თავისუფლება სწრაფი განვითარება...

138
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016 2020 სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში სექტემბერი, 2017 .

Transcript of თავისუფლება სწრაფი განვითარება...

Page 1: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

თავისუფლება, სწრაფი განვითარება,

კეთილდღეობა

2016 – 2020 სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში

სექტემბერი, 2017 წ.

Page 2: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

2 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სარჩევი

შესავალი ................................................................................................................................................... 4

1. დემოკრატიული განვითარება ..................................................................................................... 5

1.1 ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა .................. 5

1.2 ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები ................................................... 10

1.3 საჯარო მმართველობის რეფორმა, პოლიტიკის სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება ................ 16

2. ეკონომიკური განვითარება ........................................................................................................ 24

2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა ........................................................................................................... 24

2.2 დასაქმება ......................................................................................................................................................... 31

2.3 ბიზნესგარემო ................................................................................................................................................. 32

2.4 ეკონომიკური რეფორმები ............................................................................................................................ 37

2.4.1 კაპიტალის ბაზრის რეფორმა ................................................................................................................... 41

2.4.2 საპენსიო რეფორმა ..................................................................................................................................... 42

2.4.3 მიწის რეფორმა ............................................................................................................................................ 43

2.4.4 საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება ..................................................................... 46

2.5 სივრცითი მოწყობა ........................................................................................................................................ 47

2.6 საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები ............................................................................................................. 47

2.7 ინფრასტრუქტურული განვითარება .......................................................................................................... 49

2.8 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა ..................................................................................................... 53

2.8.1 ენერგეტიკა .................................................................................................................................................. 53

2.8.2 სოფლის მეურნეობა ................................................................................................................................... 57

2.8.3 ტრანსპორტი ................................................................................................................................................ 65

2.8.4 ტურიზმი...................................................................................................................................................... 69

2.9 რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა .................................................................................................. 72

2.10 გარემოს დაცვა ............................................................................................................................................ 73

3. სოციალური განვითარება ........................................................................................................... 80

3.1 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ..................................................................... 80

3.1.1 ჯანმრთელობის დაცვა .............................................................................................................................. 80

3.1.2 სოციალური დაცვა ..................................................................................................................................... 83

Page 3: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

3 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

3.2 განათლება ....................................................................................................................................................... 91

3.2.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება ............................................................................................... 91

3.2.2 ზოგადი განათლება ................................................................................................................................... 91

3.2.3 პროფესიული განათლება ......................................................................................................................... 93

3.2.4 უმაღლესი განათლება ............................................................................................................................... 95

3.2.5 მეცნიერება ................................................................................................................................................... 97

3.3 კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის პოლიტიკა .................................................................................. 98

3.3.1 კულტურა ..................................................................................................................................................... 98

3.3.2 სპორტი ....................................................................................................................................................... 102

3.3.3 ახალგაზრდობის პოლიტიკა .................................................................................................................. 104

4. საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა ...................................................... 106

4.1 საგარეო ურთიერთობები............................................................................................................................ 106

4.1.1 უსაფრთხოება და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაციია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით108

4.1.2 საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია .................................................... 115

4.1.3 ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ............................................................................ 123

4.1.4 მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია ............................. 124

4.1.5 ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა .......................................................................................................................... 124

4.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ....................................................................................... 125

Page 4: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

4 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შესავალი

საქართველოს მთავრობამ, 2016-2020 სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად, განვლილი პერიოდის

განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა 4-

პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად. მთავრობის ძალისხმევით

ხორციელდება ქვეყნის რეალური მოდერნიზაცია და გეგმაზომიერი ცვლილებები საჯარო

მმართველობის, განათლებისა და საგადასახადო სისტემების, ქვეყნის სივრცითი მოწყობისა და სხვა

მიმართულებებით.

მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის მდგრად და უსაფრთხო

განვითარებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას,

მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფას, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას, თითოეული

მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის

მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებას, ქვეყნის

ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, კერძო საკუთრებისა და შრომითი

უფლებების დაცვას, მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირების უზრუნველყოფას,

სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებასა და სოციალური სერვისების დახვეწასა და

ხელმისაწვდომობას. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ევროპულ და

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით, შეუქცევადად ადგას დემოკრატიზაციისა

და აღმშენებლობის გზას, რათა მიღწულ იქნეს ქვეყნის მთლიანობა, სწრაფი განვითარება და ხალხის

კეთილდღეობა.

Page 5: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

5 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

1. დემოკრატიული განვითარება

1.1 ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და გეგმა

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობამ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის

განახლებული სამთავრობო სამოქმედი გეგმა, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა სტრატეგიით

განსაზღვრულ 25 მიმართულებას.

2017 წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს

ორგანიზებით და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR)

მხარდაჭერით, დაიწყო ტრენინგების ციკლი მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო

მოხელეებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეხებოდა. 2017 წლის პირველ

ნახევარში აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა თელავის, გურჯაანის, ბორჯომის, რუსთავისა და

თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის. მსგავსი ტრენინგები

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის

მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერითა და ადამიანის უფლებათა დაცვის

სამდივნოს ორგანიზებით ხორციელდება პროექტი „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის

გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“. პროექტის მიზანია ადამიანის

უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, სამთავრობო სამოქმედო გეგმის და, ზოგადად, ადამიანის

უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს

10 ქალაქში არსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2 ეტაპად გაიმართება საინფორმაციო

შეხვედრები მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოების

წარმომადგენლებთან. წლის პირველ ნახევარში შეხვედრები გაიმართა ახალციხის, საგარეჯოს,

რუსთავის, გორის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.

ასეთი საინფორმაციო შეხვედრები წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.

სისხლის სამართლის კოდექსი

სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო

სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის

Page 6: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

6 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გადასინჯვას ახდენს. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში

შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად,

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, აგრეთვე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის

წარმომადგენლების ჩართულობით, მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები სისხლის სამართლის

კოდექსის როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში. კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს

დასამტკიცებლად 2017 წელს გადაეცემა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

2016 წლიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. საერთაშორისო

ექსპერტების შეფასებით, ეს არის რეგიონისთვის სამაგალითო კოდექსი, რომელიც არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო სამართლის აქტებით დადგენილ ყველა აღიარებულ

პრინციპს ითვალისწინებს. კოდექსის მიღებას მიესალმნენ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის

წარმომადგენლობები, რომელთა ექსპერტები ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად იყვნენ

ჩართული კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში. კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვნის

საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, ინდივიდუალური მიდგომისა და

სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭებას,

საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში,

არასრულწლოვანთა საქმეებში მოსამართლის როლის გაზრდას, მოწმე და დაზარალებული

არასრულწლოვნის უფლებების დაცვას, დაზარალებული არასრულწლოვნის განმეორებითი ან

ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებებს, არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ყველა პირის სპეციალიზაციას და სხვ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა

2012 წლის ოქტომბერში გამოცხადდა მთავრობის ახალი „მორიგების სტრატეგია“, რომელიც

გულისხმობს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში შექმნილი ვითარების გამოსწორებასა და

ქვეყნის შიგნით დავების მოგვარებას. აქედან გამომდინარე, მთავრობამ დაიწყო მუშაობა ევროპის

ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული დავების მორიგების

დასრულების მიზნით, რათა საქართველოს მოქალაქეებს დროულად და ქვეყნის შიგნით შეძლებოდათ

დავის დასრულება მათი ინტერესების გათვალისწინებით.

Page 7: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

7 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ამასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ

საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. მაგალითად, 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, 2011

წელს - 395, 2012 წელს - 367. ეს მონაცემები დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა 2015-2017 წლებში,

კერძოდ, 2015 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილია მხოლოდ 80 საჩივარი, 2016 წელს - 74,

ხოლო 2017 წლის ივლისის მდგომარეობით - 44.

ზემოაღნიშნული მორიგების/ცალმხრივი დეკლარაციის სტრატეგია და ევროპის სასამართლოში

წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენცია ნათლად მიანიშნებს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის

უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია ეროვნულ

დონეზე.

იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის

დეპარტამენტის მეშვეობით იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ევროპის ადამიანის

უფლებათა სასამართლოში მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავების ფარგლებში.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე („საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ I“) 2014 წლის 3

ივლისს საქართველომ მოიგო დავა რუსეთის წინააღმდეგ 4600-ზე მეტი დაზარალებულის ნაწილში,

ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა. აღნიშნული

საქმე უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას,

რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების

დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას.

ასევე, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავის აქტიურ ფაზაშია „აგვისტოს ომის საქმე“

(„საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ II”). აღნიშნული საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს

ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების არაერთი ძირითადი

უფლების დარღვევას.

ევროპის სასამართლომ 2013-2017 წლებში საქართველოს მიმართ განჩინება/გადაწყვეტილება გამოიტანა

125 საქმეზე, რაც მოითხოვდა აღსრულების მიზნით კომპლექსურ ღონისძიებათა გატარებას.

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული აღსრულების ინდივიდუალური და ზოგადი

ღონისძიებების შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა და 2013-2017 წლებში აღსრულებულად

გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი 99 (მათ შორის, მინისტთა კომიტეტის საბოლოო

Page 8: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

8 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

რეზოლუციით დაიხურა 48) საქმის განხილვა, რითაც ევროპის სასამართლოს მიერ ამ საქმეებში

დადგენილი დარღვევები საბოლოოდ აღმოიფხვრა.

თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორსო სასამართლოსთან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების

დასაცავად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო

წარმომადგენლობის დეპარტამენტის მეშვეობით აქტიურად თანამშრომლობს სისხლის სამართლის

საერთაშორისო სასამართლოსთან (შემდგომში - ჰააგის სასამართლო) და კოორდინაციას უწევს მასთან

სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობას.

ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და სასამართლოს მიერ საქართველოს

ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი მანდატის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით 2017

წლის 26 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო

სასამართლოს შორის შეთანხმებას.

იუსტიციის სამინისტრო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობს

პროცესით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთვრობო ორგანიზაციებთან.

ოჯახში ძალადობის აღკვეთა

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის

საბჭოს კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაციის ხელშეწყობისა და მისი

რატიფიცირების მიზნით 2015-2016 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა

ცვლილებათა პაკეტი 25-მდე საკანონმდებლო აქტში. შედეგად ცვლილებები შევიდა „ოჯახში

ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“

საქართველოს კანონში, რომლითაც გაფართოვდა აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო და იგი

მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც.

შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის

გამოვლენის ყველა შემთხვევაში და პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში

შესვლისათვის აღარ არის საჭირო მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. ახალი მიდგომებია

გათვალისწინებული მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. საკანონმდებლო

Page 9: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

9 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ცვლილებებით გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ სამართალდამცველებს მიაწოდონ

ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017

წლის 5 აპრილს. სტამბოლის კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტამბოლის კონვენციის ეფექტიანი

იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით მიმდინარე წლის 12 ივნისს შეიქმნა გენდერული

თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე

უწყებათაშორისი კომისია.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების

ამაღლების მიზნით, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მართავენ

სოციალურ და საინფორმაციო კამპანიებს, ტრენინგებს, საინფორმაციო-ინტერაქტიულ შეხვედრებს.

შექმნილი ონლაინპლატფორმის საშუალებით (http://imoqmede.ge/) ოჯახური ძალადობის მსხვერპლსა

თუ ძალადობის თვითმხილველს შესაძლებლობა აქვს პრობლემის შესახებ აცნობოს საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

აქტიურად ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის

(ტრეფიკინგის) თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას, ამ დანაშაულის

ეფექტიან გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის

ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას, მათ საფუძვლიან რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში

რეინტეგრაციას.

2016 წლის 15 დეკემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა ადამიანით

ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ადამიანით

ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის ცნობიერების ამაღლებისა და

სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით 2017 წლის პირველ კვარტალში შემუშავდა 2017

წლის ერთიანი საინფორმაციო სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სხვადასხვა

აქტივობა.

Page 10: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

10 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების კუთხით აქტიურად

მუშაობს, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და

დახმარების სახელმწიფო ფონდი. 2017 წლიდან სახელმწიფო ფონდის ფარგლებში ფუნქციონირებს

კრიზისული ცენტრი.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ

სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარების მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, აქტიურად თანამშრომლობის სხვა

სახელმწიფოებთან საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ჰყავს

13 პოლიციის ატაშე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბელარუსი, საფრანგეთი,

გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი და უკრაინა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 2017 წლის აშშ-ის სახელმწიფო

დეპარტამენტის ანგარიშით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. 1-ელ კალათაში, რაც იმას

ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა

სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

საქართველო პოზიტიურად შეფასდა, ასევე, მონობის გლობალური ინდექსის (Global Slavery Index 2016)

2016 წლის ანგარიშით, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების

წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად,

საქართველო მსოფლიოში „GDP“-ის მიხედვით მე-2, საერთო რეიტინგში − მე-17, ხოლო რეგიონში

პირველ ადგილს იკავებს.

1.2 ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა

2017 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალური

რეფორმის მესამე ტალღა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში,

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და

დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში

2017 წლის 8 თებერვლის ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მოსამართლეობის

კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები, მოწესრიგდა მოსამართლეთა

Page 11: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

11 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მივლინების პროცედურა, შემოღებულია საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი, დაიხვეწა

დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები

სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ

საზოგადოების ნდობის ასამაღლებად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა „საქართველოს საერთო სასამართლოებში

საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“. 2017 წლის 1-ელი

ივლისიდან საქმეთა ავტომატური განაწილების საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო

ცვლილებები 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებების განხორციელება განპირობებული

იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის

აუცილებლობით, რამაც მნიშვნელოვნად უნდა აამაღლოს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა. ცვლილებების

თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქვეყნის რამდენიმე სასამართლოში იმოქმედებს, რომელთა

ტერიტორიული განსჯადობა მეზობელ მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდა. ამასთან, გაფართოვდა

ნაფიც მსაჯულთა საგნობრივი განსჯადობა, თუმცა, ის მაინც კონკრეტული დანაშაულებით დარჩა

შემოფარგლული, შეიცვალა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა პროცესის გონივრულ ვადებში

დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, თავიდან განისაზღვრა ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობის

შემთხვევები, შეიცვალა ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და მათ მიერ კენჭისყრის ჩატარების წესები.

თანამედროვე საპოლიციო მეთოდოლოგიის დანერგვა

საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია, რაც

სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას და

დანაშაულის ეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების მიზნით, პოლიციის ოფიცრების თანამედროვე

საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მასშტაბით პოლიციის

სამ სამმართველოში (თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველო; შიდა ქართლის

Page 12: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

12 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველო) დაიწყო ანალიზზე დაფუძნებული

საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება.

დანაშაულებრივ ქმედებებზე მუდმივი მზადყოფნის და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების

მოთხოვნებზე დროული რეაგირების მიზნით, 2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

შეიქმნა მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. ცენტრის მიზანია ქვეყანაში

უსაფრთხოების გაზრდა, ვიდეოკამერებისა და ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით პრევენციის

(დანაშაული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) განხორციელება, აღმოჩენილ ინციდენტებზე

რეაგირების უზრუნველყოფა და, რაც მთავარია, ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე

გადასვლა. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელთა საშუალებითაც ხდება

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვა, ინფორმაციული ბაზების

ურთიერთდაკავშირება და სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება

მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია საგზაო

უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო

მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, 2015 წლის ბოლოს, შინაგან საქმეთა

სამინისტრომ დაიწყო სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს

საკანონმდებლო ცვლილებებსა და ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.

2017 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს

კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და პოლიციის შესახებ

საქართველოს კანონში. ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ

ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის

წესები. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განხორციელდა საზოგადოების ცნობიერების

ამაღლების კამპანია.

სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისა და გაუმჯობესებული კონტროლის მიზნით, 2016-2017

წლებში გაუმჯობესდა სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურა, ასევე, აშენდა ახალი სექტორები.

2017 წლის დასაწყისში მთლიანად განახლდა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო სექტორებზე

Page 13: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

13 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მესაზღვრეთა აღჭურვილობა და რეაგირების საშუალებები, სექტორები აღიჭურვა მაღალი გამავლობის

მანქანებით, კვადროციკლებითა და თოვლმავლებით.

გამართული და ეფექტიანი სამუშაო პროცესის წარმართვის მიზნით 2017 წელს სასაზღვრო პოლიციაში

შემუშავდა სასაზღვრო სექტორების მოქმედებათა სტანდარტული პროცედურების მეთოდური

სახელმძღვანელო დოკუმენტი.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება

2017 წლის აპრილში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს

შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმების საფუძველზე, შინაგან

საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ

საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპის პოლიციის სამსახურთან უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვლის

ოპერატიულ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს, ევროპოლისგან მიიღებს ანალიზზე

დაფუძნებულ მნიშვნელოვან საპოლიციო ინფორმაციას, ასევე, ევროპოლის შტაბბინაში წარგზავნის

მეკავშირე ოფიცერს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და

ეფექტიანი კავშირების დამყარებას.

2017 წლის 20 მარტს ძალაში შევიდა 2014 წლის 9 ივლისს ბერლინში ხელმოწერილი შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის

ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში

თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება ითვალისწინებს ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის,

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ნარკოტიკული

დანაშაულის, იარაღის უკანონო ბრუნვის, ადამიანით ვაჭრობის, უკანონო მიგრაციის, საკუთრების

წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, კიბერდანაშაულისა და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ

ბრძოლაში მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ისე არაოპერატიული

მიმართულებით.

საპოლიციო განათლების სფერო

შსს აკადემია არის საქართველოში საპოლიციო კადრების სწავლებისა და მომზადების ძირითადი ბაზა.

შსს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით

შემუშავდა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სპეციალური სასწავლო პროგრამა

Page 14: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

14 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კიბერდანაშაულის გამოძიებასა და ციფრული მტკიცებულებების დამუშავების საკითხებზე; შსს-ს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ტერიტორიულ ორგანოებში

თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების პროგრამა; მენეჯმენტის სასწავლო კურსი

ხელმძღვანელი რგოლისათვის; უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა; პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა; სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა

გადამზადების პროგრამა; სასწავლო პროგრამისთვის შემუშავდა ახალი მოდული დისკრიმინაციის

დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად განახლდება საჭიროებების

გათვალისწინებით.

ხარისხიანი მომსახურების გაწევა

საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავში გაიხსნა სსიპ „112“-ის ახალი ცენტრი. თბილისისა და

რუსთავის ცენტრები პარალელურ რეჟიმში მუშაობენ და გადაუდებელი დახმარების შესახებ ზარებს

იღებენ მთელი საქართველოდან.

2016 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის

ცენტრმა - „112“ დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამი ახალი პროექტი: 1)

„მობილური აპლიკაცია“ - 2017 წელს, „112“ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აამოქმედებს

მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოქალაქესა და გადაუდებელი დახმარების ნომრის ოპერატორს

შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის

შესაძლებლობას იძლევა. გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის, მობილური აპლიკაცია მსოფლიოს

13 ქვეყანაშია დანერგილი და ამიერიდან იგი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი

იქნება. აპლიკაცია იქნება სამენოვანი და ექნება IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა; 2)

„eCall Georgia“ - შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში ასევე

ნერგავს ევროკავშირის ინიციატივით შემუშავებულ, საპილოტე პროექტს - eCall Georgia, რაც

გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალებაში წინასწარ ჩამონტაჟებული

სისტემის (In-Vehicle System, IVS) მეშვეობით, გადაუდებელი დახმარების ნომერზე ავტომატური

განგაშის სიგნალის გაგზავნას, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით; 3) „პროგრამა საპატრულო

ეკიპაჟებისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისთვის“- „112“-ის მესამე, ახალი

პროექტი, ინფორმაციის ვიზუალური გაცვლა-გამოცვლის მიზნით, სპეციალურად საპატრულო

Page 15: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

15 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ეკიპაჟებისთვის შეიქმნა. საპატრულო ეკიპაჟებში განთავსებულ პორტატულ კომპიუტერებში ჩაწერილი

პროგრამა უზრუნველყოფს „112“-ში გადაუდებელი შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინების

თაობაზე ეკიპაჟის დეტალურ და მყისიერ ინფორმირებას.

მომსახურების სააგენტოში დაინერგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის

მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი. სპეციალიზებული ავტომობილით

მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, სამომავალოდ ყველა კატეგორიის

შშმ პირს მიეცემა საშუალება, ჩააბაროს მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა

ადაპტირებული ავტომანქანით.

მომსახურების სააგენტოს და იუსტიციის სახლს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება,

რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შსს-ს მომსახურების

სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლის 19 ფილიალში.

ამასთანავე, შეიქმნა ონლაინაპლიკაცია Sagency. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს

შეუძლია საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად ისარგებლოს სააგენტოს ელექტრონული სერვისებით.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა მომსახურების სააგენტოს განახლებული ვებგვერდი

sa.gov.ge. ამ გვერდის დახმარებით მოქალაქეებს საშუალება აქვთ სააგენტოში მისვლის გარეშე ყველა

სერვისის შესახებ მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია და ისარგებლონ ონლაინსერვისებით.

სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით სულ უფრო მეტი

მსჯავრდებულისთვის გახდება ხელმისაწვდომი პროფესიული განათლება; განხორციელებული

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებელი გახდება

უმაღლესი განათლების მიღება გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკის თავისუფლების

აღკვეთის დაწესებულებაში და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში;

მსჯავრდებულთათვის შეიქმნება დასაქმების ახალი კერები; გაძლიერდება პატიმართა ფსიქო-

სოციალური რეაბილიტაციის, მათ შორის, სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა

რეაბილიტაციის პროგრამები.

Page 16: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

16 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შრომის პირობების ინსპექტირება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისროს შრომის პირობების ინსპექტირების

დეპარტამენტმა 2017 წელს შეამოწმა 103 კომპანიის 154 ობიექტი. ინსპექტირებამ მოიცვა როგორც

თბილისი, ისე რეგიონები.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილების შესაბამისად, იძულებითი

შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, სახელმწიფო

გეგმიური ზედამხედველობა განხორციელდა 91 კომპანიაში, მათ შორის, 6 კომპანიაში - არაგეგმიურად.

2017 წლის 11 მაისს დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლის

თანახმადაც, დამსაქმებელთა თანხმობის გარეშე შემოწმდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი

სამუშაო ადგილები. ერთობლივი ბრძანების ფარგლებში შემოწმდა 20-მდე ობიექტი.

მთავრობის ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საანგარიშო პერიოდში

მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს

კანონის პროექტი. აღნიშნული კანონის მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის

უსაფრთხოების დაცვა, რაც მოიცავს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ინფორმირებას,

კონსულტირებას, აგრეთვე დასაქმებულთათვის შესაბამისი ინსტრუქციების ჩატარების, საფრთხეების

იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების განხორციელების, საწარმოში შრომის უსაფრთხოების

სპეციალისტის დანიშვნის, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების ზედამხედველი

ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების, ანგარიშგებისა და გამოკვლევის ჩატარების, უბედური

შემთხვევის დაზღვევის ვალდებულებას. კანონპროექტი განხილულია საქართველოს პარლამენტში

პირველი მოსმენით.

1.3 საჯარო მმართველობის რეფორმა, პოლიტიკის სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება აქტიურ ფაზაშია გადასული. 2016 წლის მაისში

შექმნილი საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭო კოორდინაციას უწევს რეფორმის განხორციელებას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ ხელშეკრულებას, რომელიც

ითვალისწინებს 30 მლნ ევროს გამოყოფას საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად.

Page 17: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

17 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2015 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევით

განსაზღვრული 6 ძირითადი მიმართულებით საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შემდეგი პროგრესი:

პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმა

2016 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო“ და

ასევე მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ჩარჩო-დოკუმენტი.

შედეგად 2017 წლიდან ყველა სახელმწიფო უწყება პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ხელმძღვანელობს

ახალი, ერთიანი უნიფიცირებული მიდგომით.

საჯარო სამსახურის რეფორმა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1

ივლისიდან, რომელმაც შექმნა კარიერულ პრინციპზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე,

პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული

სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი

საფუძვლები. კანონის ამოქმედებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, შესაბამისად

გარდაიქმნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებად, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული და შრომითი

კონტრაქტით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებად. განხორციელდა პროფესიულ საჯარო მოხელეთა

თანამდებობების რანგირება და ერთმანეთისაგან გაიმიჯნა საჯარო დაწესებულებაში პოლიტიკური და

ადმინისტრაციული თანამდებობები. გაუქმდა საჯარო სამსახურში მოხელის მოვალეობის

შემსრულებლის ინსტიტუტი და კონკურსები დაექვემდებარა გამჭვირვალე პროცედურებს.

კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონის გარდამავალი დებულებით

გათვალისწინებული 10 კანონქვემდებარე აქტი, რომლებითაც განისაზღვრა სამსახურში მიღების,

კონკურსის ჩატარების, შესრულებული სამუშაოს შეფასების, რანგირებისა და თანამდებობების

კლასიფიკაციის უნიფიცირებული წესი და პროფესიული საჯარო სამსახურის სისტემის

ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს აქტიური თანამშრომლობით

შემუშავდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა „საჯარო დაწესებულებაში შრომის

ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

Page 18: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

18 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების მიზნით, განხორციელდა ცვლილებები

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს

კანონში. კერძოდ, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის

სისტემის დანერგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 14 თებერვალს

დადგენილებით დაამტკიცა „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის

დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“. შეიქმნა დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული

პროგრამა და განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში არსებული ელექტრონული ბაზების

აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება. თანამდებობის პირთა ქონებრივი

მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საჯარო სამსახურის

ბიუროში შეიქმნა დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ამოწმებს თანამდებობის

პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებული მონაცემების სისრულესა და

სისწორეს.

სახელმწიფო სერვისების მიწოდება

ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობისა და ხელმისაწვდომობის

გაზრდის მიზნით გრძელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. საანგარიშო პერიოდში

მშენებლობა დასრულდა და ფუნქციონირება დაიწყო წალკისა და კოხნარის საზოგადოებრივმა

ცენტრებმა. საანგარიშო პერიოდში არსებული 45 საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გაიცა 137 828

სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში ორგანიზებული შეხვედრების რაოდენობამ კი შეადგინა 410,

სადაც მონაწილეობა მიიღო 4 900-მდე კაცმა.

ადგილობრივი თვითმმართველობების ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობათა გაზრდის

მიზნით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მუნიციპალიტეტების მართვის

სისტემა დაინერგა დამატებით 17 საპილოტე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისით, კერძოდ: 1.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - სოციალური დახმარებების სერვისებით; 2. ონის, წყალტუბოს, კასპის,

ასპინძის, დმანისის, სამტრედიის, მარტვილის, ჭიათურის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში -

სოციალური დახმარებებისა და სამშენებლო არქიტექტურული სერვისებით; 3. ქარელის და ბათუმის

მუნიციპალიტეტებში - სამშენებლო არქიტექტურული სერვისებით; 4. 15 მუნიციპალიტეტში (ასპინძის,

ახმეტის, დმანისის, თიანეთის, კასპის, ონის, ქარელის, ყვარლის, ჩხოროწყუს, წყალტუბოს, ჭიათურის,

ხაშურის, ხობის, სამტრედიის და მარტვილის მუნიციპალიტეტები) დაინერგა მუნიციპალური ქონების

მართვის ფუნქციონალი.

Page 19: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

19 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტების მართვის სისტემით 50 მუნიციპალიტეტში გაცემულია,

სულ 40000-მდე მუნიციპალური სერვისი.

ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარლამენტმა მიიღო

კანონი „ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, რომელიც

შექმნილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს

ავტორობით. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლების სამუშაოები და კანონის

სრულფასოვნად დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებები. დაინერგა კვალიფიციური ელექტრონული

ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი (ციფრული ხელმოწერა/შტამპი) „საქართველოს

რკინიგზის“ სისტემაში. მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის შესასყიდად.

მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, კონსულტაცია მიიღონ სატელეფონო ცენტრის საშუალებით 24 საათის

განმავლობაში. შეიქმნა და აქტიურად მუშაობს იუსტიციის სახლის ონლაინსატელეფონო აპლიკაცია,

სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაესაუბროს ოპერატორს აპლიკაციის საშუალებით და მიიღოს

კვალიფიციური კონსულტაცია იუსტიციის სახლში დანერგილ 400-მდე სერვისთან დაკავშირებით.

იუსტიციის სახლის ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან გაუსვლელად

განაცხადი გააკეთოს პარტნიორი სსიპ-ების 43 ყველაზე პოპულარულ სერვისზე.

საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სერვისების მიწოდების მიმართულებით შემუშავების

პროცესშია ერთიანი პოლიტიკისა და სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო

სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფის და ფასწარმოქმნის პრინციპებსა და

მეთოდოლოგიას. ამასთან, საანგარიშო პეიროდში შემუშავდა საჯარო მმართველობის რეფორმის

ფარგლებში არსებული სახელმწიფო სერვისების კომპონენტის სამუშაო ჯგუფის 2017-2018 წწ.

სამოქმედო გეგმა ჯგუფის წევრების უკეთ კოორდინირებულობის მიზნით.

გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების მხარდამჭერი

ელექტრონული სისტემების განვითარებისთვის. განხორციელდა სამუშაოები სააღსრულებო წარმოების

პროცესში მხარეთა კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის პრინციპების მხედველობაში

მიღებით ელექტრონული მაღაზიის ამუშავებისა და მომხმარებლებს შორის მისი პოპულარიზაციის

მიზნით.

Page 20: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

20 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ანგარიშვალდებულება: ღია მმართველობის პარტნიორობა და ანტიკორუფციული პოლიტიკა

ანტიკორუფციული პოლიტიკა

უკანასკნელი წლების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგების

გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. ისევე

როგორც ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, ჩვენი ქვეყნის მთავარი ორიენტირია

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, კორუფციის პრევენციის

მექანიზმების დახვეწა და სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო

გეგმის იმპლემენტაცია. 2015-2016 წლების გეგმაში გათვალისწინებული იყო 798 სამიზნის მიღწევა,

რომელთაგან 516 სამიზნე სრულად და 70 სამიზნე უმეტესად შესრულდა, ხოლო ნაწილობრივ

შესრულებული და შეუსრულებელი ღონისძიებები, მთავრობის სხვა გამოწვევებთან ერთად, ახალი

2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა.

გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგსა და შესრულების შეფასებაში, ისევე როგორც ახალი

ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, სამოქალაქო სექტორი აქტიურად

მონაწილეობდა. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის,

ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, 2017 წლის 24

აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე საბჭომ დაამტკიცა 2017-2018 წლების განახლებული

ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ახალი სტრატეგიული დოკუმენტები 16

სტრატეგიულ პრიორიტეტს ეყრდნობა, მათ შორისაა კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა

მუნიციპალიტეტებში, რაც ხაზს უსვამს მთავრობის მიზანს, ანტიკორუფციული პოლიტიკის რეფორმა

არ იყოს ლიმიტირებული მხოლოდ ცენტრალურ დონეზე და გამჭვირვალობისა და ღიაობის

სტანდარტებისა და ეთიკის ნორმები ადგილობრივ ხელისუფლებაშიც დაინერგოს.

