”ლეკვი ლომისა სწორია”...

33
”...ლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლ, ლლ ლლლლ ლლლლლ ლლლლლლ“. იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიი იიიიი იი იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიი :იიიი იიიიიიი იიიიიიიი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიიი , იიიიი იიიიიიიიიიიიიიიიი

Transcript of ”ლეკვი ლომისა სწორია”...

Page 1: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

”...ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.

ისტორიის პარალელები ქართულ ენასა და ლიტერატურასთან

ისტორიის მასწავლებელი :ნინო აბულაძე

დამხმარე მასალა ქართულის პედაგოგებისათვის , ასევე მოსწავლეებისათვის

Page 2: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ისტორიის პარალელები მშობლიურ

ლიტერატურასთან

• თამარ მეფის ეპოქა- XII საუკუნის საქართველო

•  შოთა რუსთაველი ”ვეფხისტყაოსანი” –XII საუკუნის გენიალური პოემა

Page 3: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

მოდი შევადაროთ :

• "ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი;

• ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი... 

• მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი".

”ვეფხისტყაოსანი”

”დიდებულნი «შვიდთავე სამეფოთანი» შეიყარნენ და მისის მამიდის დედოფალ რუსუდანის პირით თამარ მეფეს მოახსენებს, რომ მან «âელ-ყოს âელითა მეფობასა და კურთხევითა გვირგვინოსან ყოფად, აღვიდეს, ამაღლდეს და დაჯდეს საყდარსა თჳსთა მამათასა»-ო. რუსუდანმა ეს თხოვნა თავის ძმისწულს გადასცა და თამარი «დამორჩილდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შვიდთავე [სამ]მ[ე]ფოთასა».  თამარის ისტორიკოსი ”

რა აღმოაჩინე?

Page 4: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

აქვე ვიფიქროთ , რის ასოციაციას გვაძლევს

შვიდი?• თამარ „შვიდმნათობიერი“. (ლევან

სანიკიძე – წიგნი )

• ამ ციფრს ეგვიპტელები და ბაბილონელები გნსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებდნენ და „სიცოცხლის რიცხვად“ მიიჩნევდნენ, კერძოდ შვიდი სამის და ოთხის ჯამს შეადგენს. სამი - დედა, მამა, შვილი. ანუ სიცოცხლის საფუძველი; ხოლო ოთხი - ჰორიზონტის ოთხ მხარეს შეადგენს....

დათვალე მზე და ვარსკვლავები , რა ციფრს იღებ?

მოიძიეთ საინტერესო მასალები, დაუკავშირეთ ”ვეფხისტყაონს” ... თავად გახდით ”პატარა მკვლევარები” მ-შვიდ-ობა ჩვენდა !

Page 5: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

როგორ ფიქრობთ , არის აუცილებელი ისტორიის

გახსენება?! • რამდენად გვეხმარება ქართულის უკეთ

შესწავლაში იმ ეპოქის გახსენება , რომელშიც ხდება მოქმედება ნაწარმოებში ?

• თუ ”ვიმოგზაურებთ ” მე-12 საუკუნეში,გავიხსენებთ ”ოქროს ხანას”, შევძლებთ თუ არა ”ვეფხისტყაოსნის” ლაბირინთებში , სადაც არსად არ არის ნახსენები საქართველო , აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა?

მოდით , ვცადოთ ერთად ....

Page 6: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

მოდით , ისევ გავავლოთ პარალელი , პოემასა და ეპოქას შორის

  ”ვეფხისტყაოსნის” მთავარი მოქმედი პირი , როსტევან მეფის ასული თინათინი მხოლოდ იმიტომ ადის ტახტზე, რადგან სხვა "ძე", სამეფოს არ ჰყავს.... ახლა გავიხსენოთ თამარის სამეფო ტახტხზე ასვლა- ის ხომ ერთადერთი მემკვიდრეა გიორგი მეფისა, სხვა მემკვიდრე საქართველოს არ ჰყავდა... მოდით ვიმოგზაუროთ XII საუკუნეში, გავიხსენოთ ”ოქროს ხანა ”საქართველოში”

Page 7: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

თამარ მეფე საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი

III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი

თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად.

