ორთოპედიული სტომატოლოგია

29
ორთოპედიული სტომატოლოგია ორთოპედიული სტომატოლოგია წარმოადგენს ზოგადი ორთოპედიის გარკვეულ ნაწილს. იგი შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის, შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების აღდგენასა და პროფილაქტიკას, მაგრამ ძირითადი ნაწილი უჭირავს პროთეზირებას. წარმოგიდგენთ პროთეზირების განვითარების ეტაპებს უხსოვარი დროიდან ჩვენს თანამედროვეობამდე. სწორედ ამ ჭრილში შეხვდებით ჩემი ნამუშევრების მცირე ნაწილს რომელიც უმეტესად დასკვნით ნაწილშია თავმოყრილი. ვეცდები აღნიშნული მასალა გამოცდილი კბილის ტექნიკოსის და მომავალი ექიმის თვალით დაგანახოთ, რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს როგორც ექიმისა და ტექნიკოსის, ასევე ექიმსა და პაციენტებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავებას. კბილის პროთეზირება ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე იყო ცნობილი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ხისგან დამზადებული პროთეზები , რომლებიც თარიღდებოდა 4500 წლის წინ ჩვ. წ. აღ-მდე. ხოლო III-IV საუკუნეებში კი აღმოჩენილ იქნა ისევ ხის პროთეზი, რომელიც მეზობელ კბილებზე მაგრდებოდა ოქროს მავთულის საშუალებით. შემოგომ აღმოჩენილი იქნა ოქროს კბილები, რომლის გვერდები კბილზე რგოლებით მაგრდებოდა. პროთეზირებისთვის გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა ძვლები და სხვა. ამ პერიოდში პროთეზირებაზე მუშაობდნენ მეთუნუქეები, ოქრომჭედლები, დალაქები, დურგები და მსგავსი პროფესიის წარმომადგენლები.

Transcript of ორთოპედიული სტომატოლოგია

Page 1: ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია წარმოადგენს ზოგადი ორთოპედიის გარკვეულ ნაწილს.

იგი შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის, შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების

აღდგენასა და პროფილაქტიკას, მაგრამ ძირითადი ნაწილი უჭირავს პროთეზირებას.

წარმოგიდგენთ პროთეზირების განვითარების ეტაპებს უხსოვარი დროიდან ჩვენს

თანამედროვეობამდე.

სწორედ ამ ჭრილში შეხვდებით ჩემი ნამუშევრების მცირე ნაწილს რომელიც უმეტესად

დასკვნით ნაწილშია თავმოყრილი. ვეცდები აღნიშნული მასალა გამოცდილი კბილის

ტექნიკოსის და მომავალი ექიმის თვალით დაგანახოთ, რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს

როგორც ექიმისა და ტექნიკოსის, ასევე ექიმსა და პაციენტებს შორის ჰარმონიული

ურთიერთობის გაღრმავებას.

კბილის პროთეზირება ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე იყო ცნობილი. არქეოლოგიური გათხრების

შედეგად აღმოაჩინეს ხისგან დამზადებული პროთეზები , რომლებიც თარიღდებოდა 4500

წლის წინ ჩვ. წ. აღ-მდე. ხოლო III-IV საუკუნეებში კი აღმოჩენილ იქნა ისევ ხის პროთეზი,

რომელიც მეზობელ კბილებზე მაგრდებოდა ოქროს მავთულის საშუალებით. შემოგომ

აღმოჩენილი იქნა ოქროს კბილები, რომლის გვერდები კბილზე რგოლებით მაგრდებოდა.

პროთეზირებისთვის გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა ძვლები და სხვა. ამ

პერიოდში პროთეზირებაზე მუშაობდნენ მეთუნუქეები, ოქრომჭედლები, დალაქები,

დურგები და მსგავსი პროფესიის წარმომადგენლები.

Page 2: ორთოპედიული სტომატოლოგია

არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ძველი ინდიელების დროინდელი კბილის

პროთეზი

სპილოს ძვლისგან და ადამიანის კბილებისგან დამზადებული პროთეზი

Page 3: ორთოპედიული სტომატოლოგია

შედარებით დახვეწილი მაღალ ტექნიკური შესრულებით ძველებური ბიუგელისებური

პროთეზი

XVI-XVIII საუკუნეებში კბილის პროთეზირება სხვა რელსებზე გადადის, უკვე ყალიბდება

როგორ პროფესია. ამას ხელი შეუწყვეს პიერ ფოშარმა, ნიკოლა ანრიმ და სხვებმა.

პიერ ფოშარი გახლდათ ცნობილი ფრანგი ექიმი, რომელიც ითვლება თანამედროვე

სტომატოლოგიის ფუძემდებლად. იგი ექიმთა შორის ცნობილია წიგნით „ქირურგი

სტომატოლოგი“ (1728 წ), რომელიც ითვლება სტომატოლოგიის პირველ სრულ მეცნიერულ

ნაშრომად. ფოშარის ხელნაწერს მოჰყვა სხვა წიგნები, რომლებმაც გააფართოვეს

სტომატოლოგიის ცოდნა მთელს ევროპაში.

ორთოპედიული სტომატოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ფრანგ

მეცნიერს,ქირურგს ნიკოლა ანრის რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი „ორთოპედია ანუ ბავშებში

Page 4: ორთოპედიული სტომატოლოგია

სხეულის დეფორმაციის აღკვეთისა და გამოსწორების ხელოვნება“ (1741 წ). მან პირველმა

შემოიღო ტერმინი „ორთპედია“ (ბერძნ. Ortos-სწორი, Paideia-აღზრდა). ნიკოლა ანრი

სამეცნიერო ორთოპედიის ფუძემდებლად ითვლება.

