მოსწავლეთა თვითმმართველობა...

22
მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს სკოლებში - როგორი უნდა იყოს და როგორი არის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების კვლევა \ პროექტი დებატების სკოლა 2014

Transcript of მოსწავლეთა თვითმმართველობა...

Page 1: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

მოსწავლეთა თვითმმართველობა

საქართველოს სკოლებში

- როგორი უნდა იყოს და როგორი არის

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების კვლევა

\

პროექტი დებატების სკოლა 2014

Page 2: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ

რესპუბლიკის საგარეო საქმეთა

ეს მასალა ხელმისაწვდომია

Attribution 3.0 ავტორობის ლიცენზიით

ცენტრის~ მიერ. პუბლიკაცია დაფინანსებულია

საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების

ნებადართულია ნაშრომის გამოყენება

უფლებების შესახებ, აგრეთვე „პოლონური

ინფორმაცია იქნება დაცული.

მხოლოდ მისი ავტორების აზრს და არ გ

სამინისტროს ოფიციალურ მოსაზრებას

ხელმისაწვდომია მხოლოდ პოლონეთისგან მინიჭებული

ლიცენზიით. ყველა უფლება დაცულია `სამოქალაქო

დაფინანსებულია 2014 წელს პოლონეთის

დახმარების პროგრამის ფარგლებში _ `დემოკრატიის

გამოყენება იმ პირობით, თუ გამოყენებული

პოლონური პროგრამების თანამშრომლობის

2

გამოხატავს პოლონეთის

მინიჭებული Creative Com mons

სამოქალაქო საგანმანათლებლო

რესპუბლიკის საგარეო

დემოკრატიის ხელშეწყობა~.

გამოყენებული ლიცენზიისა და

თანამშრომლობის განვითარების შესახებ“

Page 3: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

3

ძვირფასო მკითხველო,

გვსურს წარმოგიდგინოთ პატარა პუბლიკაცია პოლონურ-ქართული პროექტის "დებატების სკოლა

2014-ის შედეგების შესახებ. პროექტის განმახორციელებელია სამოქალაქო განათლების ცენტრი

(პოლონეთი) და სამოქალაქო კავში მეგობრობის ხიდი "ქართლოსი (საქართველო).

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების სოციალური ჩართულობის გაძლიერება, მათი და სკოლის

მთლიანი თემის ჩათულობით სკოლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტმა მოსწავლეებს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ გამოეხატათ თავიანთი აზრი მათთვის

მნიშვნელოვანი თემებისა და პრობლემების შესახებ, ასევე გაეუმჯობესებინათ კრიტიკულად

აზროვნების, არგუმენტირებისა და სასკოლო საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უნარები.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ოთხი რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი,

მცხეთა-მთიანეთი) 16 სკოლაში. ყველა სკოლაში წარდგენილი იყო ორი ხელმძღვანელი -

ახალგაზრდა აქტივისტები, ქართლოსის ტრენერები, რომლებმაც მომზადება გაიარეს პროექტის

ფარგლებში. ყველა სკოლაში იყო პროექტის პონაწილეების 10-15 კაციანი ძრითადი გუნდი და ორი

მასწავლებელი. გუნდი იყო ერთგვარი აღმასრულებელი ორგანო იმ ყველა მოსწავლე

მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროეცესში.

რადგანაც პროექტის ძირითადი მიზანი იყო სტუდენტების ჩართულობის გაუმჯობესება, პროექტი

შედგებოდა რამოდენიმე ძირითადი აქტივობებისაგან.

1) პირველი ვორქშოპი სკოლაში - ჯგუფის ინტეგრაცია, სწავლა იმისა, თუ რა არის მონაწილეობა

და როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით იქონიონ გავლენა

სკოლის ცხოვრებაზე. ვორქშოფი ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სკოლაში

პრობლემების დიაგნოზირება. როგორ უნდა მოხდეს სხვა სტუდენტების ჩართულობის

უზრუნველყოფა და მათი მოწვევა სკოლის შესახებ საკუთარი აზრის გამოსახატავად.

2) სკოლის დიაგნოზირება - პროექტის გუნდმა ორგანიზება გაუწია სკოლის ძირითადი

პრობლემების დიაგნოზირებას, მოხდა მოსწავლეების და მასწავლებლების მოსაზრებების

შეგროვება.

3) მეორე ვორქშოფი - სკოლის დიაგნოზირების შედეგების ანალიზი და დებატებისთვის თემის

არჩევა, შესწავლა და სხვადასხვა ტიპის დებატების გამოცდილების მიღება. დებატების დაგეგმვა

და მომზადება.

4) დებატები - პროექტის გუნდმა ჩაატარა დებატები სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი თემის

შესახებ. დებატების მონაწილეები იყვნენ არა მარტო მოსწავლეები არამედ მასწვალებლები,

დირექტორი, მშობლები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. დებატებმა ხელი შეუწყო

სკოლაში სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის გზების გამოვლენას.

5) შემაჯამებელი შეხვედრა - დებატების შემდგომ ყველა გუნდი შეხვდა თავიანთ

ხელმძღვანელებს, რათა ესაუბრათ მთლიან პროცესზე და სკოლის მართვის სამომავლო გეგმებზე.

აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა 2014 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის დემოკრატიზაცია და მოსწავლეთა სრულყოფილი

ცართულობა შეუძლებელია მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ფუნქციონირების

გარეშე, რაც დღეისათვის სკოლების უმრავლესობაში პრობლემას წარმოადგენს, გადავწყვიტეთ,

რომ ჩაგვეტარებინა მონაცემთა ანალიზი და კვლევა, რომელიც წარმოდგენილია ამ ნაშრომში.

Page 4: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

4

აღნიშნული კვლევა გვაწვდის ინფორმაციას მოსწავლეთა თვითმმართველობის რეალური

საქმიანობის და კანონიერი უფლებების შესახებ. ქვემოთ მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია

მოსწავლეთა თვითმმართველობის გამოკითხვის შედეგები და განათლების ექსპერტთა

მოსაზრებები.

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის, სტუდენტებისათვის,

დირექტორებისათვის და სკოლის ცხოვრებაში ჩართული სხვა პირებისათვის და დაგეხმარებათ

სკოლის საქმიანობასა და მართვაში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობაში, რაც თქვენს სკოლას

კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სასურველს გახდის ყველასათვის.

პროექტის ჯგუფი

სამოქალაქო განათლების ცენტრი (პოლონეთი)

სამოქალაქო კავში მეგობრობის ხიდი "ქართლოსი (საქართველო).

Page 5: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

5

ქეთი მაღრაძე პროექტი "დებატების სკოლა 2014" - ტუტორი

მოსწავლეთა თვითმმართველობა

საქართველოს სკოლებში

- როგორი უნდა იყოს და როგორი არის

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების კვლევა

შესავალი

უკვე საკმაო ხანია, რაც მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემების რეფორმირების ერთ-ერთ

მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად მისი დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია შეირჩა.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლების დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი

სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებას ეკისრება, საინტერესო გახდა მისი სტრუქტურისა და

საქმიანობის გამოკვლევა. საკითხის კვლევის მიზეზი ასევე იყო პროექტის „დებატების სკოლა

2014“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ეს კვლევა დარომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს

სკოლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობას.

