დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web...

155
დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდK დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდ ¹¹17 დ. დდდდდდდ 10 დდდდდდ 2010 დ. დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ: დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ: დდდდდდდდდ დდდდდდდ: მ. მმმმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ, მ. მმმმმმმ; დდდდდდდდ დდდდდდდდ: მ. მმმმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ, მ. მმმმმმმმ, მ. მმმმმმმმმ; დდდდდდდდდდ: მმმმმ მმმმმმმმმმმ _ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმ მმმმმმ _ მმმმმმმმმმმ მმმმმ, მმმ მმმმმმმმმ _ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმმმ _ მმმმმმმმAმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმ მმმმმმმ _ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმ _ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმმმმ _ მმმმმმ

Transcript of დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web...

Page 1: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის

ოქმი ¹¹17

ქ. თბილისი 10 ივნისი 2010 წ.

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე;

აპარატის მუშაკები: ი. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, მ. ჯაფარიძე, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, მ. ჯულაყიძე, ი. გაბისონია;

მოწვეულები: დავით დარჩიაშვილი _ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია _ პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი _ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პაპუნა პეტრიაშვილი _ ფინანსთაAმინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ენუქიძე _ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ლაშა გოცირიძე _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ცინცაძე _ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ეგუტია _ “საქპატენტის” გენერალური დირექტორის მოადგილე, დევი ვეფხვაძე _ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბარბაქაძე _ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი.

დღის წესრიგი:

1. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი

Page 2: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

კანონპროექტი “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

/პირველი მოსმენა//მომხ. დავით დარჩიაშვილი/

2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

/პირველი მოსმენა//მომხ. დავით დარჩიაშვილი/

3. საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”

/პირველი მოსმენა//მომხ. ლაშაA თორდია/

4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ”

/პირველი მოსმენა//მომხ. გია ხუროშვილი/

5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”/პირველი მოსმენა/

/მომხ. ალექსანდრე ცინცაძე/

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”/პირველი მოსმენა/

/მომხ. ლაშა გოცირიძე/

2

Page 3: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

7. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”/პირველი მოსმენა/

/მომხ. ლაშა გოცირიძე/

8. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტების: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საგახასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”,„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შესახებ

/მომხ. გიორგი მელაძე/

9. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/

10. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ”

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/ 11. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი

“საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით”

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი, დევი ვეფხვაძე/

1. პირველიმოსმენით განიხილეს:

დავით დარჩიაშვილის მოხსენება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის ევროპასთან

3

Page 4: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი ¹1) შესახებ.

აღინიშნა, რომ 1996 წლის 22 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის “თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ” დადებული შეთანხმების მიხედვით, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს საქართველოს არსებული და მომავალი კანონმდებლობის მიახლოება გაერთიანების კანონმდებლობასთან. “რეკლამის შესახებ” მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილებები განსაზღვრავს შეცდომაში შემყვანი რეკლამის ცნებას “ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შეცდომაში შემყვანი რეკლამების რეგულაციებისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის შესახებ (84/450/EC)” დირექტივის შესაბამისად.

აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, ოვაშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

2. პირველიმოსმენით განიხილეს:

დავით დარჩიაშვილის მოხსენება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი ¹3) შესახებ.

აღინიშნა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP), ითვალისწინებს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა დადგენილება “საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ”, თუმცა არც აღნიშნული დადგენილება და არც “ელექტროენერგეტიკისა და

4

Page 5: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი არ შეიცავს განმარტებას “განახლებადი ენერგიის წყაროების” თაობაზე, რის გამოც განახლებადი ენერგიის რესურსების შესახებ ევროკავშირის დირექტივისა (2001/77EC) და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა ზემოთ აღნიშნული განმარტება.

აზრი გამოთქვეს: ჩარკვიანმა, კვიციანმა, ენუქიძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

3.პირველიმოსმენით განიხილეს:

ლაშა თორდიას მოხსენება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაAთორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

მომხსენებელმა წარმოადგინა სამუშაო ჯგუფის შუნიშვნების გათვალისწინებით (დანართი ¹5) ჩასწორებული კანონპროექტები (დანართი ¹6) და აღნიშნა, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სწრაფი და ეფექტური განხორციელების აუცილებლობით. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ელექტრონიზაციის, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2009 წლის ნოემბერში გატარებული რეფორმებით, სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელია რეფორმების შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანია შესყიდვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება, ადმინისტრაციული ბარიერების მაქსიმალური აღმოფხვრა, რათა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტების დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომია და ოპტიმიზაცია.

5

Page 6: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ამასთან, აუცილებელია მთელი რიგი მიმართულებების საკანონმდებლო დონეზე იმგვარი რეგლამენტაცია, რათა შესყიდვების პროცედურების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა მაქსიმალურად მოქნილი და ადექვატური იყოს ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისას პრაქტიკაში გამოკვეთილ რეალობასთან მიმართებაში.

კანონპროექტის მიხედვით ხდება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნორმების რეგლამენტაცია.

სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტით ასევე ხდება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულად განხორციელებისას საქონლის მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის დანერგვა და აღნიშნულ შემთხვევებში დადგენილი მონეტარული ზღვრების კორექტირება, კერძოდ, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში მონეტარული ზღვარი შეადგენს 200 000 ლარის ღირებულების და ზევით შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების და ასევე სამშენებლო სამუშაოების) სახელმწიფო შესყიდვის საშუალებას. 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების და ასევე სამშენებლო სამუშაოების) შესყიდვა მოხდება გამარტივებული ეექტრონული ტენდერის გზით. გამარტივებული შესყიდვისთვის კი შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების და ასევე სამშენებლო სამუშაოების) ღირებულება 2 000 ლარიდან გაიზრდება 5 000 ლარამდე, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ განხორციელებულ შესყიდვასთან, ასევე თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში – აღნიშნული ზღვარი შეადგენს 10 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტს (საქონელი, მომსახურება და ასევე სამშენებლო სამუშაოები).

კანონპროექტით დარეგულირებულია ორეტაპიან ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროგრამული სირთულე. ამასთან, განისაზღვრა, რომ ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება იმ პიზიკური

6

Page 7: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

და იურიდიული პირების მიერ შესყიდვაში მონაწილეობა, რომლებიც პრეტენდენტების სახით მონაწილეობდნენ ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ საპროექტო მომსახურების შესყიდვაში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მთელ რიგ შემთხვევებში, როგორიცაა, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა, ინტერნეტის საშუალებით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვისა, წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა, საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა.

კანონპროექტით ხდება სატენდერო წინადადების ფასის დამოუკიდებლად დადგენის შესახებ სერტიფიკატის შევსების მოთხოვნის შემოღება, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პრეტენდენტებს შორის წინასწარი მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში ზეგავლენის მოხდენას

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სწრაფი და ეფექტური განხორციელების აუცილებლობით. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ელექტრონიზაციის, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2009 წლის ნოემბერში გატარებული რეფორმებით, სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელია რეფორმების შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანია შესყიდვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება,

7

Page 8: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ადმინისტრაციული ბარიერების მაქსიმალური აღმოფხვრა, რათა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტების დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომია და ოპტიმიზაცია.

კანონპროექტის შემუშავება ემსახურება “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიზნების განხორციელებას.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სწრაფი და ეფექტური განხორციელების აუცილებლობით. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ელექტრონიზაციის, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2009 წლის ნოემბერში გატარებული რეფორმებით, სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელია რეფორმების შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანია შესყიდვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება, ადმინისტრაციული ბარიერების მაქსიმალური აღმოფხვრა, რათა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტების დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომია და ოპტიმიზაცია.

აზრი გამოთქვეს: წურწუმიამ, სამადაშვილმა.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

4. პირველიმოსმენით განიხილეს:

გია ხუროშვილის მოხსენება “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი ¹8) შესახებ. აღინიშნა, რომ “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღება განაპირობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებთან ჰარმონიზაციამ.

8

Page 9: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

კანონპროექტის მიზანია სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურის გათვალისწინება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურას. ასევე კანონპროექტი შესაბამისობაშია მოყვანილი “საქართველოს საპატენტო კანონში” განსახორციელებელ ცვლილებებთან და “დიზაინების შესახებ” კანონპროექტთან.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით.

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონსა და „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტი ითვალისწინებს „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნებისათვის (სამართალდარღვევა გათვალისწინებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1574-ე მუხლით, რომელიც ამოქმედდება 2010 წლის პირველი ივლისიდან) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას.

აზრი გამოთქვეს: კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹9).

9

Page 10: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

5. პირველიმოსმენით განიხილეს:

ალექსანდრე ცინცაძის მოხსენება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი ¹10) შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფიდან. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცემათ საშულება პრივატიზება მოახდინონ, როგორც სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ნივთის, ასევე, მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონებისა.

აზრი გამოთქვეს: ბადაგაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹11).

6. პირველიმოსმენით განიხილეს:

ლაშა გოცირიძის მოხსენება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

მომხსენებელმა წარმოადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამოთქმული შენიშვნების (დანართი ¹12) გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროერქტის რედაქცია (დანართი ¹13) და აღნიშნა, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას ენიჭება

10

Page 11: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების დადგენის უფლებამოსილება.

წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შეასახებ” საქართველოს კანონის 432 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება ტარიფი დაადგინოს სასმელი წყლის მიწოდებისთვის და წყალარინებისთვის განცალკევებულად და ასევე დაადგინოს მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისათვის წყალმომარაგების ტარიფები თვითმართველი ერთეულების მიხედვით.

კანონპროექტის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენიჭება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის დადგენის უფლებამოსილება.

აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹14).

7. პირველიმოსმენით განიხილეს:

ლაშა გოცირიძის მოხსენება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი ¹15) შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა გზათსარგებლობის საფასურის შემოღების მიზნით. კანონპროექტით უნდა დაწესდეს გზათსარგებლობის საფასური, რომლის გადამხდელი არის პირი, რომლიც წარმოადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს და ამ ავტოსატრანსპორტო საშულებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/

11

Page 12: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ტვირთების გადაზიდვას საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ.

აზრი გამოთქვეს: კვიციანმა, ბადაგაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹16).

8. მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის ინფორმაცია “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარმოადგინა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საგახასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”(დანართი 17).

აღინიშნა, რომ საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს კანონში არსებული სამართლებრივი და რედაქციული ხასიათის ხარვეზები, ზოგიერთი ნორმის სრულყოფილად ჩამოყალიბების აუცილებლობა. აგრეთვე, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფა.

კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას კანონში

12

Page 13: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

არსებული სამართლებრივი და რედაქციული ხარვეზები, სისრულეში მოიყვანოს ცალკეული ნორმები, მათი სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციის მიზნით და, აგრეთვე, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფა. კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრას აუცილებელი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე სათანადო დოკუმენტაციის შემდგომში წარმოდგენის პირობით. აღნიშნული ცვლილება გამიზნულია საქართველოში გაზიფიცირების და მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის დროულად მიღების ღონისძიებების ხელშესაწყობად.

კანონპროექტი განსაზღვრავს გარანტირებული სიმძლავრის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს განმარტებას და ადგენს ამისათვის კონკრეტულ პირობებს და პროცედურებს. აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას გარანტირებული სიმძლავრის წყაროების და შესაბამისი წყაროების მიერ ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდის და უზრუნველყოფილი სიმძლავრის ოდენობის განსაზღვრაში. აგრეთვე, ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განსაზღვრის პრინციპებს, მის განსაზღვრაზე უფლებამოსილ ორგანოს და ამ საფასურის ანაზღაურების კონკრეტულ სამართლებრივ, ტექნიკურ და კომერციულ პირობებს. ადგენს იმ კვალიფიციურ საწარმოებს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ აღნიშნული საფასურის ანაზღაურება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მასში არსებული სამართლებრივი და რედაქციული ხარვეზების გამოსწორებას და ზოგიერთი ნორმის სრულყოფილად და ნათლად ჩამოყალიბებას, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს დარგში სამართლებრივი ურთიერთობების სრულყოფილად რეგულირებას. ყოველივე ზემოაღნიშნული ცვლილებები კი დადებითად აისახება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე.კანონპროექტით საქართველოს ენერგეტიკისა და

13

Page 14: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება აუცილებელი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გასცეს სათანადო დოკუმენტაციის შემდგომში წარმოდგენის პირობით. აღნიშნული ცვლილება გამიზნულია საქართველოში გაზიფიცირების და მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის დროულად მიღების ღონისძიებების ხელშესაწყობად.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში 2006 წლის 9 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა: 1. 2006 წლის 15 ივლისამდე კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის _ სისტემის კომერციული ოპერატორის დაფუძნება, რაც განხორციელდა კიდეც; 2. 2007 წლის 1 იანვრამდე სისტემის კომერციული ოპერატორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70% წილის გასხვისება, ამავე მუხლით დადგენილი პირობებით, რაც არ შესრულებულა.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ამოღებულ უნდა იქნეს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ”ქვეპუნქტი და ამავე მუხლის 2,3,4,5 პუნქტები.

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი იქნება, რომ შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად.

14

Page 15: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზეზის ის რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით შემოღებული იქნება დადგმული სიმძლავრის ცნება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი, კომერციული და ტექნიკური საკითხები. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით საჭიროა განისაზღვროს დაბეგვრის შესაბამისი ასპექტები საგადასახადო კოდექსში.

კანონპროექტის მიზანია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონთან საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის შესაბამისობაში მოყვანა, საკითხისადმი ერთიანი და სრულყოფილი მიდგომის ჩამოყალიბება.

