თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის...

43
თეა გაგუა-ყაჯრიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: ინგლისური ენის გაკვეთილზე ინოვაციური მეთოდების გამოყენებით აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება საბაზო საფეხურზე 2018-2019 სასწავლო წელი

Transcript of თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის...

Page 1: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

თეა გაგუა-ყაჯრიშვილის

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე:

ინგლისური ენის გაკვეთილზე ინოვაციური მეთოდების

გამოყენებით აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება

საბაზო საფეხურზე

2018-2019

სასწავლო წელი

Page 2: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

სარჩევი

თავი 1 ............................................................................................................... 1-3

შესავალი........................................................................................................... 1

საკვლევი საკითხის განსაზღვრა.................................................................. 1

კვლევის მიზნები............................................................................................ 2

საკვლევი კითხვები........................................................................................ 3

თავი 2............................................................................................................... 3-10

ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................... 3

თავი 3................................................................................................................ 10-20

სამიზნე ჯგუფები........................................................................................... 10

კვლევის მეთოდები........................................................................................ 11

კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა............................... 12

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა.......................................... 20

თავი 4................................................................................................................ 21-29

დაგეგმილი ინტერვენიციები....................................................................... 21

განხორციელებული ინტერვენციები......................................................... 21

ინტერვენციების შეფასება............................................................................ 28

თავი 5............................................................................................................... 29-30

რეკომენდაციები............................................................................................ 29

დასკვნა............................................................................................................ 30

დანართი №1................................................................................................... 31

დანართი №2................................................................................................... 33

დანართი №3................................................................................................... 34

დანართი №4................................................................................................... 35

დანართი №5................................................................................................... 36

დანართი №6................................................................................................... 37

დანართი №7................................................................................................... 38

Page 3: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

თავი 1

შესავალი

ინგლისურ ენას ვასწავლი ქალაქ რუსთავის N10 საჯარო სკოლის დაწყებით, საბაზო და

საშუალო საფეხურზე. სკოლაში სულ 449 მოსწავლე და 33 პედაგოგია. აკადემიური მოსწრება

გლობალური საკითხია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განათლების

სისტემისთვის. საჯარო სკოლებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საგაკვეთილო პროცესში

მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების დაბალი დონე. განსაკუთრებული

სირთულეებით გამოირჩევა საბაზო საფეხური, რადგან მოგეხსენებათ, რომ დაწყებითი

საფეხურის შემდეგ საბაზო საფეხურზე, როცა სასწავლო საკითხები რთულდება და სცილდება

მარტივ ენობრივ ელემენტებს, იწყება ფუნდამენტური საკითხების შესწავლა და შესაბამისად

სირთულეებიც იჩენს თავს. ყოველივე ეს აისახება მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში

ჩართულობაზე და სწორედ აქ ჩნდება ნიშნებთან დაკავშირებული პრობლემა და მოტივაციის

ვარდნა.

არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების

შემცირებისათვის ჩავატარე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საბაზო საფეხურზე,

კერძოდ, მე-7 კლასში. ჩემი მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების

გამოყენებით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება. კვლევის წინდამდებარე

ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი საკითხის განსაზღვრა, პრობლემის გამოკვეთა

და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა. მოცემული საკითხის კვლევისთვის შევიმუშავე გეგმა

რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა სასწავლო პროცესში და

ცოდნის დონის ამაღლება. კვლევისთვის გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი, ისე

რაოდენობრივი მეთოდები. ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუსირებული დაკვირვება,

ანკეტირება და ინტერვიუ. შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნა ინტერვენციები

რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა და განხორციელდა.

საკვლევი საკითხის განსაზღვრა

ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე უამრავ

პრობლემას შევხვედრივარ. მათგან ყველაზე მეტად გამოვყოფდი მოსწავლეთა

1

Page 4: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დაბალ აკადემიურ მოსწრებას. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი პრაქტიკის პრობლემა

არაა და იგი ზოგადი პრობლემაა, მაგრამ ამ არჩევანს წინ უძღოდა კლასის საჭიროება.

რადგან ინგლისურ ენაში მოსწავლეთა უმეტესობამ დაწყებითი საფეხური წარჩინებით

დახურა და სწორედ საბაზო საფეხურზე გაჩნდა მოტივაციის ვარდნა და მოსწავლეთა

აკადემიური მოსწრების კლება. გავესაუბრე კლასში შემსვლელ პედაგოგებს.

გასაუბრებისას მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სწორედ მე-7 კლასიდან დაიწყო ამ

კლასის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კლება. ერთ-ერთ მიზეზად

მასწავლებლებმა დაასახელეს ის, რომ ამ საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ დაბალი

მოტივაცია, ყურადღების დეფიციტი, გარდატეხის ასაკიც გარკვეულწილად მოქმედებს

მათი ინტერესების სფეროზე. ასევე ვვარაუდობ, რომ პრობლემის გამომწვევი

ფაქტორები შესაძლოა იყოს: ფიზიკური გარემოს ცვლილება, დისციპლინა, რესურსის

გამოყენების ნაკლებობა, ერთფეროვანი საგაკვეთილო გარემო.

პრობლემაში უკეთ გასარკვევად გადავწყვიტე ინოვაციური მეთოდების ფონზე

ჩამეტარებინა კვლევა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მეთოდები, მიგნებები და

პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზები, რაც განვახორციელე სამიზნე ჯგუფში,

მისაღები იქნება არა მარტო ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის, ასევე ჩემი

კოლეგებისთვისაც და თავიანთ პრაქტიკაშიც წარმატებით გამოიყენებენ.

კვლევის მიზნები

მას შემდეგ რაც შევარჩიე საკვლევი საკითხი, გადავწყვიტე განმესაზღვრა მიზანი,

რომელიც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:

დადგინდეს რამდენად უწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური

მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას.

დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები.

მოხდეს დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელება.

მოხდეს ინტევენციების შეფასება.

შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

2

Page 5: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

საკვლევი კითხვები

ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი

სავარაუდო მიზეზები. ამ პრობლემასთან დაკავშირებით გავესაუბრე კოლეგებს,

გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:

რამდენად მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

რამდენად მაღალია მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა შესასრულებელი

დავალებებისა და ზოგადად სასწავლო პროცესის მიმართ.

რამდენად არის მოსწავლე მოტივირებული.

მოსწავლეს შეუძლია თუ არა თამამად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

აქვს თუ არა ობიექტური თვითშეფასების უნარი.

თავი 2

ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევის ძირითადი მიზნებისა და საკვლევი კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ,

შევუდექი პედაგოგიკის სპეციალისტთა ნაშრომების გაცნობას, იმისათვის რომ

მომეძებნა ინფორმაცია ინოვაციური მეთოდების შესახებ, რომელიც დამეხმარებოდა

მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის ამაღლებაში.

რა არის ინოვაცია? გვესმის თუ არა მისი მნიშვნელობა? ინოვაციას ყველგან ვხვდებით.

ის ერთ-ერთი ტრენდული სიტყვაა. ნებისმიერი სკოლა სიახლეების დანერგვისკენ

მიისწრაფვის. ამ სიტყვას მათ ზოგად სტრატეგიაშიც ხშირად შევხვდებით. მართალია

ყველა იყენებს ამ სიტყვას, თუმცა ხშირად, ახლოსაც კი არ არიან მის ნამდვილ

მნიშვნელობასთან. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი, ინოვაციას განმარტავს

როგორც „ახალ მეთოდს, იდეას, პროდუქტს“, ხოლო ამ პროცესის განმარტებაა

- „რაღაც დადგენილის შეცვლა, განსაკუთრებით კი ახალი მეთოდებითა და იდეებით“.

3

Page 6: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

პედაგოგებისათვის აუცილებელია ზუსტად გაიაზრონ ინოვაციის შინაარსი, რათა ამ

სიტყვამ ზუსტად გამოხატოს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა

უმნიშვნელო ცვლილება იქნება „ინოვაცია“, ხოლო ეს სიტყვა ნელ-ნელა შინაარსს

დაკარგავს.

ბევრი მასწავლებელი ინოვაციად მიიჩნევს ტექნოლოგიების გამოყენებას, თუმცა

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიებს არ

უკავშირდება, თუმცა ტექნოლოგია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის

ინოვაციის მთავარი სამიზნე იყო. ინოვაცია ნიშნავს საზღვრების დარღვევასა და

გაუცნობიერებელი პრობლემების გადაჭრას. ტერმინი თავის თავში მოიცავს ასპექტს,

რომელსაც ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის განმარტება ვერ ფარავს - ვის

მიემართება, ვინ იყენებს „ახალ მეთოდს ან იდეას?”

ცოდნის გადაცემის ტრადიციული მეთოდები, რომელიც მოიაზრებს მასწავლებელს

საკლასო ოთახის თავში და მწკრივში დალაგებულ მოსწავლეთა მერხებს,

მოძველებული და არაეფექტურია, რადგან ახლა 21-ე საუკუნეა და მოთხოვნაც უფრო

კრეატიულ, პრაქტიკულ და მოქნილ სწავლების მეთოდებზეა.

