ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6...

36
ინსტრუქცია ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში

Transcript of ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6...

Page 1: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

ინსტრუქცია

ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში

Page 2: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

თავისუფლება

ინსტრუქცია

Page 3: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

3

თავისუფლება

ალექსის დე ტოკვილის 1856 წლით დათარიღებული გამონათქვამი ყველაზე მკაფიოდ აღწერს ლიბერალიზმის კრედოს: თავისუფლებაში ცხოვრობს ის, ვისაც იმ წინააღმდეგობათა მიუხედავად, სხვა ადამიანები რომ უქმნიან, ქმედება მაინც ძალუძს. თუმცა ამგვარი თავისუფლება მხოლოდ მაშინაა გამართლებული და აზრიანი, თუკი ის საკუთარ თავს, როგორც პრინციპს, არ გაანადგურებს.

ამიტომაც ლიბერალისთვის ქმედების თავისუფლება სწორედ იქ მთავრდება, სადაც ის სხვების ასეთსავე თავისუფლებას ძალადობისა და იძულების საშუალებით ზღუდავს.

მაშასადამე, საჭიროა ზუსტად განისაზღვროს იმ თავისუფლების არეალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანის წილად მოდის.

Page 4: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

4

იძულებითი წესრიგის წინააღმდეგამგვარად საკითხი თავისუფლების საზღვრების შესახებ და საკუთრების უფლების საკითხი ერთმანეთთან კავშირში იმყოფება. თავისუფლება მხოლოდ იმ სფეროშია ლეგიტიმური, რომლის მართვაც არსებული სამართლის ნორმებითაა შესაძლებელი. აქედან მომდინარეობს საყოველთაო წესი, არ განაგო სხვა ადამიანების ბედ-იღბალი, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც ისინი საკუთრი ნებით თანხმდებიან ამას. როგორც ინგლისელმა ფილოსოფოსმა და ლიბერალიზმის სულიერმა მამამ ჯონ ლოკმა ჯერ კიდევ 1690 წ. თავის ნაშრომში „ორი ტრაქტატი მთავრობის შესახებ“ აღნიშნა, თავისუფლება საკუთრებიდან მომდინარეობს. ამას, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრის მიუხედავად, არაფერი აქვს საერთო ბურჟუაზიულ-მესაკუთრული ინტერესების პოლიტიკასთან (possessive individualism). აქ უფრო ადამიანის პიროვნული სფეროს განსაზღვრაზეა საუბარი. ლოკს მხედველობაში აქვს საკუთრება, რომელიც უპირველესად თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის ბატონ-პატრონად მოიაზრებს.თანამედროვე ამერიკულ ტერმინოლოგიაში ამის გამოსახატავად არსებობს შესანიშნავი ცნება: “self-ownership“. თავისუფლების ლიბერალური იდეალის ხორცშესხმისგან კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ არსებობენ წესრიგის იძულებითი სტრუქტურები (უმთავრესად სახელმწიფოებრივი), რომლებიც ადამიანებს კლავენ, ზიანს აყენებენ, აპატიმრებენ, ასახლებენ ან მათ მეურვეობას კისრულობენ.განა არ არსებობს უამრავი საბაბი თავისუფლების შესაზღუდად? განა ხშირად არ გრძნობენ თავს ადამიანები სხვათა განსხვავებულობის გამო ისეთი ძლიერი საფრთხის ქვეშ, რომ ამ განსხვავებულთა იძულებითი იზოლირება სურთ? განა უამრავი ადამიანი არ თვლის საჭიროდ, რომ მათი რეალური თუ მოჩვენებითი სოციალური პრობლემები უპირველესად განზე მდგომ მესამე მხარეს

Page 5: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

5

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

გადააწყვეტინონ სახელმწიფოს მეშვეობით? განა არ მიაჩნია უამრავ ადამიანს გამართლებულად, საკუთარი ნებით მოქმედი მოძმეების თვითდაზიანებისგან დაცვა (მაგალითად ნარკოტიკების მოხმარებისგან)? განა არ ისწრაფის უამრავი ადამიანი იმისკენ, რომ სხვები მათი ბედნიერების გზაზე იძულებით ატაროს? ცნობილი ფაქტია, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ყოფნა ძალიან მოსახერხებელია და ადამიანებში ღრმად გამჯდარ ინსტინქტებსაც აკმაყოფილებს, - მაშინაც კი, თუკი თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის შედეგები მორალური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით გამანადგურებელი და საბოლოო ჯამში უნებლიეა. სწორედ იმის გამო, რომ თავისუფლების ლიბერალური იდეა ასეთ მკაცრ მორალურ მოთხოვნებს აყენებს, არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი „კეთილისმყოფელი“ საუკეთესო განზრახვებიდან გამომდინარე თამასის დაბლა დაწევას ცდილობს. ამ მიზეზის გამო თავისუფლების ცნების ფორმულირება სხვადასხვაგვარად ხდება, რის შედეგადაც იგი თავის სიმკვეთრესა და შინაარსს კარგავს. ასე მაგალითად, ხშირად გვესმის ე.წ. „პოზიტიური“პოლიტიკური თავისუფლებების შესახებ, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობაში მონაწილეობის გაზრდით მიიღწევა. საუბარია ასევე „მატერიალური“ (სოციალური) თავისუფლებების შესახებ. თუმცა ისინი, განზრახ აფართოვებენ რა ძალაუფლების შესაძლებლობათა სპექტრს სხვა პიროვნებასა და სხვის საკუთრებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაში მოდიან თავისუფლების ლიბერალურ იდეასთან. თავისუფლების ამგვარი არაზუსტი კონცეფციის მომხრები ხშირად ყოფენ თავისუფლებას „კარგ“ თავისუფლებებად (აზრის გამოთქმის თავისუფლება) და „ცუდ“ თავისუფლებებად (უპირველესად ეკონომიკური თავისუფლება). თუმცა ლიბერალისთვის თავისუფლება ერთიანი ცნებაა.აქედან გამომდინარე ის მოიცავს ეკონომიკურ თავისუფლებასაც, რომლის გარეშე სხვა თავისუფლებები ვერ იარსებებდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლების მომხრეს თავის მოძმეთა კეთილდღეობა არ აღელვებს.