გასულ წელს საქართველომ უმასპინძლა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფისა

(GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული

ქსელის (OECD-ACN) შეფასების მისიებს. ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით საქართველოს

შეფასების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია, რომ „GRECO“-სა და „OECD-ACN“-

ის შეფასების ანგარიშებში გათვალისწინებული რეკომენდაციების უმრავლესობა ახალ

ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებში აისახა.

Page 21: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

21 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ღია მმართველობა

ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრების მიზნით, უკანასკნელი წლებში მთავრობამ

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმა 2016-2017

„ღია მმართველობა − საქართველოს“ მიმდინარე, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 24 სახელმწიფო

უწყების 24 ვალდებულებას აერთიანებს, რაც პასუხობს ღია მმართველობის ყველა დიდ გამოწვევას,

ესენია: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება,

საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორაციული

პასუხისმგებლობის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმა შემუშავდა სამოქალაქო, ბიზნესსექტორსა და

საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სამოქმედო გეგმით

გათვალისწინებული ვალდებულებების თემატიკა ფართოა - ვალდებულებების ნაწილი მოიცავს

გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან

დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციაში შემავალ თემებს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რეკომენდაციით გეგმაში შევიდა რამდენიმე ვალდებულება, მათ

შორის, მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩართულობასთან და

აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობაში პროცესების ღიაობასა და იუსტიციის სახლის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებასთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო შტოთა ჩართულობა ღია მმართველობის პროცესში

საქართველო იმ მცირე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ხელისუფლების ყველა შტო

მონაწილეობს ღია მმართველობის პროცესში. მთავრობასთან ერთად ღია მმართველობის გეგმას

ახორციელებს საქართველოს პარლამენტი და თბილისის მერია. პროცესში აქტიურად არის ჩართული

საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელიც პროაქტიულად აქვეყნებს ფარული მიყურადების

შესახებ სასამართლოს სტატისტიკას და მუშაობს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების

ერთიანი წესის დადგენაზე. მნიშვნელოვანი მიღწევაა სამოქმედო გეგმაში მუნიციპალიტეტების

ჩართულობა. პირველად „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმა ცალკე, დამოუკიდებელ

კომპონენტად 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებებს ითვალისწინებს.

Page 22: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

22 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველო - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა

საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეფუძნება სწორედ ეროვნულ დონეზე

განხორციელებულ რეფორმებს. 2014 წელს საქართველო აირჩიეს 2014-2016 წლების ვადით „ღია

მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის წევრად,

ხოლო 2016 წელს - პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად. აღნიშნულ პოზიციას საქართველო

გადმოიბარებს საფრანგეთის მთავრობისგან 2017 წლის სექტემბერში, გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული „OGP“-ის ღონისძიების დროს.

მანამდე კი, საქართველო ახორციელებს საფრანგეთის თანათავმჯდომარის ფუნქციებს. მმართველ

კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

„OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს

გულისხმობს. თავმჯდომარეობის ვადისთვის საქართველოს სამი პრიორიტეტული მიზანი ექნება,

ესენია: 1) მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის გაუმჯობესება; 2) გამჭვირვალობა და

კორუფციასთან ბრძოლა და 3) ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში.

მთავრობის ძალისხმევა ასევე მიმართული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)

განხორციელებისა და მათი ეროვნულ პოლიტიკაში ინტეგრაციისკენ. მთავრობა განსაკუთრებულ

ყურადღებას გაამახვილებს მე-16 მიზანზე, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი და ინკლუზიური

საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას,

ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას.

პარტნიორობის განვითარების ხელშესაწყობად საქართველოს მთავრობას რამდენიმე გამოკვეთილი

მიზანი აქვს, მათ შორისაა მსოფლიოს, განსაკუთრებით კი რეგიონის მასშტაბით, „ღია მმართველობის

პარტნიორობის“ საქმიანობისა და მიზნების სხვა ქვეყნების მთავრობებში პოპულარიზაცია. ეს

საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დაგროვილი ცოდნა გაუზიაროს „OGP“-ის წევრ თუ არაწევრ

ქვეყნებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მთავრობათა შორის ერთობლივი მიზნების დასახვას.

მთავრობის მიზანია, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს „OGP“-ის ფარგლებში ღია მმართველობის

რეფორმებზე მუშაობის გაღრმავებაში.

Page 23: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

23 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას. მსხვილი

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დანერგვა, რაც გულისხმობს საინვესტიციო

პროექტის განხორციელების პროცესის სრული ციკლისათვის ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბებას.

შესაბამისი მეთოდოლოგია შემუშავდა მსოფლიო ბანკის დახმარებით.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა შიდა კონტროლის

სისტემის გასაძლიერებლად ეტაპობრივი პოლიტიკა, რაც გულისხმობს ფინანსური მართვისა და

კონტროლის სისტემის განვითარებასა და დანერგვას და ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა

აუდიტის სუბიექტებს მთელ საჯარო სექტორში. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა

სისტემის განვითარების 3-წლიანი სტრატეგიული გეგმა. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა

ინერგება ყველა სამინისტროში.

ასევე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერა და მისი კომპეტენციების გაძლიერება, რაც ხელს

უწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ორივე

მიმართულების გაძლიერებას.

დეცენტრალიზაციის განვითარების მიზნით დაწყებულია „ადგილობრივ დონეზე კარგი

მმართველობის 2017-2020 წლების სტრატეგიისა“ და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მომზადება.

დოკუმენტებზე მუშაობა დასრულდება 2017 წლის ბოლომდე.

Page 24: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

24 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2. ეკონომიკური განვითარება

2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და დაგეგმილი რეფორმები.

2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით, 2017 წლის 17

აპრილს დამტკიცდა ახალი პროგრამა (Extended Arrangement under the Extended Fund Facility). პროგრამა

ეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ გეგმას განაგრძოს სხვადასხვა მიმართულებით

დაწყებული სტრუქტურული რეფორმები, შეინარჩუნოს ფისკალური სტაბილურობა, შეამციროს

ბიუჯეტის დეფიციტი და ხელი შეუწყოს მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობას. პროგრამა

სრულად ასახავს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური და

ფისკალური პარამეტრების პროგნოზებს საშუალოვადიან პერიოდში. პროგრამა 3-წლიანია და

ითვალისწინებს საქართველოსათვის დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარის (210 მლნ SDR) საკრედიტო

რესურსის გამოყოფას, რომელიც გამოყენებული იქნება საქართველოს სავალუტო რეზერვების

შესავსებად.

საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა

2017 წელს ფისკალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. საგადასახადო

რეფორმა ითვალისწინებს მოგების გადასახადის ახალ, კერძო ბიზნესსექტორის განვითარებაზე

ორიენტირებულ მოდელს, რომელიც გაუნაწილებელ მოგებას ათავისუფლებს გადასახადისგან და

წაახალისებს დაზოგვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. რეფორმის ფარგლებში დაინერგა

ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის პრინციპი, რადგან ცვლილებები,

როგორც ხარჯების, ისე გადასახადების ნაწილში, წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისათვის

„მეგობრულ“ გადაწყვეტილებებს.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა:

Page 25: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

25 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მოგების გადასახადის რეფორმა:

- 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის არსებული

მოდელი; მოგების გადასახადით საწარმოები დაიბეგრებიან მხოლოდ მოგების განაწილების

შემთხვევაში;

- აღნიშნული ცვლილების შესაბამისად გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების

ხელმისაწვდომობა;

- გამარტივდა საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება;

- რეფორმის განხორციელება ხელს უწყობს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის

ხელსაყრელი პირობების შექმნას, ინვესტიციების ზრდასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას;

- 2017 წლის განვლილ პერიოდში რეფორმის შედეგად ბიზნესში უკვე დარჩა დაახლოებით 240.0 მლნ

ლარი.

ზოგიერთი კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია:

- გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისათვის, რომლებიც თავისი

შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს; ასევე 50.000 ლარიდან 100.000

ლარამდე გაიზარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი

ზღვარი გადასახადის შემცირებისათვის.

გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება, კერძოდ:

საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ხორციელდება

მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;

საგადასახადო შემოწმებას ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;

იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში,

ძირითადი საშუალების იმპორტისას დღგ-ს აღარ გადაიხდის;

სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მეწარმეები შეძლებენ განადგურებული

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას ყოველგვარი ჯარიმის გარეშე;

განხორციელდა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა;

შემცირდა ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების ვადა სამიდან ერთ თვემდე;

გაფართოვდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების გადავადების

შესაძლებლობები;

Page 26: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

26 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

6-დან 3 წლამდე შემცირდა საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების

მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ

გადაიხდიან; დღგ-სგან თავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების

მომსახურების გაწევა; დღგ-სგან და აქციზისგან თავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის

განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება; კომპანიების საგადასახადო შემოწმების ვადის

რეგლამენტირების მიზნით, დამტკიცდა ,,გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცედურის

რეგლამენტი’’, რომლითაც საგრძნობლად გამარტივდა საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული

პროცედურები.

ფისკალური პოლიტიკის ძირითადი პარამეტრები

საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების პარალელურად,

განხორციელდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაცია. მიმდინარე ხარჯები შეიზღუდა 2016

წელს მშპ-ის 25.9%-დან 2017 წელს მშპ-ის 24.8%-მდე, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მუხლი

შემცირდა 2016 წელს მშპ-ის 5.2%-დან 2017 წელს მშპ-ის 4.6%-მდე. საქართველოს მთავრობის

საშუალოვადიანი ჩარჩოს თანახმად, 2021 წლისათვის მიმდინარე ხარჯების მაჩვენებელი მშპ-სთან

მიმართებით შემცირდება 21%-მდე.

ხარჯების ოპტიმიზაციის პირობებში შენარჩუნდება საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ყველა

ის სოციალური პროგრამა, რომელმაც გასულ 4-წლიან პერიოდში უზრუნველყო ქვეყნის

მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ძირითადი გარანტიების შექმნა.

საგადასახადო შემოსავლების კუთხით გატარებული ღონისძიებებისა და მიმდინარე ხარჯების

ოპტიმიზაციის გამოთავისუფლებული რესურსის გათვალისწინებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის

დადებითი საოპერაციო სალდო (მთავრობის დანაზოგები) მშპ-ის 2.6%-დან 2017 წელს იზრდება 3.9%-

მდე, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 6.8%-მდე. დადებითი საოპერაციო სალდო და საერთაშორისო

დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული შეღავათიანი სესხები უზრუნველყოფს საკმარისი

ფისკალური რესურსის შექმნას საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი მსხვილი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის

ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს. კაპიტალური პროექტების მიმართულებით დანახარჯები

Page 27: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

27 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მშპ-ის 6.7%-დან (2016 წელს) იზრდება 8%-მდე 2017 წლისათვის, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში

10%-მდე გაიზრდება.

2017 წლის ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის შესრულება

2017 წლის ბიუჯეტი რეალური ეკონომიკური ზრდის 4%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი. 2017 წლის 7

თვის წინასწარი მაჩვენებლით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, კერძოდ:

მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი. იანვარ-ივლისში განხორციელებულმა

ექსპორტმა 1 446.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 28.9%-ით მეტია.

ჯამში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 13.0%-ით და 5 675.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

ტურიზმი - საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ იანვარ-ივლისის პერიოდში 3 978 657

ადამიანს მიაღწია, რაც 17.0%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე (ივლისში ზრდამ 28.6%

შეადგინა). განვლილ 7 თვეში (1.8 მლნ ტურისტი) ტურისტების რაოდენობის ზრდამ 30.2%

შეადგინა (ივნისში ზრდა 33% იყო), რამაც შემოსავლების სახით გასულ წელთან შედარებით 325.9

მლნ აშშ დოლარით მეტი დააგენერირა და 1 468.6 მლნ დოლარი შეადგინა;

ინვესტიციები - დადებითი დინამიკა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

მიმართულებით. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით

ეკონომიკაში 403.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.7

პროცენტით აღემატება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა

ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი,

მშენებლობა და უძრავი ქონება.

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ასევე ფისკალურ პოლიტიკაში

განხორციელებულმა მოგების გადასახადის რეფორმამ და ინფრასტრუქტურული პროექტების

დაჩქარებამ. განვლილ 7 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე მიიმართა 1 313.3 მლნ

ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 262.8 მლნ ლარით (25.0%) აღემატება.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, 6 თვის მონაცემებით:

Page 28: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

28 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4 283.8 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 105.1%-ია;

შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის მიხედვით განსაზღვრული იყო 5 515.1 მლნ

ლარის ოდენობით, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 5 618.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის

101.8%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა გადასახდელებმა 6 თვეში შეადგინა 5 326.6 მლნ

ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95.1%, ხოლო წლიური გეგმის 46.7%-ია.

სახელმწიფო ვალი, ურთიერთობა დონორებთან

საქართველო ზრდის თავის, როგორც რეგიონალური ცენტრის, მნიშვნელობას და აგრძელებს

კონსულტაციებს სხვადასხვა დონორთან/განვითარების პარტნიორთან საქართველოში საინვესტიციო

პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ

გაფართოების შესახებ, რისი შედეგიცაა 2017 წელს საქართველოში საფრანგეთის განვითარების

სააგენტოსა (AFD) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Jica) რეგიონალური

ოფისების გახსნა.

ზემოაღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს მუშაობა

დონორებთან/პარტნიორებთან და მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსით

მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის პროგრამისა და 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის სატრანსპორტო

ქსელის მიმართულების მხარდასაჭერად დაფინანსების მოძიება სრულად უზრუნველყოფილია.

ამასთან, 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის,

ენერგეტიკისა და სხვა პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ასევე მთავრობის რეფორმების

განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, გაფორმდა 19 სასესხო და საგრანტო ხელშეკრულება

დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსზე.

აღნიშნულ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ასევე დაგეგმილია:

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ავტომაგისტრალისა და მეორადი

გზების მშენებლობა/რეაბილიტაციის ღონისძიებები, მათ შორის, რიკოთის მონაკვეთის,

ხარაგაულის შემოვლითი გზის, ბათუმის შემოვლითი გზისა და ბათუმი-ახალციხის არსებული

ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-

რეკონსტრუქცია;

Page 29: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

29 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

(გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და სხვ.),

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა

და თბილისში განსახორციელებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება;

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა;

ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II-ის განხორციელება, რომელიც ასევე

მოიცავს 500კვ ორჯაჭვა ელექტრო 2 გადამცემი ხაზის - „წყალტუბო-ახალციხე“ მშენებლობას

(დაახლოებით 160 კმ) და გურიის გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას;

ბათუმისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსის შეძენა;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკური კვლევების

ლაბორატორიის ჩამოყალიბება.

ასევე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დაფინანსების

მიზნით, მათ შორისაა:

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა - ჩუმათელეთ-არგვეთის

მონაკვეთი;

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) თანამშრომლობით - ხაშურის წყალმომარაგების

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით - საქართველოში

სახიფათო ნარჩენების მართვა;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით - მცხეთა-

მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მყარი ნარჩენების მართვა.

სახელმწიფო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ-ერთი

მთავარი ძლიერი მხარეა. 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალმა 2017 წლის

საპროგნოზო მშპ-სთან მიმართებით 42% შეადგინა, მათ შორის საგარეო ვალმა - 32.5%. 2017 წლის 30

ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი სახელმწიფო ვალის 77%-ს

შეადგენს. ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი

დონორებისგან/პარტნიორებისაგან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული

პროექტების/პროგრამების დაფინანსებისათვის. სახელმწიფო ვალის მდგრადობის 3 ანალიზის

Page 30: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

30 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შედეგებით, სახელმწიფო ვალის პორტფელი საშუალოვადიან პერიოდში ხელსაყრელ ფინანსურ

პარამეტრებს ინარჩუნებს.

სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით და გამჭირვალობის

უზრუნველყოფის მიზნით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ:

შემუშავებულია მთავრობის საშუალოვადიანი ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც

მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული;

2015 წლიდან სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი, რომელიც თან ერთვის სახელმწიფო

ბიუჯეტის პროექტს;

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე 6 თვეში ერთხელ ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური

ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ;

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტში

ასახული დონორების მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, აგრეთვე

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების

შესახებ.

ინვესტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს. ამიტომაც საქართველო

აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Standard & Poor’s, Fitch და

Moody’s. ამჟამად საქართველოს Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით ,,BB- სტაბილური“ რეიტინგი

აქვს მინიჭებული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებით კი, ,,Ba3 (რაც BB-

ანალოგია) სტაბილური”.

ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციის

საფუძველზე ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“

საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის თანახმად კი, შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის,

ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ორი

ძირითადი მიმართულებით, ესენია:

საწარმოების ფინანსური, ასევე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

აუდიტის სფეროს რეგულირება/ზედამხედველობა.

Page 31: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

31 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის ზრდის მიზნით იქმნება ერთიანი

ანგარიშგების პორტალი, რომელზეც მიმდინარე წელს განთავსდება დაახლოებით 300 საწარმოს

ფინანსური ანგარიშგება, ხოლო მომდევნო 2 წლის განმავლობაში პორტალზე თავს მოიყრის ყველა

აქტიური საწარმოს როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური ანგარიშგებები. პორტალზე განთავსებული

ინფორმაცია იქნება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ნებისმიერი

დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ე.წ. „ერთი

ფანჯრის პრინციპის“ დანერგვისა და ამოქმედების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს როგორც

საჯარო, ისე კერძო სექტორთან, რაც, საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს კერძო სექტორისთვის

ანგარიშგების ტვირთის შემსუბუქებას.

მიმდინარე რეფორმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს

როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ისე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას,

რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის სტაბილური ზრდისა და მოსახლეობის

კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით.

2.2 დასაქმება

უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამასთან, კერძო სექტორის შემდგომი განვითარება და ზრდა უმუშევრობის შემცირების ყველაზე

ეფექტიანი მექანიზმია.

საქართველოში დასაქმების ზრდის ძირითად წყაროს კერძო სექტორი წარმოდგენს. შესაბამისად,

დასაქმების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს კერძო სექტორის აქტივობა და

უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ თვალსაზრისით, ბოლო წლების

ეკონომიკური ზრდის ანალიზისას აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი

მთავარი ფაქტორი ინვესტიციები იყო, რომელთა უდიდეს ნაწილს - 70%-ზე მეტს - კერძო ინვესტიციები

შეადგენდა. აღნიშნული შეესაბამება უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციას 2013-2016

წლებში.

2017 წლის დასაწყისიდან საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ნეგატიური ფაქტორების

შერბილების შედეგად, გაუმჯობესდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და გაიზარდა კერძო

Page 32: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

32 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სექტორის აქტივობა, რაც დადებითად მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე 2017 წლის განმავლობაში.

ეს პროცესი უკვე აისახა 2017 წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებელზე ბიზნესსექტორში,

სადაც დასაქმება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი კვარტალის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდამ

8.4% შეადგინა და 989.4 ლარს გაუტოლდა.

ბოლო წლების განმავლობაში, კერძო სექტორის გაზრდილი აქტივობა ასევე განაპირობა პოზიტიურმა

ტენდენციებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ამ მხრივ შემოდინების კუთხით

გამოირჩეოდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, საფინანსო საქმიანობის,

გადამმუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორები. აღსანიშნავია, რომ ეს სექტორები

ასევე გამოირჩევა ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობის ყველაზე მაღალი დონით.

პროდუქტიულობის ზრდის პარალელურად აღნიშნულ სექტორებში ასევე ფიქსირდება მაღალი შრომის

ანაზღაურება და იგი აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო შრომის ანაზღაურებას, რომელიც ბოლო

წლებში ასევე ზრდის მაღალი ტენდენციით ხასიათდება როგორც ნომინალურად, ისე რეალურად.

ეკონომიკის ზრდაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობისა და დასაქმების ზრდაზე ორიენტირებული

პროგრამების გარდა, სახელმწიფო ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას სამუშაოს

მაძიებელთა დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერის მიზნით. სამუშაოს მაძიებელთა

პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა

ხორციელდება თბილისსა და 14 მუნიციპალურ ერთეულში. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესი

გაიარა 1046 სამუშაოს მაძიებელმა. სასწავლო პროცესში 32 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 989

ბენეფიციარი. მიმდინარეობს მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების

ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.

2.3 ბიზნესგარემო

კერძო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკური

თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით და GIZ-ის

მხარდაჭერით, შემუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია (2016-2020

წლებისთვის) და შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ.). სტრატეგია მოიცავს 5 პრიორიტეტულ

მიმართულებას და მათი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს. სტრატეგია ეფუძნება

Page 33: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

33 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ევროპული მცირე ბიზნესის აქტის - „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First) პრინციპს,

რომელიც ხაზს უსვამს მცირე და საშუალო მეწარმეებთან კონსულტაციების მნიშვნელობას, მათი

მოთხოვნების გათვალისწინებისა და არაპროპორციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილების

მიზნით. ამ თვალსაზრისით საჯარო და კერძო სექტორს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის

წარმომადგენელთა შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,

ინსტიტუციონალურ დონეზე ამ ეტაპზე უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს შესაბამისი პლატფორმა -

კერძო სექტორის ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს

ფინანსებზე შეზღუდული წვდომა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ნაკლებობა წარმოადგენს. ამ

გამოწვევების საპასუხოდ მოხდა მთავრობის მიერ მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული

ისეთი პროგრამების ინიციირება, როგორიაა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის

მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტი“, საპარტნიორო ფონდის

და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, რომელიც

ორიენტირებულია საქართველოში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების

განვითარებაზე.

სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გაზრდის მიზნით, 2017 წელს ყველა

სახელმწიფო პროგრამა გაერთიანდა ერთი ბრენდის ქვეშ - „აწარმოე საქართველოში“ და შეიქმნა

ერთიანი ფრონტოფისი. „აწარმოე საქართველოში“ ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სამ კომპონენტს:

“აწარმოე საქართველოში - ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში

- ინვესტიცია“. შესაბამისად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორიენტირებულია როგორც

ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაზე, ისე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ათვისებასა და

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტიმულირებაზე. ,,აწარმოე

საქართველოში“ მიზნად ისახავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სხვადასხვა

ტიპის ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით.

შექმნიდან დღემდე (2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით) „აწარმოე საქართველოში“ პროექტის

ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 296 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა

აღემატება 703 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა

ჯამში შეადგენს 368 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტებით სულ დასაქმდება 12.000-ზე მეტი კაცი.

თითოეული კომპონენტის ჭრილში მონაცემები ასეთია:

Page 34: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

34 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

,,აწარმოე საქართველოში” - ინდუსტრიული მიმართულება

„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 192 პროექტი, რომელთა

ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 432 მლნ ლარზე მეტს, ხოლო სულ დასაქმდება 8.400-მდე

კაცი.

,,აწარმოე საქართველოში” - სოფლის მეურნეობის მიმართულება

მხარდაჭერილია 14 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 106 მლნ ლარზე

მეტს, კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 54 მლნ ლარს.

სულ დასაქმდება 800-მდე კაცი.

,,აწარმოე საქართველოში” – სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

მხარდაჭერილია 32 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 89 მლნ ლარს.

აღნიშნული სასტუმროები შექმნის 976 დამატებით ოთახს და 1050-მდე ახალ სამუშაო ადგილს.

,,აწარმოე საქართველოში” - ქონების კომპონენტი

მხარდაჭერილია 87 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 129 მლნ ლარზე

მეტს, სულ დასაქმდება 5050-მდე კაცი. აღნიშნული 87 ბენეფიციარიდან 58-მა ისარგებლა მხოლოდ

უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტით და ლარად გადაცემული ქონების სანაცვლოდ

განახორციელებენ ჯამში 75 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას და შექმნიან 1800-მდე ახალ სამუშაო

ადგილს, ხოლო დარჩენილმა 29 კომპანიამ დამატებით ისარგებლა ,,აწარმოე საქართველოში“

პროგრამის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის კომპონენტით.

,,აწარმოე საქართველოში” – კინოინდუსტრიის განვითარება

პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 8 პროექტის განხორციელების თაობაზე,

საიდანაც 5 დასრულდა და 3 პროექტი მიმდინარეა. საერთო ჯამში, საქართველოში

განსახორციელებული პროექტების ინვესტიცია შეადგენს 11.658.465 ლარს, ხოლო მთლიანი

კვალიფიციური ხარჯის მოცულობა - 9.888.835 ლარს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული

პროექტების საშუალებით დასაქმდება 1500-ზე მეტი კაცი.

Page 35: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

35 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

,,აწარმოე საქართველოში” - მიკრო- და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტი

წარმატებით ხორციელდება აგრეთვე მიკრო- და მცირე ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული

პროგრამები საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს

რეგიონებში მიკრო- და მცირე სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას როგორც ბიზნესისთვის საჭირო

ფინანსური რესურსის მიწოდებით, ისე ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის აუცილებელი ცოდნის

მიწოდებით, აგრეთვე ტრენინგ-სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.

აღნიშნული პროექტი არის უშუალოდ ფოკუსირებული რეგიონში მოსახლეობაზე და მიკრო- და მცირე

ტიპის სამეწარმეო აქტივობებზე. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამის მეშვეობით უკვე შეიქმნა 3 204

ბიზნესი, 4.914 ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების სახით გაიცა 22.949.474 ლარი, ხოლო

თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის შესახებ ცოდნა მიიღო 9 000-მდე ბენეფიციარმა.

„აწარმოე საქართველოში“ ასევე აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის

ათვისების საქმეში. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული თავისუფალი

ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, აღნიშნულ ბაზრებზე რეგულარულად

ხდება საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით. კერძოდ,

ხდება საერთაშორისო გამოფენებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება როგორც ქვეყნაში, ისე მის

ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებულ

კომპანიებს, გააცნონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები

პოტენციურ პარტნიორებთან. 2014 წლიდან სააგენტომ ორგანიზება გაუწია 20-მდე საერთაშორისო

გამოფენას, 15-მდე სავაჭრო მისიასა და ფორუმს 10 ქვეყანაში, რომლებშიც სულ 250-მდე ექსპორტზე

ორიენტირებულმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიებების

დახმარებით, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტებია გაფორმებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპორტის გაზრდის, ხელშეწყობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

მოზიდვის მიზნით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტის

პრაქტიკაში დანერგვისათვის. საწყის ეტაპზე კომერციული ატაშეების ინსტიტუტის დანერგვის

თვალსაზრისით აქცენტი კეთდება ექვს სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი

მიმართულებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: თურქეთი, ჩინეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და

სპარსეთის ყურის ქვეყნები.

ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით აღსანიშნავია

2017 წელს განხორციელებული ცვლილება, რის შედეგადაც მოხდა ეროვნული საინვესტიციო

Page 36: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

36 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სააგენტოს შერწყმა სსიპ-სთან „აწარმოე საქართველოში“ და შეიქმნა ერთიანი სივრცე პოტენციური და

არსებული ინვესტორებისთვის სახელმწიფო სერვისების მისაღებად. აღნიშნული სიახლე

მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ საქმიანობას საქართველოში.

საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით

მიმდინარეობს სამეწარმეო კანონმდებლობის დახვეწა. შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ

შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, დაახლოებულია ევროკავშირის დირექტივებთან.

საანგარიშო პერიოდში შედგა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები დაინტერესებული პირების

მონაწილეობით, გაგრძელდა მუშაობა იუსტიციის სამინისტროსა და ევროპელ ექსპერტებთან ერთად

მომზადებული აღსრულების კოდექსის სამუშაო ვერსიის დახვეწაზე; შედგა საკანონმდებლო პროექტით

დაკავებული ჯგუფის სამუშაო შეხვედრები; კანონზე მომუშავე ჯგუფი ორიენტირებულია ახალი

საკანონმდებლო რეგულაციებით სააღსრულებო პროცედურების განხორციელებისას

პროპორციულობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და გასაგებობის პრინციპების დაცვის

უზრუნველყოფაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სააღსრულებო სისტემის მიმართ ნდობის

ამაღლებას. სამუშაო ჯგუფი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად

აგრძელებს კანონის სამუშაო ვერსიის დახვეწას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის

ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სამუშაოები

გადახდისუუნარობის წარმოების შესახებ საქართველოს ახალი კანონის შესაქმნელად. განახლებული

საკანონმდებლო რეგულაციები მიმართულია წარმოების პროცესის გამარტივებისკენ, მომსახურებაში

მოქნილობისა და საქმისწარმოების განჭვრეტადობის ზრდისკენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო და

ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება

გადასახადის გადამხდელებთან შეხვედრები ,,ღია კარის დღის ფორმატით“; მიმდინარეობს მუშაობა

საგანმანათლებლო პროექტზე - „გადავიხადოთ გადასახადი უკეთესი მომავლისათვის“, რომლის

მიზანია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების

შესწავლა; დამწყები ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში იგეგმება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ბენეფიციართა

პერსონალური ტიპის საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფის პროცესის განხორციელება.

Page 37: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

37 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროგრამის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს საგადასახადო

პოლიტიკის სწორად დაგეგმვასა და მიმდინარე ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაში.

გადასახადის გადამხდელთა მომსახურების მიზნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

რეგიონებში ახორციელებს გადამხდელების მომსახურებას RS CAR-ის (მოძრავი სერვის ცენტრის)

საშუალებით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონებისა და იმ

რეგიონების გადასახადის გადამხდელებისათვის, სადაც შემოსავლების სამსახურს არა აქვს მუდმივი

წარმომადგენლობა.

2.4 ეკონომიკური რეფორმები

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების

ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და ინოვაციების

წახალისების მიმართულებით.

2017 წელი საქართველოში ეკონომიკური ზრდით დაიწყო. 2017 წლის I კვარტალის რეალურმა ზრდამ

5.1%, ხოლო 2017 წლის 1-ელი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა. 2017 წელს

ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა საგარეო ფაქტორების

გაუმჯობესებამ. 2016 წლის სექტემბრიდან სტაბილურად ფიქსირდება ექსპორტის ზრდა. 2017 წლის

იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტი 28.9%-ით (324.3 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 446.7 მლნ

აშშ დოლარი შეადგინა. საქონლის ექსპორტის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა

მომსახურების ექსპორტი და პოზიტიურად იმოქმედა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის

გაუმჯობესებაზე. თავის მხრივ, მომსახურების ექსპორტის 60%-ზე მეტი ტურიზმის სექტორზე მოდის.

2017 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა

(325.9 მლნ-ით მეტი) და 1 468.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. 2017

წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი

უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი

კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უჭირავს კერძო სექტორს. სტაბილურად

იზრდება ბიზნესსექტორის ბრუნვა და გამოშვება. 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის

Page 38: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

38 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 19.1%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში, საწარმოთა მიერ

გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 16.1%-ით აღემატება 2016 წლის პირველი კვარტალის

მაჩვენებელს. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 605.000 კაცი შეადგინა, რაც გასული წლის

შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.7%-ით აღემატება.

ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად მცირდება უმუშევრობის

დონე ქვეყანაში. 2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8%

შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში

ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.0% იქნება. ინვესტიციები

რეალურ სექტორში, საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება

და ტურიზმის განვითარება იქნება ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც პოზიტიურ გავლენას

მოახდენს შემდგომ წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ამასთანავე, ფისკალური პოლიტიკა არის

მეტად ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, რაც სახელმწიფო ინვესტიციების ზრდით გამოიხატება.

სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას, თავის მხრივ, აქვს პოზიტიური გადადინების ეფექტი კერძო

სექტორის განვითარებაზე.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის მიზნით, საქართველოს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს კვლევა-განვითარების

კომერციალიზაციის, ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების და ინოვაციური იდეების ხელშეწყობის

მიმართულებით. სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ინიციატივებია:

სტარტაპ საქართველო - პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურ იდეებზე

დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. სააგენტო

ახორციელებს პროგრამის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს და აფინანსებს პროექტებს ისეთი

მიმართულებებით, როგორიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური

ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული

მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა.

