ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია...

16
1 ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი ახალციხე 2013წ. www.civics.ge www.Initiatives.ge www.facebook/ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი www.facebook/initiatives publikacia momzadebuli da gamocemulia axalcixis axalgazrduli centris `samoqalaqo ganaTlebis da pedagogTa gadamzadebis programis~ farglebSi, romelic xorcieldeba amerikuli organizacia PH International-is mier - aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID) finansuri mxardaWeriT. publikaciaSi mocemuli informacia ar warmoadgens amerikis SeerTebuli Statebis mTavrobis oficialur informacias da ar asaxavs aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos an aSS mTavrobis mosazrebebsa da poziciebs.

Transcript of ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია...

Page 1: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

1

ბიულეტენი N8 იანვარი-მარტიახალციხე

2013წ.

www.civics.ge www.Initiatives.ge

www.facebook/ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი www.facebook/initiatives

publikacia momzadebuli da gamocemulia axalcixis axalgazrduli centris `samoqalaqo ganaTlebis dapedagogTa gadamzadebis programis~ farglebSi, romelic xorcieldeba amerikuli organizacia PH International-is

mier - aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID) finansuri mxardaWeriT. publikaciaSi mocemuliinformacia ar warmoadgens amerikis SeerTebuli Statebis mTavrobis oficialur informacias da ar asaxavs aSS

saerTaSoriso ganviTarebis saagentos an aSS mTavrobis mosazrebebsa

da poziciebs.

Page 2: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

2

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მეორე საანგარიშოპერიოდის შემაჯამებელი ღონისძიება

22 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის ივლისი-დეკემბერის თვის პერიოდის საანგარიშო შეხვედრა ჩატარდა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა პროგრამაში მონაწილესამცხე-ჯავახეთის ქართული და არაქართული საჯარო სკოლებისმოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, საგანმანათლებლორესურცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობისა დამმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივიმედია საშუალებების წარმომადგენლები.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინესუდაძემ, მოკლედ ისაუბრა საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ.

პროგრამაში მონაწილე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა ისაუბრესპროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ:

ახალციხის N_1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნადირაძემ ისაუბრა,როგორც 2012 წლის პროგრამის ფარგლებში წლის საუკეთესო პედაგოგის ნომინაციაშიგამარჯვებულმა პედაგოგმა, თუ რა სტიმული მისცა აღნიშნულმა წარმატებამ მომავალსაქმიანობაში.

სამოქალაქო კლუბის ინიციატივების ხელშეწყობაზე სოფელ არალის საჯარო სკოლისსამოქალაქო განათლების პედაგოგმა ეთერი კაჭკაჭაშვილმა და სოფელ სხვილისის საჯაროსკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა საგუმე ამბარცუმიანმა ისაუბრეს.

ამის შემდეგ სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს საანგარიშო პერიოდში მიღწეულიშედეგების პრეზენტაცია.

PH International-საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის გრანტების მენეჯერმა - თამარ ფრუიძემ მოწვეულ სტუმრებს და გამომსვლელ 6სამოქალაქო კლუბს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ახალციხის ახალგაზრდულიცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ სამოქალქო განათლების პედაგოგებსა და სამოქალაქოკლუბის წევრებს აქტიური თანამშრომლობისათვის სერთიფიკატები გადასცა.

სოციალური მედიის ტრენინგები

ახალციხის N_6, ვალის მე_2 და ჭობისხევის საჯარო სკოლებშიჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი.

მოსწავლეებმა გაიგეს რა არის სოციალური მედია, მასმედია დამედია. აქტიურად ჩაერთვნენ ტრენინგის მსვლელობაში,დაარეგისტრირეს ბლოგები მათთვის სასურველ თემებზე.ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე საჯარო სკოლების სამოქალაქოგანათლების მასწავლებლები, რომელებმაც სამოქალაქო კლუბისბლოგები შექმნეს იმ ღონისძიებების გასაშუქებლად, რომელსაც

სამოქალაქო კლუბები ანხორციელებენ.სოციალური მედიის ტრენინგის მიზანია, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ და

შეისწავლონ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების სასარგებლოდ გამოყენება და სწრაფადმიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

Page 3: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

3

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან

25 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრაახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ოლეგ სანდროშვილსა და

პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქოკლუბების ლიდერებს შორის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბატონ ოლეგისათვისახალციხის მუნიციპალიტეტში პროგრამის მუშაობის შესახებდეტალური ინფორმაციის მიწოდება და სამომავლოთანამშრომლობის გზების დასახვა. თავდაპირველად პროგრამის

შესახებ ზოგადი ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისდირექტორმა მარინე სუდაძემ გააცნო. აგრეთვე სამოქალაქო კლუბის წევრებს მიაწოდაინფორმაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტში მცირე გრანტებისთანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხისა და მისი გამოყენების შესაძლებლობებზე.სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს, მუნიციპალიტეტში არსებულიპრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს დეტალურად ესაუბრა მათ მიერ წამოჭრილთითოეულ პრობლემაზე, განუმარტა ინფორმაცია საკრებულოს დელეგირებული უფლებებისშესახებ და შესთავაზა მომდევნო შეხვედრა საკრებულოს ფუნქციის, მოვალეობებისა დაუფლებების გასაცნობად. ახალგაზრდებმა წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებისმოსაგვარებლად ერთობლივად უნდა შეიმუშაონ პროექტები იმ თანხების ფარგლებში, რომელიცმუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალგაზრდული ინიციატივებისმხარდასაჭერად.

დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო კლუბისლიდერებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი სახისშეხვედრები მოეწყოს პერიოდულად 6 თვიანი ინტერვალით.

შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

ინტერვიუ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილესთან რატიტატალაშვილთან

სოფელ არალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა თეონანადირაძემ ინტერვიუ ჩაწერა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელისმოადგილესთან რატი ტატალაშვილთან. მადლობა გადაუხადა იმღონისძიების მხარდაჭერისათვის, რომელიც შშმ. პირისათვისდახმარების სახით ნოუთბუქის გადაცემას გულისხმობდა.რატი ტატალაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო

საზოგადოების დეფიციტია და ეს სწორედ ის პროგრამაა, რომელიცმოსწავლეებს უქმნის წინაპირობას, რომ გახდნენ საზოგადოების

აქტიური წევრები და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

Page 4: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

4

ინტერვიუ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ნინო ნადირაძესთანახალციხის N_1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარი მიქელაძემ და თამარ გოგოლაურმა

ინტერვიუ ჩაწერეს ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის „ოცნებიდან რეალობამდე“-სხელმძღვანელთან ქალბატონ ნინო ნადირაძესთან, რომელიც 2011წელს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მაშტაბით გამართულკონკურსში „საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგის“ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. ინტერვიუს დროსმათ ისაუბრეს სკოლებში სამოქალაქო განათლების როლსა და მისმნიშვნელობაზე. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ სკოლაშისადაც ისწავლება სხვადასხვა საგანი აუცილებელია იყოს

სამოქალაქო განათლებაც, რადგან სამოქალაქო განათლება თავის თავში მოიცავს პიროვნებისაღზრდას, ჩამოყალიბებასა და განათლებას. აგრეთვე ისაუბრეს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საგნისმიმართ უკეთესი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.

ინტერვიუში საუბარი იყო მცირე გრანტების პროგრამის შესახებ და იმ შესაძლებლობებზე,რომელსაც ეს პროგრამა აძლევს სკოლასა და მოსწავლეებს. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა: „ამპროგრამამ მომცა ძალიან ბევრი პოზიტიური მუხტი, ენთუზიაზმი, რომ შეიძლება ყველაფერიგაკეთდეს მოხალისეობრივ საწყისებზე და დამამეგობრა ბევრ სამოქალაქო განათლებისპედაგოგთან“. ინტერვიუს დასასრულს სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალბატონ ნინო ნადირაძესმადლობა გადაუხადეს საინტერესო საუბრისათვის.

ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

28 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პრიმა ვერაში“ ბლოგებისკონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება შედგა.კონკურსი 2012 წლის იანვარში გამოცხადდა და მასში მთელისაქართველოს მასშტაბით 120-მა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12კლასების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილიბლოგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ახალგაზრდა მოხალისე,ახალგაზრდა ომბუდსმენი, ბუნების დამცველი, მოქალაქეჟურნალისტი, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, ახალგაზრდა

განმანათლებელი, სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი. პირველ ადგილზე გასულკონკურსანტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ჟიურის საპატიო წევრებმა გადასცეს.ჟიურის წარმოადგენდნენ: ვახტანგ ასანიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტრო; ირაკლი კუცია, მშვიდობის კორპუსი; ნინო ერემაშვილი, სახალხო დამცველისაპარატი; ნატა სულთანიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტრო; მაია ქობალია, „ალიანსი საგზაოუსაფრთხოებისათვის“, ირაკლი კაკაბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო; ნინო ბექიშვილი, ჟურნალი „ლიბერალი”. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ბუნებისდამცველის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ჭაღიაშვილმა და მიშიკოოქროპირიძემ. გიორგი ჭაღიაშვილმა აღნიშნა: „ბლოგების კონკურსის გამარჯვება ძალიანსასიხარულო იყო ჩემთვის, თუმცა პრიზიც ძალიან კარგი იყო რისთვისაც დიდ მადლობასვუხდი PHinternational–ს და Usaid–ს. მომავალში ვაპირებ ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნისგაზიარებას“.

კონკურსი ჩატარდა PH International-ის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Page 5: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

5

კონფერენცია - „დავითიდან თამარამდე“8 თებერვალს, არალის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ქალაქ ბორჯომის N_3 საჯარო

სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დავითიდან თამარამდე“.აღნიშნულ კონფერენციის პროგრამაში მონაწილეობა 8 სკოლის

სამოქალაქო კლუბის წევრმა მიიღო . სულ შემოვიდა 35 თემა,საიდანაც ჟიურის მიერ შერჩეული იქნა 12 თემა .

