რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე...

46
რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება ისტ-ის გამოყენებით საბაზო საფეხურზე ინგლისური ენის გაკვეთილზე. 2018-2019 სასწავლო წელი

Transcript of რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე...

Page 1: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

რიტა მაჩალაძე

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება ისტ-ის

გამოყენებით საბაზო საფეხურზე ინგლისური ენის გაკვეთილზე.

2018-2019

სასწავლო წელი

Page 2: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

სარჩევი

თავი 1 ............................................................................................................... 1-6

შესავალი........................................................................................................... 1-3

საკვლევი საკითხის განსაზღვრა.................................................................. 3-4

კვლევის მიზანი/მიზნები.............................................................................. 4-5

საკვლევი კითხვები........................................................................................ 5-6

თავი 2............................................................................................................... 6 -11

ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................... 6 -11

თავი 3................................................................................................................ 11-27

სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები............................................................................. 11-12

კვლევის მეთოდი/მეთოდები....................................................................... 12-13

კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა............................... 14-25

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა.......................................... 25-26

თავი 4................................................................................................................ 27-34

დაგეგმილი ინტერვენიციები....................................................................... 27

განხორციელებული ინტერვენციები......................................................... 28-31

ინტერვენციების შეფასება............................................................................ 31-33

თავი 5............................................................................................................... 33-34

რეკომენდაციები............................................................................................ 33

დასკვნა............................................................................................................ 34

დანართი №1................................................................................................... 35-36

დანართი №2................................................................................................... 37

დანართი №3................................................................................................... 38

დანართი №4................................................................................................... 39

დანართი №5................................................................................................... 40

დანართი №6................................................................................................... 41

დანართი №7................................................................................................... 42

Page 3: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

თავი 1

შესავალი

გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ტექნოლოგიები აქტიურად ჩაერთო ჩვენს

ცხოვრებაში, თუ უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობთ მათ დღის განმავლობაში, ვფიქრობ

ტექნოლოგიების აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ერთმნიშვნელოვნად

გააუმჯობესებს სწავლის პროცესს. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ლუის ოსინითავის სტატიაში

Computers in Education in Developing Countries: Why and How, საუბრობს იმაზე, როგორ შეუძლია

კომპიუტერს აუდიო-ვიზუალური უნარების განვითარება და რამდენად უფრო მოსახერხებელია

მოარგო საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, როგორ ეხმარება

კოგნიტური სტრუქტურების განვითარებასა და მასალის ათვისების სისწრაფეში ბავშვს

კომპიუტერი. გამომდინარე აქედან, მაში ნროცა კლასში რადიკალურად განსხვავებული

შესაძლებლობების მოსწავლეები სხედან, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი მასწავლებელს

რაიმე სახით დამხმარე საშუალება ექნება, რომლითაც მიაწვდის ინფორმაციას ბავშვებს. სხვა და

სხვა არხით შესული ინფორმაცია უფრო დიდხანს დარჩება მოსწავლის მეხსიერებაში და ამასთან

ერთად უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის სხვა და სხვა ტექნოლოგიების ჩართვა

საგაკვეთილო პროცესს. თუმცა მოსწავლის ინფორმაციის აღქმაზე, მხოლოდ ეს არ მოქმედებს რა

თქმა უნდა იმაზე, თუ რამდენად ჩართულები იქნებიან მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში

პირდაპირ პროპორციულად აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე. ამასთანავე ბავშვის

შინაგანი მოტივაციის გაზრდაა ის რაზეც უნდა იზრუნოს მასწავლებელმა, რადგან

გაკვეთილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოსწავლეში გაიზარდოს შინაგანი

პასუხისმგებლობა სწავლის პროცესისადმი და მოსწავლემ გააცნობიეროს სწავლის ფასეულობა

საკუთარი თავისთვის.

წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში , რომელიც ჩავატარე

ქ.რუსთავის #10 საჯარო სკოლაში. ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი, ამჟამად

ვასწავლი დაწყებით და საბაზო საფეხურს. სკოლაში არის 449 მოსწავლე და 33

მასწავლებელი.

საკვლევ ჯგუფად შევარჩიე საბაზო საფეხურის მე-7 კლასი, სადაც ირიცხება 25

1

Page 4: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მოსწავლე.გამომდინარე იქედან რომ , საჯარო სკოლებში ერთ-ერთი მთავარი

პრობლემაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური

მოსწრების დაბალი დონე. განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩევა საბაზო

საფეხური, ამ პერიოდში ყველა გრამატიკული დრო შესწავლილი აქვთ მოსწავლეებს

და ერთმანეთში ერევათ ისინი, ასევე რთულდება შესასწავლი ლექსიკა. არსებული

პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების

შემცირებისათვის ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევათემაზე : “მოსწავლეთა

აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება ისტ-ის გამოყენებით საბაზო საფეხურზე

ინგლისური ენის გაკვეთილზე”. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის

ხარისხის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება.

კვლევის ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი საკითხის განსაზღვრა,

პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა.

ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს მე-7 კლასის

საჭიროებებიდან: მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში

დაწყებით საფეხურზე, თუმცა მე- 7 კლასიდან თანდათან იკლო ჩართულობის

ხარისხმა. შეიმჩნევა, რომ ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა გარკვეული

ნაწილი პასიურია, არ იღებსმონაწილეობას აქტივობებში, მოსწავლეთა უმეტესობა

გამოირჩევა სწავლისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით , რაც აისახება მათ

აკადემიურ მოსწრებაზე.

გავესაუბრე აღნიშნულ კლასში შემსვლელ რამდენიმე მასწავლებელს, გასაუბრების

შედეგად გამოიკვეთა, რომ გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა დაბალია, აქვთ

დაბალი მოტივაცია, თუმცა, როდესაც მასწავლებელი მისცემს მათ დავალებას, ან

დასვამს შეკითხვას ბევრი მათგანი ამას თავს კარგად გაართმევს. დავინტერესდი, თუ

თითოეულ მათგანს შეუძლია ცოდნის შეძენა, აზროვნება, მაშინ რაში მდგომარეობ

სპრობლემა?

2

Page 5: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

გადავწყვიტე უფრო ჩავღრმავებოდი პრობლემას და მეწარმოებინა დაკვირვება:

რატომ არის გაკვეთილზე მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა და მოტივაცია.

დამეხმარებოდა თუ არა ისტ-ის გამოყენება აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში.

საკვლევი საკითხის განსაზღვრა

ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან უამრავ პრობლემას შევხვედრილვარ

მოსწავლეებში და მათგან განსაკუთრებით გამოვყოფდი დაბალ აკადემიურ

მოსწრებას, რადგან საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის

ხარისხი იკლებს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე

პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს. რთულდება

მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა

საგაკვეთილო პროცესში. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და

ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. ყოველივე ეს აისახება მათ

აკადემიურ მიღწევებზე.

არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების განმავლობაში და

მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა.

პრობლემა პრობლემად რჩება - მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური

მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც

გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც

სადამსჯელო სანქცია არსებობს, რეალური, რაც მათი ქცევის ცვლილებას

გამოიწვევდა.

რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ჩემი პრობლემა და ეს ზოგადი პრობლემაა,

ალბათ ყველა მასწავლბელი აწყდება აღნიშნულ პრობლმას, მაგრამ ამ ეტაპზე

საკვლევ საკითხად სწორედ მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება

შევარჩიე და გადავწყვიტე ეს საკითხი მეკვლია ინფორმაციული და

3

Page 6: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. რადგან ინფორმაციული და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს

მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით

შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო

მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო

შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის

პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო

შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება

სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას,

რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის

მიერ. რაც ვფიქრობ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის, ვთვლი რომ

კვლევის პროცესი ჩემთვისაც საინტერესო იქნება და ბევრ საინტერესო

საკითხს აღმოვაჩენ, რაც გამომადგება ჩემ პედაგოგიურ საქმიანობაში და

ვიმედოვნებ, რომ ეს მიგნებები და აღნიშნული პრობლემების სავარაუდო

გამოსწორების გზები მისაღები იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც, რომელსაც

წარმატებით გამოიყენებენ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში, იგივე

პრობლემის მოგვარების მიზნით.

კვლევის მიზანი /მიზნები

ინტერვენციის დაგეგმვამდე უნდა ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი

სავარაუდო მიზეზები, რისთვისაც გავესაუბრე ჩემს კოლეგებს აღნიშნულ

პრობლემასთან დაკავშირებით. გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი

საკითხები:

1. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები არიან მოტივირებულები, ხალისით

სწავლობენ, მასალაც არ არის რთულად ასათვისებელი, ხოლო უკვე საბაზო

საფეხურზე იზრდება მოთხოვნები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,

მოსწავლეები მეტ-ნაკლებად აწყდებიან სირთულეებს, ყველა მოსწავლე ვერ

ახერხებს ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

4

Page 7: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

2. სხვა საგნებთან ერთად რთულდება ინგლისური ენის პროგრამა. მოსწავლემ

უნდა მოახდინოს ინგლისურ ენაზე ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება, ასევე,

უნდა შეეძლოს მეტყველება ინგლისურ ენაზე და ა.შ.

აღნიშნული კვლევის მიზანია ინგლისური ენის გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენებით,

მოსწავლეთა ჩართულობის, მოტივაცისა და აკადემიური ხარისხის გაზრდა, ასევე

ისეთი საგაკვეთილო პროცესის შექმნა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა

ინტერესებზე და დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

ზემოთ არნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა:

1. დადგინდეს რამდენად უწყობს ხელს ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო

პროცესში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების (შედეგების) გაუმჯობესებას.

2. დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები.

3. განხორციელდეს დაგეგმილი ინტერვენციები.

4. შეფასდეს განხორციელებული ინტერვენციები.

5. გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

საკვლევი კითხვები

კვლევის მთავარი კითხვა იყო თუ რა იწვევს საბაზო საფეხურზე გაკვეთილზე

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაქვეითებას, აგრეთვე რა იყო მიზეზი

მოსწავლეთა დამალი მოტივაციის და შესაბამისად დამალი აკადემიური მოსწრების.

ინტერვენციები და რეკომენდაციები ეფუძნება ისეთ კვლევებს, რომლებიც

შეისწავლიან უცხო ენის სწავლების ეფეცტურ სტრატეგიებს.

საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი საკითხები:

1. რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება

მოსწავლეთა ჩართულობაზე?

5

Page 8: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

2. რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება მოსწავლე მასზე დაკისრებული

დავალებისშ ესრულებას?

3. რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირებას?

4. რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა

მოტივაციის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში?

5. რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?

თავი 2

ლიტერატურა

აღნიშნულ კვლევაზე მუშაობისას გავეცანი შემდეგ ლიტერატურას:

სწავლების პროცესში ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)

გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში მეტ-ნაკლებად სიახლეს წარმოადგენს.

მართალია, ზოგიერთი ქვეყანა გაცილებით წინ წავიდა ტექნოლოგიების სასწავლო

პროცესში ინტეგრირების კუთხით, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ ამ

მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი და ბევრი შესაძლებლობაა

გამოუყენებელი. განათლების ექსპერტი, პროფესორი პაპერტი, რომელიც პიაჟესთან

ერთად იკვლევდა, თუ როგორ ითვისებენ ცოდნას ბავშვები, წერდა: „თუ ფრანგულის

სწავლა გინდათ, საფრანგეთში უნდა გაემგზავროთ. ყველაზე კარგად ფრანგულს იქ

ისწავლით. მაგრამ სად წახვალთ, თუ მათემატიკის კარგად სწავლა გადაწყვიტეთ?

ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ მათემატიკის ქვეყანა... “ პაპერტი იმას გულისხმობდა, რომ

მულტიმედიისა და ჰიპერმედიის საშუალებით რეალურ ცხოვრებასთან

მიახლოებული მიკროსამყაროს შექმნაა შესაძლებელი, სადაც ბავშვები

სიმულაციების თუ ანიმაციური გრაფიკის დახმარებით მათემატიკის ქვეყანაში

მოხვდებიან და საგანს გაცილებით კარგად დაეუფლებიან. ტექნოლოგიების

გამოყენებით, მასწავლებლები მოსწავლეებს, შესაძლებლობას აძლევენ მოიპოვონ

მაღალი ხარისხის ინფორმაცია. ისინი შეძლებენ რთული და კომპლექსური ცნებები

მოსწავლეთათვის ადვილად გასაგები გახადონ, გაზარდონ მათი სწავლის მოტივაცია

და ინტერესი, ერთიდაიგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად წარმოაჩინონ და

მიაწოდონ მოსწავლეებს მათი ინტერესების გათვალისწინებით. მასწავლებლის მიერ

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლების თეორიების

ჭრილში განიხილება. დღესდღეობით თანამედროვე საკლასო ოთახში პასიური

6

Page 9: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ცოდნის მიღებიდან აქტიურ სწავლაზე, ცოდნის შექმნასა და „აგებაზეა“ გადატანილი

აქცენტი.

დღესდღეობით, განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში

სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერი საგაკვეთილო

პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებს

განუვითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების,

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და

სხვაუნარ-ჩვევა.

არა მოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის

რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი

სასწავლო პროცესისადმი. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის

მიხედვით (2014), კვლევაში მონაწილე ყველა მეოთხე მასწავლებელი თავისი დროის

მეოთხედს მაინც კარგავს მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების

მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის

ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრადიციულ სასწავლო

ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.

ისტ-ის გამოყენებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საგანმა არა

მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას

ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების

მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს

საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა

ისწავლება ინტეგრირებულად.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს

შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე

მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო

გარემოს შესაქმნელად.

ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და

გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის

შემოტანისას. ამის მაგალითებია: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც

7

Page 10: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების

გამოყენებით (დაწყებით საფეხურზე); ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა

მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები

უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას; ისეთი ბუნებრივი მოვლენების

სიმულაცია, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელია ან ძალზე რთულია რეალურ

ვითარებაში.

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ე. წ CLEAR მეთოდი , რომელიც

თანამონაწილეობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ

დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა, რასაც

განსაზღვრავს 5 ფაქტორი (მეთოდის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტორთა

აბრევიატურას წარმოადგენს can do ,like to, enabled to, asked to, respond to. :)

1.Can do მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა

გამოცდილება ,უნარები)

2.like to მონაწილეებს სურთ მონაწილეობა

3.enabled to არსებობს მონაწილეობის მექანიზმები.

4.asked to ხდება მსმენელთა მობილიზება

5.respond to არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს)

მკვლევარები აღნიშნავენ რომ ,თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგანის არ არსებობისას

საგაკვეთილო პროცესში მონაწილეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი

ვერ იქნება . ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას

აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა

წასახალისებლად. მოტივაცია სწავლა სწავლების პროცესში მოსწავლის

ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია . წინარე ცოდნა და საჭირო

რესურსები ეხმარება მოსწავლეს ჩაერთოს გაკვეთილში . მოსწავლეთა ორგანიზება

მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა. მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია ,

რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს.

სწავლა ინდივიდუალურია, ანუ ყოველი მოსწავლე განსხვავებულად სწავლობს და

თავის წარსულ გამოცდილებასა და არსებულ ცოდნას იყენებს ახალი

ინფორმაციიდან აზრის გამოტანისას. ახალ ინფორმაციას თითოეული მოსწავლე

განსხვავებულად უდგება. წარმატებული სწავლის შედეგად მოსწავლეს ემატება

რწმენა და სიამოვნება მიღწეულის გამო. სკეჰანის (1989) მიხედვით, „განწყობა

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოური ენის სწავლის დროს“.

მოსწავლე, რომელსაც აქვს მაღალი უნარი, შეიძლება სწავლობდეს უფრო მშვიდად

8

Page 11: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

და სწრაფად. წარმატებული მოსწავლეები შეიძლება არ იყვნენ ძლიერები უნარის

ყველა კომპონენტში. მოსწავლეების სიძლიერე და სისუსტე სხვადასხვა კომპონენტში

შეიძლება აისახოს მათი წარმატების მიღწევაში, რაც ვლინდება სასწავლო

პროგრამების სხვადასხვა ტიპში. ამრიგად, უცხოური ენის ათვისების

ინდივიდუალური თავისებურებები ვლინდება შემდეგი ძირითადი კომპონენტების

სახით: უნარში, განწყობაში, მოტივაციაში, სწავლის სტილსა და სწავლის

სტრატეგიებში. Source: (გოგოხია რ., „უცხოური ენის დაუფლების ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებების კვლევა“,

დისერტაცია, თბ., 2012; http://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1457.pdf; Skehan P. 1989. Individual Differences in Second

Language Learning. Edward Arnold. A division of Hodder & Stoughton. London, New York, Melbourne, Auckland).

დუაიტ დ. ეიზენჰაუერმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა მოტივაციის განმარტება:

მოტივაცია არის უნარი, ადამიანი იქამდე მიიყვანოთ, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა,

როცა საჭიროა და როგორც საჭიროა იმიტომ, რომ ეს თვითონ მას სურს.

Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-

4487,- აპრილი, 2007

ხოლო, მოტივაციის შემსწავლელი მეცნიერი ჯონ ატკისონი თვლის, რომ ორი

შეძენილი თვისება: წარმატების მიღწევა და მარცხის თავიდან აცილების სურვილი

ამოძრავებს ნებისმიერ ადამიანს. წარმატების მიღწევის გამძაფრებული სურვილის

მქონე ადამიანები ცდილობენ კონკურენციის გაწევას, ხოლო მარცხის თავიდან

აცილების გამძაფრებული სურვილის მქონენი ყველანაირი ხერხით ცდილობენ

თავიდან აიცილონ კონკურენცია (ოუენსი და ვალესკი 2010.) მოსწავლეთა

მოტივაციის გამოწვევა გარდატეხის ასაკში არ არის მარტივი საქმე და პრიმიტიული

ხერხებით ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. არც რაიმე უნივერსალური მზა

მეთოდი არ არსებობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

აკადემიური მოსწრება (აკადემია ბერძნულად სამეცნიერო დაწესებულებას ნიშნავს)

არის სასწავლო პროცესის მოცემულ ეტაპზე მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგების

შეჯამებული შეფასება საგნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული

მოთხოვნებით. აკადემიური მოსწრების განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება

მოსწავლის დისციპლინარული დახასიათება და ის პიროვნული თვისებები,

რომელთა განვითარებაც არ არის საგნობრივი პროგრამების მიზანი. Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027]

ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. -

ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მკვლევარი მარზაანო

(Marzano,1998,2003) წარმოადგენს სამ ძირითად ფაქტორს, რომლებსაც აქვთ ყველაზე

დიდი ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე: სკოლის დონე, პედაგოგის დონე და

9

Page 12: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მოსწავლის დონე. ის ამტკიცებს, რომ პროცენტული შეფარდებით სხვაობა ყველა 30

კატეგორიისთვის ზეგავლენას ახდენს მიღწევებზე შემდეგი სახით: მოსწავლის

დონეზე 80%, სკოლის დონეზე 6,7% და მასწავლებლის დონეზე 13,3%. მოსწავლეთა

მიღწევების გაზრდა ან შემცირება, სკოლისა და მასწავლებლის დონის სხვადასხვა

ეფექტის შედეგად, დამოკიდებულია სკოლისა და მასწავლებლის და არა მოსწავლის

კონტექსტზე. მარზანო ამტკიცებს, რომ ეფექტიანი სკოლის ცვლადი დომინირებს

საშუალო მასწავლებლის ცვლადზე, მაგრამ ვერ შეცვლის არაეფექტური პედაგოგის

სწავლებას. მეორე მხრივ, ეფექტიანი მასწავლებლის ცვლადი არა მხოლოდ ცვლის

საშუალო სკოლის ცვლადს, არამედ არაეფექტიანი სკოლის კომპენსირებასაც ახდენს.