წარმოდგენილი კვლევა ეხება სკოლის თვითმმართველობის ერთ-ერთ სტრუქტურულ

კომპონენტს - მოსწავლეთა თვითმმართველობას. კვლევა არ წარმოადგენს საკითხის ძირეული და

ყოვლის მომცველი შესწავლის შედეგს, თუმცა იგი იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა

უფლება-მოვალეობები აკისრია მოსწავლეთა თვითმმართველობას კანონის მიხედვით და

რამდენად სრულდება ეს უფლება-მოვალეობები სკოლის რეალურ ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა,

რომ სკოლების ეფექტური მართვის მისაღწევად მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი,

სკოლის დემოკრატიზაციის და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტის - მოსწავლეთა

თვითმმართველობის მუშაობის შეფასებამ შესაძლოა, გარკვეულ ჭრილში ნათელი გახადოს

სკოლებში დღემდე არსებული პრობლემები და დაგვანახოს მათი აღმოფხვრის გზები.

კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია

კვლევა მოიცავს თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტს.

თვისებრივი კომპონენტი: პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით

ჩატარდა ინტერვიუები განათლების ექსპერტებთან, როგორც არასამთავრობო(სამოქალაქო

განვითარების ინსტიტუტი; მოსწავლეთა თვითმმართველობების ალიანსი), ასევე სახელმწიფო

(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი)სექტორების წარმომადგენლებთან.

ასევე შესწავლილ იქნა არსებული კვლევები და სახელმძღვანელოები აღნიშნული თემის შესახებ:

• „ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია“ - სამოქალაქო განვითარების

ინსტიტუტი, 2013 - წიგნი ეფუძნება ქართველი ექსპერტების მიერ საქართველოს

განათლების სფეროს შესახებ ჩატარებულ კვლევას. იგი მიმოიხილავს ზოგადი განათლების

შესახებ საქართველოს კანონში 2004 წლიდან განხორციელებულ ცვლილებებს, მათ

შედეგებს და ამ შედეგების განხილვას კონკრეტული სკოლების მაგალითების გამოყენებით;

Page 6: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

6

• „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში - მოსწავლის წიგნი“, ფროჯექთ ჰარმონი ინქ.

2011 - აღნიშნული წიგნი გამოიცა დამატებით სახელმძღვანელოს სახით, რომელიც მიზნად

ისახავს სტუდენტებისათვის დემოკრატიული პროცესების, მოსწავლეთა

თვითმმართველობის როლისა და სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა მონაწილეობის

შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; პუბლიკაცია დაიბეჭდა საქართველოს სკოლებში

მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძიერების მიზნით განხორციელებული პროექტის

ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავდა მოსწავლეთა თვითმმართველობების ალიანსის

მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;

• საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ.

რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში მოგროვდა მონაცემები მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარეებისაგან, საქართველოს სკოლებში, კერძოდ პროექტ

„დებატების სკოლა 2014“-ის მონაწილე 16 სკოლაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (შიდა

ქართლი - 5 სკოლა; ქვემო ქართლი - 3 სკოლა; კახეთი - 4 სკოლა და მცხეთა-მთიანეთი - 3 სკოლა).

აღნიშნული სკოლები განთავსებულია, როგორც რაიონულ ცენტრებში, ასევე პატარა დაბებსა და

სოფლებში.

კვლევაში გამოყენებული ინფორმაციის ნაწილი მოპოვებული იყო პროექტის ერთ-ერთი საწყისი

ფეტაპის „სკოლების დიაგნოსტირების“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ტუტორების მიერ.

დირექციისა და პროექტში ჩართული მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ

პროექტში ჩართული 16 სკოლიდან 6 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა მხოლოდ

ფორმალურად ფუნქციონირებდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კვლევა

ჩაგვეტარებინა იმ სკოლებში სადაც თვითმმართველობა რეალურ საქმიანობას ეწევა.კვლევაში

გამოყენებულ იქნა წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა

სატელეფონო ინტერვიუებიმოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებთან.

ზოგადი კომენტარები

გამოკითხულ მოსწავლეთა უმეტესობა ხალისიანად და გარკვევით პასუხობდა დასმულ

შეკითხვებს. მათი უმეტესობა აშკარად აქტიურადაა ჩართული სკოლაში სხვადასხვა სახის

პროექტისა თუ ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. თუმცა რამოდენიმე მოსწავლის

მიერდასახელებული თვითმმართველობის ფუნქციების ჩამონათვალმა კვლევაში გააჩინა ახალი

შეკითხვა - სწორად მიეწოდებათ თუ არა მოსწავლეებს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ნიშნავს

„სკოლის მართვაში მონაწილეობა“ და რამდენად ზუსტად ესმით ეს თავად იმ პირებს, ვინც

კონსულტაციას უწევს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს.

Page 7: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

7

1. ისტორიული ექსკურსი და სიტუაციის ზოგადი მიმოხილვა

გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

განათლების სისტემების რეფორმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ამ წამოწყების მიზანი

იყო ბიზნესის სფეროში უკვე დანერგილი მოდელების განათლების სფეროზე მორგება. ამ

მიმართულებით მნიშვნელოვანი გახდა შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვა, განათლების

მენეჯერიალიზაცია, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და განათლების

კომერციალიზაცია. ამავე პოლიტიკის ერთერთი ქვაკუთხედია თავისუფალი ბაზრის პრინციპების

დანერგვა განათლების სისტემებში. ეს ძირითადად სასწავლო დაწესებულებების არჩევანის

უფლებების გაფართოებასა და ვაუჩერული დაფინანსების წესს შეეხო (Heyneman, 2003).

ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია,

რომლისადმი ინტერესი ძირითადად განპირობებული იყო კვლავ პოლიტიკური, სოციალურ-

ეკონომიკური და ტექნიკური ფაქტორებით. დეცენტრალიზაცია გულისხმობს მართვის პროცესში

გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ორგანიზაციული იერარქიის ზედა დონიდან

ქვედა დონეებზე გადაცემას.განათლების სისტემების დეცენტრალიზაციის ხარისხის ერთიანი

სტანდარტი არ არსებობს. გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალიზებული ან დამოუკიდებელი

მეთოდის გამოყენება განსხვავდება ქვეყნების და გადასაწყვეტი საკითხების მიხედვით. სრულიად

დეცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც ყველა სასწავლებელი ნებისმიერ საკითხს

დამოუკიდებლად წყვეტს, ან რაიმე სახით არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ

ხელისუფლებაზე, დღეისთვის პრაქტიკულად არ არსებობს.

დეცენტრალიზაციისაკენ სწრაფვას საფუძვლად დაედო იმის აღიარება, რომ ნაკლებად

ცენტრალიზებული სისტემის ინსტიტუტები უფრო ეფექტურია და ადგილობრივ მმართველობით

ორგანოებსა და ადგილობრივ თემს უფრო ეფექტურად შეუძლია საკუთარი ინტერესების

განსაზღვრა და მართვა. (McGinn & Welsh, 1999). დეცენტრალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ

სკოლის ფარგლებში კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებისა და მისწრაფებების შესახებ

უფრო ამომწურავი ინფორმაციაა, ვიდრე რაიმე ზედა რგოლის ბიუროკრატიულ ორგანოში.

შესაბამისად, მეტი შესაძლებლობაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყოს

ლოკალური ვითარება. გარდა ამისა, მთავარი დაინტერესებული მხარეების(მშობლებისა და

მოსწავლეების)ხშირი ჩართულობა ხელს უწყობს განათლების ხარისხის კონტროლის ზრდას და

შესაბამისად მის ამაღლებას. (Levin & Belfield, 2003).

ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებისთვის მართვაში მეტი

ავტონომიის მინიჭება იწვევს რესურსების ოპტიმალურ და ყაირათიან ხარჯვას. იმ შემთხვევაში,

თუ სასწავლო დაწესებულების მართვაში ჩართულები არიან ადგილობრივი დაინტერესებული

მხარეები, მაშინ ისინი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უშლიან ფინანსური

რესურსების ფლანგვას.

დეცენტრალიზებულისისტემებისმომხრეებიასევეფიქრობენ, რომიგი ხელს უწყობს

სკოლებშიდემოკრატიულიმართვისპრინციპებისდანერგვა. ამპრინციპებიდანგამომდინარე,

სკოლებისარამხოლოდადმინისტრაციული,

არამედსასწავლოპროცესისდეცენტრალიზებულიმართვისგარეშერთულიაიმისწარმოდგენა,

როგორშეიძლებასკოლაშიაღიზარდონმოქალაქეები,

Page 8: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

8

რომლებიცმზადიქნებიანდემოკრატიულსაზოგადოებაშიეფექტურითანამონაწილებისთვის

(Dewey, 2004).

მოსწავლეთა სახელმძღვანელოში „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“, რომელიც,

როგორც ეს ყდაზეა მითითებული, სამოქალაქო კლუბის დამხმარე სახელმძღვანელოა,

ვკითხულობთ: სკოლის დემოკრატიული მართვა მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის

ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა

გულისხმობს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, თემისა და სასკოლო საზოგადოების

სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ასევე, მართვის

პროცესში მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას. მოსწავლეთა ჩართვა თვითმმართველობის

პროცესებში ხელს უწყობს მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ,

დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია.

საქართველოს განათლების სისტემა

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმირება 2001 წლიდან დაიწყო.

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა „საქართველოს განათლების სისტემის

გარდაქმნისა და განმტკიცების“ მსოფლიო ბანკის პროექტის ამოქმედებით, თუმცა სისტემაში

ძირეული გარდაქმნების აქტიური ფაზა 2004 წლიდან, “ვარდების რევოლუციის” შემდგომ იწყება.

2005 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელშიც აისახა

ხედვა და მიდგომები საჯარო სკოლის დეცენტრალიზაციისა და ანგარიშვალდებულების მიმართ.

რეფორმის შედეგად შეიცვალა განათლების სისტემის მართვის, დაფინანსებისა და ხარისხის

მართვის მოდელები.თუმცა 2005-11 წლების პერიოდში, კანონის დამატებებისა და ცვლილებების

შედეგად, განათლების სამინისტრომ კვლავ დაიბრუნა ან შეიქმნა ისეთი ბერკეტები, რომლითაც

დღემდე დიდწილად უწყობს ხელს მართვის ცენტრალიზებული სისტემის გამყარებას.

სკოლების თვითმმართველობის ეფექტიანობა

ყველაზე თვალსაჩინო ნაბიჯები დეცენტრალიზაციის გზაზე სკოლების თვითმმართველობის

გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა დღეისათვის თვითმმართველობის ორგანოებისეფექტიანობა

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.სკოლების თვითმმართველობის ქმედუნარიანობას ძირითადად ხელს

უშლის სკოლების ბიუჯეტის სიმწირე და ამ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის სახელმწიფოს მიერ

დაწესებული ნორმატივების მიხედვით ხარჯვის ვალდებულება. ვაუჩერული დაფინანსების

(სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც განისაზღვრება სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის

მიხედვით) უმეტესი ნაწილი მასწავლებლების ხელფასებში იხარჯება. ეს წილი განსაკუთრებით

მაშინ გაიზარდა, როდესაც სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გაზარდა მასწავლებლების მინიმალური

ხელფასის ოდენობა, ვაუჩერის მოცულობის ზრდის გარეშე. 2007-11 წლების განმავლობაში

სკოლების დიდი ნაწილი (თითქმის 50%) საკუთარ ბიუჯეტში თანხების დეფიციტს განიცდიდა.

შედეგად, სკოლის თვითმმართველობას, ანუ კონკრეტულად სამეურვეო საბჭოსა და დირექციას,

არ რჩებოდა სივრცე ბიუჯეტთან დაკავშირებით რაიმე რეალური გადაწყვეტილებების

მისაღებად.რადგან სამეურვეო საბჭოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ბიუჯეტის

სტრატეგიული დაგეგმვის და განხორციელების ზედამხედველობაა, დაბალი სასკოლო ბიუჯეტი

ამ ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.შესაბამისად,

სამეურვეო საბჭოების ფუნქციას საფუძველი ეცლება.

Page 9: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

9

ბიუჯეტის სიმცირე, თავის მხრივ, ამცირებს სკოლის განვითარებისა და მრავალფეროვნების

ზრდისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. ეს კი შესაძლოა ართულებდეს

კომპეტენტური და მოტივირებული მშობლების ან მასწავლებლების მოზიდვას სამეურვეო

საბჭოებში.

სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების ხშირი ცვლილება, არაფორმალური მოთხოვნები, თანხების

გადარიცხვის სიხშირე, ვაუჩერის გამოთვლის არსებული წესი, რომელიც მგრძნობიარეა ბავშვების

რაოდენობის მიმართ და იწვევს შემოსავლების მნიშვნელოვან ცვლილებას, ხელს უშლის სკოლებს

სტრატეგიულ დაგეგმვაში. სკოლებისთვის რთულია არა მხოლოდ მრავალწლიანი, არამედ ერთი

წლის გეგმის შემუშავებაც კი.

დეცენტრალიზებული სისტემების ისეთ ქვეყნებში დანერგვისას, რომლებსაც დემოკრატიის მცირე

გამოცდილება აქვთ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლების თვითმმართველობა,

მონაწილეობითი პროცესის დანერგვის ნაცვლად, სკოლაში არსებულ ელიტებს ემსახურება

(McGinn & Welsh, 1999). საქართველოშიც სამეურვეო საბჭოების ნაწილი სწორედ სკოლაში

არსებული გავლენის მქონე ჯგუფების მიერ საკუთარი ძალაუფლების გამტკიცების

ინსტრუმენტად იქცა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის ფაქტი, რომ სკოლის დირექტორების

პირველი არჩევნებისას, სკოლების ნაწილში წარდგენილ ყველა კანდიდატს იწუნებდნენ (ზოგჯერ

ექვსი კანდიდატიც კი დაუწუნებიათ), არსებული დირექტორის შენარჩუნების იმედით.

დირექტორების პირველი არჩევნებისას სკოლების 47%-ში დირექტორების არ/ვერ შერჩევა

თვითმმართველობის უფლების განხორციელების დაბალი ხარისხის ერთგვარი ინდიკატორია

(გოგლიჩიძე, 2010).

საჯარო სკოლების დეცენტრალიზებული მართვის შეფასება

რეფორმის შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ადმინისტრაციულ და ფინანსურ

ავტონომიას განსაზღვრავს სკოლის თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები სკოლაში არიან:

სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა,

დისციპლინური კომიტეტი და სააპელაციო კომიტეტი.

საჯარო სკოლის მმართველობითი სისტება

წყარო: „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში „ - ალუდა გოგლიჩიძე, 2011.