კონფერენცია არალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისწევრებმა თამთა ბათმანაშვილმა და თეონა ნადირაძემ გახსნეს. მათმოწვეულ სტუმრებს გააცნეს, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული თემადა რა იყო მათი მიზანი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შემდეგ კომპეტენტური ჟიურის მიერ შეფასდაპრეზენტაციები, თემები და გამოიკვეთა სამი რჩეული ნაშრომი: რველის საჯარო სკოლის,არალის საჯარო სკოლისა და ბორჯომის N_3 საჯარო სკოლის მოსწავლეეის მიერ შესრულებულინაშრომები. აღნიშნული სკოლის სამოქალაქო კლუბებს წიგნიერების დონის ამაღლების მიზნითსაკითხავი ლიტერეტურა, ხოლო კონფერენციაში მონაწილეობისათვის ყველა პრეზენტატორსსერთიფიკატები გადაეცათ.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საკლუბო ინიციატივების ხელშეწყობას, პროგრამაში ჩართულსხვადასხვა სამოქალაქო კლუბების გაცნობასა და დამეგობრებას.აღნიშნული ღონისძიება გაშუქდა ტელე-რადიო კომპანია „მე-9 არხით“.

ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად მომავალი აბიტურიენტებისძირითად საზრუნავს სასწავლებელისა და ფაკულტეტების არჩევაწარმოადგენს.

1 და 13 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბითსკოლებიდან სამოქალაქო კლუბის წევრები (მომავალიაბიტურიენტები) შეხვდნენ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფოსასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს

ბატონ მერაბ ბერიძესა და უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების წარმომადგენლებს. ესშეხვედრა მოეწყო, როგორც ახალციხეში ასევე ახალქალაქში უნივერსიტეტის ბაზაზე. შეხვედრამეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა აბიტურიენტთათვის, რადგან მათთითოეული ფაკულტეტის წარმომადგენელმა დეტალურად გააცნოუნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, ფაკულტეტებზე მისაღბიკონტიგენტის რაოდენობა, თითოეულ ფაკულტეტზე ჩასაბარებელისაგნების ნუსხა, ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და პროექტებისშსახებ. აბიტურიენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესოსაკითხებზე და მიიღეს ამომწურავი იმფორმაცია.

ვიზიტი გაშუქდა ადგილობრივი პრესითა და ტელევიზიით.

Page 6: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

6

ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის(არაქართულენოვან) საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბისხელმძღვანელმა, საგუმე ამბარცუმიანმა მე-11 კლასში ღიაგაკვეთილი ჩაატარა თემაზე - ,,დავით აღმაშენებელი დაჯვაროსნული ომები“. აღნიშნული ომის თემა განხილული იყოსამოქალაქო ჭრილში. გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარებისმიზნით გამოყენებული იყო სლაიდ შოუ, ნახატები და რუქები.

საკლასო ორგანიზაციის მოდელი წარმოადგენდა ჯგუფურ მუშაობას.აღნიშნული ღია გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს ემსჯელათ საქართველოში მიმდინარე

სამოქალაქო აქტივობებზე, რეფორმებზე, ინფორმაცია მიეღოთ დავით აღმაშნებელზე, მისეპოქაზე და ემსჯელათ თუ რა რეფორმების გატარება შეიძლება ძველიდან თანამედროვე ეპოქაში.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის ისტორიისა, სამოქალაქო განათლებისპედაგოგები და სხვილისის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია .

ტრენინგი თემაზე „ლეიკემია“

უდის N_2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა 15თებერვალს ლეიკემიით დაავადებულთა დღის აღსანიშნავადდაგეგმეს ტრენინგი თემაზე „ლეიკემია“. ახალციხისახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით დაამზადესსაინფორმაციო ბუკლეტები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოშილეიკემიით დაავადებულთა რაოდენობა და ზოგადი ინფორმაციადაავადების შესახებ.

აღნიშნულ ტრენინგზე სოფლის ექიმი ქალბატონი მაკა მამუკაშვილი მოიწვიეს. ტრენინგსესწრებოდნენ ამავე სკოლის ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგი ქალბატონი ლილი გიქოშვილი დასამოქალაქო კლუბის მენტორი ქალბატონი თინათინ თათოშვილი.

შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქეთი აფრიამაშვილმა და რიტა პარუნაშვილმა გახსნეს.ტრენინგის მსვლელობისას აქტიურად ჩაერთო ქალბატონი მაკა, რომელმაც განავრცო თემა.მოსწავლეებმა დასვეს თემის ირგვლივ კითხვები, რომლებზეც პასუხი ამომწურავად მიიღეს.ინფორმაციულობის გაზრდის მიზნით ქალბატონმა მაკამ მოსწავლეებს გადასცა ცნობარი-"ლეიკემიის მოკლე აღწერა".