შედეგი: 149 განაცხადი, 50 შერჩეული გუნდი, 20 დაფინანსებული სტარტაპი. ბიუჯეტი: 1.5 მლნ

ლარი. სტარტაპ საქართველოს ფარგლებში შეიქმნა 109 სტარტაპი.

Page 39: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

39 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მცირე გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს 2015 წლიდან და გულისხმობს მცირე გრანტებს 5000

ლარის ოდენობით, რომელიც კონკურსის სახით შერჩეულ აპლიკანტებს ხელს უწყობს:

პროტოტიპის შექმნაში, საზღვარგარეთ ღონისძიებაზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე

გამგზავრებაში, საქართველოში ღონისძიების გამართვის ორგანიზებასა და უცხოური პატენტის

მიღებაში.

შედეგი: სულ გაცემულია 170 გრანტი, ჯამური ბიუჯეტი 528.000 ლარი. საგრანტო პროგრამების

მხარდაჭერით შეიქმნა 30 სტარტაპი.

ბიზნეს-ინკუბატორი - ბიზნესინკუბატორის პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების

ხელშეწყობას მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად ქცევაში. 6-თვიანი

პროგრამა გულისხმობს სტარტაპის განვითარებას იდეის დონიდან საინვესტიციო შეთავაზებამდე.

შედეგი: 29 ბენეფიციარი გუნდი; შექნილი 22 სტარტაპი.

სტარტაპ ბუსტერი - სტარტაპ ბუსტერის მიზანია იდეის მქონე გუნდების დატრენინგება

სტარტაპის შექმნის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. ბუსტერის საპილოტე ეტაპი

განხორციელდება განათლების სამინისტროსა და სააგენტოს ერთობლივი ჰაკათონის მონაწილე

გუნდებისთვის.

სტარტაპ მეგობრული - სტარტაპ მეგობრული გულისხმობს კერძო და საჯარო სექტორის

მაქსიმალურ ჩართულობას სტარტაპების დასახმარებლად, რომელშიც დამაკავშირებელ როლს

ასრულებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული იმ

შეთხვევაში, თუ მას აქვს 1) სტარტაპ სარგებელი; 2) აფინანსებს სტარტაპებს, 3) თანამშრომლობს

სტარტაპებთან. მსურველი სტარტაპები რეგისტრირდებიან/უკავშირდებიან სააგენტოს და

სააგენტო უზრუნველყოფს სტარტაპის დონის შეფასებას. სტარტაპები წინასწარ განსაზღვრული

კრიტერიუმების საფუძველზე ხდებიან სტარტაპ მეგობრულის ნაწილი (1 წლის ვადით).

სტარტაპ ბითსი - სტარტაპ ბითსის ფარგლებში ხორციელდება რეგულარული შეხვედრები, სადაც

სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებულo ადამიანები, მათ შორის სტარტაპერები

გამოცდილებას უზიარებენ დამსწრე აუდიტორიას. პროექტი ტარდება თვეში ერთხელ/ორჯერ

ტექნოპარკსა და უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია სტარტაპ საზოგადოების შექმნა და

განვითარება.

Page 40: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

40 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ინოვაციების კონკურსები - ახალგაზრდებში ინოვაციების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის

მიზნით სააგენტო ატარებს სხვადასხვა სახის ინოვაციების კონკურსებს/მარათონებს (ჰაკათონი,

მეიქათონი, კრეათონი) თბილისსა და რეგიონებში.

შედეგი: ჩატარდა 40 მარათონი, 700 მეტი მონაწილე

დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად - პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს საკუთარი

იდეის ბიზნესად გარდაქმნაში და სტარტაპების ფორმირების პროცესს. სამრეწველო ლაბორატორია

აღჭურვილია ისეთი კომპიუტერით პროგრამირებადი თანამედროვე დანადგარებით, რომელიც

ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადოს ტექნიკურად გამართული პროტოტიპი, რომელიც

განვითარების საშუალებას იძლევა.

შედეგი: 50 ბენეფიციარი გუნდი, 28 შექმნილი სტარტაპი და სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული

ერთი გუნდი.

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი GENIE - 2016 წელს საქართველოს მთავრობასა და

მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას საქართველოსთვის 40 მლნ აშშ

დოლარის სასესხო რესურსის გამოყოფის შესახებ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის

განსახორციელებლად. პროექტის ძირითადი მიზანია ფირმებისა და ფიზიკური პირების

ინოვაციური აქტივობების გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

GENIE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებია:

ინოვაციების ინფრასტრუქტურის პროექტი - პროექტი გულისხმობს რეგიონალური

ინოვაციების ჰაბების/ტექნოპარკების (8) და ინოვაციების ცენტრების (50) შექმნასა და

განვითარებას საქართველოს მასშტაბით.

შედეგი: გახსნილია და ფუნქციონირებს ტექნოპარკი ზუგდიდში (2016) და ინოვაციების

ცენტრები ხარაგაულში (2015), ბაღდადსა და ჭოპორტში (2016). 2017 წლის ბოლომდე

დაგეგმილია ინოვაციების ცენტრების გახსნა რუხში, ახმეტაში, მესტიასა და ქარელში, აგრეთვე

ტექნოპარკისა თელავში.

პროგრამა ინტერნეტი განვითარებისათვის (BFD Program 2017-2021) - პროგრამის მიზანია

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და

ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება. პროგრამის ბენეფიციარები არიან რეგიონში

მცხოვრები ოჯახები (33.000) და მეწარმეები (3.000), რომელთა ხელშეწყობის პროგრამა

Page 41: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

41 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გულისხმობს სასწავლო კურსის ჩატარებას ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში,

ასევე დახმარებას ვაუჩერებით (ინტერნეტი, კომპიუტერი).

შედეგი: შემუშავდა პროგრამის სახელმძღვანელო, ჩატარდა საპილოტე სასწავლო პროგრამა

ელექტრონულ ბიზნესში 35 მეწარმისთვის, განხორციელდა პროგრამის ზეგავლენის

შეფასებისათვის საჭირო აქტივობა, დაიგეგმა სასწავლო პროგრამა მეწარმეებისათვის, ჩატარდა

სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.

წილობრივი გრანტების პროგრამა (2017-2020) - წილობრივი გრანტების პროგრამა მიზნად

ისახავს სტარტაპების მხარდაჭერასა და მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ

ინოვაციური პროდუქტების, სერვისების, ტექნოლოგიებისა თუ პროცესების განვითარების

მხარდაჭერას. პროგრამით გათვალისწინებულია ორი სახის დაფინანსება -

სტარტაპი და ინოვაცია. სტარტაპის წილობრივი გრანტი დაფინანსდება მაქსიმუმ 30 000

დოლარით და 1-წლიანი განხორციელების ვადით, ხოლო განმცხადებელმა უნდა

წარმოადგინოს მინიმუმ 10%-იანი თანადაფინანსება. ინოვაციების წილობრივი გრანტი

შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 250 000 დოლარით, 2-წლიანი განხორციელების ვადით,

ხოლო განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დასაშვები ხარჯების მინიმუმ 30%-იანი

თანადაფინანსება.

შედეგი: შემუშავდა პროგრამის სახელმძღვანელო და პროგრამის მართვის პორტალისათვის

ტექნიკური დავალება. მიმდინარეობს მუშაობა პორტალის შექმნისათვის.

2.4.1 კაპიტალის ბაზრის რეფორმა

აზიის განვითარების ბანკთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა კაპიტალის

ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც სამოქმედო გეგმით

გაწერილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. რეფორმა ითვალისწინებს ფინანსური

ინსტრუმენტებისათვის მარტივი და სამართლიანი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის შემოღებას,

მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, ეფექტიანი რეგულატორის არსებობას,

გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს შექმნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კაპიტალის ბაზრის რეფორმის შედეგად საფინანსო ბაზარზე, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის

გარდა, გაჩნდება დაფინანსების ალტერნატიული ინსტრუმენტები, რაც კომპანიებისათვის

გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის დამატებითი საშუალება იქნება.

Page 42: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

42 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიმდინარეობს ფინანსური სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოება საერთაშორისო

საუკეთესო პრაქტიკასთან და ევროდირექტივებთან. ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური

მონაწილეობით, შეიმუშავა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების

შესახებ“ კანონის პროექტი. ეკონომიკის სამინისტრომ USAID/G4G-ის მიერ დაქირავებული

კონსულტანტის დახმარებით შეიმუშავა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი,

მიმდინარეობს განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.

რეფორმის ფარგლებში უკვე ნაწილობრივ განახლდა ეროვნული ბანკის შესაბამისი ინფრასტრუქტურა

(1-ლი ეტაპი), დაწყებულია თბილისის საფონდო ბირჟის სავაჭრო პლატფორმის განახლება. პროექტის

პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის ბოლომდე.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის

სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, შეიმუშავა საგადასახადო კოდექსში შესატანი

შესაბამისი ცვლილებები ფინანსური ინსტრუმენტების დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით.

2.4.2 საპენსიო რეფორმა

რეფორმა გულისხმობს კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას. რეფორმის შედეგად

ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუციონალური გარემო და

შესაძლებელი გახდება მოსახლეობის მიერ საპენსიო ასაკისთვის საკუთარი საპენსიო შემოსავლების

დაგეგმვა და დაგროვება. საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდას და

ლარის გრძელვადიანი რესურსის შექმნას ქვეყანაში. რეფორმის შედეგად შესაძლებელი იქნება

ფისკალური მდგრადობის შენარჩუნების პარალელურად პენსიონერთა ცხოვრების დონის ამაღლება.

საპენსიო უზრუნველყოფის მე-2 სვეტის ფარგლებში, რაც გულისხმობს სავალდებულო (ნახევრად

სავალდებულო) კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის შექმნას, შემუშავებულია

პირველადი კანონმდებლობა - კანონპროექტი „კერძო დაგროვებითი პენსიის შესახებ". ამ ეტაპზე

მიმდინარეობს პროექტში დაინტერესებული მხარეების შენიშვნებისა და წინადადებების ასახვა.

ამასთანავე, სრულდება მე-3 სვეტის - ,,ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის

შესახებ" კანონპროექტის შემუშავება.

Page 43: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

43 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ადგილობრივი ექსპერტი ახორციელებს სსიპ საპენსიო

სააგენტოს სტრუქტურის, საჭირო რესურსებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შეფასებას. პარალელურად

მიმდინარეობს IT ინფრასტრუქტურის შემუშავება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ფინანსთა

სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაქირავებულ კონსულტანტებთან ერთად.

2.4.3 მიწის რეფორმა

ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო

საკუთრებაში არსებული აქტივების ეფექტიანი მართვა-განკარგვა, თუმცა, წლების განმავლობაში

მნიშვნელოვანი პრობლემა იყო შესაბამისი ინფორმაციის არქონა. სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში

არსებული აქტივების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2013 წელს დაიწყო და

2016 წელს მთლიანად დასრულდა ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს

ტერიტორიაზე სრულად აღიწერა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-

სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს აღნიშნული მიწის ნაკვეთების

სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, დაგეგმილია სახელმწიფო ქონების მართვის

სისტემის (SPMS) მომხმარებლის მოდულის დანერგვა, რომლის მეშვეობით დაინტერესებულ პირს

შესაძლებლობა ექნება სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია განსაკარგავი სახელმწიფო

ობიექტების შესახებ, შეიტანოს განაცხადი ქონების განკარგვის თაობაზე და რეალურ დროში იყოს

ინფორმირებული მისი განაცხადის სტატუსისა და საქმისწარმოების შესახებ.

2016 წლის 1 აგვისტოდან ასევე ამოქმედდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე

უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი, რომელიც მაქსიმალურად

ამარტივებს და მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის მიწის რეგისტრაციას. აღნიშნული პროექტის

ფარგლებში სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული

შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ღირებულების ანაზღაურებასა და ქონების

რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისაგან გათავისუფლებას. 2017 წლის 21 ივლისის

მდგომარეობით ანაზღაურებულია 460 ამზომველის მიერ შესრულებული 89 843 სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნახაზების მომზადების საფასური, რომლის ღირებულებამაც შეადგინა

7 155 331 ლარი.

Page 44: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

44 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების უზრუნველსაყოფად 2016 წლის განმავლობაში გამოცხადდა 1 582

აუქციონი, ხოლო 2017 წელს 21 ივლისის მდგომარეობით - 803 აუქციონი. ასევე სახელმწიფო ქონების

ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს განახორციელა 3, ხოლო 2017 წლის 21 ივლისამდე 1 სახელმწიფო

წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს პრივატიზება.

ქვეყანაში არსებული ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, სახელმწიფო ქონების

ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს პროექტს - „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. არსებული 50

ქონებიდან 2017 წლის ივლისის მდგომარეობით უკვე განიკარგა 5 (3 თბილისსა და 2 რაჭაში), სადაც

განთავსდება სასტუმრო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტების

მიხედვით შეიმუშავა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარეობს გამჭვირვალობის

დაცვით. განსახლების პროცესში უზრუნველყოფილია კომპენსაციის გაცემის წესის საჯაროობა. 2017

წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის

ფარგლებში, გამოსყიდულია 227 უძრავი ქონება. პროექტის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული

მიწის ნაკვეთების სრულად გამოსყიდვის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის ბოლომდე.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის მიმდინარეობს საჭირო მიწის

ნაკვეთების გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისაგან.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს დევნილ ოჯახებს 2 874, ხოლო ეკომიგრანტებს

439 ერთეული უძრავი ქონება გადასცა საკუთრებაში. 2017 წელს კი, 2 სექტემბრის მდგომარეობით,

დევნილ ოჯახებს 1 470, ხოლო ეკომიგრანტებს 113 უძრავი ქონება გადაეცათ საკუთრებაში.

ქვეყნის რეგიონების, მათი სოციალური თუ კულტურული განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო

ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულია 2016 წელს 1

368, ხოლო 2017 წელს (21 ივლისის მდგომარეობით) 330 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი

ქონება.

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული

რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს

კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო პროექტის

ფარგლებში, სპეციალური წესით.

Page 45: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

45 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც

მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას

ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების უფლების რეგისტრაციით

დაინტერესებულ პირს მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის მიზნით განცხადების

წარდგენისას არ მოეთხოვება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ვინაიდან

სააგენტო ამ დოკუმენტს საკუთარი რესურსით მოიძიებს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან.

განისაზღვრა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების სამართლებრივი საფუძვლები. ამ სიახლემ

უფრო გაამარტივა და წაახალისა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი.

კანონმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აღჭურვა მთელი რიგი უფლებამოსილებებით, მათ შორის

დაუზუსტებელი საზღვრით რეგისტრირებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული

მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის უფლებამოსილებით, და განსაზღვრა ამ

უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.

2017 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტოში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სპორადული

წესით წარდგენილი 205 000-ზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება დასრულდა წარმატებით და ეს

რიცხვი მუდმივად იზრდება.

სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით სახელმწიფო პროექტის

ფარგლებში იგეგმება 48 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური წესით

რეგისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულ საპილოტე არეალებში. დასრულდა

მანგლისის საპილოტე არეალის უფლების დამდგენი დოკუმენტის მოძიება და ანალიზი,

მიმდინარეობს 11 საპილოტე არეალზე არსებული დოკუმენტაციის მოძიება და ანალიზი. საპილოტე

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს

მეთოდოლოგია, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი

რეგისტრაციის პროცესის დასრულებასა და რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზის სრულყოფას შეუქმნის

საფუძველს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)

მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების

Page 46: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

46 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ − ფარგლებში, მიმდინარეობს მთავრობის განკარგულებით

განსაზღვრულ საპილოტე არეალებში არსებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და

აღიარების კომისიის წევრების ტრენინგი. მიწის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული

რეგისტრაციის წესით სერვისის სრულყოფილად მიწოდების მიზნით, იუსტიციის სახლის

თანამშრომლებს ჩაუტარდათ პროფესიული ტრენინგები.

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული

რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი

კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებად ადგენს სანოტარო მედიაციას

და მისი წარმართვის წესებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მთელ რიგ

სანოტარო მოქმედებებს ნოტარიუსი ასრულებს უსასყიდლოდ. პროექტის დაწყებიდან ამ პერიოდამდე

დაინიშნა 3237 მედიაციის პროცესი, აქედან ნოტარიუსების მიერ დამოწმებულია 326 მორიგების აქტი,

2306 შეწყვეტილი მედიაცია და სხვა დანარჩენი გაუქმებულია.

2.4.4 საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება

საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა ითვალისწინებს გამჭვირვალე და ეფექტიანი

სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის

თანამშრომლობის გაღრმავებასა და საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების განხორციელებას.

EBRD და ADB კონსულტანტების მონაწილეობით შემუშავდა ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის"

კანონპროექტი. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორადი კანონმდებლობის

(სამართლებრივი აქტების) და გაიდლაინების შემუშავებაზე, რომელიც მუშავდება ADB-ის აქტიური

ჩართულობით.

რეფორმის ფარგლებში იგეგმება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნა, რომელიც,

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იქნება ჩართული საჯარო და კერძო თანამშრომლობის

პროექტის შემუშავების პროცესში, ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისა და ინსტიტუციონალური

პოტენციალის განვითარებაში.

Page 47: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

47 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2.5 სივრცითი მოწყობა

სივრცითი მოწყობის და ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სივრცით-

ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტისათვის

(მესტია, ახმეტა, ონი, ამბროლაური), 4 დასახლებისათვის (ზემო ალვანი და ქვემო ალვანი, ბაკურიანი,

გუდაური), 27 სოფლისათვის (ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში,

ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო,

დიკლო, ინდურთა, ეთელთა, დიდი მიტარბი, უწერა, მრავალძალი, კურორტი შოვი, ნიკორწმინდა,

ჭრებალო, წესი), შაორის ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსისათვის და გუდაურში 6

საინვესტიციოდ მნიშვნელოვანი გეგმარებითი ერთეულისათვის. დასრულდა მუშაობა იყალთოს

ხევისა და ბახმაროს დოკუმენტაციაზე. გამოცხადდა კონკურსები ფოთი-მალთაყვის უბნის, თელავისა

და თელავში თეატრის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე,

უშგულის თემის (ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში) განაშენიანების რეგულირების გეგმებზე.

მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მცხეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის

შემუშავებაზე.

2.6 საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები

ინვესტიციების ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარებასთან ერთად, მთავრობა აქტიურად მუშაობს

საექსპორტო პოტენციალისა და საგარეო მოთხოვნის ზრდის მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის

დივერსიფიკაციის კუთხით და შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა. ევროკავშირის ბაზარმა

მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით. ამასთანავე ხორციელდება სხვა

ბაზრების ათვისებაც. განხორციელდა საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია

გლობალური მასშტაბითაც. 2016 წელს დსთ-სა და ევროკავშირის გარდა, საქართველოს სხვა სავაჭრო

პარტნიორ ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით. შესაბამისად, გაიზარდა ამ ქვეყნების წილი

საქართველოს ექსპორტში 33%-დან 38%-მდე.

დივერსიფიცირებულია გასაღების ბაზრები საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი

პროდუქციისათვის, როგორიცაა ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, თხილი,

საკონსერვო პროდუქცია, აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები და სხვ. მაგალითად, გაფართოვდა

ღვინის ექსპორტის გეოგრაფიული არეალი. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ჩინეთსა და

Page 48: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

48 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სინგაპურში. ღვინო ასევე გავიდა ჰონკონგსა და ინდოეთში. მნიშვნელოვანია აგრეთვე სპირტიანი

ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის ზრდა სინგაპურში, ერაყსა და ჩინეთში. ასევე გაიზარდა

მინერალური წყლის ექსპორტი სირიაში, კორეასა და ისრაელში.

გამოიკვეთა პროდუქციის ახალი საექსპორტო ბაზრები (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ერაყი,

საუდის არაბეთი, ეგვიპტე, სირია; ცხვარი - ყატარი; თხილი და კაკალი - ალჟირი, ლიბანი, ეგვიპტე;

ციტრუსი - გერმანია; ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - საუდის არაბეთი, ეგვიპტე; სპირტიანი

სასმელები - ვიეტნამი; ციანიდები და ოქსიციანიდები - მაროკო, ნიგერია; დაუმუშავებელი ოქრო -

შვეიცარია).

გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის სტრუქტურა და გაჩნდა ახალი

საექსპორტო პროდუქცია: ლიმონის, ტყემლის, ქაცვის, ასკილის, კარალიოკისა და ვაშლის ჩირი.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც არსებულ პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონომიკური

ურთიერთობების გაღრმავების, ისე ახალ პარტნიორებთან კავშირების დამყარებისა და თავისუფალი

ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოების მიმართულებით.

2017 წლის მარტში საქართველოს მოახდინა რატიფიკაცია და 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის

შესახებ შეთანხმება.

2017 წლის მაისში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

შეთანხმებას.

დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონკონგთან

საქართველო - ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღებასთან

დაკავშირებით.

გაიმართა საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) ფარგლებში

დაარსებული ერთობლივი კომიტეტის 3 სხდომა, რომლებზეც განხილულ იქნა საქართველოსა და

თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების

განხორციელების საკითხი, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ

ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებასთან დაკავშირებით. 2017

წლის ივნისში საქართველომ მოახდინა საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის

Page 49: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

49 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შეთანხმებაში დიაგონალური კუმულაციის შესახებ ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების

რატიფიცირება.

გაანალიზდა აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო სავაჭრო პოლიტიკა პრეფერენციული სავაჭრო

რეჟიმის დასამყარებლად და პრიორიტეტული ქვეყნების განსაზღვრის მიზნით, სადაც გამოიკვეთა

ინდოეთი. მიმდინარე წლის 11 ივლისს ნიუ-დელიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც

ითვალისწინებს საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების

გაფორმების თაობაზე წინასწარი კვლევის განხორციელებას.

2.7 ინფრასტრუქტურული განვითარება

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

2017-2020 წლებში განხორციელდება 1000 კმ საავტომობილო გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია. აქედან,

350 კმ ჩქაროსნული მაგისტრალია, ხოლო 650 კმ შიდასახელმწიფოებრივი-რეგიონალური

მნიშვნელობის გზებია. მაგისტრალური საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს

ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას.

2017 წელს სრული დატვირთვით ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის 7 პროექტი:

აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება 105 მლნ ლარია. სამუშაოები

დასრულდა 2017 წლის ივლისში.

ზესტაფონი-ქუთაისის ჩქაროსნული მაგისტრალის 15.2-კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება

137.6 მლნ ლარია, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის ივნისში.

ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის შემაერთებელი გზის 4.1კმ

მონაკვეთის ღირებულება 17.7 მლნ ლარია - სამუშაოები დასრულდა 2017 წლის ივნისში.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (4 ლოტი, საერთო სიგრძე 50 კმ, ღირებულება 736.5

მლნ ლარი) მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. 2017 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე

შესრულდება 125 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის სამშენებლო სამუშაოები - 18 კმ – დასრულდება 2018

წლის მარტში.

Page 50: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

50 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2019 წლის

ივნისში დასრულდება, 2017 წელს შესრულდება 13 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო

სამუშაოები.

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის 17–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

2017 წლის მარტში და დასრულდება 2019 წლის თებერვალში. პროექტის ღირებულება 118 მლნ

ლარია.

2017 წელს დაიწყო დევდორაკის გვირაბის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 47 მლნ

ლარია, 2017 წელს 17 მლნ ლარის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება. გვირაბის მშენებლობა

დასრულდება 2018 წლის მაისში. მიმდინარე წელს ასევე დასრულდება თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის

საავტომობილო გზის მშენებლობა, რუისი-აგარისა და ზესტაფონი-ქუთაისის, აგრეთვე ქუთაისი-

სამტრედიის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე განათების სისტემების მოწყობა. აღნიშნული

პროექტების ჯამური ღირებულება 32 მლნ ლარზე მეტია.

2017 წელს დაიწყება შემდეგი საგზაო მონაკვეთების მშენებლობა:

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი 14 კმ - სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2019 წლის

მარტში.

ბათუმის შემოვლითი გზა 14 კმ - მშენებლობის დასრულება იგეგმება 2020 წლის მაისში.

სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი III - დასრულება 2019 წლის ნოემბერში.

თიანეთი-ახმეტა - 29კმ - მონაკვეთი - გზის რეაბილიტაცია დასრულდება 2019 წლის მარტში.

ხულო-ზარზმა 29 კმ - გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულება 2019 წლის ნოემბერში.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად სულ 800 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

სივრცითი მოწყობის გეგმა ასევე ითვალისწინებს მთის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

მიმდინარეობს შემდეგი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის პროექტირება:

ბაღდათი - აბასთუმანი - 60კმ; გზის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია დაიწყება 2017 წლის

ოქტომბერში, სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება.

ლენტეხი - მესტია - 40 კმ.

ზემო იმერეთი - რაჭა - 50კმ გზის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყება, სამუშაოები 2020

წლის მარტში დასრულდება.

Page 51: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

51 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის

ზაფხულის ბოლოს არის დაგეგმილი. რიკოთის უღელტეხილის საგზაო ინფრასტრუქტურის

მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მლრდ ლარს აღემატება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, გამწმენდი ნაგებობები

სივრცითი მოწყობის გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში

წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების მშენებლობა და არსებულის

რეაბილიტაცია. სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2017-2020 წლებში დამატებით მინიმუმ 500 000 კაცი

შეძლებს ისარგებლოს 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით. ამ

დროისათვის ხორციელდება 12 პროექტი. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების

მოწესრიგებასთან ერთად, მნიშვნელოვანია აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე

ზემოქმედების ფაქტორების შემცირება, რისთვისაც აუცილებელია ბიოლოგიურად გამწმენდი

ნაგებობების მშენებლობა.

ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია ქობულეთში;

სრული დატვირთვით მიმდინარეობს ანაკლიისა და ურეკის გამწმენდი ნაგებობების

მშენებლობა, სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება;

2017 წელს დაიწყება თელავის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, სამუშაოები 2020 წლის

აპრილში დასრულდება;

2017 წელს დაიწყება ზუგდიდისა და მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების

მშენებლობა;

2018 წელს დაიწყება გუდაურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც

2019 წლის ოქტომბერში დასრულდება;

2018 წელს დაიწყება მარნეულის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სამუშაოები 2020 წლის

ივლისში დასრულდება;

2019 წლის ნოემბერში დასრულდება ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;

2018 წელს დაიწყება ქუთაისის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რაც 2020

წლის დეკემბერში დასრულდება.

სივრცითი მოწყობის გეგმის ძირითადი ნაწილია თანამედროვე სტანდარტების, გარემოს შესაბამისი

ნაგავსაყრელების მოწყობა და ეკოლოგიურად სახიფათო ნაგავსაყრელების დახურვა.

Page 52: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

52 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა რუსთავის ნაგავსაყრელის ძველი უჯრედის

დახურვა და ახალი, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედის მოწყობა და შიდა ინფრასრუქტურის

მოწესრიგება.

2017-2021 წლებში დაიხურება 29 ძველი მუნიციპლური ნაგავსაყრელი. სანაცვლოდ, იმერეთში, კახეთში,

ქვემო ქართლში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში აშენდება 7

ახალი რეგიონალური სანიტარიული ნაგავსაყრელი.

2017 წელს განხორციელდა ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა,

მესტიის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობა და ბაკურიანის ნაგავსაყრელის დახურვა.

ამასთან, 2017 წელს დასრულდება ლანჩხუთის ნაგავსაყრელის დახურვა და თუშეთის ნაგავსაყრელის

კეთილმოწყობა (დაწყება - 2017 წლის ივლისი, დასრულება - 2017 წლის ოქტომბერი).

სოციალური ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები, სათამაშო მოედნები,

კულტურის ცენტრები, საგამოფენო დარბაზები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური

განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს ე.წ. სოციალური დანიშნულების ინფრასტრუქტურის

მშენებლობა-რეაბილიტაციას. მიმდინარე წელს დასრულდება სხვადასხვა მიმართულების 74 პროექტი,

რომელიც აერთიანებს საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სოციალური

დანიშნულების შენობა-ნაგებობების (სპორტსკოლები, სპორტული კომპლექსები, სპორტული

მოედნები, საბავშვო ბაღები, კულტურის ცენტრები და სხვ.) ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 2017 წელს რეაბილიტაცია უტარდება 35 სპორტულ

მოედანს, შენდება 6 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი და

რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ 5 შენობას. სულ ახალი გამართული მულტიფუნქციური სპორტული

ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 100 000-მდე სპორტის მოყვარული.

2017 წლის აპრილში დასრულდა სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია.

სამუშაოების ღირებულებამ 2 მლნ ლარს გადააჭარბა.

Page 53: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

53 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ტურისტული დანიშნულების ინფრასტრუქტურა, ურბანული ტრანსპორტი

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის

ძეგლების რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამართული ტურისტული

ინფრასტრუქტურის შექმნას. სრული დატვირთვით მიმდინარეობს სამუშაოები 15 პროექტზე.

სივრცითი მოწყობის გეგმა ითვალისწინებს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას და შესაბამისი

ინფრასტრუქტურის შექმნას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ქალაქი ჭიათურა, სადაც 2017 წლის

ბოლოს ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ექნებათ ახალი, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა

საბაგირო ტრანსპორტი.

2017 წლის ივლისში თბილისში დასრულდა ახალი მეტროსადგურის - „უნივერსიტეტი“ მშენებლობა.

ყოველდღიურად 15 000-ზე მეტი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი შეძლებს სწრაფად და

უსაფრთხოდ გადაადგილებას.

2.8 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა

2.8.1 ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის ენერგეტიკული

უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე

დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისების, მოწოდების

წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ხდება ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური

ათვისების გზით:

2017 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდროელექტროსადგური: ხელვაჩაური-1 ჰესი

(დადგმული სიმძლავრე 47.48მგვტ), მაქსანიაჰესი (დადგმული სიმძლავრე 0.5მგვტ) და

ნაბეღლავჰესი (დადგმული სიმძლავრე 2 მგვტ);

2017 წლის 24 ივნისს დასრულდა აჭარის რეგიონში, მდინარე აჭარისწყალზე „შუახევჰესის“

მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ). ,,შუახევჰესი“ ყველაზე მსხვილი

ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ენგურჰესის შემდეგ აშენდა საქართველოში. გვირაბის

Page 54: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

54 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ჯამური სიგრძე 37 კილომეტრია და ის რიგით მეორე ყველაზე გრძელი

ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420

მლნ დოლარს აჭარბებს.

