მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ...

88
სსიპ ქალაქ თბილსის N36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ბიოლოგიის სწავლებისას მე-8 კლასში ლეილა ნიკოლეიშვილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2018–2019 წწ.

Transcript of მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ...

Page 1: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

სსიპ ქალაქ თბილსის N36 საჯარო სკოლა

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება

ბიოლოგიის სწავლებისას მე-8 კლასში

ლეილა ნიკოლეიშვილი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

2018–2019 წწ.

Page 2: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

1

სარჩევი საკვლევი საკითხის მიმოხილვა ............................................................................................................. 4

საკვლევი კითხვა ................................................................................................................................... 8

კვლევის მიზანი: .................................................................................................................................... 8

კვლევის პერიოდი: ................................................................................................................................ 8

ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................................... 9

კვლევის მეთოდები ................................................................................................................................ 28

სამიზნე ჯგუფი .................................................................................................................................... 31

კვლევის შედეგები - მონაცემთა ანალიზი .......................................................................................... 32

მოსწავლეთა პრე გამოკითხვის შედეგები ...................................................................................... 32

ფოკუს ჯგუფის ანალიზი:.................................................................................................................. 38

მოსწავლეთა გამოკითხვა ................................................................................................................... 40

მშობელთა გამოკითხვა ...................................................................................................................... 46

კვლევის ძირითადი დასკვნები ............................................................................................................ 50

ინტერვენციების აღწერა ........................................................................................................................ 51

ინტერვენციების შეფასების ანალიზი ................................................................................................. 62

მოსწავლეთა პოსტ გამოკითხვა ........................................................................................................ 62

დასკვნა ...................................................................................................................................................... 70

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................ 72

დანართები................................................................................................................................................ 74

რეფლექსია ................................................................................................................................................ 84

Page 3: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

2

შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის #36 საჯარო სკოლის

ბიოლოგიის მასწავლებლის ლეილა ნიკოლეიშვილის მიერ განხორციელებული

პრაქტიკული კვლევის ანგარიშს თემაზე:,, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება

ბიოლოგიის სწავლებისას მე-8 კლასში’’, რომელშიც განხილულია სამეცნიერო

ლიტერატურაზე დაყრდნობით საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები.

კვლევის ანგარიშში მოცემულია სრული ინფორმაცია საკვლევ თემაზე, აქტუალობაზე,

კვლევის მეთოდებზე, ინტერვენციებსა და შედეგებზე, ასევე, განხილულია საკვლევი

საკითხის გათვალისწინებით ლიტერატურა, აღწერილია კვლევის მიგნებები და

კვლევის ნაკლოვანებები, აღმოფხვრილი თუ აღმოსაფხვრელი პრობლემები.

კლასში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მისი ხანგრძლივად შენარჩუნება ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, გამოცდილი პედაგოგების და ფსიქოლოგების მიერ

მოტივაციის ამაღლების არა ერთი ეფექტური სტრატეგია შემუშავდა, თუმცა

თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში ეს საკითხი მაინც აქტუალურია.

კვლევა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მოტივაციის პრობლემების შესახებ საკითხის

შესწავლას. ამ მიმართულებით არსებული ცოდნის გაღრმავებას და ახალი ცოდნის

გენერირებას.

კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის

ინსტრუმენტები. ფოკუს ჯგუფის საშუალებით გამოვიკვლიე მასწავლებლების

მოსაზრებები და დამოკიდებულებები საკვლევ საკითხთან მიმართებაში. ასევე

გამოვიყენე მოსწავლეთა პრე და პოსტ ანკეტირება, მშობელთა და მოსწავლეთა

გამოკითხვა.

სამოქმედო კვლევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

Page 4: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

3

დიაგნოსტირების ეტაპი:

საკვლევი თემის შერჩევა;

ლიტერატურის მიმოხილვა;

პრობლემის და მისი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება ვარაუდის/ჰიპოთეზის

დონეზე;

კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების შერჩევა;

მონაცემთა შეგროვება და მონაცემთა ანალიზი;

კვლევის შედეგების ძირითადი დასკვნები და მიგნებები.

თერაპიის ეტაპი

ინტერვენციების დაგეგმვა/შემუშავება;

ინტერვენციების განხორციელება;

ინტერვენციების შეფასება;

კვლევის ანგარიშის შეფასება

Page 5: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

4

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

ჩვენს საუკუნეში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების,

მათ შორის ბიოლოგიის სწავლებამ. დღეს ეს საკითხი მეტად აქტუალურია, რადგანაც

ამ საგნის შესწავლა მოსწავლეს აძლევს იმ ცოდნასა და უნარებს, რითაც შეუძლია

ჩამოყალიბდეს გონიერ, პროგრესულ, მოაზროვნე ადამიანად. მიუხედავად ამისა,

მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება

არამარტო საქართველოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც პრობლემას

წარმოადგენს. ,,21-ე საუკუნის მოსწავლე არის ზღვა ინფორმაციის საუკუნეში

მცხოვრები გლობალური მოქალაქე, რომლის ყურადღების მიქცევა კონკრეტული

ინფორმაციის აღქმის, გააზრების და გამოყენებისათვის არც თუ ისე ადვილია“

(აბულაძე, 2014 )

სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია.

როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს იგი განსაკუთრებით აქტუალური ხდება

სასკოლო სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურზე გადასვლისას. როგორ უნდა

ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროცესი, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების

ტრადიციული დაქვეითება მე-6-მე-8 კლასებში. პედაგოგიურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ

მოსწავლეები ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ,

შესაბამისად დაბალია მათი ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში, რაც

მოქმედებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე. მოსწავლეთა დაბალი აკადემიური

მოსწრება აჩვენა საერთაშორისო კვლევამაც.

TIMSS-ის (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების

საერთაშორისო კვლევა) და PISA -ს საერთაშორისო კვლევის (მოსწავლეთა შეფასების

საერთაშორისო პროგრამა) ბოლო წლების შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და

ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი

დაბალია. PISA-ში მოსწავლის შინაგანი მოტივაცია განისაზღვრება, როგორც

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისას მიღებული სიამოვნების ხარისხი.,,

Page 6: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

5

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლით მიღებული სიამოვნება დადებით კორელაციაშია

კვლევის ფარგლებში საბუნებისმეტყველო სფეროში მოსწავლეთა მიღწევებთან და ეს

ტენდენცია საქართველოზეც ვრცელდება“.(მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო

პროგრამა PISA საქართველოს ანგარიში. 2017 ).

აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა VIII კლასში, ბიოლოგიის სწავლებისას.

მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულებს დავალებას და მომზადებული

მოდის გაკვეთილზე, მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი პასიურია. არ არიან

თავდაჯერებულები და გაბედულები, სადღაც გაქრა ენთუზიაზმი და სიხარული

რომელიც გაკვეთილზე ჰქონდათ. გართულდა მათი დაინტერესება და აქტიურად

ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. დაბალია მოსწავლეთა ინიციატივა, ქმედითობის

უნარი, მოტივაცია. მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით

გამოირჩევა. რაც აჩვენა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა შემაჯამებელმა

დავალებამ.

გაჩნდა კითხვა თუ როგორ, რა გზებით უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა მოსწავლის

დაინტერესებას და მოტივაციის ამაღლებას ?

მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართული უნდა იყვნენ

პროდუქტიულ სასწავლო აქტივობებში. როგორ უნდა შევქმნათ ისეთი სასწავლო

გარემო, სიტუაცია, ურთიერთობები რომელიც გაზრდის მოტივაციას და

ჩართულობას სწავლების პროცესში?

არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, და კითხვებზე პასუხის გასაცემად კვლევის

თემად ავირჩიე ,, მოსწავლის მოტივაციის ამაღლება ბიოლოგიის სწავლებისას მე-8

კლასში“.

რა შეიძლება იყოს მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებები : პიროვნული

ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო, სასწავლო გეგმისა თუ მასწავლებლის მიერ

Page 7: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

6

წამოყენებული მოთხოვნები. თუ ვხედავთ მოტივაციის დაქვეითებას მაშინ მიზეზი

უნდა ვეძიოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებში.

საკვლევი საკითხის იდენტიფიცირების მიზნით შევხვდი საბუნებისმეტყველო

კათედრის წევრებს, სადაც განხილული საკითხი ეხებოდა მოსწავლეთა დაბალ

მოტივაციას. ყველა პედაგოგი ერთხმად თანხმდება, რომ მოსწავლეთა მოტივირება

ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია პედაგოგიკაში. ვისაუბრეთ დაბალი მოტივაციის

გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე. ( იხ. დანართი 1 )

საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების შეხვედრაზე გამოითქვა ვარაუდი, რომ

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია შეიძლება გამოწვეული

იყოს შემდეგი ფაქტორებით:

1.სახალისო, საინტერესო და კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული გაკვეთილების

ნაკლებობა;

2. ნაკლები დაინტერესება საგნის მიმართ;

3.ნაკლები თვითრწმენა მოსწავლეებში. (მოსწავლეები არ არიან დარწმუნებული

თავიანთ შესაძლებლობებში);

4. მშობლების ნაკლები ჩართულობა მოსწავლეთა სწავლის მიმართ;

5. არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა დიფერენციალური მიდგომები;

6. თანამშრომლობითი სასწავლო გარემო;

7. ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული საგნის საჭიროება;

8. საგნის სირთულე.

ჩემი ჰიპოთეზები კვლევის პროცესში უნდა დამედასტურებინა, რისთვისაც

გამოვიყენე კვლევის სხვადასხვა ინსტრუმენტები. კვლევის პროცესში მონაცემთა

Page 8: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

7

შეგროვების მიზნით გამოვიყენე როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი

მეთოდები. პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით ჩავატარე რაოდენობრივი

მეთოდი- ანონიმური ანკეტირება მოსწავლეებთან. რითაც მოვახდინე მოსწავლეთა

მოტივაციის ხარისხის დადგენა. კვლევის თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე

ფოკუს-ჯგუფი მასწავლებლებთან, სადაც განვიხილეთ და გავაანალიზეთ

მოსწავლეთა წამყვანი სწავლის მოტივები; გამოკითხვა მოსწავლეებთან და

მშობლებთან, რის შედეგადაც დადგინდა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები:

მშობლების ნაკლები ჩართულობა მოსწავლის სწავლისადმი, მოსწავლეთა დაბალი

ინტერესი; სახალისო, საინტერესო და კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული

გაკვეთილების ნაკლებობა, ნაკლები თვითრწმენა, არ აქვთ გათვითცნობიერებული

საგნის საჭიროება, საგნის სირთულე.

საკვლევი საკითხის იდენტიფიცირების შემდეგ შევისწავლე პროფესიული

ლიტერატურა, გადავხედე საკითხთან არსებულ კვლევებს, სხვების გამოცდილებას,

რათა უკეთ გავრკვეულიყავი იმ პრობლემაში, რომლის გამოკვლევაც გადავწყვიტე.

ლიტერატურის მიმოხილვამ უფრო ნათლად დამანახა გზა, რომელიც პრობლემის

გადაჭრაში დამეხმარებოდა.

ჩემი კვლევის სამიზნე არის საბაზო საფეხურის მე-8 კლასის მოსწავლეები და

პრობლემის აქტუალობას ისიც განსაზღვრავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის

მიხედვით საბაზო საფეხურზე (VII- IXკლასები) საბუნებისმეტყველო

დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო

მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები. რაც

მიუღწეველია სწავლის მოტივაციის ამაღლების გარეშე.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩემი კვლევა

აქტუალურია. ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს პრაქტიკული ღირებულება

გააჩნია, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ მიდგომას თავისი ადგილი აქვს

საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნულმა კვლევამ საკმაოდ დიდი პედაგოგიური

Page 9: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

8

გამოცდილება შემძინა. გამომიმუშავდა უნარი საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებით

მოვახდინო პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის ანალიზი და მოვიძიო მისი

გადაჭრის გზები, დავნერგო სწავლა-სწავლების უფრო მეტი პრაქტიკული და

მრავალფეროვანი აქტივობები, განვახორციელო კლასში მოსწავლეზე

ორიენტირებული სწავლება, გამოვიყენო კლასგარეშე აქტივობები , ვუზრუნველყო

უსაფრთხო სასწავლო გარემო, ვითანამშრომლო მშობლებთან. ვფიქრობ, რომ ნაშრომი

სასარგებლოა როგორც ბიოლოგიის, ასევე სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც.

გაწეული კვლევის აღწერა და ანალიზი პედაგოგებს მიაწვდის მეტ ინფორმაციას,

ასევე დაეხმარება პრაქტიკული რჩევებითა და რეკომენდაციებით. გამოყენებული

მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეს დაინახოს ბიოლოგიის

შესწავლის საჭიროება, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და

განიმტკიცოს თვითრწმენა, აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, თავად იყოს

მისი მონაწილე და მიიღოს ახალი ცოდნა და მეცნიერული უნარ-ჩვევები. კვლევა

სარგებელს მისცემს მშობელს, რადგან მათი შვილი იქნება მოტივირებული,

დაინტერესებული სწავლით და წარმატებული, რაც ქმნის მშობელთა პოზიტიური

განწყობის საფუძველს.

საკვლევი კითხვა

როგორ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია ბიოლოგიის სწავლებისას მე-8 კლასში.

კვლევის მიზანი:

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ბიოლოგიის სწავლებისას მე-8 კლასში.

კვლევის პერიოდი:

კვლევა მიმდინარეობდა 2018-2019 წელს.

Page 10: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

9

ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის გაცნობამ დამარწმუნა, რომ მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური

მუშაობა განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო

პროცესის სახალისოდ წარმართვას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,სწავლება და შეფასება ‘’

ვკითხულობთ, რომ ,,მოტივაცია არის იმპულსი/სურვილი, შინაგანი პროცესი,

რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის

მიღწევისაკენ მიმართავს.“ მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა

და უნარების რეალიზებას. მოსწავლის მოტივაციაზე გავლენას ახდენს მრავალი

ფაქტორი. მათ შორის მშობელი, მეგობარი, მიმზიდველი სასწავლო გარემო და რაც

მთავარია მასწავლებელი.

დ. უზნაძის მიხედვით მასწავლებელსა და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში

ჩართვისათვის სჭირდება სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს

მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. ,,სასწავლო პროცესი იმაზე უნდა

იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი

მოთხოვნილება, ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ

ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს. შესაბამისად, ბავშვს თვითონ გაუჩნდება

სწავლის მოთხოვნილება და მისი შესაბამისი განწყობაც“. (განვითარების და სწავლის

თეორიები.2012:68 ) ქართველი მეცნიერი უახლოვდება დასავლური ფსიქოლოგიის

სკოლის მიერ აღიარებულ შინაგან მოტივაციას.

დასავლური ფსიქოლოგიის სკოლა გამოარჩევს შინაგან და გარეგან მოტივაციას.

შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა, რომელიც შიგნიდან

არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაღაცის აღმოჩენის

სურვილით. გარეგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა,

რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით. გარკვეული ჯილდოს ან აღიარების

სურვილით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ

Page 11: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

10

გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,სწავლება და შეფასება“ ვკითხულობთ, რომ ,,

პედაგოგმა მოტივაციის ორივე ფორმას უნდა მიმართოს. თუმცა ყურადსაღებია ის

ფაქტი, რომ შინაგანი მოტივაცია ბევრად უფრო მდგრადია და მოსწავლეთა

განვითარებას ბევრად უწყობს ხელს. მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებელმა

მრავალგვარ სტრატეგიას შეიძლება მიმართოს, მაგრამ ყოველთვის უნდა

ითვალისწინებდეს ასაკობრივი ჯგუფისა და კონკრეტული მოსწავლის ხასიათისა და

მუშაობის სტილის თავისებურებებს.“

მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ უნდა იყოს ასეთი-ყველა

მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას. ზოგიერთი მოსწავლე დიდი

ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები,რომლებსაც არ

აინტერესებთ საგანი და სწავლის პროცესი . ისინი წახალისების გარეშე სწავლისადმი

დიდი ინტერესს არ იჩენენ. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი? ამის შესახებ

გავეცანი თამარ კაციტაძის სტატიას ,, როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია“, სადაც

ბლოგი ,,ორიონი“ მასწავლებლებს ურჩევს: სასწავლო პროცესი გახადოს სახალისო და

საინტერესო, რისი მიღწევაც შესაძლებელია: მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით,

კლასგარეშე აქტივობებით, სწავლების ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით;

გაააქტიუროს მოსწავლეები ექსკურსიების, დისკუსიების, პრეზენტაციების

მოწყობით; ჩართოს მოსწავლეები ტესტების, კროსვორდების, სიტუაციური

ამოცანების მომზადებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მოსწავლეებს

მისცეს ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა სირთულის დავალებები; მისცეს

მოსწავლეს დადებითი უკუკავშირი ( მაგ. 1+2 ) ; შექმნას ისეთი გარემო ,რომ მოსწავლის

შეცდომები უკეთესი შედეგისკენ სწრაფვის იმპულსად აქციოს; არასოდეს

გააკრიტიკოს მოსწავლე საჯაროდ; იყოს მიუკერძოებელი; განსაკუთრებული

ყურადღებით მოეკიდოს მოსწავლის ნაშრომს; ტესტირებისას გამოიყენოს როგორც

დახურული ისე ღიაბოლოიანი შეკითხვები.

Page 12: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

11

ასეთი აქტივობების გატარება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამდიდრებას,

მოსწავლეთა გააქტიურებას, მოსწავლეთა მიერ მასალის უკეთ ათვისებას,

მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებას, კლასში პოზიტიური გარემოს

შექმნას, სადაც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომისა არ

შეეშინდებათ; განმავითარებელი შეფასების გამოყენებას, მასწავლებლის მიმართ

მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას და ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა

მოტივაციის გაზრდას და რაც უფრო მოტივირებული არიან მოსწავლეები მით

მაღალია სწავლის ხარისხი და აკადემიური მოსწრება (კაციტაძე, 2012).

