პროექტზე დაფუძნებული სწავლება

26
პპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპ ძძძძძძძ ძძძძძძ ძძძძძ. 2014ძძძძ ძძძძ ძძძძძძძძძძძ

description

გამოცდილბის გაზიარება

Transcript of პროექტზე დაფუძნებული სწავლება

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

ძევერის საჯარო სკოლა. 2014წელი

ლალი მახანაშვილი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება პრობლემაზე დაფუძნებულ

, - სწავლებასთან ერთად სწავლა სწავლებისადმი

კონსტრუქტივისტული მიდგომის ნიმუშია. პროექტის ტიპის

აქტივობები მოსწავლეებს აძლევს რეალური ვითარებიდან

, მომდინარე პრობლემების გადაჭრის გამოცდილებას ხოლო

-შესაბამისი სასწავლო გარემო უყალიბებს იმ სოციალურ უნარ

, ჩვევებს რომლებიც სასკოლო ცხოვრების გარეთაც აუცილებელია.

როგორი უნდა იყოს სასწავლო პროექტი მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა შ ი

პროექტის ტიპის სასწავლო აქტივობის ძირითადი მ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ლ ე ბ ი ა:

●იგი განსხვავდება მოკლევადიანი, იზოლირებული და მასწავლებელზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესისგან;

● აქცენტი გადააქვს ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც:

◊ გრძელვადიანია;

◊ მოსწავლეზე ორიენტირებულია;

◊ ინტეგრირებულია რეალურ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და სირთულეებთან;

◊ ხელს უწყობს მოსწავლეებს შინაარსის ინტეგრირებაში და ასწავლის მათ საკუთარი აზროვნებისა და ცოდნის გამოყენებას;

◊ ხელს უწყობს ტექნოლოგიური წიგნიერების ჩამოყალიბებას, 21-ე საუკუნის უნარებისა და თავდაჯერების ჩამოყალიბებას.

პროექტგაკვეთილი გამოირჩევა: სიტუაციის ფლობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით და აქედან გამომდინარე პრაქტიკული გამოცდილებით (ცხოვრებისეული კავშირით სამყაროსთან).

ინტერესთა კავშირით, სადაც ინტერესი შეიძლება პროექტზე მუშაობის პერიოდში წარმოიშვას;

მიზანმიმართული დაგეგმვით; ტემპით და მონაწილეთა ქსელური კავშირით (ინფორმაციის გადაცემა

ელექტრონული გზით); ინტერდისციპლინარობით (საგანთა მომცველი პროექტები); საზოგადოებრივი მნიშვნელობით; მთლიანობით (პროექტი მოიაზრება, როგორც მთლიანი. ეს ნიშნავს, რომიგი ფასდება

არა მარტო როგორც პროდუქტი, არამედ როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი); გაკვეთილის დემოკრატიული წარმართვით; სკოლისგარეშე საწავლო დაწესებულების ჩართვით.

სამიზნე ჯგუფი: მე-2 კლასის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა: 04.11.2013-15.11.2013

ინტეგრირებული საგნები: მათემატიკა, ქართული,ისტ-ი

ჩ ე მ ი დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ეპროექტი

პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა მათემატიკის გაკვეთილზე, თემაზე,,ვაგროვებთ და განვიხილავთ

მონაცემებს“ მუშაობისას.ერთ-ერთი ამოცანის ამოხსნისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა არ იცოდნენ

საკუთარი დაბადების დღეები.

პროექტი აქტუალურია იმით, რომ სტატისტიკა ადამიანის

მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში

გამოიყენება.ადამიანებს პროფესიული საქმიანობისას

სჭირდებათ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის

გასაგებადაც უნდა დაეუფლონ

ტერმინებს, სიმბოლოებს, ცნებებს და სტატისტიკურ

მეთოდებს. მათ ასევე უნდა შეძლონ სხვებისთვის

სტატისტიკური ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით

გაზიარება ან მოცემული მასალის ინტერპრეტაცია;

სტატისტიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები საჭიროა

იმისთვის, რომ ადამიანები უკეთესი მოქალაქეები და

მომხმარებლები იყვნენ, გააკეთონ სწორი

არჩევანი, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ პროექტის თემის არჩევა

განპირობებულია მოსწავლეთა ყოველდღიურ

ცხოვრებასთან კავშირით. ამავე დროს, პრობლემის გადაჭრა

მხოლოდ ერთი საგნის დისციპლინარული ცოდნით კი არ

შემოიფარგლება, არამედ ემსახურება დისციპლინათაშორისი

გამოცდილების, ცოდნის გამთლიანებას .

სასწავლო პროექტი ხელს უწყობს

21-ე საუკუნისთვის აქტუალური ისეთი უნარების განვითარებას,

როგორიცაა: ცოდნის კონსტრუირება

სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურიობა;

თვითრეგულირება;

კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია.

პროექტის მიზანი:

მოსწავლეები:

გამოკითხვის საშუალებით დაადგენენ თანაკლასელთა დაბადების დღეებს;

ამოკრებენ მონაცემებს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან;

ამოკრებენ საჭირო მონაცემებს მარტივი ცხრილიდან;

მონაცემთა მოცემულ ჯგუფში მონაცემების ადგილის მოძებნის უნარის გამომუშავება;

მონაცემთა ერთობლიობის კლასიფიკაცია და ამ კლასიფიკაციის წესის აღწერა, პიქტოგრამა, ცხრილი, სია;

მონაცემთა ცხრილის დახასიათება(საერთო რაოდენობა, თანმიმდევრობა, განმეორება,პოზიცია) ,პიქტოგრამის, ცხრილის აღწერის უნარის გამომუშავება;

მარტივი ტექსტის( ღია ბარათი) შედგენის უნარის გამომუშავება.

