საქართველოს პარლამენტის 2012 წლის ... ·...

Click here to load reader

  • date post

    12-Jul-2020
  • Category

    Documents

  • view

    0
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of საქართველოს პარლამენტის 2012 წლის ... ·...

  • საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნების

    ანგარიში

  • 2

  • 3

    შინაარსი შესავალი ........................................................................................................................................................ 5

    წინასაარჩევნო პერიოდი ............................................................................................................................. 6

    მართვის სრულყოფა - რეორგანიზაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები................................................. 6

    შესაძლებლობების განვითარება - მოდერნიზაცია, ტრენინგები ........................................................... 7

    დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა .....................................................................................11

    ამომრჩეველთა ინფორმირება და საგრანტო პროგრამები …………………………………………………………………18

    საარჩევნო ადმინისტრაციის რებრენდინგი .............................................................................................22

    მიმდინარე სამართლებრივი, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხები.........................23 საარჩევნო პერიოდი კენჭისყრის დღემდე ...............................................................................................24

    საარჩევნო პროცესის ორგანიზება .............................................................................................................24

    საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია. მედია საშუალებათა აკრედიტაცია .......................................................................................................................27

    ამომრჩეველთა სია ......................................................................................................................................35

    ტრენინგები ..................................................................................................................................................36

    ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ..................................................................................................44

    დაინტერესებული მხარეები ......................................................................................................................48

    დავების განხილვა .......................................................................................................................................51

    მიმდინარე ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხები........................................................65 არჩევნების დღე ...........................................................................................................................................67

    ხმის მიცემის პროცესი ................................................................................................................................67

    საზოგადოების ინფორმირება ....................................................................................................................67

    წინასწარი შედეგების გამოცხადება ..........................................................................................................69 საქმიანობა არჩევნების შემდეგომ პერიოდში ..........................................................................................70

    შედეგები.......................................................................................................................................................72

  • 4

  • 5

    შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ანგარიშს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნების პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციამ 2012 წლის არჩევნებისთვის მზადება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო. ამ პროცესის განმსაზღვრელი ორიენტირი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოს თვითმართველობის 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შესახებ დასკვნა და უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო პროცესის ანალიზი იყო. შედეგად, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეემუშავებინა გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმაზომიერად ემოქმედა.

    მთავარი გამოწვევა, რომელიც იდგა საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე იყო საზოგადოების დაბალი ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. ამ პრობლემის დაძლევა ვერ მოხდებოდა მყისიერად, თუმცა მიზანმიმართული მოქმედების შედეგად შესაძლებლად მიჩნეულ იქნა მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, რომლის შეფასების კრიტერიუმებად განიხილებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შეფასება ავტორიტეტული, დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევების მონაცემები.

    როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა 2 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული – ”მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეფექტურად და გამჭირვალედ მოქმედებდა, იგი ხშირად ატარებდა შეხვედრებს, რომლებიც ღია იყო დამკვირვებლებისთვის, პარტიებისა და მედია წარმომადგენლებისთვის...”.

    საარ