როგორც პენსილვანიის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მენდი ფიგლიოლი ამბობს,

ინოვაციური მეთოდები უდავოდ ეფექტურია, რადგან მას შემდეგ რაც მან დანერგა ეს

მეთოდები თავის კლასში, გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა. ეს

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული სწავლება

აძლიერებს მოსწავლეთა მიღწევებს; ეს მოთოდები ხელს უწყობს სწავლის

პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ზრდის ჩართულობას, საკუთარი თავის

რწმენას, ავითარებს კომპიუტერულ და ტექნიკურ უნარებს, სწავლა-სწავლებას და

მოსწავლეთა მხრიდან ახალი იდეების წარდგენას. ფიგლიოლი თავის სტატიაში

აღნიშნავს, რომ ინტერაქტიული სწავლება მოსწავლეებს ამზადებს რეალური

სამყაროსთვის, რაც კვალიფიციურ და შემოქმედებით უნარებს მოითხოვს და

მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ კონკურენტუნარიანებს ხდის შრომის

ბაზარზე. ფიგლიოლი აღნიშნავს, რომ საკლასო ოთახში ინოვაციური მეთოდების

გამოყენება წარმატებულია, რადგან მოსწავლეები სიამოვნებით არიან ჩართულები ამ

4

Page 7: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ტიპის გაკვეთილებში და ისინი იძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია

მათი მომავალი პროფესიისთვის.

ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მასწავლებლისთვის მოსწავლეთა

ყურადღების მოპყრობა და მისი შენარჩუნებაა, რათა ეფექტურად გადასცე ცოდნა ან

გამოცდილება, რომელიც მეხსიერებაში ხანგრძლივად დარჩებათ. და სწორედ ამ

გამოწვევის მოსაგვარებლად, მასწავლებელმა უნდა განახორციელოს ინოვაციური

იდეები / მეთოდები, რომლებიც საკლასო ოთახში მიღებულ გამოცდილების

გაცილებით უფრო სასიამოვნოს გახდის მოსწავლეებისათვის.

ქვემოთ მოვიყვან რამოდენიმე ინოვაციური მეთოდს, რომელიც შეიძლება

მასწავლებელს დაეხმაროს სწავლების მეთოდების გამოსწორებაში და გაკვეთილების

უფრო საინტერესოდ წარმართვაში.

1. აუდიო-ვიდეო ინსტრუმენტები (Audio & Video Tools)

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა სახელმძღვანელოებში მოცემული დავალებები

შეავსოს აუდიო-ვიზუალური მასალებით. ეს შეიძლება იყოს მოდელები, ფილმები,

სურათები, ინფოგრაფიკა ან სხვადასხვა გონებრივი რუკების (mindmapping) შესაქმნელი

ინსტრუმენტები.

ასეთი ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის განვითარებას.

ისინი არა მხოლოდ დაეხმარება მოსწავლეებს მოსმენის უნარ-ჩვევების

გამომუშავებაში, არამედ ხელს შეუწყობს, მათ საკითხის უკეთესად გაგება-გააზრებაში.

მაგალითად, შეგიძლიათ მიიღოთ გარკვეული ისტორიული მასალები, ჩაატაროთ

ცოცხალი ონლაინ დისკუსიები ან თავიდან მოუსმინოთ საჯარო ლექციების

ჩანაწერებს. თუ ტექნოლოგიებთან მეგობრობთ, ასევე არსებობს აპლიკაციები,

რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და შექმნათ პრეზენტაციები.

2. რეალიებით სწავლება (“Real-World” Learning)

რეალურ სამყაროში საჭირო გამოცდილების გაზიარება სწავლის პროცესს უფრო

საინტერესო ელფერს სძენს. რეალური ცხოვრების სიტუაციებთან დაკავშირებული

მასალა და მათი დემონსტრირება მასალას ადვილად გასაგებს ხდის და უკეთ სწავლის

საშუალებას იძლევა. ეს აღვივებს მოსწავლეთა ინტერესს და მოსწავლე ლაღად ერთვება

პროცესში.

5

Page 8: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

3. გაკვეთილები ღია სივრცეში (Classes Outside the Classroom)

პედაგოგიკის ექსპერტები ხშირად გამოთქვამენ, რომ ზოგიერთი ტიპის გაკვეთილი

უკეთ აღიქმება მოსწავლეთა, თუ მათ ღია ცის ქვეშ, საველე პირობებში ჩატარდება.

საკლასო ოთახიდან მოსწავლეთა სუფთა ჰაერზე გაყვანა, მოსწავლეების რუტინულ

სწავლის პროცესს საინტერესოს ხდის და შესაბამისად ასეთ გარემოში ბავშვები დიდი

ძალისხმევის გარეშე შეისწავლიან და ამახსოვრდებათ, რაც შეასწავლეთ.

4. დისკუსია/დებატები ინოვაციური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე

გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა

ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლოა კამათში გადაიზარდოს. ეს

პროცესი არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი

უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

5. ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს ჯგუფის

წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას

მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

6. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სასწავლო მეთოდია, რომელიც ახალი

ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

7. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, სადაც

ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თავად შეისწავლოს საგანი,

არამედ თანაგუნდელსაც დაეხმაროს მის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული

წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

8. გონებრივი იერიში (Brain storming). ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის

ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი,

სასურველია, რადიკალურად განსხვავებული იდეის ჩამოყალიბებასა და მათი

გამოთქმის ხელშეწყობას. მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი

მიდგომის განვითარებას.

9. როლური და სიტუაციური თამაშები. სცენარის მიხედვით განხორციელებული

როლური თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედონ

საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე

6

Page 9: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს მოსწავლეს საკუთარი პოზიციის

დამოუკიდებლად გამოთქმისა და მისი დაცვის უნარს.

10. დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას

გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა ერთსა ად იმავე

დროს აუდიო- და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის

დემონსტრირება შეიძლება განახორციელონ როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ.

ამ მეთოდით თვალსაჩინოებას ვმატებთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა

საფეხურს, ვაკონკრეტებთ, რის გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად.

ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

დემონსტრირება შეიძლება მოხდეს როგორც მარტივად, – მაგალითად, მათემატიკური

ამოცანის ამოხსნით, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენით, – ისე

რთული ფორმითაც, მაგალითად, მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო

ექსპერიმენტის ჩატარებით.

11. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს მასწავლებლისა და მოსწავლის

აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს

თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდა უმნიშვნელოვანესი

ფაქტორია. არაბული სიბრძნის თანახმად, “ერთად სიარული დასაწყისია, ერთად

ყოფნა – პროგრესი, ერთად მუშაობა – წარმატება!” შესაბამისად ინოვაციური

მეთოდებით სწავლების დანერგვას სასწავლო პროცესში ბევრი დადებითი მხარე აქვს:

სასწავლო პროცესში ერთვება უფრო მეტი მოსწავლე; სწავლების პროცესი სცდება

საკლასო ოთახს; მოსწავლეები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას; სწავლების პროცესი

უფრო მართვადი ხდება; სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული

გარემო; სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული; მოსწავლეები აქტიურად

მონაწილეობენ სწავლების პროცესში, ატარებენ კვლევებს და თავად ირჩევენ

სწავლების ფორმას. ხოლო ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური

მოსწრების შედეგების გაზრდას.

7

Page 10: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ნათქვამია რომ რა ბრწყინვალედაც უნდა ასრულებდეს თავის როლს წამყვანი

მსახიობი, თუ დანარჩენებმა ცუდად ითამაშეს, სპექტაკლი უფერული გამოვა.

სკოლაშიც ასეა: როგორც არ უნდა ხსნიდეს გაკვეთილს მასწავლებელი, თუ მან ვერ

შეძლო, მოსწავლეს თავისი როლი შეასრულებინოს, გაკვეთილი უინტერესო იქნება.

რაც შეეხება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, პედაგოგიკის

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ბავშვები, რომლებსაც უყვართ სკოლა,

მშვენივრად ართმევენ თავს საგნების უმრავლესობას. ეს პრინციპი მუშაობს

უკუმიმართულებითაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ბავშვის შეფასებები

იზრდება, უკეთესობისკენ იცვლება აგრეთვე მისი დამოკიდებულება სკოლისადმი.

ბავშვში ენთუზიაზმის ნაკლებობა და ცუდი ნიშნები შესაძლებელია, გამოწვეული

იყოს იმით, რომ სასკოლო პროგრამა ზედმეტად რთულია მისთვის და ის უბრალოდ

ვერ ეწევა მას.

ყველა ბავშვი იბადება ინდივიდუალური აზროვნებითა და ათვისების უნარით.

ადამიანის ტვინი სხვადასხვანაირად ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება

მას გარესამყაროსგან. შესაძლებელია იმას, რასაც ერთი ბავშვი რამოდენიმე წუთში

გაათვითცნობიერებს, მეორე ბავშვმა მოანდომოს რამოდენიმე საათი. თუმცა, ეს არ

ნიშნავს, რომ ერთი ან მეორე ცუდად აზროვნებს. უბრალოდ, მეორე შემთხვევაში,

ადამიანს სჭირდება ცოტა მეტი დრო შესწავლისთვის.

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია შესწავლის მეთოდები; ზოგიერთ ბავშვს

ახასიათებს ვიზუალური მეხსიერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკეთესად

ამუშავებენ მხედველობით ინფორმაციას. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ მარტივად

გადმოსცენ ის, რაც თავად დაინახეს. ბავშვები კარგად იმახსოვრებენ სასწავლო

მასალას, რომელიც გაფორმებულია ლამაზი გრაფიკით, ნახატებით, დიაგრამებით,

ხოლო მთავარი პუნქტები გამოყოფილია მხვილი შრიფტით.

სხვა ბავშვებს კი აქვთ სმენითი მეხსიერება. ამიტომ ისინი გაცილებით უკეთ

ითვისებენ ინფორმაციას, რომელიც მოისმინეს. ხშირად იმისათვის, რომ

დაიმახსოვრონ ინფორმაცია მათ სჭირდებათ მისი გამეორება ხმამაღლა ან უხმოდ.