მკვლევრებმა (Darling-Hammond (2000), Ferguson (1991- 1996) აღმოაჩინეს, რომ

მასწავლებლის დონის ფაქტორები 60% არის პასუხისმგებელი მოსწავლის მიღწევის

კოეფიციენტზე. მკვლევართა და განათლების მესვეურთა აზრით, მოსწავლეთა

დაბალ აკადემიურ მოსწრებას უმთავრესად სამი რამ განაპირობებს:

1. სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაციის უქონლობა;

2. გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მოსწავლეთა განვითარებას და არ

წაახალისებს მათ აკადემიურ მიღწევებს;

3. სწავლის უნარის დარღვევა, რომელიც ხელს უშლის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიის მოსწავლეებისათვის დამახასითებელია:

დაბალი თვითშეფასება;

გულგრილი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ;

კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის უუნარობა;

წარმატებისთვის ძალისხმევის დახარჯვის სურვილის ნაკლებობა;

საკლასო აქტივობებზე უარის თქმა;

დაბალი სოციალური უნარები;

დიმიტრი უზნაძის აზრით - ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ

აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის

სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების

განვითარებას“. იმისთვის, რომ მოსწავლემ საკუთარი ძალები განივითაროს,

გამოავლინოს საკუთარი თავი და თვითდამკვიდრებაც შეძლოს, სწავლისადმი

პოზიტიური განწყობის განმაპირობებელი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოა.

სწორედ ამიტომ, არსებული მეთოდებიდან, პირველ რიგში. გამოვიყენე საკლასო

ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნა. ამაში მოვიაზრებ ყველაფერს, რასაც

პედაგოგი ამჟღავნებს საგაკვეთილო პროცესში: დამოკიდებულება, მოსმენა, გაგება,

მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება, სამართლიანობა, თავაზიანობა, იუმორი,

სიხალისე, ენთუზიაზმის გამომჟღავნება, პოზიტიური განწყობის შექმნა და ა.შ.

10

Page 13: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მეორე მეთოდი გახლდათ მიზნებისა და შედეგების დანახვა. მოტივაცია პირდაპირ

დაკავშირებულია მიზანთან. მოსწავლეს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე,

თუ რატომ სწავლობს, რისთვის სჭირდება სკოლაში მიღებული ცოდნა და რა

პერსპექტივები ექნება მას მომავალში. ამიტომ მასწავლებლები, ვფიქრობ,

ვალდებულიც ვართ დავუსახოთ მათ როგორც შორეული (მაგ. წარმატებული

კარიერა, წლის ბოლოს გამოცდა), ისე ახლო მიზნები ( თემის კარგად დაწერა,

დისკუსიაში მონაწილეობა, ტესტში მაღალი ქულა).

დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ისტ-ის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს

მოსწონთ, რადგან სწავლის პროცესი თამაშს ემსგავსება და ბავშვებიც დიდ

სიამოვნებას იღებენ მისგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაკვეთილებზე

ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება და მეტ-ნაკლებად მოვახერხე კიდეც

მთლიანი კლასის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.

თავი 3

სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები

აღნიშნული პრაქტიკული კვლევა გულისხმობს კვლევის ერთობლივი ძალისხმევით

განხორციელებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად

ერთიანდებიან, პრობლემას თვალს უსწორებენ, ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,

იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ

შედეგს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების კვლევის პროცესში

ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი. აქედან გამომდინარე, არესებული

პრობლემის კვლევაში უმჯობესი იყო ჩართულიყო ქ.რუსთავის #10 საჯარო სკოლის

საბაზო საფეხურის მე-7 კლასის მოსწავლეები. შესაბამისად, განისაზღვრა კვლევაში

მონაწილე პირები:

გამომდინარე იქედან რომ საკვლევ ჯგუფად ავირჩიე მე-7 კლასი, რომელშიც 25

მოსწავლეა, საკვლევ ჯგუფშიც მოსწავლეთა რაოდენობა არის 25, შესაბამისად

მოსწავლეთა რაოდენობისა, მშობელთა რაოდენობაც განისაზღვრა 25-ით. ხოლო,

11

Page 14: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

გამომდინარე იქედან, რომ სკოლაში უცხო ენების კათედრაზე სულ 5 პედაგოგი

ვართ, მასწავლებელთა სამიზნე ჯგუფში არის 4 მასწავლებელი.

1. მოსწავლე - 25

2. მშობელი - 25

3. მასწავლებელი -4

კვლევის მეთოდი / მეთოდები

კვლევის მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე რაოდენობრივი და

თვისობრივი კვლევის მეთოდები:

ანკეტირება

ინტერვიუ

დაკვირვება

აღნიშნული მეთოდებით კვლევამ შესაძლებლობა მომცა მეტად რელევანტურად

გამომეკვეთა მნიშვნელოვანი ასპექტები და კვლევის პროცესში შემეტანა

ცვლილებები კვლევის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ანკეტირების მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის და

ჩართულობის დონის შესწავლა.

ანკეტირება (მოსაწავლე) : ანკეტირებამ რომელსაც ესწრებოდა მეშვიდე კლასის 23

მოსწავლე, 2 მოსწავლე საპატიო მიზეზის გამო არ იყო სკოლაში, მომცა საშუალება,

დამედგინა რატომაა კლასში ჩართულობის და მოტივაციის დონე დაბალი.

ანკეტირებისას გამოვიყენე დახურული ტიპის 15 კითხვა(დანართი#1), რომელსაც

დავუთმე ერთი საგაკვეთილო დრო, 45 წუთი. ანკეტირების ფურცელზე არ

დამიწერია მოსწავლის სახელი / გვარი, რათა დამეცვა ანონიმურობა.

ანკეტირება (მშობელი) : ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 15 მშობელმა, გამოვიყენე

დახურული ტიპის 10 შეკითხვა(დანართი#2) და დავუთმე ერთი საგაკვეთილო დრო,

12

Page 15: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

45 წუთი. ანკეტირების ფურცელზე არ დამიწერია მშობლის სახელი / გვარი, რათა

დამეცვა ანონიმურობა.

ინტერვიუ (მასწავლებელი) - სკოლაში პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო

დამედგინა, თუ რა ღირებულება აქვს მათთვის საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის

გამოყენებას, ონლაინ რესურსების მოძიებას და მათ ეფექტურ გამოყენებას სასწავლო

პროცესში.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოვკითხე (5 შეკითხვა დანართი#3)

ინგლისური ენის 2 და რუსული ენის ერთი პედაგოგი, (გამომდინარე იქედან რომ

ფრანგულის მასწავლებელი მხოლოდ ერთი დღით მოდის სკოლაში ვერ მოვახერხე

მასთან პირისპირ ინტერვიუს გაკეთება) რამაც მომცა საშუალება შემეგროვებინა

ინფორმაცია:

რა სტრატეგიებს იყენებენ გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის და

მოტივაციის დონის გასაზრდელად. ინტერვიუ ჩავიწერე ტელეფონზე

როგორც აუდიო ვერსია, რომელიც მოგვიანებით დავამუშავე დეტალურად,

რაც დამეხმარა საბოლოო აზრის გამოტანაში.

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე- მას შემდეგ რაც დავგეგმე შესაბამისი

ინტერვენციები და დავიწყე მათი განხორციელება, პარალელურად ვახდენდი

ფოკუსირებულ დაკვირვებას 5 მოსწავლეზე თითოეულ გაკვეთილზე და

დაკვირვების შედეგები ჩანიშნული მაქვს ჩემს მიერ წინასწარ შემუშავებულ

ცხრილში.

13

Page 16: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა

შერჩეული კვლევის მეთოდებით მოვახდინე სამიზნე ჯგუფებიდან ინფორმაციის

ამოკრება/მოპოვება, მიღბული ინფორმაიის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ:

ანკეტირება მოსწავლე (დანართ# 1)

#1 კითხვაზე, საშინაო დავალების წერას იწყებ თუ არა ინგლისურით? 21 %- მა

უპასუხა ყოველთვის, 73 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 6 %-მა უპასუხა არასოდეს.

#2 კითხვაზე, სიამოვნებით ასრულებ თუ არა ინგლისურის დავალებას? 56 %- მა

უპასუხა ყოველთვის, 35 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა უპასუხა არასოდეს.

#3 კითხვაზე, ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას? 48 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 48 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 6 %-მა უპასუხა არასოდეს.

#4 კითხვაზე, მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა

მასწავლებლისგან? 9 %- მა უპასუხა ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 52 %-

მა უპასუხა არასოდეს.

#5 კითხვაზე, სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს? 9 %- მა

უპასუხა ყოველთვის, 30 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 61 %-მა უპასუხა არასოდეს.

#6 კითხვაზე, მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები

სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ? 26 %- მა უპასუხა

ყოველთვის, --61 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 13 %-მა უპასუხა არასოდეს.