გავეცანი ნათია არაბულის სტატიას: ,,მოტივაციის ამაღლების საშუალებები, “ სადაც

ვკითხულობთ, პირველ რიგში საჭიროა საკლასო ოთახში დადებითი ატმოსფეროს

შექმნა, ასევე საკლასო ოთახის გადაქცევა მიმზიდველ სასწავლო გარემოდ; მოსწავლემ

უნდა იცოდეს რატომ სწავლობს ამა თუ იმ საგანს/საკითხს, რისთვის სჭირდება და რა

პერსპექტივები ექნებათ მომავალში. მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა დაანახოს

შორეული და ახლო მიზნები და შედეგები. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს

მრავალფეროვანი რესურსების და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას

გაკვეთილზე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის

ინდივიდუალური თავისებურებები და გაკვეთილიც ამის მიხედვით უნდა დაგეგმოს,

მოსწავლის კარგი მუშაობის ან კარგი საქციელის შემთხვევაში მასწავლებელმა არ

უნდა დაიშუროს შექება. ჯილდო გარეგანი მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი

საშუალებაა. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სახალისო აქტივობები:,, უამრავი და

ამოუწურავი მასალა არსებობს ამ კუთხით და მათი გამოყენება საკმაოდ დადებითად

მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის პროცესი თამაშს ემსგავსება და

მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან. მოსწავლეებს ძალიან მოსწონდათ

წყვილებში და ჯგუფებში მუშაობები, როლური თამაშები და სიმულაციები, აუდიო და

ვიდეო მასალის გამოყენება. (არაბული, 2013)

გავეცანი ირინა აბულაძის სტატიას : ,,მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“, სადაც

ვკითხულობთ, რომ მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, რადგან

Page 13: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

12

ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სოციალური და კულტურული მდგომარეობით,

უნარებით, მოთხოვნილებებით, საჭიროებებით ,ამიტომ მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედი

ფაქტორებიც იქნება მრავალფეროვანი. სტატიაში განხილულია რამდენიმე თეორია

მოტივაციის მიმართულებით, კონკრეტულად ხსნის იმ ფაქტორებს რომლებიც მოტივაციის

ზრდას იწვევს.

ატრიბუციის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ წარმოდგენებზე, რომელიც

მოსწავლეს უჩნდება მაშინ, როცა მიღებულ შედეგს აკავშირებს რაიმე კონკრეტულ

ფენომენთან. ,, როდესაც ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლის მაღალ აკადემიურ

მოსწრებას მის დიდ მცდელობას უკავშირებს შესაძლოა, ამან მის მოტივაციაზე

დადებითად იმოქმედოს. ყველა შემთხვევაში ეს მოსწავლეებში აღძრავს გარკვეულ

ემოციას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. აკადემიურ კონტექსტში

მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად წარმართოს მოსწავლის ემოცია, მისი

მიღწევა დაუკავშიროს არა იღბალს, არამედ მცდელობას, დაბალი აკადემიური

მიღწევა კი კონკრეტული უნარების უქონლობით არ ახსნას“ (აბულაძე, 2014).

მოლოდინების თეორიის მიხედვით ის მოსწავლეები რომლებიც მაღალი აკადემიური

მოსწრებით ხასიათდებიან ღებულობენ მაღალ ქულებს, რადგან მათ მიმართ არსებობს

საზოგადოების მხრიდან წარმატების მოლოდინი. ე.ი. წარმატების მიღწევის

მოტივაციას საზოგადოების მხრიდან წარმატების მოლოდინი განსაზღვრავს.

სოციალური დასწავლის თეორია და მიზნის მიღწევის თეორია-მოსწავლე სწავლობს

დაკვირვებით.ის აკვირდება მასწავლებელს და თანატოლს. ,,მოსწავლე

მოტივირებულია, თუ არტიკულირებულია კონკრეტული მიზნები, რომლებსაც

მასწავლებელი მასთან შეთანხმების საფუძველზე დასახავს. ამის მიღწევა მოსწავლესა

და მასწავლებლის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველზეა შესაძლებელი“ (აბულაძე,

2014).

თვითეფექტურობის თეორია-მოსწავლის მოტივაცია დამოკიდებულია წარმატების

მიღწევის შესაძლებლობის აღქმაზე. ამ სტატიაში ვკითხულობთ თუ რა როლი აქვს

Page 14: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

13

მასწავლებელს მოსწავლოს მოტივაციის ამაღლების საკითხში. მოსწავლის

მამოტივირებელი შეიძლება იყოს: არა მარტო საგნის მცოდნე , არამედ დიპლომატი

მასწავლებელი,რომელიც ენთუზიაზმით უდგება საქმეს, რომელსაც შეუძლია

კეთილმეგობრული ურთიერთობა დაამყაროს და დააბალანსოს მოსწავლეებთან,

რომელიც იცნობს და პატივს სცემს მათ, აფასებს მათ ინტერესებს. მასწავლებელი,

რომელსაც შეუძლია გაკვეთილზე გამოიყენოს განმავითარებელი შეფასებები , ხშირი

უკუკავშირი, განახორციელოს მოსწავლეების მიმართ თანაბარი მიდგომა, ყურადღება

გაამახვილოს მიღწევებზე, მიიპყროს მოსწავლის ყურადღება ცნობისმოყვარეობის

გაღვივებით, მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებით, ნათლად მიაწოდონ

შეფასების მიზანი და გააცნოს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმები, წარმართოს

საგაკვეთილო პროცესი მშვიდად.

მოსწავლის მოტივაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარსის ფაქტორს.,, თემა,

რომელიც მას მიეწოდება, უნდა იყოს გასაგებად გადმოცემული, დროული და მისი

ინტერესების შესაბამისი, მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა მოახდინოს სასწავლო

მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა. მოტივაციისთვის

მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა , რომელ

მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, რომელი წიგნი წაიკითხოს,

როგორი ფორმით წარმოადგინოს დავალება და სხვა“ (აბულაძე. 2014).

შემოქმედებითობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული

სტრატეგიები იწვევს თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, მოსწავლის

ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კვლევას, კითხვების დასმას.

მოსწავლეს ყოველთვის უნდა იპოვოს, ამოხსნას, შესაბამისად მოტივაცია, მიაღწიოს

დასახულ მიზანს, მაღალია.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს ფაქტორს. ავტორი ამ საკითხზე

აქცენტს აკეთებს საგაკვეთილო პროცესის გარემოზე. მასწავლებელმა უნდა შექმნას

თანამშრომლობითი გარემო, სადაც მოსწავლეები ასრულებენ ერთობლივ

Page 15: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

14

პრეზენტაციებს, პროექტებს , ერთად ასრულებენ დავალებებს. ყურადღების

მოზიდვის და მოტივაციის გაზრდისთვის გამოიყენოს მაგალითები ყოველდღიური

ცხოვრებიდან. მოსწავლის მოტივაციის გაზრდისათვის წაახალისოს მოსწავლეები.

მაგალითად , მაღალი აკადემიურო მოწრებისათვის სკოლის სხვადასხვა აქტივობებში

ჩართვის გზით. ,,მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად იცის, რა მოლოდინი

აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი,

შესაბამისად , მოსწავლე მოტივირებულია, მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ამისთვის

შექება. და ბოლოს მხარდაჭერისკენ მიმართული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას

განაპირობებს.“ (აბულაძე, 2014)

მოსწავლის ფაქტორი. მოსწავლეთა გარეგან და შინაგან მოტივაციაზე გავლენას

ახდენს ის სოციალური გარემო, საიდანაც ისინი მოდიან ,ასევე გარემო სადაც უწევთ

ყოფნა.,,მაგალითად, ის თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სასწავლო მასალა ,

როგორ სკოლაში დადიან, ოჯახის შემოსავალი, კონკრეტულ სფეროში დასაქმების

სურვილი, მასწავლებლებთან, მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობის

ფორმა და ხარისხი. მოსწავლის მოტივაციაზე ასევე გავლენას ახდენს ის, თუ

რამდენად ჩართულია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მსვლელობაში.

გრძელვადიანი საგაკვეთილო პროცესის გაცნობამ , მიზნების ნათლად დასახვამ

შესაძლოა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად აუმაღლოს მოტივაცია დასახული მიზნის

მისაღწევად.“ (აბულაძე ი. 2014)

ირინა აბულაძის სტატიაში განხილულია იმ ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც

გავლენას ახდენენ მოტივაციის ამაღლებაზე. ეს ფაქტორებია : მოსწავლის,

მასწავლებლის, შინაარსის და სასწავლო გარემოს ფაქტორი. აგრეთვე საუბარია იმ

სტრატეგიებზე რომლებმაც შესაძლოა მოტივაცია აუმაღლოს მოსწავლეებს.

გავეცანი ნინო კოდუას სტატიას : ,,თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი პრობლემა”,

სადაც დასახელებულია ფაქტორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია

Page 16: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

15

მოსწავლეთა მოტივაციის შეცვლა: საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებმა თავი

უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ, მათ მიერ გამოთქმული მცდარი აზრი არ

უნდა გახდეს განსჯისა და დაცინვის საგანი. შედეგად მოსწავლის აქტიურობა,

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და ინტერესი გაიზრდება, რასაც მივყავართ

მოტივაციის გაზრდისკენ. მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს ზრდის

საგაკვეთილო პროცესში აუდიოვიზუალური რესურსების გამოყენება,

ლაბორატორიების კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა. გარეგანი მოტივაციის

ფორმები: შექება, წახალისება, ჯილდო აუცილებელი პირობაა მოტივაციის

გაზრდისათვის. მასწავლებელმა სწავლის პროცესში ყურადღება უნდა დაუთმოს

საგნის აქტუალურობის განხილვას, რადგან საგნების ისეთი ფორმით სწავლებას,

რომელსაც არ აქვს კავშირი ყოველდღიურობასთან მივყავართ სწავლისადმი

ინტერესის დაკარგვამდე. დღევანდელი სახელმძღვანელოები გადატვირთულია

მრავალფეროვანი ძნელადაღსაქმელი მასალით. ამისათვი საჭიროა მასწავლებელმა

გამოიყენოს დისკუსიები, გაანალიზონ პრობლემური თემები და იპოვონ მიღებული

ცოდნის გამოყენების გზები.

პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის

მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს:

1. ცნობისმოყვარეობა

გავეცანი თ.ჭყოიძის სტატიას ,, მოსწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები ‘’ სადაც,

ცნობისმოყვარეობა განხილულია, როგორც შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი

ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის

გონებას ააქტიურებს და მიმართავს ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ.

ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძგებს. ,, მასწავლებელს

შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის

მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ

პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით, ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული

Page 17: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

16

კითხვების დასმით, ახალი უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური

ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული

მაგალითების გამოყენებით, ვიზუალური და აუდიომასალით, მოკლე ისტორიული

ექსკურსიით და ა.შ. (ჭყოიძე , 2012)

2.თვითრწმენა

თვითრწმენა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია. თუ მოსწავლე

დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და დასახული მიზნის მიღწევაში.

მოსწავლეს ექნება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა და აქტიურად ჩაერთვება

სასწავლო პროცესში.

კითხვაზე: როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა? თეო ჭყოიძე თავის

სტატიაში მიუთითებს მასწავლებლის როლზე. მას შეუძლია ისეთი აქტივობების

დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას

უზრუნველყოფს. დასაწყისში მასწავლებელმა მარტივი დავალება უნდა მისცეს, რაც

მოსწავლეებში წარმატების განცდას გამოიწვევს. მნიშვნელოვანია შესრულებული

საქმიანობის შეფასება-ეფექტური უკუკავშირი: პოზიტიური მხარის აღიარება და

კონსტრუქციული შენიშვნების მიღება. ,,სასწავლო პროცესი, რომელიც

დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ

პროგრესს და წარმატებას , თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას,

ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს

თვითრწმენა“.(ჭყოიძე , 2012)

თვითრწმენის განმტკიცება დაკავშირებულია კომპეტენციების განვითარებასთან.

ხოლო განვითარებული კომპეტენციები წარმოადგენს წამახალისებელ ფაქტორს და

თვითრწმენის განმტკიცების საფუძველს.

Page 18: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

17

3. დამოკიდებულება

თეო ჭყოიძე თავის სტატიაში დამოკიდებულებას განმარტავს ,როგორც ,, ადამიანის

მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა. შ. პოზიტიურ ან ნეგატიურ

შეფასებას“. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას განსაზღვრას ის გარემო,

რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. დამოკიდებულების შეცვლაზე

გავლენას ახდენს სწრაფად ცვლადი გარემო და ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში

მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რათა მან შეასრულოს გზამკვლევის როლი

მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.

მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება

გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

მაგალითად, შეიძლება მოსწავლე მომზადებული მოდის გაკვეთილზე, მაგრამ მას

პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა

განპირობებული იყოს _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით.

მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ ადეკვატურად დაგეგმოს და

გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების

ჩამოსაყალიბებლად. ( ჭყოიძე, 2012)

4.მოთხოვნილებები

მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად

განსხვავებული იყოს. ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ ადამიანის

მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის

დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის,

დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის,

გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ

პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის

მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.(ჭყოიძე ,2012)

Page 19: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

18

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში თვითრეალიზაციის

მოთხოვნილება ყველაზე მაღალ საფეხურზე განიხილება. განათლების მიზნები

მიმართულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად

ქცევაზე. ,,მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა

ჩამოუყალიბდეთ, როგორიცაა გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება ,

სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრელიზება და ა.შ.“(ჭყოიძე , 2012)

მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი

შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მასწავლებელმა უნდა დაადგინოს

მოსწავლეთა საჭიროებები და მოთხოვნილებები, განსაზღვროს მოთხოვნილებათა 5

კატეგორიიდან იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს

საფუძვლად სწავლას. შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებით უზრუნველყოს

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა და მათი მოტივაციის ამაღლება.

განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული

მოდელი გულისხმობს მოტივაციის გაკვეთილის გეგმაში ჩაშენებას. მოტივაცია

ემყარება 4 ფაქტორს. ესენია: ყურადღება, აქტუალობა, თავდაჯერებულობა,

კმაყოფილების განცდა. კელერის აზრით, ეს ოთხი კატეგორია აუცილებელია

ადამიანისათვის, რომ მოტივირებული იყოს (კაპანაძე, 2016 )

ბიჰევიორისტები წინა პლანზე სწევენ გარეგან მოტივაციას, რომელსაც განაპირობებს

წამახალისებელი სტიმულები, ჯილდო და დასჯა, ჰუმანისტები წინა პლანზე სწევენ

შინაგან მოტივაციას, რომელსაც ქმნის პიროვნების ზრდის, თვითრეალიზაციის

მოთხოვნილებები. კოგნიტივისტები ხაზს უსვამენ პიროვნების მიერ გაგების ,

კომპეტენტურობის მოპოვების სურვილს და ინდივიდის ატრიბუციებისა და

ინტერპრეტაციების ძალას. სოციოკულტურული მიდგომა აქცენტს აკეთებს ჯგუფის

საქმიანობაში ლეგიტიმურ ჩართულობასა და და ჯგუფთან იდენტობაზე.

როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოსწავლეთა სწავლის უნარის

განვითარებისათვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება, უშუალოდ

Page 20: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

19

სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. რაც საშუალებას მოგვცემს,

ვუზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და

ხალისიანი ჩართვა.

გავეცანი მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს. სტანდარტის მიხედვით

მნიშვნელოვანია ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება , რომელიც გამოიწვევს

მოსწავლეებში ცოდნის შეძენას , მის საფუძველზე უნარ-ჩვევების გამომუშავებას და

მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.

საჭიროა:,,ბ.ა) მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო

მეცნიერებების სწავლის ხელშესაწყობად;

ბ.კ) სასწავლო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის აუცილებელი

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების მოძიება/შექმნა და გამოყენება,

ასევე, მოსწავლეთათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“ (საბაზო და

საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლის პროფესიული

სტანდარტი . მუხლი 67 )

სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის ბიოლოგიის მიმართ

მოსწავლეთა ინტერესის ნაკლებობა ცნობილი ფაქტია. ეს პრობლემა მთელ

მსოფლიოში აღიარებულია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი განსაკუთრებით

მწვავედ დგას. ამას ადასტურებს TIMSS ( Trends in Mathematics and Science Study)-ისა

და PISA (Programme for International Student Assessment)-ის საერთაშორისო კვლევები,

რომელთა თანახმად, საქართველო საერთაშორისო საშუალო ნიშნულსაც კი ვერ

აღწევს. საერთაშორისო კვლევების შედეგების შეფასება აღწერს მოსწავლეების

სწავლის შედეგებს, მათ დინამიკასა და შესწავლის ფაქტორებს, რომლებიც გავლენას

ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.

PISA განასხვავებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციის ორ ფორმას: ა)

შინაგან მოტივაციას - მოსწავლეებს სავარაუდოდ სიამოვნებთ და მოსწონთ

Page 21: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

20

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა; ან/და ბ) ინსტრუმენტულ/გარეგან მოტივაციას

- მოსწავლეები სწავლობენ, რადგან თვლიან, რომ ამ საგნების შესწავლა მათ

გამოადგებათ მომავალი გეგმების განსახორციელებლად.

შინაგან მოტივაციას საფუძველად უდევს შინაგანი ინტერესი, აქტივობაში

მონაწილეობის ან საკუთარი სიამოვნებისათვის კონკრეტული საქმის კეთების

სურვილი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება ექცევა PISA-ს კვლევაში,

თვითეფექტურობაა. თვითეფექტურობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

განისაზღვრება იმის საფუძველზე, თუ როგორ აღიქვამს მოსწავლე საკუთარ

შესაძლებლობებს გამოიყენოს მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. (მოსწავლეთა

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA საქართველოს ანგარიში. 2017:48)

PISA-ში მოსწავლის შინაგანი მოტივაცია განისაზღვრება, როგორც

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისას მიღებული სიამოვნების ხარისხი.

მოსწავლე, რომელსაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის შინაგანი მოტივაცია

ამოძრავებს, სიამოვნებას იღებს საგნის შემეცნების პროცესით და მისთვის სწავლის

მიზანს წარმოადგენს არა მარტო ცოდნის გაღრმავება, არამედ დახარჯოს დრო და

ენერგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ აქტივობებზეც.

