კარლოს დიდი

Post on 17-Jan-2017

1.093 views 0 download

Transcript of კარლოს დიდი

კარლოს დიდი და ფრანკთა სამეფო.

სლაიდი მოამზადა ისტორიის პედაგოგმა ლალი

დავითაშვილმა davitashvililali555@gmail.co

m

კარლოსი პიპინ მოკლესა და ბერტრადა დე ლაონისას უფროსი

ვაჟი იყო.768–814წწ,–ფრანკთა მეფე774–781წწ–ლანგობარდთა მეფე788–814 წწ–ბავარიის ჰერცოგი800–814წწ–დასავლეთის იმპერატორი

ფრანკთა სამეფოს კაროლინგი მმართველები

პიპინ მოკლე(751–768)

კარლოს დიდი(768–814)

ლუი ღვთისმოსავი(814–843)

კაროლინგების საგვარეულო ხე(XII საუკუნის ხელნაწერი მინიატურა)

აღმოსავლეთში კარლოსმა საქსების წინააღმდეგ ბრძოლას 30 წელი მოანდომა,დაიმორჩილა და გააქრისტიანა.

კარლოსმა ესპანეთში არაბების წინააღმდეგ საბრძლველად პირინეის მთები გადაირა ესპანეთის დაპყრობა განიზრახა,თუმცა მიზნს ვერ მიაღწია.მან ფრანკთა სამეფოს შემოუერთა არაგონია,ნავარა და

კატალონია და აღნიშნულ ტერიტორიებს ესპანეთის მარკა უწოდა.ამ ბრძოლაში მას ერთგული ჰერცოგი როლანდი

დაეღუპა.ამ მოვლენას ეძღვნება ევროპული ეპოსი „სიმღერა როულანდზე“.

800 წელს ქრისტიანული ღვთისმსახურების დროს რომში, პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი რომაელთა იმპერატორად აკურთხა (Imperator Romanorum). შარლომანი გახდა განმაახლებელი დასავლეთის იმპერიისა, რომელიც მე-5 საუკუნეში დაიშალა. აღმოსავლეთის იმპერატორთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, მან მოგვიანებით ტიტული შეიცვალა და Imperator Romanorum (ეს ტიტული როგორც წესი აღმოსავლეთის იმპერატორისთვის იყო განკუთვნილი) ნაცვლად Imperator Romanum gubernans Imperium (რომაელთა იმპერიის მმართველი იმპერატორი) დაირქვა.

კარლოსმა გააგრძელა მამამისის დაწყებული რეფორმები

ლანგობარდების სამეფო გაანადგურა და ფრანკთა სამეფოს მიუერთა.

გააუქმა ოქროს სუზე დამყარებული მონეტარული სისტემა და ლივრი ანუ გირვანქა შემოიღო.

კარლოსმა ჩაატარა ტერიტორიულ–ადმინისტრაციული რეფორმა და ქვეყანა

საგრაფოებად,საჰერცოგოებად და მარკებად დაყო.

ფრანკთა იმპერია

საგრაფო(სულ350)(გრაფი–

მოსამართლე, ადმინისტრატორ

ი)

საჰერცოგოები(ჰერცოგი)

მარკები(მარკგრაფი)

მიუხედავად იმისა,რომ კარლოსმა მოწიფულ ასაკში ისწავლა წერა–კითხვა,შესანიშნავად დაეუფლა

ბერძნულ და რომაულ ენებს.მისი ბრძანებით,ფრანკთა იმპერიაში შეიქმნა საწავლულთა წრე–მეცნიერებათა აკადემია და შეადგინეს ფრანკული(გერმანული) ენის

გრამატიკა.

კარლოსის დროს ფილოსოფიური აზროვნებისა და კულტურის განვითარებას „კაროლინგურ აღორძინებად“ მოიხსენებენ. კაროლინგური აღორძინების ცენტრალური ფიგურა და უდიდესი მოაზროვნე იყო დიდი წმინდანი და ეკლესიის ისტორიკოსი,იორკის საეპისკოპოსო სკოლის ხელმძღვანელი ანგლოსაქსი ალკუინი, რომელიც იყო იორკის საეპისკოპოსო სკოლის ხელმძღვანელი. 781 წელს იტალიაში მოგზაურობისას ალკუინი გზაში შემთხვევით შეხვდა კარლოს დიდს,რომელმაც მას შესთავაზა აახენში კარის სკოლის სათავეში ჩადგომა.ბევრი რამის მცოდნე ალკუინი ამავე დროს ნიჭიერი პედაგოგი იყო. მან გერმანელებს ასწავლა გრამატიკულად სწორი ლათინური ენა,რაც არ იყო ადვილი საქმე და ბევრს არ შეეძლო ბობოქარ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში.

განათლების კაროლინგური რეფორმა ეფუძნებოდა თავისუფალი ხელოვნების აღორძინებას.

ასტრონომია

მუსიკა

არითმეტიკა–გეომეტრია

ლოღიკა

რიტორიკა

გრამატიკა

კარლოსმა იმპერიის დედაქალაქად აახენი აირჩია,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა და იქვე გადაიცვალა.

კარლოსის გარდაცვალების შემდეგ,814 წელს ტახტზე მისი ვაჟი,ლუი ღვთის მოშიში ავიდა,რომელმაც იმპერია 843წ.ვერდენის ხელშეკრულების საფუძველზე თავის სამ ვაჟს გაუყო.ამ მოვლენამ დასაბამი მისცა სამი დიდი სახელმწიფოს, საფრანგეთის, გერმანიისა  და იტალიის  შექმნას.

კარლოს დიდის იმპერია

• დასავლეთ ფრანკთა სამეფო• (მოგვიანებით საფრანგეთი)

შარლ მელოტი

• აღმ.ფრანკთა სამეფო• (მოგვიანებით გერმანია)ლუდვიგი

• რაინისა და რონის ზოლი• იტალიალოთარი

კარლოს დიდის ავტოგრაფი

საინტერესო ფაქტები:1)ქალაქი ბრემენი, საიდანაც ცნობილი ბრემენის მუსიკოსები  წამოვიდნენ, დაარსებულია კარლოს დიდის მიერ.2)ცნობილი ალკოჰოლური სასმელი სიდრი ლეგენდის თანახმად, კარლოს დიდის გამოგონილია.3)ითვლება, რომ სლავურ ხალხში გავრცელებული მეფის ტიტული - "კაროლი" მომდინარეობს კარლოს დიდიდან.

ცნობები კარლოს დიდის მეფობის შესახებ მოგვაწოდა ფრანკმა ისტორიკოსმა აინჰარდმა ნაწარმოებში

„კარლოს დიდის ცხოვრება“

გმადლობთ ყურადღებსათვის!