

ინსენტივტურიზმი – წამახალისებელი ტურიზმი, როდესაც საწარმო წლის მანძილზე კარგადმომუშავე თანამშრომლებს წახალისების მიზნით სთავაზობს ტურისტულ მოგზაურობასნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით.

Page 93: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

93

კანიონინგი – კანიონების გადალახვა წყლისა და კლდოვანი რთული რელიეფის დაძლევისსხვადასხვა მეთოდებით, მცურავი საშუალებების (ნავები, ტივები, კანოე, ბაიდარკები დაა.შ.) გამოყენების გარეშე .

კემპინგი – სუფთა ჰაერზე რეკრეაციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ღამისთევასბუნებრივ გარემოში კარვის გაშლით, ან კარავანში განთავსებით.

კურორტი – სამკურნალო ფაქტორებით (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელითვისებების მქონე ჰავა) მდიდარი ადგილი, სადაც არსებობს ტურისტებისდასვენებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა (განთავსების საშუალებები, სამკურნალოდაწესებილებები, სატრანსპორტო მისადგომობა, ელექტრო– და წყალმომარაგება და სხვ.).

პარაპლანი – ძრავითა და ბორბლებით აღჭურვილი პარაშუტი.

რაფტინგი (ჯომარდობა) – მთის მდინარეებზე ან სპეციალურად შექმნილ არხებზე გასაბერინავით ან ტივით დაშვება.

რეკრეაცია – ადამიანის მიერ შრომის პროცესში დახარჯული ფიზიკური და სულიერი ძალებისაღდგენა.

რელიგიური ტურიზმი – მოგზაურობა რელიგიური მიზნებით, წმინდა ადგილებისმოსალოცად (მომლოცველობა, პილიგრიმობა), ან შემეცნების მიზნით ამა თუ იმრელიგიური ნაგებობებისა და სიწმინდეების მოსანახულებლად.

საერთაშორისო ტურიზმი – ადამიანები ტურისტული მოგზაურობის მიზნით კვეთენ ქვეყნისსაზღვრებს.

სათავგადასავლო ტურიზმი – არასტანდარტული ტური ეგზოტიკურ (ვულკანი, უდაბნო,ჯუნგლი, ტუნდრა და ა.შ.) და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ გარემოში,დაკავშირებული უჩვეულო მოგზაურობებთან და ტრანსპორტის არატრადიციულსახეობებთან.

სამკურნალო ტურიზმი – მოგზაურობა სამკურნალო მიზნებით. SPA (sanitas per aqua – ლათ.)არის კურორტი სამკურნალო მინერალური წყლებით. ამ სიტყვით აღნიშნავენ არა მარტოთავად კურორტს, არამედ სპეციალურ გამაჯანსაღებელ ცენტრებში მინერალური წყლებისსმისა და პროცედურების, აბაზანების მიღების შესაძლებლობას.

სასოფლო ტურიზმი _ დასვენება სოფლად, სოფლის ცხოვრებასთან ზიარება: ადგილობრივიტრადიციებით აგებულ სახლებში ცხოვრება, ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურადსუფთა პროდუქტებით კვება, სოფლის ცხოვრებაში და სასოფლო-სამეურნეოსაქმიანობაში მონაწილეობა.

Page 94: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

94

სასტუმრო – დაწესებულება, რომელიც შედგება გარკვეული რაოდენობის ოთახებისგან(ნომრებისგან) და გვთავაზობს მომსახურებათა კომპლექსს, რომელთა შორის ძირითადიაგანთავსება და კვება.

საფარი ტურიზმი – მოგზაურობა ბუნებაში, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის (ამისათვისსაჭირო ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში), თევზაობის, ცხოველებზე დაკვირვების ანფოტონადირობისათვის.

საქმიანი ტურიზმი – მოიცავს ბიზნეს–, კონგრეს–, საგამოფენო და ინსენტივტურებს. საქმიანიტურიზმის სეგმენტს ბოლო ხანებში აღნიშნავენ აბრევიატურით MICE, სადაც M (meetings)არის შეხვედრები, I (incentives) _ წამახალისებელი ღონისძიებები, C (conventions) _კონფერენციები და E (exhibitions) _ გამოფენები, სავაჭრო ბაზრობები. საბოლოო ჯამში,იგულისხმება ადამიანთა მოგზაურობები სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებში,კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, სამიტებში, სხდომებში, ყრილობებში,წამახალისებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენებისა და სავაჭრობაზრობების მოსაწყობად და მათზე დასასწრებად.

საქომაგო ტურიზმი – ტურისტული მოგზაურობა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე(მსოფლიო თუ კონტინენტის ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და მისთ.) დასწრებისა დათავისი ქვეყნის წარმომადგენლების ქომაგობის მიზნით.

სერფინგი _ ზღვის ან ოკეანის ზვირთებში სპეციალური დაფით სრიალი გართობის მიზნით.