სასწავლო მასალის უკეთესად ათვისების მიზნით მშობლებმა და მასწავლებლებმა

8

Page 11: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

უნდა განიხილონ ისინი ასეთ ბავშვებთან.

სწორედ ამიტომ, როდესაც ვამეცადინებთ ბავშვს სახლსა თუ სკოლაში, უნდა

გავითვალისწინოთ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება ის და შესაბამისად

მოვძებნოთ ინფორმაციის მიწოდების მეთოდები. თუ სკოლაში გამოიყენება

მეთოდები, რომლებიც არ მიესადაგება ბავშვს, ამის გამო ის შეიძლება

კატასტროფულად ჩამორჩეს სწავლის პროცესს. ამიტომ მშობლებს მოუწევთ სასკოლო

მეცადინეობის შემდეგ, სახლში, დამოუკიდებლად ბავშვთან ერთად გაიმეორონ

განვილილი მასალა, უკვე შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

მეორე ფაქტორი რაც ზეგავლენას ახდენს მოსწავლეზე სწავლის პროცესში არის სკოლის

გარემო; ზოგადად ბავშვის შეფასება დამოკიდებულია არამარტო მის გონებაზე,

არამედ სკოლის გარემოცვაზეც, მის ურთიერთობაზე კლასელებთან და

მასწავლებლებთან. თუკი ბავშვს არ უყვარს სკოლა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს რაიმე

სტრესსა ან კონფლიქტზე. საჭიროა ვეცადოთ, რომ ბავშვი იყოს გულახდილი. თუკი

ბავშვი ნამდვილად გრძნობს თავს არაკომფორტულად რომელიმე მასწავლებელთან ან

თანატოლთან შეეცადეთ ერთად განიხილოთ ეს საკითხი სახლში. გაარკვიეთ

წარმოქმნილი კონფლიქტის ძირითადი მიზეზები და, ასევე, მოძებნეთ მათი გადაჭრის

გზები.

მესამე და არანაკლები ფაქტორია: სიტუაცია ბავშვის გარშემო; როგორც ცნობილია ჩვენი

ყურადღების კონცენტრაციის უნარი გამოიხატება სხვადასხვაგვარად ამა თუ იმ

სიტუაციაში. კარგ გარემოში გონებრივი საქმიანობის შესაძლებლობა გაცილებით

იზრდება.

ბევრი ბავშვის შრომისუნარიანობა მაღლდება წყნარ და მშვიდ გარემოში, ზოგმა

ბავშვმა შეიძლება უპირატესობა განსხვავებულ გარემოს მიანიჭოს. ზოგიერთი

ინფორმაციის ათვისებას ყველაზე უკეთ სუფთა ჰაერზე ყოფნისას ან მუსიკის

მოსმენისას ახერხებს.

გაარკვიეთ, როგორ გარემოში გრძნობს ბავშვი ყველაზე კარგად თავს.

9

Page 12: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

და ბოლოს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ წახემსება და მსუბუქი საკვები სკოლის

პერიოდშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეგიმჩნევიათ, რომ რაიმე სერიზოული საქმის

კეთებისას გინდებათ ფინჯანი ყავა ან რაიმე გემრიელის ჭამა? დიახ, ეს ბევრს შველის

კონცენტრაცია მოახდინოს შესასრულებელ სამუშაოზე. ზოგი ადამიანი კი პირიქით,

მსუბუქმა წახემსებამ შეიძლება მოაცდინოს კიდეც. ამისათვის, ჩაატარეთ

ექსპერიმენტი, გაარკვიეთ მსუბუქად წახემსება მეცადინეობის დროს ხელს უწყობს

თუ, პირიქით, ხელს უშლის ბავშვს.

და რაც მთავარია, არ დაგავიწდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვიბადებით ჩვენი ჩვევებით,

ხასიათით და არჩევანით. ამიტომ, თუკი თქვენი ბავშვი გამოირჩევა სხვებისგან და ის

არ გახდა წარჩინებული მოსწავლე, არ ღირს უსაყვედუროთ. ამის მაგივრად

დააკვირდით, შეეცადეთ გაარკვიოთ როგორ უფრო უადვილდება მას ამა თუ იმ

ინფორმაციის გაგება. მიუდექით მის სწავლას შემოქმედებითად!

თავი 3

სამიზნე ჯგუფები

ზემოთთქმულიდან გამომომდინარე კვლევის სამიზნე ჯგუფად შევარჩიე საბაზო

საფეხურის მე-7 კლასი. სამიზნე მოსწავლეთა რაოდენობა არის - 24. შესაბამისად

მშობელთა რაოდენობაც - 24-ია. რადგან კვლევა ეხება ინოვაციური მეთოდების

გამოყენებით ინგლისურ ენაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას,

კვლევაში ასევე ჩავრთე უცხოური ენების კათედრის 4 მასწავლებელი (კერძოდ, 2

ინგლისური ენის, 1 რუსულისა და 1 ფრანგული ენის მასწავლებელი)

1. მოსწავლე -24

2. მშობელი -24

3. მასწავლებელი -4

10

Page 13: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

კვლევის მეთოდები

მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე კვლევის როგორც რაოდენობრივი ასევე

თვისებრივი მეთოდები. ამ მეთოდების დახმარებით სამიზნე ჯგუფებიდან ავიღე

საჭირო ინფორმაცია. ეს მეთოდებია:

1. ანკეტირება

2. ინტერვიუ

3. დაკვირვება

კვლევის მეთოდოლოგიამ დაასაბუთა, რომ კვლევის მიზანი კარგად იყო

განსაზღვრული და თანხვედრაში იყო ჩატარებულ სამუშაოსთან.

მოსწავლის ანკეტირება -ანკეტირება ჩავატარე მე-7 კლასში. ანკეტირებას რომელსაც

ესწრებოდა მეშვიდე კლასის 24 მოსწავლიდან 23, დაეთმო 15 წუთი. (დანართი №1)

კითხვარი შედგებოდა 15 დახურული ტიპის შეკითხვისგან. მოსწავლეებს ავუხსენი

კითხვარის შევსების წესები და ის რომ მათ მიერ გაცემული გულწრფელი პასუხები

მჭირდებოდა მხოლოდ საკუთარი პედაგოგიური კვლევისთვის. ანონიმურობის

დასაცავად, კითხვარს არ ეწერა მოსწავლეთა სახელი და გვარი.

მშობლის ანკეტირება - ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების

გამიკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად

ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის,

ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.

ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 20 მშობელმა. მოსწავლეებს სახლში გავატანე

ანკეტირების ფურცლი და მეორე დღეს აკრეფილი დამახვედრეს საკლასო ოთახში.

გამოვიყენე დახურული ტიპის 9 შეკითხვა. (დანართი №2) ანკეტირების ფურცელზე არ

იყო განთავსებული მშობლის სახელი და გვარი, რათა დამეცვა მათი ანონიმურობა.

ინტერვიუ (მასწავლებელი / მასწავლებლები) - კოლეგების გამოსაკითხად აქტიურად

გამოვიყენე ინტერვიუს მეთოდი მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

11

Page 14: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ინტერვიუ ჩავწერე უცხოური ენის კათედრის 4 მასწავლებელთან, შეკითხვების

რაოდენობა იყო 5 (დანართი №3), რომელიც წინასწარ მქონდა შემუშავებული.

ინტერვიუში მოცემული ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისათვის, გავაკეთე

აუდიოჩანაწერი მობილური ტელეფონით. ინტერვიუს დროს ვიყავი აქტიური და

ემპათიური მსმენელი, რესპოდენტის მიმართ ინტერესს მუდმივად გამოვხატავდი, არ

ვაწყვეტინებდი მას საუბარს და თავს არ ვახვევდი საკითხის მიმართ საკუთარ

პოზიციას. ინტერვიუს ბოლოს მათ აუცილებლად ვუხდიდი მადლობას.

ფოკუსირებული დაკვირვება - მას შემდეგ რაც დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები და

დავიწყე მათი განხორციელება, პარალელურად ვახდენდი ფოკუსირებულ

დაკვირვებას 4-5 მოსწავლეზე თითოეულ გაკვეთილზე და დაკვირვების შედეგები

ჩანიშნული მაქვს ჩემს მიერ წინასწარ შემუშავებულ ცხრილში.

კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა

მას შემდეგ, რაც შერჩეული კვლევის მეთოდებით მოვახდინე სამიზნე ჯგუფებიდან

ინფორმაციის შეგროვება/მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად

გამოიკვეთა რომ:

ანკეტირება მოსწავლე (დანართი №4)

#1 კითხვაზე, საშინაო დავალების წერას იწყებ თუ არა ინგლისურით? 9 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 78 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 13 %-მა უპასუხა არასდროს.

#2 კითხვაზე, სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას? 61 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა უპასუხა არასდროს.

#3 კითხვაზე, ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას ინგლისურში? 70%- მა

უპასუხა ყოველთვის, 30 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა უპასუხა არასდროს.

12

Page 15: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

#4 კითხვაზე, მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა

მასწავლებლისგან? 22 %- მა უპასუხა ყოველთვის, 26 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 52 %-მა

უპასუხა არასდროს.

#5 კითხვაზე, სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს? 4 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 57 %-მა უპასუხა არასდროს.

#6 კითხვაზე, მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები

სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ? 9 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 57 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 34 %-მა უპასუხა არასდროს.

#7 კითხვაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო

გამოთქვამ საკუთარ აზრს? 39 %- მა უპასუხა ყოველთვის, 57%-მა უპასუხა ზოგჯერ და

4%-მა უპასუხა არასდროს.

#8 კითხვაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების ირგვლივ

სვამ შეკითხვებს? 52 %- მა უპასუხა ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 9 %-მა

უპასუხა არასდროს.