Page 8: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

1184-1207 (1210, 1213)

ტიტული"მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი”

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ”გადაჭიმული” საქართველო

Page 9: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

სახელმწიფო მმართველობის სისტემა , რომლის რეფორმა დაიწყო დავით აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარ მეფის დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა , რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას-ქვეყნის მართვას

Page 10: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

სახელმწიფო მმართველობა XII საუკუნეში

• საქართველოს სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე;

• უმნიშვნელოვანეს საკითხების გასაწყვეტად იკრიბებოდა დარბაზი (სათათბირო)

• თამარის პერიოდში გვყავდა 6 ვაზირი

1.მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელი; (უპირველესი, შეგვიძლია შევადაროთ პრემიერს)

2.ამირსპასალარი; (სამხედრო უწყების ხელმძღვანელი)

3.მანდატურთუხუცესი;

(დღ.შინაგან საქმეთა მინისტრი) 4.მეჭურჭლეთუხუცესი ;(დღ. ფინანსთა მინისტრი) 5.მსახურთუხუცესი; (სამეფო ოჯახის მეურნეობის გამგებელი)

6.ათაბაგი (მემკვიდრის აღმზრდელი)

Page 11: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

”ქართველი ერისათვის მაშინაც და შთამომავლობისთვის დიდი თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივის ძალით მასში შეერთებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე,

”განურისხებელი გული ივანე ჯავახიშვილი

Page 12: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

საქართველო XII საუკუნეში ეკონომიკური და

სოციალური ვითარება

ქვეყნის გაერთიანებამ , სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და თურქ-სელჩუკების განდევნა , ბუნებრივია ხელს უწყობდა საქართველოს ეკონომიკურ სოციალურ განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად , მაღალ დონეს აღწევს ხელოსნობა და ვაჭრობა

Page 13: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰა ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.

Page 14: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

თამარი მეფის პერიოდის მონეტები

• 1 . მოჭრილია 1187 წელს .სპინლენძის მონეტა. ერთ მხარე კარგად იკითხება თანმარი , მეორე მხარეს არაბული წარწერაა, როგორ ფიქრობთ რატომ?

• 2.1200 წელს მოჭრილი მონეტა . იკითხება ”თამარ დავითი” (დავით სოსლანი)

მონეტაზე ქართული და ებრაული წარწერებია, როგორ ფიქრობთ , რატო?

მოდით ორი ფაქტი გავიხსენოთ ისტორიიდან .....

მონეტის სურათები გადმოტანილია http://www.adami.ge/fuli/510-7-udzvelesi-qarthuli-moneta.html

Page 15: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

მოდით , ვიფიქროთ , რატომ არის ”ოქროს ხანაში” მოჭრილ მონეტაზე არაბული წარწერა? ისევ ისტორია გავიხსენოთ ...

1122 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი არაბებისაგან გაათავისუფლა, როგორ მოექცა დავითი არაბებს?!

  დავით აღმაშენებელმა არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან. პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, დავითმა მუსლიმები სახელმწიფო გადასახადისგან ერთი წლით გაათავისუფლა.

  ”თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, საქართველოს ჰყავდა მეფე, რომელიც აცნობიერებდა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის როლს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავითმა ისიც კი მოახერხა, რომ შუა საუკუნეებში საერთაშორისო ვალუტა შემოეღო. მე-12 საუკუნეში, საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა მის თანამედროვე ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ ქვეყანას” მაკა ჭითანავა

და ფლორიან ბიერმანი

Page 16: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

არაბული წარწერების გაჩენა ქართულ მონეტებზე ხელს

უწყობდა მათ თავისუფალ მიმოქცევას

საქართველოს ფარგლებს

გარეთ ...ქართულ ფულს ასეთი წარწერები

საერთაშორისო მნიშვნელობას

ანიჭებდა და ხელს უწყობდა ვაჭრობის

განვითარებას

ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდნენ საქართველოში ძლიერი მონარქები , გასაკვირი არ არის , რომ ”ვეფხისტყაოსანშიც” გვხვდება ვაჭართა ფენა და თამარის მეფობის პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, მას ერთობ საპასუხიმგებლო საქმესაც ავალებენ, ტამარ მეფის საქმროდ შერჩეულ-გიორგი

რუსის ჩამოყვანას ... «უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი [სახელით]ზანქან ზორაბაბელ» და რუს დიდ-მთავრისშვილის ჩამოყვანა მიანდეს. მან «მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰონეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარეს[ს] პაემნისა».

Page 17: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

რატომ გვხვდება თამარის მეორე მონეტაზე ებრაული წარწერა ?! მოდით გავიხსენოთ

ბაგრატოვანთა სამეფო გვარი ბაგრატიონთა გვარის მემატიანეს სუმბატ დავითის ძის

მიხედვით , გუარამ ბაგრატიონი პირველია ვინც დაწინაურდა მე-6 საუკუნეში და ქვეყნის სათავეში მოექცა. ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან -სპერიდან იყვნენ, თუმცა თავიანთ თავს ბაგრატიონები ებრაელი მეფეების დავითისა და სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ , ფარნავაზიანთა დინასტიის შემდეგ , ბაგრატიონთა სამეფო გვარი

საქართველოს მართავდა მე-19 საუკუნემდე .... შეგიძლია კითხვას ამ ფაქტის მიხედვით უპასუხო?

სამე ფო გერბზე გამოსახულია ქრისტეს კვართი, დავითის ქნარი, შურდული (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით )

Page 18: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება და გაძლიერება , ეკონომიკური წინსვლა და აღმავლობა ხელსაყრელ

პირობებს ქმნიდა კულტურის განვითარებისათვის

წყაროსთავის ოთხთავი თამარის მეფობის დროს, 1195 წელსაა გადანუსხული და შემკული; ხელნაწერი მღვდელთმთავარ იოანე საფარელ-მტბევარის დაკვეთით წყაროსთავის მონასტრისათვის გადაიწერა და შეიმკო;

Page 19: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესია-მონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა აგრეთვე ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.

Page 20: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

არა მხოლოდ ამ ეპოქის , არამედ ქართული

მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის

”ვეფხისტყაოსანი”

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთველის ფრესკა

დავალება : მოიძიეთ მასალები და ისაუბრეთ ამ ფრესკის მნიშვნელობის შესახებ.

Page 21: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

„საუკუნეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსანმა“ მძიმე გზა გამოიარა, არაფერი ვიცით თავად ავტორის შესახებ, თუმცა მთავარი სათქმელი პოემაშია გაცხადებული. ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შთამომავლებს გვავიწყდება, რომ ეს ნაწარმოები საუკუნეებს სწორედ ძველმა ხელნაწერებმა გამოატარა უვნებლად, ძველმა კალიგრაფებმა, მწიგნობრებმა, რედაქტორებმა. ძველ ხელნაწერ მემკვიდრეობას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ”

ბუბა კუდავა

Page 22: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

იცოდით, რომ :

164 ხელნაწერია ჩვენამდე მოღწეული. ყველაზე ძველი ხელნაწერი 1590-1600 წლებში გადაწერილი ნუსხაა, იოანე კათალიკოსის (ავალიშვილი) მიერ შექმნილი (დაცულია ხელნაწერთა ცენტრში); ყველაზე უხვად ილუსტრირებულია ე.წ. "წერეთლისეული" ხელნაწერი, რომელსაც 87 მინიატურა ახლავს. მეტნაკლებად სრული ხელნაწერები მოგვეპოვება მე-17 საუკუნიდან, მათზე ძველია ორიოდე ხელნაწერი, ასევე თითო-ოროლა სტროფითა და ტაეპუთ შემონახული მინაწერები (ძველ ხელნაწერებზე) და ერთადერთი ეპიგრაფიკული წარწერა ვანის ქვაბებში.