Page 6: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

6

სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, ნამდვილი სოლიდარობა თავისუფლების გარეშე ვერ იარსებებს. ლიბერალისთვის შეძლებულობისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა კი არ არის მიუღებელი, არამედ მის მისაღწევად ძალადობის, ძარცვისა და იძულების გამოყენება.

„არავის შეუძლია მაიძულოს, ბედნიერი ვიყო მისი შეხედულებების შესაბამისად (ისე, როგორც მას წარმოუდგენია სხვა ადამიანების ბედნიერება), არამედ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი ბედნიერების იმ გზაზე ძიება, რომელიც მას მიაჩნია საუკეთესოდ. ოღონდ იგი წინ არ უნდა აღუდგეს იგივე მიზნისაკენ მიმავალი სხვა ადამიანების თავისუფლებას, რომელიც თანაარსებობს სხვა პიროვნებების თავისუფლებასთან შესაძლო ზოგად კანონთან შესაბამისობაში (ანუ არ მოაქვს ზიანი სხვისი ამ უფლებისათვის).“ (იმანუილ კანტი, 1794)

დაუსრულებელი უტოპია

თავისუფლების მეშვეობით ხდება კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე არსებული წინააღმდეგობების დაძლევა. ეს წინააღმდეგობები ყველა დროში მასიური სიღატაკისა და გაჭირვების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაწყებული ეკონომიკური თავისუფლების ზრდამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის ჭეშმარიტი კეთილდღეობის დამკვიდრება. შიმშილზე გამარჯვების საქმეში ლიბერალიზმს დიდი ისტორიული წვლილი მიუძღვის. იქ, სადაც თავისუფლება ბატონობს, ადამიანები ცხოვრებისგან უფრო მეტს ელიან და მათი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე იქ, სადაც თავისუფლების დეფიციტია. უფრო მეტიც: არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული და სულიერი პროგრესი თავისუფლების

Page 7: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

7

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

გარეშე წარმოუდგენელია. მხოლოდ იდეების თავისუფალი გაცვლისა და მათი თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა წარმოაჩენს შემოქმედებითსა და მაღალი თვითშეგნების მქონე ადამიანს, რომელსაც წინ მიჰყავს მეცნიერება და ხელოვნება. თავისუფლება - ეს არის რეალურ სამყაროში ყოველგვარი პროგრესის მიუხედავად (ჯერ კიდევ?) არსებული დაუსრულებელი უტოპია. ის ერთადერთი უტოპიაა, რომელიც ადამიანს რაიმე წარმოსახვით საზოგადოებრივ წესრიგს კი არ უქვემდებარებს, არამედ მას, როგორც ინდივიდს ყველა საზოგადოებრივი მისწრაფების ცენტრში აყენებს.

„ეკონომიკური თავისუფლება არ არის მყარი პოლიტიკური თავისუფლების გარეშე, და პოლიტიკური თავისუფლება მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლებით შეიძლება იქნეს უზრუნველყოფილი“ (ოიგენ რიხტერი, 1894).

ლიტერატურა

Berlin, Isaiah: Freiheit. Vier Versuche, Fischer-TB, 2001.ესეების ეს ნაკრები შეიცავს გერმანულ თარგმანს მოხსენებისა „Two Concepts of Liberty“ (1958), რომელშიც „პოზიტიური“ და „ნეგატიური“ თავისუფლებების ცნებები ერთმანეთთანაა შედარებული Bouillon, Hardy: Freiheit, Liberalismus und Wohlfahrtsstaat, No-mos, 1997.Doering, Detmar: Traktat über Freiheit, Olzog, 2009.Mill, John Stuart: Über die Freiheit, Reclam, 1974.

Page 8: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

8

ლიბერალიზმი

ინსტრუქცია

Page 9: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

9

ლიბერალიზმი

თავისუფლება ლიბერალებისთვის თვითმიზანია. თავისუფლების გარეშე ადამიანს არ შეუძლია ცხოვრება, ხოლო საზოგადოებას - ფუნქციონირება. ამიტომაც თავისუფლების იდეა ყველა დროსა და ადგილას ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. უკვე ანტიკურობასა თუ შუა საუკუნეებში ბუნებრივი უფლებების ტრადიციები მიოთხოვდნენ გარკვეულ თავისუფალ სივრცეს, რომელიც მიმტაცებლური ძალაუფლებისგან დაცული იქნებოდა, თუმცა მაშინ მაინც ყოველთვის საზოგადოება ინდივიდუუმთან შედარებით პირველ ადგილზე იყო წამოწეული.

მინიმალური სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა, მშვიდობა „ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპი მოითხოვს, რომ პიროვნული თავისუფლების იმ შეზღუდვებმა, რომელთა არსებობაც სოციალური თანაცხოვრებისას გარდაუვალია, შეძლებისდაგვარად [...] იკლონ.“ (კარლ პოპერი, 1956).

Page 10: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

10

თითოეული პიროვნების თავისუფლება მხოლოდ აღორძინების პერიოდიდან იქცა იმ წინაპირობად, რომელსაც ზოგადად კონკრეტული წეს-წყობილების ლეგიტიმაციის უნარი შესწევდა. ჯონ ლოკმა თავის ნაშრომში „ორი ტრაქტატი მთავრობის შესახებ“ (1690) პირველად მოახდინა იმის ფორმულირება, რომ ადამიანი საკუთარი თავის ბატონია. სახელმწიფო კი ეფუძნება იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ადამიანები თავისი თავისუფლების, სიცოცხლისა და საკუთრების უფლებების დასაცავად დებენ.ამ იდეებიდან, რომლებიც დღესაც ლიბერალური აზროვნების ძირითად მარცვალს შეადგენენ, დროთა განმავლობაში პოლიტიკური თეორია მომწიფდა.მისი ძირითადი პუნქტებია:პირველი: სახელმწიფოს საქმიანობის შეზღუდვა, რომლის ქმედებანი და უფლებამოსილებანი უშუალოდ თავისუფლების უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს მიბმული. სამართლებრივი სახელმწიფო პოლიტიკური ლიბერალიზმის სამარკო ნიშანია. ლოკის აზრები შენდგომში მონტესკიემ, იმანიულ კანტმა, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტმა, თომას ჯეფერსონმა, ჯონ სტიუარტ მილმა და მრავალმა სხვამ განავითარა.მეორე: საბაზრო ეკონომიკა. იმ აზრს, რომ თავისუფლება ამავდროულად კეთილდღეობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაცაა ყველასათვის, დიდი ეკონომისტი ლიბერალები - ადამ სმიტიდან დაწყებული ლუდვიგ ფონ მიზესითა და ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკით დამთავრებული - სულ უფრო სისტემატიურად ამტკიცებდნენ.მესამე: მშვიდობა. ლიბერალებისთვის არა მარტო შინაგანი, არამედ გარეგანი მშვიდობაც მნიშვნელოვანია. თავისი ნაშრომით „სამუდამო მშვიდობისაკენ“ (1795) კანტმა ამ იდეალს ლიტერატურული ძეგლი დაუდგა. ომი თავისუფლების ყველაზე დიდი დარღვევაა; ასე რომ მის წინააღმდეგ თავისუფლება საუკეთესო წამალია. ამიტომაც არის, რომ გადაადგილების თავისუფლება, ღია საზღვრები და თავისუფალი ვაჭრობა ლიბერალიზმის ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენენ.

