სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი...

20
1929 www.bsma.edu.ge სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

Transcript of სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი...

Page 1: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

1 9 2 9

www.bsma.edu.ge

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი

ბათუმის სახელმწიფო

საზღვაო აკადემია

Page 2: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი

ირაკლი შარაბიძე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი პრიორიტეტები.

დღეს საზღვაო აკადემია რეგიონის ერთ-ერთ

ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლე-

ბელს წარმოადგენს. კითხვაზე - თუ რატომ უნდა

აირჩიონ აბიტურიენტებმა საზღვაო აკადემია

და რა პრიორიტეტებს ახორციელებს ის, პასუხს

იძლევა უამრავი გამოკითხვა, სტატისტიკა,

ციფრები. ჩვენს ლიდერები ვართ მნიშვნე-

ლოვან კომპონენტებში, ესაა:

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;

დასაქმების მაღალი სტატისტიკა;

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

სწავლის უახლესი სტანდარტი;

გააცვლითი პროგრამები სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან;

ჩვენი კურსდამთავრებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში საქმდე-

ბიან - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში; ისინი ასევე საქმდებიან

შრომის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენთან სწავლა რთულია - მაგრამ კურსდამთავრებულისთვის ეს იმის მაჩვენებელია,

რომ იგი არის განათლებული, რომ მან კარგად შეისწავლა არჩეული პროფესია, რომ

იგი მზად არის გახდეს პროფესიონალი და უპასუხოს ყველაზე რთულ გამოწვევებს

რასაც შრომის ეროვნული თუ საერთაშორისო ბაზრები უყენებენ კურსდამთავრე-

ბულებს.

2018 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების

საფუძველზე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მიენიჭა ავტორიზაცია 7

წლის ვადით. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში (2011 წლიდან დღემდე) საზღვაო

აკადემიის 34 პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა

აკრედიტაცია.

მიღწეულ შედეგებს ჩვენ არ ვსჯერდებით - საზღვაო აკადემიის მისიის და

განვითარების სტრატეგიული გეგმის თანახმად ჩვენ ვესწრაფვით გადავაქციოთ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია შავი და კასპიის ზღვის რეგიონის წამყვან

საგანმანათლებლო ცენტრად საზღვაო ინდუსტრიისა და მის მომიჯნავე სფეროებში,

რითიც გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის საზღვაო სექტორის

ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში და საქართველოს მოწინავე საზღვაო

ქვეყნად ჩამოყალიბებას.

Page 3: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

ჩვენ შესახებ

1944 წლის 5 მარტს საზღვაო ტექნიკუმი ბათუმის საზღვაოსნო

სასწავლებლად გადაკეთდა ხოლო 1994 წელს რეორგანიზაციის

შედეგად დაფუძნდა სახაზინო საწარმო – ბათუმის სახელმწიფო

საზღვაო აკადემია.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის

მქონე პირველი საზღვაო საგანმანათლებლო კერაა საქართვე-

ლოში, რომლის ისტორია გასული საუკუნის 20-იან წლებში,

ბათუმის პორტში გახსნილი საზღვაო კურსებით დაიწყო. კურსების

ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №228

დადგენილებით საზღვაო აკადემიის დასახელება შეიცვალა და

მიენიჭა სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავ-

ლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

Page 4: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ავტორიზებული უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოქმედებს აკრედიტებული

საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

2018 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის

საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვაო აკადემიას 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

2018 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის

საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვაო აკადემიის პროფესიულ მომზადების ცენტრს

მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.

2015 წლიდან დღემდე მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების

ცენტრს ლონდონის “Nautical Institute”-ის DP კურსების განხორციელების აკრედიტაცია

აქვს.

ავტორიზაცია/აკრედიტაცია

საზღვაო აკადემია სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 და IQNet-ით.

პროფესიული მომზადების ცენტრი აკრედიტებულია BTEC მიერ.