სექსტურიზმი _ ტური განსაკუთრებული გართობის მიზნით: ა) ტური მამაკაცებისათვისადგილობრივ ქალებთან გასართობად, საროსკიპოების მოსანახულებლად. მიღებულიასამხედრო მოსამსახურეთა და სავახტო მუშაკების პრაქტიკაში, იშვიათად ცხადდება ღიად;ბ) ტური, ორგანიზებული ახალგაზრდა ქალებისათვის, როდესაც ისინი გარკვეულიდროით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ უძველესი პროფესიით ფულის საშოვნელად; გ)ე.წ. “გეიტურიზმი” (gay tourism) _ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისადამიანებისათვის ორგანიზებული ტურები, რომელთა მიზანია გასართობი ადგილების(რესტორნების, სასტუმროების, ღამის ბარების და სხვ.) მონახულება, სადაც მათშეუძლიათ მსგავსი შეხედულებების ადამიანებთან შეხვედრა და მათ გარემოცვაშიდასვენება, ასევე გეი აღლუმებზე დასწრება და მათში მონაწილეობა.

სნოუბორდინგი _დათოვლილ ფერდობებსა და მთებზე დაშვება სპეციალური დაფით.

სპორტული ტურიზმი _ ტურისტული მოგზაურობა, რომლის დროსაც ტურისტები ძირითადადდაკავებული არიან მათი საყვარელი სპორტის სახეობით (მაგ., გოლფი, ჩოგბურთი,ბეისბოლი, სათხილამურო სპორტი, წყალქვეშა ცურვა და სხვ.).

სქაისერფინგი _ პარაშუტით გადმოხტომა სერფინგისტის დაფით.

Page 95: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

95

ტურისტი – ადამიანი, რომელიც 24 საათზე მეტი და ერთ წელიწადზე ნაკლები დროითმიემგზავრება მისთვის ჩვეული გარემოდან რეკრეაციის (დასვენების, გართობის,მკურნალობის, გაჯანსაღების), საქმიანი ან პროფესიული მიზნით და ჩასვლის ადგილზეარ იღებს ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

ტურისტების გენერატორი ქვეყანა – სახელმწიფო, რომელიც წარმოშობს მნიშვნელოვანირაოდენობის ტურისტებს.

ტურისტული ინდუსტრია – ორგანიზაციების კომპლექსური სისტემა, რომელიც ქმნისტურისტულ პროდუქტს.

ტურისტული მოთხოვნილება – ადამიანის საჭიროება დასვენების, გაჯანსაღების, გართობის დასხვ. მიმართ, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.

ტურისტული პროდუქტი – მომსახურებათა კომპლექსი, რომელსაც ტურისტულიდაწესებულებები მოგზაურობის დროს სთავაზობენ ტურისტებს მათი მოთხოვნილებებისდასაკმაყოფილებლად.

ტურისტული რესურსები – ბუნების ყველა ელემენტი და ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი (ანჩატარებული რიტუალი), რომელიც საზოგადოების ტურისტულ-რეკრეაციულიმოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ფექიჯტური – ტუროპერატორის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც მოიცავს ტურისტისტრანსპორტირებასა და განთავსებას. სხვა მომსახურებების შეძენა შესაძლებელიადამატებითი საფასურის გადახდით.

შიდა ტურიზმი – ადგილობრივი და შემოსვლითი ტურისტების ერთობლიობა.

შემეცნებითი ტურიზმი – მოგზაურობა კულტურული მემკვიდრეობის, მუზეუმების,თეატრების, გამოფენების, ხუროთმოძღვრული ძეგლების, სხვადასხვა ფოლკლორულიღონისძიებებისა და დღესასწაულების, ასევე ბუნებრივი ძეგლებისა დაღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

შემოსვლითი ტურიზმი – საკუთარ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მომსახურება.

შოფტურიზმი – მოგზაურობა სხვადასხვა სახეობის საქონლის შესაძენად მისი შემდგომირეალიზაციის მიზნით. ბოლო წლებში გამოიკვეთა ასევე ე.წ. “მსუბუქი შოფტურიზმი”,რომლის დროსაც ტურისტები სხვადასხვა პროდუქციას იძენენ საკუთარი და/ან საოჯახომოხმარებისათვის.

ჰაიქინგი – სუფთა ჰაერზე რეკრეაციის ფორმა, რომელიც მომხიბლავ ბუნებრივ ადგილებში,უფრო ხშირად კი მთებში ქვეითად გადაადგილებას გულისხმობს.

Page 96: თავი 3. ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების გეოგრაფია geografia-nino... · 3 მდგრადი

96

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Boniface B., Cooper Ch. Worldwide Destinations. The Geography of Travel and Tourism.IV Edition, 2005, გვ.31- 87.

2. Williams Stephen. Tourism Geography. A New Synthesis. Case Studies, II Edition. 2009.