Page 11: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

11

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

წარმატების ისტორია

ამ ლიბერალურმა იდეებმა უკვე მოკლე ხანში საოცარი ქმედითობა გამოავლინეს. ამერიკისა (1776) და საფრანგეთის რევოლუციების (1789) შემდგომ, მე-19 საუკუნეში ლიბერალიზმი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ მოძრაობად იქცა. სამართლებრივმა სახელმწიფომ ხორცშესხმა ჰპოვა. უზრუნველყოფილ იქნა აზრის გამოთქმის თავისუფლება. იქაც კი, სადაც ლიბერალიზმი ერთი შეხედვით დამარცხდა, მაგ. 1848წ. რევოლუციის დროს, პოლიტიკაში ლიბერალური პრაქტიკის შეფერხება ვერ ხერხდებოდა.ეკონომიკური თვალსაზრისით ლიბერალიზმმა საბაზრო ეკონომიკის საშუალებით მოსახლეობის მასიური კეთილდღეობა რეალობად აქცია. ინდუსტრიული რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოერია შიმშილის კატასტროფების საზარელ რეალობას, პერიოდულად თავს რომ იჩენდა ევროპაში. 1847 წ.-დან ევროპაში მშვიდობიან დროს შიმშილი აღარასოდეს ყოფილა. შესაძლებელია სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკური ბალანსი ლიბერალების წარმატების საუკეთესო მტკიცებულება იყო, იგი მუდმივად პროპაგანდისტული ცეცხლის ქვეშ ხვდებოდა. კრიტიკოსები ეკუთვნოდნენ რეაქციულ ბანაკს, როგორც მაგალითად, ჩარლზ დიკენსი, ან კარლ მარქსის მსგავსად თავს „პროგრესულებად“ ასაღებდნენ. მაგრამ გამათხოვრების მღაღადებელი მათი არც ერთი წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

„ლიბერალიზმის მოტანილმა კეთილდღეობამ ბავშვთა სიკვდილიანობა, წინა საუკუნეებში უმოწყალოდ რომ ბობოქრობდა, მნიშვნელოვნად შეამცირა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შედეგად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზარდა. ეს კეთილდღეობა მხოლოდ რჩეულთა ვიწრო ფენას არ რგებია წილად.“ (ლუდვიგ ფონ მიზესი, 1927)

Page 12: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

12

ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გარეშე კეთილდღეობა ჯერ არსად შექმნილა. ის ეკონომიკური განვითარების ერთადერთი ქმედითი გზაა.

დაკნინება და აღმასვლა

მე-19 საუკუნის დამლევს კონსერვატორებმა და სოციალისტებმა ლიბერალების შევიწროვება დაიწყეს. ლიბერალებისგან მათ მასების დემოკრატიული მობილიზების მეთოდები ისწავლეს და ისინი პროტექციონისტური ინსტინქტებისა და საგანგებო ინტერესებისადმი მოწოდებებს დაუკავშირეს. ამ პოპულისტური „ცდუნებებისგან“ თავის გადარჩენას ლიბერალიზმი ხშირად „მორგების“ პრინციპით ცდილობდა („სოციალ-ლიბერალიზმი“ და ა.შ.), თუმცა ამან დაკნინების პროცესი ვეღარ შეაჩერა. ევროპაში თავისუფალი ვაჭრობის ლიბერალური პრინციპისათვის ზურგის შექცევა არა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების ერთ-ერთი მიზეზი იყო, არამედ ლიბერალების თანდათანობითი მარგინალიზაციაც გამოიწვია.

„ლიბერალიზმი არის პოლიტიკური სამართლებრივი პრინციპი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ძალაუფლება, მიუხედავად თავისი ყოვლისშემძლეობისა, საკუთარ თავს თავად ზღუდავს და,- თუნდაც ეს თავის ხარჯზე გააკეთოს,- სახელმწიფოში, რომელსაც განაგებს, იმათთვის ტოვებს ადგილს, ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს და გრძნობს, ანუ ძლიერებისგან, უმრავლესობისგან განსხვავებულთათვის.“(ხოსე ორტეგა ი გასეტი, 1930)

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ლიბერალიზმი ხშირად უძლური იყო. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთში ლიბერალიზმის ერთგვარმა რენესანსმა მოიკიდა ფეხი,

Page 13: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

13

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

რომელმაც კეთილდღეობა და მშვიდობა უზრუნველყო. საბჭოთა კომუნისტური წყობის ნგრევის შემდეგ 1989წ. გაჩნდა იმის იმედი, რომ ლიბერალიზმი კვლავ წამყვან პოლიტიკურ მიმდინარეობად იქცევა. ამასთანავე, თავისუფლების შეპარვითი ეროზიის მარად აქტუალური საფრთხე მუდმივ გამოწვევად დარჩება.

ლიტერატურა

- Boaz, David (Hrsg.): The Libertarian Reader. Classic and Contemporary Readings from Lao-Tsu to MiltonFriedman, The Free Press, 1997.

- Doering, Detmar (Hrsg.): Kleines Lesebuch über den Liberalismus, 5. Aufl., Academia, 2005.

- Kersting, Wolfgang: Der liberale Liberalismus. Notwendige Abgrenzungen, Mohr/Siebeck, 2006.

- von Mises, Ludwig: Liberalismus (1927), 2. Aufl., Academia, 2006.

