ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება...

48
ლექცია #3 გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში ალექსანდრე ბარამიძე proeqti xorcieldeba proeqts axorcielebs evraziis evrokavSiris finansuri proeqtis partniori TanamSromlobis fondi mxardaWeriT

description

ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

Transcript of ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება...

Page 1: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ლექცია #3გამოხატვის თავისუფლებაქართულ სამართალში

ალექსანდრე ბარამიძე

proeqti xorcieldeba proeqts axorcielebs evraziis

evrokavSiris finansuri proeqtis partniori TanamSromlobis fondi

mxardaWeriT

Page 2: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საქართველოს კონსტიტუცია• საქართველოს კონსტიტუცია შეიცავს რამოდენიმემუხლს, რომელსაც შეხება აქვს გამოხატვისთავისუფლებასთან.

• შედარებით ზოგადი ხასიათისაა მე–19 მუხლი, რომელიც რამოდენიმე თავისუფლებას შორისგანამტკიცებს აზრის თავისუფლებას:

მუხლი 19• 1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

• 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისიიძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

• 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილთავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინებაარლახავს სხვათა უფლებებს.

Page 3: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საქართველოს კონსტიტუცია• უფრო ვრცლად ეხება გამოხატვის თავისუფლებას, აგრეთვე მისი

შეზღუდვის პირობებს 24–ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ 24–ე მუხლისსტრუქტურა და შეზღუდვის პირობები ძალიან ჰგავს ევროპულიკონვენციის მე–10 მუხლს:

მუხლი 241. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს

ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურადაუშვებელია.

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციისან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ამ მუხლის პირველდა მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათაგანხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთიპირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაშისახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ანსაზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულისთავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნებისთავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა დამიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

Page 4: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საქართველოს კონსტიტუცია• ინფორმაციის მიღების უფლებას ეხება ასევეკონსტიტუციის 41–ე მუხლი:

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვსკანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფოდაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ანკომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანისჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძოსაკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომითვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონითდადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელიასახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივიუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

Page 5: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საქართველოს კონსტიტუციის ადგილიეროვნული კანონმდებლობის

სისტემაში• ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს

კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადსაქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონიადა ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდესკონსტიტუციას.

• “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 7.3 მუხლის თანახმად საქართველოს კონსტიტუციასაქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტებისიერარქიის სათავეში დგას.

• ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, იერარქიულადაღემატება ყველა სხვა ნორმატიულ აქტს და ნორმას, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და მედიისრეგულირებას საქართველოში.

Page 6: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ინფორმაციის თავისუფლება• საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებები ინფორმაციის მიღების

უფლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობაში საკმარისადდეტალურად და კარგად არის დარეგულირებული.

• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181 მუხლი, კონსტიტუციის 41–ე მუხლისკვალდაკვალ განამტკიცებს ყველა ადამიანის უფლებას მიიღოს ინფორმაციათავის პიროვნების შესახებ:

1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს დაჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივმდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემებისასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულიშემთხვევებისა.

2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიცმოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.

• იმავე მუხლის მე–3 ნაწილი კი უფლებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია სხვაპირის შესახებაც, ოღონდ იმ პირობით, თუ გვაქვს ამ სხვა პირის წერილობითითანხმობა. ამასთან, ჩვენ გვეკისრება ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალობისდაცვის ვალდებულება:

3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვაპირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლისპერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთშემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.

Page 7: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისIII თავი

• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი განამტკიცებსსაჯარო ინფორმაციის თავისუფლებას.

• საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ინახებასაჯარო დაწესებულებაში.

• საჯარო დაწესებულება კი, კოდექსის 27–ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, არის: – ადმინისტრაციული ორგანო;– სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდანდაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირიასეთი დაფინანსების ფარგლებში.

• კოდექსის 28–ე მუხლი ადგენს საჯარო ინფორმაციისხელმისაწვდომობის უფლებას: – “საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებულიშემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულდა პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.”

Page 8: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

რა არის სახელმწიფო, კომერციულიდა პირადი საიდუმლოება?

• კოდექსის 274 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებაა ის, რასაცამგვარად მიიჩნევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობა. აქიგულისხმება საქართველოს კანონი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”.

