ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური...

29
პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპ „პპპპპპპ“ პპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპ სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს №2 სსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს

Transcript of ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური...

Page 1: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

„ბულინგი“ სკოლაში

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევასსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის №2

საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგიეკატერინე ხარაიშვილი

2018 – 2019 სასწავლო წელი

სარჩევიშესავალი  .............................................................................................................   1

Page 2: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

თავი I 

1 .  საკვლევი საკითხის მიმოხილვა       .....................................................................................    2

2.  საკვლევი თემის განსაზღვრა               .....................................................................................   6

3.  პრობლემის მნიშვნელობა                ........................................................................................ 6

თავი II4. ლიტერატურის მიმოხილვა ............................................................................................      7

თავი III5.   კვლევის მიზანი და

ამოცანები .........................................................................................       86.   მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, კვლევის

მეთოდები    ......................................        97.   ინტერვენციის

დაგეგმვა ...................................................................................................        10

8.   ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი ..............................................................      11თავი IV9. პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა ...................................................  1410 .მიგნებები და რეკომენდაციები ......................................................................................................   16

11. დასკვნა .........................................................................................................   1812. ბიბლიოგრაფია ..........................................................................................    1913. დანართი         .........................................................................................   20-2214. რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ ........................ 2 3

1

Page 3: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

საკვლევი საკითხის მიმოხილვა  ბოლო დროს თანამედროვე სკოლაში მწვავედ დგას

„ბულინგის“ პრობლემა და მეც დამაფიქრა კითხვამ: როგორ შევუწყო ხელი ჩაგვრის შეწყვეტას სკოლაში?“ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი ბულინგს განმარტავს, როგორც სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში ეს არის სკოლა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია- შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ.ბავშვი - მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.ბავშვ - აგრესორს კი საპირისპირო თვისებები ახასიათებს. ის მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და - ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს. ბავშვ - აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.

ძირითადად ბულინგის დაყოფა ხდება ოთხ ტიპად :2

Page 4: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

1. ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.

2. ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.

3. ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.

4. კიბერ- ბულინგი - განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისაგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული "ბულინგის" მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს. ბულინგი რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამას ცხადყოფს არაერთი საერთაშორისო კვლევა, შესაბამისად იზრდება ინტერესი და ყურადღება ამ ფენომენის მიმართ. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007 - 2008 წლებში ჩაატარა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. ბულინგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან არ აღიქმებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. მათმა მიდგომამ - "ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა" - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას. უკანასკნელ წლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები, თუმცა ბულინგის პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს.იგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისაგან. განიცდიდეს

3

Page 5: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რომელთაც უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის.ბავშვები უფროსების მზრუნველობის ქვეშ გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამიტომ მათი მოვალეობაა, აღზრდის საშუალებით, უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა : არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.”(ავტორი:ანა ქოჩიაშვილი)

( მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დახმარება სჭირდება როგორც ბულინგის მსხვერპლს, ისე ბულინგის ინიციატორ, აგრესორ ბავშვსაც. პირველ რიგში, ბავშვის აგრესიული ქცევა არ უნდა აღიქვათ, როგორც ბავშვური სიცელქე, რადგან დროული კორექციის არარსებობის შემთხვევაში ეს შეიძლება ცხოვრების სტილად იქცეს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. აგრესიული ქცევის შეცვლა სწორედ ბავშვობის ასაკში შეიძლება.

გულახდილად დაელაპარაკეთ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რომელმაც მოახდინა სხვა ბავშვების მიმართ აგრესიული ქცევის პროვოცირება. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან, სხვა ბავშვისგან, უფროსი და-ძმისგან ძალადობაგანცდილი ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც თავიანთი წყენა სხვა ბავშვზე გადააქვთ.

დახმარება მიმართული უნდა იყოს არა დანაშაულის ძიებისა და დასჯისკენ, არამედ ბავშვის აგრესიული ქცევის შეცვლისაკენ სოციალურად მისაღები ქცევით. ხშირად აგრესორის დასჯით ჩვენ ვერ ვაჩერებთ მას. მნიშვნელოვანია არა დადანაშაულება, არამედ იმის ჩვენება, რომ აგრესორის ქცევაა მიუღებელი, და არა თავად ბავშვი.

1. მშვიდად, ნათლად, ბავშვისთვის გასაგებად აღწერეთ მისი ქცევა და უთხარით, ბულინგის რა ფორმაა ეს. 2. მშვიდად აუხსენით აგრესორს, თუ რა გავლენას ახდენს სხვა ბავშვებზე მისი ასეთი ქცევა. 