Page 7: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

7

საქართველოს კონსტიტუციის გაცნობა ახალქალაქის (სომხურენოვან) სკოლაში

ახალქალაქის N_4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისწევრებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით ,,საქართველოსკონსტიტუციის“ თემაზე ღონისძიება ჩატარდა. სამოქალაქოგანათლების პედაგოგის ჰასმიკ ღრმაჯიანის ორგანიზებით,სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცვნენ საქართველოსკონსტიტუციას. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში,რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა. გაკეთდასავარჯიშოები და ჯგუფური განხილვა, სადაც მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთითავი მომავალ იურისტებად.

აღნიშნული ღონისძიება გულისხმობდა არაქართულ (სომხურ) საჯარო სკოლაში საკუთარიქვეყნის კონსტიტუციის გაცნობასა და იმის გააზრებას თუ რამდენად ერგება აღნიშნულიკონსტიტუცია ჩვენს ქვეყანას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის N_4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექცია დამშობლები.

,,მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი“

26 თებერვალს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელაწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითმესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველად ესტუმრასოფელ აწყვიტას. სპექტაკლით სახელწოდებით, „ღმერთოდაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“. სპექტაკლი ადამიანთაურთიერთობებს და სტერეოტიპების დამსხვრევას ეხებოდა,რომელსაც ერთი ადამიანი ეწირება.სპექტაკლის დასრულების შემდეგ

აღნიშნული თემა სამოქალაქო კლუბის დისკუსიის საგნად იქცა.სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, კლუბის მეურვე პედაგოგმა

ზეინაბ ივანიძემ და სამოქალაქო კლუბის წევრებმა იმსჯელეს პიესაზე.როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათ განივითარესმაყურებელთათვის საჭირო კულტურა, ემოციებისა და განწყობებისგამოხატვის ეთიკა, მიიღეს ცოდნა როლის მორგებისა და განსახიერების შესახებ.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ პირველი სპექტაკლი აღმოჩდა სოფელ აწყვიტისმოსახლეობისათვის და სამოქალაქო კლუბის წევრებიც მაყურებლის როლში პირველადაღმოჩდნენ. კლუბის წევრები შეხვდნენ მესხეთის თეატრის დამსახურებულ და ახალბედამსახიობებსა და ახლოს გაიცნეს ისინი.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სოფელსა და სკოლას არ აქვს თეატრისათვის საჭირო გარემო, სადაცმაყურებლებლებიც და მსახიობებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ.

Page 8: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

8

„არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ალკოჰოლი“

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში კლუბ „პრესტიჟი“-სინიციატივით ჩატარდა ღონისძება „არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ალკოჰოლი“. ღონისძიებაზემოწვეულნი იყვნენ სოფელ აწყვიტაში მცხოვრები ალკოჰოლზედამოკიდებული ადამიანები, ასევე ბატონი ამირან ივანიძე,რომელმაც ალკოჰოლზე უარი თქვა და არაჯანსაღ ცხოვრებას

ებრძვის.მან მოსწავლეებს გააცნო თავისი „არაჯანსაღი ცხოვრების

პერიოდი“, პრობლემები რომლებიც მას თან ერთო. იგი წუხს, რომდაკარგა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, ამაყობს, რომ ჯანსაღიცხოვრების წესს დაუბრუნდა.

ანალოგიური ტრენინგი ჩატარდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდ კონდურაშისახელწოდებით “მოწევა კლავს“.ტრენინგზე განხილული იყო თამბაქოს შესახებ სხვადასხვა საკითხები.

გაიმართა დისკუსია აღნიშნული თემის ირგვლივ. დისკუსიაში აქტიურად ჩაებნენ თემის სხვაწარმომადგენლებიც.

როგორც კლუბის წევრები აღნიშნავენ განივითარეს, მსჯელობისა და მოსმენის უნარი.

გამარჯვებული გრანტის პრეზენტაცია აზავრეთის საჯარო სკოლაში

აზავრეთის საჯარო სკოლაში გაიმართა გამარჯვებული გრანტისპრეზენტაცია მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომლისმიზანი იყო მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა დასკოლის ადმინისტრაციის ინფორმირებულობა გრანტისფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და შესყიდვების შესახებ.პრეზენტაციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. პროექტისხელმძღვანელმა როზა თამამიანმა დამსწრე საზოგადოებას

დეტალურად გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები. მან აღნიშნა, რომ „ვინაიდან პროექტისმიზანია ახალგაზრდები უკეთ გაეცნონ საქართველოს კანონმდებლობას, მის მოწყობისსტრუქტურასა და ფუნქციებს, ამიტომ აქტიურად ითანამშრომლებენ სამართალდამცავ დასაკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან“. შეხვედრის შედეგად კლუბის წევრები,სკოლის მოსწავლეები და მშობლები მიიღებენ სათანადო იმფორმაციასა და ცოდნას აღნიშნულსაკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი.