მოსწავლეებს, რომლებიც უფრო სიამოვნებით სწავლობენ საბუნებისმეტყველო

საგნებს, მიღწევების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კონტექსტში ძიებაზე დაფუძნებული

სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ

აქტივობებში. საინტერესოა, რომ საქართველოში, ისევე როგორც PISA-ში მონაწილე

ქვეყნების დიდ ნაწილში, მოსწავლეთა მიღწევებზე უარყოფითად აისახება ის

გარემოება, რომ მასწავლებელი კლასში მოსწავლეებთან ერთად ხშირად იყენებს

ძიებაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას

ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ აქტივობებში. PISA-ს ეს პარადოქსული მიგნება

იმაზე მიგვანიშნებს, რომ ექსპერიმენტების გამოყენებას სასწავლო პროცესში მხოლოდ

Page 22: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

21

იმ შემთხვევაში აქვს ეფექტი, თუ მასწავლებელს ამისათვის საკმარისი კომპეტენციაც

აქვს და საკლასო ოთახში შესაბამისი პირობებიც არსებობს. (მოსწავლეთა შეფასების

საერთაშორისო პროგრამა PISA საქართველოს ანგარიში.2017 :20 )

იმისათვის რომ სასწავლო პროცესი მუდმივად საინტერესო იყოს და მოსწავლეებს

ყურადღება არ მოუდუნდეთ, მასწავლებელმა შემოქმედებით მიდგომას უნდა

მიმართოს და სწავლების ინოვაციური ფორმები ეძებოს. მოსწავლეებს სიახლეები და

ექსპერიმენტები ყოველთვის იზიდავს. ეს მათ განვითარებასაც უწყობს ხელს.

ზ.ჯაფარიძის მიხედვით მასწავლებელი საგნის სწავლების პროცესში ვალდებულია,

ბევრი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატაროს, რათა მოსწავლეებს საგნის მიმართ

ინტერესი გაუღვივოს და ისეთი უნარ–ჩვევები ჩამოუყალიბოს, როგორიცაა,

დაკვირვება, აღწერა, მონაცემთა ანალიზი და კლასიიკაცია, მოდელის შექმნა და

გამოყენება. ,,მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება პრაქტიკული გაკვეთილებისას, როცა

ხდება მოდელებისა და სქემების შექმნა, რომელიც ეხმარება მათ საკითხის უკეთ

გაგება-გააზრებაში. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ მსგავს დავალებებს და

ინტერესით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში“. (ჯაფარიძე, 2017)

მ.ბლიაძე თავის სტატიაში ,, მოდელების გამოყენება სასწავლო პროცესში ‘’ წერს, რომ

მოდელირება შემეცნების მეთოდია. იგი მოდელების შექმნასა და კვლევას მოიცავს.

მოდელირების ობიექტი შეიძლება იყოს საგანი, მოვლენა და პროცესი. მოდელები

როგორც თვალსაჩინოება ხშირად გამოიყენება სასწავლო პროცესში. მაგალითად,

ბიოლოგიაში – ადამიანის აგებულების შესწავლაში. მოდელები საშუალებას

გვაძლევს, თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ ობიექტების ფორმები და პროცესები, და

მათი არსებითი თავისებურებები. ,,მოდელები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ:

საგნობრივ (მატერიალურ) მოდელებად და ინფორმაციულ მოდელებად. საგნობრივი

(მატერიალური) მოდელები აღწერს ობიექტების გეომეტრიულ, ფიზიკურ და სხვა

თვისებებს მატერიალური სახით (ანატომიური მულაჟები და სხვ.), ინფორმაციული

მოდელები კი ობიექტებსა და პროცესებს წარმოსახვით ან ნიშნური ფორმით

Page 23: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

22

წარმოადგენს. საგნობრივი მოდელები (ნახატები, ფოტოსურათები და სხვ.), თავის

მხრივ, ობიექტების მხედველობით გამოსახულებას ქმნის, რომელიც ინფორმაციის

მატარებელ რომელიმე საშუალებაზეა (ქაღალდზე, ფოტო- ან კინოფირზე და სხვ.)

აღბეჭდილი“ (ბლიაძე , 2015) .

გამომსახველობითი ინფორმაციული მოდელები ფართოდ გამოიყენება იქ სადაც

საჭიროა ობიექტების კლასიფიცირება მათი გარეგანი ნიშნების მიხედვით

(მაგალითად ბიოლოგიაში).

გავეცანი ხათუნა კაპანაძის სტატიას : ,, სწავლა კეთებით – საბუნებისმეტყველო

საგნების პრიორიტეტი და მოსწავლეთა მოტივაცია“, სადაც კეთებით სწავლება

ითვალისწინებს ცოდნის მიღებას პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით.

უნვითარდებათ ამ დროს, ჯგუფური მუშაობა და თანამშრომლობა, კრიტიკული და

შემოქმედებითი აზროვნება, ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში

განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მოტივაციის ამაღლებას.

კეთებით სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. მოსწავლეები არიან ჩართული

და მოტივირებული საგაკვეთილო პროცესში და მათთან ერთად მასწავლებელსაც

ემატება მოტივაცია. მოსწავლეები ინტერესით სწავლობენ საგანს და რასაც თავისი

ხელით გააკეთებენ, ის არასდროს არ ავიწყდებათ. კეთებითი სწავლების დროს

მოსწავლე შემოქმედების პროდუქტს ხედავს, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, სტიმულს

აძლევს და მოტივაციას უმაღლებს.

მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა პიროვნული ინტერესის მიხედვით შერჩეული,

კეთებით საქმიანობაზე ორიენტირებული დავალებები ზრდის საგანმანათლებლო

პროცესის ეფექტურობას მოცემული საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის ხარჯზე.

მოტივაციური სასწავლო გარემოს მქონე საგაკვეთილო პროცესში საბუნებისმეტყველო

საგნების სწავლება კი წარმოადგენს ფსიქო-სოციალური უნარებისა და კოგნიტური

სფეროს განვითრების, მეცნიერული პრინციპებისა და კონცეფციების შესწავლის

ძირითად საშუალებას.

Page 24: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

23

ჯონ დუის სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის

მთავარ პრინციპს წარმოადგენს სწავლა კეთებით. მოსწავლე სწავლობს თავისი

მოქმედებების საშუალებით. ,,მოსწავლე საკუთარი წარმოსახვის ,ინტელექტისა და

შემოქმედების პროდუქტს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანჭებს, რაც ერთის მხრივ,

თორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი ,

აცნობიერებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი

მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.“ (დიუი ჯ )

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. მე-19 საუკუნის ბოლოს ამ თემას სპეციალური

სახელობო სკოლების შექმნით იკვლევდა ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ჯონ

დიუი და საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა კეთებით სწავლების ეფექტურობის

შესახებ. ჯონ დიუი თვლის, რომ ცოდნის მიღება არ ხდება მანამ, სანამ შემსწავლელი

არ წააწყდება პრობლემურ სიტუაციას. მისი აზრით, სწავლა არის მოსწავლეების

ინტერესებიდან გამომდინარე დასმული შეკითხვებისა და პრობლემის გადაჭრის

აქტიური პროცესი. სწავლა და გამოცდილება თანმდევი პროცესებია და მიიღება

მოსწავლესა და შესასწავლ მასალას შორის ინდივიდუალური შეხებით.

(ბაღათრიშვილი, 2018)

20 საუკუნის ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰ. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის

თეორიას თუ დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევების ჩატარების დროს

მოსწავლეს უვითარდება ნატურალისტური, ფიზიკურ-კინესთეტიკური, ინტერ-

პერსონალური, ლოგიკურ-მათემატიკური და ენობრივი ინტელექტი. (განვითარებისა და

სწავლის თეორიები, 2008)

გავეცანი გზამკვლევს მასწავლებლებისთვის VII კლასი, სადაც საბუნებისმეტყველო

საგნების სწავლების პროცესში პრაქტიკული სამუშაოს გამოყენების მნიშვნელობაზეა

საუბარი. კვლევების მიხედვით, პრაქტიკულ სამუშაოს 11-13 წლის მოსწავლეები

უფრო სიამოვნებით და დიდი ინტერესით ასრულებენ, ვიდრე უფროსები. რადგან

უფროსები თვლიან, რომ პრაქტიკული სამუშაო მათთვის მოსაწყენია. მოსწავლეებს

Page 25: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

24

მოსწონთ: დამოუკიდებლად მუშაობა, მასწავლებლის ჩარევის გარეშე; ერთობლივი

მუშაობა წყვილებში და ჯგუფებში; შედეგის მიღების განცდა; დამოუკიდებელი

გადაწყვეტილების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი პრაქტიკული

სამუშაოს მსვლელობის დროს. საჭიროა მან ყურადღება მიმართოს მოსწავლეთა

ჩართულობისაკენ და პრობლემის შემთხვევაში დაეხმაროს სიძნელეების დაძლევაში.

პრაქტიკულმა მეცადინეობებმა შეიძლება გაზარდოს იმის ალბათობა, რომ შესწავლის

პროცესი სწორი მიმართულებით წარიმართოს, თუმცა საუკეთესო მასალების

გამოყენებაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან

და ისე ისწავლიან, როგორც იყო დაგეგმილი. მასწავლებლის გამოცდილება რჩება

ეფექტიან სწავლების ძირითად პირობად. ის ფაქტი, რომ მოსწავლეები აქტიურად

მონაწილეობენ პრაქტიკულ საქმიანობაში, არ არის იმის გარანტია, რომ ისინი

გონივრულად იაზრებენ კვლევის ეტაპებს. შესაძლოა მოსწავლეთა მიერ მიღებული

შედეგები მოსალოდნელისაგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამიტომ საჭიროა

გაკეთდეს ანალიზი,თუ რატომ მიიღეთ ასეთი შედეგი. (მამფორია.2013)

გავეცანი ცნობილი მოაზროვნეების შეხედულებებს კეთებით სწავლებასთან

დაკავშირებით.

XVII ს-ის დიდი ჩეხი პედაგოგის, “დიდი დიდაქტიკის” ავტორის - იან ამოს კომენსკის

აზრით, მასწავლებლებს მოსწავლეები ისეთი უნარ-ჩვევებით უნდა აღეჭურვათ,

რომელებიც მათ ახალი ცოდნის შეძენაში დაეხმარებოდა. კომენსკის მიაჩნდა, რომ

სწავლა მოსწავლისათვის სასიამოვნო საქმიანობა უნდა ყოფილიყო და ცოდნის

შეძენის ერთ-ერთ გზას ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში ხედავდა.

მისი აზრით, სასწავლო პროცესში მეტად უნდა ყოფილიყო ჩართული ბავშვების

გრძნობადი აღქმა. კომენსკი ემხრობოდა თვალსაჩინოების, მოდელების, სხვა

რეალური “ნივთობრივი თუ საგნობრივი” საშუალებების, აგრეთვე ბავშვების უშუალო

აქტივობის/საქმიანობის გამოყენებას სასწავლო პროცესში.

Page 26: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

25

ჯონ ლოკი (1632-1704) იზიარებდა იან კომენსკის მოსაზრებებს. ისინი ,,სენსორულ

მიდგომასა და მასალებს“ სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტად

მიიჩნევდნენ. ჯონ ლოკი სწავლის პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გრძნობად

აღქმას. მისი აზრით გრძნობადი აღქმიდან გამომდინარე გამოცდილება საფუძვლად

ედო ცოდნის შეძენას. ამავე დროს მოუწოდებდა ბავშთა ცნობისწადილის

გაღვივებისაკენ. იგი მხარს უჭერდა “თავისუფალი აზროვნების განვითრებასა და

კვლევას” .,, ლოკი ხაზს უსვამდა პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას და მიიჩნევდა,

რომ ბავშვები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ, როდესაც უშუალოდ არიან

ჩართულები ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის შესწავლაში“ (დოლიძე , 2017:42).

“თანამედროვე პედაგოგიკის მამად” წოდებულმა იოჰან პესტალოცის იდეებმა, (1746-

1827), გზა გაუხსნა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმებს XIX საუკუნის

ევროპაში. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს,

როგორიცაა, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, ბავშვზე ორიენტირებული

მიდგომა, ბავშვების აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში. პესტალოცი

ბავშვების სწავლებისას ისევე როგორც იან კომენსკი , სენსორული მეთოდოლოგიის

გამოყენებას უჭერდა მხარს, წინ სწევდა თვალსაჩინოებასა და ბავშვების უშუალო

აქტივობას/ქმედებას, კვლევას. ისეთი თანამედროვე ცნებები თუ ტერმინები,

როგორიცაა, მაგალითად, ბავშვზე და ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, სწავლა

კეთებით - სწორედ პესტალოცის სახელს უნდა დავუკავშიროთ (დოლიძე, 2017:43).

დიდი გერმანელი მოაზროვნე და პედაგოგი ფრიდრიხ ფრობელი (1782 - 1852),

მიიჩნევდა, რომ ბავშვებისათვის ისეთი პირობები და სასწავლო გარემო უნდა

შეგვექმნა, რომ სრულად გამომჟღავნებულიყო მათი შესაძლებლობები და

პოტენციალი, ეს კი ბუნებრივ პირობებში უნდა მომხდარიყო, სადაც გასაქანი

ექნებოდა თავისუფალ აქტივობას, შემოქმედებითობას, სოციალურ ინტერაქციას და

სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მოტორულ გამოხატვას, ანუ “სწავლას

კეთებით”.

Page 27: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

26

მარია მონტესორი (1870 – 1952) დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბავშვების

ინიციატივასა და თვითრეალიზაციას დამოუკიდებელ აქტივობაზე/ქმედებაზე

დაყრდნობით და გარემოსთან ურთიერთობით. ამისათვის საჭირო იყო ბავშვის

დაინტერესება.მონტესორის აზრით, დავალება, რომელიც ინტერესს გამოიწვევდა

ბავშვებში განაპირობებდა მათ ჩართულობას მიცემული დავალების შესრულებაში .

მონტესორის მეთოდი გზას უხსნიდა ბავშვების თავისუფალ აქტივობას წინასწარ

მომზადებულ/სტრუქტურირებულ გარემოში , რათა ბავშვისათვის საშუალება მიეცა,

ბუნებრივად განვითარებულიყო და სრულად გამოემჟღავნებინა საკუთარი

პოტენციალი დამოუკიდებელ ქმედებაზე და გამოცდილებით/კეთებით სწავლაზე

დაყრდნობით. “ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები გარკვეულ დონეზე მისი

ხელების დაუხმარებლად შეიძლება განვითარდეს, მაგრამ როდესაც ხელის

დახმარებით ვითარდება, უფრო მაღალ დონეს აღწევს,” აღნიშნავდა იგი. (დოლიძე ,

2017:49)

კოგნიტური განვითარების თეორიის ავტორი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგი

ჟან პიაჟე (1896 –1980), თვლიდა, რომ ბავშვები აქტიური “შემსწავლელები” არიან.

ისინი ახალი ინფორმაციის მისაღებად ქმედებასა და საგნებით მანიპულირებას

მიმართავენ და ცოდნას საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაყრდნობით

აგებენ. ,,მიეცით ბავშვებს საშუალება, ივარჯიშონ, იკვლიონ და ქმედებაზე/კეთებაზე

დაყრდნობით მიიღონ გამოცდილება, რაც მათი შემდგომი განვითარების საფუძველსა

და რესურსს წარმოადგენს“ (დოლიძე, 2017:53).

იმ კლასებში, სადაც სასწავლო პროცესში ვიგოდსკის თეორიას და მის მოსაზრებებს

ითვალისწინებენ, ბავშვებისთვის შექმნილია როგორც გარემოსთან ურთიერთობით

მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების, ასევე თანატოლებთან თანამშრომლობის

შესაძლებლობა. ბავშვებს საშუალებას აძლევს, გახდნენ აქტიური მკვლევარები და

მასწავლებლის დახმარებით მიიღონ მდიდარი სასწავლო გამოცდილება საკუთარ

აქტიურ ჩართულობაზე დაყრდნობით. როგორც ვიგოდსკი აღნიშნავდა, “ბავშვის

Page 28: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

27

ყველაზე დიდი მიღწევები თამაშისას რეალიზდება, მიღწევები, რომლებიც მომავალში

რეალური ქმედების საფუძველს წარმოადგენს“ (დოლიძე, 2017:42-53).

ლ. ჯიმშელეიშვილი თავის სტატიაში სასწავლო ექსკურსიას განიხილავს სასწავლო-

სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვის ფორმად, რომლის საშუალებით

მოსწავლე სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე დაკვირვებით იძენს ახალ ცოდნას.

ექსკურსია აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ზრდის სწავლის

მოტივაციას. საგანმანათლებლო ექსკურსიებს შეიძლება ეწოდოს სასწავლო-

შემოქმედებითი ვიზიტები, რომელსაც საილუსტრაციო ფუნქცია აქვს. ამ ვიზიტებს

საგანმანათლებლო დატვირთვა რომ მიანიჭოს მასწავლებელმა სასწავლო გეგმას უნდა

დაუკავშიროს. ექსკურსიაზე ნანახი და მოსმენილი მოსწავლეებს უკეთ ამახსოვდებათ,

ვიდრე მხოლოდ მოყოლილი ან ფორმალურ გარემოში შესწავლილი მასალა.

(ჯიმშელეიშვილი 2015:145)

გავეცანი ხ. მჭედლიშვილის სტატიას სადაც საუბარია ,,გაჩერებებით სწავლის

მეთოდზე“. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს

მსმენელთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნას და უნარებს. აგრეთვე სხვადასხვა

სირთულის დავალებების შეთავაზებით ხლს უწყობს შიდა დიფერენციაციას. ის ხელს

უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რომლის შედეგიც პროდუქტის

შექმნაა. შეთავაზებული მასალა აღვიძებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და

ამაღლებს მოტივაციას ამ მასალაზე აქტიურად სამუშაოდ (მჭედლიშვილი, 2016).

Page 29: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

28

კვლევის მეთოდები

პედაგოგიური კვლევების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდი არის

მასობრივი გამოკითხვა. ეს შეიძლება იყოს როგორც ზეპირი ინტერვიუ, ისე

წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება. კვლევებში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის

ანკეტები: დახურული, ღია სახელობითი, ანონიმური.

ანონიმური ანკეტის უპირატესობა სახელობით ანკეტასთან შედარებით ის არის რომ,

ხშირად ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში რესპონდენტი უფრო გულწრფელია და

შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები უფრო ზუსტი და სანდოა.

თ.ზურაბიშვილის მიერ განხილულია კვლევის დროს გამოყენებული ისეთი

თვისობრივი მეთოდები, როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი,

რომელიც გამოვიყენე კვლევის დროს. სიღრმისეული ინტერვიუ მიზნად ისახავს

რესპონდენტებისაგან დეტალური, ღრმა და თანმიმდევრული ინფორმაციის მიღებას

და საერთო ხასიათის დასკვნების გაკეთებას. სიღრმისეული ინტერვიუ ძირითადად

,,ღია“ კითხვებზე დაყრდნობით წარიმართება, ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემისას

რესპონდენტებს სრული თავისუფლება ენიჭებათ საკუთარი აზრის გამოხატვისას

.,,დახურული კითხვები“ თითქმის არ გვხვდება სიღრმისეულ ინტერვიუში.

