UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss...

12
_____________________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected] 1 ორგანიზაცია UK BRIDGE-ის ინიციატივით, NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო, ბრიტანეთის BUCKSWOOD SUMMER SCHOOL და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ: მიიღოთ მონაწილეობა სახალისო, საინტერესო კონკურსში, უფასოდ გაემგზავროთ და შეისწავლოთ/დახვეწოთ ინგლისური დიდ ბრიტანეთში ბაკსვუდის საზაფხულო სკოლაში (BUCKSWOOD OVERSEAS SUMMER SCHOOL – BOSS) კონკურსი გამოავლენს ორ გამარჯვებულ ახალგაზრდას! I ადგილი - BOSS საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ 4-კვირიან კურსებზე უფასოდ გამგზავრება, უფასოდ სწავლა და ამ პერიოდში ბრიტანეთში უფასო ცხოვრება (2014 წლის 20 ივლისიდან - 16 აგვისტომდე) II ადგილი - BOSS საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ 3-კვირიან კურსებზე უფასოდ გამგზავრება, უფასოდ სწავლა და ამ პერიოდში ბრიტანეთში უფასო ცხოვრება (2014 წლის 20 ივლისიდან - 9 აგვისტომდე) კონკურსის პარტნიორი და ოფიციალური გადამზიდავია კომპანია “ლუფთჰანზა” კონკურსში მონაწილეობის წესები რა არის ამ კონკურსის მიზანი? კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების ზრდასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ შორის სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურის სანდოობის შეფასებას, მის დამუშავებასა და საკითხის არსის ნათლად და ლაკონურად გადმოცემას. ვინ შეიძლება იყოს კონკურსის მონაწილე? კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 14-დან 17 წლის (ჩათვლით) მოსწავლეებს. თუ თქვენ ხდებით 14 წლის 31.05.2014- ის შემდეგ, სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ (კონკურსი მთავრდება 01.06.2014). თუ თქვენ ხდებით 18 წლის 17.08.2014-მდე (ენის შემსწავლელი კურსი მთავრდება 16.08.2014), ასევე ვერ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში. ამის ძირითადი მიზეზი ბრიტანეთის მოქმედი კანონმდებლობაა. 18 წლის ადამიანი ლეგალურად ზრდასრულია, ხოლო Buckswood-ის სკოლას კი მხოლოდ მოზარდების მიღების უფლება აქვს, 14-დან 17 წლის ჩათვლით.

Transcript of UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss...

Page 1: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

1

ორგანიზაცია UK BRIDGE-ის ინიციატივით, NATIONAL

GEOGRAPHIC საქართველო, ბრიტანეთის BUCKSWOOD SUMMER SCHOOL და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ: მიიღოთ მონაწილეობა სახალისო, საინტერესო

კონკურსში, უფასოდ გაემგზავროთ და შეისწავლოთ/დახვეწოთ ინგლისური დიდ ბრიტანეთში ბაკსვუდის საზაფხულო სკოლაში

(BUCKSWOOD OVERSEAS SUMMER SCHOOL – BOSS)

კონკურსი გამოავლენს ორ გამარჯვებულ ახალგაზრდას!

I ადგილი - BOSS საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ 4-კვირიან კურსებზე უფასოდ გამგზავრება, უფასოდ სწავლა და ამ პერიოდში ბრიტანეთში

უფასო ცხოვრება (2014 წლის 20 ივლისიდან - 16 აგვისტომდე)

II ადგილი - BOSS საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ 3-კვირიან კურსებზე უფასოდ გამგზავრება, უფასოდ სწავლა და ამ პერიოდში ბრიტანეთში

უფასო ცხოვრება (2014 წლის 20 ივლისიდან - 9 აგვისტომდე)

კონკურსის პარტნიორი და ოფიციალური გადამზიდავია კომპანია “ლუფთჰანზა”

კონკურსში მონაწილეობის წესები

რა არის ამ კონკურსის მიზანი? კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების ზრდასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ შორის სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურის სანდოობის შეფასებას, მის დამუშავებასა და საკითხის არსის ნათლად და ლაკონურად გადმოცემას. ვინ შეიძლება იყოს კონკურსის მონაწილე? კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 14-დან 17 წლის (ჩათვლით) მოსწავლეებს. თუ თქვენ ხდებით 14 წლის 31.05.2014-ის შემდეგ, სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ (კონკურსი მთავრდება 01.06.2014). თუ თქვენ ხდებით 18 წლის 17.08.2014-მდე (ენის შემსწავლელი კურსი მთავრდება 16.08.2014), ასევე ვერ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში. ამის ძირითადი მიზეზი ბრიტანეთის მოქმედი კანონმდებლობაა. 18 წლის ადამიანი ლეგალურად ზრდასრულია, ხოლო Buckswood-ის სკოლას კი მხოლოდ მოზარდების მიღების უფლება აქვს, 14-დან 17 წლის ჩათვლით.

Page 2: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

2

გვიან გავიგე კონკურსის შესახებ და შემიძლია მასში ჩავერთო? არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩაერთვებით კონკურსში - დასაწყისშივე (2014 წლის იანვარში) თუ კონკურსის დასასრულისკენ (2014 წლის მაისში). როგორც ქვემოთ ნახავთ, მთავარია, ხუთი თემის მომზადება. თქვენი არჩევანია: ხუთივეს ერთად გამოაგზავნით კონკურსის ბოლოსკენ თუ ხუთი თვის განმავლობაში - თქვენი არჩეული რეგულარობით. მთავარია, კონკურსის დასასრულისთვის გვქონდეს თქვენი ხუთივე თემა! ნაკლული რაოდენობის თემების მომწოდებელი მონაწილე კონკურსს გამოეთიშება. რატომ აქვს დაგვიანებულ მოსწავლეს კონკურსში ჩართვის უფლება? ასეთი მიდგომა ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. მათ, ვინც გვიან შეიტყო კონკურსის შესახებ და მათაც, ვინც მასში ჩართვა მოგვიანებით გადაწყვიტა (ქვემოთ უფრო დეტალურად იქნება ახსნილი). ინგლისური არ ვიცი სათანადოდ. ეს ხელის შემშლელი იქნება ჩემთვის? არა. არ იქნება ხელის შემშლელი. ზოგადად, უკეთესია ინგლისური იცოდეთ დამწყებ დონეზე მაინც, მხოლოდ იმიტომ, რომ ენის დახვეწა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მისი თავიდან სწავლა. თუმცა ამ კონკურსისთვის ინგლისური ენის ცოდნას არ ექცევა არავითარი ყურადღება, რადგან ჩვენ ვაფასებთ ახალგაზრდის სხვა უნარებს და არა ინგლისურის დონეს. BOSS-ის საზაფხულო სკოლის სწავლების მეთოდი ენის ცოდნის ისეთ მყარ საფუძველს აძლევს დამწყებ მოსწავლეებს, რომელიც აუცილებელია შემდგომი დახვეწისათვის. რა არის BOSS-ის საზაფხულო სკოლა, რა დონის სასწავლებელია ის? BOSS-ი ენის შესასწავლი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საზაფხულო სკოლაა ბრიტანეთში. მისი პროგრამებისა და სწავლის მეთოდების, ექსკურსიებისა თუ სხვ. ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.buckswoodsummerschool.com რას გულისხმობს თავად კონკურსი? 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, 5 თვის განმავლობაში, ჟურნალ National Geographic საქართველოში ყოველთვიურად გამოქვეყნდება ერთი თემის სათაური 5 სხვადასხვა სფეროდან:

1. ისტორია/არქეოლოგია 2. აღმოჩენები და თავგადასავლები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო 3. ხალხები და კულტურები 4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები 5. ველური ბუნება

Page 3: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

3

მოსწავლემ უნდა იმუშაოს და დაწეროს თითო სტატია (ქართულად!) ხუთივე საკონკურსო თემაზე (სულ ხუთი სტატია). 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ყოველ ნომერში გამოქვეყნდება ერთი თემა, რომელიც შერჩეული იქნება 2012 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე თვემდე გამოსული ჟურნალის რომელიმე ნომრის (ან ნომრების) ერთ ან რამდენიმე სტატიაზე დაყრდნობით. რა არის საკონკურსო თემები, სფეროები და როგორია მათი ჟურნალში გამოქვეყნების რიგითობა? იანვრის (2014 წ) თემა

“კლეოპატრა - ეგვიპტის ბოლო ფარაონის საიდუმლოებანი”, სფერო: “ისტორია და არქეოლოგია”.

თემის შესაბამისი სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალის 2013 წლის აპრილის ნომერში სათაურით “კლეოპატრას ძიებაში”, ავტორი: ჩიპ ბრაუნი (გვერდი 30 – 53).

თებერვლის (2014 წ) თემა

"ანტარქტიდა - უცნობი მიწის ძიებაში" (რა განსაზღვრავს წარმატებულ ექსპედიციას?); სფერო: აღმოჩენები და თავგადასავლები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო

თემის შესაბამისი სტატიები გამოქვეყნებული იყო ჟურნალის შემდეგ ნომრებში: 1. “უცნობ მიწაზე” (2013 წელი, იანვრის ნომერი; გვ. 116) 2. “კაცი, რომელმაც ანტარქტიდა რბოლაში მოიგო” (2014 წლის

თებერვლის ნომერი; გვ. 102) 3. "მოუსვენარი გენები" (2013 წელი, იანვრის ნომერი. გვ. 42) 4. “მოუთვინიერებელი ანტარქტიდა“ (2013 წელი, სექტემბრის ნომერი; გვ.

70) მარტის (2014 წ) თემა

“კიდობანს ვაშენებთ – იშვიათი სახეობების ძირითადი პრობლემები", სფერო: “ველური ბუნება”. თემის შესაბამისი სტატიები გამოქვეყნებული იყო ჟურნალის შემდეგ ნომრებში:

1. „სისხლიანი ბიზნესი“ (02/2013; გვ. 112); 2. „ცხოვრება პრაიდთან“ (08/2013; გვ. 62); 3. „ცხოველთა ელჩი ადამიანთა სამყაროში“ (10/2013; გვ. 26); 4. „კიდობანს ვაშენებ“ (10/2013; გვ. 136)

აპრილის (2014 წ) თემა

"ჩვენი კოსმოსი", სფერო: “საბუნებისმეტყველო მეცნიერებები”.

(თხზულება ითხოვს ყურადღება გამახვილდეს იმ ძირითად დასკვნებზე, რომლებიც ქვემოთ მოყვანილ 4 დამხმარე სტატიაშია მოცემული)

თემის შესაბამისი სტატიები გამოქვეყნებული იყო ჟურნალის შემდეგ ნომრებში: 1. “დიდი გაფრენა” (2013 წელი, იანვრის ნომერი; გვ. 68) 2. “ღამის ცეკვა” (2013 წ. აპრილის ნომერი; გვ. 110) 3. “მივლინება მარსზე” (2013 წ, ივლისის ნომერი; გვ. 50) 4. “პირველად იყო ქაოსი” (2013 წ. ივლისის ნომერი; გვ. 60)

მაისის (2014 წ) თემა

„გამქრალი ცივილიზაციები“ სფერო: "ხალხები და კულტურები".

(თხზულება ითხოვს ყურადღება გამახვილდეს იმ ძირითად

Page 4: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

4

დასკვნებზე, რომლებიც 4 დამხმარე სტატიაშია მოცემული)

თემის შესაბამისი სტატიები მოიძიეთ ჟურნალის შემდეგ ნომრებში:

1. „გამოქვაბულები ცაში“ (2012 წ. ოქტომბრის ნომერი; გვ. 50),

2. „მაიას საიდუმლოებანი“ (2013 წ. სექტემბრის ნომერი; გვ. 28),

3. „დიადი ინკები“ (2014 წ. მარტის ნომერი; გვ. 88), 4. „რამ მოკლა ტუტანხამონი“ (2014 წ. მაისის ნომერი; გვ. 58)

თუ არ ხართ ჟურნალის ხელმომწერი და არ გაქვთ ჟურნალის ეს ნომერი, მისი შეძენა ჩვენს პარტნიორ სააფთიაქო ქსელ GPC-ის ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

რა მომეთხოვება ნაშრომის დასაწერად? კონკურსის მონაწილეს მოეთხოვება წაიკითხოს National Geographic საქართველოში გამოქვეყნებული ძირითადი სტატიები და გაანალიზოს. შემდეგ მოიძიოს დამატებითი ლიტერატურა და დაამუშაოს. შემიძლია თუ არა მუშაობისას უფროსებიც დავიხმარო? თუ ჩათვლით საჭიროდ, დაიხმარეთ მშობელი, მასწავლებელი ან სხვა სპეციალისტი. მიიღეთ მათგან დამატებითი რჩევები თემის, სტატიის წერისა თუ ლიტერატურის დამუშავების დეტალებზე. მაგრამ გაითვალისწინეთ: თქვენი ნაშრომი თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ. საუკეთესო ნაშრომის ავტორსაც კი, რომელიც პირველად შერჩევას გაივლის, ჩაუტარდება მარტივი გასაუბრება, სადაც იოლად გამოვლინდება, მართლაც არის თუ არა თვითონ ნაშრომის ავტორი. შეეცადეთ იყოთ კრიტიკულები. უფროსებისგან მიღებული ზეპირი ინფორმაცია მაინც სანდო წყაროებში გადაამოწმეთ, რადგან ფაქტობრივი შეცდომა ქულას დაგაკლებთ. როგორი უნდა იყოს ტექსტის სტილი? ჩვენთვის მთავარია თხზულებაში გამოჩნდეს თქვენი, როგორც დამწყები მკვლევრის, უნარები. ამიტომ, ნუ ეცდებით თხზულება დაწეროთ “მაღალ აკადემიურ დონეზე”. ამბავი გადმოეცით თქვენი სიტყვებით. თუმცა, ეცადეთ თხზულება იყოს ენობრივად გამართული. შეეცადეთ დაიცვათ თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები. გაითვალისწინეთ, რომ საწერი სივრცე ჟურნალის ჩანართში შეზღუდულია, ამიტომ იყავით ლაკონურები. ფრთხილად მოეკიდეთ ტერმინებს. გადაამოწმეთ ის უცხო სიტყვათა ლექსიკონში, დარწმუნდით, რომ სწორად ხმარობთ, რადგან ტერმინოლოგიურ შეცდომაზე ქულა იკლებს. ამიტომ, უმჯობესია აზრი გამოთქვათ თქვენი, თუნდაც მარტივი სიტყვებით. ეს უფრო ფასეულია ჩვენთვის, ვიდრე მრავალი უცხო სიტყვითა თუ ტერმინით ტექსტის გადატვირთვა.

Page 5: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

5

თქვენი ნაშრომი უნდა დაიწეროს შემდეგი სტრუქტურით:

1. შესავალი: აღწერეთ ჟურნალ National Geographic საქართველოში გამოქვეყნებული ძირითადი სტატიის დამუშავების გარდა რა კვლევები ჩაატარეთ. მაგალითად, სხვა ლიტერატურის მოძიება, გასაუბრებები, დოკუმენტური ფილმების ნახვა ან სხვა. ეს ნუსხა მხოლოდ რეკომენდაციის სახეს ატარებს და დამატებითი კვლევების გვარობა სრულადაა დამოკიდებული თქვენს გადაწყვეტილებასა და მიდგომებზე; თუ დაგჭირდათ დამხმარე კონსულტანტი (იქნება ეს მასწავლებელი, სპეციალისტი თუ სხვა) მოკლედ მიუთითეთ ვინ არის ეს პირი (ან პირები), ძალიან მოკლედ აღწერეთ როგორ დაგეხმარნენ (მაგ. “ჩამოვართვი ინტერვიუ” ან “დავესწარი ლექციას” ან “ჩამიტარა გაკვეთილი ლიტერატურის მოძიებაში” ან “მასწავლა როგორ ჩამეტია გრძელი სათქმელი მოკლე წინადადებაში” და ა.შ. ეს ნაწილი უკეთესია იყოს თხზულების მოცულობის არაუმეტეს 20%.

2. ძირითად ნაწილი: აღწერეთ ა) მოკლედ მიუთითეთ რა იყო თქვენთვის ახალი და საინტერესო ამ სტატიაში ბ) თქვენი აზრით რა იყო სტატიის ძირითადი აზრი/იდეა გ) რა დამატებითი საინტერესო ფაქტები მოიძიეთ თემის გარშემო (ეს ნაწილი უკეთესია იყოს თხზულების მოცულობის არაუმეტეს 40%)

3. დასკვნა: რა მთავარი დასკვნა (ან დასკვნები) გააკეთეთ National Geographic საქართველოში გამოქვეყნებული ძირითადი სტატიისა და დამატებითი მასალის დამუშავების დროს (უკეთესია იყოს თხზულების მოცულობის არაუმეტეს 20%)

4. გამოყენებული ლიტერატურა: გამოყოფილი სივრცე რომ დაზოგოთ, ლიტერატურის სია დაწერეთ სტრიქონზე მიყოლებით და გამოყავით ნომრებით. სიაში მიუთითეთ: ლიტერატურის (სტატიის, წიგნის) დასახელება, ავტორი, გამოქვეყნების წელი, გამომცემლობა ან ინტერნეტის მისამართი (ე.წ. ლინკი). თხზულების ეს ნაწილი უკეთესია იყოს მთელი მოცულობის არაუმეტეს 20%;

ჯერ არასოდეს ჩამიტარებია ასეთი კვლევა და არ დამიწერია სტატია. ხომ ვერ მირჩევთ, როგორ გავაკეთო ეს?

ჩვენ არ ველით, რომ თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება ასეთ საქმეში. ეს ნორმალურია, მისაღებია და ნუ შეშინდებით. გაიხსენეთ, რომ თქვენი სხვა თანატოლებიც (კონკურსის მონაწილეებიც) თქვენივე დონეზე არიან. იმისთვის, რომ ნაშრომი გამოგივიდეთ ლაკონური და გამოჩნდეს თქვენი უნარ-ჩვევები, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი არასავალდებულო, მაგრამ პრაქტიკული რეკომენდაციები:

- გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნაშრომი უნდა ჩაეტიოს ჟურნალში გამოყოფილ ორ გვერდში. შეფასებისთვის არ ვიღებთ დამატებით

Page 6: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

6

გვერდებიან ნაშრომებს, ანუ დამატებითი გვერდები არ ფასდება, ეს კი ქულას დაგაკლებთ.

- ყურადღებით წაიკითხეთ National Geographic საქართველოში გამოქვეყნებული ძირითადი სტატიები და კითხვისას ნუ მოგერიდებათ და ჟურნალშივე მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ადგილები ან ფაქტები, თქვენთვის უცნობი სიტყვები და ტერმინები.

- პირველ რიგში, მოიძიეთ თქვენთვის უცნობი სიტყვებისა და ტერმინების მნიშვნელობები (განმარტებების მოძიება შეიძლება უცხო სიტყვათა ლექსიკონებში, ინტერნეტით, ენციკლოპედიებში და ა.შ.).

- დაფიქრდით სად შეიძლება მოიპოვოთ ფაქტებისა თუ საინტერესო ამბების შესახებ დამატებითი ლიტერატურა (ინტერნეტი, ენციკლოპედიები, წიგნები, სხვა სტატიები სხვა გამოცემებში, დოკუმენტური ფილმები YouTube-ში და ა. შ.)

- ცალკე რვეულში ან კომპიუტერში (როგორც გირჩევნიათ) “შავად” დაწერეთ მთელი მოძიებული მასალის შესახებ. ამ დროს ნუ შეიზღუდებით. თუ გამოვა ბევრი გვერდი, გამოვიდეს! ნაშრომს შემდეგ დაამოკლებთ.

- გადაავლეთ თვალი თქვენს “შავ მასალას” და მოიფიქრეთ თითოეული აბზაცი ან წინადადება სად უნდა ჩასვათ: შესავალში, ძირითად ნაწილში თუ დასკვნაში.

- გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ და დაფიქრდით: ლოგიკურია თუ არა თქვენი თხრობა. შეაფასეთ რა არის მნიშვნელოვანი თქვენს ნაშრომში და რა - მეორეხარისხოვანი ან ზედმეტი.

- ამოიღეთ თქვენი აზრით მეორეხარისხოვანი ან ზედმეტი ინფორმაცია და ეცადეთ წინადადებები დაამოკლოთ/გამართოთ. ეცადეთ მიიყვანოთ ტექსტი იმ ზომამდე, რომ გადაწერისას დაეტიოს ჟურნალის სპეციალურ ჩანართში გამოყოფილ სივრცეში.

- თუ სტატია მოგეწონათ, გადაათეთრეთ ხელით ჟურნალიდან ამოჭრილ ჩანართში. იგი მზადაა შესაფასებლად.

დამატებითი ლიტერატურიდან რა ითვლება სანდოდ და როგორ გავარჩიოთ იგი არასანდო მასალისგან? სამწუხაროდ, დღეს ინტერნეტი და პოლიგრაფიული გამოცემები სავსეა არასანდო ინფორმაციით, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტ-სტატიებში მოყვანილი ფაქტები არ არის უეჭველი. ინტერნეტის არასანდოობის დამადასტურებლად ავიღოთ, თუნდაც ყველასთვის ცნობილი “ვიკიპედია”. ის მნიშვნელოვანი წყაროა ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ნახეთ სად არის პრობლემა? “ვიკიპედიის” სტატია შეუძლია დაწეროს ყველა არასპეციალისტმა და ის ქვეყნდება ინტერნეტში. ხომ ლოგიკურია, რომ “ვიკიპედიაში” გამოქვეყნებული სტატია, მაგალითად ასტრონომიის რომელიმე თემის შესახებ, არასანდო იქნება თუ მას მაგალითად იურისტი დაწერს? ან პირიქით? ამიტომ, თუ ინტერნეტ სივრცეში სტატიას არ აქვს მითითებული წყარო, მას ნუ დაეყრდნობით. იგივე “ვიკიპედიაში”, სტატიის ბოლოს უნდა იყოს სანდო ლიტერატურის ჩამონათვალი. შედით სწორედ ამ ლიტერატურის ე.წ. “ლინკებზე” და იქ წაიკითხეთ მასალა, რომელსაც დაამუშავებთ. ასე მიუდექით ინტერნეტში მოძიებულ ნებისმიერ სხვა წყაროსაც. ხანდახან, სანდო წყარო თავად ინტერნეტის სტატიაშია (ტექსტში) მოცემული “ლინკის” გარეშე. მონიშნეთ ეს წყარო და ის მოძებნეთ საძიებო სისტემაში და მას დაეყრდენით.

Page 7: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

7

პოლიგრაფიული გამოცემებიდან, ზოგადად, სანდოა სახელმწიფო ან ცნობილი უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული ენციკლოპედიები, ლექსიკონები, წიგნები და ჟურნალები. მაგალითად, ცოტა მოძველებულია, მაგრამ ტერმინების განმარტების თვალსაზრისით მაინც სანდოა “საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია”. ზოგადად კი, დააკვირდით გამომცემელს და გამოცემის თარიღს. თუ ის ცნობილი და სანდო არ არის, ან გამოცემულია მრავალი წლის წინ, მაშინ მას ნუ დაეყრდნობით. ქართული უნივერსიტეტების გამომცემლობებიდან სანდოა ყველა იმ უნივერსიტეტის გამოცემა, რომელსაც აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია. ვარ მშობელი და მაინტერესებს: როგორია ჟურნალის ხელმისაწვდომობა? ყოველი მიმდინარე თვის ნომერი, რომელიც დაგჭირდებათ გამოქვეყნებული ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ შეიძინოთ:

1. საქართველოს ფოსტის პრესის ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით

2. პრესის გავრცელების სხვა კომერციულ წერტილებში, მათ შორის სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში, სადაც დგას პრესის გავრცელების სტელაჟები

თუ გსურთ, რომ ჟურნალი გარანტირებულად მიიღოთ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, შეგიძლიათ იგი გამოიწეროთ და ამით კონკურსის მონაწილე გახადოთ საზოგადოება National Geographic-ის წევრი. არსებობს გამოწერის რამდენიმე მარტივი ფორმა:

1. თუ გაქვთ SilkTV, ჟურნალი შეგიძლიათ გამოიწეროთ პირდაპირ ტელევიზორიდან, შესაბამის ბანერზე; პულტი - OK; ძალიან მარტივია!

2. თუ გაქვთ “სილქნეტის” ქალაქის სატელეფონო ხაზი, დარეკეთ 2-100-100, # 4 და უბრალოდ უთხარით ოპერატორს, რომ გსურთ ჟურნალის გამოწერა

3. თუ არ ხართ “სილქნეტის” აბონენტი, ჟურნალი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ვებსაიტიდან პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან “ფეიბოქსის” საშუალებით (დეტალებისთვის ეწვიეთ: www.natgeo.ge/subs)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თემები აღებული იქნება არა მიმდინარე, არამედ გასულ ნომრებში გამოქვეყნებული სტატიებიდან (მიმდინარე ნომერში ქვეყნდება მხოლოდ მიმდინარე თემის სათაური). ამიტომ, თემის დასამუშავებლად, დაგჭირდებათ შესაბამისი გასული ნომრის მოძიება. ყველა გასული ნომერი (2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული), იყიდება მხოლოდ ჩვენს პარტნიორ სააფთიაქო ქსელ GPC-ის ნებისმიერ აფთიაქში.

Page 8: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

8

როგორ უნდა შევავსო ფორმა, რომ არაფერი შემეშალოს? ჟურნალიდან მაკრატლით ამოჭერით თემისთვის სპეციალურად გამოყოფილი გვერდი და შეავსეთ თქვენი პირადი ინფორმაცია სპეციალურად გამოყოფილ ველებში (როგორც მოცემულია ქვემოთ, სურათზე). არ გადახიოთ ჩანართი “ნახვრეტებიან” ადგილზე. ამას გააკეთებენ შეფასების ცენტრში. თქვენს ნაშრომს სპეციალურად გამოყოფილ ორ ადგილზე (შავი ველები) დაეკრება თქვენი უნიკალური ორი იდენტური შტრიხ-კოდი. სწორედ ამ დროს, შეფასებისა და გამოცდების თანამშრომელი გახევს მას “ნახვრეტებიან” ადგილას და ნაშრომი შესაფასებლად წავა ზედა ნაწილის (სადაც წერია თქვენი პირადი ინფორმაცია) გარეშე. გამსწორებელს არ ეცოდინება ვის ნაშრომს ასწორებს. დეტალური თვალსაჩინო ინსტრუქციებისთვის იხილეთ სურათი შემდეგ გვერდზე.

Page 9: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

9

გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომის ხელით დაწერილი ტექსტი უნდა ჩაატიოთ მისთვის გამოყოფილ სივრცეში. დამატებითი გვერდები არ მიიღება და არ განიხილება შეფასების დროს! გადაკეცეთ ნაშრომი, ჩადეთ კონვერტში, დააწებეთ და ის მზადაა გამოსაგზავნად. მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჩანართის ქსეროასლზე ან დასკანერებულ გვერდზე დაწერილი ნაშრომები არ მიიღება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აფასებს მხოლოდ ჟურნალიდან ამოჭრილ ჩანართზე თქვენს ხელნაწერ სტატიებს! ეცადეთ დაწეროთ გარკვევით, თუმცა, ცხადია, კალიგრაფიას ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარია, ნაშრომი კარგად იკითხებოდეს.

Page 10: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

10

სად და როგორ უნდა გავაგზავნოთ ნაშრომი? თქვენი ნაშრომი შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფოსტით ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქ-ნი მაია გაბუნია

ლოჯისტიკის სამსახურის კოორდინატორი “კონკურსი BOSS-ის საზაფხულო სკოლა”

ე. მინდელის ქუჩა # 9, ოთახი 411 თბილისი - 0186

კონვერტს აუცილებლად დააწერეთ ზემოთმოყვანილი ტექსტი უცვლელად (!), რომ ნაშრომი ჩაბარდეს ადრესატს და იგი არ დაიკარგოს. როდის უნდა გავაგზავნო ნაშრომი შესაფასებლად? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩაერთვებით კონკურსში - დასაწყისშივე (2014 წლის იანვარში) თუ კონკურსის დასასრულისკენ (2014 წლის მაისში). მთავარია, შესაფასებლად გამოაგზავნოთ 5 თემა თქვენი სურვილის მიხედვით - ან ყოველ თვე ან ბოლო თვეს ხუთივე ერთად. ეს თქვენი არჩევანია. თუმცა უკეთესია, თუ თავიდანვე ჩაერთვებით. უმჯობესია თემაზე იმუშაოთ ერთი თვის განმავლობაში და ნაშრომი შესაფასებლად გამოგვიგზავნოთ ჟურნალის მეორე ნომრის გამოსვლამდე (ანუ თვის ბოლოს ან უფრო ადრე, როდესაც ჩათვლით, რომ ნაშრომი დაასრულეთ და იგი შესაფასებლად მზადაა). შეფასების შემდეგ (რომელიც დაიკავებს ნაშრომის მიღებიდან არაუმეტეს 10 დღეს) მოგენიჭებათ ქულა და იგი დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი სახელის გასწვრივ. ამით თქვენ გაიგებთ გეცოდინებათ რამდენი ქულა მოაგროვეთ და, თუ საჭირო გახდა, განსაზღვრავთ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება მომდევნო ნაშრომში. გვერწმუნეთ, თემაზე ერთი თვე მუშაობა და მისი შესაფასებლად გამოგზავნა (ან მოტანა) გაცილებით უკეთესი მიდგომაა, ვიდრე ერთბაშად 5 თემის დაწერა ან დაცდა თითოეული თემის გაუმჯობესების მიზნით, შემდეგ კი ყველას ერთად გამოგზავნა (თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ამაში შეზღუდულნი არ ხართ). როგორ ფასდება ჩემი ნაშრომი? თითოეული თემა ფასდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 20-ქულიანი სისტემით. კონკურსის ბოლოს, მაისში, მონაწილეები, რომლებსაც ჯამურად ექნებათ 80 ქულაზე მეტი, მოხვდებიან შერჩეულთა სიაში. ნაშრომების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ ასპექტები:

Page 11: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

11

1. ნაშრომის ორგანიზება, რაც გულისხმობს თქვენი დაწერილი სტატიის როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივად კორექტულ ორგანიზებას. სტრუქტურაში იგულისხმება - შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა; ლიტერატურული და სხვა წყაროების (მაგ. დამხმარე კონსულტანტის) მითითება. შინაარსობრივ მხარეში იგულისხმება - საკითხის თანმიმდევრული გააზრება, იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვის არსებობა;

2. ენობრივი გამართულობა და ლაკონურობა: გრამატიკულად გამართული, გასაგები, თანამედროვე სალიტერატურო ენით შესრულებული და, რაც მთავარია, ლაკონური;

3. კვლევის უნარი და არგუმენტირებული მსჯელობა: კვლევის (პირველ რიგში, იგულისხმება ლიტერატურის დამუშავება ან, სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტებისგან ინტერვიუს აღება/გასაუბრება) ეფექტური დაგეგმვა, წყაროთა გამოყენება, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკუთარი არგუმენტირებული თვალთახედვის შემუშავება/წარმოჩენა;

4. მასალის ცოდნა (ფაქტობრივი მასალის შეუცდომლად დაფიქსირება); 5. შემოქმედებითობა და ორიგინალური აზროვნება (თავისებური ხედვა,

სიახლე); 6. დაუშვებელია სხვა ავტორთა ნაშრომების კორექტული ციტირების

გარეშე გამოყენება.

შერჩეულთა სიაში მოხვედრილ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მარტივი გასაუბრება და ასე გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები. კონკურსში მონაწილეობამიღებულად ჩაითვლება მხოლოდ ის მოსწავლე, რომელმაც გამოაგზავნა ხუთივე თხზულება ხუთივე გამოქვეყნებულ თემაზე. არაფერი დაეხარჯება ჩემს მშობელს BOSS-ის სკოლაში წასასვლელად თუ გავიმარჯვე? არა, რადგან თქვენ საჩუქრად მიიღებთ თვითმფრინავის ბილეთს ჩვენი პარტნიორი ავიაგადამზიდი კომპანია “ლუფთჰანზა”-სგან, რომელიც ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. არ იღელვოთ იმაზე, რომ გზაში “დაიკარგებით”, რადგან “ლუფთჰანზას” აქვს მშვენიერი მომსახურება მიგაცილოთ თბილისიდან ლონდონამდე ყველა აეროპორტში, ყველა რეისამდე. ლონდონის აეროპორტში კი, გამოსვლისას, თქვენ დაგხვდებათ BOSS-ის სკოლის წარმომადგენელი. I ადგილზე გასული გამარჯვებულის სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ორგანიზაცია UK Bridge-ი დაფარავს. II ადგილზე გასული გამარჯვებულის სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს კი ფარავს National Geographic საქართველო.

Page 12: UK BRIDGE NATIONAL GEOGRAPHIC BUCKSWOOD SUMMER …ii ადგილი - boss საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელ

_____________________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 293-21-71 ან მოგვწეროთ: [email protected]

12

ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და მიჭირს ჟურნალის შეძენა/გამოწერა, არადა მაქვს დიდი სურვილი მონაწილეობა მივიღო კონკურსში. როგორ მოვიქცე? სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეთათვის გვაქვს სპეციალური შემოთავაზება - მშობლის მიერ შესაბამისი დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში National Geographic საქართველოს შეუძლია შეზღუდული რაოდენობით ჟურნალის 2014 წლის გამოწერის ჩუქება. ამ შეზღუდული რაოდენობის გამოწერის სასაჩუქრე პაკეტში ასევე შევა 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე გამოსული ჟურნალის ყველა ის ნომერი, სადაც გამოქვეყნებული იქნება ძირითადი სტატიები. თუ გავიმარჯვე, დამეხმარებით ბრიტანეთის ვიზის აღებაში? სამწუხაროდ ვერა. ნებისმიერი უცხო ქვეყნის ვიზის გაცემა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის საკონსულოს უფლებამოსილებას და კონკურსის ორგანიზატორები სრულიად იხსნიან პასუხისმგებლობას ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ვიზის არგაცემის შემთხვევაში. თუმცა UK Bridge-ი გაგიწევთ კონსულტაციას საკონსულოს მიერ მოთხოვნილი საბუთების შეგროვებაზე. ასევე, National Geographic საქართველო, გამარჯვებულების სახელზე გასცემს მხარდამჭერ წერილს საკონსულოში წარსადგენად. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის National Geographic საქართველოს გათვალისწინებული აქვს ფინანსური დახმარება თქვენი საკონსულო მოსაკრებლის (ე.წ. “ვიზის ღირებულების”) დასაფარად, რაც შეადგენს 132 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით და მონაწილეობას იღებთ კონკურსში!

National Geographic საქართველო, ბრიტანეთის Buckswood Summer

School, ორგანიზაცია UK Bridge, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და კომპანია “ლუფთჰანზა” გულითადად

გისურვებთ წარმატებას!