• კოდექსის 272 მუხლი კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევს კომერციულიფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანიმიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. თუმცა, ინფორმაციის კომერციულსაიდუმლოებად მიჩნევისათვის, არ არის საკმარისი, რომ თვითონ კომერციულიორგანიზაცია თვლიდეს მას ამგვარად, არსებობს გარკვეული პროცედურა, რომლის შედეგადაც შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნიოს ან არმიიჩნიოს ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად. ნიშანდობლივია, რომინფორმაცია საჯარო ორგანოს შესახებ არ შეიძლება იყოს კომერციულისაიდუმლოება.

• სამაგიეროდ, კოდექსის 271 მუხლის თანახმად, კანონით დადგენილიშემთხვევების გამოკლებით, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციაავტომატურად ითვლება პირად საიდუმლოებად, თუ მას ამგვარად მიიჩნევსპირი, ვისაც ეხება ეს პირადი ინფორმაცია.

• კოდექსის 273 მუხლი ასევე იცნობს ე.წ. პროფესიულ საიდუმლოებას,რომელსაცმიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულსაიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობისშესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლებაიყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ანკომერციულ საიდუმლოებას.

Page 9: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა• კოდექსის 37–40–ე მუხლები ადგენს საჯაროინფორმაციის გაცემის პროცედურას. ყველას აქვსუფლება მიმართოს საჯარო დაწესებულებასსაჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და ასეთიმოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მაქსიმუმ 10 დღის ვადაში.

• საჯარო დაწესებულებას შეუძლია თქვასდასაბუთებული უარი საჯარო ინფორმაციისგაცემაზე.

• თუმცა, ინფორმაციის მომთხოვნს, კოდექსის 47–ემუხლის თანახმად, შეუძლია სასამართლოშიგაასაჩივროს ასეთი უარი და მოითხოვოს საჯაროდაწესებულების გადაწყვეტილების გაუქმება ანშეცვლა და, აგრეთვე, ქმედების განხორციელებისდავალდებულების წესით ინფორმაციის გაცემისდავალდებულებაც.

Page 10: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლი• აღნიშნული მუხლი ადგენს ზოგად წესს, რომელიც იცავს პირის სახელს,

პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირადხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან.

• დადგენილია ზოგადი წესი, რომ პირს ამ უფლებების დასაცავადშეუძლია მიმართოს სასამართლოს.

• აღნიშნული მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული უფლებებისდაცვა პირს შეუძლია მაშინაც, როდესაც მისი გამოსახულება –ფოტოსურათი, კინოფილმი,

• ვიდეოფილმი და ა.შ. – გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. • თუმცა, იქვეა მითითებული, რომ პირის თანხმობა არ არის საჭირო,

როცა ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება და ა.შ. დაკავშირებულია მისსაზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულთანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება(ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმაპოზირებისათვის მიიღო საზღაური.

• მე–6 პუნქტის თანახმად ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვახორციელდება ხელმყოფის ბრალის ბრალის მიუხედავად, ხოლობრალეული მოქმედების შემთხვევაში პირს შეუძლია მოითხოვოსქონებრივი და/ან მორალი ზიანის ანაზღაურებაც.

Page 11: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კანონი სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლების შესახებ

• ეს კანონი მიღებულ იქნა 2004 წლის 24 ივნისს.• მისი ღირსება ის არის, რომ მასში ასახულია გამოხატვისთავისუფლების ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელზედაც საუბარი გვქონდა წინა ორილექციისდროს.

• მისი ნაკლოვანება ის არის, რომ ბევრი მისი დებულებაბუნდოვანი და გაუგებარია. ხოლო, საერთაშორისოსტანდარტების დაცვის მხრივ კანონი ყოველთვის არიცავს სამართლიან ბალანსს გამოხატვისთავისუფლებასა და ინდივიდის პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს შორის. მთლიანობაში კანონი გაუმართავია იურიდიულიტექნიკის მხრივაც.

• თუმცა, ეს ყოველივე არ აკნინებს კანონის პოზიტიურროლს გამოხატვის თავისუფლების სფეროში ქართულისამართლის განვითარების საქმეში.