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მხრივ გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ენერგეტიკის სექტორში 2017 წლის პირველი

კვარტალის წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 6669 ათასი დოლარი შეადგინა;

ამჟამად ლიცენზირებისა და მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა 45 ელექტროსადგურის პროექტი,

რომლის სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1644 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო

საინვესტიციო ღირებულება 3 მლრდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კვლევის ეტაპზეა 100-ზე

მეტი პროექტი, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურები, რომელთა სავარაუდო ჯამური

დადგმული სიმძლავრე 3700 მგვტ-ს აჭარბებს, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო

ღირებულება თითქმის 6 მლრდ დოლარია;

დაგეგმილია გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის

თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნებართვების

მოპოვების პროცესი და სასესხო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებები. თბოსადგურის

ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. პროექტის ღირებულება

159 მლნ დოლარს შეადგენს;

მიმდინარეობს მუშაობა ტყიბულის ადგილობრივ ქვანახშირზე მომუშავე (დადგმული

სიმძლავრე 150 მგვტ) თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე. მისი საინვესტიციო

ღირებულება 180-200 მლნ დოლარია. პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მნიშვნელოვანი მიღწევებია ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივაც:

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში 2018-2020

წლებში იგეგმება ახალი პროექტის განხორციელება, სადაც მთავარი ამოცანაა ენგურის სადაწნეო

გვირაბის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა ენგურჰესის გაჩერება,

რეზერვუარის დონის დაწევა, სადაწნეო გვირაბის დაცლა და სრული ინსპექტირება;

500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმის“, გურიის

ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, „ჩრდილოეთის რგოლი

ელექტროგადამცემი ხაზის (1-ლი ფაზა)“ პროექტების განხორციელების მიზნით, 2017 წლის 13

აპრილს საქართველოსა და KfW-ს შორის გაფორმდა 125 მლნ ევროს ღირებულების საპროექტო

Page 55: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

55 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ხელშეკრულება საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II-ის

განხორციელების შესახებ. მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამის ტექნიკურ-ეკონომიკური

კვლევებისა და პირველადი პროექტის მომზადება KfW-ს გრანტისთვის (1.200.000 ევროს

ოდენობით);

დასრულდა ქვესადგურ ზესტაფონში 250 მგვ რეაქტორის მშენებლობა;

500 კვ. ეგხ-ის მშენებლობა – ქსანი-სტეფანწმინდის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

ანძების მონტაჟისა და ხაზის გაჭიმვის პროცესი;

220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგის" პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ანძებისათვის საძირკვლების

მოწყობისა და ანძების აწყობის პროცესი;

500 კვ. ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობისა და 220 კვ. ,,წყალტუბოს“ 500 კვ-იანი ფრთით

გაფართოების მიზნით, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, წინასწარი პროექტისა

და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება;

დასრულდა 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ახალციხე-ბათუმი" მშენებლობის პირველი

ფაზა (ბათუმი-შუახევის მონაკვეთი), რაც გულისხმობს 52.4 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი

ხაზისა და 144 ანძის მოწყობას;

საქართველოს ენერგეტიკული სექტორისა და მასთან დაკავშირებული გადამცემი

ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიული სცენარისათვის გარემოსდაცვითი

და სოციალურ-სტრატეგიული შეფასების მიზნით, 2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს

ენერგეტიკის სამინისტროსა და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ შვეიცარულ კომპანიას -

Joint Venture of Stucky Ltd., Stucky Caucasus Ltd, SEEC Ltd and Gamma Consulting Ltd (Switzerland /

Georgia / Serbia / Georgia) შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების

შესახებ. დოკუმენტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს;

მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-

გარდაბნის“ 700 მმ დიამეტრის 19 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი

ხაზის გაყვანას 700 მმ-იანი მილებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პროექტის

ღირებულება შეადგენს 3 482 298 ლარს;

მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე „თელავი-ახმეტის“ 300 მმ

დიამეტრის 27 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის

ბუნებრივი გაზით შეუფერხებელ მომარაგებას.

დასრულდა საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების

პროექტი (მოცულობა - 230-250 მლნ კუბური მეტრი).

Page 56: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

56 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ენერგეტიკის სფეროში ხდება საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა:

შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს

სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე

დასაქმდება 2000-მდე კაცი, განხორციელდება 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია;

2017 წლის 13 მაისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ნაწილი ენერგეტიკული სექტორიცაა.

ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან

2017 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველო გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“

სრულუფლებიანი წევრი;

მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში. განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, როგორც საცალო

მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც

მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ

აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით საცალო მომხმარებელს მიეცა

შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და აწარმოოს

ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის; ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს

ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული

ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში კი, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ

დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, მომხმარებელი შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიას

გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღებს.

ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტიანი პოლიტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო ჩართულია საერთაშორისო პროექტში - „მერების შეთანხმება“.

პროექტი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონალურ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით

კისრულობენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის

წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. დღეისათვის „მერების

შეთანხმების“ ხელმომწერი საქართველოს 18 ქალაქია.

მომზადებულია პირველი ეროვნული ენერგოეფექტიანობის სამოქმედო გეგმის პროექტი.

Page 57: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

57 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიების შესახებ პირველ ეროვნულ სამოქმედო

გეგმაზე.

მიმდინარეობს მუშაობა პირველადი ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონზე.

ენერგოშემცველებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

2017 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 20 დასახლებული

პუნქტის 5 ათასამდე პოტენციურ აბონენტს.

2017 წლის 1 აგვისტოსთვის დასრულდა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისათვის

ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟის სამუშაოები.

მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით დარჩენილი „უშუქო სოფლების“ გამოვლენა.

2.8.2 სოფლის მეურნეობა

სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს

სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017 წლის სამოქმედო გეგმა”. ასევე,

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით შეიქმნა „საქართველოს სოფლის

განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს.

ქვეყანაში ბიოაგრომეურნეობების განვითარება და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის

პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერითა და ავსტრიის

განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის

მიმართულებით შემუშავდა სახელმძღვანელო ხუთ სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე.

კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დამკვირდების მიმართულებით შეძენილი,

დამონტაჟებული და ექსპლოატაციაში გაშვებულია 10 აგრომეტეოსადგური, აგრეთვე შემუშავებულია

სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის გავრცელების მეთოდოლოგია. ამჟამად სულ 24

აგრომეტეოსადგურიდან ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება და 8 ათასამდე ფერმერისათვის

მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაავადებების რისკებისა და წამლობის შესახებ ინფორმაციის

Page 58: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

58 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიწოდება. სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა ბიოპრეპარატების ეფექტიანობის

კვლევა მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებზე.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის საინფორმაციო სისტემა

ბაზრის საინფორმაციო სისტემის გასაუმჯობესებლად დაიხვეწა ფასების შეგროვების მეთოდოლოგია

და 100-მდე დასახელების აგროსასურსათო პროდუქტზე ხელმისაწვდომია ფასები მუნიციპალიტეტის

მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რისთვისაც შექმნილია

ინფორმაციის შეგროვების ერთიანი სისტემა. საანგარიშო პერიოდში დაიწყო ხორბლის, სიმინდის,

ვაშლისა და ციტრუსის მოსავლიანობის კვლევების განხორციელება, რის შედეგადაც საჰექტარო

მოსავლიანობის მაჩვენებლები ხელმისაწვდომია მოსავლის აღების შემდგომ უმოკლეს პერიოდში.

შექმნილია ინფორმაციის შეგროვების ერთიანი სისტემა.

აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე

2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით,

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართველმა აგრომეწარმეებმა

მონაწილეობა მიიღეს 8 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა და ფესტივალში. საერთაშორისო

და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის

მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 16 საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე და 100-მდე

სხვადასხვა დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე. ქართული ღვინის წარდგენა მოხდა მსოფლიოს 14 ქვეყანაში.

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38.3 მლნ

ბოთლი (0.75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ექსპორტის

მატება აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ჩინეთი - 80%, რუსეთი - 86%, უკრაინა - 41%,

პოლონეთი - 20%, ლატვია - 27%, ბელარუსი - 42%, გერმანია - 34%, აშშ - 89%, ისრაელი - 202%,

საფრანგეთი - 450%, აზერბაიჯანი - 170% და სხვ. ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8

212 243 ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 82 ქვეყანაში

ექსპორტირებულია 322.1 მლნ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 11.0%-ით

აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებს. მითითებულ პერიოდში ძირითადად

ექსპორტირებულია: ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (16%), მინერალური და მტკნარი წყლები

Page 59: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

59 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

(15%), თხილი (9%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (6%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%),

თევზის ფქვილი (3%), ცხვრის ხორცი (2%) და სხვ.

სოფლის მეურნეობაში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა. კოოპერატივების შესაძლებლობების

განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება

საქართველოს მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 1464 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე

კოოპერატივი. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით

უზრუნველყოფის პროგრამის“ მონაწილე, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 705 კოოპერატივს

გადაეცა 1568 აგროკომპლექტი და დამატებით 203 ხელის სათესი, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს

რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებას.

საქართველოს მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში

არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის

ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით

დადგენილ კრიტერიუმებს, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა-

ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

დამტკიცდა „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო

უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თაფლის

გადამმუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც გადაეცემა თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივს მის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების

შესრულების შემთხვევაში.

ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემის შექმნა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით,

მიმდინარეობს ღონისძიებები ფერმერულ მეურნეობათა რეესტრის შესაქმნელად, რომელიც მიზნად

ისახავს ქვეყნის მასშტაბით ფერმერული მეურნეობების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა

და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებას. პროექტი ხორციელდება გაეროს სოფლის

მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური და

ფინანსური მხარდაჭერით.

Page 60: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

60 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

დეგრადირებული ნიადაგების გამოკვლევა და მათი ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება

საქართველოში დეგრადირებული ფართობების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართვის მიზნით

ხორციელდება პროექტი - „ქვემო ალაზნის სარწყავი ზონის (სოფ. ერისიმედის მიმდებარე ტერიტორია)

ნიადაგების ინვენტარიზაცია და მათი რაციონალური გამოყენება“. პროექტი ხორციელდება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო

ორგანიზაცია „REC CAUCAS” -სთან ერთად.

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვა - შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი,

გადამმუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარება

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 162 ახალი და გადაირაღდა/გაფართოვდა 750 საწარმო,

საიდანაც შემნახველი, შემფუთავი და გადამმუშავებელი სექტორების მიმართულებით შეიქმნა 75

ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 184 საწარმო. ფერმერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისარგებლონ

იაფი და გრძელვადიანი ფულადი სახსრებით. ფინანსებზე ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა

კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა და

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

შეღავათიანი აგროკრედიტი: პროექტის დაწყებიდან სულ გაიცა 28.798 სესხი 18.353 ბენეფიციარზე,

ჯამური თანხით 1.363.204.784 ლარი.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების

პროექტი - პროექტის დაწყებიდან სულ დაფინანსდა 44 პროექტი, ჯამური ღირებულებით 25.581.047

აშშ დოლარი და 6.836.295 ლარი.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების

პროექტი - პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 30 ივლისის მდგომარეობით დამტკიცებულია 43

განაცხადი, ჯამური ინვესტიციით 1.845.690 ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება შეადგენს

725.950 ლარს. მათ შორის გადამმუშავებელი კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 3 განაცხადი,

ჯამური ინვესტიციით 541.225 ლარი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა

205.450 ლარი.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია - პროგრამის დაწყებიდან 2017 წლის 30 ივლისის მდგომარეობით

პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 20 განაცხადი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო

Page 61: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

61 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კოოპერატივები - 7 განაცხადი). ჯამური ფართობი შეადგენს 462 ჰა-ს. პროექტების ჯამური

ღირებულება შეადგენს 1.153.389 ლარს (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - 226.000

ლარი), საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსებაა 831.407 ლარი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივები - 182.000 ლარი).

პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, პროგრამის

ფარგლებში დამტკიცდა 3.570 ჰა-ზე გასაშენებელი 571 ბაღის პროექტი და 5 ჰა-ზე გასაშენებელი 3

სანერგე მეურნეობის პროექტი. სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს ბაღების კომპონენტზე

17.914.959 ლარს (ჯამური ინვესტიცია - 32.500.872 ლარი), ხოლო სანერგეების კომპონენტზე 165.449

ლარს (ჯამური ინვესტიცია - 330.898 ლარი).

აგროდაზღვევა: აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სულ გაიცა 65.008 პოლისი. ყოველწლიურად

საშუალოდ დაზღვეულმა ფართობმა შეადგინა 15.000 ჰა. დაზღვეული მოსავლის ჯამური ღირებულებაა

455.215.360 ლარი.

მელიორაცია

2016 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი შეადგენდა

109.680 ჰექტარს. 2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში აღნიშნული

მაჩვენებელი გაიზარდა 4.620 ჰექტარით და შეადგინა 114.300 ჰექტარი.

2016 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით დრენირებული მიწის ფართობი შეადგენდა 34.235 ჰექტარს.

2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი

გაიზარდა 1.665 ჰექტარით და შეადგინა 35.900 ჰექტარი.

მორწყვის თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით, სისტემატური შეხვედრები მიმდინარეობს

ფერმერებთან. პარალელურად ხორციელდება წვეთოვანი დაწვიმების სისტემების საპილოტე

პროექტები.

„საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია“ ითვალისწინებს წყალმომხმარებელთა

ასოციაციების შექმნას. მუშავდება „წყალმომხმარებელთა ასოციაციების შესახებ“ კანონპროექტი,

რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების შექმნისა და ფუნქციონირების

საკითხები. შემუშავებულია ტარიფიკაციის მეთოდოლოგია.

Page 62: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

62 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება, შესაბამისი ექსტენციის პაკეტების

შემუშავება, თანამედროვე ექსტენციის სისტემის ჩამოყალიბება

2016 წლის 1-ელი ნოემბერიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე თანამედროვე საბაზისო აგრარული

ტექნოლოგიების შესახებ გამოცემულია 52 თემატური ბროშურა; ჩატარებულია საველე დღეები;

ჩატარებულია 100-ზე მეტი ტრენინგი.

2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე კონსულტაციების რაოდენობამ შეადგინა

40 000. მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემუშავებულია საექსტენციო პაკეტები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძინა მობილური ექსტენციის ავტომანქანა,

რომელიც აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც საჭიროა ფერმერისათვის მისსავე ნაკვეთში ან

ფერმაში ადგილობრივად, პრაქტიკული საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად. წინასწარ

შემუშავებული გრაფიკის მიხედვით პერიოდულად ტარდება საველე დღეები.

შემუშავებულია საერთოეროვნული ექსტენციის განვითარების სტრატეგიის პროექტი.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების

პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებმა მიიღეს დაფინანსება 1.043.171 ლარის ჯამური ღირებულების

მცირეგაბარიტიანი სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შესაძენად.

სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით შემუშავდა სასურსათო

უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინდიკატორები. სოფლის მეურნეობის

სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების გამოყენებით პერიოდული ანგარიშების

მომზადებას.

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

სახელმწიფო კონტროლი

2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო

კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა:

Page 63: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

63 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ინსპექტირება: გეგმური ინსპექტირება განხორციელდა - 6 797 ბიზნესოპერატორთან; არაგეგმური

ინსპექტირება - 2 494 ბიზნესოპერატორთან; გადამოწმება - 3 447 ბიზნესოპერატორთან;

მონიტორინგი: ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა: სათანადო წესით აღებულ იქნა სხვადასხვა

დასახელების სურსათის 2 599 ნიმუში/სინჯი. დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა 6 000

ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება;

ადმინისტრირება: გამოვლენილი სხვადასხვა ხასიათის დარღვევების გამო სურსათის/ცხოველის

საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად შედგენილია 1 379

სამართალდარღვევის ოქმი;

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება: სხვადასხვა უწყების (მ.შ. ბიზნესოპერატორის) მომართვის

საფუძველზე, ასევე სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვადაგასული სურსათის გამოვლენის გამო

განადგურებულია: ხორცი და ხორცპროდუქტები - 6 270.20 კგ; სხვა მყარი სურსათი - 10 475.80 კგ;

თხევადი სურსათი - 2 184.40 ლ; კვერცხი - 857 ცალი; ფორმა N2 -ს გარეშე რეალიზაციისთვის

განკუთვნილი ხორცი - 3 084.57 კგ.

ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ

აგვისტომდე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მიმდინარეობს ვაქცინაცია:

თურქულის საწინააღმდეგოდ

ჯილეხის საწინააღმდეგოდ

ცოფის საწინააღმდეგოდ

წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ

ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგოდ

ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სულ რეგისტრირებულ იქნა 189

ვეტერინარული პრეპარატი.

Page 64: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

64 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლი

2016 წელს განხორციელდა სარეალიზაციო ქსელში განთავსებული პესტიციდებისა და

აგროქიმიკატების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა 118 სარეალიზაციო ობიექტი.

დღეისათვის საქართველოს 9 რეგიონსა და თბილისში შემოწმდა 101 სარეალიზაციო ობიექტი.

პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის, მათი რეალიზაციის მოწესრიგებისა და საჯარიმო

სანქციების გამკაცრების მიზნით მომზადდა: კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის 981 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ, ცვლილებები

კანონპროექტში „სურსათის/ცხოველთა საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში

ცვლილებების შეტანის თაბაზე“ და საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღიარების წესი“.

მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა

2017 წლის ფიტოსანიტარიული კონტროლის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით საშიში და

საკარანტინო მავნე ორგანიზმების ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით კახეთის, შიდა და

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-

ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და

თბილისის ტერიტორიებზე განთავსდება ფერომონიანი სქესმჭერები.

ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების ინტენსივობა დასავლეთ საქართველოში მინიმუმამდეა

შემცირებული, რაც გამოწვეულია წინა წლებში გატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების

შედეგად. არაფარდი პარკხვევიას წინააღმდეგ სამეგრელოს რეგიონში დამუშავდა 600 ჰექტარი

ფართობი.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების დაახლოება DCFTA-ს

გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან

2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2017 წლის 1-ელ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში DCFTA-ს

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის

ფარგლებში დამტკიცდა მთავრობის 15 დადგენილება. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელ

აგვისტომდე მომზადებულია 8 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტები. 2017 წლის 1-ელი

იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე დამტკიცდა 5 ნორმატიული აქტი.

Page 65: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

65 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2.8.3 ტრანსპორტი

ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა

ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის

განვითარება და საქართველოს გარდაქმნა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად საქართველოს მთავრობის

ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

ახალი აბრეშუმის გზა

მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის განვითარება

და ამ ჭრილში პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების

საკოორდინაციო კომიტეტის დაფუძნების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ტრანსკასპიური

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით 2015-2017 წლებში არაერთხელ განხორციელდა

ჩინეთიდან საქართველოს და ასევე ჩინეთიდან საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით

საკონტეინერო გადაზიდვა.

მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო

სატრანსპორტო მარშრუტით შესრულებული სარკინიგზო გადაზიდვა ხუთჯერ შეამცირებს დროს.

კერძოდ, თუ საზღვაო ტრანსპორტით შესრულებულ გადაზიდვებს 40-45 დღე სჭირდებოდა, ახლა

ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში სულ რაღაც 7-9 დღეში ჩამოდის. ეს მიუთითებს, რომ

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მიმართულება ევროპა-აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს

სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს.

ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა

აქტიურადაა ჩართული ისეთი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა: ტრასეკა,

CAREC, ,,ლაპის ლაზული”, „ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის

განვითარება“, ,,ვიკინგი”, ,,სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფნის განვითარება” და სხვ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი

პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი

Page 66: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

66 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. 2016 წლის 3 ოქტომბერს ხელი მოეწერა კონტრაქტს ინტერესთა

გამოხატვის პროცესში გამარჯვებულ ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების

კონსორციუმთან“ (TBC Holdings and Conti Group). პორტის ოპერირებას განახორციელებს უმსხვილესი

ამერიკული საკონტეინერო ოპერატორი SSA Marine.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2.5 მლრდ დოლარს, აქედან 586 მლნ ინვესტირებული იქნება

პირველი ფაზის მშენებლობისას. ამჟამად ინვესტორი ახორციელებს საინჟინრო-საპროექტო სამუშაოებს.

მშენებლობა დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს. პროექტის პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო

ვადებია 2017-2020 წლები.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი

აქტიურად მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტის

განხორციელება. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის

განვითარება, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის

რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რომელიც შედგება მარაბდა-ახალქალაქის

სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-

კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან და რომელთა

რეკონსტრუქცია და მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. მარაბდა-

ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა

მიმდინარეობს წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ მგზავრთნაკადზე დამუშავებული

პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით), რომლის

მიხედვითაც გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული

რეაბილიტაცია. დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 80%.

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

მოდერნიზაციის პროექტის მთავარი მიზნებია: სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების

ოპტიმიზაცია; საოპერაციო დანახარჯების შემცირება; საოპერაციო უსაფრთხოების სრულყოფა და

გამტარუნარიანობის გაზრდა. პროექტის ღირებულება შეადგენს 260.1 მლნ შვეიცარიული ფრანკს,

მშენებლობა უნდა დასრულდეს 2019 წლის ნოემბრამდე. ამჟამად შესრულებულია სამუშაოების 42%.

Page 67: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

67 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ლოგისტიკური ცენტრების განვითარება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის

ერთ-ერთი კომპონენტი (პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით)

ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც ცნობილმა

გერმანულმა კომპანიამ - Dornier Consulting International-მა მოამზადა ტექნიკურ-ეკონომიკური

დასაბუთება. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა ორი საუკეთესო

ლოკაცია - ერთი აღმოსავლეთ საქართველოში სოფელ კუმისთან და მეორე დასავლეთში ქუთაისის

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მლნ დოლარს, ქუთაისის

ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება კი - 72.5 მლნ დოლარს. ლოგისტიკური ცენტრების

განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი

ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ

პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება

800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ

ინვესტიციებს.

საქართველოს „ღია ცის“ პოლიტიკა

„ღია ცის“ პოლიტიკის განხორციელების შედეგად 2016-2017 წლებში გაფორმებულია ორმხრივი

მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ ბაჰრეინთან, ინდოეთსა და

ბელარუსთან.

განხორციელებულმა პოლიტიკამ განაპირობა საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა

და მგზავრთა ნაკადის ზრდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს

საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 1.6 მლნ

მგზავრი, რაც, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49%-ით მეტია. რაც შეეხება 2016 წელს,

აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.83 მლნ მგზავრი, რაც, 2015

წელთან შედარებით, 26%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში საქართველოს ბაზარზე შემოვიდა არაერთი ავიაკომპანია: 2016 - El

Al Isreal Airlines, Skybus, Taban Airlines, Zagros Airlines, Pobeda Airlines, Dart; 2017 – Air Arabia Jordan, Gulf

Page 68: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

68 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

Air, Red Wings, Nordstar Airlines, Nordavia – Regional Airlines, Severstal, Kuwait National Airways (Wataniya

Airways), Iran Aseman Airlines, Kish Air, ANDA Air, Wings of Lebanon, Royal Wings Airlines.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის ახალი ტერმინალის

მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და 2017 წლის ივლისში პრაქტიკულად დასრულდა. ჩამომფრენი

მგზავრების მომსახურება ხდება გაცილებით გაზრდილ სივრცეში, ვიდრე ეს ხდებოდა არსებული

ტერმინალის ჩამოფრენის ზონაში. ჩამოფრენის ტერმინალის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის

შემდეგ, დღემდე არსებული ტერმინალი მოემსახურება მხოლოდ გამფრენ მგზავრებს, რაც ხელს

შეუწყობს აეროპორტის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდას. ახალი ტერმინალის პროექტი

ითვალისწინებდა გამფრენი მგზავრებისათვის ფლიგელის დამატებას, რაც ასევე განხორციელებულია.

გამფრენი მგზავრებისთვის აშენდა ასევე საჰაერო ხომალდთან დამაკავშირებელი 2 ხიდი. პროექტის

დამფინანსებელია „ტავ ჯორჯია“.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება

პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოება და სამგზავრო

ტერმინალის გაფართოება. მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქნის გაფართოებისა და

სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის სამუშაოები. ამ ეტაპზე პრაქტიკულად

დასრულებულია საჰაერო ხომალდის 3 სადგომის მშენებლობა, ასევე დამთავრებულია მთლიანი

აეროდრომის ტერიტორიის სანიაღვრე და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია.

დარჩენილია კიდევ 3 სადგომის მოწყობა, ასაფრენ ზოლთან ბაქნის დამაკავშირებელი, საჰაერო

ხომალდის მეორე სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა და ბაქნის განათების სისტემის განახლება და

გაზრდა. აღნიშნული სამუშაოები დაწყებულია და მათი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის

შემოდგომაზე. ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სამგზავრო ტერმინალი, დღეს არსებულ ტერმინალთან

შედარებით, დაახლოებით 3-ჯერ მეტ ფართობზე იქნება განლაგებული.

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მშენებლობა

აეროპორტის პროექტირება დაიწყო 2016 წლის ზაფხულში. აეროდრომისა და ტერმინალის მშენებლობა

დასრულდა 2016 წლის ბოლოს. აეროპორტი გაიხსნა 2017 წლის იანვარში. დღეისთვის აეროპორტში

Page 69: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

69 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კვირაში სამი ავიარეისი ხორციელდება ნატახტრის აეროდრომიდან. აეროპორტში 30-მდე კაცია

დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია.

ომალოს ადგილობრივი დანიშნულების აეროდრომის პროექტირება

ომალოს აეროპორტის ამოქმედების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

მშენებლობის ვადები და სხვა პირობები განსაზღვრული იქნება დეტალური საპროექტო

დოკუმენტაციით.

2.8.4 ტურიზმი

ბოლო 5 წლის განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ

სექტორად ჩამოყალიბდა. 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6 მლნ-ს გადააჭარბა

და, წინა წელთან შედარებით, 7.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 16.8%-ით და 3.978.657 შეადგინა, ხოლო იმ

უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს

საქართველოში, 30.2%-ით არის გაზრდილი.

მთის კურორტების განვითარება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული Skidata-ს (2010-2017) გამშვები სისტემის

მონაცემების თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა

ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. 2017 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 412 711-ს მიაღწია.

ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს

მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. 2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე

პირველად ერთდროულად აშენდა 10 საბაგირო. 2016 წლის ბოლოს კურორტ თეთნულდზე დასრულდა

ოთხი, მიტარბზე სამი, ასევე გუდაურში სამი საბაგიროს მშენებლობა. 2017 წელს აშენდება მესტია-

ჰაწვალის საბაგირო, რომელიც იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. პროექტი ითვალისწინებს

მესტიისა და ჰაწვალის დაკავშირებას საბაგირო გზით, რაც საშუალებას მისცემს ტურისტებს მოხვდნენ

ჰაწვალის კურორტზე რამდენიმე წუთში, რაც აქამდე შეუძლებელი იყო 8 კმ-იან სერპანტინიან გზაზე

ზამთარში. ამასთან, დაგეგმილია ბიგელის ტიპის 130-300 მ სიგრძის ექვსი საბაგიროს მშენებლობა. ამ

საბაგიროებიდან ხუთი სვანეთის რეგიონში (უშხვანარი, მაზერი, ეცერი, უშგული და ლენტეხი), ხოლო

Page 70: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

70 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მეექვსე საბაგირო გოდერძის კურორტზე დამონტაჟდება. საბაგიროების მშენებლობა 2017 წლის ბოლოს

დასრულდება.

მიმდინარეობს მუშაობა კობი-გუდაურის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც

მოხდება კობი-გუდაურის საინვესტიციო მიწების სწორი განვითარება.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების

მიზნით, დაგეგმილია ოლიმპიური სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ

მიზნით ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის ინფრასტრუქტურა, რომლის პროექტირება უკვე

დაწყებულია. ბიატლონის კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარე

წელს დაიწყება ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ტრამპლინის პროექტირება.

2017 წლის 4–7 აპრილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოში ჩაატარა ევროპისა

და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-3 კონფერენცია. ამ ღონისძიებაზე საქართველოს ეწვია 300-ზე

მეტი მსოფლიო სამთო კურორტის ხელმძღვანელი, ინვესტორი, ჟურნალისტი და მსოფლიოს

სხვადასხვა ტურიზმის ორგანიზაციის დელეგატი.

მარკეტინგი

ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის

პოზიციონირების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, არსებული ბაზრების

შენარჩუნებასთან ერთად, კონცენტირებულია ახალი ბაზრების ათვისებაზე, მათ შორისაა გალფის

ქვეყნები და ჩინეთი.

2016 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 21 საერთაშორისო და

შიდატურისტულ გამოფენაში, განახორციელა 16 მიზნობრივ ბაზარზე მარკეტინგული კამპანია და

ჩაატარა 99 პრეს- და გაცნობითი ტური (590 ჟურნალისტი და 287 ტუროპერატორი). ტურიზმის

ეროვნულმა ადმინისტრაციამ აწარმოა სარეკლამო კამპანია საერთაშორისო ონლაინპლატფორმა

Tripadvisor.com-ზე 12 ქვეყანაში და სარეკლამო ონლაინკამპანია ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში

10 ქვეყანაში. გაიმართა ქვეყნის პრეზენტაციები და სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, ქართული

დღეები სკანდინავიაში. განხორციელდა ინტერნეტმარკეტინგი 14 ქვეყნის სხვადასხვა გამოცემაში.

Page 71: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

71 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საკონვენციო ბიურო

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარების მიმართულებით,

როგორიცაა საქმიანი, ღვინის, ეკო-, აგრო-, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვ. საქართველოს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალურად დაიწყო მუშაობა საქართველოს

საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ. ბიურომ უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯები, რის შედეგადაც

მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და ბიზნესჯგუფის მოზიდვა საქართველოში.

საქართველო გახდა ამერიკის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია ASTA-ს ოფიციალური წევრი. 2017

წელს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროში გაწევრიანებული ორგანიზაციების რიცხვმა

42-ს მიაღწია. ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო სამ საერთაშორისო გამოფენაში, რომლებიც საქმიან

ტურიზმს ეთმობა, კერძოდ, IMEX - ფრანკფურტი, Meetings Show - ლონდონი და IBTM Arabia - აბუ-

დაბი.

გარდა ამისა, 4-7 აპრილს საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის

მთის კურორტების მესამე კონფერენციას, რომელსაც სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად

ესწრებოდა მტო-ს გენერალური მდივანი.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ გატარებული აქტივობების შედეგად, 2019 წელს

საქართველო უმასპინძლებს ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18

კონგრესს, ხოლო 2018 წელს Connect Aviation-ის ღონისძიებას (თითოეულს 500-მდე მონაწილე

ეყოლება).

მომსახურების ხარისხის ზრდა

მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ინტენსიური

ტრენინგები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის. გადამზადების კურსები გაიარა

ტურიზმის ინდუსტრიის 1 270-მა წარმომადგენელმა.

2017 წელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგი

მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე გადამზადდა განთავსების ობიექტების 100-მდე მენეჯერი.

Page 72: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

72 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მცირე ინფრასტრუქტურა

„ღვინის გზის“ პროექტის ფარგლებში მოხდა ობიექტების ინვენტარიზაცია და კახეთის რეგიონში

დამონტაჟდა ახალი, რეკომენდებული ღვინის ობიექტების მანიშნებლები. დასრულდა სამუშაოები

ქვეყნის მასშტაბით ახალი ღვინის ობიექტების საგზაო მანიშნებლების ინსტალაციასთან დაკავშირებით.

საქართველოში არსებულ 17 ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს დაემატა საინფორმაციო ცენტრები

წყალტუბოში, ფოთსა და ბაკურიანში.

პირველად შეიქმნა სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის მონიშვნის ქართული

სტანდარტი. მოინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამთო- საფეხმავლო ბილიკები, სულ 200-

მდე კილომეტრი და 16 ბილიკი. მიმდინარეობს სამეგრელოს სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური ტურიზმის განვითარება

პრიორიტეტია. ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (ეტლით

მოსარგებლე/უსინათლო/ნარჩენი მხედველობის) ადაპტირდა მცხეთის ისტორიული ძეგლები:

სვეტიცხოველი, შიომღვიმე, ანტიოქია, სამთავროს დედათა მონასტერი. ადაპტირდა მცხეთის

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც, დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა (პანდუსები, ამწე-

ლიფტები) ეტლით მოსარგებლეთათვის, განთავსდა ტაძრის მაკეტები და სპეციალური დაფები

უსინათლოებისათვის.