Page 23: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ზემოთ – ლევან დადიანი. ქვემოთ – რუსთაველი

კარნახობს თავაქარაშვილს

“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის”ერთ ერთ უძველეს თარიღიან ხელნაწერად.

Page 24: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XV საუკუნეების ქართული

ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში

აქ გვხვდება "ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შმოინახეს, "ვეფხისტყაოსნისა" " სტროფთა უძველესი ნიმუშები. 

Page 25: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

”ვეფხისტყაოსნის ” 164

ხელნაწერიდან 110-მდე ნუსხა და 30-მდე მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავში: ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პარიზი), ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკა, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა

(სანკტ-პეტერბურგი) და ა.შ.

Page 26: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

"ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები,

რომლებიც ინახება ბოდლის ბიბლიოთეკის

აღმოსავლეთის განყოფილებაში,

უორდროპების ფონში (ინგლისი):

Page 27: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში (1708-1709) მხედრული შრიფტით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“ სტამბაში დაბეჭდილი პირველი საერო წიგნი იყო. იგი პოემის მოკლე რედაქციას შეიცავს, რომლის შემუშავებას საფუძვლად დაედო XVII საუკუნეში ზაზა ციციშვილის დაკვეთით შექმნილი ნუსხა.

Page 28: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

„ვეფხისტყაოსანი“ 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. პოემის სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე ეკუთვნის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას (1852-1919), რომელსაც თარგმნისას ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე, მწერალი არტურ გუნდაკერ ფონ ზუნტერი და მისი მეუღლე, ნობელიანტი  ბერტა ფონ ზუტნერი ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, თარგმანი ამჟამად დაკარგულია. მკვლევართა შორის საუკეთესოდაა აღიარებული ინგლისელი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოიცა.

Page 29: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

ქეთრინ ვივიანი

წაიკითხა პოემის მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქართული ენის შესწავლა და ვეფხისტყაოსნის თანამედროვე ინგლისური თარგმანის შესრულება.. 1972 წელს, თარგმანზე მუშაობის პერიოდში იგი პირველად ეწვია საქართველოს .

Page 30: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

’’შენ, დედაჩემის მზითევო, ფარხმალო მამაპაპისა...’’გოგლა ლეონიძე

როგორ

ფიქრობთ, რა უნდა გაეტანებინათ აუცილებლად მზითევში ძველად ?!

Page 31: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

შოთა რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანი'' ქართული სულიერი კულტურის გვირგვინია

ძველად ამ პოემას ქალებს მზითევში ატანდნენ ;

რატომ? ამას მიხვდებით როცა გულით და გონებით ”ჩაწვდებით”ამ პოემას .

წარმატებას გისურვებთ!

Page 32: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

იუნესკომ 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. 

შეიყვარე შენი წარსული, ისწავლე და ასწავლე სხვებს

კეთილი სურვილებით ნინო აბულაძე

დიდი მადლობა

Page 33: ”ლეკვი ლომისა სწორია”...

გამოყენებული ლიტერატურა

• . ”ვეფხისტყაოსანი” როგორც დიპლომატიის სახელმძღვანელო. თორნიკე შარაშენიძე HTTP://BLOGGER.GE/POST/240

• HTTP://ARMURI.4FORUM.BIZ/T610-TOPIC

• HTTP://STUDINFO.GE/2013/11/28/„ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერების გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

• HTTP://WWW.NPLG.GOV.GE

• HTTP://KARTVELOLOGI.TSU.GE

• საქართველოს ისტორია. ტ.II

• ივ.ჯავახიშვილის შრომები. ტII

• ვაჩნაძე.გურული .საქართველოს ისტორია

• ნოდარ ასათიანი საქართველოს ისტორია

• HTTP://SAUNJE.GE/