ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

72
ცცცცც ცც ცცცცცცცცცცც (დდდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ) დდდდ დდდდდ დდდდდდ _ „დდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდ“ (დდდდდდდდდდდ 04.05.2014 დ.-დ „დდდდდდდდდ“ დდდ-დდდდდდდ: http://blogs.liberali.ge/ge/blog/ 1852/118455/ ), დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდ (დდდდდდდდდ) დდდდდ დდდდდდდ _ „დდდდ დდ დდდდდდდ“ (დდდდდდდდდდდ 17.06.2014 დ.-დ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდ-დდდდდდდ (http://rustveli.ge/miti%20tu%20realoba.pdf). დდდდდდდდდ დდდ დდ დდდდდდ, დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდდდ, დდდდდ დდდ დდდდდდ დდ დდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდ დდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდ. დდდდდდდდდდ, დდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ. დდდდ დდდდდდდდდ, დდდ დდდდდდდდდდ, დდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდ დდდდდდდ დდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდ, დდდ დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდ, დდდდდ დდდდდ, დდდდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ. დდ დდდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ. დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდ დდდდდდდდდდ. I. ცცცცცცცცცც, ცცცცცცცც ცც ცცცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცც 1. ცცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცც დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდ: „...დდდდ დდდდდდ ... დდდდდდ დდდდ, დდდ დდდდდდდდდდ დდდ დდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდ, დდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდ დდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ, დდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ „დდდდ“, დდდდდ, დდდდდდდდდდ, დდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ.“ 1

description

ცოდვა და თავისუფლება ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ოთარ ზოიძის პასუხი მიტროპოლიტ იოანეს გამოხმაურებაზე ოთარ ზოიძე: ჩემი მცირე სტატია _ „მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი“ (გამოქვეყნდა 04.05.2014 წ.-ს „ლიბერალის“ ვებ-გვერდზე: http://blogs.liberali.ge/ge/blog/ 1852/118455/), რომელიც ეხებოდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის რამდენიმე ასპექტს, ვრცელი წერილით მძაფრად გააკრიტიკა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) თავის წერილში _ „მითი თუ რეალობა“ (გამოქვეყნდა 17.06.2014 წ.-ს რუსთავის ეპარქიის ვებ-გვერდზე (http://rustveli.ge/miti%20tu%20realoba.pdf). კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ მმართველმა მღვდელმთავარმა აკადემიური ფორმით გამოთქვა თავისი მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხზე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად არ ხდება და მედიასივრცეში იშვიათია ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული შეხედულებები, გამოთქმული რომელიმე ეპისკოპოსის მიერ. ამასთანავე, ძირითადად არ ვეთანხმები მეუფის არგუმენტებს და ამ უთანხმოების საფუძვლებს ქვემოთ წარმოვადგენ. აქვე აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, მეუფე თავის წერილში არსად არ უთითებს არც ჩემი სტატიის სათაურს, არც მის ელექტრონულ მისამართს და, გარდა ამისა, ჩემს მოსაზრებებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ციტირების გარეშე აკრიტიკებს. ამ გარემოებათა გამო მკითხველს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეექმნას ჩემს სტატიაში გამოთქმულ შეხედულებებზე. ამიტომ ქვემოთ მომიხდება საკუთარი სტატიიდან არაერთი ამონარიდის დამოწმება. ბუნებრივია, სრულად დავიმოწმებ მეუფის იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ვეთანხმები ან არ ვეთანხმები.

Transcript of ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

Page 1: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ცოდვა და თავისუფლება

(დაგვიანებული პასუხი მიტროპოლიტ იოანეს გამოხმაურებაზე)

ჩემი მცირე სტატია _ „მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი“ (გამოქვეყნდა 04.05.2014 წ.-ს „ლიბერალის“ ვებ-გვერდზე: http://blogs.liberali.ge/ge/blog/ 1852/118455/), რომელიც ეხებოდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის რამდენიმე ასპექტს, ვრცელი წერილით მძაფრად გააკრიტიკა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) თავის წერილში _ „მითი თუ რეალობა“ (გამოქვეყნდა 17.06.2014 წ.-ს რუსთავის ეპარქიის ვებ-გვერდზე (http://rustveli.ge/miti%20tu%20realoba.pdf).

კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ მმართველმა მღვდელმთავარმა აკადემიური ფორმით გამოთქვა თავისი მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხზე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად არ ხდება და მედიასივრცეში იშვიათია ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული შეხედულებები, გამოთქმული რომელიმე ეპისკოპოსის მიერ. ამასთანავე, ძირითადად არ ვეთანხმები მეუფის არგუმენტებს და ამ უთანხმოების საფუძვლებს ქვემოთ წარმოვადგენ. აქვე აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, მეუფე თავის წერილში არსად არ უთითებს არც ჩემი სტატიის სათაურს, არც მის ელექტრონულ მისამართს და, გარდა ამისა, ჩემს მოსაზრებებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ციტირების გარეშე აკრიტიკებს. ამ გარემოებათა გამო მკითხველს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეექმნას ჩემს სტატიაში გამოთქმულ შეხედულებებზე. ამიტომ ქვემოთ მომიხდება საკუთარი სტატიიდან არაერთი ამონარიდის დამოწმება. ბუნებრივია, სრულად დავიმოწმებ მეუფის იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ვეთანხმები ან არ ვეთანხმები.

I. ვარაუდების, ეჭვებისა და რიტორიკული კითხვების მიღმა არსებული რეალობა

1. საერთო ხასიათის რამდენიმე შენიშვნა თავისი სტატიის დასაწყისშივე მეუფე წერს: „...ოთარ ზოიძემ ... კარგად იცის,

რომ დასაბუთება წინ უნდა უსწრებდეს დასკვნას. ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით იგი, სამწუხაროდ, საპირისპიროდ ცვლის ამ თანამიმდევრობას და ვიდრე კანონის ოპონენტების ხედვას განიხილავდეს და დასაბუთებულად გააკრიტიკებდეს, მათ პოზიციას სამგზის უწოდებს „მითს“, რითიც, სამწუხაროდ, თავის მიკერძოებულობას გამოხატავს.“

მეუფე იყენებს იმავე მეთოდს, რასაც მე მიწუნებს: ჩემი მიკერძოებულობის შესახებ მისი დასკვნა წინ უსწრებს დასაბუთებას (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მეუფის სტატია სწორედ ზემოთ დამოწმებული ციტატით იწყება). თუმცა, მისგან განსხვავებით მე არ ვთვლი რომ ზოგადად ეს მეთოდი, გამოყენებული როგორც ჩემ, ისე მეუფის მიერ, მიკერძოებულობის გამოხატულებაა. შეიძლება ჯერ თქვა თეზისი და მერე დაასაბუთო იგი; ან კიდევ შეიძლება ჯერ იმსჯელო და მერე გააკეთო დასკვნა. მიკერძოებულობა თუ ობიექტურობა ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ არა მსჯელობისა და დანასკვის თანმიმდევრულობაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა გონებაში

1

Page 2: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ყველაფერი უკვე გაანალიზებულია და დასკვნაც გაკეთებულია, ხოლო ქაღალდზე რას და რა თანმიმდევრობით გადმოიტან, ეს გემოვნების, სტილისა თუ, ზოგადად, წერის კულტურის საკითხია.

ჩემი სტატიის მიზანი იყო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან (შემდგომში მას მოვიხსენიებ „ანტიდისკრიმინაციულ კანონად“) დაკავშირებით საზოგადოებაში მოარული რამდენიმე მითის გაბათილება. ჩემი მიზანი არ ყოფილა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების ანალიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მკაფიოდ მივუთითებდი ჩემი კრიტიკის საგანს და გასაბათილებელ ტექსტებსაც ციტატების სახით დავიმოწმებდი.

აი, რა მითების უარყოფას მიეძღვნა ჩემი სტატია:

„ამ კანონთან დაკავშირებით ბევრი მითი შეიქმნა. ამ მითების საპირისპიროდ, კანონი არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას (...), არ აუქმებს არასრულწლოვანთა დაცვის ღონისძიებებს (...), არ კრძალავს არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობის მოხსენიებას ცოდვად (...).კანონის შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს კანონის რამდენიმე მუხლი, რომელიც მკაფიოდ ადგენს უმცირესობების (მათ შორის, სექსუალური უმცირესობების) შემზღუდავ ნორმებს... (...) კანონის მე-5 მუხლით კი პირდაპირაა დადგენილი რელიგიური უფლებების უპირატესობა უმცირესობების უფლებების მიმართ... (...) ამ მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუმცირესობებს მათი უფლებების განხორცილებისას სხვათა უფლებების ხელყოფას...“

ამ ამონარიდში გამოტოვებულია საკანონმდებლო აქტების კონკრეტული მუხლები, რომლებიც ასაბუთებდა ჩემს მოსაზრებებს. მითებში კი ვგულისხმობდი უსაფუძვლო შეხედულებებს, რომლებიც გამოითქმებოდა სოციალურ ქსელებსა და თუ მედიაში და მათ ჰყავდა ასობით ავტორი და ათასობით გამზიარებელი თუ მსმენელი. ამიტომ არ მიმითითებია კონკრეტული ციტატები და კონკრეტული ავტორები.

ვინაიდან საპატრიარქოს განცხადება არ შეიცავდა იმ მითებს, რომელთა უარყოფაც მსურდა ჩემი სტატიით, ამიტომაც ეკლესიის პოზიციის გამომხატველი დოკუმენტი არ ვაქციე განხილვის საგნად. მეუფის სტატიიდან კი ისე ჩანს, თითქოს, ჩემი პუბლიკაციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ საპატრიარქოს განცხადება იყო.

საპატრიარქოს განცხადებას ამჯერად _ წინამდებარე სტატიაში განვიხილავ და წარმოვაჩენ არა მხოლოდ მის ცალკეულ სუსტ მხარეებს, არამედ უმთავრეს ხარვეზსაც, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონდეს ეკლესიის განცხადებას. მანამდე კი შევეცდები, წარმოვაჩინო მეუფის სტატიაში გამოთქმული არგუმენტების, ვარაუდების, ეჭვებისა თუ რიტორიკული კითხვების მიღმა არსებული რეალობა. ცხადია, ისე, როგორც მე ვხედავ.

2. ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულება

მეუფე გადმოსცემს ეკლესიის სწავლებას ჰომოსექსუალიზმის შესახებ, აგრეთვე ბოლო რამდენიმე ასწლეულისა თუ ათწლეულის მანძილზე ამ ცოდვისადმი დამოკიდებულების შეცვლის ნეგატიურ შედეგებს, რის შემდეგ სვამს რიტორიკულ

2

Page 3: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

კითხვას: „უსჯულოების გამრავლებისა და ექსპანსიის მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ფიქრობთ, რომ საქართველოს არ შეეხება?“

უპირველესად, უნდა დავადასტურო, რომ ჰომოსექსუალიზმის მიმართ მაქვს ის დამოკიდებულება, რაც აქვს ქრისტიანობას: ჰომოსექსუალიზმი არის უმძიმესი ცოდვა. ჩემს სტატიაში არათუ პირდაპირი, ირიბი მინიშნებაც კი არ არის, რაც საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. აი, ამის დასტური, ჩემი სტატიიდან რამდენიმე ამონარიდის სახით:

„სრულწლოვანთა შორის არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა და არა დანაშაული. იგი დანაშაულად იქცევა მაშინ, როცა მას პროპაგანდას უწევენ არასრულწლოვნებში“...

„... მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი“...

ასე რომ, არ ვაპირებ უნებლიედაც კი წინამდებარე სტატია ვაქციო ჰომოსექსუალიზმის ცოდვის დამცველის გამოხმაურებად.

ახლა კი ვუპასუხებ მეუფის რიტორიკულ შეკითხვას _ „უსჯულოების გამრავლებისა და ექსპანსიის მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ფიქრობთ, რომ საქართველოს არ შეეხება?“

სად დავწერე ან ვთქვი, რომ არ შეეხება? ამაზე მეუფის სტატიაში არაფერია ნათქვამი, რადგან არც ჩემს პუბლიკაციაში, არც ზეპირ მსჯელობაში არასდროს არ მითქვამს და მიფიქრია ამგვარი რამ. არ ვფიქრობ ასე და იმიტომ. საქართველო ვერ ამოვარდება იმ საინფორმაციო სივრციდან, რომელიც ატმოსფეროსავით აკრავს დღევანდელ მსოფლიოს და მასში მოხეტიალე რაგინდარა იდეა, მოსაზრება თუ შეხედულება _ კარგიცა და ავიც, გონივრულიცა და უგუნურიც, ზნეობრივიცა და ბილწიც, ღვთისთვის სათნოცა და ღვთისთვის საძაგელიც ყველა შარაგზიდან თუ შუკიდან, ყველა არხიდან, ყველა ხვრელიდან, ყველა ჭუჭრუტანიდან შეუჩერებელ ნაკადად მოედინება, მოედინება და მოარღვევს კარსა თუ ფანჯარას, რკინისა თუ აბრეშუმის ფარდას, დაცულ თუ მოღიავებულ სახელმწიფო საზღვარს ... რა შეაჩერებს ამ ნიაღვარს? ვერანაირი კანონი. ვერანაირი საზღვრები. ვერანაირი ზნეობრივი პოლიცია. შეაჩერებს მხოლოდ ის, რაც სახელმწიფო კანონების მიღმაა, რაც, საბედნიეროდ, ამქვეყნიურ ხელისუფალთა გამგებლობის სფეროს მიღმაა და რაც უკვე დიდი ხნის წინ გაცხადდა. მაგრამ ამაზე შემდგომში ვისაუბრებ.

3. აბორტი

მეუფე წერს: „აბორტის ლეგალიზაციის შემდეგ საქართველო პირველ ადგილზე იყო საბჭოთა კავშირში აბორტების რაოდენობით. 60 წლის განმავლობაში 4 მილიონზე მეტი ჩვილი ქართველი მოწყვიტეს. ქართველი ერის ასეთი გენოციდი მურვან-ყრუს, ბუღა-თურქისა და თემურ-ლენგის დროსაც არ ყოფილა. უსჯულოების გამრავლების ტენდენციების გაგრძელება ჩვენს ქვეყანაში მითი გგონიათ?“

ისევ კითხვითვე ვუპასუხებ: სად დავწერე ან ვთქვი, რომ უსჯულოების გამრავლების ტენდენციების გაგრძელება ჩვენს ქვეყანაში მითია? მაგრამ რატომ

3

Page 4: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ფიქრობს მეუფე, რომ ამ ტენდენციების გაგრძელების მთავარი წყარო ან ხელშემწყობი არის კანონი, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი და არა სხვა რამ? თუკი ჩვენ, მართლმადიდებლები, საკუთარ თავში ჩავიხედავთ მიუკერძოებელი თვალით, ადვილად დავინახავთ, რომ უსჯულოების გამრავლების ერთადერთი მიზეზი ჩვენი, დომინანტი (რაოდენობრივად, მაგრამ არა ზნეობის სიმაღლით) მართლმადიდებლების, რწმენის სისუსტეა, საზოგადოების ზნეობრივი სახისა თუ საზოგადოების ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაზე თვალუწვდენელი რეიტინგის მქონე ჩვენი ეკლესიის რეალური გავლენის არარსებობაა, რწმენის კანონის ცხოვრების კანონად ვერგადაქცევაა! დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აშშ-ში აბორტისადმი პარტიებისა თუ პრეზიდენტობისა და სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს. ჩვენთან? აბორტებისადმი დამოკიდებულება არ არის ის ფაქტორი, რომელიც რაიმენაირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, არჩევანზე. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში აბორტის, სუროგატული დედისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ ნორმები საქართველოს პარლამენტმა ისე დაამტკიცა, საჯარო სივრცეში ქარიშხალი კი არა, სულისმობერვის მსგავსი მოძრაობაც კი არ ყოფილა, ჩვენს შუბლებზე ძარღვიც კი არ შეტოკებულა. ვერანაირ კანონს ან რაგინდარა ცივილიზაციას _ დასავლურს, ნორდიკულსა თუ აღმოსავლურს ვერ დავაბრალებთ, გვირილის ფურცლების გაცლას („ვუყვარვარ_არ ვუყვარვარ“) რომ დავამსგავსეთ მუცლადმყოფ შვილთა კვლის უველურესი ქართული ნაირსახეობა: „ბიჭია _მინდა, გოგოა _არ მინდა, ჯანმრთელია _ მინდა, ავადმყოფია _ არ მინდა!“

იქნებ, აბორტის საშინელებასთან არც არის მოსატანი, მაგრამ ისიც წამიკითხავს თავზარდაცემულს, როგორ ამბობენ უარს ქართველი მშობლები საკუთარი ხელით დაწერილი ტექსტით უკურნებელი სენით დაავადებულ მცირეწლოვან შვილზე და ისიც მინახავს, ამერიკელი ცოლ-ქმარი რა სიყვარულით ეხუტებოდა ღვიძლი („ბიოლოგიური“) მშობლებისგან უარყოფილ ამ ყოვლად უმწეო ბავშვს, რომელსაც ღმერთმა სხვა, ნამდვილი დედა-მამა აჩუქა ამ ამერიკელი ცოლ-ქმარის სახით.

არაბუნებრივი ჰომოსექსუალიზმი, არაბუნებრივი შვილთა კვლა, არაბუნებრივი შვილთა უარყოფა... და კანონი... მაგრამ რომელი კანონის იმედად?

საბჭოთა პერიოდში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ცნობდა მოწმის იმუნიტეტს _ მშობელი ვალდებული იყო, შვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. და პირიქით. მაგრამ ეს იყო მკვდარი ნორმა. მკვდარ ნორმად კი იგი ცოცხალმა და ურყევმა ზნეობრივმა კანონმა აქცია.

იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი წერს: „რუსეთში ოთხი ჩასახული ბავშვიდან კლავენ სამს; ამერიკაში ოთხ ჩასახულზე ერთი აბორტია. რუსეთმა შორს გაუსწრო დასავლურ სამყაროს გაყრების რაოდენობით. მეუღლეთა ურთიერთღალატი რუსეთში უბრალოდ ყოველდღიურ ნორმად იქცა, მათ ვერ შეადარებ ანალოგიურ ამერიკულ მაჩვენებლებს. ყველა ჩემი ნაცნობი, ამერიკაში ნამყოფი, ერთხმად ამბობს, რომ, ჰოლივუდის ამერიკული სპეციფიკის მიუხედავად, ამერიკელთა ზნეობრივი დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან.“1

ეს _ იქ. აქაური სტატისტიკა მეუფის ციტატაშია და აღარ გავიმეორებ.

1 Игумен Пётр (Мещеринов). Церковные СМИ и патриотизм (доклад на конференции "Церковь и СМИ". 4 октября 2005 г. в Издательском отделе РПЦ). იხ. ინტერნეტრესურსი: http://www.orthodoxcanada.org/ russian/texts_ru/petr_4.htm

4

Page 5: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

სტატისტიკის მიღმა არსებული რეალობაც ვიცით. „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი,

სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი“ (მათე, 16:19) და არა სახელმწიფოს კანონებიდან.

სახელმწიფოს კანონები მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი...

4. კანონი, ტერმინები და დეფინიციები

მეუფე წერს: „საპატრიარქოს მოთხოვნა, რომ ზოგადი ფორმულირება _ „ოჯახური მდგომარეობა~ _ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ასე განმარტებულიყო: “ოჯახური მდგომარეობა, რომელშიც იგულისხმება „ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცის და დედაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი~, მითად შეირაცხა, რადგან სამოქალაქო კოდექსი, ბატონ ოთარ ზოიძის თქმით, ოჯახის ცნებას ისედაც აწესრიგებს. გვინდა გამეორება? სხვა დეფინიციებს, რომლებიც შეტანილია კონსტიტუციაში, ხომ იმეორებს ეს კანონი? ესეც რომ გავიმეოროთ, დანაშაული იქნება? თუ დარწმუნებული ხართ, რომ სამოქალაქო კოდექსის მუხლი ქორწინების შესახებ არასოდეს შეიცვლება? ზოგადი ფორმულირება: „ოჯახური მდგომარეობა~ განგებ დატოვებული ღია კარი ხომ არ არის, რომელშიც მომავალში სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შემდეგ ადვილად გაეტევა ერთსქესიანთა ქორწინება? ეს მოსაზრება მითია თუ გონივრული ეჭვი?“

ჯერ ერთი, მე არ ვთვლი, რომ რაიმეს მოთხოვნა „მითია“. მოთხოვნა, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, მოთხოვნაა და არა მითი. ამიტომ არსად არ მითქვამს (არც ზეპირად, არც წერილობით), რომ საპატრიარქოს ან ნებისმიერი სხვა სუბიექტის რომელიმე მოთხოვნა მითია. გულწრფელად ვიტყვი იმასაც, რომ არ მახსოვს, ამ მოთხოვნას, რაზედაც მეუფე წერს, საპატრიარქოს განცხადება შეიცავდა თუ რომელიმე სასულიერო პირის განცხადება. სამწუხაროდ, საპატრიარქოს განცხადება ამ სტატიის დასრულების მომენტისათვისაც კი არ არის განთავსებული საპატრიარქოს ოფიციალურ-ვებ-გვერდზე, ხოლო ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტი ამ მოთხოვნას არ შეიცავს.2 მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი სტატიის მიზანი, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, არ ყოფილა საპატრიარქოს განცხადების ანალიზი. ამის მიუხედავად გავაანალიზებ მეუფის ზემოთ დამოწმებულ მოსაზრებებს.

„ოჯახური მდგომარეობა“ გულისხმობს იმას, არის თუ არა ადამიანი დაქორწინებული; იგი არ გულისხმობს სხვა რამეს. ამიტომ შეუძლებელი იყო მეუფის მოსაზრების გაზიარება _ კანონში ვერ ჩაიწერებოდა ამგვარი განმარტება: „ოჯახური მდგომარეობა, რომელშიც იგულისხმება „ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცის და დედაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი~.

გარდა ამისა, ოჯახი არ არის „ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცის და დედაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი~, როგორც ამას მეუფე წერს. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი ამგვარ კავშირს უწოდებს ქორწინებას და არა ოჯახს: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი (და არც მითქვამს), რომ სამოქალაქო კოდექსი „ოჯახის ცნებას ისედაც აწესრიგებს“ (მე ვუთითებდი სწორედ ქორწინების განმარტებაზე). მითუმეტეს, რომ სამოქალაქო კოდექსი განმარტავს ქორწინებას, მაგრამ, რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, არ განმარტავს ოჯახის ცნებას. უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად,

2 იხ. http://www.civil.ge/geo/article.php?id=28122

5

Page 6: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ქორწინება არის „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“ მაგრამ ოჯახი არ დაიყვანება მხოლოდ ორი ადამიანის _ ქალისა და კაცის ქორწინებამდე. სამოქალაქო კოდექსმა ოჯახის ცნება დატოვა ზუსტი სამართლებრივი განმარტების გარეშე და იგი მიანდო ტრადიციას, ზნეობას, ჩვეულებებს (საგადასახადო კოდექსით „ოჯახის ცნების“ განსაზღვრებას აქვს სპეციფიკური საგადასახადო მიზანი და აქ მასზე არ ვისაუბრებ). ოჯახი ზოგისთვის მხოლოდ ცოლ-ქმარია, ზოგისთვის _ მშობლებისა და შვილების ერთობა და ა. შ. როგორ უნდა განმარტოს კანონმა ის ოჯახი, რომელშიც მამიდამ ობლად დარჩენილი თავისი ძმისშვილებისთვის უარი თქვა პირად ცხოვრებაზე, პირადი ოჯახის შექმნაზე და ძმის ოჯახის შენარჩუნებას შეალია მთელი ცხოვრება? მსგავსი შინაარსის მაგალითები მკითხველმა შეიძლება გაამრავლოს. აქ სამართალი უძლურია; ეს არც არის მისი საქმე, რადგან სამართლებრივი მოწესრიგების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ურთიერთობები, რასაც სამართლებრივი ხასიათი აქვს და რასაც სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. ამიტომ თქვა უარი სამოქალაქო კოდექსმა ოჯახის ცნების ზუსტ დეფინიციაზე, მაგრამ მოაწესრიგა საერთო ოჯახურ-ნათესაური წარმომავლობის პირთა შორის ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (მეუღლეთა სამართლებრივი ურთიერთობები, მშობლების ვალდებულებები შვილების მიმართ, შვილების ვალდებულებები მშობლებისა და პაპა-ბებიების მიმართ და ა. შ.). მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ოჯახურ მდგომარეობაში“ ვერ „გაეტევა ერთსქესიანთა ქორწინება“, რადგან „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“ და „არა ქალისა და ქალის“, ან „კაცისა და კაცის“ ნებაყოფლობითი კავშირი. ანუ კაცი და კაცი, ქალი და ქალი ვერ ქმნის ოჯახს, „კაცისა და კაცის“ კავშირი, „ქალისა და ქალის“ კავშირი არ არის „ნორმა“. „ნორმაა“ „კაცისა და ქალის“ კავშირი.

შეიძლება თუ არა მომავალში შეიცვალოს სამოქალაქო კოდექსი და ჰომოსექსუალთა თანაცხოვრება ოჯახად იქნას მიჩნეული? შეიძლება შეიცვალოს, როგორც საფრანგეთში, ან ინგლისში, ან ესპანეთში. მაგრამ შეიძლება არ შეიცვალოს, როგორც ევროპის უმრავლეს, ვიმეორებ, უმრავლეს ქვეყანაში. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს ფასეულობათა სისტემაზე, ჩვენს ზნეობაზე, ჩვენს რწმენაზე.

და სხვა არაფერზე და სხვა არავისზე.

მხოლოდ ჩვენზე.

მაგრამ დღეს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგაც, საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ და ნათლადაა დადგენილი, რომ „ქალის და ქალის“, „კაცის და კაცის“ ნებაყოფილობითი კავშირი არ არის აღიარებული „ქორწინების მიზნით შექმნილ კავშირად“ და, შესაბამისად, ქორწინებად და ოჯახად. ჰომოსექსუალთა თანაცხოვრება არ არის სამართლებრივად დასჯადი, მაგრამ არ არის აღიარებული. სამართლისათვის ის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, „ოჯახური მდგომარეობით“ ჰომოსექსუალური წყვილიდან თითოეული პირი სამართლებრივად „დაუქორწინებელია“, ან, თუ გნებავთ, „დაუოჯახებელია“. სხვა ვერაფერი და ვერავინ ამ ცნებაში ვერ „გაეტევა“. ამიტომ დღეს ამ საკითხზე მეუფის ზემოთ დამოწმებული მოსაზრება „არც მითია და არც გონივრული ეჭვი“; იგი უსაფუძვლო ეჭვია. მომავლის შესახებ კი ზემოთ უკვე ვთქვი.

მეუფე წერს: „საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი უფლებები; ასევე დარგობრივი კანონები _ შრომის, ჯანდაცვის, სისხლის სამართლის _ ითვალისწინებენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა მოქალაქეობრივი უფლებების დაცვას. დამატებითი კანონის მიღება ხდება

6

Page 7: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია და ზემოთ ჩამოთვლილი კანონები არასაკმარისად იცავენ მათ მოქალაქეობრივ უფლებებს. ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალების დისკრიმინაციის ამა თუ იმ ნიშნით არსებობა კონკრეტულ სფეროში კონკრეტული ფაქტებით უნდა დაასაბუთონ. გასაკვირია, მაგრამ არც ამ კანონის ავტორებს, არც ბატონ ოთარ ზოიძეს ამგვარი დასაბუთება არ გააჩნიათ. თუ დისკრიმინაცია არ არსებობს, დამატებით კანონს, რომლის მოქმედების სფეროც განუსაზღვრელია, რატომ ვქმნით?“

არასწორი მიდგომაა.

ჯერ ერთი: კანონი არ იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ირღვევა. კანონი, უპირატესად, იქმნება სწორედ იმისთვის, რომ რაღაც არ დაირღვეს (კანონის პრევენციული ფუნქცია). მე არ ვიცი, ხელისუფლებას რა სტატისტიკა აქვს ამა თუ იმ სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, მაგრამ მე პირადად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების საჭიროების დასასაბუთებლად ეს სტატისტიკა არ მჭირდება ზემოთ მითითებული მიზეზის გამო.

მეორეც: საქართველოს კონსტიტუცია შეიცავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ნორმას („მუხლი 14. ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“), მაგრამ კონსტიტუცია არ ქმნის ამ თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმებს. ასე რომ არ იყოს, ქვეყანაში კონსტიტუციის გარდა სხვა ნორმატიული აქტი არ უნდა არსებობდეს, რადგან ყველა ნორმატიული აქტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წყარო კონსტიტუციაა. დარგობრივი კანონების მოქმედება კი კონკრეტული სფეროთი შემოფარგლება და მათ არა აქვთ საერთო, ზოგადი ხასიათი. ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთგვარი „კონცეპტუალური ხასიათის ჩარჩო კანონია“ დარგობრივ კანონებში არსებული ანტიდისკრიმინაციული ნორმებისათვის. ამიტომ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ამგვარი კანონის არსებობა აუცილებელი იყო.

მეუფე წერს: „ანტიდისკრიმინაციული კანონის I მუხლში დეკლარირებულია კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა, მიუხედევად მათ შორის არსებული სხვაობისა, რაც, ცხადია, კონსტიტუციით, ქვეყნის უმაღლესი კანონით, თავისთავად არის გარანტირებული. მაგრამ ამასთან ერთად ანტიდისკრიმინაციულ კანონში დამატებულია „სექსუალური ორიენტაცია~, „გენდერული იდენტობა და გამოხატვა~ და „ოჯახური მდგომარეობა~. საპატრიარქომ ითხოვა ამ ტერმინთა განმარტება, რადგან ისინი კონსტიტუციაში არ არის შეტანილი. ამ მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია. კითხვას გისვამთ: სქესი და გენდერი სინონიმებია? სქესი ორი არსებობს, _ ეს ყველამ ვიცით, _ და ორივეს მოქალაქეობრივი უფლებები კონსტიტუციით დაცულია; ხოლო გენდერი რამდენი არსებობს? და გენდერული იდენტობა რას გულისხმობს? შეიძლება აგვიხსნათ? ჩვენ ხომ „ბნელებს~ გვიწოდებთ და „მითების~ შემქმნელებს და ჩვენი აზრის გამოხატვის შეურაცხყოფას დისკრიმინაციად არ მიიჩნევთ. გაგვანათლეთ ამ საკითხებში. ან რას ნიშნავს „გენდერული იდენტობის გამოხატვა~?