ფოშარის კბილის პროთეზები

Page 5: ორთოპედიული სტომატოლოგია

ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის კბილის პროთეზები

ჯორჯ ვაშინგტონის კბილის პროთეზები არის მუზეუმის ექსპონანტი, მას ჰქონდა ხის,

სპილოს ძვლისგან და ადამიანის კბილებისგან დამზადებული, ასევე ზამბარიანი

პროთეზები. ზამბარა ზედა და ქვედა ყბის პროთეზის საფიქსაციოდ გამოიყენებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან აღნიშნული პროთეზები პრიმიტიულ და არაესტეთიკურ

კონსტრუქციებად შეიძლება მოსჩანდეს, მაგრამ მათი შემქმნელების დამსახურებაზე უნდა

ვიმსჯელოდ არა იმით, თუ რა გააკეთეს მათ ჩვენთან შედარებით, არამედ იმით, თუ რა

გააკეთეს მათ თანამედროვეებთან შედარებით. მაშინ კი თითოეული ზემოთ აღნიშნული

კონსტრუქცია ნოვაცია და ახალი სიტყვა იყო ამ სფეროში.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან პროთეზირებაში გამოიყენებოდა კაუჩუკი. თითქმის 100

წლის განმავლობაში კაუჩუკი მოსახსნელი პროთეზების ბაზისის მისაღებად გამოიყენობოდა,

ვიდრე არ შეიქმნა უფრო ჰიგიენური, იაფი და ტექნოლოგიურად მოსახერხებელი აკრილური

პლასტმასები.

Page 6: ორთოპედიული სტომატოლოგია

XX საუკუნიდან მოყოლებული აკრილური პლასტმასები აქტიურად გამოიყენება,

მაგალითად მოსახსნელი პროთეზის ბაზისისთვის ფტორაქსი, მოუხსნელისთვის კი სინმა.

უნდა აღინიშნოს რომ მოსახსნელ კონსტრუქციებში ქარხნული წესით დამზადებული

კბილები გამოიყენება, ხოლო მოუხსნელში მოდელირებული. წარმოგიდგენთ აკრილური

პლასტმასის დახვეწილ მაგალითებს, ჩემი ნაშრომებიდან, რომლებსაც ლათინური ასოებით

აქვს წარწერა.

ზედა ყბის მთლიან მოსახსნელი კბილის ფირფიტოვანი პროთეზი

მთლიან მოსახსნელი პროთეზი კეთდება მაშინ როდესაც პაციენტს პირის ღრუში არცერთი

კბილი არ აქვს! ფოტოზე პროთეზის ბაზისის ფერი მაქსიმალურადაა მიახლობული

ჯანმრთელი ღრძილის ფერთან, ხოლო თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ რომ ბაზისზე

მოწითალო წერტილოვანი ძაფები კაპილარების იმიტაციას აკეთებს, ხოლო კბილთა სწორი

რკალი და მათ შორის ამოკვეთილი ადგილები პროთეზს მეტ ბუნებრიობას ანიჭებს.

ამოჭრილია ლაგამის ადგილები პაციენტის მეტი კომფორტისთვის.

უკბილო ყბაზე პროთეზის ფიქსაცია ხდება ადჰეზიობის გამოყენებით, უკბილო ყბაზე

დამზადებული პროთეზი, თუ ჩადგმის დროს ზუსტად ეხება საპროთეზო ველის მთელ

ზედაპირს და პროთეზის შიგნითა ზედაპირსა და ლორწოვან გარსს შორის იქნება ნერწყვის

თხელი შრე, მიწებების ძალით კარგად დამაგრდება თავის ადგილზე, რამდენადაც მეტია

პირის ღრუს სითხის წებოვნება, იმდენად უფრო კარგად იქნება ფიქსირებული პროთეზი.

უფრო მარტივად რომ ავხსნა თუ ორი ბრტყელი ზედაპირის მქონე მინის ფირფიტა

ერთმანეთთან ზუსტად იქნება მიხეხილი, ისინი მჭიდროდ შეუერთდებიან ერთმანეთს და

Page 7: ორთოპედიული სტომატოლოგია

თუ ამ ფირფიტებს შორის მოთავსებული იქნება სითხის თხელი შრე, ასეთ შემთხვევაში

სითხის ნაწილაკებს შორის მოლეკულური შეჭიდულობის კანონის თანახმად ეს სხეულები

ერთმანეთს კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკვრება. ფიზიკის ეს კანონი გამოყენებულ იქნა

უკბილო ყბების პროთეზების პირის ღრუში დამაგრებისთვის.

ზედა და ქვედა ყბის მთლიანი მოსახსნელი კბილის ფირფიტოვანი პროთეზი

პროთეზირების დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ იყოს დაცული სწორი თანკბილვის

ნიშნები და კბილთა რკალი, რაც ესთეტიურობას სძენს პაციენტის პირის ღრუს. სამწუხაროდ

ხშირად პაციენტის ყბებისა და საპროთეზო ველის ანომალიური მდგომარეობა არ გვაძლრვს

ამის საშუალებას, ამიტომ ამოცანის შესრულება მეტ შრომას და პროფესიონალიზმს

საჭიროებს.