Page 12: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კანონის ინტერპრეტაცია• კანონის მე–2 მუხლის თანახმად, “ამ კანონის

ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოსკონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანისუფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულიკონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.”

• ეს დებულება უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღიანებისმიერის ხელში, ვინც გამოხატვის თავისუფლების დაცვისსაქმით არის დაკავებული. განსაკუთრებით საყურადღებოამითითება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულსამართალზე.

• ეს დებულება ავალდებულებს ყველას, მათ შორისსასამართლოსაც, რომ გამოხატვის თავისუფლებასთანდაკავშირებული საქმეების განხილვისას იხელმძღვანელონევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც.

Page 13: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

მნიშვნელოვანი დეფინიციები

• მნიშვნელოვანი განმარტებები, რომლებსაც გვაძლევსკანონი, ასეთია:– მოწოდება - განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან

აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას;– ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და

პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხიგანცხადება;

– უხამსობა - განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულებადა რომელიც უხეშადლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდდამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;

– საზოგადოებრივი ყურადღება - საზოგადოების ინტერესი (დაარა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმმოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულსახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობისგანხორციელებასთან.

Page 14: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

პრივილეგიების იდეა• ანგლო–ამერიკული სამართლებრივი ტრადიციისაგანკანონს შემოაქვს პრივილეგიების იდეა, რომელიცძალზე მნიშვნელოვანია გამოხატვის და მედიისთავისუფლებისათვის.

• კანონი განასხვავებს ორი სახის პრივილეგიას –აბსოლუტურს და კვალიფიციურს.

• აბსოლუტური პრივილეგია - კანონითგათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირისსრული და უპირობო განთავისუფლება.

• კვალიფიციური პრივილეგია - კანონითგათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირისნაწილობრივ ან პირობით განთავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებითპირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლებადაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელიალეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

Page 15: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

აზრის და მოწოდების პრივილეგია

• კანონის თანახმად აზრი დაცულია აბსოლუტურიპრივილეგიით.

• ეს დებულება გარკვეულ წილად საეჭვოა, რადგანარსად არ სარგებლობს აზრი აბსოლუტურითავისუფლებით.

• მოწოდება დაცულია კვალიფიციურიპრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონითდადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიცქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომისაშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

• ეს დებულება კი სავსებით შეესაბამება იმსტანდარტებს, რომლებზედაც წინალექციებშივისაუბრეთ.

Page 16: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

აზრისა და ფაქტის გამიჯვნა

• კანონი ცალსახად მიჯნავსერთმანეთისაგან აზრსა და ფაქტს.

• როგორც ვნახეთ, აზრი დაცულიააბსოლუტური პრივილეგიით.

• მაშასადამე, ცილისმწამებლური შეიძლებაიყოს მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელიც შეიცავს ფატქს და არა აზრს.

Page 17: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საჯაროდა კერძო პირები

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კანონიერთმანეთისაგან მიჯნავს საჯარო და კერძო პირებს.

• საჯარო პირი განმარტებულია, როგორც: – "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლითგანსაზღვრული თანამდებობის პირი;

– პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვანგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე;

– პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგადცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულიასაზოგადოებრივი ყურადღება;

• კერძო პირი კი განმარტებულია, როგორც ფიზიკურიან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირიან ადმინისტრაციული ორგანო.

Page 18: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

პრეზუმპციები და მტკიცების ტვირთი• კანონის მე–7 მუხლი ადგენს გარკვეულ პრეზუმპციებს, რომელთა დაძლევის

ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს:• ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი

ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდაგადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

• კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისასყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონითდადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსისმინიჭების სასარგებლოდ.

• საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭებისსაკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერდადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვისსაზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

• აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარიგონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსისმინიჭების სასარგებლოდ.

• 6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვისინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონითდადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისსაწინააღმდეგოდ.

Page 19: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისსაფუძველი

• მე–8 მუხლის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცულიუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდიმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი დაგანჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვითდაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

• ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველიკანონი უნდა იყოს:– ა) პირდაპირ მიმართულილეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ;– ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების

არსებობისათვის;– გ) არადისკრიმინაციული; – დ) პროპორციულად შემზღუდველი.