რესპოდენტების შერჩევა ხდება გამოკვლევის მიზნიდან გამომდინარე, იმ

მოთხოვნების გათვალისწინებით რომლებსაც მკვლევარს გამოკვლევის ამოცანა

კარნახობს.

სიღრმისეულ ინტერვიუს ჩატარების მიზნით მკვლევარი ამზადებს სავარაუდო

კითხვების მონახაზს. ამ მონახაზს სადისკუსიო გეგმას უწოდებენ. სადისკუსიო გეგმა

მკვლევრის სამუშაო ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება ვაკონტროლოთ

ინტერვიუს პროცესი, არ გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხები და მაქსიმალური

ინფორმაცია მივიღოთ რესპონდენტისაგან.

სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგების

წარმოდგენა ხდება ანგარიშის სახით, სადაც ძალზე ფართოდ გამოიყენება ციტატები

Page 30: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

29

ჩატარებული ინტერვიუებიდან, რომლებიც ადასტურებენ მკვლევრის მიერ

გაკეთებულ დასკვნებს (ზურაბიშვილი 2006:16-25).

მნიშვნელოვანი მეთოდი ინტერვიუს წარმოების დროს არის რამდენიმე პირისგან

შექმნილი ფოკუს ჯგუფების გამოყენება. ერთ-ერთი სახე ფოკუს ჯგუფისა შეიძლება

იყოს ჯგუფური ინტერვიუ სადაც პედაგოგ მკვლევარის მიერ დასმული შეკითხვის

ირგვლივ ინდივიდები მსჯელობენ და საკითხის შესახებ უვითარდებათ ერთობლივი

წარმოდგენა.

კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე როგორც თვისობრივი,

ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე ფოკუს - ჯგუფი

მასწავლებლებთან, არასტრუქტურირებული ინტერვიუ კოლეგებთან; როდენობრივი

მეთოდი-ანონიმური ანკეტირება მოსწავლეებთან. გამოკითხვა (რაოდენობრივი +

თვისობრივი) მშობლებთან და მოსწავლეებთან.

არასტრუქტურირებული ინტერვიუ კოლეგებთან. განვახორციელე ინტერვიუ 2

კოლეგასთან ( ბიოლოგიის მასწავლებლებთან). ამ მეთოდის მიზანი იყო მოსწავლეთა

შინაგანი მოტივაციის განმსაზღვრელი კითხვარის შემუშავება. ჩვენს მიერ

შედგენილი კითხვარი დაეფუძნა მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევის

ინსტრუმენტად შერჩეულ კითხვარს , რომელიც შემუშავებულ იქნა დუბოვიცკაია თ.დ.

-ს მიერ. (Дубовицкая 2002:42–45.)

მოსწავლეთა ანკეტა-კითხვარი.

გამოყენებული მეთოდი არის მასობრივი გამოკითხვა. წერილობითი გამოკითხვა, ანუ

ანკეტირება. შეკითხვები დახურულია. ჩემს მიერ შეირჩა ანონიმური ანკეტირება,

რადგან ხშირად ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში რესპონდენტი უფრო

გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები უფრო ზუსტი და

სანდოა.

Page 31: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

30

კვლევა ანალიტიკურ ხასიათს ატარებდა. რომელიც იძლეოდა ერთი და იგივე

შერჩევითი ჯგუფის შესწავლის საშუალებას დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

მონაცემთა შეგროვების პირველი ეტაპი განხორციელდა აქტივობების დანერგვამდე,

ხოლო მეორე ეტაპი - აქტივობების დანერგვის დასრულების შემდეგ.

მოსწავლეთა გამოკითხვის მიზანი იყო მათი შინაგანი მოტივაციის (მოტივაციის

ხარისხის ) დადგენა ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდგომ.

ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან. ერთ-ერთი არსებითი ასპექტი, რომელსაც

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და პროფესიული ეთიკის კოდექსში

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კოლეგიალობაა. პრობლემის იდენტიფიცირება,

ასევე მათი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ჩემთვის ძალიან

მნიშვნელოვანია.

ფოკუს ჯგუფი შევქმენი იმ მასწავლებლებისგან (8 მასწავლებელი), რომლებიც

ასწავლიან ჩემ მიერ კვლევისთვის შერჩეულ კლასს. მე ვიყავი დისკუსიის

მოდერატორი, მასწავლებლების საუბარი, მათივე ნებართვით, ჩავიწერე, რაც

დამეხმარა მონაცემთა გაანალიზების ეტაპზე. ამ მეთოდის მიზანი იყო ცალკეულ

მოსწავლეთა წამყვანი სასწავლო მოტივების განხილვა და ანალიზი. ეს საჭიროა

იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას

მოითხოვს პედაგოგისგან.

მშობელთა გამოკითხვა. სანდო რომ ყოფილიყო კვლევა, ჩავატარე მშობელთა

გამოკითხვა. კვლევის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა მოტივაციის დადგენის მიზნით,

მოვახდინე მშობელთა გამოკითხვა კითხვარის დახმარებით. კითხვარი შედგებოდა

1 ღია და 8 დახურული კითხვისაგან. გამოკითხვაში მონაწილეობდა VIII კლასის 6

მშობელი. მშობლების შერჩევა მოხდა შემთხვევითობის პრინციპით.

მოსწავლეთა გამოკითხვა დაიგეგმა მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევის

შედეგებზე დაყრდნობით. მოსწავლეებთან განხორციელებული ანკეტირების

შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი (დაბალი მოტივაცია),

Page 32: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

31

ხოლო მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეთა წამყვანი სწავლის

მოტივები. ამიტომ გადავწყვიტე უფრო დამეზუსტებინა იდენტიფიცირებული

პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მოსწავლეთა წამყვანი სწავლის მოტივები, და

დამეგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მოსწავლეთა გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდის

გამოყენებით. მოიცავდა 12 კითხვას, აქედან 9 კითხვას დახურულს და 3 კითხვას

ღიას.

სამიზნე ჯგუფი

კვლევის სამიზნე ჯგუფად წარმოდგენილნი არიან სსიპ ქალაქ თბილისის #36 საჯარო

სკოლის, საბაზო საფეხურის VIII კლასის მოსწავლეები (21 მოსწავლე) და ამავე

კლასის მშობლები.

Page 33: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

32

კვლევის შედეგები - მონაცემთა ანალიზი

იმისათვის, რომ პრობლემა კარგად შემესწავლა დავიწყე მონაცემთა შეგროვება.

მონაცემთა შეგროვების მიზანი იყო მომეხდინა დიაგნოსტირება, დამენახა

ნამდვილად არის თუ არა ეს პრობლემა და ის ვარაუდები რომელიც მქონდა

გამართლდებოდა თუ არა.

მოსწავლეთა პრე გამოკითხვის შედეგები

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის 21-მა მოსწავლემ.

მოსწავლეთა გამოკითხვა ჩატარდა ანკეტა-კითხვარით. რომლის საშუალებითაც ხდებოდა

მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის დადგენა.

კითხვარის შემუშავება მოხდა ბიოლოგიის პედაგოგების მიერ და გამოყენებული იყო

დუბოვიცკაია ტ.დ.-ს სასწავლო მოტივციის დიაგნოსტიკის მეთოდიკა.

ანკეტა კითხვარი შედგებოდა 20 დებულებისაგან და 4 სავარაუდო პასუხისაგან. რომლებსაც

შესაბამისი სქემის მიხედვით ენიჭებოდა 1 ან 0 ქულა.

თითოეულ მოსწავლისა და დებულებების მიხედვით ქულები შესაბამისად გადანაწილდა.

დ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ქ.

მ ო

ს წ

ა ვ

ლ ე

ე ბ

1 1 1 1 1 1 5

2 1 1 1 1 1 1 1 1 8

3 1 1 1 1 1 1 1 1 8

4 1 1 1 1 1 1 1 7

5 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 10

6 1 1 1 1

1 1 1 1 8

7 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 14

8 1 1 1 1 1 1 1 1 1

1 1 1 12

Page 34: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

33

9 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

10 1 1 1 3

11 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 15

12 1 1 1 1 1 5

13 1 1 1 1 1 1 1 1 1 9

14 1 1 1 1 1 1 1 1 1 1

1 1 1 13

15 1 1 1 1 1 1 1 1

1 1 10

16 1 1 1 1 1 1 1 1 1 9

17 1 1 1 1 1 1 1

1 1 1 1 11

18 1 1 1 1 1 1 1 7

19 1 1 1 1 1 1 1 7

20 1 1 1 1 1 1 1 1

1 1 1 11

21 1 1 1 1 4

თითოეული

დებულების

ჯამური

ქულა

9 9 9 10 11 2 12 12 8 10 2 11 12 8 11 12 4 11 5 18

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველ კითხვაზე :

ბიოლოგიის შესწავლისას ვიგებ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რაც საკუთარი

შესაძლებლობების წარმოჩენაში მეხმარება 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი

არის 9 (42.8 % );

კითხვაზე: დაინტერესებული ვარ ბიოლოგიით და მინდა რაც შეიძლება ბევრი

შევიტყო ამ საგნის შესახებ- 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 9 (42.8 %)

კითხვაზე: ბიოლოგიის შესწავლისას ჩემთვის საკმარისია ის ცოდნა, რომელსაც

გაკვეთილზე ვიღებ-21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 9 (42.8 % );

Page 35: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

34

კითხვაზე :ბიოლოგიის დავალებები ჩემთვის უინტერესოა, მხოლოდ მასწავლებლის

მოთხოვნის გამო ვასრულებ - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 10

(47.6%);

კითხვაზე: ბიოლოგიის სწავლის დროს წარმოქმნილი სირთულეები, ამ საგანს ჩემთვის

უფრო საინტერესოს ხდის - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11

(52.3%);

კითხვაზე : ბიოლოგიის სწავლისას, რეკომენდირებული სახელმძღვანელოებისა და

ლიტერატურის გარდა, დამოუკიდებლად ვკითხულობ დამატებით ლიტერატურას -

21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 2 (9.5 %) ;

კითხვაზე: ვთვლი, რომ რთული თეორიული საკითხები ბიოლოგიაში არ უნდა

ისწავლებოდეს - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 (57 . 1 %);

კითხვაზე: თუ რაიმე არ გამომდის ბიოლოგიაში, ვცდილობ ბოლომდე გავერკვიო 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 (57 . 1 %);

კითხვაზე: ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ „საერთოდ არ

მინდა სწავლა“ -21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 8 (38 %);

.კითხვაზე: აქტიურად ვმუშაობ და ვასრულებ დავალებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ

მასწავლებელი მაკონტროლებს - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 10

(47,6 %);

კითხვაზე: შესასწავლ მასალას ბიოლოგიაში ინტერესით განვიხილავ თავისუფალ დროს

(შესვენებაზე, სახლში), თანაკლასელებთან და მეგობრებთან ერთად - 21 მოსწავლიდან

მოტივაციის მაჩვენებელი არის 2 (9.5 %);

კითხვაზე: ვცდილობ დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები ბიოლოგიაში, არ მიყვარს

როდესაც ვინმე მკარნახობს ან მეხმარება - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი

არის 11 (52,3 %);

Page 36: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

35

კითხვაზე : შეძლებისადაგვარად ვცდილობ გადავიწერო დავალებები მეგობრებისგან, ან სხვას

ვთხოვ დავალების ჩემს ნაცვლად შესრულებას - 21 მოსწავლიდან მოტივაციის

მაჩვენებელი არის 12 (57 . 1 %);

ვთვლი, რომ ნებისმიერი სახის ცოდნა ბიოლოგიაში არის ღირებული და საჭირო , რაც

შეიძლება მეტი ვიცოდეთ ამ საგანში- 8 (38.09 %)

მიღებული შეფასება ბიოლოგიაში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე ცოდნა-21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11 (52 . 1 %);

კითხვაზე: არ ვღელავ, როდესაც ცუდად ვარ მომზადებული გაკვეთილისათვის- - 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 (57 . 1 %);

კითხვაზე: თავისუფალ დროს, ჩემი ინტერესები დაკავშირებულია ბიოლოგიასთან-- 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 4 (19 . 0 %);

კითხვაზე: მიჭირს ბიოლოგიის შესწავლა, ამიტომ დავალების შესრულებისას მიხდება

საკუთარ თავზე ძალდატანება - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11 (52.

1 %);

კითხვაზე: ვწუხვარ თუ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, მიწევს ბიოლოგიის

გაკვეთილის გაცდენა -- 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 5 (23 . 1 %);

კითხვაზე: შესაძლებელი რომ იყოს ბიოლოგიას ამოვიღებდი საგაკვეთილო განრიგიდან - 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 18 (85.7 . 1 %);

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით კითხვების მიხედვით ყველაზე ცოტა

მოსწავლემ უპასუხა 6, 11, 17 და 19 შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა დამატებითი

ლიტერატურის დამოუკიდებლად კითხვას, თავისუფალ დროის დათმობას ბიოლოგიის

საგნისადმი და ავადმყოფობის გამო ბიოლოგიის საგნის გაცდენას, არ ღელავს როცა ცუდად

არის მომზადებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა

შინაგანი მოტივაცია დაბალია. თუმცა ბოლო დებულებაზე 18 მოსწავლეს ჰქონდა 1

ქულა. აღნიშნული დებულება ეხებოდა ბიოლოგიის საგნის საგაკვეთილო

Page 37: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

36

ცხრილიდან ამოღებას, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. 8 მოსწავლემ დაიმსახურა

1 ქულა მე-14 დებულებაში, რომელიც ეხებოდა ბიოლოგიის საგნის შესწავლის

მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეები ვერ

აცნობიერებენ ბიოლოგიის საგანის მნიშვნელობასა და აქტუალობას, თუმცა

ცხრილიდან ამოღებას არ ეთანხმებიან.

0

10

20

30

40

50

60

70

80

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციამდე %

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციამდე %

0

2

4

6

8

10

12

14

16

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციამდე (ქულა)

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციამდე (ქულა)

Page 38: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

37

მოტივაციის მაჩვენებელი

ინტერვენციამდე

ქულა მოსწავლეთა რაოდენობა

დაბალი 0-დან-5-მდე 2

საშუალო 6-დან-14-მდე 18

მაღალი 15დან-20 1

შინაგანი მოტიოვაციის კითხვარის მიხედვით, გამოკითხული 21 მოსწავლიდან 0-დან 5

ქულამდე მიიღო - 2-მა მოსწავლემ, შესაბამისად მათ აქვთ დაბალი შინაგანი მოტივაცია, 6-

დან 14 ქულამდე მიიღო 18-მა მოსწავლემ და მათ აქვთ საშუალო შინაგანი მოტივაცია, ხოლო

15-დან 20-მდე ქულა მიიღო 1-მა მოსწავლემ, შესაბამისად მას აქვს მაღალი შინაგანი

მოტივაცია.

პროცენტების მიხედვით კი შედეგები ასე გადანაწილდა გამოკითხული 21 მოსწავლიდან 9.5%-

ში გამოვლინადა დაბალი შინაგანი მოტივაცია, 85.5%-ში საშუალო, ხოლო 4.7%-ში მაღალი

0

2

4

6

8

10

12

14

16

18

20

დაბალი საშუალო მაღალი

მოსწავლეთა მოტივაციის შედეგები

ინტერვენციამდე

ქულა მოსწავლეთა რაოდენობა

Page 39: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

38

შინაგანი მოტივაცია. (ანკეტა-კითხვარი იხილეთ დანართი 2).

ფოკუს ჯგუფის ანალიზი:

პრაქტიკული კვლევის განხორციელების პროცესში, საკვლევი საკითხის შესწავლის

მიზნით განხორციელდა ერთი ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდა 8

მასწავლებელი.

მასწავლებლებთან წარმოებული დისკუსია მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ.

მასწავლებელთა უმეტესობა აქტიურად ჩაერთო პროცესში, დაინტერესდნენ

საკითხით და აღნიშნავდნენ, რომ არსებული პრობლემის მოგვარება იყო

მნიშვნელოვანი. მთავარი კითხვა რომელიც დავუსვი მასწავლებლებს ეს იყო შემდეგი:

რა რეკომენდაციას მისცემდით ბიოლოგიის მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლების მიზნით? მასწავლებლების უმრავლესობა 2 წელი ასწავლიდა მე-8 კლასს,

მე წლევანდელ სასწავლო წელს შევედი ამ კლასში და მათი აზრი ამ საკითხთან

დაკავშირებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. კოლეგებთან ურთიერთობისას

განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციე ცალკეულ მოსწავლეთა წამყვანი სასწავლო

მოტივები. ეს საჭიროა იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა

მიდგომებს მოითხოვს პედაგოგისგან.

შეხვედრაზე საკითხის განხილვისას ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მისი

დაკვირვებით კლასში არიან მოსწავლეები, რომლებსაც დიდ სიამოვნებას ჰგვრის

ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები. მასწავლებელმა სწორედ

ინტერესის გაღვივების მიმართულებით უნდა დაგეგმოს აქტივობები.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც

სწავლობენ იმისათვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.

რომლებსაც აქვთ სურვილი, წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები,

მოსწავლებს ,რომლებსაც არ აქვთ მიღწევის მოტივაცია სურვილიც არ აქვთ სწავლის.

Page 40: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

39

ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ კლასში არიან მოსწავლეები,

რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შექება, წახალისება. ამიტომ ასეთი

მოსწავლეებისათვის მასწავლებლის მხრიდან მისი სასწავლო წარმატებების მოწონება

და აღიარება აუცილებელია.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ არიან მოსწავლეები, რომლებიც კარგად

სწავლას უკავშირებენ წარმატებულ მომავალს. გაკვეთილის ახსნის დროს კარგი იქნება

თუ მასალას დავუკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებს. როგორ გამოადგება ეს

ცოდნა მომავალში.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ არიან მოსწავლეები, რომლებთანაც

მნიშვნელოვანია ურთიერთობის მოტივი, ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთი დავალებები

უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც მოითხოვს ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა ,რომ კლასში არიან მოსწავლეები რომლებიც

სიამოვნებით მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში. კარგი იქნება თუ

ასეთი მოსწავლეებისათვის სკოლაში გაიმართება ვიქტორინები , გამოფენები ,

ინტელექტუალური თამაშები, ჩატარდება ექსკურსიები, სადაც მათ თავიანთი ცოდნის

დემონსტრირების საშუალება ექნებათ. თუ გამარჯვება ჯილდოთი აღინიშნება მათ

უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ.

მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესი ისეთი უნდა წარიმართოს , რომ

მოსწავლეს ჰქონდეს თვითრეალიზაციის საშუალება, სადაც მას შეუძლია

გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და უნარები.