უპირველესად, მე არავისთვის არ მიწოდებია „ბნელი“. რაც შეეხება „მითების შემქმნელებს“, ჩემს სტატიაში მე ვისაუბრე მხოლოდ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე _ „მითებზე“ და არა „მითების შემქმნელებზე“. ჩემთვის მთავარი იყო თვით მცდარი მოსაზრებების უსაფუძვლობის წარმოჩენა და არა ის, ვისგან მოდიოდა ეს

7

Page 8: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მცდარი შეხედულებები. ამის შესახებ ზემოთაც ვისაუბრე. ამიტომ არ მივიღებ საყვედურს იმის შესახებ, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე.

ტერმინთა განმარტებას რაც შეეხება. ზოგადად, ტერმინთა განმარტების მოთხოვნა იმის გამო, რომ ეს ტერმინები არ არის შეტანილი კონსტიტუციაში, მთლად გამართლებრული არ არის. კონსტიტუციაში არც ქორწინებაა განმარტებული (კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, მაგრამ არ განმარტავს თვით ქორწინებას), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქორწინება ანტიდისკრიმინაციულ კანონს უნდა განემარტა. ქორწინების ცნებას ადგენს სამოქალაქო კოდექსი. ეს საკმარისია სამართლებრივად და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ქორწინების კიდევ ერთი განმარტება ან განმეორება, თუ კანონს სხვა სპეციფიკური ამოცანა არა აქვს, არ არის საჭირო. არა მგონია, „ოჯახური მდგომარეობა“ განმარტების თვალსაზრისით რაიმე დავას იწვევდეს. იგი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, არის თუ არა პირი რეგისტრირებულ (სამოქალაქო) ქორწინებაში. სხვა ინტერპრეტაცია შეუძლებელია. რაც შეეხება გენდერს. არსებობს გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2010 წლის 26 მარტს და, როგორც მახსოვს, ამ კანონის ან მისი რომელიმე ნორმის საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოს რაიმე პრეტენზია არ გამოუხატავს. ამ კანონის მე-3 მუხლში მოცემულია კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება, მათ შორის, განმარტებულია „გენდერი“ _ „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“.

მაშასადამე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით „სქესი“ და „გენდერი” არ არის ერთი და იგივე. კანონმდებლობით განმარტებულია „გენდერი“, მაგრამ არ არის განმარტებული „გენდერული იდენტობა“, თუმცა, „გენდერის“ ცნების საფუძველზე და მის ფარგლებში სასამართლო (დავის შემთხვევაში) განმარტავს „გენდერული იდენტობის გამოხატვასაც“. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში მისივე მიზნებისათვის უნდა განმარტებულიყო ის ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული სხვა საკანონდებლო აქტებში. ამ თვალსაზრისით მეუფის პრეტენზიას ნაწილობრივ ვეთანხმები. ამიტომაც ვწერდი ჩემს სტატიაში: „მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი და შექმნან ამ ცოდვაში მყოფ ადამიანთა მიმართ სიყვარულის, თანალმობის ატმოსფერო და ასე დაძლიონ და დაამარცხონ ამქვეყნიური სამართლის ნებისმიერი ხარვეზი.“ ამავე აზრისა ვარ ახლაც. ხარვეზების გამოსწორება კი დღესაც შეიძლება.

5. კანონი და ბავშვების დაცვა

მეუფე წერს: „არასრულწლოვანთა უზნეობისგან დაცვის ღონისძიებებს არეგულირებს კანონი მაუწყებლობის შესახებ~, _ გვამშვიდებს ბატონი ოთარ ზოიძე. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე საქართველოს ცნობილ სატელევიზიო არხებზე არავის უნახავს ქალის სხეულის ფორმების იმიტაციით, ქალის კაბაში ჩაცმული მამაკაცები და პირიქით? ამ ქალ-კაცუნების და კაც-ქალუნების ტინგიცობა არ ნიშნავს ადამიანთა შორის სიყვარულისა და შვილიერებისათვის ღვთის მიერ შექმნილი ბუნებითი პოლარიზაციის, მამაკაცსა და დედაკაცს შორის განსხვავებულობის და ერთობის აბუჩად აგდებას? ამას ჰქვია „გენდერული იდენტობის გამოხატვა~? არა? _ არ

8

Page 9: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ვიცი, მაგრამ ამის შემყურე ბავშვის თვითიდენტობის ცნობიერება რომ ირყევა და ზიანდება, ეს ცხადია. ეს ხდება კანონის მიღებამდე! დაინტერესდით, კანონის მიღების შემდეგ რა ხდება იმ სატელევიზიო არხებზე!“

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო: საშინელ ცოდვაში მყოფი ადამიანების „ქალ-კაცუნებად და კაც-ქალუნებად“ მოხსენიება, არ მგონია, შეეფერებოდეს სასულიერო პირის, მითუმეტეს, მღვდელმთავრის ღირსებას; ვფიქრობ, ეს სიტყვები არც ცოდვილი ადამიანებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების გამომხატველია. მსგავსი ტერმინოლოგია და ამ ტერმინოლოგიით გამოხატული დამოკიდებულება ამ ცოდვის მიმდევარ პირებს კიდევ უფრო განაშორებს ეკლესიის წიაღისაგან. მე არა ვარ ენის მოჩლექით საუბრის მომხრე, მაგრამ ეს არ არის ის ენა, რომელზედაც ქრისტიანობა უნდა საუბრობდეს. ეს არ არის ის ენა, რომელიც ამ ტრაგიკულ ხალხს (მიუხედავად იმისა, ისინი ასეთებად მიიჩნევენ თუ არა თავიანთ თავს) ცოდვას გააცნობიერებინებს და ცოდვას დააძლევინებს...

ის, რაც ხდებოდა სატელევიზოო არხებზე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე, ვერ იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შედეგი და ამ კანონის ბრალი. კანონის მიღების შემდეგ რა ხდებოდა იმ სატელევიზიო არხებზე, ვერც ამაზე დავწერდი რაიმეს ჩემს სტატიაში. ზოგადად კი, ცხადია, ვეთანხმები მეუფეს, რომ ჰომოსექსუალიზმი ყველა ქრისტიანისათვის „ადამიანთა შორის სიყვარულისა და შვილიერებისათვის ღვთის მიერ შექმნილი ბუნებითი პოლარიზაციის, მამაკაცსა და დედაკაცს შორის განსხვავებულობის და ერთობის აბუჩად აგდებაა“, თუმცა, არა ყველასთვის; მაგრამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა რომ აზიანებს ყველა ბავშვის „თვითიდენტობას“, ეს, დიახაც, უდავოა. მაგრამ განა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა დაუშვა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა? განა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა შეცვალა მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილი ნორმები (მაგ.: მუხლი 56.5: „იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს“.), რომლებიც იცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ამ (და არა მხოლოდ ამ) პროპაგანდისაგან? მე ჩემს სტატიაში მკაფიოდ, კონკრეტული ნორმების მითითებით დავასაბუთე, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამ თვალსაზრისით არანაირი სიახლე არ შემოუტანია და ბავშვთა და ახალგაზრდობის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის სისტემა უცვლელი დარჩა. ანუ პრობლემა თუკი არსებობს (და ნამდვილად არსებობს), ანტიდისკრიმინაციული კანონის შედეგი არაა. პრობლემა არსებული კანონების აღსრულებაა და არა სხვა რამ. კანონით დადგენილი რეგულაციების სრული ძალით ამოქმედება და დაცვა კი სხვა რამეს საჭიროებს ეკლესიისაგან, უფრო აქტიურ ქმედებებს, აქტიურ საგნობრივ ურთიერთობას ხელისუფლებასთან და მაუწყებლებთან და არა მხოლოდ პერიოდულ კრიტიკას, თუნდაც მძაფრ და სამართლიან კრიტიკას.

მეუფე წერს: „კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს მისი მოქმედების სფეროს. როდესაც კანონი პროექტის სახით იყო წარმოდგენილი, მისი მოქმედების სფერო დაკონკრეტებული იყო და იწყებოდა სკოლამდელი ასაკისა და სასკოლო დაწესებულებებით. საზოგადოებამ გააპროტესტა და გვახარეს, რომ ეს სიტყვები ამოღებულია კანონიდან. ამის სანაცვლოდ ჩაიწერა „ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში~... „ყველა სფეროში“ განუსაზღვრელი ცნებაა და ნიშნავს, რომ შენიღბულად სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებსაც მოიცავს. ასეთია რეალობა და ამის არდანახვა არის თავის მოტყუება, ხოლო ოპონენტების მოსაზრების მითად შერაცხვა ცილისწამებაა.“

9

Page 10: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუალურ მცირესობებს მათი უფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებების ხელყოფას. ეს ნორმა ნიშნავს იმას, რომ ჰომოსექსუალებს არა აქვთ უფლება, მშობლების ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდეთ ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს: „მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება“. ასევე ვერ შეიზღუდება მშობლების ნება არასრუწლოვანთა აღზრდა-განათლების სფეროში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს: „1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.“ არათუ სხვათა ამორალური ქმედებებისაგან, არამედ არასრულწლოვანი თავისი მშობლების ამორალური ქმედებისგანაცაა დაცული და ამასაც სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: „მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა“.

6. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა

მეუფე წერს: „გასული წლის 17 მაისს დღისით-მზისით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ჟესტებით გამოხატავდნენ ერთსქესიანთა ორგაზმული ურთიერთობის ელემენტებს. ამ სკანდალური ქმედებით განრისხებული ადამიანები ყველა ტელეარხმა გალანძღა, მაგრამ არცერთმა არ აჩვენა მაპროვოცირებელი სცენები, რომლებმაც განარისხა ის ახალგაზრდები და მათ შორის ორი სასულიერო პირი. ასიდან ორმა ვერ შეიკავა თავი. მაუწყებლობის შესახებ კანონის კომპეტენციაში არ შედის ქუჩაში მომხდარი ინციდენტების შეზღუდვა, მაგრამ მოვლენების ობიექტურად გაშუქება ხომ ევალება მედიას? ამის სანაცვლოდ ხდება მოსახლეობის ზომბირება სოდომური ცოდვისადმი შემრიგებლური განწყობის შესაქმნელად. სამწუხაროა, რომ ბატონ ოთარ ზოიძეს, რომელსაც პირადი იურიდიული პრაქტიკა ჰქონდა და იცის, რომ კანონის კანონობა-უკანონობა დამოკიდებულია ძალაუფლების მქონე პირთა პოლიტიკურ ნებაზე, მაინც სჯერა კანონის იდეალური მოქმედებისა ბოლშევიკური რეჟიმით ზნეობრივად დაზიანებულ საზოგადოებაში. ხოლო ამ იდეალიზმისადმი კრიტიკულად განწყობილ მოსაზრებას, რომელიც კონკრეტული ფაქტებით აპელირებს, მითებს უწოდებს. ადამიანების მიერ შექმნილ კანონებს ისევ ადამიანები ცვლიან. უცვლელია მხოლოდ ღვთის კანონები, მაგრამ საერო ხელისუფლება ღვთის კანონებს არ ითვალისწინებს.“

ამ ვრცელ ამონარიდში რამდენიმე საკითხია და ამიტომ მათზე თანმიმდევრულად ვისაუბრებ.

10

Page 11: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მე წინააღმდეგი ვარ ჰომოსექსუალიზმის ნებისმიერი _ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით პროპაგანდისა, მათ შორის, „გეიაღლუმების“ მეშვეობით. თუ ბავშვთა და ახალგაზრდობის დაცვის მიზნით მკაცრი რეგულაციებია დაწესებული მაუწყებლებისათვის, ქუჩაში, ღია სივრცეში, რომელიც არ არის შემოზღუდული ბავშვებისა და ახალგაზრდებისაგან, რატომ უნდა იყოს დაშვებული ბავშვებისა და ახალგაზრდების ცნობიერების დამაზიანებელი ქმედებები თუ აქციები? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხია: ბავშვები და ახალგაზრდები დაცულნი არიან ამგვარი ქმედებების ზეგავლენისაგან. ისევე როგორც ჰომოსექსუალები დაცული უნდა იყვნენ „ტაბურეტების სამართლისაგან“.

კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს „სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად“. კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება (რაც გულისხმობს იმას, რომ ჰომოსექსუალებსაც აქვთ ეს უფლება). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. თუ ჰომოსექსუალთა მანიფესტაციამ ან შეკრებამ მიიღო ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ხასიათი (თუნდაც ისეთი, რაზედაც ზემოთ მეუფე წერს), ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ხელყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცულ უფლებებს: „... ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“ (კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

„სოდომური ცოდვისადმი შემრიგებლური განწყობის შესაქმნელად მოსახლეობის ზომბირება“, რაზეც მეუფე წერს, ასევე ბავშვთა უფლებების დარღვევაა და მას არსებული კანონმდებლობის საფუძველზე რეგირება სჭირდება. კონკრეტული ქმედებები და არა ოდენ კრიტიკა. აქ ანტიდისკრიმინაციულ კანონს რაიმე სიახლე არ შემოუტანია „ზომბირების“ გასაძლიერებლად. რაც შეეხება „სოდომური ცოდვისადმი შემრიგებლური განწყობის შესაქმნელად“ სრულწლოვანების ზომბირებას, მას უნდა დავუპირისპირდეთ სოდომური ცოდვისადმი არაშემრიგებლური განწყობის შექმნით და უნდა უზრუნველვყოთ ამ საკითხზე ეკლესიის შეხედულებების ადექვატური ასახვა ეთერში (როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისე კერძო არხებზე). რთულია? შესაძლოა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. შეიძლება ამის მიღწევა? ცხადია, შესაძლებელია. მაგრამ ამას არავინ გააკეთებს, ეკლესიის გარდა. მოქმედებაც ეკლესიას მართებს.

რატომ ჰგონია მეუფეს, რომ მე მჯერა „კანონის იდეალური მოქმედებისა ბოლშევიკური რეჟიმით ზნეობრივად დაზიანებულ საზოგადოებაში“, არ ვიცი. ეს არ მითქვამს ჩემს სტატიაში, რომლის დიდი და უმთავრესი ნაწილი მიეძღვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის რეალური შინაარსისა და მასთან დაკავშირებით გავრცელებული რამდენიმე მოსაზრების („მითის“) უსაფუძვლობის წარმოჩენას. სამართალი ჩემთვის ის რთული ფენომენია, რომელშიც ვლინდება ადამიანთა კულტურა, ფასეულობათა სისტემა, ეთნოფსიქოლოგია... ამიტომ სამართალს ყოველთვის სხვადასხვა ასპექტით ვაფასებ. ჩემი ადრინდელი სპეციალობა (ქართული სამართლის ისტორია) კი მაძლევს შესაძლებლობას, შევადარო ქართველების სამართლისადმი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დაკარგვამდე (პირობითად, 1801 წლამდე) და უცხოური ოკუპაციის პირობებში (მეფის რუსეთი, საბჭოთა ეპოქა). ჩემი დაკვირვებით, საბჭოური პერიოდის ქართველებს სამართლისადმი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მათი მთავარი კანონი იყო: „კანონი არა, ისა!“ თუ შევადგენთ ნუსხას იმ საგნებისა თუ საკითხებისა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ანაღვლებდათ ქართველებს ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ, ამ ნუსხაში

11

Page 12: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

პირველ ადგილზე „კანონი“ დადგება. ამგვარი დამოკიდებულება ძირითადად შენარჩუნებულია დღესაც, მითუმეტეს, მე ვთვლი, რომ ჩვენი დღევანდელი საზოგადოება ისევ საბჭოთა ათეისტური ცივილიზაციის ნაყოფია და ხელახალი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ჯერჯერობით ვერ შედგა. ამის შესახებ საჯაროდ მითქვამს კიდეც რამდენიმე პუბლიკაციაში. ამ შეხედულების მქონე კაცს შეუძლებელია სჯეროდეს „კანონის იდეალური მოქმედებისა ბოლშევიკური რეჟიმით ზნეობრივად დაზიანებულ საზოგადოებაში“, ამიტომ ვერც ამ საკითხზე გამოთქმულ კრიტიკას მივიჩნევ საფუძვლიანად.

7. რელიგიური უფლებებისა და ჰომოსექსუალური უმცირესობების უფლებების გადაკვეთა

მეუფე წერს: „კანონთა ცვალებადობის გარდა, არის კანონთა სხვადასხვაგვარად წაკითხვის ცნობილი პრაქტიკა. ბატონი ოთარ ზოიძე განიხილავს ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-5 მუხლს და წინასწარ გვარწმუნებს, რომ ამ მუხლით „პირდაპირაა დადგენილი~ რელიგიური უფლებების უპირატესობა უმცირესობების უფლებების მიმართ~. ასე რომ იყოს, ბატონ ოთარს გამოუჩნდებოდა ოპონენტი, რომელიც მას ბრალს დასდებდა უმცირესობის დისკრიმინაციაში. კანონი არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს რელიგიურ ორგანიზაციებს. პირიქით, კანონი გვამშვიდებს, რომ არ გულისხმობს „რელიგიური გაერთიანებების უფლებების... მათ შორის რელიგიური მსახურების უფლების შეზღუდვას~, მაგრამ აქვე ამატებს: „იმ პირობით, რომ არ არღვევს სხვათა უფლებებს~. სექსუალურ „უმცირესობათა უფლებები~ (სოდომური ცოდვის საჯაროდ გამოხატვის „უფლებები~), და რელიგიურ გაერთიანებათა უფლებები როგორც იკვეთება დღეს, ასევე გადაიკვეთება ახლო მომავალშიც. ამ შემთხვევაში, მათ შორის წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტის გამო ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს წინასწარ უცნობია, ვარაუდის სფეროა. ჩვენი წერილის შესავალ ნაწილში შემთხვევით არ გავიხსენეთ მსოფლიოში უსჯულოების გამრავლების და ექსპანსიის პროცესების ტენდენციები. რა უფრო ჰგავს მითს _ საქართველო რომ აჰყვება ამ ტენდენციებს, თუ ის, რომ მათ წნეხს გაუძლებს და შეინარჩუნებს დამოუკიდებელ-ზნეობრივ პოზიციას?“

მეუფის ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მესამე პუნქტები უშვებს უმცირესობების, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების ჩაყენებას სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, თუ „ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“

ვერავინ დამდებს ბრალს უმცირესობის დისკრიმინაციაში, რადგან უმცირესობების უფლებები არ არის აბსოლუტური უფლებები და იგი განსაზღვრულ პირობებში იზღუდება. ანტიდისკრიმინაციული კანონით სწორედ ამგვარი პირობებია დადგენილი: უმცირესობების უფლებების გამოვლენა იზღუდება, თუ ეს აუცილებელია ზემოთ მითითებული მიზნების მისაღწევად. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი და ამაში არ არის რაიმე უცნაური არავისთვის, ვისთვისაც ცნობილია თანამედროვე სამართლებრივი სისტემები.

12

Page 13: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

რელიგიური უფლებები და სექსუალური უმცირესობების უფლებები, ცხადია, იკვეთება დღესაც და გადაიკვეთება მომავალშიც. სხვაგვარად შეუძლებელია. ამ უფლებების გადაკვეთისას ხელისუფლების მოქმედების ნორმა სწორედ ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა განსაზღვრა და განსაზღვრა აბსოლუტურად სწორად. ამიტომაც კი არ ვვარაუდობთ, არამედ ვიცით, როგორ მოიქცევა ხელისუფლება: „ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების (მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების) შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ ხელყოფს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და სხვათა უფლებებს.“

რელიგიური უფლება უპირობოდ გულისხმობს ქადაგების თავისუფლებას, მისიონერობას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ჰომოსექსუალიზმის ცოდვად მიჩნევისა და მისი დაგმობის უფლებას, მის მიმართ შეუწყნარებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობას; კანონით დაშვებულია ჰომოსექსუალთა ცოდვიდან ამოყვანა სიტყვით, სიყვარულით, თანალმობით, მხილებით, მაგრამ არ არის დაშვებული ტაბურეტების დახმარებით, სიძულვილის ქადაგებითა და მსგავსი მეთოდებით. თუ ვინმე ამგვარ მიდგომაში რაიმეს არაქრისტიანულს ხედავს, კონკრეტული საფუძვლები მიმითითოს და მოვისმენ, წავიკითხავ და თუ დავრწმუნდები, რომ შევცდი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს და მოვინანიებ.

გაუძლებს თუ არა უსჯულოების გამრავლებისა და ექსპანსიის ტენდენციებს საქართველო და შეინარჩუნებს თუ არა იგი დამოუკიდებელ ზნეობრივ პოზიციას? ეს ტენდენციები არ არის ერთგვაროვანი. არავის აუკრძალავს ხორვატიისთვის, ევროკავშირში შესვლის წინ კონსტიტუციურ ნორმად დაედგინა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით (იგივე სურს საქართველოს ხელისუფლებას). ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს ნორმად ჰომოსექსუალურ წყვილების ურთიერთობას. არ შეგვაცდინოს პარიზში ასეულათასიანმა თუ მილიონიანმა საპროტესტო გამოსვლებმა. ამ გამოსვლებამდე პარიზელებმა ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი მერად აირჩიეს. ასე რომ იქ ჰომოსექსუალური ოჯახების აღიარება საზოგადოების უმრავლესობის ფასეულობათა სისტემის შეცვლის ლოგიკური დასასრული იყო. თუ ჩვენც იგივე დაგვემართება, მაშინ გარდაუვალი იქნება „ფრანგული ჩიხი“. თუ „ვიდგებით მტკიცედ და შეურყევლად“, მაშინ ფრანგული ჩიხი არ იქნება, ვერ იქნება, რადგან ვერცერთი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს.

კიდევ ერთი მომენტი. გასული საუკუნის სამოციან წლებში სექსუალურმა რევოლუციამ წალეკა ამერიკა. წლების შემდეგ ამერიკელებმა გააცნობიერეს მისი უარყოფითი შედეგები და დაიწყეს ამ შედეგების გამოსწორება. სეკულარიზმის ეპოქაც ბევრს დაუსრულებელი ეგონა, მაგრამ უკვე კარგა ხანია დესეკულარიზაციის მძლავრი პროცესის დაწყებაზე საუბრობენ. ვფიქრობ, ჰომოსექსუალიზმიც მალე დაბრუნდება სირცხვილის სივრცეში.

მეუფე წერს: „კანონის მე-5 მუხლში ნახსენები კონსტიტუციური შეთანხმება დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი. მას თან არ ახლავს ამოქმედების მექანიზმი, ანუ პრაქტიკულად არარეალიზებადია. მისი რეალიზება ყოველ ახალ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე რჩება დამოკიდებული _ ეს ბატონმა ოთარმა კარგად იცის, მაგრამ ამჯერად მიაჩნია, რომ ამაშია „რელიგიური უფლებების უპირატესობა“.

არ ვიცი, კონსტიტუციური შეთანხმების რომელი მუხლები საჭიროებს, მეუფის აზრით, ამოქმედების მექანიზმების შექმნას. მე კიდევ ერთხელ ყურადღებით წავიკითხე კონსტიტიციური შეთანხმება და შემიძლია დავადასტურო, რომ იგი თითქმის სრულადაა ამოქმედებული. ერთადერთი მუხლი, რომელიც არ ამოქმედებულა, არის მესამე მუხლის

13

Page 14: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

პირველი წინადადება: „სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამ ნორმის ამოქმედების ინიციატივა არც ეკლესიას გამოუჩენია მაინცადამაინც. მე პირადად ამ ნორმის ამოქმედების ნორმატიული აქტის პროექტიც მოვამზადე წლების წინ, თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, მაშინებს კიდევ საეკლესიო ჯვრისწერის აღიარება. მაგრამ ამჟამად ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან იგი სცილდება ჩვენს თემას. ანტიდისკრიმინაციულ კანონს კონსტიტუციური შეთანხმების ერთადერთი მუხლი უკავშირდება: ეს არის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება განათლებას. აი, ეს ნორმაც: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით“. ანტიდისკრმინაციული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია: „ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას.“ შესაბამისად, ამ ორი ნორმით დადგენილია, რომ ეკლესიას აქვს უფლება, მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ საგნის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს გააცნოს ქრისტიანული სწავლება ჰომოსექსუალიზმის შესახებ. დიახ, ამაშია სწორედ „რელიგიური უფლებების უპირატესობა“. მართალია, კონსტიტუციური შეთანხმება ისედაც უპირატესი ნორმატიული აქტია ორდინალურ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით და ანტიდისკრიმინაციული კანონის რომელიმე ნორმა ისედაც ვერ შეზღუდავდა კონსტიტიციური შეთანხმებით დადგენილ უპირატეს უფლებას, მაგრამ კანონის დამოწმებული ნორმის არსებობა არაფერს აზიანებს, ყოველგვარი სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას კი ჩანასახშივე სპობს.

8. დისკრიმინაცია და სასჯელი

მეუფე წერს: „ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-4 მუხლის ბ ბუნქტში ვკითხულობთ: „ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია... სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება~. გარყვნილი ცხოვრებით დაზიანებული გონება რას ივარაუდებს, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მისი ვარაუდის გამო უდანაშაულო ადამიანმა თავი უნდა იმართლოს დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და მომავალში იფიქროს სიტყვით, ინტონაციით, მოძრაობით თუ მიმიკით არ მისცეს საბაბი, რომელიც საჩივრის საფუძველი გახდება. ეს არ იქნება დისკრიმინაცია? ვარაუდის დონეზე ადამიანის დასჯა სამართლიანია? როგორ ფიქრობთ, ამ მუხლის კრიტიკა უსაფუძვლოა და მითად უნდა შეირაცხოს? ჩვენ ინკვიზიციის თუ ბოლშევიკური ტერორის დემოკრატიულ ეპოქაში ხომ არ ვცხოვრობთ? გთხოვთ, აგვიხსნათ, ეს მუხლი როგორ უნდა გავიგოთ. გვესმის, რომ ამ მუხლით შეიძლება ისარგებლონ არა მარტო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა, მაგრამ ამით ამ მუხლის შინაარსი არ შეიცვლება, იგი დისკრიმინაციის საბაბი გახდება.“

„ბოლშევიკური ტერორის დემოკრატიული ეპოქა“ რას ნიშნავს, გულწრფელად არ მესმის; შესაძლოა, მეუფე სარკაზმით წერს, არ ვიცი. ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო კი გულისხმობს დისციპლინური სასჯელის შეფარდებას ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურების დაცვით, რაც გულისხმობს დაცვის უფლებას, გადაცდომის ჩადენის დამტკიცებას უტყუარი მტკიცებულებებით და არა „გარყვნილი ცხოვრებით დაზიანებულ გონებაში“ დაბადებული ვარაუდების საფუძველზე.

14

Page 15: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

„გარყვნილი ცხოვრებით დაზიანებული გონების“ მქონე ადამიანს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეს უფლება, დაიცვას მისი შრომის უფლება და თუ ეს უფლება დარღვეული იქნება, უნდა არსებობდეს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაც, რაც შეუძლებელია სამსახურებრივი მოკვლევის გარეშე.

სხვა ალტერნატივა რა არის? მეუფე ამაზე არაფერს ამბობს.

9. კანონის მიღმა არსებული რეალობა

მეუფე წერს: „ბატონი ოთარი თავისი წერილის თითქმის ნახევარს უთმობს იმ კანონების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეცვლილა, ჯერ არ შეცვლილა. კანონების ცოდნა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. კარგი იქნებოდა, რომ მას განეხილა, კანონის მიღმა რეალურად რა ხდება საზოგადოებაში. პირველ კლასელი ბავშვების ლექსიკონში გაჩნდა სიტყვები: „შენ ცისფერი ხარ~, „შენ კი გეი ხარ~, _ ამ სიტყვების მნიშვნელობა, ცხადია, მათ არ ესმით, მაგრამ ცოტა ხანში გაიგებენ, შეეჩვევიან და საზოგადოებაში ზნეობრივი ბარიერი თანდათანობით უფრო დაიწევს. რატომ აჩქარებთ ამ პროცესს?“

ვფიქრობ, ზემოთ საკმარისად დავიმოწმე ნორმები (მაუწყებლობის შესახებ კანონიდან, სამოქალაქო კოდექსიდან), რომლებიც ბავშვებს იცავს ნებისმიერი შინაარსის მავნე ზეგავლენისაგან და ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამ თვალსაზრისით რაიმე სიახლე არ შემოუტანია.

რაც შეეხება კანონის მიღმა არსებული რეალობის განხილვას, ეს არ ყოფილა ჩემი მცირე სტატიის ამოცანა. მაგრამ რაკი მეუფე სვამს ამ საკითხს და მას უკავშირებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მოკლედ ვიტყვი ჩემს მოსაზრებებს ამ საკითხზე. ოღონდ, ცოტა ქვემოთ.