შემოთავაზებული რედაქციით ზუსტად და სრულად განისაზღვრება რა შემთხვევაში ხდება ელექტროენერგიის და დადგმული სიმძლავრის მიწოდების დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა. დადგმული სიმძლავრე განიმარტა, როგორც საქონელი, რაც გამორიცხავს არაერთგვაროვან მიდგომებს.

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეკანონპროექტი წარმოადგენს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მისი მიღების მიზეზია ეს უკანასკვნელი კანონპროექტი.

ამასთან „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, შენახვა ტარნსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის აფეთქების ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და გარემოსათვის.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად მომეტებული

15

Page 16: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი ხორციელდება ორი სახით: ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით და პირიოდული ინსპექტირებით. პერიოდულ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტების ნუსხას ზუსტად განსაზღვრავს კანონი, რომელთა ჩამონათვალში დღეისათვის არ შედის ჰიდროტექნიკური ნაგებობები მაგალითად ისეთი როგორიცაა კაშხალი, ხელოვნური წყალსატევი და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევი, წყალშემტბორავი ნაგებობები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები) წარმოადგენენ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომლებიც შეიცავენ პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელთა ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შესაძლებელია განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და გარემოს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევი, წყალშემტბორავი ნაგებობები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შეცველი ობიექტი ასევე დაექვემდებაროს პერიოდულ ინსპექტირებას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი მწყობრიდან გამოსვლის რისკი და უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო ფუნქციონირება. ასევე დაცული იქნეს პოტენციური რისკის ზონაში მყოფი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა უსაფრთხოება, საკუთრება და გარემო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტით დამატება შედის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში და პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ შეამცირებს იმ საშიშროებას, რაც შეიძლება გამოიწვეული იქნეს ობიექტის ავარიით ან არასწორი

16

Page 17: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ექსპლუატაციით.

აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს.

ამასთან კანონპროეტის მიზანია პერიოდულ ინსტექტირებას დაექვემდებაროს ისეთი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი როგორიცაა ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი მწყობრიდან გამოსვლის რისკი და უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო ფუნქციონირება. ასევე დაცული იქნეს პოტენციური რისკის ზონაში მყოფი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, საკუთრება და გარემო.

მომზადებული კანონის პროექტით დამატება შედის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში კერძოდ: კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებს ემატება ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევი, წყალშემტბორავი ნაგებობები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგენს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს

წარმოდგენილი ცვლილებით კონკრეტდება თუ რაზე არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვა, კერძოდ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარეგების სახელმწიფო შესყიდვებს ასევე ემატება გარანტრებული სიმძლავრე. რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება,

17

Page 18: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

აზრი გამოთქვეს:

დაადგინეს:

9. მოისმინეს:

კანონპროეტის მიზანია შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით დაკონკრეტდეს, რომ სახელმწიფო შესყიდვეა არ გავრცელდება გარანტირებულ სიმძლავრეზე.

მომზადებული კანონის პროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში კერძოდ: პირველი მუხლის 31 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით “გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძალვრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარეგების სახელმწიფო შესყიდვებზე;”

ჩარკვიანმა, კიკალეიშვილმა; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეიმურაზ წურწუმიამ დააყენა საკითხი მათი რიგგარეშე, დაჩქარებული წესით განხილვისათვის წარდგენის შესახებ.

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე”, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საგახასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა.

2. ეთხოვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარდგენილი კანონების პროექტების რიგგარეშე, დაჩქარებული განხილვა.

3. კანონპროექტებზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომასა და კომიტეტების სხდომებზე, მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ წურწუმია.

18

Page 19: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

პაპუნა პეტრიაშვილის მოხსენება“საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა (დანართი 18) და მისგან გამომდინარე “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის შესახებ (დანართი 19)

აზრი გამოთქვეს: კიკალეიშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 20).

10. მოისმინეს: პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაცია “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და კომიტეტის საზედამხედველო სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ” (დანართი 21) შესახებ;

აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 22).

11. მოისმინეს: პაპუნა პეტრიაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” (დანართი 23) და დევი ვეფხვაძის თანამოხსენება “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით” (დანართი 24).

აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი 25).

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე

სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი

19

Page 20: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 1

პროექტი

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

მუხლი 1. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1998 წელი ¹11-12) შეტანილი იქნას შემდეგი ხასიათის ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნები”.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“შეცდომაში შემყვანი რეკლამა - რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი

20

Page 21: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 2

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ

კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

21

Page 22: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 3

პროექტი

საქართველოს კანონი

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

მუხლი 1. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წელი - ¹33) შეტანილი იქნას შემდეგი დამატება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს ჰ21) პუნქტი:

“განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიოენერგიით, გეოთერმული ენერგიით, ჰიდროენერგიით, მზის ენერგიით, ქარის ენერგიით, ზღვის ენერგიით, მათ შორის დინებების, ტალღების და თერმული ენერგიით”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 4

22

Page 23: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნასაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

23

Page 24: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 5

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო

შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტებზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების ამსახველი ფურცელი

¹ შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი შედეგი

1. სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებიდან მიზანშეწონილია ამოღებულ იქნას მითითება “სხვა სახელმწიფოში უძრავი ნივთის შეძენაზე ან სარგებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე”, რადგანაც კანონი საერთოდ არ აწესრიგებს უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, რისი დამატებითი რეგლამენტაცია მითითებულ ნორმაში მოკლებულია სამართლებრივ დატვირთვას.

გათვალისწინებულია.

2. სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით კანონის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;”.

გათვალისწინებულია.

3. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტის “დ” ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით,

გათვალისწინებულია.

Page 25: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით”. ამავე პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ი) პრეტენდენტი –პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური და სატენდერო მოსაკრებელი (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში);

“კ) მიმწოდებელი –პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

4. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” და “რ” ქვეპუნქტებში ნაცვლად ტერმინისა: შესყიდვის ობიექტი უნდა მიეთითოს ტერმინი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი”. ამავე პუნქტის “ს” და “ტ” ქვეპუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ს) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის (უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში – 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის) სახელმწიფო შესყიდვა; ამასთან, “ს” ქვეპუნქტში 50 000 ლარიანი ზღვარი საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან მიმართებაში უნდა შენარჩუნდეს 2011 წლის 1 სექტემბრმდე, რის შემდეგაც 50 000 ლარიანი ზღვარი უნდა შეიცვალოს 20 000 ლარით.

გათვალისწინებულია.

25

Page 26: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარმოდგენილი ფასი ან/და საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულების ვადა შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ამასთანავე, ელექტრონული ვაჭრობისას დაუშვებელია შეფასების კრიტერიუმით გათვალისწინებული მონაცემების გაზრდა;

5. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის შესყიდვის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ერთზე მეტი პოტენციური მიმწოდებლის გამოვლენა.

გათვალისწინებულია.

6. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს “ღ” და “ჩ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

“ღ) საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა ალტერნატიული მიმწოდებლისგან – შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში, საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებელი არ დაიშვება შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად. საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული მიმწოდებლისგან

გათვალისწინებულია.

26

Page 27: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ჩ) კონკურსი – საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნარიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველის გადაწყვეტილებით.”.

7. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-3 მუხლს უნდა დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“3. ამ კანონის მიზნებისათვის, ტერმინი “პირი” გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან მათ გაერთიანებას (ამხანაგობას).

4. ამ კანონის მიზნებისათვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღეზე, ტერმინი “დღე” გულისხმობს კალენდარულ დღეს.

გათვალისწინებულია.

8. სამუშაო ჯგუფი კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს “მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, განსაზღვროს შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნება.”;

გათვალისწინებულია.

9. სამუშაო ჯგუფი მე-4 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

“7 შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია:

“ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი;

ბ) ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების

გათვალისწინებულია.

27

Page 28: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გამოყენებით.8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული

დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტებს.

9. სააგენტოს აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.”.

10.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

თვალისწინებულია.

11.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას: ამასთან, პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

გ1) გამარტივებული შესყიდვისას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;”;

გათვალისწინებულია.

12.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს დ1 ქვეპუნქტი შემდეგი რედაციით:

“დ1) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:

დ1.ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში - მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, გასაჩივრების თაობზე შეტყობინების მიღებისთანავე;

გათვალისწინებულია.

28

Page 29: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დ1.ბ) გამარტივებული შესყიდვისას – გასაჩივრების თაობზე შეტყობინების მიღებისთანავე;”.

13.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

“ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვების პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და პრეტენდენტებს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვების პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.”;

გათვალისწინებულია.

14.

სამუშაო ჯგუფი კანონპროექტით კანონის მე-8 მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8 ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვა შერჩევა და შეფასება;ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვა;გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;დ) მიმწოდებლის შერჩევა (ფასთა კოტირების, ერთ პირთან

გათვალისწინებულია.

29

Page 30: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მოლაპარაკებისა და გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში);ე) მიმწოდებლის შერჩევა გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირი იქნება ინტერესთა კონფლიქტში პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. 5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცედურებში.

15.

სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, რომლითაც ხდება კანონის მე-9 მუხლის 51 პუნქტის დამატება ამოღებულ უნდა იქნას. ამასთან, კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის “ე1” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზეც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;”.

გათვალისწინებულია.

16.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს უნდა დაემატოს “ი” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

გათვალისწინებულია.

30

Page 31: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ი) ხორციელდება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;”. ანალოგიური რედაქციის “თ” ქვეპუნქტი უნდა დაემატოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტს.

17.

სამუშაო ჯგუფი კანონის 101 მუხლის მე-6 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვება შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით”.

გათვალისწინებულია.

18.

სამუშაო ჯგუფი კანონს უნდა დაემატოს 102 მუხლი შემდეგი რედაქციით:“მუხლი 102 კონკურსი“1. საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახლმწიფო შესყიდვის - კონკურის საშუალებით. 2. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნოტმატიული აქტით.”.

გათვალისწინებულია.

19.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-11 მუხლის: 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.”

გათვალისწინებულია.

20.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-11 მუხლის მე-4 და 51 პუნქტი ამოღებულ იქნას; გათვალისწინებულია.

21.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის

გათვალისწინებულია.

31

Page 32: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა (თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქულათა თანაბრად განაწილებისას, უმაღლესი, თანაბარი ქულების მქონე პრეტენდებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.”

22.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს “71” პუნქტი შემდეგი რედაქციით: 71 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.”. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

გათვალისწინებულია.

23.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (ლოტების შესაბამისად, მათი არსებობის შემთხვევაში).

ამავე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გათვალისწინებულია.

32

Page 33: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“6. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 დღისა.”. “8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.”.

24.

სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის, მე-3 პუნქტის “ბ” და ,,გ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება. გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადები, ადგილი და ფორმა; შესასყიდი შესყიდვის ობიექტის დასახელება;”;

ამასთან, 121 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა;”;

გათვალისწინებულია.

25.

სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის, მე-3 პუნქტს დაემატოს “თ” და “ი” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: “თ) სახელმწიფო შესყიდვის საშუალების სახეობა; ი) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული მიმწოდებლისგან შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”.

გათვალისწინებულია.

33

Page 34: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

26.

სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31

პუნქტი შემდეგი რედაქციით:“31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული

სისტემის საშუალებით განხორციელების დროს, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სავალდებულო წესით უნდა წარედგინოს სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

გათვალისწინებულია.

27.

სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის, მე-5 პუნქტის “ბ” “გ” “თ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას. ამასთან, “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადებს და ადგილს;

გათვალისწინებულია.

28.

სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის, მე-5 პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;

კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ან წევრების ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;”; ხოლო “კ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ” ქვეპუნქტი:

“ლ) აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

გათვალისწინებულია.

29 სამუშაო ჯგუფი კანონის 121 მუხლის, მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი გათვალისწინებულია.

34

Page 35: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

. შემდეგი რედაქციით: “5. შესასყიდი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა უნდა მიეთითოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში ან სატენდერო დოკუმენტაციაში. სატენდერო ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია იმ დამატებითი ინფორმაციის ასახვა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი ორგანიზაცია.”. ამავე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 20 დღით ადრე.”;

“10. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში შეტანილი ცვლილებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.”.

30.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პირის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას მოთხოვნისთანავე.”;

ამასთან, მე-3 პუნქტის “კ” და “მ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გათვალისწინებულია.

35

Page 36: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“კ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას, ხოლო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – აგრეთვე პრეტენდენტებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას; “მ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ან წევრების ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;”;

31.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. სატენდერო კომისია შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის ან პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებსა და პრეტენდენტებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.”.

გათვალისწინებულია.

36

Page 37: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

32.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას: ა) ,,თუ მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან/და შეიცავს უზუსტობებს;ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადებება და მისი თანმხლები დოკუმენტები შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტება გავლენას არ მოახდენს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებზე (სატენდერო წინადადების ფასი, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულების ვადა).

გათვალისწინებულია.

33.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: “ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების ან/და სრულად წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზრღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა დაზუსტება ან დოკუმენტაციის სრულად წარდგენა, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას’’

გათვალისწინებულია.

34.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას გათვალისწინებულია.

35.

სამუშაო ჯგუფი 9. კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის სიითი შემადგენლობის წევრთა უმრავლესობის დასკვნების საფუძველზე მიენიჭება ყველაზე

გათვალისწინებულია.

37

Page 38: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მაღალი ჯამური ქულა. ქულათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, უმაღლესი თანაბარი ქულების მქონე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილებით’’.

36.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-15 მუხლის მე-11 მუხლი ამოღებულ იქნას. გათვალისწინებულია.

37.