2.9 რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა

საქართველოს სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის

რეგიონების განვითარება და მათ შორის უთანასწორობის აღმოფხვრა. რეგიონალური პოლიტიკის

განხორციელებისას უზრუნველყოფილი იქნება თვითმმართველობების ჩართულობა და მათი

საჭიროებების გათვალისწინება, ცალკეული რეგიონის განვითარების პრიორიტეტებისა და

გამოვლენილი პერსპექტიული მიმართულებების შესაბამისად.

ქვეყნის რეგიონალური განვითარების პოლიტიკა და მისი სტრატეგიული ხედვა ეფუძნება

ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრებისა და განვითარების ჩარჩო-

პოლიტიკის პრინციპებს, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული (დარგთაშორისი) და ტერიტორიაზე

მორგებული განვითარების დაგეგმვასა და შესაბამისი რეგიონალური პოლიტიკის წარმოებას.

Page 73: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

73 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სამინისტრო 2016-2017 წლებში (2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით) ინტენსიურად მუშაობდა

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის - „2015-2017 წლების საქართველოს

რეგიონული განვითარების პროგრამის“ ეფექტიანი განხორციელების, შესაბამისი მონიტორინგისა და

ანგარიშგების კოორდინაციის მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც რეგიონალური

განვითარების კუთხით ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ პირველ უწყებათაშორის პროგრამულ

დავალებას წარმოადგენს, აერთიანებს რამდენიმე სამინისტროსა და უწყების ძალისხმევას და შესაბამის

პროგრამულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა საერთო ბიუჯეტიც 3 მლრდ ლარს აღემატება.

პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს

დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ერთი მხრივ, იგი ხელს შეუწყობს

ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო მეორე

მხრივ, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით სოფლად და ნაკლებად

განვითარებულ დასახლებებში.

ამავე დროს, აღნიშნული პროგრამის მიღება, მისი განხორციელების ეფექტიანი და მდგრადი

უწყებათაშორისი მონიტორინგის მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა ევროკავშირის საბიუჯეტო და

სექტორული დახმარების შესაბამისი პროგრამის ფარგლებში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს, რაც

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებითაც არის განპირობებული. საქართველოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უშუალო კოორდინაციითა და

შესაბამის განმახორციელებელ უწყებებთან ერთად მომზადდა პროგრამის შესრულების 2016 წლის

კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც წარედგინა რეგიონული განვითარების სამთავრობო

კომისიას.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება სრულდება 2017 წლის ბოლოს. პარალელურად, შესაბამისი

უწყებებისა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის

ჩართულობით, დაწყებულია სამუშაოები შემდგომი ფაზის, 2018-2020 წლების რეგიონალური

განვითარების პროგრამის შემუშავებაზე.

2.10 გარემოს დაცვა

ეკონომიკური განვითარების პარალელურად, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და

ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საქართველოს

მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

Page 74: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

74 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად გრძელდება შესაბამისი რეფორმები. 2016 წელს

საქართველო შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)

„მწვანე ზრდის დეკლარაციას“ და დაიწყო მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავება. მდგრადი

განვითარების მიზნების ,,ნაციონალიზაციის” ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

სამინისტრომ იკისრა 3 ახალი ვალდებულება უკანონო თევზჭერის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და

დაცული ტერიტორიების მიმართულებით. შესაბამისად, ამჟამად სამინისტრო პასუხისმგებელია

მდგრადი განვითარების 5 მიზნის 9 ქვემიზნის შესრულებისათვის. ამასთან, საანგარიშო პერიოდში

საერთაშორისო წყაროების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო 26 ახალი პროექტი, რომელთა ძირითადი

მიზანია ქვეყნის მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების

ხელშეწყობა და ეროვნული მიზნების განხორციელება.

შემუშავდა 2017-2021 წწ. გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის (NEAP-3)

პროექტი, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის

მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტს და განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან ხედვას, პრიორიტეტებსა და

სამოქმედო გეგმას მომავალი ხუთი წლის პერიოდისათვის. საზღვაო მმართველობის სფეროში

ინტეგრირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა

საზღვაო მმართველობის საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. ხორციელდება

ევროკავშირის დაძმობილების პროექტი - ,,სამრეწველო დაბინძურებისა და რისკების სფეროში

ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების და იმპლემენტაციის მიზნით

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული

შესაძლებლობების გაძლიერება (IPPC)”.

2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში გამოვლინდა გარემოსდაცვითი

კანონმდებლობის დარღვევის 10 538 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის - 490 ფაქტი.

სამართალდამრღვევებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ შეადგინა 4 050 900 ლარი, ხოლო გარემოსთვის

მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ 7 259 526 ლარი. სამინისტროს ,,ცხელ ხაზზე - 153“

შემოვიდა 10 353 ზარი, მათ შორის, 2 764 - შეტყობინება გარემოს დაცვის სფეროში

სამართალდარღვევების თაობაზე, რომლებზედაც მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული

რეაგირება.

2017 წლის 21 ივნისს ძალაში შევიდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. კოდექსით

გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები ამოქმედდება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან.

Page 75: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

75 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოში პირველად დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების

სისტემა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის სივრცითი და ეკონომიკური დაგეგმვისას გათვალისწინებული

იქნება გარემოსდაცვითი ინტერესები.

გარემოს დაზიანების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა გარემოსდაცვითი

პასუხისმგებლობის სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადებისთვის

პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი. შემუშავდა ,,გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ” კანონის

პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის

რეფორმირებასა და ,,დამბინძურებელი იხდის პრინციპის” შესაბამისად სამართლებრივი ჩარჩოს

შექმნას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებისა და ასეთი ზიანის

პრევენციისათვის.

ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსებით მდგრადი სარგებლობის

უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ" კანონპროექტი. შავ ზღვაში

სამრეწველო თევზჭერის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს თევზჭერის

ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მოდულების შემუშავება და საქართველოს შავი ზღვის

სანაპიროს სარეწაო ობიექტების პოპულაციური ანალიზი სამრეწველო თევზჭერის მარაგების

შეფასებისა და კვოტების განსაზღვრის მიზნით. გაიზარდა ბიოლოგიური მონიტორინგის წერტილები

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და შიდასახმელეთო წყალსატევებზე.

გრძელდება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება. შემუშავდა საქართველოს დაცული

ტერიტორიების განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებისათვის და სამოქმედო გეგმა 2017-2020

წლებისთვის. გრძელდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და

გაუმჯობესება. აშენდა ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქობულეთისა და კინტრიშის

დაცულ ტერიტორიებზე. დაიწყო და მიმდინარეობს მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის, ალგეთისა და

ყაზბეგის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. 2017

წელს სოციალური პროექტების ფარგლებში ჩატარებული კონკურსების შედეგად, კინტრიშისა და

ყაზბეგის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის გამოიყო 254 000

ლარი. მომზადდა ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის სამუშაო ვერსია. მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სისტემის კანონის განახლება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების

შესახებ შეთანხმებისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ახალი პრინციპების

შესაბამისად.

Page 76: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

76 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 44%-ით მოიმატა საქართველოს

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (321 957 ვიზიტორი), მათ შორის ქართველი

ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა 37%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 45%-ით.

ჩატარდა დემარკაცია 59 დაცული ტერიტორიის 393 257.4 ჰა ფართობზე და საზღვრები გაიმიჯნა კერძო

და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისგან. 48 დაცული ტერიტორია სრულად

დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (268 091.30 ჰა) და 10 დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით

კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილებები. შეფასდა ვაშლოვნისა და ლაგოდეხის დაცულ

ტერიტორიებზე არსებული საძოვრების მდგომარეობა და შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის

გეგმების პროექტები. შემუშავდა დაცულ ტერიტორიებზე ნარჩენების მართვის სისტემის დაგეგმვის,

სისტემის დიზაინის შემუშავების, განხორციელებისა და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი,

რომლის შესაბამისად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის დაიწყო ნარჩენების

მართვის გეგმის შემუშავება. მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის კანდიდატი 34 ტერიტორიიდან

საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარსადგენი ტერიტორიების შერჩევისა და მათი

წარდგენისათვის მომზადების პროცესი.

ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით მომზადდა ტყის კოდექსის

პროექტი. მომზადდა კანონქვემდებარე აქტების - ,,ტყით სარგებლობის წესის", ,,ტყის აღრიცხვისა და

მონიტორინგის წესის" და ,,ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის" სამუშაო ვერსიები. მომზადდა

სატყეო განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი და შედგა მისი საჯარო განხილვა.

შემუშავდა და მუნიციპალიტეტებთან შეთანხმდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი

,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და მწვანე

ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის შესახებ”. დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების პროექტი -

„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს

სატყეო სექტორის კანონმდებლობის დახვეწის მიზნით საუკეთესო ევროპული გამოცდილების

გაზიარებას, ტყის მართვის სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ტყის საინფორმაციო

და მონიტორინგის სისტემების განვითარებაში დახმარებას. შემუშავებულია ტყისა და

მიწათსარგებლობის ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფის სისტემის

ვებპორტალი. მრგვალი ხეტყის გადამმუშავებელი საამქროების მართვის ელექტრონულ სისტემაში

დაინერგა ახალი მოდულები. ხეტყის, პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიკვლევადობისა და

კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა მერქნული რესურსების მართვის

ელექტრონული სისტემის შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ზედნადების სისტემასთან

ინტეგრირებისთვის (სერვისების გაცვლის მეშვეობით).

Page 77: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

77 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 74.5 ჰა ფართობზე. სულ მოეწყო და რეაბილიტაცია

ჩაუტარდა 25 368 მეტრი სატყეო-სამეურნეო გზას. გურიის რეგიონში 86 000 ჰა ფართობზე დაიწყო ტყის

ინვენტარიზაციის სამუშაოები. ენდოტიით დაავადებული წაბლის კორომების აღდგენა-გაჯანსაღების

მიზნით დაიწყო ტყის აღრიცხვის სამუშაოები (14000 ჰა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. განთავსდა

4000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი 4 სატყეო უბნის ტერიტორიაზე.

ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით კახეთის რეგიონის ყველა

მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა და გაიმართა ავტომატური აგრომეტეოროლოგიური სადგურები.

დაინერგა და ოპერატიულ რეჟიმში გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო

წაყინვების ადრეული გაფრთხილების სისტემა. სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასება

განხორციელდა 1433 დასახლებულ პუნქტში, მომზადდა 201 საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა,

შეფასდა 1101 მოსახლის (კომლის) საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. თბილისის

ტერიტორიაზე გეოლოგიურად უკიდურესად დაძაბულ 3 მეწყრულ უბანზე მოეწყო მონიტორინგის

ქსელი. საქართველოს საავტომობილო გზებზე რთული ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისადმი

მოწყვლად მონაკვეთებზე დამონტაჟდა და გაიმართა 3 სპეციალიზებული ავტომატური საგზაო

მეტეოროლოგიური სადგური. წყალმოვარდნების დროული პროგნოზირებისა და წინასწარი

გაფრთხილების მიზნით დამონტაჟდა და გაიმართა წყლის დონის მზომი 5 ავტომატური

ჰიდროლოგიური საგუშაგო მდ. არაგვის აუზში და ერთი ერთეული საგუშაგო მდ. ლეღვთახევზე.

ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების დროულად პროგნოზირების მიზნით მაღალმთიან ზონაში

შატილსა და კორშაში დამონტაჟდა და გაიმართა 2 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური.

შესაძლო უხვი ნალექების პროგნოზირებისა და შესაბამისი გაფრთხილების გაცემის მიზნით თბილისსა

და ქუთაისში დამონტაჟდა და გაიმართა 2 ელვის რეგისტრატორი. ამავე მიზნით უზრუნველყოფილ

იქნა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოპერატიული წვდომა საქაერონავიგაციის

მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებთან.

2017 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარიზის შეთანხმება კლიმატის

ცვლილების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 7 ივნისს. მომზადდა

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საბოლოო სამუშაო ვერსია; დაიწყო ეროვნულ დონეზე

განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC) შემუშავება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)

დახმარებით მომზადდა და კლიმატის მწვანე ფონდს დასაფინანსებლად წარედგინა

ფართომასშტაბიანი პროექტი ,,მრავალსაფრთხიანი ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა

ქვეყნის მასშტაბით და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში”.

Page 78: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

78 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის

გაუმჯობესების მიზნით თბილისში არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 3 არაავტომატური

სადგური ჩანაცვლდა თანამედროვე ავტომატური სადგურებით და თბილისის ჰაერის ხარისხის

მონიტორინგის ქსელი გახდა სრულად ავტომატიზებული (4 სადგური). ერთი ავტომატური სადგური

ამოქმედდა ქუთაისში. საქართველოს 20 ქალაქში ჩატარდა ჰაერის ხარისხის ყოველკვარტალური

ინდიკატორული გაზომვა და მომზადდა საინფორმაციო რუკები. შემუშავდა „ატმოსფერული ჰაერის

ხარისხის სტანდარტების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. გაფართოვდა მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის

ქსელი. დამატებით 6 წყალპუნქტზე (წყარო) დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური

აპარატურა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა მიღებული ინფორმაციის სიზუსტე. ატმოსფერული ჰაერის

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დგინდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები. 2017 წლიდან

დიზელის ეროვნული სტანდარტი ეტაპობრივად მკაცრდება და 2019 წელს ევრო-4 სტანდარტს

გაუტოლდება. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ზოგიერთ თხევად

საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების

თაობაზე“. დაიწყო ქვეყანაში რეალიზებული საწვავის ხარისხის ეროვნულ სტანდარტთან

შესაბამისობის კონტროლი. დამტკიცდა „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების

ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა.

საანგარიშო პერიოდში დაინერგა საწარმოებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ყოველწლიური

ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, რამაც გაუმარტივა მეწარმეებს სამინისტროსთან ანგარიშგების

პროცესი, უზრუნველყო გაფრქვევის შესახებ მაღალი სანდოობის ინფორმაციის ოპერატიულად მიღება

და ხარისხიანი სახელმწიფო აღრიცხვა. ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის

უზრუნველსაყოფად აღნიშნული ელექტრონული სისტემის ბაზაზე შეიქმნა ინტერაქტიული ვებრუკა.

ქვეყანაში ოზონდამშლელი ნივთიერებების (ოდნ) მოხმარების შემცირების მიზნით 2017 წლის

საიმპორტო წლიური კვოტა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით, ხოლო მოხმარების საბაზო დონესთან

(2009-2010 წლების მოხმარების საშუალო მაჩვენებელი) შედარებით 20%-ით შემცირდა.

წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლის მიზნით მომზადდა ,,წყლის

რესურსების მართვის შესახებ" კანონპროექტის რეგულირების ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი

(RIA). რაც შეეხება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებას, დამტკიცდა

რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი

განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი

Page 79: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

79 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

,,ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმა".

განისაზღვრა ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური

ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის)

მოთხოვნები.

ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულია მუნიციპალური ნარჩენების

მართვის 5-წლიანი გეგმის პროექტები (კახეთის რეგიონი: თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის მუნიციპალიტეტები; აჭარის რეგიონი: ბათუმის,

ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის მუნიციპალიტეტები). დამტკიცდა ტექნიკური

რეგლამენტი ,,სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ”. სატესტო რეჟიმშია ნარჩენების

ელექტრონული რეესტრი და მონაცემთა ბაზა. ქიმიური ნივთიერებების მართვისა და კონტროლის

გაუმჯობესების მიზნით დასრულდა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) შესახებ

არსებული ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა/შეფასება.

გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად შემუშავდა ,,განათლება

მდგრადი განვითარებისათვის” - საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმის (2018-

2022) სამუშაო ვერსია. 2017 წლიდან დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასების) ყველა სასკოლო

სახელმძღვანელოში შეტანილია მდგრადი განვითარების პრინციპები. დამტკიცდა გარემოსა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემისა და

პროაქტიული გამოქვეყნების წესი. შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის

სისტემის საბაზისო პლატფორმა და 2017 წლის 30 ივნისიდან სატესტო რეჟიმშია სისტემის კლიმატის

ცვლილების მოდული.

Page 80: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

80 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

3. სოციალური განვითარება

3.1 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

3.1.1 ჯანმრთელობის დაცვა

საყოველთაო ჯანდაცვა

2013 წლის თებერვლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც სათავე დაუდო

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით

უნივერსალურ სარგებლობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს გეგმიურ ამბულატორიულ,

გადაუდებელ ამბულატორიულ-სტაციონარულ და გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას, ასევე

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და მშობიარობას.

მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი

მიღწევები - გაიზარდა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, გაიზარდა სამედიცინო სერვისების

გამოყენება (უტილიზაცია), შემცირდა ფინანსური და ტერიტორიული ბარიერები და გაფართოვდა

არეალი.

2017 წლის მაისიდან პროგრამის შემდგომი რეფორმირებისათვის მიზანშეწონილად ჩაითვალა

ბენეფიციარების დიფერენციაციის ახალი კრიტერიუმების შემუშავება (შემოსავლების

გათვალისწინებით), რომლის ამოსავალი წერტილია უფრო მეტად საჭიროებაზე ორიენტირებული

სერვისების მიწოდება და ,,სოციალური სამართლიანობის“ პრინციპის მეტად განვითარება.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომლებიც

რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების“ მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათთვის

მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების

სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში

გათვალისწინებულია გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული

დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მთელი რიგი სამკურნალო

მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა. ერთ თვეში ამ მომსახურებით უკვე ისარგებლა 7000-ზე

მეტმა პაციენტმა.

Page 81: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

81 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

C ჰეპატიტი

2015 წლის 21 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია „გილეადსა“ და

საქართველოს მთავრობას შორის, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის

დაწყებას.

თუ პროგრამის პირველ ეტაპზე პროგრამაში ერთვებოდნენ პაციენტები ღვიძლის დაზიანების მაღალი

ხარისხით, 2016 წლის 10 ივნისიდან მოიხსნა ჩართვის კრიტერიუმები და ამჟამად სერვისი

გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებისთვის, ასევე პენიტენციარულ დაწესებულებებში

განთავსებული ბრალდებულებისთვისა და მსჯავდებულებისთვის, რომელთა სისხლშიც განისაზღვრა

C ჰეპატიტის ვირუსი.

გამარტივდა დიაგნოსტიკური ალგორითმი, გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებების

გამტარუნარიანობა. გაძლიერდა პიარკამპანია, სკრინინგი. დაიწყო აივ-ინფექციით/შიდსითა და C

ჰეპატიტით დაავადებული პირების ვაქცინაცია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

საქართველოს მთავრობის მიერ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

განხორციელებული ქმედითი ინიციატივებისა და გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად,

საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა

სიკვდილიანობა შეამცირა 48-დან (1990 წელს) - 12-მდე (2015 წელს) 1000 ცოცხალშობილზე, ნაცვლად

სამიზნე - 16-ისა. თუმცა, მდგრადი განვითარების მიზნებისათვის საქართველო მიერ დასახული

ამოცანა კიდევ უფრო ამბიციურია: 2030 წლისთვის დედათა სიკვდილიანობის შემცირება 12-მდე

100.000 ცოცხლადშობილზე, ნეონატალური სიკვდილიანობის შემცირება 5-მდე 1000

ცოცხლადშობილზე, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილობის შემცირება 6-მდე 1000

ცოცხლადშობილზე.

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით ქვეყანაში

მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის

პროცესის დაწყება, რომელიც ითვალისწინებს პერინატალური სერვისის მიმწოდებელი

დაწესებულებების დონეების და მათი როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას, რათა საჭიროების

Page 82: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

82 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სწორი პაციენტის სწორ სამედიცინო დაწესებულებაში სწორ

დროს მიმართვა და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანი რეფერირება. რეგიონალიზაცია მიმდინარე

წელს დასრულდება ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ხელშესახები შედეგებია - 2016 წელს დაფიქსირდა

დედათა სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში - 22,9/100 000

ცოცხლადშობილზე.

ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით დაიწყო ჯანდაცვის სისტემის

რეფორმირების პირველი ეტაპი, რომელიც ორიენტირებული იყო მოსახლეობისათვის სერვისების

უნივერსალურ ხელმისაწვდომობასა და სერვისის მიმწოდებელთა თავისუფალ არჩევაზე.

რეფორმირების მეორე ტალღა მიმართულია ხარჯთეფექტიანი და მაღალხარისხიანი სამედიცინო

მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის

ფარგლებში განხორციელდება მოთხოვნაზე ორიენტირებული სერვისების შემსყიდველის

ჩამოყალიბება და შესყიდვის აქტიურ მოდელზე გადასვლა, მართული კონკურენციის ელემენტის -

სელექციური კონტრაქტირების გამოყენების გზით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებისთვის სელექციური კონტრაქტირებით

უზრუნველყოფილი იქნება ის გადაუდებელი ოპერაციები, კრიტიკული მდგომარეობების მართვა,

მაღალხარჯიანი და შედარებით იშვიათად გამოყენებული ჩარევა, რომლებიც საჭიროებს შესაბამის

უნარ-ჩვევებსა და რელევანტურ ინფრასტრუქტურას, რათა მიღწეულ იქნეს საუკეთესო

შედეგები/გამოსავლები. მიმდინარე წლის მარტიდან სამეანო სერვისებისთვის უკვე განხორციელდა

მიმწოდებლების სელექცია.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

დღესდღეობით საკონსულტაციო კომპანია ,,Global Alliance”-თან ერთად შემუშავებულია პირველადი

ჯანდაცვის სტრატეგიის პროექტი, რომლის მიხედვითაც დამუშავების პროცესშია იმპლემენტაციის

კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი

პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს

Page 83: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

83 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

3-წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს აშშ-ის თავდაცვის

საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA). დაგეგმილია BMJ–ის პლატფორმაში კლინიცისტების

რაოდენობის გაზრდა და სოფლის ექიმების ჩართვა. დღეის მდგომარეობით პორტალში ჩართული

არიან მსხვილი კლინიკებისა და წამყვანი ჰოსპიტალური ქსელების კლინიცისტები (1000–ზე მეტი

მომხმარებელი).

ელექტრონული ჩანაწერების სისტემა

2013 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ჯანმრთელობის დაცვის ერთიან ელექტრონულ სისტემას. 2016

წლიდან ამოქმედდა კიბოს და „დაბადების“ რეესტრები, დაიწყო ელექტრონული რეცეპტის

პილოტირება, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემაზე, რომლის

პილოტირებაც დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან.

3.1.2 სოციალური დაცვა

საჭიროებაზე დაფუძნებული მიზნობრივი სოციალური პოლიტიკისა და ოჯახების მეთოდოლოგიის

დახვეწის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, შემუშავდა და

დაინერგა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების

ახალი მეთოდოლოგია, რომელიც უკეთ ასახავს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებას. ახალი

მეთოდოლოგიით შემოღებულ იქნა სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა და ბავშვის

ბენეფიტი. შესაბამისად, უფრო მეტ დახმარებას იღებს ის ოჯახი, რომელიც უფრო მეტად საჭიროებს

დახმარებას სახელმწიფოსგან.

საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მოტივაციის გაზრდის მიზნით,

შემოღებულ იქნა მინიმალური პირობითობა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა

ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრ(ებ)ს ვალდებულება აქვთ

დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე.

რეგისტრაციის შედეგად მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების,

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების, დასაქმების ფორუმების შესახებ და ეძლევათ

მეტი საშუალება გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე და შეიქმნას მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის

მოპოვების წინაპირობები.

Page 84: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

84 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2016 წლის ივლისიდან ასაკით პენსიის ოდენობა განისაზღვრა 180 ლარით. ამავე დროს 180 ლარამდე

გაიზარდა სოციალური პაკეტი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2016 წლის

სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერთათვის და სოციალური

პაკეტის მიმღებთათვის გაიცემა დანამატი პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. 2017 წლის

ივნისის მდგომარეობით პენსიის/სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებია 78 ათასამდე პირი. ასევე

გაიცემა დანამატი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ

სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალისათვის (ექიმებისთვის - პენსიის

ორმაგი ოდენობით, ექთნებისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით). 2017 წლის იანვრიდან

ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, ხორციელდება აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის)

მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50

პროცენტის ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის

საფასურისა. ელექტროენერგიის შეღავათით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად

მცხოვრები 63 ათასამდე აბონენტი.

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“

ფარგლებში ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა 2016 წლის იანვრიდან დაბადებულ ყველა

ახალშობილზე, რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები

პირის სტატუსი. დახმარების ოდენობა პირველ და მეორე შვილზე შეადგენს 100 ლარს ერთი წლის

განმავლობაში, მესამე და მომდევნო ბავშვზე - 200 ლარს ორი წლის განმავლობაში.

სოციალური მომსახურების განვითარება ემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე

მორგებულ ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს. სახელმწიფო შშმ პირებისათვის

ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები

უზრუნველყოფილი არიან სხვადასხვა მომსახურებებით. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო

პროგრამის ფარგლებში გაჩნდა ახალი სერვისები, რომელთა ამოცანაა მზრუნველობამოკლებული, მძიმე

და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ

პირობებში მოვლა და აღზრდა, ასევე ზრდასრული შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების

ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფა. გაიზარდა სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა,

Page 85: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

85 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიმწოდებელთა რაოდენობა, პროგრამის მიმღებთა მომსახურების გეოგრაფიული არეალი,

გაუმჯობესდა მომსახურებების ხარისხი.

ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი. თუ პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს

შეადგენდა 17 401 000 ლარს, 2017 წელს შეადგენს - 23 000 000 ლარს.

კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს ევალება განახორციელოს შშმ პირის

სტატუსის მინიჭების სისტემის ძირეული რეფორმა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის

არსებული სამედიცინო მოდელის ნაცვლად შექმნას მექანიზმი, რომელიც იქნება სოციალური მოდელის

იმ პრინციპების შესაბამისი, რომლითაც გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფუნქციონალური

შეფასება და საჭიროებებზე მორგებული გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება. ამ მიზნით,

მოცემულ ეტაპზე გაეროს ბავშვთა ფონდის თანადგომით მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის

შეფასების ახალ მოდელზე გადასვლისთვის საჭირო შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა და

შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ბავშვთა მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და რეაგირების მექანიზმების

გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, რომლის შედეგად

გაიზარდა ბავშვთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი

სერვისის მიწოდება.

მოქმედებს მიუსაფარ ბავშვთა (ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები) საჭირო მომსახურება.

საქართველოს 3 დიდ ქალაქში 700-ზე მეტ ბავშვს მიეწოდა მობილური ჯგუფების, დღის ცენტრებისა და

სადღეღამისო თავშესაფრებით მომსახურება.

2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე

სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც მოიცავს ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების საკითხზე

სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და მიზნებს. ასევე შემუშავებულია 2017-2018

წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის

გაზრდის მიზნით, არსებული მომსახურების ფარგლებში, მიღებულია გადაწყვეტილება

ბენეფიციართათვის თანაგადახდის პრინციპის გაუქმების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა

Page 86: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

86 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ჩართულობას სამკურნალო პროცესში. მიმდინარე წლის ივლისიდან სახელმწიფომ ასევე დაიწყო

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და

ნივთიერება დამოკიდებულების პრევენციის კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობის

განათლება ნივთიერებადამოკიდებულების შესახებ. მიმდინარეობს ტრენინგები სოციალურ მუშაკთა

და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და

ნივთიერებადამოკიდებულების თაობაზე.

დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. დაახლოებით 52.000 დევნილი

ოჯახი არ დაკმაყოფილებულა სახელმწიფოსგან გრძელვადიანი განსახლებით.

არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, დევნილთა საჭიროების გათვალისწინებისა და

გრძელვადიანი განსახლების დროს მოწყვლადი დევნილების საჭიროების მხედველობაში მიღების

მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეიმუშავა შესაბამისი მექანიზმები და პროგრამები.

განსახლების პროგრამებში მონაწილეობის დროს აქცენტი კეთდება დევნილთა მიერ ინფორმირებული

გადაწყვეტილების მიღებაზე.

დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა განსახლების ისეთი ალტერნატივები,

როგორიცაა „სოფლად სახლის“ პროგრამა, იპოთეკური სესხის მქონე დევნილების დახმარების

პროგრამა, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროგრამა, მენაშენეებისაგან ბინების

გამოსყიდვის პროგრამა და სხვ. გარდა აღნიშნულისა, გრძელვადიანი განსახლების მოლოდინში მყოფ

უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ ბინის ქირის სუბსიდირების

პროგრამით.

ვინაიდან არსებული რესურსებით ვერ ხერხდება ყველა დევნილის გრძელვადიანი განსახლებით

ერთდროულად უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართობის დევნილებისთვის განაწილებას

სამინისტრო ახორციელებს მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანებით დამტკიცებული

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რაც გულისხმობს გამჭვირვალე

პროცედურებისა და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე უკიდურესად გაჭირვებული

Page 87: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

87 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

დევნილების შერჩევას. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა

განისაზღვრება ქულათა სისტემის მეშვეობით. ქულების მინიჭება ხდება დევნილი ოჯახის

შემადგენლობის, სოციალური მდგომარეობის, ოჯახის წევრების ასაკის, სტატუსისა და მინისტრის

ბრძანებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმების შესაბამისად.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის წარმართვის დროს პრიორიტეტი ენიჭება ნგრევადი

და სიცოცხლისათვის საშიში ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გამოსახლებას და მათი

ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. დევნილთა

გრძელვადიანი განსახლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მრავალბინიანი საცხოვრებელი

სახლების მშენებლობის პროგრამა. 2017 წელს დასრულდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა

ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც 304 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. ამჟამად მიმდინარეობს

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობები ზუგდიდში (10 კორპუსი, 648 ბინა), გორში (8 კორპუსი, 480

ბინა), წყალტუბოში (2 კორპუსი, 140 ბინა), მცხეთაში (2 კორპუსი, 120 ბინა), ქუთაისში (6 კორპუსი, 480

ბინა).

ბინების შესყიდვა მენაშენეებისგან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. 2016-2017 წლებში

მენაშენეებისაგან შესყიდულ იქნა 1039 ბინა, რომელთა უმეტესობა უკვე გადაეცა დევნილებს. გარდა

იმისა, რომ დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილება ხდება დროულად, აღნიშნული პროგრამა

ასევე ხელსაყრელია ქართველი მენაშენეებისთვის.

„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების

შეძენა. 2016-2017 წლებში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1033 საცხოვრებელი სახლის შესყიდვა,

აღნიშნული პროგრამის უპირატესობა ისაა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან ერთად

დევნილებს აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რაც წარმოადგენს შემოსავლის წყაროს.

„სოფლად სახლის“ პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს დიდი ქალაქებიდან, განსაკუთრებით კი

თბილისიდან, დევნილების სოფლად განსახლებას და მათ ჩაბმას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

საერთო სარგებლობის ფართობის (სხვენები, სარდაფები და სხვ.) დევნილთა მიერ შექმნილ

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში გადაცემა. საცხოვრებლით უზრუნველყოფის

პროცესში მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართობის დევნილთა საკუთრებაში დარეგისტრირების

(დაკანონების) საკითხი. 2016-2017 წლებში 3418 დევნილ ოჯახზე გამოიცა მთავრობის განკარგულება,

Page 88: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

88 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

რომლის საფუძველზეც დევნილებს შეუძლიათ საკუთრებაში დაირეგისტრირონ სახელმწიფოს მიერ

გადაცემული უძრავი ქონება. პროცესი კვლავ გრძელდება.