მეუფე წერს: „ვეთანხმები ბატონ ოთარს, რომ „უნდა გძულდეს ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი ადამიანი~. ცოდვა მარტო სექსუალური გადახრები ხომ არ არის, ცოდვაა აბორტი, ლოთობა, ნარკომანია, ქურდობა, ყაჩაღობა, ცილისწამება, ანგარება, მექრთამეობა, მრუშობა. ჩვენ გვეცოდება ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები, გვინდა მათი შველა. მათი ცოდვების პოპულარიზაციას ვინ ეწევა? მით უმეტეს, ცოდვების დაკანონებას? პირიქით, ვებრძვით ქურდულ მენტალობას, კორუფციას, მკურნალობას ვთავაზობთ ლოთებს, ნარკომანებს. მრუშობის სხვადასხვა ფორმების მიმართ კი შემწყნარებლები ვართ?! ანტიდისკრიმინაციული კანონი რატომღაც მარტო სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას გულისხმობს, რადგან მათ გარდა არავინ ჩივის, თუმცა არც მათი მხრიდან განცხადებულა საჩივარი. რაშია საქმე? რატომ ენიჭება ასეთი უპირატესობა ღვთის საძულველი ცოდვის ჩამდენ ადამიანებს სხვა ცოდვილებთან შედარებით?“

ვერ დავეთანხმები მეუფის არგუმენტებს. ჯერ ერთი, ანტიდისკრიმინაციული კანონით არ დაკანონებულა ჰომოსექსუალიზმი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. მეორეც, სექსუალურ უმცირესობებს არაერთხელ დაუჩივლიათ მათი უფლებების შელახვის გამო, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ეს სხვა საკითხია. ქალების მიმართ ოჯახური ძალადობის არა მხოლოდ შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს, არამედ საზოგადოების გამაოგნებელი დამოკიდებულებაც ამ პრობლემისადმი. ასე რომ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ საქართველოში არ არსებობს დისკრიმინაცია. გარდა

15

Page 16: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ამისა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, კანონის მიზანი არა მხოლოდ არსებული პრობლემის მოგვარება, არამედ სამართალდარღვევის თავიდან აცილებაცაა. მეუფის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვებიდან თითქმის ყველა (უკანონო აბორტი, ნარკომანია, ქურდობა, ყაჩაღობა, მექრთამეობა) სისხლის სამართლის დანაშაულია და მათ პოპულარიზაციას ამიტომაც ვერავინ გაბედავს. მრუშობა, თუკი მას არ ახლავს ძალადობა და არ არის ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა პროსტიტუცია დანაშაულია და მისი პოპულარიზაცია (ხელშეწყობა, პროსტიტუციაში ჩაბმა და სხვა) ასევე კრიმინალად ითვლება.

სწორია, რომ მკურნალობას ვთავაზობთ ლოთებს, ნარკომანებს. იქნებ, ჰომოსექსუალებისთვისაც შევქმნათ სპეციალური პროგრამები და ამ გზით ვცადოთ ცოდვიდან მათი დახსნა. ამის უდიდესი და წარმატებული გამოცდილება არსებობს დასავლეთში. არავინ დაგვამადლის მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენლად უკეთეს შედეგებს მივიღებთ, ვიდრე თუნდაც ყველაზე მკაცრი „დისკრიმინაციული“ კანონის მიღებით.

ვცადოთ. იქნებ, ცოტა ხანში არც კი გაგვახსენდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობა.

მეუფე წერს: „ვეთანხმები ბატონ ოთარს, რომ ცოდვა არ არის სამართლებრივი კატეგორია და „დაუშვებელია ცოდვის კრიმინალიზაცია მანამდე, სანამ ცოდვა არ ხელყოფს სხვათა უფლებებს.~ კანონი მშობლის უფლებას ართმევს ლოთს, ნარკომანს, რადგან ზიანდება შვილი. გეკითხებით, გარყვნილი ადამიანის ქმედების საჯარო პროპაგანდით მისი შვილი და სხვა მოზარდები არ ზიანდებიან? სექსუალური უმცირესობების მიერ ცოდვის ჩადენის „უფლების~ აღიარებას და ამა თუ იმ სახით მისი გამოხატვისადმი ტოლერანტობის დაკანონება სხვა ცოდვებთან შედარებით არ ნიშნავს პრივილეგირებული სტატუსის მინიჭებას? ეს არ აზიანებს საზოგადოების ზნეობრივ გარემოს?“

ლოთები და არც ნარკომანობები არ მიეკუთვნებიან რაიმე სახის უმცირესობებს. ამიტომ ამ თვალსაზრისით მათი და ჰომოსექსუალების ერთ სიბრტყეში განხილვა არაა სწორი. ბავშვები კი მშობლებისაგან მომდინარე მავნე ზეგავლენისაგან დაცული არიან იმისდა მიუხედავად, მიეკუთვნება თუ არა მათი დედა ან მამა რომელიმე უმცირესობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი ლოთობისა და ნარკომანიისაგან ცალკე გამოჰყოფს ამორალიზმს, როგორც მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველს: „მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა“. ასე რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცოდვის (ამორალიზმის) ერთ-ერთი გამოვლინება, არ არის პრივილეგირებული სხვა ცოდვებთან მიმართებით.

ასევე არ არის სწორი, თითქოს ანტიდისკრიმინაციული კანონი ადგენს ჰომოსექსუალიზმის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ვალდებულებას. ზემოთ, რელიგიური უფლებებისა და სექსუმცირესობების უფლებების გადაკვეთაზე საუბრისას დავასაბუთე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შესაბამისად, ვერ აიკრძალება ჰომოსექსუალიზმის მხილება და მის მიმართ სწორედაც არაშემწყნარებელური დამოკიდებულების შექმნა.

16

Page 17: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მეუფე წერს: „3-4 წლის ბავშვი დედის გინებას რომ ისმენს და იმეორებს, ზიანდება თუ არა? ან იგივე ბავშვი რომ ისმენს უფროსებისგან, ან ტელევიზორიდან სექსუალურ უმცირესობათა, როგორც ნორმალურ და ბუნებრივ მოვლენათა შესახებ ინფორმაციას, არ ზიანდება მისი ცნობიერება? სად გადის ზღვარი? ბავშვის თავისუფლება არ იზღუდება, მაგრამ ცნობიერება ხომ ზიანდება?

3-4 წლის ბავშვი დედის გინებას რომ ისმენს და იმეორებს, ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ბრალი არაა, ეს ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობის საშინელი ჩვეულებისა და მის მიმართ არსებული შემწყნარებლური დამოკიდებულების ბრალია. მაუწყებლობის შესახებ კანონით კი, როგორც უკვე არაერთხელ მივუთითე, აკრძალულია ტელევიზიიდან ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმის, როგორც ნორმალური მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამ სფეროში რაიმე სამართლებრივი სიახლე არ შემოუტანია. თუ დადგენილი აკრძალვა ირღვევა, ვცადოთ სამაგალითო დასჯა კანონის დამრღვევისა. დარწმუნებული ვარ, ადვილად მოსაგები პროცესი იქნება არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ მორალურადაც.

10. საპატრიარქოს განცხადება და ქრისტიანთა უფლებები

მეუფე წერს: „პატრიარქის მიმართვა, არ ეჩქარათ კანონის მიღება, განემარტათ ზოგიერთი ტერმინი, ჩატარებულიყო საზოგადო განხილვა, იგნორირებულ იქნა. ასეთია ქრისტიანთა უფლებების უპირატესობა!“

საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა 28 აპრილს. ანტიდისკრიმინაციული კანონი კი პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო 17 აპრილს. მანამდე კი კანონპროექტზე მუშაობა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. და ეს პროცესი არ ყოფილა საიდუმლო. პირველი მოსმენით პროექტის მიღება ნიშნავს კანონის კონცეპტუალურ მიღებას. საპატრიარქომ უნდა იზრუნოს და შექმნას იურიდიული სამსახური, რომელსაც ექნება ერთადერთი ფუნქცია: საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან მუდმივი ურთიერთობის უზრუნველყოფა, საპატრიარქოს მუდმივი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრიარქოს ყოველთვის დაგვიანებული რეაქციები ექნება (ასე მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებითაც), რის გამოც ეკლესიის მოსაზრებების სრულად გათვალისწინება ვერ მოხერხდება ბევრი მიზეზის გამო.

გარდა ამისა, საპატრიარქომ უნდა დანიშნოს ოფიციალური უფლებამოსილი წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. პატრიარქის განცხადება არ არის საკმარისი. ვინ წარმოადგენდა საპატრიარქოს ოფიციალურად ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე? არ ვიცი. ვგონებ, არც არავინ; ბევრი სასულიერო პირი მივიდა პარლამენტში, მაგრამ მათ შორის არავინ ყოფილა ისეთი, ვინც საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდა.

„ქრისტიანთა უფლებების უპირატესობას“ გამოყენება უნდა და არა განიავება. თუ გავანიავეთ, ეს საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და არა პარლამენტს.

საპატრიარქოს განცხადების ზოგიერთ შინაარსობრივ ნაკლოვანებაზე ზემოთ მივუთითე. ყველაზე დიდ ხარვეზზე კი შემდგომში ვისაუბრებ.

17

Page 18: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

11. ანტიდისკრიმინაციული კანონი დაჰომოსექსუალიზმის დაკანონება-პოპულარიზაცია

მეუფე წერს: „გვითხარით, ზნეობრივია თუ არა ბუნებრივად ჯანმრთელი ადამიანის გაიგივება ფსიქოფიზიოლოგიური პათოლოგიისა თუ ანომალიის მატარებელთანN და ამ გაიგივების დაკანონების საშუალებით გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობის პოპულარიზაცია? საქართველოში ეს უკვე პრაქტიკულად ხდება და ნამდვილად არ არის მითი.“

ამ ამონარიდსა და ზემოთ დამოწმებულ რამდენიმე ციტატაში მეუფე აცხადებს, რომ დაკანონდა ჰომოსექსუალიზმი.

ასევე, საპატრიარქოს განცხადებაში მითითებულია, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს „მორწმუნე საზოგადოება „მომაკვდინებელი ცოდვის“ პროპაგანდად და დაკანონებად“ მიიჩნევს, რადგან ის „სექსუალურ ორიენტაციას“ და „გენდერულ იდენტობას“ შეიცავს დისკრიმინაციის საფუძველთა ჩამონათვალში“.

ანტიდისკრიმინაციული კანონით ჰომოსექსუალიზმი არ დაკანონებულა. უფრო მეტიც, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციაც კი არ მომხდარა. ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა _ მას დანაშაულად არ აღიარებდა ჯერ კიდევ 1999 წლის 22 ივლისს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი. ეს, როგორც მახსოვს, არავის (მათ შორის, არც საპატრიარქოს) არ გაუპროტესტებია. ვფიქრობ, სწორადაც, რადგან ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჰომოსექსუალიზმი არც ნორმად არ გამოცხადებულა. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ჰომოსექსუალთა თანაცხოვრება აღიარებულ იქნებოდა ქორწინებად. ეს კი არ მომხდარა. ვფიქრობ, სწორადაც, რადგან ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა, არ არის ჯანსაღი მოვლენა.

არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია. შესაბამის ნორმებზე (სამოქალაქო კოდექსი, მაუწყებლობის შესახებ კანონი, კონსტიტუცია) უკვე არაერთხელ მივუთითე ზემოთ. სრულწლოვანებს კი ამ ცოდვის მიმართ სხვა იმუნიტეტი უნდა ჰქონდეთ.

მეუფე წერს: „საზოგადოებრივი წესრიგი~ და „ზნეობა~ თანაბარი ცნებებია თუ ავსებენ ერთმანეთს? „ზნეობის~ საზღვრები იტევს „არატრადიციული სექსუალურ ორიენტაციას~ თუ არა? თუ ვერ იტევს, მაშინ რატომ ანიჭებთ თანაბარ უფლებებს ბუნებრივ სქესობრივ ურთიერთობებთან? თუ იტევს, მაშინ სად გადის ზნეობის ზღვარი?“

არ არის სწორი. ზემოთ უკვე მივუთითე, რომ ჰომოსექსუალთა თანაცხოვრება არ არის აღიარებული ნორმად _ „ქორწინებად“. ქორწინებად აღიარებულია ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. სად არის აქ თანაბარი უფლებები?

12. რა არის ალტერნატივა?

18

Page 19: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მეუფე წერს: „სამწუხაროდ, ბატონი ოთარი გვაბრალებს იმას, რაც აზრად არ მოგვსვლია: „ამ კანონის მოწინააღმდეგეების ლოგიკით, თუ დაშვებული იქნება სექსუმცირესობების დისკრიმინაცია..., აუცილებელი გახდება ანკეტაში (თუ სივი-ში) გრაფის გაჩენა სექსუალური ორიენტაციის შესახებ...~ აი, ეს მართლა მითია! მსგავსი რამ ბოლშევიკური რეჟიმის დროსაც არ ყოფილა.“

შევეცდები, უკეთ გამოვხატო ჩემი აზრი. ანტიდისკრიმინაციული კანონის არსი ისაა, რომ სექსუალური უმცირესობები დაიცვას დისკრიმინაციისაგან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ანტიდისკრიმინაციულ კანონს (და მის თანამდევ კანონებს) ჰომოსექსუალიზმი არ გამოუცხადებია ნორმად, არ უღიარებია ჰომოსექსუალთა თანაცხოვრება ქორწინებად, ბავშვები დაცულები არიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისაგან, რელიგიურ უფლებებს აქვს უპირატესი უფლება სექსუალური უმცირესობების უფლებებთან შედარებით.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეები, მათი ღირებულებითი სისტემის გათვალისწინებით, არ იქნებოდნენ (ჩემი აზრით) იმის წინააღმდეგი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე (ჰომოსექსუალიზმის ნორმად არგამოცხადება და სხვა). რა რჩება ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, რაც შეიძლება გაეპროტესტებინათ ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებს? რჩება ერთადერთი: ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის აკრძალვის მიუღებლობა; მაგრამ თუკი დაშვებული იქნება სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაცია, მაშინ დისკრიმინაციის საფუძველი გახდება სწორედ სექსუალური ორიენტაცია, როგორც სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტორი. ამიტომ გამოვთქვი შემდეგი მოსაზრება (სრული ამონარიდი):

„მაუწყებლობის კანონში, შრომის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში სექსუმცირესობების დისკრიმინაცია ამ კანონამდე დიდი ხნით ადრე იყო აკრძალული. ამის შესახებ უკვე თქვა უსუფაშვილმა. ამ კანონის მოწინააღმდეგეების ლოგიკით, თუ დაშვებული იქნება სექსუმცირესობების დისკრიმინაცია (არა მხოლოდ არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით), აუცილებელი გახდებოდა ანკეტაში (თუ სივი-ში) გრაფის გაჩენა სექსორიენტაციის შესახებ, რადგან ამ ნიშანს უკვე გაუჩნდებოდა სამართლებრივი მნიშვნელობა _ იგი გახდებოდა სამართლებრივი კრიტერიუმი. გაჩნდებოდა პასუხისმგებლობა სექსორიენტაციის დამალვის გამო, გაჩნდებოდა ექსპერტიზების აუცილებლობა და ა. შ. რა ქვეყანა იქნება ის, სადაც ამგვარი სამართლებრივი სისტემა იქნებოდა? „ზნეობრივი პოლიციის“ აჩრდილების ქვეყანა? ვის სურს ამგვარ ქვეყანაში ცხოვრება?“

არასწორი დაშვებაა? შესაძლოა, თუმცა, ამ არასწორი დაშვების წყარო ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეთა პოზიციაში მკაფიო და ჩამოყალიბებული ალტერნატივის არარსებობაა: ისინი ამბობდნენ, რა არ მოსწონდათ ანტიდისკრიმინაციულ კანონში, მაგრამ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო საკანონმდებლო ნორმები, მათ არ უთქვამთ.

მეუფის ვრცელი წერილის უმთავრესი ნაკლიც სწორედ ესაა.

13. შვილად აყვანის საკითხი და ზღვარიჩემს სტატიაში არ მისაუბრია ჰომოსექსუალური წყვილების მიერ შვილად აყვანის

უფლებაზე. არც მეუფე შეხებია ამ საკითხს, მაგრამ მისი გამოხმაურების სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა განვიხილო ეს საკითხიც.

19

Page 20: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამოქალაქო კოდექსი ქორწინებად აღიარებს მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას. ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და მის თანამდევ კანონებს ეს ნორმა არ შეუცვლია. ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის (რომლის მონაწილეც არის საქართველო) პრეამბულით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ „რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში“.

კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს რელიგიურ ფაქტორის როლს ბავშვის აღზრდაში:

„1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს.

3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.“

კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმართ რელიგიური ფაქტორის გათვალისწინების აუცილებლობას:

„მზრუნველობის ფორმის შეცვლის ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.“

კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს ბავშვის განათლების შინაარსს:

„1. მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს:

გ) ბავშვისათვის თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის, ენის და ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისაკენ; ბავშვის აღზრდისაკენ იმ ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, რომელშიც ის ცხოვრობს, ასევე იმ ქვეყნისა, საიდანაც იგი არის წარმოშობით; ბავშვის პატივისცემის გაღვივებისაკენ მისი საკუთარი ცივილიზაციისაგან განსხვავებული ცივილიზაციისადმი“.

ეს ნორმები, რომლებიც მოქმედებს საქართველოშიც და რომლებსაც აქვს უპირატესობა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით, გამორიცხავს ბავშვის შვილებას ჰომოსექსუალური წყვილის მიერ, რადგან სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს ჰომოსექსუალთა თანაცხოვრებას, როგორც იჯახის შექმნის მიზნით არსებულ ერთობას. მსგავს ნორმებს შეიცავს საქართველოს კანონმდებლობა გაშვილების შესახებ (კანონის მიზნად პირდაპირ ასეა გაცხადებული: „ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელება“).

ჰომოსექსუალური წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების საკითხი დაკავშირებულია ჰომოსექსუალური წყვილების თანაცხოვრების ქორწინებად აღიარების საკითხთან; ჰომოსექსუალური წყვილის ოჯახად აღიარებიდან გარდაუვალი ხდება შვილად აყვანის უფლების აღიარებაც, ვინაიდან ამოქმედდება ლოგიკა: „თუ ჰომოსექსუალური წყვილი ჩვეულებრივი ოჯახია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას შვილის აყვანისა და აღზრდის უფლება?“

20

Page 21: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

უფრო მეტიც: აქედან არც ისე შორს იქნება ადამიანთა კლონირება „ჰომოსექსუალთა შვილიერების უფლების ხელშეუვალობიდან გამომდინარე“. ამის შედეგად ადამიანი ბიოწარმოების პროდუქტად იქცევა.

ამიტომ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, სად გადის ზღვარი. ზღვარი გადის ჰომოსექსუალიზმის ნორმად აღიარება-არაღიარებაზე. სრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმი არ არის დასჯადი, მაგრამ

ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა. გამომდინარე იქედან, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა:ა) ჰომოსექსუალურ წყვილთა თანაცხოვრება არ არის ქორწინება;ბ) ჰომოსექსუალურ წყვილთა თანაცხოვრება არ არის ოჯახი; გ) აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის; დ) აკრძალულია ჰომოსექსუალური წყვილის მიერ შვილად აყვანა.

14. რა არის ეკლესიის პოზიცია?

მეუფე წერს: „ბატონი ოთარი კი გვარწმუნებს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს რაიმე ამორალურს, არც ორმაგ მორალს, არც რაიმეს არაქრისტიანულს~. კარგი იქნებოდა, რომ ბატონ ოთარს აქვე შეედარებინა თავისი შეხედულება წმიდა წერილთან, ღვთის სჯულთან, წინასწარმეტყველთა სიტყვებთან, მოციქულთა დარიგებებთან, საეკლესიო კრებების დადგენილებებთან, რუის-ურბნისის კრების ცნობილ კანონთან.“

წინამდებარე პუბლიკაციის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ჰომოსექსუალიზმის მიმართ მაქვს ზუსტად ის დამოკიდებულება, რაც აქვს ეკლესიას. კიდევ ერთხელ დავიმოწმებ რამდენიმე ამონარიდს ჩემი სტატიიდან:

„სრულწლოვანთა შორის არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა და არა დანაშაული. იგი დანაშაულად იქცევა მაშინ, როცა მას პროპაგანდას უწევენ არასრულწლოვნებში“...

„... მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი“...

„... უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი“.

ასე რომ, ეს შეხედულება სრულად შეესაბამება „წმიდა წერილს, ღვთის სჯულს, წინასწარმეტყველთა სიტყვებს, მოციქულთა დარიგებებს, საეკლესიო კრებების დადგენილებებს, რუის-ურბნისის კრების ცნობილ კანონს.“

ჰომოსექსუალიზმის მიმართ ეკლესიის სწავლება არ შეცვლილა და არც არასოდეს შეიცვლება. შესაბამისად, არ შეიცვლება ჩემი დამოკიდებულებაც ამ ცოდვისადმი. მაგრამ შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ცოდვისადმი და ამაზე მეუფეც წერს თავის პუბლიკაციაში. რატომ შეიცვალა? ცოდვამ შეიცვალა ბუნება და ცოდვის ხარისხი შემცირდა? არა, ეს შეუძლებელია; საქმე ისაა, რომ იმ სამყაროში, სადაც ეკლესიას უხდებოდა არსებობა და რომელსაც ქრისტიანულ სამყაროს უწოდებდნენ, ქრისტიანული ფასეულობები იყო ერთადერთი ფასეულობითი სისტემა, რომლის გარეთ არავინ არ იდგა და რომელსაც აღიარებდა მთელი საზოგადოება. სახელმწიფოს არ ჰყავდა ისეთი ქვეშევრდომები, რომლებიც ეკლესიის მიღმა იყვნენ.

21

Page 22: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

სახელმწიფო არ ცნობდა ამგვარ „მიღმამყოფობას“. შესაბამისად, სახელმწიფოს ვერ ექნებოდა ჰომოსექსუალიზმის მიმართ ეკლესიისაგან, ქრისტიანული საზოგადოებისაგან განსხვავებული დამოკიდებულება.

ეკლესია არ იცვლება. იგი მარადიულად იგივეა. ასევე არ იცვლება ეკლესიის სწავლება ცოდვებისადმი (მათ შორის, ჰომოსექსუალიზმისადმი); მაგრამ იცვლება ის გარემო, რაშიც უხდება ყოფნა და თავისი მისიის აღსრულება ეკლესიას. ამიტომ იცვლება ეკლესიისა და გარემომცველი სამყაროს (სახელმწიფო, საზოგადოება...) ფორმები და შინაარსი. სხვა იყო ეკლესიისა და ამ სამყაროს ურთიერთობის ფორმა და შინაარსი კონსტანტინემდელ პერიოდში, სხვაგვარი გახდა კონსტანტინეს მოქცევის შემდეგ; მას მოჰყვა იუსტინიანეს „სიმფონია“, შემდეგ კი _ ქრისტიანული საზოგადოების დექრისტიანიზაცია და სეკულარიზაცია ათეიზმისა თუ სხვა მსგავსი საშინელებების თანხლებით.

ამ პროცესების შედეგად დღეს საზოგადოება არ არის ერთიანი ფასეულობითი სისტემის მატარებელი. დღეს ყველა მოქალაქე არ არის ეკლესიის წევრი. დღეს ძალიან ბევრი არა მხოლოდ ეკლესიის წევრი არ არის, არამედ თავისი მსოფლმხედველობითა და ფასეულობითი სისტემით მკვეთრად უპირისპირდება ქრისტიანობას. სახელმწიფო კი სახელმწიფოა როგორც ქრისტიანებისთვის, ისე არაქრისტიანებისთვის. ბევრისთვის ღვთის სიტყვა არ არის ეთიკის საფუძველი და ეთიკის შინაარსის განმსაზღვრელი. როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო? სახელმწიფოს არა აქვს უფლება, თავის მოქალაქეებს თავს მოახვიოს მათი სინდისისა და მსოფლმხედველობის საწინააღმდეგო ეთიკა, ფასეულობათა სისტემა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ესოდენ განსხვავებული ფასეულობათა სისტემის მქონე ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობა. ეკლესიამ კი, თავისი სწავლების ხელყოფის გარეშე, კომპრომისების გარეშე უნდა თქვას, ამ ახალ რეალობაში, ამ ახალ ვითარებაში (როცა, ვიმეორებ, ქრისტიანული ეთიკა არ არის ერთადერთი ეთიკური სისტემა) რას მოითხოვს სახელმწიფოსაგან.

აი, ეს პოზიტივი არ ჩანს არც მეუფის პუბლიკაციაში და არც საპატრიარქოს განცხადებაში. არა მხოლოდ ნეგატივი („რა არ უნდა იყოს“, „რა არის ცუდი“) არის მნიშვნელოვანი, არამედ ისიც (და ესაა არანაკლებ მნიშვნელოვანი), თუ რა უნდა იყოს თვისობრივად ახალ გარემოში, სადაც სახელმწიფოს ჰყავს სხვა ეთიკისა და ფასეულობათა სისტემის მქონე მოქალაქეებიც. ეკლესია ყოველთვის პასუხობდა თითოეული ეპოქისათვის დამახასიათებელ პრობლემებს, პასუხობდა ეკლესიის უცვალებელ სწავლებაზე დაყრდნობით. თანამედროვე სამართლებრივ სისტემაში ჰომოსექსუალიზმისადმი სამართლებრივი დამოკიდებულების შესახებ პასუხი, რომელიც არ არის საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, მოცემულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში. ამ კონცეფციის ХII.9 თავი მთლიანად ეძღვნება ჰომოსექსუალიზმის პრობლემას. მასში რუსეთის ეკლესია ჯერ გადმოსცემს ეკლესიის სწავლებას ამ საშინელი ცოდვის შესახებ, ხოლო შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების სიმაღლიდან აცხადებს, რა სამართლებრივი სისტემის შექმნა მიაჩნია სწორად ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით. აი, ამონარიდი იმის შესახებ, „რა უნდა იყოს დღეს“:

„ეკიდება რა მოძღვრული პასუხისმგებლობით ჰომოსექსუალური მიდრეკელებების მქონე ადამიანებს, ეკლესია, ამავე დროს, გადაჭრით ეწინააღმდეგება მცდელობებს, ცოდვითი ტენდენციები წარმოაჩინონ როგორც „ნორმა“, მითუმეტეს, როგორც სიამაყისა და მიბაძვის საგანი. სწორედ ამიტომ ეკლესია გმობს ჰომოსექსუალიზმის ნებისმიერ პროპაგანდას. ეკლესია არ უარყოფს არავის ცხოვრების, პირადი ღირსების პატივისცემისა და საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის ძირითად უფლებებს, თუმცა, თვლის, რომ პირები, რომლებიც ეწევიან ცხოვრების ჰომოსექსუალური წესის

22

Page 23: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

პროპაგანდას, არ უნდა იქნან დაშვებული ბავშვებთან და ახალგაზრდებთან პედაგოგიურ, აღმზრდელობით და სხვა საქმიანობაში, აგრეთვე არმიასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.“3

ჩემს სტატიაში გამოხატული დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისადმი „შევუდარე წმიდა წერილს, ღვთის სჯულს, წინასწარმეტყველთა სიტყვებს, მოციქულთა დარიგებებს, საეკლესიო კრებების დადგენილებებს, რუის-ურბნისის კრების ცნობილ კანონს“, ხოლო თანამედროვე პირობებში ჰომოსექსუალიზმის მიმართ ანტიდისკრიმინაციული კანონით შექმნილი სამართლებრივი სისტემა შევაფასე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმებით. კიდევ ერთხელ მოკლედ შევუფარდებ ამ კრიტერიუმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს:

ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს არ აცხადებს ნორმად _ ჰომოსექსუალურ თანაცხოვრებას არ აღიარებს ქორწინებად და მას არ უთანაბრებს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას. კანონით ჰომოსექსუალიზმი არ არის გამოცხადებული მისაბაძ და საამაყო საქმედ; ანტიდისკრიმინაციული კანონით არ ხდება ცოდვის დაკანონება (რადგან არ ხდება ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება, ხოლო ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზიცია დაახლოებთ 20 წლის წინ მოხდა და არა დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონით); ბავშვები დაცულნი არიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისაგან; ჰომოსექსუალურ წყვილს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის უფლება; მშობლებს უფლება აქვთ, არ დაუშვან ჰომოსექსუალები მათ ბავშვებთან ურთიერთობაში; დაშვებულია ჰომოსექსუალთა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, თუ ამგვარი მიპყრობა „ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნისმისაღწევად“ (რაც იძლევა საშუალებას, ჰომოსექსუალები, რომლებიც ეწევიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, არ იქნან დაშვებულნი ჯარში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სხვა სამხედრო დისციპლინის მქონე ინსტიტუტებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე).

შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით, ზემოთ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად კანონმდებლობის დახვეწა? ცხადია, შეიძლება4; კონცეპტუალურად, არსებითად კი, ანტიდისკრიმინაციული კანონი შეესაბამება ზემოთ დამოწმებული კონცეფციით დადგენილ კრიტერიუმებს. სწორედ ამის გათვალისწინებით გამოვთქვი მოსაზრება, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი „არ შეიცავს რაიმე ამორალურს, ან ზოგადად, არც ორმაგ მორალს, არც არაქრისტიანულს.“ ამორალური სოდომური

3 იხ. ინტერნეტრესურსი: მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი: http://www.patriarchia.ru/db /text/141422.html. სოციალური კონცეფციის საფუძვლები მიღებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მიერ 2000 წლის 13-16 აგვისტოს. როგორც მის პრეამბულაშია აღნიშნული, კონცეფცია გადმოსცემს ეკლესიის საბაზო სწავლებას საეკლესიო-სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და მთელი რიგი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თანამედროვე პრობლემის შესახებ. დოკუმენტი ასევე ასახავს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას სახელმწიფოსა და საერო საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. 4 საინტერესო ფაქტი: საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პარალელურად 2014 წლის მაისში ჩატარებული რეფერენდუმით შვეიცარიელებმა მხარი დაუჭირეს ნორმას, რომლის შესაბამისად ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალათ საბავშვო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. იხ. ინტერნეტრესურსი: http://ru.euronews.com/2014/05/18/swiss-voters-reject-minimum-wage-and-purchase-of-new-warplanes/

23

Page 24: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ცოდვის ჩადენაა და არა ის დამოკიდებულება ჰომოსექსუალებისადმი, რაც ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა დაადგინა იმ საზოგადოებაში, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი.