4

Page 6: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

3. გაარკვიეთ, რა მოხდა (როგორ ესმის ამ ბავშვს მომხდარი); 4. აუცილებლად უთხარით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და შეახსენეთ, როგორ ქცევას ელოდებით მისგან. 5. გააგებინეთ მისი პასუხისმგებლობა და ქცევის შედეგები (შეატყობინებენ მშობლებს, ჩატოვებენ კლასში, გამოუცხადებენ საყვედურს და სხვა); 6. თუ ბავშვი-აგრესორის ქცევის შეჩერებას ვერ ახერხებთ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეცადოთ გადაიყვანოთ სხვა სკოლაში (არა მსხვერპლი, არამედ აგრესორი! 

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კლასის უსაფრთხო გარემო არის საუკეთესო გარემო ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის. კარგი მასწავლებელი:

• გაკვეთილზე ზრუნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე; • ამჩნევს ბულინგის გამოვლინებებს და სათანადოდ რეაგირებს მათზე; • ამჩნევს ჯგუფიდან გარიყულ და მოწყენილ ბავშვს; • არკვევს ბავშვის ასეთი ქცევის ან ემოციის მიზეზებს; • მხარს უჭერს დაჩაგრულ ბავშვს და ცდილობს ბულინგის შეჩერებას; • ეხმარება ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში, როცა მას ვინმე ჩაგრავს – არ ეუბნება, რომ ბავშვმა უბრალოდ არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, ან რომ თავი უნდა დაიცვას და სამაგიერო გადაუხადოს; • ეხმარება აგრესორ ბავშვს ქცევის შეცვლაში; • იძლევა სათანადო ქცევის მაგალითს. 

რჩევებიმასწავლებლებს: 1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში. 2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე. 3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ ფსიქოლოგიური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე. 4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას. 

5

Page 7: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ სპეციალისტ-ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში. 

კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვა კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვისას მნიშვნელოვანია “არაბრალდებითი პოზიციის” დაცვა – არა იმის ძიება, თუ ვინ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე, არამედ იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, რა როლი შეასრულა სიტუაციაში მონაწილე თითოეულმა ბავშვმა. განხილვაში შეიძლება ყველა ბავშვი მონაწილეობდეს – “აგრესორიც”, მსხვერპლიც, დამკვირვებლებიც. მაგრამ თუ აგრესორს და მსხვერპლს არ სურთ სიტუაციის განხილვაში მონაწილეობა, მას განვიხილავთ მხოლოდ დამკვირვებლებთან ერთად.

განსახილველი საკითხები: • რა მოხდა (ვთხოვოთ ბავშვებს გვიამბონ, როგორ აღიქვეს მომხდარი შემთხვევა. მოვისმინოთ ყველა ვერსია). • რასთან დაკავშირებით და როგორ დაიწყო ბულინგი? • რა როლს ასრულებდნენ ის ბავშვები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ იღებდნენ ბულინგში?  • როგორ შეიძლებოდა ბულინგზე დაკვირვებას გავლენა მოეხდინა “აგრესორ” ბავშვზე? • რას გრძნობდნენ ბავშვები ბულინგზე დაკვირვების დროს? • რას გრძნობენ ისინი ამჟამად? • მათი აზრით რას გრძნობს ის ბავშვი, რომელმაც ბულინგი განიცადა? • რა შეეძლოთ მათ გაეკეთებინათ ბულინგის შესაწყვეტად? • რა შეუძლიათ გააკეთონ ახლა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს? • სხვანაირად როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში? (სხვადასხვა პოზიციაში – აგრესორის, მსხვერპლის ან დამკვირვებლის)? 

ბულინგზე დამკვირვებელ ბავშვებთან საუბარი მათ დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, თუ რა მოხდა, მათი როლი როგორი იყო, და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე, გაითვალისწინონ, თუ როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ცდილობდნენ ბულინგის შეწყვეტას და მსხვერპლი ბავშვის დახმარებას. (მომზადებულია ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძის მიერ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი)

საკვლევი     თემის განსაზღვრა   აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე საკვლევ საკითხად შემერჩია შემდეგი : „ ბულინგი სკოლაში და მისი გადაჭრის გზები“.წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან მოსწავლეებს თვითდამკვიდრებაში, საკუთარი თავის რეალიზებაში და ა.შ და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ნაბიჯები.

6

Page 8: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

პრობლემის მნიშვნელობა     პრობლემა ცალსახად მნიშვნელოვანია თავისი მრავალი უარყოფითი მხარით. ეს იმ სახის პრობლემაა, რომლის გვერდის ავლით, შესაძლოა ადამიანის ან ადამიანების ყოფნა/არყოფნასთან დაკავშირებით დადგეს საკითხი. ამიტომ, ძალადობის, ჩაგვრისა და დამცირების თავიდან აცილების გზები ერთად უნდა ვეძიოთ, მივცეთ ერთმანეთს რჩევები, გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება და ამგვარად ვებრძოლოთ ამ რთულ, მაგრამ დროული და სწორი ჩარევით მოგვარებად საკითხს.

ლიტერატურის მიმოხილვა ბულინგის პრობლემა საკმაოდ ხშირად ხდება შესწავლისა და კვლევის საკითხი. ამ პრობლემაზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ზოგჯერ მასწავლებელი არ  აქცევს საკმარის  ყურადღებას მოსწავლეების ქცევას. გაუცნობიერებლად მივიჩნევთ, რომ მოსწავლეები ერთმანეთის მეგობრები არიან და ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მასშტაბური ბულინგი სწორედ მცირე ნიუანსებიდან აღმოცნდება. თუკი პრობლემას მყისვე, მის ამოსავალ წერტილშივე აღმოვაჩენთ და ყურადღებას მივაქცევთ, ვიზრუნებთ მის მოგვარებაზე, თავიდან ავიცილებთ პრობლემის განვითარებასა და გამძაფრებას. “იგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რომელთაც უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის.

ბავშვები უფროსების მზრუნველობის ქვეშ გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამიტომ მათი მოვალეობაა, აღზრდის საშუალებით, უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა : არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.”(ავტორი:ანა ქოჩიაშვილი)

“დახმარება მიმართული უნდა იყოს არა დანაშაულის ძიებისა და დასჯისკენ, არამედ ბავშვის აგრესიული ქცევის შეცვლისაკენ სოციალურად მისაღები ქცევით. ხშირად აგრესორის დასჯით ჩვენ ვერ ვაჩერებთ მას. მნიშვნელოვანია არა 7

Page 9: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

დადანაშაულება, არამედ იმის ჩვენება, რომ აგრესორის ქცევაა მიუღებელი, და არა თავად ბავშვი.

1. მშვიდად, ნათლად, ბავშვისთვის გასაგებად აღწერეთ მისი ქცევა და უთხარით, ბულინგის რა ფორმაა ეს. 2. მშვიდად აუხსენით აგრესორს, თუ რა გავლენას ახდენს სხვა ბავშვებზე მისი ასეთი ქცევა. 3. გაარკვიეთ, რა მოხდა (როგორ ესმის ამ ბავშვს მომხდარი); 4. აუცილებლად უთხარით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და შეახსენეთ, როგორ ქცევას ელოდებით მისგან. 5. გააგებინეთ მისი პასუხისმგებლობა და ქცევის შედეგები (შეატყობინებენ მშობლებს, ჩატოვებენ კლასში, გამოუცხადებენ საყვედურს და სხვა); 6. თუ ბავშვი-აგრესორის ქცევის შეჩერებას ვერ ახერხებთ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეცადოთ გადაიყვანოთ სხვა სკოლაში (არა მსხვერპლი, არამედ აგრესორი! 

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კლასის უსაფრთხო გარემო არის საუკეთესო გარემო ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის. კარგი მასწავლებელი:

• გაკვეთილზე ზრუნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე; • ამჩნევს ბულინგის გამოვლინებებს და სათანადოდ რეაგირებს მათზე; • ამჩნევს ჯგუფიდან გარიყულ და მოწყენილ ბავშვს; • არკვევს ბავშვის ასეთი ქცევის ან ემოციის მიზეზებს; • მხარს უჭერს დაჩაგრულ ბავშვს და ცდილობს ბულინგის შეჩერებას; • ეხმარება ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში, როცა მას ვინმე ჩაგრავს – არ ეუბნება, რომ ბავშვმა უბრალოდ არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, ან რომ თავი უნდა დაიცვას და სამაგიერო გადაუხადოს; • ეხმარება აგრესორ ბავშვს ქცევის შეცვლაში; • იძლევა სათანადო ქცევის მაგალითს. “ (მომზადებულია ეკატერინე (ქეთევან)

თავართქილაძის მიერ )

 კვლევის მიზანი და ამოცანები:

ამ საკითხის თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე მომემზადებინა პროექტი VIII ბ კლასში ამ თემის ირგვლივ, ისინი გახდნენ ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფი.

ჩემი კვლევის მიზანი მდგომარეობს სწორედ  იმ გზების  და ხერხების მოძიებაში , რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეებში ძალადობის გახშირებული ფაქტების აღმოფხვრას.

8

Page 10: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

ამისათვის ჩემი კვლევა წავრმართე შემდეგი საფეხურების გავლით:

1.      მოსწავლეთა დამოკიდებულების შესწავლა ბულინგთან დაკავშირებით.2.      ბულინგთან ბრძოლის  სტრატეგიების ძიება.3.      მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება აღნიშნული საკითხის ირგვლივ.4.      მიღებული შედეგების ანალიზი და ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვები.

კვლევის მთავარი კითხვა: როგორ ვებრძოლოთ ბულინგს სკოლაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:

         რამდენად მისაღებია თქვენთვის მოსწავლის ჩაგვრა მისი სწავლის ხარისხის, გონებრივი შესაძლებლობების, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ნაკლოვანებების მიხედვით?

         რას იგრძნობდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ბულინგის მსხვერპლი თავად იქნებოდნენ?

         რისი გაკეთებაა უპრიანი ამ პრობლემის გადასაჭრელად?

მონაცემთა შეგროვება და ანალიზისაკვლევ კითხვებზე    პასუხის გასაცემად გამოვიყენე კვლევის შემდეგი მეთოდები:

         მე-8 კლასში ჩატარდა წერილობითი გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა თუ რამდენად მისაღებია მათთვის მოსწავლის ჩაგვრა მისი სწავლის ხარისხის, გონებრივი შესაძლებლობების, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ნაკლოვანებების მიხედვით? თუ მისაღებია, ან არაა მისაღები და რატომ?

       შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც   ბულინგთან ბრძოლის  სტრატეგიების ძიებას შეუდგებოდნენ.

       მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით ნაჩვენები და შემდეგ უკვე განხილული იქნა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. (შერჩეული იქნა ფილმები ქართულ ენაზე, რადგან პრობლემის არსი გასაგები ყოფილოიყო თითოეული მოსწავლისთვის. )

https://www.youtube.com/watch?v=x-T7DJL7T0g

https://www.youtube.com/watch?v=wcB-gOxbqqY&t=3s

  

         შევაჯერეთ აქტივობები, რომლებიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბრძოლაში დაგვეხმარებოდა.

გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა აზრი იმის შესახებ, რომ ბულინგი არაა მისაღები იმიტომ, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთის ფსიქიკური მდგომარეობა.

ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე შეირჩა შემდეგი სამოქმედო

აქტივობები:

9

Page 11: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

1. შეიქმნას ბულინგთან დაკავშირებული ბუკლეტები, რომლეთა პრეზენტაცია

მოხდება VI-XII კლასებში, დირექციისა და პედკოლექტივის წინაშე, რის შემდეგაც განხორციელდება თითო ეგზემპლარის გადაცემა ბუკლეტის უფრო დაწვრილებით გასაცნობად.

2.გაკეთდეს კედლის გაზეთი.

3. გაკეთდეს სლაიდ შოუ (PowerPoint-ში).

4. დაიწეროს სცენარი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და აიკრიფოს Word-ში .

ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა ვინაიდან VIIIბ კლასის რამოდენიმე მოსწავლეს სამწუხაროდ შევამჩნიე თანაკლასელების მათი სწავლის ხარისხის და ე.წ. „კომუნისტური“ შეხედულებების გამო (ასე მაგალითად: ჩაუშალა ე.წ „შატალოზე“ წასვლა და ა.შ )ჩაგვრის შემთხვევები, კლასის დამრიგებელთან ამ პრობლემის განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, ამავე კლასში გამეკეთებინა პროექტი „Say No to Bulling!“ (უთხარი არა ძალადობას!) . კლასის დამრიგებელმა თავის მხრივ მოსწავლეებთან საჭირო და გადაუდებელი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ჩემი სტრატეგიები მოიცავს ჯგუფურ მუშაობას, დიფერენცირებულ ჯგუფებში სწავლებას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ისა და ხელოვნების უნარის გამოყენებას. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.

       მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ აქტივობები მოცემული თემის ირგვლივ და გავწერეთ ერთ თვიანი სამუშაო გეგმა. კლასი შესაძლებლობების მიხედვით დავყავი სამოქმედო ჯგუფებად (ასე მაგალითად, ორ ჯგუფში ხატვის ნიჭის მქონე თითო მოსწავლე ჩავრთე, რადგან შერჩეული აქტივობები ამ მონაცემს ნამდვილად მოითხოვდა. მესამე ჯგუფში იყვნენ მოსწავლეები სცენარის, მოთხრობების წერის ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიების, კერძოდ Word-ში მუშაობის უნარით; მეოთხე ჯგუფი კი დაკომპლექტდა მოსწავლეებით კომპიუტერული ტექნოლოგიების, კერძოდ, PowerPoint -ში მუშაობის უნარით და გამოცდილებით .)

აქტივობები:

. პირველ ჯგუფს დაევალა ბულინგთან დაკავშირებული ინგლისურენოვანი მასალის მოძიება და თარგმნა ქართულ ენაზე. შემდეგ კი ამ მასალის მიწოდება კედლის გაზეთსა და ბუკლეტზე მომუშავე ჯგუფებისთვის.

. მეორე ჯგუფს დაევალა კედლის გაზეთის ფორმატზე მუშაობა. მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ გაზეთის მხატვრული და წერილობითი გაფორმების იდეები.10

Page 12: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

. მესამე ჯგუფს დაევალა PowerPoint-ში სლაიდის შესაქმნელად გამოსაყენებელი მასალის მოძიება და შერჩევა.

. მეოთხე ჯგუფს დაევალა სცენარის შინაარსზე ვარაუდების გამოთქმა,მსჯელობა და შეჯერება.

ამავდროულად, ჯგუფებმა ჩაატარეს სხვადასხვა კლასში ანკეტური გამოკითხვა კითხვებზე:

1. დამალავთ, თუ არა ბულინგის შემთხვევის ფაქტს მისი უნებური მოწმეობის შემთხვევაში?

2. რას მოიმოქმედებდით საკუთარ თავზე ბულინგის განცდის შემთხვევაში?

ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი

აღნიშნული პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში. თავდაპირველად მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო მასალა და რესურსი ძალადობასთან დაკავშირებული თემის ირგვლივ. გააკეთეს სლაიდ შოუს, კედლის გაზეთისა და ბუკლეტის მონახაზი (მათი გადაწყვეტილებით, ბუკლეტები დაურიგდება მაღალი კლასის მოსწავლეებს, მანდატურებს, პედ კოლექტივს და დირექციას გასაცნობად), მოიაზრეს მათი გაფორმების სტრუქტურა, შეთანხმდნენ სცენარის შინაარსზე და ყოველივეს პრეზენტაცია მოახდინეს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, სადაც განვიხილეთ თითოეული და შევჯერდით საუკეთესო ვარიანტზე.

კვირაში ერთხელ ვახდენდით თითოეული ჯგუფის ნაშრომის განხილვას, შეჯერებასა და კორექტირებას.

თავდაპირველად მოსწავლეებს დიდი სურვილით და მონდომებით არ დაუწყიათ აღნიშნულ თემაზე მუშაობა (მოსაწყენად მოეჩვენათ თემა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ირგვლივ მუდმივი საუბრებია), შეთანხმებულად ვერ იმუშავეს ჯგუფებში, თითოეულ მათგანს საკუთარი ვერსიის გამოყენება სურდა. თუმცა, ხშირი მონიტორინგი და მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, პრობლემების გადაჭრის გზების ერთად ძიება დაგვეხმარა მათ აღმოფხვრაში. მოსწავლეებმა ხალისით განაგრძეს სამუშაოს შესრულება. მეოთხე, კულმინაციურ კვირას მოსწავლეები აჟიტირებულნი იყვნენ სასიამოვნო დასასრულის მოლოდინში. პრეზენტაციებმა საინტერესოდ ჩაიარა.

აღნიშნული პროექტის მასალები იხილეთ ბლოგის შემდეგ მისამართზე:wordpress.com/posts/ekakharaishvili.wordpress.com

11

Page 13: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

კითხვარის შედეგები პროექტის დაწყებამდე გადანაწილდა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლით:

ჩატარდა გამოკითხვა VI-XII კლასებში. გამოიკითხა 100 მოსწავლე.

1. დამალავთ, თუ არა ბულინგის შემთხვევის ფაქტს მისი უნებური მოწმეობის შემთხვევაში?გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გოგონათა 80 % არ დამალავს ბულინგის შემთხვევას, ხოლო 20 % დამალავს. ბიჭების 90 % დამალავს ფაქტს,ხოლო 10 % არ დამალავს.

გოგოები:

100% სიზუსტით 100% სიზუსტით0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

ბიჭები:

12

Page 14: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

100% სიზუსტით 100% სიზუსტით0

10

20

30

40

50

60

70

80

90

100

Series 1

2. რას მოიმოქმედებდით საკუთარ თავზე ბულინგის განცდის შემთხვევაში?

გამოიკითხა 100 მოსწავლე. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გოგონათა 20 % დაშინდებოდა და არაფერს მოიმოქმედებდა; 75 % დამრიგებელს, ან მშობელს შეატყობინებდა; 5% იზრუნებდა სამაგიეროს გადახდაზე;

ბიჭების 15 % დაშინდებოდა და არაფერს მოიმოქმედებდა, 10 % დამრიგებელს, ან მშობელს შეატყობინებდა, 75% იზრუნებდა სამაგიეროს გადახდაზე;

მოიმოქმედებდით საკუთარ თავზე ბულინგის განცდის შემთხვევაში?

პროცენტული რაოდენობა (გოგონები)

პროცენტული რაოდენობა (ბიჭები)

დაშინდებოდა და არაფერს მოიმოქმედებდა.

20 % 15 %

დამრიგებელს, ან მშობელს შეატყობინებდა.

75 % 10 %

იზრუნებდა სამაგიეროს გადახდაზე.

5 % 75 %

მიღებული შედეგები დამაფიქრებელი და საყურადღებოა. პირველი კითხვარის შედეგების გათვალისწინებით, გაირკვა, რომ გოგონათა უმრავლესობა თავს 13

Page 15: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

დაიცავს დამრიგებლის ან მშობლის თანადგომით, ხოლო 20 % ფაქტს დამალავს სავარაუდოდ მჩაგვრელისგან ზეწოლის შიშის გამო.

ბიჭების უმრავლესობა დამალავს ძალადობის ფაქტს თავმოყვარეობისა ან ზეწოლის მოლოდინის გამო, ხოლო 10 პროცენტი მზადაა სხვისი დახმარებით დააღწიოს თავი პრობლემას.

კითხვარის მიხედვით გადანაწილებული პროცენტული მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს. უპრიანია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რადგან მათ შეძლონ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის. ამასთანავე, აუცილებელია, პრობლემა საფუძველშივე იქნას აღმოჩენილი და ლოკალიზებული, რადგან მან არ მიიღოს განმეორებითი და მეტად აგრესიული სახე.

პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში     დანერგვა „მასწავლებლის საქმიანობის  დაწყების პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად  ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ  პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების  ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული  კვლევის განხორციელება.  იგი მიმართულია სკოლაში არსებული  რეალური პრობლემების კვლევაზე და  იძლევა არა მხოლოდ ახალი  ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას  საკვლევი პრობლემა და დაინახოს   შედეგი. 

(მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა  მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის  უნარის ფლობა:  მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით  სამუშაოებს, ახორციელებს მათ და  იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში, მასწავლებელი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო პროგრამას  კონკრეტული კლასის/საფეხურის და მოსწავლეების  ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.  ეხმარებაკოლეგებს პროფესიული საჭიროებების  დადგენაში; სკოლაში ქმნის თვითაქტუალიზაციის  ხელშემწყობ გარემოს,  შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს,  იკვლევსსასწავლო პროცესის  ეფექტიანობას, შეფასების შედეგებს და  ამ მონაცემების საფუძველზე  შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლება სწავლის ხარისხის  გასაუმჯობესებლად.შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა  დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად.)

14

Page 16: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

(„ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ'', მუხლი 134 ).

” პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად”

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამიტომ ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სკოლის დონეზე კი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პედაგოგების გუნდი, რომლებიც მოტივირებულები არიან ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე გააუმჯობესონ სასკოლო გარემო. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პრაქტიკული კვლევის გამოყენებაა.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში კვლევით სამუშაოებს გარკვეული კრედიტები ენიჭება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტატიის ან ანალიტიკური ნაშრომის მომზადება, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა, მიღებული გამოცდილება კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიაროს.ამრიგად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.(ავტორი ვერიკო ხელისუფალი)

ვფიქრობ, ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის შედეგების გაცნობა ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ მოსწავლეების ქცევას მეტი ოპერატიულობით.

კვლევის მიგნებები და რეკომენდაციებიკვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ შეიძლება  ითქვას ,

რომ  ძალადობა სკოლებში გადასაჭრელ პრობლემად რჩება. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა მოზარდის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამისათვის ი აუცილებელი და მთავარი პირობა ძლიერი სამკუთხედის შეკვრა:

15

Page 17: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

მოსწავლე

მასწავლებელი მშობელი ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს სამკუთხედი არაა საკმარისი ძალადობის

პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია გადამზადებული ფსიქოლოგის ჩართვა.

რაც შეეხება მასწავლებლის როლს „ბულინგის“ ფაქტების აღმოჩენა/აღმოფხვრაში,აუცილებელი პირობაა, რომ:1. მასწავლებლის დახმარება მიმართული უნდა იყოს არა დანაშაულის ძიებისა და დასჯისკენ, არამედ ბავშვის აგრესიული ქცევის შეცვლისაკენ სოციალურად მისაღები ქცევით. ხშირად აგრესორის დასჯით ჩვენ ვერ ვაჩერებთ ძალადობას, არამედ ძალადობით, უხესჰი ჩარევით ვუბიძგებთ მათ ძალადობისკენ. მნიშვნელოვანია არა დადანაშაულება, არამედ იმის ჩვენება, რომ აგრესორის ქცევაა მიუღებელი, და არა თავად ბავშვი.

2.      მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს  თანამშრომლობის გაღრმავებას  კოლეგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, გაუზიაროს მათ პრობლემები, მიგნებები  და აღმოჩენები. აქტიურად ჩართონ მშობლები სწავლა-სწავლების პროცესში, მოუწოდონ შვილებთან მეტი დროის გატარებისკენ, დაუსვან კითხვები გატარებული დღის შესახებ, ყურადღებით მოუსმინონ მათ და მისცენ რჩევა-დარიებები და ა. შ.  კარგი იქნება, თუ მშობლები შვილებთან ერთად ხშირად ივლიან საზოგადოებრივ ადგილებში. ასე მაგალითად თეატრში, კინოში, პარკში... მშობლებმა და მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ მოზარდებს ოლიმპიადებში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში, რაც აგრეთვე გაზრდის მოტივაციის ამაღლების ხარისხს, მათ ყურადღებას გადაიტანს მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

3.    მასწავლებელმა  ხშირად ჩაატაროს ამგვარი კვლევები  რათა დროულად აღმოაჩინოს არსებული პრობლემები და აღმოფხვრას ისინი, რადგან ეს შეუწყობს ხელს მოსწავლეებს კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში საკუთარი ძალების სწორ შეფასებაში და  პრობლემის იდენტიფიკაციაში.

4.  მთავარი  საშუალება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეებში  მასწავლებლის მიმართგაზრდაში - კეთილგანწყობილი მასწავლებელი, რომელიც მუდამ მზად არის  დაეხმაროს, აუხსნას,უთანაგრძოს, დააიმედოს მოსწავლე. ბავშვი უნდა

16

ერთად შევაჩეროთ „ბულინგი“

Page 18: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

გრძნობდეს, რომ ის მარტო არ არის და პედაგოგიც დაინტერესებულია მის სრულფფასოვენ ადამიანად ჩამოყალიბებაში,, წინსვლასა და წარმატებაში.

დასკვნა კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო  მოსწავლეთა

დამოკიდებულების შესწავლა ბულინგთან დაკავშირებით;  ბულინგთან ბრძოლის  სტრატეგიების ძიება და მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება აღნიშნული საკითხის ირგვლივ.  ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით ძალიან მარტივად შევძელი მოსწავლეების ჩართვა ინგლისურენოვან პროექტში „უთხარი არა ძალადობას!“ (Say No to Bulling!) , რომელიც გულისხმობდა ბულინგის რაობის განსაზღვრას და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი თავიანთი შექმნილი სცენარის მიხედვით დაედგათ მინი სპექტაკლი, სადაც ნათლად შეხედეს სურათს მჩაგვრელისა და ჩაგრულის პოზიციებიდან. გააანალიზეს პრობლემა და გაუზიარეს უკვე ბუკლეტის სახით სხვა კლასების

17

Page 19: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

წარმომადგენლებს. (ბუკლეტი წარმოდგენილია როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე) გაიზარდა მათი პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთთდამოკიდებულების დროს და ურთიერთობების შეჩევისას. მნიშვნელოვანი და დასაფასებელი შედეგი მივიღე ის, რომ ხანგრძლივი ჯგუფური მუშაობით მოსწავლეებს თანამშრომობითი უნარი გაუაქტიურდათ. ისინი ხშირად გამოხატავენ მზაობას ერთმანეთს დაეხმარონ სასწავლო პროცესში. განავითარონ ერთურთთან ჯანსაღი ურთიერთობები და ამოუდგნენ ერთმანეთს გვერდით ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში. შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარა და კვლავაც დამეხმარებასაჭიროების შემთხვევაში მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებასა და მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლებაში მსგავსი პრობლემების აღმოჩენისას.

ჩემი  პრაქტიკული კვლევა და მისი შედეგები გავუზიარე  კოლეგებს , რაც ჩემი აზრით,  დაეხმარება მათ  მსგავსი კვლევების წარმოებაში და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო მიდგომები და  სტრატეგიები.                                               

       ბიბლიოგრაფია

1.      http://intermedia.ge/ სტატია /63644- ბულინგი - სკოლებში

ავტორი : ანა ქოჩიაშვილი)

 2.      http://phf.org.ge/ka/resources/maswavleblis-roli-bulingis-problemis-gadachrashi/ 

(ავტორი: ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი)

3.   („ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების  შესახებ'', მუხლი 134 ).

4 . http://mastsavlebeli.ge/?p=1901

18

Page 20: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

 (ავტორი ვერიკო ხელისუფალი)

დანართი            

 ანკეტა VI-XII კლასელ მოსწავლეთათვის

მოგესალმებით!  ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას თემაზე „ბულინგი სკლოლაში“ . თქვენი მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია . გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე გულწრფელად. გამოკითხვა ანონიმურია.

1.    შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო: □   მდედრობითი □   მამრობითი 2.   დამალავთ, თუ არა ბულინგის შემთხვევის ფაქტს მისი უნებური

მოწმეობის შემთხვევაში?

19

Page 21: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

□ არ დავმალავ

□ დავმალავ

3. რას მოიმოქმედებდით საკუთარ თავზე ბულინგის განცდის შემთხვევაში?

□   დავშინდები და არაფერს მოვიმოქმედებ □   შევატყობინებ დამრიგებელს ან მშობელს □   ვიზრუნებ სამაგიეროს გადახდაზე

20

Page 22: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

21

Page 23: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

კედლის გაზეთი

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ 2018-2019 სასწავლო წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მე-საჯარო სკოლაში, განვახორციელე  ინგლისურენოვანი პროექტი „უთხარი არა ძალადობას!“ („Say NO to Bulling“), რომელიც გრძელდებოდა 22

Page 24: ekakharaishvili.files.wordpress.com€¦  · Web viewპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ბულინგი“ სკოლაში.

ერთი  თვის მანძილზე.  ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  თემაზე „ბულინგი“ სკოლაში.

კვლევის მიზანი იყო,  მოსწავლეთა დამოკიდებულების შესწავლა ბულინგთან დაკავშირებით;  ბულინგთან ბრძოლის  სტრატეგიების ძიება და მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება აღნიშნული საკითხის ირგვლივ.

ამისათვის  მოვახდინე პრობლემის იდენტიფიკაცია, გამოვიკვლიე  პირადი საუბრების, ანკეტირების, ინტერვიუებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით თუ რა იყო მათი აზრით ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი/ ფაქტორები. დავგეგმე  შესაბამისი ინტერვენციები, გავაანალიზე მათი შედეგები და პრაქტიკულად დავნერგე სასწავლო პროცესში . კვლევის ფარგლებში  გამოიკითხა VI-XII კლასის მოსწავლეები.  მივიჩნევ, რომ კვლევის მიზანს მივაღწიე რადგანაც დავადგინე „ბულინგის“ გამომწვევი მიზეზი და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები. შემიძლია  გამოვყო მათი თითოეული:

         პედაგოგების ნაკლები ჩართულობა და პასუხისმგებლობის არასრულად გაზიარება.

         მოსწავლეთა დაბალი ცნობადობა საკითხის ირგვლივ.          საჭირო რესურსებისა და ღონისძიებების გატარების ნაკლებობა .         მშობლების ნაკლები  ჩართულობა შვილების ყოველდღიურობაში.         მოსწავლეების გაუთვითცნობიერებელი უარყოფითი დამოკიდებულება სხვა

მოზარდის მიმართ.   გავითვალისწინე  ზემოთ ხსენებული ფაქტორები და განვახორციელე ცვლილებები საკუთარ, ასევე პედკოლექტივის დამოკიდებულებაში ამ პროცესის მიმართ, მშობლებს გავუზიარე კვლევის შედეგები და მოვუწოდე შვილებთან გახსნილი, მეტად ყურაღებიანი და ამავდროულად ფრთხილი დამოკიდებულებისაკენ, რის შემდეგაც დავაფიქსირე სიტუაციის დადებითად შეცვლა, მოსწავლეებმა გამოხატეს სურვილი საჭიროებისამებრ ერთმანეთის დახმარებისა, თვალნათლივ შეიცვალა მათი ურთიერთდამოკიდებულება. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და აუცილებელია ამ მიმართულებით საქმის გაგრძელება. რაც შეეხება  კვლევის სუსტ მხარეებს , აქაც  აუცილებელია ვაღიარო, რომ  ამ ეტაპზე ვერ შევძელი მშობლების უფრო მაშტაბურად ჩართვა ამ პრობლემატური საკითხის კვლევისას. უმჯობესი იქნებოდა, მიგნებები გამეზიარებინა მეტი მშობლისთვის, რადგან ეს ნამდვილად დაგვეხმარება მოზარდების სრულფასოვან ადამიანებად აღზრდაში.სამომავლოდ, ვთვლი, რომ ასეთი  ტიპის კვლევები სხვა პრობლემების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად უნდა ჩავატარო და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტ მშობელსა და კოლეგას ჩავრთავ ამ გამოკვლევაში, ვინაიდან კვლევის ერთ- ერთი მიზანი უკეთესი და სწრაფი შედეგების მისაღებად არის გუნდურობა. სამომავლოდ ვგეგმავ უფრო მეტად ჩავრთო პედაგოგები პრაქტიკული კვლევის მიმდინარეობაში, შედეგების გაანალიზებასა და გაზიარებაში. თუმცა ამ საფეხურზეც, მე  დადებითი უკუკავშირი მივიღე ჩემი კოლეგებისაგან და ეს დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში. ეს კვლევა  ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეების პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ჩემი, როგორც პედაგოგის უნარების განვითარებასთვის, ამასთანავე პროფესიული ზრდისათვის.

23