• როგორც ვხედავთ, კანონი, თუმცა, არცთუ მთლადორგანიზებულად, იმეორებს შეზღუდვის იმ პირობებს, რომლებიცდადგენილია ევროპული კონვენციით, საქართველოსკონსტიტუციით და, აგრეთვე, აშშ–ს უზენაესი სასამართლოსპრაქტიკით.

Page 20: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ვიწროდ მიმართული კანონის იდეა

• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისშესახებ” კანონს შემოქვს ქართულისამართლისთვის მანამდე უცბობი ტერმინი“ვიწროდ მიმართული კანონი”, რომელიცგანმატებულია როგორც:– “ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირმოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა დაამომწურავ ჩამონათვალსდა შეიცავს ამ ნორმისარამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგოგარანტიებს”.

• ეს ტერმინი ნასესხებია აშშ–ის უზენაესისასამართლოს პრაქტიკიდან, რომელიციცნობს narrowly-tailored law–ს იდეას.

Page 21: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

შინაარსობრივი და შინაარსობრივადნეიტრალური რეგულირების დოქტრინა

• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონს შემოაქვსკიდევ ორი ცნება, რომელიც ასევე აშშ–ის სასამართლოებისპრაქტიკიდან არის ნასესხები:– შინაარსობრივი რეგულირება; და– შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება.

• შინაარსობრივი რეგულირება ნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებისშეზღუდვა გამოხატული აზრის, იდეის თუ ინფორმაციის შინაარსის გამოხორციელდება.

• შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება კი ნიშნავს, რომგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის დამოკიდებულიგამოხატული აზრის, იდეის თუ ინფორმაციის შინაარსზე.

• მაგალითად, აშშ–ის სასამართლო პრაქტიკაში შინაარსობრივრეგულირებად იქნა მიჩნეული უცხო ქვეყნის საელჩოსგან 500 მმანძილზე რაიმე ნიშნის დაკიდება, თუ მასზე უცხო ქვეყნის მიმართრაიმეშეურაცხმყოფელი გამონათქვამი იქნებოდა გამოტანილი.

• იმავე აშშ–ის სასამართლო პრაქტიკაში შინაარსობრივად ნეიტრალურრეგულირებად იქნა მიჩნეული კანონი, რომელიც კრძალავს ქუჩაშინებისმიერი შინაარსის პროკლამაციების დაყრას ქუჩის დანაგვიანებისთავიდან აცილების გამო.

Page 22: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

შინაარსობრივი რეგულირება ქართულ კანონში• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ ქართული

კანონის მე–9 მუხლის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდესშინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება:– ცილისწამებას;– უხამსობას;– პირისპირ შეურაცხყოფას;– დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;– მუქარას;– სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან პროფესიულ საიდუმლო- ებას;– რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;– სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი

თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა დაგამოხატვის თავისუფლებას;

– თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირისსიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

– ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირისსიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

• ამასთან, შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდესმხოლოდთვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით – ანუ ყველასთვისთანასწორად.

Page 23: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირებაქართულ კანონში

• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ ქართულიკანონის მე–10 მუხლის თანახმად:

• შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირებისასდაუშვებელია გამოხატვის საგნის შეზღუდვა.

• შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლებაითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისადა ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეებისშინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათისხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.

• მაგალითად, თუ კანონი ამბობს, რომ პარლამენტის წინმიტინგის გამართვა არ შეიძლება, ეს შეზღუდვაშინაარსობრივად ნეიტრალური იქნება – ადგილის მიხედვით– თუ იგი თანაბრად ეხება ყველას – ნაციონალურმოძრაობასაც, ლეიბორისტულ პარტიასაც და ა.შ. მაგრამ თუეს ასე არ არის, მაშინ რეგულირება აღარ იქნებაშინაარსობრივად ნეიტრალური.

Page 24: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ინფორამაციის და ჟურნალისტურიწყაროს კონფიდენციალობის დაცვა

• კანონის 11.1 მუხლის თანახმად, პროფესიულისაიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტურიპრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვისთავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლოდავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროსკონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელისვალდებულება.