15. კარდინალური სისტემური ცვლილებების აუცილებლობა

მეუფე წერს: „კარგი იქნებოდა, რომ მას განეხილა, კანონის მიღმა რეალურად რა ხდება საზოგადოებაში. პირველ კლასელი ბავშვების ლექსიკონში გაჩნდა სიტყვები: „შენ ცისფერი ხარ~, „შენ კი გეი ხარ~, _ ამ სიტყვების მნიშვნელობა, ცხადია, მათ არ ესმით, მაგრამ ცოტა ხანში გაიგებენ, შეეჩვევიან და საზოგადოებაში ზნეობრივი ბარიერი თანდათანობით უფრო დაიწევს. რატომ აჩქარებთ ამ პროცესს?“

ახლა კი გამოვხატავ ჩემს პოზიციას იმის შესახებ, ბავშვებთან მიმართებით „კანონის მიღმა რეალურად რა ხდება საზოგადოებაში“, _ როგორც წერს მეუფე.

ვადასტურებ, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდის თვალსაზრისით. მიზეზებზე ზემოთ ნაწილობრივ ვისაუბრე _ ეკლესიის გავლენის არარსებობა საზოგადოების ფასეულობათა სისტემის, პიროვნებების ზნეობრივი სახის ჩამოყალიბების პროცესზე. დიახ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევქმნათ მავნე ზემოქმედებისაგან ბავშვების დაცვის ეფექტური სამართლებრივი სისტემები და ეს სისტემები მნიშვნელოვანია, მაგრამ მე, იურისტი, ვაღიარებ, რომ ეს სამართლებრივი სისტემები მაინც მეორეხარისხოვანია, რადგან ვერანაირი კანონი ვერ შეაკავებს ინტერნეტსივრციდან გადმოდინებულ საინფორმაციო ნიაღვარს, რომელიც შეიცავს კეთილსაც და ბოროტსაც, ამაღლებულსაც და დაცემულსაც, სათნოებასაც და სიბილწესაც... დღეს ბავშვების იზოლირება ამ ნაკადისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს მთავარი ხიფათი ბავშვებს ემუქრებათ არა ტელევიზიიდან და რადიოდან, არამედ ინტერნეტსივრციდან. ინტერნეტსივრცის ჩაკეტვა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთ მდგომარეობაში არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ბავშვებისა თუ ახალგაზრდების აღზრდა, მათი აღჭურვა იმ „ჯავშნით“, რომელიც თავიდან ააცილებს მათი ცნობიერების დაზიანებას, მათი სულების დაღუპვას.

„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა, შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაჲ. და შეიხსენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშვიდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგით და მახვილი იგი

24

Page 25: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათვის“ (ეფეს. 6:10-19).

ელექტრონული მედია, ინტერნეტსივრცე და განათლება. აი, სფეროები, სადაც დღეს მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ადამიანთა სულებისათვის.

ჩვენი ეკლესია მეტისმეტად სუსტადაა წარმოდგენილი სამივე სივრცეში. ეკლესია პრაქტიკულად არ ჩანს ელექტრონულ მედიაში (რადიო, ტელევიზია) და არ მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. წელიწადში ორჯერ პატრიარქის ეპისტოლე და რამდენიმე საკითხზე საპატრიარქოს განცხადება უკიდურესად, უკიდურესად არასაკმარისია. საპატრიარქოს ტელევიზია ოდნავადაც ვერ ასრულებს იმ მისიას, რისთვისაც იგი შეიქმნა. ეკლესია პრაქტიკულად არ ჩანს ინტერნეტსივრცეში. საკმარისია, საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდის ნახვა და ცხადი გახდება, თუ რა მანძილითა ვართ დაშორებული სასურველი მდგომარეობისაგან. განათლების სისტემაში კი საპატრიარქო შემოფარგლულია დაახლოებით ოცდაათიოდე ზოგადსაგანმანათლებლო საეკლესიო სკოლით, სამაგიეროდ მიტოვებულია დაახლოებით 2500 საჯარო სკოლა და მათი მოწაფეები, ანუ პრაქტიკულად მთელი საქართველოს ბავშვთა 99%.

ამგვარი მდგომარეობა არ არის უსახსრობის შედეგი. ეს, ჩემი აზრით, ეკლესიის არასწორი სამისიონერო-საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია. თუ კარდინალურად არ შეიცვლება ეს პოლიტიკა და იგი არ ჩამოყალიბდება თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, ჩვენ წავაგებთ ომს ადამიანთა სულებისათვის, რომელიც ყოველწამიერად მიმდინარეობს. ვიმეორებ: თუ კარდინალურად არ შეიცვლება სამისიონერო-საგანმანათლებლო პოლიტიკა და იგი არ ჩამოყალიბდება თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, თუ ღვთის სიტყვა (ოღონდ, მართლაც ღვთის სიტყვა, მართლაც ეკლესიის სწავლება) არ აავსებს ელექტრონულ მედიას, ინტერნეტსივრცეს, თუ ეკლესია კარგად შედგენილი სახელმძღვანელოებითა და ქრისტიანული პედაგოგიკით აღზრდილი პედაგოგებით არ დაიბრუნებს დღეს მიტოვებულ 2500 სკოლას და საქართველოს ბავშვებს, ჩვენ წავაგებთ უწყვეტად მიმდინარე ომს ადამიანთა სულებისათვის და ეს წაგება არ იქნება დამოკიდებული რომელიმე კანონის მიღებასა თუ მიუღებლობაზე, რომელიმე კანონის შინაარსსა თუ ტერმინის განმარტებაზე, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთზე. ეს წაგება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი. იქნება ზუსტად ისე, როგორც თქვა ოთარ ჭილაძემ: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები რომ დაეპატრონებიან, ეს არც ეკლესიის ბრალია და არც ეშმაკებისა; იმისი ბრალია, ვინც ეკლესია მიატოვაო.

II. მამა ალექსანდრე შმემანი და მეუფე იოანეს შეფასებები

1. შეფასება და პოლემიკა

უშუალოდ ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ ეხება, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის (1921-1983 წწ.) რელიგიური ცნობიერებისა

25

Page 26: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

და მისი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შეფასებას მეუფე იოანეს მიერ. საქმე ისაა, რომ ჩემს სტატიაში დავიმოწმე მამა ალექსანდრეს მოსაზრება, გამოთქმული მის წიგნში „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“:

„ქრისტიანთა ცნობიერება, რომელშიც მოწამეობის გამოცდილებით ანთებული იყო რელიგიური თავისუფლების სახარებისეული იდეალი, დიდი ხნით იქნება დაბრმავებული ქრისტიანული თეოკრატიის მსოფლმხედველობით, რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე. და გაივლის დიდი დრო, სანამ გაცნობიერებული იქნება ამ თეოკრატიის წარმართული ხასიათი. თეოდოსი დიდიდან ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან სწამდეთ. სახელმწიფოს სანქცია ეკლესიას მანამდე არარსებულ ძალას მიანიჭებს, და, შესაძლოა, მართლაც, ბევრს მიიყვანს რწმენამდე და ახალ ცხოვრებამდე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგივე სახელმწიფო სანქცია ქრისტიანული სამყაროსათვის გახდება საწყისი მისი ამჟამინდელი დაშლისა და რღვევისა, ეკლესიის წინააღმდეგ თვით სამყაროს ამბოხებისა.”5

ამ ამონარიდის დამოწმებას წინ უძღოდა ჩემი მსჯელობა იმის შესახებ, რომ კანონს არ უნდა მივანიჭოთ იმაზე მეტი მნიშვნელობა, რაც მას შეიძლება ჰქონდეს:

„თანამედროვე ადამიანს ბევრი კერპი აქვს, მათ შორის, თავისდაუნებურადაც, გაუცნობიერებლად. ერთ-ერთი ამდაგვარი კერპი არის სამართალი, რომელსაც ხშირად აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება. არადა, ძალიან მარტივია: ადამიანთა ცხონება არ არის, არანაირად არ არის დამოკიდებული ამქვეყნიურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. კანონი ცოდვას ვერ აქცევს სათნოებად. ამ თეზისს ვერ აუქმებს ის გარემოება, რომ ცუდმა კანონმა შეიძლება დააბრკოლოს ბევრი ადამიანი. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტია არა კანონი, არამედ თვით ადამიანის გადაწყვეტილება და დამოკიდებულება ცოდვისადმი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი და შექმნან ამ ცოდვაში მყოფ ადამიანთა მიმართ სიყვარულის, თანალმობის ატმოსფერო და ასე დაძლიონ და დაამარცხონ ამქვეყნიური სამართლის ნებისმიერი ხარვეზი. რწმენას არ ეშინია კანონებისა. კანონებისა ეშინია უმეცრებას, ურწმუნოებას, სიძულვილს...“

ჩემი მსჯელობა გავამყარე მამა ალექსანდრე შმემანის ზემოთ დამოწმებული მოსაზრებით. სხვაა ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხზე და სხვაა ავტორიტეტული ღვთისმეტყველის მოსაზრება.

მამა ალექსანდრეს ამ სიტყვებს მოჰყვა მეუფე იოანეს უმკაცრესი შეფასება, ოღონდ, არა მხოლოდ დამოწმებული ამონარიდში გამოხატული მოსაზრებისა, არამედ მამა ალექსანდრეს რელიგიური ცნობიერებისა და მთელი მისი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობისა: „მამა ალექსანდრე კეთილგონიერი და ზნეობრივი ადამიანია, მაგრამ იგი არის ზოგადად ამერიკული ცნობიერების მატარებელი პიროვნება, ამიტომ მისი ხედვა ზოგიერთ საკითხში ამით არის შეზღუდული, პროტესტანტულია და აცდენილია მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას. „რელიგიური თავისუფლების... იდეალი~ ამერიკული იდეაა და არა სახარებისეული. სახარებისეული იდეალი არის განთავისუფლება ამ სოფლისაგან. „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ...~ (ინ.8,32). „ყოველი, რომელიც სჩადის ცოდვას, მონაა ცოდვისა... თუ ძე განგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით~ (ინ.

5 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. მართლმადიდებლობის ისტორილი გზა. თბილისი. 2011. გვ. 163-164.

26

Page 27: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

8,34;36). გაიხსენე მაცხოვრის სიტყვები მოციქულების მიმართ: „ამ სოფლისაგანნი არა ხართ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ ამ სოფლისგან. ამის გამო სძულხართ თქვენ ამ სოფელს~ (ინ.15,19). „ჩემ მიერ მშვიდობა გქონდეთ; ამ სოფელში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამხნევდით, რადგან მე ვძლიე ამ სოფელს~ (ინ.16,35). ქრისტიანისთვის არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოს მართვის ფორმას, არც იმას, ვინ არის მართვის სათავეში. ქრისტიანის მიზანია, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, შეიძინოს „გონება ქრისტესი~, რომ ქრისტე იყოს ჩვენში და ჩვენ _ ქრისტეში. „სამყაროს ამბოხება ეკლესიის წინააღმდეგ~ გამოწვეულია არა სახელმწიფოს მიმართ რაიმე დამოკიდებულებით, არამედ იმით, რომ სეკულარიზაციის პროცესი ბოლო ჟამს ღვთისგან არის დაშვებული. „უსჯულოების გამრავლებით გაცივდება სიყვარული მრავალთა.~ „იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელ ქვეყანაზე დასამოწმებლად ყველა წარმართისათვის და მაშინ მოვა აღსასრული~ (მთ.24,12,14). გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირების პოპულარიზაცია, რასაც ხელს უწყობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამ დროის ერთ-ერთი ნიშანია. ხოლო ჩვენი, როგორც ქრისტიანების, პოზიცია ის არის, რომ არ ვიყოთ მონაწილენი უსჯულოების გამრავლების ხელშემწყობი პირობების შექმნისა.“

მეუფის ამ შეფასებას სოციალურ ქსელში ლელა ინწკირველი ასე გამოეხმაურა:

„ნეტავ რაში გამოიხატება ამერიკული ცნობიერება შმემანთან? რელიგიური თავისუფლება და სახარებისეული თავისუფლების იდეალი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ძალიან მძიმეა. იქნებ კონკრეტული მაგალითები მოეყვანა, რაში გამოიხატება შმემანის ამერიკული ცნობიერება? მე საპირისპიროდ უამრავ მაგალითს მოვიყვან. პირიქით, იმაში, რაშიც ბრალს დებენ, ის მართლა უკიდურესად კონსერვატორი იყო. ასეთ მძიმე ბრალდებებს, ერთი-ორი შესაბამისი მაგალითი მოუხდებოდა, წესით. პროტესტანტი, მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას აცდენილი _ ამას რომ გარდაცვლილ მღვდელს დააბრალებ, ცოტა არგუმენტიც ხომ უნდა მოიტანო. გაოგნებული ვარ. რელიგიის თავისუფლების სახარებისეული იდეალი, რაზედაც მამა ალექსანდრე წერს, თურმე ამერიკული იდეალი ყოფილა.“

ამას მეუფის პასუხი მოჰყვა: „ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ამერიკის კარიბჭედ დგას მსოფლიოში ცნობილი ქანდაკება, სიმბოლო შეერთებული შტატების მთავარი იდეისა, როგორც თვითონ მიაჩნიათ. რელიგიური თავისუფლება არის ერთ–ერთი კომპონენტი ამ იდეისა, რადგან შეერთებულ შტატებში, ევროპისგან განსხვავებით, არ არის ადგილობრივი ტრადიციული დენომინაციები, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება მათ თანაბარუფლებიანებად მიიჩნევს... (…) რატომ ჰგონია ლელას, რომ მამა ალექსანდრე შეუმცდარია, როცა თვითონ მამა ალექსანდრე არ ფიქრობდა ასე? ის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ადამიანზე გავლენას ახდენს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს, არც ეს არის ჩემი აღმოჩენა. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიზირებულია მედიის დახმარებით. ლელა, რელიგიური თავისუფლების იდეას თუ მიმითითებ სახარებაში, მადლობელი ვიქნები. რატომ მიმაჩნია ის ამერიკული ცნობიერების ერთ–ერთ იდეად, ზემოთ დავით ხიდაშელს მივწერე, იმედია, შენც წაიკითხავ. რაც შეეხება იმას, „რელიგიური თავისუფლება და სახარებისეული თავისუფლების იდეალი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან“, ამის შესახებ ოთარს მივწერე და აღარ ღირს გამეორება. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რომ შეამჩნიო მისი, როგორც მეცნიერის, საზოგადი მოღვაწის თუ რელიგიური ლიდერის შეცდომა, ხმა არ უნდა ამოიღო? ეს უზნეობაა? მამა ალექსანდრეს თავის დღიურში უფრო მკვეთრი, ეჭვით სავსე კრიტიკული გამონათქვამები აქვს ბერ–მონაზვნებსა და ზოგადად თანამედროვე მონასტრულ ცხოვრებაზე. კრიტიკული ხედვის განზოგადება გამორიცხავს კონკრეტულ მონასტერში თუნდაც ერთი ჭეშმარიტი ბერის არსებობას? ეს უკვე განკითხვის სულია. განა ეკლესიის მამები არ აკრიტიკებდნენ?

27

Page 28: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მაგრამ ერიდებოდნენ, რომ „ღვარძლთან“ ერთად „იფქლიც“ არ აღმოეფხვრათ. მამა ალექსანდრეს მემკვიდრეობაში არის სხვა დამაფიქრებელი მომენტებიც. დადგება დრო და მსოფლიო ეკლესია იმსჯელებს არა მარტო მის, არამედ სხვა თანამედროვე მამების მემკვიდრეობაზეც და იტყვის თავის სიტყვას.“

ამას ისევ ლელა ინწკირველის რეპლიკა მოჰყვა: „არსად არ მითქვამს რომ შეუმცდარია, ეს ტყუილია. მეორე: მე მოვითხოვე კონკრეტული მაგალითები. მესამე: არსად არ მითქვამს რომ გარდაცვლილზე არ შეიძლება შეფასება, ბოლო-ბოლო, ამის მაგალითს მსოფლიო კრება გვაძლევს. მე მოვითხოვე კონკრეტული არგუმენტები და მაგალითები და არა სეკულარული ამერიკის ზოგადი დახასიათება, რომელსაც რა კავშირი აქვს მამა ალექსანდრესთან, არავინ უწყის, ყოველ შემთხვევაში, ამ წერილიდან ეს არ ჩანს.“

მე არ ვიზიარებ მეუფის შეფასებებს მამა ალექსანდრე შმემანის შესახებ და შევეცდები, ამ შეფასებების უსაფუძვლობა თვით შმემანის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობიდან ამოკრებილი აზრებით წარმოვაჩინო. მანამდე კი _ რამდენიმე საერთო ხასიათის შენიშვნა.

მეუფე წერს: „ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რომ შეამჩნიო მისი, როგორც მეცნიერის, საზოგადი მოღვაწის თუ რელიგიური ლიდერის შეცდომა, ხმა არ უნდა ამოიღო? ეს უზნეობაა?“

ვინ უწოდა მეუფის კრიტიკას, თუნდაც დაუსაბუთებელს, უზნეობა, მეუფე არ წერს, რადგან ეს არავის (არც ლელა ინწკირველს) არ უთქვამს. ადამიანის კრიტიკა კი ყოველთვის შეიძლება, მის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც. გამონაკლისი არც სასულიერო პირები არიან. ამის მაგალითს ეკლესიის ისტორია გვაძლევს. ლელა ინწკირველი სწორად მიუთითებს მსოფლიო კრებაზე. მსოფლიო კრებები ამხელდა როგორც პიროვნებების შეცდომებს, ისე ცალკეულ ნაშრომებს. ამიტომ არავის არა აქვს განცდა, რომ არსებობენ კრიტიკისაგან დაზღვეულია პირები.

არც შმემანს დაკლებია კრიტიკა და წინააღმდეგობები; არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ. ნიკიტა სტრუვე (ფრანგი რუსისტი, კულტუროლოგი) მამა ალექსანდრეს შესახებ წერდა: „ოდესღაც ბერნანოსმა თქვა: „ევნო ეკლესიისთვის _ ეს ჯერ კიდევ არაფერია; მაგრამ იტანჯო ეკლესიისაგან, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს“. სწორედ ცხოვრების ბოლო წლებში მოუხდა მამა ალექსანდრეს, მიუხედავად მისი ქადაგებისა და მოღვაწეობის წარმატებისა, დატანჯულიყო ეკლესიისგანაც, სხვადასხვა წვრილმანი ინტრიგისგან...“6

სხვათა შორის, მამა ალექსანდრესა და მისი მეგობრების მოღვაწეობას კრიტიკულად აფასებდა მამა სერაფიმე როუზიც. მაგრამ მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან მალე მამა გერმანე, მამა სერაფიმეს თანამოღვაწე ბერი, ეწვია მამა ალექსანდრეს, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და შენდობა გამოითხოვა თავისი განსვენებული ძმისათვის. მამა ალექსანდრემაც, ვისი სიკვდილის ჟამიც ასევე არ იყო შორს, მზადყოფნით შეუნდო მამა სერაფიმეს. მამა გერმანე შეურიგდა მამა ალექსანდრეს თანამოღვაწეს _ პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფსაც; მოსკოვში, 1991 წელს დონის მონასტერში ზეთისცხებისას მამა გერმანემ პატიება სთხოვა მამა იოანეს.7

6 Никита Струве. Православие и культура. Москва. Русский путь. 2000. gv. 209. 7 იხ. Иеромонах Дамаскин (Христенсен), Иеромонах Серафим (Роуз) и протопресвитер Александр Шмеман (ვებ-გვერდზე:http://www.blagogon.ru/digest/280/

28

Page 29: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

თვით მამა ალექსანდრე არასოდეს თვლიდა თავის მოსაზრებებს ხელშეუვალად. აი, რას წერს იგი თავისი წიგნის _ მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“ _ წინასიტყვაობაში:

„ეს წიგნი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, კიდევ უფრო ნაკლებადაა სამეცნიერო გამოკვლევა. ზოგადი ისტორიის ოთხას გვერდზე დაწერა ისტორიის სახელებისა და თარიღების ჩამოთვლამდე დაყვანა იქნებოდა. ამ წიგნში მკითხველი იპოვის ამგვარ ზოგად ისტორიაზე ერთგვარ კომენტარს მთავარ მოვლენებზე მითითებით, წარსულში მომხდარი მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის მცდელობას, მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი გზის ნიშნულების (ძირითადის მაინც) აღნიშვნას. მე არ ვმალავ მოვლენების ჩემეულ შეფასებებს, მაგრამ, ცხადია, ამ შეფასებებს არანაირად მივიჩნევ არც საბოლოო, არც ამომწურავ შეფასებებად. ვფიქრობ, რომ ფიქრი წარსულზე, მისი სინდისიერი შეფასება, ისტორიული სიმართლის უშიშრად მიღება დღეს განსაკუთრებით აუცილებელია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ყველა მისწრაფებისა და იმედის ცენტრში ეკლესია დგას. ჩემს საკუთარ შეფასებას ვთვლი უფრო კითხვად, ვიდრე პასუხად, ან „მსჯავრად“8.

ეს კი ამონარიდია მამა ალექსანდრეს ცხოვრების წიგნიდან _ „ევქარისტიიდან“ (რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა):

„ეს წიგნი არც ლიტურგიკული ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოა და არც მეცნიერული გამოკვლევა. მე მას ვწერდი იშვიათ თავისუფალ დროს, ხშირად ვწყვეტდი წერას, და ახლა, როდესაც ამ თავებს ერთმანეთთან ვაერთებ, მის სისრულესა და სისტემატურობაზე პრეტენზია არა მაქვს. ეს წიგნი არის მოსაზრებების წყება ევქარისტიის შესახებ.“9

მე პირადად ყურადღებით და ინტერესით ვეცნობი ნებისმიერ კრიტიკულ მოსაზრებას, გამოთქმულს შმემანის ამა თუ იმ შეხედულებასთან დაკავშირებით. ამიტომ არც მეუფისაგან გამიკვირდებოდა შმემანის ამა თუ იმ მოსაზრების კრიტიკა, მაგრამ ნამდვილად მოულოდნელი იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კრიტიკა, უფრო მეტიც, ყოველგვარი არგუმენტაციის მოხმობის გარეშე უმძიმესი შეფასება მეოცე საუკუნის მართლაც გამორჩეული ღვთისმეტყველისა და დიდი საეკლესიო მოღვაწისა: „იგი არის ზოგადად ამერიკული ცნობიერების მატარებელი პიროვნება, ამიტომ მისი ხედვა ზოგიერთ საკითხში ამით არის შეზღუდული, პროტესტანტულია და აცდენილია მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას“.

ახლა კი, შევეცდები, წარმოვაჩინო ამ მართლაც უმძიმესი შეფასების უსაფუძვლობა. და რაკი ყველაფრის წყაროდ მეუფეს შმემანის „ამერიკული ცნობიერება“ მიაჩნია, მეც სწორედ ამ საკითხით დავიწყებ.

2. ალექსანდრე შმემანის „ამერიკული ცნობიერების“ შესახებ

8 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. მართლმადიდებლობის ისტორიული გზა. თბილისი, 2011, გვ. 13. 9 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ევქარისტია. სასუფევლის საიდუმლო. თბილისი, 2014. გვ. 19.

29

Page 30: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

შმემანის ამერიკულ ცნობიერებასთან დაკავშირებით მეუფე წერს: „ის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ადამიანზე გავლენას ახდენს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს, არც ეს არის ჩემი აღმოჩენა.“

ეს არ არის სწორი თეზისი. საზოგადოებრივი ცნობიერება ადამიანზე გავლენას ზოგჯერ ახდენს, ზოგჯერ არ ან ვერ ახდენს. ყველაფერი კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. წარმოშობით ოსტზეელი გერმანელების (ბალტიის ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები გერმანელების) შთამომავალი რუსი შმემანის (რომელსაც, სხვათა შორის, ბებია ბაგრატიონი ჰყავდა10) ამერიკაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტიდან გარდაუვლად არ გამომდინარეობს, რომ მასზე გავლენა მოახდინა ამერიკულმა გარემომ, ან ზოგადად ამერიკული საზოგადოების ცნობიერებამ. თვით მეუფე ათეიზმის ბატონობის პერიოდშია დაბადებული და აღზრდილი. ამის გამო, მეუფის ლოგიკით, მის ცნობიერებაში ათეიზმის ნაკვალევი უნდა ვეძებოთ? ხომ აბსურდია ამგვარი დაშვება?! განა ცოტა მაგალითია თუნდაც ჩვენი უახლოესი წარსულიდან, ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან იმისი, თუ როგორ ისხლეტდა ცალკეული ადამიანების სული, გული და გონება საბჭოური ათეიზმის ლამის ყველგანშემღწევ შხამიან ბაცილებს? რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვალოს, რომ მამა ალექსანდრე შმემანს ისეთი მოწყვლადი მსოფლმხედველობა ჰქონდა, რომ იგი დაექვემდებარა ამერიკული საზოგადოების ცნობიერების გავლენას და და თანაც იმდენად, რომ „მისი ცნობიერება ზოგიერთ საკითხში ამით არის შეზღუდული, პროტესტანტულია და აცდენილია მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას“ (როგორც ამას მეუფე წერს)? განა შეიძლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასეთი უმძიმესი დასკვნის გამოტანა?

რამდენიმე ამონარიდი მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებიდან:

„ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 1980 წ.

ვფიქრობდი ამერიკის საგარეო პოლიტიკის სულელურ ხასიათზე. აშშ _ დიდი ქვეყანაა, მაგრამ არ არის დიდი სახელმწიფო. მისი ტრაგედია, უწინარესად, მსოფლიოს თითქმის გასაოცარ უცოდინრობაში და მისდამი გულგრილობაშია. ამერიკა ცხოვრობს საკუთარი თავით არა იმ აზრით, რა აზრითაც ყოველი ქვეყანა _ საფრანგეთი, ინგლისი და ასე შემდეგ _ ცხოვრობს საკუთარი თავით, არამედ ცხოვრობს მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნეტარი უცოდინრობით და ამიტომ მისი რადიკალური ვერგაგებით. მსოფლიოსთან მას არ აქვს რაიმე საერთო ენა, იგი ყველგან და ყველასთან საუბრობს ამერიკულად. თვით მისი საერთაშორისო საქმეთა ათასობით „ექსპერტი” დაკავებულია ყოველივე მომხდარის მხოლოდ „რედუქციით” („დაყვანით”) ამერიკის აპრიორულ სქემებამდე, რომლებსაც _ და ამაშია მთელი საქმე _ ამერიკელები უნივერსალურად და, არსებითად, ერთადერთად თვლიან. მაგრამ სწორედ ეს იწვევს იმას, რომ მსოფლიო საქმეებში ამერიკელებს არასოდეს არაფერი ესმით. აქედან საყოველთაო სიძულვილი ამერიკისადმი, სიძლულვილი, შეერთებული ზიზღთან.

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 1980 წ.

ვაგრძელებ გუშინდელს. ამერიკაში ყველაზე მეტად, ვიდრე სხვაგან, საგარეო პოლიტიკა ექვემდემდებარება საშინაოს. (...)

10 ეს ალექსანდრე შმემანის ქართულად მთარგმნელებისადმი (ოთარ ზოიძე, ფრიდონ საყვარელიძე) გამოგზავნილ პირად წერილში გვითხრა მამა ალექსანდრეს შვილმა _ სერგეი შმემანმა (ჟურნალისტი, პულიტცერის პრემიის ლაურეატი).

30

Page 31: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

უხეშობა. ამერიკა ცვლის თავის პოლიტიკას და უბრალოდ თავს ახვევს მას სხვებს. ასე მოახვია მსოფლიოს იალტა, ესე იგი კაპიტულაცია სტალინის წინაშე (რუზველტი). შემდეგ თავს მოახვია ცივი ომი (ტრუმენი), შემდეგ, დაწყებული ეიზენჰაუერიდან _ სახელგანთქმული დეტანტი. მორალის აღრევა „საქმეებთან.” და აბსოლუტური ზიზღი მსოფლიოსადმი, რადგან „რაც კარგია ამერიკისათვის, კარგია ყველასათვის.”

კარტერი _ თითქმის სრულყოფილი განსახიერება ამ „ამერიკანიზმისა.” რადიკალური არაკომპეტენტურობა (მას აწყენინა ბრეჟნევმა ავღანეთში თავისი შეჭრით). შეუჩერებელი ზიგზაგები. ყველა ღონისძიების „სარეკლამო”, „წინასაარჩევნო” ხასიათი. მორალიზმი მორალისა და პრინციპების გარეშე.