#9 კითხვაზე, შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების

მოყვანა? 52 %- მა უპასუხა ყოველთვის, 39 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 9 %-მა უპასუხა

არასდროს.

#10 კითხვაზე, საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ

გჭირდება ვინმეს მითითება? 35 %- მა უპასუხა ყოველთვის, 26 %-მა უპასუხა ზოგჯერ

და 39 %-მა უპასუხა არასდროს.

#11 კითხვაზე, თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ

არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ? 61 %- მა უპასუხა ყოველთვის, 35 %-მა

უპასუხა ზოგჯერ და 4 %-მა უპასუხა არასდროს.

#12 კითხვაზე, ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო

პრეზენტატორი? 48 %- მა უპასუხა ყოველთვის, 48 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 4%-მა

უპასუხა არასდროს.

#13 კითხვაზე, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი

ინიციატივით თუ მასწავლებლის მითითებით? 26%- მა უპასუხა ყოველთვის, 70 %-მა

უპასუხა ზოგჯერ და 4 %-მა უპასუხა არასდროს.

13

Page 16: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

#14 კითხვაზე, მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება

მითითებები? 26 %- მა უპასუხა ყოველთვის, 61 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 13 %-მა

უპასუხა არასდროს.

#15 კითხვაზე, ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში

დავალების შესრულებას? 48 %- მა უპასუხა ყოველთვის, 43 %-მა უპასუხა ზოგჯერ და

9 %-მა უპასუხა არასდროს.

ანკეტირება მშობელი (დანართი №5)

#1 კითხვაზე, საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი

ინგლისური ენით? მშობლების 60 %- მა უპასუხა ყოველთვის, 40 % -მა უპასუხა

ზოგჯერ და 0 %-მა - არასოდეს.

#2 კითხვაზე, თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას

ინგლისურ ენაში? მშობლების 55 %- მა უპასუხა ყოველთვის, 45 %-მა უპასუხა ზოგჯერ

და 0 %-მა - არასოდეს.

#3 კითხვაზე, თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას?

მშობელთა 55 %- მა უპასუხა ყოველთვის, 45 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა კი

არასოდეს.

#4 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ

დაიმსახუროს შენიშვნა მასწავლებლისგან? მშობელთა 55 %- მა უპასუხა ყოველთვის,

45 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა - არასოდეს.

14

Page 17: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

#5 კითხვაზე, თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს?

მშობლების 10 %- მა უპასუხა ყოველთვის, 40 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 50 %-მა კი

არასოდეს.

#6 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს

კმაყოფილდება სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?

მშობლების 50 %- მა უპასუხა ყოველთვის, 40 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 10 %-მა კი

არასოდეს.

#7 კითხვაზე, თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი

ინიციატივით თუ სჭირდება ვინმეს მითითება? მშბელთა 60 %- მა უპასუხა

ყოველთვის, 35 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 5 %-მა - არასოდეს.

#8 კითხვაზე, თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას,

მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ? მშობლების %- მა

უპასუხა ყოველთვის, 50 %-მა უპასუხა ზოგჯერ და 15 %-მა - არასოდეს.

#9 კითხვაზე, თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევს თავს

თუ სჭირდება თქვენი მითითებები? მშობლების 65 %- მა უპასუხა ყოველთვის, 35 %-მა

უპასუხა ზოგჯერ და 0 %-მა კი არასოდეს.

15

Page 18: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ინტერვიუ მასწავლებელი

#1 შეკითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური მეთოდების

გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?

პირველმა მასწავლებელმა უპასუხა, რომ 21-ე საუკუნე მუდმივად ახალი გამოწვევების

წინაშე აყენებს საზოგადოებას და განათლების სისტემას, რაც ვფიქრობ ახალ

შესაძლებლობას გვთავაზობს მასწავლებლებს, რომელიც აუცილებლად უნდა

გამოვიყენოთ, რაც გულისხმობს თანამედროვე მიდგომების გამოყენებას სასწავლო

პროცესში,რომლებიც სასწავლო პროცესს მუხტსა და ენერგიას მატებს და მოსწავლეებს

შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უვითარებს.

მეორე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია.

მესამე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ ინოვაციური მეთოდების გამოყენება

გაკვეთილზე მნიშვნელოვანია ,რადგან ეს საშუალებას გვაძლევს უფრო საინტერესო

გავხადოთ ჩვენი გაკვეთილი. ეს კი მოტივაციას გაზრდის მოსწავლეებში.

მეოთხე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ გაკვეთილი მოსწავლეთა ინდივიდულაურ

საჭიროებებზე უნდა იიყოს ორიენტირებული და სწორედ ინოვაციური მეთოდებით

არის შესაძლებელი, მოსწავლემ თავისი საჭიროება და როლი იგრძნოს სასწავლო

პროცესში.

#2 შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, უწყობს თუ არა ხელს ინოვაციური მეთოდების

გამოყენება სასწავლო პროცესში შესასწავლი საკითხის უკეთ გაგებას?

პირველი მასწავლებელის პასუხია, რომ ინოვაციური მეთოდების გამოყენება

საგაკვეთილო პროცესში აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლეებს საკმაოდ

კარგად შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც საშუალებას

გვაძლევს სასწავლო პროცესი მოვარგოთ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და

ინტერესს. მოსწავლეც გაცილებით მარტივად სწავლობს ვიზუალური მასალის

გამოყენებით. კონფუცმა თქვა რომ : „მე მოვისმინე და დამავიწყდა. დავინახე და

დავიჯერე, გავაკეთე და დამამახსოვრდა.“

მეორე მასწავლებელმა უპასუხა, რომ ხელს უწყობს.

მესამე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ ინოვაციური მეთოდების საგაკვეთილო

პროცესში გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

16

Page 19: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

მეოთხე მასწავლებლის აზრით, ინოვაციური მეთოდები უდავოდ უწყობს ხელს

სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას, რადგან ასეთი ტიპის გაკვეთილის

ჩატარებისას მოსწავლეთა ინტერესი მატულობს.

#3 შეკითხვაზე, რამდენად ეხმარება მასწავლებელს, სახელმძღვანელოში მოწოდებული

ინფორმაციული მასალა საგაკვეთილო პროცესში?

პირველი მასწავლებლის პასუხია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ფაქტობრივი

ინფორმაციის ადაპტირეაბა ინოვაციურ მეთოდებთან მარტივადაა შესაძლებელი.

რადგან შეუძლებელია მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენებით ვასწავლოთ

დღევანდელ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების, კულტურების და ადამიანების

შესახებ. უნდა მივცეთ მათ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს

ნებისმიერ კუთხეში მოხვდნენ. ეს მათ ძალიან მოსწონთ.

მეორე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ სჭირდება ისეთი დამატებითი მასალების

მოძება, რომლებიც უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის გაკვეთილს,

დაეხმარება მოსწავლეს საკითხის გააზრებაში

მესამე მასწავლებელმა - განაცხადა, რომ სახელმძღვანელოში მოცემული მასალა, რა

თქმა უნდა ეხმარება მასწავლებელს, რადგან მასთან, როგორც რესურსთან ყველა

მოსწავლეს თანაბრად მიუწვდება ხელი, თუმცა საკმარისი მაინც არ არის.

მეოთხე მასწავლებლის აზრით, სახელმძღავნელოში მოცემული მასალა კარგი

რესურსია, მაგრამ საკვმარისი არ არის და საჭიროებს გამრავავლფეროვნებას და

მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებას.

#4 შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების

გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას?

პირველი მასწავლებლის პასუხია, რომ ინოვაციური მეთოდების გამოყენებით

თანამშრომლობა ხდება მაშინ, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან

პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრულ რესურსს და პროექტებს. ასევე, დოკუმენტების

გაცვლა ხდება ელქტრონული ფოსტით. საკლასო ოთახში სიახლეების დანერგვა

ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გასაზრდელად.

მეორე მასწავლებლის აზრით, აამაღლებს მოსწავლეთა ინტერესსა და ჩართულობას

საგაკვეთილო პროცესში.

17

Page 20: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

მესამე მასწავლებლის აზრით - სიახლეების შეტანა გაკვეთილზე მოსწავლეებს მოწონთ

და თვითონაც სიამოვნებით ერთვებიან.

მეოთხე მასწავლებელმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, ინოვაციური მეთოდი

გულისხმობს თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას მათი

შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის შეაბამისად , რაც ამაღლებს მოსწავლეთა

ჩართულობას.

#5 შეკითხვაზე, თქვენი აზრით, საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების

გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას?

პირველი პასუხობს, რომ ინოვაციური მეთოდების გამოყენებისას მოსწავლეები

საკუთარ სწავლაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ, სახავენ სწავლის მიზნებს და

ახდენენ შედეგების შეფასებას; სწავლა სახალისო ხდება, რაც ხელს უწყობს

სიღრმისეულ შესწავლას, პრობლემის გადაჭრას, შემოქმედებით მიდგომას, სტიმული

ეძლევა თანამშრომლობით სწავლასა და მუდმივად სწავლის მსურველად

ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიდგომით სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია

იზრდება.

მეორე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ აუცილებლად შეუწყობს ხელს.

მესამე მასწავლებელი - ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა

მოტივაციის ამაღლებას, თუკი ეს მათთვის საინტერესო იქნება.

მეოთხე მასწავლებელმა განაცხადა რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს

უწყობს როგორც ინოვაციური მეთოდების გამოყენება, აგრეთვე მასწავლებლის მიერ

გამოყენებული განმავითარებელი შეფასებები.