იმ დევნილებს, რომლებმაც საკუთრებაში დაირეგისტრირეს საცხოვრებელი ფართობი, შეუძლიათ

შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღონ საკუთრებაში

საერთო სარგებლობის ფართობი. საერთო სარგებლობის ფართობის დევნილთა საკუთრებაში გადაცემის

შედეგად, დევნილებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტების მიერ

განხორციელებულ პროგრამებში და ეფექტიანად განახორციელონ შენობების მოვლა–შენახვის

სამუშაოები. 2016-2017 წლებში სამინისტრომ, მუნიციპალიტეტებთან ერთად, დააფინანსა 313

დევნილთა ამხანაგობა და პროცესი კვლავ გრძელდება.

კერძო მესაკუთრეებისგან დევნილთა მიერ დაკავებული ფართობის გამოსყიდვა. 2016-2017 წლებში

კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდულია 72 ბინა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებით

უზრუნველყოფასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის მიზანია საკუთრების უფლების დაცვა, ასევე,

დევნილი და მასპინძელი თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა.

დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა. დევნილების კოოპერატივებში ჩართვის მიზნით სამინისტრო და

მის მმართველობას დაქვემდებარებული სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის

სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან. 2016

წლიდან მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია დევნილთა კოოპერატივებში ჩართვის

პოპულარიზაციის მიზნით.

2016-2017 წლებში დევნილებით დასახლებულ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა საინფორმაციო

შეხვედრები, ასევე რეგულარულად მიმდინარეობს მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ყველა

დევნილთან განახლებული ინფორმაციით საარსებო წყაროების და სხვა სახელმწიფო პროგრამების

შესახებ. ინფორმაციის გავრცელება ასევე ხდება მოხალისეთა დახმარებით კარდაკარის პრინციპით.

დევნილთა მცირე სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა. მცირე სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა

დევნილთა შემოსავლების ზრდის ეფექტიანი საშუალებაა. 2016 წელს სააგენტოს მიერ ჩატარებული

მასშტაბური ხასიათის საინფორმაციო კამპანიის შედეგად, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით

მოსარგებლე დევნილთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს მიკრო- და

მცირე მეწარმეობის პროგრამებით მოსარგებლე დევნილების რაოდენობა გაიზარდა 200%-ით.

Page 89: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

89 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2016-2017 წლებში, მიკრო- და მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, 5000-დან 15.000

ლარამდე დაფინანსება მიიღო 370-მა დევნილმა, საკუთარი საქმის წამოსაწყებად. 2016 წელს სააგენტომ

262 დევნილზე გასცა მცირე გრანტი სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და ქვემო

ქართლის რეგიონებში.

2016 წლის ბოლო კვარტალში სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის

ორგანიზაციასთან ერთად, დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის განხორციელება,

უკიდურესად მოწყვლადი დევნილებისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პროგრამის

სრული ბიუჯეტი მიმართულია იმ დევნილების დასახმარებლად, ვინც მარტოხელა მშობელია ან

ოჯახში ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრი. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით

დაახლოებით 600 ასეთ ოჯახზე გაიცა 2500-დან 5000 ლარამდე გრანტი.

2016-2017 წლებში ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის

ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, პირდაპირი მიყიდვის

წესით (1 ლარად) საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 402 ეკომიგრანტ

ოჯახს, 2017 წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით მინიმუმ 150 ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემა.

ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლების შეძენა. 2016-2017 წლებში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა

და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით შექმნილი „სტიქიური

უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების

საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლებით

უზრუნველყოფილ იქნა 139 სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი.

2017 წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 47 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. აღნიშნული

სახლების შესყიდვა განხორციელდა შერჩეული ოჯახების მიერ წარმოდგენილ სახლებზე სსიპ ლევან

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების

საფუძველზე, რომელთა შესასყიდად, დადგენილი წესის გათვალისწინებით, სამინისტრომ გადაიხადა

არა უმეტეს 25000 ლარისა თითო ოჯახზე.

Page 90: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

90 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ნარკოპოლიტიკა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 2011 წლიდან

კოორდინაციას უწევს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას, აქტიურად მუშაობს ქვეყანაში

არსებული ნარკოპოლიტიკისა და ლიბერალური მიდგომის გავრცელების მიმართულებით.

საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად და მიმართულია მცენარე კანაფისა და

ნედლი/გამომშრალი მარიხუანის მიმართ განსხვავებული პასუხისმგებლობის დაწესებისაკენ.

მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებათა მიმართ სანქციების ლიბერალიზება და განსხვავებული

მიდგომის გამიჯვნის საჭიროება გამომდინარეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

№1/4/592 გადაწყვეტილებიდან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს

წინააღმდეგ“) და №3/1/855 განჩინებიდან (ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური

წარდგინება). ცვლილება ასევე შევიდა 5 ნორმატიულ აქტში, მათ შორის, საქართველოს კანონებში

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული

დახმარების შესახებ“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „არასაპატიმრო

სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსებში.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით გატარდა სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები,

მათ შორის, 2015 წელს ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, და, მეორე მხრივ,

მათი გასაღებისათვის; მიღებულ იქნა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი,

რომელმაც შექმნა აღნიშნული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი; ამასთან,

ზედოზირების შემთხვევაში გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება

სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რითაც მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი

ფაქტორი. მიზანშეწონილია, ასევე, აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის

ლიბერალიზაციის ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ახალი

ცვლილებების პროექტზე მუშაობა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობის გადახედვას

ითვალისწინებს. სახელმწიფოს ანტინარკოტიკული კამპანიის მიმართულებით განსახორციელებელი

ღონისძიებები და აქტივობები გაწერილია საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს

დამტკიცებულ „ნარკომანიასთან ბრძოლის 2016-2018 წლების საქმედო გეგმაში“, რომელიც ემყარება

Page 91: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

91 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებულ ნარკომანიის წინააღმდეგ

ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიას. ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია ეფუძნება ოთხ ძირითად

მიმართულებას, მათ შორის ერთ-ერთია განათლება/პრევენცია, რომელიც გულისხმობს ისეთი

პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფას, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი

ცნობიერების ამაღლებისაკენ და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების

ხელშეწყობას.

სწორედ აღნიშნული მიმართულებითა და პრევენციული პროგრამებით ანტინარკოტიკულ კამპანიას

ახორციელებს ყველა ის პასუხისმგებელი უწყება, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის 2016-2018

წლების სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.

3.2 განათლება

3.2.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება

ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მაღალი ხარისხის თანაბარი ხელმისაწვდომობის

უზრუნველსაყოფად დაიწყო ამ სფეროს უპრეცედენტო რეფორმა: საქართველოში პირველად მიღებულ

იქნა კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელმაც შექმნა მყარი

ფუნდამენტი ამ სფეროს დარეგულირებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების

კომპონენტის დაბრუნებისთვის, შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი

სახელმწიფო სტანდარტები და საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული

სტანდარტები. ბავშვების სკოლისათვის მომზადების მიზნით სკოლამდელ დაწესებულებებში დაიწყო

სასკოლო მზაობის პროგრამების დანერგვა.

3.2.2 ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმართული რეფორმები და ღონისძიებები

უზრუნველყოფს საქართველოს ყველა სკოლაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის ხარისხიან

განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით დამტკიცდა არსებითად გადამუშავებული და

სტრუქტურულად განახლებული 1-6 კლასების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის დანერგვა

2018 წლიდან დაიწყება. მიმდინარეობს ახალი სტანდარტების შესაბამისი, შინაარსობრივად და

ტექნიკურად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოების მომზადება.

Page 92: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

92 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების სტიმულირების მიზნით,

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება

405 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 16 000–მდე მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი დანამატები კი

(2017 წლიდან) თითქმის გაორმაგდა და მიმდინარე წელს მიმართულმა სახსრებმა 37.5 მლნ ლარი

შეადგინა. შედეგად, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი (2012 წელთან შედარებით) 80%-ით გაიზარდა

და ყველა არსებული დანამატის გათვალისწინებით, 800 ლარს მიაღწია. დროებით შრომისუუნარობის

ანაზღაურების წესი პედაგოგების სასარგებლოდ შეიცვალა და ახალი სასწავლო წლიდან

მასწავლებლების ბიულეტენის თანხა გამოიანგარიშება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის

გათვალისწინებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შეტანილი ცვლილებების

შედეგად, წელს მასწავლებლის კომპეტენციების ტესტირებაზე 27.179 მასწავლებელი დარეგისტრირდა,

რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

მოსწავლის ფიზიკური, სოციალური, შემოქმედებითი და საგნობრივი უნარ-ჩვევების განვითარების

მიზნით ამოქმედდა ახალი პროგრამა - „თავისუფალი გაკვეთილები“, რომლის ფარგლებშიც

საქართველოს 926 საჯარო სკოლის 40 728 მოსწავლე დამატებით ჩართულია სპორტულ, სახელოვნებო,

წიგნიერებისა და ინტელექტუალურ აქტივობებში.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის დაიწყო ქართული ენის დისტანციური სწავლება,

რომლის ფარგლებშიც 21 ქვეყნის 300 ემიგრანტი ბავშვი ეუფლება ქართულ ენას. მოთხოვნის

შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მათი რაოდენობა 150%-ით გაიზრდება.

ქვეყნის მასშტაბით დასრულდა ხუთი და დაიწყო 19 ახალი (მათ შორის, 13 მცირეკონტინგენტიანი)

სკოლის მშენებლობა. დაპროექტებულია და წლის ბოლომდე დაიწყება 6 ახალი 60-ბავშვიანი სკოლა.

გრძელდება საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის

(MCC) მხარდაჭერით განხორციელდა 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების

შესაბამისად. ახალ სკოლებში 6 000-მდე მოსწავლე მიიღებს განათლებას.

445 საჯარო სკოლაში უსაფრთხო და პოზიტიურ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს

საგანმანათლებლო დაწესებულების 1 275 მანდატური; წელს პირველად ეთნიკური უმცირესობებით

კომპაქტურად დასახლებული რეგიონების 30 სკოლაში 70 მანდატური შევიდა.

ყოველწლიურად იზრდება ინკლუზიური განათლების ფარგლებში ჩართული შეზღუდული

შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების რაოდენობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10%-მდე

Page 93: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

93 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გაიზარდა მათი რაოდენობა და დღეისათვის საგანმანათლებლო სერვისით 7 000-მდე სპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე სარგებლობს. 100-ზე მეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე

ბავშვი განათლების მეორე შანსის პროგრამაშია ჩართული. მათ 1400- ზე მეტი სპეცმასწავლებელი

ემსახურება.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მოსწავლეთა უფასო

სახელმძღვანელოების პროგრამა. ყველა პირველკლასელს და საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ,

წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცემა კომპიუტერი. 1 200-ზე მეტი სკოლის 67 000-მდე

მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი.

3.2.3 პროფესიული განათლება

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის, მთავრობის ახალი ინიციატივებისა და კერძო

სექტორის როლის ზრდის შედეგად, 2015 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა პროფესიული

განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა; 12 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით. გრძელდება ინკლუზიური

პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო

დაწესებულებებში.

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით, დაიწყო დუალური

პროგრამების განხორციელება, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის პარალელურად წარმართვას

კოლეჯსა და საწარმოში წინასწარ შეთანხმებული სასწავლო გეგმის საფუძველზე. 2016 წელს მთელი

რიგი დუალური პროგრამები დაინერგა სოფლის მეურნეობის სფეროში, ხოლო 2017 წლიდან

აღნიშნული მიდგომა დაინერგება ტურიზმის მიმართულებითაც. შედეგად, იზრდება დამსაქმებელთა

აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ პროგრამების შემუშავების, არამედ მათი განხორციელებისა და

სტუდენტების შეფასების პროცესებში.

საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში

დამსაქმებლების მონაწილეობით შემუშავდა 34 ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა და

დასანერგად მომზადდა 24.

სახელმწიფოსთვის თანაბრად პრიორიტეტულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფის განათლების

ხელშეწყობა. შესაბამისად, შემუშავდა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდასრულ მოსახლეობას

Page 94: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

94 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სახელმწიფო დაფინანსებით, მოკლე ვადაში გაიუმჯობესოს პროფესიული უნარები და

კონკურენტუნარიანი დაბრუნდეს შრომის ბაზარზე.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდა „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი

კანონპროექტი, რომელიც საფუძველს უქმნის პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადი

განათლების მიწოდებას, რაც, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტს გზას გაუხსნის უმაღლესი

განათლებისაკენ; კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლების ფარგლებში

მიღებული კრედიტების აღიარებას უმაღლესი განათლების საფეხურზე. მნიშვნელოვანია, რომ

კანონპროექტი ბიზნესსექტორს შესაძლებლობას აძლევს აქტიური როლი შეასრულოს პროფესიული

განათლების ფორმირების ყველა ეტაპზე.

სტუდენტთა სამეწარმეო იდეების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში

ამოქმედდა სამრეწველო ინოვაციების 14 ლაბორატორია (ფაბლაბი).

მომზადდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩოს პროექტი და

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც სრულად თავსებადია ევროპული კვალიფიკაციების

ჩარჩოსთან. აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ საქართველოში გაცემული

კვალიფიკაციები და საერთაშორისო განათლების სივრცეში გაცემული კვალიფიკაციები იქნება მსგავსი.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებას, სტუდენტების

მობილობასა და დასაქმებას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 12-მილიონიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 45 პროგრამა (საინჟინრო, სატრანსპორტო, სოფლის

მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით). აღნიშნულ პროგრამებზე ჩაირიცხება 1500-მდე პროფესიული

სტუდენტი. სწავლის დასრულების შემდეგ მთელ რიგ პროგრამებზე პროფესიულ დიპლომთან ერთად

გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები.

პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი

სასწავლო კორპუსები იხსნება საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც მანამდე პროფესიული

განათლების მიღების შესაძლებლობა არ არსებობდა. ესენია ლაგოდეხი, სტეფანწმინდა, თიანეთი და

ხობი.

Page 95: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

95 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მომზადდა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი მოდელი,

მათ შორის, ახალი სახელფასო სქემაც, რომლის სისტემური ამოქმედებაც უზრუნველყოფს

მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების მიდგომის ჩამოყალიბებას (ცოდნის,

გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების ანალიზის საფუძველზე).

პროფესიული განათლების ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური რეფორმის შედეგად,

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სტაბილურად მზარდია. 2016 წლის კვლევის

მიხედვით, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 33%-დან (2013 წელს) 56%-მდე

გაიზარდა, ხოლო მთელი რიგი მიმართულებებით - 70%-ს აჭარბებს.

3.2.4 უმაღლესი განათლება

უმაღლესი განათლების დარგში მიმდინარე ღონისძიებები უზრუნველყოფს ქართველი და უცხოელი

სტუდენტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს ქვეყნის

რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე საქართველოს უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფუნქციონირებს 25 პროგრამა, რომლებიც სტუდენტებს

საერთაშორისო დონის დიპლომით უზრუნველყოფს; ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ

ენებზე ხორციელდება 170-მდე უცხოენოვანი პროგრამა; დაახლოებით 9000 უცხოელი სტუდენტი იღებს

განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში. საერთაშორისო არენაზე ქართული უმაღლესი

განათლების მიმართ ნდობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის:

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების

დაფინასების ახალი, ეფექტიანი მოდელის დანერგვაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება

ქვეყნის განვითარების საჭიროებებსა და ეკონომიკის გაძლიერებაზე;

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების

უზრუნველსაყოფად და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზიის პროცესის

ხელშესაწყობად, შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის

სტანდარტები და პროცედურები. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების აღიარება საქართველოში, რაც ქართული და

წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების თანამშრომლობას შეუწყობს ხელს;

უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აგრძელებს

სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტების, ბაკალავრიატის პროგრამული

მიმართულებებისა და სხვადასხვა სოციალური პროგრამის დაფინანსებას (ჯამური ბიუჯეტით

Page 96: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

96 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

128.8 მლნ ლარი). ბენეფიციართა რაოდენობა 50 000 სტუდენტზე მეტია. 19 უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტი)

საგანმანათლებლო პროგრამები. პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა სწავლას სრულად აფინანსებს

სახელმწიფო. მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული

საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების (300 კრედიტი) ასამოქმედებლად;

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS+ და 131 პარტნიორ

ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს წარმატებული პროექტების კუთხით. შედეგად, 1500-ზე მეტი

ქართველი სტუდენტი დაფინანსდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების

მიზნით. 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

დაფინანსდა ინსტიტუციონალური თანამშრომლობის 5 ახალი პროექტი ქართული

უნივერსიტეტების მონაწილეობით, დაფინანსდა Jean Monnet ერთი ახალი პროექტი და 21

სტუდენტმა მიიღო სტიპენდია ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. ამასთან, განათლების

საერთაშორისო ცენტრმა დააფინანსა 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდის სწავლა მსოფლიოს

წამყვან უნივერსიტეტებში. სასტიპენდიო პროგრამები, სწავლის საფასურთან ერთად,

ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს;

დაწყებულია თანამშრომლობა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME),

რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე დაგეგმილია ფედერაციისგან აღიარების მოპოვება. ეს

ნიშნავს, რომ საქართველოში აკრედიტებული პროგრამები მთელ მსოფლიოში იქნება

აღიარებული. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროგრამების

კურსდამთავრებულები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებასა და

დასაქმებას;

2017 წელს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს სპეციალური პროგრამა „ისწავლე

საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს ხელშეწყობით, სამიზნე ქვეყნებში მრავალგანზომილებიანი საინფორმაციო კამპანია

დაიწყო. საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენების საშუალებით საქართველოს უმაღლესი

სასწავლებლებით მრავალი სტუდენტი დაინტერესდა;

დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის განხორციელება. გაფორმდა

საერთაშორისო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური

უნივერსიტეტი (TUM International), ქართულ მხარესთან ერთად, შეიმუშავებს ქუთაისის

საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს.

Page 97: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

97 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კომპლექსი სრულ დატვირთვაზე გადასვლის შემდეგ მოემსახურება 60 ათასამდე სტუდენტს.

ასევე, შეიქმნება ინოვაციური ტექნოლოგიების ეკონომიკაში ტრანსფერის ცენტრი, რომელიც

რეგიონს მოემსახურება;

მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსოფლიო

უნივერსიტეტების რანგირების სისტემაში ინტეგრაციის მიმართულებით.

3.2.5 მეცნიერება

მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და განვითარება, საერთაშორისო კავშირების

დამყარება, ასევე მისი კომერციალიზაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ

პრიორიტეტს:

განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროგრამული დაფინანსება მათი

სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით. დაფინანსების მოცულობა 21 მლნ ლარს შეადგენს;

გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საგამომცემლო ბაზებთან (ELSEVIER BV);

ფუნდამენტური კვლევების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში

სამეცნიერო მიმართულებები 2017 წელს 2.2 მლნ ლარით დაფინანსდება;

საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების

ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა ერთობლივი კვლევითი საგრანტო კონკურსები

საფრანგეთის კვლევის ეროვნულ ცენტრთან, იტალიის კვლევების საბჭოსთან და გერმანიის

იულიხის კვლევით ცენტრთან. გამოცხადებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის

ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი. მეცნიერების

განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად ცხადდება 20-მდე საკონკურსო

პროგრამა სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროში;

ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენისა და წახალისების, მკვლევართა ახალგაზრდა

თაობის განვითარებისა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღია კონკურსის

წესით დაფინანსდა 26 ახალგაზრდა მეცნიერი, 76 დოქტორანტი, 58 მაგისტრანტი. არსებული

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაფინანსდა 8

სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა;

მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სამეცნიერო და

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში,

დაფინანსდა პრიორიტეტული პროექტები. დაფინანსების მოცულობა 5 მლნ ლარს შეადგენს;

Page 98: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

98 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

დაიწყო საქართველოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი

ერთობლივი კვლევითი პროგრამის განხორციელება;

მნიშვნელოვანი რესურსია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის „ჰორიზონტი

2020“-ის 77-მილიარდიანი ფონდი, რომლის წევრიც საქართველო 2016 წელს გახდა და რომლის

ფარგლებშიც, კონკურსის წესით, უკვე დაფინანსდა ქართული ორგანიზაციების მიერ

წარდგენილი 16 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1.6 მლნ ევრო. ჰორიზონტი 2020-ის

პროგრამაში საქართველოს მონაწილეების რაოდენობის გაზრდის მიზნით განხორციელდა

საინფორმაციო ღონისძიებები და გაწეულ იქნა ინდივიდუალური კონსულტაციები. გარდა ამისა,

საქართველოს 7 უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი წარმატებით იღებს მონაწილეობას

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოქმედ ევროპული თანამშრომლობის ჩარჩო-

პროგრამის „COST“-ის აქტივობებში;

მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს უკვე მეორედ გაიმართა

საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 130-ზე მეტი სამეცნიერო

ღონისძიება.

3.3 კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის პოლიტიკა

3.3.1 კულტურა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, კულტურულ

მემკვიდრეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ბოლო პერიოდში, რეაბილიტაცია - კონსერვაცია ჩაუტარდა

კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლს, მათ შორის განხორციელდა: ვარძიის გადარჩენის გეგმის მე-4

ეტაპი, მუცოს კომპლექსის რეაბილიტაციის 80% და სხვ. მსოფლიო ბანკი აქტიურად მონაწილეობს

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროექტებში.

RDPIII-ის ფარგლებში, 2015-2020 წწ-ში მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის

რეგიონალური განვითარების პროექტები.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO“-ს კაცობრიობის არამატერიალური

კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი, ამავე ნუსხაში შესატანად

ნომინირებულია „ქართული ჭიდაობა“.

„UNESCO”-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის

მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან მსოფლიო

Page 99: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

99 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა; მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს

გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა.

საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქართული

ისტორიული ახალი კერების გამოსავლენად არქეოლოგიური კვლევები განხორციელდა ალამინოსში და

მოხდა გათხრილი ძეგლის კონსერვაცია.

შემუშავდა სტრატეგიული დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები: საქართველოს ოკუპირებულ

ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების

დაცვა/პოპულარიზაციის სამოქმედო გეგმა; საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული

მემკვიდრეობისა და ქვეყანაში არსებული ე.წ. ,,ზიარი" კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და

მოვლა-პატრონობის სამოქმედო გეგმა; საგანგებო სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის

უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვისა და საგანგებო მართვის სამოქმედო გეგმა; დამტკიცდა

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების

შტაბის საქმიანობის წესი“.

სამინისტრო ახორციელებს კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მნიშვნელოვან

პროექტებს. დასრულებულია სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტის, სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ ჭიათურის

აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სხვათა

რეაბილიტაცია. მიმდინარეობს სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების

პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო

სამხატვრო აკადემიისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.

სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მუზეუმების ხელშეწყობა. ამ მიზნით შემუშავდა

„საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემა - www.egmc.gov.ge’’ - საქართველოს

სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც

ამ დროისთვის დანერგილია 6 სსიპ მუზეუმში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური

მუშაობის შედეგად, 2017 წელს საქართველო არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს კულტურის,

მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის ბიუროს წევრად; გრძელდება

Page 100: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

100 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

თანამშრომლობა „ICCROM“-სთან კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და კონსერვაციის სფეროში

საწრთვნელი პროგრამის მომზადების მიზნით.

ხელმოწერილია თანამშრომლობის ხელშეკრულებები 4 ქვეყანასთან, ხოლო მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები მსოფლიოს 36 ქვეყანასთან და 3 კონვენციაზე. სამინისტრო

გაწევრიანდა ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში - ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების

გაფართოებული წილობრივი შეთანხმება (EPA), ხელოვნების საბჭოებისა და კულტურის სააგენტოების

საერთაშორისო ფედერაცია (IFACCA).

ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის

სფეროში თანამშრომლობის პროგრამას 2017-2021 წლებისთვის“. დიდი ყურადღება დაეთმო UNESCO-ს

მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხებში ახალი ქართული

ნომინაციების შეტანას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული

მემკვიდრეობის დაცვის საკითხის აქტუალიზაციას.

აღსანიშნავია საერთაშორისო დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა. პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“

ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა 10-მა პროექტმა.

საქართველო კულტურული მარშრუტების პროგრამის 27-ე წევრი სახელმწიფო გახდა, რითაც ქვეყანას

გზა გაეხსნა საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე.

საქართველოში პირველად ხორციელდება პროექტი - კვლევა “UNESCO”-ს „კულტურის ინდიკატორები

განვითარებისათვის“, რათა განისაზღვროს კულტურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, განხორციელდა 20 ყოველწლიური

ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი, 98 პროექტი, მათ შორის წიგნის, ლიტერატურის,

თეატრალური, საბავშვო და სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალები, ვიზუალური ხელოვნების

მიმართულებით საერთაშორისო ფორუმი „არტისტერიუმი“, მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი

და სიმპოზიუმი, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული რეწვის ნიმუშების

გამოფენები და სხვ., რითაც ხელი შეეწყო მნიშვნელოვან ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების

მონაწილეობას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპიებიდან გამომდინარე, სამინისტრო მთლიანად

საკონკურსო დაფინანსების სისტემაზე გადავიდა. ამ დროისთვის უკვე გამართულია 21 კონკურსი.

Page 101: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

101 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ფართო საზოგადოებისათვის კულტურის ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფის მიზნით,

განხორციელდა 85 პროექტი, მათ შორის, ქვეყნის 66 მთავარი ბიბლიოთეკის ვაუჩერიზაციის პროექტი;

თეატრებმა, მუსიკალურმა ორგანიზაციებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა გამართეს რეგიონალური

კონცერტები. ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთა ქართულ კულტურულ სივრცეში

ინტეგრირებისა და მათი შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა 65

პროექტი, მათ შორის, უსინათლოთა და ყრუთა კავშირის ხელშეწყობა, პარაორკესტრი, არტთერაპიის

კურსი და სხვ.

აქტიურ ფაზაშია მზადება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს

საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსადგენად.

სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ხელი შეუწყო 7

სტუდენტის სწავლას უცხოეთის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში. ასევე, 241

მოსწავლისა და სტუდენტის მონაწილეობას საერთაშორისო მასტერკლასებში, კონკურს-ფესტივალებში,

სტაჟირებებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში.

დაარსდა სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, რომლის უმთავრესი ამოცანაა, შემოქმედებითი

ინდუსტრიების განვითარება კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს სხვა დარგებთან და

სფეროებთან დასაკავშირებლად, ქვეყნის ეკონომიკაში კულტურისა და შემოქმედებითობის

დამატებითი ღირებულების გაზრდის მიზნით. დაიწყო კულტურის რესურსების სრულმასშტაბიანი

კვლევა და მათი ეფექტიანობის ათვისების მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი და დარგთაშორისი

თანამშრომლობის პლატფორმები. შემუშავდა ,,საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების

განვითარების გზამკვლევი". მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში

ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონების მოსახლეობის ჩართვა. ამ

მიზნით, ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, „კულტურა საზღვრებს

გარეშე“, „სკვერები, ბიბლიოთეკები“ და სხვ.

დაიხვეწა კულტურასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შემუშავებული და

ინიციირებულია „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროექტი, რის მიხედვითაც,

სახელმწიფო ჯილდოების სახით, განისაზღვრა შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას

სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები და მათი ფულადი ოდენობები. მიმდინარეობს

მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტზე.

Page 102: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

102 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

3.3.2 სპორტი

მასობრივი სპორტი

ხორციელდება გასულ წელს სამინისტროს მიერ დანერგილი „მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული

სპორტის მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამა“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

საქართველოს კანონის საფუძველზე. მწვრთნელთა მხარდაჭერა განსაზღვრულია ყოველთვიური

დამატებითი ანაზღაურების სახით, ხოლო თანხის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 50-დან 70

ლარამდე ოდენობით მწვრთნელთა განათლების, ლიცენზირებისა და მიღწეული შედეგების შეფასების

მიხედვით. მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელდა პროგრამის არსებული ბაზის გადასინჯვა, რის

შედეგადაც მნიშვნელოვნად, 300-მდე გაიზარდა პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, რაც გასული

წლის დეკემბრის მონაცემით 174 პირს შეადგენდა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 26

მუნიციპალიტეტის 293 სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელი.

სამინისტრომ სათხილამურო სპორტის ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა „სათხილამურო სპორტის

განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ პროექტი, რომელიც საბოლოო დახვეწის ფაზაშია. პროგრამის

ფარგლებში დაგეგმილია სამთო-სათხილამურო აკადემიების დაარსება და სხვა სასწავლო და

ინფრასტრუქტურული მიმართულებების განვითარება, რომელიც გათვლილია უახლოეს ორ

წელიწადზე.

გარდა ამისა, სამინისტრომ და სათხილამურო ფედერაციამ შეიმუშავეს „სათხილამურო სკოლის

ექსპლოატაციისა და მართვის სტანდარტები“, რომლებიც აერთიანებს რეგულაციებს სპორტული

სკოლების უსაფრთხოების, მწვრთნელთა და პერსონალის კვალიფიკაციის, შენობა-ნაგებობის,

ინვენტარისა და აღჭურვილობის სტანდარტების, სავარჯიშო და საშეჯიბრო ტრასების, კვებისა და

სამედიცინო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით, სხვა სფეროში ჩართულ უწყებებთან, თბილისის

მერიასთან და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ

ცენტრთან თანამშრომლობით, დაიწყო თამბაქოს საწინააღმდეგო „ანტინიკოტინური“ კამპანია.

კამპანიაში ჩართული არიან ცნობილი და წარმატებული ქართველი სპორტსმენები.

Page 103: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

103 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში სამინისტრო აქტიურად ჩაერთო თბილისის მერიასთან და გაეროს

ქალთა ორგანიზაციასთან (UNWOMAN) ერთად დაწყებულ „ქალების სპორტში ჩართვის“ კამპანიის

ღონისძიებებში.

სპორტული ინფრასტრუქტურა

მიმდინარე წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო

ოთხი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის, ორდარბაზიანი, მულტიფუნქციური სპორტის

სასახლეების მშენებლობა რეგიონებში, კერძოდ, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში. აღნიშნული

ობიექტები ერთდროულად მოემსახურება რამდენიმე სპორტის სახეობას, სრულად იქნება

ადაპტირებული და მისი მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება თანამედროვე სტანდარტები. ამას

გარდა, თბილისში დაიწყო 7 სტანდარტული მოედნის, ხოლო ქუთაისში 3 სტანდარტული მოედნის

მშენებლობა, აქედან - 5 ბუნებრივი და 4 ხელოვნური საფარით, რომლებიც რაგბისა და ფეხბურთის

სახეობებისათვის იქნება გამოყენებული. სამინისტრო აგრეთვე აგრძელებს პროგრამის „იცხოვრე

სპორტით, დარჩი ახალგაზრდა“ განხორციელებას და ამ ფარგლებში მიმდინარე წელს დაიწყო გარე

სავარჯიშო მოწყობილობების განთავსება 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეყნის მასშტაბით.

სასპორტო განათლება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების

თანამშრომლობის შედეგად, დაიწყო მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტი - ,,აქტიური სპორტი ყველა

სკოლას", რომელიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის

პროფესორ–მასწავლებლების დახმარებით უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. პროექტის

ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში

გადამზადდებიან თბილისისა და რეგიონების 20 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგები.