• 11.2 მუხლის თანახმდა დაუშვებელიაკონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვითმისი მფლობელის თანხმობის ან კანონითგათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოსდასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. ეხება თუარა ეს დებულება კონფიდენციალური წყაროსგამხელასაც, გაუგებარია.

Page 25: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

უისლბლოუერების დაცვა

კანონის მე–12 მუხლი იცავს უისტლბლოუერებს:1. პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის,

რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქოგარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებითსაფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.

2. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოებისგამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესებისდაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

3. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოებისდაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვისთავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაცაუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოშისაზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.

4. პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითდაცული უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი დაარაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

Page 26: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ცილისწამების სარჩელებიმუხლი 13. კერძო პირის ცილისწამება• პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო

პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდმოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

მუხლი 14. საჯარო პირის ცილისწამება• პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო

პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდმოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა დაგანცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილიან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვიაარსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

• საჯაროდა კერძო პირებს შორის განსხვავებას კანონი ამ კონკრეტულმუხლებში ავლენს. როგორც ვხედავთ, საჯარო პირის ცილისწამებისშემთხვევაში ამ უკანასკნელს ბევრად უფრო მძიმე მტკიცების ტვირთი აწევს. ყველა სხვა საერთო პირობასთან ერთად მან ისიც უნდა ამტკიცოს, რომმოპასუხე ბრალეულად მოქმედებდა.

• საყურადღებოა ისიც, რომ საერთო წესისგან განსხვავებით, ცილისწამებისსარჩელებში მტკიცების ტვირთი განაწილებული კი არ არის, არამედფაქტიურად მთლიანად აწევს მოსარჩელეს, ანუ პირს, ვის შესახებაცგავრცელდა სავარაუდოდ ცილისმწამებლური განცხადება.

Page 27: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

პრივილეგიები ცილისწამებისათვის• თუმცა, მაშინაც კი, როდესაც ცილისწამების შემადგენლობა სახეზეა,

პირს შეიძლება მაინც არ დაეკისროს პასუხისმგებლობა მე–15 მუხლით მინიჭებული კვალიფიციური პრივილეგიის გამო. ანუცილისმწამებელი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:– მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად,

მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითიღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციისაღსადგენად;

– იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას დადაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;

– მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;– მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ

გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;– მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ

მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულიასაზოგადოებრივი ყურადღება.

• მე–16 მუხლი ყველა შემთხვევაში ათავისუფლებს პირსპასუხისმგებლობისაგან ცილისწამებისათვის, თუ მან არ იცოდა დაარც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

• ეს ფრაზა ბუნდოვანია და გარკვეულ წილად წინააღმდეგობრივი.

Page 28: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ხანდაზმულობის ვადა ცილისწამებისსარჩელებში

• საერთო წესებისგან განსხვავებით, კანონიადგენს ხანდაზმულობის სპეციალურვადას, რომელიც შეადგენს 100 დღეს მასშემდეგ, რაც მოსარჩელე გაეცნო ანშეეძლო, რომ გასცნობოდა სავარაუდოდცილისმწამებლურ განცხადებას.

Page 29: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კანონი მაუწყებლობის შესახებ• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის გარდა,

არსებობს სპეციალური კანონი,რომელიც არეგულირებსმაუწყებელთა საქმიანობას.

• განსხვავებით ბეჭდვითი მედიისაგან, რომლის საქმიანობალიცენზირებას არ საჭიროებს, მაუწყებელთა საქმიანობასაჭიროებასლიცენზირებას, რაც წინააღმდეგობაში არ არისსაერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპულიკონვენციის სტანდარტებთან.

• ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის პირველი პუქნტის თანახმადსახელმწიფოებს შეუძლიათ ÂÀÍÀáÏÒÝÉÄËÏÍÒÀÃÉÏÌÀÖßÚÄÁËÏÁÉÓ, ÓÀÔÄËÄÅÉÆÉÏ ÀÍ ÊÉÍÄÌÀÔÏÂÒÀ×ÉÖË ÓÀßÀÒÌÏÈÀ ËÉÝÄÍÆÉÒÄÁÀ.”