ყველაფერი ეს _ mutatis mutandis _ მიემართება ამერიკულ ინტელიგენციასაც და ასევე პრესას. ყველაფერი განმსჭვალულია „პოლიტიკით,” _ ეს იგი, წარმატების, აღიარების, შეჯიბრების მოტივით. და, აი, მსოფლიოს ბედი იმყოფება, არსებითად, იმ ნაკლებადგაცნობიერებული, არაკომპეტენტური, ფსიქოლოგიურად „პროვინციელი” ადამიანების ხელში, რომლებსაც აერთიანებთ ერთი რამ: წარმატების რელიგია, წარმატების სწრაფი, მყისიერი და ურთიერთდაკავშირებული _ ყველაფრის დამაგვირგვინებლად _ მატერიალური გამოხატულებით. ამ გარემოში სოლჟენიცინის სიტყვა, მაგალითად, უბრალოდ არ ისმის.“

ამონარიდი მამა ალექსანდრეს ერთ-ერთი ნაშრომიდან („წმიდათა წმინდა“, რომელიც მოხსენების სახით წარედგინა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს და რომელიც სინოდმა მოიწონა 1971 წლის 17 თებერვალს):

„სეკულარიზმის ამერიკული თავისებურება, რომელიც გვაშინებს, არის ის, რომ ამერიკაში სეკულარიზმი არ არის მთლიანად ანტირელიგიური, ან ათეისტური, არამედ, პირიქით, იგი შეიცავს განსაზღვრულ შეხედულებას რელიგიაზე და მას შეიძლება ეწოდოს „რელიგიური” სეკულარიზმი. ეს იმდენადაა „რელიგიის ფილოსოფია,” რამდენადაც „ცხოვრების ფილოსოფია.” თვით აშკარად ანტირელიგიურ საზოგადოებებს, საბჭოთა რუსეთს, ან წითელ ჩინეთს არ შეიძლება ეწოდოთ სეკულარული საზოგადოებები! იქ რელიგია მტერია, რომელიც ლიკვიდაციას ექვემდებარება, და ყველა კომპრომისი მასთან, უკეთეს შემთხვევაში, უნდა იყოს დროებითი. მაგრამ ამერიკული კულტურისა და ცხოვრების წესის თავისებურება არის ის, რომ ისინი ერთდროულად იღებენ რელიგიას, როგორც ადამიანისათვის მნიშვნელოვან გარემოებას და უარყოფენ მას, როგორც მთლიან მსოფლმხედველობას, რომელიც აყალიბებს ადამიანის ცხოვრებას. ამერიკელი „სეკულარისტი” შეიძლება სავსებით „რელიგიური” ადამიანი იყოს, თავისი ეკლესიის ერთგული, რეგულარულად მლოცველი, რომელიც ესწრება ღვთისმსახურებას და უხვად გაიღებს ხოლმე შესაწირს. იგი საზეიმოდ იწერს ჯვარს ეკლესიაში, აკურთხებს თავის სახლს, ასრულებს რელიგიურ ვალდებულებებს – და ყოველივე ამას იგი გულწრფელი რწმენით აკეთებს. მაგრამ ყოველივე ეს ვერაფერს აკლებს იმ ფაქტს, რომ ცხოვრების ყველა ასპექტის (ქორწინების, ოჯახის, სახლის, სამსახურის და, ბოლოს, თვით მისი რელიგიური ვალდებულებების) გაგება მომდინარეობს არა რწმენისაგან (რწმენა ქრისტესი, ღმრთის ძისა, რომელიც გახდა ძე კაცისა, რწმენა ქრისტეს განკაცებისა, სიკვდილისა და აღდგომისა), რომელსაც ეს ადამიანი აღიარებს ეკლესიაში, არამედ ერთგვარი „ცხოვრების ფილოსოფიისაგან”, ესე იგი იდეებისა და შეხედულებებისაგან, რომელთაც ფაქტიურად არა აქვთ რაიმე კავშირი ამ აღმსარებლობასთან, თუ პირდაპირ არ მტრობენ მას. საკმარისია მხოლოდ ჩამოვთვალოთ ჩვენი კულტურის ზოგიერთი ძირითადი „ღირებულება” – წარმატება, უსაფრთხოება, საზოგადოებრივი

31

Page 32: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მდგომარეობა, კონკურენცია, სარგებელი, პრესტიჟი, პატივმოყვარეობა – რათა გავიგოთ, რამდენად ეწინააღმდეგება თითოეული მათგანი სახარების თვით სულს...“11

1975 წლის 3 იანვარს ამერიკელი თეოლოგების (რომლებიც სხვადასხვა ეკლესიას ეკუთვნოდნენ) ჯგუფმა ჰართფორდში (კონექტიკუტის შტატი) მიიღო ტექსტი „ჰართფორდის მოწოდება”. ხელმომწერთა შორის იყო მამა ალექსანდრე შმემანი. 1975 წლის სექტემბერში ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. სწორედ მეორე შეკრებასთან დაკავშირებით ჩაწერა მამა ალექსანდრემ თავის დღიურში:

„ორი დღე ჰართფორდში, „ჰართფორდის ჯგუფის” მეორე კრებაზე. დღეს დილით _ მესსა, რომელსაც ატარებს მამა Avery Dulles, და რომელზედაც ყველა (თვრამეტი) მონაწილე, ჩემ გარდა, _ ეზიარება, თუმცა მათი უმრავლესობა სხვა აღმსარებლობის „კონსერვატორი” ქრისტიანია. მაგრამ თუ ასეა, მაშინ რაღა ჰყოფს ეკლესიას და კიდევ რა ერთობაა საძიებელი? საერთოდ, მეგობრული ატმოსფეროს მიუხედავად, ძლიერად ვგრძნობდი ჩემს „მართლმადიდებლურ” გაუცხოებას ყველა დისკუსიისაგან, მისი სულისკვეთებისაგან. მართლმადიდებლობა ძალიან ხშირადაა ბოროტებისა და ცოდვის ტყვეობაში. ქრისტიანული დასავლეთი ნამდვილადაა ერესების ტყვეობაში და არცერთი მათგანი დაუსჯელი არ რჩება”.12

ვფიქრობ, საკმარისია ციტირება: დამოკიდებულება ამერიკული სამყაროს სამი განზომილებისადმი: ამერიკული პოლიტიკის, ამერიკული რელიგიური ცნობიერებისა და ამერიკის კონფესიური სამყაროსადმი.

ძალიან რთულია, ამ სტრიქონების ავტორს, ამ დამოკიდებულების მქონე ადამიანს, კონსერვატორი ქრისტიანი სასულიერო პირების საზოგადოებაში „მართლმადიდებლური გაუცხოების“ მძაფრად განმცდელ კაცს უწოდო „ზოგადად ამერიკული ცნობიერების მატარებელი პიროვნება“ და „ამიტომაც“ (ამერიკული ცნობიერების გამო) ჩათვალო, რომ „მისი ხედვა ზოგიერთ საკითხში ამით არის შეზღუდული, პროტესტანტულია და აცდენილია მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას.“

შევნიშნავ: შმემანი არც ანტიამერიკული ცნობიერების მქონე პიროვნება იყო.

კიდევ ერთი ფრაგმენტი მამა ალექსანდრეს ნაშრომიდან „რუსეთის სულიერი ხვედრი“:

„... როცა ჩვენ წარმოვთქვამთ „წმინდა რუსეთს“ _ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, სახელდობრ რას ვგულისხმობთ. თუ ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ რუსული სახელმწიფო, ისტორიული რუსეთი, რომელიც ადრე არსებობდა, არის სწორედ წმინდა რუსეთი და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავუბრუნდეთ მას (ვინ კიევში, ვიღაც მოსკოვში, სხვები ფსკოვსა და ნოვგოროდში, ვინ კიდევ პეტერბურგში, ვინც სად ინებებს _ იმის მიხედვით, რას გულისხმობს წმინდა რუსეთში), მაშინ ჩვენი ამპარტავნების ზომა უპირობოდ გადაჭარბებულია და ღმერთმა დამსახურებისამებრ დაგვამხო საშინელი ისტორიული დაცემით. მიუხედავად ჩვენი დაცემებისა და ხეტიალისა მომავალშიც ამ საზომით ვზომოთ ჩვენი თავი? ბოლოს და ბოლოს, რისკენ მოვისწრაფვით? ბოსფორისა და დარდანელისაკენ? იმისკენ, რომ ჩვენი რუსული დროშა მთელ მსოფლიოში ფრიალებდეს? მაგრამ მაშინ სწორედ საბჭოთა ხელისუფლება ყოფილა ჩვენი სურვილების ზღვარი, ამ სურვილების მახინჯი კარიკატურა. რუსეთი ხომ ადრე

11 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ცოცხალი რწმენის შესახებ. თბილისი, 2011. გვ. 329-330.12 იხ. 1975 წლის 7 სექტემბრის ჩანაწერი, Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 202.

32

Page 33: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

არასოდეს არ ყოფილა გარეგნულად ასე ძლიერი. არც პეტრეს, არც ეკატერინეს, არც პუშკინის, არც დოსტოევსკის, არც რომელიმე რუსი წმინდანის დროს. მხოლოდ სტალინის დროს. აი, როგორ მარტივადაა საქმე. საბჭოთა დროშა თითქმის კონსტანტინოპოლის კედლებთან იყო. თუ ჩვენი სურვილები მხოლოდ ამით შემოიფარგლება მაშინ, მოდით, დავივიწყოთ წმინდა რუსეთი. რადგან არაფერია წმინდა იმაში, რომ გამდიდრდე მიწიერი დიდებით, მიწიერი ძლევამოსილებით...“13

აქაც შევნიშნავ: შმემანი არც ანტირუსული ცნობიერების მქონე პიროვნება იყო.

ნიკიტა სტრუვე წერს:

„რა თქმა უნდა, მამა ალექსანდრე იყო მთლიანად რუსი სისხლით, აღზრდით, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებით. მართლმადიდებლობა მან მიიღო რუსულ პრიზმაში გარდატეხილი, თუმცა, უნივერსალობამდე გაფართოებული პარიზის საღვთისმეტყველო სკოლაში. მაგრამ უფრო ზუსტი იქნებოდა იმის თქმა, რომ აქ, დედამიწაზე, მამა ალექსანდრეს სამი სამშობლო ჰქონდა: რუსეთი, რომელიც მას საკუთარი თვალით არასოდეს არ უხილავს... რუსეთთან ერთად, მეტად თუ ნაკლებად, ჩვენი განსასჯელი არაა, მას უყვარდა საფრანგეთი, სადაც გაატარა ყრმობა და ახალგაზრდობა, სადაც დაქორწინდა, სადაც დაიბადა მისი სამივე შვილი. დედამიწაზე მისი საყვარელი ქალაქი იყო პარიზი... ამერიკა მან შეიყვარა ღრმად, ნამდვილად, ხშირად იცავდა მას ყველა გამარტივებული კრიტიკისაგან... სამივე სამშობლო მშვიდობიანად თანაარსებობდა მის გულში, რადგან სინამდვილეში მისი ერთადერთი სამშობლო, როგორც ყველა ქრისტიანისა, იყო ღვთის სასუფეველი, რომელსაც არა აქვს გეოგრაფიული ცენტრი...“14

მეუფემ შმემანის ამერიკული ცნობიერების დამადასტურებლად ერთადერთი არგუმენტი მოიხმო: „რელიგიური თავისუფლების სახარებისეული იდეა“. რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი, ამაზე ახლა ვისაუბრებ.

3. რელიგიური თავისუფლების იდეა და სახარება

კიდევ ერთხელ დავიმოწმებ მეუფის მოსაზრებას რელიგიური თავისუფლების იდეის შესახებ:

„რელიგიური თავისუფლების... იდეალი~ ამერიკული იდეაა და არა სახარებისეული. სახარებისეული იდეალი არის განთავისუფლება ამ სოფლისაგან. „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ...~ (ინ.8,32). „ყოველი, რომელიც სჩადის ცოდვას, მონაა ცოდვისა... თუ ძე განგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით~ (ინ.8,34;36). გაიხსენე მაცხოვრის სიტყვები მოციქულების მიმართ: „ამ სოფლისაგანნი არა ხართ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ ამ სოფლისგან. ამის გამო სძულხართ თქვენ ამ სოფელს~ (ინ.15,19). „ჩემ მიერ მშვიდობა გქონდეთ; ამ სოფელში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამხნევდით, რადგან მე ვძლიე ამ სოფელს~ (ინ.16,35). ქრისტიანისთვის არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოს მართვის ფორმას, არც იმას, ვინ არის მართვის სათავეში. ქრისტიანის მიზანია, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, შეიძინოს „გონება ქრისტესი~, რომ ქრისტე იყოს ჩვენში და ჩვენ _ ქრისტეში. „სამყაროს ამბოხება ეკლესიის წინააღმდეგ~ გამოწვეულია არა სახელმწიფოს მიმართ რაიმე დამოკიდებულებით, არამედ იმით, რომ სეკულარიზაციის 13 Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983. Москва, Русский путь. 2009, с. 677.14 Никита Струве. Православие и культура. Москва. Русский путь. 2000. gv. 207.

33

Page 34: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

პროცესი ბოლო ჟამს ღვთისგან არის დაშვებული. „უსჯულოების გამრავლებით გაცივდება სიყვარული მრავალთა.~ „იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელ ქვეყანაზე დასამოწმებლად ყველა წარმართისათვის და მაშინ მოვა აღსასრული~ (მთ.24,12,14).

„(...) ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ამერიკის კარიბჭედ დგას მსოფლიოში ცნობილი ქანდაკება, სიმბოლო შეერთებული შტატების მთავარი იდეისა, როგორც თვითონ მიაჩნიათ. რელიგიური თავისუფლება არის ერთ–ერთი კომპონენტი ამ იდეისა, რადგან შეერთებულ შტატებში, ევროპისგან განსხვავებით, არ არის ადგილობრივი ტრადიციული დენომინაციები, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება მათ თანაბარუფლებიანებად მიიჩნევს... ლელა, რელიგიური თავისუფლების იდეას თუ მიმითითებ სახარებაში, მადლობელი ვიქნები. რატომ მიმაჩნია ის ამერიკული ცნობიერების ერთ–ერთ იდეად, ზემოთ დავით ხიდაშელს მივწერე, იმედია, შენც წაიკითხავ. რაც შეეხება იმას, „რელიგიური თავისუფლება და სახარებისეული თავისუფლების იდეალი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან“, ამის შესახებ ოთარს მივწერე და აღარ ღირს გამეორება.“

უპირველესად, გამოვყოფ მეუფის თეზისს: „რელიგიური თავისუფლების... იდეალი~ ამერიკული იდეაა და არა სახარებისეული. სახარებისეული იდეალი არის განთავისუფლება ამ სოფლისაგან. „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ...~

ჩემი აზრით, მცდარი თეზისია, შეცდომა კი გამოწვეული სფეროთა აღრევით. რელიგიური თავისუფლების იდეა სახელმწიფოს ეკლესიისადმი, ზოგადად რელიგიისადმი დამოკიდებულების სფეროა, ამა თუ იმ ქვეყანაში აღმსარებლობის თავისუფლების საკითხია. ქრისტეს განკაცების მიზანი კი არის ადამიანთა გათავისუფლება ცოდვის ტყვეობისაგან, სიკვდილის საწერტელისაგან და დაბრუნება მამის წიაღში, ადამიანის განღმრთობა. ანუ აქ საგანი ადამიანის გულია, ადამიანის შინაგანი სამყაროა და არა გარეგანი - სახელმწიფოსა და ეკლესიის მიმართება. არასწორია ამ ორი სფეროს დაპირისპირება, ან აღრევა. სახარებისეული იდეალი დიახაც არის ადამიანის გათავისუფლება, როგორც მეუფე წერს, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს და არ უპირისპირდება სხვა იდეალს - რელიგიური თავისუფლების იდეას. ცდება მეუფე, როცა ეს იდეა ამერიკული იდეა ჰგონია. მაგრამ ამ საკითხის დეტალურად განხილვამდე მკითხველს უნდა შევახსენო, რომ მეუფის ზემოთ დამოწმებული ციტატა არის მამა ალექსანდრე შმემანის შემდეგი მოსაზრების შეფასება:

„ქრისტიანთა ცნობიერება, რომელშიც მოწამეობის გამოცდილებით ანთებული იყო რელიგიური თავისუფლების სახარებისეული იდეალი, დიდი ხნით იქნება დაბრმავებული ქრისტიანული თეოკრატიის მსოფლმხედველობით, რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე. და გაივლის დიდი დრო, სანამ გაცნობიერებული იქნება ამ თეოკრატიის წარმართული ხასიათი. თეოდოსი დიდიდან ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან სწამდეთ. სახელმწიფოს სანქცია ეკლესიას მიანიჭებს არნახულ ძალას და, შესაძლოა, მართლაც ბევრს მიიყვანს რწმენამდე და ახალ ცხოვრებამდე. მაგრამ, საბოლოოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის იგი გახდება საწყისი მისი ამჟამინდელი დაშლისა და რღვევისა, ეკლესიის წინააღმდეგ თვით სამყაროს ამბოხებისა“15.

15 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. მართლმადიდებლობის ისტორიული გზა. თბილისი, 2011. გვ. 163-164.

34

Page 35: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ეს არის ამონარიდი მამა ალექსანდრეს წიგნიდან „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, რომელშიც, ჩემი აზრით, ბიზანტიური სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის, „სიმფონიის“ თეორიისა და, საერთოდ, ბიზანტიური თეოკრატიის ბუნება არაჩვეულებრივი სიღრმითა და სიმართლითაა წარმოჩენილი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ შმემანის აზრი. მეოცე საუკუნის კიდევ ერთი დიდი ღვთისმეტყველი, პარიზის საღვთისმეტყველო მართლმადიდებლური სემინარიის ფუძემდებელი და ალექსანდრე შმემანის მასწავლებელი პროტოპრესვიტერი სერგი ბულგაკოვი (1871-1944 წწ.) სტატიაში „მართლმადიდებლობა და სახელმწიფო“ აანალიზებს ბიზანტიისა და რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიების დაცემის მიზეზებს და ასკვნის:

„რა მოხდა? საქმე ისაა, რომ წარმართული სახელმწიფოს ქრისტიანულად გარდაქმნა არც ისე იოლი და მარტივი საქმე აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან ჩანდა. ადვილი იყო მილანის ედიქტით დევნილი რელიგია მოსათმენ, ხოლო შემდეგ კი სახელმწიფო რელიგიადაც გადაქცეულიყო, შემდეგ კი იგი სახელმწიფო ჯავშნით შეემოსა. მაგრამ თვით სახელმწიფო მთელ თავის ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე რჩებოდა წარმართული და იგი იკვებებოდა რომაული სახელმწიფოებრიობითა და აღმოსავლური დესპოტიზმით. ბიზანტიამ თავისი იმპერატორების მეშვეობით დიდი ძალისხმევა გასწია სამოქალაქო და საეკლესიო კანონების დასაახლოებლად, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ხანგრძლივი ისტორიული გზისა, რომელიც კატასტროფით შეწყდა. მსგავსი რამ იყო რუსეთშიც. ძველ რუსეთს ჰქონდა ბევრი მშვენიერი და მიმზიდველი ხასიათი პატრიარქალური სვეკეთილობისა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქაც იყო ისეთი ღრმა შრე ნატურალური წარმართობისა, ხოლო რუსულ სახელმწიფოებრიობაში _ პრუსიული და, ამასთანავე, აზიური დესპოტიზმი, რომ აქაც ადრე იყო საუბარი ქრისტიანულ სახელმწიფოებრიობაზე.“16

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში გაანალიზებულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა და შეფასებულია ბიზანტიური სიმფონიაც:

„... სიმფონია ბიზანტიაში არ არსებობდა აბსოლუტურად სუფთა ფორმით. პრაქტიკაში იგი ირღვეოდა და მახინჯდებოდა. ეკლესია არაერთგზის გახდა სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ცეზაროპაპისტური მისწრაფებების ობიექტი. მათი არსი ის იყო, რომ სახელმწიფოს მეთაური, იმპერატორი, პრეტენზიას აცხადებდა, რომ მას ჰქონდა გადამწყვეტი სიტყვა საეკლესიო საქმეთა მოწყობაში. ცოდვილი კაცობრივი ძალაუფლებისმოყვარეობის გარდა ამგვარ ხელყოფას ჰქონდა ისტორიული მიზეზიც. ბიზანტიის ქრისტიანი იმპერატორები იყვნენ პირდაპირი მემკვიდრეები წარმართი რომაელი პრინცეპსებისა, რომლებსაც ბევრ სხვა ტიტულთან ერთად ჰქონდათ ასეთიც: pontifex maximus _ უმაღლესი მღვდელმთავარი“17.

როგორც ვხედავთ, ბიზანტიური თეოკრატიის წარმართული ხასიათი, რაზედაც შმემანი წერს, გაცნობიერებული და აღიარებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტითაც.

თავის დროზე სწორედ ამ გაცნობიერებას მოჰყვა იმის აღიარებაც, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმჯობესია სახელმწიფოსაგან სრული თავისუფლება და არა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა. ჯერ დავიმოწმებ შმემანს:

16 Прот. Сергий Булгаков. Православие. Очерки учения православной церкви. Киев. 1991. Стр. 193-194.17 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფცია. თავი III.4 (ინტერნეტრესურსი (იხ. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი: http://www.patriarchia.ru/db/text/141422.html)

35

Page 36: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

„ჩვენ გვჭირდება ეკლესიის გათავისუფლება. რუსეთში ეკლესია არასოდეს ყოფილა თავისუფალი. იგი იყო ოფიციალური. ამ დროს კი ეკლესია არის ის, რაც გადის ყველა მიწიერი ჩარჩოს მიღმა. (...) და, აჰა, მე ვსაუბრობ ეკლესიის გათავისუფლებაზე არა მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობით. თუმცა იურიდიულადაც კარგი იქნებოდა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებულიყო. ანტონ ვლადიმირის ძე კარტაშევი ძალიან ზუსტად ამბობდა, რომ ეკლესიის ფაქიზი ორგანიზმი ღრჭიალებდა ბიზანტიური თეოკრატიის მკლავებში. ეკლესიის ნეკნების ეს ღრჭიალი ჩვენ უკვე საუკუნეთა მანძილზე გვესმის. ასე რომ დროა ვუთხრათ სახელმწიფოს ის, რაც ოდესღაც თქვა მაქსიმე აღმსარებელმა, როცა იგი საპყრობილეში მიიყვანეს: „თქვენი საქმე არაა ეკლესიის საქმეთა გამგებლობა“. და არა ვიღაცას, არამედ უნეტარეს, უკეთილშობილეს ქრისტიან იმპერატორს უთხრა. და დროა გავიგოთ, რომ ეკლესიას არასოდეს სჭირდებოდა მეურვეობა. არ სჭირდებოდა წარსულში. არ სჭირდება აწმყოში. არ იქნება საჭირო არც მომავალში. არ გვჭირდება ობერ-პროკურორი პობედონოსცევები, კუროედოვები. დაეთხოვეთ ეკლესიას, გაიგეთ, რომ არ შეიძლება ეკლესიას მოსთხოვო: აი, იქ მოემსახურე ქვეყნიერებას, აქ მოემსახურე ქვეყნიერებას. ეკლესია იმით ემსახურება ქვეყნიერებას, რომ ქვეყნიერებაზე მოავლენს არაამქვეყნიურ სასუფეველს. ეს არის სწორედ ქვეყნიერების მსახურება. იგი ემსახურება ქვეყნიერებას მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც იგი აბსოლუტურად თავისუფალია ქვეყნიერებისაგან. და იმ წუთს, როცა იგი რაღაცით მაინც ექვემდებარება ქვეყნიერებას, ეკლესია ღალატობს თავის მოწოდებას. ამიტომ ესოდენ ბევრი ითქვა რუსი მოაზროვნეების მიერ ეკლესიის გათავისუფლებაზე. და ჩვენ არ გვჭირდება ხელახლა გამოვიგონოთ ახალი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმათ, ვინც ეს ასე მძაფრად იგრძნო და განიცადა“18.

პროტოპრესვიტერი სერგი ბულგაკოვი წერდა: „...არაერთი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლობა დაკავშირებული იყო

მონარქიასთან, რომელიც ეკლესიას უწევდა ფასდაუდებელ სამსახურს, თუმცა მას მძიმე ჭრილობებსაც აყენებდა. „ქრისტიანული“ სახელმწიფოებრიობა, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმადიდებელი ეკლესიის „გაბატონებულ“ მდგომარეობას, ეკლესიისთვის აღმოჩნდა ბორკილებიც, რომლებიც აფერხებდა ეკლესიის თავისუფალ განვითარებას, და მართლმადიდებლობის ბევრი ისტორიული ტრაგედია, როგორც ბიზანტიის, ისე თანამედროვე რუსეთის დაცემაში, აიხსნება სწორედ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში ამ წონასწორობის დარღვევით. და არაა სწორი, ეს ისტორია, მთელი თავისი ნათელი და ბნელი მხარეებით, გადააქციო აპოკალიპსად და წარსულში დაინახო დაკარგული სამოთხე, ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. რევოლუციამ ურიცხვი მსხვერპლის საშინელი საზღაურით სამუდამოდ (უნდა ვიფიქროთ) გაათავისუფლა მართლმადიდებლობა მონარქიულ სახელმწიფოებრიობასთან მეტისმეტი კავშირისაგან. (...) ისტორიულად სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა ცვალებადი რჩება. ბოლო რევოლუციურ ეპოქამდე ეს ურთიერთობა დაიყვანებოდა „ქრისტიანული სახელმწიფოს“ სხვადასხვა ფორმამდე, რომელიც ვლინდებოდა ეკლესიასთან კავშირში. უახლოეს სახელმწიფოში, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა აღმსარებლობისა და რწმენის ხალხი, კონფესიური სახელმწიფო უკვე დიდი ხანია შეუსაბამო იქნებოდა არსებული რეალობისადმი. დღეს კონფესიური სახელმწიფოს არსებობა, როგორც ჩანს, სრულიად შეუძლებელია. მოხდა ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყრა, ორივეს სასარგებლოდ, და ადრინდელი კავშირის ნაცვლად სხვადასხვა ფორმით ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს. ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან, თავდაპირველად იძულებითი, დღეს მიიღო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, როგორც მისი ღირსებისა და მოწოდების შესატყვისი. (...) სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შინაარსი,

18 Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983. Москва, Русский путь. 2009, с. 678-679.

36

Page 37: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

რწმენის აშკარა დევნიდან, როგორც ახლა რუსეთში ხდება19, აღმსარებლობის სრულ თავისუფლებამდე (როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში). დღეს ეს უკანასკნელი არის ყველაზე ხელსაყრელი და ნორმალური რეჟიმი ეკლესიისთვის; იგი ათავისუფლებს ეკლესიას კლერიკალიზმის ცთუნებისაგან, მაგრამ უზრუნველყოფს დაუბრკოლებელი განვითარების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეკლესიისთვის ამ მდგომარეობასაც მხოლოდ ისტორიული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ძალა აქვს. მაგრამ ეკლესია, იღებს რა იურიდიულ გამოყოფას კეისრის სამფლობელოსაგან, სახელმწიფოსაგან, როგორც თავის გათავისუფლებას, სულაც არ ამბობს უარს თავის ამოცანაზე, მოახდინოს გავლენა სახელმწიფოს მთელ ცხოვრებაზე, სახელმწიფოს მთელ ფორებში შეღწევით. ეკლესიურობის ძალით სახელმწიფოებრიობის ქრისტიანულად გარდაქმნის იდეალი სრულად ძალმოსილია „სამართლებრივად” გარდაქმნილი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის ეპოქაშიც, რადგან ეს გამოყოფა მხოლოდ გარეგნულია და არა შინაგანი. ამასთან ერთად, ეკლესიის გავლენის საშუალებები იცვლება; გავლენა მომდინარეობს არა გარედან, ზემოდან, არამედ შიგნიდან, ქვემოდან, ხალხიდან და ხალხის მეშვეობით... ხალხი... ერისკაცთა სახით მყოფობს ეკლესიაში, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფოზე ხალხის ძალაუფლების მეშვეობით... ეკლესიის გავლენა სულებზე ხორციელდება თავისუფლებით, რომელიც ერთადერთია, რაც შეესაბამება ქრისტიანობას, და არა ზემოდან იძულებით, რომლითაც ზოგჯერ შეიძლება შედეგების სწრაფად მიღება, მაგრამ რომელიც ისჯება ისტორიაში, როგორც ამაზე საკმარისად მეტყველებს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ისტორია. არ შეიძლება დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ჩვენს საუკუნეში ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა, ადამიანის თავისუფლების ზრდადი უგულებელყოფით, არის პირდაპირი ან ირიბი ძალადობა ეკლესიაზე ან მისი დევნაც კი. მაგრამ უნდა გვწამდეს, რომ განგების გზას გამოცდის მეშვეობით ეკლესია მიჰყავს იმ ისტორიული დანაშრევებისაგან გათავისუფლებისაკენ, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე გაჩნდა, ხოლო ამის მეშვეობით ეკლესია მიჰყავს ცხოვრებაზე და, კერძოდ, სახელმწიფოებრიობაზე ეკლესიის გავლენის გაძლიერებისაკენ.“20

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში ვკითხულობთ:

„ქვეყნებში, სადაც გაიმარჯვა რეფორმაციამ, ხოლო შემდეგ ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში სახელმწიფოებრივ-საეკლესიო ურთიერთობებში ჩამოყალიბდა ტერიტორიალიზმის პრინციპი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამის ტერიტორიაზე არის სრული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, მათ შორის, ამ ტერიტორიაზე არსებული რელიგიური თემების მიმართაც. ამ ურთიერთობების სისტემის დევიზი გახდა სიტყვები cujus est regio, illius est religio (ვისიცაა ხელისუფლება, რელიგიაც იმისია). ამ სისტემის თანმიმდევრულად განხორციელება გულისხმობს სახელმწიფოდან იმ აღმსარებლობის მიმდევართა განდევნას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების მქონეთა აღმსარებლობას (პრაქტიკაში ეს არაერთხელ განხორციელებულა). თუმცა, რეალობაში მტკიცედ დამკვიდრდა ამ პრინციპის რეალიზაციის მსუბუქი ფორმა _ ეგრეთწოდებული სახელმწიფო ეკლესიურობა. ამ სისტემაში რელიგიური თემი, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს და რომელსაც მიეკუთვნება ხელმწიფე, ოფიციალურად სახელდებული ეკლესიის მეთაურად, სარგებლობს სახელმწიფო ეკლესიის უპირატესობებით. საეკლესიო-სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ამ სისტემის ელემენტების შერწყმამ ტრადიციული, ბიზანტიისაგან ნამემკვიდრევი სიმფონიის ნარჩენებთან განსაზღვრა სინოდალური ეპოქის რუსეთში

19 იგულისხმება საბჭოთა პერიოდის რუსეთი. 20 Прот. Сергий Булгаков. Православие. Очерки учения православной церкви. Киев. 1991. Стр. 195-198.