#7 კითხვაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო

გამოთქვამ საკუთარ აზრს? 39 %- მა უპასუხა ყოველთვის, 48%-მა უპასუხა ზოგჯერ

და 13 %-მა უპასუხა არასოდეს.

#8 კითხვაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების

ირგვლივ სვამ შეკითხვებს? 30 %- მა უპასუხა ყოველთვის, 61 %-მა უპასუხა ზოგჯერ

და 9 %-მა უპასუხა არასოდეს.

#9 კითხვაზე, შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების

მოყვანა? 43 %- მა უპასუხა ყოველთვის, 48 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 9 %-მა უპასუხა

არასოდეს.

14

Page 17: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

#10 კითხვაზე, საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ

გჭირდება ვინმეს მითითება? 13 %- მა უპასუხა ყოველთვის, 52 %-მა უპასუხა

ზოგჯერ და 35 %-მა უპასუხა არასოდეს.

#11 კითხვაზე, თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ

არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ? 48 %- მა უპასუხა ყოველთვის, 39 %-

მა უპასუხა ზოგჯერ და 13 %-მა უპასუხა არასოდეს.

#12 კითხვაზე, ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო

პრეზენტატორი? 39 %- მა უპასუხა ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 22%-მა

უპასუხა არასოდეს.

#13 კითხვაზე, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი

ინიციატივით თუ მასწავლებლის მითითებით? 30%- მა უპასუხა ყოველთვის, 61 %-

მა უპასუხა ზოგჯერ და 9 %-მა უპასუხა არასოდეს.

#14 კითხვაზე, მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება

მითითებები? 26 %- მა უპასუხა ყოველთვის, 61 %-მა უპასუხა ზოგჯერ და __13 %-მა

უპასუხა არასოდეს.

#15 კითხვაზე, ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში

დავალების შესრულებას? 39 %- მა უპასუხა ყოველთვის, 52 %-მა უპასუხა ზოგჯერ

და 9 %-მა უპასუხა არასოდეს.

მოსწავლე

კითხვა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

ყოველთვის

5

21%

15

65%

11

48%

2

9%

2

9%

6

26%

9

39%

7

30%

10

43%

3

13%

11

48%

9

39%

7

30%

6

26%

9

39%

ზოგჯერ

17

73%

8

35%

11

48%

9

39%

7

30%

14

61%

11

48%

14

61%

11

48%

12

52%

9

39%

9

39%

14

61%

14

61%

12

52%

არასდროს

1

6%

0

0%

1

6%

12

52%

14

61%

3

13%

3

13%

2

9%

2

9%

8

35%

3

13%

5

22%

2

9%

3

13%

2

9%

15

Page 18: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ანკეტირება მშობელი (დანართი#2)

#1 კითხვაზე, საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი

ინგლისური ენით? 40 %- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 60%-მა მშობელმა

უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#2 კითხვაზე, თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას

ინგლისურ ენაში? 60%- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 40%-მა მშობელმა

უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#3 კითხვაზე, თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას? 40%-

მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 40%-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და 20%-მა

მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#4 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ

დაიმსახუროს შენიშვნა მასწავლებლისგან? 14 %- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის,

40%-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და 46 %-მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#5 კითხვაზე, თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს?

0 %- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 46 %-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და54 %-

მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#6 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს

კმაყოფილდება სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?

33 %- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 60%-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და7 %-

მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#7 კითხვაზე, თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი

ინიციატივით თუ სჭირდება ვინმეს მითითება? 0 %- მა მშობელმა უპასუხა

ყოველთვის, 46 %-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და 54 %-მა მშობელმა უპასუხა

არასოდეს.

16

Page 19: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

#8 კითხვაზე, თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას,

მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ? 54 %- მა

მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 33 %-მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და 13 %-მა

მშობელმა უპასუხა არასოდეს.

#9 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს

თუ სჭირდება თქვენი მითითებები? 13 %- მა მშობელმა უპასუხა ყოველთვის, 54 %-

მა მშობელმა უპასუხა ზოგჯერ და 33 %-მა მშობელმა უპასუხა არასოდეს.

ინტრვიუ მასწავლებელი

I მასწავლებელი -

ინტერვიუს # 1 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ისტ-ის

გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?

მასწავლებელმა ციტირება გააკეთა ბერძენი მწერლისა და ფსიქოლოგის, ნიკო

კაძანძაკის სიტყვების: „იდიალური მასწავლებელი განიხილავს საკუთარ თავს

ხიდის ხარისხში, რომელსაც ის სთავაზობს მოსწავლეებს რომ გადავიდნენ ამ ხიდზე,

მშობელი

კითხვა

1

2

3

4

5

6

7

8

9

ყოველთვის

6

40%

9

60%

6

40%

2

17%

0

0%

5

33%

0

0%

8

54%

2

13%

ზოგჯერ

9

60%

6

40%

6

40%

6

40%

7

46%

9

60%

7

46%

5

33%

8

54%

არასდროს

0

0%

0

0%

3

20%

7

46%

8

54%

1

7%

8

54%

2

13%

5

33%

17

Page 20: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

გადასვლის შემდეგ კი ის ინგრევა, ხოლო მასწავლებელი ყველას ეხმარება საკუთარი

ხიდის მშენებლიბაში. „ და დაამატა რომ 21 საუკუნეში / ტექნოლოგიურ ხანაში

აუცილებელია ისტ-ს გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ მისი აზრით მან არ

უნდა ჩაანაცვლოს წიგნები.

ინტერვისუს # 2შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო

პროცესში უადვილებს თუ არა მოსწავლეებს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას?

მასწავლებელმა უპასუხა, რომ ის იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო

ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი

გახადონ საგაკვეთილო პროცესი, მისი აზრით ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა

ენიჭება დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს მოსწავლეებს ასაკობრივი

თავისებურებებიდან გამომდინარე აქვთ თვალსაჩინო მეხსიერება. ტექნოლოგიების

გამოყენება კი მათ ეხმარებათ, უკეთესად აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა

და ინფორმაცია.

ინტერვისუს # 3 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ სახელმძღვანელოებში მოცემული

ფაქტობრივი ინფორმაცია რამდენად იძლევა ისტ-ის გამოყენების საშუალებას

საგაკვეთილო პროცესში?

მასწავლებლის აზრით: ისტ-ს მისადაგება ნებისმიერ თემასთან ძალიან მარტივადაა

შესაძლებელი, გამომდინარე იქედან რომ რესურსების მოძიება დღეს დიდ

სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების

საშუალებით შეიძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები,

რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში. ეს შეიძლება იყოს

სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა. ინტერნეტი დღეს უკვე

ხელმისაწვდომია ყველასათვის და ოსწავლეებსაც შეუძლიათ მოიძიონ

მრავალფეროვანი მასალა ამა თუ იმ საკითხზე. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო

ხდება,

18

Page 21: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ინტერვისუს #4 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას სასწავლო პროცესში?

მასწავლებელმა აღნიშნა, რომ საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება, ონლაინ

რესურსების მოძიება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, მათ დაინტერესებას და

ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობას. თუმცა მას არ მიაჩნიათ

რომ მათი გამოყენება ყოველდღიურად აუცილებელია.

ინტერვისუს # 5 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას სასწავლო პროცესში?

მასწავლებლმა უპასუხა: რომ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენება სასწავლო პროცესში ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას საგნის

სწავლების მიმართ, რადგან მოსწავლეები თვითონ ეძებენ,ქმნიან სხვადასხვა

მრავალფეროვან სასწავლო მასალას,თავად მოსწავლეა აქტიურად ჩართული

სასწავლო პროცესში.მოზარდები აქტიურად თანამშრომლობენ მსგავსი პროექტების

განხორციელების დროს ერთმანეთთან რაც ავითარებს მათ მსოფლმხედველობას.

მისი აზრით სასურველია ისტ რესურსების მაქსიმალური გამოყენება რადგან იგი

უფრო მეტია ვიდრე პლაკატი, რუკა და სხვა დამხმარე საშუალებები. ის ფიქრობს რომ

ელქტრონულ ინსტრუმენტს აქვს საშუალება მოსწავლეებამდე მასალა მიიტანოს

არამარტო თვითონ, არამედ თვითონ მოსწავლეებს რთავს სასწავლო რესურსის

შექმნის პროცესში. მან ასევე აღნიშნა რომ სწავლების პროცესში განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო

რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. მისი

თქმით მისი მოსწავლეების ყველაზე საყვარელი აქტივობაა ფილმის ჩვენება და

დისკუსიის გამართვა ფილმთან დაკავშირებით. თუმცაღა მან მწუხარებით აღნიშნა

რომ ის ხშირად ვერ ახერხებს ისტ-ს გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.

19

Page 22: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

II მასწავლებელი

ინტერვიუს# 1 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ისტ-ის

გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?

მასწავლებელმა უპასუხა, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

(ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების

ნებისმიერ სფეროში, შესაბამისად მას მიაჩნია რომ აუცილებელია თანამედროვე

ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში.

ინტერვისუს # 2 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო

პროცესში უადვილებს თუ არა მოსწავლეებს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას?

მასწავლებლის აზრით ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში უადვილებს

მოსწავლეებს ახალი მასალის ათვისებას, მისი აზრით: ინფორმაციული და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახით მასწავლებელს აქვს დიდი რესურსი, არ არის

შეზღუდული გაკვეთილის ჩარატების დროს, ეს მის ფანტაზიასა და

შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

მაგალითისათვის მოიყვანა პირადი გამოცდილება, და თქვა რომ პროგრამა Power

Point-ის საშუალებით მოსწავლეებს უკეთებს ანიმაციური, ილუსტრირებული

სიუჟეტებს, რომელიც სახალისო და საინტერესოა მათთვის და მარტივად აღსაქმელ.