Page 9: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

9

ქალთა საერთაშორისო დღე სხვილისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლისუხუცეს ქალბატონებს მიულოცეს

სხვილისის სამოქალაქო კლუბმა „სამშობლომ“ სხვილისისსაჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგისა დასამოქალაქო კლუბ „სამშობლოს“ მენტორის საგუმეამბარცუმიანის ხელშეწყობით 8 მარტს ქალთა საერთაშორისოდღის აღსანიშნავად სხვილისის თემში მოიძია ის ქალბატონები,რომლებსაც დამსახურება აქვთ სოფლის საზოგადოებისსამოქალაქო ცხოვრებაში და სიმბოლურად ყვავილები გადასცეს

საჩუქრად.„საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩდა ახალგაზრდების ინიციატივა და ის ფაქტი, რომ ვიღაცას

ახსოვს დამსახურებული ქალბატონები და აფასებს მათ ღვაწლს“ - აღნიშნავს ტერეზა აკოფიანი,(ყოფილი პედაგოგი), რომელიც სხვილის საჯარო სკოლაში 30 წელი ასწავლიდა ისტორიას.

კლუბის ინიციატივით ამ დღეს სოფელ სხვილისის 25-მა ქალბატონმა მიიღო სასიამოვნოსაჩუქარი .

„თემის პრობლემის მოგვარება განხორციელება“

სოფ. ვარხანის სამოქალაქო კლუბ „ერთობის“ წევრები დახელმძღვანელი შეხვდნენ სოფლის გამგებელს, ტარიელ მსხვილიძესდა წარუდგინეს კლუბის ინიციტივა, შემოეღობათ სოფლისსასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია. მათ ბატონმა ტარიელმადახმარება აღუთქვა და შესთავაზა ეს საკითხი გაზაფხულისდადგომისთანავე განეხილათ.

21 მარტს სოფ. ვარხანის სამოქალაქო კლუბი „ერთობა“ მისიხელმძღვანელი ნონა გუბელაძე და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინესუდაძე ესტუმრნენ სოფლის გამგებელს. მან უკვე შემუშავებული პროექტი და ბიუჯეტიწარუდგინა კლუბის წევრებს, პედაგოგსა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისხელმძღვანელს. საჭირო მასალა მოითხოვდა საკმაოდ დიდ ფინანსებს, რისი რესურსიც არჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტს და ვერც ახალციხის ახალგაზრდულიცენტრი შესთავაზებდა, ამიტომ მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ სოფლის სასაფლაოსათვისგამგებელი და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ერთობლივად დაამზადებინებენ სასაფლაოსმიმდებარე ტერიტორიისათვის შესასვლელ კარებს.

როგორც ქალბატონი მარინე სუდაძე და ბატონი ტარიელ მსხვილიძე აღნიშნავენ, აღნიშნულსაკითხზე მუშაობა დაწყებულია და აპრილის ბოლოსათვის დასრულდება.

Page 10: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

10

„მეტყევის საერთაშორისო დღე“

21 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბისსამოქალაქო განათლების პედაგოგის ნინო ღონღაძის ორგანიზებით,სამოქალაქო კლუბმა „მეტყევის საერთაშორისო დღეს“ საპატიოსტუმრებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ახალციხის ახალგაზრდულიცენტრის წარმომადგენლები, სოფელ ახალდაბაში მცხოვრებიღვაწლმოსილი მეცნიერ-მუშაკი და სატყეო მეურნეობის

რეინჯერები.სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს თემები „ტყე და ბუნება“.წარმოდგენილი თემების შემდეგ, სამოქალაქო კლუბის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის

გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.სპეციალურად „მეტყევის დღესთან“ დაკავშირებით, ახალდაბის სამოქალაქო კლუბის მეურვემ

ნინო ღონღაძემ სტუმრებისათვის მოამზადა მადლობის ფურცელი, რომელიც მოწვეულ სტუმრებსბუნების მოვლის საქმეში თეორიული და პრაქტიკული დამსახურებებისათვის გადასცა.

ღონისძიების ბოლოს, სამოქალქო კლუბის წევრები სოფელ ახალდაბის ტერიტორიულიორგანოს რწმუნებულს ალექსი ლომიძეს შეხვედნენ. განიხილეს სოფლის წყაროს დასუფთავებისსაკითხი და დაიგეგმა სოფლის რწმუნებულთან ერთად ერთობლივი აქცია, რომელიც გვიანგაზაფხულზე განხორციელდება და წყაროს დასუფთავებასა და მწვანე ნარგავებით გალამაზებასგულისხმობს.

„ დედამიწის საათი და წყლის საერთაშორისო დღე“

დაბა აბასთუნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს კონფერენციათემაზე „დედამიწის და წყლის საათი“. კლუბის წევრებმა ერთიკვირის განმავლობაში დაამუშავეს ინფორმაცია და თანატოლებსწარუდგინეს თემების სახით. თემებში აღნიშნული იყო, თურამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ დედამიწის მიერგაღებულ რესურსებს, რადგან ეს რესურსები დედამიწაზეგამოლევადია.

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აქციები წყლისა დადედამიწის საათთან დაკავშირებით, გარემოს დაცვით საკითხებზე მოსახლეობის განათლებისდონის ასამაღლებლად ტარდება. თემების წარმდგენებს გიორგი გაბოშვილსა და ნინოდემეტრაძეს მომზადებული ჰქონდათ სლაიდ შოუ, რომელიც ასახავდა სხვადასხვა ქვეყნის მიერმოწყობილ აქციებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა დამსწრე თანატოლებსადა პედაგოგებს მოუწოდეს, რომ წელსაც ტრადიციულად მარტის თვეში, კერძოდ 23 მარტს,ერთი საათით გამორთონ ელექტრო ენერგია და გახდნენ აქციის მონაწილენი.