• არსებობს სხვადასხვა საფუძველი იმისა, თუ რატომ არის საჭიროსპეციალური მიდგომა მაუწყებლობის მიმართ. ყველაზე მთავარიმათ შორის ის არის, რომ სიხშირული სპექტრი, რომლითაცოპერირებს მაუწყებლობის ორგანიზაციების მნიშვნელოვანინაწილი შეზღუდული რესურსია.

Page 30: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კანონის ინტერპრეტაცია

• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მსგავსად “მაუწყებელთა შესახებ” კანონიცადგენს, რომ “მაუწყებლობის სფეროშიკანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათადაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანისუფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა დასაქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვასაერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისშესაბამისად.”

• ანუ ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტებს და მათდამცველებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი იარაღი ხელთთავიანთი უფლებების დასაცავად.

Page 31: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

საქართველოს კომუნიკაციებისეროვნული კომისია

• მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს სსიპსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. კომისიისფუნქციებია:– მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე

ზედამხედველობა და კონტროლი;– სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთველიცენზიების გაცემა, შეჩერება.

განახლება, გაუქმება;– სიხშირეების მინიჭება;– ლიცენზიის მფლობელების ზედამხედველობა და კონტროლი; მათთვის

სანქციების დაკისრება;– კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა,

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისმოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

– ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებსშორის

– წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა;– სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის მიღება;– და სხვა.

Page 32: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კომისიის სამართლებრივი აქტები• კანონის მე–8 მუხლის თანახმად კომისიისსამართლებრივ აქტებს განეკუთვნება: ა) კომისიისდადგენილება; ბ) კომისიის გადაწყვეტილება; და გ) კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

• კომისიის დადგენილება არის ნორმატიულისამართლებრივი აქტი.

• კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურისამართლებრივი აქტი.

• კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები გამოიცემაკომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულსაკითხებზე.

• კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება(გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

• კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლებაგასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობითდადგენილი წესით.

Page 33: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

თვითრეგულირების მექანიზმი დასასამართლოსათვის მიმართვის

უფლების აკრძალვა• კანონის 14.1 მუხლი ავალდებულებს მაუწყებლებს შექმნან “თვითრეგულირების

ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა დამათზე დროულდა დასაბუთებულრეაგირებას.”

• 14.2 მუხლის თანახმად, პირს, კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებითგათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ასევე შეუძლია თავის უფლებათადასაცავად მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

• კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ემუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსითდადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტებისდარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდთვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

• 591 მუხლის მე–2 პუნქტი პირდაპირ კრძალავს ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ემუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსითდადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტებისინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმისფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ანრომელიმე სხვა ადმინისტრაციულორგანოში გასაჩივრება.

• ეს ნორმები აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ემუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც ყველას აქვს უფლება თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

Page 34: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი• კანონის მე–50 მუხლის თანახმად კომისია იღებსმაუწყებელთა ქცევის კოდექსს. დღეისათვის ასეთიკოდექსი მიღებულია და იგი შეიცავს ძალზედეტალურ წსებს შემდეგ საკითხებზე:– მაუწყებელთა თვითრეგულირების დაანგარიშვალდებულების სისტემები;

– ჯეროვანი სიზუსტის პრინციპები;– მიუკერძოებლობა;– სამართლიანი მოპყრობა;– საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების დაარჩევნების გაშუქება;

– საზოგადოებრივი აზრის კვლევა;– მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა;– მრავალფეროვნება, თანასწორობა, შემწყნარებლობა;

– პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სხვა.

Page 35: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

რას ითვალისწინებს კანონის 52-ე, 54-ე,

56-ე და 59-ე მუხლები?• 52–ე მუხლი: ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა.• 54–ე მუხლი: სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს

ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, ფაქტისა და აზრის მკაფიოგამიჯვნის, აზრის ავტორის იდენტიფიცირების, ყოველგვარიდისკრიმინაციის გაერეშე ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებულიყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენისვალდებულებას.

• 56–ე მუხლი: ომის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარიშუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ანძალადობისკენ წაქეზების, პორნოგრაფიის და სხვა ამგვარი უკანონობისშემცველი პროგრამების აკრძალვა.