Page 8: ორთოპედიული სტომატოლოგია

ზედა ყბის მთლიან მოსახსნელი ფირფიტოვანი კბილის პროთეზი - ფაიფურის კბილებით!

ძირითადად მოსახსნელ პროთეზებში პლასტმასის კბილებს აყენებენ, ხოლო მოუხსნელში

ფაიფური გამოიყენება. პლასტმასის კბილების პლასტმასის ბაზისთან პოლიმერიზაცია

უფრო მყარია. თავიდან როდესაც ფაიფურის კბილების მოსახსნელ პროთეზებში დაყენება

დაიწყეს არ გაამართლა, პლასტმასმა ფაიფური არ მიიღო! შემდეგი თაობის ფაიფურის

გარნიტურის კბილები კი გაცილებით დახვეწილი აღმოჩნდა ბაზისის პლასტმასთან მეტი

შეერთების უნარიანობით და წინამორბედის გამოცდილების წყალობით ცენტრალურ

კბილებს მეტალის სამაგრები(ბაზიში რჩება), ხოლო ძირითადებს კი მეტი სიმყარისთვის

ნახვრეტები გაუკეთეს. ჩემს გამოცდილებას თუ დავეყრდნობი შედეგი აშკარაა! არაერთი

სამუშაოს შემდეგ მსგავსი პრობლრმა არასდროს შექმნილა. ფაიფურის უპირატესობა

პლასტმასთან ის გახლავთ რომ პლასტმასი ფერს იცვლის, ფაიფური კი ნაკლებად ან

საერთოდ არა. გასათვალისწინებელია ის რომ მოსახსნელი პროთეზის პირის ღრუში

გაჩერება დაახლოებით 5 წელია რეკომენდირებული. ფაიფურის ღირებულება პლასტმასთან

შედარებით კი გაცილებით დიდია. ხარისხობრივი თვალსაზრისით ფაიფურის გარნიტურის

კბილების უპირატესობა აშკარა არის.

Page 9: ორთოპედიული სტომატოლოგია

ქვედა ყბის ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის ფირფიტოვანი პროთეზი - ფაიფურის

კბილებით!

ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზი კეთდება, მაშინ როდესაც პაციენტს პირის ღრუში ერთი

კბილი მაინც აქვს. პროთეზს მეტი სიმყარისთვის აქვს საფიქსაციო საშუალება, რომელიც

კბილის ეკვატორსა და ყელს შორის თავსდება, ძირითადად კლამერები გამოიყენება. ამ

შემთხვევაში (სურ.) კი ბაზისიდან ამოსული პლასტმასის სამაგრებია, რომლის უპირატესობა

კლამერთან მეტ ესთეტიურობაშია, დროთა განმავლობაში პლასტმასის მასალის გამო ილევა

და პროთეზის ფიქსაციის უნარიანობა მცირდება. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ესთეტიურ

მხარემ გადაწონა და ფაიფურის კბილებთან ერთად ფიქსაციის უნარიონობა პროთეზის

გამოცვლის დრომდეა შესაძლებელი. მსგავსი სახის საფიქსაციო საშუალება ნეილონის

პროთეზში უფრო აქტუალურია და პრაქტკულია. კლამერები კი მავთულოვანი სახისაა

უჯანგავი ფოლადისგან დამზადებული, რომლის მოშვების შემთხვევაშია შესაძლებელია

სპეციალური მაშით მისი ხელახალა შესაბამის დონეზე მოჭერა. თეორიულად კლამერების

საფიქსაციო თვალსაზრისით უპირატესობა აშკარა არის. ამ შემთხვევაში კი უფრო

პრაქტიკული მისი კონკურენტი აღმოჩნდა.

Page 10: ორთოპედიული სტომატოლოგია

ქვედა ყვის ნაწილობრივ მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი

ნახევრად გამჭირვალე ნაწილობრივ მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი, რომელსაც

კბილებს შორის ბაზისი ღრძილის ფერი აქვს, რადგან პირის ღრუში კბილებთან შავი

შეფერილობა არ მიიღოს. დანარჩენ მიდამოში კი გამჭირვალე რჩება.

საფიქსაციო საშუალებად კლამერებია გამოყენებული, რომელიც კბილის ეკვატორსა და ყელს

შორის მაგრდება, რათა ქონდეს მეტი ფიქსაციის უნარიოანობა და იყოს ნაკლებად შესამჩნევი

ვიდრე კბილის სხვა მიდამოში.

Page 11: ორთოპედიული სტომატოლოგია

მოუხსნელი ხიდისებური პროთეზის დამაგრება საპროთეზო ველზე

მოუხსნელი პროთეზირება მოსახსნელთან შედარებით გაცილებით კომფორტულია, ნაკლებ

საპროთეზო ველს საჭიროებს და მყარად არის დაფიქსირებული. საყრდენი კბილების

შესბამის დონეზე დამუშავების შემდეგ ამაგრებენ ჯერ დროებითი (კბილის ყელში კარგად

მორგების მიზნით), ხოლო შემდეგ მუდმივი სპეციალური სტომატოლოგიური ცემენტით

აცემენტებენ .

ტერმინი „ხიდისებური პროთეზი“ პირობითი განსაზღვრაა ისეთი კონსტრუქციის

პროთეზისა რომელიც გარეგანი შეხედულებით ემსგავსება საინჟირნო კონსტრუქციის ხიდს.