Page 5: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

საერთაშორისო ურთიერთობები/ ინტერნაციონალიზაცია

მეზღვაურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები საზღვაო-

საინჟინრო ფაკულტეტზე და პროფესიული მომზადების ცენტრში შედგენილია

STCW კონვენციის მოთხოვნებისა და IMO-ს მიერ რეკომენდებული მოდელური

კურსების შესაბამისად.

2006 წლიდან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გაწევრიანდა ქვემოთ

ჩამოთვლილ საერთაშორისო ორგანიზაციებში:

IAMU - International Association of Maritime Universities

BSAMI – Black Sea Association of Maritime Institutions

IASST – the International Association for Safety and Survival Training

IMSF – the international Marine Simulator Forum

Page 6: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

უმაღლესი განათლება

საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტი (MF) Ш

Ш

საზღვაო-საინჟინრო

ბაკალ

ავრ

იატი

მაგისტრ

ატურ

ფაკულტეტი

ბიზნესი და მართვა

ფაკულტეტი

მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი

ტუ იზმის მენეჯმენტირიზმი - საზღვაო ტურსწავლის საფასური 2250 ლარი

მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა

ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკასწავლის საფასური 2250 ლარი

ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზესწავლის საფასური 2250 ლარი

ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია სწავლის საფასური 2250 ლარი

გემის ელექტრომექანიკასწავლის საფასური 2250 ლარი

საპორტო ოპერაციების მართვასწავლის საფასური 2250 ლარი

გემების ენერგეტიკული და ელექტრული სისტემები და დანადგარები სწავლის საფასური 2250 ლარი

საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტისწავლის საფასური 2250 ლარი

საზღვაო ნავიგაციასწავლის საფასური 2250 ლარი

გემის მექანიკასწავლის საფასური 2250 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირება

საგანმანათლებლო პროცესი

R

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი (BMF)

Page 7: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

საგანმანათლებლო პროგრამები

გემბანის რიგითი მეზღვაური

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი

თევზსაჭერი გემის ნავიგაცია (V საფეხური)

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ოპერირება (IV საფეხური)

პორტების ლოგისტიკის მენეჯმენტი (V საფეხური)

შედუღება (III-IV საფეხური)

ამწის ოპერირება (III-IV საფეხური)

Ш პროფესიული მომზადების ცენტრი (VTC)

პროფესიული განათლება

საგანმანათლებლო პროცესი

Page 8: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

2016-2017

ჩარიცხულ სტუდენტთა სტატისტიკა წლების მიხედვით

350

39

28

200

16

12

324

28

36

249

11

30

350

31

15

150

13

13

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები (ბაკალავრი)

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე მობილობის შედეგად ჩარიცხული სტუდენტები (ბაკალავრი)

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტები (მაგისტრატურა)

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები (ბაკალავრი)

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მობილობის შედეგად ჩარიცხული სტუდენტები (ბაკალავრი)

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტები (მაგისტრატურა)

Рსულ 645

2017-2018Р

სულ 678

2018-2019Р

სულ 572

სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

Page 9: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

სტუდენტები ფაკულტეტებზე

2013 2014 2015

2016

Р2017

Р2018

Р

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა

მობილობით გადმოსული სტუდენტების რაოდენობა

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები

18515

399321

398241

540169

572 500444

სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

სულ 200 სულ 432 სულ 423

სულ 565 სულ 572 სულ 548

Р Р Р

Page 10: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

პროფესიული მომზადების ცენტრი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) პროფესიული

განათლების განვითარების საგრანტო პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწი-

ფო საზღვაო აკადემიაში დაინერგა შვიდი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო

პროგრამა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო ინვენტარი,

გადამზადდა პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი და სხვადასხვა

საფეხურის სპეციალისტები. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

განხორციელების პროცესში გამოიყენება შემდეგი სიმულატორები:

პროფესიული მომზადების ცენტრი საზღვაო აკადემიის სტრუქტურული ერთეულია,

რომელიც ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

ცენტრის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის შრომის შიდა და საერთაშორი-

სო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების მიცემა.