18

Page 21: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დაკვირვება

დაკვირვების პროცესი, როგორც გაკვეთილების ისე თითეული ციკლის მიმდინარეობისას

თვალნათლივ ჩანს შემდეგ ცხრილებში:

ციკლი I ციკლი II ციკლი III

გაკ

ვეთ

ილ

ის

N

მოსწ

ავლ

ის

N

პრო

ბლ

ემა

1

პრო

ბლ

ემა

2

a b c a b c

I

1 √ √

2 √ √

3 √ √

4 √ √

5 √ √

II

6 √ √

7 √ √

8 √ √

9 √ √

10 √ √

III

11 √ √

12 √ √

13 √ √

14 √ √

15 √ √

IV

16 √ √

17 √ √

18 √ √

19 √ √

20 √ √

V

21 √ √

22 √ √

23 √ √

24 √ √

ჯამი 12 9 3 12 10 2

გაკ

ვეთ

ილ

ის

N

მოსწ

ავლ

ის

N

პრო

ბლ

ემა

1

პრო

ბლ

ემა

2

a b c a b c

I

1 √ √

2 √ √

3 √ √

4 √ √

5 √ √

II

6 √ √

7 √ √

8 √ √

9 √ √

10 √ √

III

11 √ √

12 √ √

13 √ √

14 √ √

15 √ √

IV

16 √ √

17 √ √

18 √ √

19 √ √

20 √ √

V

21 √ √

22 √ √

23 √ √

24 √ √

ჯამი 8 10 6 9 10 5

გაკ

ვეთ

ილ

ის

N

მოსწ

ავლ

ის

N

პრო

ბლ

ემა

1

პრო

ბლ

ემა

2

a b c a b c

I

1 v √

2 √ √

3 v √

4 √ √

5 √ √

II

6 √ √

7 √ √

8 √ √

9 √ √

10 √ √

III

11 √ √

12 √ √

13 √ √

14 √ √

15 √ √

IV

16 √ √

17 √ √

18 √ √

19 √ √

20 √ √

V

21 √ √

22 √ √

23 √ √

24 √ √

ჯამი 10 9 5 9 12 3

19

Page 22: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დაკვირვების ცხრილის განმარტება:

პრობლემა 1 - მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

პრობლემა 2 - მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა.

(იხილეთ კვლევის მე-3 თავი „კვლევის შედეგებიან გამომდინარე დასკვნა“)

a. მოსწავლე ყოველთვის ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.

1 b. მოსწავლე ზოგჯერ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში

c. მოსწავლე არასდროს არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში

a. მოსწავლე ყოველთვის თამამად გამოხატავს საკუთარ აზრს.

2 b. მოსწავლე ზოგჯერ გამოხატავს საკუთარ აზრს

b. მოსწავლე არასდროს გამოხატავს საკუთარ აზრს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა

სამიზნე ჯგუფებიდან კვლევის შერჩეული მეთოდებით მოპოვებული ინფორმაციის

დამუშავების და გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

1. მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში (პრობლემა 1)

2. მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა. (პრობლემა 2)

3. მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია.

20

Page 23: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

თავი 4

დაგეგმილი ინტერვენციები

მას შემდგომ რაც სამიზნე ჯგუფებიდან მოპოვებული ინფორმაცია დავამუშავე,

გავაანალიზე და გამოვკვეთე პრობლემები, დავიწყე იმ გზების ძიება, რომელის

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დამეხმარებოდა და დავგეგმე შემდეგი

ინტერვენციები (დანართი №6):

1. დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.

2. ზიგზაგის მეთოდი

3. kahoot / quizizz პროგრამაში თამაშები

4. გამოსაძახებელი ჩხირები

5. შებრუნებული საკლასო ოთახი

6. გაჩერებებით სწავლება

7. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები

განხორციელებული ინტერვენციები

ინტერვენციების დაგეგმვის შემდეგ დავიწყე მათი განხორციელება და პარალელურად

ამ პროცესზე დაკვირვება.

დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე - ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს,

ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და გაუზიაროს სხვებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური

მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების,

კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-

ჩვევები, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს

საგაკვეთილო პროცესში. მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე

კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა: I. დაფიქრდი –

მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე; II. დაწყვილდი –

მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ საკითხს; III. გაუზიარე –

21

Page 24: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

მოსწავლეები წყვილებში განხილულ საკითხს კლასს უზიარებენ. ამ მეთოდმა

გაამართლა ჩემს მოსწავლეებთან, რადგან თითოეულ მოსწავლეს დაეკისრა

პასუხისმგებლობა მეწყვილისა და კლასის წინაშე. გამოყოფილი დროის შემდეგ

მოსწავლე ან მისი მეწყვილე ვალდებულები იყვნენ, წარედგინათ როგორც საკუთარი,

ასევე პარტნიორის ნააზრევი. აქედან გამომდინარე, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო

ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამ მეთოდის შერჩევისას კი ჩემი მიზანიც სწორედ

მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა იყო.

„ზიგზაგის მეთოდი“ - მე-7 კლასის სახელმძღვანელოში საკმაოდ დიდი მოცულობის

ტექსტებია მოცემული, რომლის წაკითხვა-დამუშავება ერთი გაკვეთილის ფარგლებში

შეუძლებელი იყო და მოსწავლეებსაც ინტერესი უნელდებოდათ, რადგან ტექსტის

კითხვის დროს მოსწავლეთა უმეტესობა პასიური მსმენელად რჩებოდა და

ყურადღებაც ეფანტებოდა. ამ პრობლემის აღმსაფხვრელად მივმართე ზიგზაგის

მეთოდს, რომელიც დამეხმარა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით, დიდი

მოცულობის ტექსტის დამუშავებაში. თავდაპირველად, ტექსტი დავყავი 4 ნაწილად.

შემდეგ დავაჯგუფე მოსწავლეები 5 ჯგუფად (თითო ჯგუფში 4-5 მოსწავლით).

ჯგუფის წევრები გათვლის მეთოდით გადავანაწილე 4 ახალ ჯგუფში, სადაც

განთავსებული იყო ტექსტის 4 ნაწილი. მოსწავლეები იწყებდნენ ერთობლივ მუშაობას

და ქმნიდნენ ე.წ. „ექსპერტების ჯგუფებს“. ამ ჯგუფებში გაერთიანდნენ ის

მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ნაწილი შეხვდათ (შესაბამისად, იქმნება

პირველების, მეორეების და ა.შ. ჯგუფები). ჯგუფებს დავურიგე მობილური

ტელეფონები, რომელშიც ონლაინ ლექსიკონის დახმარებით შეეძლოთ უცხო

სიტყვების გადათარგმნა. ჯგუფის წევრები ინიშნავდნენ ტექსტის მნიშვნელოვან

ნაწილს და უცხო სიტყვებს, შემდეგ კი ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ

ნამუშევარს. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ თავდაპირველ

ჯგუფებს და თითოეულმა რიგრიგობით წარმოადგინეს ტექსტის საკუთარი ნაწილი.

ამრიგად, თავდაპირველი ჯგუფის თითოეულ წევრს შეექმნა სრული წარმოდგენა

მასალაში თავმოყრილი ცნობების შესახებ. საბოლოოდ, კი ერთი გაკვეთილის

22

Page 25: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ფარგლებში, მოსწავლეებმა შეძლეს ტექტსის გამთლიანება და საკუთარი წილი

პასუხისმგებლობის გათავისება ჯგუფისა და კლასის წინაშე.

kahoot / quizizz პროგრამაში თამაშები - 21-ე საუკუნეში, მოსწავლეებს არ აინტერესებთ

ლექციური ტიპის გაკვეთილები, რაც იწვევს მათ დემოტივაციას. ამის

აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვნად მივიჩნიე თანამედროვე ტექნოლოგიების

დანერგვა საგაკვეთილო პროცესში, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი გახდა

დინამიური და მოსწავლეებიც მეტი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობებში. kahoot და

quizizz პროგამებში მოვამზადე სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომელიც გათვლილი

იყოს ინგლისური ენის შესწავლის ოთხივე მიმართულებაზე (ლაპარაკი / კითხვა / წერა

/ მოსმენა) და იგივე მასალა რისი შესწავლაც მანამდე ეზარებოდათ ამ თამაშების

წყალობით უკვე ხალისით სწავლობდნენ.

ამ პროგრამის გამოყენება შემაჯამებელი დავალების შესასრულებლადაც საინტერესო

გამოდგა. მოსწავლეებს ამ პროგრამაში შექმნილ მასალას წინასწარ ვუგზავნიდი

საშინაო დავალებად და ერთკვირიანი მეცადინეობის შედეგად კლასში უკვე

ელექტრონულად წერდნენ ტესტს მობილური ტელეფონების გამოყენებით. ამით

აღმოვფხვერი ტესტის გადაწერის მანკიერი მხარეც, თითეულ მოსწავლეს

ინდივიდუალური თანმიმდევრობით ხვდებოდა ტესტის დავალებები და მოსწავლე

მყისიერად ღებულობდა უკუკავშირს პროგრამიდან, სწორად გასცა თუ არა პასუხი.