იგი ზუსტად გამოხატავს კონსტრუქციის არსს. ხიდისებური პროთეზი ეწოდება ისეთ

პროთეზს, რომელსაც აქვს ორი ან მეტი საყრდენი კბილი დაკარგული კბილების მეზობლად,

ხოლო მათი შემაერთებელი ხიდი ავსებს კბილთა მწკრივში განვითარებულ დეფექტს.

Page 12: ორთოპედიული სტომატოლოგია

კბილის გვირგვინი

როდესაც კბილი სამმეოთხედზე მეტი ნაწილით არის დაზიანებული საჭიროებს გვირგვინის

გადაკვრას. მისი დანიშნულებაა დაზიანებული კბილის გვირგვინის მაგივრობა გასწიოს , ე. ი.

შეავსოს, აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა. გვირგვინები შეიძლება იყოს

სხვადასხვა მასალის: მეტალის, მეტალის პლასტმასის პირნაკეთობით და ფაიფურის.

Page 13: ორთოპედიული სტომატოლოგია

მოუხსნელი ხიდისებური პროთეზი

მოუხსნელი ხიდისებური პროთეზი მეტალი პლასტმასის პირნაკეთობით. მეორე მოლარი

ანტაგონისტ კბილთან მცირე ადგილის და მეტი სიმაგრის გამო გახლავთ მხოლოდ მეტალის.

Page 14: ორთოპედიული სტომატოლოგია

ზედა ყბის ხიდისებური პროთეზი (ე. წ. მეტალო-პლასტმასი)

კბილის გვირგვინები: მთლიანად მეტალის, მეტალის ფაიფურის პირნაკეთობით, მთლიანად

ფაიფურის.

Page 15: ორთოპედიული სტომატოლოგია

დროთა განმავლობაში, თანამედროვე პროთეზირებაში პლასტმასის კბილები ფაიფურმა

ჩაანაცლა, რადგან ფაიურის კბილები გაცილებით ხარისხიანია.

ფაიფურის გამოყენებას სტომატოლოგიაში საუკუნოვანი ისტორია აქვს. სიტყვა ფაიფური

„ცის შვილს“ ნიშნავს. აღნიშნული ტერმინი შემოღებულ იქნა XVIII საუკუნეში ჩინეთის

იმპერატორის მიერ რომელსაც ყავდა ერთადერთი ქალიშვილი და მას სახელად „ცის შვილი“

შეარქვა. ხოლო სიტყვა კერამიკა წარმოიშვა ადგილმდებარეობის მიხედვით, იტალიაში არის

ადგილი, სადაც იქ არსებული თიხით დაიწყეს საოჯახო ჭურჭლის დამზადება, ამ ადგილის

სახელწოდება „კერამიკუს“ - დამკბიდრდა კერამიკულ წარმოებაში.

ფაიფურის პროთეზებისთვის გამოყენების იდეა ეკუთვნის ფრანგ აფთიაქარ დუშატოს,

რომელმაც განახორციელა იგი ქრურგ დიუბუა დე შემანთან ერთად. 1788 წ. მათ მიიღეს

პარიზის მეცნიერებათა აკადემიის პატენტი. ფაიფურის კბილების დამზადება ლითონის

წკირებით(კრამპიონებით) შემოთავაზებული იქნა იტალიელი ფონცის მიერ (1808 წ.).

ფაიფურის კბილების ქარხნული წარმოება დაიწყო უაიტმა (1822-1879 წწ.) XIX ს-ის შუა

წლებში. ფაიფურმა როგორც ბაზისურმა მასალამ ვერ ჰპოვა გავრცელება, რადგან გამოწვის

დროს მნიშვნელოვნად მჭიდროვდებოდა.

XX ს-ის 80-იანი წლებიდან ფაიფური, მისი დამზადების დახვეწილი მეთოდიკით, აქტიურად

გამოიყენება მოსახსნელ და ძირითადად მოუხსნელ კონსტრუქციების პროთეზირებაში.

მისი გამოყენება განპირობებულია ფიზიკო-ქიმიური თვისებების დადებითი მხარეებით,

რითაც იქმნება ხელოვნური კბილების ბუნებრივ კბილებთან იმიტირების შესაძლებლობა.

მის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს ოპტიკური ღირსებები, რითაც მიიღწევა

ხელოვნური ფერების შექმნის ოპტიმალური შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა მისი

სიმაგრე და სიმტკიცე უახლოვდება ბუნებრივი კბილების მოდულს, ხასიათდება მაღალი

ესტეთიურობით, ფერის უცვლელობით და ორგანიზმის მიმართ ინდიფირენტულობით,

ასევე მის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს თერმო ელექტრო გამტარიანობის დაბალი

დონე.

ფაიფურის კბილთ პროთეზირებას გააჩნია უარყოფითი მხარეები, რომელთაგან

აღსანიშნავია: ძალის მიყენების სიმძლავრის გაზრდით ხასიათდება მსხვრევადობით,

ძვირადღირებული მასალაა, ხოლო მისი დამზადების თვალსაზრისით ძალზე შრომატევადია

და მოითხოვს მაღალპროფესიულ ჩვევებს. არ ხასიათდება ცვეთადობით.

პლასტმასსები მონომერის და პოლიმერის შერევით, პოლინერიზაციის გზით მიიღება,

რომელიც სპეციალურ დარიჯაში ადუღებიდან 45 წუთი იხარშება, ხოლო ფაიფური

სამჯერადი გამოწვით. 1. გამოწვა 20 წუთის განმავლობაში 6000 C-ზე. 2. გამოწვა 6500 C-ზე 1

სთ. 45 წთ. განმავლობაში ვაკუუმ ღუმელში. 3. საბოლოო გამოწვა ხდება 11000 C-ზე 3-დან 5

წუთის განმავლობაში.