მასწავლებლებმა აღნიშნეს რამდენიმე სახის წამყვანი სწავლის მოტივი: შემეცნებითი

ინტერესი; მიღწევის მოტივი; არასაგაკვეთილო ღონისძიებებში მონაწილეობა;

სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი; ურთიერთობის მოტივი;

დიფერენცირებული სწავლება. მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების

Page 41: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

40

გათვალისწინება; სოციალური აუცილებლობის გაცნობიერების მოტივი-კარგად

სწავლა-წარმატებული მომავალი.

მოსწავლეთა გამოკითხვა

მოსწავლეთა გამოკითხვა დაიგეგმა მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე

დაყრდნობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსწავლეებთან განხორციელებული

ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი (დაბალი

მოტივაცია), ხოლო მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეთა წამყვანი

სწავლის მოტივები. ამიტომ გადავწყვიტე უფრო დამეზუსტებინა

იდენტიფიცირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მოსწავლეთა წამყვანი

სწავლის მოტივები, და დამეგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მოსწავლეთა გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდის

გამოყენებით. მოიცავდა 12 კითხვას , აქედან 9 კითხვას დახურულს და 3 კითხვას

ღიას.

38%

38%

24%

გაინტერესებთ თუ არა საგანი

ბიოლოგია?

მაინტერესებს

ნაკლებად მაინტერესებს

არ მაინტერესებს

Page 42: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

41

კითხვაზე : გაინტერესებთ თუ არა საგანი ბიოლოგია, მოსწავლეთა 38%-ს აინტერესებს,

38 %-ს ნაკლებად აინტერესებს და 24 %-ს არ აინტერესებს.

კითხვაზე: არის თუ არა ბიოლოგიის პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის

ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, მოსწავლეთა

86 % თვლის, რომ დიახ.

კითხვაზე: უთმობს თუ არა სათანადო ყურადღებას ბიოლოგიის მასწავლებელი

თქვენს ნაშრომს, 81% პასუხობს დიახ, 19 % ნაწილობრივ;

კითხვაზე: როგორ ფიქრობთ მასწავლებელი ნიშნის დაწერას უფრო ხშირად

მიმართავს , ვიდრე კომენტარს, აღმოჩნდა ,რომ ნიშნის დაწერას -43 %, კომენტარს- 28

%. ორივეს ერთად -29 %.

კითხვაზე: ღებულობთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლისაგან, აღმოჩნდა

, რომ ყოველთვის ღებულობს- 9%, ხშირად-24%, იშვიათად- 48%, არასდროს-19%.

86%

14%

არის თუ არა ბიოლოგიის

პედაგოგსა და მოსწავლეებს

შორის ურთიერთობა

პოზიტიური და

ურთიერთპატივისცემაზე

დამყარებული?

დიახ

ნაწილობრივ

Page 43: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

42

კითხვაზე: არის თუ არა რთული ბიოლოგიის საკითხების შესწავლა? მოსწავლეთა 77

% თვლის რომ რთულია, 23 %-არა.

43%

28%

29%

როგორ ფიქრობთ მასწავლებელი

ნიშნის დაწერას უფრო ხშირად

მიმართავს თუ კომენტარს?

ნიშნის

დაწერას

კომენტარს

ორივეს

ერთად

77%

23%

არის თუ არა რთული ბიოლოგიის

საკითხების შესწავლა?

დიახ

არა

Page 44: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

43

კითხვაზე: საგნის სირთულის შემთხვევაში რა ხერხს მიმართავ? 47.6 % თხოვს ამხანაგს

დახმარებას; 4,7 % თხოვს მშობელს დახმარებას; 19,2 % ანებებს თავს; 28,5 % სქემების

სახით სწავლობს;

კითხვაზე : ხართ თუ არა ჩართული ბიოლოგიის გაკვეთილზე, 35 % პასუხობს დიახ

35 % - ნაწილობრივ და 30 % -არა.

კითხვაზე: როგორ ფიქრობ, რა არის ბიოლოგიის გაკვეთილზე თქვენი ნაკლებად

ჩართულობის მიზეზი? 19.1 % ეშინია არ დაუშვას შეცდომა; 20.9 % უჭირს ყველაფრის

უცებ გაგება და გაკეთება; 47,8 % ვერ ითხოვს დახმარებას; 4,7 % ეშინია სარკაზმის,

დაცინვის; 25,4 % ბევრჯერ ჰქონიათ სწორი მოსაზრებები, მაგრამ გამბედაობა არ ეყო.

კითხვაზე: როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა თქვენთვის? 9,5 % ისტ-ით

გამდიდრებული; 30 % ექსპერიმენტით ჩატარებული; 20,8 % დამატებითი

კლასგარეშე აქტივობებით გამდიდრებული; 19,4 % მოსწავლის მიერ შექმნილი

რესურსით ჩატარებული ; 15 % მოსწავლეზე ორიენტირებული; 5.5 %სულერთია.

35%

30%

35%

ხართ თუ არა აქტიურად ჩართული

ბიოლოგიის გაკვეთილზე?

დიახ

არა

ნაწილობრივ

Page 45: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

44

კითხვაზე: რაში გამოიყენებ ბიოლოგიის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას? 33,3 %

თვლის,რომ მოგვიანებით თავის პროფესიაში გამოადგება; 19 % თვლის, რომ

გამოადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში; 48 % თვლის, რომ ვერ გამოიყენებს.

მასწავლებლების მიერ მოსწავლეების წამყვანი სწავლის მოტივის რეკომენდაციის

დასაზუსტებლად მოსწავლეებს დავუსვი კითხვა: რა არის თქვენი სწავლის მოტივი?

რისთვის სწავლობ? 23,8 % სწავლობს ცოდნის მისაღებად; 9,5 % სწავლობს იმისათვის, რომ

დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლია; 13,7 % სწავლობს

წახალისებისთვის; 4,5 % სწავლობს დასჯის გამო; 38 %- წარმატებული მომავლისთვის;

23.8 % სწავლობს ჯგუფებად, წყვილებად მუშაობის დროს; 23.8 % სწავლობს

არასაგაკვეთილო ღონისძიებებში მონაწილეობის დროს; 14.28 % სწავლობს როცა

შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და უნარები.

კვლევის მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა და მიღებული მონაცემების

ანალიზის საფუძველზე ნათელი გახდა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში არ

არიან აქტიურად ჩართულნი. ნაკლებად აინტერესებთ ბიოლოგია. არ არიან

დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, ფიქრობენ რომ ვერ შეძლებენ ჯგუფის

33%

19%

48%

რაში გამოიყენებ ბიოლოგიის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას?

მოგვიანებით ჩემს პროფესიაში

გამომადგება-

გამომადგება ყოველდღიურ

ცხოვრებაში

ვერ გამოვიყენებ

Page 46: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

45

დახმარებას , უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა და ამჯობინებენ ჩუმად ყოფნას, ბევრჯერ

ჰქონდათ სწორი მოსაზრებები, მაგრამ გამბედაობა არ ეყოთ. ასევე ნაკლებად ხდება

შესრულებული სამუშაოს ადექვატურად შეფასება. მისი პოზიტიური მხარის აღიარება და

კონსტრუქციული შენიშვნის მიცემა - ეფექტური უკუკავშირის მიცემა. მოსწავლეთა

უმრავლესობისათვის რთულია ბიოლოგიის საკითხების შესწავლა. მოსწავლეებისთვის

საინტერესოა ექსპერიმენტით ჩატარებული გაკვეთილი, დამატებითი კლასგარეშე

აქტივობებით გამდიდრებული და მოსწავლის მიერ შექმნილი რესურსით ჩატარებული.

ბიოლოგიის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეთა ნაწილი გამოიყენებს მომავალ

პროფესიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში,ხოლო ვერ ხედავს საგნის საჭიროებას 47,6 %.

მოსწავლეთა ნაწილი სწავლობს ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღებისათვის

(შემეცნებითი ინტერესი); ნაწილი სწავლობს დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ბევრი

რამ შეუძლია (მიღწევის მოტივაცია); ნაწილი სწავლობს წახალისებისთვის (აღიარების

მოტივი); ნაწილი სწავლობს წარმატებული მომავლისთვის, სწავლობს ჯგუფებად,

წყვილებად მუშაობის დროს, როდესაც კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევათ

(ურთიერთობის მოტივი); არასაგაკვეთილო ღონისძიებებში მონაწილეობის დროს

(არასასწავლო სასკოლო მოტივაცია); სწავლობს როცა შეუძლია გამოავლინოს

შესაძლებლობები და უნარები (თვითრეალიზების მოტივი).

დაბალი მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, რადგან

ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სოციალური და კულტურული

მდგომარეობით, უნარებით, მოთხოვნილებებით, საჭიროებებით ,ამიტომ მოტივაციის

ამაღლებაზე მოქმედი ფაქტორებიც იქნება მრავალფეროვანი.

კვლევის მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებით და მიღებული მონაცემების

ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი

მიზეზები:

1.მოსწავლეთა დაბალი თვითრწმენა;

2.ვერ ხედავენ ბიოლოგიის, როგორც საგნის საჭიროებებს;

Page 47: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

46

3.საგნის სირთულე;

4.მრავალფეროვანი საკლასო და კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული

საინტერესო გაკვეთილის ნაკლებობა;

5. მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმილი

გაკვეთილის ნაკლებობა;

მშობელთა გამოკითხვა

მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე, სადაც გამოჩნდა მოსწავლეთა

დაბალი მოტივაცია, კვლევის სანდოობის გამო გადავწყვიტე ჩამეტარებინა მშობელთა

გამოკითხვა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდით. მშობელთა გამოკითხვაში

მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის 6-მა მშობელმა. მშობლების შერჩევა მოხდა

შემთხვევითობის პრინციპით.

კითხვაზე: თქვენი შვილი რამდენად ხშირად არის დაკავებული შემდეგი

აქტივობებით?

ბიოლოგიის შესახებ სატელევიზიო გადაცემის ყურებით რეგულარულად

დაკავებულია 1 (16,6 %) მოსწავლე; ხანდახან - 5 (83,3 %) მოსწავლე;

ბიოლოგიური აღმოჩენების შესახებ წიგნების კითხვით - არასდროს - 6 (100 %);

ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით ვებგვერდის მონახულებით -

რეგულარულად 1 (16,6 %) მოსწავლე; ხანდახან - 5 (83,3 %) მოსწავლე;

საბუნებისმეტყველო თემაზე კომპიუტერული თამაშების თამაშით-ხანდახან

3 (50 %) მოსწავლე; არასდროს - 3 (50 %) მოსწავლე ;

კითხვაზე: თქვენი შვილი იჩენს თუ არა ინტერესს ბიოლოგიის სწავლის მიმართ?

აღმოჩნდა, რომ რეგულარულად იჩენს ინტერესს 1 ( 16,6 %) მოსწავლე, ხანდახან-

5 ( 83,3 % ) მოსწავლე;

Page 48: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

47

კითხვაზე:სკოლიდან შინ დაბრუნებისას, როგორი სახის გაკვეთილის შესახებ

საუბრობს ხალისით თქვენი შვილი?

დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით გამდიდრებული - 5 ( 83.3 % ) მოსწავლე

სახალისო და საინტერესო გაკვეთილები - 4 ( 66.7 % ) მოსწავლე ;

სწავლების ახალი მეთოდებით ჩატარებული - 3 ( 50 % ) მოსწავლე ;

კითხვაზე: რა დროს უთმობს მოსწავლე ბიოლოგიის გაკვეთილის მომზადებას? 0.5

სთ-ზე ნაკლებს - 4 ( 66,7 % ) მოსწავლე ; არ ვიცი-2 ( 33,3 % ) მოსწავლე;

კითხვაზე: თქვენს შვილთან ერთად განიხილავთ თუ არა, როგორ გამოიყენება

ბიოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში? არა -4 ( 66,7 % ) მოსწავლე; დიახ -2 (33,3 %)

მოსწავლე;

კითხვაზე: გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენი შვილის მისწრაფებების შესახებ

ბიოლოგიაში? არა - 4 (66,7 %) მოსწავლე ; დიახ -2 (33,3 %) მოსწავლე;

კითხვაზე: ამჟღავნებს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს იმუშაოს ბიოლოგიასთან

დაკავშირებულ სფეროში? დიახ - 1 (16,6 %) მოსწავლე ; არა- 2 (33,3 %) მოსწავლე; არ

ვიცი - 3 (50 %) მოსწავლე;

კითხვაზე: ამხნევებთ თუ არა თქვენს შვილს, რათა საკუთარი თავის რწმენა

გაუღვივოთ? არა - 4 ( 66,7 % ) მოსწავლე; დიახ -2 (33,3 %) მოსწავლე;

Page 49: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

48

კითხვაზე: მხარს უჭერთ თქვენი შვილის ძალისხმევას და სკოლაში მის

წარმატებას? არა - 4 (66,7 %) მოსწავლე ; დიახ - 2 ( 33,3 % ) მოსწავლე;

33%

67%

რა დროს უთმობს მოსწავლე ბიოლოგიის

გაკვეთილის მომზადებას?

არ ვიცი

0,5სთ-ზე

ნაკლები

33%

67%

თქვენს შვილთან ერთად განიხილავთ თუ არა , როგორ გამოიყენება

ბიოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დიახ

არა

17%

83%

თქვენი შვილი იჩენს თუ არა ინტერესს

ბიოლოგიის სწავლის მიმართ?

რეგულარულა

ხანდახან

Page 50: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

49

მშობელთა გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად

გამოიკვეთა :

1. მოსწავლეთა დაბალი ინტერესი ბიოლოგიის საგნის მიმართ;

2. მშობლის ნაკლები ჩართულობა მოსწავლის სწავლის პროცესში;

3. სახალისო, საინტერესო და კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული

გაკვეთილის სურვილი მოსწავლეთა მიერ.

33%

67%

გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენი

შვილის მისწრაფებების შესახებ

ბიოლოგიაში?

დიახ

არა

17%

33%50%

ამჟღავნებს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს

იმუშაოს ბიოლოგიასთან დაკავშირებულ

სფეროში?

დიახ

არა

არ ვიცი

33%

67%

ამხნევებთ თუ არა თქვენს შვილს, რათა

საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოთ?

დიახ

არა

33%

67%

მხარს უჭერთ თქვენი შვილის

ძალისხმევას და სკოლაში მის წარმატებას?

დიახ

არა

Page 51: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

50

კვლევის ძირითადი დასკვნები

კვლევის მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა და მიღებული მონაცემების

ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი რამდენიმე

მიზეზი:

1. მშობლების ნაკლები ჩართულობა მოსწავლეთა სწავლის პროცესში. კვლევის

შედეგად გამოიკვეთა, რომ მშობლები თავიანთი შვილების სწავლა-სწავლების

პროცესში ნაკლებად არიან ჩართული. ნაკლებად აქვთ ინფორმაცია თავიანთი

შვილების მისწრაფებების შესახებ. ნაკლებად იღებენ მონაწილეობას შვილების

თვითრწმენის გაღვივებასა და წარმატებების მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია მშობელთა

ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახის დამოკიდებულება სწავლისადმი

გავლენას ახდენს მოზარდების სწავლის მოტივაციაზე.

2. მრავალფეროვანი საკლასო და კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული

საინტერესო გაკვეთილების ნაკლებობა;

3. მოსწავლეთა დაბალი თვითრწმენა.მასწავლებელი ნაკლებად იყენებს ეფექტურ

უკუკავშირს, რაც მოსწავლეს აგრძნობინებდა საკუთარ პროგრესს და წარმატებას,

4. საგნის სირთულე;

5. საგნის საჭიროების ნაკლებობა;

6. ნაკლებად არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები;

Page 52: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

51

ინტერვენციების აღწერა

ფოკუს ჯგუფის, მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვის, აგრეთვე მოსწავლეთა

ანკეტირების შედეგად გამოტანილი დასკვნების საფუძველზე მივიღე

გადაწყვეტილება ინტერვენციების დაგეგმვის შესახებ. გამეტარებინა ის

ღონისძიებები, რომლებიც დამეხმარებოდა იდენტიფიცირებული პრობლემის

აღმოფხვრაში. ბიოლოგიის სწავლებისთვის საინტერესო აქტივობების

განხორციელება, როგორც სასკოლო გარემოში, ასევე მის გარეთ; ყველა მოსწავლის

მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა; სწავლებისას საკითხის გამოყენებითი

ასპექტის დემონსტრირება რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის

ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება. გამეთვალისწინებინა ის, რომ დაგეგმილი

ინტერვენციები შესაბამისობაში ყოფილიყო ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

I. მოდელის შექმნა და გამოყენება

კეთებით სწავლება ითვალისწინებს ცოდნის მიღებას პრაქტიკული სამუშაოების

შესრულებით. ცოდნის გააქტიურებას და საკუთარი ხელებით ცოდნის

კონსტრუირებას. მოდელების შექმნა და გამოყენება ხელი უწყობს მოსწავლეთა

გააქტიურებას და ჩართულობას. ამ მეთოდის გამოყენებით იზრდება ინტერესი

შესასწავლი მასალის მიმართ. პრაქტიკული დავალებები, მოსწავლეს აძლევს

გაცნობიერებული, დინამიური, სახალისო სწავლის საშუალებას.მიღწეული შედეგი

კი აძლიერებს მის თვითრწმენას და ზრდის კმაყოფილებას შესრულებული სამუშაოს

გამო. კეთებითი სწავლების დროს მოსწავლე შემოქმედების პროდუქტს ხედავს, ეს მას

სიამოვნებას ანიჭებს, სტიმულს აძლევს.

მიზანი: მოსწავლეს განუვითაროს ჯგუფური მუშაობა და თანამშრომლობა,

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში

განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება, საკუთარ შესაძლებლობებში

დარწმუნებას, მოტივაციის ამაღლებას.

1.საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელის შექმნა და გამოყენება.

Page 53: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

52

ა. მოსწავლე პლასტელინის საშუალებით გამოძერწავს საჭმლის მომნელებელი სისტემის

არხში შემავალ ორგანოებს(პირის ღრუ, საყლაპავი მილი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი,

დანარჩენი წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი, ანალური ხვრელი) და არხის

გარეთ მდებარე მსხვილ ჯირკვლებს(ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი).გამოძერწილ

ორგანოებს განალაგებს თანმიმდევრულად და შექმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ბ.მოსწავლე მის მიერ შექმნილ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელზე აღნიშნავს

თითოეული ორგანოს მიერ შესრულებულ ფუნქციას სპეციალური ბარათების საშუალებით.