Page 10: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

10

დეცენტრალიზებული მართვის ამ სუბიექტებიდან ყველაზე დიდი როლი სკოლებში

დემოკრატიული მართვის პრინციპების უზრუნველყოფის ნაწილში სამეურვეო საბჭოებს

დაეკისრათ. სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო.

პირვანდელი სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

• მშობლები (მიდიმუმ 3, მაქსიმუმ 6);

• პედაგოგები (მიდიმუმ 3, მაქსიმუმ 6);

• მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი (საშუალო საფეხურის მოსწავლეთა

თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი);

• ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი - კანონის დღევანდელი

რედაქტირებით,„ადგილობრივი თვითმმართველობისორგანო უფლებამოსილია,

სამეურვეო საბჭოში დანიშნოს ერთი წევრი“ და

• „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს, წარგზავნოს

წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით“.

სამეურვეო საბჭოს ეკისრება სკოლის დირექტორის არჩევის და დათხოვნის, სკოლის ბიუჯეტის და

სკოლის შინაგანაწესის, დისციპლინური კომიტეტის (რომელიც სკოლის საზოგადოების მიერ

დისციპლინური გადაცდომების საკითხებს განიხილავს) დამტკიცების ფუნქცია. საბჭო ასევე

თანხმობას განაცხადებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული, გრიფმინიჭებული

სახელმძღვანელოების გამოყენებაზე და პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო

სასწავლო გეგმაზე.

სამეურვეო საბჭოს სტრუქტურა

წყარო: „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში „ - ალუდა გოგლიჩიძე, 2011.

Page 11: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

11

2. მოსწავლეთა თვითმმართველობა კანონის მიხედვით

მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც

იქმნება ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად

(საქართველოსკანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 47,პუნქტი 1). მოსწავლეები საკუთარ

თვითმმართველობებს საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები) საფეხურის დონეზე

ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი

წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

კანონის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა:

1) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

2) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან

ყველა საკითხთან დაკავშირებით;

3) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

4) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად

მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;

5) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

6) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12

კლასების) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე არის სამეურვეო საბჭოს წევრი და

შესაბამისად, მისი საშუალებით, მოსწავლეები ჩართულნი არიან ყველა იმ საკითხის მართვის

პროცესში, რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას განეკუთვნება (სკოლის ბიუჯეტისა და

შინაგანაწესის დამტკიცება, დირექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, დირექტორის არჩევა

თუ სხვა).

აქ აღსანიშნავია, ერთი ფაქტორი - თვითმმართველობის შესახებ სახელმძღვანელოს თანახმად,

სამეურვეო საბჭოში მოსწავლეებს წარმოადგენს საშულალო საფეხურიდან შერჩეული (ანუ

უფროსკლასელი) თავმჯდომარე, თუმცა კანონის შესაბამისი მუხლი ამბობს, რომ

თვითმართველობა: „ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში“ (მუხლი 48 გ.) და არ

აკონკრეტებს რომელი საფეხურის თვითმმართველობა. სამაგიეროდ 37-ე მუხლი სამეურვეო

საბჭოს შესახებ აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოში შედის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარე.

მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული საქმიანობის დიაპაზონი

მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობა მეტად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და ის

კონკრეტული სკოლის რეალობიდან უნდა გამომდინარეობდეს. მოქმედი კანონმდებლობა

მოსწავლეებს თვითმმართველობის ფორმით აძლევს საშუალებას, სულ მცირე, მონაწილეობა

მიიღონ სკოლის ცხოვრების ისეთი საკითხების მართვაში, როგორიცაა სკოლის ბიუჯეტისა და

შინაგანაწესის დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება, დისციპლინური საკითხების

მართვა და სხვა, მაგრამ, კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, მოსწავლეებს აქვთ

უფლება, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში იმუშაონ ნებისმიერ საკითხზე, საკუთარი

ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნან კლუბები და სხვადასხვა გაერთიანებები, შექმნან და

განახორციელონ პროექტები, მოაწყონ აქციები, სემინარები, გამოფენები და სხვადასხვა

ღონისძიება.

Page 12: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

12

მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში

წყარო: „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში „ - ალუდა გოგლიჩიძე, 2011.

მოსწავლეთათვითმმართველობის

სტრუქტურა

ნებისმიერი სკოლის მოსწავლეთა

თვითმმართველობამ შესაძლოა

შეიმუშაოს განსხვავებული

სტრუქტურა, რათა განსაზღვრული

ფუნქციების გარდა

თვითმმართველობის

ფარგლებშიდაიგეგმოს სრულიად

განსხვავებული საქმიანობა და

ჩამოყალიბდეს განსხვავებული

კლუბები და გაერთიანებები.

მაგალითის სახით გთავაზობთ

ერთ-ერთისაჯარო სკოლის

მოსწავლეთა თვითმმართველობის

სტრუქტურის ამსახველ სქემას.

მოსწავლეთათვითმმართველობისსტრუქტურული ნიმუში

წყარო: „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში „ - ალუდა გოგლიჩიძე, 2011.

Page 13: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

13

მოსწავლეთათვითმმართველობისარჩევა

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობისარჩევნები ტარდება სასწავლო

წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1თვის ვადაში, რომელსაც ნიშნავს სამეურვეო საბჭოს

თავმჯდომარე.

საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები) საფეხურებიდანმოსწავლეთა

თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეებიირჩევენ თითო წარმომადგენელს

მომდევნო სასწავლოწელს თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე.მოსწავლეთა

თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაშისწავლის

შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.არჩევნებში თითო საარჩევნო ხმის უფლებით

მონაწილეობის მიღებისუფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო

საფეხურისყველამოსწავლეს.

კანდიდატებისრეგისტრაცია

მოსწავლეებმა, რომელთაც სურთ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაშიარჩევა,

არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრერეგისტრაცია უნდა გაიარონ საკუთარი კლასის

დამრიგებელთან,მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სკოლის დირექტორთან.

წინასაარჩევნოკამპანიადააგიტაცია

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერწინასაარჩევნო აგიტაციისა და

კამპანიის წარმოებაზე ვრცელდებასაჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების

მიერწინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილიწესი.

ხმისმიცემა

აღნიშნული საფეხურების დონეზე თითოეულ კლასში მოსწავლეხმას აძლევს 1 კანდიდატს,

შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთათვითმმართველობაში ასარჩევად. მაგალითისათვის, მე-7, მე-8

ან მე-9კლასის მოსწავლე საკუთარი კლასის დონეზე ხმას აძლევს კანდიდატსსაბაზო საფეხურის

მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად,ხოლო მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე

საკუთარი კლასის

დონეზე ხმას აძლევს კანდიდატს საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვითმმართველობაში

ასარჩევად.კლასის დონეზე ორგანიზებულ არჩევნებში გამარჯვებულადჩაითვლება ის მოსწავლე,

რომელიც კლასში ხმების მეტ რაოდენობასმოიპოვებს.

იმ სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე,კლასების რაოდენობა არ

აღემატება სამს, თითოეული კლასისმოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს, შესაბამისი

საფეხურისთვითმმართველობაშიასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულადითვლებაკლასში

ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.

თვითმმართველობისთავმჯდომარისარჩევა

თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან7 დღის ვადაში, საკუთარი

შემადგენლობიდან სიითიშემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევენ შესაბამისი

საფეხურისთვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობსსაფეხურის

მოსწავლეთა თვითმმართველობას. საშუალო საფეხურისმოსწავლეთა თვითმმართველობის

თავმჯდომარე წარმოადგენს

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეოსაბჭოში (გოგლიჩიძე, 2010).