Page 16: ორთოპედიული სტომატოლოგია

ამრიგად სტომატოლოგიაში იმდენად დაიხვეწა და დაზუსტდა ფაიფურის კბილთ

პროთეზების დამზადების ტექნოლოგია, რომ დღეისათვის მოსახლეობის ყველა უბანში

იქმნება მისი გამოყენების შესაძლებლობები.

ულითონო ფაიფური, ცირკონის კბილები.

ცირკონის დიოქსიდის გვირგვინები (ულითონო ფაიფური). ცირკონის დიოქსიდი (ZrO2 ) –

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ფაიფურის მასალაა. ცირკონის დიოქსიდი იხმარება

კოსმონავტიკაში, მედიცინაში და რა თქმა უნდა სტომატოლოგიაში. ცირკონის დიოქსიდს

ახასიათებს მაღალი გამძლეობა და შეთავსება. მაღალი სიმტკიცე, ესთეტიურობა და

ბიოშეთავსება ცირკონის დიოქსიდს ხდის პროთეზირებისათვის საუკეთესო მასალად. ეს

ხელოვნური კბილის დამზადების ახალი ტექნოლოგიაა. გვირგვინების დამზადებისას

ცირკონის დიოქსიდის თეთრი კარკასი იფარება ფაიფურით, შედეგად მიიღება მაღალი

ესთეტიური მახასიათებლების მქონე კბილები.

ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინების ძირითადი პლუსებია: ბიოშეთავსება –

არ აღიზიანებს ღრძილს. არ აქვს ალერგიულობა. ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული

გვირგვინი გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით. ღრძილთან არ შეიმჩნევა მუქი ფერის

ლითონის კიდე, რადგან აღნიშნულ კონსტრუქციაში ლითონი საერთოდ არ ფიგურირებს.

Page 17: ორთოპედიული სტომატოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ულითონო ფაიფურის და ცირკონის

დიოქსიდის წყალობით, შესაძლო გახდა პაციენტების ყველა თხოვნის ასრულება:

უსაფრთხოების, სიმტკიცისა და ესთეტიურობის.

ცირკონის დიოქსოდზე დამზადებული გვირგვინები თამამად შეიძლება მივოჩნიოთ ლითონ

ფაიფურის გგვირგვინების მემკვიდრედ.

როგორც ცნობილია: ცირკონის დიოქსიდის მაღალი ესთეტიურობა, სიმტკიცე და

ბიოშეთავსება, მას იდეალურ მასალად ხდის წინა და საღეჭი კბილების

პროთეზირებისათვის. ეს უახლესი ტექნოლოგიაა. ცირკონის დიოქსიდი გამოიყენება:

ერთეული გვირგვინების, ხიდისებრი კონსტრუქციების, ვინირების დასამზადებლად, ასევე

იმპლანტებზე პროთეზირებისას. ცირკონის დიოქსიდი სანდო, ინოვაციური და ეფექტური

მასალაა, გამოყენების ფართო სპექტრით, რომელიც დადებითად აღიქმება პაციენტების

მხრიდან.

ცირკონის გვირგვინები და პროთეზები მზადდება CAD/CAM(Computer Assisted

Design/Computer Aided Manufacturing) ტექნოლოგიით – კბილების მოდელირებიდან კარკასის

დამზადებამდე სრული კომპიუტერიზირებული პროცესი. გვირგვინების დამზადების

სრული ავტომატიზაცია გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.

ვინირი (ნახევარგვირვგვინი)

Page 18: ორთოპედიული სტომატოლოგია

კბილების ფერის , ფორმის და მდებარეობის გასწორების მიზნით გამოიყენება ადჰეზიური

ვინირები, რომლებიც არის მასალის თხელი ფენა და ფარავს კბილების ვესტიბულურ

(ტუჩისკენა) ზედაპირებს.

ვინირის დამზადება შეიძლება სხვადასხვა მასალით, პლასტმასით , ფაიფურით.

სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება ფაიფურის მასალისგან

დამზადებული ვინირი.

ფაიფურის ვინირი წარმოადგენს, თხელ ფირფიტას. წინასწარ დამუშავებულ კბილებზე ექიმი

იღებს ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში მზადდება ფაიფურის ვინირები.

ანაბეჭდის აღებამდე კბილის ზედაპირი იხსნება 0,3–0,7 მმ სიღრმეზე. საჭრელი კიდე

მოკლდება არაუმეტეს 1მმ. ასეთი დამუშავება გაცილებით ნაკლებია ვიდრე მთლიანი

გვირგვინების შემთხვევაში. ფუნქციური თვალსაზრისით, აღდგენილი კბილი არ კარგავს მის

თვისებებს, ვინაიდან ფაიფურის ემალზე მყარი მასალაა.

არსებობს კერამიკული ვინირის დამზადების სხვადასხვა მეთოდი. მათგან აღსანიშნავია : 1.

იმპრესს-მეთოდი - ვინირის დამზადება ლაბორატორიაში კერამიკის დაპრესვის მეთოდით.

დაპრესილი კერამიკა საკმაოდ მყარია და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლებიც

აუცილებელია ვინირისა თუ ჩანართისთვის. 2. ვინირის დამზადება კომპიუტერული

სისტემების მეშვეობით CEREC CAD/CAM. კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ხდება

ვინირის ან ჩანართის მოდელირება და მისი გამოჩარხვა სპეციალურ აპარატზე. ამ მეთოდის

უპირატესობაა კონსტრუქციის დამზადების სისწრაფეა.