2.სუნთქვის სისტემის მოდელის შექმნა და გამოყენება.

მოსწავლე პლასტელინის საშუალებით გამოძერწავს სუნთქვის სისტემის ორგანოებს.

ჰაერგამტარ გზას: ცხვირის ღრუ, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები და სუთქვის ორგანოს -ფილტვებს.

თანმიმდევრულად განალაგებს თითოეულ ორგანოს ერთმანეთთან და მოდელზე აღნიშნავს

მათ მიერ შესრულებულ ფუნქციას ბარათების საშუალებით.

3. გრძნობათა ორგანოების მოდელის შექმნა და გამოყენება.

სმენის და წონასწორობის ორგანოების მოდელის შექმნა და გამოყენება.

მოსწავლე პლასტელინის საშუალებით გამოძერწავს ყურის ორგანოს სამივე ნაწილს:

გარეთა(ყურის ნიჟარა, გარეთა სასმენი მილი, დაფის აპკი), შუა(ჩაქუჩი, გრდემლი, უზანგი,

ევსტაქის ლულა) და შიგნითა ყურს (ლოკოკინა,ნახევარრკალოვანი არხები(ვესტიბულარული

აპარატი)). განალაგებს თითოეულ ნაწილს თანმიმდევრობით და აგებულებასთან ერთად

მოდელზე აღნიშნავს ყურის ნაწილების ფუნქციებს.

4.რეფლექსური რკალის მოდელის შექმნა და გამოყენება.

საჭირო მასალა:პლასტელინი, ხის ნაჭერი, მავთულები, პლასტმასის ღეროები, ძაფები.

მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ მასალას და აგებს რეფლექსური რკალის შემადგენელ

კომპონენტებს: რეცეპტორს,მგრძნობიარე ნეირონს, ცენტრალური ნერვული სისტემის

შესაბამის უბანს-ჩართულ ნეირონს, მამოძრავებელ ნეირონს, შემსრულებელ ორგანოს.

უკავშირებს რეფლექსური რკალის შემადგენელ კომპონენტებს ერთმანეთს და ქმნის

Page 54: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

53

რეფლექსურ რკალს. მოსწავლე თითოეულ კომპონენტზე აღნიშნავს მათ მიერ შესრულებულ

ფუნქციას ბარათების საშუალებით.

5.გამომყოფი სისტემის მოდელის შექმნა და გამოყენება.

საჭირო მასალა:ლობიოს მარცვლები,რეზინის ბუშტი, ხის ნაჭერი, პლასტელინი, პლასტმასის

ღეროები, ძაფები.

მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ მასალას და აგებს გამომყოფი სისტემის შემადგენელ

კომპონენტებს. შემდეგ ამ კომპონენტებს განალაგებს თანმიმდევრობით და ქმნის გამომყოფი

სისტემის მოდელს.

მოსწავლე თითოეულ კომპონენტზე აღნიშნავს მათ მიერ შესრულებულ ფუნქციას ბარათების

საშუალებით.

II.ფილტვის მოდელირება

მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გამოყენებით მოტივაციის

გაზრდა,ასევე უვითარდებათ შემეცნებითი, კვლევითი და სოციალური სფეროები.

1.მოსწავლე ამზადებს სუნთქვითი მოძრაობების მოდელს.

მოსწავლე პლასტმასის ბოთლის ყელში ათავსებს წვრილ მილს, რომლის ბოლოზე

მჭიდროდ იქნება ჩამოცმული დაჩუტული ორი ბუშტი. ბოთლის ყელს ჰერმენტულად

ხურავს პლასტელინით. მილის მეორე ბოლო გარეთ რჩება. მოსწავლე ბოთლის ძირს

გადაჭრის და ბოთლის ქვედა მხრიდან მჭიდროდ შემოაკრავს რეზინის აპკს.მოსწავლე

რეზინის აპკს ქვემოთ დაქაჩავს. როდესაც ბუშტის ცვლილებას დააფიქსირებს აპკს

ხელს გაუშვებს , აპკი საწყისს მდგომარეობას დაუბრუნდება.მოსწავლე ნეკნებისა და

დიაფრაგმის მდგომარეობას ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს მის მიერ შექმნილი

მოდელის სუნთქვით მოძრაობებს შეადარებს. რა მოუვიდა ბუშტს აპკის ჩამოწევისას?

როგორ იცვლებოდა ბოთლის მოცულობა აპკის საწყისს მდგომარეობაში

დაბრუნებისას?

Page 55: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

54

2.თირკმლის ფუნქციის მოდელირება

მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გამოყენებით მოტივაციის გაზრდა

საჭირო მასალა: ლაბორატორიული ჭიქა, ნიადაგი, დოლბანდი, წყალი.

მოსწავლე ჭიქაში ჩასხმულ წყალს შეურევს მცირე რაოდენობით ნიადაგს ,მღვრიე

წყლის მისაღებად. სუფთა ჭიქაში ათავსებს ძაბრს, რომელშიც რამდენიმეჯერ

გადაკეცილი დოლბანდი დევს.მოსწავლე ფრთხილად ასხამს ძაბრში მიღებულ

მღვრიე ნარევს.

ანალიზი:

მოსწავლე ადარებს ფილტრატს გამჭვირვალობის მიხედვით ძაბრში ჩასხმულ ნარევს

და ფილტრაციის პროცესს თირკმლის მუშაობას.

გაიმეორე იგივე პროცედურა ახალი დოლბანდის გამოყენებით. დააკვირდი რა

ინტესივობით გადის ნარევი დოლბანდში. ამის შემდეგ ამოიღე დოლბანდი ძაბრიდან

და მოუჭირე ხელი.დააკვირდი , როგორ შეიცვლება ნარევის დენა დოლბანდიდან.

ანალიზი:

მიღებული მონაცემი დაუკავშირე თირკმლის გორგალში განვითარებულ სისხლის

წნევას და ისაუბრე მის მნიშვნელობაზე ფილტრაციისათვის.

როდესაც თირკმელი არასრულფასოვნად მუშაობს, წყალი ზედმეტი რაოდენობით

რჩება ორგანიზმში. ეს ზრდის სისხლის მოცულობას. როგორ ფიქრობ, ამ დროს

არტერიული წნევა მოიმატებს თუ დაიკლებს?

გაანალიზეთ:

ა.ფილტრატი ბევრად გამჭვირვალეა საწყის ხსნართან შედარებით, ფილტრაცია

წააგავს პირველადი შარდის წარმოქმნას; მარტივი ფრაქციების გამოყოფა.

Page 56: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

55

ბ. დოლბანდის გაწურვა არის თირკმელის გორგალში სისხლის ფილტრაციის მოდელი

,სადაც იქმნება ძალიან მაღალი წნევა. ამ წნევის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა

სისხლიდან შედარებით ;

გ.სისხლის მოცულობის გაზრდა გამოიწვევს ზედმეტ დაწოლას სისხლძარღვის

კედელზე , რაც ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

3.დაფის აპკის მოდელირება.

მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გამოყენებით მოტივაციის გაზრდა

მოდელის საშუალებით მოსწავლე არკვევს დაფის აპკის ფუნქციას.

ა)პლასტმასის განიერ ,გადაჭრილ ბოთლზე მოსწავლე გადაჭიმავს ცელოფანის პარკს

ისე,რომ ნაოჭები არ ჰქონდეს.დააფიქსირებს პარკს წებვადი ლენტით,პარკი

წარმოადგენს დაფის აპკს.მასზე დაყრის ქაღალდის რამდენიმე პატარა

ბურთულას.პარკთან ახლოს მიიტანს ლითონის თხელ ფირფიტას და ძლიერ დაკრავს

ფირფიტას ხელს.ფირფიტა შეირხევა .

მოსწავლე აკვირდება თუ რა ცვლილებებს განიცდის პარკი ლითონის ფირფიტის

რხევის საპასუხოდ(ბგერის წყარო მოთავსებულია ადამიანის სხეულისაგან

მარჯვნივ).მოსწავლე განმარტავს,როგორ რეაგირებს დაფის აპკი ბგერაზე?რა გზით

გავრცელდა ბგერა ლითონის ფირფიტიდან პარკზე.

ბ) მოსწავლეს ბგერის წყარო გადააქვს ადამიანის სხეულისაგან მარცხნივ ან

მოათავსებს ადამიანის სხეულის შუა ხაზის პირისპირ.მოსწავლე აკვირდება თუ

როგორ შეიცვლება დისტანცია ბგერის წყაროდან ყურებამდე.როგორ იგებს თავის

ტვინი ორი ყურით მოსმენის საშუალებით ,თუ სად (ადამიანისაგან მარჯვნივ

,მარცხნივ თუ პირდაპირ )არის განლაგებული ბგერის წყარო.

Page 57: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

56

გ) მოსწავლე დაფის აპკის მოდელს ხვრეტს მაკრატლით და აკვირდება თუ როგორ

იმოქმედებს ეს ბგერაზე პარკის რეაგირებაზე.მოსწავლე მსჯელობს, რა შეიძლება

მოხდეს თუ ადამიანი დაიზიანებს დაფის აპკს.

III . გამოფენა

მოსწავლეებში აზროვნების განვითარებისთვის, კვლევის სურვილის გამოწვევისთვის,

ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, როგორიცაა შემოქმედებითობა

,ექსპერიმენტირება,დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებით და ინტერაქტიულ

გამოფენას.გამოფენა 5 ძირითად მიზანს ემსახურება:

საინტერესო და მიმზიდველი გარემოს შექმნას;

იდეებისა და ინფორმაციების მკაფიოდ ჩამოყალიბებას ;

ინტერესის გაზრდას;

მოსწავლეების მიერ ჩატარებული სამუშაოს მიმართ პატივისცემის გამოხატვას;

მოსწავლეების ინტერესების დაკმაყოფილებას.

2019 წლის 4 ივნისს მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იყო

მოსწავლეების მიერ საგაკვეთილო პროცესში ( კეთებითი სწავლება ) შექმნილი

საინტერესო რესურსები. ყველა მსურველს შეეძლო დაეთვალიერებინა და

შეეფასებინა მოსწავლეების მიერ გაწეული მუშაობა.

IV . სასწავლო გაჩერებები-საჭმლის მომნელებელი სისტემა.

მიზანი -სხვადასხვა ინტელექტის უნარის მქონე მოსწავლეთა ჩართვა საგაკვეთილო

პროცესში და მოტივაციის ამაღლება.

სასწავლო გაჩერებები ესაა აქტივობა, როდესაც მოსწავლეთა მცირე ჯგუფები მუშაობენ

და სწავლობენ საკლასო ოთახში ორგანიზებულ სხვადასხვა გაჩერებაზე. სასწავლო

გაჩერებები საკმაოდ სახალისო და კარგი სტრატეგიაა დიფერენცირებული

Page 58: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

57

სწავლებისათვის, რადგან თითოეულ გაჩერებაზე წარმოდგენილია სხვადასხვა

დავალება სხვადასხვა უნარის (ინტელექტის) მქონე მოსწავლეებისათვის,

კონკრეტულად: გაჩერება ,,ვიდეოანალიზი“ (სივრცითი ინტელექტი, აუდიო-

ვიზუალური სწავლის სტილი); გაჩერება ,,საჭმლის მომნელებელი სისტემის

მოდელის შექმნა“ (სივრცითი ინტელექტი, ვიზუალურ-კინესთეტიკური სწავლის

სტილი); გაჩერება ,,სიტყვების დაჯგუფება“ (ვერბალურ-ლინგვისტური ინტელექტი,

ვიზუალური სწავლის სტილი); გაჩერება ,,კოგნიტური სქემების, ცხრილების შექმნა“

(კოგნიტურ ვიზუალური სწავლის სტილი) .

1. აქტივობა ,,სიტყვების დაჯგუფება“.

ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართვას ახალი ტერმინებისა და

მნიშვნელობების შესწავლაში. აგრეთვე ხელი შეუწყო მოსწავლეებს დახარისხების და

კატეგორიებისადმი მიკუთვნების უნარის გამომუშავებაში, რაც ინფორმაციის

ორგანიზებას და სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

2. აქტივობა ,,ვიდეოანალიზი“

ამ აქტივობის დროს მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო საჭმლის

მომნელებელი სისტემა. მოსწავლეებმა განიხილავეს, აღწერეს და დაალაგეს იქ

მიმდინარე პროცესი თანმიმდევრობით. წარმოადგინეს წერილობითი ფორმით და

შემდეგ პრეზენტაციის სახით.

3. აქტივობა “მოდელის შექმნა“

ამ აქტივობის დროს ჯგუფებმა შექმნეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები.

გამოიყენენს სხვადასხვა სახის პლასტელინები და ფანქრები და პრეზენტაციის დროს

აღწერეს.

Page 59: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

58

4. აქტივობა ,,კოგნიტური სქემები“

ამ აქტივობის დროს მოსწავლეებმა შექმნეს კოგნიტური სქემები და ცხრილები,

რომელიც ეხებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულებას და ფუნქციას.

კოგნიტური სქემების

მეშვეობით დაანაწევრეს და მოახდინეს ინფორმაციის ორგანიზება, უკეთ გაიაზრეს

აგებულება და ფუნქციები.

V. საგანმანათლებლო ექსკურსია

ა. მიზანი: მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ

ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს, რაც

აღვივებს ინტერესს და ზრდის მოტივაციას. აგრეთვე ხელს უწყობს საგნის

აქტუალობისა და საჭიროებების დანახვას მოსწავლეთა მიერ და მოტივაციის

ამაღლებას.

სასწავლო-შემოქმედებითი ვიზიტები, რომელსაც საგანმანათლებლო დატვირთვა

აქვს, საილუსტრაციო ფუნქციას ასრულებს. აქ ნანახი და მოსმენილი მოსწავლეებს

უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე მხოლოდ მოყოლილი ან ფორმალურ გარემოში

შესწავლილი მასალა.

საგანმანათლებლო ექსკურსიის დაგეგმვასთან დაკავშირებით დავუკავშირდი შპს

,,დიაკორს“ და ჩავერთეთ პროექტში: ,,ქრონიკული დაავადებების შესახებ

ინფორმატიულობის გაზრდა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო

დაწესებულებებში“ .

ეს ვიზიტები დავუკავშირე სასწავლო გეგმას და საგანმანათლებლო დატვირთვა

მივანიჭე. დავგეგმეთ 4 ვიზიტი და განსახილველი საკითხები:

1. თამბაქო, მარიხუანა და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე;

2. სწორი კვება, კვებითი რეკომენდაციები და მასთან დაკავშირებული მეტაბოლური

Page 60: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

59

დარღვევები;

3. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;

4. რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ.

ვიზიტის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ პროექტზე და წარმოადგინონ

პრეზენტაციის სახით. საგანმანათლებლო ექსკურსიის შედეგი

ბიოლოგიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ინფორმაციის (მასალის)

შეგროვება, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის

დამკვიდრება.

ბ.დაავადებული ორგანოების მოდელის შექმნა და გამოყენება.

მიზანი: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მოტივაციის ამაღლება

ემფიზემით დაავადებული ფილტვის ბუშტუკების განვითარების მოდელი

მწეველებში;

ნორმალური და ბრონქიტით დაზიანებული ბრონქის მილის მოდელი ჯანმრთელი

ღვიძლის და ციროზით დაავადებული ღვიძლის მოდელი საჭირო მასალა:

პლასტელინი,პლასტიკური მილები. მოსწავლე აგებს მოდელებს და მსჯელობა ამ

დაავადებების პრევენციაზე.

VI. საგნის სირთულის დაძლევასთან დაკავშირებული აქტივობები.

ა. სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამების გამოყენება.

მიზანი: სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით

მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე გამოყენებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის

აღქმაში დახმარება. რაც საბოლოოდ ზრდის ინტერესს საკითხის მიმართ და

შესაბამისად მოტივაციას. კოგნიტური დიაგრამის საშუალებით მოსწავლე : ანაწევრებს

და ორგანიზებას უკეთებს მოცემულ ინფორმაციას, შეიცნობს მთელისა და მისი

ნაწილების (დეტალების) ურთიერთმიმართებას, ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას.

ჩემ მიერ გამოყენებულია ყველა ორგანული სისტემის სწავლების დროს:

Page 61: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

60

,,მოვლენათა ჯაჭვი“, ,,მოვლენათა თანმიმდევრობა - მოსწავლეებმა უნდა

დააფიქსირონ ფაქტების ურთიერთკავშირი;

,,შედარება’’, ,,საორგანიზაციო სქემა-ვენის დიაგრამა ‘’- მსგავსებებისა და

განსხვავებების გამოყოფა ;

აქტივობა-,, განმარტე , დახაზე , აღწერე , შეადარე ‘’- შეავსეთ სქემა მოცემული

მინიშნებების მიხედვით.

ბ. სიტყვების დაჯგუფება

ეს აქტივობა ხელი უწყობს მოსწავლეთა ჩართვას ახალი ტერმინებისა და

მნიშვნელობების შესწავლაში. აგრეთვე ხელს უწყობს მოსწავლეებს დახარისხების და

კატეგორიებისადმი მიკუთვნების უნარის გამომუშავებაში, რაც ინფორმაციის

ორგანიზებას და სააზროვნო უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.

VII. მშობლების ჩართულობის გაზრდა მოსწავლის სწავლის პროცესში.

განსახორციელებელი აქტივობები:

1. მშობლებთან ერთად დავანახოთ მოსწავლეებს სწავლის ღირებულება. მოვიწვიოთ

მშობლები გაკვეთილზე და ვაჩვენოთ როგორ ართმევენ ბავშვები თავს ბიოლოგიას.

ჩავრთოთ მშობლები იმ უნარ-ჩვევისა და ცოდნის გამოვლენაში, რომელთა გამოყენება

სახლში შეიძლება.

2. სწავლასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების მოწყობა. მოსწავლეების

მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენაზე მშობლების მოწვევა.

3. მუშაობა მშობლებთან ერთად, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ შესაძლებლობების

რწმენა და პოზიტიური მოლოდინები. ამისათვის ოჯახის წევრებმა ხაზი გაუსვან

შესრულებული დავალების ძლიერ და კარგად გაკეთებულ მონაკვეთებს, მათ

შეუძლიათ სამუშაოს მიამაგრონ ფურცელი, სადაც აღნიშნული იქნება სამუშაოს სამი

საუკეთესო და ერთი სუსტი ელემენტი, რომლის გაუმჯობესებაც მიზანშეწონილი

იქნებოდა.

Page 62: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

61

VIII. შესრულებული საქმიანობის შეფასება-ეფექტური უკუკავშირი: პოზიტიური

მხარის აღიარება და კონსტრუქციული შენიშვნების მიღება. ეფექტური უკუკავშირი

მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას , თანდათანობითი

სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი

შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.