სამუშაო ჯგუფი კანონის 151 მუხლის სათაური მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 151 ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი” გარდა ამისა, ამავე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ

პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები, მათი თანმხლები დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებებისადა მათი თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა ხდება მხოლოდ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.

3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველის მიერ მათი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოქვეყნებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და

გათვალისწინებულია.

38

Page 39: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მისი თანმხლები დოკუმენტაცია. ამ ვადის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადება.”.

38.

სამუშაო ჯგუფი კანონის 151 მუხლის მე-5-მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნას გათვალისწინებულია.

39.

სამუშაო ჯგუფი კანონის 151 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“10. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შეფასების წესის შესაბამისად, რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი.”.

კანონის 151 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნას, ხოლო მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.”.

გათვალისწინებულია.

40.

სამუშაო ჯგუფი მე-16 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნას. გათვალისწინებულია.

39

Page 40: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

41.

სამუშაო ჯგუფი კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.

ხოლო კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას.

გათვალისწინებულია.

42.

სამუშაო ჯგუფი კანონის 161 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად მოლაპარაკებებს მართავს შემდეგ პოზიციაზე მყოფ პრეტენდენტთან ან წყვეტს შესყიდვის პროცედურას.

გათვალისწინებულია.

43.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-17 მუხლი, რომელიც ეხებოდა ხელახალ ტენდერს, ამოღებულ იქნას.

გათვალისწინებულია.

44.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:,,სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს გამართოს

მოლაპარაკება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებთან და პრეტენდენტებთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა’’.

გათვალისწინებულია.

45.

სამუშაო ჯგუფი კანონის 181 მუხლში მითითებულ გაკეთდეს: ,,გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით

გათვალისწინებული შემთხვევებისა”.

გათვალისწინებულია.

46.

სამუშაო ჯგუფი კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო

გათვალისწინებულია.

40

Page 41: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 5 000 ლარის ოდენობით

47.

სამუშაო ჯგუფი კანონის 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 202. კონსოლიდირებული ტენდერი 1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით

შესაძლებელია ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენას. .

3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ინფორმირებას.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ გეგმაში მიუთითა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სახელმწიფოშესყიდვის თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ მიმწოდებელთან.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

გათვალისწინებულია.

48 სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს “ე” გათვალისწინებულია.

41

Page 42: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: “ე) ხორციელდება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების

მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;” ანალოგიური რედაქციის “ე” ქვეპუნქტი უნდა დაემატოს ამავე მუხლის 11 პუნქტს.

49.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევის მოთხოვნა, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”;

გათვალისწინებულია.

50.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21

პუნქტი შემდეგი რედაქციით:“21 იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტი არის

ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის წინადადებით ან ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა” არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე;

გათვალისწინებულია.

42

Page 43: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

51.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200.000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1.000.000 ლარს.”;

გათვალისწინებულია.

52.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.”;

გათვალისწინებულია.

53.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

გათვალისწინებულია.

54.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 51, 52 და 53 პუნქტები:

“51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების

გათვალისწინებულია.

43

Page 44: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

52. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის (მაგ. ჩეკი ან ქვითარი) ან ხელშეკრულების (ასეთის არესებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

53. ამ მუხლის 11 პუნქტის “ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით (მაგ. ჩეკი ან ქვითარი) ან ხელშეკრულება (ასეთის არესებობის შემთხვევაში). .”;

ამასთან, უნდა მიეთითოს, რომ კანონის 21-ე მუხლის 52

პუნქტი ამოღებული იქნება 2010 წლის 1 სექტემბრიდან.55.

სამუშაო ჯგუფი კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას. გათვალისწინებულია.

56.

სამუშაო ჯგუფი კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას. გათვალისწინებულია.

57.

სამუშაო ჯგუფი კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით”.

გათვალისწინებულია.

58 სამუშაო ჯგუფი კანონის 22-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი გათვალისწინებულია.

44

Page 45: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

. რედაქციით: “21 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში

შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით”.

59.

სამუშაო ჯგუფი კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის: “ა”-”გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) ტენდერის საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას –ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 100.000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის ღირებულება – 200.000 ლარს – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

გ) ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას –ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა

გათვალისწინებულია.

60.

სამუშაო ჯგუფი კანონის 22-ე მუხლის მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება ცალკეული დაფინანსების წყაროს მიხედვით, 50 000 ლარზე ნაკლებია”.

გათვალისწინებულია.

45

Page 46: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

61.

სამუშაო ჯგუფი 22-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “9. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენის და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

გათვალისწინებულია.

62.

სამუშაო ჯგუფი კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.”.

ამავე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: “21. შემსყიდველის ქმედების შესყიდვებში მონაწილეობის

მსურველის ან პრეტენდენტის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში, შემსყიდველს არ შეიძლება მოეთხოვოს შესყიდვების პროცედურების შეჩერება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

“ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდი;

ბ) გამარტივებული შესყიდვა.”.

გათვალისწინებულია.

63 სამუშაო ჯგუფი კანონის 23-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას; გათვალისწინებულია.

46

Page 47: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

.64.

სამუშაო ჯგუფი 23-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. ხელშეკრულების დადებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შესყიდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით შეუძლია მიმართოს სააგენტოს.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე”

გათვალისწინებულია.

65.

სამუშაო ჯგუფი 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ხელშეკრულების დადების შემდეგ ნებისმიერი საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით”.

გათვალისწინებულია.

66.

სამუშაო ჯგუფი 23-ე მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. საჩივრის ფორმა და შევსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვა საჩივრის განხილვის პროცედურების შესაბამისი ვადით

12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო

გათვალისწინებულია.

47

Page 48: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წესით.”.67.

სამუშაო ჯგუფი 24-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“8. 2010 წლის 1 სექტემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახეხ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

9. შემსყიდველი ორგანიზაციები, რომელთაც 2010 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში გათვალისწინებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება 2010 წლის 1 სექტემბრიდან, ვალდებული არიან არაუგვიანეს 2010 წლის 5 სექტემბრამდე წარუდგინონ სააგენტოს, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით კორექტირებული 2010 წლის სახელმწიფო შეყიდვების გეგმა.

10. საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:ა) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შესაბამისი

ცვლილებების განხორციელება 2010 წლის 1 სექტემბრამდე; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულად

განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცება 2010 წლის 1 სექტემბრამდე;

გათვალისწინებულია.

48

Page 49: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გ) კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცება 2010 წლის 1 სექტემბრამდე.”.

68.

სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის მე-2 მუხლი საჭიროებს გადამუშავებას, კანონის ცალკეული მუხლების ამოქმედების ვადის განსაზღვრის მიზნით.

გათვალისწინებულია.

69.

სამუშაო ჯგუფი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მულის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) “ი” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ი1” ქვეპუნქტი:

“ი1) პრეტენდენტი - პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;”;

2.პირველი მუხლის მე-4 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა.ბ) “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვების

პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და პრეტენდენტებს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვების პროცედურების შეჩერების ან

გათვალისწინებულია.

49

Page 50: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.”;”.

3. პირველი მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:“მუხლი 191. საფასურის განაკვეთი1. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული

ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 5 000 ლარის ოდენობით.

70.

სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის ნუმერაცია საჭიროებს გადამუშავებას წინა შენიშვნის გათვალისწინებით.

გათვალისწინებულია.

71.

დარგობრივი ეკონომიკისა

დაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.

გათვალისწინებულია.

50

Page 51: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 6

პროექტისაქართველოს კანონი

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის: ა) “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური

წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის სხვა სახელმწიფოში უძრავი ნივთის შეძენაზე ან სარგებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”;

ბ) “დ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური

წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის სხვა სახელმწიფოში უძრავი ნივთის შეძენაზე ან სარგებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”.

გ) “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო

Page 52: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;”.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:ა) “ა.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ა.ე) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან

საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”;

ბ) “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე

არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები;“;

გ) “ჟ”, “რ” და “ს” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჟ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ღირებულების და ზევით შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;

რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის ვადა არის არანაკლებ 3 დღისა;

ს) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტის (უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ განხორციელებულ შესყიდვასთან, ასევე თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში – 10 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტის) სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისDდადების გარეშე (გარდა 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულების დადება სავალდებულოა).გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ანდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ან ელექტრონული ტენდერისათვის გათვალისწინებული პროცედურებით;”;

52

Page 53: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დ) “უ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ე) “ფ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ქ”

ქვეპუნქტი:“ვ) წარმომადგენლობითი ხარჯები – საქართველოს

საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები.”.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ

იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამავე შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში. ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება იმ პიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესყიდვაში მონაწილეობა, რომლებიც პრეტენდენტების სახით მონაწილეობდნენ ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ საპროექტო მომსახურების შესყიდვაში.

4. მე-9 მუხლის:ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო)

წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ იგი ფინანსდება ერთი წყაროდან. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. დაფინანსების წყაროების მიხედვით შედგენილ შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა.ზ” და “ა.თ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელი პირებისა, რომლებიც შესყიდვების წლიურ გეგმას, შედგენილს დაფინანსების წყაროების მიხედვით, სააგენტოს წარუდგენენ არა უგვიანეს 20 თებერვლისა.

5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა.ე” და “ა.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრებით, დაფინანსების წყაროების მიხედვით შედგენილ შესყიდვების წლიურ გეგმას სააგენტოს წარუდგენს შექმნის (დაფუძნების)¬ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.”;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:“51 შესყიდვის წლიური გეგმის შედგენა და დამტკიცება ხდება

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაფინანსების წყაროების მიხედვით.”;

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ1” ქვეპუნქტი:

53

Page 54: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“ლ1) დაფინანსების წყარო;”;ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7

პუნქტი:“7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება

ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.”.

5. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს “ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი

შინაარსის “ზ”, “თ” და “ი” ქვეპუნქტები:“ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან

დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;თ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს

ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;ი) საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა ალტერნატიული

მიმწოდებლისგან აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.”;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას. 6. 101 მუხლის ა) მე-3 პუნქტს “ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი

შინაარსის “ვ” “ზ” და “თ” ქვეპუნქტები:“ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან

დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით

დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;თ) საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა ალტერნატიული

მიმწოდებლისგან აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.”.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“6. 200 000 ლარამდე ღირებულების საქონლის, მომსახურებისა

და სამუშაოს შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურები.

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას.”.7. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის:ა) “ბ” და “გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ბ) შესყიდვის ობიექტის, გარდა საპროექტო მომსახურების

შესყიდვისა, სავარაუდო ღირებულება (ლოტების შესაბამისად, არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულების

54

Page 55: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, ასეთი არსებობის შემთხვევაში;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები, ადგილი და ფორმა. შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;”;

ბ) “ი” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

8. 121 მუხლის:ა) მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ბ) შესყიდვის ობიექტის, გარდა საპროექტო მომსახურების

შესყიდვისა, სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, ასეთი არსებობის შემთხვევაში;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები, ადგილი და ფორმა; შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;”;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ” ქვეპუნქტი:“ლ) სერტიფიკატს სატენდერო წინადადების ფასის

დამოუკიდებლად დადგენის შესახებ, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

9. მე-14 მუხლის:ა) მე-3 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ო” ქვეპუნქტი:“ო) სერტიფიკატს სატენდერო წინადადების ფასის

დამოუკიდებლად დადგენის შესახებ, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

10. მე-15 მუხლის:

55

Page 56: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ა) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. კონვერტების გახსნის შემდეგ უნდა განხორციელდეს შერჩევა, რომლის მიზანია წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, სატენდერო წინადადება ან/და თანმხლები დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებების გათვალისწინებით.

4. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადებების თანმხლები დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან/და შეიცავს უზუსტობებს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს დოკუმენტაციის დაზუსტების ან სრულად წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზრღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა დაზუსტება ან დოკუმენტაციის სრულად წარდგენა, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური შეცდომების არსებობისას სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს დაზუსტების მოთხოვნით, ან სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს მექანიკური შეცდომა.”;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას.

11. მე-16 მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“11 ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით

გათვალისწინებული საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებლის ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლითი კურსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტული ოდენობით ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულების პირობებში.”;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას.

12. 161 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“3. ამ კანონის 121 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით

გათვალისწინებული საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებლის ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლითი კურსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტული ოდენობით ცვლილების შემთხვევაში

56

Page 57: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულების პირობებში.”.

13. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 181 ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას

მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობასატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს

მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებთან და პრეტენდენტებთან.”.

14. მე-20 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად

სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს.”.

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.

15. 201 მუხლი ამოღებულ იქნას.

16. 21-ე მუხლის:ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება

მხოლოდ წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით, გარდა:

ა) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა.

ბ) ინტერნეტის საშუალებით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვისა.

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა.”;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“11 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება

მხოლოდ წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით გარდა:

ა) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე

57

Page 58: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შემთხვევებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ინტერნეტის საშუალებით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა.”;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 51, 52 და 53

54 პუნქტები:“51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის

შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულება არაუმეტეს 10%-ისა იმ ჯამური ღირებულების, რომელზეც გაფორმდა ეს ხელშეკრულება.

52. ტენდერის შედეგად დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებელი პირის ჩანაცვლება, თუ ეს პირი დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას გათვალისწინებული აქვს შესაბამისი ტენდერის შესახებ განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით.

53. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება იდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

54. ამ მუხლის 11 პუნქტის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება იდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.”;

დ) 53 პუნქტი ამოღებულ იქნას.”.

17. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის: ა) “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“გ) ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებული

შესყიდვისას – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;”.