თავდაპირველად ვინირებით მხოლოდ ფრონტალური კბილების კორექცია ხდებოდა,

დღეისათვის უკვე შესაძლებელია ვინირებით პრემოლარების (4–5 კბილები) გალამაზებაც.

Page 19: ორთოპედიული სტომატოლოგია

ბიუგელისებური პროთეზი (ბიგელისებური,რკალოვანი, დამყრდნობი პროთეზი)

ბიუგელისებური პროთეზი (გერმანული სიტყვიდან "Bugel" რაც ქართულად რკალს ნიშნავს )

გამოიყენება კბილების მრავლობითი დაკარგვისას, განსაკუთრებით უკანა კბილების.

ბიუგელი მთლიანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი მოსახსნელი პროტეზებისაგან მიჩვევის

და ხმარების მხრივ გამოირჩევა რიგი თავისებურებებით. პირველ რიგში მას არ აქვს

შემაწუხებელი პლასტმასის სასა რომელიც მას ანიჭებს სიმსუბუქეს, რაც პაციენტს ეხმარება

კონსტრუქციის სწრაფ შეჩვევაში. ასევე იგი უზრუნველყოფს ღეჭვითი ზეწოლის

გადანაწილებას ღრძილსა და საყრდენ კბილებს შორის (ღეჭვითი ზეწოლის გადანაწილების

მიხედვით ბიუგელი ნახევრად ფიზიოლოგიურია პროთეზია). ბიუგელი შეიძლება

დამზადდეს როგორც ნეის ტიპის დამჭერ-დამყდნობი კლამერებით, ასევე სეკრეტოვანი

სისტემის სამაგრებით ე. წ. ატაჩმენებით.

კლამერები შეიძლება ფართო ღიმილის შემთხვევაში გამოჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით

ატაჩმენებზე, ისინი მთლიანად გვირგვინით იფარებიან და არ ჩანან. პროთეზის ასეთი

ფიქსაცია მყარი და საიმედოა, მათი პირის ღრუდან ამოვარდნა კი შეუძლებელი.ბიუგელი

მოსახერხებელია და ადვილად შესაგუებელი, საუკეთესო ესთეტიური თვისებებებით.

Page 20: ორთოპედიული სტომატოლოგია

Valplast _ ელასტიური პროთეზი (ე. წ. სილიკონის)

ნეილონის ანუ ვალპლასტის პროთეზები – ეს შედარებით ახალი სიტყვაა სტომატოლოგიაში,

მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაში ხმარობენ, საქართველოში რამოდენიმე

წელს ითვლის.

ნეილონი ნახევრადგამჭვირვალე ელასტიური მასალაა, რომლის კარგ იმიტაციას უკეთებს

პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ნეილონის დაპატენტებული განსაკუთრებული ტიპი,

რომლისგანაც მზადდებოდა კბილის პროთეზები, წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ 1953 წელს

აშშ-ში, მაგრამ ფართო გავრცელება მოგვიანებით ჰპოვა.

ახალი თაობის ძალიან მსუბუქი და რბილი კბილის პროთეზებით აღდგება კბილთა

მწკრივის მთლიანობა მეზობელი ჯანმრთელი კბილების მოქლიბვის გარეშე. ჩვეულებრივი

აკრილური კბილის პროთეზებისგან განსხვავებით, ნეილონი არ შეიცავს მონომერებს, რის

გამოც ის შეუცვლელია ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებისთვის.

Page 21: ორთოპედიული სტომატოლოგია

ნეილონის ანუ ვალპლასტის ზედა და ქვედა ყბის პროთეზები

ნეილონის პროთეზები ნახევრად გამჭვირვალე ელასტიური მასალაა. ფიქსაცია ხდება

რბილი, ნეილონის კლამერების საშუალებით, რომლებიც მთლიანი პროთეზის გაგრძელებას

წარმოადგენენ და არ ჩანან ღიმილის დროს.

ნეილონის პროთეზი ფლობს უნიკალურ ესთეტიკას, არის ძალიან მსუბუქი, პრაქტიკულად

შეუმჩნეველი, არ საჭიროებს გასაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია. ის კარგ

იმიტაციას უკეთებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ნეილონის პროთეზები

არაჰიგროსკოპულია, აქვთ სტატიკური და დინამიკური ცვეთის დაბალი კოეფიციენტი,

სტაბილური პარამეტრები, დამახსოვრების მაღალი ელასტიური უნარი და ბიოთავსებადობა.

თავის მახასიათებლებს ინარჩუნებენ სხვადასხვა პირობებში, მათზე უარყოფითად არ

მოქმედებს მაღალი ტენიანობა, ქიმიური ნივთიერებები და მუდმივი ციკლური

დაძაბულობა. ნეილონი როგორც ავღნიშნმე არაჰიგროსკოპიული ნივთიერებაა, იგი არ იწოვს

წყალს და სუნებს, ე.ი. იგი დაცულია დაავადების გამომწვევი მიკრობებისაგან.

Page 22: ორთოპედიული სტომატოლოგია

ნეილონის დრეკადი პროთეზები თანაბრად ანაწილებენ ღეჭვით დატვირთვას, მტკიცეა და

გამძლეა ყველაზე ძლიერი დატვირთვების მიმართ, მათი გატეხვა პრაქტიკულად

შეუძლებელია. ამავდროულად, ისინი ელასტიური, თხელი და მსუბუქია, რის გამოც მათგან

გამოწვეული დისკომფორტი მინიმალურია შეგუების პერიოდში.