Page 11: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

11

„პიროვნება, ალკოჰოლი, სიგარეტი“

19 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის დარბაზში, რველის საჯაროსკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტების პროგრამისფარგლებში წარმოადგინა ღონისძიება „პიროვნება ,ალკოჰოლი,სიგარეტი“. კლუბის წევრებმა ისაუბრეს პიროვნების განვითარებისხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებზე, აგრეთვე სიგარეტისადა ალკოჰოლის მავნებლობაზე.

ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ისეთიაქტუალური თემა, როგორიცაა დონორობა. ვინაიდან დონორობამხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ამიტომ მოზარდებმა მოუწოდეს თანატოლებს, რომსიგარეტზე და ალკოჰოლზე უარის თქმით შეძლებენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისისიცოცხლის გადარჩენასაც. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბორჯომის საჯარო სკოლებისსამოქალაქო კლუბების წევრები, პედაგოგები, ახალგაზრდული ცენტრისა და PH internationalisწარმომადგენლები.

ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

„მრავალ არიან წოდებულ, მცირედნი რჩეულნი“

„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფასხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე

პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და დავიწყეზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაცვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოებისხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე,აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“.

2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის წელად გამოაცხადა.ახალციხის N_6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,დისპერსიის“

წევრებმა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გამართესახალციხის მუნიციპალიტეტის დარბაზში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის ექვსი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები,პედაგოგები, მშობლები, გამგეობის კულტურის განყოფილებისა და სამცხე-ჯავახეთისმუზეუმის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მისი, როგორცსამოქალაქო საზოგადოების წევრის, უდიდეს პასუხიმგებლობის ხარისხზე და თავდადებაზე.

კლუბმა ახალგზრდული ცენტრის მხარდაჭერით დაამზდა ბანერი, რომელიც უმოკლესხანში განთავსდება ქალაქის ცენტრში საკრებულოს გადაწყვეტილებით მითითებულადგილზე.

პროფესორმა ნატო ყრუაშვილმა გამოთქვა აზრი, რომ როცა მოსწავლეები აფასებენმნიშვნელოვან მოვლენებს და მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ეს იმისმანიშნებელია, რომ ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია.

ღონისძიება გაშუქდა ადაგილობრივი ტელევიზიით.

Page 12: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

12

სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრად ,, დიალოგში“

21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნლისტიკის დღე აღინიშნა. ამ დღსთან დაკავშირებითტელეკომპანია „მე-9 არხმა“ ყოველკვირეულ გადაცემა „დიალოგში“ სამოქალქო განათლებისა

და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდაჟურნალისტის“ საპროექტო ჯგუფის წევრები მიიწვია, სადაც ახალგაზრდებმა დეტალურადისაუბრეს პროექტის მიზნებისა და განხორციელების გზებზე. პროექტის მიზნის მისაღწევადდაგეგმილია და ხორციელდება ერთობლივი თანამშრომლობა ახალციხის „მე-9 არხი“-სადგილობრივ ტელევიზიასთან. სულ მომზადდება 5 სიუჟეტი და გაშუქდება ადგილობრივიტელევიზიით:1. როგორ მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლებში და რა ზომებს იღებს სკოლაშიარსებული პრობლემების პრევენციისათვის;2. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (თამბაქო ,ალკოჰოლი);3. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;4. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;

მე-5 სიუჟეტი - "როგორ აგვარებს სკოლა ან თემი პრობლემას ადგილობრივხელისუფლებასთან თანამშრომლობით" - ნაჩვენები იქნება დასკვით ღონისძიებაზე, სადაცდაესწრება ადგილობრივი თვილთმართველობა და ახალგაზრდული ცენტრი. შეიძლებაადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად მოგვარდეს რაიმე პრობლემაც.

როგორც ადგილობრივი ტელევიზიის, ასევე ახალციხის N_1 საჯარო სკოლის სამოქალაქოკლუბის წევრებმა აღნიშნეს, როგორც თავად პროექტი ასევე პროექტის განხორციელებისპროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ტელევიზიისა და საპროექტო ჯგუფის წევრებმაბევრი რამის სწავლა მოახერხეს ერთმანეთისაგან. მსგავსი სახის პროექტების დაფინანსება დაგანხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართვას საერთოპრობლემების მოძიებისა და მოგვარების პროცესში, რადგან ქალაქში გამოსულები უკვე სხვათვალით უყურებენ მიმდინარე პროცესებს.

ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს პროექტისდასრულების შემდეგაც.