Page 14: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

14

კონკურენცია

ინსტრუქცია

Page 15: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

15

კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ჩამომყალიბებელი პრინციპია. ნაწარმისა და მომსახურების შემომთავაზებელნი ერთმანეთს ეჯიბრებიან კლიენტების კეთილგანწყობის მოპოვებაში, რომელნიც, თავის მხრივ, საკუთარი გადახდის უნარიანობით ბაზარზე შემოთავაზებული პროდუქტების შეძენაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ამის შედეგად გამყიდველი და მყიდველი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აწარმოებს გაცვლას, რომელიც ორივე მხარისათვის მომგებიანია. ეს იმგვარი თამაში არ არის, სადაც ერთის მოგება მეორის წაგებას ნიშნავს: სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც გამყიდველი მოგებას ნახავს, ხოლო მყიდველი ნაყიდისგან უფრო მეტ სარგებელს ელის, ვიდრე ის ალტერნატიული პროდუქციისათვის საფასურის სახით გასცემს. მოგება ყოველთვის ბიძგის მიმცემია კონკურენციაში ჩასაბმელად. დანაკარგები კი იმის მანიშნებელია, რომ უმჯობესია ბაზარი სასწრაფოდ დატოვოთ.

კონკურენცია

Page 16: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

16

საბაზრო ფასებისგან მომდინარე ეს სიგნალები „უხილავი ხელით“ უწევს კოორდინირებას მილიარდობით მწარმოებელთა და მყიდველთა ქცევას საბაზრო პირობებში. ასე რომ, სულაც არ არის აუცლიებელი, ბაზრის მონაწილეებს ბაზარზე წარმოდგენილი ყველა ნაწარმის რაოდენობის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია. ასევე, ყველამ როდი უნდა გააკეთოს მომავალი განვითრების პროგნოზირება. მხოლოდ ფასების ცოდნა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს შემოთავაზებისა თუ მოთხოვნილების შეცვლისაკენ ვუბიძგოთ.

კონკურენციის ფუნქციები

კონკურენციის მონაწილენი ერთმანეთს ეჯიბრებიან თავისი პროდუქციის ფასებში, ხარისხში ან რეკლამის საინფორმაციო ფუნქციაში. ფასების დაწევით, პროდუქციის გაუმჯობესებით ან ოპტიმირებული სარეკლამო ინფორმაციით ისინი უპირატესობებს იქმნიან ბაზარზე. კონკურენცია ქმნის მუდმივ საინოვაციო პროცესს, , რომელსაც ფონ ჰაიეკი ბაზრების „აღმოჩენის პროცედურას“ უწოდებდა, ხოლო იოზეფ შუმპეტერმი „შემოქმედებითი ნგრევის“ პროცესად მოიხსენიებდა. თუკი გარკვეულ ბაზარზე დიდი მოგებები იჩენს თავს, ეს უკვე სიგნალია შემოსავლებზე ორიენტირებული საწარმოებისთვის, რათა მათ პროდუქციაზე შემოთავაზება გაზარდონ და წარმოების ხარჯები თანდათან შეამცირონ. დროთა განმავლობაში ეს განაპირობებს უფრო მაღალ ხარისხს, ფასების დაწევას და მუდმივად ახალი-ახალი პროდუქციის შექმნას. ძველს ცვლის ახალი, რომელიც უფრო შეესაბამება მყიდველების მცირე თანხების გაღების სურვილს. მაგრამ ინდუსტრიული რევოლუციის მატერიალური და ტექნიკური განვითარება, ისევე, როგორც დღევანდელი ინტერნეტის საუკუნის შეუჩერებელი

Page 17: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

17

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

დინამიკა აჩვენებს, თუ რა შთამბეჭდავი ძალის მატარებელია კონკურენცია. კონკურენციას უპირველესად მყიდველებისთვის მოაქვს სარგებელი. სწორედ ისინი რჩებიან მოგებულნი ფასების მუდმივი დაწევის, უფრო მაღალი ხარისხისა და ინოვაციური პროდუქტების წარმოების შედეგად. საწარმოების ინტენსიური კონკურენცია მომგებიანია ასევე დაქირავებული მუშაკებისთვისაც, რადგანაც დამქირავებლები გაზრდილი ხელფასებითა და გაუმჯობესებული სამუშაო პირობებით მოტივირებული და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მოზიდვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კონკურენცია ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციას ამუხრუჭებს და ამით ეკონომიკური განვითარების შედეგების გადანაწილებაზე ზრუნავს. მაშასადამე, კონკურენცია, ასევე საზოგადოების სუსტ ნაწილსაც აძლიერებს.

კონკურენციის შიში

„ვაჭრობა საკონკურენციო ბრძოლად გვეჩვენება. სინამდვილეში კი იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა.“ (რასელ რობერტსი).

მაშინაც კი, თუ ბაზრის მონაწილეთა საერთო ჯამი კონკურენციის წყალობით მოგებული რჩება, „შემოქმედებითი ნგრევის“ შედეგად წაგებულების იგნორირება ვერ მოხდება: ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური ცვლილებები შეეხო, ხშირად იძულებულნი არიან, მნიშვნელოვნად შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ეს კი მათში ისევ და ისევ იმის შიშს აღძრავს, რომ შეწყობის პროცესში კვლავ უიღბლონი შეიძლება აღმოჩდნენ.თუმცა ეს შიში ხშირად უსაფუძვლოა, რადგანაც კონკურენციის პირობებში ინოვაციური იდეები და რესურსები დანაკარგებზე გაცილებით მეტ დასაქმების

Page 18: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

18

საშუალებებს ქმნიან: ახალ სამუშაო ადგილებს, უპირველეს ყოვლისა, მომსახურების სექტორი გვთავაზობს. ამ სფეროში გერმანიაში ჯერ მხოლოდ 2000 წლიდან 2,3 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მართალია, სხვა სექტორებში თითქმის 1,1 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მაგრამ საბოლოო ჯამში საერთაშორისო კონკურენციით გამოწვეულმა ეკონომიკურმა განვითარებამ ადამიანებს მეტი შესაძლებლობები მისცა. უპირველეს ყოვლისა კი, ამით მომავალი თაობები იხეირებენ.კონკურენციის მარად განვითარებად პირობებში დასაქმების ბაზრის ხისტი პოლიტიკა ადამიანებს დათვურ სამსახურს უწევს. ის საწარმოებსა და იქ დასაქმებულებს ერთნაირად უსპობს იმის მოტივაციას, რომ ინვესტიციებით, მოქნილობითა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით გარდაუვალ საბაზრო ცვლილებებს მოერგონ. თუმცა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში იმ ადამიანების შველა, რომლებსაც კონკურენცია მორგების წნეხის ქვეშ აყენებს, სრულიად შესაძლებელია. აქ დამხმარე ფაქტორად სოციალური პოლიტიკა გვევლინება, რომელიც ადამიანებს ცვლილებებისკენ ფინანსური დახმარებით უბიძგებს და შესაბამისი წინაპირობებით ხელს უწყობს (საკვანძო სიტყვა:ლიბერალი ლიბერალური „სამოქალაქო თანხები“). მაგრამ ისეთი პოლიტიკა, რომელიც კონკურენციით გამოწვეულ ცვლილებებს წინ ეღობება, გარდაუვალ სტაგნაციას იწვევს.