37

Page 38: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი. (...) ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ოდითგანვე იყო მრავალკონფესიური სახელმწიფო, დამკვიდრდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის რადიკალური განცალკევების პრინციპი, რომელიც გულისხობს ძალაუფლების სისტემის ნეიტრალურობას ყველა კონფესიისადმი... (...) რიგ თანამედროვე სახელმწიფოებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, დანიაში, საბერძნეთში, შენარჩუნებულია სახელმწიფო ეკლესია. (...) სახელმწიფოს რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი ნეიტრალიტეტი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის შეხედულებას საზოგადოებაში ეკლესიის მოწოდების შესახებ...“.21

ახლა ალექსანდრე შმემანის პასუხი იმაზე, სად არის სახარებაში რელიგიური თავისუფლების იდეალი:

„რწმენის მტრები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი გამოიგონეს შიშისაგან და რომ ყველა რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ძალადობისა და იძულების ნაყოფი. მაგრამ, აჰა, არ ჩანს არც ძალადობა, არც იძულება კაცი იესოს იმ სახეში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია სახარებებში. ერთნი უსმენდნენ მას, მეორენი გვერდს უვლიდნენ, ერთნი მისდევდნენ მას, სხვები _ არა. ზოგს უყვარდა იგი, სხვებს _ არა. მაგრამ ყველა, ვინც ირწმუნა ქრისტე, მიიღო თვით იგი და მისი სწავლება, როგორც საღმრთო გამოცხადება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთის ქრისტიანული გამოცდილება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, როგორადაც გამოხატავს მას ათეისტური პროპაგანდა, რომელიც ყველაფერს რელიგიაში ხსნის შიშით, გონებასა და სინდისზე ძალადობით? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამგვარი გამოცდილების ცენტრში არის სახე ღვთისა, რომელიც არ ძალადობს ადამიანის თავისუფლებაზე, არამედ ეძებს მხოლოდ თავისუფალ რწმენას და, მაშასადამე, რწმენას, როგორც თავისუფლებას? „უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (იოანე, 14:15), _ ამბობს ქრისტე. მაგრამ სწორედ შეყვარებაა შეუძლებელი ძალადობით, სწორედ სიყვარულში არ არის და არ შეიძლება იყოს რაიმე იძულება. დიახ, ღმერთი ეცხადება ადამიანებს _ ეცხადება ბუნებაში, ისტორიაში, ბოლოს, ეცხადება ღმერთკაცი ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაში. მაგრამ ეცხადება ისე, რომ ადამიანი რჩება თავისუფალი, მიიღოს ეს გამოცხადება, განიცადოს იგი, როგორც თავისი ხსნა, როგორც თავისი ცხოვრების უმაღლესი საზრისი და უმაღლესი სიხარული, ან უარყოს ის, რაც მასშია გაცხადებული. და ეს ნიშნავს, რომ საუბრობს რა ღმერთზე, რომელიც ეძებს თავისუფალ პასუხს თავის გამოცხადებასა და თავის სიყვარულზე, ქრისტიანობა ამტკიცებს ადამიანის თავისუფლებას, უფრო ზუსტად _ განამტკიცებს ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას. ამგვარად, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ღმერთსა და ადამიანს აკავშირებს არა რაღაც გარეგანი იძულება, არამედ მხოლოდ სიყვარული _ ყველაზე თავისუფალი კაცობრივი თვისება...“22

„რას ამბობს ქრისტიანობა თავისუფლების შესახებ? ჩვენ რომ გვქონდეს შესაძლებლობა, გაცხადებულად შევისწავლოთ ქრისტიანული სწავლება, შევიძინოთ ქრისტიანი მასწავლებლებისა და ფილოსოფოსების წიგნები23, ძნელი არ იქნებოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების შესახებ სწავლება მთელი ქრისტიანობის ქვაკუთხედია. ქრისტიანობა ეფუძნება ქრისტეს მოძღვრებას, ხოლო მთელი სახარებისეული თხრობა ქრისტეს შესახებ საუბრობს იმაზე,

21 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფცია. თავი III (ინტერნეტრესურსი (იხ. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი: http://www.patriarchia.ru/db/text/141422.html)22 Протопресвитер Александр Шмеман. Беседы на Радио „Свобода". Т. 1, Москва, 2009, с. 327-32823 ეს არის ამონარიდი რადიო „თავისუფლებაზე“ მამა ალექსანდრეს ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელიც განკუთვნილი იყო სსრკ-ს მოსახლეობისათვის.

38

Page 39: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

რომ ქრისტეს სურს მისი მოძღვრების თავისუფალი მიღება და, მაშასადამე, იგი აღიარებს, რომ ადამიანს აქვს უნარი, იყოს თავისუფალი. ქრისტეს სახე არის უდიადესი მტკიცებულება იმისა, რომ თავისუფლება ქრისტიანულ მსოფლაღქმაში არის ადამიანის არსებითი თვისება.”24

სწორედ ამ თავისუფლებას, უწყებულს სახარებით, ეწინააღმდეგება ისეთი სისტემა, „რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე“. ამ თავისუფლებას ეწინააღმდეგება დღეს არა მხოლოდ პროტესტანტული ქვეყნების სახელმწიფო ეკლესიების მდგომარეობა, არამედ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოებრივი სტატუსიც და მისგან გამომდინარე საბერძნეთის კონსტიტუციით დადგენილი თუნდაც შემდეგი ნორმა: საბერძნეთის ეკლესია „არის ავტოკეფალური და მას მართავს წმინდა სინოდი, რომელშიც შედის ყველა ეპისკოპოსი თანამდებობრივად... წმინდა წერილის ტექსტის უცვლელობა დაცულია. მისი ოფიციალური თარგმანი სხვა ენაზე აკრძალულია კონსტანტინოპოლის ავტოკეფალური ეკლესიის თანხმობის გარეშე“.25

რაც შეეხება „ამა სოფლისაგან“ გათავისუფლების სახარებისეულ იდეალს, რაზედაც მეუფე წერს, აი, ამონარიდი მამა ალექსანდრე შმემანის ქადაგებებიდან „ამ“ თავისუფლების შესახებ(აც):

„სახარებაში არის ამგვარი იდუმალი სიტყვები: „და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე, 8:32). და ქრისტეს იმ მოწაფეს, რომელმაც ყველაზე მეტი იღვაწა, ქრისტეს მოძღვრება მთელ მსოფლიოში რომ გავრცელებულიყო, რათა ეს მოძღვრება მიეტანა სულ სხვა კულტურის, სულ სხვა ფსიქოლოგიური წყობის და კულტურის მქონე ადამიანებამდე, ამ მოწაფეს – პავლეს – ქრისტეს მოძღვრება, ასევე, დაჰყავს მხოლოდ თავისუფლების ქადაგებამდე. “აზნაურებითა26 მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ“ (გალატ. 5:1). მაშ ასე, რას უნდა ნიშნავდეს „თავისუფლება“ სახარებაში, რა კავშირი აქვს მას ჭეშმარიტებასთან, რა კავშირია თავისუფლებასა და ადამიანის იმგვარ გაგებას შორის, რომლის შესაბამისად ადამიანს ესაჭიროება ხსნა, რასაც ყველგან ვპოულობთ წმინდა წერილში? ამავე დროს კი, სწორედ სახარებაში სიტყვა „თავისუფლება“, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნაციონალური და სახელმწიფოებრივი განზომილება ჰქონდა, პირველად მიემართა ადამიანის პიროვნებას. ... მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, რომელ თავისუფლებაზე, რისგან თავისუფლებაზე საუბრობს სახარება, რისგან თავისუფლებას გვაუწყებს ქრისტე? აქ თავისუფლება უპირისპირდება მონობას, მონობაში კი, პირველ რიგში, იგულისხმება ცოდვასა და სიკვდილზე ადამიანის დამონება. და ისევ ჩვენთვის, რომლებსაც, უკეთეს შემთხვევაში, ცოდვა მიგვაჩნია ამა თუ იმ წესის დარღვევად, სჯულის ამა თუ იმ სახის დარღვევად, ცოდვისადმი ადამიანის დამონების ეს იდეა უბრალოდ გაუგებარია. ჩვენგან უდიდესი უმრავლესობა თავს გრძნობს არცთუ ცუდ ადამიანებად – “სხვებზე არც ცუდებად და არც კარგებად“. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ამა თუ იმ პაწია ცოდვებს, სინდისთან გარიგებებს, მათ ნორმალურად მივიჩნევთ. ვის არ მოსდის ეს – ყველანი ადამიანები ვართ, კაცნი ვართ, უმწეონი და ცოდვილნი. და მაინც, სულაც არ ვართ ცუდები. საჭიროა კი საუბარი, რომ თვითკმაყოფილებისა და ზნეობრივი მინიმალიზმის ამ ატმოსფეროში ქრისტიანობას უბრალოდ არა აქვს აზრი, და თუ აქვს, არა ის, რაც სახარებაშია, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაწერთ სახარებას? რადგან ცოდვაში ქრისტიანობა გულისხმობს არა ამა თუ იმ შეცოდებას, ნაკლოვანებას და, შესაძლოა,

24 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ცოცხალი რწმენის შესახებ. თბილისი, 2011. გვ. 136.25 Конституции буржуазных государств. Москва. 1982. Стр. 340-341. 26 აზნაურება – თავისუფლება.

39

Page 40: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

არა თვით დაცემას; არა, ქრისტიანობა ცოდვაში გულისხმობს სწორედ იმ შინაგან განდგომას ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისა და სულიერი კანონისაგან, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ჩვენი ამ თვითკმაყოფილებით, ზნეობრივი მინიმალიზმით. ცოდვა ის კი არაა, რომ ვეცემით და ვცოდავთ, არამედ ისაა, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ნამდვილ დაცემას, ვერ ვამჩნევთ თვით ჩვენი “ნორმალური,“ “ჩვეულებრივი“ ცხოვრების დაცემულობას. და საკმარისია შევადაროთ ეს ჩვენი მდაბალი თვითკმაყოფილება და ჩვენი ცალკეული “ნაკლოვანებების“ ნაწილობრივი აღიარება ცოდვის იმ განცდას, სინანულისა და ვედრების იმ ღაღადს, რომელიც ბიბლიის ყოველი გვერდიდან იღვრება, რათა დავრწმუნდეთ ერთისა და მეორის შეუდარებელ განსხვავებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვაცნობიერებთ ცოდვისადმი ჩვენს მონობას, ცოდვის მიერ ჩვენს დამონებას, და ამიტომ არც მისგან გათავისუფლება გვსურს. როგორც გალიაში დაბადებული ფრინველი გალიიდან არ გაფრინდება თავისუფლებაში, თუნდაც გაიღოს გალიის კარი, ასევე უკვე ვეღარ ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დაჩეხილი, მოწამლული და დამახინჯებულია ცოდვით, რომ ჩვენ არ ვართ ისინი და ისეთი, როგორიც შეიძლება ვყოფილიყავით და როგორიც უნდა ვიყოთ. და იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილისადმი ადამიანის დამონების შესახებ. როგორც უნდა გვეშინოდეს სიკვდილისა, როგორც უნდა ვძრწოდეთ მის წინაშე, მას ვთვლით კანონიერ და ნორმალურ მოვლენად, ერთ-ერთ ყბადაღებულ “ბუნების კანონად,“ რომელშიც ერთგვარი “სიბრძნის“ ძიებას გვასწავლიან კიდეც და რომლისადმი დამორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ მუდმივად. ადამიანი მოკვდავია. მორჩა და გათავდა. უსიამოვნოა, მაგრამ ვერაფერს იზამ. დაემორჩილე და შეურიგდი, და, ამასთანავე, ილაპარაკე არავისთვის საჭირო სიტყვები „სიმშვიდესა“ და „დასვენებაზე.“ მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ ხარება იმის შესახებ, რომ „უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს – სიკუდილი“ (1 კორინთ. 15:26)? და რომ სწორედ სიკვდილის ამ საშინელი მონობისაგან ჩვენს გასათავისუფლებლად მოვიდა ქრისტე? რა ვუყოთ მონებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავიანთ მონობას, რომ უკვე აღარც კი გრძნობენ თავიანთ მდგომარეობას, როგორც მონობას, რომ მათ არც კი იციან, რანი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, და რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ? რა ვუყოთ მონებს, რომლებმაც დაივიწყეს რა ნამდვილი თავისუფლება, სათამაშოებით თამაშობენ და ამას თავისუფლებას უწოდებენ მსგავსად იმისა, ციხის ერთი საკნიდან მეორეში გადასვლას „გათავისუფლება“ რომ უწოდო? მაგრამ, აჰა, ქრისტიანობა ამბობს: სანამ ადამიანი დამონებულია ცოდვისა და სიკვდილის მიერ, სანამ ადამიანი ურიგდება ცოდვასა და სიკვდილს და ვერც კი განიცდის მათ, როგორც საშინელ და წარუვალ მონობას, ილუზორული და უშინაარსოა ყოველგვარი ადამიანური მსჯელობა თავისუფლების შესახებ, და საქმე ეხება მხოლოდ უფრო გრძელ ან მოკლე ჯაჭვს, რომლითაც მიბმული ვართ იმავე ბოძზე. და ამიტომ მხოლოდ ამ მონობაზე უარის თქმის პირობით შეიძლება შევიმუშავოთ თავისუფლების ცნება; რადგან ქრისტიანობისათვის თავისუფლება ნიშნავს არა დროებით გათავისუფლებას ამა თუ იმ დამოკიდებულებისაგან, არამედ, უწინარესად, – ადამიანის ცნობიერების ძირეულ და შინაგან შეცვლას, და ამიტომ, ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლასაც. ქრისტიანობისათვის ის გარეგანი თავისუფლება, უფრო სწორად, ის, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით და რაც ყოველთვის დროებითი და წარმავალია, უაზრობაა და არა აქვს არავითარი აზრი ადამიანის შინაგანი გათავისუფლების გარეშე, თავისუფლებაში მყოფობის თანდაყოლილი თვისების დაბრუნების გარეშე. რადგან სწორედ თავისუფლების ამ უნარმა, ნამდვილი თავისუფლების წყურვილმა – ცოდვისა და სიკვდილისაგან თავისუფლებამ დაამსხვრია ადამიანში ის მონობა, რომელზედაც ეს-ესაა ვსაუბრობდით. ... ერთი შეხედვით ქრისტიანობაც თავისი მტკიცებით – „და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ – თავისუფლების დასაბუთებას ახალს არაფერს უმატებს. სინამდვილეში კი ის, რასაც აქ გვთავაზობს ქრისტიანობა, უსასრულოდ შორსაა თავისუფლების აბსტრაქტული დოქტრინისაგან.

40

Page 41: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

რადგან განმათავისუფლებელი ჭეშმარიტება, რომელზედაც საუბრობს ქრისტე, არის არა ახალი ფილოსოფია, ან იდეოლოგია, არამედ არის თვით იგი, ვინც თავის თავზე თქვა: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე, 14:6). ჭეშმარიტება აქ გვევლინება არა სიტყვებში, არამედ ცოცხალ და ერთადერთ პიროვნებაში, ცოცხალ და განუმეორებელ პიროვნებაში. ამიტომაც აქ თავისუფლება განმარტებული კი არაა, არამედ მოვლენილია. ის, ვინც ამბობს ამ სიტყვებს, თავად თავისუფალია. და მთელი სახარება თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსათვის ბოლომდე თავისუფალი პიროვნებისა და, მაშასადამე, სრულყოფილი თავისუფლების მოვლინება. (...) მაგრამ რაშია ქრისტეს თავისუფლება? იმაში ხომ არა, რომ თავისუფლების ჩვენეული დამახინჯებული გაგების შესაბამისად, მუდმივად ვცვალოთ ჩვენი შეხედულებები, ვიცხოვროთ საკუთარი თვითნებობებით, გავხადოთ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად, ვემსახუროთ საკუთარ თავს? რა თქმა უნდა, არა. რადგან მთელი მისი ცხოვრება არის ერთი განუწყვეტელი მსახურება ადამიანებისა, ერთი სრული თავგანწირვა, ერთი მთლიანი სიყვარული. ან, იქნებ, მისი თავისუფლება თავისი ბედნიერებისა და კეთილდღეობის ძიება და ტანჯვის ყველანაირად თავიდან აცილებაა? არა, რადგან ქრისტე ნებაყოფლობით მიეცა შეურაცხყოფასაც, ტანჯვასაც, სიკვდილსაც. მაშ, რა არის მაშინ ქრისტეს თავისუფლება? უწინარეს ყოვლისა, მისი სრულყოფილი შინაგანი მთლიანობა, ის, რომ იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია ბოროტებისა და შიშისაგან, ისაა, რომ იგი სავსეა ნათლითა და სიყვარულით. ქრისტეს თავისუფლება არის არა ცარიელი ფორმა, რომელიც ნებისმიერი შინაარსით შეიძლება აავსო, არამედ – თავისუფლება პიროვნებისა, რომელიც სრულად და ბოლომდე ფლობს თავის სიცოცხლეს, სრულად და ბოლომდე აძლევს ამ სიცოცხლეს იმ ერთადერთს, კერძოდ, სიყვარულს, რომელსაც შეუძლია ყოველი ცხოვრება აქციოს ჭეშმარიტ სიცოცხლედ. აი, რატომ არ ეწინააღმდეგება ქრისტეში თავისუფლება მორჩილებას, რწმენას, მსხვერპლს, ყოველივე იმას, რასაც ჩვენ, ჩვეულებისამებრ, ვუპირისპირებთ თავისუფლებას და რომლისგანაც გავრბივართ თავისუფლების სახელით. რადგან საბოლოოდ (და სწორედ ეს არის თავისუფლების ქრისტიანული ხარება!) ათავისუფლებს მხოლოდ სიყვარული. და ათავისუფლებს იმიტომ, რომ მოსიყვარულე შეყვარებულისათვის გაიღებს ხოლმე ყველაფერს არა იძულებით, არამედ თავისუფლად, რადგან უყვარს. და თავისუფალია მისი მორჩილება, და თავისუფალია მისი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლების უმაღლესი აქტია. „და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.“ ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ეს ნიშნავს: შეიცანით ქრისტე და იხილეთ ჭეშმარიტი თავისუფლება. შეიცანით ქრისტე და საკუთარი თავი დადეთ იმისთვის, ვისთვისაც დადო თავი ქრისტემ. და მხოლოდ ამ თავდადებით გახდებით ნამდვილად თავისუფალი.“27

4. მამა ალექსანდრე შმემანი და პროტესტანტიზმი

მეუფე წერს: „მამა ალექსანდრე კეთილგონიერი და ზნეობრივი ადამიანია, მაგრამ იგი არის ზოგადად ამერიკული ცნობიერების მატარებელი პიროვნება, ამიტომ მისი ხედვა ზოგიერთ საკითხში ამით არის შეზღუდული, პროტესტანტულია და აცდენილია მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას.“

27 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ცოცხალი რწმენის შესახებ. თბილისი, 2011. გვ. 123-133.

41

Page 42: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მეუფის სტატიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, სახელდობრ რა საკითხებში აქვს მამა ალექსანდრეს ამერიკული ცნობიერებით შეზღუდული, პროტესტანტული ხედვა და რაშია აცდენილი მოციქულებრივ და პატრისტიკულ ცნობიერებას. ეს იმდენად ფაქიზი საკითხია, ვერაფერს ვერ ვივარაუდებ. ვიმედოვნებ, მეუფე შეეცდება ამ უმძიმესი შეფასების დასაბუთებას. მანამდე კი მე გამოვყავი რამდენიმე საკითხი, რომელშიც ტრადიციულად ერთმანეთს სცდება მართლმადიდებლობისა და პროტესტანტიზმის ხედვა; აქ მამა ალექსანდრე ყოველგვარი მორიდების გარეშე გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, ამხელდა პროტესტანტიზმს, ზოგჯერ კი პროტესტანტულ გავლენებს მართლმადიდებლობაში.

ა) ახალი აღთქმის დემითოლოგიზაცია

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ ლიტურგიის დასაწყისიდანვე, „ეკლესიის შეკრებაში” შესვლისთანავე დაიწყო ეს ზეაღსვლა ზეცად, სადაც დაფარული არს ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრება „ქრისტეთი ღმერთში.” და განა კიდევაა საჭირო იმის მტკიცება და ახსნა, რომ ამ ზეცას არაფერი აქვს საერთო იმ „ზეცასთან”, რომელსაც, თითქოსდა, ქრისტიანობის მხსნელი „დემითოლოგიზაციის”, თანამედროვე „ადამიანისასთვის” ქრისტიანობის ახსნის მიზნით _ შემწყნარებლური მეცნიერულობით ამხელს ბულტმანი და მისი მიმდევრები, და რომელზეც ათას ხუთასი წლის წინ უკვე თქვა წმ. იოანე ოქროპირმა: „რა მესაქმება ზეცად, როცა მე ვჭვრეტ ცათა მეუფეს, როცა მე თვითონ ვხდები ზეცა?”28

მკითხველს შევახსენებ, რომ რუდოლფ კარლ ბულტმანი (1884-1976 წწ.) იყო ლუთერანი თეოლოგი, რომელიც ავითარებდა ახალი აღთქმის „დემითოლოგიზაციის” თეორიას.

ბ) აღსარება

„... სირთულის მეორე წყარო მართლმადიდებელთა უმრავლესობის მიერ სინანულის საიდუმლოს თვით არსის უცოდინრობაა. პრაქტიკაში ჩვენთან არსებობს ამ საიდუმლოსადმი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა: ერთი – ფორმალურ-იურიდიული, მეორე – „ფსიქოლოგიური.” პირველ შემთხვევაში აღსარება მოიაზრება როგორც სჯულის დარღვევათა უბრალო ჩამოთვლა, რის შემდეგ ხდება ცოდვათა მიტევება და ადამიანი დაიშვება საზიარებლად. აღსარება აქ დაყვანილია მინიმუმამდე, ხოლო ზოგიერთ ეკლესიაში (ამერიკაში), უფრო მეტიც, აღსარება შეცვლილია საერთო ფორმულითაც კი, რომელსაც აღმსარებელი დაბეჭდილი ტექსტის სახით კითხულობს. სინანულის ამგვარ გაგებაში სიმძიმის ცენტრი ეყრდნობა მღვდლის ძალაუფლებას, შეუნდოს და მიუტევოს ცოდვები; ამასთანავე, ითვლება, რომ ეს მიტევება „ნამდვილია” თავისთავად, მონანულის სულის მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად. თუ აქ საქმე გვაქვს „ლათინიზებულ” გადახრასთან, საწინააღმდეგო მიდგომა შეიძლება დავახასიათოთ როგორც „პროტესტანტიზებული.” აქ აღსარება იქცევა საუბრად, რის შედეგადაც უნდა მოვიდეს შემწეობა, „პრობლემებისა” და „საკითხების” გადაწყვეტა. ესაა დიალოგი, მაგრამ არა ადამიანის დიალოგი ღმერთთან, არამედ ადამიანის დიალოგი სავარაუდოდ ბრძენ და გამოცდილ მრჩეველთან, რომელსაც აქვს მზამზარეული პასუხები ადამიანურ მოთხოვნილებებზე... ორივე შემთხვევაში აშკარაა

28 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ევქარისტია. სასუფევლის საიდუმლო. თბილისი, 2014. გვ. 180.

42

Page 43: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

აღსარების არსის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური გაგების გაბუნდოვანება და დამახინჯება.“29

გ) ქალთა მღვდლობის საკითხი

ჩანაწერები მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებიდან:

„ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 1976 წ.

რატომ არ შეიძლება ქალი იყოს მღვდელი? ამის შესახებ _ ხანგრძლივი საუბარი გუშინ თომასთან30, რომლის წინააღმდეგ (როგორც ხმები ისმის), უკანასკნელ „Quarterly”-ში მისი სტატიის გამო, ამხედრდნენ მართლმადიდებელი ქალები. მას შემდეგ, რაც ეს ქარიშხალი დაიწყო (ანგლიკანელებთან დაკავშირებით), მე უფრო და უფრო მეტად მაკვირვებს არა თვით დავის თემა, არამედ ის, რაც მასში წარმოჩინდება ღვთისმეტყველების შესახებ. როგორც ერთი, ისე მეორე პოზიციის სასარგებლოდ გადამწყვეტი არგუმენტების პოვნის შეუძლებლობა _ გადამწყვეტი იმ მნიშვნელობით, რომ იგი ორივე მხარისათვის ობიექტურად დამაჯერებელი იყოს. თითოეული მართალია თავისთვის, ესე იგი თავისი შინაგანი პერსპექტივისთვის, თავისი არგუმენტაციის „მიზეზობრივ კავშირში”. „ჩვენი” მხარე ზოგჯერ მამა იოანე კრონშტადტელის მიერ ლევ ტოლსტოის მხილებას მაგონებს: „ო, დაუდგრომელო გრაფ! როგორ არ გჯერა წმინდა მოციქულების...” მაგრამ მთელი საქმეც ის ხომ არ არის, რომ ყველაფერი _ ლევ ტოლსტოისთან _ დაიწყო მოციქულებისადმი „ურწმუნოებით”. ამიტომ არგუმენტები ex traditione (დაფუძნებული ტრადიციაზე) უბრალოდ მიზანს სცდება. „ერესი” ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან მთლიანია, არა გამოგონილია, იგი მართლაც, უწინარესად, სიღრმისეული არჩევანია და არა წვრილმანებში დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოსწორება შეიძლება. აქედან _ უიმედობა ყოველგვარი „საღვთისმეტყველო დიალოგებისა”, თუკი საქმე ყოველთვის ეხებოდა „დიალექტიკას”, არგუმენტებს. ყველა არგუმენტი ღვთისმეტყველებაში post factum, ყველა ეფუძნება გამოცდილებას. თუკი გამოცდილება სხვაა, მაშინ ეს არგუმენტები მიუღებელია, რაც ცხადი ხდება, _ უკვე მერამდენედ! _ „ქალების მღვდლობის” შესახებ ამ კამათში. თომა: „რითი ავხსნათ, მაგალითად, ის, რომ ქალი შეიძლება იყოს აშშ-ს პრეზიდენტი და არ შეიძლება იყოს მღვდელი?” მე ვფიქრობ, _ ვპასუხობ მე, _ რომ ქალი არც აშშ-ს პრეზიდენტი შეიძლება იყოს. მაგრამ ამის შესახებ დღეს არავინ ლაპარაკობს, და ამის თქმა ნიშნავს, დაუყოვნებლივ გამოიწვიო წყენა. წყენინება კი, ასევე, არ შეიძლება და, აი, ჩვენ მანკიერ წრეში ვიმყოფებით, ეს მანკიერი წრე გარდაუვალია, თუკი დარღვეულია ერთგვარი ორგანული, დასაბამიერი და მარადიული გამოცდილება. ამასთანავე, ჩვენი კულტურა, ძირითადად, სწორედ ამ გამოცდილებას უარყოფს და არღვევს, ასე რომ ამ კულტურის არსი სწორედ ეს უარყოფაა და ეს უარყოფა არის ამ კულტურის გამოცდილება. ესაა გამოცდილება მხოლოდ ნეგატიურობისა, ამხედრებისა, პროტესტისა, და თვით ცნება „გათავისუფლება” (liberation) ასევე მთლიანად ნეგატიურია. ჩვენს ცნობიერებაზე, ჩვენს „დასაბამიერ” გამოცდილებაზე თანამედროვე კულტურის გამოცდილება მოხაზავს ხოლმე „ქამანდს” პრინციპებისა, რომლებიც, თითქოს „დადებითია,” სინამდვილეში კი უარყოფითია, და ისინი არ გამომდინარეობს რაიმე გამოცდილებიდან. „ყველა ადამიანი თანასწორია”: აი, ერთი ფესვთაგანი,

29 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ცოცხალი რწმენის შესახებ. თბილისი, 2011. გვ. 304-305.30 იგულისხმება თომა ჰოპკო (დაბ. 1939 წ. აშშ), პროტოპრესვიტერი, მამა ალექსანდრე შმემანის სიძე, წმინდა ვლადიმირის სახელობის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი 1968-2002 წწ. ამავე სემინარიის დეკანი 1992-2002 წწ.

43

Page 44: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ყველა a priori-საგან ყველაზე ყალბი; ყველა ადამიანი თავისუფალია; სიყვარული ყოველთვის დადებითია (აქედან, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის გამართლება და სხვა). ყოველგვარი შეზღუდვა ოპრესიულია: დამთრგუნავი, სასტიკი, რეპრესიული. სანამ თვით ქრისტიანები აღიარებენ ყველა ამ „პრინციპს,” სანამ ისინი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ ამ პრინციპებზე დაფუძნებულ კულტურას, არავითარი მსჯელობა ქალების მღვდლობის შეუძლებლობის შესახებ არ შეიძლება, და ქრისტიანები არსებითად ეძლევიან ფარისევლობასა და საკუთარი თავის მოტყუებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ვიწყებთ რაღაც განყენებული, არარსებული, ბუნებისათვის თავსმოხვეული მამაკაცისა და ქალის თანასწორობით, მაშინ რაიმე არგუმენტაციის მოხმობა შეუძლებელია. ხოლო ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დავიწყოთ თვით ამ პრინციპების _ თავისუფლების, თანასწორობის და ა. შ. როგორც ყალბის, მხილებით. ყალბის, სწორედ თავისი განყენებულობით, „გამოგონებულობით.” საჭიროა უარყოფა მთელი თანამედროვე კულტურისა მის სულიერ _ ყალბ, დემონურისაც კი, წანამძღვრებში. უღრმესი სიყალბე „თანასწორობის” პრინციპისა, რომელიც საფუძვლად უდევს თანასწორობის პათოსს. შედარებებით არასოდეს არაფერი მიიღწევა, იგი წყაროა ბოროტებისა, ესე იგი შურისა (რატომ მეც ისე არა, როგორც ის), შემდეგ _ ღვარძლისა (გაბოროტებისა), და, ბოლოს, ამხედრებისა და განყოფისა. მაგრამ სწორედ ეს არის ეშმაკის ზუსტი გენეალოგია. აქ არცერთ პუნქტში, არცერთ სტადიაზე _ არ არის დადებითი, თავიდან ბოლომდე ყველაფერი უარყოფითია. და ამ აზრით _ ჩვენი კულტურა „დემონურია”, რადგან მას საფუძვლად უდევს შედარება. ხოლო იმდენად, რამდენადაც შედარებას ყოველთვის, მათემატიკურად მოჰყვება გამოცდილება, უთანასწორობის ცოდნა, იგი ყოველთვის იწვევს პროტესტს. თანასწორობა მკვიდრდება როგორც რაიმენაირი განსხვავების დაუშვებლობა, ხოლო რამდენადაც ეს განსხვავებანი არსებობს, თანასწორობა მკვიდრდება ამ განსხვავებებთან ბრძოლით, ესე იგი ძალადობრივი გათანაბრებით, და, რაც კიდევ უფრო საშინელია, მათი, როგორც სიცოცხლის თვით არსის, უარყოფით; ის „პიროვნება”, მამაკაცური თუ „დედაკაცური”, არა აქვს მნიშვნელობა _ რომელსაც სწყურია თანასწორობა, უკვე, არსებითად, დაცარიელებულია და უსახოა, რადგან „პიროვნული” მასში არის სწორედ ის, რაც „განსხვავებულია” სხვებისაგან და რაც არ ექვემდებარება „თანასწორობის” აბსურდულ კანონს.