• 59–ე მუხლი: მაუწყებელთა ვალდებულება განათავსონ ახალი ამბებისადა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონაუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

• ყველა ამ შემთხვევაში რიგით მოქალაქეს აკრძალული აქვს უჩივლოსმაუწყებელს სასამართლოში, თუ მას მიაჩნია, რომ მაუწყებელი არ იცავსამ მუხლებითდადგენილ მოთხოვნებს და სტანდარტებს!!!

Page 36: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ანგარიშვალდებულება და სანქციები• მეორე მხრივ, კანონის 70–ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი

ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობასაქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სალიცენზიოპირობებთან.

• მაუწყებელი ვალდებულია კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოსანგარიში სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსისმოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისადა დაფინანსების წყაროების შესახებ.

• 71–ე მუხლი კი ადგენს სანქციებს, რომლებიც შეიძლებაგანახორციელოს კომისიამ მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილივალდებულებების (52–ე, 54–ე, 56–ე, 59–ე მუხლებითგათვალისწინებული ვალდებულებების ჩათვლით) დარღვევისშემთხვევაში. ეს სანქციებია:

• წერილობითი გააფრთხილება;• ჯარიმა – გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის;

აღმოუფხვრელობისათვის, ან გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენისშემთხვევაში;

• ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება.

Page 37: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ლიცენზიის გაუქმება

• კანონის 74–ე მუხლი ჩამოთვლისლიცენზიის გაუქმებისსაფუძვლებს:

• ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;• ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);• გ) ლიცენზიის მფლობელის მიერლიცენზიით განსაზღვრული

საქმიანობის• შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი

წლის 120 დღის განმავლობაში;• დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ

ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიისმიერ მითითებულდარღვევას;

• ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობაკომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

Page 38: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ინტერნეტის რეგულირება• “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის

თანახმად მედია ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვით ანელექტრონულ საშუალებას, მათ შორის ინტერნეტს (1–ლიმუხლის “ღ” პუნქტი).

• შესაბამისად, კომუნიკაციები ინტერნეტის საშუალებითთავსდება ამ კანონის რეგულირების სფეროში.

• თუმცა, თავისი ტექნიკური თვისებების გამო ინტერნეტი სხვანორმატიული აქტებითაც რეგულირდება.

• ამათ შორის ყველა მთავარი არის კანონი “ელექტრონულიკომუნიკაციების შესახებ”.

• მეორე მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტისN3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტი

• „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურებისმიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისშესახებ”.

Page 39: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ავტორიზაცია და ავტორიზებული პირები• ხსენებული კანონის თანახმად, საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებსსაერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციოქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/დაელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისგანმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირისსაქმიანობის რეგისტრაციას, რასაც ამ კანონის ენაზე“ავტორიზაცია” ეწოდება.

• შესაბამისად, ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს: – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონულისაკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას(ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი); ან/და

– პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონულისაკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას(ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისმიმწოდებელი).

Page 40: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

კომისიის ფუნქციები ელექტრონულიკომუნიკაციების სფეროში

– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშისაქმიანობის ავტორიზაცია;

– ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონულიკომუნიკაციების სფეროში განხორციელებულსაქმიანობის კონტროლი;

– ავტორიზებულ პირებს შორის დავებისგადაწყვეტა

– და სხვა.

• გარდა ამისა, კომისია გასცემსრადიოსიხშირული სპექტრით ან/დანუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიას.

Page 41: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

პასუხისმგებლობა• ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონულიკომუნიკაციების სფეროში საქართველოსკანონმდებლობის, მათ შორის, კომისიისდადგენილებებითა და გადაწყვეტილებებითგანსაზღვრული მოთხოვნებისა დავალდებულებების დარღვევის ან/დალიცენზიისმფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისდარღვევის შემთხვევაში კომისიაუფლებამოსილია დამრღვევი წერილობითგააფრთხილოს.

• დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაშიკომისიას შეუძლია დააკისროს დამრღვევს ჯარიმასხვადასხვა ოდენობით სხვადასხვადარღვევებისათვის. ჯარიმის მაქსიმუმი 270 000 ლარია.