კონკურენციის წესრიგი და თავისუფლება

კონკურენციის წესრიგი ღია ბაზრებზე არსებული მრავალი შემოთავაზებით ისე უნდა მკვიდრდებოდეს, რომ თავისუფალი ადამიანების შემოქმედებით ძალებს ბიძგი მიეცეთ, ჩაერთონ მათთვის მოუხერხებელ, გაურკვეველი შედეგის მომტან კონკურენციაში. უპირველესად აღკვეთილ უნდა იქნას პარტიკულარული ინტერესების

Page 19: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

19

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

გამომხატველთა მცდელობები, კონკურენციის სახელმწიფოებრივი შეზღუდვების საშუალებით დასამარებისა. მართლაც, კონკურენციის პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვის უამრავი საშუალება არსებობს, რომლნიც მხოლოდ მათი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციის გამო არიან წარმატებულნი. მათ რიცხვს განეკუთვნება არა მარტო სახელმწიფოებრივი კონცესიები, არამედ კონკურენციის პირობებში საწარმოებისთვის დადგენილი უამრავი სტანდარტი და ვალდებულება, რომელთა მომხმარებელთა დაცვის პრიორიტეტული ფუნქცია ხშირად ნიღბავს არასასურველ, კონკურენციის შემზღუდველ შედეგებს. აქ ეკონომიკური და საკონკურენციო პოლიტიკა ხშირად საშიშ ბილიკზე დგება, რომელიც ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობასა და დასამარებას შორის გადის.მოქალაქეების მიერ შესრულებული სამუშაო ყოველთვის წინ უსწრებს ნებისმიერი გადანაწილების პროცესს, იქნება ეს საერთო სარგებელი, მიღებული ცალკეული პიროვნებების მიღწევებიდან ღია ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლის შედეგად, თუ შემოსავლების დაბეგვრის გზით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გადანაწილება.ამიტომაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღია ბაზრის თავისუფალი ხელმისაწვდომობა, კონკურენცია ძალუფლების კონტროლისათვის, შესაბამისი წინაპირობები ფულის ღირებულების სტაბილურობისათვის და კერძო საკუთრების უფლებების დაცვა. ეს არის საბაზრო ეკონომიკის, როგორც „კონკურენციის წესრიგის“ , როგორც თავისუფლების კონსტიტუციის „ჩამომყალიბებელი პრინციპები“. რაც უფრო უკეთ ხდება ამ დებულებების განხორციელება, - დღესდღეობით უპირველესად მოქნილი დასაქმების ბაზრისა და წინააღმდეგობებისგან თავისუფალი საკონკურენციო პოლიტიკის საშუალებით, - მით უფრო ეფექტურად შეუმსუბუქებს მიზნობრივი სოციალური დახმარება თითოეულ ადამიანს ადაპტაციის პროცესს სტრუქტურული ცვლილებების პირობებში: იმისთვის,

Page 20: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

20

რომ კონკურენციამ საბაზრო ფასების პირობებში იმუშაოს, უნდა მოხდეს სოციალური ტრანსფერის სფეროს საბაზრო ეკონომიკის სფეროსგან გამიჯვნა.

„კონკურენციის თავისუფლების უზრუნველყოფისას შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ პრინციპებზე და არა შედეგებზე.“ (მიხაელ ფონ პროლიუსი)

ლიტერატურა:

5 Eucken, Walter: Grundsätze der Wirtschaftspolitik, Kap. XVI, UTB, 2008.

5 Friedman, David D.: Price Theory, Chapter 9-14, 2. Edition, 1990 (http://www.daviddfriedman.com/ Aca-demic/Price_Theory/PThy_ToC.html).

5 Gerken, Lüder / Lambsdorff, Otto Graf (Hrsg.): Ord-nungspolitik in der Weltwirtschaft, Nomos, 2001.

5 Hazlitt, Henry: Economics! Über Wirtschaft und Mis-swirtschaft, Olzog, 2009.

5 Kasper, Wolfgang: Competition, in: Henderson, David D.: The Concise Encyclopedia of Economics, 2. Edi-tion, 2008 (http://www.econlib.org/library/ Enc/Com-petition.html).

5 Kronberger Kreis: Globalisierter Wettbewerb, Frank-furter Institut, 1998.

5 O’Rourke, Patrick Jake / Smith, Adam: Vom Wohl-stand der Nationen, Bücher die die Welt veränderten,

Page 21: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

21

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

DTV, 2008.

5 Schumpeter, Joseph: Kapitalismus, Sozialismus, Demokratie, UTB, 2005.

5 Smith, Adam: Der Wohlstand der Nationen: Eine Untersuchung seiner Natur und seiner Ursachen, DTV, 1999.

5 von Hayek, Friedrich August: Freiburger Studien, Mohr-Siebeck, 1969.

Page 22: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

22

პასუხისმგებლობა

ინსტრუქცია

Page 23: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

23

პასუხისმგებლობა

თავისი თითოეული ქმედებით ადამიანი თავის სასიცოცხლო გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. ინდივიდუალური ქმედება ამავდროულად სოციალური ქმედებაცაა, რადგანაც იგი სხვა ადამიანებზე აისახება. ამ გაგებით ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებსა და მათ შედეგებზე.

„საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს იმას, რომ თითოეულ ადამიანს თავისი საკუთარი ღირებულებები აქვს, რაც მას უფლებებს ანიჭებს, ვერ იქნება პიროვნების ღირსების პატივისმცემელი და არ ეცოდინება, თუ რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება.“ (ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი)

პასუხისმგებლობის ცნება ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელია იმ ნორმატიულ ეთიკაში, რომლის მთავარი

Page 24: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

24

კითხვაა, თუ როგორი გამართლება შეიძლება მოეძებნოს სხვადასხვა ქმედებებს ან ქმედებათა ნორმებს. პასუხისმგებლობა „მიეწერება“ მოქმედ ადამიანს, რამეთუ ის საკუთარ თავზე იღებს თავისი ქმედებებით გამოწვეულ შედეგებს. ამასთანავე, არსებობს, ერთის მხრივ, პროსპექტიული (სავარაუდო) პასუსხისმგებლობა, სადაც მორალურ მხარეს კი არ ენიჭება უპირატესობა, არამედ ნორმატიულ მხარეს, ანუ იურიდიულ, პოლიტიკურ, პროფესიულ და სხვა ფორმალურ მოვალეობებს, - მაგალითად, ეს ეხება პასუხისმგებლობას დასმულ ამოცანებთან ან პროფესიულ პრეროგატივებთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, არსებობს კიდევ რეტროსპექტიული პასუხისმგებლობა, რომელიც თითეულ ადამიანს თავისი ქმედებებისა და ქმედებათა შედეგებისთვის მისი ანგარიშვალდებულების კუთხით ეკისრება.

პასუხისმგებლობა და პიროვნებაპირადი პასუხისმგებლობა, გარდა შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისა, მოქმედი სუბიექტის პრინციპიალურ ავტონომიას გულისხმობს. უფრო მკაცრად რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ ერთეულ ადამიანებს შეუძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მხოლოდ მათ შესწევთ უნარი, რეალურად აგონ პასუხი საკუთარ ქმედებებზე. ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის ყველა ფორმა დაიყვანება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე. მინიშნებები ერთობლივ პასუხისმგებლობაზე ძირითადად მხოლოდ შენიღბვისათვის გამოიყენება. ეს, მაგალითად, კარგად ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემთხვევაში: ე.წ. პასუხისმგებლობის მატარებლები ბოლომდე არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების გამო. ამიტომ ლიბერალები აქცენტს ისეთ გადაწყვეტილებებზე აკეთებენ, რომელთა მიღებაც მოსახლეობასთან მაქსიმალური სიახლოვის შედეგად ხდება, რამეთუ სწორედ მოსახლეობას შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებათა შედეგები.

Page 25: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

25

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

პასუხისმგებლობა და თავისუფლება „თავისუფლება პასუხისმგებლობას ნიშნავს: სწორედ ამ მიზეზის გამო ადამიანთა უმრავლესობას მისი ეშინია.“ (ჯორჯ ბერნარდ შოუ)

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც თავისუფალია გადაწყვეტილებათა მიღებასა და საკუთარ ქმედებებში, შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე და ის ამ პასუხისმგებლობას იტვირთებს კიდეც. ლიბერალიზმის მიზანია, მისცეს ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება. ამიტომაც თითოეული ადამინის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გადამწყვეტია ლიბერალური საზოგადოებისათვის. არა მხოლოდ თავისუფლებაა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი, არამედ თავის მხრივ, პასუხისმგებლობა საყრდენია თავისუფლებისა. სოციალისტური კონცეფციებისგან განსხვავებით პასუხისმგებლობა საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს მხოლოდ მათთვის აუცილებელი დოზებით გადაეცემა.მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ხდის შესაძლებელს კონკურენციის არსებობას, რომელიც ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ქმედებებით გამოწვეული სარგებელიცა და ზიანიც უშუალოდ მასზე აისახება, მაშინ ის მთელს თავის ცოდნასა და ენერგიას მიზანმიმართულ და სასარგებლო ქმედებებზე დახარჯავს. საგეგმო ეკონომიკამ და სოციალისტურმა საზოგადოებებმა იმიტომაც განიცადეს მარცხი, რომ მართალია, ოფიციალურად ყველა ყველაფრისთვის იყო პასუხისმგებელი, რეალურად კი არავინ არაფერზე არ აგებდა პასუხს.

სოციალური პასუხისმგებლობაპოლიტიკურ დისკუსიებში „სოციალურ პასუხისმგებლობას“ ხშირად განსაკუთრებულ, პასუხისმგებლობის უფრო

Page 26: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

26

მაღალ ფორმად განიხილავენ. თუმცა ხშირ შემთხვევებში ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობიდან მომდინარეობენ და თავისუფლებისა და კონკურენციის მაღალ დონეს მოითხოვენ. „სოციალურ პასუხისმგებლობასთან“ გასამკლავებლად სახელმწიფო უამრავ სისტემას ინახავს, რომლის დაფინანსებაც გადასახადებით ან იძულებითი შენატანებით ხდება და რომელთა მთავარი მახასიათებელი იძულებითი წევრობაა. შედეგები აისახება როგორც შენატანის გადამხდელებზე, ასევე მათ მიმღებებზე. ლიბერალებს ნებაყოფლობითი ორგანიზაციები ურჩევნიათ, სადაც ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც აცნობიერებენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე.

პასუხისმგებლობა სხვებისათვის

ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა და ხშირ შემთხვევაში მორალური ან იურიდიული ვალდებულებაც, სხვა ადამიანებისათვის იტვირთოს პასუხისმგებლობა. ტრადიციულად ოჯახი სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანები ერთმანეთისათვის აგებენ პასუხს. მშობლები შვილებისათვის არიან პასუხისმგებელნი, ოჯახის სხვა წევრები - ერთმანეთისთვის. ოჯახის წევრები ერთმანეთს მძიმე სიტუაციებში ეხმარებიან, სიბერეში და ავადმყოფობის ჟამს ერთმანეთისთვის ზრუნავენ. ეს უპირველესად ეხება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მიზეზთა და მიზეზთა გამო არ ან აღარ შეუძლიათ საკუთარ თავისათვის სრულად იყვნენ პასუხისმგებელნი. სხვა ადამიანებისათვის მსგავსი პასუხისმგებლობის აღება, რა თქმა უნდა, ოჯახის გარეთაც მრავალი ფორმით არის შესაძლებელი. მთავარი აქ ნებაყოფლობის პრინციპია - ორივე მხრიდან. დაუშვებელია, დავანგრიოთ ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარი თავისათვის კეთილ განზრახვებზე დამყარებული მეურვეობით.