„შედარების” დემონურ პრინციპს ქრისტიანობა უპირისპირებს სიყვარულს, რომლის მთელი არსი სწორედაც ისაა, რომ მასში სრულებით არ არსებობს შედარების არც „წყარო” და არც „არსი.” ამიტომ სამყაროში არ არის და არც შეიძლება იყოს თანასწორობა; რომ ქვეყნიერება შექმნილია სიყვარულით, და არა პრინციპებით. და სამყაროს სწყურია სიყვარული და არა თანასწორობა, და არაფერი _ ჩვენ ვიცით ეს _ არაფერი კლავს სიყვარულს ისე, არაფერი ცვლის მას სიძულვილით ისე, როგორც სწორედ ქვეყნიერებისათვის იძულებით თავსმოხვეული ეს თანასწორობა, როგორც მიზანი და როგორც „ფასეულობა.”

და სწორედ სიყვარულში, და არა სხვა რაიმეში, დასაძირკვლებულია ადამიანის, როგორც მამაკაცისა და დედაკაცის ორმაგობა. ეს არ არის შეცდომა, რომელსაც კაცობრიობა „თანასწორობით” გამოასწორებს, არ არის ხარვეზი, არ არის შემთხვევითობა _ ესაა პირველი და ყველაზე ონტოლოგიური გამოხატულება თვით სიცოცხლის არსისა. აქ პიროვნება პიროვნებად ვლინდება თავდადებაში, აქ გადაილახება „კანონი,” აქ კვდება თვითდამკვიდრება მამაკაცისა, როგორც მამაკაცისა და თვითდამკვიდრება დედაკაცისა, როგორც დედაკაცისა, და ა. შ.

მაგრამ ყოველივე ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ არანაირი თანასწორობა არ არსებობს, არამედ არსებობს ონტოლოგიური განსხვავება, რაც შესაძლებელს ხდის სიყვარულს, ესე იგი ერთობას, და არა „თანასწორობას.” თანასწორობა ყოველთვის

44

Page 45: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

გულისხმობს „თანასწორთა” მრავლობითობას, რომელიც არასოდეს გადაიზრდება ერთობაში, რადგან თანასწორობის მთელი არსი მის გულმოდგინედ შენარჩუნებაშია. ერთობაში განსხვავება არ ისპობა, არამედ თავად ხდება ერთობა, სიცოცხლე, შემოქმედება...

„მამაკაცური” და „დედაკაცური” საწყისი სამყაროს ბუნებითი თვისებაა, მაგრამ მხოლოდ ადამიანი აქცევს მას ოჯახად. ჩვენი კულტურის სიძულვილი ოჯახისადმი _ იმის გამო, რომ ოჯახი ამხელს „თანასწორობის” ბოროტებას.“31

„პარასკევი, 26 მარტი, 1976 წ.

გუშინ დილით St. Jhon the Divine -ში ქალების მღვდლობის შესახებ დებატებზე. ბევრი ხალხი _ ანგლიკანელი ქალები, მღვდლები, ერისკაცები. ზოგიერთი ქალი _ პასტორის საყელურში. ჩემთვის _ მძიმე ატმოსფერო, რადგან ჩემთვის აშკარაა, რომ მტკიცებულებების თვალსაზრისით არაფერიც არ არის დამტკიცებადი. ასეც ვთქვი: აქ ორი „მუსიკაა” და არჩევანი ხდება არა გონებით, არამედ გულით, შემდეგ კი უკვე ამ არჩევანის შესაბამისად მოიხმობა მტკიცებულებები...

თორმეტ საათზე ხარების ლოცვა და ლიტურგია. განსაკუთრებით საარსებო და შთამაგონებელი დილის სხდომის სისულელის, გაპრიმიტიულებისა და სრული აბრაკადაბრის შემდეგ.

ყველაზე მეტად გამაოცა მრისხანებამ ჩემს შენიშვნაზე, რომ ქრისტე მამაკაცი იყო! ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს რწმენას იმის შესახებ, რომ სიტყვა „ქრისტე” ჩვენს დროში გამოიყენება როგორც სიმბოლური სახელი იმისათვის, რასაც ჩვენ ვთვლით ძირითადად, „ფასეულობად...”32

„პარასკევი, 17 სექტემბერი, 1976 წ.

სენტ ლუისსა და კანზას სიტიში წასვლის წინ (ლექციები). გუშინ ეპისკოპალურმა კონვენციამ მიიღო „კანონი” ქალების მღვდლად კურთხევის შესახებ. ეპისკოპოსებმა კენჭი უყარეს: 2/3 მომხრე და 1/3 წინააღმდეგი, სხვა სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა: მომხრე 51%-ზე ცოტა მეტი. გუშინ ზარი Rayburn-ისაგან: მიწვევს რომელიღაც საპროტესტო შეხვედრაზე მინეაპოლისში ორშაბათს საღამოს. მინესოტაში უნდა გავფრენილიყავი კვირას კანზასიდან. მაგრამ გუშინ გადავწყვიტე, რომ ეს საჭირო არ არის. ეს უდიდესი, არსებითად _ მისტიკური ტრაგედიაა, და ამაზრზენი იქნებოდა მისი „ექსპლუატაცია.”

თუ ყველაფერს ერთი სიტყვით გამოხატავ, მე ვიტყოდი: ზეიმი რაღაცის, უწინარესად, საზიზღრობის. დაბალხარისხიანი გამთანაბრებლობის, „თანამედროვეობის” წინააღმდეგ შიშის. არაფერი ღრმა და ნამდვილი. და თვით ფაქტი, რომ ამას კენჭი უყარეს! თუმცა, მეჩვენება, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგები ასევე მეწვრილმანეები არიან. და რატომ არ მინდა წასვლა ... „ნეტარ არს კაცი...33

31 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 246-248.32 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 263-264.33 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 291

45

Page 46: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

დ) ლიბერალური ეთიკა

მამა ალექსანდრე შმემანის სულიერი შვილი, ცნობილი სექტოლოგი ალექსანდრე დვორკინი იგონებს:

„... სტუდენტები დაუფარავი „წმინდა თრთოლვით“ გადასცემდნენ ერთმანეთს ისტორიას იმის შესახებ, ჩემს ჩარიცხვამდე ერთი წლით ადრე მომხდარი ბოლო აკადემიური კრიზისის დროს, რამდენიმე წამომწყების გარიცხვის შემდეგ, როგორ ყვიროდა მამა რექტორი საერთო კრებაზე: „მე არ მოვითმენ, რომ აკადემია გადაიქცეს ნარკომანებისა და ჰომოსექსუალების ბუნაგად!“34

5. მამა ალექსანდრე შმემანი და ბერ-მონაზვნობა

მეუფე იოანე წერს: „მამა ალექსანდრეს თავის დღიურში უფრო მკვეთრი, ეჭვით სავსე კრიტიკული გამონათქვამები აქვს ბერ-მონაზვნებსა და ზოგადად თანამედროვე მონასტრულ ცხოვრებაზე. კრიტიკული ხედვის განზოგადება გამორიცხავს კონკრეტულ მონასტერში თუნდაც ერთი ჭეშმარიტი ბერის არსებობას? ეს უკვე განკითხვის სულია. განა ეკლესიის მამები არ აკრიტიკებდნენ? მაგრამ ერიდებოდნენ, რომ „ღვარძლთან“ ერთად „იფქლიც“ არ აღმოეფხვრათ.“

მამა ალექსანდრეს მართლაც ჰქონდა „მკვეთრი, ეჭვით სავსე კრიტიკული გამონათქვამები ... ბერ–მონაზვნებსა და ზოგადად თანამედროვე მონასტრულ ცხოვრებაზე“. და არა მხოლოდ მის დღიურებში. აი, მაგალითად, ამონარიდი მამა ალექსანდრეს სტატიიდან „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ამოცანა დღეს“:

„როდემდე ვიცხოვრებთ მრავალრიცხოვან იურისდიქციებში, რომლებიც ან დაპირისპირებულნი არიან, ან უბრალოდ ერთმანეთს ვერ ამჩნევენ? კიდევ დიდხანს ვერ შევამჩნევთ ღვთისმსახურების სწრაფ დაცემას, მართლმადიდებლური კეთილმოწესეობისა და მემკვიდრეობითობის ტრადიციული წყაროების _ სასულიერო პირებისა და მონაზვნების დეგრადაციას? და ბოლოს, როდემდე ჩავთვლით ნორმალურად და ლამის ტრადიციულად მდგომარეობას, რომელიც, თუ გადავწყვეტთ, რომ პატიოსნად შევხედოთ მას, უნდა განვიცადოთ როგორც ცთუნება და ტრაგედია?“35

მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მამა ალექსანდრეს ზოგადად მონაზვნობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. აი, ამ თეზისის სისწორის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი:

ჩანაწერი მამა ალექსანდრეს „დღიურებში“:

„დიდი სამშაბათი, 20 აპრილი, 1976 წ.

34 Александр ДВОРКИН. ОТЕЦ АЛЕКСАНДР ШМЕМАН: ВОСПОМИНАНИЯ СТУДЕНТА О РЕКТОРЕ. იხ. ინტერნეტრესურსი: http://pstgu.ru/news/life/memorydate/2011/09/12/31835/

35 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ლიტურგია და ღვთისმეტყველება (შრომები, სტატიები). თბილისი. 2014. გვ. 464.

46

Page 47: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

(...) გუშინ მივიღე „ვესტნიკის” 117-ე ნომერი. ნომრის რელიგიური ნაწილი (ნ. სტრუვეს წინასიტყვაობით) ეძღვნება მონაზვნობას. ამ ნაწილის კითხვისას სულ ვფიქრობდი: რა „აღმაშფოთებს” მასში? შესაძლოა, რაღაცნაირი „ინტელიგენტური” ნალექი ყველა ამ მიდგომაში. უხეშად რომ ვთქვა, ყოველივე ამაში ერთგვარი „კბილებიდან გამოცრა” მეჩვენება. „გარდამოცემიდან” ყველანი ვირჩევთ იმას, რაც ჩვენ მოგვწონს: ვიღაცა ირჩევს ძველ რუსეთს („ძველმოწესეობა”), ვიღაც _ პალამას, ვიღაცა _ ათონს. არ ვიცი, შესაძლოა, საფუძვლიანად ვცდები, მაგრამ მე ვერ ვხედავ „სარგებელს” ამ მონაზვნური დიეტისაგან, რომელსაც შეუჩერებლად სთავაზობენ ადამიანებს რაღაც თვითკმარი „სულიერების” სახით. ჩემი გამოცდილება ასეთია: როგორც კი ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ „სულიერების” შეტანა თავის ცხოვრებაში, ისინი გახდნენ აუტანელი, გაღიზიანებული ფარისევლები. მე ერთი წამით არ უარვყოფ მონაზვნური გამოცდილების რეალურობას, ნამდვილობას („სათნოებათმოყვარეობა“, „ბერები“ და ა. შ.). მე მხოლოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დროში, როგორც ღვთისმსახურება, ისევე როგორც თითქმის ყველაფერი საეკლესიო ცხოვრებაში, იგი (მონაზვნური გამოცდილება) „ინაცვლებს ადგილს“ და აღიქმება სხვაგვარად, უწინარესად, იმ ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმის საფუძველზე, რაც ჩვენი ეპოქის ძირითად ტონალობას შეადგენს.

ყოველივე ამის გამო, მთლიანად ნომრის გამო _ მძაფრი სურვილი სიმარტივისა, ჭეშმარიტი „სიმდაბლისა,“ იმ შინაგან ამპარტავნებაზე უარის თქმისა, რაც ჟურნალის თითქმის ყველა გვერდზე ჩანს.“36

ამონარიდი მამა ალექსანდრეს სტატიიდან „მართლმადიდებლობა: წარსული და აწმყო“:

„ჩემი დაბეჯითებითი მისწრაფება, მონაზვნობაში დავინახო ბიზანტიური სამყარო, როგორც ქრისტიანული სამყარო, შეიძლება უცნაურობად და არასაკმარისად დასაბუთებულად გამოჩნდეს. მაგრამ აზრი, რომლის გამოხატვასაც ვცდილობ, ძალიან მარტივია. იმპერიის მიერ მონაზვნობის „მიღება“ სინამდვილეში ნიშნავდა უმაღლესი თავისუფლების აღიარებას, ცხადია, ამ სიტყვის არა დღევანდელი ფორმალური მნიშვნელობით, არამედ ადამიანის ხვედრისა და მოწოდების ტრანსცენდენტულობის მნიშვნელობით, ადამიანის ღმრთისა და ღმრთის სასუფევლისადმი კუთვნილების და არა რაიმე „ამა სოფლისაგანისადმი” კუთვნილების მნიშვნელობით. არ იყო შემთხვევითი, რომ იმპერატორი-ხატთმებრძოლები, რომლებიც სეკულარული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის პირველმაუწყებლები იყვნენ, ამხედრდნენ არა მხოლოდ და არა იმდენად ხატთთაყვანისცემის, არამედ ლამის, უპირველესად, მონაზვნობის წინააღმდეგ. ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ მონაზვნობის გავლენა ქრისტიანულ საზოგადოებაში მიმართულია სწორედ სახელმწიფოსაგან ადამიანის ტრანსცენდენტული თავისუფლების მტკიცებისაკენ, სოფლისაგან ესქატოლოგიური განდგომის შენარჩუნებისაგან, რაც ამსოფელს ქრისტიანულად აქცევს. ხატთმებრძოლები დამარცხდნენ, ისევე როგორც ყველა, ვინც სცადა ქრისტიანული აღმოსავლეთის ტრადიციულ „ღირებულებათა იერარქიის“ ამოყირავება. აი, რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპერია, მიუხედავად თავისი ურიცხვი წარუმატებლობისა, ცხოვრობდა იმ დევიზის შესაბამისად, რომელიც იუსტიანეს ბრძანებით ამოკვეთეს

36 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 271-272.

47

Page 48: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

კონსტანტინოპოლის წმ. სოფიის ტრაპეზზე: „შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი იუსტინიანე და თეოდორა“.37

ციტატა მამა ალექსანდრეს ნაშრომიდან „მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში“:

„...არავითარ აბსტრაქტულ „ადამიანს ზოგადად“ („ამერიკელსა“ თუ ნებისმიერ სხვას), არავითარ აბსტრაქტულ „საზოგადოებასა“ თუ „კულტურას“ სინამდვილეში არც ერთხელ არ მიუღია ქრისტიანობა, და ამ თვალსაზრისით ჩვენი ამერიკული სიტუაცია არ არის რადიკალურად რაიმე სიახლის შემცველი. მაგრამ ყოველ „ჟამს“ და ყველა „კულტურაში“ იყვნენ პიროვნებები, რომლებიც იღებდნენ ქრისტიანობას და ცხოვრობდნენ ქრისტიანობით და ყოველთვის და ყოველგან ღრმად ზემოქმედებდნენ იმ კულტურებსა და საზოგადოებებზე, რომელსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ და რადიკალურად შინაგანად ცვლიდნენ მათ (თუმცა ეს არ ყოფილა არც მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი და არც მათი ზრუნვის საგანი). აი, რატომ გააკეთეს ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებისათვის მოწამეებმა უფრო მეტი, ვიდრე ეს გააკეთა ყველა „აპოლოგიამ" და რატომ შეინარჩუნეს მოწამეებმა ქრისტიანული საზოგადოება ქრისტიანული შინაარსით თუნდაც იდეალისადმი სწრაფვის ფორმით; აი, რატომ გააკეთეს მონაზვნებმა უფრო მეტი, ვიდრე ყველა „ქრისტიანულმა“ მთავრობამ.“38

რას ამხელდა მამა ალექსანდრე თანამედროვე ბერ-მონაზვნობაში?

ამონარიდები მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებიდან:

„პარასკევი. 26 აპრილი, 1974

(...) წუხელ თომას მონაყოლი იმის შესახებ, როგორ ეწვია მას ორი ბენედიქტელი39-ბერი, რომლებიც ეძებდნენ პახომი დიდის „ექსპერტს“ ლექციების წასაკითხად, რომელიც, თითქოსდა, საჭიროა მათი „ლოცვითი ცხოვრებისათვის“. რა სიშლეგეა ეს ყველაფერი! ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში ერთადერთი წესია, შორს დაიჭირო თავი ყოველგვარი მოდისაგან, ყოველგვარი ტალღისაგან, ყოველივე იმისაგან, რაც ზედაპირზეა.“40

„ბელგრადი. 26 სექტემბერი. 1980

დღეს დილიდან გამგზავრება ბელგრადის გარეუბნებში. თავდაპირველად ავალაზე: უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. შემდეგ რაკოვიცას მონასტერში. ავალაზე ათობით ავტობუსი იუგოსლავიის ყველა მხარიდან. დაახლოებით ასეთი წარწერები: „ტიტოს გზა ჩვენი გზაა...“ ამ უღიმღამო კომუნისტური [ნაცრისფერი კულტის] თანდათანობით შექმნა... ანტიპოდი დედათა მონასტერი. ჩვენთან _ ახალგაზრდა იღუმენია ევგენია. ყველაფერი „კლასიკურად“. დახრილი თვალები, სიარული, დაბალი ხმა... მაგრამ სულში ეჭვები იპარება. არა მასზე, რა თქმა უნდა. იგი, როგორც ჩანს,

37 Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983. Москва, Русский путь. 2009, с. 54.38 Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983. Москва, Русский путь. 2009, с. 514.39 ბენედიქტელები _ უძველესი მონაზვნური ორდენი კათოლიციზმში. სხვათა შორის, ბენედიქტელთა ორდენს მიეკუთვნებოდა ცნობილი თანამედროვე თეოლოგი გაბრიელ ბუნგე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მართლმადიდებელი გახდა. 40 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 92-93.

48

Page 49: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

უნაკლოა ამ კლასიკაში. არამედ მთლიანად ამ სტილის შესახებ. ეკლესიაში დახვავებულობა ხატებისა, რომელთა უმრავლესობა საშინელია. შეურყეველი ერთგულება ფორმისადმი, ტიპის ამ აბსოლუტური ერთგვაროვნებისადმი... გასვლა არა იმდენად სოფლისგან, რამდენადაც ამ ქვეყნიდან სხვა, წარსული სამყაროსათვის მისი არქაულობით, შეუღწეველობით, ყოველგვარი „პრობლემატიზმის“ არარსებობით... არ ვიცი, არ ვიცი. ერთი მხრივ, აღფრთოვანება ამ ყოვლადძლიერი _ ამ და მათი მსგავსი მონაზვნებით _ სოციალიზმის ეშმაკისეული სიმახინჯისა და ნაცრისფერობის „ანტიპოდით“. მეორე მხრივ, გრძნობა, რომ ეს ანტიპოდი _ ამ სახით, უღონოა, განწირულია. დაარღვიე ფორმა და, ალბათ, აღარაფერი დარჩება...“41

ამონარიდი მამა ალექსანდრეს სტატიიდან „უტოპია და ესკაპიზმი“:

დღეს, პენსილვანიის სადგურზე მომიახლოვდა ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის წინ ვიცნობდი და მითხრა: „გამარჯობა, მამა ალექსანდრე!” – „კი, მაგრამ ვინ ბრძანდებით?” – შევეკითხე მე, რადგანაც რაღაცნაირი შავი ბალახონი42 ეცვა და ლამის საკუთარ წვერში იბლანდებოდა. ყველაფერი სხვა ადამიანებისგან განსხვავებული ჰქონდა, თმით დაწყებული და უცნაური ქუდით დამთავრებული... ალბათ, რომელიღაც ათონელ ბერს თამაშობდა, ან ვინმე ამდაგვარს, თუმცა ჩემთვის ხომ ცნობილი იყო, რომ ის ბრუკლინში დაიბადა და გაიზარდა. ჩემს ნაცნობებს შორის მართლმადიდებლობაზე მოქცეული ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რახან მართლმადიდებელი გახდა, ის ერთდროულად უნდა გახდეს რუსი მონარქისტი და ფიქრობდეს, რომ რომანოვების დინასტიის აღდგენა ქვეყნიერების გადარჩენის აუცილებელი პირობაა.“43

კიდევ ერთი ფრაგმენტი „დღიურებიდან“; იგი საინტერესოა არა მხოლოდ უმკაცრესი შეფასებით, არამედ იმითაც, თუ რას მიიჩნევდა მამა ალექსანდრე მონაზვნობის მთავარ „ტონალობად“:

„სამშაბათი, 20 იანვარი, 1981 ... ორი მონაზონი წავიდა А მონასტრიდან (სადაც რვა მონაზონია). მივიდნენ Б-ს

თემში და განაგრძეს გზა, რათა სცადონ В თემის შექმნა. ყველგან „ფერისცვალების სკიტები“, და მალე თითოეულ მათგანში იქნება თითო მონაზონი, ხოლო მონაზვნები იქნებიან ზუსტად იმდენნი, რამდენიც „სკიტია“. მე ხშირად მეჩვენება, რომ მონაზვნობის „აღორძინება“ (რაზეც ყველა იმედით ლაპარაკობს), ან თუნდაც მცდელობა მისი აღორძინებისა შეიძლება, თუკი წინასწარ გააუქმებ მონაზვნობის „ინსტიტუტს“, ესე იგი ბარტყულების, მანტიების, სტილიზაციისა და ა. შ. მთელ ამ ვოდევილს. მე რომ ბერი ვიყო, „მონაზვნობის მაძიებელს” დაახლოებით შემდეგ რამეს ვეტყოდი:

_ დაიწყე სამსახური, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე მარტივი, „შემოქმედების” გარეშე (მაგალითად, ბანკის სარკმელთან);

_ იმუშავე და ილოცე, მოიპოვე შინაგანი სიმშვიდე, არ გაბოროტდე, ნუ „ეძიებ შენს უფლებებს, სამართლიანობას” და ა. შ. ყოველი (თანამშრომელი, კლიენტი) მიიღე, როგორც წარმოგზავნილი, ილოცე მათთვის;

_ ყველაზე მოკრძალებული ბინისა და მოკრძალებული საკვებისათვის საჭირო თანხის გარდა სხვა ფული დაურიგე ღარიბებს, სწორედ ღარიბებს, პიროვნებებს და არა „დახმარების ფონდებს.”

_ ყოველთვის ერთი და იმავე ეკლესიაში იარე და იქ სცადე დაეხმარო რეალურად (და არა ლექციებით სულიერი ცხოვრების, ან ხატების შესახებ, არა

41 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 537.42 ბალახონი – შავი კაბა მდაბიურის ხალხისა (ნიკო ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. I, 1971). 43 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. ცოცხალი რწმენის შესახებ. თბილისი. 2011. გვ. 368.

49

Page 50: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

„მოძღვრობით”, არამედ „ჩვრით”, მაგალითი: ღირსი სერაფიმ საროველი). ეს მსახურება აღასრულე და იყავი _ ეკლესიურად _ წინამძღოლის სრულ მორჩილებაში;

_ სამსახურში ნურაფერს მოითხოვ, ნუ დანაღვლიანდები იმის გამო, რომ „შენი ტალანტები გამოუყენებელია”; დაეხმარე და იმსახურე იქ, სადაც საჭიროა და არა იქ, სადაც შენ თვლი საჭიროდ.

_ იკითხე და ისწავლე შენი ძალების შესაბამისად _ მაგრამ არ იკითხო მხოლოდ „სამონაზვნო ლიტერატურა”, არამედ უფრო ფართო (ეს პუნქტი დაზუსტებას საჭიროებს).

_ თუ მეგობრები და ნაცნობებები სტუმრად გპატიჟებენ იმიტომ, რომ ისინი შენი ახლობლები არიან, წადი, მაგრამ „განსჯით” და არა ხშირად. ნურსად დარჩები საათნახევარ-ორ საათზე მეტხანს. ამის შემდეგ ყველაზე მეგობრული ატმოსფერო საზიანოა.

_ ჩაიცვი აბსოლუტურად ისე, როგორც ყველა, მაგრამ მოკრძალებულად. განცალკევებული „სულიერი ცხოვრების” „გარეგანი” ნიშნების გარეშე.

_ ყოველთვის იყავი მარტივი, ნათელი, მხიარული. ნუ ასწავლი. როგორც ცეცხლს, ისე მოერიდე „სულიერ საუბრებს” და ყოველგვარ რელიგიურ და საეკლესიო ლაყბობას. თუ ასე მოიქცევი, ყველაფერი სასარგებლო აღმოჩნდება.

_ ნუ ეძებ „სულიერ მოძღვარს” თუ „ხელმძღვანელს“. თუ საჭიროა, მას ღმერთი გამოგზავნის, და გამოგზავნის მაშინ, როცა საჭიროა.

_ თუ ასე იმსახურებ და იმუშავებ ათი წელი, _ არანაირად ნაკლებ ხანს, სთხოვე ღმერთს, გააგრძელო თუ არა ამგვარად ცხოვრება, თუ საჭიროა რაიმე ცვლილება. და ელოდე პასუხს: იგი მოვა _ და მისი ნიშნები იქნება „სიხარული და მშვიდობა სულიწმინდაში.”44

მეუფე იოანე შმამანს „განკითხვის სულის“ ქონას აბრალებს: „კრიტიკული ხედვის განზოგადება გამორიცხავს კონკრეტულ მონასტერში თუნდაც ერთი ჭეშმარიტი ბერის არსებობას? ეს უკვე განკითხვის სულია.“

ცუდია, რომ მეუფემ შმემანის დღიურებში ვერ იპოვა ამ სიტყვების უარმყოფელი ჩანაწერები, რომლებიც თავიდან ააცილებდა შმემანის მძიმე და უსაფუძვლო შეფასებას. თუნდაც, აი, ეს სტრიქონები:

„Crestwood. შაბათი, 1 დეკემბერი, 1979. ხუთშაბათს, rue Dara-ს ქვედა სართულის ტაძარში ტელევიზიისთვის სამსაათიანი

გადაღების შემდეგ ანდრეისთან ერთად გამგზავრება Bussy-ს [ქალთა მონასტერში], სადაც არასოდეს არ ვყოფილვარ. ... თვით მონასტერმა მომხიბლა _თავისი გარეგნობითაც, მონაზონთა სიხარულითაც. საშინლად დაბერებული, ავადმყოფი დეიდა ტონია (ოსორგინა) (დედა სერაფიმა), ელენა (რომელიც სულ ახლახანს აღიკვეცა „ელისაბედად“) ლეიხტენბერგსკაია, დედა ფეოდოსია და სხვები. სულიერი „ფლუიდები“, კარგები... დაბრუნება პარიზში ნისლში...“45

6. მამა ალექსანდრე შმემანის მემკვიდრეობის შეფასების შესახებ

მეუფე იოანეს წერს: „მამა ალექსანდრეს მემკვიდრეობაში არის სხვა დამაფიქრებელი მომენტებიც. დადგება დრო და მსოფლიო ეკლესია იმსჯელებს არა

44 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 559. 45 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 493-494.

50

Page 51: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

მარტო მის, არამედ სხვა თანამედროვე მამების მემკვიდრეობაზეც და იტყვის თავის სიტყვას.“

არ ვიცი, მსოფლიო კრება იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე. უბრალოდ, ორიოდე შეფასებას დავიწმებ:

ზემოთ მოხსენიებული ალექსანდრე დვორკინი იგონებს მამა იოანე მეიენდორფის ერთ-ერთ ლექციას, რომელზედაც მამა იოანეს ასეთი რამ უთქვამს შმემანზე:

„ერთ-ერთ ლექციაზე, როცა მამა იოანე საუბრობდა ხომიაკოვზე, მას უწოდა „ჯენტლმენი ფერმერი“ _ არის ასეთი ინგლისური გამოთქმა _ ესე იგი გენიალური დილეტანტი. „აი, ვთქვათ, როგორც ჩვენი მამა ალექსანდრე“, _ თქვა მან. თუმცა, იქვე დაამატა, რომ ეს ძალიან საქები შედარებაა, და განმარტა, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელსაც აქვს ერთი მთავარი იდეა, დაფუძნებული დიდ ხილვაზე (прозрении), და რომელმაც შეიძლება უბრალოდ არ მიაქციოს ყურადღება ნაკლებად არსებით უზუსტობებს ან თვით დასანან შეცდომებსაც კი წვრილმანებში“.46

ნიკიტა სტრუვე:

„ბევრი აქ მყოფთაგანი იცნობდა მამა ალექსანდრეს, ერთნი _ კარგად, სხვები _ ზედაპირულად; ბევრს ახსოვს მამა ალექსანდრე _ მახვილგონიერი მოსაუბრე, სიამოვნებით რომ ხუმრობდა, ზოგჯერ სასტიკი სიტყვით რომ დასცინოდა ვიღაცას, პაპიროსს პაპიროსზე რომ ეწეოდა, ტელევიზიით ბეისბოლის შეჯიბრებებს რომ უყურებდა, ცხოვრება რომ უყვარდა მთელი მისი მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, და მაინც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ უკვე ახლა, რომ ეს თანამედროვე, ჩვენი თანამედროვე, ... ადრე თუ გვიან დასახელებული და აღიარებული იქნება ეკლესიის ჭეშმარიტ მასწავლებლად.“47

7. სეკულარიზმი და უკანასკნელი ჟამი

მეუფე წერს: „სეკულარიზაციის პროცესი ბოლო ჟამს ღვთისგან არის დაშვებული.“

მე არ ვიცი, არის თუ არა სეკულარიზმი უკანასკნელი ჟამის ერთ-ერთი ნიშანი. მამა ალექსანდრე შმემანი, რომელმაც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა სეკულარიზმსა და მის მხილებას, ერთ-ერთ სტატიაში „ღვთისმსახურება სეკულარულ საუკუნეში“ (1971 წ.) წერდა:

„... სეკულარიზმი შიგნიდან ირღვევა! თუ სწორად მესმის, რა არის ჩვენი დროების ძირითადი სირთულე, ეს, უპირველესად, სეკულარიზმის ღრმა კრიზისია... (...) სეკულარიზმი იწყებს თავისი სრული სულიერი უსაფუძვლობის გამოვლენას. უფრო და უფრო მეტი მოწმობა ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის სასარგებლოდ _ სახელგანთქმული „თანამედროვე ადამიანი” უკვე ეძებს სეკულარიზმის გვერდის ასაქცევ გზას, მას კვლავ სწყურია „კიდევ რაღაც სხვა”.48

46 Александр ДВОРКИН. ОТЕЦ АЛЕКСАНДР ШМЕМАН: ВОСПОМИНАНИЯ СТУДЕНТА О РЕКТОРЕ. იხ. ინტერნეტრესურსი: http://pstgu.ru/news/life/memorydate/2011/09/12/31835/

47 Никита Струве. Православие и культура. Москва. Русский путь. 2000. gv. 209. 48 Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983. Москва, Русский путь. 2009, с. 83.