Page 13: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

13

ქალაქ ახალციხეში „დედამიწის საათი“ აღინიშნა

22 მარტს, ახალციხის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და სამოქალაქოკლუბის მეურვემ მანანა დათებაშვილმა, სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ინფორმაციული

ღონისძიება მოაწყო თემაზე „დედამიწის საათი“.ღონისძიებაზე სამოქალაქო კლუბის წევრებმაა მოწვეულ სტუმრებსა და

თანატოლებს გააცნეს თემატური სლაიდები,დედამიწის გარსის, მისი მნიშვნელობისა დადაცვის მექანიზმების შესახებ. ისაუბრეს იმისშესახებ, რაც დედამიწის სიმდიდრედ ითვლება,

საქართველოში არსებული ბუნებრივი სიმდიდრესა და დაცულიტერიტორიებზე. ისაუბრეს ასევე „დედამიწის საათზე“, რომელიცგარემოს დაცვის აქციად 60 წუთით და უფრო მეტით (რაც მიმატების ნიშნით აღინიშნება)ელექტრო ენერგიის გათიშვას გულისხმობს.

აქციის ფარგლებში, 23 მარტს, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა ადგილობრივთვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე, შეათანხმა ელექტრო ენერგიის გათიშვა21:00-საათიდან 21:30-საათამდე ცენტრალურ სკვერში. ღონისძიებას შეუერთდნენ ადგილობრივიმაცხოვრებლები, თვითმმართველობა და მედია.

საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “ყველაფერი კარგად იქნება“

28 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის სამოქალაქოკლუბის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით,დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართასაქველმოქმედო აქცია სახელწოდებით „ყველაფერი კარგად იქნება“.

აწყურის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქციადიაბეტით დაავადებულ VIII კლასელ ანა სირაძისა და IV კლასელნინო მახათაძის დასახმარებლად მოაწყვეს, რასაც ახალციხისახალგაზრდული ცენტრი, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და

მშობლები ამოუდგნენ მხარში.საქველმოქმედო აქციაზე დასწრება ფასიანი იყო. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბილეთის ფასად

სიმბოლური თანხა 50 თეთრი დაადგინეს. შემოსული თანხის რაოდენობამ 200 ლარი შეადგინა.დასასრულს, სკოლის დირქტორმა ქეთევან დუგლაძემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო კლუბს-გააქტიურებისათვის, სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და თემს საქველმოქმედო ღონისძიებაშიმონაწილეობისა და წვლილის შეტანისათვის.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ სამოქალაქო კლუბსსაქველმოქმედო აქციის დაგეგმასა და წარმოდგენისათვის „მადლიერების სერთიფიკატი“გადასცა.

Page 14: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

14

„ბუნების დაცვის კვირეული“

18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლევანდევიძის ორგანიზებით და სამოქალაქო კლუბ „წაღვერის“ ერთობლივიინიციატივით, დაბა წაღვერში „ბუნების დაცვის კვირეული“ აღინიშნა,სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები და „ეკო კლუბის“ წევრებიმონაწილეობდნენ.

სამოქალაქო კლუბ „წაღვერი“-ის წევრებმა მოიძიეს ინფორმაციაბუნების დაცვის დღეებთან დაკავშირებით, მოამზადეს საინფორმაციოპლაკატები, შემდგომ ამისა, წაღვერის საჯარო სკოლაში გაიმართაინფორმაციული შეხვედრა საზოგადოებასთან. კლუბის წევრებმაწარადგინეს პრეზენტაციები ბუნების დაცვის შესახებ.

ღონისძიებას დაბა წაღვერის რწმუნებული იოსებ გოგოლაძე ესწრებოდა, რომელსაც სამოქალაქოკლუბის წევრებმა 21 მარტს დაგეგმილ დასუფთავების აქციაზე ხელშეწყობა სთხოვეს, რაცგულისხმობდა შეგროვებული ნარჩენების ორგანიზებულ გატანას.

19 მარტს, სოფელ წაღვერში თვალსაჩინო ადგილას გამოიკრა საინფორმაციო პლაკატები, რათაწაღვერის მოსახლეობა გაცნობოდა განსახორციელებელ ღონისძიებათა განრიგს.

20 მარტს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა გაეროს განვითარების პროგრამის „UNDP“-ს, ეკოკლუბების კოორდინატორს სამცხე-ჯავახეთში ეთერ ჭინჭარაძეს უმასპინძლეს, რომელსაც გააცნესორი საპრეზენტაციო თემა: „წყლის მსოფლიო დღე“ და „დედამიწის საათი“. პრეზენტაციისშემდეგ, განსახორციელებელი ღონისძიებების მსმენელთათვის გაცნობა, ფუნქციებისა დასამოქმედო გეგმის მიწოდება მოხდა. შეიქმნა ხუთ-ხუთ კაციანი ჯგუფები პედაგოგებისხელმძღვანელობით და თითიეულ მათგანისათვის განისაზღვრა კონკრეტული ტერიტორია,რომლის დასუფთავებაც ევალებოდათ.