საპილოტე პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში იგეგმება

ხუთი ათასი პედაგოგის გადამზადება, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში 2000-მდე ფიზიკური

აღზრდის პედაგოგის გადამზადება იქნება შესაძლებელი.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს

კოორდინაციით, სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულმა ფედერაციებმა შეიმუშავეს ფიზიკური

აღზრდის პედაგოგების სპორტის შესაბამის სახეობაში გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები,

Page 104: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

104 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

რომლებიც საშუალებას მისცემს სკოლებს თავიანთ ბაზაზე დანერგონ სკოლის მოსწავლეებში ყველაზე

მოთხოვნადი სპორტის სახეობები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ ხუთ გუნდური სპორტის

სახეობაში (ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი) გადამზადდება სამი ათასამდე

პედაგოგი.

სპორტული სტატისტიკის მართვა

გრძელდება სამინისტროს მიერ გასულ წელს დანერგილი სპორტის სფეროში არსებული

სტატისტიკური ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემის განვითარება. შედეგად, დღეის

მდგომარეობით შექმნილია სტატისტიკის ერთიანი ბაზა, რომელიც აერთიანებს სპორტსმენების,

სპორტული შედეგებისა და სპორტული ღონისძიებების მონაცემებს, ასევე ისტორიულ მონაცემებს,

სპორტის სფეროში განხორციელებულ კვლევებსა და სპორტულ სტატისტიკას. ამასთან, პორტალზე

მოცემულია სპორტული ობიექტების ერთიანი ბაზა, რომელიც აერთიანებს დეტალურ მონაცემებს

ქვეყნის მასშტაბით არსებული, ყველა ტიპისა და მოცულობის სპორტული ობიექტის შესახებ, რომელიც

დატანილია ელექტრონულ რუკაზე.

საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები

სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე წელს

საქართველომ უკვე უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.

სპორტული შედეგები

სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში, სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა 130-

მდე ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი, 200-მდე სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, მონაწილეობა

მიღებულ იქნა 170 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში.

3.3.3 ახალგაზრდობის პოლიტიკა

,,ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD

VISION-საქართველოს და USAID-ზრდის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი

- ,,ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის პროექტი ადგილობრივ

თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების გზით“.

Page 105: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

105 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული

სამსახურების გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას

ადგილობრივ ცხოვრებაში და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის

შექმნას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის

მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით გადამზადდა საქართველოს 75

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში (მერია, გამგეობა) ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი

პირი და წლის ბოლომდე გრძელდება საპილოტე ჯგუფთან (21 მუნიციპალიტეტი) მუნიციპალური

ახალგაზრდული კოორდინატორის სამუშაოს აღწერილობის პროფესიული სტანდარტისა და

მომზადების პროგრამის დანერგვა/შეფასების პროცესი.

ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები

ახალგაზრდების განვითარებისა და მათი დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნის

ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდასაჭერად, სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი -

,,მეწარმეობის რეგიონალური სკოლა’’, რომლის მიზანია საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში - პანკისის

ხეობაში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში მცხოვრები 17-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო და

ინოვაციური კომპეტენციების, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მისცემს ახალგაზრდებს

საშუალებას, აქტიურად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები პიროვნული განვითარებისთვის,

სტარტაპის დაწყებისა და თვითდასაქმებისთვის. სამინისტროს პროგრამის პარტნიორია USAID-ზრდის

პროექტი. სამინისტროს პროგრამის უშუალო განმახორციელებელია ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული

ინოვაციების ცენტრი’’.

ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მომზადდა პროექტი „საქართველოში

მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა“.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების

ფონდი პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად აფინანსებს სხვადასხვა ახალგაზრდულ

არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა პროექტებიც ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის

განვითარებას, ახალგაზრდების დასაქმებასა და მათ განვითარებას არაფორმალური განათლების

მეთოდების გამოყნებით, სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესს, სამოქალაქო მონაწილეობის

გაზრდასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართვას. ამ მიზნით 2017 წელს

ფონდმა დააფინანსა 39 პროექტი.

Page 106: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

106 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

4. საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა

4.1 საგარეო ურთიერთობები

ორმხრივი დიპლომატია

ამერიკის შეერთებული შტატები

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების

გაღრმავების მიმართულებით. 4 აპრილს ვაშინგტონსა და 23 მაისს თბილისში გაიმართა საქართველო-

აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სხდომები. გაღრმავდა კავშირები აშშ-ის ახალ

ადმინისტრაციასთან. ამ კუთხით აღსანიშნავია მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი

კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში და მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ

ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან და

ასევე სხვა მაღალჩინოსნებთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,აშშ-სა და

საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”.

ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი მკაფიო

გამოხატულებაა 31 ივლისი -1აგვისტოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში

და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ვიზიტის პარალელურად

(30 ივლისიდან 12 აგვისტომდე) ჩატარდა „ღირსეული პარტნიორის“ რიგით მესამე, ყველაზე

მასშტაბური სამხედრო წვრთნები, სადაც საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებდნენ 8 ქვეყნის, მათ

შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და თურქეთის სამხედროები.

აღსანიშნავია აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად

გადადგმული ნაბიჯები: 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში პირველად გაკეთდა ჩანაწერი

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. კანონის თანახმად, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

დაადგენს და კონგრესის ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ რომელიმე

ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის

დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური

მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით. 30 მარტს აშშ-ის სენატმა

მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია; 2 აგვისტოს აშშ-ის

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს H.R. 3364 (Countering America’s

Page 107: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

107 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

Adversaries through Sanctions Act), რომელსაც კანონის ძალა ეძლევა და ფართოვდება რუსეთის

ფედერაციის მიმართ უკვე დაწესებული სანქციები, მათ შორის, საქართველოსა და რეგიონში

აგრესიული მოქმედებების გამო.

საანგარიშო პერიოდში წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია.

ევროპა

გრძელდება მუშაობა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების

მიმართულებით. ურთიერთობების მაღალ დინამიკაზე მეტყველებს გაცვლითი ვიზიტების

ინტენსივობა (50-მდე ვიზიტი). აქტიური დინამიკა შენარჩუნდა ევროპის ლიდერ ქვეყნებთან -

გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან. მიმდინარეობდა მუშაობა

გერმანიასთან თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო

ივნისის ბოლოს ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის

შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე გაკეთდა.

ასევე აღსანიშნავია 23 თებერვალს ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და

თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის მიერ პირველად მიღებული საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია; აგრეთვე 30 ივნისს დანიის მხრიდან,

გამონაკლისის სახით, გამოქვეყნებული საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების

ერთობლივი განცხადება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან

დაკავშირებით, რომელშიც საუბარია, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე ევროპულ და

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის

მხარდაჭერაზე.

საქართველო ასევე აგრძელებდა აქტიურ საქმიანობას ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ოკეანეთის,

ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.

საანგარიშო პერიოდში გაიმართა 15-ზე მეტი პოლიტიკური კონსულტაცია სხვადასხვა ქვეყანასთან.

მრავალმხრივი დიპლომატია

სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს, ეუთოსა და გაეროს ფარგლებში გამართულ

ღონისძიებებში, სადაც რეგულარულად ხდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დემოკრატიის

Page 108: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

108 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის,

გამჭვირვალობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით ქვეყანაში გატარებული

მნიშვნელოვანი რეფორმების წარმოჩენა, რის შედეგადაც საქართველო რეგიონის ლიდერად და მისაბაძ

მაგალითად იქცა.

ქართულმა დიპლომატიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ორგანიზაციებში

საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა ზურაბ

პოლოლიკაშვილმა გაიმარჯვა მადრიდში 12 მაისს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის

აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში. ის დასახელდა კანდიდატად მსოფლიო ტურიზმის

ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე. მის კანდიდატურას ოფიციალურად დაამტკიცებს

ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

1-ელი იანვრიდან საქართველომ 1 წლის ვადით ჩაიბარა სუამის თავმჯდომარეობა, რომელსაც

ახორციელებს თავმჯდომარეობის პროგრამის „ერთად - ძლიერი სუამისთვის“ მიხედვით. 27 მარტს

კიევში გაიმართა სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა პირველი შეხვედრა და სუამის

პირველი ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

კვირიკაშვილმა.

საანგარიშო პერიოდში სამინისტრო აგრძელებდა მუშაობას შავი ზღვის თანამშრომლობის

ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში. სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სავაჭრო-

ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებსა და ფორუმებში.

4.1.1 უსაფრთხოება და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაციია და ტერიტორიული

მთლიანობის აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების

გზით

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კუთხით. ძალისხმევა მიმართულია

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების, რუსეთის

ფედერაციის მხრიდან ანექსიისაკენ მიმართულ მოქმედებებთან დაპირისპირებისა და დეოკუპაციის

მიმართულებით.

Page 109: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

109 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გაგრძელდა მუშაობა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების

შესრულების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა და

განმტკიცებისთვის. აღნიშნული საკითხები სათანადოდ აისახა როგორც საერთაშორისო

ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ნატო) მიღებულ რეზოლუციებში,

გადაწყვეტილებებსა თუ ანგარიშებში, ისე პარტნიორი ქვეყნების განცხადებებში, ანგარიშებსა და მათი

საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ რეზოლუციებში.

საანგარიშო პერიოდში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ორი - 39-ე და მე-40

რაუნდები, რომლებზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად აქტიურად

განიხილებოდა ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების და 2008 წლის 12

აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების

საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები. მონაწილეები საქართველოდან ხაზს უსვამდნენ

დევნილების დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობას. გაიმართა ინციდენტების

პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 7 შეხვედრა გალში და 7 - ერგნეთში, რომლებმაც

ძირითადად კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში ჩაიარა.

საანგარიშო პერიოდში ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.

დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისაკენ. გაგრძელდა პრევენციული მუშაობა

საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა საერთაშორისო

ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხის

წამოსაწევად. 1-ელ ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ

მიიღო საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის

რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა

სტატუსის შესახებ". მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 4-ით (76-დან 80-მდე),

მოწინააღმდეგეების რაოდენობა შემცირდა 1-ით (15 დან 14-მდე, ასევე შემცირდა თავშეკავებულთა

რაოდენობა (64 დან 61-მდე).

საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო

ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობის,

ხალხთაშორისი კონტაქტებისა და დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.

Page 110: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

110 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო

დისკუსიებში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო

მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მეორე სამუშაო ჯგუფს, სადაც დღის წესრიგში

დგება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და

ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, მათი

უფლებების დარღვევისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. 2017 წლის საანგარიშო პერიოდში

გაიმართა ჟენევის დისკუსიების ორი (39-ე და 40-ე) რაუნდი.

სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა რეგულარულად აყენებს საქართველოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების

უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხს და მოითხოვს აღნიშნული ფუნდამენტური უფლების

უზრუნველყოფას.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარულ ჯგუფში ბოლო რაუნდების განმავლობაში

განსაკუთრებით პრიორიტეტულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველებით

დასახლებულ რაიონებში არსებული მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადი სწორედ

გალისა და ახალგორის მოსახლეობაა.

საქართველოს დელეგაციისათვის გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხი

განხილვის ერთ-ერთი უმწვავესი თემაა. მიიღება ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო საზოგადოების

ინფორმირებისა და მხარდაჭერის მოპოვების კუთხით. ქართული დელეგაციის დღის წესრიგის

ძირითადი თემა, ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან ერთად, არის ქართულ/მშობლიურ

ენაზე განათლების მიღების საკითხი, რაც სწორედ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პროცესის

გამოვლინებაა. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა

აღნიშნული ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გრძელდება ისეთი საკითხების განხილვა როგორიცაა:

თანამშრომლობა არქივების საკითხებზე, გარემოს დაცვისა და სხვა საკითხები. აფხაზეთის რეგიონში

კოლხური ბზის გადარჩენისა და სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების

შემუშავების მიზნით 2017 წლის აპრილში ვენაში გაიმართა შეხვედრა ქართველ და აფხაზ

სპეციალისტებს შორის. მონაწილეებმა განიხილეს არსებული ვითარება, გამოწვევები და სამომავლო

ნაბიჯები.

Page 111: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

111 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების

ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გამარტივება. ამ მხრივ

გრძელდება სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც აფხაზეთისა

და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს უფასოდ აწვდის ჯანდაცვის

მომსახურებას. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც კვეთენ საოკუპაციო ხაზს,

შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრულფასოვანი, საჭიროებაზე გათვლილი სამედიცინო მომსახურება

საქართველოში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე მხრივ, საქართველოს

მთავრობა ასევე მუშაობს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისთვის ოკუპირებული

ტერიტორიების შიგნით და დახმარებას უწევს ადგილობრივ სამედიცინო პუნქტებს. 2017 წელს

რეფერალურ პროგრამაში ჩაერთო გალის რაიონის მოსახლეობაც.

საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთის რეგიონს პერიოდულად გადაეცემა სასწრაფო

დახმარების მანქანები, სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინო

დანიშნულების ნივთი.

საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის ამ კომპონენტზე დახარჯული თანხა 2017 წლის 1-ელი

აგვისტოს მონაცემებით შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა აგრძელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის

პროგრამაში ჩართვას და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას. 2017 წლის მარტში ზუგდიდში

გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ემსახურება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა

შესაძლებელი გახდა სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ოკუპირებულ

ტერიტორიებზე მცხოვრები პირების განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და

გამარტივება. მთავრობა აგრძელებს ე.წ. „1+4“ პროგრამის განხორციელებას, რომელიც საშუალებას

აძლევს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აგრეთვე აფხაზებსა და ოსებს, გამარტივებული

პროცედურებით ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობლიურ

ენაზე მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებით, რასაც თან ერთვის ქართულ ენაზე მოსამზადებელი

ერთწლიანი კურსი, ხოლო შემდეგ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა სტუდენტის მიერ შერჩეულ

ფაკულტეტზე. "1+4" პროგრამის ფარგლებში სწავლას აფინანსებს სახელმწიფო.

Page 112: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

112 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით

შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით მიღებული განათლების აღიარების პროცედურების

გამარტივების ინიციატივები. შედეგად, 2017 წლის იანვრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ

პირებს უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე სათანადო განაცხადი შეუძლიათ წარადგინონ

ონლაინ, მათ შორის აფხაზურ ენაზე, ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. განხორციელებული

ცვლილებები ამცირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების ტექნიკურ

დაბრკოლებებს და გზას უხსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სწავლის

გასაგრძელებლად საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ან/და საზღვარგარეთ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებისა და პროცედურების

განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მცხოვრებ სტუდენტებს გამარტივებული წესით ჩაირიცხონ ქართულ უნივერსიტეტებში, ისარგებლონ

საერთაშორისო გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებით და მიიღონ განათლება საზღვარგარეთ

წამყვან ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში.

საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ეფექტიანი

კომუნიკაციის, ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებასა და სახალხო დიპლომატიის

მხარდაჭერას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყენებს

ყველა შესაძლებლობას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კომუნიკაციის განხორციელებისთვის და

აქტიურად მუშაობს დიალოგისა და ნდობის აღდგენის ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის.

2017 წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი ნდობის აღდგენის პროექტის განხორციელება

განათლების, აფაზური ენის განვითარების, ჯანდაცვის, ახალგაზრდების ურთიერთობის, ადამიანის

უფლებათა დაცვის, არქივების, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა მიმართულებით.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას დონორთა მხრიდან არსებული დახმარების

გაგრძელებისა და დამატებითი დახმარების მოძიების მიმართულებით.

დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია

საქართველოს მთავრობის „ჩართულობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მოქმედი საკოორდინაციო

მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც ინარჩუნებს არაფორმალურ კონტაქტებს აღნიშნულ

Page 113: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

113 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საზოგადოებებს შორის, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად აწვდის სხვადასხვა სახის მედიკამენტებს,

მათ შორის იმუნიზაციისა და სხვა ტიპის ვაქცინების, დიაბეტის წამლებს და დახმარებას უწევს

საერთაშორისო ორგანიზაციებს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით, მათ შორის ასოცირების

შეთანხმებით შექმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის

რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის. ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო

მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება წარმოადგენს ევროინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ სარგებელს,

რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ

ოსეთის მოსახლეობისთვის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების

დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობას. აღნიშნული კომისიის მუშაობის ფარგლებში

გრძელდებოდა საქმიანობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ეკონომიკური, სოციალური და

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. კომისიის მუშაობის შედეგად 2017

წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

2017 წლის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით გამყოფი ხაზის მიმდებარე

სოფლების 11891 ოჯახს აუნაზღაურდა გაზის გადასახადი 200 ლარის ოდენობით, ხოლო იმ

სოფლებში, სადაც არ დასრულებულა გაზიფიცირება, ოჯახებს გადაეცა 200-ლარიანი ვაუჩერი;

გამოზამთრების მიზნით გამოიყო 4000 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის შეშა;

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ოჯახების 846 სტუდენტს, რომლებიც

ჩარიცხული არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე, დაუფინანსდა 2016-2017

სასწავლო წლის სწავლის საფასური;

2016 დაიწყო და 2017 წელს გაგრძელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები

მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტირება. აღნიშნული მომსახურებით 2016-2017 სასწავლო წელს

ისარგებლა 37 საჯარო სკოლის 2015-მა მოსწავლემ;

10 სოფელში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები;

Page 114: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

114 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

დასრულდა 62 სოფლის გაზიფიცირება. განხორციელებულია გამყოფი ხაზის სოფლების

მოსახლეთა დაერთება გაზის ქსელზე და აბონენტად დარეგისტრირება. სულ გაზიფიცირებულია

13 913 აბონენტი.

სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა

2017 წლის განმავლობაში გაგრძელდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო

სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. სტრატეგია ეყრდნობა თანასწორობის პრინციპს და მიზნად

ისახავს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფას, სოციალურ და ეკონომიკურ

პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის

გაუმჯობესებას, კულტურისა და იდენტობის დაცვას.

საანგარიშო პერიოდში გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესებისკენ

მიმართული ნაბიჯები:

2017 წლის განმავლობაში გააქტიურდა საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა ქვემო

ქართლისა და კახეთის რეგიონებში, რის შედეგადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელი

შეეწყო ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობას.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გაუმჯობესდა

ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების

ხელმისაწვდომობა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ შექმნიათ პრობლემები

სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი ზეპირი განმარტება მშობლიურ ან

მათთვის გასაგებ ენაზე.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის საჯარო სექტორში ჩართულობის

მიზნით ინიციირებულ იქნა სტაჟირების საპილოტე პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შერჩეული „1+4“

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე 65 ახალგაზრდა 3-თვიან სტაჟირებას გადის სხვადასხვა

სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო

სამართლის იურიდიულ პირებში.

განათლების თითოეული საფეხური ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების

წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, მათ მშობლიურ ენებზე. ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა არაერთი პროგრამა.

Page 115: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

115 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია პროფესიული

განათლების მიღების შესაძლებლობა.

სახელმწიფო აგრძელებს სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების გზით ქართული ენის

ცოდნის დონის ამაღლებას განათლების ყველა საფეხურზე. საანგარიშო პერიოდში, სსიპ ზურაბ ჟვანიას

სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის 10 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში განხორციელდა

სახელმწიფო ენის სწავლების 7 პროგრამა. 2017 წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით

ისარგებლა 2016 წელს ჩარიცხულმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა 1127-მა მსმენელმა,

ხოლო 2017 წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაზე ჩაირიცხა ეთნიკური უმცირესობის

წარმომადგენელი 1424 მსმენელი.

სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას კომპლექსური ხასიათი აქვს. ამ პროცესში ჩართულია

სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, რომლებიც ახორციელებენ კონკრეტულ კურსებსა თუ პროგრამებს.

აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები დამატებით გაიხსნა აჭარის ა/რ-ის ორ საჯარო სკოლაში, სადაც

აფხაზური ენის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს საქართველოში მოქმედ ხუთ საჯარო

სკოლაში, ხოლო ოსური ენის სწავლება - ექვს საჯარო სკოლაში.

2017 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია

სხვადასხვა საკითხების, მათ შორის: სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის, ეთნიკური

უმცირესობების უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის, უმაღლესი

განათლების ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და ოჯახში ძალადობის

შესახებ. ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და გავრცელდა სხვადასხვა შინაარსის მასალები.

4.1.2 საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება

საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ასოცირების შეთანხმებასა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს:

Page 116: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

116 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

წარმატებით განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა

და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და

მომზადდა აღნიშნული გეგმის შესრულების ანგარიში;

საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში მიღწეული

პროგრესი დადებითად შეფასდა ასოცირების საბჭოსა (2016 წლის 2 დეკმბერი) და ასოცირების

კომიტეტის (2017 წლის 22 ივნისი) სხდომებზე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო

მინისტრის აპარატის კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით,

შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017

წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და მიმდინარეობს გეგმის პროექტით

გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, მომზადდა აღნიშნული

სამოქმედო გეგმის პროექტის განხორციელების ვრცელი და მოკლე ანგარიშები;

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017-2020 წლების

ასოცირების დღის წესრიგზე;

ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეფექტიანი

დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის

აპარატის ინიციატივითა და დონორების მხარდაჭერით (PMCG, UNDP,USAID) დასრულდა

მუშაობა ელექტრონული პროგრამისა და შესაბამისი ინტერნეტპორტალის შექმნაზე. ასოცირების

შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ელექტრონული მონიტორინგის

სისტემა ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში;

წარმატებით გრძელდება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ასოცირების შესახებ

შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ინსტიტუტების/ფორმატების ფარგლებში.

2017 წლის პირველ ნახევარში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის

(2017 წლის 22 ივნისი), ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის 4

თემატური ჯგუფის სხდომა და მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების

საკითხთა ქვეკომიტეტის (2017 წლის 17 მაისი) სხდომები;

2017 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებდა საქართველოს

ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულებას, აღნიშნულ პერიოდში

აპარატის ორგანიზებით ჩატარდა ზემოაღნიშნული კომისიის ერთი სხდომა (17 მარტი, 2017);

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში,

საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების

Page 117: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

117 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

წარმომადგენლებთან. როგორც წინა წლების, ისე 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის

შემუშავების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების

წარმომადგენლები, კერძოდ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების

ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და ფონდი „ღია საზოგადოება-

საქართველოს“ მიერ შექმნილი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები. ზემოაღნიშნული

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების

მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“

წარმატებით გრძელდება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“

ფარგლებში:

2017 წლის პირველ ნახევარში, ქართული მხარის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გამართულ 30-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში

(პლატფორმებისა და პანელის შეხვედრები, სემინარები, ვორკშოპები, მინისტერიალი, კონფერენცია

და სხვ.);

მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ

პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად. მომზადდა ქართული მხარის ერთიანი ხედვა.

"პარტნიორობა მობილობისთვის"

აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილობისთვის” ინიციატივის

ფარგლებში:

დასრულებულია 28 და მიმდინარეობს 15 პროექტი, რომელთა ძირითადი მიზანია ევროკავშირსა

და საქართველოს შორის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის ცირკულარული

მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და პრევენცია, რეადმისიის შესახებ

ხელშეკრულებების განხორციელებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, სამშობლოში

დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციისა და უცხოელთა ინტეგრაციის

ხელშეწყობა;

Page 118: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

118 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

„პარტნიორობა მობილობისთვის“ ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით,

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო

მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან. სხვადასხვა სამუშაო ფორმატის

ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის, ესტონეთისა და პოლონეთის დიპლომატიური

კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა „პარტნიორობა

მობილობისთვის“ ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები;

„პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, 2017 წლის 9 ივნისს თბილისში

გაიმართა „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ (Local Cooperation Platform) შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა „პარტნიორობა მობილობისთვის“ პრიორიტეტული

მიმართულებები და თანამშრომლობის განვითარების/გაღრმავების შესაძლებლობები.

ევროკავშირის დახმარება

ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირის ფინანსური

მხარდაჭერა, რომელიც ყოველწლიურად მოიცავს დაახლოებით 100 მლნ ევრომდე ფინანსურ

დახმარებას;

ხელი მოეწერა 32 მლნ ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას ევროკავშირის საექსპერტო

დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით და 55 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას სოფლის

მეურნეობისა და სოფლად განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დახმარების

გამოყოფასთან დაკავშირებით;

ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ფარგლებში

ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საერთო ბიუჯეტი შავი ზღვის აუზის

ქვეყნებისათვის შეადგენს 49 მლნ ევროს;

ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები ევროკავშირის დახმარების მიმღებ უწყებებთან, ევროკავშირის

ინსტიტუციონალური მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში

გამოყოფილი დახმარების ათვისების მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, საქართველო ლიდერობს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში როგორც დახმარების ათვისების მხრივ, ისე

განხორციელებული პროექტების შედეგიანობის თვალსაზრისით;

გატარდა აქტიური ღონისძიებები ევროკავშირის დახმარების პროგრამებში და ახალ

ინსტრუმენტებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობისა და სარგებელზე

ორიენტირებული თანამშრომლობის მხარდასაჭერად;

Page 119: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

119 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გაიმართა ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისთან

(OLAF), ევროკავშირის დახმარების პროექტებში შესაძლო თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული

სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით;

გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის მომავალი 2017-2020 წლების დახმარების ჩარჩო-პროგრამის

ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების ეფექტიანად დასაგეგმად და განსახორციელებლად;

გაგრძელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონალურ და თემატურ პროგრამებში

საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას

ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სხვა

პრიორიტეტულ სფეროებში.

ნატოში ინტეგრაცია

ნატო-საქართველოს კომისია

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ნაყოფიერი თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის

ფარგლებში. 2017 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივლისი) ევროპულ და ევროატლანტიკურ

სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით

ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის 14 სხდომა. შეხვედრები გაიმართა 2016 წლის წლიური

ეროვნული პროგრამის თვითშეფასების, შავი ზღვის უსაფრთხოების, 2017 წლის წლიური ეროვნული

პროგრამის დამტკიცების, სასჯელაღსრულების რეფორმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის

განხორციელების და სხვა საკითხებზე. წლის განმავლობაში არსებული დღის წესრიგის თანახმად,

დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების გაგრძელება.

წლიური ეროვნული პროგრამა

2017 წლის 17 იანვარს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რიგით მე-8 (2016 წლის) წლიური

ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულება განიხილეს. მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს

ქართული მხარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესრულებას და

აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმის

განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი;

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შესაბამის უწყებებთან მუშაობისა და კონსულტაციების

შედეგად, შეიმუშავა 2017 წლის რიგით მე-9 წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი, რომელიც

Page 120: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

120 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ნატოს შტაბბინიდან და ნატოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოსულ ექსპერტებსა და საქართველოში

აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა

განხილული სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, 2017 წლის 20-21

თებერვალს. აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცდა 2017 წლის 17 მარტს ნატოში ინტეგრაციის

კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე;

24 მარტს ნატოს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი

წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, სადაც ქართულმა მხარემ წარადგინა 2017 წლის

წლიური ეროვნული პროგრამა. ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს

ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს

მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმების გეგმა. აღინიშნა,

რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავე დროს რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა

რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში

საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო

მინისტრის აპარატმა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო 2017 წლის წლიური ეროვნული

პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავების პროცესი. აღნიშნული დოკუმენტი

სექტემბრის ბოლოს გაიგზავნება ნატოს შტაბბინაში, ხოლო დოკუმენტის განხილვის მიზნით,

ოქტომბერში საქართველოს ეწვევა ნატოს შემფასებელთა ჯგუფი.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია

2017 წლის 13 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, გაიმართა

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. კომისიის

განსახილველი თემები იყო 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების შეფასებასთან,

შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ნატო-საქართველოს

არსებითი პაკეტის განხორციელებასა და 2017-2020 წლების ევროატლანტიკური ინტეგრაციის

კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა

საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების

ერთობლივი სხდომები.

Page 121: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

121 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ნატოს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იმართებოდა საქართველოში ნატოს მაღალი დონის

წარმომადგენლების ვიზიტები. აღნიშნული ვიზიტები მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთან

ურთიერთობების გაღრმავების, ისე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, ნატოში გაწევრიანების

გზაზე პროგრესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და საქართველოსთვის ნატოს მხრიდან

სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. შეხვედრები ასევე მიზნად ისახავდა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის

მოპოვებას.

სტრატეგიული კომუნიკაცია

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას საქართველოს მოსახლეობის ქვეყნის ევროპული და

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე

სტრატეგიის განახლების საჭიროების გამო, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და

სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა და მიმდინარე წლის 13 აპრილს

მთავრობამ დაამტკიცა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის

შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“. ამასთან, შემუშავდა

აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის მიზანია

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს მოსახლების მაღალი და

გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის

პროცესთან დაკავშირებული არასწორი გზავნილებისა და მითების გაქარწყლება, თითოეული

მოქალაქისათვის ინტეგრაციის სარგებლის შესახებ დეტალური და ობიექტური ინფორმაციის

მიწოდება, ასევე საქართველოს გაწევრიანების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების

მხარდაჭერის გაზრდა;

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული სსიპ საინფორმაციო

ცენტრი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, რომელიც ზრუნავს საქართველოს ევროპულ და

ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაზე და

რეგულარულად მართავს მრავალ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებას სხვადასხვა

სამიზნე ჯგუფთან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 2017 წელს საინფორმაციო ცენტრის

ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ევროპისა და ნატოს დღეები და ნატო-საქართველოს

Page 122: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

122 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სახალხო დიპლომატიის ფორუმი. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების

ინფორმირების მიზნით გაიმართა 237 შეხვედრა/ღონისძიება, რომელშიც სულ 17 800-მდე კაცმა

მიიღო მონაწილეობა;

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დაიგეგმა და 2017 წლის მარტში დაიწყო

ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო

კამპანიის მეორე ფაზის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების

ცნობიერების ამაღლებას უვიზო რეჟიმის პირობებში მათ უფლებებსა და მოვალეობებთან

დაკავშირებით. საინფორმაციო კამპანია მოიცავს მრავალ აქტივობას კომუნიკაციის სხვადასხვა

საშუალებით, ინფორმაცია ითარგმნება და ვრცელდება ქართულ და ეთნიკური უმცირესობების

ენებზე;

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატებიდან და მუნიციპალიტეტებიდან,

გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე მოხდა ევროპულ და

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელ

პირთა ნომინირება, რომლებთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს,

აწყობს საინფორმაციო შეხვედრებს, რაც აადვილებს საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას;

მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი

ახორციელებს რეგულარულ მედიამონიტორინგსა და ანალიზს;

2015 წლის აგვისტოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო

მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები

ახალგაზრდებისთვის გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს ევროპულ და

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე;

2017 წლის 13-14 ივლისს, ტრადიციულად გაიმართა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია

„საქართველოს ევროპული გზა - რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“. წლევანდელ

კონფერენციას 450-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ

პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოს აღმასრულებელი

და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების

წარმომადგენლები;

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი დაახლოების

ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით გრძელდება შემუშავებული

ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის შემოწმება. სამართლებრივი

დაახლოების ერთგვაროვნების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების

Page 123: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

123 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნა ერთიანი სახელმძღვანელო, რომლის მიზანია

სხვადასხვა უწყებაში მომუშავე სპეციალისტებისა და საჯარო მოსამსახურეების ევროკავშირის

სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების სპეციფიკაში გარკვევა. ის

განკუთვნილია ასოცირების შეთანხმებით აღებული სამართლებრივი დაახლოების

ვალდებულების შესრულებისას ნორმაშემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პირებისათვის და

მეტ-ნაკლებად დაწვრილებით ხსნის დაახლოების მეთოდოლოგიას. სახელმძღვანელო

გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში, იგეგმება აგრეთვე შესაბამისი ღონისძიებები მისი

პრაქტიკაში დანერგვისათვის.