Page 42: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

რეგლამენტი

• როგორც ითქვა, საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებითდამტკიცებულ იქნა რ ე გლ ა მ ე ნ ტ ი„ელექტრონულიკომუნიკაციების სფეროში მომსახურებისმიწოდების წესებისა და მომხმარებელთაუფლებების დაცვის შესახებ”.

Page 43: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ინტერნეტ–დომენი და დომენისგამცემი ორგანიზაცია

• რეგლამენტის თანახმად, პირს შეუძლია იქონიოსინტერნეტ–გვერდი. ამისათვის მან უნდა მოიპოვოსინტერნეტ–დომენი.

• რეგლამენტის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)9ქვეპუნქტის თანახმად ინტერნეტ-დომენიგანმარტებულია, როგორც ინტერნეტ-სახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ანფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას დაგანსხვავებას სხვათაგან.

• ჰ)10 ქვეპუნქტის თანახმად ინტერნეტ–დომენსგასცემს ინტერნეტ-დომენის გამცემი - ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დადაარეგისტრიროს ინტერნეტ-დომენი.

Page 44: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

დომენის გამცემის უფლებამოსილება

• რეგლამენტის 103–ე მუხლის თანახმად: – ინტერნეტ-დომენის გამცემი პერიოდულადამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ-გვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდანაიცილოს ინტერნეტ-გვერდზე დაუშვებელიპროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოსშესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:

– ა) გააფრთხილოსდომენის მფლობელი დაგანუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციისამოღებისათვის;

– ბ) გაფრთხილების უგულველყოფის შემთხვევაშიმოახდინოს ინტერნეტ-გვერდის დაბლოკვა.

Page 45: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

დაუშვებელი პროდუქცია• საზოგადოდ, რადგან ინტერნეტი მედიაა, ამდენადმასზე ვრცელდება გამოხატვის თავისუფლებასთანდაკავშირებული შეზღუდვები.

• ამასთანავე, რეგლამენტის მე–3 მუხლის პირველიპუნქტის ჰ3 ქვეპუნქტი განმარტავს ე.წ. “დაუშვებელპროდუქციას”, რომლის განთავსებაც პირს ეკრძალებათავის ინტერნეტ–გვერდზე. კერძოდ, დაუშევებელიპროდუქცია განმარტებულია, როგორც:– ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემულიპორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობისგანსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადიცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციისდამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა დასაქართველოს კანონმდებლობის დარღვევითგადაცემული სხვა პროდუქცია.

Page 46: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

ინტერნეტ–გვერდის მფლობელისსხვა მოვალეობები

• რეგლამენტის 102–ე მუხლის თანახმად, ინტერნეტ - გვერდისმფლობელი ვალდებულია:

• ა) საკუთარ ინტერნეტ-გვერდზე ან ბმულის სახით განათავსოსინფორმაციას მომხმარებლის სხვადასხვა კომპიუტერულივირუსებისაგან, თაღლითური პროგრამების ან სხვა მავნეპროდუქციისაგან დაცვის მიზნით;

• ბ) მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მეთოდების, ვირუსებისბლოკირების პროგრამების ან/და სხვა საშუალებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი თავიდან აიცილებსკომპიუტერის დაზიანება/დაინფიცირებას ან მის მახსოვრობაში უკანონოშეჭრას;

• გ) შეამოწმოს ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ ბმული იმ მიზნით, რომბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ანსხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებსშესაბამისს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;

• დ) ინტერნეტ-გვერდზე, სადაც განთავსებულია თამაშის ბმულიგანათავსოს ინფორმაცია აღნიშნული თამაშის წესების, მისი შინაარსისადა შემცველობის თაობაზე.”

Page 47: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

სისხლისსამართლებრივი ასპექტები• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს რამოდენიმე მუხლს,

რომელსაც შეხება აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან და ჟურნალისტისსაქმიანობასთან.

• მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფასიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლებისგანხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანიგამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -ისჯებაჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლებისაღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებისჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

• მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესეიგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისიგავრცელებისაგან, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლოშრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელისამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივიმდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთითვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებისჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Page 48: ლექცია#3 ,გამოხატვის თავისუფლება ქართულ სამართალში

სისხლისსამართლებრივი ასპექტები• მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მისპოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, -ისჯებაჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორწლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება:ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამწლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამწლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობისუფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.