Page 14: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

14

3. მოსწავლეთა თვითმმართველობა რეალურ სიტუაციაში

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეების გამოკითხვის შედეგები

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კვლევა ჩატარდა პროექტ „დებატების სკოლა 2014“-ის მონაწილე

16 სკოლაში. კვლევის დაწყების მომენტისათვის აღმოჩნდა, რომ პროექტში ჩართული სკოლების

40%-ში მოსწავლეთა თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებდა. დირექციისა

და პროექტში ჩართული მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად მოსწავლეთა

თვითმმართველობის უფუნქციობის მიზეზად დასახელდა დირექტორის დაინტერესების და

სახსრების არქონა და მოსწავლეთა აქტიურობის საკმარისობა სამოქალაქო კლუბის ბაზაზე1.

კვლევაში გამოყენებულ იქნა წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომლის მიხედვითაც

სატელეფონო ინტერვიუების გზით გამოიკითხამოსწავლეთა თვითმმართველობის

თავმჯდომარეები. კითხვარი შეეხებოდა თავმჯდომარეების კანონიერ უფლებებს, ფუნქციებს და

მოვალეობებს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები აქტიურად

არიან ჩართულები სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელებაში, თუმცა ყველა

მათგანმა არ იცოდა საკუთარი ფუნქციებისა და მოვალეობების სრული სპექტრი. მათთვის რთული

აღმოჩნდა იმ საქმიანობის და ფუნქციების დასახელება, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს

სკოლის მართვაზე.

რაც შეეხებამოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისა და თავმჯდომარეების არჩევას,

რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ტარდება თავდაპირველად ყველა კლასში

(მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით), რითიც ირჩევენ თვითმმართველობაში კლასის

წარმომადგენელს. ხოლო ამ შერჩეული წარმომადგენლებიდან შემდგომ ირჩევენ

თავმჯდომარეებს. 8 რესპოდენტმა განაცხადა, რომ კლასის წარმომადგენლების შერჩევისას

კანდიდატები სახელდებიან თავისით ან მათ ასახელებენ კლასის მოსწავლეები, ხოლო ორმა

განაცხადა, რომ კანდიდატურებს ასახელებენ კლასის დამრიგებლები ან სხვა მასწავლებლები. აქვე

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ორმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ თავმჯდომარეების არჩევაში

მონაწილეობენ მხოლოდ თვითმმართველობის წევრებად შერჩეული მოსწავლეები.

ორმა რესპოდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ კლასში (შედარებით აქტიური მოსწავლეების

კლასში) თვითმმართველობაში წარსადგენად შერჩეული კანდიდატები საარჩევნო

კამპანიასაცაწარმოებენ და სკოლას აცნობენ მათ პროგრამას. იგივეს ამბობს სკოლების

თვითმმართველობების ალიანსის ყოფილი თავმჯდომარე სულხან ჩარგეიშვილი: „არსებობენ

სკოლები, სადაც საარჩევნო კამპანია ნამდვილ საპრეზიდენტო არჩევნებს ემსგავსება, თუმცა ეს

მხოლოდ იმ სკოლებში ხდება, სადაც მრავლად არიან აქტიური და ინიციატივიანი ბავშვები“.

საგულისხმოა ისიც, რომ ორმა რესპოდენტმა არ იცოდა ზუსტად რამდენი მოადგილე ყავდა ან

რამდენი წევრი იყო თვითმმართველობაში და მათგან ერთ-ერთმა ისიც ივარაუდო, რომ ყოველ

კლასში თითო მოადგილე ყავდა. თუმცა გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც

1შეიქმნენ 2010 წელს, სკოლებში სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით. კლუბის წევრებს

შეუძლიათ სხვადასხვა სამოქალაქო პროექტების ინიცირება და განხორციელება, რასაც აფინანსებდა

„სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა“ (განმახორციელებელი

ორგანიზაცია - პი ეიჩ ინთერნეიშენალ, დაფინანსება - USAID) – „სახელმძღვანელო სამოქალაქო კლუბების

შესახებ“ - ნათია გიორგიძე, 2011 http://www.dswy.eu/pdfs/gzamkvlevi.pdf.

Page 15: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

15

იცოდნენ არჩევნების ზუსტი ვადებიც (1 რესპოდენტი) და თვითმმართველობის სტრუქტურა,

წევრთა რაოდენობა და კანდიდატის მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (1 რესპოდენტი).

თავმჯდომარეების გამოკითხვისას რამოდენიმე მათგანი ვერ ასახელებს მისი მოადგილეების

რაოდენობას, ზოგს კი რამდენიმე ყავს (რომლებიც მოსწავლეთა მიერ კვლავ არჩევნებით იყვნენ

შერჩეულნი). ორმა რესპოდენტმა ისიც განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოში მოსწავლეებს სულ სხვა

მოსწავლე წარადგენს და არა თავმჯდომარე.

კითხვარი ასევე მიზნად ისახავდამოსწავლეთა თვითმმართველობის მთავარი

მიზნის/დანიშნულების დადგენას. ამ შემთხვევაში გამოკითხულთაგან არაერთგვაროვანი, მაგრამ

საინტერესო ვერსიებიმივიღეთ:

• აქტიურობა/მოსწავლეთა გააქტიურება - 6;

• მოსწავლეთა ინტერესების დაცვა - 5;

• მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანამშრომლობა - 2;

• გადაწყვეტილებების მიღების სწავლა - 2;

• ქვეყნისათვის გამოდგომა - 1;

• მოსწავლეთა გახსნილობის ხელშეწყობა - 1;

• მოსწავლეთა ხელშეწყობა - 1;

• ღონისძიებების ორგანიზება - 1;

• დამოუკიდებლობის სწავლა - 1;

• სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართვა - 1.

აღნიშნული შესაძლოა მივიჩნიოთ კარგ შედეგად, რადგანაც ჩამოთვლილ საქმიანობათაგან ყველა

თუ არა უმეტესობა მაინც ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლეთა დამოუკიდებელ აქტიურობას,

თუმცა გამოკითხულთა მიერ მთავარ საქმიანობად სკოლასთან დაკავშირებული საკითხების

გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობა არ დასახელდა.

რაც შეეხება თვითმმართველობის ძირითად საქმიანობას, რესპოდენტებმადაასახელეს შემდეგი:

• გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება (3 რესპოდენტი);

• სათემო პროექტები - სოციალურად დაუცველთა დახმარება, გამწვანება, თემთან

ურთიერთობა (3 რესპოდენტი);

• სასკოლო პროექტები - ბიბლიოტეკა, ქუჩის გადასასვლელები, მოსწავლეთა დახმარება (3

რესპოდენტი);

• სკოლის სახელის წარმოჩენა (1 რესპოდენტი);

• მოსწავლეთა აქტიურობა (2 რესპოდენტი);

• სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე დასწრება და საკითხების გადაწყვეტისას ხმის მიცემა (2

რესპოდენტი);

• დირექციის შეფასებაში მონაწილეობა (1 რესპოდენტი).

ორმა რესპოდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებების უმრავლესობა სამოქალაქო კლუბთან

მჭირდო თანამშრომლობით ხორციელდება.