ნეილონის პროთეზებს აქვთ უარყოფითი მხარეც პროთეზის ელასტიურობა დროთა

განმავლობაში შეიძლება გახდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაჩქარებული ატროფიის

მიზეზი. ნეილონის პროთეზები საკმაოდ ძვირადღირებულია. ამის მიუხედავად მისი

დადებითი თვისებებიდან გამომდინარე აქტიურად გამოიყენება კბილის პროთეზირების

პრაქტიკაში.

ნეილონი ნახევრადგამჭვირვალე ელასტიური მასალა, ასევე ფართოდაა გავრცელებული

მედიცინაში, განსაკუთრებით ქირურგიაში (ხელოვნური ძარღვების, სარქველების,

არტერიების დასამზადებლად).

XX ს-ის 80-ანი წლების ბოლოდან საქართველოში ტარდება დენტალური იმპლანტაციის

ოპერაციები. წარმოგიდგენთ იმპლანტის გამოყენების მაგალითებს: ერთეული ხელოვნური

გვირგვინის და ხიდისებური კონსტრუქციის საფიქსაციოდ, ასევე მოსახსნელი პროთეზის- ეს

იმ შემთხვევაში როდესაც ყბის ძვალი ატროფირებულია და იმპლანტის ჩახრახვნა ვერ

ხერხდება.

Page 23: ორთოპედიული სტომატოლოგია

იმპლანტაცია

დენტალურ იმპლანტაცია კეთდება მაშინ, როდესაც არის ნაწილობრივი ან სრული ადენტია

(კბილების არ არსებობა) და პაციენტს არ სურს მოსახსნელი პროთეზის ტარება. ამ მეთოდის

უპირატესობაა ნაწილობრივი ადენტიის დროს პირის ღრუს დარჩენილი კბილების

შენაჩუნება (არ ხდება ამ კბილების პრეპარირება და მათი გამოყენება ხელოვნური ხიდების

თუ ცალკეული გვირგვინების საყრდენად).

დენტალური იმპლანტაცია შედარებით ახალი დარგია სტომატოლოგიაში. ის საშუალებას

იძლევა, პაციენტმა თავიდან აიცილოს დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია მოსახსნელი

პროთეზის ტარებით.

იმპლანტი არის ხელოვნური გვირგვინის ან ხიდის საფიქსაციოდ ძვალში ჩახრახნილი უცხო

სხეული, რომელიც შედგება ძვლის შიგნითა და ძვლის გარეთა ნაწილებისაგან. არსებობს

იმპლანტაციის ორი მეთოდი: ერთეტაპიანი და ორეტაპიანი. ერთეტაპიანი იმპლანტაციის

დროს, ძვლის შიგნითა და გარეთა ჩახრახვნა ხდება ერთდროულად. ორეტაპიანის დროს

პირველად ხდება ძვლისშიდა ნაწილის ჩახრახვნა და ჭრილობის ყრუდ გაკერვა, რამდენიმე

თვის (2-6) შემდეგ ძვლის გარეთა ნაწილის. ზოგ შემთხვევაში ყბის ძვალი იმდენად

ატროფირებულია, რომ მასში იმპლანტის ჩახრავნა არ ხდება. ამ შემთხვევაში მივმართავთ

ყბის ძვლის მასის ხელოვნურად გაზრდის ოპერაციას (ზედა ყბაზე სინუსლიფტინგს).

Page 24: ორთოპედიული სტომატოლოგია

იმპლანტაციის ოპერაცია არ არის ხანგრძლივი. ერთი იმპლანტის ჩასმას სჭიდრება

დაახლოებით 15-20 წუთი. პაციენტი 2-3 დღეში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით.

დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებებია: დიაბეტი, სისხლის დაავადებები,

ონკოლოგიური დაავადებები,ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

Page 25: ორთოპედიული სტომატოლოგია

ხშირად მქონია ისეთი სახის სამუშაოები რომლებიც სუვენირადაც შესაძლებელია გამოდგეს

და ხახლის გარკვეული ნაწილის ან კონკრეტულ ინდივიდისთვის პოპულარულია, მაგრამ

საზოგადოების დანარჩენ ნაწილში შესაძლოა იუმორიც კი გამოიწვიოს. მაგალითისთვის

საქართველოში მცხოვრები არაქართველი წარმოშობის მოსახლეობა ხშირად ოქროს ან

მოოქროვილი ნაწილების სიჭარბითაა სხვადასხვა საპროთეზო კონსტრუქციებში

დაინტერესებული, ასევე სხვასასხვა თვლების კბილების გვირგვინზე დამაგრება არის

აქტუალური. როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დაობენო!

Page 26: ორთოპედიული სტომატოლოგია

სტომატოლოგიური ორთოპედია თანამედროვე მოდასა და შოუბიზნესში.

ცნობილი მომღერალი (Rap) 4 გრემის მფლობელი Lil Wayne – ბრილიანტის კბილები!

დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა ზემოთ აღნიშნულ სხვადასხვა თაობის

კონსტრუქციებზე, მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაცნობა, მაგრამ ეხლა

მომავლამდე მომავლის მედიცინით, მომავლის სტომატოლოგიით გემშვიდობებით!