ხოლო ტესტის დასრულების შემდეგ თუ მათ ეს შედეგი არ აკმაყოფილებდათ,

შეეძლოთ გაეანალიზებინათ საკუთარი შეცდომები და შედეგის გაუმჯობესების შანსი

ეძლეოდათ. შედეგად მოსწავლეთა 100 %-მა ისწავლა ლექსიკური ერთეულები,

რომლის დასწავლაც ყოველთვის მოსაბეზრებელი იყო მანამდე, რადგან სიტყვების

დასასწავლად ისინი მათ რვეულში 10-ჯერ მაინც გამოწერდნენ, ახლა კი ხალისით

სწავლობენ, რადგან ამ პროცესში მოსაბეზრებელი და დამღლელი რუტინა ჩავანაცვლე

მათთვის საყვარელი საქმიანობით: მობილური ტელეფონებით თამაშით. თან ჯანსაღი

კონკურენციის დახმარებით უკვე სიტყვების მხოლოდ სწავლას კი არ ცდილობდნენ,

სწრაფად პასუხის გაცემის სურვილი და რეიტინგის პირველ 5-ეულში მოხვედრის

სურვილი გაუჩნდათ, ისეთ მოსწავლეებსაც კი, რომლებსაც ინგლისურში დაბალი

23

Page 26: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

შეფასება ჰქონდათ და ეგონათ, რომ ამ საგანში მათ მაღალი შედეგის დადება არ

შეეძლოთ.

გამოსაძახებელი ჩხირები - მასწავლებელი წინასწარ წერს მოსწავლეთა სახელებს და

გვარებს სპეციალურ ჩხირებზე, მოათავსებს მათ მცირე ზომის ყუთში, შემდეგ იღებს

ერთს . კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს იმ მოსწავლეს ვისი სახელიც წერია ჩხირზე.

აუცილებელია ეს ჩხირი ისევ უკან ჩავაბრუნოთ, რათა მოსწავლეს ისევ ჰქოდეს

მოლოდინი, რომ შეიძლება კითხვა ისევ მას დავუსვათ. ამ ინსტრუმენტის საშუალებით

ვინარჩუნებთ ყურადღებას და მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო

პროცესში. ინტერვენციამ ,,გამოსაძახებელი ჩხირები“ ეფექტური შედეგი გამოიღო

კლასთან მუშაობისას ინგლისურის გაკვეთილზე. ამ ჩხირების გამოყენებამ ჩემს

კლასში სისტემატიური ხასიათი მიიღო მოსწავლეთა დაინტერესების გამო. სასიამოვნო

მოლოდინი უმაღლებს მოტივაციას მოსწავლეს და უჩნდება სურვილი, რომ

სისტემატიურად მოვიდეს მომზადებული, რომ თავი წარმოაჩინოს თანაკლასელების

და ზოგადად აუდიტორიის წინაშე. უმაღლდება თვითშეფასებისა და

პასუხისმგებლობის გრძნობა.

შებრუნებული საკლასო ოთახი - არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია,

რომელიც ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ ათვისებასა და ზედა დონის სააზროვნო

უნარების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) განვითარებაში. მასწავლებელი მოსწავლეს

აცნობს სასწავლო მიზნის მისაღწევად საჭირო მასალას, რომელსაც ისინი სახლში

ეცნობიან. მათ აქვთ საშუალება, რამდენიმეჯერ უყურონ, გადაახვიონ, დააპაუზონ

ვიდეომასალა, წაიკითხონ სახელმძღვანელოში ტექსტი, გაეცნონ ინტერნეტმასალას,

დაწერონ რეფლექსია და ამის შემდეგ საკლასო გარემოში მოხდინონ მიღებული

ცოდნის განმტკიცება. კლასში შეხვედრისას მოსწავლეები ნაწილდებიან იმის

მიხედვით, თუ ვინ როგორ გაიგო ახალი მასალა. ისინი განიხილავენ პრობლემურ

საკითხებს, უზიარებენ გამოცდილებას. მასწავლებელს კი საშუალება ეძლევა უკეთ

გაიგოს მოსწავლის მიერ აღქმული მასალა და ინდივიდულური მიდგომების

საფუძველზე დანერგოს სწორი და საჭირო მეთოდები: ზოგს საშუალებას აძლევს, რომ

დამოუკიდებლად გაიაზროს რთული საკითხები, ზოგს კი უბრალოდ, ხელახლა

24

Page 27: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

უხსნის საკითხს. როდესაც ამ მეთოდის შესახებ წავიკითხე, გადავწყვიტე ჩემ კლასშიც

გამომეყენებინა, რადგან გაკვეთილზე ახსნილი მასალის განმტკიცების დრო აღარ

მრჩებოდა, ხშირად მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებში დავალების შესრულებისას

წარმოქმნილი საგაკვეთილო დროს პრობლემების აღმოფხვრაზე ვხარჯავდი. ამ

მეთოდის დახმარებით კი, საგრძნობლად იკლო მოსწავლეთა მიერ შეუსრულებელი

დავალებების რიცხვმა.

გაჩერებებით სწავლება - გაჩერებებით სწავლა გულისხმობს მოსწავლეთა

დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას. სამუშაო მასალა

ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მსწავლელთა შესაძლებლობებს,

წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა

დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა

სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია

პროექტებით სწავლების პრინციპებზე. შესაბამისად, ის ხელს უწყობს ქმედებაზე

ორიენტირებულ სწავლებას, რომლის შედეგიცაა პროდუქტის, მაგალითად, რაიმე

კოლაჟის ან პლაკატის, შექმნა.

კვლევის შედეგიდან გამომდინარე, ამ მეთოდის დანერგვაც საჭიროდ მივიჩნიე

სამიზნე ჯგუფთან, მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ყველა გაჩერებას ექნებოდა

ტრაფარეტი წარწერით. თითოეულ ჯგუფს დახვდებოდათ სასწავლო რესურსი და

დავალებები ინსტრუქციებით, მოსწავლეებს უნდა ემუშავათ ინსტრუქციების

მიხედვით და შესრულებული დავალება გამოეკრათ მითითებულ ადგილზე

შებრუნებული, რადგან წარმოდგენამდე არ უნდა გამოჩენილიყო ნამუშევარი

(ჯგუფებს მივუთითე დავალების განთავსების ადგილი). თითოეულ გაჩერებაზე

ვიმუშავეთ 7-7 წუთი. I ჯგუფმა დაიწყო პირველი გაჩერებით, II ჯგუფმა - მეორეთი

გაჩერებით, III ჯგუფმა - მესამე გაჩერებით, IV ჯგუფმა კი - მეოთხე

გაჩერებით,მოსწავლეები გადაინაცვლებდნენ გაჩერებებზე საათის ისრის

მიმართულებით, სამუშაო პროცესი დამთავრდა მაშინ,როცა ყველა ჯგუფმა გაიარა

ყველა გაჩერება. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ თუ რაიმე სირთულეს წააწყდებოდნენ

მუშაობის პროცესში ან რაიმე იქნებოდა გაუგებარი,მათ შეეძლოთ ჩემი დახმარება

25

Page 28: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ხელის აწევით ენიშნებინათ. შედარებით სწრაფი ჯგუფებისათვის მოვამზადე

ალტერნატიული გაჩერება, სადაც მოსწავლეებისთვის შედარებით მსუბუქი,

კრეატიული ან თამაშის ელემენტებით გაჯერებული დავალებები მოვუმზადე. ყოველი

გაჩერების დასამუშავებლად დაწესებული მქონდა დროის ლიმიტი, რომლის

ამოწურვასაც ვანიშნებდი ტაშის სამი დაკვრით.

ტრადიციული ინგლისური ენის გაკვეთილის სასწავლო პროცესის დროს

მოსწავლეები შეჩვეულები იყვნენ, რომ მე განვსაზღვრავდი გაკვეთილის მსვლელობას,

შინაარსს და პროგრესიას, შეფასების ფორმებს, ხოლო თვითონ მხოლოდ

შემსრულებლები იყვნენ. გაჩერებებით სწავლისას მოსწავლეები გამოვიდნენ პასიური

როლიდან და გარკვეულწილად თავად მართავდნენ პროცესს, თავად ანაწილებდენ

დროს. აღწერილი მეთოდი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული და ხელს

უწყობს ავტონომიურ სწავლებას, რაც ასე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის უნარ-

ჩვევების გამოსამუშავებლად.

„შესასვლელი ბარათები“ და „გასასვლელი ბარათები“ - ორივე ინსტრუმენტი

ემსახურება მიიღოს მასწავლებელმა ინფორმაცია: მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-

გააზრების შესახებ; მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების,

დამოკიდებულებების შესახებ; სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით

მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ. მიღებული ინფორმაცია

გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ

ინტერესების გათვალისწინებით. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების

საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს

მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ

რუტინას უდებს საფუძველს – მოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და

დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის

დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ

საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილეთების

შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას

გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის

26

Page 29: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება

უბიძგებს მოსწავლეებს, მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე, რაც ააქტიურებს

მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას,

საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის

ხარისხს. ,,შესასვლელი და გასასვლელი ბილეთი“ მართლაც ძალიან ნაყოფიერი

ინსტრუმენტი აღმოჩნდა, მისმა რეგულარულმა გამოყენებამ ნათლად დამანახა თუ რა

ისწავლა და როგორ ისწავლა მოსწავლემ. ორივე ინსტრუმენტს ვიყენებდი ერთადაც

და ცალ-ცალკე. ეს დამოკიდებული იყო სასწავლო მიზანზე. შესაბამისად შესასვლელი

ბილეთის საშუალებით ვადგენდი, თუ რა იცოდა მოსწავლემ საკითხის ირგვლივ,

ხოლო გასასვლელი ბარათი კი მეხმარებოდა მომდევნო გაკვეთილის სწორად

დაგეგმვაში.,,შესასვლელი ბილეთების“ გამოყენებისას ვადგენ 3-4 კითხვას. კითხვები

ემსახურება წინარე ცოდნის გააქტიურებას და იძლევა ინფორმაციას მოსწავლეთა

ინტერესებისა და არსებული ღირებულებების შესახებ, კონკრეტული თემის ირგვლივ.

