PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... ·...

4
ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია ასოციაციაათინათისმიერ PH international -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობისფარგლებში. დონორი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) . პუბლიკაციაში მოცემული ინფორმაციები არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს ელფოსტა: of[email protected] მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის . # 94, ტელეფონი: 0 415 25 00 56 ვებგვერდი www.atinati.org

Transcript of PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... ·...

Page 1: PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... · 2018-07-26 · ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია

ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია ასოციაცია”ათინათის” მიერ PH international -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში. დონორი აშშ საერთაშორისო განვითარების

სააგენტო (USAID) .

პუბლიკაციაში მოცემული ინფორმაციები არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს

ელ–ფოსტა: [email protected] მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. # 94, ტელეფონი: 0 415 25 00 56 ვებ–გვერდი www.atinati.org

Page 2: PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... · 2018-07-26 · ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“

ასოციაცია „ათინათი“ 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს სამოქალაქო გაანთლების პროგრამა „მომავლის თაობას“, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, გადამზადნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლებში დაარსდა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, ხდება მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

www.ph-int .org www.civics .ge

www.ini t iat ives .ge www.civicsnet .ge

Page 3: PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... · 2018-07-26 · ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია

კულტურული მემკვიდრეობა

2015 წლის 27 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ქიაჩის“ მიერ განხორციელად საკლასო პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა“, რომელშიც 15 მოსწავლე ჩაერთო. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან ), წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, წალენჯიხის საინფორმაციო ცენტრ ჯიხასთან; პროექტის შედეგად სარგებლობა მიიღეს მოსწავლეებმა, სკოლამ, საზოგადოებამ, ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ამერიკელმა მასწავლებელმა მეთიუ ვაიოლმა; მოსწალეებმა იწავლეს მიზნის დასახვა და შედეგზე გასვლა. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ფორმები. დეპუტატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით (რვაასი ლარი) პროექტი განხორციელდა. ამან ხელი შეუწყო მონაწილე მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, მათში როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. ადგილზე დაათვალიერეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლები. განავითარეს სოციალური უნარები: თანამშრომლობა, არავერბალური და ვერბალური კომუნიკაცია,ისწავლეს წინააღმდეგობების პროგნოზირება და დროისა და რესურსების გადანაწილება. პროექტი შეფასდა და საჯაროდ წარმოდგინდა საზოგადოების წინაშე ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჩამოსულ უცხოელ მასწავლებელს გავაცანით ჩვენი წარსული და ღირებულებები. ხაზი გავუსვით, რომ საკუთარი ღირებულებების დამცველი ადამიანი სხვათა ღირებულებების მიმართ ტოლერანტი ხდება. ამით, ჩვენი აზრით ხელი შევუწყვეთ ქართული კულტურის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას.

ჰოლოკოსტი-ფილმის ჩვენება

2015 წლის მაისი თვეში კერძო სკოლა „ქიაჩის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგის ევა ეფსიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საკლასო პროექტი, რომელიც ეხებოდა დისკრიმინაციას. პროექტის განცორციელების პროცესში მათ ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან, და ქ. ზუგდიდის კინოთეატრ „ ატრიუმთან“ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს II მსოფლიო ომი. სასტიკმა რეჟიმებმა, როგორ შეიძლება გაანადგუროს მილიონობით ადამიანი. გაეცნენ საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. ხაზი გაუსვეს საქართველოს მოსახლეობის მრავალფეროვნებას, მშვიდობიან თანაარსებობასა და ტოლერანტობას. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც დიდ ეკრანზე ფილმის ჩვენების შესაძლებლობა არ გვაქვს. მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას. დაუკავშირდნენ ქალაქ ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმის“ თანამშრომლებს და შეუთანხმდნენ. 8 მაისს მოეწყო ფილმის ,,შინდლერის სიის“ ჩვენება. მოსწავლეებმა ისწავლეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მიზნის დასახვა და შედეგზე გასვლა. ხაზი გაუსვეს, რომ აქტიური მოქალაქე გულგრილი არ უნდა იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. გადავარჩინოთ ერთი ადამიანი ნიშნავს , გადავარჩინოთ მთელი მსოფლიო.