Page 27: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

27

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

პასუხისმგებლობა და რისკითანამედროვე საზოგადოებებში ადამიანები სხვადასხვა რისკის ქვეშ იმყოფებიან. ყოველ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა, ამ რისკებიდან გამომდინარე საფრთხეებს სათანადოდ შეიარაღებული დაუხვდეს. როდესაც ცალკეული ადამიანი ამას ვერ ახერხებს, მას საზოგადოების იმედი უნდა ჰქონდეს. არსებობს რისკებისგან თავის დაცვის სხვადასხვა მექანიზმი, როგორც, მაგ. დაზღვევები. აქ პრინციპიალურად არ არსებობს სახელმწიფო ორგანიზაციების აუცილებლობა, საჭიროა მხოლოდ პიროვნებების პასუხისმგებლობით აღსავსე და წინდახედული მოქმედება, რომელიც საკუთარ თავზე და სხვებზე იქნება გათვლილი.

„დაფარვა პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად ყველა ბიუროკრატის დაუწერელი დევიზია.“ (კარლ ჰორბერი)

ლიტერატურა: 5Kant, Immanuel: Grundlegung zur Metaphysik der Sit-ten, in: Ders:, Werksausgabe: Akademie Textausgabe, Bd. 7, Suhrkamp, 2008. 5Kant, Immanuel: Kritik der praktischen Vernunft, in: Ders., Werksausgabe: Akademie Textausgabe, Bd. 7, Suhrkamp, 2008. 5von Hayek, Friedrich August: Die Verfassung der Frei-heit, Kapitel 5: Verantwortung und Freiheit, Mohr, 1971. 5Werner, Micha H.: Verantwortung, in: Düwell, Marcus / Hübenthal, Christoph / Werner, Micha H. (Hrsg.): Hand-buch Ethik, Metzler, 2006.

Page 28: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

28

სოციალურისამართლიანობა

ინსტრუქცია

Page 29: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

29

სოციალური

სამართლიანობა

„ჯერ არავის შეუმუშავებია ისეთი წესი, რომელზე დაყრდნობითაც თითოეული შესაძლო შემთხვევისათვის იმის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი, თუ რა არის „სოციალურად სამართლიანი“.“ (ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი, 1976)

„ათ წელიწადზე მეტ ხანს ვცდილობდი დამედგინა „სოციალური სამართლიანობის“ ცნების აზრი. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა; ან უკეთ რომ ვთქვათ, მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებისათვის ეს სიტყვები ყოველგვარ აზრს მოკლებულია.“1976 წ. დაწერილი ეს სიტყვები ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკის დარგში, ლიბერალ ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკს ეკუთვნის. რაც შეეხება „სოციალური სამართლიანობის“ ცნების დღევანდელ გამოყენებას პოლიტიკურ ასპარეზზე,

Page 30: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

30

მოყვანილი ციტატის მართებულობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ. მაშ, რას ისახავს მიზნად დანამატი სიტყვა “სოციალური“?მის გარეშე „სამართლიანობას“ საკმაოდ ზუსტი განმარტება მოეპოვება. საუბარია უნივერსალურ პრინციპზე, რომელთან მიმართებაშიც პოლიტიკურ ქმედებათა შეფასება და მათი მორალური ლეგიტიმაციის შემოწმება ხდება. ეს ყველასათვის ერთნაირი წესებით მოქმედებას გულისხმობს. სწორედ ამას ეწინააღმდეგება პოლიტიკაში „სოციალური სამართლიანობისთვის“ მებრძოლი. მას არ სურს, თითოეულის მიმართ გამოყენებულ იქნას ერთი დადგენილი წესი, ის ესწრაფვის მატერიალური სიკეთეების რაღაც ფორმით გადანაწილებას. ეს მისთვის მხოლოდ გარშემომყოფთა არათანაბარი მოპყრობის პირობებში ხდება შესაძლებელი.

მეურვეობა სამართლიანობის სანაცვლოდ?განსხვავებით იმათგან, ვინც კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე გაჭირვებისა და ტანჯვის შესამცირებლად იღწვის, „სოციალური სამართლიანობის“ მომხრე თავისი გადანაწილების გეგმებს თითქოს და ობიექტურად არსებული მორალური მასშტაბებით ამართლებს. ამ ქვეყნად არსებული სიკეთეებიდან ყველამ უნდა მიიღოს თავისი წილი. თუმცა, ამგვარი მასშტაბი, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ჰაიეკი, არ არსებობს. მაშ, განვმარტოთ, თუ რა ეკუთვნის სახელდობრ თითოეულ ადამიანს?მავანნი ფიქრობენ, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მატერიალური დოვლათის პირადად მისთვის განკუთვნილი, ან მისთვის, როგორც კოლექტივის წევრისთვის გათვლილი წილი. ძნელია გადააჭარბო იმ მძიმე შედეგების შეფასებაში, რომელიც ამგვარ მიდგომას მოაქვს. განა ზარმაცმა იგივე წილი უნდა მიიღოს, რაც ბეჯითს ერგება? კი თუ არა? რამდენად დიდ ან მცირე წილზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია? აქამდე ვერავინ შესძლო ამ კითხვებზე

Page 31: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

31

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

ზუსტი პასუხების გაცემა. გამოსავალი მდგომარეობდა ან იმ ქვეყნად ღვთიური სამართლის იმედად ყოფნაში, ან ამ ქვეყნად საკუთარი პრეტენზიების წამოყენებაში, რომელთაც პოლიტიკური ძალაუფლება უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენდა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი „სოციალური სამართლიანობის“ იდეალის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წყალობით გარდამავალი არეალი საზოგადოებრის სხვადასხვა ჯგუფს შორის ძალზე ფართოვდება. ნებისმიერს შეუძლია აღება, ნებისმიერს შეუძლია გაცემა (ან უფრო რეალისტურად რომ ვთქვათ, ნებისმიერს შეიძლება ვაიძულოთ გაცემა). რეალურად კმაყოფილი ვერავინ დარჩება, რადგანაც არ არსებობს ის განსაზღვრული საბოლოო წერტილი, სადაც შესაძლებელი გახდებოდა „სოციალური სამართლიანობის“ ხორცშესხმა. თუკი ერთმა ჯგუფმა გარკვეული პრივილეგია მიიღო, მეორე ჯგუფსაც იგივე უნდა ერგოს წილად. ეს ხდება ცალკეული ჯგუფების გამოყოფის გზით (გავიხსენოთ უმუშევრები, რომელნიც სახელმწიფო მიერ დაშვებული სატარიფო კარტელის მსხვერპლნი გახდნენ), მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრების საშუალებით ან უდიდესი სახელმწიფო ვალების ხარჯზე.