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვხვდები გაკვეთილის მსვლელობა წინასწარ

განსაზღვრული გეგმით გავაგრძელო თუ მჭირდება ჩემი გეგმის მოდიფიცირება.

სწორედ გეგმის მოდიფიცირების ნაკლები რისკია როცა ვიყენებ ,,გასასვლელ

ბილეთებს“. ამ ბილეთებით მიღებული ინფორმაცია მეხმარება მოდევნო გაკვეთილის

სწორად დაგეგმვაში, ისე რომ გავითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები და

ინტერესები. ,,გასასვლელი ბილეთების“ შევსების მოლოდინი გაკვეთილის ბოლომდე

მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც თავისთავად აკადემიურ

მიღწევებსაც უუმჯობესებთ. ,,შესასვლელი და გასასვლელი ბილეთებით“

მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას და ავლენენ თავიანთი თავის საჭიროებებს, რაც

უვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს.

27

Page 30: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციების დაგეგმის პროცესში ვახდენდი დაკვირვებას პროცესის

მიმდინარეობაზე და რეგულარულად ვინიშნავდი შედეგებს წინასწარ შედგენილ

დაკვირვების სპეციალურ ცხრილში. მე-7 კლასში, რომელსაც ვასწავლი ინგლისურ ენას

და სადაც სწავლობს 24 მოსწავლე, კვირაში საათების რაოდენობა არის 3 საათი, ამ

საათებიდან კვლევისთვის შევარჩიე 2 საათი. ამ გაკვეთილებს მაქსიმალურად

ვტვირთავდი იმ აქტივობებით (ინტერვენციებით), რომელიც შევარჩიე გამოკვეთილი

პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ: მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა

საგაკვეთილო პროცესში, მათი დაბალი მოტივაცია და საკუთარი აზრის გამოხატვის

პრობლემა. კვლევისათვის განკუთვნილი გაკვეთილების მსვლელობისას

ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. თითო გაკვეთილზე 4-5 მოსწავლეს. ვაკვირდებოდი მათ

ქცევებს და მიღწევებს. მოპოვებული ინფორმაცია შემქონდა ცხრილში. კვირის

განმავლობაში ვაკვირდებოდი 10 მოსწავლეს და მთლიანი კლასის, ანუ დაკვირვების 1

(პირველი) სრული ციკლისთვის დამჭირდა ორი კვირა და მესამე კვირის 1 დღე. სულ

დაკვირვების პერიოდი შედგებოდა 3 ციკლისაგან, რომელიც ერთიანობაში გამოვიდა 7

კვირა და მე-8 კვირის 1 დღე. თითოეული ციკლის განმავლობაში შეგროვებულ

ინფორმაციას ვაჯამებდი და ვაანალიზებდი, რის შემდეგაც გადავდიოდი დაკვირვების

შემდეგ ციკლზე, რამაც საშუალება მომცა დავკვირვებოდი პროცესის მიმდინარეობის

დინამიკას და დამეფიქსირებინა ის პროგრესი, რაც რეალურად დადგა ინტერვენციების

განხორციელების შემდეგ (იხილეთ კვლევის მე-3 თავში „კვლევის შედეგების

თანმიმდევრული წარმოდგენა“ დაკვირვება).

ის გაკვეთილები რომლების შევარჩიე კვლევისათვის მკაცრად მქონდა გაწერილი და

დაგეგმილი, კერძოდ ამ გაკვეთილებზე მონაცვლეობით შემქონდა დაგეგმილი

ინტერვენციები ისე რომ მათი განაწილება დროში თითოეული ციკლის განმავლობაში

ყოფილიყო თანაბარი. რაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ცხრილში:

28

Page 31: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

ციკლის დაკვირვების ცხრილი

კვირის

რაოდენობა

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

გაკვეთილი I II I II I II I II I II I II I II I II

ინტერვენცია 3, 5 2,7 6,7 4,5 1,3 3,5 2,7 6,7 4,5 1,3 3,5 2,7 6,7 4,5 1,3

ციკლი 1 √ √ √ √ √

ციკლი 2 √ √ √ √ √

ციკლი 3 √ √ √ √ √

თარიღი

თებ

ერვა

ლი

თებ

ერვა

ლი

თებ

ერვა

ლი

თებ

ერვა

ლი

მარ

ტი

მარ

ტი

მარ

ტი

მარ

ტი

აპრ

ილ

აპრ

ილ

აპრ

ილ

მაი

სი

მაი

სი

მაი

სი

მაი

სი

ცხრილის განმარტება:

ცხრილში, ინტერვენციების გრაფაში მონიშნული ციფრები არის ინტერვენციების

ნომერი,რომელიც ინტერვენციებს მინიჭებული აქვთ კვლევის მე-4 თავში „დაგეგმილი

ინტერვენციები“

თავი 5

რეკომენდაციები

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ სასურველია

შეიცვალოს სახელმძღვანელოებში მოცემული ზოგიერთი ტექსტი, სადაც

მეტნაკლებად საინტერესო და გამოუყენებელი ტექსტებია წარმოდგენილი, რაც

მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს, თემატიკა შერჩეული უნდა იყოს

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ლექსიკა უნდა იყოს

თანამედროვე, რათა აქტიურად შეძლონ მოსწავლეებმა მისი პრაქტიკაში გამოყენება,

სახელმძღვანელოში უნდა იყოს უფრო მეტი სასაუბრო აქტივობები, რათა მოსწავლეებს

გაუადვილდეთ ნასწავლის ტრანსფერის უნარი, შეძლონ საჭიროებისამებრ გამოიყენონ

საუბარში ნასწავლი მასალა. სასურველია მეტი თანამედროვე ტექნოლოგიებით

გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება, ასევე მოსწავლეები ვამუშაოთ ხშირად

ჯგუფებში, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, რათა მიეჩვიონ საკუთარი აზრის

დაფიქსირებას და მის დაცვას. შეიძლება ითქვას რომ კვლევა წარმატებით

29

Page 32: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

განვახორციელე. საკითხისადმი ინტერესი გამოიჩინეს როგორც მოსწავლეებმა ისე

მშობლების დიდმა ნაწილმა. მეტნაკლებად გაუმჯობესდა შედეგები პირველ

სემესტრთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლებოდა.

მთავარია, რომ დაგეგმილი ინტერვენიციების განხორციელება არ შეწყდეს მომავალ

სასწავლო წელსაც და ის მეთოდები, რაც კლასში დავნერგე, შევინარჩუნო, რაც

მოსწავლეებს გაიყვანს უკეთეს შედეგზე.

დასკვნა

მიმაჩნია რომ, ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწავლების მეთოდებთან

მიმართებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. უნდა შევძლოთ

ხშირად ჩავატაროთ ტექნოლოგიებით და მრავალფეროვანი ინოვაციური მეთოდებით

გამდიდრებული გაკვეთილები, რათა მოსწავლეებმა არ დაკარგონ ინტერესი და ეს

საქმიანობა მათთვის არ იქცეს მომაბეზრებელ რუტინად. უნდა შეგვეძლოს 21-ე

საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ ბავშვებს, რათა გახდნენ

კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.

30

Page 33: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №1

ანკეტირების კითხვები (მოსწავლეები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა ინგლისურით?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

2. სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

3. ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას ინგლისურში?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

4. მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა

მასწავლებლისგან?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

5. სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და

სხვ.)?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

6. მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები სახელმძღვანელოში

არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

7. საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო გამოთქვამ

საკუთარ აზრს?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

8. საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების ირგვლივ სვამ

შეკითხვებს?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

9. შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

10. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ გჭირდება

ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

31

Page 34: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

11. თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ არა მასზე

მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

12. ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო პრეზენტატორი?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

13. მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი ინიციატივით თუ

მასწავლებლის მითითებით?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

14. მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება მითითებები?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

15. ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში დავალების

შესრულებას?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასდროს

32

Page 35: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №2

ანკეტირების კითხვები (მშობლები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი ინგლისურით?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

2. თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას

ინგლისურში?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

3. თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

4. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს

შენიშვნა მასწავლებლისგან?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

5. თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს (შექებას,

საჩუქარს და სხვ.)?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

6. თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდება

სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

7. თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი

ინიციატივით თუ სჭირდება ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

8. თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას,

მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

9. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ

სჭირდება თქვენი მითითებები?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

33

Page 36: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №3

ინტერვიუ მასწავლებელთან

გთხოვთ გულწრფელად გასცეთ პასუხი ინტერვიუში მოცემულ შეკითხვებს.

1) თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური მეთოდების გამოყენება

საგაკვეთილო პროცესში?

2) როგორ ფიქრობთ, უწყობს თუ არა ხელს ინოვაციური მეთოდების გამოყენება

სასწავლო პროცესში შესასწავლი საკითხის უკეთ გაგებას?

3) რამდენად ეხმარება მასწავლებელს, სახელმძღვანელოში მოწოდებული

ინფორმაციული მასალა საგაკვეთილო პროცესში?

4) როგორ ფიქრობთ, საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება

შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას?

5) თქვენი აზრით, საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება

შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას?