თანამშრომლობის, ჯგუფში მუშაობის,პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საგნობრივი სტანდარტები__შედეგები და ინდიკატორები__რომელთა მიღწევას ისახავს მიზნად პროექტი:

მათ.2.11. მოსწავლეს შუძლია თვისებრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.

მათ.2.12. მოსწავლეს შუძლია თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება.

მათ.2.13.მოსწავლეს შუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

ქართ.2.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

აგრეთვე:შეძლებენ საკუთარი დაბადების თარიღის დასახელებას.

საწერი ფურცლები, დიდი ფორმატის ქაღალდი,ფერადი ფურცლები, წებო, მარკერები,ბუკი,როუტერი, Word. 

რესურსები:

აქტივობები

აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, დამოუკიდებლობას, სხვისი აზრის პატივისცემას, უვითარდებათ პრობლემის გადაწყვეტის უნარი

I. მოსწავლეების აქტიური ჩართულობით პროექტის დაგეგმვა, აქტივობების შერჩევა,ჯგუფებად განაწილება

04.11.2013

II. პირველი ჯგუფი---მონაცემთა შეგროვება05.11.20130

სიის შედგენა

1-ლი ჯგუფის წევრებმა ბავშვებს წინა დღეს სთხოვეს გაერკვიათ და ჩაეწერათ დაბადების დღეები. დაარიგეს სტიკერები,თანაკლასელებს სთხოვეს ზედ დაეწერათ საკუთარი დაბადების

დღეები და მიემეგრებინათ სავარჯიშო ხეზე.შემდეგ ამ სტიკერების გამოყენებით შეადგინეს სია.

მიმდინარე აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ მონაცემების შეგროვებას,პრობლემის გადაჭრას (სტიკერების გამოყენება).

•ავაქოვი მერაბი -22 დეკემბერი•დადიანიძე ნინო --- 19 მარტი•დურული ეთო --- 12 მარტი•კეჩხუაშვილი მიშიკო --- 22 აპრილი•კოპაძე ანანო --- 6 იანვარი•ლაფაცი გვანცა --- 18 თებერვალი•ლომსაძე მარი --- 14 სექტემბერი•მელქუაშვილი გიორგი --- 11 სექტემბერი

•მელქუაშვილი ქრისტინე ---21 ივლისი•მორბედაძე გიო --- 17 მაისი•ნაოჭაშვილი თაზო --- 25 ივნისი•სუხიტაშვილი ტატო --- 2 ივლისი•ტუხიაშვილი ლუკა --- 4 იანვარი•ჯოლბორდი ნანა --- 19 ივნისი•აკოფოვი თიკო --- 24 აპრილი

III. მეორე ჯგუფი___ სიიდან მონაცემთა ამოკრეფა, დაჯგუფება,ცხრილის შედგენა - 06.11.2013

მეორე ჯგუფის წევრებმა პირველი ჯგუფის მიერ გადაცემული სიიდან ამოკრიფეს მონაცემები, word-ში გააკეთეს ცხრილი და თვეების მიხედვით შეიტანეს მონაცემები ცხრილში.აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები ივითარებენ სასურველი ინფორმაციისთვის გარკვეული ადგილის მიჩენის უნარს, ცხრილზე მუშაობის უნარს. 

იანვარი თებერვალი

მარტი აპრილი მაისი ივნისი

ლუკაანანო

გვანცა ნინოეთო

მიშკათიკო

გიო თაზონანა

ივლისი აგვისტო სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი დეკემბერი

ტატოქრისტინე

მარიამიგიორგი

მერაბი

IV. მესამე ჯგუფი___ ცხრილიდან მონაცემების ამოკრეფა, დაჯგუფება,ახალი ცხრილის შედგენა,მონაცემების პიქტოგრამით წარმოდგენა__

პოსტერი ,,ჩემი დაბადების დღე“

მესამე ჯგუფმა დაათვალიერა ცხრილი და ამოკრიფეს მონაცემები, შეადგინეს ახალი სია. მონაცემები წარმოადგინეს პიქტოგრამებით,რომელიც ფერადი ფურცლებით

დაამზადეს.პიქტოგრამებით გააკეთეს პოსტერი ,,დაბადების დღის კალენდარი“. -07.11.2013.

 ამ აქტივობით მოსწავლეები ახდენენ თვისობრივი მონაცემების რაოდენობრივ მონაცემად გარდაქმნას და ამ მონაცემების პიქტოგრამით წარმოდგენას. 

იანვარი -----2 თებერვალი ---1მარტი ----2აპრილი-----2მაისი----1ივნისი----2

ივლისი-----2აგვისტო-----სექტემბერი-----2ოქტომბერი-----ნოემბერი-----დეკემბერი----1

კალენდარი პიქტოგრამებით

დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათის შექმნა10.11.2013

მოსწავლეებმა იმუშავეს ვორდ-ში,გააკეთეს მისალოცი ბარათები, გააფორმეს სასურველი ლამაზი ფოტოებით.

პროექტი სრულდება შედეგების პრეზენტაციით (მაგ: წერილობითი ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა,

თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).

პროექტში მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე, მიღწეულ შედეგზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი პროექტის

განხორციელების იმპულსებს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეები.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის !

დასასრული