Page 63: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

62

ინტერვენციების შეფასების ანალიზი

მოსწავლეთა პოსტ გამოკითხვა

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემს მიერ დაგეგმილი და

განხორციელებული ინტერვენციები ჩავატარე მოსწავლეთა გამოკითხვა ანკეტა-კითხვარის

საშუალებით. ეს კითხვარი გამოვიყენე პრე გამოკითხვის დროს. როცა დავადგინე

მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ხარისხი. ანკეტა კითხვარი შედგებოდა 20 დებულებისაგან

და 4 სავარაუდო პასუხისაგან. რომლებსაც შესაბამისი სქემის მიხედვით ენიჭებოდა 1 ან 0

ქულა.

თითოეულ მოსწავლისა და დებულებების მიხედვით ქულები შესაბამისად გადანაწილდა.

ინტერვენციის შემდეგ მოსწავლეთა მიერ შესრულებული კითხვარი და ქულათა რაოდენობა

1 1 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ქ.

1 1 1 1 1 1 1 1 7

2 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 10

3 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

4 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

5 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 10

6 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

7 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 16

8 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 16

9 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 12

10 1 1 1 1 1 1 1 1 8

11 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 16

12 1 1 1 1 1 1 1 1 8

13 1 1 1 1 1 1 1 1 1 9

14 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 16

15 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

16 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 11

Page 64: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

63

17 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 15

18 1 1 1 1 1 1 1 1 1 9

19 1 1 1 1 1 1 1 1 8

20 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 12

21 1 1 1 1 1 1 1 7

11 17 9 18 11 2 12 13 11 3 14 16 14 11 12 4 12 19

15 10

მოტივაციის %

მაჩვენებელი

მოსწავლეთა რაოდენობა

ინტერვენციამდე

მოსწავლეთა რაოდენობა

ინტერვენციის შემდეგ

15% 1

20% 1

25% 2

35% 3 2

40% 2 3

45% 3 2

50% 1 2

55% 2 5

60% 2 2

65% 1

70% 2

75% 1 1

80% 0 4

Page 65: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

64

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველ კითხვაზე :

ბიოლოგიის შესწავლისას ვიგებ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რაც საკუთარი

შესაძლებლობების წარმოჩენაში მეხმარება 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი

არის 11 (52 %); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 9,2 %-ით;

კითხვაზე: დაინტერესებული ვარ ბიოლოგიით და მინდა რაც შეიძლება ბევრი შევიტყო ამ

საგნის შესახებ- 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 17 (80,9 %);

მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 38,1 %-ით;

კითხვაზე: ბიოლოგიის შესწავლისას ჩემთვის საკმარისია ის ცოდნა, რომელსაც გაკვეთილზე

ვიღებ-21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 9 (42.8 %); მოტივაციის

მაჩვენებელი არ გაზრდილა;

კითხვაზე: ბიოლოგიის დავალებები ჩემთვის უინტერესოა, მხოლოდ მასწავლებლის

მოთხოვნის გამო ვასრულებ - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 18 (85,7%)

მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 38,1 %-ით;

კითხვაზე: ბიოლოგიის სწავლის დროს წარმოქმნილი სირთულეები, ამ საგანს ჩემთვის უფრო

საინტერესოს ხდის - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11 (52.3%);

კითხვაზე: ბიოლოგიის სწავლისას, რეკომენდირებული სახელმძღვანელოებისა და

ლიტერატურის გარდა, დამოუკიდებლად ვკითხულობ დამატებით ლიტერატურას - 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 2 ( 9.5 %) ;

კითხვაზე: ვთვლი, რომ რთული თეორიული საკითხები ბიოლოგიაში არ უნდა

ისწავლებოდეს - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 ( 57 . 1 % );

კითხვაზე: თუ რაიმე არ გამომდის ბიოლოგიაში, ვცდილობ ბოლომდე გავერკვიო 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 13 ( 61,9 % ); მოტივაციის მაჩვენებელი

გაიზარდა 4,8 %-ით;

Page 66: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

65

კითხვაზე: ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად ვარ ისეთ მდგომარეობაში , რომ „საერთოდ არ

მინდა სწავლა“ -21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 15 (71,42 %);

მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 32,62 %-ით;

კითხვაზე: აქტიურად ვმუშაობ და ვასრულებ დავალებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ

მასწავლებელი მაკონტროლებს -21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11

(52,3 % ); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 4.7 %-ით;

კითვაზე: შესასწავლ მასალას ბიოლოგიაში ინტერესით განვიხილავ თავისუფალ დროს

(შესვენებაზე, სახლში), თანაკლასელებთან და მეგობრებთან ერთად - 21 მოსწავლიდან

მოტივაციის მაჩვენებელი არის 3 (14,2 %); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 4,7 %-

ით;

კითხვაზე: ვცდილობ დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები ბიოლოგიაში, არ მიყვარს

როდესაც ვინმე მკარნახობს ან მეხმარება - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი

არის 14 (66.7 %); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 14,4 %-ით;

კითხვაზე : შეძლებისადაგვარად ვცდილობ გადავიწერო დავალებები მეგობრებისგან, ან სხვას

ვთხოვ დავალების ჩემს ნაცვლად შესრულებას - 21 მოსწავლიდან მოტივაციის

მაჩვენებელი არის 16 (76,1 %); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 19 %-ით;

კითხვაზე: ვთვლი, რომ ნებისმიერი სახის ცოდნა ბიოლოგიაში არის ღირებული და

საჭირო, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ამ საგანში - 14 (66,7 %) მოტივაციის

მაჩვენებელი გაიზარდა 29 %-ით;

კითვაზე მიღებული შეფასება ბიოლოგიაში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე

ცოდნა-21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 11 (52 . 1 %);

კითხვაზე: არ ვღელავ, როდესაც ცუდად ვარ მომზადებული გაკვეთილისათვის- - 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 (57.1 %);

კითხვაზე: თავისუფალ დროს, ჩემი ინტერესები დაკავშირებულია ბიოლოგიასთან-- 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 4 (19 %);

Page 67: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

66

კითხვაზე: მიჭირს ბიოლოგიის შესწავლა, ამიტომ დავალების შესრულებისას მიხდება

საკუთარ თავზე ძალდატანება - 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 12 (57,

. 1 % ); მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 5 %-ით;

კითხვაზე: ვწუხვარ თუ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, მიწევს ბიოლოგიის

გაკვეთილის გაცდენა -- 21 მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 10 ( 47.6 % );

მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 24,5 %-ით;

კითხვაზე: შესაძლებელი რომ იყოს ბიოლოგიას ამოვიღებდი საგაკვეთილო განრიგიდან - 21

მოსწავლიდან მოტივაციის მაჩვენებელი არის 19 ( 90,41 % ); მოტივაციის მაჩვენებელი

გაიზარდა 4.71 %-ით;

თუ გავაანალიზებთ კითხვარს დებულებების მიხედვით, ვნახავთ რომ მოტივაციის

მაჩვენებელი არ შეცვლილა 7 დებულებაში (3 , 5 , 6 ,7 , 15 , 16 , 17); გაიზარდა 13 დებულებაში.

აქედან , 4 , 9 , 12, 13, 14 , 19 დებულებაში 14 % დან- 38,1 %-მდე. ბიოლოგიის დავალებები

გახდა საინტერესო (38,1 %-ით ), ბიოლოგიის გაკვეთილზე მოსწავლეებს გაუჩნდათ სწავლის

სურვილი (32,62 %-ით) , ცდილობენ დამოუკიდებლად შეასრულონ დავალება (19 % -ით ) ,

წუხან ავადმყოფობის ან რაიმე მიზეზის გამო თუ უწევთ გაკვეთილის გაცდენა (24, 5 %-

ით). თვლიან, რომ ნებისმიერი სახის ცოდნა ბიოლოგიაში არის ღირებული და საჭირო

(29 %-ით )

მოტივაციის %

მაჩვენებელი

მოსწავლეთა რაოდენობა

ინტერვენციამდე

მოსწავლეთა რაოდენობა

ინტერვენციის შემდეგ

15% 1

20% 1

25% 2

35% 3 2

40% 2 3

45% 3 2

50% 1 2

55% 2 5

Page 68: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

67

60% 2 2

65% 1

70% 2

75% 1 1

80% 0 4

ცხრილიდან ჩანს, რომ ინტერვენციამდე 4 მოსწავლეს ჰქონდა 15 % -დან-25 %-მდე

მოტივაციის მაჩვენებელი, ინტერვენციის შემდეგ 35 % აქვს - 2 მოსწავლეს, 40 %- 3

მოსწავლეს, 45 %-2 მოსწავლეს, 50 %-2 მოსწავლეს, 55 %- 5 მოსწავლეს, 60 %-2

მოსწავლეს, 75 % -1 მოსწავლეს, 80 %-4 მოსწავლეს.

მოტივაციის გაზრდილი % მაჩვენებელი მოსწავლეთა რაოდენობა

0%-ით 4

5%-ით 3

10%-ით 7

15%-ით 5

20%-ით 1

25%-ით 1

21 მოსწავლიდან 4 მოსწავლის მოტივაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა, 3 მოსწავლის

გაიზარდა-5 %-ით, 7 მოსწავლის- 10 %-ით, 5 მოსწავლის -15 % -ით, 1 მოსწავლის 20%-

ით და 1 მოსწავლის 25 % -ით.

ქულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ: 7 ქულა აქვს 2 მოსწავლეს, 10 ქულა- 2

მოსწავლეს , 11 ქულა- 5 მოსწავლეს, 8 ქულა - 3 მოსწავლეს, 9 ქულა - 2 მოსწავლეს, 12

ქულა - 2 მოსწავლეს, 15 ქულა-1 მოსწავლეს , 16 ქულა - 4 მოსწავლეს.

Page 69: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

68

მოტივაციის მაჩვენებელი

ინტერვენციის შემდეგ

ქულა მოსწავლეთა რაოდენობა

დაბალი 0-დან-5-მდე 0

საშუალო 6-დან-14-მდე 16

მაღალი 15დან-20 5

შინაგანი მოტივაცია გაიზარდა. 16 მოსწავლეს აქვს საშუალო, ხოლო 5 მოსწავლეს

მაღალი მოტივაცია

0

2

4

6

8

10

12

14

16

18

დაბალი საშუალო მაღალი

მოსწავლეთა მოტივაციის შედეგები ინტერვენციის

შემდეგ

ქულა მოსწავლეთა რაოდენობა

Page 70: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

69

ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო მთელი კლასისათვის.

ჩატარებული ინტერვენციების განხორციელებით მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა,

მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა ბიოლოგიის საგნის მიმართ. ეს უკანასკნელი გაიზომა

ანონიმური ანკეტირების საფუძველზე, რომელიც ჩატარდა კვლევის შემაჯამებელ ეტაპზე,

რათა მომეხდინა ინტერვენციების შედეგების ანალიზი.

მიგნებები

მოსწავლეთა სწავლის წამყვანი მოტივების გათვალისწინება მნიშვნელოვანია

მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით. სხვადასხვა სწავლის მოტივი

სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს პედაგოგისაგან.

0

10

20

30

40

50

60

70

80

90

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

მოტივაციის ზრდის მაჩვენებელი

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციამდე %

მოტივაციის მაჩვენებელი ინტერვენციის შემდეგ%

მოტივაციის ზრდის მაჩვენებელი %

Page 71: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

70

დასკვნა

მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-

ერთი მთავარი ამოცანაა. ცნობილია, რომ არა მარტო სწავლას, არამედ ნებისმიერ

აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად, მოტივაცია ეს ის ფაქტორია, რომელიც

საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხს ამიტომ შესაძლოა ითქვას ,რომ

პრობლემა, რომელიც საკვლევ საკითხად შევარჩიე, იყო აქტუალური. საწყისს ეტაპზე

ჩამოყალიბებული პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები დადასტურდა ჩემ

მიერ შერჩეული კვლევის ინსტრუმენტების საშუალებით. მონაცემების ანალიზის

შედეგად გამოიკვეთა პრობლემის გამომწვევი მიზეზები, რის შემდეგაც დავიწყე ამ

პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება. ინტერვენციის შემდეგ შედეგების ანალიზი

ადასტურებს კვლევის წარმატებით განხორციელებას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,

რომ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკვლევი პრობლემა ბოლომდე მოგვარებულია.

მიმაჩნია,რომ საერთო ჯამში კვლევა უნდა შეფასდეს წარმატებულად, რადგან

ინტერვენციამ შედეგი გამოიღო. მე როგორც პედაგოგმა მივიღე სარგებელი,

მნიშვნელოვნად განვივითარე პედაგოგიური კვლევის წარმოებისათვის საჭირო

უნარები და შემიძლია მიღებული ცოდნა კოლეგებსაც გავუზიარო.

კვლევის ერთ-ერთი შეზღუდვა კვლევისათვის დათმობილი დროის სიმცირე იყო.

ბიოლოგიას კვირაში 2 საათი ეთმობა, სხვა შემთხვევაში უფრო მეტი ინტერვენციების

განხორციელებას და განმტკიცებას შევძლებდი, თუმცა ჩემ მიერ ჩატარებულმა

კვლევამ ნამდვილად გააუმჯობესა მოსწავლეთა მოტივაცია მე-8 კლასში.

კვლევის ნაკლოვანებად უნდა ჩავთვალო ის, რომ დაგეგმილი მქონდა 4

საგანმანათლებლო ექსკურსია , თუმცა მხოლოდ ორი ჩავატარეთ. დამარჩენ ორს ვგეგმავ

შემდეგ წელს და გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით.

რაც შეეხება მშობელთან ინტერვენციას მხოლოდ ორი მშობელი მოვიდა სკოლაში,

ამიტომ ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობის გაგრძელება.

Page 72: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

71

კვლევა ჩატარდა ეთიკური ნორმების დაცვით, რადგანაც კვლევაში მონაწილე პირების

იდენტიფიცირება არ არის შესაძლებელი და ასევე კვლევის წარმოების პროცესში

ყველა პირი იყო ინფორმირებული პრაქტიკის კვლევის შესახებ.

ნაშრომი არის სანდო ვინაიდან ძირითადი დასკვნები და მიგნებები გაკეთებულია

კვლევის საფუძველზე და აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. მისი გამოყენება შეუძლია

ჩემს კოლეგებს და ასევე მათაც, ვისაც უდგას მსგავსი პრობლემა.

Page 73: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

72

ბიბლიოგრაფია

1.აბულაძე ი. (2014 ) მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში

2.არაბული ნ. (2013 ) მოტივაციის ამაღლების საშუალებები

3.ბლიაძე მ. (2015) მოდელების გამოყენება სასწავლო პროცესში.თბილისი.

ინტერნეტგაზეთი http://mastsavlebeli.ge/?p=974 (შემოწმებულია 13.04.2019)

4.დიუი ჯ. დემოკრატია და განათლება.შ,,ესავალი თანამედროვე აზროვნებაში“

5. დოლიძე ნ.( 2017).ინდუქციური მეთოდების გამოყენება 5-6 წლის ბავშვების სწავლა-

აღზრდის პროცესში. დისერტაცია.თსუ.თბილისი

6.ეროვნული სასწავლო გეგმა.ბუნებისმეტყველების საგნობრივი სტანდარტი.

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/mimdinare-esg-2011-2016

7. ზურაბიშვილი თ.თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში.2006,სიღრმისეული

ინტერვიუ.თბილისი,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 16-25 გვ.)

8. კაპანაძე ნ. ( 2016 ) მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კელერისეული მოდელი

9. კაპანაძე ხ. (2015) სწავლა კეთებით .საბუნებისმეტყველო საგნების პრიორიტეტი და

მოსწავლეთა მოტივაცია; (შემოწმებულია 15.04.2019)

10. კაციტაძე თ. (2014) როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია

12. კოდუა ნ. (2013 ) თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი პრობლემა

13. მამფორია.მ.(რედ.)(2013) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები.

გზამკვლევი მასწავლებლებისთვისVII კლასი. თბილისი

14. მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი. საბაზო და საშუალო საფეხურის

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

http://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/800248.pdf (შემოწმებულია 20.04.2019)

Page 74: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

73

15. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA საქართველოს

ანგარიში.2017 თბილისი.

16.მჭედლიშვილი ხ. (2016 ) გაჩერებებით სწავლა.http://mastsavlebeli.ge/?p=10414

17. საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების პრეზენტაცია( 05.05.2017) ზოგადი

განათლება http://mes.gov.ge/content.php?id=7307&lang=geo ( შემოწმებულია 13.04.2019)

18. ტყემალაძე რ. დალაქიშვილი ნ. თოფაძე ქ. პაჭკორია თ. ბუწაშვილი თ.

(2012).სწავლება და შეფასება.თბილისი. მასწავლებელთა პროფესიული

განვითარების ცენტრი

19. ჯანაშია ნ. იმედაძე ნ. გორგოძე ს. (2012) განვითარების სწავლის

თეორიები.თბილისი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

20.ჭყოიძე თ.(2012) .სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები. ინტერნეტგაზეთი

http://mastsavlebeli.ge/?p=1797 (შემოწმებულია 13.04.2019)

21.ჯაფარიძე ზ. (2017). პრაქტიკული გაკვეთილები ბიოლოგიაში. თბილისი.

ინტერნეტგაზეთი http://mastsavlebeli.ge/?p=16387 (შემოწმებულია 13.04.2019)

22. ჯეფრი ი. მილსი. (2007) სამოქმედო კვლევა. სახელმძღვანელო მკვლევარ

პედაგოგთათვის

23. ჯიმშელეიშვილი ლ. (2015) ექსკურსი-განათლების შემადგენელი ნაწილი.

gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2688.pdf

24. Дубовицкая Т.Д. Методика диагностики направленности учебной мотивации

Психологическая наука и образование.2002.№ 2. С. 42–45.)

http://psyjournals.ru/psyedu/2002/n2/Dubovitskaja_full.shtml (13.04.2019)

Page 75: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

74

დანართები

დანართი 1

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრთა შეხვედრის

ოქმი 1

ქ. თბილისი 06.10.2018

შეხვედრის მიზანი: სსიპ ქალაქ თბილისის #36 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო

მეცნიერებათა კათედრის პედაგოგების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების

ინფორმირება პრაქტიკული კვლევის არსის შესახებ.

ამოცანები: პრაქტიკული კვლევის შესახებ პრეზენტაციის წარმოდგენა;

მასწავლებლების მიერ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება.