ამწის ოპერირების III და IV საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

- ARI Simulation - Crane Operation simulator - additional functionality;

შედუღების III და IV საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

- VRTEX 360;

- SPEEDTEC 505SP (msg; mig; mag);

- POWERTEC 425S ( mig; mag);

- LING405-5a;

- INVERTEG 170TPX TIG AG -WIG;

- TOMAHAK 1538;

თევზსაჭერი გემის ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამისათვის:

- თევზსაჭერი გემის სანავიგაციო სიმულატორი;

პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული

ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით.

Page 11: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო
Page 12: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი

2014 წლის 27 ნოემბერს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

გაიხსნა მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა

სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე

სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით.

სერტიფიცირებისათვის გამოიყენება “TRANSAS Set the Standard”-ის

ტრენაჟერები და სიმულაციური ტექნიკა:

მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი ახორციელებს მეზღვაურთა

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებს, საზღვაო ფლოტში

მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკა-

ტებს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.

R

R

R

R

R

R

R

R

Liquid Cargo Handling Simulator;

Shore based firefighting area;

Engine room simulator

ECDIS / ARPA simulator

Full Mission Bridge Simulator and Small Navigational Bridge

Life-saving appliances

GMDSS

Medical training equipment

DP – Dynamic Positioning

R

Page 13: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორ-

ციელების პროცესში ჩართულია ავტომატიკის, ელექტროტექნიკის, პნევმატიკისა

და ჰიდრავლიკის ლაბორატორიები.

Page 14: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

საზღვაო აკადემიის საბიბლიოთეკო რესურსი

საზღვაო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სახელმძღვანელოებისა და

სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის მდიდარ და მრავალფეროვან

არჩევანს, მათ შორის ელექტრონულ რესურსებს,, რაც ხელს უწყობს მათ

ინტეგრირებას გლობალურ საინფორმაციო სივრცეში.

ბიბლიოთეკას აქვს 70 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი, აღჭურვილი

კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით. ბათუმის სახელმწიფო

საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკა საზღვაო ტექნიკური ლიტერატურის

ერთადერთი სპეციალიზირებული ბიბლიოთეკაა საქართველოში.

Page 15: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

სტუდენტური ცხოვრება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აქტიური და მრავალფეროვანი

სტუდენტური ცხოვრებაა. აკადემია სტუდენტებს მათი შესაძლებლობების

მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევს. მოქმედებს სპორტული

სექციები: ფეხბურთის, კალათბურთის, ფუტზალის, ფრენბურთის, აგრეთვე

ვოკალური ანსამბლი, სტუდენტური თეატრი, მანსანკანის გუნდი, ქართული და

თანამედროვე ცეკვის წრეები. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა

ინტელექტუალურ კონკურსებსა თუ შეჯიბრებებში.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დიდ ყურადღებას აქცევს ახალ-

გაზრდების სპორტულ განვითარებას. აქ არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა,

რომ სტუდენტმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი სპორტული შესაძლებლო-

ბები, ერთმანეთს შეუთავსოს სპორტი და განათლება.

Page 16: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

სასწავლო - საწვრთნელი გემი „კადეტი“

90-წლიანი ისტორიის მანძილზე აკადემია საკუთარ სასწავლო-საწვრთნელ

გემს არ ფლობდა.

2018 წელს, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ საზღვაო

პრაქტიკა გემ „კადეტზე“ გაიარონ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემი უსასყიდლოდ გადაეცა.

გემი 1977 წელს არის აგებული და ნავთობის გადამზიდ საზღვაო სატრანსპორ-

ტო საშუალებას წარმოადგენს და აღჭურვილია ყველა საჭირო სანაოსნო

სისტემითა და ტექნიკური საშუალებით.

Page 17: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო
Page 18: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო
Page 19: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

C�n vqmniT

Tq�ns w��t��

��v�s!

Page 20: სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ...bsma.edu.ge/upload/studentebis gzamkvlevi.pdf · 2019-05-16 · 1929 სსიპ - სასწავლო

+ 995 (422) 27 53 88

საქართველო, 6004 ბათუმი, რუსთაველის 53

[email protected]

http//bsma.edu.ge

+ 995 (422) 27 48 50