ბ) “ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” ქვეპუნქტი:

“ვ) Aამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ

58

Page 59: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

შემთხვევებზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.”.

გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“31. შემსყიდველი ორგანიზაციები ამ მუხლის მე-3 პუნქტის “დ”

ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება (საქონელი, მომსახურება, სამუშაო), ცალკეული დაფინანსების წყაროს მიხედვით, 50 000 ლარზე ნაკლებია.”.

18. 24-ე მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:“8. 2010 წლის 1 სექტემბრამდე დაწყებული სახელმწიფო

შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა უნდა მოხდეს 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან არსებული წესით.”.

მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტის

“დ” ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.2. ამ კანონის მე-პირველი მუხლის მე-16 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი

ამოქმედდეს 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი,

მე-5 პუნქტი, მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-14 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-16 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-17 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები მოქმედებს 2010 წლის 1 სექტემბრამდე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს

კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹22, 21.12.2009, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

59

Page 60: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “გ”, “ე”, “ვ” და “ი” ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი და “ბ” ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “ა.ა” ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის “გ.ა” ქვეპუნქტი, მე-7 და მე-9 პუნქტები, მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-12, მე-16, მე-18 და 21-ე პუნქტები, 23-ე პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, 24-ე, 28-ე, 29-ე და 30-ე პუნქტები, 32-ე პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები და 33-ე პუნქტის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.”.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹7

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და

60

Page 61: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი

კანონპროექტები:“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”და

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს

კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 8

პროექტისაქართველოს კანონი

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

61

Page 62: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹5 (12) 1999 წელი) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი

„საქპატენტი“ (შემდგომში საქპატენტი) _ საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

2. ამოღებულ იქნას მე-2 მუხლის “ლ” ქვეპუნქტი.3. ამოღებულ იქნას მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი.4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა

5. დამატებულ იქნას შემდეგი შინაარსის მე151 მუხლი:მუხლი 151 სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის მე-2 თავით დადგენილი წესები.2. განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება. 3. განაცხადს დაჩქარებული ექპერტიზის ჩატარების მოთხოვნით თან უნდა ერთვოდეს ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ყველა საბუთი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და გადახდილ უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული ექსპერტიზისათვის და რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური. 4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9ქუინქუიეს

მუხლით განსაზღვრული პრიორიტეტით, განაცხადს დაჩქარებული ექპერტიზის ჩატარების მოთხოვნით თან უნდა ერთვოდეს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებული საბუთი და გადახდილ უნდა იქნეს პრიორეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.5. დაჩქარებული ექპერტიზის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში თუ საგანაცხადო მასალებს აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნული საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის მე-2 თავით დადგენილი წესით.

62

Page 63: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში, აქვეყნებს მონაცემებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.7. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში შეიტანოს საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლის მოთხოვნები. 8. დაჩქარებული წესით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ, თუ საქპატენტში შემოვა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებულ წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებაში იარსებებს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:მუხლი 22. საფასური

სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის, პრიორიტეტის მოთხოვნის, ექპსერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების, აღდგენისა და გაგრძელების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. 27-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “გ” ქვეპუნქტი:გ) მე-151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე

63

Page 64: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსშიდამატებების შეტანის შესახებ

მუხლი1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები ¹12, 1984 წელი, მუხ. 421) 239-ე მუხლის 33-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,33. ამ კოდექსის 1571-1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 9

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე

კანონპროექტზე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის

64

Page 65: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 10

პროექტისაქართველოს კანონი

“სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და

სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹29-30, 9.07.1997, გვ. 15): შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვთ გადაცემული ან/და ირიცხება მის ბალანსზე, თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი

65

Page 66: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.”

2. მე-6 მუხლის მე-11 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“11. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს აუქციონის და კონკურსის ფორმებით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”

6.სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

3. 61 მუხლის 11-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“11. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის

საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ უძრავი ნივთის მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ირიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ბალანსზე”.

4. მე-7 მუხლის 9-ე, 91, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმული თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების

66

Page 67: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე) ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე, ქონების პრივატიზების პროცესი ითვლება 1 წლით გაგრძელებულად გამოცხადებული ფასითა და პირობებით და ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონის შესაბამისად.” 91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

10. თუ გამოცხადებული პირობებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის განაცხადი საპრივატიზებო ქონების შეძენის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს წარმოდგენილი განაცხადის შესახებ ინფორმაციას (ინფორმაცია არ მოიცავს განმცხადებლის შესახებ მონაცემებს და მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს) და გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს ატარებს აუქციონს დადგენილი წესით. 11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილი იქნება სხვა პირის (პირების) განაცხადი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და

67

Page 68: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ირიცხება მის ბალანსზე) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას, ატარებს აუქციონს დადგენილი წესით.”

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების

შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იმ სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინტერნეტგვერდზე, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე). თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელიც განათავსებს მას სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.

2. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილი არიან, გადაავადონ აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

68

Page 69: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

3. პრესაში, ინტერნეტგვერდზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება ზოგადი ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აქვს გასაყიდი ქონების შესახებ.”

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში ან/და ირიცხება მის ბალანსზე), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.”

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

69

Page 70: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 11

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა

“სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და

სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტს კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების მიმართებით მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

ამასთან, კომიტეტს კანონპროექტის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა:

კანონპრეოქტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით შემოთავაზებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი საჭიროებს დახვეწას:

ა) მე-2 პუნქტი ეხება მხოლოდ მოძრავ ნივთებს, შესაბამისად პუნქტის ბოლო წინადადება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.”

70

Page 71: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

დანართი 12

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი

ფურცელი

71

Page 72: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

E¹ შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა

1. დარგობრივი ეკონომიკისა

და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი

მე-2 მუხლის ჰ15

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ15) წყალმომარაგება – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება;”

მიენიჭოს მას რიგითი ნომერი 1 და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად გადაინომროს ამ მუხლის მომდევნო პუნქტები.

გათვალისწინებულია

2 დარგობრივი ეკონომიკისა

და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ჰ21”

ქვეპუნქტი:“ჰ21) სასმელი წყლის

ხარჯვის ნორმა _ ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის დღე - ღამეში ხარჯვის დადგენილი ნორმა.”;

გათვალისწინებულია

დანართი ¹ 13

პროექტი

საქართველოს კანონი“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

72

Page 73: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹33, 31 ივლისი, 1997, გვ.20) შეტანილ იქნას შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ჰ21” ქვეპუნქტი:“ჰ21) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა _ ერთ სულ მოსახლეზე

სასმელი წყლის ხარჯვის დადგენილი დღიური ნორმა.”;

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ი” ქვეპუნქტი:

“ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების დადგენა.”;

გ) Mმე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი, სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.”;

d) 432–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 432. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები1. კომისიის მიერ წყალმომარაგების ტარიფი დგინდება ამ კანონის

43-ე მუხლით განსაზღვრულ ტარიფის დადგენის პრინციპების შესაბამისად.

2. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია ტარიფი სასმელი წყლის მიწოდებაზე და წყალარინებაზე დაადგინოს განცალკევებულად.

3. სატარიფო განაცხადის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმართველი ერთეულების მიხედვით.”;

e) VII1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თავი VII1. ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება. Qქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება”;

73

Page 74: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

v) 462 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 462. ახალი მომხმარებლის ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური.

კომისია ადგენს ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე, ასევე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიატს ან/და მიმწოდებელს.”;

z) 463 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება

საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიატის ან მიმწოდებლის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე არის მიერთებული მომხმარებელი. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გაიცეს იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიატის ან მიმწოდებლის მიერ, რომლის ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე აპირებს მომხმარებელი მიერთებას.”.

მუხლი 2.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის დადგენის წესი.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების გაანგარიშების წესი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

74

Page 75: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 14

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

75

Page 76: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 15

პროექტისაქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონშიDცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, ¹21–22, მუხ. 463) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“კანონი საავტომობილო გზების შესახებ განსაზღვრავს

საავტომობილო გზების სახეობებსა და სტატუსს. ეს კანონი აწესებს საავტომობილო გზების მფლობელთა და

მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.”.

2. მე-14 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:“4. ამ კანონით დადგენილი საფასური გამოიყენება სატრანზიტო

ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის”.3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141-მე-144 მუხლები:

76

Page 77: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“მუხლი 141. გზათსარგებლობის საფასურის ცნება და გადამხდელები

1. გზათსარგებლობის საფასური (შემდგომში - საფასური) არის სავალდებულო გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

2. საფასურის გადამხდელი არის პირი, რომლიც წარმოადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს და ამ ავტოსატრანსპორტო საშულებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთების გადაზიდვას საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 142. საფასურის განაკვეთები და გადახდის წესი

1. საფასურის ოდენობას, მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 143. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება1. ამ კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან

თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საზღვაო ნავსადგურებში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

მუხლი 144. საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა1. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო

კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.

2. საფასურის ადმინისტრირებას ახორციელებს მთავრობის მიერ დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.

3. საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადადგილება/ტვირთის გადაზიდვა საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას – დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით.

4. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღემდე უზრუნველყოს საფასურის გადახდის,

77

Page 78: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გადახდის დადასტურების და აგრეთვე მის გადახდასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების და პირობების განსაზღვრა.

მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს

გამოქვეყნებისთანავე.2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-

60 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 16

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

78

Page 79: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 17

პროექტისაქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N¹33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მე-2 მუხლის:

ა) ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) “ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტებიდან (გადაცემის ლიცენზიატის და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება.”

ბ) ,,ტ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ტ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას; სისტემის კომერციული ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობას; პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში

79

Page 80: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ადგენს ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტის და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს; განსაზღვრავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს; აგრეთვე, ამ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”

გ) “ჰ5” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთან, ამავე ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, მოიხსენიება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს Aაღნიშნულ ელექტროსადგურს;”

დ) “ჰ9” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროსათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.”

ე) “ჰ11” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ11) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (შემდგომში – სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, ასევე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”

ვ) “ჰ13” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით

80

Page 81: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება - არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროების მიერ ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს.”

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებს და წესებს.”

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”

4. კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;”

5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

81

Page 82: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

,,3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.”

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები”.

8. კანონის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 22. ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობა

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში საბითუმო ვაჭრობის საგანს წარმოადგენს ელექტროენერგია და გარანტირებული სიმძლავრე.2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ კვალიფიციურ საწარმოებს, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილ შემთხვევებში, ხოლო გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში - მხოლოდ კვალიფიციურ საწარმოებს. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა და რეგისტრაციის გაუქმება ხდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით”.

9. კანონის 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221-ე მუხლი:

“მუხლი 221. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა

1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება, პირდაპირი ხელშეკრულებებით ან სისტემის კომერციული

82

Page 83: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ოპერატორის მეშვეობით პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების მხარეები ვალდებულნი არიან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებს, პირობებსა და პროცედურებს.3. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. ამ მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველების, ასევე გამყიდველებისათვის.4. სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირ მომხმარებელი და ექსპორტიორი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.5. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება ხდება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესით. 6. ელექტროენერგიის გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში”. 10. კანონის 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის“ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;”

ბ) პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

83

Page 84: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

“ე) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესით;

დ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;

11. კანონის 231-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 231. გარანტირებული სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება, ხორციელდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გარანტირებული სიმძლავრით.

2. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. გარანტირებული სიმძლავრის წყაროები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელონ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება, ამ კანონითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით.

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნა მოწმდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით. წარმოების საშუალებების ტესტირება სავალდებულოა არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც ასევე, შეკეთების ან\და რემონტის ჩატარების შემდეგ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” განსაზღვრულ შემთხვევებში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული

84

Page 85: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის.

5. სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ამ კანონითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემის კომერციულ ოპერატორს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მითითებით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი განისაზღვრება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით”.

7. გარანტირებული სიმძლავრის საფასური გარანტირებული სიმძლავრის წყაროს არ აუნაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკულ სისტემას გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

გ) “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ

85

Page 86: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დრომდე, ვიდრე ტესტირების შედეგად არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით.

9. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მომხმარებლებისა და ექსპორტიორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებასა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

10. გარანტირებული სიმძლავრის წყარო წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეს და ვალდებულია, მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის. პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფაზე, ეკისრება შესაბამის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

12. კანონის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

“6. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, გასცეს ლიცენზია ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, შემდგომში ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.7. ლიცენზიატის მიერ, რომელზეც ლიცენზია გაიცა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის

86

Page 87: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წარმოსადგენად ან/და გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.”

13. კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის:ა) “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით, მყიდველთა და გამყიდველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;”

ბ) “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობებზე”.

15. კანონის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. კანონის 42-ე მუხლის:ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. კომისია ვალდებულია ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.”

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:“3. კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებელის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და სისტემის

87

Page 88: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

კომერციული ოპერატორისაგან მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.4. ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, მიმწოდებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარადგინოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და ფორმით.”

17. კანონის 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტირებს, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლოატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად “.

18. კანონის 431-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

“მუხლი 431. გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (წარმოების ლიცენზიატისათვის) კომისია ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და გამოყენებული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ამ კანონისა და ტარიფების მეთოდოლოგიის შესაბამისად. 2. გარანტირებულის სიმძლავრის საფასური დგინდება 43-ე მუხლის შესაბამისად, ამასთან, უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული

88

Page 89: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რაც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან. აგრეთვე, კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს),3. გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები ამ კანონითა და მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.4. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს განისაზღვრავს კომისია თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე).”