„თავისუფლება, რომელსაც მე ვგულისხმობ, სოციალური თავისუფლებაა. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც თავისუფლება გარანტირებულია შეზღუდვათა თანასწორობით; საგანთა ისეთი წყობა, რომელიც არც ერთი ადამიანისა და ადამიანთა არც ერთი ჯგუფის [...] თავისუფლებას არ გადააქცევს საზოგადოებაში ნებისმიერი სხვა პიროვნებისა ან პიროვნებათა ჯგუფის თავისუფლებაზე თავდასხმის საშუალებად. სწორედ ამგვარ თავისუფლებას სხვაგვარად სამართლიანობა ეწოდება.“ (ედმუნდ ბიორკი, 1790)

„სოციალური“ გადანაწილების სამართლიანობის შესახებ ყველა წარმოდგენას საზოგადოებაში მეურვეობის ტენდენციის ზრდისკენ მივყავართ. სამართლიანობა

Page 32: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

32

უნივერსალური მაჩვენებელია იმისა, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის. ამ გაგებით მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუკი ის სხვის მიმართ უკანონო პრეტენზიებს კი არ წამოაყენებს, არამედ იმ მონაპოვრის დაცვის ფორმალურ უფლებას განასახიერებს, რომელსაც „საკუთრება“ ეწოდება. ადამიანს ეკუთვნის ის, რაც მან სხვათა უფლებების დარღვევის გარეშე მოიპოვა. ყოველ ადამიანს გააჩნია თანაბარი განუყოფელი უფლება, როგორც საკუთარი თავი, ასევე მისი საკუთრება დაცულად იგულოს. ეს არის ლიბერალური წარმოდგენა სამართლიანობის შესახებ. მის მიერ წამოყენებული პრეტენზიები საკმაოდ ზომიერია, რადგანაც კაცობრიობის მიერ დაგროვებულ ცოდნას ზეამოცანებს არ აკისრებს.

ჭეშმარიტი სოციალური სამართლიანობამხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის მოყვანილ კონცეფციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას ძალუძს თითოეული პიროვნების თავისუფლების დაცვა იძულებისა და ძალადობისგან.მაგრამ განა ამგვარი სამართლიანობა საშინელი უსულგულობის გამომხატველი არ არის, როგორც ამას ხშირად არალიბერალები ფიქრობენ? არავითარ შემთხვევაში! პირადი საკუთრების უფლებათა დაცვის პრინციპის შექმნით ლიბერალიზმმა ამავდროულად ძალადობრივი ექსპლუატაციისგან დამცავი მექანიზმიც აამოქმედა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ექსპლუატაცია თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ძალაუფლების საშუალებებით სარგებლობს.მსოფლიოს ისტორიაში მასიური სიღატაკისა და შიმშილის თითქმის ყველა კატასტროფა გამოწვეული იყო სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით - და არა ლიბერალური თვალთახედვიდან გამომდინარე გადამეტებული თავისუფლების დანერგვით.

Page 33: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

33

იდეე

ბი თ

ავის

უფ

ლებ

აზე

საღატაკის დაძლევა ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრიუმფია. ამგვარად, ლიბერალებს შეუძლიათ (ჰაიეკის აზრის საწინააღმდეგოდ) ამტკიცონ, რომ სამართლიანობა მათი გაგებით სწორედ „სოციალური სამართლიანობაა“. ცნება „სოციალურს“ ლიბერალებმა კვლავ მისი საწყისი მნიშვნელობა დაუბრუნეს, იმგვარი, როგორიც ის ედმუნდ ბიორკთან გვხვდება. ლიბერალური სახელმწიფოს მატერიალური ქველმოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს თავისუფლების შენარჩუნებისა და უფლებათა საყოველთაო თანასწორობის პრინციპთან.საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სიტყვა „სოციალური“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „Societas“, რაც საზოგადოებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, მთელი საზოგადოების სამსახურში ჩადგომა გვმართებს, - და არა ორგანიზირებული ინტერესების დასაცავად, რომლებიც პოლიტიკურ ძალაუფლებას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. სწორედ ასე ესმოდათ „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ მამებს ეს ცნება, როდესაც ამბობდნენ, რომ ლიბერალური სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, თუკი იგი ჯგუფების ეგოისტურ ინტერესებს მოემსახურება. მას ამ ინტერესებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა შესწევდეს.მაგრამ მაშინ „სოციალური სამართლიანობა“ სრულიად განსხვავებული რამ იქნებოდა იმისგან, რაც ამ ცნებით დღევანდელ პოლიტიკაში იგულისხმება. ის იქნებოდა სხვა არაფერი, თუ არა სამართლიანობა.

Page 34: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

34

ლიტერატურა: 5 Kersting, Wolfgang: T heorien der sozialen Gerechtig-keit. Metzler, 2000.

5 Lambsdorff, Otto Graf (Hrsg.): Freiheit und soziale Ver-antwortung, Liberales Institut der Friedrich-Naumann-Stiftung für die Freiheit, 2001.

5 Rawls, John: Eine Theorie der Gerechtigkeit, Suhrkamp, 2009.

5 von Hayek, Friedrich August: Recht, Gesetzgebung und Freiheit, 2. Aufl., Moderne Industrie Verlag, 1986.

Page 35: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

კონტაქტი

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვისჭოველიძის ქ. 10; 0108; თბილისი, საქართველო

+99532 225 05 [email protected]

FNFSC.FNST.COMFacebook.com/FNFSC

Page 36: ნახეთ ვიდეო ვირტუალურ რეალობაში · 6 სოლიდარობა და თავისუფლება ურთიერთს

Printed by Antares Publishing House 50a/1 Mashtots Ave., Yerevan – 0009, RA

Tel./fax: +(374 10) 58 76 69Tel. +(374 10) 58 10 59; 58 09 59; 56 15 26

[email protected]