რამდენად შორს არის მოამავალი?! - ამჟამად, იმპლანტაცია დაკარგული კბილების

ჩანაცვლების ყველაზე ფიზიოლოგიური და მოთხოვნადი მეთოდია. თუმცა, მეცნიერები

ამაზე არ ჩერდებიან. ვინ იცის, იქნებ მომავალში კბილების მესამე კომპლექტს შევიძენთ

სტომატოლოგის მონაწილეობის გარეშე? მაგალითად, ლონდონის სამეფო სამედიცინო

კოლეჯის მეცნიერებმა თაგვის ღეროვანი უჯრედებისგან გამოზარდეს დენტინის, მინანქრის,

სისხლძარღვებისა და ნერვების შემცველი კბილი. ამერიკის ვაშინგტონის ჯანმრთელობის

ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კბილის პულპიდან შეიძლება

ღეროვანი უჯრედების გამოყოფა, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება გადაიქცნენ

ოდონტობლასტებად - უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ კბილის დენტინს. ტეხასის

შტატის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს

ეპითელური უჯრედების წყარო, რომლებიც გამოიმუშავებენ კბილის მინანქარს. პოლტავის

კრიოკონსერვირებული, ემბრიონული, უჯრედული და ფეტოპლაცენტური ქსოვილების

ტრანსპლანტაციის ცენტრში ჯერჯერობით შეჩერებულია ახალი კბილის გამოზრდის

კვლევები: დაკარგული კბილის ადგილზე პაციენტის ღრძილში კეთდება ინექცია სარძევე

კბილის ღეროვანი უჯრედების საფუძველზე და 3-4 თვის შემდეგ ადამიანს ახალი კბილი

ამოსდის.

Page 27: ორთოპედიული სტომატოლოგია

ამჟამად, ყველა ეს მონათხრობი ფანტასტიკა ჩანს. მით უმეტეს, რომ ღეროვანი უჯრედებით

მანიპულაციები ნებადართულია მხოლოდ კვლევების დონეზე. მაგრამ ვინ იცის, როგორ

დამთავრდება ისინი? იქნებ 15-20 წლის შემდეგ საკმარისი იქნება მხოლოდ ჩხვლეტა კბილის

ადგილზე, რომ აღდგეს კბილთა მწკრივი? ამჟამად ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ და

დაკარგული კბილების დაბრუნების ჯერ-ჯერობით მხოლოდ რეალური შესაძლებლობების

იმედი გვქონდეს პროთეზირებისა და იმპლანტაციის მეთოდების საშუალებით.

მადლობთ ყურადღებისთვის!

მადლობას ვუხდი თანადგომისთვის უნივერსიტეტ „გეომედის“ რექტორ პროფესორ

ქალბატონ მარინა ფირცხალავას, ორთეპედიული სტომატოლოგიის ლექტორ ბატონ ზაზა

ფაშალიშვილს და უნივერსიტეტ „გეომედის“ ლექტორატს.

პატივისცემით

სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედის“ სტუდენტი მერაბ მერაბიშვილი

Page 28: ორთოპედიული სტომატოლოგია

გამოყენებული ლიტერატურა:

ვ. ტრეზუბოვი, ა. შჩერბაკოვი, ლ. მიშნევი. „ორთოპედიული სტომატოლოგია“ -

გამომცემლობა „მთაწმინდელი“ თბილისი 2007

ზურაბ საყვარელიძე, ნათია საყვარელიძე, ავთანდილ საყვარელიძე „ორთოპედიული

სტომატოლოგია“ - თბილისი 2009

გიორგი გამგებელი, გია გამგებელი „ორთოპედიული სტომატოლოგიის სახელმძღვანელო“ –

2005 წ.

გ. ბრეგაძე „ორთოპედიული სტომატოლოგია“ - გამომცემლობა „განათლება“ თბილისი 1987

გიორგი გამგებელი, გია გამგებელი „ორთოპედიული სტომატოლოგიის სახელმძღვანელო“ II

ტომი - გამომცემლობა „დასტაქარი“ თბილისი 2001

გ. ბრეგაძე „ორთოპედიული სტომატოლოგია“ - გამომცემლობა „განათლება“ თბილისი - 1976

რესურსები ინტერნეტში:

http://dentalcafe.ge/32-saintereso/94-rogor-gachnda-kbilis-protezebi-anu-rad-unda-lamazmans-

marao.html

http://en.wikipedia.org/wiki/Pierre_Fauchard

http://orthodont.ge/poshari.htm

http://orthodontge.com/2011/06/16/პიერ-ფოშარი-სტომატოლოგი/

http://www.natalyazahn.typepad.com/iheartungulates/page/10/

http://en.wikipedia.org/wiki/Lil_Wayne

http://orthodont.ge/vineer.htm

http://mkurnali.ambebi.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=50311

http://orthodont.ge/begilge.htm

http://stomatolog.ge/index.php?option=com_zoo&view=item&layout=item&Itemid=13&lang=en

http://orthodontge.com/2011/12/16/ცირკონის-დიოქსიდის-გვირგ/

http://orthodont.ge/neilonge.htm

Page 29: ორთოპედიული სტომატოლოგია

http://www.mullerdent.ge/n/index.php?a=main&pid=53&lang=geo

http:/ http://dentalcafe.ge/19-protezireba/257-neilonis-kbilis-protezebi--chveulebrivis-

alternativa.html/orthodont.ge/valplast.htm

http://www.medi.ge/materials/113

http://ka.wikipedia.org/wiki/ღეროვანი_უჯრედი

http://kbilebi.wordpress.com/2012/03/13/სინჯარის-კბილები/