ხოლო მიღებული ინფორმაცია დიდხანს და მარტივად ამახსოვრდებათ.

ინტერვისუს # 3 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ სახელმძღვანელოებში მოცემული

ფაქტობრივი ინფორმაცია რამდენად იძლევა ისტ-ის გამოყენების საშუალებას

საგაკვეთილო პროცესში?

მასწავლებელი პასუხობს რომ სახელმძღვანელოში მოცემული თემები იძლევა ისტ-

თან ინტეგრირების საშუალებას, უფრო მეტის, მისი აზრით თუ მასწავლებელი

ხშირად მიმართავს ისტ-ის გამოყენებას, მოსწავლეებიც ეჩვევიან მას მაგრამ სკოლაში

20

Page 23: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

არსებობს კომპიუტერიზაციის კერძოდ, კლასებში ინტერნეტის / კომპიუტერების

დეფიციტი.

ინტერვისუს # 4 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას სასწავლო პროცესში?

მასწავლებლი პასუხობს, რომ ინფორმაციული დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია სწავლების და წყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო

დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება. მაგალითისთვის

მოჰყავს „ბუკების“ პროგრამა. მისი აზრით` ინფორმაციული და საკომუნიკაციო

ტექნოლოგიების გამოყენება ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ინოვაციური

მიდგომების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემებზე

დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. რაც ხელს

უწყობს მოსწავეთა ჩართულობის გაზრდას სასწავლო პროცესში.

ინტერვისუს # 5 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას სასწავლო პროცესში?

მასწავლებელმა უპასუხა, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენება ხელს უწყობს სწავლისას მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. გარდა

იმისა, რომ ისტ-ის საშუალებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიკური

სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება შეიძლება, ასევე შესაძლებელია სასწავლო

შინაარსი უფრო ინტერაქტიული გავხადოთ. მისი დაკვირვებით, ყოველთვის

როდესაც ისტ-ს იყენებს გაკვეთილზე, მოსწავლეები არიან მოტივირებულები და

მაქსიმალურად ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. მისი თქმით მოსწავლეებს

განსაკუთრებით მოსწონთ ონლაინ თამაშები.

III მასწავლებელი

ინტერვიუს# 1 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ისტ-ის

გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?

21

Page 24: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მასწავლებელმა უპასუხა: იმისათვის რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და

მრავალეროვანი გახდეს, მნიშვნელოვანია პედაგოგმა გამოიყენოს ინფორმაციულ-

საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს

შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

ინტერვისუს # 2 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო

პროცესში უადვილებს თუ არა მოსწავლეებს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას?

მასწავლებლის აზრით ისტ-ის გამოყენება რა თქმა უნდა უადვილებს მოსწავლეებს

მასალის უკეთ შესწავლას. რადგან იგი ვიზუალურად და თავლსაჩინოდ აღიქვამს

მასალას. მოსწავლე იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და

მშობლებთან კომუნიკაციისათვის (მოკლე შეტყობინებების გასაგზავნად);

კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების,

მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და

შემდგომ მას სხვებს უზიარებს / უცვლის. ყოველივე ზემოთთქმული კი

მოსწავლეებში ავითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

ინტერვისუს # 3 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ სახელმძღვანელოებში მოცემული

ფაქტობრივი ინფორმაცია რამდენად იძლევა ისტ-ის გამოყენების საშუალებას

საგაკვეთილო პროცესში?

მასწავლებლის აზრით ისტ-ი საშუალებას იძლევა ნებისმიერი მასალა, რომელიც

სახელმძღვანელოშია მოცემული, განავრცო და მეტად საინტერესო გახადო. ისეთი

საშუალებები, როგორიცაა მაგ: powerpoint პრეზენტაცია - მასალის ასახსნელად და

kahoot.com და quizizz.com - შემაჯამებელი დავალებებისთვის. ყოველივე ეს

საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სახელმძღვანელოში მოცემული მასალის

მოდიფიცირება მოახდინოს და საინტერესო მეთოდით წარუდგინოს მოსწავლეებს.

ინტერვისუს # 4 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას სასწავლო პროცესში?

22

Page 25: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მასწავლებლის აზრით, ისტ-ს საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი

გავხადოთ ინტერაქტიული, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას

სასწავლო პროცესში.

ინტერვისუს # 5 შეკითხვაზე : როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა

ხელს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას სასწავლო პროცესში?

ისტ-ის გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის

ზრდას. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და

დინამიკური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება.

23

Page 26: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დაკვირვება

დაკვირვების პროცესი თითოეული გაკვეთილისა და ციკლის მიხედვით

თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი შემდეგ დაკვირვების ცხრილში:

a b c a b c a b c a b c a b c a b c

1 √ √ 1 √ √ 1 √ √

2 √ √ 2 √ √ 2 √ √

3 √ √ 3 √ √ 3 √ √

4 √ √ 4 √ √ 4 √ √

5 √ √ 5 √ √ 5 √ √

6 √ √ 6 √ √ 6 √ √

7 √ √ 7 √ √ 7 √ √

8 √ √ 8 √ √ 8 √ √

9 √ √ 9 √ √ 9 √ √

10 √ √ 10 √ √ 10 √ √

11 √ √ 11 √ √ 11 √ √

12 √ √ 12 √ √ 12 √ √

13 √ √ 13 √ √ 13 √ √

14 √ √ 14 √ √ 14 √ √

15 √ √ 15 √ √ 15 √ √

16 √ √ 16 √ √ 16 √ √

17 √ √ 17 √ √ 17 √ √

18 √ √ 18 √ √ 18 √ √

19 √ √ 19 √ √ 19 √ √

20 √ √ 20 √ √ 20 √

21 √ √ 21 √ √ 21 √ √

22 √ √ 22 √ √ 22 √ √

23 √ √ 23 √ √ 23 √ √

24 √ √ 24 √ √ 24 √ √

25 √ √ 25 √ √ 25 √ √

ჯამი : 7 9 9 8 8 9 10 7 8 8 11 6 13 7 5 10 11 4

V

ციკლი 1 ციკლი 2 ციკლი 3

II

III

IV

აკ

ვე

თი

ლი

ს N

მო

სწ

ავ

ლი

ს N

პრ

ობ

ლე

მა

1

პრ

ობ

ლე

მა

2

I

პრ

ობ

ლე

მა

2

I

II

III

აკ

ვე

თი

ლი

ს N

მო

სწ

ავ

ლი

ს N

პრ

ობ

ლე

მა

1

IV

VV

II

III

IV

აკ

ვე

თი

ლი

ს N

მო

სწ

ავ

ლი

ს N

პრ

ობ

ლე

მა

1

პრ

ობ

ლე

მა

2

I

24

Page 27: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ცხრილის განმარტება :

პრობლემა 1 - მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.

პრობლემა 2 - მოსწავლეები ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ

დავალებებს და ზოგადად სასწავლო პროცესს.(იხილეთ კვლევის მე-3

თავში „კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა“)

a. მოსწავლე ყოველთვის ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.

b. მოსწავლე ზოგჯერ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

c. მოსწავლე არასდროს არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

a. მოსწავლე ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ

დავალებას.

b. მოსწავლე ზოგჯერ ეკიდება პასუხისმგებლობით მასზე დაკისრებულ

დავალებას.

c. მოსწავლე არასდროს ეკიდება პასუხისმგებლობით მასზე დაკისრებულ

დავალებას.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა

ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა , რომ მოსწავლეთა

უმრავლესობა სპონტანურად უდგება სწავლის პროცესს, ისინი არასოდეს ფიქრობენ

ამა თუ იმ თემის შესწავლის მიზნებზე, არასოდეს არ ისახავენ სასწავლო მიზნებს და

ორიენტირებულები არიან მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემული

მასალის ათვისებაზე ანუ კვლავ საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი

უჭირავს ფაქტობრივი მასალის შესწავლას და ნაკლები ყურადღება ეთმობა სხვა და

სხვა უნარების განვითარებას, მასწავლებლები არ აცნობიერებიებენ მოსწავლეებს

მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების მნიშვნელობას მასალის უკეთ

ასათვისებლად და არაერთი საჭირო უნარის გასავითარებლად, რაც იწვევს

1.

2.

25

Page 28: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მოსწავლეებში მოტივაციის/ ინტერესის შემცირებას და შესაბამისად ნაკლებად

არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესშიც.

მოსწავლეებს არავინ ეხმარება განასაზღვრინოს რა დრო უნდა დაუთმონ

თითოეული საგნის დავალების შესრულებას. მათთვის წარმოუდგენელია დაგეგმონ

როგორ უნდა ისწავლონ, რა ხერხებს უნდა მიმართონ, არასოდეს აანალიზებენ

სწავლის შედეგებს, მაგალითად, არ განსჯიან რას მიაღწიეს, რა აქვთ

გასაუმჯობესებელი. ფოკუსჯგუფთან მუშაობისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა

ძირითადი ნაწილი მუშაობს მხოლოდ მაღალი ქულის მიღების სურვილით ,

არასოდეს განიხილავენ ბუნდოვან საკითხებს მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა,

რადგან თვლიან რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ისედაც საკმარისია ის

ცოდნა, რომელიც დააგროვეს, შესაბამისად მოსწავლეები ნაკლები

პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ დავალებას და ხშირ შემთხვევაში

სასწავლო პროცესსაც.

სამიზნე ჯგუფებიდან, კვლვის არჩეული მეთოდებით მოპოვებული იმფორმაციის

დამუშავების და გაანალიზების შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

1. მოსწავლეებს აქვთ დაბალი მოტივაცია ინგლისური ენისადმი, განიცდიან

შექებისა და ჯილდოს ნაკლებობას, დავალების სირთულე უქვეითებთ

მოტივაციას სწავლისადმი.

2. მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულები საგაკვეთილო

პროცესში.(პრობლემა 1)

3. მოსწავლეები ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ

დავალებებს და ზოგადად სასწავლო პროცესს.(პრობლემა 2)

26

Page 29: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

თავი 4

დაგეგმილი ინტერვენციები

კვლევის ფარგლებში, მე-7 კლასში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესზე

განხორციელებული მრავალფეროვანი დაკვირვების მეთოდების საშუალებით და

მონაცემთა ანალისის შედეგად, მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით, განვახორციელე

ინტერვენცია. მას შემდეგ რაც გამოიკვეთა პრობლემა, განვსაზღვრე ძირითადი

მიმართულებები, თუ რა აქტივობებით უნდა მომეხდინა მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლება, სასწავლო გარემოს გაჯანსაღება და სახალისო/საინტერესო გაკვეთილების

დაგეგმვა.

იმისათვის, რომ ყველა მოსწავლე ყოფილიყო სასწავლე პროცესში აქტიურად

ჩართული და მოტივირებული, საჭირო იყო სახალისო აქტივობების მოქიქრება და

განხორციელება. აქტივობები უნდა ყოფილიყო მოსწავლეთა ინტერესებზე

მორგებული,ისე რომ ყველას ინდივიდუალური შესაძლებლობები ყოფილიყო

მაქსიმალურად გათვალისწინებული.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:

1. ისტ (დანართი#6)

2. ფილმის ჩვენება

3. გულახდილი „მე ვაფასებ“

4. წახალისება

5. „გამოსაძახებელი ჩხირები“

6. „ცერი მაღლა /დაბლა“

7. დისკუსია

8. მეგობრულისისტემა - Buddy System

9. Jigsaw - ჯიგსოუ

10. დიფერენცირება

27

Page 30: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

განხორციელებული ინტერვენციები

ინტერვენციების დაგეგმვის შემდეგ დავიწყე მათი განხორციელება და

პარალელურად ვახდენდი სასწავლო პროცესზე დაკვირვება.

1. ისტ-ის გამოყენებით იცვლება სასწავლო გარემოს ხედვა. ბუნებრივია

მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა მატულობს თუ მასწავლებელი

წარმოადგენს თხრობის პარალელურად მონიტორზე ვიზუალურად

წარმოდგენილ შესაბამის მასალას, ან powerpoint-ში გამზადებულ

საპრეზენტაციო მასალას. მაგალითად ზედსართავი სახელის ხარისხების

ახსნისას გამოვიყენე ვიდეო youtube- დან ამ თემასთან დაკავშირებით ,

ვიზუალური შთაბეჭდილება კარგად ჯდებოდა მოსწავლეთა მეხსიერებაში

და განამტკიცებდა სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას. ასევე ძალიან

საინტერესო პროგრამაა quizizz.com / kahoot.com სადაც მე თვითონ შექმნილი

მაქვს ტესტები და ვიყენებ მრავალჯერადად თემის გამეორებისათვის ან

კონკრეტული გაკვეთილისთვის. მე პირადად აქტიურად ვიყენებ და

მომავალშიც ვაპირებ გამოვიყენო რადგანაც ამ მეთოდით დავინახე თუ

რამდენად აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები. შევადგინე ცოდნის

შესამოწმებელი ტესტები , რომრლსაც ქონდა ვიქტორინის სახე, თქვენ ვერ

წარმოიდგენთ თუ როგორ აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი, ყველა ბავშვი

ინტერესით აკვირდებოდა ტესტებს და აკვირდებოდნენ პასუხებს უკეთესი

შედეგის მისაღწევად.

რეფერატების, პროექტებისთვის კი აუცილებელია ისტ-ის გამოყენება.

ინფორმაციის მოსაძიებლად , სურათების კოლაჟისთვის და სხვა.

კვლევისთვის დათმობილ ყველა გაკვეთლზე ვიყენებდი ისტ-ი ,რათა

გაკვეთილები უფრო საინტერესო გამეხადა , გამეზარდა სიღრმისეულ

სტადიაზე მოტივაცია და მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი.

2. ფილმის ჩვენებადა განხილვა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის

რწმენა, ფიქრობენ რომ მათ არ შეუძლიათ ინგლისური ენის შესწავლა. უჭირთ

სიტყვების და ფრაზების დამახსოვრება. იმისთვის რომ დამერწმუნებინა

მოსწავლეები რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის შესწავლა , მთავარია მხოლოდ

სურვილი და შრომა, ვნახეთ ვიდეო” შენ ყველაფრის სწავლა შეგიძლია” და

მოისმინეს მინი ლექცია თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას.(სასურველ

შედეგს).

28

Page 31: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

3. გულახდილი „მე ვაფასებ“ - მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით

მათვეუბნები, თურასვცემ პატივსმათში. როდესაც მოსწავლე შეკითხვას

სწორად პასუხობს ვაქებ მას დავეუბნები: „ყოჩაღ!“გაითვალისწინე, რომ ეს

ფრაზა განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ანუ პატივს ვცემ

რომელიმე კონკრეტული მოსწავლის ძალისხმევას. ხოლო თუ მინდა

განმსაზღვრელი შეფასების გაკეთება მივმართავ შემდეგნაირად: „დამატები

თქულას გიწერ ამ პასუხისთვის“. ამშ ემთხვევაში აქცენტი გადატანილი მაქვს

არა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, არამედ მის გასამრჯელოზე.

კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც გამოვიყენე არის : „მე ვაფასებ, თუ როგორ

ჩამოაყალიბე პასუხი“. ამ ფრაზით კიარ ვაქებ მოსწავლეს, არამედ გამოვხატავ

გულწრფელ პატივისცემას. რაც ჩემი მხრიდან არის გულახდილი განცხადება

და არა–ბანალური ან გაზვიადებული ფრაზა.

4. წახალისება -- მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეების წახალისებას

ვახდენ ე.წ. ,,ბონუს ქულით“. კარგად მოყოლილი გაკვეთილისთვის, სწორად

გაცემული პასუხისთვის, გამორჩეული ყოფაქცევისთვის მოსწავლეს

ვაძლევ ,,ბონუს ქულას“, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ დროს. ასე,

მაგალითად, თუ მოსწავლე გაკვეთილზე დაიმსახურებს 8 ქულას და მანამდე

მოპოვებული აქვს ,,ბონუს ქულა“, სურვილის შემთხვევაში ამატებს „ბონუს

ქულას“ მიღებულ ნიშანს და ჟურნალში ეწერება 9-იანი.

5. „გამოსაძახებელი ჩხირები“-- მასწავლებელი წინასწარ წერს მოსწავლეთა

სახელებს და გვარებს სპეციალურ ჩხირებზე, მოათავსებს მათ მცირე ზომის

ყუთში, შემდეგ იღებს ერთს . კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს იმ მოსწავლეს

ვისი სახელიც წერია ჩხირზე. აუცილებელია ეს ჩხირი ისევ უკან ჩავაბრუნოთ,

რათა მოსწავლეს ისევ ჰქოდეს მოლოდინი, რომ შეიძლება კითხვა ისევ მას

დავუსვათ. ამ ინსტრუმენტის საშუალებით ვინარჩუნებთ ყურადღებას და

მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ინტერვენციამ ,,გამოსაძახებელი ჩხირები“ ეფექტური შედეგი გამოიღო

კლასთან მუშაობისას. ამ ჩხირების გამოყენებამ ჩემს კლასში სისტემატიური

ხასიათი მიიღო მოსწავლეთა დაინტერესების გამო. სასიამოვნო მოლოდინი

უმაღლებს მოტივაციას მოსწავლეს და უჩნდება სურვილი, რომ

სისტემატიურად მოვიდეს მომზადებული, რომ თავი წარმოაჩინოს

თანაკლასელების და ზოგადად აუდიტორიის წინაშე. უმაღლდება

თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

6. „ცერი მაღლა /დაბლა“--თუ მასწავლებელს სურს შეაფასოს, რამდენად კარგად

გაიგეს მოსწავლეებმა და გაიაზრეს სასწავლო საკითხი ან დასმული კითხვა,

მას შეუძლია გამოიყენოს სწრაფი შეფასების ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა

ცერები მაღლა/დაბლა. ცერების მაღლა აწევით შეუძლია გააგებინოს

29

Page 32: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

მასწავლებელს, რომ მათთვის ყველაფერი ნათელია, ხოლო ცერების დაბლა

დაწევით ,პირიქით- ის, რომ მათთვის საკითხი გაუგებარია. თუ კითხვა აქვთ

ან მასწავლებლის მხარდაჭერა სჭირდებათ ცერა თითები გვერდით უნდა

გადახარონ.

ინტერვენცია ,,ცერები მაღლა/დაბლა“ გამოვიყენე შედეგის სწრაფად

შემოწმების მიზნით, იქვე ვხვდები რა საჭიროებაა ჩემს კლასში ჩემს

გაკვეთილზე ამათუ იმ თემასთან დაკავშირებით და იქვე ვახდენ მიზნების

სწორად დასახვას და განხორციელებას. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, არ

იქმნება ქაოსური მდგომარეობა. ისმენენ საჭირო მასალას მშვიდ

მდგომარეობაში და აკეთებენ საჭირო ანალიზს. აღნიშნული ინტერვენცია

მოსწავლეებს აგრეთვე დაეხმარა ურთიერთშეფასებასა და საშინაო დავალების

მომენტალურ შეფასებაში. თუ კი მოსწავლე აჩვენებს დაბლა ცერს ვხვდები,

რომ მას შესრულებულ დავალებაში აქვს პრობლემა და იქვე ვახდენ,

მოსწავლეთა დახმარებით ამ პრობლემის მოგვარებას. აქვე უნდა აღინიშნოს,

რომ ამ ინტერვენციას არ უნდა მიეცეს გაჩუმების დანიშნულება, მხოლოდ

მიზნობრივად უნდა იყენებდეს მასწავლებელი.