4.1.3 ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო

ფორუმებსა და ორგანიზაციებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და მაღალი დონის

ვიზიტების ფარგლებში ბიზნესფორუმების მომზადების კუთხით.

მაისის ბოლობს, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტისას მიღებული

იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და

საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ. 11-13

ივნისს საქართველოს ეწვია JICA-ს (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო)

პრეზიდენტი, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა JICA-ს საქართველოს ოფისი (JICA Georgia

Office), რომელიც ასევე მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს.

მნიშვნელოვნად გააქტიურდა თანამშრომლობა ყურის არაბულ ქვეყნებთან. 14-15 თებერვალს თბილისს

სტუმრობდა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი.

18 აპრილს საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი. დიდი ყურადღება დაეთმო სახმელეთო და სარკინიგზო

გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. 22 აპრილს საქართველოს პრემიერ-

მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა

შეთანხმებებს სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის, კავშირგაბმულობისა და

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

Page 124: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

124 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

20-21 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იორდანიაში ვიზიტის

ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური

სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების

ჩართულობით საქართველოს ეწვია 18 ბიზნესდელეგაცია 16 ქვეყნიდან. ექსპორტის ხელშეწყობის

კუთხით საელჩოებმა გამართეს მიზნობრივი ღონისძიება 12 ქვეყანაში. საელჩოების ხელშეწყობით

ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 23 საერთაშორისო გამოფენაში 21 ქვეყანაში. სავაჭრო

პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 4 ქვეყანასთან.

4.1.4 მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია

ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც

მიეძღვნა საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების

დამყარების 25 წლის იუბილეს. 2017 წელს ასევე აღინიშნება საქართველო-გერმანიის წელი, რომელიც

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით ტარდება. 21 აპრილს თბილისში ჩატარდა

ოფიციალური გახსნის ცერემონია, 26 აპრილს კი, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ბერლინში.

4.1.5 ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების

პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების

განმტკიცების მიმართულებით. 27 მაისს, თბილისში გაიმართა დიასპორის ფორუმი - „ძლიერი

დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, სადაც წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ შემუშავებული

პირველი სტრატეგია „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“. 3

ივლისს შედგა დიასპორის წამომადგენლების დაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება, სადაც

დაჯილდოვდნენ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეები.

გრძელდება მუშაობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების

დაცვის კუთხით. კვლავ აქტუალური იყო სხვადასხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემების

ეკიპაჟის საქართველოს მოქალაქე-წევრებისათვის დახმარების გაწევა. დახმარება გაეწია 30-მდე

მეზღვაურს.

Page 125: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

125 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

4.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება

საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება და რეფორმების შეუქცევადობა

ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. თავდაცვის სისტემაში მიმდინარე

რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ევროატლანტიკურ

სტრუქტურებთან თავსებადობის გაზრდას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ტრანსფორმაციის განხორციელების პროცესში შეიმუშავა ერთიანი

მიდგომა, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს ყველა არსებული საერთაშორისო დახმარების

ფორმატის ჰარმონიზაციას თავდაცვის პრიორიტეტებთან და, მეორე მხრივ, ეროვნულ დონეზე

თანამშრომლობის გააქტიურებას და უწყებათაშორის ფორმატში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და

განხორციელებას.

თავდაცვის დაგეგმვის ეფექტიანად წარმართვისა და ახალი მიდგომების, ხედვებისა და გეგმების

შემუშავების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო

დოკუმენტები:

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020: შემუშავდა და დამტკიცდა „თავდაცვის

სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“ (თსმ 2017-2020) და მისი ღია (არასაიდუმლო) ვერსია.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში განხორციელდა შეიარაღებული ძალების

არსებული შესაძლებლობების შეფასება, განისაზღვრა აუცილებელი შესაძლებლობები და მათი

განხორციელების საშუალებები, აგრეთვე მოხდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო და

მხარდამჭერი ელემენტების ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება. ამასთან,

სამინისტროს ხელმძღვანელობამ „თსმ 2017-2020“-ში წარმოადგინა „ტოტალური თავდაცვის“

პრინციპი. საფრთხეების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მიზნით, ტოტალური

თავდაცვის პრინციპი გულისხმობს ეროვნული რესურსების სრულ მობილიზებას და მათ

ეფექტიანად გამოყენებას სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციით.

ტოტალური თავდაცვის კონცეფციის პროექტი: შემუშავდა „ტოტალური თავდაცვის კონცეფციის

პროექტი“. დოკუმენტში გაიწერა ტოტალური თავდაცვის სისტემის მოწყობის ძირითადი ხედვა

და პრინციპები, რაც გულისხმობს უწყებათშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის

პროცესის გაღრმავებას სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაციისა და ერთიანი სამთავრობო

მიდგომის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ ტოტალური თავდაცვის დოკუმენტით

განსაზღვრული მიმართულებები აისახება ეროვნული დონის სტრატეგიულ დოკუმენტებში.

Page 126: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

126 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ეროვნული სამხედრო (თავდაცვის) სტრატეგია: ეროვნული სამხედრო სტრატეგიის განახლების

მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული სახელმწიფო

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით შექმნილ უწყებათაშორის

სამუშაო ჯგუფში.

თეთრი წიგნი 2017-2020: შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს „თეთრი წიგნი“,

რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების სტრატეგიული

განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს 2017-2020 წლებისთვის.

თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ინტეგრირებით, ახალი

სტრატეგიული ხედვა მიზნად ისახავს ეფექტიანი თავდაცვის სისტემებისა და დაბალანსებული,

მოქნილი და ადაპტირებადი შეიარაღებული ძალების შექმნას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები 2017: შემუშავდა და დამტკიცდა

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები 2017“. მინისტრის დირექტივები ეფუძნება

„თეთრი წიგნი 2017-2020“-ით განსაზღვრულ სტრატეგიულ მიმართულებებსა და „თსმ 2017-2020“-

ის რეკომენდაციებს. დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს

შეირაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტებს 2017 საბიუჯეტო წლისთვის და

წარმოადგენს თავდაცვის რესურსების დაგეგმვისა და თავდაცვის პროგრამების შემუშავების

საფუძველს.

თავდაცვის ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა 2017-2020: შემუშავდა „თავდაცვის

ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა 2017-2020“, რომელიც უზრუნველყოფს „თსმ 2017-2020”-

ის რეკომენდაციების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების, „საქართველოს

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების,

ნატოსა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი

თანამშრომლობის ფორმატებით გათვალისწინებული აქტივობების ინტეგრაციას. ამასთან, ნატო-

საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით,

მოხდა „თავდაცვის ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა 2017-2020“-ის ჰარმონიზაცია ნატო-

საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების (SNGP initiatives) სამოქმედო გეგმებთან.

რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია: გადაიხედა და განახლდა რეზერვისა და

მობილიზაციის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი რეზერვის სისტემის შემოღებას

შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. დამატებით, სამთავრობო პროგრამით

გათვალისწინებული რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის საფუძველზე, მომზადდა

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანმდევი კანონპროექტებია

Page 127: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

127 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

„მობილიზაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო

ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის

თაობაზე“.

შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტია ძლიერი, კარგად ორგანიზებული და

აღჭურვილი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ჩამოყალიბება, რაც

რესურსების მობილიზებასა და შეიარაღებისა და აღჭურვილობის რაციონალურად გადანაწილებას

მოითხოვს. ამ მიზნით, სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში 2016 წლის სექტემბერში

დაიწყო რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში გაკეთებული ანალიზის შედეგად, საქართველოს

შეიარაღებული ძალები 5 სამანევრო ბრიგადიდან 4 სამანევრო ბრიგადაზე გადავიდა. ერთი ბრიგადის

გაუქმებით და მისი შესაძლებლობების დარჩენილ ოთხ ბრიგადაზე გადანაწილებით, შეიარაღებულ

ძალებში შეიქმნა ოთხი კარგად დაკომპლექტებული და აღჭურვილი სამანევრო ბრიგადა.

ოპტიმიზაციის პროცესი ასევე მოიცავდა ბრიგადების დაქვემდებარებაში არსებული საბრძოლო,

საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების სტანდარტიზაციასა და

არსებული მექანიზირებული და ჯავშანსატანკო შესაძლებლობების ოპტიმალურ გადანაწილებას.

სტრატეგიული მიმოხილვის პროცესში გამოიკვეთა ავიაციაში არსებული გარკვეული რესურსების

ოპტიმიზაციის მიზანშეწონილობა და დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების

პერსპექტივების შესწავლა. ამასთან, პრიორიტეტების გათვალისწინებით გრძელდება შეიარაღებულ

ძალებში დღეს არსებული სისტემების აღდგენა/მოდერნიზაცია და ჯარების ახალი საბრძოლო

სისტემებით აღჭურვა. საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზაციისა და განვითარების

მიზნით, ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის

ქვედანაყოფების ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების რეორგანიზაციის პარალელურად,

მოხდა თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სხვა

სტრუქტურული ერთეულების საშტატო ოპტიმიზაცია და ფუნქციური დუბლირების აღმოფხვრა,

რომლის მიზანი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, დანაზოგის ოპერატიულ საჭირობებზე

მიმართვა და სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ბიუროკრატიული პროცესების შემცირება.

მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. სტრუქტურული

რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე განხორციელდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის

Page 128: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

128 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

სარდლობის ოპტიმიზაცია, გაუქმდა არასაბრძოლო დატვირთვის ელემენტები და მოხდა თვისებრივად

მსგავსი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შერწყმა/გაერთიანება.

გენერალურ შტაბში რეორგანიზაციის პროცესი 5 მიმართულებით წარიმართა, რომელიც მოიცავს

გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და რეორგანიზაციას;

საშტატო თანამდებობების საერთო რაოდენობის შემცირებას; საშტატო თანამდებობების წოდებრივ

ოპტიმიზაციას („საკადრო პირამიდის“ გამოსწორება); ფაქტობრივი პირადი შემადგენლობის

შემცირებას; საზღვარგარეთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობების (თავდაცვის ატაშეს და

სამინისტროს წარმომადგენლის აპარატების) სტრუქტურულ და საკადრო ოპტიმიზაციას.

საერთო ჯამში, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის

პროცესში საშტატო თანამდებობების საერთო რაოდენობა შემცირდა 1209 ერთეულით, მოხდა საშტატო

თანამდებობების წოდებრივი ოპტიმიზაცია („საკადრო პირამიდის“ გამოსწორება), ხოლო

სავალდებულო სამსახურის რიგითთა შემადგენლობა (საშტაბო და დაცვის ასეულებში) გაიზარდა 691

სამხედრო მოსამსახურით.

რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პირველი ტალღის შედეგად დაიზოგა 32 მილიონი ლარი,

რომელიც მიმართული იქნება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და

აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. პირველ რიგში, დაზოგილი თანხები

გადანაწილდება წვრთნისა და შეაფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებისა და საბრძოლო

მომზადების ცენტრის (CTC) ჩამოყალიბებისთვის. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგილი

თანხები გადანაწილდება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და შესაძლებლობების

განვითარების 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე: (1) სამანევრო ქვედანაყოფების ნატოსთან თავსებადი

ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა; (2) საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა; (3)

ჯავშანსაწინააღმდეგო და კონტრმობილურობის შესაძლებლობების გაზრდა; (4) საცეცხლე

მხარდაჭერის სისტემებისა და საშუალებების განვითარება; (5) დაზვერვის შესაძლებლობების

გაუმჯობესება.

ძალთა მზადყოფნა

ძალთა მზადყოფნის მიმართულებით ყურადღება ეთმობა პერსონალის დაკომპლექტებას, შეიარაღებასა

და აღჭურვილობას, საბრძოლო მომზადებას, წვრთნების ჩატარებასა და ქვედანაყოფების მზადყოფნის

დონის ამაღლებას.

Page 129: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

129 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

პერსონალის დაკომპლექტების და დანაყოფების აღჭურვის მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

აშშ-ის მხარდაჭერით ინიციირებული „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის” (GDRP)

განხორციელება. პროგრამის განხორციელებისათვის მიმდინარეობს რესურსების ოპტიმიზაცია და მათი

მიმართვა საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად. ამასთან, ძალთა მზადყოფნის მხარდაჭერის

მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მოხდა 20 მლნ ლარზე მეტის მობილიზება და შემუშავდა

პროგრამის მონაწილე ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის სახელმძღვანელო.

ამასთან, მიმდინარეობს GDRP-T-ის მონაწილე ქვედანაყოფების რადიოსადგურებით დაკომპლექტება.

თანხები გამოიყო შეიარაღებული ძალების საავტომობილო ტექნიკის შენახვასა და რემონტზე, აგრეთვე

ძირითად ინფრასტრუქტურულ (სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო) სამუშაოებზე.

სამხედრო პოლიციის რეფორმის შედეგად ასევე მოხდა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და

დასავლეთ ბატალიონების დაკომპლექტება.

„ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში განახლდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის

სისტემა. ცვლილებები შევიდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონში და დადგინდა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის უფრო კომფორტული რეჟიმი.

ახალი სისტემა მიზნად ისახავს განახლებულ საწვრთნელ პროგრამას, რომელიც თითოეული

ახალწვეულისთვის გულისხმობს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლასა და შემდგომ

საბრძოლო მომზადებას. განახლებული სისტემით ასევე გაუმჯობესდა ახალწვეულთა სოციალური

უზრუნველყოფა (გაზრდილი თვიური ხელფასი და უქმე დღეებით სარგებლობის შესაძლებლობა).

შემუშავდა სამხედრო განათლებისა და წვრთნების ახალი კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად

მიმართულებას: სამხედრო განათლებასა და სამხედრო წვრთნებს. სამხედრო განათლების

მიმართულებით ყურადღება ეთმობა საერთო საჯარისო მომზადების ცენტრის (CATC - Combined Arms

Training Center) განვითარებას, რომლის ქვეშაც მიმდინარეობს სამხედრო სკოლების (მანევრის სკოლა,

საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის

სკოლები და კაპიტნის საკარიერო სკოლა) ინტეგრაცია. ნატო-საქართველოს წვთნებისა და შეფასების

ეროვნული ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC – Combat Training Center) კი,

მთლიანად კონცენტრირდება სამხედრო წვრთნების მიმართულებაზე.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და თავდაცვისა და

უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტ (RUSI)-ის შორის 2016

Page 130: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

130 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

წლიდან მიმდინარეობს თანამშრომლობა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის

განვითარებაზე. 2017 წლის აპრილში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ

თავდაცვის აკადემიასა და RUSI-ის შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

შეთანხმებისამებრ, RUSI-ის ექსპერტები შეიმუშავებენ ომის ტრანსფორმაცია - ჰიბრიდული და

ასიმეტრიული ომები კურსის სილაბუსს და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში წარუძღვებიან

აღნიშნულ კურსს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შეიქმნა კადეტთა სადისციპლინო რეგულაცია (ქულათა სისტემა),

განისაზღვრა ფიზიკური მომზადების დონე და დამტკიცდა ლიცეუმის ადამიანური რესურსების

მართვის პოლიტიკა. მიმდინარე წელს, ლიცეუმში ჩაირიცხა მოსწავლეთა ახალი ნაკადი - სულ 126

მოსწავლე.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში შეიქმნა დოქტრინების

განვითარების ცენტრი. სშძ-ს მოთხოვნებსა და პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ცენტრი

უზრუნველყოფს ერთიანი და ნატოსთან თავსებადი დოქტრინების განვითარების სისტემის

ფორმირებას, განვითარებისა და იმპლემენტაციის პროცესების სინქრონიზაციას, მიღებული

გამოცდილების გათვალისწინებას მომავალ სწავლებებსა თუ წვრთნებში და ცალკეულ სამხედრო

სკოლებში აკუმულირებული ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების სრულად გამოყენებას.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) პირველად ჩაატარა ყოვლისმომცველი

სწავლების საჭიროებების ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მასშტაბით. მოხდა

უსაფრთხოების სექტორის დონეზე იდენტიფიცირებული თემატური საჭიროებების ინტეგრირება

სკოლის აქტივობების დაგეგმვის პროცესში და ჩამოყალიბდა სასწავლო საჭიროებებს მორგებული

პროგრამა.

სკოლამ დაგეგმა და განახორციელა მრავალფეროვანი სასწავლო და სადისკუსიო ღონისძიებები. 2017

წელს სკოლამ პირველად ჩაატარა უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი.

ინსტიტუციონალური რეფორმები

განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახლებურად ჩამოყალიბდა სტრუქტურული

ქვედანაყოფების დებულებები. მოწესრიგდა და შეიქმნა სამინისტროს საქმიანობის მნიშვნელოვანი

მიმართულებების მარეგულირებელი აქტები.

Page 131: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

131 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო და

საცხოვრებელი, აგრეთვე სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა პირობები.

თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით,

სამინისტროს ყველა ქვედანაყოფში შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურები, რომლებიც

ანგარიშვალდებული არიან ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე. თავდაცვის მინისტრის

ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯების

გაწევის (ინსტრუქცია) დოკუმენტები, რომელთა მთავარი პრინციპია ფინანსური და მატერიალური

რესურსების ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენება.

თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროექტში,

რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაგეგმვის პროცესი, გამოკვეთა ბიუჯეტის უშუალო განმკარგავი

პირები და განსაზღვრა მათი ფუნქცია-მოვალეობები.

2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფარგლებში შესყიდვები გრიფით ,,საიდუმლო“ სრულად

ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის N321 დადგენილების საფუძველზე,

რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში საშუალებას იძლევა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვით

უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული

სისტემის გამოყენებით (შესყიდვის ელექტრონული პროცედურა). შესაბამისად, შესყიდვის

ეფექტიანობასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი გამჭირვალობის ხარისხიც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე

ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, სამინისტროს ადმინისტრაციაში 2016 წლის 23

სექტემბრიდან შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - საჯარო ინფორმაციის სამმართველო,

რომელშიც შედის საჯარო ინფორმაციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება.

შემუშავდა შესაბამისი პროექტი და სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან

ერთად შეიქმნა საჯარო ინფორმაციის ვებგვერდი.

კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკის შემცირების მიზნით, ახალი

შემადგენლობით დაკომპლექტდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების

ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭო.

Page 132: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

132 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის დაგეგმვის, აღსრულების, კოორდინაციის, მონიტორინგისა და

შეფასების პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გადაიხედა და განახლდა თავდაცვის

სამინისტროს სამსაფეხურიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. აღნიშნული პროცესში ჩართულია

გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, რომელსაც ხელმძღვანებლობს თავდაცვის მინისტრი, მართვის

ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით, 6 მუდმივი სამუშაო ჯგუფი და

სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის

სამმართველო.

შემუშავდა „თავდაცვის სამინისტროს სისტემაში პერსონალის მართვის ინსტიტუციური განვითარების

ხედვისა და სამოქმედო გეგმის (2017-2020)“ პროექტი, რომელიც მოიცავს თავდაცვის სამინისტროს

სისტემაში ორგანიზაციული მართვის მხარდაჭერის და ადამიანური რესურსების მართვის სისტემების

შემდგომ განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას. ადამიანური რესურსების მართვის

ოპტიმიზაციისა და სისტემების განვითარების მიზნით, შემუშავდა ადამიანური რესურსების მართვის

სტრუქტურული ერთეულების ტრანსფორმაციის გეგმა.

კიბერუსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით სსიპ

კიბერუსაფრთხოების ბიურომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების

აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში ეტაპობრივად ჩაატარა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების

ასამაღლებელი კურსები. კურსების მეორე ეტაპი დაგეგმილია 2017 წლის შემოდგომაზე სახმელეთო

ჯარების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების

დანერგვის მიზნით ბიუროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების

დანერგვის გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია.

2017 წლის ივნისში კიბერუსაფრთხოების ბიურომ მიიღო თანხმობა ნატოს მრავალეროვნული მავნე

პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმის (MISP) სრულ

დაშვებაზე. ამჟამად, მიმდინარეობს MISP პლატფორმის საინფორმაციო პორტალზე ტექნიკურ

მიერთებასთან დაკავშირებული დეტალების განსაზღვრა.

Page 133: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

133 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საერთაშორისო თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით

ევროკავშირში ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის

მიხედვით 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები წარმატებით

შესრულდა. 2016 წლის სამოქმედო გეგმაში აქცენტები გაკეთდა ერთიანი უსაფრთხოებისა და

თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, დაჭრილ სამხედრო

მოსამსახურეთა მხარდაჭერასა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა-მონიტორინგზე,

გენდერულ საკითხზე, სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის რეფორმაზე, მასობრივი

განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასა და იარაღის უკანონო ექსპორტთან დაკავშირებულ

საკითხებზე. ამასთან, 2017 წლის 17 ივლისს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი

კონსულტაცია, სადაც მოხდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის

უწყებათაშორისი სამუშაო გეგმის განახლება.

CSDP მისიებში მონაწილეობა: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ

მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვარი-3 თებერვლის პერიოდში, 6-თვიანი როტაციის წესით

საქართველოს ოცეული (35ს/მ) გაემგზავრა (ძალთა დაცვის ამოცანით). მეორე როტაცია განხორციელდა

2017 წლის 5-6 აგვისტოს პერიოდში. 2017 წლის 6 ივნისს მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის

საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) განხორციელდა მე-4 როტაცია.

ნატოში ინტეგრაცია: თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ნატოსთან აქტიურ თანამშრომლობას

არსებული მექანიზმების ფარგლებში. თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ასრულებს ალიანსის წინაშე

აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რასაც დადებითად აფასებენ ნატოსა და პარტნიორი

ქვეყნების წარმომადგენლები. რეგულარულად ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსა და

შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლების, ისევე როგორც სამუშაო დონის

შეხვედრები თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე განხორციელდა

ნატო-საქართველოს კომისიის და სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს 14 სხდომა თავდაცვისა და

სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური

შტაბების უფროსების დონეზე. საქართველოში განხორციელდა ნატოს როგორც მაღალი, ისე სამუშაო

დონის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს

ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

Page 134: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

134 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი და სანდო პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას

ავღანეთში ნატოს მიერ წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM). ამ ეტაპზე ავღანეთში

დისლოცირებულია საქართველოს 870 ს/მ.

პარალელურად, ერთი ქართული ქვეითი ასეული აგრძელებს მონაწილეობას ნატოს საპასუხო ძალების

ინიციატივაში 2018 წლის ჩათვლით (NRF 2018). შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ქართული

ასეული გაცხადებულია ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის პროგრამაში (OCC) და

შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე 2019 წლიდან ჩაერთვება საპასუხო ძალების

ინიციატივაში.

წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების

თვალსაზრისით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ქვეყნის ალიანსთან თანამშრომლობის

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ქართული მხარე აგრძელებს შავი ზღვის

უსაფრთხოების საკითხზე ალიანსის სტრატეგიულ განხილვებში მონაწილეობას.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში. მომზადდა და

ნატოს მხარეს წარედგინა 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული თავდაცვის

ვალდებულებების განხორციელების ანგარიში, რომლის განხილვა იგეგმება ნატოს შემფასებელთა

ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები:

17-18 იანვარს და 17 მაისს ნატოს შტაბბინაში (ბრიუსელი) გაიმართა ნატოს წევრი და პარტნიორი

ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრა, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული

ძალების გენერალური შტაბის უფროსი ესწრებოდა. შტაბის უფროსების დონეზე ქართულმა

მხარემ ალიანსის წევრ ქვეყნებს გააცნო რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, არსებული

გამოწვევები და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი;

2017 წლის 3 თებერვალს ნატოს შტაბბინაში (ბრიუსელი) ნატო-საქართველოს კომისიის (NGC)

სხდომის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

(SDR) 2017-2020 და 2016 წლის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შეფასების

დოკუმენტი, რომელიც დადებითად შეაფასეს მოკავშირეებმა და „დუმილის პროცედურით“

დაამტკიცა 28 ქვეყანამ;

Page 135: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

135 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2017 წლის 16 თებერვალს ნატოს შტაბბინაში (ბრიუსელი) ნატოს თავდაცვის მინისტერიალის

ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა. აღნიშნულ მინისტერიალზე

საქართველო იყო ალიანსის ერთადერთი არაწევრი სახელმწიფო, რომელთანაც მინისტერიალის

ფარგლებში ნატომ გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე

რეფორმები, შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ოპტიმიზაციის, არსებული რესურსების

ეფექტიანი მართვისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების

საკითხები;

2017 წლის 2-3 მარტს თბილისში განხორციელდა ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მეორე

ვიზიტი, რაც ნატოს საქართველოსადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. ორდღიანი

ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტი გაეცნო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების

გარემოსა და გამოწვევებს, თავდაცვის რეფორმებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის

(SNGP) განხორციელების პროცესს;

2017 წლის 28 ივნისს ნატოს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატოს

პროფესიული განვითარების პროგრამის კომიტეტის ფარგლებში, სადაც განიხილებოდა

აღნიშნული პროგრამის განხორციელების სტატუსი და სამომავლო გეგმები;

2017 წლის 29 ივნისს ნატოს შტაბბინაში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატოსა და

პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) ფორმატში გამართულ შეხვედრაზე

სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს,

როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი: გრძელდება აქტიური სამუშაოები ნატო-საქართველოს

არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით, რომლის მთავარი ამოცანებია საქართველოს

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და ნატოს წევრობისთვის

მზადების პროცესის ხელშეწყობა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მოიცავს 15 ინიციატივას,

რომლის განხორციელებაშიც აქტიურად არიან ჩართული ნატოს 28 წევრი და 2 პარტნიორი

სახელმწიფოს ექსპერტები.

ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, მიმდინარეობს ინტენსიური

მუშაობა თანამშრომლობის გაღრმავების ისეთ სფეროებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა,

სტრატეგიული კომუნიკაციები, კრიზისების მართვა და კონტრმობილურობა.

Page 136: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

136 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

კრიზისების მართვა და კონტრმობილურობა დაემატა არსებით პაკეტს როგორც ორი ახალი

მიმართულება. თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის

საბჭოსა და შეიარაღებული ძალების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო

თანამშრომლობით, შეიმუშავა ორი ახალი მიმართულების პროექტის მონახაზი. მიმდინარე წლის

გაზაფხულზე განხორციელდა ნატოს ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანი იყო

კონტრმობილურობის შესაძლებლობების შეფასება და ინიციატივის ჩარჩო-მონახაზის განსაზღვრა.

ორმხრივი დიპლომატია

ამერიკის შეერთებული შტატები: საქართველო აგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-თან,

რაც ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავდაცვითი შესაძლებლობებისა და

შეიარაღებული ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2016 წლის 6 ივლისს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის

ხელმოწერილი მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების

შესახებ. მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში

ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც გულისხმობს ძალისხმევის კონცენტრაციას შეიარაღებული

ძალების საბრძოლო მზადყოფნის გამტკიცებაზე.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის

საქართველოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს

თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს 2016-2019

წლებისთვის. დოკუმენტი წარმოადგენს თანამშრომლობის დეტალურ პროექტს, რომელშიც გაწერილია

პრიორიტეტული, გრძელვადიანი მიმართულებები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული

უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი

მიმართულებაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP).

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: მზადყოფნის პროგრამა წვრთნა (GDRP-T) და მზადყოფნის

პროგრამა - ინსტიტუციონალური განვითარება (GDRP-I).

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პარალელურად აშშ-ის ფინანსური და პრაქტიკული

დახმარებით მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება.

Page 137: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

137 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

ერთობლივი წვრთნები: 30 ივლისიდან 13 აგვისტომდე საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის

ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც

მიმდინარე წელს აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ისტორიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე

ფართომაშტაბიანი, კომპლექსური და დინამიკური სწავლება.

აღსანიშნავია, რომ ღირსეული პარტნიორის წინამოსამზადებელ ფაზაში აშშ-ის ფინანსური

მხარდაჭერით, ამერიკელი და ქართველი ინჟინრების ერთობლივი ძალისხმევით მოწესრიგდა ვაზიანის

საწვრთნელი ბაზის ინფრასტრუქტურა.

სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, კონგრესის

დელეგაცია კონგრესმენ ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით და აშშ-ის მაღალი რანგის სამხედროები.

პარტნიორი ქვეყნები

თავდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პარტნიორებთან ეფექტიანი

თანამშრომლობა. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო ორმხრივ ურთიერთობებს აწარმოებს 23 პარტნიორ

ქვეყანასთან.

2017 წელს განსაკუთრებით გააქტიურდა პარტნიორობა და იგეგმება მიმდინარე ორმხრივი

ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა სკანდინავიის ქვეყნებსა და კანადასთან. ამ

მიზნით განხორციელდა და დაგეგმილია აღნიშნულ ქვეყნებთან როგორც მაღალი, ისე ექსპერტთა

დონის ორმხრივი ვიზიტები.

თანამშრომლობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში:

თავდაცვის სფეროში სამმხრივ თანამშრომლობას საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის

საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ხორციელდება მინისტრების,

გენერალური შტაბის უფროსებისა და ექსპერტთა დონის ვიზიტები და ერთობლივი წვრთნები.

2017 წლის 23 მაისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის

მინისტრების მე-5 სამმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა თანამშრომლობის ახალი

მიმართულებების დამატება: თანამშრომლობა სამხედრო-სპორტულ, სამხედრო მრეწველობის,

სამხედრო-სამედიცინო და საინჟინრო სფეროებში.

Page 138: თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობაgov.ge/files/424_63259_413148_GovernmentProgramReport2017sept4final.pdf ·

138 | 2 0 1 6 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი

2017 წლის ივნისში საქართველომ უმასპინძლა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის

შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივ საველე სწავლებას

„კავკასიის არწივი 2017“. სწავლების მიზანი იყო სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების

ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების

გაზიარება, ასევე, სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება.

მრავალმხრივი დიპლომატია

გაერო (UN): 2015 წლიდან საქართველო მონაწილეობს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაეროს

მხარდაჭერის მისიაში (UNAMA). UNAMA-ს მისიაში 2016 წლის 27 სექტემბერს უფროსი სამხედრო

მრჩევლის თანამდებობაზე მონაწილეობა წარმატებით დაასრულა საქართველოს შეიარაღებული

ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 2015 წლიდან გაეროს

მისიაში ასევე მივლენილია ორი სამხედრო მოსამსახურე უფროსი სამხედრო მრჩევლის თანაშემწისა და

სამხედრო მრჩევლის პოზიციებზე.

ეუთო (OSCE): 2014 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ეუთოს შორის ურთიერთგაგების

მემორანდუმი „მცირე და კონვენციური შეიარაღების და საწყობების პროგრამის შესახებ“. აღნიშნული

მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის იანვრიდან წარმატებით მიმდინარეობს ვადაგასული და

გამოუსადეგარი საბჭოთა დროინდელი საბრძოლო მასალის დემილიტარიზაციის პროცესი. ამჟამად

მიმდინარეობს ვადაგასული რაკეტებისა და ჭურვების დემილიტარიზაციის პროცესის მეორე ეტაპი,

რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.