გავრცელებილი მიკერძოებები

8
გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ: გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგ: გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ: გგგგგ გგგგგგგგ გგგგგგ:05,08,2015
  • Upload

    -
  • Category

    Business

  • view

    37
  • download

    0

Transcript of გავრცელებილი მიკერძოებები

Page 1: გავრცელებილი მიკერძოებები

გავრცელებული მიკერძოებები

საგანი: თანამედროვე მენეჯმენტი

ლექტორი: არჩილ გამზარდია

სტუდენტი: დავით ჩადუნელი

თარიღი:05,08,2015

Page 2: გავრცელებილი მიკერძოებები

განმტკიცებული მიკერძოების მაგალითი.

ლიამ ერთ-ერთი ბრენდის მაღაზიაში ფეხსაცმელი შეიძინა, რომელშიც 700 ლარი გადაიხდა. ლია ფიქრობდა რომ ფეხსაცმელი მოდური და მაღალი ხარისხის იყო, ამიტომ ყველა ვინც ამბობდა იმის შესახებ რომ აღნიშნული ფეხსაცმლის ბრენდის პროდუქტი ხარისხიანი და მოდურია, ძალიან მოწონდა. ხოლო ვინც ამბობდა რომ აღნიშნული ფეხსაცმლის ბრენდის პროდუქტი არ იყო ხარისხიანი და არ იყო მოდური, ლია ასეთ ინფორმაციას ყურადღებას არ აქცევდა და მიაჩნდა რომ ფეხსაცმელი მაღალი ხარისხის და მოდური იყო. სინამდვილეში დაბალი ხარისხის გამო აღნიშნული ფეხსაცმლის ბრენდის პროდუქტზე ბაზარზე მოთხოვნა აღარ იყო და ბაზარზეც ნაკლებად ჩანდა.

Page 3: გავრცელებილი მიკერძოებები

ზედმეტად თავდაჯერებული მიკერძოების მაგალითი.

ქალბატონმა ლიამ გადაწყვიტა თავისი შვილებისათვის ძიძა აეყვანა, ის ეძებდა ისეთ ძიძას რომელიც სამუშაოს პატიოსნად შეასრულებდა, ამიტომ გადაწყვიტა შუა ხნის ასაკის ქალბატონი აეყვანა სამუშაოდ, რადგან მას ეგონა სამუშაოს შუა ხნის ასაკის ძიძა კარგად გაართმევდა თავს და სრული პასუხისმგებლობით და სერიოზულობით მოეკიდებოდა. ასეც მოხდა, რომ მართლაც აიყვანა სამუშაოდ შუა ხნის ასაკის ძიძა და ამის გამო სამუშაოს მაძიებელი ბევრი ახალგაზრდა ძიძა უარით გაისტუმრა. ერთი კვირის შემდეგ სათვალთვალო კამერებმა აჩვენეს რომ შუახნის ასაკის ძიძა ბავშვებთან თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო ლიამ ძიძა გაათავისუფლა სამუშაოდან.

Page 4: გავრცელებილი მიკერძოებები

დამკვიდრებული მიკერძოების მაგალითი.

გიორგი 70 წლისაა და ართრიტი აწუხებს მას უკვე ერთი წელია ესმის თავისი მეზობლებისაგან რომ პრეპარატი "ASDFGHJKL-ი" რომელიც თავად მოიხმარეს და განიკურნენ თავადაც მოიხმაროს და დაამარცხოს ართრიტი. გიორგის ეჭვიც აღარ ეპარება რომ აღნიშნული პრეპარატით ის გამოჯანმრთელდება მაგრამ მისი ერთი კურსი 500 ლარი ჯდება ამიტომ მაღალი ფასის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ყიდულობს აღნიშნულ მედიკამენტს, ამ თვეში გიორგის უთხრეს რომ ფულადი სახსრებით ეხმარებიან. გიორგიმ გადაწყვიტა როდესაც ფულს მიიღებს აღნიშნული მედიკამენტი შეიძინოს და დაამარცხოს ართრიტი. მაგრამ ახალი კვლევებით დადასტურდა რომ აღნიშნული პრეპარატი ზოგიერთ მომხმარებელში ძლიერ ალერგიას იწვევს და ეს გიორგიმაც გაიგო, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულ ინფორმაციას. პრეპარატის მოხმარების შემდეგ მას ძლიერი ალერგია განუვითარდა და სიკვდილს გადაურჩა.

Page 5: გავრცელებილი მიკერძოებები

არსებული მიკერძოების მაგალითი.

ქალბატონი ლია დილით სახლიდან გამოვიდა რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ წინ შავმა კატამ გადაურბინა, ლია შეჩერდა რადგან იცოდა რომ როცა შავი კატა გადაგირბენს წინ, უნდა შეჩერდე სამი ბავშვი გაატარო და შემდეგ განაგრძო გზა თორემ დათარსული დღე ექნება, ლია მართლაც ასე მოიქცა და დაელოდა სამ ბავშვს, სკოლის მოსწავლეებმა ჩამოიარეს, ლიამ ისინი გაატარა თავის წინ და სამსახურში დაგვიანებით მივიდა, დაგვიანების გამო ლია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Page 6: გავრცელებილი მიკერძოებები

წარმომადგენლობითი მიკერძოებს მაგალითი.

გიორგის მშობლები ექიმები არიან, ამიტომ გიორგი ფიქრობს რომ თავადაც ექიმი უნდა გამოვიდეს რადგან ის ექიმობას კარგად გაართმევს თავს რამეთუ მშობლები ექიმები ყავს, ამიტომ მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პრიორიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტს მიანიჭა. გიორგის მასწავლებელი ამბობს რომ გიორგი მათემატიკაში ყველა თანაკლასელს ჯობია და ის მათემატიკის ოლიმპიადაში მრავალგზის გამარჯვებულია, ამიტომ ის ფიქრობს რომ მისგან კარგი მათემატიკოსი გამოვა.

Page 7: გავრცელებილი მიკერძოებები

რეტროსპექტული მიკერძოების მაგალითი.

ერთ-ერთმა კომპიუტერულმა კომპანიამ ბაზარზე ახალი პროდუქტი გაიტანა გასაყიდად, პროდუქტზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა და მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, ამიტომ პროდუქტის წარმოებაც გაზარდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა შეჩერდა. კომპანიის მენეჯერებმა განაცხადეს რომ მათ იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა შეჩერდებოდა და ნანობდნენ იმას რომ პროდუქციის დიდი რაოდენობა გასაყიდი დარჩათ. სინამდვილეში კი აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნის შეჩერების წინაპირობა არ არსებობდა.

Page 8: გავრცელებილი მიკერძოებები

მადლობა ყურადღებითვის,წარმატებულ დღეს გისურვებთ.