21 მარტს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სხვა მოსწავლეებთან და ეკო კლუბის წევრებთანერთად დაიწყეს დასუფთავების აქცია, რომელიც მოიცავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა დასოფელ დაბიდან - სოფელ კეჩხობამდე გზის მიმდებარე ტერიტორიებს. შეგროვებული ნარჩენებისგატანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის რწმუნებულის იოსებ გოგოლაძისდახმარებით გამოყოფილი ტრანპორტით და დასუფთავების სამსახურის მუშების უშუალომონაწილეობით მოხდა.

„ბუნების დაცვის კვირეული“-ს ფარგლებში წაღვერის სამოქალაქო კლუბის დასკვნითიღონისძიება 22 მარტს მოეწყო, რომელსაც სკოლის დირექციის წარმომადგენლები, სოფლისრწმუნებულები, ღონისძიებების მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.საბოლოოდ, დადებითად შეაფასეს განხორციელებული აქტივობები და დასახეს საერთო გეგმასამომავლო ღონისძიებების პერმანენტულად განხორციელებისათვის.

Page 15: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

15

“სახელმწიფო და მისი შინაგანი წესები”

22 მარტს, ახალციხის N-3 საჯარო სკოლის სამოქალაქოგანათლების პედაგოგებმა აზნივ ვირაბიანმა და სუზანნიისპირიანმა, ამავე სკოლის VIII დან XII კლასის მოსწავლეებისათვისტრენინგი დაგეგმეს თემაზე: “სახელმწიფო და მისი შინაგანიწესები”. ტრენინგის ორგანიზებაში ახალციხის ახალგაზრდულიცენტრი დაეხმარა. თემა წარმოადგინა სონია მალხასიანმა.

თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი მიზნად ისახავდაარაქართულ (სომხურ) სკოლაში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურის გაცნობასა დასახელმწიფოში არსებული შინაგანი წესების შესახებ მსჯელობას.

დასასრულს, მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს: „ჩვენ გავიგეთ, თუ რასნიშნავს სახელმწიფო, როდის დაარსდა და რისთვის და სახელმწიფოტერიტორიული მოწყობისშესახებ. ტრენინგმა დიდი ცოდნა მოგვცა სახელმწიფოს ფორმების შესახებ“-აღნიშნავს ერთ-ერთიმოსწავლე.

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდულ ცენტრს დახმარებისათვის და აღნიშნეს, რომმოხარულები იქნებიან, თუ მომავალშიც გაგრძელდება ამ სახის ტრენინგები.

„დედამიწა გადარჩენას ითხოვს“

26 მარტს, ბოჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომის N_4 საჯაროსკოლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა, რომელშიც სკოლისმოსწავლეები, პედაგოგები, დირექცია და თემის წარმომადგენლებიმონაწილეობდნენ.

ბორჯომის N_4 საჯარო სკოლისსამოქალაქო კლუბ „ლოგოსი“-ს

ინიციატივით, სკოლის დირექციის, პედაგოგიური კოლექტივისა დათემის ხელშეწყობით სკოლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავდა და დაიბარა ეზოსყვავილებისა და ნარგავების ადგილები, შეკეთდა ღობე, რომელიცსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიას იცავს.აქციის მონაწილეებს დასუფთავების ინსტრუმენტები მიაწოდეს სკოლის პედაგოგიურმაკოლექტვმა და სკოლის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. სკოლის ეზოში სამოქალაქოკლუბის წევრებმა სტენდი გააკეთეს, სადაც საკუთარი ნახატები მოათავსეს, თემა დედამიწასა დაბუნების დაცვას ეხებოდა.

Page 16: ბიულეტენი N8 იანვარი-მარტი 2013წ. · 6 ღია გაკვეთილი სხვილისის საჯარო სკოლაში

16

ვიზიტი ბორჯომის #2 ჩამომსხმელ ქარხანაში

სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი ბორჯომისჩამომსხმელი ქარხანა მოენახულებინათ. როგორც ქარხნისთანამშრომელმა აღნიშნა, მინერალური წყლის ისტორია და მისიჩამოსხმის ტექნოლოგიები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევსახალგაზრდებში.

27 მარტს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის ფარგლებში, რეგიონის მაშტაბით არსებული 17 სამოქალაქო

კლუბის 60 წევრი ეწვია ბორჯომის N_2 ჩამომსხმელ ქარხანას. ქარხნის დირექტორისადმინისტრაციულმა თანაშემწემ ქალბატონმა ნინო მიქელაძემ დაწვრილებით გააცნომოსწავლეებს მინერალური წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიები და მისი სამკურნალო თვისებები,დაესწრნენ ბორჯომის ჩამოსხმის პროცესს, რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

სოფელ ვარხნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათე დარბაიძემ და ნათია გულიაშვილმააღნიშნეს, რომ ვიზიტის დროს მოსმენილი ისტორია მინერალური წყლის შესახებ მეტადსაინტერესო აღმოჩნდა.

ვიზიტი გაშუქდა სოციალური მედიის საშულებით.

ბუკლეტი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ქ. ახალციხე, ახალციხის ახალქაზრდული ცენტრი, კოსტავას ქ. 79. ტელ: 0 (365) 22 08 77

Email: [email protected] ბლოგი: Akhaltsikheyouthcenter.wordpress.com