19. კანონის 493 –ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 494–და 495 მუხლები:

“მუხლი 494. გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფის დადგენის დროებითი (გარდამავალი) წესი

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის 2010 წლის 15 აგვისტომდე დაადგინოს:ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე), 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, საფასური უნდა უზრუნველყოფდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რაც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან. აგრეთვე, კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს);ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფი, რომელშიც აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.

2. ამ მუხლით დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების

89

Page 90: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ტარიფის გადასინჯვა განხორციელდება ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 495. ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ ხორციელდება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით;”

მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 ივლისამდე

უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგური, რომელსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება - არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში) განსაზღვრა, ამ გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრის ოდენობისა და ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდის მითითებით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

3. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა მე-16 და მე-19 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე.

4. ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

Pპროექტისაქართველოს კანონი

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹21, 15.06.2006, მუხ. 179)

ცვლილებების შეტანის თაობაზემუხლი 1. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო

90

Page 91: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მაცნე, ¹21, 15.06.2006, მუხ. 179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გაუქმდეს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2006 წლის 15 ივნისი, ¹21, ნაწილი I, მუხლი 179) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მე-2, მე-3. მე-4 და მე-5 პუნქტები.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტისაქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გარანტირებული სიმძლავრე, გაზი, წყალი”.

2. 281-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“41. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

91

Page 92: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

Pპროექტი

საქართველოს კანონი“ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს

კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.”ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში (საკანონმდებლო მაცნე 2010 წლის 19 აპრილი ¹20 მუხლი 112) შეტანილი იქნეს შემდეგი დამატება: 1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ფ” ქვეპუნქტი:“ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევი, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).”მუხლი 2. Eეს კანონი ამოქმედდეს გამქვეყნებისთანავე.

Mმიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი

პროექტისაქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძალვრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარეგების სახელმწიფო შესყიდვებზე;”

მუხლი 2. Eეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 18

“საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზეზია “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”-ს მე-40 მუხლის მოთხოვნების შესრულება; მიზანი საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულებებისა და გადასახდელების დაზუსტება, ძირითადი არსი კი საქართველოს

92

Page 93: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება.

პროექტით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ:

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 532.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 150.0 მლნ ლარით მეტია. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გადაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის ხუთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტიური შესრულების დინამიკა და ეკონომიკის განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილება, კერძოდ: ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 2.0 პროცენტისა განისაზღვრა 4.5 პროცენტით, მშპ-ს დეფლატორის პროცენტული ცვლილება ნაცვლად თავდაპირველი 2.0 პროცენტისა განისაზღვრა 5.0 პროცენტით.

საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 2010 წლისთვის განისაზღვრა 1 195.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე 30.0 მლნ ლარით მეტია.

დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 2010 წლისთვის განისაზღვრა 2 159.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე 120.0 მლნ ლარით მეტია.

საბაჟო გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 2010 წლისთვის განისაზღვრა 64.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე 10.0 მლნ ლარით ნაკლებია (კლება გამოწვეულია იმით, რომ საბაჟო ტარიფები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებთან, რის გამოც ზოგიერთი დასახელების საქონელზე საბაჟო ტარიფები შემცირდა).

სხვა გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 2010 წლისთვის განისაზღვრა 41.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე 10.0 მლნ ლარით მეტია.

სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების საპროგნოზო ჯამური მაჩვენებელი იზრდება 69.7 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო გრანტებით.

არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელლი მცირდება 40.0 მლნ ლარით და შეადგენს 170.0 მლნ ლარის.

93

Page 94: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 60.0 მლნ ლარი, რაც დამტკიცებულ წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე 12.0 მლნ ლარით მეტია. აღნიშნული გამოწვეულია რიგი ორგანიზაციების მიერ ისეთი სესხების დაბრუნებით, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 47.2 მლნ ლარით. მათ შორის: საგარეო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 52.8 მლნ ლარით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტი მცირდება 132.8 მლნ ლარით, მსოფლიო ბანკის კრედიტი _ 32.0 მლნ ლარით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის კრედიტის ხარჯზე იზრდება 112.0 მლნ ლარით. საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 100.0 მლნ ლარით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახადელების ნაწილში ცვლილებები ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

24.2 მლნ ლარი მიმართული იქნება ლტოლვილთა სახლების მშენებლობაზე. აგრეთვე გაიზრდება დევნილებზე გასაცემი კონპენსაციებისათვის (6.5 მლნ ლარი), დევნილთა ობიექტების რეაბილიტაციისათვის (2.6 მლნ ლარი) და ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტურად ჩასხალების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის დაფინანსებაზე (3.4 მლნ ლარი) მიმართული სახსრები.

ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დამატებით მიმართული იქნება 9.4 მლნ ლარი.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად გაერთიანებული წყლის კომპანიის სუბსიდირებისათვის გამოიყოფა 12.5 მლნ ლარი.

რაჭაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებით მიმართული იქნება 9.0 მლნ ლარი. ასევე, დამატებითი სახსრები გამოიყოფა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

მნიშვნელოვანი თანხები მიმართული იქნება ქვეყანაში ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციისთვის დამატებით მიიმართება 23.8 მლნ ლარი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენა-მოწყობისათვის მიმართულია 2.6 მლნ ლარი.

ქვეყნის საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარებითსათვის, კერძოდ, ლილოსა და ადლიის საბაჟო ტერმინალების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და სარფის საბაჟო ტერმინალის სრული რეაბილიტაციისათვის დამატებითი ასიგნებები გამოეყოფა ფინანსთა სამინისტროს.

94

Page 95: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში საქართველოს მხარის თანამონაწილეობისათვის მიიმართება 20.0 მლნ ლარი.

მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების დაფინანსება, რაც გამოწვეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებზე გადასახდელი დისკონტისათვის და სახაზინო ობლიგაციის კუპონისათვის დაგეგმილი თანხების 7.5 მლნ ლარის შემცირებით (აღნიშნული შემცირება განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ აუქციონებზე დაფიქსირდა გაცილებიტ ნაკლები საპროცენტო განაკვეთები ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის დაგეგმვისას).

6.1 მლნ ლარით იზრდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისათვის და დაფარვისათვის განკუთვნილი ასიგნებები, რაც ძირითადად გამოწვეულია ცვლადი საპროცენტო განაკვეთით და უცხოური ვალუტების კურსთა სხვაობით ლარის მიმართ.

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე მხარჯავი დაწესებულების ორგანიზაციული კოდი მიენიჭა ორ დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სსიპ _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს და სსიპ _ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.“საქართველოს საბიუჯეტო კოდექში”ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო წლებში ევროპული სასამართლოებისა და არბიტრაჟების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებლად და რეგიონული მნიშვნელობის ღონისძიებების განსახორციელებლად თანხების გამოყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული “წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი”-დან და “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი”-დან. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სასამართლოებისა და არბიტრაჟების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება და ასევე, რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსება განხორცილედეს უმოკლეს დროში, ხოლო მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიღება დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან, მიზანშეწონილაია თანხის გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამასთან, დაწესდა პრემიერ-მინისტრის მიერ გამოსაყოფ თანხაზე ზედა ზღვარი _ 100 000 ლარის ოდენობით.

95

Page 96: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერების გაწერას მუნიციპალიტეტების მიხედვით.აგრეთვე, აღნიშნული პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით დაფინანსებული რიგი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გადასახადების დაფარვაზე. შესაბამისად, დგება საჭიროება, საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის ეფექტური მექანიზმის შემუშავებისა.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გასწორებებს.

კანონპროექტი მიზანია:- “წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი”-დისა და “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი”-დის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ შემთხვევაში, როცა ფონდებიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.- საქართველოს ფინანსთა მინისტრს უნდა მოეხსნას ვალდებულება შეუთანსხმოს საქართველოს მთავრობას გასატარებელი ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა), ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

- ტექნიკური ხარვეზების გასცორების მიზნით 95-ე მუხლის მე-6 ნაწილში, აგრეთვე 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. - სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონის ამაღლების მიზნით, წლიურ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში და შესაბამისად შესრულების წლიურ ანგარიშში ასახულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერების განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით.

- საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის ეფექტური მექანიზმის ამოქმედებით საგადასახადო ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტურობის ზრდას.

96

Page 97: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს:

ა)კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლებს ემატება 4 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებენ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფაზე უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის იმ შემთხვევაში, თუ ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.

ბ)კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 95-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც ემსახურება ტექნიკური ხასიათის ხარვეზის გამოსწორებას, კერძოდ, 95-ე მუხლის მე-6 ნაწილში, 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითება გაკეთებული იყო 95-ე მუხლის ისეთ ნაწილზე, რომელსაც არა აქვს ქვეპუნქტები.

გ)ვინაიდან კანონის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე მიღებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანა ატარებს ტექნიკურ ხასიათს და შესაბამისად, აღნიშნული აღარ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

დ)საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა ხდება “გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან”

ე)საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა “გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან” არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.

97

Page 98: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 19

პროექტისაქართველოს კანონი

“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹47, 28.12.2009, მუხლი 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

a) 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.”

b) 29-ე მუხლს დაემატოს მე-4 ნაწილი შემდეგი

რედაქციით:“4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი

პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.”

g) 30-ე მუხლს დაემატოს მე-4 ნაწილი შემდეგი

რედაქციით:“4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა

და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, თანხის გამოყოფის

98

Page 99: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.”

d) 31-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.”

e) 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას (მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობას მუნიციპალიტეტების მიხედვით);

ვ) 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.”

ზ) დაემატოს 491 მუხლი:“მუხლი 491. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების

წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა

1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა შესაძლებელია გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად.

2. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულების დაფარვაზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება.

99

Page 100: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

3. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში და ანგარიშგებაში.”

თ) 56-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების თაობაზე და გათანაბრებით ტრანსფერებს მუნიციპალიტეტების მიხედვით)”.

ი) 95-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).

k) 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.”

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების თანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

100

Page 101: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 20

საქართველოს პარლამენტისსაფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი: საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე

კანონპროექტზე“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და

დამატებების შეტანის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 2 1

101

Page 102: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

1. ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების კოორდინაცია

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიგასული პერიოდის გლობალური უარყოფითი ეკონომიკური

მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის, ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მისაღწევად აუცილებელია ზრდის ტემპის მატების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელშიც იგულისხმება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, რაც წარმოადგენს ინვესტიციების მოზიდვის საფუძველს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია:

ეკონომიკური პროცესების ანალიზი, სექტორული კვლევა ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად;

შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

სამშენებლო სფეროს შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით შესაბამისი (მათ შორის საკანონმდებლო) ცვლილებების განხორციელება;

მოსალოდნელი შედეგები სტაბილური მარკოეკონომიკური გარემოს შენარჩუნება

საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური

ცენტრების მიერ საქართველოსადმი მინიჭებული მაღალი რეიტინგები;

2. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და საგარეო ვაჭრობის განვითარება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა

უცხოური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აუცილებელია საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნით ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების დემონსტრირებას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

102

Page 103: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარებისთვის და სავაჭრო სტრუქტურული გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო ურთიერთობების რეგულარული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. უცხოურ ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების დაძლევისათვის საჭიროა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის ზრდა, რისთვისაც უნდა მოხდეს ტექნიკური რეგულირების სფეროს განვითარება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან დაახლოვების კუთხით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა; უცხოური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის

პრეს-ტურების მოწყობა; საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა (გაწევრიანება) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

სტანდარტების რეესტრის მონაცემთა ბაზის სრულყოფა, გამზომი საშუალების დამოწმების აღიარება და აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელება;

მოსალოდნელი შედეგები ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და უცხოური

ინვესტიციების ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში; ტურისტების რაოდენობის ზრდა; წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების

კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საქართველოს პროდუქციისთვის უცხოურ ბაზარზე შეღწევისათვის

ტექნიკური ბარიერების შემცირება; სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესება და სავაჭრო

რეჟიმების განვითარება.

3. სახელმწიფო ქონების პრივატიზება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანისახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი აქტივების უმეტესი

ნაწილი არ არის სრულფასოვნად ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მათი ნაწილი იმყოფება არასახარბიელო ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული ქონების გადასვლა კერძო სექტორში, რათა მოხდეს მათი სრულად ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფო

103

Page 104: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და ქონების საპრივატიზებოდ მომზადება და შემდგომში მათი პრივატიზაცია.

მოსალოდნელი შედეგები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილის

ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა; ყოფილი სახელმწიფო საკუთრების ობიექტებში ინვესტიციების

მოზიდვა;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო

1. საქართველოს საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანისაავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარება ბოლო

წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხები მიიმართებოდა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი მონაკვეთები.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისათვის მომდევნო წლებში აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის დამატებითი რესურსების მიმართვა.

მომდევნო წლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

ძირითად საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადის გამტარუნარიანობის და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით საავტომობილო გზების მახასიათებლების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილის ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის (E-60 ავტომაგისტრალი) და აჭარის შემოვლითი გზის (E-70 ავტომაგისტრალი) ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია;

რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; რაიონულ ცენტრებთან, ძირითად საკურორტო, ისტორიულ და

კულტურულ ძეგლებთან, მოსაზღვრე ქყვეყნებთან მისასვლელი საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია;

საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარება;

104

Page 105: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მოსალოდნელი შედეგები საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი

ხარისხის გაუმჯობესება; საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის

გაზრდა; ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა; საავტომობილო გზების მახასიათებლების საერთაშორისო

მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ინტეგრაცია;

ავტომობილების საოპერაციო დანახარჯების შემცირება, რაც გულისხმობს ცემენტო-ბეტონის საფარიან საავტომობილო გზებზე მოძრაობისას ავტომობილების მიერ დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლები საწვავის მოხმარებას (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით);

საავტომობილო გზების მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ინფრასტრუქტურის, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარება და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება;

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის ინტეგრაციის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საავტომობილო გზების საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესება.

2. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიბოლო წლებში საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგიერთ რაიონში კვლავ პრობლემატურია შიდა რაიონული და სოფლის გზების მოწესრიგების საკითხი, ასევე მნიშვნელოვანია რეგიონებში წყალმომარაგების და წყალარინების სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება, შესაბამისად მომდევნო წლებში დაგეგმილია:

ქობულეთში, ქუთაისში და ბორჯომში წყალმომარაგების და წყალარინების სამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ:

- სატუმბი სადგურების მშენებლობა;- გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;- სისტემის გამრიცხველიანება;- ხარჯმზომების შესყიდვა და მონტაჟი;- წყლის სისტემების რეზერვუარების მშენებლობა და

არსებულის რეაბილიტაცია. თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შიდა გზებისა

და ქუჩების რეაბილიტაცია;

105

Page 106: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და შიდა ქსელის, კანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესება და

წყალჟონვის შემცირება; შიდა გზების გამტარუნარიანობის ზრდა.

3. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;

პრიორიტეტის აღწერა და მიზანისაქართველოში კონფლიქტური რეგიონების არსებობამ და

რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აქცია იძულებით გადაადგილებულ პირებად, რომელთა უმრავლესობა თავდაპირველად დარჩა უსახლკაროდ. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა მაინც დარჩენილია დევნილთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც კვლავ არ აქვთ საკუთარი სახლები. ასევე, პრობლემატურია ის გარემოება, რომ დევნილთა ჩასახლებებში რიგ შემთხვევებში მოძველებული და მწყობრიდან გამოსულია საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომდევნო წლებში დაგეგმილია დევნილთა ახალი დასახლებების მშენებლობა და არსებულ დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარება. დევნილთა დასახლებებისათვის ნაგავმზიდი მანქანებისა და ნაგვის ურნების შესყიდვა.

მოსალოდნელი შედეგები: იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების

გაუმჯობესება. დევნილთა დასახლებების სანიტარული პირობების გაუმჯობესება; წყალმომარაგების სისტემების გამართული და შეუფერხებელი

ფუნქციონირება; დასახლებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად

ეკონომიკური აქტივობის ზრდა და დევნილი მოსახლეობის დასაქმება;

4. წყლით უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის ინსტიტუციური მოწყობისა და განვითარების ღონისძიებები

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიწყლით მომარაგების სისტემის განვითარება წარმოადგენს

მნიშვნელოვან ფაქტორს რეგიონების ეკონომიკური განვითარების

106

Page 107: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დაჩქარების საქმეში. ამიტომ აუცილებელია განხორციელებულ იქნას მათი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდგომი განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები.

პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორცილება:

ყოველწლიურად წყლის არსებული ქსელების მოვლის, რეაბილიტაციის, განვითარებისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარება;

წყალმომარაგების სიტემების არმქონე სოფლებში, ქალაქების და დაბების უბნებში აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;

რეგიონებში წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი სამსახურების მეშვეობით თანამდროვე მართვის სისტემის დანერგვა და მოსახლეობის წყლის რესურსებით მომარაგების ეფექტური უზრუნველყოფა;

მოსალოდნელი შედეგი რეგიონებში წყალმომარაგების ქსელების მშენებლობის და

რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის წყლით შეუფერხებელი მომარაგება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

1. ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია

პრიორიტეტის აღწერა და მიზანი საკუთარი ბუნებრივი რესურსების, ჰიდროენერგოპოტენციალისა

და ნახშირის გამოყენებით ეკონომიკურად და ტექნიკურად დასაბუთებული რეალური სიმძლავრეების მიღების მიზნით დაგეგმილია ენგურჰესის რეაბილიტაციის მეორე ფაზის განხორციელება, ხუდონჰესის, მტკვარჰესის, ფარავანიჰესის, ნამახვანჰესების კასკადისა და სხვა მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება.

მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება 3000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე, რომელიც

გამოიმუშავებს 15 მლრდ-მდე კვტ.სთ ელექტროენერგიას და გაიზრდება ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი;

ჰესების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დასაქმდება 3500-4000 ადამიანი, ხოლო მათი ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ შეიმნება 1200-მდე სამუშაო ადგილი;

2. ელექტროენერგიის გადაცემის საშუალებების მშენებლობა-რეაბილიტაცია

107

Page 108: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

პრიორიტეტის აღწერა და მიზანი პრიორიტეტი ითვალისწინებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის

განვითარებას უახლოეს მომავალში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისათვის, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროსისტემის 500-220კვ ელექტროგადამცემი ხაზების რამდენიმე დამოუკიდებელი რგოლის შექმნა, კერძოდ:

ახალციხიდან – თურქეთის მიმართულებით ახალი, 400კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა (თურქეთის საზღვრამდე 35კმ), აგრეთვე 276კმ სიგრძის 500კვ ეგხ გარდაბანი-ახალციხე-ზესტაფონის რეაბილიტაცია-მშენებლობა. ახალციხეში 500/400/220კვ ქვესადგურის მშენებლობას 700 მგვტ სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართით;

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის 110-220კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;

220კვ ნავთლუღის ქვესადგურის რეაბილიტაციას, აზერბაიჯანის საზღვრამდე 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ქვესადგურ გარდაბანი-500-ში შესაბამისი უჯრედების მოწყობა;

ქვესადგურ ქსანი-500-დან სომხეთის მიმართულებით 400კვ ეგხ-ს რეაბილიტაცია-მშენებლობა, ქვესადგურ ქსანი-500-ში 800 მგვტ სიმძლავრის 500/400კვ ტრანსფორმატორებისა და შესაბამისი უჯრედების მოწყობა;

220კვ ეგხ “სენაკი-1”-სა და “სენაკი-2”-ს მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი შედეგები:

ენერგოსისტემის მდგრადობისა და სტაბილურობის ამაღლება; ელექტროენერგიის გადაცემის ხარისხის გაუმჯობესება; მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიღებისა და გაცემის

დივერსიფიკაცია და სრულყოფა.

3. ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობის გაზმომარაგების გაუმჯობესება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე

აუცილებელია მაგისტრალური, მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების ქსელის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ასევე, მნიშვნელოვანია კომუნალური მრიცხველების მიხედვით დავალიანების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

აღნიშნული მიმართულებებით მომდევნო წლებში დაგეგმილია: საგურამო – ხაშური გაზის მილსადენის რეაბილიტაცია;

108

Page 109: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ნავთლუღი-საგურამო გაზის მილსადენის მშენებლობა; ტაბაწყური-ბაკურიანის გაზის მილსადენის მშენებლობა; ხაშური-სენაკი გაზის მილსადენის მშენებლობა; სენაკი-ფოთი გაზის ახალი მილსადენის მშენებლობა; მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დაწყება; შავი ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი აირის გამათხევადებელი

სადგურის პროექტის განხორციელება (AGღI); ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაზის მეურნეობის და გაზსადენის

ქსელის რეაბილიტაცია; აღრიცხვისა და გამრიცხველიანების მოწესრიგება.

მოსალოდნელი შედეგები: რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფა; სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება და იმპორტის

დივერსიფიკაცია. შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფა და

მოსახლეობის მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილება; ტექნიკური დანაკარგების შემცირება.

4. განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების მომზადება

პრიორიტეტის აღწერა და მიზანი პრიორიტეტის ითვალისწინებს ალტერნატიული განახლებადი

ენერგიის წყაროების, პირველ ეტაპზე ქარის, ხოლო შემდგომ მზის, გეოთერმული წყლებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების ათვისებას და მათ გამოყენებას პრაქტიკული დანიშნულებით.

მოსალოდნელი შედეგები: სათბური გაზების ემისიების შემცირება; ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ენერგოუსაფრთხოების

გაზრდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

1. სტატისტიკური სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამა

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად ინდიკატორს

წარმოადგენს ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად და ყოველთვიურად (შეფასება) ეროვნული ანგარიშების ისეთი მაჩვენებლების გაანგარიშება, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,

109

Page 110: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ინფლაცია, საშუალო ხელფასი, ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები, რომლებიც აუცილებელია სამომავლო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავებისთვის.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად გავაანალიზოთ ბიზნეს სექტორში (აგრეთვე არაკომერციულ ორგანიზაციების სექტორში-ყოველწლიურად) მიმდინარე მოვლენები და პროცესები. კერძოდ, ბიზნესის მთლიანი გამოშვება, ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა.

ისეთი ქვეყნისთვის როგორიც არის საქართველო, სადაც მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს მიგრაციის პროცესებში, აუცილებელია დადგინდეს მიგრაციული ნაკადების რაოდენობა და მისი სტრუქტურული შემადგენლობა. ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემუშავებისათვის უმნიშვნელოვანესია ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გაანგარიშება, კერძოდ: მოსახლეობის რაოდენობა, დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება და სხვა.

სტატისტიკური ინფორმაციის ქვეყნის შიგნით და აგრეთვე, საერთაშორისო დონეზე გავრცელების და თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციით ძირითადი მომხმარებლების უზრუნველყოფა, რაშიც იგულისხმება სპეციალური ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენების და პუბლიკაციების მომზადება, მათი გავრცელება ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე და ვებ-გვერდზე განთავსება.

მოსალოდნელი შედეგები:მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის სოციალური და

ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისათვის აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები.

2. შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის პროგრამა

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიშინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის პროგრამა

მიმდინარეობს 1996 წლიდან და მისი მიზანია საქართველოს შინამეურნეობების შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება.

შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის შერჩევის ზომა (3385 შინამეურნეობა) საკმარისი არ არის რეგიონის დონეზე საიმედო შეფასებების მისაღებად. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მაჩვენებლების გამოქვეყნება რეგიონის დონეზე, დაგეგმილია შერჩევის ზომის გაორმაგება. გაორმაგებული შერჩევა მნიშვნელოვნად გაზრდის უკვე არსებული შეფასებების სიზუსტეს და საშუალებას მოგვცემს ქვეყნის დონეზეც გამოვაქვეყნოთ შედარებით იშვიათი მოვლენების აღმწერი ბევრი ინდიკატორი.

110

Page 111: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

გარდა ამისა, შერჩევის ზომის გაორმაგება საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში სიღარიბისა და უთანაბრობის მაჩვენებლების გაანგარიშება განხორციელდეს გაცილებით უფრო მაღალი საიმედოობითა და დეტალიზაციით.

მოსალოდნელი შედეგები: მიღებული იქნება მრავალფეროვანი სტატისტიკური ინფორმაცია

საქართველოს შინამეურნეობების შესახებ, რომელიც გახდება მძლავრი ინდიკატორი მთავრობის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების მონიტორინგისათვის, როგორიცაა სიღარიბის დონე, მოსახლეობის ცხოვრების დონე (შემოსავლები და ხარჯები), მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა (დასაქმება და უმუშევრობა), აგრეთვე სხვადასხვა პროექტების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგისა და შედეგების შეფასებისათვის;

შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლებისათვის შეფასებების მიღება რეგიონის დონეზე, აგრეთვე დამატებითი მაჩვენებლების გამოქვეყნება ქვეყნის დონეზე;

მნიშვნელოვნად გაიზრდება შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებული შეფასებების საერთო სიზუსტე.

3. სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის პროგრამა

პრიორიტეტის აღწერა და მიზანისასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევა მიმდინარეობს

2007 წლიდან და მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება.

შერჩევის ბაზა, რომელსაც ემყარება სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევა მოძველებულია და მოითხოვს განახლებას. მისი ძირითადი ნაწილი მიღებულია 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად და სასოფლო მეურნეობათა იქ მითითებული მახასიათებლებიდან ბევრი უკვე აღარ შეესაბამება რეალობას. მეორე ნაწილი მოიცავს იმ სასოფლო მეურნეობებს, რომელთა მფლობელები ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ფოთში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებშიც სასოფლო-სამეურნეო აღწერა არ ჩატარებულა, და იგი მიღებულია ყოფილ საკრებულოებში არსებული სიებიდან, რომლებიც მეტად არასრული და არაზუსტი იყო. ყოველივე ზემოთქმული მნიშვნელოვნად ამცირებს სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის შედეგების სიზუსტეს. ამდენად აშკარაა, რომ საჭიროებას წარმოადგენს შერჩევის ბაზის განახლება და შესაბამისად დაგეგმილია შერჩევის ზომის რაოდენობის ზრდა.

მოსალოდნელი შედეგები:

111

Page 112: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის შედეგად მიღებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ, როგორც მიმდინარე (წინასწარი), ისე საბოლოო სტატისტიკური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მთავრობას საშუალებას მისცემს მონიტორინგი გაუწიოს, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო წარმოება და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია.

შესაძლებელი გახდება შეფასებების მიღება ყველა რეგიონის დონეზე, აგრეთვე ქვეყნის დონეზე დამატებითი მაჩვენებლების გამოქვეყნება;

მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევიდან მიღებული შეფასებების საერთო სიზუსტე.