34

Page 37: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №4

9

6170

22

4 9

3952

78

3930

26

39

57

5739

130 0

52 57

34

4 9

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

I II III IV V VI VII VIII

კითხვარი - მოსწავლე

ყოველთვის ზოგჯერ არასოდეს

52

35

61

48

26 26

48

39

26

35

48

7061

43

9

39

4 4 413 9

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

IX X XI XII XIII XIV XV

ყოველთვის ზოგჯერ არასოდეს

35

Page 38: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №5

6055 55 55

10

50

60

35

65

4045 45 45

40

40

35

50

35

0 0 0 0

50

105

15

0

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

I II III IV V VI VII VIII IX

კითხვარი - მშობელი

ყოველთვის ზოგჯერ არასოდეს

36

Page 39: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №6

ინოვაციური მეთოდების გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილის თემები

1. ვნებითი გვარი - kahoot.com

2. აწმყო სრული და აწმყო სრული განგრძობითი დროების შედარება quizizz.com

3. ორი გმირი - ტექსტის დამუშავება ზიგზაგის მეთოდით

4. მოდი ვესტუმროთ ტაიტის - ვიდეოს გაგზავნა ,,შებრუნებული საკლასო ოთახი’’

https://www.youtube.com/watch?v=N-M3h0ytQR8

5. სარეკლამო ბროშურის დამზადება ,,ესტუმრეთ _____ (მაგ: საქართველოს...)

6. ჩემი საყვარელი ტკბილეული ,,შოკოლადი“ - გაჩერებებით სწავლება

7. ჩემი საყვარელი ტკბილეული ,,შოკოლადი“ - დისკუსია შოკოლადის დადებით და

უარყოფით თვისებებზე.

8. ,, მართლწერის კონკურსისთვის მზადება“ - ელექტრონული ლექსიკონის

გამოყენება.

9. ანიმაციური ფილმის განხილვა - Alike

https://www.youtube.com/watch?v=uSJ6oLxNNr0

10. გაიგე მეტი სპორტის სახეობებზე - შებრუნებული საკლასო ოთახი (ფილმის

შვენება)

https://www.youtube.com/watch?v=tZdNh5p0WBw

11. ექსტრემალური სპორტის სახეობები - დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე

12. ვიქტორინა - განვლილი სასწავლო მასალის შემოწმება ( კატეგორიები:

1)გრამატიკა, 2)ტექსტები, 3)ლექსიკა, 4)სხვადასხვა ტიპის დავალება)

13. ექიმები ძველად და ახლა - ზიგზაგის მეთოდი

14. პირველი ექიმები - ქვიზი kahoot.com

15. პიგიენა - ფილმის ჩვენება

37

Page 40: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

დანართი №7

ბიბლიოგრაფია

ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში 2016 წ.

სოფიკო ლობჟანიძე: 1) სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები გვ. 7-10

2) თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები – ჯიგსოუს ტექნიკა გვ 70-77

http://mastsavlebeli.ge/wp-

content/uploads/2017/01/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%

E1%83%A2%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-

%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-

%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

%E1%83%A8%E1%83%98.pdf

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლის აკადემიური მოსწრება? - ინტერნეტჟურნალი

„მასწავლებელი“ 2012 წლის 17 სექტემბერი https://edu.aris.ge/news/rogor-avamaRloT-moswavlis-

akademiuri-moswreba.html

ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ

მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ .

http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173.

გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი 2013წ.

http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201

გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და

პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა ბოჭორიშვილი -

http://mastsavlebeli.ge/?p=1915

ინოვაციური მეთოდების დანერგვის 9 სარგებელი 2017 წლის 19 ივნისი

https://www.educationdive.com/news/9-benefits-of-implementing-innovative-education/445182/

16 იდეა ინოვაციური მეთოდების შესახებ 2017 წლის 3 აგვისტო

https://www.edsys.in/16-innovative-ideas-make-teaching-methods-effective/

რუსუდან გონაშვილი: „რატომ არის საჭირო სწავლებაში ტექნოლოგიების

ინტეგრირება“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2014 წლის 19 მაისი

http://mastsavlebeli.ge/?p=3987

ელექტრონული პროგრამა - http://www.create.kahoot.it

ელექტრონული პროგრამა - http://www.quizizz.com

38

Page 41: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია თემაზე:

,,ინგლისური ენის გაკვეთილზე ინოვაციური მეთოდების გამოყენებით

აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება

საბაზო საფეხურზე”

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩავატარე ქ. რუსთავის სსიპ მე-10 საჯარო სკოლის

საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-7 კლასში. სადაც დაწყებითი კლასიდან საბაზოზე

გადმოსვლის შემდეგ პრობლემები შეიქმნა მოსწავლეთა საგაკვეთლო პროცესში

ჩართულობასა და მათ აკადემიური მოსწრებაშიც. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრე

საკვლევი საკითხი/პრობლემა და ჩამოვაყალიბე კვლევის მიზნები, დავიწყე

ინოვაციური მეთოდების შესახებ არსებული ინტერნეტ ლიტერატურის შესწავლა.

მასალის გაცნობის შემდეგ, შევქმენი სამიზნე ჯგუფები. პირველ ეტაპზე მივმართე

კვლევის, როგორც რაოდენობრივ (ანკეტირება), ასევე თვისებრივ მეთოდებს,

წარვმართე დაკვირვება და ინტერვიუები ფოკუს-ჯგუფებთან. დავგეგმე

ინტერვენციები და მიღებული შედეგები და დასკვნის გაზიარება მოვახდინე

კოლეგებთან, უცხოური კათედრის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც დაეწრნენ სხვა

კათედრის წარმომადგენლებიც.

კვლევით დაინტერესებული კოლეგებს გავაცანი ჩემი კვლევის ანგარიში

საპრეზენტაციო ფორმატში, თუ როგორ მოვახდინე მე-7 კლასის მოსწავლეებში

აკადემიური მოსწრების ამაღლება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. კოლეგებს

ავუხსენი, რომ კვლევის საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურის მოძიება,

მოსწავლეებზე დაკვირვება, კითხვარების შევსება-შეფასება, ინტერვენციების

დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი 3,5 თვე მიმდინარეობდა.

კოლეგებთან მქონდა დისკუსია ჩემი კვლევის შესახებ, რომ პედაგოგი მუდმივად

უნდა იყოს ძიების და სწავლის პროცესში და შემდეგ გამოიყენოს მოსწავლეებთან

მუშაობაში.

Page 42: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

კოლეგებმაც აღნიშნეს, რომ სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიების

გამოყენება გაკვეთილებზე ნამდვილად ეფექტურია და ამით მოსწავლეებს სხვადასხვა

სოციალურ და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს უვითარებთ. განსაკუთრებით კი მუშაობა

წყვილებში, ჯგუფებში, სადაც ხდება სხვისი აზრის გაზიარება, საკუთარის -

წარმოჩენა, გუნდურობა, ლიდერობა და ა. შ.

ერთ-ერთი მეთოდი- რომლის გამოყენებითაც შევძელი მოსწავლეებში მოტივაციის

გაზრდა იყო ელექტრონული რესურსი, რომელიც თავად შევქმენი quizizz.com და

kahoot.com საიტზე. სწორედ ამ რესურსებმა გამოიწვია მოსწავლეებში დიდი ინტერესი,

რომელსაც ხალისით ასრულებდნენ.

ამისათვის მოსწავლეებთან ერთად შევქმენი ,,ჩატი“ და ამ სივრცეში სისტემატიურად

ვაგზავნიდი ელექტრონული ტესტებისა თუ თამაშის პინკოდს, დავალებას

მითითებული ჰქონდა შესრულების ვადები, რამაც მოსწავლეებში პასუხიმგებლობის

გრძნობაც გაზარდა. მე ვაკვირდები მათ მუშაობას. ფაქტობრივად, მოსწავლეების

უმრავლესობამ შეძლო დამოუკიდებლად თავი გაერთვათ დავალებისთვის.

კოლეგებმა ამ თემის გარშემო წარმოთქვეს თავიანთი აზრი, რომ ისინიც

შეეცდებოდნენ მომავალში მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვანი

რესურსების გამოყენებას, მათ შორის ელრესურსებისაც. მათ ასევე აღნიშნეს, რომ

კარგი იქნებოდა სტანდარტული ტესტების შესრულება სამომავლედ ელექტრონული

ტესტებით ჩავანაცვლოთ და ეს სიახლე ეტაპობრივად დაინერგოს სკოლაში.

იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეები მუდამ მყავდეს ჩემი საგნით დაინტერესებული,

მუდმივად სიახლეების ძიებაში უნდა ვიყო. გაკვეთილებზე უნდა მოვსინჯო

სწავლების თანამედროვე სხვადასხვა მეთოდები, სტრატეგიები და ასევე

მრავალფეროვანი რესურსი გამოვიყენო, აქტიურად ვითანამშრომლო კოლეგებთან და

გავიზიარო მათი მუშაობის პრაქტიკა, გარდა ამისა გაკვეთილებზე დავისწრო

„კრიტიკული მეგობარი“ და მივიღო მისგან უკუკავშირი, რაც ასე მნიშვნელოვანია

ჩემი პროფესიული განვითარებისათვის.

Page 43: თეა გაგუა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე · დანართი №5..... 36 დანართი

სამომავლოდ, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის კვლევების განხორციელება

სხვა კლასებში არსებული პრობლემების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად და

ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეში უფრო მეტი მოსწავლის, მშობლისა და კოლეგის ჩართვას

შევძლებ. ვინაიდან კვლევის ერთ- ერთი მიზანი არის გუნდურობა, სამომავლოდ

ვფიქრობ, რომ კვლევა არა ინდივიდუალურად, არამედ რომელიმე კოლეგასთან

ერთად ვაწარმოო. რათა კომპლექსურად მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება,

ინტერვენციების დაგეგმვა და შედეგების გაანალიზება, შემდგომ კი, მათი

კოლეგებისთვის გაზიარება.

ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა გამოსადეგი იქნება იმ

პედაგოგებისთვისაც, რომლებიც სამომავლედ გეგმავენ პედაგოგიური პრაქტიკის

კვლევის განხორციელებას მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.