თამბაქო საწამლავია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს X კლასის მოსწავლეებმა 2015 წლის მაისში განახორციელეს საკლასო პროექტი „თამბაქო საწამლავია“. კლასი პროექტის განხორციელების პროცესში თანამშრომლობდა დიდი ჭყონის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ამავე სკოლის დირექტორთან, ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, შსს-ს წარმომადგენელთან. „რაიონში და არამარტო არასრულწლოვანთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. ამ პრობლემისგან შესაძლოა არც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაცულები, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პროექტის ჩატარება აუცილებლობად მივიჩნიეთ და დროულად ზომების მიღება არსებული პრობლემის მიმართ“ - სოფ. მეორე ნამიკოლაოს სამოქალაქო განათლების პედაგოგი მურად ჯანაშია. მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა რაიონის მასშტაბით. ამ მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 1) მინი-ლექციები თამბაქოს მავნებლობაზე, მოწვეული იყო ექიმი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე და ასევე არამწეველ ადამიანებზე,რომლრბისთვისაც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს მწეველი ადამიანი. 2) აქცია თემატური პლაკატებით: „არ გავეკაროთ თამბაქოს,“ „თამბაქო მავნებელია,“ „თამბაქოს მოხმარებით მსოფლიოში ყოველ 6 წუთში ერთი ადამიანი კვდება.“ 3 ) სპორტული შეჯიბრებები მძლეოსნობაში, ფეხბურთში, კალათბურთში და ფრენბურთში.

ტექნიკის კონკურსი

2015 წლის მაისის თვეში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გამოცხადდა ტექნიკის კონკურსი პარტნიორი სკოლებისთვის. სამეგრელოს რეგიონიდან კონკურსში მონაწილოება მიიღო საკლასო პროექტის განმახორციელებელმა ხუთმა სკოლამ, რომელთაგან გამარჯვება მოიპოვა ორმა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ ლეპტოპები და მეხსირების ბარათები - ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის საჯარო სკოლა.

საზაფხულო ბანაკი

პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაგეგმილ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში მონაწილოებს ორი აქტიური მოსწავლე.

Page 4: PH international - ficivics.ge/uploads/rg/Newsletter Atinati, Samegrelo region... · 2018-07-26 · ბიულეტენი მომზადებული და გამოცემულია

,,მოდით, შემოგვიერთიდ, ერთად ვიაროთ და ქვეყანა სიჯანსაღით გავამთლიანოთ“

2015 წლის აპრილი- მაისის თვეში კერძო სკოლა „ქიაჩის“ IX კლასის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით განახორიცელა საკლასო პროექტი. კლასმა პროექტის განსახორციელებლად შეარჩია სქურის ულამაზესი ხეობა, გამორჩეული ჯანსაღი მიკროკლიმატითა და ცნობილი სამკურნალო მინერალური წყლით. კლასი ორ ჯგუფად გაიყო. კროსის ჩასატარებლად მოინიშნა მონაკვეთი თეთრი ციხიდან ეკლესიამდე. გზადაგზა გაკეთებული იყო სიტუაციას მორგებული სახალისო მინიშნებები შესაბამისი დავალებებით. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მონაწილე მოსწავლეებმა მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად ჩათვალეს თავი.

საკლასო პროექტის განხორციელების პროცესში კლასმა ითანამშრომლა საპატრულო პოლიციასთან, რომელმაც გამოყო ეკიპაჟი კროსის მიმდინარეობისას უსაფრთხოების შესანარჩეუნებლად.

მოტივაცია იყო მაღალი, რადგან ამ ღონისძიებით მოსწავლეები ჩაერთვნენ აქციაში: ,,ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად“ , რომელიც ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში. განუვითარდათ თანამშრომლობის უნარი თანატოლებთან მათი საჭიროებების, ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით. მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები ერთდროულად გამოიყენეს პროექტის განხორციელებაში. მათ შეუძლიათ უსაფრთხო ცხოვრების წესის გაზიარება თანატოლებისათვის და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ჯგუფური ვიზიტი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის X2 კლასის მიერ 2015 წლის მაისის თვეში განხორციელდა ჯგუფური ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. პროექტის განხორციელების პროცესში კლასმა სამოქალაქო პედაგოგთან ერთად ითანამშრომლა სკოლის ადმინისტრაციასთან, რომელმაც მათ ჯგუფური ვიზიტისთვის დაუფინანსა ტრანსპორტირება ქუთაისის პარლამენტში. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების გზით და ინფორმაციის მიღება ბავშვთა უფლებების შესახებ. პროექტის მიმდინარეობისას კლასმა შემდეგი აქტივობები განახორციელა: პროექტის მუშა- ჯგუფის შერჩევა და დავალებების განაწილება; სამიზნე ჯგუფის შერჩევა სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა- განხორციელება ჯგუფური ვიზიტის დაგეგმვა - განხორციელება ბავშვთა სამოქალაქო კლუბის პრეზენტაცია ფოტო-გამოფენის მოწყობა სკოლაში პროექტის განხორციელების შემდგომ მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა

უფლებების შესახებ. სამოქალაქო განათლების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეს განუვითარდეს გონებრივი და ფიზიკური უნარ-

ჩვევები, მისცეს საჭირო ცნობა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახებს, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

პარლამენტში ვიზიტისას მოსწავლეები შეხვდნენ ეკა ბესელიას, რომელმაც ინფრომაცია მიაწოდა ბავშვთა უფლებების კომიტეტის მუშაობის სტრუქტურის შესახებ. მოსწავლეებმა დასვეს მათტვის საინტერესო შეკითხვები, რომელბმაც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პარლამენტში ბავშვთა სამოქალაქო კლუბის დებულების პროექტის განხილვის შემდეგ სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა საერთო შეკრება. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს და მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვთა სამოქალაქო კლუბის შექმნის შესახებ.

თანადგომის დღე 2015 წლის 20 მაისს სკოლის ადმინისტრაციასტან თანამშრომლობით და მეუფის კურთხევით ლიის დედათა მონასტერში მოხალისეობრივი საქმიანობა გაწიეს. კერძო სკოლა „ქიაჩის“ IX კლასმა საორგანიზაციო საკითხები თვითონვე მოაგვარა. მოსწავლეები ფიზიკური სამუშაოებით დაეხმარნენ დედათა მონასტერს. ბალახისგან გაწმინდეს ეზო, დარგეს ყვავილები. ამან ხელი შეუწყო მათ პიროვნულ განვითარებას. ყველას უნდა ჰქონდეს თანადგომისა და თანაგრძნობის სურვილი. სკოლასა და თანატოლებს უჩვენეს როგორ შეიძლება დახმარება გაუწიო სხვას. მათი აზრით , სამოქალაქო საზოგადოებას თანადგომისა და ქველმოქმედების დიდი სურვილი უნდა ჰქონდეს. შემწყნარებლობა და თანაგრძნობა მათი ცხოვრების წესი უნდა გახდეს. ამ საკლასო პროექტის მეშვეობით მათ რაიონში პოპულარიზაცია გაუწიეს მოხალისეობრივ საქმიანობას და მის მნიშვნელობას.

მცირე გრანტი - „არა ძალადობას“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის #1 საჯარო სკოლის X კლასისა და სამოქალაქო

განათლების პედაგოგის მიერ წარმატებით განხორციელდა პროექტი „არა ძალადობას“ . პროექტის მიზანი იყო სკოლისა და თემის წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ძალადობის პრევენციული ზომის გატარებისას.

მოსწავლეებსა და თემის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე „ძალადობა“; ჩატარდა კვლევები და აღმზრდელობითი ხასიათის ლექციები თემის მასშტაბით; ფილმის ჩვენება ძალადობაზე; შეხვედრა უფლებადამცველთან, რომელმაც დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს თუ

რომელ სტრუქტურებს მიმართონ ძალადობის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში. პროექტის ფარგლებში დამზადდა და გავცელდა საინფორმაციო ბუკლეტები; ფორუმთეატრი;

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაითამაშეს ოჯახში ძალადობის სცენა ფორუმ თეატრის ელემენტების გამოყენებით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, უფლებადამცველი, რესურსცენტრის წარმომადგენელი პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები. ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ მონაწილე მხარეები და გაიმართა დისკუსია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა და პროექტის ფარგლებში მიღებული სარგებელი. ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს: „პროექტის დასაწყისიდანავე ჩავერთე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით მივიღე ბევრი ინფორმაცია და მიხარია, რომ მომავალი თაობა უკეთ იქნება გათვითცნობიერებული ძალადობის საკითხებში და იმედს ვიტოვებ, რომ მათში მოძალადეებიც ნაკლებად იქნებიან.“