კანონში ჩამოთვლილ ფუნქციებთან შედარებისას ვადგენთ, რომ ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა

სკოლისთვის გამოყოფილი გრანტის განკარგვა, სკოლის შიდა განაწესის შესახებ რეკომენდაციების

შემუშავება და დისციპლინარულ კომიტეტში წარმომადგენლის არჩევა არ სახელდება

რესპონდენტების მიერ.

Page 16: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

16

გამოკითხვისას მეტად ჩავუღრმავდით თვითმართველობის კანონიერ უფლებებსა და

მოვალეობებსაც. რესპოდენტთა უმეტესობამ ამ კითხვაზე ზოგადი პასუხებიგასცა, რაც ქმნის

შთაბეჭდილებას, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ახლო შეხება კანონიერ ტერმინებთან და მათ

კანონიერ უფლება-მოვალეობებთან. თუმცა მათი პასუხები აზროვრივად ახლოსაა კანონით

გათვალისწინებულ მათ საქმიანობასთან:

• სამმა რესპოდენტმა თვითმმართველობის უფლება-მოვალეობად დაასახელა შუამავლობა

სკოლასა (დირექციასა) და მოსწავლეებს შორის;

• 2 - სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე დასწრება და დირექტორის არჩევა; 2 - მოსწავლეთა

უფლებების და ინტერესების დაცვა;

• 2 - აქტიურობა;

• 2 - ვერ გაიხსენა/ვერ დაასახელა მისი კანონიერიუფლებება/მოვალეობები;

• 1 რესპოდენტი თვლის, რომ ეს არის სკოლის წარმოჩენა და

• 1განაცხადა, რომ ევალება სკოლისა და მოსწავლეების პრობლემების გადაჭრა.

ორმა გამოკითხულმა კი საერთოდ ვერ გაიხსენა საკუთარი კანონიერი უფლებები და

მოვალეობები.

იმისათვის, რომ თვალსაჩინო იყოს რამდენად კონკრეტული და ზუსტი ცოდნა აქვთ მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარეებს მათი უფლება-მოვალეობების შესახებ, შევადგინე იმ

ფუნქციების ჩამონათვალი, რაც კანონით ეკისრება მოსწავლეთა თვითმმართველობას და

განმარტებულია სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის სახლემძღვანელოში. თითოეული

ფუნქციის გასწვრივ გრაფაში მითითებულია გამოკითხულთა მიერ ამ ფუნქციის შესრულების

დასახელების რაოდენობა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები

ფუნქცია დამსახელებელ

რესპოდენტთა

რაოდენობა

შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ; 0

სამეურვეო საბჭოს წარუდგენს წინადადებებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა

საკითხთან დაკავშირებით;

0

ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში; 2

მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში; 2

წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს; 0

საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში. 0

ქმნისკლუბებს და სხვადასხვა გაერთიანებებს, ქმნის და ახორციელებს პროექტებს,

აწყობს აქციებს, სემინარებს, გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.

9

სამეურვეო საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ფუნქციები

დირექტორის არჩევა/დათხოვნა 2

სახელმძღვანელოების გამოყენებაზე თანხმობა 0

დისციპლინარული კომიტეტის დამტკიცება 0

სკოლის შიდა განაწესისი დამტკიცება 0

წლიური ფინანსური გეგმის დამტკიცება 1

ფინანსური და სკოლის სხვა რესურსების გამოყენების ზედამხედველობა 0

საბოლოო გამოცდების ორგანიზებაში მონაწილეობა 0

სამეურვეო საბჭოს არჩევნების ბიულეტინების რეგისტრაცია და ორგანიზება 0

მასწავლებელთა სამუშაო ხელშეკრულების გაუქმება 0

სკოლის შედა განაწესისი საბოლოო ვერსიის დამტკიცება 0

სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება 2

Page 17: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

17

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ასახელებენ სამეურვეო საბჭოში საკუთარი

წარმომადგენლის არჩევის ფუნქციას, ძირითად საქმიანობასა და აქტივობებში არ ახსენდებათ

საბჭოს სხდომებზე განხორციელებული არანაირი ქმედებები.

არაერთგვაროვანი იყოპასუხები იმის შესახებ იღებს თუ არა მონაწილეობას მოსწავლეთა

თვითმმართველობა სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების/სკოლის მართვის პროცესშიდა თუ კი,

მაშინ რა სახის გადაწყვეტილებები ეხება მას. გამოკითხულთა უმეტესობამ (7) დადებითი პასუხი

გასცა შეკითხვას, რაც მიუთითებს, რომ მოსწავლეებს (ან მოსწავლეთა თვითმმართველობის

თავმჯდომარეებს მაინც) ნამდვილად აქვთ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის განცდა.

საინტერესო არის ის თუ რა სახის გადაწყვეტილებები ეხებათ მოსწავლეებს:

• ორმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ ეს არის ბიუჯეტისა და დირექტორის დამტკიცება;

• ერთმა - რომ ეს არის სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე განხილული საკითხები;

• ერთმა განაცხადა, რომ ეს არის ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები;

• ერთმა რესპოდენტმა დაასახელა რომ ეს არის მოსწავლეებთან დაკავშირებული საკითხები,

თუმცა ვერ მოიყვანა მაგალითები;

• ერთმა აღნიშნა, რომ იგი არ ესწრება სამეურვეო საბჭოს შეკრებებს და ამიტომ არ იცის რა

საკითხებია ესენი; და

• ერთმაც განაცხადა, რომ მათ სკოლაში საერთოდ არ არის სამეურვეო საბჭო.

უარყოფითი პასუხი შეკითხვას გასცა ორმა რესპოდენტმა. შესაძლოა დავასკვნათ, რომ

მოსწავლეები განაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აიგივებენ სამეურვეო საბჭოს

შეხვედრებზე უბრალოდ დასწრებასთან. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ

თავად ტერმინი „მონაწილეობა“ ზოგჯერ არასწორად ან არასრულყოფილად აღიქმება მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარეების მიერ.

მოსწავლეთა თვითმმართველობის შესახებ კანონის ცოდნის დადგენისას გამომჯღავნდა, რომ

გამოკითხულთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ იცის რომ კანონი ითვალისწინებს

თვითმმართველობის არსებობას, თუმცა კონკრეტული მუხლის დასახელება ვერც ერთმა ვერ

შეძლო. გამოკითხვისას, ამ კითხვამ ლოგიკურად მიიღო უფრო ფართო სახე და ასევე მოიცვა

შეკითხვა იმის შესახებ თუ ვინ აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას თვითმმართველობის

კანონიერი უფლება-მოვალეობების შესახებ:

• ექვსმა რესპოდენტმა პასუხად დაასახელა სკოლის დირექცია და სასწავლო ნაწილი;

• სამმა აღნიშნა, რომ მათ გაიარეს სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგები და

დაურიგდათ მასალები;

• ორმა რესპოდენტმა წყაროდ სახელმძღვანელო და მასალები დაასახელა, თუმცა ვერ

მოიყვანა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ რა ამოიკითხა ამ მასალებში;

• ერთმა რესპოდენტმა დაასახელა სამოქალაქო კლუბიც;

• ერთმა რესპოდენტმა კი განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია მისი უფლებების კანონით

გათვალისწინების შესახებ.