შეხვედრაზე განიხილეს: შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მასწავლებლის მიერ

მომზადებულ პრეზენტაციას. სადაც დაწვრილებით იყო განხილული ის ეტაპები, რომელთა

გავლაც აუცილებელია კვლევის ხარისხიანად განხორციელებისათვის.

შეხვედრის მეორე ნაწილში მასწავლებელმა განმარტა საკვლევი საკითხი. კერძოდ ის,რომ

მოსწავლეები არიან პასიურები, დაბალია მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, ქმედითობის

უნარი, მოტივაცია. პედაგოგებმა იმუშავეს პრობლემის იდენტიფიცირებაზე, დაასახელეს

პრობლემის გამომწვევი შესაძლო მიზეზები.

Page 76: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

75

დანართი 2.

სსიპ ქალაქ თბილისის 36 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვატარებ პრაქტიკულ

კვლევას საბაზო საფეხურზე ბიოლოგიის საგნის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლების მიზნით, თქვენი როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

პროექტის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არაა

კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

შინაგანი მოტივაციის გამოკვლევის კითხვარი

ჩამოთვლილილი დებულებებიდან, სრულიად ვეთანხმები, ვეთანხმები, მიჭირს პასუხის

გაცემა, არ ვეთანხმები და სრულიად არ ვეთანხმები, შეარჩიე შენთვის მისაღები და ცხრილის

შესაბამის უჯრაში ჩაწერე ნიშანი „X“.

N დებულებები

სრუ

ლი

ად

ვეთ

ანხ

მებ

ვეთ

ანხ

მებ

არ ვ

ეანხ

მებ

სრუ

ლი

ად ა

ვეთ

ანხ

მებ

1 ბიოლოგიის შესწავლისას ვიგებ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რაც

საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში მეხმარება.

2 დაინტერესებული ვარ ბიოლოგიით და მინდა რაც შეიძლება ბევრი

შევიტყო ამ საგნის შესახებ.

3 ბიოლოგიის შესწავლისას ჩემთვის საკმარისია ის ცოდნა, რომელსაც

გაკვეთილზე ვიღებ.

4 ბიოლოგიის დავალებები ჩემთვის უინტერესოა, მხოლოდ

მასწავლებლის მოთხოვნის გამო ვასრულებ.

5 ბიოლოგიის სწავლის დროს წარმოქმნილი სირთულეები, ამ საგანს

ჩემთვის უფრო საინტერესოს ხდის.

6

ბიოლოგიის სწავლისას, რეკომენდირებული სახელმძღვანელოებისა

და ლიტერატურის გარდა, დამოუკიდებლად ვკითხულობ დამატებით

ლიტერატურას.

Page 77: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

76

7 ვთვლი, რომ რთული თეორიული საკითხები ბიოლოგიაში არ უნდა

ისწავლებოდეს.

8 თუ რაიმე არ გამომდის ბიოლოგიაში, ვცდილობ ბოლომდე გავერკვიო.

9 ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად ვარ ისეთ მდგომარეობაში , რომ

„საერთოდ არ მინდა სწავლა“.

10 აქტიურად ვმუშაობ და ვასრულებ დავალებას, მხოლოდ იმ

შემთხვევაში თუ მასწავლებელი მაკონტროლებს.

11

შესასწავლ მასალას ბიოლოგიაში ინტერესით განვიხილავ თავისუფალ

დროს (შესვენებაზე, სახლში), თანაკლასელებთან და მეგობრებთან

ერთად.

12 ვცდილობ დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები ბიოლოგიაში,

არ მიყვარს როდესაც ვინმე მკარნახობს ან მეხმარება.

13

შეძლებისადაგვარად ვცდილობ გადავიწერო დავალებები

მეგობრებისგან, ან სხვას ვთხოვ დავალების ჩემს ნაცვლად

შესრულებას.

14 ვთვლი, რომ ნებისმიერი სახის ცოდნა ბიოლოგიაში არის ღირებული

და საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ამ საგანში.

15 მიღებული შეფასება ბიოლოგიაში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია,

ვიდრე ცოდნა.

16 არ ვღელავ, როდესაც ცუდად ვარ მომზადებული გაკვეთილისათვის.

17 თავისუფალ დროს, ჩემი ინტერესები დაკავშირებულია

ბიოლოგიასთან.

18 მიჭირს ბიოლოგიის შესწავლა, ამიტომ დავალების შესრულებისას

მიხდება საკუთარ თავზე ძალდატანება.

19 ვწუხვარ თუ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, მიწევს

ბიოლოგიის გაკვეთილის გაცდენა.

20 შესაძლებელი რომ იყოს ბიოლოგიას ამოვიღებდი საგაკვეთილო

განრიგიდან.

Page 78: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

77

მოსწავლეებს უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ბიოლოგიის საგნის მიმართ,

რისთვიასც კითხვარის ყოველ საკითზე ნიშნავს მისთვის სასურველ პასუხს:

გამოკითხვა იყო ანონიმური ხასიათის. შედეგების აღრიცხვა მოხდა ცხრილი 1 -ის მიხედვით.

ცხრილი 1

სწორი პასუხი საკითხის ნომერი

სრულიად ვეთანხმები, ვეთანხმები 1, 2, 5, 6, 8, 11, 12, 14, 17, 19

არ ვეთანხმები, სრულიად არ ვეთანხმები 3, 4, 7, 9, 10, 13, 15, 16, 18, 20

სრულიად ვეთანხმები, ვეთანხმების და არ ვეთანხმები, სრულიად არ ვეთანხმების

ერთი ქულა ერიცხება ცხრილში არსებული საკითხის ნომრების მიხედვით. რაც უფრო

დიდია ქულათა საბოლოო ჯამი, მით უფრო მეტია ბიოლოგიის შესწავლისას, მოსწავლის

შინაგანი მოტივაციის მაჩვენებელი . ქულათა დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს მოსწავლის

უფრო მაღალ გარეგან მოტივაციაზე. (მოსწავლე ორიენტირებულია არ ცოდნის მიღებაზე,

არამედ კარგი ქულის ან შექების მიღებაზე).

შინაგანი მოტივაცია განისაზღვრება შემდეგნაირად:

0 – 5 ქულა - შინაგანი მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი;

6 – 14 ქულა - შინაგანი მოტივაციის საშუალო მაჩვენებელი;

15 – 20 ქულა - შინაგანი მოტივაციის მაღალი მაჩვენებელი;

Page 79: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

78

დანართი #3

მოსწავლეთა გამოკითხვის კითხვარი

სსიპ ქალაქ თბილისის 36 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვატარებ პრაქტიკულ

კვლევას, საბაზო საფეხურზე, ბიოლოგიის საგნის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლების მიზნით, თქვენი როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო

არაა კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1. გაინტერესებთ თუ არა საგანი ბიოლოგია?

ძალიან მაინტერესებს

მაინტერესებს

ნაკლებად მაინტერესებს

არ მაინტერესებს

2.არის თუ არა ბიოლოგიის პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა

პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული?

დიახ არა ნაწილობრივ

3.უთმობს თუ არა სათანადო ყურადღებას მასწავლებელი თქვენს ნაშრომს?

დიახ არა ნაწილობრივ

4.როგორ ფიქრობთ მასწავლებელი ნიშნის დაწერას უფრო ხშირად მიმართავს თუ

კომენტარს?

ნიშნის დაწერას კომენტარს ორივეს ერთად

5.ღებულობთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლისგან?

ყოველთვის

ხშირად

Page 80: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

79

იშვიათად

არასდროს

6.როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა თქვენთვის?

ისტ-ით გამდიდრებული

ექსპერიმენტით ჩატარებული

დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით გამდიდრებული

თქვენს მიერ შექმნილი რესურსით ჩატარებული

ლექციური

სულერთია

სხვა------------------------------------------------------------------------

7.არის თუ არა რთული ბიოლოგიის საკითხების შესწავლა?

დიახ არა

8.საგნის სირთულის შემთხვევაში რა ხერხს მიმართავ?

ვთხოვ ამხანაგს დახმარებას

ვთხოვ მშობელს დახმარებას

ვანებებ თავს

სქემების სახით ვსწავლობ

9.ხართ თუ არა აქტიურად ჩართული ბიოლოგიის გაკვეთილზე?

დიახ არა ნაწილობრივ

10.როგორ ფიქრობ , რა არის ბიოლოგიის გაკვეთილზე თქვენი ნაკლებად

ჩართულობის მიზეზი?

მეშინია არ დავუშვა შეცდომა

მიჭირს ყველაფრის უცებ გაგება და გაკეთება

ვერ ვითხოვ დახმარებას

Page 81: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

80

მეშინია სარკაზმის , დაცინვის

არ მაინტერესებს საგანი

სხვა ------------------------------------------------------

11.რაში გამოიყენებ ბიოლოგიის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას?

მოგვიანებით ჩემს პროფესიაში გამომადგება

გამომადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში

ვერ გამოვიყენებ

12.რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? სწავლობ

სწავლობ ცოდნის , ახალი ინფორმაციის მიღებისათვის

სწავლობ დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეგიძლია

სწავლობ ქებისთვის , წახალისებისთვის

სწავლობ დასჯის შიშის გამო

სწავლობ წარმატებული მომავლისთვის

სწავლობ როდესაც კომუნიკაციის შესაძლებლობა გეძლევა ( ჯგუფებად,

წყვილებად მუშაობის დროს)

არასაგაკვეთილო ღონისძიებებზე მონაწილეობის დროს

როცა შეგიძლია გამოავლინო შესაძლებლობები და უნარები

და სხვა------------------------------------------------------------

Page 82: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

81

დანართი 4.

მშობლების გამოკითხვის კითხვარი

სსიპ ქალაქ თბილისის 36 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვატარებ პრაქტიკულ

კვლევას საბაზო საფეხურზე ბიოლოგიის საგნის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლების მიზნით,თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

პროექტის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არაა

კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.თქვენი შვილი რამდენად ხშირად არის დაკავებული შემდეგი აქტივობებით?

ძალიან

ხშირად

რეგულარულად ხანდახან არასოდეს

ბიოლოგიის შესახებ

სატელევიზიო

გადაცემის ყურებით

ბიოლოგიური

აღმოჩენების შესახებ

წიგნების კითხვით

ბიოლოგიის

საკითხებთან

დაკავშირებით

ვებგვერდის

მონახულებით

საბუნებისმეტყველო

Page 83: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

82

თემაზე

კომპიუტერული

თამაშების თამაშით

2.თქვენი შვილი იჩენს თუ არა ინტერესს ბიოლოგიის სწავლის მიმართ?

ძალიან ხშირად

რეგულარულად

ხანდახან

არასოდეს

3. სკოლიდან შინ დაბრუნებისას, როგორი სახის გაკვეთილის შესახებ

საუბრობს ხალისით თქვენი შვილი?

ლექციური სტილის

ისტ-ით გამდიდრებული

სწავლების ახალი მეთოდებით ჩატარებული

მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით გამდიდრებული

დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით გამდიდრებული

სახალისო და საინტერესო გაკვეთილები.

და სხვა----------------------------------------

4.რა დროს უთმობს მოსწავლე ბიოლოგიის გაკვეთილის მომზადებას?

0,5სთ-ზე ნაკლებს

1-2 სთ

2 სთ-ზე მეტს

არ ვიცი

Page 84: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

83

5.თქვენს შვილთან ერთად განიხილავთ თუ არა , როგორ გამოიყენება ბიოლოგია

ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დიახ არა

6.გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენი შვილის მისწრაფებების შესახებ ბიოლოგიაში?

დიახ არა

7. ამჟღავნებს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს იმუშაოს ბიოლოგიასთან

დაკავშირებულ სფეროში?

დიახ არა არ ვიცი

8.ამხნევებთ თუ არა თქვენს შვილს, რათა საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოთ?

დიახ არა

9.მხარს უჭერთ თქვენი შვილის ძალისხმევას და სკოლაში მის წარმატებას?

დიახ არა

Page 85: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

84

რეფლექსია

კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

2018-2019 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სსიპ ქალაქ

თბილისის # 36 საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე; ,,მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლება ბიოლოგიის სწავლებისას მერვე კლასში.“ განხორციელებული

პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ბიოლოგიის

სწავლებისას მე-8 კლასში. აღნიშნული თემისა და მიზნის არჩევა კვლევის სამიზნე მე-

8 კლასში პრობლემის იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტირების საფეხურზე

გამოკვეთილი დაბალი მოტივაციის პრობლემატურობას უკავშირდება. საწყისს

ეტაპზე მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება და საბუნებისმეტყველო კათედრის

პედაგოგებთან ერთად გამოვკვეთე ის სავარაუდო მიზეზები, რომლებიც იწვევდნენ

მოტივაციის დაქვეითებას. კვლევის პროცესში გავეცანი ლიტერატურას, რომელმაც

ძალიან დიდი დახმარება გამიწია, ამასთანავე ვთანამშრომლობდი კოლეგებთან და

ვითვალისწინებდი მათ რეკომენდაციებს. 2019 წლის 7 ივნისს, კვლევის შედეგების

გაზიარების მიზნით კოლეგებთან მქონდა შეხვედრა, სადაც წარვადგინე ჩემი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. ამისათვის მოვამზადე პრეზენტაცია

power point -ში. ყურადღება გავამახვილე საკითხის აქტუალობაზე, კვლევის

მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე. გავაცანი კვლევის შედეგად მიღებული

რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი, განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილე

ინტერვენციებზე და დასკვნებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვისაუბრეთ

წარმოდგენილი თემის ირგვლივ, კოლეგებს ჰქონდათ შეკითხვები. მათ

აინტერესებდათ: რა სირთულეს წავაწყდი კვლევის პროცესში? რა იყო კვლევის

ნაკლოვანებები? შეხვედრაზე მყოფმა პედაგოგებმა მოისმინეს პასუხები მათ მიერ

დასმულ კითხვებზე და აღნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულია

პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ საკვლევი თემა

Page 86: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

85

მართლაც აქტუალურია. კვლევის წარმოებისას გამოკვეთილი მიგნებები და დასკვნები

საინტერესოდაა წარმოდგენილი. ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მოეწონა და

თვითონაც გაითვალისწინებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით

ბავშვების სწავლის წამყვან მოტივებს. პედაგოგებმა მოიწონეს და გაიზიარეს

დაგეგმილი ინტერვენციები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების

მიერ შექმნილმა მოდელებმა. მასწავლებლებმა მირჩიეს გამოფენის მაგივრად

ჩამეტარებინა სამეცნიერო პიკნიკი. მომავალში სასწავლო პროცესის ეფექტურად

წარმართვისათვის, მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის გადაწყდა

სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა, სხვა საგნობრივი

ჯგუფის მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიების

შემუშავება.

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ განხორციელებულმა სხვადასხვა ინტერვენციამ

ნამდვილად გამოიღო შედეგი. სრულად არა, მაგრამ გარკვეულწილად ამაღლდა

სწავლის მოტივაცია. ჩემს კოლეგებსაც გამოადგებათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და

დაეხმარებათ სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში. სკოლაში

განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები კარგი საშუალებაა

სიახლეების დანერგვისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.

კვლევის ერთ-ერთი შეზღუდვა კვლევისათვის დათმობილი დროის სიმცირე იყო.

ბიოლოგიას კვირაში 2 საათი ეთმობა, სხვა შემთხვევაში უფრო მეტი ინტერვენციების

განხორციელებას და განმტკიცებას შევძლებდი, თუმცა ჩემ მიერ ჩატარებულმა

კვლევამ ნამდვილად გააუმჯობესა მოსწავლეთა მოტივაცია მე-8 კლასში.

კვლევის ნაკლოვანებად უნდა ჩავთვალო ის, რომ დაგეგმილი მქონდა 4

საგანმანათლებლო ექსკურსია, თუმცა მხოლოდ ორი ჩავატარეთ. დანარჩენ ორს ვგეგმავ

შემდეგ წელს და გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით.

რაც შეეხება მშობელთან ინტერვენციას მხოლოდ ორი მშობელი მოვიდა სკოლაში,

ამიტომ ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობის გაგრძელება.

Page 87: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

86

აღნიშნულმა კვლევამ საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება შემძინა.

გამომიმუშავდა უნარი საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებით მოვახდინო პრობლემის

იდენტიფიცირება, პრობლემის ანალიზი და მოვიძიო მისი გადაჭრის გზები,

დავნერგო სწავლა-სწავლების უფრო მეტი პრაქტიკული და მრავალფეროვანი

აქტივობები, განვახორციელო კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება,

გამოვიყენო კლასგარეშე აქტივობები, ვუზრუნველყო უსაფრთხო სასწავლო გარემო,

ვითანამშრომლო მშობლებთან. განვახორციელო სწავლების საკითხის გამოყენებითი

ასპექტის დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის

ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.

ვფიქრობ, რომ ნაშრომი სასარგებლოა როგორც ბიოლოგიის, ასევე სხვა საგნის

მასწავლებლებისთვისაც. გაწეული კვლევის აღწერა და ანალიზი პედაგოგებს

მიაწვდის მეტ ინფორმაციას, ასევე დაეხმარება პრაქტიკული რჩევებითა და

რეკომენდაციებით. გამოყენებული მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები დაეხმარება

მოსწავლეს დაინახოს ბიოლოგიის შესწავლის საჭიროება, ობიექტურად შეაფასოს

საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა, აქტიურად ჩაერთოს

საგაკვეთილო პროცესში, თავად იყოს მისი მონაწილე და მიიღოს ახალი ცოდნა და

მეცნიერული უნარ-ჩვევები. კვლევა სარგებელს მისცემს მშობელს, რადგან მათი

შვილი იქნება მოტივირებული, დაინტერესებული სწავლით და წარმატებული, რაც

ქმნის მშობელთა პოზიტიური განწყობის საფუძველს.

კვლევის შედეგების და კოლეგების მიერ გაცემული უკუკავშირების საფუძველზე

ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწიე. რაც დიდი სტიმულია ჩემი პედაგოგიური

საქმიანობის გასაგრძელებლად. კვლევის პროცესში განხორციელებულ

ინტერვენციებს აქტიურად დავგეგმავ ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში და მომავალში

კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან მეთოდს გამოვიყენებ სასწავლო

პროცესის შედეგიანად წარმართვისათვის.

Page 88: მოსწავლეთა მე-8 კლასში ... · 2019-06-26 · სსიპ ქალაქ თბილსის n36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა

87

კვლევის ავტორი: სსიპ ქალაქ თბილისის # 36 საჯარო სკოლის ბიოლოგიის

მასწავლებელი ლეილა ნიკოლეიშვილი.