4. მოსახლეობის და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა

პრიორიტეტის აღწერა და მიზანიუკვე მკაფიოდაა გამოკვეთილი მოსახლეობის აღწერის ჩატარების

აუცილებლობა. ბოლო აღწერა ჩატარდა 2002 წელს, ხოლო გაეროს რეკომენდაციებით ქვეყნებმა ხელახალი აღწერა უნდა ჩაატარონ 10 წლიანი ინტერვალით, ვინაიდან 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლება მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა. აქიდან გამომდინარე, 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, რადგან ვერ ასახავს ქვეყანაში მომხდარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცვლილებებს, შესაბამისად მსოფლიოს მოსახლეობისა და საცხოვრისის აღწერის პარალერულად დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის აღწერის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რადიკალურად განახლებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ქვეყანაში შექმნილი ახალი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის ცხოვრების დონეთა შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და სხვადასხვა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებას

მოსალოდნელი შედეგები: ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,

ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების და საზოგადოების ინფორმირება;

არსებული სიტუაციის შესწავლა, შეფასებისა და პროგნოზირების საფუძველზე ქვეყნის უახლესი ათწლეულის სოციალ-ეკონომიკური და დემოგრაფიული სტრატეგიის შემუშავება.

112

Page 113: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 2 2

საქართველოს პარლამენტისსაფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი: საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს

სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ”

113

Page 114: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაცია ”ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ”.

წარმოგიდგენთ კომიტეტის მოსაზრებებს აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით:

1. საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემების და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. წარმოდგენილი ინფორმაცია კი არის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზები და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებები, რაც უნდა განიხილებოდეს, როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული დოკუმენტის საფუძველი.

2. ახალი საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, რომელიც მიღებული იქნა 2009 წლის 18 დეკემბერს და ძალაში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შევიდა, განსაზღვრულია წარმოდგენილი ინფორმაციის პარლამენტის კომიტეტებთან შეთანხმების პროცედურები(34-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების(ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა.შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას. მართალია კანონმდებლობით არ ევალებოდათ, მაგრამ შეიძლებოდა პროექტის სახით წარმოდგენილიყო ტექსტური ინფორმაცია, თუ როგორ ესახებათ ავტორებს დანართებში ცხრილების სახით წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზული მაჩვენებლების მიღწევის გზები, ვინაიდან ეს ისედაც უნდა გაკეთდეს, რადგან ”პროგნოზები და მათი აღწერა” სწორედ ამას ნიშნავს.

3. 2008 წელს დამტკიცებული საქართველოს მთავრობის პროგრამა "ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის", რომელიც 2009-2012 წლებს მოიცავს, ზოგადი დოკუმენტია და მასში დეკლარირებულია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და საერთო ტენდენციები. თუმცა ზოგ შემთხვევაში ამ პროგრამით დასახული პრიორიტეტები არ შეესაბამება ინფორმაციის სახით წარმოდგენილ

114

Page 115: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პროგრამის მიღების შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები. ასეთი კორექტირება გრძელვადიანი პროგნოზირების პროცესში პერიოდულად ხდება, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება პროგრამასა, სამთავრობო სტრატეგიასა და წლიურ სახელმწიფო ბიუჯეტებს შორის.

4. დოკუმენტში არასაკმარისი სისრულით და სიღრმითაა წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მიზნობრივი მახასიათებლების (ეკონომიკური ზრდა, პირადი მოხმარება, დაგროვება, სახელმწიფო მოხმარება, ინფლაცია, უმუშევრობა, ინვესტიციები) მიღწევის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებები და მათი რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმები. სამწუხაროდ დოკუმენტის ავტორთა ყურადღების მიღმა დარჩა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის მომხდენი მიმდინარე და მოსალოდნელი საგარეო და საშინაო ფაქტორების და შოკების გავლენის ანალიზი და პროგნოზი.

5. წარმოდგენილ ინფორმაციას აკლია მის ცალკეულ ნაწილებს შორის ლოგიკური მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რის გამოც არ ჩანს, რომ ისინი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი კი არა, ერთი მთლიანი დოკუმენტის ორგანულ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.

6. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს მიმართ 2010 წელს -13.1% არის ნავარაუდევი, ხოლო 2014 წელს იგი -10.7%-მდე უნდა შემცირდეს(დანართი ¹4). ასეთი მაჩვენებლის მიღწევა მხოლოდ გარეგანი შოკების არ არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თანაც გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საპროგნოზო პერიოდში აბსოლუტურ მაჩვენებლებში იზრდება, ხოლო ექსპორტის იმპორტით გადაფარვის მაჩვენებელი მცირდება და 2009 წელს 27% შეადგინა. ამდენად ინფორმაციიდან არ ჩანს, თუ რის ხარჯზე უნდა მოხდეს გარდატეხა უახლოეს მომავალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდის შესაჩერებლად.

7. უახლოეს წლებში მთავრობა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდს ხარჯვით პოლიტიკას. კაპიტალური შემოსავლები მიმდინარე საჭიროებისათვის არ უნდა იხარჯებოდეს და უმეტეს შემთხვევაში საწარმოთა რეინვესტირებას უნდა ხმარდებოდეს. როცა მთავრობა ხარჯებს ზრდის, იზრდება დეფიციტიც. ხარჯების ზრდაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ შეიძლება საბანკო მომსახურეობაზე საპროცენტო განაკვეთისა და ინფლაციური ზეწოლის ზრდა გამოიწვიოს, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული.

8. 2010 წელს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი 4.5% იგეგმება. დოკუმენტში გაანალიზებული უნდა იყოს, თუ რის ხარჯზე მიიღწევა

115

Page 116: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ასეთი ზრდის ტემპი: თუ ეს არის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის ხარჯზე - კარგია და თუ მხოლოდ გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე – არც ისე სასურველი. დოკუმენტში უფრო აისახოს მოხმარებასა და დაგროვებას შორის ოპტომალური თანაფარდობის მიღწევის სტრატეგია.

9. პარიზის კლუბთან მიღწეული ჩარჩო პირობების გათვალისწინებით საგარეო ვალის მომსახურეობის მიზნით 2012 წლიდან ქვეყანას უკვე მოუწევს დაფაროს ძირითადი თანხის გადასახდელები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ აიღებს არაშეღავათიან სესხებს და არ გასცემს გარანტიებს არაშეღავათიან სესხებზე. საქართველოსათვის არაშეღავათიანად ითვლება სესხი, რომლის გრანტ-ელემენტი არ აღემატება 35%-ს. ამიტომ ამ სფეროში სტრატეგია გათვლილი უნდა იყოს ვალის მდგრადობის შენარჩუნებაზე.

10.ინფორმაცია უფრო სრულყოფილი იქნებოდა თუ ფარდობითი მაჩვენებლების ნაცვლად უფრო მეტად იქნება გამოყენებული აბსოლუტური სიდიდეები, რითაც განსახილველი მაჩვენებლების დინამიკა უფრო რეალურად იქნება წარმოდგენილი.

11.ინფორმაციის პირველი დანართის ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორების ბოლოს გაკეთებულია შენიშვნა, რომ გაანგარიშებები გაკეთებულია მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენებით და მონაცემების თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით გასული პერიოდის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი კორექტირებულია. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დაზუსტებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ საანგარიშო წლის (ჩვენს შემთხვევაში 2009 წელი) მაჩვენებლები, ხოლო 2007 და 2008 წლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უკვე დამტკიცებულია და მისი ცვლილება შეიძლება მხოლოდ სასურველი დინამიკის წარმოდგენის მიზანს ემსახურებოდეს.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

116

Page 117: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 2 3

პაპუნა პეტრიაშვილის მოხსენება “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების

შესახებ”

ბოლო ათწლეულების განმავლობაში 2009 წელი აღმოჩნდა ყველაზე უფრო რთული ფინანსური თვალსაზრისით, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართვლოსთვისაც.

ჩვენი ეკონომიკის ფორმირებაზე სხვა ფაქტორებთან ერთად შიდა ფაქტორებმაც იქონია გავლენა. მათ შორის გამოვყოფდი სამ ძირითად უარყოფით ფაქტორს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ეკონომიკაზე.

პირველი ეს იყო ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესია, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს ეკონომიკას.

მეორე უარყოფითი ფაქტორი, ეს არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მყისიერად აისახა და არსებითად აისახა უკვე 2008 წლის ნოემბერში, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში და 2009 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.

და მესამე, ეს არის 2009 წლის პირველ ნახევარში უკვე ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ასევე უარყოფითად მოქმედებდა წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაზე.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა ბიუჯეტის ჯერ დაგეგმვა, მერე მასში ცვლილებების შეტანა და შემდგომში მისი აღსრულება. სწორედ ამ ფაქტორებისთვის ეკონომიკაზე მოქმედების შედეგად ხორციელდებოდა. ყოველივე ამის გამო ჩვენ მოგვიწია წლის შუაში, დაახლოებით 600 მილიონით შეგვრმცირებინა სახელმწიფო შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა. ეს არის

117

Page 118: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ბიუჯეტის შიდა შემოსავლის წყარო და შესაბამისად ჩვენ რომ არ შეგვემცირებინა ბიუჯეტი და არ გვეთქვა უარი იმ ვალდებულებებზე, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს და მათ შორის იყო როგორც სოციალური ხარჯების ზრდა, მათ შორის პენსიების ზრდა, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა და ა. შ. ჩვენ მოგვიწია დამატებითი ფინანსების მოძიება ქვეყნის გარეთ გრანტებისა და კრედიტების სახით.

ეს თანხები იქნა მოძიებული და ამასთან ერთად ამ თანხების წყალობით ბიუჯეტშივე ჩაიდო 2,2 მილიარდიანი ეგრეთწოდებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელმაც დღეის გადმოსახედიდან შეიძლება თამამად ითქვას, რომ თავისი დადებითი როლი ითამაშა ეკონომიკაზე და უკვე დაახლოებით მეოთხე კვარდტლიდან დაიწყო ეკონომიკური ზრდა.

ამ 2 მილიარდ 200 მილიონიან პაკეტში გამოვყოფდი საშემოსავლო გადასახადის კლებას: 2009 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდა 5 %-ით, 25 %-დან დაიწია 20%-მდე და ამან ბიუჯეტში დამატებითი 250 მილიონი ლარი დატოვა.

ასევე გასულ წელს გამოვყოფდი ეგრეთწოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რომელსაც ანხორციელებდა მთავრობა მთელი წლის განმავლობაში და ამან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვის საშუალება მოგვცა წლის განმავლობაში რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა, უკვე წლის ბოლოსათვის, ხაზინის ანგარიშისთვის საკმაოდ დიდი ნაშთი დაგვრჩენოდა.

საბოლოო ჯამში რა თქმა, უნდა კრიზისს ვერ ავცდებოდით. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასულ წელს შემცირდა 3,9 მილიარდი ლარით, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 1,7%–ტი. ეს დაბალი პროცენტია მაგრამ, ამ პროცენტის ჩამოყალიბებაზე, უნდა თავის ზეგავლენას ახდენდა ის საფინანსო ეკონომიკური კრიზისი, რაც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები შესრულდა 4 მილიარდ 916 მილიონი ლარით, მათ შორის, გადასახადებზე მოდიოდა 4 მილიარდ 161 მილიონი. შესრულება იყო გადასახადების თითქმის ყველა სახეში. შარშან პრობლემა იყო არაფინანსური აქტივების კლების კუთხით, ანუ პრივატიზაციის კუთხით. აქ დაახლოებით ბიუჯეტს დააკლდა 7 მილიონ 700 ათასი ლარი. სხვა მიმართულებით ბიუჯეტს პრობლემები არ ჰქონია.

გარკვეული გრანტები გადმოვიდა შარშანდლიდან 2010 წლის, ბიუჯეტში ჩამოირიცხა და ნაშთის გამოყენება შარშან შეადგენდა ყოველივე ამის გათვალისწინებით 391 მილიონ ლართან, ჩვენ

118

Page 119: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დაახლოებით 400 მილიონი ლარი, დავხარჯეთ და ბიუჯეტის ანგარიშიდან წლის ბოლოსათვის, 350– 355 მილიონი ნაშთი დარჩა სახელმწიფოს.

რაც შეეხება ხარჯებს, ხარჯების კუთხით გამოვყოფდი ზოგიერთ ღონისძიებას. მათ შორის იყო სოციალური და ჯანდაცვის სფერო ,სადაც დაიხარჯა ჯამში მილიარდ 581 მილიონი ლარი. ამ თანხებით ზოგიერთი ახალი ღონისძიება განხორციელდა იმ სოციალური ვალდებულებების შესრულებას, რაც დასახული ქონდა ქვეყანას, ეს არის პენსიების, ასეთი დანიშნული მინიმალური პენსიის მატება 70–დან 80 ლარამდე, ასევე მინიმალურ პენსიას გაუტოლდა ინვალიდობის პენსია და გაიზარდა 65–დან 80 ლარამდე.

გაიზარდა ასევე საარსებო შემწეობები, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოველი მეორე წევრზე, 12 ლარიდან 24 ლარამდე გაიზარდა ეს დახმარება. გასულ წელს ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობის ზრდა, რამაც ჯამში დაახლოებით მილიონი ადამიანი შედაგინა.

განათლების სფეროში, დაიხარჯა 460 მილიონი, საიდანაც გამოვყოფდი ასევე მასწავლებელთა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასების მატებას, რაც გასულ წელს ორ ეტაპად განხორციელდა. ერთი 1 იანვრიდან და მეორე ახალი სასწავლო წლიდან 1 სექტებრიდან. მასწავლებლის საბაზისო ხელფასი ჯამში გაიზარდა საშუალოდ 80 ლარით.

ასევე შეიძლება გამოიყოს ტერიტორიული ერთეულების ბიუეჯებისთვის გადაცემული ფინანსური დახმარება, რომელმაც სარეკორდო თანხას მიაღწია გასულ წელს და იგი შეადგენდა 847 მილიონს, საიდანაც 250 მილიონი მოდიოდა გათანაბრებით ტრანსფერზე, ხოლო 555 მილიონი სპეციალურ ტრანსფერზე.

ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაში გამოვყოფდი გასულ წელს პირველად და წარმატებით განხორციელებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომელზეც გამოიყო 20 მილიონი. ეს ის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც თვითონ მოსახლეობამ გადაწყვიტა რაში უნდა დახარჯულიყო მისი გამოყოფილი თანხა.

მთლიანობაში მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც იყო 2009 წლის განმავლობაში სახელმწიფომ შეძლო შეესრულებინა ყველა ის ვალდებულება, რაც გაწერილი იყო ბიუჯეტში, დაეფინანსებინა ის ხარჯები, რაც დამტკიცებულიყო ბიუჯეტში და შესრულებულიყო ყველა ის ვალდებულება, მათ შორის სოციალური ვალდებულებებიც, რომელიც ქვეყანას ჰქონდა აღებული.

119

Page 120: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

დანართი ¹ 2 4

დევი ვეფხვაძის თანამოხსენება “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების

შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით”

მოკლედ მოგახსენებთ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშის შემოწმებისა და სამთავრობო დაწესებულებათა აუდიტის შედეგებზე, მათ შეფასებასა და რეკომენდაციები, გამოვლენილ ნაკლოვანებისა და ხარვეზების გამოსწორების თაობაზე.

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულმა აუდიტებმა ცხადყო, რომ უმეტეს მხარჯავ დაწესებულებებში ბალანზე ერიცხება ხანდაზმული დავალიანებები, რომელთა აღმოსაფხვრელად გასატარებელია ქმედითი ღონისძიებები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებებში არ ტარდება ვალდებულებების სრულყოფილი ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს აღურიცხავი და გაუშიფრავი ვალდებულებები. არსებული რეგულაციების შესაბამისად წარმართული აუდიტის შედეგებმა, აგრეთვე ამ რეგულაციებისა და პრაქტიკის საერთშორისო სტანდარტებთან შედარებამ გამოავლინა ის ნაკლოვენები, რომლებზეც საქართველოს კონტროლის პალატა ამახვილებს ყურადღებას და საჭიროდ მიიჩნევს მსჯელობის დაწყებას და გადაწყვეტილებების მიღებას.

პირველი. საჯარო ფინანსების მართვის სიტემის, მათ შორის, შიდა აუდიტისა და საიფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის, აგრეთვე საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შემორების საკითხი იქცეს სახელმწიფოს განსაკუთრებულ პრიორიტეტად და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზუიდენტის ბრძანებულებით შეიქმნას ფართო წარმომადგენლობითი კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჯარო სექტორის ფინასური მართვის რეფორმის პროცესის დაგეგმვასა და მიმდინარეობის მონიტორინგზე.

შეიცვალოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის აუდიტის წარმართვის ანგარიშგების მომზადების, წარდგენის ვადები, პროცედურები და წესი, პროგრამული ბიუჯეტის განხორციელებისა და მისი აუდიტისთვის საჭირო რეგულაციები, ნორმ,ატიული აქტით

120

Page 121: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

განისაზღვროს პროგრამების შეფასების, თვითშეფასების პრინციპები და კრიტერიუმები.

საბიუჯეტო კოდექსში, შესაბამისად, წლიური ბიუჯეტის კანონში გატლაისწინებული იქნეს ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს საპატრიარქო არ დაექვემდებარება საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტს, როგორც ცალკე მხარჯავი დაწესებულება.

მთლიანობაში მხარჯავ დაწესებულებებში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ფაქტების, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის მონაცემების საფუძველზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა არსებით ასპექტში შეესაბამება საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტუის შესახებ“ საქართველოს კანნონით დამტკიცებულ მაჩვენებლებს და ფინასურ ანგარიშგებებს, რომლებიც მთავრობის ანგარიშს დაედო საფუძვლად.

დანართი ¹ 2 5

საქართველოს პარლამენტისსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

121

Page 122: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ასლი: საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების

შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოხსენებასა და

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან

დაკავშირებით”; საქართველოს კონტროლის პალატის თანამოხსენებაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 2010 წლის 10 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მისი თანმხლები საქართველოს კონტროლის პალატის და საქართველოს ეროვნული ბანკის მოხსენებები ამ ანგარიშთან დაკავშირებით.

წარმოგიდგენთ განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს:

1. საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიზნით აუცილებელია ბიუჯეტს მიეცეს პროგრამული და კაპიტალური ხასიათი და იგი შედეგებზე ორიენტირებული გახდეს ანუ ბიუჯეტი მხოლოდ შემოსავლების, ხარჯების და დაფინანსების წყაროების ბალანსი არ უნდა იყოს. ამავე დროს საჭიროა გაძლიერდეს საბიუჯეტო პროცესის მიმართ საპარლამენტო კონტროლის, როგორც ქმედუნარიანი მექანიზმის, არსებული სისტემა. დაგეგმილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება პარლამენტის წინაშე.

2. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ძირითადი აქცენტი მიმართული უნდა იყოს თუ გაწეული ხარჯები რამდენად მიზნობრივად იქნა გამოყენებული, ხარჯების რა ნაწილი იქნა მიმართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისაკენ და არა მარტო სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ მხრივ არც წარმოდგენილი ანგარიშია გამონაკლისი. ამიტომ მომავალში მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმდინარე ხარჯების დაფინანსების პარალელურად მიმართული უნდა იყოს ბიუჯეტის ხარჯებში კაპიტალური დაბანდებების წილის გაზრდისაკენ.

122

Page 123: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

3. ახალი საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა დაინერგოს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ანგარიშვალდებულობის თანამედროვე სისტემა, რომლის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დანახარჯები-სარგებლიანობის ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის დადგენას და გამჭირვალობის შესაბამის დონეს. ფინანსური ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულობის ერთიანი სისტემა საშუალებას იძლევა შიდა და გარე აუდიტის, გარე ექსპერტების გამოყენების გზით დაფინანსებული პროექტების ეფექტიანობის ხარისხის დადგენის მიზნით პარლამენტში საჯარო განხილვების მოწყობას. 6 დარგობრივი სამინისტროს და 3 მუნიციპალიტეტის გადაყვანა პროგრამულ დაფინანსებაზე და შესაბამისი ანგარიშვალდებულობის სისტემის დანერგვა საცდელი პროექტების სახით ამ რეფორმის შემდგარი ნაწილია. ამ მიმართულებით კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მის ხელთ არსებული რესურსებით და დარგობრივი ექსპერტების ჩართვით აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხარჯების ეკონომიის, პროდუქტიულობის და ეფექტიანობის კრიტერიუმების დადგენაში. ასეთნაირად პარლამენტის როლი საფინანსო ზედამხედველობის პროცესში ახლებურად არის გააზრებული.

4. სახელმწიფო ფინანსების სისტემის ძირითად ელემენტებთან ერთად, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტირება, ბიუჯეტის მომზადება, რესურსების მართვა, პარალელურად მიმდინარეობს შიდა აუდიტი, რომელიც სწავლობს რესურსებისა და პროგრამების მიზნობრიობას, სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგს, რესურსების აღრიცხვას და ხარჯვაზე ანგარიშვალდებულობის ზრდას(მიღებული კანონი „შიდა აუდიტის შესახებ“ ასეთნაირად წარმოადგენს სამინისტროებსა და უწყებებში შიდა აუდიტს სამსახურებს), ხოლო გარე აუდიტი და ანგარიშვალდებულება ნიშნავს დამოუკიდებელ გარე კონტროლს, საზოგადოების სახელით სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის კონტროლს, ამ ფუნქციის შესრულება ევალება კონტროლის პალატას, რომელმაც მხარჯავ დაწესებულებაში არსებული რისკების ანალიზს და მართვას ახდენს და თანდათან ჩამოიშორებს რევიზიის ფუნქციებს. ამით შესაძლებელი გახდება ფინანსური რესურსების ეფექტიანად და ეფექტურად გამოყებების შესაძლებლობა და სახელმწიფო ფინანსების გამოყენებისას ანგარიშვალდებულობის გაზრდა. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს სახელმწიფო ფინანსების მართვის ძირეული რეფორმირების მიმდინარე პროცესის ყველაზე ძნელდმისაღწევი კომპონენტია პროგრამის, ღონისძიების განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შედეგის შეფასება ანუ შესრულების

123

Page 124: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ინდიკატორების შემუშავება, ვინაიდან საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება სოციალურ პროექტებზე, საიდანაც მიღებული ეფექტის შედარებითი ანალიზი და შეფასება რაოდენობრიობის თვალსაზრისით ადვილი არ არის. ასევე შეიძლება ითქვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის შედეგი გადასახადის გადამხდელთა პირობების გაუმჯობესება უნდა იყოს. აქ შეიძლება გამოყენებული იქნეს ანალოგების პრინციპი. ყველა შემთხვევაში მხოლოდ ასეთნაირად შეიძლება ამაღლდეს პარლამენტის საზედამხედველო როლი საჯარო ფინანსების ხარჯვის გამჭირვალობის დონის ამაღლების საქმეში.

5. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2012 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების(BDD) დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებას, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარია მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2009 წელს წინა წელთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა და 16.9% შეადგინა. ეკონომიკური კრიზისის გავლენა სწრაფად გადაედო შრომით ბაზარს. თვითდასაქმებულები დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში შეადგენენ 64%-ს. დასაქმების დონის ამაღლება საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურების და მცირე ბიზნესის განვითარების სპეციალური ცენტრების – ბიზნესინკუბატორების შექმნის გზით იქნება შესაძლებელი. ასევე უნდა შეიქმნას დასაქმების ბიუროები, სადაც მოხდება უმუშევართა მიერ ახალი და მონათესავე პროფესიების ათვისება ან აღდგეს პროფესიული განათლების სისტემა პილოტური პროგრამების დაფინანსებით, რომლის რეალიზაციის პროცესი დაწყებულია.

6. ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას მთავრობა უნდა უჩვენებდეს არა მარტო პარამეტრებს, არამედ იმასაც, თუ რა ღონისძიებები გატარდა უმუშევრობის დონის გასაუმჯობესებლად, როგორ შეეწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას და ზომიერი ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას. 2009 წელს მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9%-ით შემცირდა და 17.9 მლრდ ლარი შეადგინა. ანგარიშში დეტალურად ასახული უნდა ყოფილიყო მსოფლიო ფინანსური კრიზისის და რუსეთის აგრესიით გამოწვეული რისკების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ.

7. მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) სტრუქტურის დინამიკას თუ ვნახავთ დამატებული ღირებულების მიხედვით 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ძირითადი პარამეტრები დიდად არ იცვლება:

124

Page 125: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

ვაჭრობის წილი 1.7%-ით შემცირდა, სოფლის მეურნეობის და ტრანსპორტის წილი შესაბამისად გაიზარდა 0.2 და 0.5%-ით, მრეწველობის და სახელმწიფო მმართველობის წილი შესაბამისად 0.4 და 0.2%-ით შემცირდა და 10.5 და 13.7% შეადგინა. მშპ-ს ასეთი სტრუქტურა ოპტიმალურიდან ძალიან შორს დგას და წარმოდგენილ ანგარიშში გამოკვეთილი უნდა იყოს მრეწველობის წილის ასამაღლებლად მიმართული ღონისძიებები. ასევე დაბალია ბიუჯეტის ხარჯებში ხელფასების ხვედრითი წილი(17,5%), რომელიც დინამიკაში კლებას განიცდის, ხოლო ხარჯების მიხედვით მშპ-ს სტრუქტურაში მთლიანმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად მოიკლო მაშინ, როცა კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებაა.

8. 2009 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შემცირდა იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. ამიტომ მიმდინარე ანგარიში საგრძნობლად გაუმჯობესდა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 11.9% შეადგინა და 2008 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდა, რამაც მთავრობას საშუალება მისცა არამარტო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად დაეფინანსებია, არამედ მთლიანად სადასახდელო ბალანსის მიხედვით დადებითი სალდო დაფიქსირდა, რაც სარეზერვო აქტივების ზრდაში აისახა. მთავრობამ ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად, იგი შეიძლება მიღწეულ იქნეს ქვეყნის საექსპორტო პოტენტიალის უკეთესად გამოყენების გზით, რაც გაზრდის ქვეყნის სავალუტო შემოსავლებს და გააუმჯობესებს საგადამხდელო ბალანსს.

9. მოთხოვნის ანალიზიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ქვეყნის მშპ-ს კლება 2009 წელს არსებითად განპირობებული იყო მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირებით. ეს უკანასკვნელი ძირითადად კაპიტალის შემოდინების დაცემამ გამოიწვია, რომელსაც იმპორტის შემცირებაც მოჰყვა. მშპ-ს ძირითადი კომპონენტების შემცირების გარკვეული წილი იმპორტის შემცირებით გამოიხატა და მშპ-ს კლება შეამსუბუქა. ამავე დროს ბიუჯეტის ანგარიშში მეტი ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

10. ანგარიშში წარმოდგენილია ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშები და ნაერთი ბალანსი, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში მათ მართვაში არსებული ფინანსური რესურსების მოცულობამ 194 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 37% შეადგენს სახელმწიფო დაფინანსებას, 34% - გაწეული მომსახურების შედეგად მიღებულ

125

Page 126: დარგობრივი ეკონომიკისა და - Parliament · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის

სახსრებს, 28% - მიღებულ გრანტებს, რაც ნიშნავს განსხვავებულად იმართება საკმაო ოდენობის საჯარო ფინანსები. ამიტომ უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა თუ რომელ სერვისებს იტოვებს სახელმწიფო თვითონ და რომლის განკერძოება არის შესაძლებელი.

ამ შენიშვნების გათვალისწინებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დადებით შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და საქართველოს კონტოლის პალატის მოხსენებას 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით და საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშს.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

126