კითხვარი მოიცავდა ფინანსურ ნაწილსაც. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ

მოსწავლეთა თვითმმართველობას არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, მაგრამ დირექტორი

ყოველთვის მზადაა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოს მათ მიერ დაგეგმილიღონისძიებისათვის

საჭირო თანხა. ერთმა რესპოდენტმაგანაცხადა, რომ მათ წლის დასაწყისშივე იციან სკოლის

ფინანსური შესაძლებლობების შესახებ და ცდილობენ ეკონომიურად გაწერონ მათ მიერ

Page 18: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

18

დაგეგმილი ღონისძიებების თუ პროექტების ბიუჯეტი. 6 რესპოდენტი აცხადებს, რომ მათ მიერ

დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ პროექტებისათვის ისინი თითონ ადგენენ ბიუჯეტს და სკოლის

ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ხდება უშუალოდ ყოველი ღონისძიების წინ. თითო ხმა აქვთ

პასუხებს „კი“; „არა“ და „არ ვიცი“. ის რომ ბიუჯეთის მართვის გამოცდილება აქვს მხოლოდ ერთ

მოსწავლეს, სავარაუდოდ შესაძლოა გამოწვეული იყოს საბიუჯეტო სახსრების და შესაბამისად

მისი განკარგვის შესაძლებლობების სიმცირით.

მოსწავლეთა თვითმმართველობების ალიანსის ყოფილი თავმჯდომარისაგან შევიტყვეთ, რომ

სკოლების შინა განაწესის სახელმწიფოს მიერ დადგენილ შაბლონში წერია, რომ სკოლის

ბიუჯეტის 3 % ეკუთვნის მოსწავლეთა თვითმმართველობას და ბევრი სკოლა ამ შაბლონს

შეუცვლელად ამტკიცებს. მაგრამ რეალურად ეს თანხა არ იხარჯება თვითმმართველობის

საქმიანობაზე, თუ რომელიმე მოსწავლემ თითონ არ გამოიძია და არ გამოითხოვა აღნიშნული

თანხა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის პოზიციის მიმართ მოსწავლეთა ემოციურ

დამოკიდებულება პასუხები ასეთია: სასიამოვნო - 1 რესპოდენტი; საპასუხისმგებლო - 5

რესპოდენტი; ორივე - 4 რესპოდენტი. აღსანიშნავია, რომ ყველა ის რესპოდენტი, ვინც ამ პოზიციას

საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს, იქვე ამატებდა, რომ მიუხედავად ამ პასუხისმგებლობისა, მათ

სიამოვნებთ ეს პოზიცია და ძალიან არ ერთულებათ.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეთა

თვითმმართველობის თავმჯდომარეებს ძირითადად ესმით სკოლის მართვასა და

გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის არსი 2 . მათი უმეტესობა ვერ ასახელებს იმ

ფუნქციებს, რომლებიც რეალურად ევალებათ (9-დან 7) და ძირითადად ფოკუსირებულნი არიან

სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაზე (4). აღნიშნული ფუნქციების შესრულების

გამოცდილება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. თუმცა მათ იციან მათი ძირითადი უფლებების და

მოვალეობების შესახებ, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის მოსწავლეთა თვითმმართველობების

სამომავლო განვიტარებისათვის.

2თუმცა კვლევაში მონაწილეობისათვის სკოლები ამ კრიტერიუმით არ შერჩეულან.

Page 19: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

19

4. ძირითადი მიგნებები და დასკვნები

უნდა აღვნიშნო, რომ კვლევის დაწყების მომენტში ჩამოყალიბებული თეორია, იმის შესახებ, რომ

მოსწავლეები დღემდე ვერ ახერხებენ სკოლაში დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას და არ

ესმით რას ნიშნავს სკოლის მართვა, ნაწილობრივ გამართლდა. თუმცა მნიშვნელოვანია სწორად

დავინახოთ ამის გამომწვევი მიზეზები.

მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ცენტრის განათლების ესქპერტი სკოლების

დემოკრატიზაციის პროცესის სისუსტეს თავად სკოლის მმართველთა მიერ სკოლის სტრუქტურის

შესახებ ბუნდოვანი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის ქონით და პროცედურების

არასრულფასოვნებით ხსნის. „შეეკითხეთ ნებისმიერ სკოლის მმართველობაში ჩართულ პირს თუ

როგორია სკოლის სტრუქტურა - იშვიათია, რომ ორგანიზებული სქემა დაგიხატონ პასუხად.

შეეკითხეთ როგორ იღებენ სკოლაში გადაწყვეტილებებს, მოსთხოვეთ სხდომების ოქმები,

გადაწყვეტილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ნახავთ, რომ იშვიათია ზუსტად

იცოდნენ და იცავდნენ პროცედურებს“ - აცხადებს ბატონი პავლე. ამის კვლევის საშუალება ამ

ეტაპზე არ იყო, თუმცა სამოქალაქო განათლების ერთ-ერთმა მასწავლებელმა პირადად

განმიცხადა, რომ მათ სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომებზე მოსწავლეთა თვითმმართველობის

წარმომადგენელს არ აქვს სათათბირო ხმის უფლება, რაც კანონს ეწინააღმდეგება. შესაბამისად

ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა თვითმმართველობის ფუნქციების და მოვალეობების შესახებ

ინფორმაციის მიწოდება არაერთგვაროვანია და არ ატარებს სისტემურ ერთიან ხასიათს, რაც

აზრთა სხვადასხვაობას და შედეგების მრავალფეროვნებას იწვევს.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი უკმაყოფილებას გამოთქვამს

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

არჩეულ სამუშაო მიმართულებასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ ბოლო წლებში დიდი

რაოდენობით იხარჯება რესურსები სკოლებში სხვადასხვა კლუბების გახსნასა და მოსწავლეთა

გააქტიურებაზე. „ეს თავისთავად რა თქმა უნდა კარგია, ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას

და სხვადასხვა სახის პროექტების გამხორციელებას, მაგრამ ამგვარი კლუბები არ უზრუნველყოფენ

მათ ეფექტურ მონაწილეობას სკოლის მართვაში და არ აძლიერებენ სკოლას, როგორც

დამოუკიდებელ ორგანიზმს. ეს ბავშვები მიდიან და თან მიაქვთ თავიანთი უნარჩვევები, სკოლას

კი არ რჩება მართვის გამოცდილება“. ქ.-ნი თამარის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა სახსრები

დახარჯულიყო არა მარტო მოსწავლეთა გააქტიურების და სათემო თუ გასართობ-შემეცნებით

პროექტებში მათი ჩართვის მიმართულებით, არამედ მათთვის სკოლის მართვისა და ზოგადად

დემოკრატიული პროცესების ახსნის, გააზრების და შეჩვევის უზრუნველსაყოფადაც.

შეკითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ არსებობენ მოსწავლეთა თვითმმართველობის

თავმჯდომარეები, რომლებსაც მიუხედავად ტრენინგებისა, სახელმძღვანელოებისა და

კანონმდებლობისა, მაინც არ შეუძლიათ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ მათი მოვალეობები ან ძირითადი

საქმიანობა. ან და ის სიტუაცია, როდესაც ყველამ იცის, როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის

პროცედურა სწორად (მაგალითად არჩევნები), მაგრამ არავინ ზრუნავს წესების დაცვაზე

(მაგალითად კანდიდატთა მიერ პროგრამების წარდგენაზე).