51

Page 52: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ახლა კი დავიმოწმებ სამ ციტატას მათი დაწერის თარიღების მითითებით:„... 21-ე საუკუნის დასაწყისში რელიგიურ ადამიანებს ძნელად თუ იპოვით

მცირერიცხოვან სექტებში, სადაც ისინი ერთმანეთს ეკვრიან სეკულარული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლისას” (1968 წ.)

„ის, ვინც უგულებელყოფს რელიგიის მნიშვნელობას თანამედროვე ურთიერთობების ანალიზისას, ამას სჩადის თავისი შიშისა და რისკის გამო” („უკუქცეული სეკულარიზმი”, 1996 წ.).

„ჩემი აზრით, შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარიზებულ სამყაროში, მცდარია.” („მსოფლიოს დესეკულარიზაცია: გლობალური მიმოხილვა”, 1999 წ.).

სამივე ციტატის ავტორი ერთი და იგივე პირია: პიტერ ლუდვიგ ბერგერი (დაბ. 1929 წ.), ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი, ლუთერანი თეოლოგი.

დასავლეთის ინტლექტუალურ წრეებში საყოველთაოდაა აღიარებული, რომ რელიგია დაბრუნდა საჯარო სივრცეშიც. აი, სამი წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერთა რელიგიური დისკურსი საჯარო სივრცეში:

2010 წლის მაისში გერმანიის ეკლესიათა ეკუმენური კონგრესისადმი მიმართვისას კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა: „...ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყანა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, სხვა გზით რომ წავსულიყავით. მაგრამ აქ, გერმანიაში, სრულიად ცხადია, რომ ჩვენს ფასეულობებამდე მივედით ქრისტიანობის მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ: თავისუფლება არ არის თავისუფლება რაღაცისაგან, თავისუფლება მოცემულია ღმერთის მიერ მისი შესაქმით... ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა საზოგადოებრივი ერთიანობისათვის.” მანამდე კი პაპ ბენედიქტე XVI-სთან შეხვედრისას მერკელმა განაცხადა, რომ ქრისტიანული ფასეულობები უნდა აისახოს გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციაში.49

ეს ფრაზები კი ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის პრეზიდენტის რანგში წარმოთქვა: „უზენაესი, რომელიც კი არ იმონებს, არამედ ათავისუფლებს ადამიანს”, „უზენაესი, რომელიც მყოფობს ყოველი ადამიანის გულში”, „უზენაესი, რომელიც ქმნის დაბრკოლებას მოუთოკავი ამპარტავნებისა და ადამიანური უგუნურებისაკენ მიმავალ გზაზე”.50

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, რომლის პრეს-მდივანი თავის დროზე ბლერის სახელით აცხადებდა, რომ „ჩვენ ღმერთით არ ვართ დაკავებულნი”, 2009 წელს განაცხადა, რომ რელიგიას უნდა დაუბრუნდეს ჩვენი სამყაროს მოძღვრის კანონიერი ადგილი, ის, რაც მიგვითითებს გზას მომავლისაკენ... ღმერთის რწმენის გარეშე 21-ე საუკუნე იქნება სულიერად ღარიბი და პრაქტიკულად უაზრო.51

49 იხ. В.Е. ЕЛЕНСКИЙ. РЕЛИГИЯ В ГЛОБАЛЬНОЙ ПОЛИТИКЕ: КОНЕЦ ХХ – НАЧАЛО ХХІ ВЕКОВ (доклад, прочитанный на Международной научно-практической конференции „Религия как социальный феномен", Москва, Узкое, 5 сентября 2011 года). ინტერნეტრესურსი: http://www.religiopolis.org/documents/3292-ve-elenskij-religija-v-globalnoj-politike-konets-hh-nachalo-hhi-vekov.html#_edn3650 იქვე.51 იქვე.

52

Page 53: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

III. კანონი, ცოდვა და თავისუფლება

1. კანონი და კანონი

მეუფე წერს: „ადამიანების მიერ შექმნილ კანონებს ისევ ადამიანები ცვლიან. უცვლელია მხოლოდ ღვთის კანონები“.

ცხადია, ამ თეზისს ვეთანხმები, მაგრამ მეუფის თეზისს იმის შესახებ, რომ „საერო ხელისუფლება ღვთის კანონებს არ ითვალისწინებს,“ დაზუსტება სჭირდება.

რა დოზით შეუძლია სახელმწიფოს ღვთის კანონების გათვალისწინება? როგორია საერო კანონისა და საღვთო კანონის მიმართება?

დევნილობის პირობებში ეკლესიას არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, გავლენა მოეხდინა სახელმწიფო (საერო) სამართალზე და პრეტენზია განეცხადებინა თავისი სწავლების შესაბამისად ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებაზე; მაგრამ ამის სურვილი ეკლესიას არც მაშინ გასჩენია, როცა რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და ეკლესიას ხელისუფლებაზე ზემოქმედების დიდი შესაძლებლობა გაუჩნდა. გაქრისტიანებული იმპერია აგრძელებდა არსებული საერო სამართლის ნორმების გამოყენებას. იუსტინიანე დიდმა, რომელიც კანონიზებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომაული სამართალი კი არ უარყო, არამედ მისი კოდიფიცირება მოახდინა. ქართული სამართლის ძეგლებიც (ბექა-აღბუღას სამართალი, გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდება, ხელმწიფის კარის გარიგება, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი...) საერო სამართლის ძეგლები (ზოგიერთი მათგანი კი კოდიფიცირებული ჩვეულებითი სამართლის კრებული) იყო და არა კანონიკური სამართლის გაგრძელება. შარიათისაგან განსხვავებით სჯულისკანონი არასოდეს ყოფილა ადამიანთა სამოქალაქო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების კრებული. ქრისტიანობის ბუნება გამორიცხავს სხვაგვარ შესაძლებლობას და ეს შეუძლებლობა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ასე საბუთდება:

„ქრისტიანული სახელმწიფო, ჩვეულებისამებრ, იყენებდა წარმართული ეპოქის მოდიფიცირებულ სამართალს (მაგალითად, რომის სამართალს იუსტინიანეს „კორპუსში“), რადგან ისინიც შეიცავდა ნორმებს, შესატყვისს ღვთაებრივ სამართალთან. მაგრამ მხოლოდ სახარებაზე დაყრდნობით სამოქალაქო, სისხლის ან სახელმწიფო სამართლის შექმნის მცდელობა შეუძლებელია იყოს შედეგიანი, რადგან მთელი ცხოვრების გაეკლესიურების, ესე იგი ცოდვაზე სრული გამარჯვების გარეშე ეკლესიის სამართალი ვერ გახდება ქვეყნიერების სამართალი. ეს გამარჯვება კი შესაძლებელია მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში“52

და კიდევ:„ადამიანის ბუნების დაცემულობა, რამაც დაამახინჯა მისი ცნობიერება, არ

აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, მთელი სისრულით მიიღოს ღვთაებრივი კანონი. სხვადასხვა ეპოქაში ხერხდებოდა მხოლოდ ამ კანონის ნაწილის გაცნობიერება. ეს კარგადაა ნაჩვენები გაყრის შესახებ მაცხოვრის სახარებისეულ თხრობაში. მოსემ დაუშვა თანამემამულეთა განქორწინება მათი „გულ-ფიცხელობის“ გამო, „ხოლო

52 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები, IV.5. იხ. ინტერნეტრესურსი (მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი): http://www.patriarchia.ru/db/text/ 141422.html.

53

Page 54: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

დასაბამსა არა ეგრე იყო“, რადგან ქორწინებაში „იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც“ (მათე, 19:3-6)53.

ქრისტეს მცნებით დადგენილია ქორწინების ურღვევობა. „აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათე, 19:5-6). სწორედ ამ მცნებას ეფუძნებოდა (და ეფუძნება) ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში გაყრის აკრძალვა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს კრძალავდა განქორწინებას (სჯულისკანონით აკრძალულია მხოლოდ მეოთხე და მომდევნო ქორწინება და იგი მრუშობად მიიჩნევა) არა იმიტომ, რომ იგი უარყოფს ქრისტეს მცნებას, არამედ იმის გამო, რომ ადამიანის დაცემული ბუნებისა და უძლურების გათვალისწინებით დაშვებულია იდეალიდან გადახვევა მაშინ, როცა აშკარაა, რომ ოჯახი ვერ შედგა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია უარყოფს ქორწინების ურღვევობას _ ქორწინების ურღვევობა რჩება ქრისტესმიერ იდეალად, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყოველი დაქორწინებული.

ამიტომაა, რომ ქრისტიანობა არ კმაყოფილდება ზნეობრივი მინიმალიზმით და ადამიანისაგან მოითხოვს დაუსრულებელ სრულყოფას; ამასთანავე, განუსაზღვრავს სრულყოფის იდეალსაც: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე, 5:48).

განსხვავებულია საერო სამართლისა და ღვთაებრივი სამართლის საგანი. საერო სამართალი ადგენს გარეგნული ქცევის წესებს, ღვთაებრივი სამართალი კი აწესრიგებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას.

მაცხოვარი მცნებად გვიდგენს „გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათე, 5:27-28). შეუძლებელია ამ მცნების სამართლის ნორმად გადაქცევა. მას, ვისაც სურს ამის გაკეთება, მოუხდება, შექმნას ფიქრისა თუ „გულისსიტყვების“ სამინისტრო, რომელიც გააკონტროლებს ადამიანის გულის მოძრაობას.

საერო სამართალი ვერც იმ ზნეობრივი მაქსიმალიზმის მატარებელი იქნება, რითიც აღვსილია ღვთის მცნებები. მეხუთე მცნება გვიდგენს: „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა“. სახელმწიფოს შეუძლია ამ მცნებიდან სამართლის ნორმად აქციოს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მშობლების მიმართ მატერიალური ზრუნვის ვალდებულებას და დაადგინოს შრომისუუნარო მშობლების სავალდებულო რჩენის ნორმა, ხოლო მისი შესრულება უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი იძულებით. მაგრამ სახელმწიფო უძლურია, გააკონტროლოს შვილების შინაგანი განწყობა მშობლებისადმი და დაადგინოს სასჯელი მშობლებისადმი ისეთი დამოკიდებულებისათვის, რომელიც არ არის სათნო ღვთისათვის.

მაცხოვარი გვიდგენს: „და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი“ (მათე, 5:42).

სახელმწიფო ვერ დაადგენს სავალდებულო მოწყალების გაცემისა თუ სესხების ნორმას და სასჯელს ამ ნორმების დარღვევისათვის.

მაცხოვრის კიდევ ერთი მცნება: „გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მათე, 5:43-44).

სახელმწიფო ვერ დაადგენს „სავალდებულო სიყვარულის“ ნორმას და ვერ უზრუნველყოფს მის შესრულებას იძულებითი მექანიზმებით.

სიყვარულისა თუ ფიქრის სამინისტროებს ქმნის ტოტალიტარული სახელმწიფო, რომლისთვისაც აუტანელია ადამიანის თავისუფლება; სწორედ ის თავისუფლება, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი: „აზნაურებითა (თავისუფლებითა _ ო. ზ.) მით,

53 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები, IV.3.

54

Page 55: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა (განგვათავისუფლა _ ო. ზ.), მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ... რამეთუ თქუენ აზნაურებასა (თავისუფლებასა _ ო.ზ.) ჩინებულ ხართ, ძმანო...“ (გალატ. 5:1, 13).

ამიტომაც შეუძლებელია სახარების ნორმების სამართლის ნორმებად გადაქცევა. ამიტომაც შეუძლებელია, საერო სამართლის ნორმები არ იყოს ზნეობრივი მინიმუმის დამდგენი წესები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში ვკითხულობთ: „სამართალი თავის თავში შეიცავს ზნეობრივი ნორმების ერთგვარ მინიმუმს, რომელიც სავალდებულოა საზოგადოების ყველა წევრისთვის. საერო სამართლის ამოცანა ის კი არ არის, რომ ბოროტსა ზედა მდგომი ქვეყნიერება გადააქციოს ღვთის სასუფევლად, არამედ ისაა, რომ ეს ქვეყნიერება არ იქცეს ჯოჯოხეთად“54.

თუ კიდევ ერთხელ წავიკითხავთ მაცხოვრის ქადაგებას მთაზე (იხ. მათე, თავი 5-7), დავრწმუნდებით, რაოდენ უძლურია სახელმწიფო, თავისი ბუნების შესატყვისი ღონისძიებებით უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების წაყვანა ქრისტიანულ ეთიკის ამ სიმაღლეებისაკენ. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის წიაღში და არა საერო სამართლის სივრცეში (სახელმწიფოებრივი იძულების უზრუნველყოფით), მხოლოდ ნებაყოფლობით, მხოლოდ კონკრეტული პიროვნების სულიერი ძალისხმევით, მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის შინაგანი „იძულებით“ („სასუფეველი იიძულების“).

მეუფე წერს: „ცოდვილი კაცის მიღება ისეთად, როგორიც არის, მის მიმართ ტოლერანტობა ქრისტიანობაში გულისხმობს სულიერ თანაგრძნობას, ცოდვის მხილებას და სინანულისკენ მოწოდებას: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა~; ზრუნვას მისი ხსნისათვის და ერის კეთილდღეობისთვის. მაცხოვარი ცოდვილ დედაკაცს მისი სინანულის შესაბამისად შენდობას აძლევს და დასძენს: „წადი და ნუღარ სცოდავ!~ _ ამაში მდგომარეობს მოყვასისადმი სიყვარული და არა გულგრილ ტოლერანტობაში: „რაც გინდა გიქნია, ოღონდ მე ნუ შემეხები.~

ვეთანხმები მეუფეს, მაგრამ ამ კრიტერიუმს ვერ დაუდგენ საერო სამართალს. ქრისტიანობა ზნეობრივ მაქსიმალიზმს შეიცავს, საერო სამართალი კი _ ზნეობრივ მინიმუმს. საერო კანონებით ვერ დაადგენ მოყვასისადმი თანაგრძნობის, სიყვარულისა და შენდობის ვალდებულებას. ეს არ არის საერო სამართლის სფერო.

და კიდევ: „ბიზანტიური ცივილიზაციის დიდი ოცნება ხატავდა უნივერსალურ _ მთელი

ქვეყნიერების მომცველ ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელსაც ადმინისტრაციულად მართავდა იმპერატორი, ხოლო სულიერად _ ეკლესია. ეს იდეა, აშკარად, რომაული და ქრისტიანული უნივერსალიზმის შერწყმა იყო ერთიან სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამაში. ამასთანავე, იგი ეყრდნობოდა ადამიანის შესახებ არსებულ საღვთისმეტყველო წანამძღვრებს, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი (...): ადამიანი, თავისი ბუნებით, თეოცენტრულია ღმერთის მიმართ თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში და პასუხისმგებელია მთელი ქმნილების ხვედრის გამო. სანამ ქრისტიანობა დევნილი იყო, მანამდე ბიბლიური მტკიცება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ რწმენის სიმბოლო, რომელიც განხორცილდებოდა ისტორიის დასასრულს და რომელიც განიჭვრიტებოდა საიდუმლოებებში. თუმცა, კონსტანტინეს „მოქცევიდან” იგი იქცა კონკრეტულ და მისაღწევ მიზნად. ის თავდაპირველი აღფრთოვანება, რომლითაც ქრისტიანულმა ეკლესიამ მიიღო საიმპერატორო ხელისუფლების მფარველობა, არასოდეს გამაგრებულა სისტემატური განსჯით დაცემული კაცობრიობის ცხოვრებაში სახელმწიფოსა თუ საერო საზოგადოების ბუნებისა და როლის შესახებ. ამაშია

54 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები, IV.2.

55

Page 56: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

ბიზანტიური წყობის ტრაგედია: ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს, როგორც ასეთს, აქვს უნარი, თავისი შინაგანი ბუნებით გახდეს ქრისტიანული.“55

2. ცოდვა, სამართალი, უფლება და თავისუფლება

მეუფე წერს: „მოქალაქეობრივი უფლება არ გულისხმობს ცოდვის უფლებას.“ სამწუხაროდ, მეუფემ არ განმარტა, რას გულისხმობს კონკრეტულად ამ თეზისში;

მით უფრო, მეუფის სხვა მოსაზრების გათვალისწინებით: „ვეთანხმები ბატონ ოთარს, რომ ცოდვა არ არის სამართლებრივი კატეგორია და „დაუშვებელია ცოდვის კრიმინალიზაცია მანამდე, სანამ ცოდვა არ ხელყოფს სხვათა უფლებებს.“

საერო სამართლით არ არის აკრძალული (და ეს შეუძლებელიცაა) შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან (სხვა უამრავ ცოდვას რომ დავანებოთ თავი) არცერთი, თუკი იგი არ ხელყოფს სხვის უფლებებს: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური, მიმომწილველობა; შესაბამისად, საერო სამართალი უშვებს ბევრი ისეთი ქმედების დაუსჯელად ჩადენას, რაც ქრისტინული სწავლებით ცოდვაა. ანუ: საეროსამართლებრივი „მოქალაქეობრივი უფლება“ გულისხმობს „ცოდვის“ (საეროსამართლებრივი ტერმინებით: ქმედება, უმოქმედობა, განზრახვა...) უფლებას, თუკი ეს „ცოდვა“ (ქმედება, უმოქმედობა, განზრახვა...) არ არის დასჯადი (სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული წესით). ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცოდვებს, რაკი ისინი არ ისჯება კანონმდებლობით, იწონებს ქრისტიანობა. მაგალითად, არსებობს ამპარტავნების, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მოქალაქეობრივი უფლება“(„საეროსამართლებრივი უფლება“), ანუ ამპარტავნება არ არის დასჯადი საერო სამართლით; მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ამ ცოდვის სანქცირებას ქრისტიანობის მიერ. და საერთოდ, ცოდვისადმი ქრისტიანობის დამოკიდებულება არანაირად არ არის დამოკიდებული საერო სამართალზე.

მაგრამ გულისხმობს თუ არა ცოდვის ჩადენის შესაძლებლობას, ანუ ცოდვის ჩადენის თავისუფლებას („თავისუფლებას“ _ არა სამართლებრივი მნიშვნელობით) ქრისტიანობა?

რა თქმა უნდა, ამ თემაზე ზღვა მასალა არსებობს. მე უმცირესს დავიმოწმებ. უპირველესად, პავლე მოციქულის ცნობილ სწავლებას კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლიდან:

„ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო. საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისათვის. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ხორცნი ესე არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, და უფალი ხორცთათვის. ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თვისითა. არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ! არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ხორც არიან, რამეთუ იტყვის: იყვნენ ორნივე ერთ ხორც. რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს. ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს. არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ

55 Протоиерей Иоанн Мейендорф. „Византийское богословие. Исторические тенденции и доктринальные теми“. Минск. „Лучи Софии“ 2007. გვ. 301-302.

56

Page 57: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (1 კორინთ. 6:12-20).

ახლა კი ფრაგმენტები პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფის შესანიშნავი მონოგრაფიიდან „ბიზანტიური ღვთისმეტყველება. ისტორიული ტენდენციები და დოქტრინული თემები“:

„როგორ აიხსნება ადამიანის ცოდვითდაცემა და ღმერთის წინააღმდეგ ამხედრება? ეს კითხვები, რომელთაც ორიგენე ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაქსიმესთან ახლებურ პასუხს პოულობს. უკვე გრიგოლ ნოსელთან ჭეშმარიტი კაცობრივი თავისუფლება არის არა ადამიანის ცხოვრების ავტონომიურობაში, „თვითუფლებრიობაში”, არამედ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ნამდვილად ბუნებრივია ღმერთთან კაცობრივი ურთიერთობისათვის. როცა ადამიანი გამოცალკევებულია ღმერთისაგან, ადამიანი ემონება თავის ვნებებს, თავის თავს და, საბოლოო ჯამში, სატანას. შესაბამისად, მაქსიმესათვის ადამიანს ნამდვილი თავისუფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მისდევს თავის ბუნებისმიერ ნებას, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, ღმერთთან თანამუშაკობასა და ურთიერთობას. მაგრამ ადამიანს ასევე აქვს სხვა შესაძლებლობაც, რომელიც განპირობებულია არა მისი ბუნებით, არამედ ყოველი კაცობრივი პიროვნებით, ანუ ჰიპოსტასით, კერძოდ კი, არჩევანის, ამხედრების, ბუნების წინააღმდეგ მოძრაობისა და, შესაბამისად, თვითგანადგურების თავისუფლებით. ამ პირადი თავისუფლებით ისარგებლეს ადამმა და ევამ და ცოდვითდაცემის შემდეგ განშორებულები აღმოჩნდნენ ღმერთისგან, ჭეშმარიტი ცოდნისაგან, იმ ყოველგვარი სიმტკიცისაგან, რომელიც უზრუნველყოფილია „ბუნებრივი” არსებობით. ამ სხვა შესაძლებლობას მოსდევს მერყეობა, გზააბნეულობა და ტანჯვა; ესაა გნომური ნება (gnomē - შეხედულება)...“56

„ბიზანტიელი ღვთისმეტყველები იშვიათად უთმობდნენ ყურადღებას მსჯელობას სიკვდილის შემდეგ სულთა ხვედრის შესახებ. ის ფაქტი, რომ ლოგოსმა მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ასეთი, გულისხმობდა გამოსყიდვის უნივერსალურ მნიშვნელობას, მაგრამ არა apokatastasis-ს, ესე იგი არა უნივერსალურ ხსნას, დოქტრინას, რომელიც 553 წელს დაგმეს, როგორც ფორმალურად ორიგენისტული. თავისუფლება უნდა დარჩეს განუსხვისებელი საწყისი ყოველი ადამიანისა და არასოდეს უნდა აიძულო ადამიანი ღვთის სასუფეველში შევიდეს თავისი ნების საწინააღმდეგოდ; apokatastasis უარყოფილ იქნა სწორედ იმიტომ, რომ იგი გულისხმობდა კაცობრივი თავისუფლების უკიდურეს _ ღვთის გარეშე დარჩენის თავისუფლების შეზღუდვას.

მაგრამ ღვთის უარყოფით კაცობრივი თავისუფლება, სინამდვილეში, თვითრღვევას იწყებს. ღმერთის გარეშე ადამიანი აღარაა ჭეშმარიტი და სრული ადამიანი. სიკვდილის მეშვეობით იგი ხდება ეშმაკის მონა. ეს აზრი, რომელიც ცენტრალურია მაქსიმეს აზროვნებაში და რომელიც აღძრავს მას, ასეთი სიმტკიცით აღიაროს ქრისტეში შექმნილი ნების არსებობა, იყო ადამიანის დანიშნულების შესახებ ბიზანტიური გაგების საფუძველი: მონაწილეობა ღმერთში, ანუ „განღმრთობა” (theosis), როგორც ადამიანის არსებობის საბოლოო მიზანი.“57

„აშკარაა, რომ ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც apokatastasis შეუთავსებლად მიიჩნიეს ადამიანის საბოლო ხვედრის შესახებ ქრისტიანულ გაგებასთან, იყო ის, რომ ორიგენეს იდეა გულისხმობდა ადამიანის თავისუფლების რადიკალურ შეზღუდვას. თუკი მართალია მაქსიმე აღმსარებელი, როცა განსაზღვრავს თავისუფლებას, როგორც ღვთის ხატის ნიშანს ადამიანში (...), მაშინ აშკარაა, რომ ეს თავისუფლება საბოლოოა

56 Протоиерей Иоанн Мейендорф. „Византийское богословие. Исторические тенденции и доктринальные теми“. Минск. „Лучи Софии“ 2007. გვ. 57. 57 იქვე, გვ. 234.

57

Page 58: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

და რომ არ შეიძლება, ადამიანს ღმერთთან ერთობა ჰქონდეს იძულებით, თვით იმგვარი ფილოსოფიური აუცილებლობის გამოც კი, როგორიცაა საღმრთო „მოწყალება”. უკანასკნელ დღეს ლოგოსთან საბოლოო შეხვედრისას ადამიანს მაინც ექნება თავისუფლება, უარყოს ღმერთი და, შესაბამისად, შთახდეს „ჯოჯოხეთში.”58

3. დასკვნის ნაცვლად: ორიოდე ციტატა კომენტარის გარეშე

ფრაგმენტი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის „დღიურებიდან“:

„ხუთშაბათი, 5 იანვარი, 1978 წ.

ახლადარჩეული ნიუ-იორკის მერის კოჩის პირველი საქმე იყო „ბრძანება”, რომლითაც ქალაქის მმართველობას აეკრძალა ჰომოსექსუალთა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. „ნიუ-იორკ ტაიმსის” აღფრთოვანება: „ახალი ატმოსფერო!” ახლა, გზად ნიუ-იორკიდან რადიოს ვუსმენდი. ასევე აღფრთოვანება, სულთქმით, მერის სიმამაცის (!) შექება თავისუფლების, უფლებებისა და ა. შ. შესახებ ხმამაღალი რიტორიკის თანხლებით. ტერმინოლოგია გამოკრისტალდა: „სექსუალური ორიენტაცია”, „სექსუალური არჩევანი” _ და ყველაფერი. თითქოს, საქმე ეხებოდეს ჩაისა თუ ყავის არჩევის უფლებას... ყველაზე მეტად საშიშია სწორედ იმ „თავისუფლებისა” და „უფლებისათვის,” რომლის სახელითაც ყველაფერი ეს ითქმება და კეთდება. სიმამაცე! პირიქით: „თავისუფალი” სამყარო უფრო და უფრო მეტადაა განმსჭვალული შიშით, კონფორმიზმით, თითქმის ტერორით. ყველაზე საშინელი ისაა, რომ უკვე დღეს ყოველი, ვინც გამოდის წინააღმდეგ, ავტომატურად აღიქმება როგორც იდიოტი, ფაშისტი, იხთიოზავრი... მე ყოველთვის მოსაწყენ გადაჭარბებად მიმაჩნდა ყველა ღაღადი „დასავლეთის დაისზე.” სამწუხაროდ, მე თვითონაც ვიწყებ ფიქრს, რომ ეს დაისი, ეს ხრწნა ნამდვილად მიმდინარეობს და მისი ტემპები ჩქარდება. როცა უმართლობის დაცვა ისმის როგორც სიმართლის დაცვა, როგორც ამაღლებული ქადაგება, როცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შავი საღდება თეთრად და პირიქით, _ ხდება ცოდვის ჩადენა. და ეს ნიშნავს _ თვით სიცოცხლის ქსოვილში შემოდის და მეფდება სიკვდილი.“59

ამონარიდი პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფის მოხსენებიდან „ეკლესიის ერთიანობა და კაცობრიობის ერთიანობა“ (1971 წ.):

„... ქრისტიანული თავისუფლება არის არა უბრალოდ „გათავისუფლება“ სოფლისაგან; იგი ასევე არის პოზიტიური ღირსება. ეს არის არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლება, არამედ, აგრეთვე, ღვთისადმი ადამიანის მსგავსება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით. (...) მაგრამ ქრისტიანები უნდა აღიარებდნენ „სეკულარული“ ადამიანის თავისუფლებასაც. იმიტომ, რომ გალატელთა მიმართ ეპისტოლის შესაბამისად, „სეკულარულ“ ადამიანს, ჯერ კიდევ უდავოდ დამონებულს ამა სოფლის სტიქიებისადმი, უეჭველად ისევ აქვს უფლება, უარყოს ქრისტე და უარი თქვას მის სახარებაზე. ჩვენი დროის კოსმიური ქრისტოლოგიები და სეკულარული ეკლესიოლოგიები რისკავენ, აწყენინონ სეკულარულ ადამიანს თავიანთი de facto ტრიუმფალიზმით, რომელიც გულისხმობს ქრისტიანულ შინაარსს იმათ სიტყვებსა და ქმედებებში, რომლებსაც არ სურთ რაიმე საქმე ჰქონდეთ ქრისტიანობასთან. სწორედ

58 იქვე, გვ. 314-315. 59 Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ. 202.

58

Page 59: ოთარ ზოიძე - ცოდვა და თავისუფლება

სეკულარული ადამიანისადმი პატივისცემით ქრისტიანმა სეკულარულ ადამიანს არ უნდა მოახვიოს თავს ადამიანის ხვედრის საკუთარი გაგება.“60

ოთარ ზოიძე

თბილისი, 02 აგვისტო, 2014 წ.

60 Протопресвитер Иоанн Мейендорф. Живое Предание. Москва. 2004. С. 224-225.

59