7. დისკუსია- ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ერთიმხრივ, თვითშეფასების

უნარის ამაღლებას, მეორე მხრივ, იმ მოსწავლეების ჩართვას გაკვეთილში,

რომლებიც ნაკლებად აქტიურები არიან.

8. მეგობრული სისტემა - Buddy System მოსწავლეები გაკვეთილებს (საშინაო

დავალება, პროექტი, პრეზენტაცია) ერთმანეთის დახმარებით

მოამზადებდნენ. რომლის მეშვეობითაც ზარმაცი ან ინერტული მოსწავლეები,

რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულნი საკლასო თუ საგაკვეთილო

აქტივობებში, გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა პასუხისმგებლობა.

Buddy System-ის მიხედვით, თანამშრომლობითი სწავლების პერიოდში,

ჯგუფი ნაწილდება 2-3 მოსწავლისაგან შემდგარი წყვილებისაგან, რომლებიც

ნებისმიერ დავალება-სამუშაოს ერთად ასრულებენ. ამასთანავე, ყველა

პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

9. ჯიგსოუ (Jigsaw). აკადემიური მასალა დავყავი მცირე ფრაგმენტულ ნაწილებად

ჯგუფების წევრებში. მოსწავლეები თანაჯგუფელებთან ერთად სწავლობენ

თავიანთ საპროგრამო „ნაწილს“ იმ სხვა გუნდის წევრებთან ერთად,

რომლებსაც იგივე მასალა აქვთ დავალებული, შემდეგ ისინი ბრუნდებიან

თავიანთ გუნდებში და ასწავლიან თანაჯგუფელებს, საბოლოოოდ,

შემაჯამებელ გაკვეთილზე ყველამოსწავლე გამოკითხულია და შეფასებული

30

Page 33: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ვიქტორინის პრინციპით. ვიქტორინაში მიღებული შეფასებაზეა

დამოკიდებული თითოეული მოსწავლის აკადემიური წარმატებაც.

10. დიფერენცირება ---განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიგეგმა

ჯგუფური და წყვილებში მუშაობა, ორი თვის განმავლობაში .. შეიქმნა

თანაბარი სიძლიერის ჯგუფები (დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით),

რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური

მოსწრების მქონე მოსწავლეებს. დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობის

დროს მოსწავლეები მუშაობდნენ იმ საკითხებზე რომელიც მათი ცოდნის

შესაბამისი იყო. ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები ერთად

ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ უცხო ტექსტს და გრამატიკულ დროებს

იყენებდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

აფასებდნენ საკუთარ თავს და შემდეგ ერთმანეთს, აძლევდნენ უკუკავშირს, და

ამბობდნენ აგრეთვე თუ რა უნდა გააკეთონ უკეთესი შედეგის მისაღებად.

ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოვახდინე მისი შეფასება.

შეფასების მიზანი იყო გამეგო:

1. როგორ გაამართლა ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა.

2. რამდენად მარტივი და მოსახერხებელი იყო კვლევის შედეგად

შემუშავებული ინტერვენციები.

3. დამეხმარება თუ არა ზემოთ აღწერილი ინტერვენციები მიზნის მიღწევაში.

4. მომცემდა თუ არა ეს ინტერვენციები მოსწავლეებში მოტივაციის,

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, მოსწავლეთა პასუხისმგებლობის

ამაღლების საშუალებას.

ინტერვენციების დაგეგმის პროცესში ვახდენდი დაკვირვებას პროცესის

მიმდინარეობაზე და რეგულარულად ვინიშნავდი შედეგებს წინასწარ

შემუშავებულ დაკვირვების სპეციალურ ცხრილში. ინგლისურ ენაში, 7ბ კლასს,

სადაც სწავლობს 25 მოსწავლე, კვირაში საათების რაოდენობა არის 3სთ, ამ

საათებიდან კვლევისთვის შევარჩიე 2 საათი. ამ გაკვეთილებს მაქსიმალურად

ვტვირთავდი იმ აქტივობებით (ინტერვენციებით), რომელიც შევარჩიე

გამოკვეთილი პრობლემის გადასაჭრელად. კვლევისათვის განკუთვნილი

გაკვეთილების მსვლელობისას ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. თითო

31

Page 34: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

გაკვეთილზე 5-5 მოსწავლეს. ვაკვირდებოდი მათ ქცევას და მიღწევებს.

მოპოვებული იმფორმაცია შემქონდა ცხრილში.

კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი 10 მოსწავლეს და მთლიანი კლასის, ანუ

დაკვირვების 1 (პირველი) სრული ციკლისთვის დამჭირდა ორი კვირა და

მესამე კვირის 1 დღე.

სულ დაკვირვების პერიოდი შედგემოდა 3 ციკლისაგან, რომელიც

ერთიანობაში გამოვიდა 7 კვირა და მე-8 კვირის 1 დღე.

თითოეული ციკლის განმავლობაში შეგროვილ იმფორმაციას ვაჯამებდი და

ვაანალიზებდი, რის შემდეგაც გადავდიოდი დაკვირვების შემდეგ ციკლზე,

რამაც საშუალება მომცა დავკვირვებოდი პროცესის მიმდინარეობის

დინამიკას და დამეფიქსირებინა ის პროგრესი, რაც რეალურად დადგა

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ(იხილეთ კვლევის მე-3 თავში

„კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა“).

ის გაკვეთილები რომლების შევარჩიე კვლევისათვის მკაცრად მქონდა

გაწერილი და დაგეგმილი, კერძოდ ამ გაკვეთილებზე მონაცვლეობით

შემქონდა დაგეგმილი ინტერვენციები ისე რომ მათი განაწილება დროში

ყოფილიყო თანაბარი ინტერვენციის თითოეული ციკლისათვის.რაც

თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი შმდეგ ცხრილში:

ციკლის დაკვირვების ცხრილი

კვირის

რაოდენობა

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

გაკვეთილი I II I II I II I II I II I II I II I

ინტერვენცია 1,5 2,1,6 4,1,8 3,1,9 7,1,10 1,5 2,1,6 4,1,8 3,1,9 7,1,10 1,5 2,1,6 4,1,8 3,1,9 7,1,10

ციკლი 1 √ √ √ √ √

ციკლი 2 √ √ √ √ √

ციკლი 3 √ √ √ √ √

თარიღი

32

Page 35: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ცხრილის განმარტება :

ცხრილში, ინტერვენციის გრაფაში ჩაწერილი ციფრები არის ინტერვენციების

რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრულია კვლევის მეოთხე თავში „დაგეგმილი

ინტერვენციები“

თავი 5

რეკომენდაციები

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ სასურველია მეტი

ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება, რაც საკმაოდ რთული

განსახორციელებელია იმ პირობებში როგორშიც გვიწევს მუშაობა. ისტ-ით

გამდიდრებული გაკვეთილების ჩასატარებლად არ გვაქვს შესაბამისი საკლასო

ოთახები. მასწავლებელს თვითონ უწევს პროექტორის გაკვეთილამდე გამართვა

რათა ჩაატაროს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილი. რაც ძალიან შრომატევადი

საქმეა. ამიტომ ამის გაკეთება ხშირად ვერ ხერხდება. ერთერთი რეკომენდაცია

შეიძლება იყოს ის რომ სასურველი იქნება თუ გვექნება შესაძლებლობა რომ

ხშირად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები გაკვეთილზე, ასევე მოსწავლეები ვამუშაოთ

ხშირად ჯგუფებში, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, რათა მიეჩვიონ საკუთარი

აზრის დაფიქსირებას და მის დაცვას.

დაკვირვების პროცესში თვaლსაჩინოდ გამოჩნდა გამოკვეთილი პრობლემების

მეტნაკლებად გადაჭრის ტენდენცია, რაც ცალსახად მიუთითებს დაგეგმილი

ინტერვენციების ვალიდურობას, გამოკვეთილ პრობლემასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ აღნიშნული ინტერვენციების უფრო ხანგრძლივი დროით

გამოყენება აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგზე, გამომდინარე აქედან

მაქვს სურვილი, ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის რეკომენდაციების

სახით, იგივე პრობლემის მოგვარების მიზნით, შევთავაზო ჩემ მიერ დაგეგმილი

ინტერვენციები:

1. ისტ

2. ფილმის ჩვენება

3. გულახდილი „მე ვაფასებ“

4. წახალისება

5. „გამოსაძახებელი ჩხირები“

6. „ცერი მაღლა /დაბლა“

7. დისკუსია

8. მეგობრულისისტემა - Buddy System

9. Jigsaw - ჯიგსოუ

10. დიფერენცირება

33

Page 36: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დასკვნა

კვლევის პროცესი საინტერესო და სახალისო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე

ჩემთვის, ბევრი ახალი და საინტერესო მიგნებები გავაკეთე, რომელიც ვფიქრობ

გამომადგება სამომავლოდ ჩემ პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევაში გამოყენებული

მეთოდიკა მიმართული იყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისკენ,

რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ისტ-ის გამოყენებით დაგეგმილმა გაკვეთილებმა

და ამ გაკვეთილებზე სწავლების ეფექტური სტრატეგიების გამოყენებამ

საგრძნობლად გააუმჯობესა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესსი.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,რომელიც

დამეხმარება მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის გაზრდაში ინგლისური ენის

გაკვეთილზე.