რა იწვევს ამგვარ გარემოებას? -უნდობლობა პროცედურული სრულყოფის მიმართ? შედეგების

არაეფექტურობა? სკოლის დემოკრატიული მართვის აუცილებლობის არარსებობა? თუ ამ

Page 20: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

20

აუცილებლობის არ ცოდნა? ამ კითხვებზე პასუხი სავარაუდოდ უფრო სიღრმისეულ კვლევას

მოითხოვს. თუმცა ჩატარებული კვლევა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მოსწავლეებმა

იციან, რომ მათ შეუძლიათ ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები; აუცილებელია, რომ

აქტიურად ახორციელებდნენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს; სასურველია მოუსმინონ ყველა სხვა

მოსწავლეს, ვისაც სურს აზრის გამოთქმა; მაგრამ ზოგჯერ ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ

ჩაერიონ დირექტორის ან მასწვლებლების არჩევის საკითხში ან იკითხონ რამდენია სკოლის

ბიუჯეტი და განსაზღვრონ რა არის მისი ხარჯვის პრიორიტეტული მიმართულებები.

მასწავლებლის სახლის მასწავლებელთა გადამზადების ტრენერი ამ მოსაზრებას კიდევ უფრო

ფართო გავრცობას აძლევს. მისი თქმით არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც არ

გრძნობენ თავს სკოლაში ზედა დონის საკითხების გადაწყვეტის მნიშვნელოვან ნაწილად.

ძირითადი ფინანსური თუ ადმინისტრაციული საკითხები დირექციის დონეზე წყდება, ხოლო

მასწავლებლები ინარჩუნებენ დირექციასთან თანამშრომლურ ურთიერთობებს და აგრძელებენ

თავიანთ საგნებზე და მოვალეობებზე ზრუნვას. თანამშრომლურ და კოლეგიალურ

ურთიერთობებზე აქცენტის გაკეთებისას,დავფიქრდი ერთ ფაქტორზე: მოსწავლეთა გამოკითხვის

დროსაც, როდესაც ვსვამდი კითხვას მონაწილეობენ თუ არა მოსწავლეები დირექტორთან ან

მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, - ის მოსწავლეები, რომლებიც

უარყოფით პასუხს მცემდნენ ინტონაციას ისე იცვლიდნენ, თითქოს კითხვა ასე ჟღერდა

„გაგიგდიათ თუ არა მასწავლებელი ან დირექტორი სკოლიდან?“. პასუხი კი იყო ზოგჯერ ასეთი

„არა ასეთი საკითხების განხილვა არ დაგვჭირვებია“, მაშინ როცა დირექტორის არჩევაში

მოსწავლეთა თვითმმართველობის წამომადგენელი უშუალოდ მონაწილეობს. ჩნდება კითხვა:

ესმით თუ არა მოსწავლეებს და პედაგოგებს მიზანი იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ მსგავსი

საკითხების გადაწყვეტაში? იქნებ მათ გონიათ, რომ ამ სახის მონაწილეობა და ინიციატივა

თავისთავად მოიცავს დირექციასთან ურთიერთობის გაფუჭებას?

კიდევ ერთი რესპოდენტი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კვლევაში, ეს არის მოსწავლეთა

თვითმმართველობების ალიანსის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისგანცხადებით საქართველოს

სკოლებში დაბალია ცნობიერება იმის შესახებ თუ რისთვის არის სკოლაში მოსწავლეთა

თვითმმართველობა. „ზოგჯერ არჩევნებიც სწორად ტარდება სკოლაში და ყველა სხვა

პროცედურაც, მაგრამ ხედვა არის არასწორი და გონიათ, რომ სპორტული ან სხვა ტიპის

ღონისძიებების ჩატარება არის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანი. ეს არ არის

გამორიცხული, შეიძლება რომ მათ ესეც აკეთონ, მაგრამ ეს არ არის ამ სტრუქტურული ერთეულის

მთავარი დანიშნულება. მთავარი რაც მათ უნდა აკეთონ ეს არის ადვოკატირება, სხვადასხვა

პრობლემების გამოვლენა და მათ გადაჭრაზა ზრუნვა. მაგალითად ზოგიერთი მასწავლებელი არ

წერს ნიშანს და ამით მანიპულირებს. ეს შეიძლება მოაგვაროს თვითმმართველობამ. ზოგჯერ

სკოლას არ აქვს სპორტული მოედანი და არ თვლის რომ ეს პრიორიტეტია, თვითმმართველობას

აქვს შესაძლებლობა დააყენოს ეს პრიორიტეტი და მართოს ფინანსები. მოსწავლეებმა კი არ იციან

ამის შესახებ. სხვადასხვა პროექტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას თუ არ

ჩავთვლით, განათლების სამინისტროს არასოდეს ჩაუტარებია რაიმე სახის ტრენინგი ან

საინფორმაციო კამპანია, იმისათვის, რომ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც მიეწოდოთ

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებები და

დანიშნულება. სახელმწიფოში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა იმის შესახებ, რომ ეს სკოლებში

უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო არ ზრუნავს მოსწავლეების, როგორც მმართველების

გაძლიერებაზე. ჩვენმა ალიანსმა 120 მოსწავლეს ჩაუტარა ტრენინგები და Ph International-ის

Page 21: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

21

პროექტის ფარგლებში გამოსცა სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საერთო

სურათის შესაცვლელად“.

საერთო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეისათვის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ნამდვილად ვერ ასრულებს სრულყოფილად მასზე დაკისრებულ ყველა ფუნქციას, თუმცა მისი

განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოც სახეზეა, მოსწავლეთა მხრიდან არის მზაობა იმისა,

რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში და აიღონ საკუთარ თავზე გარკვეული

პასუხისმგებლობა.

კვლევის შედეგები ადასტურებს ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას იმსი შესახებ, რომ მეტი

ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს საერთო თვითშეგნების ამაღლებაზე, მოსწავლეთა, მშობელთა,

მასწავლებელთა და სკოლის თემისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს

და რას გულისხმობს რეალურად დემოკრატიული სკოლა. ასევე მნიშვნელოვანია იმ

გამოცდილების გაზიარება, რომელიც მიუთითებს სკოლის დემოკრატიული მართვის დადებით

შედეგებზე.

იმედი გვაქვს, რომ მალე საქართველოს სკოლებში ჩართულობისა და დემოკრატიის გაგება იქნება

შემდეგნაირი3:

3„მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ - ალუდა გოგლიჩიძე, 2011.

აქტიურად რომ ჩაერთოთ სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობა უნდა მიიღოთ

სკოლაში მიმდინარე პროცესებში. ამისათვის უნდა გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს

მონაწილეობა. ტერმინი `მონაწილეობა’ ბავშვის უფლებათა კონვენციით

განსაზღვრულიუფლებაა. აღნიშნული ტერმინი ნიშნავს მოსწავლეების/ბავშვების,

როგორც სოციალური ჯგუფის ჩართვას გადაწყვეტილების მიღებაში და

სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისას, ჯგუფურ, ერთობლივ,

ნებაყოფლობით საქმიანობას. მონაწილეობა ადამიანს ეხმარება, გაიაზროს საკუთარი

შესაძლებლობები, საჭიროებები, როლები, სარგებელი და პასუხისმგებლობა.

Page 22: მოსწავლეთა თვითმმართველობა ......მოსწავლეთა თვითმმართველობა საქართველოს

22

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია - USAID GEORGIA/სამოქალაქო

განვითარების ინსტიტუტი, თბილისი 2013.

2. მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში (მოსწავლის წიგნი, სამოქალაქო განათლების

დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის) - ალუდა გოგლიჩიძე, USAID GEORGIA/Ph

International,Project Harmony, Inc. 2011.

3. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ.