მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და...

Post on 17-Jan-2017

358 views 5 download

Transcript of მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და...

მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და

არაფორმალურ გარემოში

რუსუდან კვიკვინია - გეოგრაფიის მასწავლებელი

მარინე აკიშბაია-ბიოლოგიის მასწავლებელი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ.თბილისის N87 საჯარო სკოლა

მოსწავლეებში მეცნიერული აზროვნების, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებასა

და მკვლევარი, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბების

საქმეში აქტიური როლი შეუძლია ითამაშოს ისეთმა პოპულარულმა დისციპლინებმა,

როგორებიც არის

ბიოლოგია და გეოგრაფია.

საკონფერენციო თემა წარმოადგენს პროექტით სწავლების მაგალითს.

ინტეგრირებული პროექტის სახელწოდებაა

„მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში“

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ.თბილისის N87 საგარო სკოლა

მოსწავლეთა მოტივაცია

ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში

სასწავლო პროექტი

თბილისი, 2014

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის აპრილი-ივნისი.

სამიზნე ჯგუფი :ΙΧ-გ კლასი. კლასის ხელმძღვანელი - რუსუდან კვიკვინია.

პროექტით გათვალისწინებული გაკვეთილის/გაკვეთილების თემა: “ეკოსისტემა, მისი კომპონენტები კოლხეთის ბარის ტყის ლანდშაფტის მაგალითზე”.

პროექტის მიზანი: • ობიექტის შესწავლა მრავალმხრივი პერსპექტივით ;• შეძენილი ცოდნის კომპლექსურობა; • კვლევის საგნის და კვლევის ეტაპების, ადრე მიღებული

ცოდნის დაკავშირება ახალ თემასთან; • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების, კვლევა-ძიების

უნარების განვითარება;• მონაცემთა სხვადასხვა სახით წარმოდგენის უნარების

განვითარება;• მონაცემთა ანალიზის და შეფასების უნარების

განვითარება; • სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვენები;

ესგ-თან / სტანდარტთან შესაბამისობა:

ბიოლ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;

გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.

კვლ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა აქტივობებს: • გაკვეთილებს გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში;• ინტეგრირებულ გაკვეთილებს ამ დისციპლინებში;• ექსკურსია/ვიზიტი ბუნებაში და მუზეუმში, • მოსწავლეთა მიერ ველზე აღებული ნიადაგის და წყლის

ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევას; • კვლევის შედეგების ანალიზსა და სინთეზს; • მათ წარმოდგენას სხვადასხვა გრაფიკული ხერხებით

(ცხრილი, დიაგრამა, გრაფიკი); • ჰერბარიუმის შედგენას; • სლაიდ-შოუს შექმნას,• საინფორმაციო ბუკლეტის შედგენას და სხვ.

პირველ ინტეგრირებულ გაკვეთილზე :

მოსწავლეებს გავაცანით ბიოლოგიის და გეოგრაფიის ხედვა ბუნების კომპონენტების შესწავლის დროს კოლხეთის ბარის ლანდშაფტის მაგალითზე;

გეოგრაფიაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი მოახდინეს ბიოლოგიაში;

მოსწავლეებმა ეკოსისტემის და ლანდშაფტების დახასიათების მაგალითზე მოახდინეს ცოდნის სისტემატიზება ორი მიმართულებით: საერთო და განმასხვავებელი კვლევის მეთოდები;

გაეცნენ საველე-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებელ ხელსაწყოებს, მათ გამოყენებას;

დავგეგმეთ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ - თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

მზადება მომავალი ექსკურსია/ვიზიტისათვის თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

მოსწავლეები გაეცნენ საჭირო ხელსაწყოებს და იარაღებს:

• კომპასი; • თერმომეტრი; • ბარომეტრი; • ჭურჭელი ნიადაგის და წყლის სინჯების ასაღებად;• პეპლების საჭერი ბადე;

• ფოტოაპარატი; • ვიდეოკამერა და სხვ.

მეორე ინტეგრირებული გაკვეთილი ჩავატარეთ არაფორმალურ გარემოში - თბილისის ბოტანიკურ ბაღში.• მოსწავლეებს გავაცანით ბიოლოგიის და გეოგრაფიის საველე

კვლევის ხერხები, დგომის წერტილის დახასიათება და მონაცემთა დაფიქსირება შემდგომი კამერალური დამუშავებისათვის;

• მოსწავლეები გაეცვნენ ხელოვნურ ეკოსისტემებს, პარალელი გაავლეს ეკოსისტემების მახასიათებელ ბუნებრივ პირობებსა და ლანდშფტების ბუნებრივ გავრცელების არეალებს შორის; გაეცვნენ ენდემურ და რელიქტურ სახეობებს;

• მოსწავლეებმა აიღეს ნიადაგის და წყლის ნიმუშები;• მოსწავლეებს საშუალება აქვთ განივითარონ სოციალური და

საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვენები; ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც; მიღებული ცოდნა უფრო მყარი და მტკიცეა.

ექსკურსია სამეგრელოშიმიეძღვნა კოლხეთის დაბლობის ბუნების და სხვა ღირსშესანიშნაობების

გაცნობას.მიზანი:

• გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; • გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება; • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;• მოსწავლის მოტივაციის ამაღლება,  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; • მშობელთა  ჩართულობა.

მესამე ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა საველე პირობებში მოპოვებული ნიმუშების კვლევას და მეოთხე, შემაჯამებელი გაკვეთილის დაგეგმვას.

• მოსწავლეებმა საველე კვლევის დროს მოპოვებული ნიადაგის და წყლის ნიმუშები შეისწავლეს-გამოიკვლიეს (ნიადაგის სტრუქტურა, წყლის სისუფთავე), მოახდინეს მათი ანალიზი და დააფიქსირეს კვლევის შედეგები;• გამოიტანეს დასკვნა ხელოვნურ და ბუნებრივ ეკოსოსტემებს

შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე;• შეაფასეს ადამიანის როლი ბუნების დაცვის საქმეში;• მიღებული ცოდნა უფრო მყარი და მტკიცეა.• მიიღეს დავალება შემაჯამებელი გაკვეთილისათვის.

მეოთხე, შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი

• ამ გაკვეთილზე შევაჯამეთ განვლილი გაკვეთილები და მოვახდინეთ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია.

• მოსწავლეებმა სხვადასხვა სახით წარმოადგინეს შემაჯამებელი დავალებები.• კლასის ყველა მოსწავლემ აქტიურად იმუშავა. • ბავშვებმა წარმოადგინეს სლაიდ-შოუები,

ბუკლეტები, ყველა გაკვეთილის ამსახველი საპრეზენტაციო ნამუშევრები.

პროექტზ ე მუ შაობდა : ლევან აძიშვილი

აფხაზ ეთი საქართველოა!

მეორე ინტეგრირებუ ლი გაკვეთილი

თბილისის ბოტანიკუ რ ბაღში

ნუნუ მაისურაძე, თათია მამადაშვილი გიორგი თეგაძე, გიორგი კეკენაძე

ვაჟა-ფშაველას სახ. ქ.თბილისის N87 საჯ არო სკოლისIX-გ კლასი

2013-2014 სასწ. წ.

ნიკაღუდუშაურივაჟა-ფშაველას სახელობის ქ.თბილისის N87 საჯ არო სკოლის

IX-გ კლასი

2013-14 სასწ.წ.

ზ აზ ა ნადირაშვილივაჟა-ფშაველას სახელობის ქ.თბილისის N87

საჯ არო სკოლის IX3 კლასის მოსწავლე

III ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფია-ბიოლოგიაში

მოგზ აუ რობა სამეგრელოში

ტატო საათაშვილივაჟა-ფშველას სახელობის ქ.თბილისის N87 საჯ არო სკოლის

IX-გ კლასი2013-14 სასწ. წ.

შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები:

• დავალების სწორად გააზრება - 1 ქულა;• ამოცანის ჩამოყალიბება - 1 ქულა;• მონაცემების ორგანიზება - 1 ქულა;• მონაცემების წარმოდგენა - 1 ქულა;• მსჯელობა - 2 ქულა;• შემოქმედობითობა - 3 ქულა;• რეგლამენტის დაცვა - 1 ქულა.

შედეგები: • მოსწავლეები გაეცნენ კოლხეთის ბარის ტყის ლანდშაფტებს

და ეკოსისტემებს; • კომპლექსური მიდგომით შეისწავლეს კონკრეტული ობიექტი. • განივითარეს ინფორმაციის მოძიების და დამუშავების,

კვლევა-ძიების, მონაცემთა ანალიზის და შეფასების უნარები;• მოსწავლეებს ექმნებათ მოლოდინები და ამაღლებული

მოტივაცია თეორიულად ნასწავლი მასალის ბუნებრივ პირობებში გასაცნობად;

• ბუნების კომპონენტები შეისწავლეს სხვადასხვა მეცნიერებების თვალთახედვიდან და სინთეზის გზით მიიღეს ახალი ცოდნა.

დასკვნა: • მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ

გარემოში. • ამ დროს მოსწავლეები არამარტო იძენენ ახალ ცოდნას, არამედ

უვითარდებათ სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც.

• პროექტებით სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებაში.

• ეს რესურსი ანვითარებს 21-ე საუკუნის სრულფასოვანი პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ქვეყნის რესურსების მდგრადი განვითარების გააზრებას.

მადლობა ყურადღებისთვის!