ვიმედოვნებ, რომ ის შედეგემი, რომელიც წარმოდგენილი მაქვს კვლევის ანგარიშში,

ასევე საინტერესო იქნება ჩემი კოლეგებისთვის და დაეხმარება მათ თვითონაც

წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის

გაუმჯობესებისათვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო

გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.

მიმაჩნია რომ, ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწავლების მეთოდებთან

მიმართებაში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. უნდაშ ევძლოთ

ხშირად ჩავატაროთ ისტ- ით გამდიდრებული გაკვეთილები. უნდა შეგვეძლოს 21 ე

საუკუნისთვის საჭირო უნარჩ-ვევები გამოვუმუშაოთ ბავშვებს, რათა გახდნენ

კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე

34

Page 37: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №1

ანკეტირების კითხვები (მოსწავლეები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა ინგლისური ენით?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

2. სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას ინგლისურ ენაში?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

3. ხალისით ასრულებ თუ არა შაშინაო დავალებას?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

4. მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა

მასწავლებლისგან?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

5. სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს ?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

6. მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები

სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

7. საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო გამოთქვამ

საკუთარ აზრს?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

8. საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების ირგვლივ სვამ

შეკითხვებს?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

9. შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

10. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ გჭირდება

ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

11. თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ არა

მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

12. ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო პრეზენტატორი?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

13. მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი ინიციატივით

თუ მასწავლებლის მითითებით?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

14. მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება

მითითებები?

35

Page 38: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

15. ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში

დავალების შესრულებას?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

36

Page 39: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №2

ანკეტირების კითხვები (მშობლები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი ინგლისური

ენით?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

2. თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას

ინგლისურ ენაში?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

3. თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

4. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს

შენიშვნა მასწავლებლისგან?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

5. თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს (შექებას,

საჩუქარს და სხვ.)?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

6. თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდება

სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

7. თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი

ინიციატივით თუ სჭირდება ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

8. თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას,

მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

9. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ

სჭირდება თქვენი მითითებები?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

37

Page 40: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №3

ინტერვიუ - მასწავლებელი

1. როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ისტ-ის გამოყენება

საგაკვეთილო პროცესში?

2. როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში უადვილებს თუ

არა მოსწავლეებს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას?

3. როგორ ფიქრობთ სახელმძღვანელოებში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაცია

რამდენად იძლევა ისტ-ის გამოყენების საშუალებას საგაკვეთილო პროცესში?

4. როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა

ჩართულობის ამაღლებას სასწავლო პროცესში?

5. როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა

მოტივაციის გაზრდას სასწავლო პროცესში?

38

Page 41: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №4

I II III IV V VI VII VIII

არასოდეს 6 0 6 52 61 13 13 9

ზოგჯერ 73 35 48 39 30 61 48 61

ყოველთვის 21 65 48 9 9 26 39 30

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

კითხვარი - მოსწავლე

არასოდეს

ზოგჯერ

ყოველთვის

IX X XI XII XIII XIV XV

არასოდეს 9 35 13 22 9 13 9

ზოგჯერ 48 32 39 39 61 61 52

ყოველთვის 43 13 48 39 30 26 39

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

არასოდეს

ზოგჯერ

ყოველთვის

39

Page 42: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №5

I II III IV V VI VII VIII IX

არასოდეს 0 0 20 46 54 7 54 13 33

ზოგჯერ 60 40 40 40 46 60 46 33 54

ყოველთვის 40 60 40 17 0 33 0 54 13

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

კითხვარი - მშობელი

არასოდეს

ზოგჯერ

ყოველთვის

40

Page 43: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №6

ისტ-ის გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილის თემები

1. პირველი ექიმები.(ფილმის ჩვენება - განხილვა)

2. პირველი ექიმები (ვიქტორინა - Quizizz.com)

3. შეჯიბრი „მედიცინა“- Jeopardy

4. ახლანდელი სრული დრო (გრამატიკის განხილვა)

5. “Hello”- by Addel – ახლანდელი სრული დრო (gap filling)

6. “ჩემი საყვარელი ფილმი”- პროექტი

7. “ანიმაციური პროგრამა”

8. „სინონიმები“- Kahoot.com

9. ინკლუზია / შეზღუდული შესაძლებლობები.

10. ისაუბრე ერთი წუთი.

11. „ამერიკის შტატები“-www.learninggamesforkids.com

12. ჯანსაღი ცხივრების წესი.

13. მოგზაურობა www.englishcentral.com

14. „ბედნიერება „- lyricstraining.com

15. -შემდეგი აგური კედეში = შემდეგი ნაბიჯი ცხოვრებაში.

Another brick in the wall – Pink Ployd - www.playbuzz.com

41

Page 44: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

დანართი №7

ბიბლიოგრაფია

1. ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009.

http://old.tpdc.ge/images/stories/pdf/teqnologiebi.pdf

2. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ПЯТНИЦА, 6 МАЯ 2016 Г.

https://ist-nairameliqishvili.blogspot.com/

3. შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა

9 ნოემბერი, 2015 მანანა ბაქრაძე

http://mastsavlebeli.ge/?p=1546

4. ჩინჩალაძე ლ., 2008: უცხოური ენის სწავლებისა და სწავლის თანამედროვე

სტრატეგიები, თბილისი, მერიდიანი, 2008.

5. რ ო გ ო რ გ ა ვ ა უ მ ჯ ო ბ ე ს ო თ მ ო ს წ ა ვლ ი ს ა კ ა დ ე მ ი უ რ ი მ ო ს წ რ ე ბ ა?

https://edu.aris.ge/news/rogor-avamaRloT-moswavlis-akademiuri-moswreba.html

6. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. ეროვნული სასწავლო

გეგმა 2011-2016, საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში.

http://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo

7. თამარკაციტაძე, როგორ ავიმაღლოთ სწავლის მოტივაცია, 2012წ;

8. ნათია არაბული, მოტივაციის ამაღლების საშუალებები, 2013წ;

9. NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA - აკადემიური მოსწრება

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16420

10. NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA - მოტივაცია

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=11959

42

Page 45: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

კვლევის რეფლექსია

ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,

„მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება ისტ-ის გამოყენებით საბაზო

საფეხურზე ინგლისური ენის გაკვეთილზე“

იგი გამომდინარეობდა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან,რომლის მთავარი მიზანი

იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილზე დაბალი

აკადემიური მოსწრების მიზეზების დადგენა, რათა შემდეგში მომეხდინა

ინტერვენციის სავარაუდო ვარიანტების ჩამოყალიბება და დაგეგმვა.

მიღებული შედეგი მეტნაკლებად დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი

კოლეგებთან გაზიარება.

კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს მე- 7 კლასში, გრძელდებოდა 4

თვის მანძილზე. კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი,ისე რაოდენობრივი

თვისებების გამოყენებით,ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუსირებული

დაკვირვება, პირისპირ ინტერვიუ მასწავლებლებთან, დახურული ანკეტირება და

კითხვარი მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. შედეგის მისაღწევად გამოყენებული

იქნა ინტერვენციები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის პროცესში

საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო საკვლევ საკითხზე მუშაობა. საკითხს უფრო

მეტად ღრმად გავეცანი, დამატებით მოვიძიე და გავეცანი, როგორც სამეცნიერო

პედაგოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ ლიტერატურას მოსწავლეთა ჩართულობასთან,

მოტივაციასთან და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებთან დაკავშირებით,

რათა მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს

მოსწავლეთა მიერ განათლების მიღებას, რომლის წინაპირობაა მოსწავლეთა

ინტერესი სწავლის მიმართ, აგრეთვე მნიშვნელოვანია არა მარტო მათი ჩართულობა

საგაკვეთილო პროცესში, არამედ საიფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

თანამშრომლობითი სწავლების მიმართ ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს

ურთიერთ სწავლების პროცესსაც.

ვფიქრობ, რომ პედაგოგიურმა კვლევამ დადებითი შედეგი მომცა. გაიზარდა ფოკუს

ჯგუფის მოსწავლეთა ჩართულობა ინგლისური ენის გაკვეთილზე. ვცდილობ,

გაკვეთილებზე ისტ-ის გამოყენებით, თემის შესაბამისი უფრო მეტი თვალსაჩინოება

და რესურსი შევქმნა და გამოვიყენო, რაც ზრდის მოსწავლეთა ინტერესს საგნის

მიმართ.

კვლევის მიგნებების და შემუშავებული რეკომენდაციების გამოყენება შეუძლიათ

კოლეგებს სხვა კლასებშიც, რაც დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო

Page 46: რიტა მაჩალაძე · რიტა მაჩალაძე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა

გარემოს შემუშავებაში, ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება მაღალი აკადემიური

წარმატების მიღწევაში.

კვლევ ის შედეგების გაზიარების მიზნით შეხვედრა გავმართე კვლევის სამიზნე

ჯგუფთან :

მე-7 კლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, სკოლის დირექციასთან და

მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიან ამ კლასს.

წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განვიხილე ჩემ მიერ

განხორციელებული კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის

მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები წარვადგინე ცხრილებისა და

დიაგრამების სახით.

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი. მათ აღნიშნეს, რომ

კვლევა დაეხმარათ სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში, რადგან კვლევის პერიოდში

მასწავლებელი მიმართავდა მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებებს, უფრო

ხშირად იყენებდნენ გაკვეთილებზე ისტ-ს.

კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.

დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა

განახორციელონ. თუმცა ზოგი ცოტა ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესების

განხორციელებას, რადგან თვლიან რომ დროის უბრალო ხარჯვაა და ეს ალბათ

სწავლის პროცესში ვერ დაეხმარებათ. ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი

იყო,მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკის

კვლევას.